როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 6
-სად იყავი შუა ღამემდე? დილიდანვე დაიწყო ნინამ. -ვსეირნობდით. -ჰო აბა რა. მჯერა მაგიტო მოხვედი ჰო გათანგული.კარგი იყო? თვალები უბრწყინავდა გოგოს. -ვერ ხარ შენ. სულ სექსი როგორ გელანდება. აუცილებელია ვისთანაც გაივლი ყველასთან დაწვე. -მე ეგ არ მითქვამს! ძუკნად ნუ გამოგყავარ! უბრალოდ ასეთი კამფეტივით კაცი როგორ უნდა გაუშვა ხელიდან არ ვიცი, მე რომ შენ ადგილას ვიყო.. -ვერაფერსაც ვერ იზამდი! ენა კი გაქვს წაგდებული, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება არაფრის თავი არ გაქვს. თან მაგისნაირ ტიპთან მითუმეტეს. მესამე თვე დაიწყო რაც ერთად ვმუშაობთ და კის და არას მეტი არაფერი უთქვამს. გავბრაზდი მე. -გუშინაც მხოლოდ ამით შემოიფარგლა? აქირქილდა ნინა. მეც ვერ შევიკავე თავი და მის უაზრო ხუმრობაზე სიცილი წამსკდა. -შენ და ვიტო კარგად გაერთეთ?სწრაფად გადავიტანე თემა. -კი. ვიტორია კაი ტიპია, შეიძლება მაგასთან მეგობრობა.- უი მართლა იცი ვინ ვნახეთ. ჩვენი უფროსი მასიმო. -უიმე მართლა? ეგ ეგეთ ადგილებში თუ დადიოდა არ მეგონა. -ჰო ჩვენც გაგვიკვირდა. თავისთვის იჯდა და ხალხს ათვალიერებდა.- არც კი ამდგარა ფეხზე. მეგონა რო გვითვალთვალებდა. -რეები გელანდება. ჰო აბა რა სულ შენ სათვალთვალოდ სცალია. ალბათ ვინმეს შეაბავდა და მიხედავდა საქმეს. -კარგი ჰო, მაგრად რისთვის მოვიდა. ისე ეგეც ძალიან სიმპატიურია. -ჰო, მაგრამ რაღაცნაირია. რო მიყურებს ხოლმე მინდა რო მაგიდის ქვეშ დავიმალო. ნინამ გადაიხარხარა. -აუუ ღმერთო რა უცნაური ხარ, შენს გარდა ასეთ რამეს არავინ იტყოდა. -კარგი გეყოს. მალე დააყენე მანქანა, თათბირზე დაგვაგვიანდება. -აუუ ეგ სულ დამავიწყდა. -მგონი მე და შენ საერთო პროექტი უნდა მოგვცენ. ასე მოვკარი ყური. -ორივეს ორი პროექტი გვაქ. -მორჩი წუწუნს ნინა! მადლობა თქვი რომ სამუშაო გვაქვს და ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ. მასიმოებისთვის და ჯულიოებისთვის არ ჩამოვსულვართ აქ. -რომ არ გიცნობდე და რომ არ ვიცოდე, როგორი საყვარელი ხარ, ვიფიქრებდი რომ კარიერის მეტი არაფერი გადარდებს. -მაგარია. თვალები ავატრიალე მე და მანქანიდან გადავედი. ისევ წვიმდა. თავი ქოლგას შევაფარეთ და სწრაფი ნაბიჯით დავიძარით შენობისაკენ.. თათბირი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მასიმოც იქ იყო. მგონი ნინა არ შემცდარა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის თვალი არ მოუშორებია. ისე უყურებდა მეგონა ეხლა წამოხტება და ტანსაცმელს შემოახევსთქო. ვცდილობდი ზალიან არ მივშტერებოდი, მაგრამ არ გამომივიდა, რამდენჯერმე შემავლო თვალი და ტუჩის კუთხეში ღიმილიც გაეპარა. ალბათ ჰგონია რომ მომეწონა. იდიოტი. როგორც ვვარაუდიბდი მე და ნინას საერთო პროექტი მოგვცეს. ამჯერად სარდინიაზე უნდა წავსულიყავით. ოღონდ შობის შემდეგ. მეც ზუსტად ამ დროს ვამთავრებდი კლაუდიოს სახლს. ოთახი დატოვეთ და ლიფტისკენ დავიძარით. -მოდი შესვენებაზე გარეთ გავიდეთ, აღარ მინდა აქ ჯდომა. განაცხადა ნინამ. -კარგი როგორც გინდა. და რა ვჭამოთ. ნინა ლაპარაკის დაწყებას აპირებდა, მაგრამ ჩვენსკენ მომავალმა მასიმომ ხმა ჩააგდებინა. -ნეტავ ახალა რა ჯანდაბა უნდა? ჩავიბურტყუნე ჩემთვის. -როგორ ხართ გოგონებო? ისე მოგვმართა, რომ მისთვის ჩევეული ირონიული ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.მე მასთან დალაპარაკების სურვილი არ მქონდა, ამიტომ დასჯილი ბავშვივით ავეკარი კედელს და იატაკს დავაშტერდი. -კარგად შენ.მხიარულად მიმართა გოგომ. -სამსახურთან დაკავშირებით რამოდენიმე საკითხი მაინტერესებს და სადმე გავიდეთ და თან დავილაპარაკოთ.-გაიღიმა კაცმა. -აქვე ვერ მოვაგვარებთ. ცოტა ძველი ბიჭივით გამომივიდა, მაგრამ მასთან ერთად დამატებით რამდენიმე წუთიც კი ერთ სივრცეში ვეღარ გავძლებდი. -შენ მეგობარს არ მოვწონვარ. ვითომ მოიწყინა- სამწუხაროა, არადა მე მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი.არაუშავს, რომ გამიცნობს, ასე აღარ იფიქრებს.. -ეგრე გეგონოს. ჩავიბურტყუნე მე და ლიფტში შევაბოტე. ახლომდებარე კაფეში დავსხედით. სწრაფად შევუკვეთეთ და სალაპარაკო თემაზე გადავედით. ძირითადად ნინა აქტიურობდა. მე გაბუტული ვიჯექი და ვითომ დიდი ინტერესით ჩავჩერებოდი, დილანდელ გაზეთს. -მოკლედ მე როგორც დამსაქმებელი ვალდებული ვარ დავინტერესდე, როგორ მოგწონთ კომპანია ქალაქი, საცხოვრებელი, პროექტები, ხშირი მიმოსვლა, ან თუ არსებობს რაიმე პრობლემა რისი გადაჭრაც გინდათ. ჩემი საყვარელი მეგობარი ისევ ატლიკინდა და ყველაფერი დაწვრილებით ჩაუკაკლა. -ანა შენ ხომ არ გაქვს რამე პრობლემა, რაღაც ცუდად გამოიყურები. -არა არანაირი. მოკლედ ვუპასუხე და ჩემს ულუფას დავუბრუნდი.მათ კი ისევ განაგრძეს საუბარი. -ახალწელს კორპორატიული გვაქ? ფიქრებიდან ნინას ხმამ გამომიყვანა-ან გესმის? მეგონა აქ არ აწყობდით სამსახურეობრივ წვეულებებს. -ყოველ წელს ვაწყობთ. ახალი წლის ღამეს. თანამშრომლებს და მსხვილ კლიენტებს ვეპატიჟებით. -თემატურია? ისე მაგარი იქნება კოსტუმები, ნიღბები. სიხარულით თვალები ისე უბრწყინავდა გეგონებოდა პირველად მიდიოდა ასეთ წვეულებაზე. - ჩვენთან ყოველთვის საშინელება გამოდიოდა ხოლმე, იმედია აქ მაინც გავერთობით კარგად. -იმედია.მომნუსხველად გაიღიმა კაცმა.- ისე კოსტუმები და ნიღბები არასოდეს გვქონია, ყველა ისე მოდის როგორ უნდა. -შენც ხომ მოხვალ ანა? -აუცილებლად, მაგას როგორ დავაკლდები. აშკარად რაღაცის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ რისას ვერ მივხვდი. ვცდილობდი ზედმეტად არაფერი დამცდენოდა, სამაგიროდ ნინა არ აჩერებდა ენას.- წავიდეთ რა, ხვალ სიცილიაზე უნდა გავფრინდე და ბარგი მაქ ჩასალაგებელი. ეს რო არ მეთქვა ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევდა უსიტყვოდ ჯდომა.. მასიმომ ანგარიში გაასწორა და კაფე დავტოვეთ. -გინდა სახლამდე გაგიყვანთ. შემოგვთავაზა. -მანქანა სადგომზე დავტოვეთ. სწრაფად მოვუჭერი მე და გეზი ოფისის შენობისაკენ ავიღეთ. ისინი უკან მოდიოდნენ. არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ, დიდად არც მაინტერესებდა. -აუუ ზაან მაგარი ტიპია მართლა. რატო არ მოგეწონა ვერ ვხვდები. ძალიან გემოვნებიანია და დახვეწილი. -შენ კიდევ ძალიან აჟიტირებული. ამას კლაუდიო რომ ენახა ალბათ გონზე ვეღარ მოვიყვანდი. მის გახსენებაზე უცნაური გრძნობა დამეუფლა. ნეტავ სად გაქრა, არც კი მოუწერია, მაგრამ რატომ მიკვირდა. მთელი თვე ისე გავიდა არც შემხმიანებია და ახლა რა გადარევდა... შუადღეს უკვე სიცილიაზე ვიყავი. ყოველი აქ სტურობა ჩემდა უნებურად მახსენებდა იმ ამბავს. მაგრამ ამჯერად არ მტკებია, არც ცრემლები მომდგომია. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მე კი არ გადამხდა ეს ყველაფერი, ვიღაც უცხომ მომიყვა. მომწონდა ეს გრძნობა, მომწონდა ის რომ არ მივეცი ტკივილს საშუალება ჩემზე ებატონა. მზიანი ამინდი იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ციოდა. ტაქსი გავაჩერე და სასტუმროს მისამართი მივეცი. ამჯერად სხვაგან გადავწყვიტე გაჩერება. კლაუდიოს სახლიდან შორს იყო,მაგრამ ასე მერჩივნა. იმედი მაქვს აქაც არ გადავეყრები ვინმე დეგენერატს. ჰოლში შესვლისთანავე პორტიემ ბარგი ჩამომართვა მე კი გასაღების ასაღებად და ხელმოსაწერად წავედი. ბიჭი აშკარად დამწყები იყო. ნელა მუშაობდა, ძლივს მოძებნა სარეგისტრაციო წიგნაკში ჩემი სახელი და გვარი, მე ცარიელი ველების შევსება დავიწყე მან კი გასაღების ძებნა. ამდენი ინფორმაცია ნეტავ საერთოდ რა საჭირო იყო. აზრი ნაცნობი ხმის გაგონებამ შემაწყვეტინა. თავი ამოვწიე საბუთებიდან და პირდაპირ მას ჩავხედე თვალებში. ჩემს წინ კლაუდიო იდგა. უხმოდ მივშტერებოდით ერთმანეთს. ტუჩი და წარბი გახეთქილი ჰქონდა, თვალთან პატარა მაგრამ შესამჩნები ლურჯი ლაქა ეტყობოდა, ცალი ხელი შეხვეული ჰქონდა, მეორეზე კი თითის ფალანგები წითელ იარებს დაეფარა. -წავიდეთ ჰო? ქერა ქალმა მიმართა და მხარზე ნაზად დაუსვა ხელი. მე მზერა მასზე გადავიტანე, ის კი ისევ მე მომშტერებოდა. ქალი სილიკონის ბარბის გავდა. საშინელი, მკვეთრი ვარდისფერი კაბა ეცვა და ზედ ლეოპარდის პრინტიანი ქურქი ჰქონდა მოსხმული. უშნო იყო, მისი საზოგადოების ქალებში ცნობილი სტილის მიხედვით(ვითომ გემოვნებით)ეცვა და დარწმუნებული ვარ თავი ყველაზე კარგი ტიპი ეგონა. არ გეგონოთ ქალური შური მალაპარაკებდეს, მისი შესაშური არაფერი მჭირდა. ირონიული ღიმილით ავაყოლე ქალს თვალი და ისევ კლაუდიოს გახევებულ სახეს დავუბრუნდი. მის სახეზე ვერანაირი ემოცია წავიკითხე, ძალიან დაბნეული ჩანდა. კიდევ უფრო ბედნიერად გავუღიმე. ბიჭს გასაღები ჩამოვართვი და ნომრისკენ წავედი. მანაც გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი, უნოდოდა უკან გამომყოლოდა, ალბათ იმ ქერამ შეაჩერა. ფანჯრიდან გავიხედე, დავინახე როგორ გაუღო კარი ქალს და მერე ხმაურით დახურა, შენობას თვალი ამოაყოლა და ჩვენი მზერები ისევ შეეჩეხა ერთმანეთს. მე ისევ კეკლუცად გავუცინე,ის კი ისევ დააბნია ჩემმა ამ საქციელმა. თავს უცნაურად ვგძნობდი, ისე უცნაურად როგორიც ჩვენი ურთიერთობა იყო.კლაუდიო აშკარად მომწონდა, თავს ვერ მოვიტყებდი, მაგრამ მისმა დანახვამ ამ ქალის გვერდით სრულებითაც არ დამწყვიტა გული. პირიქით ამაღლებულ განწყობაზე დამაყენა.გადავწყვიტე მთელი ჩემი ქალურობა და მომხიბვლელობა გამომეყენებინა და ჭკუიდან გადამეყვანა... საღამოს ბარგი ამოვალაგე. ყვავის მომდგარი შვინდისფერი შარვალი, შავი როლინგი და ბერეტი გადმოვდე. სწრაფად ჩავიცვი, მუქი ტუჩსაცხით დავფარე ტუჩები, მანტო მოვიცვი და კიბეზე დავეშვი. გარეთ სასიამოვნო ამინდი იყო, ჰაერში ზამთრის სუნი ტრიალებდა.პატარა ჯიხურში ცხელი შოკოლადი ვიყიდე და ქუჩას გავუყევი. ვხედავდი როგორ მაყოლებდნენ, მომხიბვლელი კაცები თვალს. თავაზიანად მიღიმოდნენ.პირველად ვიგძენი ამხელა ყურადღება ქუჩაში. ჩანთაში ტელეფონმა დაიწკრიალი.ალბათ ის იყო. მაგრამ შევცდი. დედა მირეკავდა. -ჰო დე როგორხარ. მხიარულად ჩავზახე ტელეფონში. -კარგად საყვარელო შენ რას შვრები, კარგ ხასიათზე ჩანხარ. -ჰო. თქვენ როგორ ხართ? ლუკა როგორაა? - როგორც იყო ძველებურად. სამსახური სახლი და მერე გვიანობამდე დადის თავის ძმაკაცებთან ერთად. ისე ვნერვიულობ. -კარგი დე რა ახალგაზრდაა გართობა უნდა, აბა სახლში ჩამოგიჯდება და პროფილს უყურებს შენთან ერთად. -მოკლედ ერთმანეთის კუდები ხართ ორივე. ვითომ გაბრაზებით ჩაილაპარაკა ქალმა. -დეიდა როგორაა? -კარგად. კაი დე წავედი მოსწავლე მომივიდა. რაღამც ვიცი რომ კარგად ხარ და თან კარგ ხასიათზე აწი აღარ ვიდარდებ. -კარგად დე. მომიკითხე ყველა. ტელეფონი ჩანთაში ჩავაბრუნე. ცარიელი ქაღალდის ჭიქა სანაგვეში მოვისროლე და პიცერიაში შევედი.კუთხეში დავჯექი, პიცა შევუკვეთე. ჩემდა გასაკვირად მალე მომიტანეს. ნელა შევექეცი ჩემს ულუფას. ვინმეს რომ შემოეხედა იფიქრებდა რომ ახლა ჭამის მეტი არაფერი მადარდებდა, მაგრამ მთელი ყურადღება ტელეფონისკენ მქონდა.მაინტერესებდა დამირეკავდა თუ არაა. მაგრამ არამგონია თავი შეეწუხებინა.ხვალაც ალბათ უსაქმოდ მომიწევდა ქუჩებში ხეტიალი, ამიტომ იქვე მიგდებულ საინფორმაციო ბუკლეტს დავწვდი და ქალაქში არსებულ ღირშესანიშნაობებს გადავხედე. არჩევანი პალემოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ბაროკალური პერიოდის სასახლეზე შევაჩერე. ჯიპიეს ში ადგილიც მოვნიშნე, ამინდიც მშვენიერი იყო. ამიტომ ხელს არაფერი შემიშლიდა. ანგარიში გავასწორე და კაფე დავტოვე. დიდხანს აღარ მისეირნია პირდაპირ სასტუმროში დავბრუნდი. პორტიე მომესალმა, ჩემს დანახვაზე ანერვიულდა.კიბე ავირბინე და ჩემი ნომრის კართან შევჩერდი. ჩემდა გასაკვირად კარი ღია დამხვდა, ფრთხილად შევედი მისაღებში იქ არავინ იყო, არეულიც არაფერი დამხვდა. საძინებლისკენ გავემართე, იქაც არავინ დამხვდა. შიშმა გადამიარა. აბაზანაში შევედი. ჯაკუზი წყლით ავავსე, გელი ჩავასხი, კარი მაინც ყოველი შეთხვევისთვი კარგად გაავკეტე და უკვე აქაფებულ წყალში ჩავწექი.იქამდე ვიყავი იქ სანამ წყალმა გაგრილება არ დაიწყო. ოთახში ხალათში გახვეული, ფეხშიშველი და თმაგაწეწილი დავბრუნდი. სინათლე ავანთე და შიშისგან შევკივლე. ამას ნამდვილად არ ველოდი...... მოკლედ მაპატიეთ პაუზისათვის. გაციებული ვიყავი, თან მიზაც არ მქოდა და არ მინდოდა მიმეფუჩეჩებინა. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მადლობა რომ კითხულბთ. <3 თქვენი ყველა კომენტარი ძალიან მახარებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.