ზღვასთან ახლოს (III თავი)
თამუნა და გიორგი მეორე დღეს დილით ადრე დაბრუნდნენ. ლილიანა რა თქმა უნდა სიხარულით შეეგება ორივეს, გადაეხვია და კიდევ ერთხელ უსურვა ბედნიერება. ცოტნე კი შორიდან აკვირდებოდა ყველაფერს, შემდეგ ცხვირი აიბზუა, ზურგი შეაქცია და სახლი დატოვა. -დე, ხომ არ მოიწყინე უჩვენოდ, ან შენ და ცოტნემ ერთმანეთი ხომ არ დახოცეთ? -კარგი რაა დე... პატარა ბავშვები ვართ? -ჩემთვის სულ პატარა იქნები ჩემო საყვარელო. - ნაზად დაუსვა ხელი გოგონას გაშლილ თმაზე და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა. -აბა რას შვებით გოგოებო? - მოულოდნელად ოთახში თავი შემოყო გიორგიმ. -რაღა დროს ჩემი გოგოობაა. - გაეცინა თამუნას. - ახლავე გამოვალთ. საუზმე სახლის უკან პატარა ტერასაზე გააწყვეს. შემდეგ კი მთელი ოჯახი შემოუსხდა სუფრას, მათ შორის ცოტნეც. -აბა, როგორ გაატარეთ დრო ჩვენს აქ არ ყოფნაში? - იკითხა გიორგიმ. -მშვენივრად. ხო მართლა, დედა, ბებომ დარეკა. თქვენი შეწუხება არ უნდოდა და დამიბარა როცა დაბრუნდებიან აუცილებლად დამირეკოსო. -რამე მოხდა? ხომ არაფერი უხსენებია? - შეშფოთება გაისმა ქალის ხმაში. -არაფერი უთქვამს - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - მაგრამ მგონი რაღაცის გადმოცემა უნდოდა საჩუქრად. -ოხ დედა დედა! - თავი გააქნია ქალმა და გაეღიმა. -ალბათ ის სამკაულები, ახალგაზრდობიდან რომ ინახავს. სულ მპირდებოდა როცა გათხოვდები გაჩუქებო, მაგრამ რათ მინდა. მე მაინც არ ვიკეთებ მსგავს რაღაცეებს. არა უშავს შენ გამოგადგება - გადახედა ქალიშვილს. -კარგი რაა დედა. - წარბები შეკრა ლილიანამ. -სხვა რას აკეთებდით? - თემა შეცვალა ქალმა. -არაფერს ისეთს, ვსეირნობდით, ვხატავდით... -უცნობ კაცებთან ერთად გვიანობამდე დავბოდიალებდით პლაჟზე. - გააგრძელა ცოტნემ. -საკმარისია უკვე! ყელში ამოვიდა შენი უაზრო გამოხტომები! - ფეხზე წამოვარდა ლილიანა და ორივე ხელი მაგიდაზე ძლიერად დაახეთქა. ანთებულ მზერას არ აშორებდა ბიჭის ირონიულად მომღიმარ სახეს. -რამე ტყუილს ვამბობ? -ჯერ ეს ერთი ტყუილს ამბობ და მეორეც, შენ არავინ ხარ რომ გამაკონტროლო ვის გვერდითთ ვიქნები და როგორ მოვიქცევი. -ლილი დამშვიდდი. - ხელი ნაზად მოუჭირა დედამ - მოდი დაჯექი და საუზმობა განვაგრძოთ კარგი? ჩემი ხათრით. -კარგი. - თავისი ადგილი დაიკავა ოდნავ მოშვებულმა გოგონამ. - მაპატიეთ. -არა უშავს. - გამამხნევებლად გაუღიმა გიორგიმ. ცოტნე კი შექმნილი ვითარებით უფრო განრისხებული ფეხზე წამოხტა და იქაურობა დატოვა. გიორგიმ ნაღვლიანი მზერა გააყოლა, თუმცა არაფერი უთქვამს. -ლილი, არ გაბრაზდე მაგრამ, ცოტნემ სიმართლე თქვა? მითხარი დედი. -რა სიმართლე დედა, ლექსო უბრალოდ კაფეში გავიცანი და სახლამდე მომაცილა, მეტი არაფერი. თან გვიანიც არ იყო. -მჯერა შენი. მაგრამ მაინც უცხო კაცებს ასე ნუ ენდობი კარგი? -კარგი. სხვათა შორის მითხრა რომ გიორგის იცნობს და ადრე პარტნიორები იყვნენ. -რა გითხრა რა მქვიაო? -ლექსო. აქვე ახლოს პატარა კაფე აქვს „პოსეიდონი“. -ლექსოს როგორ არ ვიცნობ. ადრე ახლო მეგობრები ვიყავით, შემდეგ სამწუხაროდ მოულოდნელად წასვლა მოუწია და ჩვენც დავშორდით. არ მეგონა ჩამოსული თუ იყო. -მითხრა ორი დღის ჩამოსული ვარო. ქორწილშიც აპირებდა მოსვლას, მაგრამ ვერ მოახერხა. -ამ დღეებში აუცილებლად დავპატიჟებ ჩვენთან. შენც გაგაცნობ. - ღიმილით ჩაკიდა ხელი თამუნას. -ძალიან კარგი საყვარელო. ლილიანა მიხვდა რომ იქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა. ფეხზე წამოდგა და კარისკენ შებრუნდა. -მე დაგტოვებთ. ისევ თავის ოთახს მიაშურა, სახატავი მოწყობილობები მოიმარაგა და გარეთ გავიდა. დიდხანს იბოდიალა პლაჟზე. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა შეარჩია ადგილი. ძლივს აბობღდა მოშორებით, ნაკლებად ხალხმრავალ ადგილზე არსებულ ლოდებზე, მოხერხებულად მოკალათდა და ხატვას შეუდგა. მზე ზენიტში იყო. მიუხედავად იმისა რომ ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა, გოგონას მაინც ძალიან სცხელოდა, ძლივს სუნთქავდა და ხელს ინიავებდა, თუმცა საქმის მიტოვება არ სურდა. ეს არ იყო მისი სტილი. რასაც დაიწყვებდა აუცილებლად ბოლომდე უნდა მიეყვანა გარემო პირობების მიუხედავად. საოცრად დაღლილს, მოთენთილს და სიცხისგან შეწუხებულს თვალები ელულებოდა, ბოლოს კი აღარაფერი აღარ ახსოვდა. კარგა ხნის შემდეგ იგრძნო, თუ როგორ აიტაცეს ხელში და სადღაც გააქანეს. მთელი ტანი ეწვოდა და ძლივს სუნთქავდა. შემდეგ ცოტნეს გაღიზიანებული და დედის შეშინებული ხმა მოესმა. ბოლოს კი სიგრილესთან ერთად სრულ ბურუსში ჩაიძირა. -ლილი.... ჩემო გოგონა. გაახილე თვლები. - მოესმა საყვარელი ხმა. -დეე. - ამოილუღლუღა გოგონამ და ზანტად გაახილა თვალები. - რა მოხდა? -ძალიან შემაშინე. როდემდე უნდა იყო ასეთი უპასუხისმგებლო?! რას დაეხეტები ასეთ სიცხეში შუადღისას გარეთ? გინდა რამე დაგემართოს? ჩემზე არ ფიქრობ? -მე... - ნელა წამოიწია და უცებ ტკივილისგან სახე დაემანჭა. -ბეჭები და მკლავები სანახევროდ დამწვარი გაქვს. მალამო წაგისვი, მაგრამ რამდენიმე დღე მზეზე არ უნდა გახვიდე. -პირი მიშრება - ამოილუღლუღა გოგონამ. თამუნამაც მაშინვე მიაწოდა ტუმბოზე დადებული ცივი წყალი. -მაპატიე დეე... არ მინდოდა ასე გენერვიულა. -რა ადვილი სათქმელია მაპატიე. ალექსი რომ არ ყოფილიყო იქ არ ვიცი რას ვიზამდი. -ლექსო? -მან გიპოვა გონწასული და სულ ხელით მოგიყვანა სახლამდე. -ახლა სად არის? -გარეთ არის, შენს გაღვიძებას ელოდებოდა. -შეგიძლია წამოდგომაში დამეხმარო? -რა თქმა უნდა. მოდი. - ხელი გაუწოდა გოგონას. ისიც დაეყრდნო და ძლივს- ძლივობით, დამანჭული სახით გავიდა მისაღებში. -გამარჯობა ლექსო. - გაუღიმა იქვე სავარძელში მჯდარ მამაკაცს. როგორც ყოველთვის დღესაც უნაკლოდ გამოიყურებოდა. -გამარჯობა. - ფეხზე წამოდგა უცებ. როგორ გრძნობ თავს? -უკეთ, შენი წყალობით. ძალიან დიდი მადლობა. -რა სამადლობელო ესაა. მთავარია ახლა კარგად ხარ. იმ საღამოს ბევრი ისუბრეს, დროც მხიარულად გაატარეს. გიორგიმ ბევრი ამბავი გაიხსენა მისი და ლექსოს წარსულიდან. უკვე გვიანი იყო, როდესაც ლექსო გააცილეს. ყველანიკართან იყვნენ და ემშვიდობებოდნენ როდესაც ცოტნე გამოჩნდა. სახლში ბრუნდებოდა. ერთი დაბღვერილი მზერა გააყოლა მამაკაცს, შემდეგ ლილიანას შეხედა და სიტყვის უთქმელად შევიდა სახლში. -დედა. - ჰკითხა უკვე თავის ოთახში საწოლზე მოთავსებულმა გოგონამ. - ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მგონი ლექსომ სახლში რომ მომიყვანა ცოტნეს ყვირილი მესმოდა. რამე მოხდა? -არაფერი შვილო. გიჟია ეგ ბიჭი მართლა. ლექსოს მივარდა და ჩხუბი დაუწყო რა უქენიო. კინაღამ ერთმანეთი სცემეს. შემდეგ სიმართლე რომ გაიგო გიჟივით გავარდა სადღაც და ხომ ხედავ, აი ახლა დაბრუნდა. -გასაგებია. - გაუღიმა გოგონამ. - დეე, მეძინება და პიჟამას ჩაცმაში დამეხმარები? -რა თქმა უნდა დედი. - გაუღიმა ქალმა. ძლივს-ძლივობით გაიხადა ტანსაცმელი. კანი საშნლად ეწვოდა და ტკივილისგან კვნესას ვერ იკავებდა. ბოლოს გრილ ლოგინზე მუცლით გადაწვა, ხელები გარდიგარდმო დაალაგა და მაშინვე ძილს მისცა თავი. მომდევნო დღეების განმავლობაში ლექსო განუწყვეტლივ სტუმრობდა მათ სახლს. უმეტეს დროს ლილიანას გვერდით ატარებდა. საუბრობდნენ ყველაფერზე, სპორტიდან დაწყებული, საყვარელი ფილმებით დამთავრებული. ლილიანას მოსწონდა მასთან ყოფნა და საუბარი, მაგრამ ამავროულად რაღაც ბოჭავდა. გოგონა აშკარად რძნობდა მამაკაცის მხრიდან წამოსულ სიმპათიებს და ეს ფაქტი არ მოსწონდა. ლექსოს ვერაფრის იმედს ვერ მისცემდა მეგობრობის გარდა, რადგან მისი სრულყოფილი გარეგნობის მიუხედავად მამაკაცი არ იზიდავდა, ამავდროულად მასზე გაცილებით უფროსი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ლექსოს მიმართ სიმპათიას საერთოდ ვერ გრძნობდა და გამუდმებით მის გვერდით ყოფნაც ცოტა არ იყოს მომაბეზრებლად მიაჩნდა, თუმცა თქმას ვერ უბედავდა. ლექსოს სტუმრობა არ სიამოვნებდა ასევე მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრს. ცოტნე მაშინვე სახლიდან მიდიოდა სიტყვის უთქმელად და მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც უკვე ღამე იყო. ლილიანას თითქმის ერთი კვირა სახლიდან ფეხი არ გაუდგამს, მხოლოდ საღამოობით, როცა მზე უკვე ზღვის კიდესთან იდგა და ზღვიდან მონაბერი ნიავიც აგრილებდა არემარეს, აივანზე გადიოდა და შეუსვენებლივ ხატავდა. ერთ-ერთ ასეთ ჩვეულებრივ საღამოს აივანზე მჯდომ ხატვაში გართულ გოგონას ვიღაც მიუახლოვდა. -მშვენიერი ნახატია. გოგონა მოულოდნელობისგან შეკრთა. -ლექსო? შემაშინე. - გულზე მიიდო ხელი. -დღეს ცოტა მოსვლა დამაგვიანდა. -იცი, ძალიან ვაფასებ შენს ზრუნვას და იმის მცდელობას, რომ ეს დღეები როგორმე გამიხალისო, მაგრამ მგონი საჭირო არ არის ყოველდღე სიარული ჩემს გამო. -შენს გამო არა, ჩემს გამო მოვდივარ. უბრალოდ შენთან ყოფნა მსიამოვნებს და ძალიან მინდა უფრო ახლობელ ადამიანად მიმიჩნიო ვიდრე ახლა ვარ. გოგონას სახეზე ფერები გადაუვიდა. უხერხულად ჩაახველა და ცდილობდა შესაფერისი სიტყვები მოეძებნა, რომ მამაკაცი ძალიანაც არ გაენაწყენებინა. -ლექსო? გამარჯობა! - მიესალმა აივანზე გამოსული გიორგი და ძველ მეგობარს გადაეხვია. -ხშირად კი დავდივარ შენთან, მაგრამ რატომღაც ვერ გხედავ ხოლმე. -ხოო, საქმეები ჩემო ლექსო, საქმეები. შენსკენ რა ხდება? -არაფერი ისეთი. აი ლილიანას მოვაკითხე, მინდა ამ საღამოს გავისეირნოთ, იმედია წინააღმდეგი არ იქნება ღიმილით შეხედა გოგონას, რომელმაც უხერხულობისგან აღარ იცოდა სად წასულიყო. გიორგის გადახედა საწყალი თვალებით, თითქოს შველას ითხოვდაო. -ლექსო, შეიძლება ვილაპარაკოთ? - ცოტა დაძაბულმა განაგრძო. -რა თქმა უნდა. -მოდი ცალკე გავიდეთ. მამაკაცებმა კიბე ჩაიარეს და სახლისგან მოშორებით გავიდნენ. ლილიანა მთელს ამ პროცესიას დაძაბული ადევნებდა თვალს. თან დანაშაულის გრძნობაც აწუხებდა, რომ ლექსომ მასზე ფუჭი ილუზიები ააგო. თითქოს რაიმე მიზეზი მიეცა ამისთვის. ხატვა ვერაფრით ვერ განაგრძო. მზერა სულ იმ ხეების ტევრისკენ ჰქონდა მიმართული, რომელთა მიღმაც გაუჩინარდნენ მამაკაცები. დაახლოებით ათი წუთი იცდიდა. როგორც იქნა ლექსო გამოჩნდა. აშკარად დაძაბული და განერვიულებული. პირდაპირ გოგონასკენ გამოემართა. სწრაფად აირბინა კიბეები და გოგონას თავზე წამოადგა. -ლილიანა ადექი. - ხელი ჩაჰკიდა და გოგონა მოულოდნელად წამოაყენა. წამოდი. -რა მოხდა? ლექსო გამიშვი ხელი!. - ბრაზი შეერია გოგონას ხმას. -გითხარი წამოდი მეთქი! -არსად წამოსვლას არ ვაპირებ. ძალიან გთხოვ გამიშვი! -ვერ გაიგე რა გითხრა? გაუშვი. - ახლა გიორგის ხმა გაისმა, რომელიც დაძაბული სახით მოემართებოდა მათკენ. -შენ საერთოდ რატომ ერევი ჩვენს ურთიერთობაში? ლილიანასთვის არავინ ხარ. თან კარგა ხანია რაც სრულწლოვანი გახდა და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. -რა ურთიერთობაზე ლაპარაკობ ლექსო? - ხელი გამოსტაცა გოგონამ. - ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. მე რაიმეს იმედი მოგეცი? გითხარი შენს მიმართ სიმპათიები მაქვს მეთქი? ან თავს ამდენის უფლებას რატომ აძლევ?! -ლილი... -ასე ნუ მომმართავ ძალიან გთხოვ. უმჯობესია წახვიდე. -ასე არა?! - ბრაზისა და მუქარის ნოტებმა გაიჟღერა მამაკაცის ხმაში. -ლექსო! პატივს გცემ როგორც ჩემს მეგობარს და შენგანაც იგივეს მოვითხოვ. კარგი იქნება ლილიანასგან თავს შორს თუ დაიჭერ. მამაკაცმა ერთი შეუბღვირა ორივეს და დიდი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. -რაზე ილაპარაკეთ? -არაფერი ისეთი. თუ ოდესმე შეგაწუხა მაშნვე მითხარი კარგი. - გოგონას თავი ხელებში მოიქცია და ღიმილით დახედა ზემოდან. -კარგი. დიდი მადლობა გიორგი. - მიაყოლა კარებში შესულ მამაკაცს. იმის შემდეგ ლექსოსთვის კარგა ხანი თვალი არ მოუკრავს. მხოლოდ ერთხელ, გამოჯანმრთელების შემდეგ სანაპიროზე ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ თავის კაფესთან ახლოს მყოფს მოჰკრა თვალი. წარბი და ტუჩი გახეთქილი ჰქონდა. გოგონა არ შეუმჩნევია, შესამაბისად ლილიანაც სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას ზედმეტი პრობლემებისგან თავის ასაცილებლად. კარგად შეეწყო ამ ზღვისპირა ქალაქს. მოსწონდა საღამოობით სანაპიროზე სეირნობა, პეიზაჟების ხატვა და საათობით ტალღებზე მიშტერებული ჯდომა. საოცარ სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა. გაიცნო ახალი მეგობრები და ყველაფერიც თითქმის იდეალურობის კალაპოტში ჩაჯდა. სახლში რომ დაბრუნდა უკვე კარგა გვარიანად შებინდებულიყო. ნელა აუყვა კიბეებს და კარი შეაღო. მისაღებში მხოლოდ ცოტნე აღმოჩნდა. აქა-იქ ჩალურჯებული სახით, რომელიც უკვე მეორე დღეა ამშვენებდა. რა თქმა უნდა ცოტნესგან მსგავსი ქცევა არავის გაკვირვებია. ის ხომ პრობლემებს მუდამ ანდამატივით იზიდავდა. -სად დაბოდიალებდი? - კითხვა დაუსვა გოგონას თითქმის ერთკვირიანი დუმილის შემდეგ. -შენი საქმე არაა. ბიჭმა თავისთვის რაღაც ჩაიფრუტუნა, თუმცა ლილიანას ყურადღება აღარ მიუქცევია. გიორგი და თამუნა სამიოდე დღით ნათესავთან იყვნენ სტუმრად წასულები და მთელი ეს დრო ცოტნეს გვერდით უნდა გაეტარებინა მარტოს. ეს ფაქტი თრგუნავდა და აღიზიანებდა, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. ერთმანეთისთვის ხმაც კი არ გაუციათ რამოდენიმე დღე. ცოტნე ძირითადად სახლში არ იყო, ან თუ იყო, ისიც სააღამოს და მთელ დროს ზღვაში მონებივრე ატარებდა. ლილიანა კი აივანზე იჯდა ბიჭს შორიდან აკვირდებოდა და თან განუწყვეტლივ ხატავდა. -ჰეი პრინცესა ლილიანა! ზღვაში ჩამოსვლა არ გინდა, თუ წყალი ბინძურია და არ გეკადრება? -რაღაც სისულელეებს რომ ბოდიაობ თუ ხვდები? -სისულელეებს? რაც აქ ჩამოვედი ერთხელაც არ მინახიხარ ზღვაში ჩასული. გოგონამ პასუხის გაცემა აღარ ჩათვალა საჭიროდ, უხმოდ განაგრძო ხატვა. -ეი შენ გეუბნები!. - ახლა უკვე თავზე წამოადგა. -შემეშვი რაა... წაიბურტყუნა გოგონამ. ცოტნეც სახლში შევიდა და გოგონა მარტო დატოვა. უკანასკნელი შტრიხიც შეიტანა დასრულებულ ნახატში და უკიდეგანო ლურჯ ზღვას გახედა, რომლის ზედაპირზეც წითლად ლიცლიცებდნენ მზის სხივები. ნელა წამოდგა და ზღვისაკენ გაემართა. ქვიშაში ერთმანეთის მიყოლებით მიადგამდა ნაბიჯებს და ლარივით სწორ კვალს ტოვებდა. ზღვისა და ნაპირის შესაყართან შეჩერდა. ტალღები მისი ფეხებიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე აღწევდნენ და შემდეგ ისევ უკან იხევდნენ. გოგონამ ნელა გადაიძრო სარაფანი, რომლის შიგნითაც მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდებოდა მუდმივად ეცვა სახურაო კოსტიუმი. გრძელი, ხუჭუჭა თმები ჩამოიშალა და პატარა ნაბიჯებით გაემართა წინ. პირველად ეხებოდა ტალღებს და შედიოდა ზღვაში. უცნაური შეგრძნება იყო, ამაღელვებელი.. შემდეგ საკუთარ თავზე გაეცინა და უფრო მოზრდილი ნაბიჯებით წავიდა წინ. წყალი უკვე მუხლამდე სწვდებოდა. კიდევ წინ წავიდა. ახლა უკვე წელს მისწვდნენ ზღვის ტალღები. ოდნავი თავბრუსხვევა იგრძნო, თვალებშიც გამოსახულება აირია. თუმცა ამას ის სასიამოვნო გრძნობა არ გადაუფარავს, რასაც ამ წამებში გრძნობდა. თავისუფლებას, სრულ აღმაფრენას. წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რატომ ვერ ბედავდა აქამდე ზღვასთან მიკარებას და მხოლოდ მისით შორიდან ტკბობით შემოიფერგლებოდა. ახლა დაუძლეველი შიში სადღაც გამქრალიყო, ჩამავალ გავარვარებულ მზეს გაჰყურებდა და ნაბიჯებს წინ დგამდა. ზღვა თავისკენ ითრევდა. ბოლოს, როდესაც უკვე წყალი ყელამდე მისწვდა ერთ ადგილას გაჩერდა და ახლა ისე განაგრძო შთამბეჭდავი პეიზაჟით ტკბობა. თითქოს ყველანაირი დაძაბულობისგან გაიწმინდა, ერთიანად მოეშვა და დამშვიდდა. რამოდენიმე წუთს იდგა ასე. მზის ბოლო სხივებიც ჩაესვენა. ის ის იყო უკან მობრუნებას აპირებდა, რომ მოულოდნელად ფეხზე რაღაც მოედო და შემოეხვია. უცებ პანიკურმა შიშმა აიტანა, ფეხი აქეთ-იქეთ გააქნია, მეორეც დაუსხლტა და ზღვაში ჩაყვინთა, როგორღაც ამოყო თავი ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ წამოსული ტალღა დაეტაკა და გოგონას სხეული კიდევ ერთხელ დაიფარა წყლით. თვალებ აემღვრა, ვეღარაფერს ხედავდა, უკვე ვეღარც სუნთქავდა. ხელ-ფეხის აქეთ-იქეთ ქნევა დაიწყო, რამოდენიმეჯერ მოახერხა ზედაპირზე ამოსვლა, თუმცა ტალღამ ისევ ჩაითრია. პანიკამ მოიცვა მთლიანად, დროის შეგრძნება დაკარგა. რამოდენიმე წამის ნაცვლად ეგონა საუკუნეები გაეტარებინა წყლის ქვეშ. ტირილი უნდოდა და იმასაც ვერ ახერხებდა. რამოდენიმეჯერ ისევ მოახერხა ზედაპირზე ამოფოფხება და ჰაერის ჩასუნთქვა, მაგრამ ძალა მალევე გამოეცალა... იმედიც დაკარგა და ბრძოლა შეწყვიტა, საკმაო რაოდენობით წყალი ყლაპა, უკვე გონებასაც კარგავდა, როდესაც წელზე ხელის მოხვევა იგრძნო და რამოდენიმე წამში უკვე ზედაპირზე ტივტივებდა. ძლიერად ამოახველა და მის მშველელს მიენდო მთლიანად. -დამშვიდდი, დამშვიდდი, მორჩა! ყველაფერი კარგად იქნება. უსაფრთხოდ ხარ! ჩემთან ხარ! - ესმოდა ნაცნობი ხმა და გოგონას სხეულიდანაც ნელ-ნელა იდევნებოდა პანიკა, მის ადგილს კი სიმშვიდე იკავებდა. იგრძნო, თუ როგორ აიტაცეს ხელში, შემდეგ კი თბილ ქვიშაზე დააწვინეს. ძლივსძლივობით დააცილა წამწამები ერთმანეთს და ცოტნეს გაფითრებულ სახეს შეეჩეხა. ბიჭს თვალებში შიში და სასოწარკვეთა ჩასდგომოდა. მოგრძო თმები დასველებოდა და სახეზე მიკვროდა, მისი სახე და წამწამები წვრილი წვეთებით იყვნენ დაფარულნი. გოგონას იმ წამს ძალიან ლამაზი მოეჩნენა მისი მაშველი და უბრალოდ გულწრფელად გაუთიმა. -ლილიანა, მიპასუხე. - თმები გადაუწია და გოგონას თავი კალთაში ჩაიდო. - კარგად ხარ? -ნუ ღელავ, კარგად ვარ!. - ძლივს წამოიწია გოგონა. - მადლობა. -ძალიან შემაშინე. -არ მეგონა ჩემს გამო თუ შეგეშინდებოდა. - გაუღიმა გოგონამ. თუმცა ცოტნემ მისი სიტყვები უპასუხოდ დატოვა, გოგონას უნრალოდ წამოდგომაში დაეხმარა, მისი ხელი კისერზე მოიგდო, გვერდით ამოუდგა და სახლისკენ გაემართა ნელი ნაბიჯით. -მგონი ჯობია ხელში აგიყვანო. - დაიხარა უცებ. -არა! -გაისმა კატეგორიული ტონი. - არ მინდა, მშვენივრად ვარ. -ნამდვილად? -ნამდვილად. ნელა ავიდნენ სახლში. ცოტნემ გოგონა პირდაპირ თავის ოთახამდე მიიყვანა. თუ რამე დაგჭირდა აუცილებლად დამიძახე კარგი? -კარგი. ლილიანამ კარები მიხურა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. სასწრაფოდ შხაპი უნდა მიეღო და დაძაბულობა როგორმე მოეხსნა. პირველად გაბედა ზღვაში ჩასვლა და ისიც კრახით დასრულდა. თავი გააქნია თავის უნიათობაზე და კარადა გამოაღო. შხაპის მიღების შემდეგ მისაღებში გავიდა. ცოტნე იქვე სკამზე იჯდა, გვერდით კი მისი სარაფანი ედო. -ეს მოგიტანე, სანაპიროზე დაგრჩა. -გმადლობ. -არაფრის. - უხერხულად ჩაილაპარაკა ბიჭმა. -არ გშია? რამეს მოვამზადებ. -შენ არაფერი არ გინდა, დაისვენე. ისედაც ყოველ დღე შენ გიწევს საჭმლის მომზადებას. დღეს მე მივხედავ ყველაფერს. -არ არის საჭირო, არაფერი დამმართნია და ამხელა აჟოტაჟი რა საჭიროა. -საჭიროა დამიჯერე. მიდი შენ მხოლოდ დაჯექი. ყველაფერს მე გავამზადებ. გოგონამაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა და სკამზე მოკალათდა. -უცნაური ხარ. -შენზეც იგივეს ვიტყოდი. -დღეს რატომ გადამარჩინე? - არ უნდა გადამერჩინე? - წარბაწეულმა გამოხედა. -არა, უბრალოდ...აქამდე დასანახავად ვერ მიტანდი და ახლა ჩემზე ზრუნავ თუ მეჩვენება? -გეჩვენება. - თავისთვის გაეღიმა ბიჭს და საქმიანობა განაგრძო. ნახევარ საათში სუფრაც გააწყო და ერთად ივახშმეს. ლილიანა უცნაურად გრძნობდა თავს ასეთი ცოტნეს გვერდით, თითქოს სრულიად სხვა ადამიანი იჯდა მის წინ. ამავდროულად წინანდელი დაძაბულობაც არ მოშორებია. -გემრიელია. - ნახელავი შეუქო გოგონამ. -ხო, მარტო ვცხოვრობ და საჭმლის კეთება ასე თუ ისე მეხერხება. -მე არა. -ზღვაში რა დაგემართა? - ლილიანასთვის უსიამოვნო თემას მიუბრუნდა ბიჭი. -ფეხზე რაღაც მომიდო, შემეშინდა და უცებ მოერე ფეხიც ამისხლტა. -ცურვა არ იცი არა? -არა - მხრები აიჩეჩა გოგონამ. -და იმიტომ არ ჩადიოდი. -ხო, აქამდე არასდორს ჩავსულვარ ზღვაში. - ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ. -მოიცა! - გადაიხარხარა ბიჭმა. - შენ რა ზღვას საერთოდ არ გაკარებიხარ? ბავშვობაშიც არ ჩასულხარ კამერით და რამე? -არა. - თავი მიატრიალა გოგონამ. - და არ დამცინო. უბრალოდ მეშინოდა და ვერ ვბედავდი. -და დღეს რამ შეგმატა გამბედაობა? -არ ვიცი, ალბათ შენმა სიტყვებმა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. -შორიდან გიყურებდი რობოტივით როგორ შედიოდი. აი თურმე რატომ იქცეოდი ასე უცნაურად. ზღვაში პირველად იყავი. მე კი რაღაც მოგიჟო ტიპი მეგონე. -შენგან ამხელა წინადადება ერთბაშად პირველად მესმის. ადრე ერთ-ორ სიტყვას თუ მომიგდებდი. - გაფართოებული ცისფერი თვალები შეანათა გოგონამ. - აშკარად მიღწევაა. -შენ ის მითხარი, არ გინდა ცურვა ისწავლო? - ისევ გადაიტანა თემა. -არ ვიცი დღევანდელის შემდეგ თუ კიდევ გავბედავ ზღვაში ჩასვლას. -მშვენივრად გაბედავ. ხვალიდან გაკვეთილებს ვიწყებთ. -რა?! შენ უნდა მასწავლო?! - თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა ლილიანას. -ხო რა იყო? შემზე უკეთეს მასწავლებელს სად იპოვი. -არა! გამორიცხულია. ხომ არ გაგიჟდი?! -ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაძლიო ეს შიში? ნუ ღელავ. მე დაგეხმარები. -და შენ რატომ უნდა გენდო? იქნებ ზღვაში ჩამახრჩო? -ეგ რომ მდომოდა დღეს ამ მაგიდასთან არ იჯდებოდი. -კარგი, ერთი პირობით გთანხმდები, თუ ვერ გავბედე, არაფერს არ დამაძალებ. -კარგი, გპირდები. - ხელები ასწია ბიჭმა. -ახლა კი ეს ავალაგოთ. სუფრა ერთად აალაგეს, შემდეგ კი დაემშვიდობნენ და თავ- თავიანთ ოთახებს მიაშურეს. ლილანას კარგა ხანს არ მოუხუჭავს თვალი. ცოტნეზე ფოქრობდა, მის მეტამორფოზაზე და იმ შიშებზე რასაც მისი გრძნობები იწვევდა ცოტნეს მიმართ. რამდენჯერ წარმოუდგა ბიჭის სახე, რომელიც ზემოდან შეშინებული თვალებით დაჰყურებდა და გოგონას გამოფხიზლებისკენ მოუწოდენდა. ეს კარგს არაფერს მოასწავებდა, ყოველ შემთხვევაში ლილიანასთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.