შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ცხრა )


17-09-2017, 16:39
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 904

როგორ საყვარლად სძინავს. ბალიშს ეხუტება და ტუჩებს აცმაცუნებს. ალბათ სიზმარში პრინცს ნახულობს და მომენტარულად ეღიმება კიდეც. რა საცოდაობა იქნებოდა მისთვის მყუდროების დარღვევა, მაგრამ რას ვიზავთ ყველაფერი ისე ხომ არ არის როგორც ჩვენ გვინდა.
ჭექა-ქუხილის, საზარელი გრუხუნის ხმაზე, ხტება და იატაკს ეხუტება თავისი ბალიშიანად.
ბავშობიდან ეშინია ასეთი ამინდის და არც ამ შემთხვევას ჩაუვლია კარგად. შეშინებული აცეცებს აქეთ-იქით თვალებს, რომლებიც შიშისგან უფრო ჩამუქებია. ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სიზმრიდან. თავი კოშმარში ჰგონია.
გაელვებას რომელიც ოთახს ანათებს, ჭექა-ქუხილიც მოჰყვება, რომელსაც გონს მოჰყავს.
- ესღა მაკლდა რა.. - ამოიბუზღუნა. - როგორ მტკივა წელი. - საწოლზე დაყრდნობით წამოდგა.- დღევანდელი დღე არამგონია კარგად დასრულდეს.. - თვალები აატრიალა.
საბანი მოიფარა და ფანჯარასთან მივიდა. ცას ახედა და ამოიხვნეშა. ნაცრისფერი გადაჰკროდა, ელვის გაელვებაზე თუ განათდებოდა. ძალიან უყვარდა წვიმა, მისი წკაპაწკუპი ფანჯრის რაფაზე. ძილის დროს რომ მელოდიასავით ჩაესმოდა ან ყავის ფინჯნით ხელში, რაფაზე რომ ჩამოჯდებოდა და გარემოს აკვირდებოდა. მაგრამ, ვერ იტანდა როდესაც თან ჭექა-ქუხილიც ერთოდა.
კედელზე ჩამოკიდებულ, გვირილის ფორმის საათს შეხედა. ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო. იცოდა ძილს ვერ შეიტრიალებდა. სააბაზანოში შევიდა, იცოდა წყლის წვეთები ელექვით იმოქმედებდა მასზე.
დუშის ქვეშ რამდენი ხანი იყო არ იცის, მაგრამ ცივმა წყლის წვეთებმა გონს მოიყვანეს. ხალათი მოიცვა და გარეთ გამოვიდა.
მუქი, ტანზე მომჯდარი ჯინსის შარვალი ჩაიცვა. შავი, თეთი გვირილებით გაფორმებული ტოპი გადაიცვა, ფეხზე კი ბენსიმონები მოირგო.
თმები, წვრილ კულულებად დაიხვია. ტუჩსაცხი გადაისვა და სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუღიმა.
ჯინსის ქურთუკი და ჩანთა აიღო და კიბეები ჩაირბინა.
სამზარეულოში მყოფ მაყვალა ბებოს მიეპარა და უკნიდან ჩაეხუტა.
- რაა ლაამააზიი დღეაა, რაა ნაათეელიი მზეეაა, იმიიტოომ როომ დღეეს ჩემიი კუუსკუუსეელაა ბეებოოს დააბაადეებიისდღეაა.. - ბოლოს ხმაზე გაჰკიოდა. - გილოოცაავ.. გილოცაავ.. დიდხანს იცოცხლე რომ ხშირად გაგაბრაზო და შენი ჯუჯღუნი მოვისმინო. - სიცილით დაასრულა მონოლოგი.
- ჩემო შეფრეკილი გოგო.. მადლობა, ჩემო ლამაზო.. ძალიან უყვარხარ შენს მოხუც ბებოს. - ლოყები დაუკოცნა შვილიშვილს.
- მოვალ ახლავე, მგონი ჩემი ტელეფონი რეკავს.. - მისაღებისკენ გაიქცა. ეკრანზე უცხო ნომრის დანახვა გაუკვირდა. - გისმენთ..
- ორი საათია გელოდები, სად გიგდია ტელეფონი. - გაისმა ქალის წიკვინა ხმა. ყურმილი მოშორებით დაიჭირა, ყურის ბარაბნები რომ არ გახეთქოდა. - სად ბრძანდებოდი ნეტავ ?! მეგონა მოკვდი..
- რა გნებავთ ?! - როდესაც მიხვდა რომ კიდევ დიდიხანი გააგრძელებდა საუბარს გააწყვეტინა.
- დღეს შეგიძლია დარჩე შენს ქოხში და მდაბიო ცხოვრებით იცხოვრო. ხვალ კიდევ ორ საათზე მოგაკითხავს მძღოლი და სალონში მოგიყვანს. იქნებ ადამიანს დაგამსგავსონ როგორმე.. - როგორ აღიზიანებდა ეს ქალი და მისი არაამქვეყნიური წიკვინი. იმ მომენტში იქ რომ ყოფილიყო, ალბათ ისე მიახჩობდა არც დაფიქრდებოდა.
- მეე.. - არ დაასრულებინა წინადადება თანოს და გაუთიშა. - შე.. შე.. გაბურძგნულო ინდაუროო.. გამოლენჩებულო ქათმის მსგავსო.. შე.. შე.. - ტელეფონს უყურებდა და თან ცოფებს ყრიდა. - არა, თანანო, იმ ქვის-ქვეშ გველმა ვერ უნდა მოგიშალოს ნერვები. - ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა. - ამ ყველაფრისთვის ის პასუხს აგებს.. - ეშმაკურად ჩაიცინა.
ფანჯარასთან მივიდა, როდესაც გაიხედა და გაუხარდა რომ აღარ წვიმდა. უნდოდა ბებოსთვის სიუპრიზი გაეკეთებინა და ტორტი ეყიდა.
- ბეე, მე გავდივარ და მალე მოვაალ.. - გასძახა. ქურთუკი მოცვა, ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.
ტელეფონი ამოიღო, ყურსასმენები მოირგო. საყვარელი მელოდია Ed sheeran - thinking Out Lound ჩართო. ხმამაღლა აუწია და ღიღინით გაუყვა ქუჩას.
ყველაფერი ნარინჯისფრად იყო შეფერილი. ხეებს ფოთლები სცვიოდა. მდორე მოძრაობით ქვემოთ, დედამიწას უბრუნდებოდნენ. იცოდნენ ალბათ რომ ლპობისთვის იყვნენ განწირულები.
მიუყვებოდა ქუჩას და ფიქრობდა სიყვარულზე, რომელიც ჯერ არ სწვევია და ასე ეშინოდა მისი. მას მოუწევდა შეეყვარებინა მამაკაცისთვის თავი, მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინა ?! გონებაში კითხვები უტრიალებდა, რომლებზეც პასუხი არ გააჩნდა.
- ,,რითი შეიძლება მოვხიბლო ?! გარეგნობაც არ მიწყობს ხელს. ‘’
- ,, რომ ვერ შევასრულო ჩემი დავალება. როგორ შევძლებ ამხელა თანხის უკან დაბრუნდებას ?! ‘’
- ,, ყველაზე უარესი, შენც რომ შეგიყვარდეს ის ?! ‘’ - ქვეცნობიერმა ჩასძახა. გონებამ იმპულსები გულს გაუგზავნა, რომელმაც განსაკუთრებით დაიწყო ძგერა.
- ,, არა, ეს ხომ სისულელეა. ‘’ - თავი გააქნია, უაზრო ფიქრების გასაფანტად. მართალია საკუთარი თავის თვითონ არ სჯეროდა, მაგრამ მაინც არ სურდა ამაზე ფიქრი.
ქურთუკი მჭიდროდ შემოიჭდო ტანზე.
ცივა.. გულშიც.. ყველგან, თითოეულ კუთხე, კუნჭულში ატანს სუსხი.
ცა, ისევ რუხი ფერისაა, ნაცრისფერი არა რუხი. გრუხუნებს, ხანდახან გაიელვებს კიდეც.
როდესაც ფიქრებიდან გამოირკვა, მაჯაზე საათს დახედა და უკვე შუადღეს გადაცილებული იყო .
საკონდრიტოში შევიდა და პატარა მარწყვის ტორტი იყიდა. უარი უთხრა შეფუთვაზე, არ ჰქონდა მაგის დრო.
ქუჩას დაუყვა, სამარშუტო ტაქსამდე მისასვლელს.
მოულოდნელად, ჩიხიდან მანქანა, მთელი სისწრაფით შემოდის და მისკენ მიდის. ხელები, ფეხები, ერთნაირად უკანკალებს. გულის ცემა პიკს აღწევს.
მანქანა უეცრად ფეხებთან ამუხრუჭებს. საბრალო თანანო, კი, წამოკივლეას ასწრებს, ტორტი ზევით მიფრინავს, თვითონ კი ძირს ეცემა საჯდომით. მართლაც ცუდათ დაიწყო მისთვის დღე და მგონი ცუდათაც დასრულდება. ნეტავ ყველაფერი ასე დასრულებულიყო, მაგრამ დღეს აშკარად ბედი დასცინოდა. ტორტი თავზე დაეცა, თავი და სახე კრემით ჰქონდა მოსვრილი. როგორ ინანა რომ არ შეაფუთინა, მაგრამ რა იცოდა ვიღაც იდიოტი რომ გამოვარდებოდა ?!
შავი, ბეემვეს კაბრიოლეტიდან მამაკაცი გადმოდის.
მუქი, ლურჯი ჯინსის შარვალი აცვია, ამავე ფერის ტანზე გამოყვანილი მაისური. გარუჯული სხეული აქვს, ან იქნებ ხორბლისფერი კანიც აქვს. მის გრძელ თითებზე უშტერდება თვალი. უფრო სწორად უგრძელეს თითებს, რომელიც ნიკაპთან მიეტანა, კაპოტზე დამჯდარი და დაჰყურებს ირონიული ღიმილით გოგონას.
- ვაიმე, ჩემი მარწყვის ტორტი.. - ტუჩები უკვე სატირლად ჰქონდა დაბრეცილი, მაგრამ თავი შეიკავა და კუშტი მზერით შეხედა მამაკაცს. - შენ.. შენ ნორმალური ხარ ?! - მისი გარეგნობით დაბნეული, მაგრამ მაინც საღ გონებაზე ძლივს წამოდგა.
- არა, რა გინდა, ძალიან გიხდება ! - თვალი ჩაუკრა, მალინისფერ ტუჩებზე, ენის წვერი გადაიტარა.
- იდიოტო, კიდევ დამცინი ?! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - ის, ინციდენტი არ კმაროდა, ახლა ეს ?! - გახსენებისას ლოყები წითლად აუღაჟღაჟდა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პირი ღია დარჩა, როდესაც დაინახა მანქანისკენ მიმავალი მამაკაცი.
- adios - თვალი ჩაუკრა, მანქანაში ჩაჯდა და მისი ავლით გააქროლა.
კიდევ რამდენიმე წუთი იდგა ასე გაშტერებული.
- ის.. ის.. ამპარტავანი ანტილოპა.. ბოდიშიც კი არ მომიხადა.. - ისეთი გაცეცხლებული იყო, ყურებიდან ბოლს უშვებდა.
ტორტი ხელმეორედ იყიდა. ტაქს ხელი დაუქნია და მისამართი უკარნახა.
სახლში მისულს, როგორც ყოვლთვის აღმოაჩინა რომ გასაღები დარჩენია.
დააზარუნა და დაელოდა როდის გაუღებდა ბებო კარებს, თან მისი სახე წარმოიდგინა და მაინც გაეცინა.
- თანანო, გოგო რა გჭირს ?! - რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა ქალი, შემდეგ ძლივს ამოილაპარაკა და გაიწია რომ შესულიყო.
- არაფერი, ბებო, არაფერი.. - ამოიბუზღუნა. ტორტი ხელში მიაჩეჩა და კიბეები აირბინა.
სააბაზანაში შეიკეტა, ტანსაცმლისგან განთავისუფლდა და დუშის ქვეშ დადგა.
ტორტი, თმაში ეზილებოდა, ნერვებზე იჯდა უკვე. შამპონი თავზე დაიცალა,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა.
- აი.. აი.. კიდევ თუ გადამეყარე გზაზე, გაგატყავებ და ძაღლებს მივუგდებ შენს თავს საჯიჯგნად.. - ბუზღუნებდა და თან ცდილობდა მოეცილებინა კრემი.
ერთი საათი დაჰყო დუშის ქვეშ. უკვე ფეხები სტკიოდა, თან გულში სწყევლიდა მამაკაცს რომელმაც ამ დღეში ჩააგდო და არც ბოდიში მოიხადა, პირიქით დასცინა კიდეც.
ოთახში შესული, ლოგინზე დაწვა ვარსკვლავის ფორმაში. ჭერს თვალები მიაპყრო და უცნობ მამაკაცთან წავიდა ფიქრებში. ძალიან ეცნობოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან.
მის უნაკლო სახეზე ფიქრობდა. სწორ, პატარა კურნოსა ცხვირზე. სწორ გამოყვანილ წარბებზე. უკუნითი სიბნელისფრად მნათობ, შავ თვალებზე. პატარა, მაგრამ მსუყე მალინისფერ ტუჩებზე.
ეფიქრებოდა მის ირონიულ ღიმილზე, რომლის დროსაც მარტო ტუჩები კი არა მთელი სახე უღიმოდა. ამ დროს ისეთი საყვარელი იყო.
თავის ფიქრებზე ნერვები მოეშალა და თავი გააქნია.
- ‘’არა! თანანო, შენ არ უნდა ვიქრობდე იმ წარსულიდან გადმონაშთილ ზეზვაზე ! მან შენ მასხრად აგიგდო ! ‘’
- ,, ეს იმას არ ნიშნავს რომ ძალიან სიმპატიური არაა, ის ხომ უსიმპატიურესია ! ‘’ - გამოსძახა შინაგანმა მემ.
- ,, უფ, უფ, უფ, თავი დამანებე რა ! ‘’ .
ტელეფონს დაუწყო ძებნა, გაიგონა რომ შეტყობინება მოუვიდა. ძლივს მიაგნო, გაბრაზებულმა სად მიაგდო არ ახსოვდა.
სესილი, სწრედა სკაიპში შესულიყო.
ქვემოთ ჩაირბინა და მისაღებში შევიდა.
- ბებო, ყავა გამიკეთე რა გთხოოვ.. თან მოდი ბავშვებს უნდა დავურეკო. - სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს გასძახა.
- ახლავე ბებო გენაცვალოს..
- მიყვარხაააააააარ.. - გასძახა და ნოუთბუქი ჩართო.
რამდენიმე წუთი არ იყო გასული რომ ირაკლის სურათი გამოჩნდა ეკრანზე.
- როგორ ხართ ბავშვებო ? - თბილად გაუღიმა მონატრებულ მეგობრებს.
- კარგად ვართ.. რაღაც უნდა გითხრათ.. - სახე მოქუფრულმა ამოილაპარაკა სესილიმ, თვალები კი ძირს დახარა. თანოს გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. ცოტახანი და ატირდებოდა. ყველაფერმა ცუდმა გაიელვა მის გონებაში.
- რა მოხდა ?! - ამოიკლავნა, ეს ნამდვილად არ გავდა მის ხმას.
- კაი, გოგო არ იტირო - სიცილით უთხრა სესილიმ. - ცუდი არაფერი მომხდარა..
- გოგო რატომ აშინებ ?! ნორმალური ხარ ?! - ირაკლი გაუბრაზდა.
- უიმე, რა იყოთ ვიხუმრე.. - ტუჩები მობრიცა, ეს კი მართლა იტირებდა.
- კარგი, არაუშავს სესო, არ იტირო.. - გოგონას სახეზე გაეცინა თანოს.
- კარგი, ამბავი გვაქვს თანო. - გაბადრულმა მიმართა მეგობარს.
- რა ხდება ?
- არ გვინდოდა გენერვიულა და არ გითხარით, ოპერაციაზე რომ შეიყვანეს გვანცა. ყველაფერი კარგად დასრულდა, ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა. ერთი დღე რეამინაციაში ამყოფებენ, თავის დაზღვევის მიზნით და შემდეგ პალატაში გადაიყვანენ. - ღიმილით მოუყვა ყველაფერი ირაკლიმ.
- ვაიმე, მართლაა ?! - თვალებში ვარსკვლავები აუთამაშდნენ.
- ხოო.. ხო.. მართლა სულ მალე ჩაგეხუტებიით.. - ბედნიერმა ჩასძახა.
- ძალიან, ძალიან მიყვარხართ ორივეე.. ჩემი სულის ნაწილები ხართ.. - ცრემლები მაინც ვერ შეიკავა.
- ჩვენც ძალიან გვიყვარხარ.. - ირაკლიმ ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა.
- აუ, იცი, რაღაცეები გიყიდეე..
- რაღაცეები ?! - გოცებულმა შეხედა ირაკლიმ. - მთელი მაღაზიები გამოიტანა. ჯერ მარტო იმდენი თურქული მზესუმზირა და ტკბილეული იყიდა რომ არ ვიცი.. - მობეზრებულმა ამოთქვა და თვალები აატრიალა. - წინ და უკან დამათრევდა.
- მაყვალა ბებო როგორ ხართ ?! - ახლად შემოსულ ქალს მიმართა.
- კარგად, სესილი შვილო, ასეთი ამბავი გავიგე და ცუდათ როგორ ვიქნები. თქვენ ხომ კარგად ხართ ?! ძალიან მომენატრეთ შვილებოო..- ცრემლიანი თვალებით უყურებდა ბავშვებს.
- ჩვენც კარგად ვართ და ჩვენც მოგვენატრეთ ძალიან. ბებო, შენც გიყიდეთ ისეთი ლამაზი თავშლები, თან როგორც მივხდით გიყვარს - სიცილით დაამთავრა სესილიმ.
- მადლობა, შვილო.. - მასაც გაეცინა.
- კაი, თანო, წავედით.. დღეს მაინც ვერ ვინახულობთ გვანცას და მაღაზიებში გავივლით, რაღაცეები დამრჩა საყიდი.
- მიშველეეეეეე.. თანოოო.. - ყელთან თითები მიიტანა და მუდარის თვალებით შეხედა.
- ნეტავ შემეძლოს.. - სიცილი ვეღარ შეიკავა მის სახეზე.
- ჩაოო.. - დაემშვიდობა და გაუთიშა.

მოვედიიიიიი.. ;დ
მეღირსაა ჩემი სახლიი.. ;დ
ბოდიშით რომ გალოდინეეთ..
იმედია ღირდა ლოდინად..
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
გთხოთ გამიზიარეთ თქვენი აზრი, კარგიც და ცუდიც..
თუ ვერ აკომენტარებთ დაალაიქეთ :დ რავი რამენაირად გამოხატეთ რომ მოგწონთ :დ
არ გეგონოთ ვიხვეწებოდე ან რამე ასეთი უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანია:დ
სტიმულის ასამაღლებლად.
გკოცნით და მიყვარხართ ^________________^



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

კარგიაა მაგრამ ძალიან არ გაწელო რა თორე ინტერესს დაკარგავს.

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Anuki96
კარგიაა მაგრამ ძალიან არ გაწელო რა თორე ინტერესს დაკარგავს.

გაწელით ძალიან არ გაიწელება, ნუ ისე რომ უინტერესო გახდეს. მაგრამ, ვერც მოკლედ ვერ დავამთავრებ heart_eyes kissing_heart

 


№3  offline მოდერი ენემი

ჩემი საოცრებააა joy kissing_heart

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

ენემი
ჩემი საოცრებააა joy kissing_heart

მდაჰ, ჩემო კაკლის მურაბა :დდდდ heart_eyes

 


№5 სტუმარი Guest თაკო

ძალიან კაია მარა კიდე დიდხანს არ გვალოდინო თორე ამოვწდები

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest თაკო
ძალიან კაია მარა კიდე დიდხანს არ გვალოდინო თორე ამოვწდები

ვეცდებიიიი heart_eyes

 


№7  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგია უბრალოდ მალე დადე ხოლმე <3

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

გეგე მარიშკა
ძალიან კარგია უბრალოდ მალე დადე ხოლმე <3

ყველანაირად ვეცდები heart_eyes მიხარია რომ კითხულობ kissing_closed_eyes

 


№9  offline წევრი Olivia

ვაიმეე საოცრება ხარ...
ლოდინად ღირდა.
ის ბიჭი უეჭველი ნერსე იყო :დდდ
დაერხა თანოს
შე ჭალო ის გველი რავა მიშლის ნერვებს, ასე მგონია ნამდვილად არსებობს და მინდა გავბრდღვა, პირდაპირი გაგებით. :დდდ
სასწაული ხარ, თან კრუელა :დდდ მე აქ ველოდები როდის დადებს ხოლმე და სამი თავი რომ დაიდება მერე ვგებულობ მე :დდდდ
ნწ ნწ სირცხვილოო
იცოდე იკას და სესოს წყვილი მინდა!
სასწრაფოდ.,.
ნერსე მე დამიტოვე :დდდ
თუ მართლა გამართლდა და ის მიმზიდველი არსება ეგ იყო ჩემია :დდდ
თუ არაა ნერსე კიდე მე მაინც ეგ მიყვარს :დდდ ეშმაკუნა კაცებზე ვარ გადამკვდარი :დდდ

გყვარობ <3
ლივი <3

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

იცი როგორ ველოდებოდი?
ძალიან, ძალიან მაგარო გოოგო ხარ ....
აი ეს თავი ხომ რაღაც საოცრება იყოოო..
ტორტის სცენაა:დდ
მიყვარს მე ეს თანანო და რავქნაა..
საოცრება ხარ.. ძალიან მაგრად წერ მიყვარხარ მე შენნ ჩემო საოცრებავ❤❤❤

 


№11  offline წევრი მეამბოხე ^^

Olivia
ვაიმეე საოცრება ხარ...
ლოდინად ღირდა.
ის ბიჭი უეჭველი ნერსე იყო :დდდ
დაერხა თანოს
შე ჭალო ის გველი რავა მიშლის ნერვებს, ასე მგონია ნამდვილად არსებობს და მინდა გავბრდღვა, პირდაპირი გაგებით. :დდდ
სასწაული ხარ, თან კრუელა :დდდ მე აქ ველოდები როდის დადებს ხოლმე და სამი თავი რომ დაიდება მერე ვგებულობ მე :დდდდ
ნწ ნწ სირცხვილოო
იცოდე იკას და სესოს წყვილი მინდა!
სასწრაფოდ.,.
ნერსე მე დამიტოვე :დდდ
თუ მართლა გამართლდა და ის მიმზიდველი არსება ეგ იყო ჩემია :დდდ
თუ არაა ნერსე კიდე მე მაინც ეგ მიყვარს :დდდ ეშმაკუნა კაცებზე ვარ გადამკვდარი :დდდ

გყვარობ <3
ლივი <3

იმეე, ჩემო ცხოვრება :დ ^_____^ რაფერ მაბედნიერებ ხოლმე შენ ხომ არ იცი :დ გაკოცე გულის წვერზე :დ heart_eyes

Gogona rmigraciidan
იცი როგორ ველოდებოდი?
ძალიან, ძალიან მაგარო გოოგო ხარ ....
აი ეს თავი ხომ რაღაც საოცრება იყოოო..
ტორტის სცენაა:დდ
მიყვარს მე ეს თანანო და რავქნაა..
საოცრება ხარ.. ძალიან მაგრად წერ მიყვარხარ მე შენნ ჩემო საოცრებავ❤❤❤

ძალიან, ძალიან, დიდი მადლობა საყვარელი heart_eyes
იმედია ვიმსახურებ ასეთ სიტყვებს heart_eyes

 


№12  offline აქტიური მკითხველი Anuki96

თამაკო
Anuki96
კარგიაა მაგრამ ძალიან არ გაწელო რა თორე ინტერესს დაკარგავს.

გაწელით ძალიან არ გაიწელება, ნუ ისე რომ უინტერესო გახდეს. მაგრამ, ვერც მოკლედ ვერ დავამთავრებ heart_eyes kissing_heart

ისე კი ერთ_ერთი ფავორიტი ისტორიაა ჩემთვის. ის სცენა წარმოვიდგინე თანანოს თავზე რო ეცემა ტორტი და ძლივს მოვსულიერდი. :) ხოდა მალე დადე მომდევნო თავი თორე ლოდინში ვიფხორები ხოლმე მაგრამ სულზე მისწრებ. :D

 


№13  offline წევრი მეამბოხე ^^

Anuki96
თამაკო
Anuki96
კარგიაა მაგრამ ძალიან არ გაწელო რა თორე ინტერესს დაკარგავს.

გაწელით ძალიან არ გაიწელება, ნუ ისე რომ უინტერესო გახდეს. მაგრამ, ვერც მოკლედ ვერ დავამთავრებ heart_eyes kissing_heart

ისე კი ერთ_ერთი ფავორიტი ისტორიაა ჩემთვის. ის სცენა წარმოვიდგინე თანანოს თავზე რო ეცემა ტორტი და ძლივს მოვსულიერდი. :) ხოდა მალე დადე მომდევნო თავი თორე ლოდინში ვიფხორები ხოლმე მაგრამ სულზე მისწრებ. :D

ფავორიტიო ?! დედა, რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა :დ რაფერ ამიფრთხიალდა გული :დ ხვალ იქნება საღამოსკენ სავარაუდოდ heart_eyes

 


№14 სტუმარი Guest Firefly

რამდენი გელოდეე, არ დაიგვიანო რა ვკვდები ინტერესით.
მომწონს საშინლად

რამდენი გელოდეე, არ დაიგვიანო რა ვკვდები ინტერესით.
მომწონს საშინლად

 


№15  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest Firefly
რამდენი გელოდეე, არ დაიგვიანო რა ვკვდები ინტერესით.
მომწონს საშინლად

რამდენი გელოდეე, არ დაიგვიანო რა ვკვდები ინტერესით.
მომწონს საშინლად

მიხარიაა heart_eyes არა საღამოსთვის იქნება kissing_heart

 


№16  offline მოდერი LurjTvala demoni

თამაკო
Olivia
ვაიმეე საოცრება ხარ...
ლოდინად ღირდა.
ის ბიჭი უეჭველი ნერსე იყო :დდდ
დაერხა თანოს
შე ჭალო ის გველი რავა მიშლის ნერვებს, ასე მგონია ნამდვილად არსებობს და მინდა გავბრდღვა, პირდაპირი გაგებით. :დდდ
სასწაული ხარ, თან კრუელა :დდდ მე აქ ველოდები როდის დადებს ხოლმე და სამი თავი რომ დაიდება მერე ვგებულობ მე :დდდდ
ნწ ნწ სირცხვილოო
იცოდე იკას და სესოს წყვილი მინდა!
სასწრაფოდ.,.
ნერსე მე დამიტოვე :დდდ
თუ მართლა გამართლდა და ის მიმზიდველი არსება ეგ იყო ჩემია :დდდ
თუ არაა ნერსე კიდე მე მაინც ეგ მიყვარს :დდდ ეშმაკუნა კაცებზე ვარ გადამკვდარი :დდდ

გყვარობ <3
ლივი <3

იმეე, ჩემო ცხოვრება :დ ^_____^ რაფერ მაბედნიერებ ხოლმე შენ ხომ არ იცი :დ გაკოცე გულის წვერზე :დ heart_eyes

Gogona rmigraciidan
იცი როგორ ველოდებოდი?
ძალიან, ძალიან მაგარო გოოგო ხარ ....
აი ეს თავი ხომ რაღაც საოცრება იყოოო..
ტორტის სცენაა:დდ
მიყვარს მე ეს თანანო და რავქნაა..
საოცრება ხარ.. ძალიან მაგრად წერ მიყვარხარ მე შენნ ჩემო საოცრებავ❤❤❤

ძალიან, ძალიან, დიდი მადლობა საყვარელი heart_eyes
იმედია ვიმსახურებ ასეთ სიტყვებს heart_eyes

უფრო მეტსაც იმსახურებ❤

 


№17 სტუმარი Guest Lika

ხვდები ალბათ როგორ ველოდებოდი წინა თავის კომენტარისგან გამომდინარე , სიმართლე გითხრა მოლოდინს გადააჭარბა ,როცა ამდენი ადამიანი გთხოვს რომ მალე დადეო ესეიგი საოცრად მაგრად წერ , წარმატებები და ველი შემდეგ თავს

 


№18  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest Lika
ხვდები ალბათ როგორ ველოდებოდი წინა თავის კომენტარისგან გამომდინარე , სიმართლე გითხრა მოლოდინს გადააჭარბა ,როცა ამდენი ადამიანი გთხოვს რომ მალე დადეო ესეიგი საოცრად მაგრად წერ , წარმატებები და ველი შემდეგ თავს

დიდი, დიდი, მადლობა heart_eyes ასეთი კომენტარებით მაბედნიერებთ kissing_heart

 


№19 სტუმარი Guest Lika

თამაკო
Guest Lika
ხვდები ალბათ როგორ ველოდებოდი წინა თავის კომენტარისგან გამომდინარე , სიმართლე გითხრა მოლოდინს გადააჭარბა ,როცა ამდენი ადამიანი გთხოვს რომ მალე დადეო ესეიგი საოცრად მაგრად წერ , წარმატებები და ველი შემდეგ თავს

დიდი, დიდი, მადლობა heart_eyes ასეთი კომენტარებით მაბედნიერებთ kissing_heart

blush heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent