შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს ! გპირდები (1)


27-09-2017, 23:04
ნანახია 1 541

გამოიდარებს ! გპირდები


გამოიდარებს , უნდა გამოიდაროს თორემ სხვა გზა არ აქვს. ამდენი წვიმების მერე ხომ უნდა გამოიდაროს, გაანათოს, გახსნას ღრუბელმა ცა და მზე გამოჩნდეს, ცისარტყელაც მინდა , ფერადი მინდა გახდეს ჩემი ნაცრისფერი სამყარო.
არც ფული მინდა , არც სახლი არც მანქანა და არც ძვირფასი ნივთები , ფერები მინდა , ფერადი ტანსაცმელი, ფერადი ოთახები, ფერადი ადამიანები.
საკმაოდ სავსე საკრედიტო ბარათი, დიდი სახლი და კარგი მანქანა მყავს , მაგრამ არცერთია ბედნიერება, არცერთშია ბედნიერება. იყო დრო არაფერი გამაჩნდა, საერთოდ არაფერი და მიზნად ყველაფერი დავისახე. მივაღწიე კიდეც , მაგრამ მაინც ვერ შევავსე,“ ყველაფერამდე“ ვერ მივედი.
ჩემი ისტორია ტრაგედიებით , უაზრო გადაწყვეტილებებით და კარგი მოგონებბებითაც შედგება, მაგრამ ეს უკანასკნელი არც ისე ბევრია. ცუდი უფრო ბევრია , იმდენად , რომ ზოგჯერ წონის კიდეც კარგს .
***
საბერძნეთის ქუჩებში მივაბიჯებ, რომ შემხედოთ ნამდვილი ბერძენი ვარ , მშობლიურისგან ვერ ვარჩევ ბერძნულს ისე ვლაპარაკობ, ქართული მავიწყდება კიდეც ნელ-ნელა , მაგრამ სიმართლე, რომ ვთქვა არც მაწუხებს. საქართველომ ვერ შემინახა , ვერ მიმიღო, ვერ ვიცხოვრე საკუთარ ქვეყანაში და გადმოვიხვეწე წლებისწინ . აქ მიმიღეს, მიპატრონეს, გამზარდეს, აქ შევდექი პროფესიულადაც და პიროვნულადაც.
საოცარია ეს ქვეყანა, არც კი ვიცოდი ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა. ისტორით და კულტურით დიდი ხანია იწონებს თავს , ჯერ კდიევ ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული,მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ყოფილა. ერთხელ თუ დადგამ ფეხს ამ ქვეყანაში აუცილებლად მიგიზიდავს, სხვისთვის არ ვიცი როგორაა , მაგრამ ჩემთვის ასეა. საქართველოში ქართველებისთვის საბერძნეთი მხოლოდ ბევრ ემიგრანტთან, მოხუცებთან ,რომლებააც ემიგრანტები უვლიან და მონატრებასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში საბერძნეთი გაცილებით მეტია.
იმდენად შევეჩვიე და ისე დამისაკუთრა ამ ყვეყანამ , რომ ემიგრანტი სულაც არ მგონია ჩემი თავი .საქართველოდან 10 წლის წინ წამომიყვანა დეიდამ. დედას გარდაცვალებიდან 6 თვეში. 15 წლის ვიყავი და ახლა უკვე 25- ის ვარ .
პირველად თვითმფრინავში, რომ ავდგი ფეხი და გადმოვხედე ჯერ კიდევ აეროპორტს დავიფიცე ,რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდებოდი,იმიტომ რომ მძულდა მაშინ ეს ქვეყანა , ეს ხალხიც მძულდა.

***
15 წლისამ დავკარგე ერთადერთი ნათელი წერტილი, დედა ! მის მეტი არავინ მყავდა . ნათესავებს რა დალევს,მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ დედა მყავდა და შემდეგ უკვე დეიდა.
სიმსივნე ჰქონდა დედას, ბოლო სტადია როცა გავიგეთ უკვე ვეღარაფერი ვუშველეთ , არც ოპერაციას ჰქონდა აზრი და არც მკურნალობას. თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. მახსოვს ექიმმა რომ გვითხრა ვერ გავიაზრე. ის თავის ტვინზე და სიმსივნეზე ლაპარაკობდა მე კიდევ ბრმანაწლავაი მესმოდა, წარმომედგინა რომ ერთი მარტივი ოპერაციით ამოაჭრიდნენ და სახლში გამოუშვებდნენ .
სამწუხაროდ მისი დაავადება არ იყო მარტივი სახლშიც იმ დღესვე გაგვიშვეს და გამძლეობა გვისურვეს , ნაღვლიანი მზერა გამოგვაყოლეს. სხვა რა დარჩენოდათ, მედიცინა უძლური იყო.
ერთ თვეში დედას კრუნჩხვები დაემართა და დაიღუპა. სასწარაფომ გადაიყვანა კლინიკაში, სამი დღე იქ იწვა და მერე დაიღუპა. ბედიც ჰქონია თურმე ასე ამობდნენ ონკოლოგები, ასეთი დაავადებით უფრო დიდხანს წვალობენო. რა ირონიააა არაა? ადამიანი რომ კვდება თურმე ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული იმიტომ რომ მალევე მოკვდა და დიდხანს არ იწვალა, ხო ალბათ არის ამ წინადადებაში რაღაც ლოგიკასთან ახლოს , მაგრამ ჩემს ბედს რა ვუყო? დედას გარდაცვალება ჩემს ბედს კი არა უბედობას ნიშნავს , რადგან სულ მარტო დავრჩი.
წარმოუდგენელი ტკივილი ყოფილა უდედობა. ისეთი არავის რომ არ ვუსურვებ , თითქოს გაცლიან სხეულიდან სათითაოდ ყველა ორგანოს და ელოდები გულს როდის მიადგებიან, გგონია დამთავრდება შენი ტანჯვა და ბოლოსდაბოლოს დაისვენებ, უგულოდ ხომ, ვერ იცოცხლებ , მაგრამ უგულოდაც რომ დარჩები აღმოაჩენ რომ ისევ ცოცხალი ხარ , ისევ სუნთქავ და გახსენდება რომ სული გაქვს , ახლა სულის ჯერია. ახლა მას ამოგგლეჯენ და ნამდვიალდ დასრულდება ეს წამება, მაგრამ არა ! ეს ასეთი მარტივი არ ყოფილა, სულს არ გაცლიან , გიტოვებენ და გაიძულებენ ასე იცხოვრო, შეეჩვიო უყველაფრობას და სულის ამარა დარჩენას , რომელიც გამუდმებით გებრძვის. შენ აგდებ მას კი არ უნდა შენგან წასვლა, არ უნდა მიგატოვოს და გაყინულ ხორცად გაქციოს, ამიტომაც ხარ ჯერ კიდევ ცოცხალი.

***
მივაბიჯებ ათენის ქუჩებში და ცარიელ კაფეს ვეძებ რომ ყავით მოვითქვა სული .
წელიწადის ამ დროს ყველაფერი გადატენილია, მარტო ტურისტებით არა, ბერძენმა ხალხმა გართობის და დასვენების ფასი იცის ისევე, როგორც მუშაობის და თავისი გამომუშავებული ფულის.
ვიპოვე როგორც იქნა, რა ლამაზი კაფეა, ეს ალბათ ახალი გახსნილია ან შეუცვალეს იერსახე იმიტომ, რომ ჩემს სახლთან საკმაოდ ახლოსაა მე კი არ მეცნობა .
მენიუ ,რომ გადავშალე და ქართული წარწერა დავინახე ინგლისურთან და ბერძნულთან ერთად საკუთარ თვალებს არ დავუჯერე მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი მხედველობა მაქვს.
მართლა ქართული იყო , კერძებიც ერია ქართული, სალათებიც და დესერტიც, რათქმაუნდა ბერძნულ კერძებთან ერთად. თავი , როგორც კი ავწიე მიმტანს შევეჩეხე .რას შეუკვეთავთო ბერძნულად მკითხა , მე ყავა მოვატანინე ცივი .
-ახლა რა უნდა ვქნა ნეტაა? მეც ხომ ქართველი ვარ ,უნდა მიხაროდეს აქ რაიმე ქართულის ნახვა, მე კიდე შემეშინდა ,გეგონება ვინმეს ვემალებოდე.
ნეტა ვისია ?> ვინ არის მეპატრონე? ქართველი იქნება თორემ აბა ბერძენი ,რატომ გახსნიდა ათენის ცენტრში ნახევრად ქართულ კაფეს.
ძლივს გამოვერკვიე ფიქრებიდან და ირგვლივ მიმოვიხედე ვეძებდი რაღაცას რაც პასუხს გამცემდა მაგრამ სულ ტყუილად. ტელეფონის ზარმა შემიშალა ხელი თორმე ნადვილად აღმოვაჩენდი ჩემი დაკვირვებული თვალით რამეს, ან იქნება ვინმესაც!
-ხოო მარიაა , როგორ ხარ?
მარია ჩემი მეგობარია , ერთადერთი ქართველი მეგობარი , ან რანაირი ქართველია, მამა ბერძენი ყავს დედა ქართველი, ქართულად კარგად ლაპარაკობს და ორჯერ თუ სამჯერაა ნამყოფი ისიც ბებია -ბაბუის გასვენებაში . ეს ერთ-ერთი მზიეზია იმის თუ რატომაა ჩემი მეგობარი ,ნამდვილი ქართველი არ არის თორემ ალბათ მასაც გავექცეოდი , როგორც სხვა დანარჩენ ქართულს.
-სოფიიი , სად ხარ გოგო მოხვალ ჩემთან?
-ღამეა მარია , ხვალ რომ იყოს? ხდება რამე? ახლა რომ გამოვიდე ძალიან დავგვიანდები, მანქანა ხელოსანს ყავს .
-აქ დარჩი აღარ გაგიშვებ ღამით
-ხვალ გამოვალ და დავრჩები
-კარგი ოღონდ არ მომატყუო ,ბოლო წინადადება ბერძნულად მითხრა დამემშვიდობა და გამითიშა.
ტელეფონის გათიშვა და მიმტანის მოსვლა ერთი იყო, მაგიდაზე ბრაუნის ნაჭერი დამიდო და გამიღიმა, სხვათაშორის ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს ამ ბიჭს, ვინც უნდა იყოს კაფის მეპატრონე , პერსონალს ნამდვილად კარგად არჩევს.
-უკაცრავად მაგრამ ეს მე არ შემიკვეთავს , ბევრძნულად ვუთხარი მიმტანს და სკამს მივეყრდენი
-ეს ჩვენი საჩუქარია , ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ მეპატრონემ ასე გადაწყვიტა და ჩემს წინ, მაგიდების მოშორებით, სიბნელეში მდგომი მაგიდისკენ მანიშნა.
და აი ისიც ! ადამიანი რომელმაც გაბედა და ათენში კაფე გახსნა არც მეტი არც ნაკლები ქართული კერძებით და დეტალებით , რომელიც აუცილებლად ხვდებოდა თვალში იქ მყოფთ. მისი მხრიდან ეს საკმაოდ დიდი და თამამი ნაბიჯია და დამაინტერესა ! ძალიანაც კი , მაგრამ არ ჩანს, ღამის ათენში, ყველაფერი ჩანს,საოცრად ნათელი ქალაქია ზაფხულში განსაკუთრებით. ეს კაფეც ასეთია , მაგრამ ის არ ჩანს. ის ზის სიბნელეში ვისი დანახვაც ახლა ყველაზე მეტად მინდა. მამაკაცია აშკარად , არც მსუქანია , ალბათ ახალგაზრდაა . ესეც ჩემი დასკვნებია თორემ საიდან დავინახე ამ სიბნელეში მისი აღნაგობა.
ახლა კიდევ ერთი კითხვა დამიტრიალდა გონებაში, რატომ გამომიგზავნა ბრაუნის ტორიტი ან საიდან იცის რომ მიყვარს და კი არ მიყვარს უბრალოდ ვგიჟდები შოკოლადზე და ყველაფერზე რაც შოკოლადს უკავშირდება.
პასუხებიც მალევე ვიპოვე , ალბათ ქართველია და გაიგო ქართულად რომ დავილაპარაკე ტელეფონზე , ბრაუნის ტორტს რაც შეეხება ყველა ქალს უყვარს შოკოლადი , ალბათ მაგიტომაც გამომიგზავნა , ესიამოვნა ქართველის დანახვა , ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია !


თუ მოგწონთ გავაგრძელებ ატვირთვას. :) თუ არადა ჩავთალოთ რომ არ წაგიკითხავთ.



გავაგრძელო ?

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უნდა გააგრძელო აბა რაა. საინტერესო ისტორიაა, კარგად წერ და რა გიშლის ხელს? წარმატებები❤

 


მადლობა დიდი <3

 


№4  offline წევრი mia15

კი გააგრძელე.საინტერესო ჩანს.ველი შემდეგ თავს.

 


№5 სტუმარი მოცინარი

შთაბეჭდილება მოახდინა დიდი... ძაააააალიან კარგია kissing_heart იცოდე მალე დადე და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო!

 


ხვალ ავტვირთავ ახალ თავს და ძალიანდიდი მადლობა <3

 


№7  offline წევრი londoni

Namdvilad unda gaagrdzeloo❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent