იყავი ჩემი საყვარელი [თავი 1]
-შენ მე მგონი სულ გამოშტერდი. _აღშფოთებული ხმით წამოიძახა მემემ და ფეხზე წამოხტა. _რა ასიათასლარიანი საყვარელი, რა ოფიციალურობა, რა კონტრაქტები... შენ ნორმალური ხარ? _ყველაფერს ერთად აანალიზებდა და დეიდაშვილის საქციელს მაინც ვერანაირად ვერ ამართლებდა. -მემე, შენ იცი რომ ახლა ფული ძალიან მჭირდება და ძალიან გთხოვ ნუ გაქვს ისეთი სახე თითქოს სიტუაციას საჩემოთ ვიყენებდე._გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა. -ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქალიშვილი ხარ! -ყველაზე უსუსური მიზეზია. _ცინიკური მზერით გააქნია თავი და დივნის საზურგეს მიეყუდა. -რა არის უსუსრი, ვიღაცა კაცს შენს ქალიშვილობას 100 000 ლარად რომ ყიდი? -მაშინ მომიტანე 50 000 ლარი მაინც და დანარჩენ 50 000 როგორმე მე შევაგროვებ ვაგზალზე. -მე ეგ არ მითქვამს... უბრალოდ... -უბრალოდ ჩემს მდგომარეობაში დის გადასარჩენად ამ ნაბიჯს ნებისმიერი გადადგამდა, შენც რომ ყოფილიყავი!_დაღლილი ხმით ამოსთქვა და თვალები დახუჭა. -ხომ არის რაღაცა ფონდები ვთხოვოთ დახამრება, ტელევიზიებს ვთხოვოთ გააშუქონ... რამეს მოვახერხებთ. -მაგრამ ოპერაციისთვის დაჭირო თანხას წლების განმავლობაში ვერ შევაგროვებთ და ერთი უბრალოდ ქალიშვილობის გამო ლილუ არ მემეტება. მემე უსიტყვოდ გატრიალდა და ბავშვის საძინებლისკენ წავიდა. რომელიც ამ ეტაპზე ცარიელია. -რაო ექიმმა როდის შეგეძლებათ ნახვაო?_ოთახიდან გამოსძახა. -ჯერ არავინ შეგვიშვებს. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მოკუნტული გაწვა დივანზე. _რომ იცოდე როგორი თვალებით მიყურებდა რომ ვნახე. _ხმადაბლა გააგრძელა. _ყველა ძვალი ერთიანად ამტკივდა. ლილუს ბედნიერი და გაბრწყინული თვალების კიდევ ერთხელ დასანახად ყველას და ყველაფერს დავთმობ. არც ვინმეს ოფიალური საყვარლობა იქნება შეუძლებელი. _საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. >>> საყვარლის კადიდატი თავად არ უძებნია, არც რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონია საქმე. ლილუსგან წამოსულს სრულიად შემთხვევით შეეჯახა განათების ბოძს. იმედნად გაფანტული ჰქონდა ფიქრები და აზრები წინ საერთოდ არ იყურებოდა, იქვე მდგარი მდიდრული მანქანიის კარები გაიღო და ოფიალურ ფორმაში გამწოყობილი მამაკაცი გადმოვიდა, მანქანის წინა ფანჯარასთან დადგა და რაღაცა ჩაილაპარაკა. ფანჯრიდან ვიღაცამ ერთჯერადი სალფეთქის შეკვრა გამოაწოდა. -ცხვირიდან სისხლი მოგდით. ერთი ცალი სალფეთქი ამოიღო და გოგონას მიაწოდა. ნინიამ შეშინებულმა მიიდო თითი ცხვრიზე და წითლათ შეფერილი თითების დანახვისას დაპანიკებულმა გამოართვა თეთრი ქაღალდი. -ლევან, სწრაფად!_საიდანღაც გაისმა ხმა. ნინიამ თავი ოდნავ ასწია სალფეთქი ცხვირზე მიიდო და მანქანას გახედა. მძღოლის სავარძელში მოკალათებული მამაკაცი ლევანს ეძახდა. -გინდათ საავადმყოფომდე მიგიყვანთ. _მაღალ შენობას ახედა მამაკაცმა. -არა იყოს. _თავი გააქნია და გზა გააგრძელა. ზუსტად ამ დღის შემდეგ შენიშნა მისთვის უცნობი მანქანის გამოჩენა საკუთარ ცხოვრებაში. გრძნობდა რომ ყველგან ვიღაცა დაჰყვებოდა, თვალს ადევნებდა და რაც მთავარია არავინ არაფერს არ უშავებდა. თავიდან ჰქონდა შიშის მომენტი, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულს ღამე რომ უკან “სანდო” თვალი ეგულებოდა შიშიც სადღაც ქრებოდა. ერთ მშვენიერ დღეს და ვისთვის მშვენიერ დღეს, მისთვის კიდევ უფრო უცნობი ახალგაზრდა გადმოვიდა მანქანიდან და ნინიასკენ დაიძრა. გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები, ამდენი ხნის განმავლობაში ინტერესით კვდებოდა ვინ იჯდა იმ ჩაბურული ფანჯრების მიღმა და თურმე... -თქვენი ნახვა უნდათ. _პირდაპირ დაიწყო მამაკაცმა. ნინიამ შეცხადებით თავი ოდნავ უკან დასწია და უცნობი კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალერა. -თუ საიდუმლო არ არის ვის? -საიდმულოა. _მოკლედ უპასუხა და მანქანისკენ მიუთითა. -ხოდა გადაეცით რომ თუ არ მეცოდინება ვის სანახავად მივდივარ სურვილიც არ მექნება. ღიმილით ჩაუკრა თვალი და სადარბაზოში შევიდა. მეორე დღეს სხვა მანქანით და სხვა ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა სამსახურთან. ნაზად მოკიდა ხელი, ნაზად მიიყვანა მანქანასთან და უკანა კარიც ნაზად გაუღო. -ძალიან გთხოვთ ჩაჯექით, თორემ უფრომა რომ გაიგოს ოდნავ მაინც გატკინეთ სამსახურს დავკარგავ. _ცოტა არ იყოს და შეებრალა. -თქვენს უფროსს ფეხები და ხელები არ აქვს?_გაღიზიანებული ჩაჯდა მანქანაში და ჩანთა მუხლებზე დაიდო. ბიჭმა შვებით ამოისუნთქა მანქანის წინა კარი გააღო და საჭესთან დაჯდა. -ორივე აქვს. _სიცილით გასცა პასუხი და მანქანა დაქოქა. უზარმაზარ მინებიან შენობასთან გააჩერა მანქანა, ნინიამ თვალი ძლივს ააწვდინა შენობის ბოლო სართულს და თითები ატკიებულ კისერზე დაისვა. -ბოლო სართულზე, ლიფტიდან მარცხნივ, ბოლო კარია. _მძღოლმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა მანქნის კარები გააღო და ღიმილით დაეხმარა გადასვლაში. -გმადლობთ. _ინსტიქტურად დაუქნია თავი და შენობისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით, შეგრძნება ჰქონდა რომ საიდანღაც ვიღაცა დაჟინებული მზერით უყურებდა, თვალების ცეცებით დაათვალიერა ყველა კუთხე და როცა დარწმუნდა რომ საეჭვო არაფერი იყო შენობაში შევიდა. -”სად მიდხიარ, ან ვისთან მიდიხარ?” მოულოდენლად გაჩერდა და საკუთარ თავთან ხმამაღლა დაიწყო საუბარი. დაცვის თანამშრომელმა გაკვირვებულმა გადახედა და წარბები შეჭმუხნა. ნინიამ მორიდებულმა გაუღიმა, თავი ოდნავ დაუქნია და უკან გამოტრიალდა. ბოლო სართულზე რომ ვინმე მანიაკი დახვდეს და რამე დაუშაოს მერე სად მიდის? მერამდენე სართულია ისიც არ იცის და იქიდან გადმოხტომა რომ დიდი სისულელე იქნება ეს ფაქტია. ან ამდენი ხანი რომ უკან დასდევს, იქნებ რამე ცუდი აქვს გონებაში ჩადებული, თავის თავს არ დაეძებს ბავშვი ჰყავს მისახედი. მაგრამ ინტერესის გრძნობას რა უყოს მოზღვავებულად რომ აქვს გამჯდარი სხუელში. თავი უკან მიატრიალა დაცვის ბიჭს კიდევ ერთხელ დააკვირდა და აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა შენობაში, ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა თუ არა იმ წამსვე გაიღო, შიგნით შევიდა და თვალებით ბოლო სართულს დაუწყო ძებნა. -25 სართულიანი შენობა?_გაოგნებულმა ჩაილააპარაკა და ლიფტის ჭერს ახედა, სადაც ვიდეოთვალი იყო დამაგრებული. მრგვალ ღილაკს მიაჭირა თითი და ლიფტის კარების დაკეტვას დაელოდა. კარები გაიღო თუ არა მძღოლის სიტვები გაახსენდა, მარცხნივ მიტრიალდა და ბოლო კარისკენ წავიდა. სახელური ნელა ჩამოსწია და მოჭუტული თვალებით შეიხედა ოთახში, მაგრამ მაგიდასთან არავინ არ დახვდა, თავი ოდნავ მიატრიალა მარჯვნივ და დიდ მინებიან ფანჯარასთან მდგარი მამაკაცის დანახვისას მხრების ჩეჩვით შევიდა კაბინეტში. უცნობი ზურგით იდგა და ხედს გაჰყურებდა, თურმე რამხელა ყოფილა თბილისი. -უკაცრავად... ხმადაბლა ჩაილაპარაკა და დაელოდა როდის შეტრიალდებოდა მამაკაცი მისკენ. ქმედებამაც არ დააყოვნა, უსიტყვოდ მიტრიალდა უცნობი ნინიასკენ და ჯიბეებში ხელჩაწყობილმა აათვალიერ-ჩაათვალიერა. -მე თქვენ ნანახი მყავხართ. _უეცრად გაახსენდა მამაკაცი და ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა. _ლევანთან ერთად იჯექით მანქანაში. _ლევანის სახელიც რა კარგად ახსოვს და ისიც როგორ დაუმახსოვრებია ვინ იჯდა მანქანაში. -კარგი მახსოვორბა გქონია. _მამაკაცის ხმა სულაც არ გავდა იმ ხმა ლევანს რომ უძახდა. -იქნებ ამიხსნათ აქ რას ვაკეთებ და რა საჭირო იყო ამდენი ადამიანის ჩარევა ამ საქმეში?_საქმეზე გადავიდა და ჩანთა შეისწორა. -მიკიბულ მოკიბული საუბარი არ მიყვარს ამიტომ პირდაპირ წინადადებაზე გადავალ. _მაგიდისკენ წავიდა, სავარძელზე მოკალათდა და გოგონას გაუშტერა მზერა. _იყავი ჩემი საყვარელი, 500 000 ლარად. მამაკაცის წინადადების მოსმენისას თვალები გაუფართოვდა, პირი დააღო და შოკირებულ მდგომარეობაში მყოფს ხმამაღალი სიცილი აუტყდა. ვერ გაიგო რა ხდებოდა, ეგონა რომ ფარულ კამერაში მოხვდა და წრეზე ტრიალი დაიწყო კამერის საპოვნელად, მაგრამ მსგავსი რომ ვერაფერი დაიანხა და მამაკაცსაც სერიოზული გამომეტყველება არ შეცვლია ერთ ადგილზე გაშეშდა და პირდაკუმულმა გადადგა ერთი ნაბიჯი წინ. -უკაცრავად... რა? ვერ დაიჯერა ის რაც მოისმინა და გადაწყვიტა დარწმუნებულიყო რომ არაფერი მოესმა და ყველაფერი სწორად გაიგონა, მაგრამ საინტერესოა ამის მოსმენა უნდა თუ არა. რომელიღაცა შენობის 25 სართულზეა, ვიღაცა უცნობის კაბინეტში და 500 000 ლარიან საყვარლობაზე იწყება საუბარი, ნინიასთვის ეს მიუღებელი და შოკისმომგვრელია. ან რომელი ნორმალური ქალისთვის იქნება ადვილად გასააზრებელი ის რაც ახლა მის თავს ხდება. -500 000 ლარის სანაცვლოდ ვითხოვ რომ იყო ჩემი ოფიციალური საყვარელი!_კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მტკიცედ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და დაჟინებით მიაჩერდა გოგონას. -თქვენ არ ხართ ნორმალური! ამდენი ხანი იმიტომ დამყვებოდით უკან რომ ეს სისულელე შემოგეთავაზებინათ ჩემთვის... ან ვინ მოგცათ უფლება? ან საერთოდ რატომ ფიქრობთ რომ ამ წინადადებაზე დავთანხმდები?_შეურაცხყოფილმა ამოიდგა ენა და ყველაფერი ერთად მიახალა. -რისი უფლება საყვარლობა შევთავაზო ქალს?! და რა არის ამაში ცუდი?_დამცინავი მზერით იკითხა და ფეხზე წამოდგა. -ყველაფერს რომ თავი დავანებო ერთმანეთს არ ვიცნობთ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და თქვენ საყვარლობას მთავაზობთ... თანაც ოფიციალურს. _ახლა უკვე ნინია გადავიდა ირონიაზე. -პასუხის მოსმენა დღეს არც მსურს, დაფიქრდი ყველაფერი გაანალიზე და პასუხი მერე მითხარი. მშვიდი ბარიტონით ჩაილაპარაკა, ფანჯრისკენ მიტრიალდა და ჯიბეებში ხელჩაწყობილმა გახედა ხედს. ნინიამ ცინიკური ხმით ჩაიცინა, თავი გააქნია და უსიტყვოდ გამოტრიალდა. რა თქმა უნდა არაფერზე ფიქრს არ აპირებს, ან ამ საკითხზე სერიოზუალდ როგორ უნდა დაფიქრდეს. - მე ცუდს და უკადრებელს არაფერს არ გთავაზობ. მე მჭირდება ქალი რომელიც ყველგან ჩემთან ერთად იქნება, შენ კი გჭირდება ფული რომელიც შენს დას გადაარჩენს!_მამაკაცის ბოლო სიტყვებმა ადგილზე გაყინა. აკანაკელბული მიტრიალდა უცნობისკენ და აცრემლებულ თვალებზე თითები დაისვა. -შენ რა იცი მე რა მჭირდება?_სწრაფად გადავიდა შენობით ფორმაზე. -ჰაერზე არ ამირჩევიხარ! დაფიქრდი და 2 კვირაში ისევ აქ გელოდები._დიალოგი დაასრულა და მხრების შერხევით ანიშნა რომ მისი წასვლის დრო იყო. >>> ამ დღის შემდეგ ფიქრობს, სხვა პრიციპში არაფერი აქვს საქმე. სამსახურიდანაც გაცდენების გამო გამოაგდეს, თანაც ისეთი ხელწერილი დაუწერა უფროსმა მე მგონი მთელი თავისი ცხოვრება ვეღარ იმუშავოს საკუთარი პროფესიით. ყველაფერი ისე საშინლად აეწყო ერთმანეთს, მთელი დღეები სახლში ზის, ან საავადმყოფოშია ექიმის კაბინეტში და ბავშვის ამბებზე არკვევს რაღაცებს. თუ არა და პალატის კარის პატარა ფანჯრიდან უყურებს როგორი მოფუზული წევს ლილუ უზარმაზარ საწოლზე და როგორ მაგრად ებრძვის სიკვდილს. რომ არა უცნობის ბოლო სიტყვები წამითაც არ დაფიქრდებოდა ამ შემოთავზებაზე, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენდა რომ იმ ფულს ლილუსთვის მკურნალობაში გამოიყენებდა იმდენად აფსურდულად და დამამცირებლად ეჩვენებოდა წინადადების შინაარსი... მაგრამ ერთმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა და თავდაყირა დააყენა. ფიქრობს რომ როგორც ქალი არასწორად იქცევა,მაგრამ როგორც და ამ საქციელს არასოდეს არ ინანებს და ყოველთვის ეცოდიება რომ ეს იყო უბრალოდ დროებითი “რომანი” კაცთან რომელიც იმ დღემდე ნანახიც კი არ ყავდა. სამაგიეროდ ეყოლება ჯანმრთელი და ბედნიერი ლილუ. ორი კვირის შემდეგ შენობის წინ მდგარმა უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა და რა უნდა ეთქვა მამაკაცისთვის. ისევ ზურგით იდგა და ისევ ხედს უყურებდა. -100 000 ლარის სანაცვლოდ თანახმა ვარ!_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები ერთმანეთს დაუსვა. მამაკაცი მისკენ შეტრიალდა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. -100 000? -ეს ის თანხაა რაც ლილუს მკურნალობისთვის მჭირდება. სხვა დანარჩენს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! -გასაგებია, როგორც გინდა. _თავი დაუქნია და მაგიდისკენ წავიდა. -როდის უნდა... -ჯერ ბავშვს წაიყვან გერმანიაში, უმკურნალებ, ყველა საჭირო პროცედურას გაივლით და როცა უკან დაბრუნდები ჩემს სახლში გადმოხვალ საცხოვრებლად! ყველაფერს ელოდა ამის გარდა. ნაწილობრივ უკვე ბარგიც კი ჩალაგებული ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ უცნობის გეგმები თავადაც არ იცოდა. გაბრუებულმა დაისვა თითები ყელზე და თავი უნებურად დაუქნია, ისე რომ თვითონაც ვერ მიხვდა რა გააკეთა. -ლილუს მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. -1 თვე. _თარიღიც კი დაუზუსტებია. -შეიძლება გავიგო ამას რატომ აკეთებ?_დაეჭვებულმა ჰკითხა. -იმიტომ რომ ჩემს საქმეს ასე აწყობს. მოკლედ უპასუხა, ცივად და უგულოდ. მაგრამ მამაკაცის სიცივს მიუხედავად მაინც ჰგონია რომ ეს ყველაფერი მის ჰუმანურობას ძალიან დიდ ხაზს უსვამს. შეიძლება მართლაც თვითონ აწყობს ასე და მისთვის ეს ერთი თვეც გათვლილი დრო იყო, მაგრამ რაც მთავარია ნინიას ყველაფრის მიყრა და ბავშვის ასე დატოვება არ მოუწევს. საკუთარი ხელით ჩაიყვანს გერმანიაში და იქაც თავისთან ეყოლება. -ვიცი რომ მადლობას არ უნდა ვიხდიდე იმიტომ, რომ ორივე ბარიბარში ვართ, მაგრამ... პრინციპში არაფერი, დაივიწყე. _ბოლომდე მაინც ვერ გადააბიჯა საკუთარ თავმოყვარეობას. რაც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში სამადლობელი არაფერი აქვს, ორივე აკეთებს იმას რაც უნდა და ერთმანეთის ვალში არ რჩებიან. _ნინია. _ხმადაბლა წარმოსთქვა თავისი სახელი. -მაქსიმე გერლიანი. _ბოხი ხმით ჩაილაპარაკა. ნინიას სახელის მოსმენისასაც კი გააკანკალა. -შემიძლია წავიდე? -კი, ბანკის მონაცემები მიმღებში დატოვე. -გასაგებია. _თავი დაუქნია და კაბინეტიდან გამოვიდა. >>> -ანუ მაინც გარისკენ. _მემემ სიმწრის ღიმილით კითხა და ჩაიდანი გაზქურაზე დადგა. -და სიმართლე გითხრა ოდნავადაც არ განვიცდი. _ურეაქციოდ გააქნია თავი და გაკვირვებულ დეიდაშვილს გაუღიმა. -ძალიან ხარ დასუსტებული. რამე უნდა ჭამო, გერმანიაში რომ მიდიხარ რა გგონია?! იქ ლილუს ძლიერი სჭირდები და არა ასეთი გალეული და დარდისგან დაპატარავებული. ხომ იცნობ არა ლილუს? შეგატყობს და ძალიან იჯავრებს. _წინ ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია და შუბლზე აკოცა. -სიმპათიურია. თემის შეცვლის მიზნით ჩაილაპარაკა, აღარ უნდა ამ თემაზე საუბარი. უნდა რომ ახლა ყველაფერზე დადებითზე იფიქროს და სჯეროდეს რომ ლილუ ერთ თვეში ჯანმრთელი და ისევ კიკინებიანი ეყოლება. ზუსტად ამიტომ თქვა ის რაც თქვა და რომ დაფიქრდა მიხვდა რომ უცნობი მართლაც ძალიან სიმპათიურია. -მართლა?_მემე მიხვდა რომ ამ თემაზე საუბარი უფრო მოიყვანდა ხასიათზე და თვითონაც ღიმილით აჰყვა. _როგორია? -მაღალი, შავგვრემანი, განიერი მხრებით და ნავარჯიშები სხეულით. ორჯერ ვნახე და ორივეჯერ თეთრი ტანზე მომდგარი პერანგი ეცვა. ფეხზე ბარხატის მუქი ლურჯი ფეხაცმელი. ბუნებრივი ცხვირის ფორმით, დიდი და მუქი თვალებით და გამოკვეთილი ტუჩებით. -ტუჩებსაც როგორ დაკვირვებიხარ... -კონკრეტულად ტუჩებს არა, უბრალოდ სახეს რომ დავაკვირდი მთლიანობაში იმდენად სრულყოფილია ყველაფერი ცალ-ცალკე აღვიქვი. _ჩუმი სიცილით ჩაილაპარაკა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. _თანხა ჩამირიცხა. _ბედნიერმა წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. _ექიმთან წავალ და ყველა საჭირო საბუთს გავამზადებინებ. -მიდი უცებ გაემზადე და გავიდეთ! >>> თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოს დერეფანში ცხოვრობდა, ყოველგვარი გადაჭარბების გამო. მოხსნილი სახლის ქირასაც მარტო იმიტომ იხდიდა რომ შხაპი მიეღო და ტანსაცმელი გამოეცვალა. ლილუს არცერთი წამით ტოვებდა მარტო, ამხელა საავადმყოფოში, ამდენი უცხო ადამიანი და თანაც ყველა სულ სხვა ენაზე რომ საუბრობს, ბავშვისთვის ეს ერთგვარი სტრესია. ერთხელ იყო მემე ჩასული, სამი დღით გაჩერდა და უკან წავიდა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავდა ნინიასთვის. ახლობელი ადამიანის გვერდით დგომა უცხო ქვეყანაში. -ყავის დასალევად მაინც გადით. _ღიმილით ჩაილაპარაკა ექთანმა და სავარძელში მოკუნტულს გადახედა. _ბავშვთან მე და ვრჩები. -კარგი, უცებ ჩავალ ვიყიდი და ამოვალ. _სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარებისკენ წავიდა. >>> თბილისის აეროპორტში რომ დაჯდა თვითმფრინავი ასე ეგონა თავიდან დაიბადა, ლილუს ღიმილით გადახედა და ოდნავ ჩაცვენილი თვალები დაუკოცნა. -მალე სახლში მივალთ. _ხმადაბლა ჩასჩურჩულა, ხელში აიყვანა და გასასვლელისკენ წავიდა. ჯერ ისევ სუსტად არის, მაგრამ იმასთან შედარებით ბავშვი აშკარად გამოცოცხლებულია. სახლში შესულებს უამრავი ბუშტი, ლამაზად მორთული მისაღები და საჩუქრების ყუთები დახვდათ. ლილუმ გახარებულმა წამოიყვირა, ტაში შემოკრა და ნინიას მკლავებში მოკალათებულმა იატაკზე დასმა ითხოვა. -ფრთხილად იყავი. გააფრთხილა და ძირს დასვა. სიარული ცოტა უჭირს, ამდენი ხანია საწოლზეა მიჯაჭვული და კიდურები მოდუნებული აქვს, ფეხს მყარად ვერ დგამს და ცოტა ბორძიკობს, მაგრამ სურვილი აქვს რომ ისევ სირბილით შემოიაროს მთელი სახლი და ცდილობს. ამ პატარა გოგოს სიძლიერე დღემდე აგიჟებს, რომ არა მისი ასეთი გამბედაობა, მონდომება შეიძლება მარტო ნინიას ვერაფრისთვის ვერ მიეღწია და დღესაც ამ დივანზე წამოწოლილს ეფიქრა როგორ დახმარებოდა დას. ბავშვი საწოლში ჩააწვინა და მემესთან გავიდა მისაღებში. -დროებით აქ უნდა გადმოხვიდე. -შენ როდის აპირებ გადასვლას? -არ ვიცი, ალბათ თვითონ დამიკავშირდება. _მხრები აიჩეჩა და ოთახის კარს გახედა. _ახლა მეორე ეტაპი იწყება და ძალიან ცუდია მასთან ერთად რომ არ ვიქნები. -როგორ არ იქნები, მთელი დღე სახლში ხომ არ იჯდები არა?! იმას კიდევ საყვარელი ღამეც ეყოფა. _სიცილით ჩაილაპარაკა მემემ და ხელები მოხვია. _უარესად გალეული დაბრუნდი... იმედი მაქვს, ის კაცი ცოტას მაინც მოგასუქებს, დარწმუნებული ვარ ასეთი გაძვალტყავებული საყვარელი არ ენდომება. მთელი ღამე დივანზე წამოწოლილმა გაატარა, წამითარ არ მოუხუჭავს თვალი. ლილუს მომავალ ეტაპებზე ფიქრობდა, ასევე იმ კაცთან ერთად ცხოვრებაზე რომელიც სულ სამჯერ ყავს ნანახი და წარმოდგენა არ აქვს როდემდე მოუწევს ასე ყოფნა. როდის მობეზრდება უფროსს მასთან ერთად ცხოვრება და როდის ეტყვის რომ დროა ყველაფერს წერტილი დაესვას. ახლა უკვე აცნობიერებს რამხელა შარში გაყო თავი და რამდენი რაღაცის დათმობა მოუწევს ამ ურთიერთობისთვის. ლილუს მკურნალობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, სიანსები ექნებათ საავადმყოფოში, ბავშვთან დიდი დროის გატარებას თუ არა მცირე დროის გატარება მაინც უნდა მოახერხოს. დილით ჩაძინებული ტელეფონის ზარმა გამოფხიზლა. დივანზე წოლით წელი და კისერი ტკიოდა, ძლივს წამოიწია და მაგიდაზე აცეკვებულ აპარატს გადასწვდა. ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა და თვალები ნელა გაახილა. -გისმენთ. -მაქსიმე ვარ. ბარგი ჩაალაგე, დღეს ჩემი მძღოლი გამოგივლის და წამოგიყვანს. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა “უფროსი” -გასაგებია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კისრის ტკაცუნით წამოჯდა დივანზე. მამაკაცს აღარაფერი არ უთქვამს, ტელეფონში გაბმული ზარი გაისმა. >>> ბარგი მძღოლმა შეიტანა, თვითონ კარებთან იდგა და ფეხს არ იცვლიდა. პირდაღებული უყურებდა წინგადაშლილ საოცრებას. თავი ზღაპარში ეგონა, არა ლამაზი და მდიდრული სახლები აქამდეც უნდახვს, მაგრამ ასეთი საოცრება ჯერ არა. თეთრი კედლები და ხის დეტალებით გაწყობილი სახლი. უზარმაზარი ეზო, ხეები, ქოთანში ჩარგული წიწვები, ნაძვები და სახლში შესასვლელი ხის კიბეები. ტუჩმოკვნეტილი გაუყვა ბილიკს, თან თვალებს ინტერესით აცეცებდა და ყველა დეტალს უკეთ ეცნობოდა. მინის კარებთან მისული გაჩერდა და მძღოლს გადახედა. -ბარგი შიგნითაა, ბატონი მაქსიმეც გელოდებათ. ღიმილით დაუქნია თავი და მანქანისკენ წავიდა. ნინიამ თავი ოდნავ მიატრიალა და თვალი გააყოლა, როგორც კი მძღოლი მანქანაში ჩაჯდა და თვალს მიეფარა ისევ მინის კარებს მიუბრუნდა, ჩანთა შეისწორა და სახლში შევიდა. -კეთილი იყოს ჩემი ფეხი ჩემს დროებით საცხოვრებელში. ჩურჩულით ჩაილაპარაკა. დიდი მინის ფანჯრებიდან ეზო ხელისგულივით ჩანდა, მაქსიმეც ფანჯარასთან იდგა და ყურადღებით ადევნებდა თვალს სიტუაციას. ნინიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ნაცრისფერ დივანთან მივიდა და ჩანთა მოიხსნა. -როგორ ჩაიარა გერმანიაში ვიზიტმა?_მოულოდნელად გაჟღერებულმა ხმამ შეაშინა და ადგილზე შეხტა. აფორიაქებულმა მიიდო ხელი გულზე და თვალები დახუჭა. -გმადლობ, კარგად. ახლა უკვე აქ უნდა იმკურნალოს. მაქსიმე ჯინსის შარვალის ჯიბეებში ხელჩაწყობილი ნელა მიტრიალდა გოგონასკენ და დაჟინებით დააკვირდა. -რაღაც მინდა რომ გკითხო... _შეპარვით დაიწყო და ტუჩი მოიკვნიტა. _ჩვენ...ერთ საძინებლში უნდა ვიყოთ?_ძლივს გაბედა და ამოღერღა. ყველაზე მეტად ეს კითხვა უჭამს გონებას და მოსვენებას არ აძლევს. -შენი აზრით საყვარლები ცალ-ცალკე საძინებლით კმაყოფილდებიან? წარბაწეულმა კითხა და მისკენ წავიდა. ნინიამ დაძაბულმა აიჩეჩა მხრები და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში. მამაკაცი მის წინ გაჩერდა, ხელი ჯიბიდან ამოიღო და ნინიას წინ ჩამოყრილი თმები თითებზე დაიხვია. -ერთ საძინებელში ვიქნებით!_ტუჩების ნელი მოძრაობით ჩაილაპარაკა და სხარტად მოხვია მეორე ხელი წელზე. ~~~~~~~~~~~~~ ეს ისტორიაც დაწერილია უკვე, ყოველ დღე ავტვირთავ ახალ თავს. იმედია ისიამოვნეთ და მოგეწონათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.