შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვასთან ახლოს (V თავი) დასასრული


23-09-2017, 21:54
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 152

უცნაური დილა იყო. მზეც განსხვავებულად ანათებდა, თოლიებიც განსხვავებულად დაჰკიოდნენ წყალში მოსხმარტალე თევზებს. ზღვასაც განსხვავებული ხმიანობა ჰქონდა თითქოს. მაგრამ ყველაზე განსხვავებული მაინც ცოტნესთან ერთად დილის დაწყება გამოდგა ლილიანასთვის. პირველს გოგონას გამოეღვიძა. თვალის გახელისთანავე მის სახესთან სულ რაღაც რამოდენიმე სანტიმეტრით შორს მყოფ ცოტნეს სახეს მიაჩერდა. რაღაცნაირად მომუსხველი და ამაღელვებელი იყო მძინარე ბიჭის მშვიდი, ანგელოზის მსგავსი სახე. გოგონას სუნთქვა შეეკრა. გულმა ასმაგად ჩქარა დაუწყო ფეთქვა. რამოდენიმე წუთიანი გაშეშებული წოლის შემდეგ ძლივს გაბედა ხელი ნელა წაეღო ბიჭის სახისაკენ და მის კანს შეხებოდა. ლილიანას ერთიანად მოაწვა მღელვარე გრძნობები. იმ წამს არ ეგონა ამ ქვეყნად ვინმე ცოტნეზე სრულყოფილი თუ არსებობდა. ნელა შეუცურა ხელი შავ, მბზინავ თმაში, იგრძნო მისი რბილი სტრუქტურა და სუნთქვა უფრო გაუხშირდა, ხელები აუკანკალდა და მთელს სხეულში სითბო ჩაეღვარა. ერთ წამში გაიაზრა რასაც აკეთებდა და ხელი საჩქაროდ უკან გამოსწია და ზურგს უკან მიმალა, თითქოს პატარა ანცი ბავშვი ყოფილიყოს, რომელმაც ახლახანს რაღაც დააშავა და საკუთარი საქციელი ხელებზე ამჩნევიაო.
-რატომ შეწყვიტე. - მოესმა უცებ ბიჭის ხმა. ლილიანა უფრო დაიბნა და ხმაც ვერ ამოიღო. -სასიამოვნო იყო. ნაზი ხელები გაქვს. - უცებ გაახილა თვალები და გოგონას თავისი მწვანე სხივები შეანათა.
-მე...მე არ მინდოდა გამეღვიძებინე.
-პირიქით ასეთ სასიამოვნო მაღვიძარას ვერსად ვიპოვი. - ხელები თავქვეშ ამოიდო და ახლა გვერდულად დაიწყო ყურება.
-მე უნდა ავდგე და გამოვიცვალო. გადი გთხოვ კარგი? - თავი შეაბრუნა აწითლებულმა გოგონამ.
-კარგი გავალ. გარეთ დაგელოდები, შემდეგ კი გავისეირნოთ.
-არ მინდა სეირნობა.
-მაშინ სახლში რამეს ვუყუროთ.
-არც ფილმის ხასიათზე ვარ!.
-ლილიანა რა გჭირს?! - ხელები წაავლო მკლავებზე და გოგონას ყურადღებით დააკვირდა.
-გამიშვი გთხოვ. - ამოიკნავლა გოგონამ.
-ძალიან უცნაურად იქცევი.
-პირიქით. უცნაური ის იყო, რასაც ახლა ვაკეთებდით.
-და რას ვაკეთებდით?
-ეს ყველაფერი არასწორია. არასწორია მთელი დღეების ერთად გატარება, ერთმანეთთან ასე შეხება და მოფერება, შემდეგ კი ერთ საწოლში დაძნება. ცოტნე, რატომ მახსნევინებ ამას? - იკითხა აკანკალებული ხმით.
-რაც შენ ჩამოთვალე იქ სამარცხვინო არაფერია. ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ.
-არაფერი?! - ცოტნე ჩვენი მშობლები დაქორწინებულები არიან და ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობთ!
-ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს, მეტიც, გიორგის ღვიძლი შვილიც კი არ ვარ.
-ამას რატომ ამბობ - თავი ხელში ჩარგო გოგონამ. - არ მესმის, არაფერი არ მესმის რა ხდება.
-მგონი მყვარხარ. - ამოიჩურჩულა ცოტნემ.
-გესმის რას ამბობ?! - ამოიყვირა ანერვიულებულმა.
-მშვენივრად მესმის და არ უარყო რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ. მშვინივრად ვხედავ რომ ასე არ არის.
-გთხოვ გადი! - ანერვიულებულმა ამოილაპარაკა ისე რომ მისკენ არც კი მიუხედავს.
-მე გავალ ახლა. შენ კი დაფიქრდი ყველაფერზე.
საწოლიდან წამოდგა და კარი გამოაღო. მაშინვე შეჩერდა. კარს მიღმა თამუნა იდგა. გაკვირვებული სახითა და ანთებული თვალებით. ცოტნეს სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ გვერდი აუარა და ქალის მზერაც მიიყოლა უკან. თამუნა მაშინვე ოთახში შემოვარდა და ქალიშვილს აესვეტა წინ დოინჯშემორტყმული.
-ამას რა უნდოდა აქ დილაადრიან?!
-არაფერი. - უპასუხა ხელებში თავჩარგულმა გოგონამ.
-რატომ გამოდის დილაადრიან ეს ბიჭი შენი ოთახიდან? - ხმას აუწია ქალმა. - არ მაფიქრებინო რომ აქ ეძინა!
-დედა რა სისულელეებს ამბობ. არა რა თქმა უნდა. შეგიძლია მარტო დამტოვო?
-კარგი. - უპასუხა მკაცრად - მაგრამ ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება. - თამუნა შებრუნდა და კარი ძლიერად გაიჯახუნა. ემოციებისაგან გადატვირთული და დაღლილი ლილიანაც მაშინვე ბალიშებში ჩაერგო თავით და ხმადაბლა ამოიზმუვლა. ცოტა ხანში წვეთ-წვეთად წამოუვიდა თვალებიდან ცრემლები. მალე უკვე მთელი ხმით სლუკუნებდა. გაურკვევლობას მოეცვა მისი მთელი სხეული. იცოდა რომ ცოტნეს მიმართ რაღაცას გრძნობდა და ეს რაღაცა იმდენად ძლიერი იყო რომ მისი განადგურება შეეძლო. არ იცოდა ამდენ ტირილში როდის ჩაეძინა.
როდესაც გამოფხიზლდა მოსაღამოვებული იყო. ზანტად წამოიწია საწოლიდან და საათს დახედა. ექვსი ხდებოდა. რამდენი დრო გასულაო ერთი ეს გაიფიქრა და ხალათწამოსხმული გარეთ გავიდა. სახლში არავინ იყო... ალბათ რამოდენიმე საათში ყველა დაბრუნდებოდა და ისე მიუსხდებოდნენ ვახშამს თითქოს არაფერი. განსაკუთრებით ცოტნესთვის გაუჭირდებოდა თვალებში ჩახედვა. იცოდა რომ მისი გრძნობები არასწორი იყო. თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა.
ლილიანამ ჭიქაში წყალი ჩამოასხა და ფანჯარას მიუახლოვდა. შორს ზღვა ბობოქორბდა. ტალღები მღელვარედ ადი-ჩადიოდნენ. ალბათ ღამით იწვიმებდა კიდეც. აგვისტოს მიწურულისთვის უჩვეულო ამინდი იდგა. შორს ზღვიდან მომავალი სილუეტი დალანდა. ცოტნე იყო. გოგონას გაურკვევლობა და შიში აუბუყბიყდა სხეულში. მალე ბიჭმა კარი შემოაღო და გოგონას დანახვისთანავე ადგილზე გაშეშდა.
-ლილი...
-ასე ნუ მეძახი ძალიან გთხოვ. - თავი ჩახარა გოგონამ.
-იფიქრე?
-კი.
-იცოდე თუ მართლა გაქვს გრძნობები ჩემს მიმართ, გპირდები არაფერს არ შევუშინდები და ჩვენთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. - ლილიანას მიუახლოვდა და ხელები გოგონას მხრებისკენ წაიღო.
-არ გინდა ძალიან გთხოვ. - უკან გადადგა ნაბიჯი.
-ლილი...
-ასე ნუ მეძახი მეთქი! - ახედა მკაცრი ხმითა და ჩაწითლებული თვალებით. - გესმის მაინც რას მთხოვ?
-მშვენივრად მესმის და ვხვდები რაც გაბრკოლებს. ეს სხვების აზრია. საერთოდ რატომ არ გკიდია? რატომ უნდა გადაგიწყვიტოს ვინმემ როგორ უნდა იცხოვრო?
-არავინ არ მიწყვეტავს. ეს ჩემი ნება და ჩემი არჩევანია. - უპასუხა გოგონამ. - შენს მიმართ არაფერს არ ვგრძნობ. არ მინდა რომ მიახლოვდებოდე, მეხებოდე, მეხვეოდე და ასე შემდეგ... არ მინდა შენთან ხშრად მქნდეს ურთიერთობა. კარგი იქნება თუ მალე წახვალ. ეს ორივესთვის უკეთესი იქნება. - ჩამოარაკრაკა მკაცრი ხმით და თვალის დაუხამხამებლად.
ცოტნე კარგა ხანს აკვირდებოდა გოგონას. მიუხედავად უემოციო, უმიმიკო სახისა, ხედავდა მის თვალებში გრძნობების მონაცვლეობას და გულზე მარწუხებივით ეხვეოდა საკუთარი უმოქმედობა. ვერ აიძულებდა ლილიანას მასთან ურთიერთობას. ეს გოგონას გადასაწყვეტი იყო. მან კი საკუთარი პასუხი ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბა. მართალია ეს პასუხი ტყუილებით იყო გაჟღენთილი, რათა საკუთარი გადაწყვეტილება გაემართლებინა, თუმცა ამით გადაწყვეტილება არ იცვლებოდა. ლილიანას ის არ სურდა. ცოტნე არ სურდა. ბიჭს თვალებში ნელ-ნელა ჩაუდგა ნაღველი. უხმოდ აკვირდებოდა გოგონას. შემდეგ კი შებრუნდა და თავის ოთახს მიაშურა. ლილიანაც საკუთარი ოთახისკენ გაიქცა. ვინ იცის რად უჯდებოდა იმ წამს ემოციების შეკავება რათა ცოტნეს წინ მთელი ხმით არ აბღავლებულიყო. როგორ მოახერხა ასე უცებ მისი შეყვარება, ისე რომ თავადაც ვერ გაიგო? არ იცის. მთელი საღამო საწოლზე მოკუნტული იწვა და ფანჯრის მიღმა ხედისთვის გაეშტერებინა თვალი.

საღამოს ოჯახმა ჩვეულებრივად ივახშმა. ცოტნეს და ლილიანას ხმაც არ ამოიღიათ, ორივე საკუთარ თეფშს ჩასჩერებოდა და სუფრაზე დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდნენ.
-რა მოხდა? ხომ არ იჩხუბეთ? - იკითხა გიორგიმ და ხორცის კიდევ ერთი ნაჭერი გადაიღო. ცოტნემ მხოლოდ თავი გააქნია.
-აბა რა გჭირთ?
-უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვართ. - ახლა ლილიანამ უპასუხა.
-თამუნა შენ ხომ არ იცი ამათ რა სჭირთ?
-არა. - თავი გააქნია ქალმა, თან წყვილისთვის ეჭვით აღსავსე თვალები არ მოუშორებია. გულში კი ფიქრობდა რომ მალე ყველაფერს გაარკვევდა.
-ზეგ მივდივარ.
-ასე მალე ბრუნდები?
-ხოო.. შვებულება მიმთავრდება.
-რა გაეწყობა. იმედია ისევ მალე გამონახავ დროს და დიდხანს აღარ დაიკარგები.
-არა მგონია წელს ჩამოსვლა მოვახერხო.
-ასეთი სამუშაო რა არის. შენც არ მყავდე რაა პრეზიდენტი.
-მამა სამუშაო სამუშაოა და არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტი ხარ თუ დამლაგებელი.
-კარგი, როგორც გინდა შვილო. როდის მიდიხარ?
-დილით ადრე. მატარებლით წავალ.
-გაგაცილებთ.
-არ მინდა. ძალიან ადრე გავდივარ. არ შეწუხდეთ.
ლილიანა დაძაბული უსმენდა დიალოგს. შემდეგ კი მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და თავის ოთახში შევარდა.
-რა დაემართა?
-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა თამუნამ. არადა კარგად ხვდებოდა თავისი შვილის ასეთი რეაქციის მიზეზს და შიშები უფრო ღრმად ისადგურებდა ქალის გულში.


ის საღამო ლილიანამ ტირილში გაატარა. არ უნდოდა, მაგრამ თავს ვერ იკვებდა. თავისი გადაწყვეტილების სისწორის ღრმად სწამდა და უკან დასახევ გზასაც ვერ ხედავდა. ალბათ ასეთი არის ჩემი ბედისწერაო ფიქრობდა.
მეორე დილით ადრე გამოეღვიძა. სანაპიროზე გავიდა და კარგა ხანი დაჰყო იქ. თვალუწვდენელ ჰორიზონტს გაჰყურებდა და ფიქრობდა.. ფიქრობდა დაუსრულებლად. სახლში დაბრუნებულს არავინ არ დახვდა. ისევ თავის ოთახში შეიკეტა. რა მოხდებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ დაწყებულიყო? ცოტნე რომ გიორგის შვილი არ ყოფილიყო და ერთმანეთი ასეთ ვითარებაში არ გაეცნოთ. ექნებოდა კი შანსი? ალბათ კი. ეს ფიქრი უფრო ანადგურებდა და თრგუნავდა. ბოლოს სახატავ მოწყობილობებს ხელი დაავლო და აივანზე თავის საყვარელ ადგილას მოკალათდა. შეუჩერებლად ხატავდა, ტილოზე მრავალი გარდამავალი ტონის ფერი ერთმანეთს ენაცვლებოდა, ირეოდა და ბობოქარ შთამბეჭდავ სურათს ქმნიდა. ლილიანას ფუნჯი არ მოუშორებია ნახატისთვის, ერთი წამითაც არ შეჩერებულა, რათა შეესვენა. ასე ეგონა მაშინვე მტანჯველი ფიქრები წაიღებდნენ და გული უფრო მეტად ეტკინებოდა. ასე კი როგორღაც ყურადღება გადაჰქონდა და არსებულ რეალობაზე ვეღარ ფიქრობდა. მთელი გულისყური მორიგი ნამუშევრისკენ ჰქონდა მიმართული. ისე გავიდა რამოდენიმე საათი, რომ დაღლილობაც არ უგრძვნია.
-შეიძლება გავისეირნოთ და ვისაუბროთ? - მოესმა მოულოდნელად და შეშინებულს ფუნჯი გაუვარდა ხელიდან.
-შეგაშინე?
-არა...ახლავე წამოვალ. ხელებს დავიბან და...
- არ არის საჭირო. - ხელი დაავლო ბიჭმა და ქვემოთ ჩაიყვანა.
ნელა, უხმოდ მიუყვებოდნენ ზღვის სანაპიროს და საკუთარ თავზე და ერთმანეთზე ფიქრობდნენ. მათ მომავალზე... მომავალზე, რომელიც წესით საერთო არ უნდა ყოფილიყო, თუმცა უნებურად ორივეს ეღიმებოდა ამაზე.
-ლილი... - მამაკაცი შედგა და იქვე ნაპირზე ჩამოჯდა, ჰორიზონტს გახედა და განაგრძო. - არ მინდა ყველაფერი ასე დამთავრდეს ჩვენს შორის.
-ის ვერ დამთავრდება, რაც არ დაწყებულა. - უემოციოდ ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ნუთუ ასეთი უგრძნობი ხარ. - ეჭვის თვალით ახედა გოგონას.
-მე მხოლოდ რეალობაზე ვსაუბრობ. ან საერთოდ რას მთავაზობ?
-მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
-შენ სულ შეშლილხარ ჭკუიდან. - ჩაიცინა გოგონამ და იქვე გვერდით ჩამოჯდა. -ეს არასდროს მოხდება.
-მე არაფერს გაძალებ. უბრალოდ გთავაზობ. არ მინდა მერე მე დამაბრალო თითქოს რაიმე გაიძულე.
-პასუხი დიდი ხანია გითხარი.
-მიყვარხარ.
გოგონას ხელები აუკანკალდა და ზურგ უკან წაიღო, რაღა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
-როდიდან.
-არ ვიცი... ალბათ იმ დღიდან, როდესაც პირველად მეცეკვე. ისეთი ლამაზი იყავი იმ ფირუზისფერ კაბაში, ნამდვილი ფარფატა ფერია. პირველი დანახვისთანავე თითქოს რაღაც შეიცვალა და გარდაიქმნა ჩემში. ვიგრძენი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, ვეღარ მექნებოდა შენთან ცუდი ურთიერთობა, ვერ გაწყენინებდი, ვერ მოგაყენებდი თუნდაც მცირეოდენ ტკივილს ჩემი დაუფიქრებელი სიტყვებით. მერე... მერე ვეჭვიანობდი, ყველაზე მძაფრად, სასტიკად. ვერ ვიტანდი, როდესაც ლექსოს გვერდით გხედავდი. მინდოდა ის დამეხრჩო და შენთვის მომეშრებინა. პირველად ამდენი ხნის შემდეგ შენს გამო ვიჩხუბე.
-ანუ მაშინ, სახლში ნაცემი რომ დაბრუნდი... ლექსოსაც წარბი ჰქონდა გახეთქილი. როგორ ვარ მივხვდი...
-ახლა ამ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს.
-მართალი ხარ. - ხმას სიმტკიცე შეუნარჩუნა გოგონამ.
-აცივდა არა? - იკითხა მცირეოდენი პაუზის შემდეგ ბიჭმა.
-ცოტათი.
ცოტნემ თხელი მოსასხამი მოიშორა და გოგონას მხრებზე მოახვია. ლილიანა მდუმარედ იჯდა და მთელი ძალით ცდილობდა ცრემლების შეკავებას. დღე იწურებოდა და მასთან ერთად ერთად ყოფნის ბედნიერი წამებიც მცირდებოდა, იწურებოდა, ქრებოდა...
-ერთ თხოვნას შემისრულებ? სანამ წავალ...
-შეგისრულებ.
-მინდა ერთხელ მაინც შევიგრძნო შენი ტუჩების გემო. ყოველთვის მინდოდა.
ლილიანას უკვე დაუკითხავად მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. უხმოდ დაუქნია თავი. ცოტნე მისკენ მიიწია, ცხელი სუნთქვა სახეზე ელამუნებოდა ლილიანას და ეს უფრო უფორიაქებდა სულს. ბოლოს რაღაც რბილი და სასიამოვნო იგრძნო ტუჩებზე. ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, თვალები მინაბა და რაღაც სხვა, ჯადოსნურ, ჯერ არნახულ სამყაროში გადაეშვა. უწონადობის შეგრძნება ჰქონდა, საოცად სასიამოვნო. ეგოონა სადაცაა გონებას დაკარგავდა ემოციებისგანო. თუმცა მალევე მოშორდა ცოტნე და გოგონას ნაღვლიანად გაუღიმა.
-ლილიანა! - მოესმა უცებ უკნიდან. გოგონა უცებ შეხტა და თავი მოაბრუნა. მათ უკან, ოდნავ მოშორებით თამუნა და გიორგი იდგნენ, რომელბიც წყვილს გაოგნებულნი მისჩერებოდნენ.
- ლილიანა წამოდი! სახლში ამიხსნი რა ხდება! - შეეცადა ხმისთვის სიწყნარე შეენარჩუნებინა. შებრუნდა და სახლისკენ გაუდგა გზას. ლილიანაც უხმოდ მიჰყვა უკან. ცოტნე და გიორგი კი სანაპიროზე დარჩნენ.
მიაბიჯებდა ქვიშაში, დგამდა საოცრად დიდ ნაბიჯებს, მაგრამ განრისხებულ დედას მაინც ვერ ეწეოდა. სახლთან მისული უკვე ქოშინებდა, ის იყო კიბეზე ადგა ფეხი, რომ თამუნა მოულოდნელად შემობრუნდა და სილა გააწნა.
ძალიან ეტკინა, დედისგან ეს არასდროს დაუმსახურებია და ახლა უფრო მძაფრად აცნობიერებდა თავის დანაშაულს. დარცხვენილმა ჩახარა თავი. თამუნას თვალს ვერ უსწორებდა.
-რამდენი ხანია?
-რა? - იკითხა გაკვირვებულმა.
-რამდენი ხანია ერთად ხართ?
-ჩვენ ერთად არ ვართ.
-ახლა მაინც ნუ ცრუობ! - დაიყვირა ქალმა. - ამიტომ გამოდიოდა დღეს დილით შენი ოთახიდან არა?!
-მე და ცოტნეს არაფერი არ გვქონია.
-ასე უტიფრად ნუ ცრუობ. ჩემი თვალით რაც დავინახე ნუ უარყოფ.
-რა დაინახე? ის რომ ერთმანეთს ვკოცნიდით? ხო ასე იყო!- იყვირა ლილიანამ და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა. ჩემსა და ცოტნეს შორის არაფერი არ ყოფილა და არც არასდროს იქნება. ის რაც შენ დაინახე კი უბრალოდ გამომშვიდობება იყო გესმის? იმ ოცნებასთან გამომშვიდობება, რომელიც არასდროს არ ახდება, რადგან მე და ცოტნე ვერასდროს ვერ ვიქნებით ერთნი და ერთად. ხო! ვაღიარებ რომ ცოტნეს მიმართ არ ვარ გულგრილი და მგონი მიყვარს... არა, მიყვარს. - ამოისლუკუნა გოგონამ. - მაგრამ ვერასდროს ვერ ვიქნებით ერთად ესეც მშვენივრად ვიცი.
ქალმა ნაღვლიანი თვალებით შეხედა. ხედავდა საკუთარი შვილის თვალებში არსებულ ტკივილს და საკუთარუ უსუსურიბის შეგრძნება თრგუნავდა. ხმა აღარ ამოუღია. გააყოლა თვალი, თუ როგორ ლასლასით აიარა ლილიანამ კიბეები და კარი მიხურა. ქალი იქვე კიბეებზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოიოხრა. „რატომ არგუნა ღმერთმა ამხელა განსაცდელი მაინცდამაინც ჩემს ოჯახს?“ ეკითხებოდა საკუთარ თავს და ვერ ხვდებოდა თუ რა ცოდვა ჰქონდა ასეთი ჩადენილი, რომ ბოლომდე ბედნიერი ვერასდროს იყო.
ლილიანა თავის ოთახში სავარძელზე მოკუნტული იჯდა და გარეთ იყურებოდა. თითები ერთმანეთში აეხლართა და ნერვიულად იმტვრევდა. თვალებიდან კი მდინარესავით განუწყვეტლივ მოედინებოდა ცრემლები. შორიდან მომავალ სილუეტს მოჰკრა თვალი. მაშინვე იცნო, აფორიაქდა და მოიღუშა. უკვე კართან მიახლოებული ცოტნე შედგა, კიბეებზე მჯდომ თამუნას რაღაცა უთხრა, შემდეგ კი ლილიანას ფანჯრისკენ გამოიხედა. ბინდის მიუხედაად გოგონამ ნათურის შუქზე მაინც გაარჩია ცოტნეს გახეთქილი, სისხლით მოსვრილი ტუჩი. ბიჭს თვალებში ნაღველი ჩადგომოდა. დიდხანს უყურებდა გოგონას... თითქოს ემშვიდობებოდა, შემდეგ სწრაფად აიარა კიბეები და სახლში შევიდა. იმ საღამოს ლილიანას ცოტნე არ უნახავს. მეორე დილით კი ახალი ამბავი დახვდა. ცოტნე წავიდა. სახლიდან დიდი ხნით, ლილიანასგან კი სამუდამოდ.

გრილი დღეები ერთმანეთს მიეწყო. შემოდგომა ქალაქს მთელი ძალით უტევდა. წვიმიანი ამინდები ერთმანეთს გადაება და ყველგან დეპრესიული განწყობა შექმნა. ეს განსაკუთრებით ლილიანას ხასიათზე აისახა. ყოველ დღე მიდიოდა ზღვის პირას, სანაპიროზე ჯდებოდა და საათების განმავლობაში იყო ასე გაუნძრევლად. ხანდახან ტიროდა, მისი ცრემლებიც ზღვას ერთვოდა და ზღვაც ბრაზისა და ტკივილისგან უფრო მეტად ბობოქრობდა. ნაცრისფერი დღეები ერთმანეთს მოსდევდა. ლილიანა დადიოდა აკადემიაში, სახლში, ახალ აცნობილ მეგობრებთან, ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში, სადაც მუშაობდა. თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მაგრამ გოგონას მუდან თან სდევდა განუყოფელი სევდა და თვალებში ჩაბუდებული ნაღველი. მოლოდინი, რომელიც დიდი ალბათობით არ გამართლდებოდა. სახეზე მუდმივად ნაღვლიანი, დაღლილი ნიღაბი აეფარებინა და ვერასძალით ვერ იშორებდა. ყველას უკვირდა გოგონას ასეთი გარდასახვა, ვინც ლილიანას ცოტნეს წასვლამდე იცნობდა, თუმცა ახსნას ვერ უძებნიდნენ. უხალისოდ დააბიჯებდა ამ დედამიწაზე და საკუთარი სხეულიც ემძიმებოდა. მომავლის იმედისგან დაცლილი წარსულს მისტიროდა, თუნდაც იმ რამოდენიმე წამს, რაც ბოლოს გაატარა ცოტნეს გვერდით.
გრძნობდა რომ ამ ცხოვრებაში ბედნიერი ვერ იქნებოდა და იქნებ სხვაგან, სხვა დროს სხვა ცხოვრებაში კვლავ შეხვედროდნენ ერთმანეთს და სრულიად თავისუფლად, წმინდა გრძნობებით, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მოეხერებინათ ერთმანეთის გაბედნიერება.
ცოტნეზე მას შემდეგ არაფერი არ გაუგია. გიორგიც კი არ ახსენებდა სახლში ლილიანას თანდასწრებით. იცოდა გოგონამ რატომაც, ეს მის გაღიზიანებას გამოიწვევდა და ტკივილს უფრო გაუმძაფრებდა. დედა და გიორგი თვალს ადევნებდნენ ლანდივით მილეულ გოგონას, რომელიც სრულიად უემოციო სახით დადიოდა აქეთ-იქეთ. ორივე ხვდებოდა მიზეზს, თუმცა გამოსავალს ვერ ხედავდნენ. ლილიანას ნელ-ნელა ყველაფრის ხალისი ეკარგებოდა, ილეოდა, დარდისგან სუსტდებოდა, პატარავდებოდა არა მარტო სულიერად, არამედ გარეგნულადაც. შინაგან ტკივილს გოგონას ფიზიკურობაზეც დაეტყყო დაღი. თამუნამ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა საკუთარი შვილის გამოსაფხიზლებად. იმ სენისგან განსაკურნებლად რასაც სიყვარული ჰქვია. მიხვდა თუ რა ძლიერ უყვარდა ლილიანას ცოტნე. ლილიანაც მიხვდა თუ რა იყო ნამდვილი სიყვარული. მიხვდა, რომ ცოტნეს მიმართ არა უბრალო მოწონებას, არამედ ყველაზე წრფელ და მძაფრ რძნობას მოეცვა. უყვარდა გაგიჟებით, თავდავიწყებით.... თითქოს გრძნობები დღითი დღე უფრო ძლიერდებოდნენ და გოგონას სრულიად იმონებდნენ. ბოლო პერიოდში ყველგან ცოტნე ელანდებოდა. საათობით გასცქეროდა საღამოს ზღვის მხარეს, თითქოს იქიდან მოელის ბიჭსო და ამაოდ.
-ლილიანა გაცივდები. შემოდი რაა დედი. - მოესმა ქალის ნაღვლიანი ხმა. იცოდა თამუნა როგორ ნერვიულობდა, თუმცა საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. - ვახშამი უკვე გავაწყვე. სულ ერთი საათიღა დარჩა.
-მოვდივარ. - გასძახა დედას. თერთმეტი საათი იყო. მალე თორმეტიც გახდებოდა და ახალ დღესთან ერთად ახალი წელიც შემოაბიჯებდა. ცოტნე ისევ არ ჩამოვიდა. ლილიანა კი ისევ კარებთან ატუზული ელოდა. რას იზამდა ცოტნე რომ მოსულიყო? ბევრჯერ დაუსვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა. ალბათ ხელს ჩაკიდებდა და არასოდეს არ გაუშვებდა. არ დაუშვებდა იმ შეცდომას, რაც ოთხი თვის წინ დაუშვა. მასთან ერთად ყველა წინააღმდეგობას გადალახავდა. ნეტა ცოტნე რას იზამდა? ალბათ ისიც ლილიანასავით მოიქცეოდა. გოგონას მარტო არ დატოვებდა და ცხოვრების დღეებს ნათელ ფერებში შეუღებავდა.
-ლილი რატომ ხარ ასეთი? ნაღვლიანი, მოწყენილი... არ მესმის თითქოს მეგობრები ვართ, მაგრამ არსად არ მომყვები გასართობად, საყიდლები შენ არ გაინტერესებს და არაფერი. მხოლოდ ზღვაზე დაბოდიალობ თავისუფალ დროს. არ ვიცი იქ რა დაგრჩენია. მთელი წელიწადია ისედაც ზღვას ვუყურებთ. - მიახალა ერთხელ ლილიანას თავისმა მეგობარმა და საღამოს ძალისძალით წაათრია ბარში. იქ კი რა თქმა უნდა არასასიამოვნო სტუმარიც მიეგება ლექსოს სახით.
-გამარჯობა ლილიანა, როგორ ხარ? - ჰკითხა ისე, ვითომც არაფერი მომხდარაო.
გოგონამ წარბშეკრულმა უკან გადადგა ნაბიჯი, მამაკაცს გვერდი აუარა და გზა განაგრძო.
-რა იყო გამირბიხარ? - დაედევნა მამაკაცი. -ახლა მაინც ვისი გეშინია? გიორგი ვერ აგიკრძალავს ჩემთან ურთიერთობას. ის ცოტნეც არ არის აქ და ვერ შეგვაწუხებს.
-მოკეტე! - უღრიალა გოგონამ. - ერთადერთი ვინც მაწუხებს შენ ხარ. კარგი იქნება თავს თუ დამანებებ. - განაგრძო უფრო მშვიდად. ზურგი აქცია და გზა განაგრძო. მართალია მამაკაცმა უკან რაღაც მიაძახა, თუმცა ლილიანას ყურადღება არ მიუქცევია.
კარგა გვარიანი მანძილი ჰქონდა გავლილი, რომ უკნიდან ძახილი მოესმა.
-ლილიანა.. - გოგონა წამით შედგა და თავი მოაბრუნა. - მისი მეგობარი ანა მორბოდა. - სად გაიქეცი გოგო, ან მარტო რატომ დამტოვე? - უსაყვედურა მეგობარმა.
-იქაურობა სულს მიხუთავდა.
-ლილიანა, არ გინდა მომიყვე რა გჭირს? შენზე ძალიან ვნერვიულობ. მართალია დიდი ხანი არაა გიცნობ, მაგრამ უკვე ძალიან ახლობელ ადამიანად მიმაჩნიხარ, თან დარწმუნებული ვარ რომ რასაც ახლა ვხედავ შენს ხასიათში არ ზის. რაღაც მოხდა, რამაც დაღი დაგატყო. ვერ დაგპირდები გიშველი და რაიმეს უკეთესობისკენ შევცვლი მეთქი, მაგრამ თუ მომიყვები შეგიძლია ტკივილისაგან ოდნავ მაინც განთავისუფლდე.
-ძალიან დავიღალე. იქვე სკაზე ჩამოჯდა და ანაც გვერდით მიუჯდა. ლილიანამ ფეხები აკეცა და თავი კალთაში ჩაუდო.
-რისგან დაიღალე ჩემო კარგო.
-ლოდინისგან, არადა ვიცი რომ არ მოვა... - გოგონამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო. ანა დიდი ყურადღებით უსმენდა მეგობრის ყოველ სიტყვას და მის ტკივილს თავადაც გრძნობდა. ბოლოს ლილიანას ცრემლები წასკდა და მთელი ხმით ასლუკუნდა. - ბევრჯერ მინდოდა იმ სახლიდან გადასვლა, მაგრამ იმ ოთახში ცოტნე ცხოვრობდა ადრე. იქ დარბოდა ბავშვობაში, იქ გაიზარდა, იქ არის მისი ნივთები. ამ ყველაფერს ვერ ვშორდები. ყველაზე ხშირად კი ჩვენი სახლის წინ სანაპიროზე ჩავდივარ ხოლმე. ზღვას იმიტომ გავყყურებ რომ ასე მგონია ჩემს გვერდითაა. ყველაზე მეტად ზღვასთან ახლოს ვგრძობ ცოტნეს სიახლოვეს და ეს მამშვიდებს. მაშინ ისე ვაწყენინე... რომ იცოდე როგორი თვალებით მიყურებდა. არ მაპატიებს. არადა რომ დაბრუნდეს... ჩემთან რომ დაბრუნდეს ერთი წამითაც კი არ გავუშვებდი ხელს... - ძალიან დავიღალე. - თვალები ნელ-ნელა ეხუჭებოდა. ანას ხელებიც ნაზად ეფერებოდნენ თმებზე, ბოლოს მხოლოდ ზღვის ტალღების შხუილი ესმოდა.

თვეები თვეებს მისდევდა, სეზონები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხალხიც მიდიოდა და მოდიოდა ქალაქში. ყველაფერი იცვლებოდა ზღვის გარდა. ის ისევ პირქუში და მრისხანე იყო ლილიანასთვის ცოტნეს გარეშე. ზაფხული ისე მიილია, რომ ერთხელაც არ ჩასულა ზღვაში. ისევ შორიდან განაგრძობდა მისით ტკბობას. ერთ ჩვეულებრივ საღამოს კვლავ პლიაჟზე მოსეირნე ნიკას გადააწყდა... ცოტნეს მეგობარს. ბიჭი გაფართოებული თვალებით უყურებდა სრულიად შეცვლილ გოგონას, მაგრამ მასთან მისვლას და გამოლაპარაკებას ვერ ბედავდა. ლილიანამ ერთი ახედა ნაღველით სავსე თვალებით და უსიტყვოდ განაგრძო გზა. ბიჭი კი კარგა ხან გაჰყურებდა მიმავალ სილუეტს, რომელიც ქვიშაში არეულ კვალს ტოვებდა.

სექტემბრის გრილი საღამო იყო. პლიაჟზე ხალხი კანტიკუნტად ირეოდა. გოგონა სახლის წინ ზღვის ნაპირზე ჩამომჯდარიყო. მისი მზერა უსასრულო ჰორიზონტს სწვდებოდა. თითქოს თბილოდა, მაგრამ ლილიანა უსაშველო სულიერ სიცივეს გრძნობდა. მონატრებას, სინანულს. დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს. ერთი წელი გავიდა რაც ცოტნე ბოლოს ნახა. მონატრება მთელი ძალით აუბუყბუყდა სხეულში. ცისფერი კამკამა თვალებიდან ჯერ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა, შემდეგ მეორე. ლილიანამ ღრმად ჩაისუნთქა და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა. ცალი ხელით შეიმშრალა ჩამოსული ცრემლები, თუმცა მათი შეჩერება ვერ შეძლო.
-მჭირდები. - ამოიჩურჩულა თავისთვის, ჩუმად.
-აქ ვარ. - მოესმა გვერდიდან. გოგონა შეკრთა. თავის მობრუნება ვერ გაებედა. ნუთუ იმდენად გააგიჟა ცოტნეს მონატრებამ, რომ მოლანდებებიც დაეწყო? უცებ შეხტა როდესაც უკვე ხელის შეხება იგრძნო მხარზე. შემდეგ ნიკაპზე. მამაკაცმა მისი თავი შემოაბრუნა და ლილიანაც მისთვის ესეოდენ საყვარელ თვალებში ჩაიკარგა. ცრემლების მდინარე უფრო გაძლიერდა.
-მაპატიე... ძალიან გთხოვ. მომეცი კიდევ ერთი შანსი. ახლა უკვე ვიცი რომ მიყვარხარ, მაშინაც მიყვარდი, ოღონდ ვერ ვხვდებოდი.
ბიჭი ლილიანასკენ გადაიხარა და სახე მის თმებში ჩარგო. მონატრებული სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-არასდროს მკრა ხელი კარგი?
-არასდროს... - ამოიჩურჩულა გოგონამ.
-მზად ხარ ჩემს გამო ყველას დაუპირისპირდე? ჩვენი ბედნიერებისთვის იბრძოლო? მე გპირდები რომ ყველაფრის ფასად დავიცავ სიტყვა „ჩვენ“-ს. წამომყვები სადაც არ უნდა მომიწიოს წასვლა? იქნები ჩემი ერთადერთი ნახევარი ცხოვრების ბოლომდე? დაუპირისპირდები შენთვის ძვირფას ადამიანებსაც თუ ეს მოგიწია?
-გპირდები... ყველაფერს შევძლებ. - მთელი ძალით მიეკრო გოგონა.
სანაპიროზე ხალხი შემცირდა. ლილიანასთვის ერთ დროს ბობოქარი და პირქუში ზღვა დამცხრალიყო. ახლა მხოლოდ სიმშვიდესა და სიყვარულს ასხივებდა. გავარვარებულ მზეს დასავლეთის ცა წითლად შეეღება, სხივები კი ტალღებზე დალიცლიცებდნენ. რამოდენიმე წამი და ზღვამ მთლიანად შთანთქა წითელი ბურთი. სანაპიროზე სიჩუმე ჩამოწვა. ცაზე აქა-იქ სანთლებივით აენთო მოკაშკაშე ვარსკვლავები. ზღვასთან ახლოს შეყვარებული წყვილი იჯდა. ერთმანეთს მთელი ძალით ეხვეოდნენ. და მეოცნებე თვალებით უსასრულობაში ჩაკარგულიყვნენ.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც დასასრული. relieved დიდი მადლობა მათ ვინც კითხულობდა და კომენტარებით აფასებდა. მგონი ასეთი ცოტა გამოხმაურება არცერთ ისტორიაზე არ მქონია. იმედი მაქვს დასასრულზე მაინც გამოთქვამთ თქვენს აზრს.
სიყვარულით ბაბუაწვერა ❤❤



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიყვარს შენი ისტორიები დაა კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ ამას. ეს ისტორიაც შემიყვარდა, მაგრამ არ მინდოდა ასე მალე დასრულება, უფრო მეტი მინდოდა:დ
ნიჭიერი გოგო ხარ და არ შეწყვიტო წერა არასოდეს❤

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

Chikochiko
მიყვარს შენი ისტორიები დაა კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ ამას. ეს ისტორიაც შემიყვარდა, მაგრამ არ მინდოდა ასე მალე დასრულება, უფრო მეტი მინდოდა:დ
ნიჭიერი გოგო ხარ და არ შეწყვიტო წერა არასოდეს❤


მადლობა ჩემო კარგო ❤ შენი კომენტარები სტიმულს მაძლევს რომ კიდევ და კიდევ ვწერო...
დასასრულს რაც შეეხება, არც მე მინდოდა ასე მალე დასრულება, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა )) ❤❤

 


№3 სტუმარი Guest lile-eli

ძალიან კარგი ისტორია იყო კარგად და საინტერესოდ წერ.

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest lile-eli
ძალიან კარგი ისტორია იყო კარგად და საინტერესოდ წერ.


გმადლობ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent