შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითები (თავი 1)


19-09-2017, 21:04
ნანახია 1 684

-გამაგებინე,როდემდე აპირებ მარტო ხეტიალს?რა ვერ გაიგე,კაცი გჭირდება.ვინმე ისეთი,ვინც ცოტა ჭკუაზე მოგიყვანს და შენი შემყურე არ შეიშლება.გაიგე,თავად ქავთარაძეც კი გათხოვდა.დაბერდი,ადამიანო.
-ცნობისთვის,ქავთარაძე მოტყუებით შეეტენა თავის ქმარს და მეზობლის ბავშვი შეატყუა.ნინას რომ არ ვგავარ,არ იცოდი?თანაც,ჯერ მხოლოდ ოცდარვის ვარ.ცხოვრებას დამაცდი?
-შენი შემყურე მეც გასათხოვარი ვრჩები.არ გეცოდები?
-ბავშვობის ასაკიდან გამოვედი.შეგიძლია გათხოვდე.ჩემგან ნებართვა გაქვს.მოდით შენ და შენი საქმრო და დაგლოცავთ კიდეც,-გადაიხარხარა და მაგიდაზე შემოწყობილ ფეხებს უკმაყოფილოდ დახედა,-ნენეს უნდა დავურეკო,ჩემი ფეხები საშინელ დღეშია.
-თუ ნიკოლოზის დროინდელი ანტიკვარული მაგიდიდან ფეხებს არ ჩამოსწევ,ბებიაჩემი დაგესიზმრება და მაგ ფეხებს საერთოდ დაგაძრობს,-თვალები დაუბრიალა დაქალს.
-რას იღრინები.მარგოს სულიღა აკლდა ჩემს ისედაც გაოხრებულ სიზმრებს.გუშინ ტასო დამესიზმრა,თეთრი ლაბადა ეცვა და ჩემკენ მორბოდა.რომ გავიღვიძე,ოფლში ვცურავდი.ყველაზე საშინელი კი ის არის,რომ ჩემმა საზიზღარმა ძმამ თოჯინები ისევ საძინებელში შემომიყარა,რომ შევხედე,შიშისგან,ლამის თავი შევირცხვინე.სააბაზანომდე ძლივს მივაღწიე.
-გეგას გამბედაობა მაოცებს.
-მომავალში ვეღარ გაგაოცებს,-ეშმაკურად ჩაიღიმა და თვალები აატრიალა.
-მოიცა,ხო ცოცხალია?მითხარი,რომ არ მოგიკლავს და ისევ სუნთქავს,თუნდაც ცალი ფილტვით.
-ცოცხალია,უბრალოდ კომპიუტერი დავუმტვრიე და სახლიდან წავიდა.
-იცი რომ საზიზღარი ხასიათი გაქვს? უკვე შინაბერას სიმპტომები დაგეტყო.
-ეგ არაფერ შუაშია და ნუ ცდილობ,მაინც არ გავთხოვდები.ჯერ ნერვებს ვუფრთხილდები. რომ მომინდება,მაშინ მოვიყვან ვინმეს,დაახლოებით,99 წლის კაცს და ერთი დღე ბედნიერებაში გავატარებ.მეორე დღეს შავებს მოვირგებ და ქვრივის სახელსაც გმირულად ვატარებ.
-ბოროტი ხარ.შენთან საერთოდ როგორ ვმეგობრობ.

მეორე დღეს მაშომ დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა.
‘ვერონაში’ სიმშვიდეს ნაზი მელოდია არღვევდა.ფანჯარასთან მოკალათებულმა თურქული ყავა შეუკვეთა და ‘კენტი’ გააბოლა.სანამ ღერი ჩაიწვა,შენობაში ნაცნობი სხეული შემოვიდა და მაგიდისკენ ღიმილით დაიძრა.
-თუ ისევ გათხოვებაზე აპირებ ტვინის გაბურღვას,იცოდე,ყავით გაგილამაზებ მაგ სახეს და მერე დამწვრობის ცენტრშიც არ წაგიყვან,-ბოლო ნაფაზი დაარტყა და ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო.
-მომისმინე,დახმარება მჭირდება.თუ გინდა ყავა გადამასხი,თუ გინდა სიგარეტით ამომწვი.ისეთი საშინელი დავალება მაქვს უფროსისგან,რომ ყველაფერზე თანახმა ვარ.
-ისევ თავისუფლებაზე უნდა გაწეწო ხალხი?
-არა,მთლად მასეც არ არის.კვირის ბოლომდე წყვილის ფსიქოლოგია უნდა გამოვიკვლიო.გესმის?ეს კატასტროფაა.ჩემ გარშემო წყვილები არ არიან,თანაც მაგათ რა ფსიქოლოგიური გამოკვლევა სჭირდებათ,დასკვნა ანალიზის გარეშეც შემიძლია გამოვიტანო:დადებილება,გონების დაქვეითება და გათენებამდე დორბლის ყრა.
-ქავთარაძეს მიაკითხე,დაგეხმარება.იქნებ მაგის ქმარსაც დაეხმარო და გააგებინო,რომ ბავშვი მაგისი არ არის.თორემ გაიზრდება პატარა ღლაპი და მეზობელ გურამს რომ დაემგვანება,უკვე გვიანი იქნება.
-ნუ ბოდიალობ.სერიოზული საქმეა.კვირის ბოლომდე რომ არ შევასრულო,სამსახურს დავემშვიდობები.მე კიდევ ჩემი მშობლების წუწუნის თავი არ მაქვს,ისედაც მეცოდებიან,მთელი ცხოვრებაა მაგათ კისერზე ვცხოვრობ.
-ჩემგან რაგინდა?
-ერთ ექსპერიმენტში უნდა მიიღო მონაწილეობა.
-თავს თუ არ გადამპარსავ,ან სიყვარულის ელექსირს თუ არ შემაქმნევინებ და მერე დამალევინებ,თანახმა ვარ.
-და ხარ.საღამოს გამომიარე და დანარჩენზე მერე დავილაპარაკოთ.მეჩქარება,დიმიტრი მელოდება საათნახევარია.
-მაგ ბიჭის ადგილზე დაგშორდებოდი და შენს წმინდა ისტორიას წამებში დავაბინძურებდი,-კარებში გასულს მიაძახა და მიმტანს შეკვეთა შეახსენა.

საღამოს სარაფნის ფრიალით აირბინა მერვე სართულამდე და გასაღები,რომელიც მაშომ წლების წინ ჩააბარა,კარს მოარგო.დაქალის დაბრუნებამდე საჭმელი გააკეთა,გემრიელად ივახშმა და მაცივრიდან ტკბილეულობა გადმოიღო.მაშო რომ მოვიდა,შოკოლადების ნახევარი შეჭმული ჰქონდა და სავარძელზე მოჭმუხნული სახით იწვა.
-რამე მაინც დამიტოვე?
-ორი ნატეხი შავი შოკოლადი და სნიკერსი.
-შენი გამოსწორება არ იქნება.ასეთს არავინ მოგიყვანს ცოლად.
-იცოდე წავალ და კვირის ბოლოს ბედნიერი დაველოდები სახლში.
-კარგი,გამოვიცვლი და მოვალ.
სანამ მაშო მოწესრიგდებოდა,ჭიქაში ფორთოხლის წვენი ჩამოისხა და დალია.ცივმა სითხემ ყელი გაუგრილა.სიამოვნებისგან ამოიკრუტუნა და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
-მოკლედ,ბევრი არაფერი გევალება,-შემოსვლისთანავე საქმეზე გადავიდა,-მხოლოდ ერთი დღით მჭირდები და უნდა დამპირდე,რომ მთელი დღე ჩემ გვერდით იქნები.სერიოზული საქმეა,არ მინდა ჩამივარდეს.იქნებ ამის შემდეგ ლევანმაც დამაფასოს და დამაწინაუროს.
-პირდაპირ მითხარი, რა შარში ვყოფ თავს.
-მინდა რომ ბიჭი ამარჩევინო,-ყელი ჩაიწმინდა და კატის თვალებით შეხედა.
-მერე ეგ რა პრობლემაა,ფოტოები მაჩვენე და ახლავე გეტყვი.
-არა,ვერ მიხვდი.ბიჭი ბრმად უნდა აარჩიო.
-მაშო,ვანგას ვგავარ?ბრმად რანაირად უნდა აგარჩევინო.
-თითები დაგეხმარება.სახეს ვერ დაინახავ,მოგიწევს თითებით აირჩიო.ჩემი ბრალი არაა,უფროსის ახირებაა.
-მაგ შენ უფროსს თავში ტვინი თუ აქვს?
-ჯერჯერობით არ ვიცი,მაგრამ,გპირდები,ოდესმე ტვინის ოპერაციას გავუკეთებ და აუცილებლად შევამოწმებ.
-კარგი,თანახმა ვარ.ბოლოსდაბოლოს დაქალის ვალს მოვიხდი და სუფთა სინდისით დავიძინებ.როდის ვიწყებთ?-ჰკითხა და თან წვენის ჭიქას დაწვდა.
-დღესვე.
ყელში გადაშვებული სითხე უკან ამოაბრუნა და ხველა აუტყდა.იგრძნო,სახეზე წამოწითლდა.თავი ძლივს დაიმშვიდა და აწეული წარბით მიუბრუნდა დაქალს.
-ღმერთო ჩემო,-პირზე ხელი აიფარა მაშომ,-მარგოს სული მართლა აღარ მოგვასვენებს,-ამოიტირა და დალაქავებულ დივანს დააჩერდა.
-ესეც ანტიკვარია?
-ლენინგრადიდან გამოუგზავნა თავისმა დამ.
‘ნიკოლოზის დროს’ გაიფიქრა და გაეღიმა.მერე,სახე სწრაფად დაისერიოზულა და დაქალს მიაჩერდა.
-დღეს რატომ ვიწყებთ?
-ნუ გავიწყდება რომ ხუთშაბათია.სამ დღეში ან მოვასწრებ,ან არა.გადადება აღარ მინდა.დღესვე უნდა დავიწყოთ.
-კარგი და რას აპირებ?
-ახლა,მე და შენ,მივდივართ დიმიტრისთან.ის დაგვეხმარება.


-დიმიტრიი,-ყვირილით შევარდა სტუდიაში მაშო და მეგობარიც უკან შეიყოლა.დიმიტრი მოდელს ფოტოებს უღებდა და ახლადმისული გოგოებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.მაშო გაჩერდა და სიამაყით ყელი მოიღერა.
-ჩემი კაცია,-დაქალს გადაუჩურჩულა და შეყვარებულისკენ წავიდა.
ამოიოხრა.ყველაზე მეტად მსგავსი გამოხტომები აღიზიანებდა,მაგრამ ამას მაშოსთან ვერანაირად ვერ იტყოდა.მისთვის დაქალი იმაზე მეტს ნიშნავდა,ვიდრე ამას იმჩნევდა.ამიტომ ყოველთვის თავს იკავებდა მწარე კომენტარებისგან და ცდილობდა, თავი აერიდებინა მაშოსა და დიმიტრის ურთიერთობისთვის.დიმიტრი მოსწონდა.არ იყო ცუდი ბიჭი.საკუთარი სტუდია ჰქონდა და არც შემოსავალს უჩიოდა.გარეგნობაც მშვენიერი ჰქონდა და იუმორის გრძნობაც.საერთო ჯამში, უხდებოდნენ ერთმანეთს.
-მოდი აქ,-გადმოსძახა დაქალს და ხელი დაუქნია.თავისქნევით გაემართა მათკენ და დიმიტრის წინ აესვეტა.
-მეგრულო წიწაკავ,აღიარე,როგორ დაგითანხმა,-ცბიერად გადააგდო თავი გვერდზე და მაშოს ხელი მოჰხვია.
-დამპირდა რომ კაცებში წამიყვანდა და ჩემთან ერთად გაერთობოდა,-გაუღიმა და მოდელი შეათვალიერა.მაშოს ხველა აუტყდა,დიმიტრიმ წარბი ზემოთ ასწია.
-ხუმრობს,-გადაუჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.
-აქ რისთვისაც მომიყვანეთ დაიწყეთ,ხასიათი მალე მეცვლება.
-ოთახში შეხვალ.იქ სკამზე დაჯდები.შენს წინ იქნება მაგიდა,რომელზეც სპეციალური ნივთია დამაგრებული.ოთახის მეორე მხარეს ბიჭები ისხდებიან.ისინი ამ ნივთში გამოჭრილ რგოლებში თითებს გამოჰყოფენ და შენ შეგეძლება მათი დეტალურად შესწავლა.ვერ დაგინახავენ,ვერც შენ დაინახავ მათ.უბრალოდ გააკეთე ის რაც გევალება და გამოდი.სულ ესაა.
-მეღადავებით?
-არა და შეწყვიტე წუწუნი და თავის მოკატუნება,თითქოს სასწაულ რამეს გთხოვდე,-წამოიყვირა მაშომ,-უბრალოდ შედი ამ ჯანდაბა ოთახში და გააკეთე შენი საქმე.
-კარგი,-მხრები აიჩეჩა,მოსაცმელი იქვე მიაგდო და ოთახისკენ წავიდა.

ოთახი ჩაბნელებულიყო.მხოლოდ მაგიდის ნაწილი ანათებდა თეთრად.მაგიდას შუაში გრძელი ხაზი ყოფდა.სკამზე ჩამოჯდა და თითები აათამაშა.ამ ყველაფერმა თითქოს ჩაითრია კიდეც და დაინტრიგებული დაელოდა მოვლენებს.მოლოდინმა არ დააყოვნა,რამდენიმე წამში,რგოლებში, ადამიანის თითები გამოჩნდა.სულ ათი ხელი.სულ ასი თითი და ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული.
ჩაისუნთქა და საქმეს შეუდგა.იმდენად ართობდა ეს ყველაფერი,რომ ზიგიერთს თითიც კი ამოუტრიალა.მეორე მხრიდან გმინვის ხმა ისმოდა.ხალისობდა,თითებს უინტერესოდ დაჰყურებდა,აწვალება,ატრიალებდა,უგრეხდა და შემდეგზე გადადიოდა.ზოგი სქელი იყო,ზოგი თმიანი,ზოგი მოკლე,ზოგი დაბრეცილი.მოწყენილობისგან მთქნარება აუტყდა და მეხუთე ხელზე გაჩერდა.სკამის საზურგეს მიაწვა და თვალები დახუჭა.სიჩუმე მაშინვე შეუძვრა გონებაში,გადაღლილი ტვინი დაუზილა და მოდუნების საშუალება მისცა.თანაც, როგორ დუმდნენ იმ წამს თითებიც.თითქოს მის გადაღლილობას იზიარებდნენ და სიჩუმეს ხელს არ უშლიდნენ.ჩაეღიმა.ხელები ერთმანეთზე გადააჭდო და ისე მოეწყო,ლამის ჩაეძინა.
სიჩუმე ხმაურმა გაფანტა.
მაშინვე თვალები გაახილა და მოცეკვავე თითებს მიაშტერდა.ასეთი თითები მაშინ პირველად ნახა.მის წინ კაცისთვის შეუფერებელი თითები უცნობ მელოდიას უკრავდნენ.ნაზმა მოძრაობებმა თვალი მოსჭრა და წინ გადაიხარა.ნომერს ახედა.მეცხრე ნომერი თეთრად ანათებდა.ისევ თითებს დახედა და თვალი გაუშტერა.თეთრები იყვნენ,გრძელი,ძვლიანი თითები.ლურჯი კაპილარები ზოლებად მიუყვებოდნენ თითის ბოლომდე.მარჯვენას არათითზე ბეჭედი ეკეთა.დიდი,შავი რგოლი.მარცხენა ხელის მაჯას ტატუ უმშვენებდა.გაურკვეველი ფორმის ორნამენტები.
სურვილს ვერაფერი მოუხერხა და თითები მისკენ გააცურა.საჩვენებელი თითი ნელა შეახო.იგრძნო,როგორ გააცახცახა.გათამამდა და ცერაც შეახო.ყველაზე მეტად იმან გააოცა,მოპირდაპირე მხარეს მჯდომისგანაც საპასუხო შეღება რომ იგრძნო.სხეულში სასიამოვნო გრძნობა ჩაეღვარა.უნებურად თვალები დახუჭა,ყველაფერი დაივიწყა და მხოლოდ შეხება დატოვა.მაშინ გამოფხიზლდა,სიცილის ხმა რომ მისწვდა ყურთასმენას.თითებს მაშინვე ხელი გაუშვა და სკამიდან წამოდგა.ერთხანს კიდევ აკვირდებოდა მოძრავ საოცრებებს,მერე ზურგი აქცია და ოთახიდან გამოვიდა.
მაშო და დიმიტრი კართან ელოდნენ.მისი სახის დანახვისას უკმაყოფილოდ შეჭმუხნეს წარბები და პირი დააღეს რაღაცის სათქმელად.
-ახლა არა,-ხელის აწევით გააჩუმა და მოსაცმელს დასწვდა.სანამ შენობიდან გასვლას მოასწრებდა,მაშომ დაუყვირა.
-კი,მაგრამ,რომელს ვირჩევთ?
შეჩერდა.ნახევარი ხომ არც კი შეუმოწმებია.ღვთაებრივმა თითებმა იმდენად დააბნია,რომ საქმის ბოლომდე მიყვანაზეც აღარ უფიქრია.მხრები ჩამოყარა,თითქოს მხოლოდ ახლაღა ამოისუნთქა და მაშოს გახედა.
-მეშვიდეს.
ტაქსს ხელი დაუქნია და სახლში წავიდა.

მეორე დღეს,გამთენიისას, მაშო დაადგა თავზე.გოგონას გაბრაზებულ სახეზე ალმური ასდიოდა და ჩაწითლებულ თვალებს გიჟივით აბრიალებდა.
-მეღადავები,არა?-ყვირილით გადახადა დასაფარებელი და ბალიში მოუქნია,-იცი რას გავდა?ზორბა კაცი იყო.დაახლოებით,ორმოცი წლის.სქელი, გადაბმული წარბები ჰქონდა და ყველაზე დიდი,ბანჯგვლიანი თითები.ეგ რამ აგარჩევინა?
-შენ მთხოვე ვინმე ამერჩია და მეც ავარჩიე.ჩემი ბრალი არაა თუ ასეთი აღმოჩნდა.სისულელეა ადამიანების თითებით არჩევა.შენს უფროსს უთხარი,რომ სასწაული ექსპერიმენტების ჩატარებას მოეშვას.
-აქ ჩემი უფროსი არაფერ შუაშია.არც კი სცადე გულით გაგეკეთებინა.მომისმინე,გითხარი,რომ ამ ყველაფერზე ჩემი მომავალია დამოკიდებული.შენ კი უბრალოდ ადექი და იქიდან გამოიქეცი.დაქალები ამას არ აკეთებენ.
-მაშო,შეწყვიტე,-დაუყვირა და ბალიში გაუქანა,-ის გავაკეთე,რაც მთხოვე.საერთოდ ნუ მოიყვანდით მაშინ იმ კაცს და არც ავარჩევდი.რა მნიშვნელობა ჰქონდა ის იქნებოდა თუ სხვა.იქნებ მეხუთე ნომერიც ასეთი ყოფილიყო,ან მეათე.რა გარანტია მქონდა,რომ ყველა მათგანი მსუქანი და ბანჯგვლიანი არ იქნებოდა.შენ,ფაქტობრივად მთხოვდი დავბრმავებულიყავი და ისე გამეკეთებინა საქმე,რომელზეც თურმე შენი მომავალია დამოკიდებული.როცა გადაწყვეტ რამე უფრო ღირებული გააკეთო და შეწყვეტ შენი დებილი უფროსის ახირებებზე სიარულს,მაშინ დამირეკე და დახმარება მთხოვე.შენი არ ვიცი,მაგრამ მე ჯერ კიდევ საღ გონებაზე ვარ და გეუბნები,რომ შეეშვი მაგ კაცთან მუშაობას.ყველანაირ პერსპექტივას ინგრევ.მომავალში ასე თუ გააგრძელებ,მხოლოდ შეშლილი ადამიანების ფსიქოლოგად დაგიქირავებენ და ბოლოს ფსიქიატრიულში დაამთავრებ.ახლა კი ნება იბოძე და რადგან გამაღვიძე,ყავაც გამიკეთე.გელოდები,-დაასრულა და ბალიში დაიმხო თავზე.
გაიგო, როგორ გავიდა მაშო ოთახიდან,მერე სახლიდან და იმ დღის შემდეგ,ერთი კვირა აღარ გამოჩენილა.არ იცოდა როგორ დამთავრდა მისი ექსპერიმენტი.არც ის იცოდა,შეინარჩუნა თუ არა მისმა მეგობარმა სამსახური.ან რა შედეგით დასრულდა საქმე.გამოიკვლია თუ არა წყვილის ფსიქოლოგია,რა შეგედი აღნიშნა დასკვნით გრაფაში.რომელი ნომერი აირჩია საბოლოოდ.შეხვდა თუ არა პირისპის ნომერ ცხრას.მხოლოდ ის იცოდა,რომ მაშო ტელეფონზე არ პასუხობდა,არც დიმიტრის სტუდიაში დადიოდა და არც სახლის კარებს აღებდა.ყველაფრით რომ გადაიღალა და ტყუილ მცდელობებს შეეშვა,ბარგი ჩაალაგა და ქობულეთში,თავის ძმასთან წავიდა.



№1  offline წევრი თემარია

ნაწერი კარგია, მომწონს ძალიან. მე შეიძლება არ მესმის მთავარი გმირის, მაგრამ მეგობრებს ასე არ ეცევიან.

 


თემარია
ნაწერი კარგია, მომწონს ძალიან. მე შეიძლება არ მესმის მთავარი გმირის, მაგრამ მეგობრებს ასე არ ეცევიან.


პირველი თავიდან დასკვნას ნუ გამოიტან.მადლობა დიდი ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Peoplefallformysmile

თითები ჩემი სისუსტეა ,იმედია მთავარ როლს ისინი ითამაშებენ <3

 


Peoplefallformysmile
თითები ჩემი სისუსტეა ,იმედია მთავარ როლს ისინი ითამაშებენ <3

თითები ჩემი სისუსტეცაა,სწორედ მაგიტომ ვწერ მათზე laughing heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent