შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს ! გპირდენი (3)


30-09-2017, 18:57
ნანახია 1 436

***

სამი თვის ორსული მიატოვა დედა იმ კაცმა ,რომელმაც ჩემს ამქვეყნად მოვლინებაში არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ ტოზოიდი გაიღო ჩემთვის .
სხვა მეტი არაფერი გაუკეთებია.
დედას მოხუცი დედა და და ყავდა . ბებო მალევე დაიღუპა ჩემი დაბადებიდან დეიდა კი აქ ცხოვრობდა და გვეხმარებოდა მატერიალურად , ის რომ ალბათ არც არაფერი იქნებოდა.
იმ კაცს , ჩემს დონორს ოჯახი ყოლია მერე გავიგე დედას გასვენების დღეს. წერილი რომ ვიპოვე დედას ტანსაცმელში. რომ გაუგია ავად იყო, არ ვიცი საიდან გაიგო, წარმოდგენა არ მაქვს ,გახსენებია რომ ბოდიში ჰქონდა მოსახდელი და სადღაც ერთი შვილი კიდევ ყავს.
საერთოდ ვერ ვიტან იმ კაცზე ლაპარაკს, ფიქრსაც კი ვერ ვიტან , ეგ ერთი-ერთი მიზეზია რატოც მეზიზღება ჩემი ცხოვრება , წარმოუდგენელია ერთი დღეც კი რომ არ ვიფიქრო მასზე, მეზიზღება დროის ის მონაკვეთი როცა მეფიქრება , იმ ადამიანზე. სახელის ღირსიც არ არის , არასდროს ვიხსენებ სახელით, ეს კანონივით მაქვს .
წერილიც ისეთი გულისამრევი იყო, იმდენი ბლა-ბლა-ბლა ეწერა რომ ერთხელ წავიკითხე მხოლოდ მეტჯერ სურვილიც არ გამჩენია.
თურმე ოჯახის გამო უთქვამს ჩემზე უარი, დას და დედას დაურწმუნებიათ რომ შეიძლებოდა სულაც არ ვყოფილიყავი მისი შვილი და დედას სხვაც ბევრი ჰყოლოდა მისნაირი, ასეთი ცოლი კი არაფერში ჭირდებოდა, სხვის შვილს ხომ არ გაზრდიდა და მისცემდა თავის ბინძურ გვარს.
ცოლი და ორი შვილი ყავს , ჩემი დაბადებიდან ორ წელში მოუყვანია. ბედნიერი ოჯახი აქვს და კიდევ დიდხანს ამყოფოს ღმერთმა ბედნიერი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მის კარგად ან ცუდად ყოფნას.
წარმოდგენა არ ამქვს როგორია. დეიდას წამოცდა ერთხელ ისე გავხარ მგონია მას ვუყურებო.
სიმპატიური კაცი ყოფილა , თუ მართლა მას ვგავარ იმიტომ რომ ცუდი გერგნობა ნამდვილად არ მაქვს .

****

მივაღწიე მარიას სახლამდე. ძლივს ავიტანე პარკები და ტორტი ერთად და კარებში მივაჩეჩე მარიას.
-რას შვრები
-აუ რავიი გელოდებოდი სად ხარ აქამე?
-დაგავიწყდა საიდან მოვიდვარ , შორს ხარ , ვაიმეე ისტერიულად მშია
-ხო მშვიდობა გაქვს შენ როდის მერე გშივდება. მოხდა რამე?
-არა რავი რა უნდა მომხდარიყო,
-არა ეეე რაღაც ხდება , მოდი მოდი თან ჭამე თან მოყევი
დამსვა სამზარეულოში და თავიდან ბოლომდე ყველა დეტალით მომაყოლა ორი დღის ამბები.
-ვააა , თითქოს არც არაფერია მაგრამ თან არის
-ჰოო რავი , სიმართლე გითხრა დიდი მნიშვნელობა არც გუშინ მიმინიჭებია არც დღეს მაგრამ
-მაგრამ ისე აგანერვიულა რომ გშია, თან ისტერიულად
-ჰოო რაააა. ხო იცი ჩემი ალერგია ყველაფერი ქართულის მიმართ
-ხო მაგრამ ეგ კაცებზე არ უნდა ვრცელდებოდეს
-სწორედ რომ კაცებზე ვრცელდება და კაცების გამო მაქვს ასეთი დამოკიდებულება
-ჰოოო ეგეც მართალია მარა ყველა ისეთი ხო არა ?
-აბა როგორია? თან დიდი აზრი არ აქვს , მე ყველა ისეთი მგონია
-შენ არც ბერძენ ბიჭებზე გგონია სხვანაირად , შეშინებული ხარ უაზროდ და ასე თუ გააგრძელებ ისე მიუკაკუნებ 30-ს მერე , 40-ს და 50-ს ქალიშვილი დარჩები
-შენ ხო რას ამბობ რა ისეთი გამოცდილი ხარ
- მეც არ ვარ მაგრამ , იმიტომ რომ ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია , რო მექნება დაფეთებული არ გავექცევი
-აუ დავწვეთ რა დაღლილი ვარ დღეს საშინელი დღე იყო
-კაი , ლეპტოპს მოვიტან ვუყუროთ რამეს
მარიას ოთახში მისივე საწოლზე მოვთავსდით და ლეპტობს მივაშტერდით. ეს ფილმი ახალი გამოსულია მოდი რა ვუყუროოთ , მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს , მაინტერესებს ერთი რაა ასეთი.
-კაარგი ჩაის დავადგამ რაა მაგრად მომინდა თან ტორტია მაცივარში დაგვავიწყდა კინაღამ
-შენ მაგრად აუფორიაქებიხარ იმ ბიჭს , ამდენი მთელი 26 წელია არ გიჭამია მგონი რაც
ახლა ჭამე.
ფილმი ჩავრთეთ , ჯერ იმაზე ვიკამათეთ ბერძნულად უნდა გვეყურებინა , ქართულად თუ ინგლისურად, ბოლოს ინგლისურზე შევთანხმდით.
უნდა ვაღიარო რომ მომეწონა საინტერესო საყურებელია და ეს წყვილიც ისეთი კარგია, გავგიჟდებოდი ნამდვილად გამოუსწორებელი რომანტიკოსი რომ ვიყო ზუსტად ისეთი როგორიც მარიაა, მოკვდა ბოლო მომენტზე ტირილით , სლუკუნებდა პატარა ბავშვვივით.
-კარგი გოგო რა სულელი ხარ , მიმი რომ მოგიკვდა მაშინ არ გიტირია ამდენი
-აუუ ხოოოოო , ვაიმე ჩემი მიმიი, უფრო ატირდა. მიმი მისი კატა იყო რომელსაც ვერ ვიტანდი, საერთოდ კატებს ვერ ვიტან ., ორგანუალად მეზიზღება და ისე გამიხარდა რომ ამ სახლში მოსულს აღარსად დავინახავდი კინაღამ წვეულება გავმართე და მაგის გამო მარია ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა , თვითონ შავები ეცვა , მიმის გლოვობდა.
-სიმპატიურა
-აუუ ვიინ ეს ბიჭი? თითით ფილმის მთავარი გმირისკენ მანიშნა
-არაა , ის კაფის მეპატრონე
-მოიცა მოიცა მართლა მოგეწონა ?
-ხო რა იყო ბრმა კი არ ვარ , მეც მაქვს სილამაზის და ესთეტიკის შეგრძნება , ამაზე გულიანად გაგვეცინა
-ხოო ესთეტიკის ნამდვილად გაქვს.
ამ ღამეს ისე მშვიდად მეძინა , ფეხიც არ გამიქნევია, დილით მაღვიძარამ დარეკა.თავპირის მტვრევით გავვარდი კლინიკაში.
მიმღებში ახალი სამედიცინო ისტორია შემაჩეჩეს და მითხრს რომ აუცილებლად უნდა მომეკიდა ხელი ამ პაციენტისთვის , იმიტომ რომ ქართველი იყო. მე დამბურძგლა როგორც ყოველთვის , შანსი არ იყო უარი მიეღო ეკატერინას , ამიტომ გამოვართვი და გადავშალე.
მეგონა რამე განსაკუთრებული იქნებოდა მაგრამ დიდი არაფერი 22 წლის ბიჭი , საწრაფომ შემოიყვანა შინაგანი სისხლდენით. უკვე საოპერაციოდ ამზადებდნენ, მუცლის ღრუს გამოკვლევის პასუხებს დავაკვირდი და ელენთაა გახეთქილი, თუ არ გართულდა უცბად რამე , მარტივად მოვაგვარებ გავიფიქრე და შემოვიცვი ხალათი, ისტორიის კითხვით გავეშურე ახალი პაციენტის პალატისკენ , კარი ღია იყო და ექთანი უკვე საწოლის გამოგორებას ცდილობდა რომ აეყვანა საოპერაციოში , შევედი რომ გავცნობოდი ოჯახის წევრებს და ჩემი პაციენტიც გამეცნო , ისე ვერ გავჭრიდი თუ არ დაველაპარაკებოდი.ცივი და უხეშიც ვარ მაგრამ ისე მაქვს განვითარებული თანაგრძნობა რომ გაგიკვირდებათ კიდეც , მაგრამ ეს მხოლოდ კლინიკაში, პაციენტებთან .
სასიამოვნო ბიჭი ჩანს , დიდი ვერაფერი გავიგე ტკივილები ჰქონდა საშინელი და სულ გალურჯებული მუცელი , სასწარაფოდ საოპერაციოსკენ გავექანეთ.
არანაირი გართულება , ბევრი სისხლი დაგვჭირდა მაგრამ გავკერე და სისხლდენაც შევაჩერე.საოპერაციოდან პირდაპირ მიმღებში ჩავირბინე რომ მმეთქვა ოპერაციის შედეგები , როგორც ხდება ხოლმე რომ დამინახეს მაშინვე ჩემსკენ წამოვიდნენ მისი ახლობლები , დედა მამა და ძმა. წარმოუდგენელია მაგრამ ამ წამს ისეთი დამთხვევა მოხდა რომ კინაღამ მეც კი დავიჯერე დამთხვევების . პაციენტის ძმა , არც მეტი არც ნაკლები იმ კაფის მეპატრონე აღმოჩნდა უკვე ორჯერ რომ ცადა შოკოლადის ტორტით გამმასპინძლებოდა.
-ჩვენ გუგა კედიასთან ვართ , როგორ ჩაიარა ოპერაციამ ? გამოვიდა ქირურგი? რა თქვა? აცრემლიანებული , აკანკალებული მეკითხებოდა ასე 50 -60 წლის ქალი .
-მე ვარ ქირურგი ქალბატონო , კარგად ჩაიარა ოპერაციამ , როგორც ვფიქრობდით ელენთა იყო გახეთქილი , სისხლი ბევრი დაიკარგა შინაგანი სისხლდენის დროს ასე ხდება, მაგრამ გადავუსხით და ავუნაზღაურებთ დანაკლის .ახლა ნარკოზიდან გამოდის, უნდა დაველოდოთ.
მაინტერესებს რა დაემართა? რამ გამოიწვია ასეთი ტრამვა?
-ავარიაში მოყვა შვილო იმ წყეული მოტოციკლით
-გასაგებია სწორად გამიგეთ სანამ ბოლომდე არ გამოკეთდება მე ვიქნები მისი ექიმი და უნდა ვიცოდე რაღაცები. სისხლის ჯგუფი გავარკვიეთ, რამე დაავადეება ხომ არ აქვს ან ალერგია , რაღაცებზე კი შევამოწმეთ მაგრამ, ყველაფრის გადამოწმების დრო არ გვქონდა.
-არაფერი შვილო მხოლოდ ის დავაადებები აქვს გადატანილი რაც ბავშვობაში უნდა მოეხადა , 22 წლის ისე გახდა ექიმთან არ გვყოლია
-არაუშავს ხდება ხოლმე ახალგაზრდაა
-მე დაგტოვებთ , პალატაში გადავიყვანთ საღამოს ალბათ, ახლა რეანიმაციაში შეყავთ.
-რეანიმაციაში რატომ ? თუ ყველაფერი კარგადაა? ხმა ამოიღო როგორც იქნა
-თქვენ ?
-მე ძმა ვარ დუდუ კედია
-გასაგებია, ასე ხდება ხოლმე, არც ისე მარტივადაა როგორც ჩანს , ბრმანაწლავის ოპერაცია არ ყოფილა ეს გაცილებით რთული იყო, რეანიმაცია საჭიროა.
-საღამოს ვნახავთ?
- ზუსტად ვერ გეტყვით მდგომარეობის მიხედვით მაგაზე საღამოს ვილაპარაკოთ, დღეს მორიგე ვარ მთელი ღამე აქ ვიქნები და პირადად ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება არ ინერვიულოთ. ახლა მაპატიეთ კიდევ 3 ოპერაცია მაქვს დაგეგმილი .
-უკაცრავად თქვენი სახელი და ნომერი დამიტოვეთ თუ შეიძლება რომ დაგიკავშირდეთ.
-სოფია ყიფიანი-აპლაკიდო
მიმღებში მოგცემენ საკონტაქტო ნომერს .
გამოვეცალე ,სასწრაფოდ შევვარდი საოპერაციოში, კიდევ ერთი ოპერაცია , სინამდვილეში სულ ვცახცახებდი, წარმოუდგენელი რეაქცია მქონდა , რატომ ავფორიაქდი ასე წარმოდგენა არ მაქვს, ღმერთი ნამდვილად მეთამაშება, რა აუცილებელი იყო ახლა მისი ძმისთვის მე გამეკეთებინა ოპერაცია? ახლა ალბათ ერთი კვირა მოუწევს გუგას აქ ყოფნა და ერთი კვირა მომიწევს მისი ძმის ყურებაც. ასე არ შეიძლება , რო ვერ შევიკავო თავი და მომეწონოს? საშინლად სიმპატიურია. აღარც გამხსენებია ოპერაცია სანამ გრეგორიმ არ მომიკაკუნა მინაზე , მალე შემოდი რაღას ელოდებიო, გამოვფხიზლდი და შევედი.
საოპერაციოს გარეთ დავტოვე ჩემი ფიქრები , ემოციები და შიშები, ეს ყველაზე კარგად გამომდიოდა , სწორედ ამიტომ ვიყავი საუკეთესო , ცივი გონებით და თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული ვაკეთებდი ოპერაციას. მეორე , ოპერაცია მერე ,მესამე და საოპერაციოდან რომ გამოვედი ექთანმა ტელეფონი მომაჩეჩა , მთელი დღეა რეკავს , გეხვეწები გააჩუმეო.
-ვინ არის? მარიამ იცი რომ ოპერაციაზე ვარ არ დარეკავდა რა ხდება ნეტა?
-რავიცი საყვარელო კი არ ჩუმდება და
-გეპასუხა მერე და გეთქვა დაახვიეთქო
-ჰოო ადვილია ეგრე ,შენი ბიჭი რომ ყოფილიყო?
-მშვენივარდ იცი რომ ვერ იქნებოდა იმიტო რომ არ მყავს.
ხალათი შემოვიცვი და ტელეფინში უპასუხოდ დარჩენილი ზარების თვალიერებით გავწიე პალატისკენ სადაც გუგა უკვე გადაეყვანათ.
გამოტოვებული ზარები ერთიდაიგვე ნომრიდან იყო და უკან გადავრეკე , ვინ იყო მაინტერესებდა. არ მიპასუხა , გამითიშა კიდეც ზუსტად მაშინ პალატასთან რომ მივედი.
-მე გირეკავდით ამ ნომრიდან ახლა რომ დარეკეთ, მაინტერესებდა გუგას მდგომარეობა
-მე მორიგე ექთანს დავავალე რომ ეცნობებინა ყველა ცვლილება დავიჯერო ასე არ მოიქცა?უხეშობაში არ ჩამომართვათ მე ბევრი ოპეტრაციები მაქვს და სულ ტელეფონთან ვერ ვიქნები.
-არა კი როგორ არა მაგრამ თქვენ ხართ ექიმი და უფრო კონკრეტულად გვინდოდა გაგვეგო
-მეტი კონკრეტულად მეც ვერ გეტყოდით
შევალ და ვნახავ რა მდგომარეობაა.
გუგა უკვე კარგად ჩანდა , გადასხმებზე იყო მიერთებული, წნევას უმოწმებდნენ პერიოდულად, ფერიც არ ჰქონდა ისეთი ცუდი როგორც პირველად, უბრალოდ ჭამაზე ამბობდა უარს.
-გუგა გახსოვარ ? სოფია ვარ შენი ქირურგი
-მახსოვხართ როგორ არა , ასეთი ლამაზი ექიმი არ დამავიწყდება,თან გადამარჩინეთ.
-გაგიმართლა , არ იყო ძლიერი სისხლდენა თორე მეც ვერ გადაგარჩენდი
-აუუ ეგ დედაჩემს არ უთხრათ რაააა, ისედაც სულ იმ მოტოციკლს წყევლის
-არ მითქვამს , მაგარამ შენ გეუბნები.რატომ არ ჭამ?
-ვერ ვჭამ , განა არ ვჭამ
-უნდ აჭამო თუ შეჭამ დედას აარფერს ვეტყვი
-კარგით რაა სერიოზულად? შანტაჟისტი ექიმი ხართ ბოლო წინადადება ქართულად თქვა ეგონა ვერ გავიგებდი
გავიღიმე და მეც ქართულად ვუპასუხე
-შანტაჟი ჩემი მეორე პროფესიაა ქირურგიასთან ერთად. თვალი ჩავუკარი და ხელები გადავიჯვარედინე
-მოიცა ქართველი ხართ?
-ნახევრად . ეხლა შემოვუშვებ შენებს თორემ შენმა ძმამა დღეს კინაღამ ტელეფონი გადამიწვა იმდენი რეკა
-აუ ეგ სულ ეგეთია ექიმო , მაგარი აბეზარია , მგონი იშვილეს ჩემებმა და ვერ ეუბნებიან
გამეცინა მის სიტყვებზე , კარგი ბიჭი ჩანს , გულწრფელია საიდანნ დავასკვენი არ ვიცი მაგრამ ასე მეჩვენა.
-თუ ნახვა გინდათ მიბრძანდით ორონდ რიგრიგობით და სულ 10-10 წუთით, სანამ ნახვის საათები დამთავრდება
გამოვბრუნდი და ჩემი კაბინეტისკენ გავწიე უკნიდან ვიღაც რომ დამეწია და გამაჩერა
-მოიცადეთ, მადლობა არ მითქვამს
-არაფერს
-თქვენ არ გელოდით, გვითხრეს რომ კარგი ქართველი ქირურგი ყავდათ და ის გააკეთებდა ოპერაციას , მაგრამ თქვენ არ გელოდით
-ხოო ასეც ხდება ხოლმე
-კი მაგრამ რამდენი წლის ხართ უკვე ქირურგი რომ ხართ?
-ეს მადლობის მოხდის ახალი ფორმაა?
-არა უბრალოდ დამაინეტერესა.
-26 ის ვარ და არა ჯერ არ ვარ ბოლომდე ქირურგი 2 წელში ვიქნები ახლა ინტერნი ვარ , მართალია ბოლო კურსზე მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ვმუშაობ საკმაოდ კომპეტენტურობის გამო
-მინდა რომ დაგპატიჟოთ ჩვენთან სახლში, აქ ქართველები ბევრნი არიან მაგრამ დედას არასდროს გაჩენია სურვილი სახლში მიეპატიჟებინა ვინმე ,თქვენ კი დაჟინებით გთხოვთ
-იცით ეს დღეები სულ მორიგე ვარ და ბევრი ოპერაცია მაქვს , მერე გამოცდები ,მოუბოდიშეთ დედას მაგრამ არ შემიძლია
-ეგ თქვენ თვითონ გააკეთეთ თუ შეძლებთ ოღონდ.
-გასაგებია შევეცდები ,ეხლა უნდა წავიდე
გამოვბრუნდი და კაბინეტის კარებს რომ მივუახლოვდი და მინას შევხედე შევშფოთდი საკუთარი რეაქციებით , ისეთი აწითლებული ვიყავი.
ნეტა როდის მერე მცხვენია ადამინებბის. კაბინეტის კარი გადავკეტე ჟალუზი ჩამოვწიე და დივანზე დავეხეთქე, როგორ დავიღალე . დღეს მეტ ოპერაციას აღარ ავიღებ, თუ სასწარაფომ არ შემოიყვანა და იძულებული არ გავხდი. ბევრი ემოცია მივიღე ერთი დღისთვის საკმარისია. ასეთი იძულებული არასდროს ვყოფილვარ რომ ურთიერთობა მქონოდა ვინმე ქართველთან, ახლა კი მთელი ოჯახი შემრჩა ხელში, თვითკმაყოფილი მამაკაცით რომელსაც აშკარად მოვეწონე და რომლის დედაც სტუმრად მეპატიჟება სახლში თან დაჟინებით,ან ეს დაჟინებით რა იყო.
არ წავალ რა თქმაუნდა , ალბათ პატარა საქართველო აქვთ სახლში და არანაირი სურვილი მაქვს იქ ვიყო და ვისმინო ათასი სისულელე ემიგრანტებზე და მათ მონატრებულ ქვეყანაზე და ვითომ თბილ ადამიანებზე.

****

გასაგებია მამა მძულს იმიტომ რომ უარმყო, ამიტომ სრულიად კაცთა მოდგმა მძულს ,მამას მაგალითდან გამომდინარე , მხოლოდ თავის სასქესო ორგანოზე ფიქრობენ და იმაზე როგორ დაიკმაყოფილონ მოზღვავებული ჰორმონები.
მაგრამ , დანარჩენმა ქვეყანამ რა დამიშავა? მარტო კაცები ხომ არიან საქართველოში არა ?
დამიშავეს როგორ არა ქალებმაც , კაცებმაც, ბავშვებმაც და სრულაიდ ერმა დამიშავა!
დედა რომ დაიღუპა მარტო დავრჩი , დეიდასაც ავად ყავდა შვილი და ვერ ჩამოდიოდა, ორი თვე საავადმყოფოში გაატარეს მარიკამ და ალექსისმა ანასტასიას პალატაში.
მე მარტო დავრჩი სახლში , მარიკა მირეკავდა სულ და ცდილობდა ტელეფონით მოექია ყურადღება მაგრამ სინამდვილეში სრულწლოვანიც არ ვიყავი, ფულსაც ვერ გზავნიდა ჩემს სახელძე, ვინმე მჭირდებოდა ვინც მეურვეობას გამიწევდა და სურვილიც გამოთქვა დედას დეიდაშვილმა. დიდად არასდროს იკლავდნენ თავს ჩემთან და დედასსთან ურთიერთობით და ახლაც მხოლოდ მატერიალური ინეტერესები ჰქონდათ, სხვა არაფერი. ერთ ოთახიანი ბინა და ის გზავნილები რომლებსაც დეიდა განახოცრიელებდა მათ სახელზე რომ ჩემთვის მოეცათ და მოეხედათ.
საშინლად ეშმაკი ქალი და მისი კიდე უფრო ეშმაკი შვილი, დედინაცვალი და მისი პრინცესა იყვნენ ზსუტად ისეთები კონკიაში რომ არიან . რათქმაუნდა არანაირი გზავნილი არ მინახავს თვალით იმ 5 თვის განმავლობაში რაც მათთან ვიცოხვრე, არანაირი ამანათი რომელსაც დეიდა მიგზავნიდა ტანსაცმლით სავსეს, ბინაც გაქრა როგორ და რანაირად არ ვიცი მაგრამ გაქრა.
საერთოდ არავინ დამდგომია გვერდით, არავის გახსენებია რომ დავობლდი , სულ იმას მაძახებდნენ რომ უპატრონო ვიყავი და არასასურველი, მამასაც არ ვუნდოდი, დედასაც გული გაუსკდა და საერთოდ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. ტელეფონი წამართვეს, კომპიუტერთან არ მსვამდნენ და კვირაში ან ორკვირაში ერთხელ თუ მალაპარაკებდნენ დეიდას.
მარიკას ამშვიდებდნენ კარგადაა საერთოდ არც ახსოვს დედა რომ მოუკვდაო და კიდევ რამდენი ტყუილი აქვთ ნათქვამი, ან საიდან მოსდიოდათ აზრად , როგორ იფიქრებდნენ ასეთ ტყუილებს ვერც ვხვდები.
სკოლაში არ მივლია, თავი გადავიპარსე, მთელი ეს 5 თვე ერთიდაიგივე ტანსაცმლით, შავი მაიკით , შავი შარვლით და შავი ბათინკებით გავატარე. სახლიდან იშვიათად გავდიოდი და როცა გავდიოდი საზოგადოებისგან ისეთ რეპლიკებს ვიღებდი , დედასგეფიცებით სურვილი მიჩნდებოდა რომ მატარებლის რელსებს ჩავხუტებოდი.
არავის მოსვლია აზრად რომ რამე მიჭირდა და იმიტომ ვიყავი ასეთი რადიკალური. არანაირი დაქალი, არანაირი მეგობარი, ნათესავი, მასწავლებელი საერთოდ არავინ დედამიწის ზურგზე არ გამოჩნდა ვინც მკითხავდა თუნდაც ერთხელ რა მჭირდა. ისიც კი დაავიწყდათ რომ დედას ვგლოვობდი.
ცხოვრების ის პერიოდი მიქციეს ჯოჯოხეთად , მაშინ მეძახეს და უსარგებლო როცა ყველაზე მეტად მიჭირდა უდედობა. ისეთი დაღი დაამასვეს რომ 10 წლის მერეც კი ვერ მოვიშორე. განა რა , რთული პერიოდები ყველას ჰქონია მაგრამ , ცხოვრება ჩემთვის ისედაც რთული იყო ჩასახვის დღიდან , დედას გარეშე გატარებული დღეები , სანამ მივეჩვეოდი, თან იმ ხალხთან ვინც კი არ მეხმარებოდა პირიქით წიხლს მაჭერდა , ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის.
ჩემი სამყარო განაცისფრდა , ჩვეულებაში და ხასიათში გადამივიდა სიმკაცრე, უხასიათობა ჩაკეტილობა და ხალხის შიში. მიუხედავად იმისა რომ მალე დავიბრუნე ადამიანური სახე.

*****

ჩამძინებია, პირველად მოხდა რომ ჩემს კაბინეტში ჩაფიქრებულს ჩამეძინა. კაკუნმა გამომაფხიზლა.ეკატერინა იყო ჩემი მასწავლებელი, ალექსისის ნათლული და ოჯახის ახლობელი.
-ხომ კარგად ხარ ? გეძინა?
-მოდი ეკატერინა ,ჩამძინებია
-კარგად ხარ ? შენ აქ არასდროს გიძინია, გადაიღალე ეტყობა
-არ არის ჩემი გადაღლა ასეთი ადვილი ხომ იცი , არ ვიცი რა დამემართა
- ქართველის ოპერაცია კარგად ჩაგიტარებია, კაი გოგო ხარ მაგრამ მისი ოჯახი გეძებს, მთელი კლინიკა შემოიარეს, მე მკითხეს კაბინეტი სად აქვს მიგვასწავლეთო, ექთანს უთქვამს არ ვიცით სად არის ალბათ გავიდა კლინიკიდანო
-ვაიმე რა უნდათ ნეტა ? ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ასეთი სიტუაციებისადმი? რატომ მომეცი მე ეს ოპერაცია რა დაგიშავე ?
-ნუ წუწუნებ ისე იქცევი გეგონება ჯოჯოხეთში გაგგზავნე, შენი მშობლიური ქყვეყანაა და ხალლია ბოლოსდაბოლოს ხომ უდნა გადალახო არა ?
-არასოდეს, უფროსწორედ ვერასოდეს გადავლახავ და არც ქართველი ვარ მე ბერძენი ვარ ხომ არ დაგავიწყდა ? აპლაკიდო ვარ
-ყიფიანი-აპლაკიდო. საყვარელო ნუ გავიწყდება აპლაკიდოს წინ რაც წერია.
ისე სასაცილოდ თქვა ყიფიანი სიცილი ვერ შევიკავე,
კარზე ისევ კაკუნი გაისმა , ეკატერინა უკვე გასასვლელად ემზადებოდა
-გააღე რა ბარემ რა ხდება ნეტა ისევ ოპერაცია ხომ არა ?კარი გააღო და დუდუ კედია შერჩა ხელებში
-უკაცრავად სოფია ექიმს ვეძებ ეს მგონი მისი კაბინეტია.
-დიახ მობრძანდით , მე გავდივარ კარი მიკეთეთ რომ შეხვალთ ვერ იტანს ღია კარებებს. გაუღიმა ეკატერინამ და გაუჩინარდა თეთრ კედლებში.
-მთელი ორი საათია გეძებთ
- რამე მოხდა ? გუგას არაფერი სჭირდება გამომიძახებდნენ
-არა გუგას არა მე
-თქვენ>??
-მგონია რომ გამირბიხართ და მარტო მე კი არა ჩემს ოჯახსაც
-მართლა? არამგონია , არასწორად გესმით რაღაც ,
-მისმინეთ მოპატიჟება ცუდად ხომ არ გამიგეთ ეს მართლა დედას იდეა იყო, ალბათ თქვენი მეუღლის გამო, შეგიძლიათ წამოიყვანოთ.
-ვინ გითხრათ რომ გათხოვილი ვარ?
-ორი გვარი გაქვთ და მეგონა
-არასწორად გეგონათ , ეს მეუღლის არა მამობილის გვარია
-გასაგებია ანუ არაფერი გაბრკოლებთ რომ მობრძანდეთ
-სინამდვილეში ყველაფერი მაბრკოლებს, მაგრამ თქვენ არ გეხებათ , ეგ ჩემი პრობლემაა
-შეიძლება გავიგო რაა?
-პირევლ რიგში გუგა ჩემი პაციენტია და საერთოდ არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მის რომელიმე ოჯახის წევრთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდეს.
ასეთი უაზრო , იდიოტური პასუხი არასდროს, არავისთვის დამიბრუნებია, რა შუაშია მორალი , თითქოს რაიმე ისეთ მთხოვდეს მართლა რომ ჰიპოკრატეს ფიცს მარღვევინებდეს. რა მჭირს რატომ მოქმედებს ასე ეს ადამიანი .
-სერიოზულად? გაიცინა ეშმაკურად მიმიხვდა რომ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და თვითონაც ზუსტად ვიცოდი რომ აუზრო არგუმენტი იყო
-სავსებით
-გასაგებია , წავალ მე . ადგა და გავიდა კმაყოფილი სახით , ალბათ როგორ ესიამოვნა იმის წარმოდგენა რომ დამაბნია ამხელა ექიმი ქალი. რაც არის არის , ვეღარ დავაბრუნებ უკან იმ პასუხს და რომც დავაბრუნო სხვა პასუხი მაინც არ მაქვს , ჩემს ცხოვრებისეულ ტრაგედიებზე ვერ მოვუყვები ორი დღის გაცნობილ ადამიანს .
კიდევ კარგი წავიდა , ასე ამ ბოლოდ როს არაფერი გამხარებია. რატომ მაშინებენ ასე ადამიანები და რატომ არ შემიძლია მეც ვიყო ჩვეულებრივი ? ან რას ვგულისხმობ ამ ჩვეულებრივობაში ნეტა ? ჩვეულებრივად შტერი და დებილი , ყველას რომ ენდობა ? ხოო ალბათ , რა ჯანდაბად მინდა ეგეთი ჩვეულებრივობა . ჩავილაპარაკე და გავიჯახუნე კაბინეტის კარები თითქოს მისი ბრალი იყო ყველაფერი.
ჩვეულებრივად მძიმე ღამე იყო ესეც , ზუსტად ისეთი როგორიც არის ხოლმე ჩემი მორიგეობის დროს. სამჯერ დავხედე გუგას ამ ერთ ღამეში , ჩემი საქციელის მე თვითონვე მიკვირდა ნეტა როდის მერე არ ვაგზავნი ექთანს ასეთი უბრალო შემოწმებისთვის? რაღაც მაიძულებს რომ ამ ბიჭზე ვიზრუნო, სისხლის ყივილი რომ არ იქნება ზუსტად ვიცი იმიტომ რომ მგონი საერთოდ აღარ გამაჩნია სისხლი , თუ გამაჩნია ისიც ცისფერი , და საერთოდ , როდის იყო სისხლი ან სხვა რამე ყიოდეს, გარდა მამლისა . მამალი, 10 წელია თვალი არ მომიკრავს საერთოდ არანაირი ცხოველისა და ფრინველისთვის , გარდა ძაღლისა და კატისა და მტრედებისა.
რა მამალი სოფია რა მამალი ღმერთო რა ჯანდაბა დამემართა , მაამალი? სერიოზულად? მამალი ? ისეთი სიცილი ამიტყდა მთელი კაფე მე მიყურებდა კლინიკაში, საერთოდ ყველა სერიოზულს და სულ ჩაფიქრებულს მცნობს და ეხლა ვიცინოდი, კი არ ვიცინოდი ვკვდებოდი სიცილით საკუთარ ფიქრებს დავცინოდი მამალზე და ყივილზე. ეს იყო შოკი , ვსოო სოფია ყიფიანი-აპლაკიდო, ზოგადი ქირურგიის საუკეთესო ინტერნი, ბევრი წარმატებული ოპერაციის ავტორი და ყინულის დედოფალი გაგიჟდა. ! ახალი თემა კლინიკაში. ამ სიცილზე უარესი მისი შეწყვეტა იყო. ისე უცბად გავჩერდი და გავასწორე სიცილისგან დამანჭული სახე რომ უფრო გაოცდნენ.
დიდი ხანია არ მიცინია ასე გულიანად, მართლა დიდი ხანია არ ვიცი უკვე რამდენი წელია ვეღარც ვითვლი.
ბოლოს მაშინ ვიცინე , ჩემმა დონორმა , ანუ მამამ რომ დამირეკა აქ წლების მერე შენი ნახვა მინდა იქნებ ჩამოხვიდეო. მაშინ ვიცინე ზუსტად ოღონდ ის სიმწრის იყო , აბა ხო არ ვიტირებდი მეც ავდექი და ვიცინე.
მოვრჩი ფიქრებს მამალზე , სიცილს, ავედი კაბინეტში, მოვწესრიგდი და შემოვლა დავიწყე. მოვასწარი და კიდევ ერთი 24 საათიანი მორიგეობა ჩავიბარე არადა სახლში უნდა წავსულიყავი, გავცვალე მორიგეობა რომ მარტო არ დავრჩენილიყავი და ბევრი არ მეფიქრა , ახლა მაამალზე აღარ მარა შეიძლებოდა რომელიმე შინაურ ოთხფეხა ცხოველზე მეფიქრა.
-გაგიჟდი?
-რა ხდება?
-48 საათი? შენთვისაც კი მეტისმეტია ,
-ოო კაი რააა სხვა საქმე მე არ მაქვს , ქმარ-შვილი მე არ მყავს და ვიმუშავებ რაა თან ძალიან სჭირდებოდა ემას ბავშვი მყავს ცუდადო .
-წადი ეხლავე სახლში
-მე რომ წავდიე ვინ იმორიგევებს შანსი არაა ვიქნები, მშვიდი დღეა ხომ ხედავ ღამეც ასეთი იქნება ,თან ცოტახანს მეძინა
-გადაიქცევი იცოდე
-კაი ეხლა ნუ წუწუნებ ეკატერინა არ მოვკვდები.
-გავეცალე ეკატერინას სანამ ჭკუიდან გადამიყვანდა და გუგას პალატას მივაშურე. შევედი დუდუ და გუგა დამხვდნენ მხოლოდ და ქართულად ლაპარაკობდნენ , რაღაცებს იხსენებდნენ.
-გამარჯობათ ექიმო, არც უფიქრიათ ბერძნულზე გადასვლა. მეც დავმორჩილდი
-გაგიმარჯოს, პაციენტო, კარგი ფერი გაქვს
-უკეთ ვარ დღეს ცოტა გავიარე კიდეც
-მე გავაფრთხილე ექთანი რომ ფეხზე არ დაეყენებინე
-მე ვაიძულე და ვერაფერს გახდებოდა არ ეჩხუბო რაა
-არა არ ვეჩხუბები , ასე თუ იქნება მალე გაგწერ .
-ჰოო მე კი მიხარია ეგ ამბავი მარა აი დუდუს არ ვიცი
-გუგა გაჩუმდები თუ ახლა ღვიძლი გაგიხვრიტო?> შეუბღვირა დუდუმ
-ვსოო ჩუმად ვარ
-გუგა ახალი დანიშნულება გამოვწერე და ცოტა მოძლიერდები ეხლა წავალ მე კიდევ მყავს სანახავი ორი პაციენტი და მერე ოპერაციები
არც შევიმჩნიე გუგას კომენტარი დუდუსთან დაკავშირებით და ამან ისე გააბრაზა უფროსი კედია გამიკვირდა რომ არ დაიყვირა. ეგონა ვკითხავდი რას გულისხმობთქო მაგრამ არც შევიმჩნიე, საერთოდ არ მაწყობდა მაგ რეპლიკის გაგრძელება.
შემოვლა რომ დავასრულე მიმღებში ჩავედი და საოპერაციო პაციენტების ისტორიები ავიღე ოპერაციამდე კიდევ ერთხელ რომ გადამეხედა , კაბინეტისკენ წავედი და კარებთან დუდუ დამხვდა .მელოდებოდა
-რამე მოხდა ?
-კი , არა , არ ვიცი
-ვერ გავიგე კი არა თუ არ იცით?
-ერთი თხოვნა ამქვს შემისრულებ?
-გააჩნია



??????? ?????????????? .??????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent