შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაგბისტი გოგონა


4-10-2017, 00:09
ავტორი Another gurl
ნანახია 1 705

თენდება, ძალიან ლამაზი ხედია ჩემი ოთახიდან უნდა ვაღიარო. შავი ღრუბლები ნელნელა იფანტება, ცა იწმინდება და მზე საწყლად ცდილობს აკაშკაშებას. საათი 8:01ს აჩვენებს და ახლა შემოვა ქალბატონი ნაინა, ჩემი მეორე დედა და მთხოვს, რომ სწრაფად ავდგე თორემ აუცილებლად დავიგვიანებ სკოლაში. მე კი ისევ ვწევარ, წვეთიც კი არ მძინებია და ახლა სკოლა...
გამარჯობა, ეს მე ვარ ტასია ერისთავი. ანასტასია მქვია, მაგრამ ჩემი გარდაცვლილი ძმა ყოველთვის ტასიას მეძახდა და საბოლოოდ შემრჩა ეს სახელი... მინდა გითხრათ იმდენად შევეჩვიე "ტასიას", რომ აღარც მახსოვს ხოლმე სრული სახელი, მარტო მე კი არა დედაჩემსაც ავიწყდება ხანდახან თუ ძალიან არ გავაბრაზე იქამდე არც ახსენდება ხოლმე. შემდეგ კარგად ახსენდება და 'ანასტასია ერისთავო'ს ისეთი ხმით გაჰკივის ხოლმე, მეშინია, მაგრამ შევეჩვიე უკვე...
დედა ნამდვილად კარგი ქალია, უბრალოდ სანდროს გარდაცვალების შემდეგ გაუხეშდა და უხეში ქალის სტატუსიც მალე მოირგო. მესმის როგორ არ მესმის, მიუხედავად ყველაფრისა მე მასზე მეტად დამაკლდა... ალექსნადრე ერისთავს ვინც იცნობდა ყველას დააკლდა, იმიტომ არა, რომ ჩემუ ძმა იყო. უბრალოდ ის მაცოხლებელი ძალა იყო, მამაჩემის "გაქცევის" შემდეგ ის იყო პირველი კაცი ოჯახში. 16წლის ალექსანდრე, კაცი იყო უკვე გესმით? ჩამოყალიბებული, ჭკვიანი და კარგი პერსპეკტივების მქონე ბიჭი იყო. ფაქტიურად მან აღმზარდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავემსგავსე. როგორი თხაც ვიყავი ისეთი დავრჩი, რაგბზე შესვლასაც ძლივს მოვაბი თავი... ალექსანდრე რომ ყოფილიყო არც წინაღობა იქნებოდა რამე მითუმეტეს ეკატერინა ერისთავი-მილედი.
წარმოგიდგენიათ როგორი რთულია დაიყოლიო დედა შვილმა, ხაზს ვუსვამ გოგომ, რომ გამოგიყვანოს წამყვანი სამოდელ სააგენტოდან და შეგიყვანოს რაგბზე?
ნუ მე შევძელი დიდი ხნის მერე, მაგრამ ჩემი და ჩემი სანდროს ოცნება ავისრულე. თვითონაც დადიოდა რაგბზე,მისი ყველა თამაში მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი. მახსოვს მისი დადებული ლელოები და მახსოვს მისი ბედნიერი თვალები. ტრიბუნები, რომლებსაც ხალხის სიხარული ანგრედა. ის ბედნიერი წამები..
წაგებული თამაშებიც მახსოვს, ჩემი ძმის ტრავმებიც და ის უბედურების ხანაც მაშინ, რომ სუფევდა ჩვენთან... მაგრამ ალექსანდრე მოედანზე ჩემთვის იგივე იყო რაც მზის კაშკაში, მეგონა დაუმარცხებელი იყო და მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი, ძალიან მალე და საკმაოდ პატარამ 7წლისას გადავწყვიტე რაგბისტი გავმხდარიყავი რასაც ქალბატონი ეკატერინა და ბატონი ერეკლე სიცილით შეხვდნენ. ახლავ მახსოვს მათი რეაქცია და წარმოთქმული სიტყვები "ხო, როგორ არა ტასია, ერისთავების ერთადერთ გოგოს რაგბზე შევიყვანთ და ხალხს ვაჭორავებთ" მათი ხითხითი ამ თემაზე აქტუალური იყო,მაგრამ საბედნიეროდ ალექსანდე არსებოდა,ის მავარჯიშებდა, ის მასწავლიდა ყველაფერს და მეუბნებოდა რომ არ უნდა დამეხია უკან, ყოველ ღამე თავის მოგონილ ზღაპარს მიყვებოდა, რაგბისტ გოგონაზე... მენატრება, ძალიან მენატრება. 4წელი გადის უკვე რაც აღარ არის, 13 ივნისი... სხვათაშორის 13მისი დაბადების დღე და საყვარელი რიცხვი იყო. ანალოგიურად ჩემიც იყო, მაგრამ იყო და წარსულშივე დარჩა.

-ტასია,ძვირფასო ადექი დაგაგვიანდება- თვალებს ნელა ვახელ და რა თქმა უნდა ჩემი ნაინა სხვა ვინ იქნება.
-ვდგები უკვე ნა
მიღიმის და კარს ხურავს. მეც მალევე ვდგები, თავს ვიწესრიგებ, ჩანთას ვალაგებ და ნაინასთან გავდივარ.
-არ გეძინა?- ნერვიულად მისმევს სახეზე ხელებს,ხელებს რომლებსაც უკვე ასაკი ეტყობათ, არც ისე დიდია უბრალოდ მე დავაბერე



№1  offline წევრი Kalina

*მორაგბე
ისტორია არ წამიკითხავს.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent