უჩვეულო ტყუპები (სრულად)
ა ნ ო -გიისსსმმეენნთთთ! -... -ხო,მალე მოვალ სიხ! -... -მეც, მენატრები სიკვარულო! ვუსმენდი ამ ყველაფერს და ვფიქრობდი რამდენად ამაზრზენია ჩემი მეორე ვერსია...დიახ, ეს ’’შაოჩრად ჯერშკი’’ გოგო ჩემი ტყუისცალია, სამწუხაროდ! მსგავსება?! მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობა! ორივე ქერები, თაფლისფერთვალებები და გამხდრები... აი განსხვავება კი იმდენია ჩვენს შორის, რომ დავყვე ერთი კვირა ვერ მოვრჩები ჩამოთვლას, მაგრამ რამდენიმეს გეტყვით. მაგალითად: მე მიყვარს წიგნები, მას კი პრანჭიაობა...მე მიყვარს ხატვა, მას კი მაკიაჟის კეთება...მე მიყვარს წვიმა და სიცივე, მას კი სიცხე და ზაგარის მიღება... ჩვენ ერთმანეთისგან სრულიად განვსხვავდებით! სულ ვჩხუბობთ, ერთად ყოფნა ძირითადად არ გვიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ორივეს ერთი ოთახი გვაქვს და სხვა გზა არაა... ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა! ახლაც ალბათ თავის დებილ შეყვარებულს უნდა შეხვდეს. გუკას!.. არადა მეზიზღება ეგ ბიჭი...ჩვენს სკოლაში მასზე საზიზღარი არავინ არ არის. მე და ტასო 16წლისები ვართ და მეთერთმეტე კლასს დავხურავთ მალე, აი ის გუკა კი მეთორმეტე კლასელია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭია სკოლაში...მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობის გამო რა თქმა უნდა. მე თუ მკითხავთ გარეგნობითაც დიდი ვერაფერი. შავგრემანია, თაფლისფერი თვალებით, გამობურცული ვარდისფერი ტუჩებით და დაკუნთული სხეულით. ყველა გოგო გიჟდება მასზე და იმიტომაც აქვს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. აი ჩემი და კი მისი ’’გირლფრენდია’’. ამიტომაც ვეღარ ბედავენ გოგოები გუკასთან მიახლოვებას...ყველა მწარედ გააფრთხილა, რომ ვინც კი გუკას მიუახლოვდებოდა ან დააშტერდებოდა, მაშინვე ყველას თვალებს დათხრიდა და თმებს დააწიწკნიდა. აი ასეთი გამოშტერებული და მყავს და გამოსწორების იმედიც ნულია. სწავლითაც არაფერს არ სწავლობს. სკოლაში მარტო გუკას გამო დადის მგონი... ტ ა ს ო აუ რა ჩავიცვა?! კი არ ვიცი... არადა გუკაჩო უნდა ვნახო და როგორ ნერვები მეშლება ტანსაცმელს რომ ვერ ვარჩევ! აუუუ... ეეს ჩემი გამოშტერებული ტყუპისცალიც კიდე არაფერში გამოგადგება ადამიანს რაა!.. ან ხატავს, ან მუსიკებს უსმენს, ან სახლში არაა და ან კიდევ წიგნს კითხულობს... რა მოსაწყენი ცხოვრება აქვს პროსტა რა... შეყვარებული მაგას არ ყავს, მაკიაჟი ცხოვრებაში მაგას არ გაუკეთებია, მაღალქუსლიანებზე არ მდგარდა და უკვე იმაშიც მეპარება ეჭვი, ხო ნამდვილად გოგოა... სულ კედები და მუქი ფერის ტანსაცმელი გაგონილა?! ტიპს მგონი ბავშვობის მერე არ სცმია კაბა! ნუ რაც არის, არის... უიმეე! კრეტინია და რა ვუყო... მოდი ჩემს გოგოებს დავურეკავ და მათ ვკითხავ რა ჩავიცვა...კატო არ მპასუხობს... აი ელენიკომ მიპასუხა: -ელუსაა, რას შვები გოგო? -რავი გოგო მანიკურს და პედიკურს ვიკეთებ სალონში. -აუ სასწრაფოდ უნდა მირჩიო რა ჩავიცვა! -გააჩნია სად მიდიხარ... -გუკას უნდა შევხვდე დებილოო...აბა ასე რატომ გავიპრანჭებოდი. -შენ სულში გიზის ეგ გუკა და იმიტომ იპრანჭები ყოველ წამ-წუთს თუ სხვა რამეშია საქმე?!−მომაძახა ანომ, მე კი უბრალოდ დავეჭყანე და ლაპარაკი გავაგრძელე... -ბოდიში ჩემმა კრეტინმა დამ მითხრა რაღაც. -რატომ არის შენი და ასეთი ბოროტი?! -თუ ვიცოდეე... -კაი მოკლედ ჩაიცვი ის ზურგზე ამოღებული ზედა, მოკლე ჯინსის ’’იუბკა’’ და მაღალქუსლიანები აფ ქორს! -თენქსს! -არაფრის ჩემო სიკვარულო! -გკოცნი! დროებით! -მეც! მართლაც რაც მირჩია ჩავიცვი და მაკიაჟიც გავიკეთე.... ა ნ ო რა უაზრობააა... ტონა ნახევარი ტონალური წაისვა. ბლაყ...გული მერევა უკვე!.. -გუკას უნდა შეხვდე?−რაც შეიძლება ზრდილობიანად ვკითხე. -რა შენი საქმეა!−აი უკმეხი პასუხიც, ჩემს სრულიად ნორმალურ კითხვაზე. სულ ასე აკეთებს... -ამდენი ტონალური რად გინდა? იმ შენს გუკას შენი ბუნებრივი სილამაზე არ ურჩევნია? -არც შენი საქმე არაა და არც გუკასი მე ტონალურს წავისმევ თუ არა! ისე გავბრაზდი, კინაღამ საცემად მივვარდი... -რა გინდა ტასო? რა დაგიშავე? სულ ასე ცუდად მექცევი! რატომ რახან შენნაირი ბარბი გოგო არ ვარ და ციდან სამ მეტრზე არ ვდგავარ? თუ ეს იმ შენი მატრაკვეცა დაქალების ბრალია, რომელთაც ვეზიზღები... -კიდევ მე გექცევი ცუდად?! -დიახაც! ჩემი ცუდი მოქცევა საპასუხო რეაქციაა შენს ასეთ ქცევებზე. რა იყო გრცხვენია შენნაირი ტყუპისცალი რომ არ გყავს? გრცხვენია რომ შენს უმაკიაჟო ვარიანტს ხედავენ? იცი რომ წლებია ერთად არსად არ ვყოფილვართ! სკოლაშიც კი არ მივდივართ ერთად!.. -რა შუაშია აქ სირცხვილი? უბრალოდ არ მომწონს ესეთი ჩაკეტილი რომ ხარ საკუთარ თავში!.. -ტასო, ხომ იცი რომ... -ვიცი რომ ასე ნიკუშას გამო ხარ, მაგრამ ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით... მას არ მოეწონებოდა, ასეთ დღეში რომ ენახე... -ნუთუ შენ საერთოდ აღარ გახსოვს ჩვენი... -არც კი გაბედო მაგ წინადადების დამთავრება!.. მე ის არასდროს დამავიწყდება.,. მეც ბევრი ვიტირე და ვინერვიულე მისი სიკვდილის გამო! ის უზომოდ მენატრება და ვიცი რომ შენც გენატრება! მაგრამ ის აღარ არის... -ტასო გეყოფა... -რა მეყოფა ანო რა?! ნიკუშა ისევე იყო ჩემი უფროსი ძმა, როგორც შენი! შეიძლება თქვენ უკეთესი ურთიერთობა და და-ძმობა გქონდათ, მაგრამ ის მეც უზომოდ მიყვარდა და მიყვარს! მე შენც მიყვარხარ და შენს დაკარგვასაც ვერ გადავიტან ანო! გესმის?! არ მომწონს ასეთი ჩაკეტილი რომ ხარ საკუთარ თავში და არავის გვიკარებ! -ეს ჩემი ცხოვრებაა! -და იქნებ გამოცადო სხვანაირი ცხოვრებაც! -არა! არ მინდა! და რომც მინდოდეს უკვე სხვანაირი რეპუტაცია და სახელი მაქვს სკოლაშიც, უბანშიც და ყველგან! -მოდი მე დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში!მე ერთი იდეა... -მომისმინე ტასო, შენ ძალიან ბევრი რამ არ გესმის! ჩემს ცხოვრებაში ისე მარტივად არ ხდება ყველაფერი, როგორც შენს ცხოვრებაში გესმის?! მე არ მყავს დაქალები, მე არ მყავს შეყვარებული, რომელიც სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭია... -ხოდა ამიტომაც უნდა დამამთავრებინო სიტყვა! მოკლედ ასეთი იდეა მაქვს... 2 დღით მე და შენ ადგილები გავცვალოთ. მე ანო ვიქნები, შენ კი ტასო... მე შენს ცხოვრებას ვნახავ, შენ კი ჩემსას... მერე შენც გადაწყვეტ როგორი გინდა რომ იყო... -არა ტასო... მე ვერ შევძლებ ამას... ეს...სისულელეა! -ფლიიიზზ! ხომ ამბობდი არ იცი როგორია ჩემი ცხოვრებაო, ხოდა გავიგებ! მიდი რა! ეს ფანტასტიკური იდეააა! -ეს ძალიან ცუდი იდეაა! ჩემნაირ ცხოვრებას შენ ვერ შეეგუები! ვერ შეეგუები! -2 დღე არაფერია ანო! -გული გეტკინება! დამიჯერე რა! -გოგოოო! 2 დღე მარტო! მიდი რააა! გემუდარები... ნიკუშას ხათრით... -... -დუმილი თანხმობის ნიშანია! პერფექტო! ხვალიდან ვიწყებთ! -ოღონდ ერთი პირობით! -რა პირობით? -არავის ეტყვი რომ ადგილებს ვცვლით! გუკასაც კი! არც შენს ტლიკინა დაქალებს! მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება და ორღეში ისევ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით,ისე თითქოს არც არაფერი ყოფილა! -დეთს ფერფექტ! I დღე... ა ნ ო დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. გავთიშე მაღვიძარა და ისევ ვაპირებდი ძილის შებრუნებას, რომ მომვარდა ტასო და ამაგდო საწოლიდან. -ადექი! დღეს დიდი დღეა, დიდი! -აუ ტასო დამაძინე ცოტახანი! -აეგდე თორემ ძალით აგაგდებ! -კაი, ხო ავდგები ორ წუთში... -კაი მანამდე მე შევალ აბაზანაში! -მიბრძანდი! თქვენთვის დამითმია! ცოტახანში მეც ავდექი, აბანო მოვილიე და ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მაგრამ მომვარდა ტასო და გამაჩერა... -რა გინდა გოგო? მაცალე ჩაცმა! -დღეს ამ ტანსაცმელს მე ვიცმევ, აი შენ კი ამათ...−რაღაც საოცრად მოკლე, წითელ კაბაზე მიმითითა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. -იოცნებე!..მაგათ ასი წელი არ ჩავიცმევ და ვერც დამაძალებ!.. ...მაინც ჩამტენა ამ კაბაში ნაგავმა...გავიფიქრე და თან ჩემს თავს ვუყურებდი კაბაში. ჩემი მეორე ვარიანტი ხშირად მყავს კაბებში ნანახი, მაგრამ ჩემს თავს, რომ ვუყურებდი ასე გამოწყობილს, მაინც უცხოდ მეჩვენებოდა... -რა ნაგავი ხარ!..მეც კაი დებილი ვარ რა! ამაზე როგორ დაგთანხმდი! -ძალიან გიხდება! ახლა მაკიაჟის დროა! -ოღონდ ახლა ტონანახევარი რაღაც არ წამისვა! ბევრი თხოვნის შემდეგ მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟი გავაკეთებინე. -ახლა ჩემი დროა!−ვუთხარი და მისკენ წავედი, მაგრამ ამ ქუსლიანებზე კინაღამ კისერი მოვიტეხე. გახდა დავაპირე, მაგრამ ტასომ არ დამანება, ასე უფრო მიეჩვევი სიარულსო. მეც ჩავაცვი შავი ჯინსის შარვალი, მუხლებზე გადახეული, მუქი ლურჯი ბრეტელებიანი ზედა და შავი ოლ სტარის მაღალყელიანი კედები. თმა ჩავუწანი და კეპი დავახურე. ბევრი მეხვეწა ცოტა მაკიაჟს გავიკეთებო, მაგრამ უარით გავისტუმრე. ჩემი ძმაკაცები ეგრევე მიხვდებიან, რომ მე არ ვართქო. -მოიცა ძმაკაცები გყავს? რა ჰქვიათ ეგეც კი არ ვიცი... -ერთს მათე და მეორეს დემეტრე.მათე ჩემთვის ყველაზე მაგარი ძმაკაცი და საუკეთესო მეგობარია. მან საერთოდ ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, ასე რომ შეიძლება ეგრევე მიხვდეს რომ მე არ ვარ... -კარგი... ჩემი დაქალები ელენე და კატო არიან. შეყვარებულს კი გუკა ჰქვია, როგორც იცი. მორჩა მეტი ისეთი არავინ. დანარჩენი უაზრო თაყვანსმცემლები და ხალხი, რომელსაც ჩემთან მეგობრობა ძალიან უნდა. ჩანთებიც და წიგნებიც გავცვალეთ, რადგან მისი წიგნები სულ დაჯღაბნილი იყო,უაზრო რაღაცეებით, ჩემი კი მოვლილი და კარგად ნახმარი. სკოლაში მე ძირითადად ავტობუსით ან ფეხით დავდივარ. მასთან კი გუკა მოდის ხოლმე. ახლა კი ის წავიდა ავტობუსის გაჩერებასთან, მე კი გუკას მესიჯს დავუცადე (ტელეფონებიც გავცვალეთ). მალე მომწერა გუკამ აქ ვარო და ძლივს-ძლივობით გავჯლაგუნდი გარეთ. ის მანქანასთან იდგა და ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცას, მე კი კოჭლობით და ფეხის გადაბრუნებებით მივაღწიე მანქანამდე. -როგორ ხარ ჩემო სიყვარულო?−მოვიდა და წელზე შემომხვია ხელი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გუკა საკოცნელად გამოიწია, მაგრამ მე თავი ავარიდე და უბრალოდ მხარზე დავადე თავი, რომ ჩემთვის არ ეკოცნა. აბა ბიჭო მაგას მოვაპარინებდი ახლა ჩემს პირველ კოცნას. -რა იყო? რამე ხომ არ გჭირს, ანგელოზო?−გაკვირვებულმა შემომხედა. -მე უბრ... არაფერი პროსტა წუხელ ჩემს დასთან ვიჩხუბე და ცუდ ხასიათზე ვარ. მანქანის კარი გამიღო, თვითონ კი რულის მხარეს დაჯდა. -მაგის გამო როდის მერე ხდები ცუდ ხასიათზე? სულ ამბობ სატანაა და მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევო! ესეიგი სატანა ვარ არა?! უი შე საწყალო ტასო... -არა, უბრალოდ წუხელ ბევრი ისეთი რამ მითხრა...აი ძაან რომ მეწყინებოდა!− მისნაირი ლაპარაკის მანერა უნდა დავხვეწო! -კაი სიხარულო, შენ არ ინერვიულო! მალე მივედით სკოლასთან და გადმოვედით მანქანიდან. -დღეს რა გეგმები გაქვს? -მმმ...ჯერ არ ვიცი. -სადმე არ წავიდეთ ერთად? -იციი... -წამოვა აბა რას იზამს−უკნიდან კატო და ელენე დაგვადგნენ და ჩემს მაგივრადაც მიიღეს გადაწყვეტილება. -კარგი მაშინ დროებით−ვიცოდი ახლა კოცნას დააპირებდა, ამიტომ მხოლოდ ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. როგორი რბილი ლოყა აქვს, ალბათ ახლახანს გაიპარსა. უიმე რა ფიქრები მაწუხებს. -კარრრგი! დროებით!−ჯერ გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ კი სკოლაში შედის. -რა იყო? გუშინ რამე მოხდა თქვენს შორის? ყოველთვის ისე ვნებიანად ემშვიდობებით ერთმანეთს და ახლა რა ხდება? რამე გაწყენინა გუშინ სასეირნოდ რომ იყავით გასულები? -არა კაცო, რატო უნდა ეწყენინებინა. უბრასლოდ მაგარ ბანძ ხასიათზე ვარ. -უიმე ნუს სულელობ რა! წამოდი სკოლაში შევიდეთ! მათესთვის ან დემეტრესთვის რომ მეთქვა ცუდ ხასიათზე ვართქო თან გადამყვებოდნენ და ამათ არც კი დააინტერესათ რა მჭირს. მომენატრა ჩემი ცხოვრება... ტ ა ს ო ესეიგი ანომ მითხრა რომ ავტობუსში შემხვდებოდნენ მათე და დემეტრე. უფრო მაღალი რომელიცაა ეგ მათეა და შედარებით დაბალი(თუმცა დაბალი არც ის არისო, უბრალოდ მათე უფრო მაღალიაო) დემეტრეო. გასაგებია. მთავარია დახატვა არ მომთხოვოს ვინმემ და სხვა ყველაფერი კარგად იქნება. აი ავტობუსიც... ავედი და თვალებით ვეძებდი ვინმე ხელს ხომ არ მიწევს ან რამე მსგავსს და აი ერთი ბიჭი, ძაან საყვარელი ბიჭი წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. წაბლისფერი თმა ოდნავ მოშვებული ჰქონდა, მის კუპრივით შავ თვალებში ჩაიძირებოდით და იქ ჩაიკარგებოდით, რომ გენახათ. მუქი ნაცრისფერი ფართხუნა ზედა ეცვა. ფართხუნა ზედაშიც ეტყობოდა როგორი დაკუნთული იყო. -რა იყო გოგო, რას დამაშტერდი, პირველად მნახე?−როგორი კარგი ხმა აქვს გადავირიე. -ჰაა...არა... უბრალოდ ჩავფიქრდი! -რაზე, რა მოხდა? ხო მშვიდობაა? წამო დავჯდეთ!− ერთი ხელი მხარზე მომხვია, მეორე კი მუშტად შეკრა და თმები სულ ამიბურდა...ამაზე ისე გავბრაზდი, კინაღამ ვხიე, მაგრამ თავი შევიკავე და წყნარად ვთხოვე გაჩერებულიყო. -რა იყო ძმაკაც? მართლა რაღაც ცუდი მოხდა ეტყობა! რატო იღრინები დღეს მთელი დღე ასე?! -დემეტრე სადაა? -ცოტა ადრე მოუწია წასვლა. მაგას ხომ ის მოსწონს, შენი დის დაქალი რომაა ელენე, ხოდა მოკლედ მაგას უყიდა ძალიან მაგარი კულონი. მერამდენედ ყიდულობს საჩუქარს, მაგრამ ის დებილი გოგო ზედაც არ უყურებს. ამ ჩემისასაც არ ესმის რომ არ მოსწონს იმ გოგოს და რომ შეეშვას. მართლა ძალიან უყვარს! ხმა ვერ ამოვიღე, ადრე კი მითხრა ელენემ ერთ დებილ ბიჭს ვუყვარვარ და ათას საჩუქარს მჩუქნისო, მაგრამ მგონი მაშინ გუკას ძმაკაცი ევასებოდა... ისიც მითხრა სიპათიური ბიჭია, მაგრამ საჩემო არ არისო... -ჰეიი... აქ ხარ? -კი, კი! რას მეუბნებოდი? -შენ რა მოგივიდა? ხო მშვიდობა გაქვსთქო?! -აა...უბრალოდ მე და ჩემმა დამ ვიჩხუბეთ გუშინ და ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ. -იმ ბარბისთან ჩხუბი როდის მერე გაყენებს ცუდ ხასიათზე? ბარბიოო?! ზუსტად ერთნაირად ლაპარაკობენ ეს და ჩემი და! -ნიკუშაზე ვისაუბრეთ... -ძმაკაც მისმინე...ვიცი რომ გენატრება შენი ძამიკო. მეც ძალიან მენატრება ჩემი ერთ-ერთი უმაგრესი ძმაკაცი, მაგრამ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. არ ვიცი იმ ბარბიმ რა გითხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასაც ენატრება. მიუხედავად ყველაფრისა, ნიკუშა მისი ძმაც იყო...შენ სხვანაირად გამოხატავ მისი დაკარგვისგან მიყენებულ ტკივილს, ის სხვანაირად! ასე რომ თავი შეიკავე ზედმეტი ემოციებისგან და შეეშვი იმ გოგოს! ვაუ! მგონი შეყვარებული ვარ ამ ბიჭზე!.. უიმე ტასო რამდენ სისულელეს მოროშავ ხოლმე! გუკა არაა შენი სიყვარული? ხოდა დაეტიე ახლა. მივედით სკოლასთან და ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვხტით ორივე. -მოკლედ დღეს გაკვეთილების მერე მე, შენ და დემეტრე მივდივართ ვენდისში, თან რაღაც პროექტი მაქვს და უნდა დამეხმაროთ. ვერ ვერკვევი ამ ისტორიაში, შენგან და დემეტრესგან განსხვავებით და თან მომენატრა ჰამბურგერი, ასე რომ უარი არ მიიღება! -კი, მაგრამ... -ახლა არ დაიწყო სამეცადინო მაქვსო, ან უნდა ვხატოო ან რამე მსგავსი...მოდიხარ და მორჩა! წავედი ახლა მე და დროებით!−მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მეთორმეტე კლასისკენ წავიდა. ესეიგი ესეც მეთორმეტეა?! ვაუუ! აქამდე რატომ არ მყავდა ნანახი?! მაგრამ გუკასთან ერთად ვის შევამჩნევ... ამ დროს ელენე და კატო მოვიდნენ და პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდნენ... -ვა გოგოებოო...−მინდოდა გუშინდელი ამბები მომეყოლა, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ მე ახლა ანო ვარ და არა ტასო და მოვკეტე. -აუ პროსტა რა არის ეს? რა გაცვია? შენი დის ადგილას მე შემრცხვებოდა შენნაირი ტყუპისცალის! უიმეე რა საშინელი ზედაა! გემოვნება საერთოდ არ გაქვს! ან მაკიაჟის გარეშე რას გავხარ ეს, რა არის?! ღმერთო ჩემს დას ასე ელაპარაკებიან ესენი?! არ მჯერა რომ ჩემმა დამ აქამდე არ დაარტყა. -ანუ მაკიაჟის გარეშე ჩემი დაც მახინჯია?!−ვთქვი და თან ხელები გადავაჯვარედინე. -შენი და იმდენ მაკიაჟს ისმევს,როგორიც არის ისე უფრო მახინჯია! თვცალები გავაფართოვე...ნუთუ ესენი ჩემი დაქალები არიან. ადამიანები, რომლებსაც ყველაფერს ვუყვებოდი...არ მჯერაა! მაგრამ არაფერი არ შევიმჩნიე და გავაგრძელე: -და ეს ყველაფერი ჩემს დას რომ მოვუყვე?!−ირონიულად გავუღიმე. -უკვე მერამდენედ გვემუქრები ასე საყვარელო! და უკვე მერამდენედ უნდა გითხრა, რომ შენი და შენ კი არა ჩვენ დაგვიჯერებს, როდესაც ვეტყვით თუ როგორი ნაგავი ხარ და როგორ ცდილობ რომ მეგობრებს დააშორო შენი ტყუპისცალი!.. გაბრაზებისგან მუშტი შევკარი და ეს მათაც შეამჩნიეს. -წინაზე რომ ასე მუშტი შეკარი და კატოს დაარტყი, მაშინ ხომ გახსოვს როგორ მოგადგა კატოს ბიჭი და როგორ გირტყა წიხლები მუცელში, გინდა ისევ იგივე განმეორდეს?! ეს ირონიული ღიმილიც სახეზე შემახმა...მათ კი სიცილ-კისკი გააგრძელეს და ისე ჩაიარეს. თვალებზე ცრემლები მომადგა და საპირფარეშოში შევვარდი. თავს ძალა დავატანე და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ჩემს ლოყაზე გზის გაკვლევის საშუალება არ მივეცი. ღმერთო ესეიგი ერთხელ ანოს ჩაქცევები რომ დავინახე მის სხეულზე, იმ ახვარი დაჩის ბრალი იყო?! ვაიმეე... ეს ყველაფერი ჩემი ბრალია! საწყალი ანო! ის ამდენს იტანს, მე კი ასე უდარდელად ვცხოვრობ...ღმერთო ჩემო!.. პირზე ხელი ავიფარე, შემდეგ კი გაბრაზებულზე ფეხი ვგლიჯე საპირფარეშოს კარებს. ამიტომ მეუბნებოდა მე შენგან განსხვავებით ბევრად რთული ცხოვრება მაქვსო?! ამიტომ მითხრა ჯობია არ გამოცადოვო?! ნეტავი რამდენჯერ იყო ეგეთი შმეთხვევა?! ღმერთო ძალიან ცუდად ვარ!.. გული რომ ვიჯერე, მოვიკიდე ჩანთა, გამოვედი საპირფარეშოდან და კლასში შევედი. ანოც იქ იდგა და ჩვენს კლასელ გოგოებს ელაპარაკებოდა. ის ისე თბილად უღიმოდა ყველას, მე კი ყველას უკმეხი პასუხებით ვისტუმრებდი... არ მინდა რომ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე. მე მომწონს ანოდ ყოფნა. მას ერთგული მეგობრები და მშვენიერი, წყნარი ცხოვრება აქვს...ჩემი ’’დაქალები’’ ასე არასდროს მეკითხებიან თუ რა მჭირს და ხომ მაქვს მშვიდობა… ისინი ჩემს დას აკრიტიკებენ, მისი მეგობრები კი ანოსთან მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიცავენ. ღმერთო რთული 2 დღე მელის წინ! ა ნ ო სკოლაში უამრავი გოგო მესეოდა და ათას კითხვას მაყრიდნენ ჩაცმულობაზე, ჩანთაზე, მაკიაჟზე და ა.შ. ტვინის ჭამა გოგოები კი იყვნენ, მაგრამ მაინც სითბოთი ამევსო გული, რადგან თურმე არც ისე ცუდი ყოფილა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს კატო და ელენე მაღიზიანებდნენ. კატო სულ ახალ-ახალ ბიჭებს მაჩვენებდა ჩვენი სკოლიდან და მეუბნებოდა ნახე როგორი სიმპათიურიაო, ელენე კიდევ ტელეფონს არ აგდებდა ხელიდან, ჩემს სიხარულს ვწერო... კლასში მასწავლებელმა რამდენიმე შეკითხვა დასვა. ძალიან მინდოდა ხელი ამეწია და პასუხი გამეცა, მაგრამ ტასო ეგეთი არ არის და მგონი მეც შემილახა რეპუტაცია, რადგან 5ჯერ დაუსვევს შეკითხვა და მარტო ერთს გასცა პასუხი, ისიც არასწორი. გავბრაზდი, მაგრამ რა უნდა მექნა. ამაზე მე თვითონ დავთანხმდი. სკოლის მერე ყურსასმენები გავიკეთე და ფეხით წამოვედი სკოლიდან. ჩემი დის ცხოვრება გამაღიზიანებელია...საერთოდ რატომ დავთანხმდი ამ სისულელეს?! ნერვები მეშლება ახლა საკუთარ თავზე...იქნებ მასაც არ მოეწონა ჩემი ცხოვრება და ამ საღამოს უკვე უარი თქვას ამ სისულელეზე! ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც უკნიდან ვიღაცამ ხელი მომკიდა, მისკენ დამქაჩა, წელზე ხელი მომხვია და მაკოცა... ეს იმდენად მოუოდნელი იყო,რომ ვერაფრის გააზრება მოვასწარი, შემდეგ კი როცა მოვტვინე რაც ხდებოდა, ხელი ძლიერად ვკარი მკერდზე და გამოვიწიე... -რა ჯანდ...−და უცბად გავშტერდი. არ ვიცოდი რა მექნა... -რა იყო ანგელოზო, ჩემი კოცნა როდის მერე გაღიზიანებს?−ცალყბად გამიღიმა, მაგრამ ისევ დასერიოზულდა. -გუკა? მეე...მე... მე უბრალოდ...უცბად ვერ გავიაზრე ვინ იყავი და რა ხდებოდა საერთოდ! არ მჯერა რომ გუკამ მომპარა პირველი კოცნა...ეს...ეს...ღმერთო არ მჯერა!.. მოვკლავ ტასოს!..დავახრჩობ!..მოვკლავვვვ!.. ტ ა ს ო სკოლაში დღემ საშინლად ჩაიარა. ასეთი მარტოსული ჯერ არ ვყოფილვარ. არავინ მელაპარაკებოდა. ვისთანაც საუბარი დავაპირე ყველა გამექცა...ზოგმა რაღაც მოიმიზეზა, ზოგმა კი პასუხი არც კი გამცა ისე წავიდა. ნუთუ ამას ჩემი და ყოველდღე უძლებს?! არ მჯერა!.. მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი სანამ მათეს და დემეტრეს არ შევხვდი სკოლის შემდეგ. -რამდენი ხანია გელოდებით! სად ხარ გოგო ამდენ ხანს?!−მითხრა დემეტრემ და ჩემკენ წამოვიდა გადასაკოცნად. -აბა გოგონი, ხომ მოდიხარ ჩვენთან ერთად?−საზიზღარ ხასიათზე ვიყავი და ცოტა გამხიარულება მჭირდებოდა, ამიტომ დავთანხმდი. -მშვენიერიააა!−ტაში შემოჰკრა მათემ სიხარულისგან და თავისი მკვლელი ღიმილი შემომანათა−წავედით! ისე აქამდე არასდროს მიჭამია ჰამბურგერი.ზოგადად ვეგეტარიანელი ვარ... დიდად არც ფრის ვეტანებოდი, გასუქების მეშინოდა, მაგრამ როგორც ვიცი ჩემი და გიჟდება ამ ყველაფერზე და ახლა მე რომ უარი ვთქვა, მაშინვე მიხვდებიან რომ ტასო ვარ და არა ანო. ამიტომ დღეს ჰამბურგერის და ფრის ჭამა მომიწევს...ბლაყყ... მოკლედ მალე მივედით ვენდისში, ყველამ ავიღეთ ჰამბურგერი, ფრი და კოლა და მეორე სართულზე დავჯექით წყნარად. -ესეიგი ბავშვებო პროექტი მაქვს გასაკეთებელი დავით აღმაშენებელზე და ნუ მაგ პერიოდზე რა და უნდა მიშველოთ! -მ...მეე?−ვთქვი გაოცებულმა და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. -ხოო...შენ და დემეტრე!−ისე შემომხედა თითქოს უკანასკნელი იდიოტი ვიყო, შემდეგ კი შეუმჩნევლად ჩაიღიმა, მაგრამ უცებ ლოყაზე იკბინა შიგნიდან. -იციი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი, მაგრამ ახლა გამახსენდა რომ გასასვლელი ვარ! -სად? -მმმ...ბიბლიოთეკაში. -ამმ...კაიი!−რაღაც არაფრის მთქმელი სახით გამომხედა. -ბოდიში რა! -არაფერია კაცო! იქით კვირაში უნდა ჩავაბარო მაინც. მეც წამოგყვები! -არ მინდა მადლობა! არ შეწუხდე! მკვლელი მზერით გადმომხედა. -როდის მერე გაგიჩნდა ასეთი კომპლექსები?! როდის მერე ღელავ იმაზე ვწუხდები თუ არა?! -მმმ...−დავიბენი...მართლა ძალიან დავიბენი და ვერაფერი ვუთხარი. -წამოდი, წამოდი!−მითხრა,წელზე ხელი მომხვია და ლიფტისკენ დასაძრავად მიბიძგა. სხეულში სასიამოვნოდ გამცრა მისი შეხებისას. ჩვენი ლანგრებიანად ჩავედით პირველ სართულზე. საჭმელი წასაღებად გაამზადებინა და იქიდან რომ გამოვედით, პირდაპირ ბიბლიოთეკაში მივედით. -აბა რა წიგნს ეძებ?−მკითხა, მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს. რაღაც წიგნი გადმოიღო და თან იმას ათვალიერებდა. -ამმმ...რამე კარგ წასაკითხს. რომ ვიმეცადინებ მერე რომ დავჯდე და წავიკითხო. -მმმ...−ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ კი უცებ ფართოდ გამიღიმა და ხელი ჩამკიდა− წამოდი მე ვიცი ერთი კარგი წიგნი... მეც უხმოდ გავყევი. ერთხელ ხელის გაშვებაც ვცადე, მაგრამ ამაოდ და მერე რომ აღარ დაეჭვებულიყო გავჩერდი. საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა იყო, მან კი სულ ბოლო რიგში წამიყვანა, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მივიდა და ერთი წიგნი გადმოიღო: -ჯეინ ოსტინის ’’სიამაყე და ცრურწმენა’’ ძალიან მაგარი წიგნია...ზუსტად საშენო!.. აბა რას იტყვი?−მითხრა და კითხვისნიშნიანი თვალებით შემომხედა. -მმმმ...კარგი! ვფიქრობ არ იქნება ცუდი წიგნი!..−ვუთხარი და ხელი გავუწოდე, რომ წიგნი მოეცა. მან კი ხელზე დამქაჩა და კედელზე ამაკრო(როგორც ვთქვი ბოლო რიგია), თან ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია, მეგონა ახლა ტუჩებში მაკოცებდა და თვალები დავხუჭე, მან კი ტუჩი ყურთან მომიტანა და ნაზად ჩამჩურჩულა: -კარგი რა ტასო! ასე ცუდად იცნობ შენს დას?!−მითხრა და ყურის ბიბილოზე სველი კოცნა დამიტოვა... შემდეგ გამოიწია, ცალყბად გაიღიმა, ხელები გადააჯვარედინა და ჩემს გვრდით კედელს მიეყრდნო. მე კი ისევ ისე ვიყავი აკრული და ვერც კი გავიაზრე რომ ის ჩემს წინ აღარ იდგა, სანამ მისმა ჩახველებამ არ გამომაფხიზლა. გავსწორდი და საცოდავი თვალებით გავხედე მათეს: -კი, მაგრამ შ...შენ...შენ საიდან... -ანო ერთი და იგივე წიგნს ბევრჯერ არ კითხულობს, მითუმეტეს თუ ის ახალი წაკითხული აქვს, მან კი დაახლოებით რამდენიმე თვის წინ წაიკითხა ეს წიგნი. ამას გარდა ვენდისში ის სულ ჩიზბურგერს იღებს და არა ჰამბურგერს და ყველზე მთავარი, ყველაზე მეტად ისტორია არ უყვარს. სწავლობს, მაგრამ მარტო მოვალეობის მოხდის მიზნით, რომელ პროექტებზეა საუბარი. თავზე გადამახევდა ანო იმ პროექტს!−მითხრა და კმაყოფილი სახით გამომხედა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე... -აბა შენს ახსნა-განმარტებას ველოდები! -კაი წამოდი სადმე დავჯდეთ და გეტყვი ყველაფერს... მალე ერთ-ერთ კაფეში ვიჯქეით და წინ კი ვენდისში ნაყიდი საჭმელი გვედო, ისევ ისეთი შეფუთული, როგორიც გამოგვატანეს... -მოდი თან ვჭამოთ!−მითხრა და პარკისკენ წაიღო ხელი -იცი მეე არ მიყვარს არც ჰამბურგერი და არც ფრი! ხელები გაუშეშდა და გაკვირვებულმა შემომხედა. შემდეგ ხელები უკან წაიღო, სკამზე კარგად მოკალათდა და ’’გისმენ’’ სახით გამომხედა. მეც მოვუყევი თუ როგორ ვიჩხუბეთ, როგორ შევთავაზე მე ეს საოცარი იდეა, როგორ დავითანხმე ძლივს-ძლიობით, როგორ გავცვალეთ მეორე დღეს ყველაფერი და როგორ წამოვედით სკოლაში. ბოლოს კი ოდნავ შეცბუნებულმა დავამატე: -ანო მომკლავს! -სანამ შენ მოგკლავს, მე მოვკლავ მანამდე! ეს როგორ დამიმალა! იცი პირველად როდის მივხვდი ანო რომ არ იყავი?! ვენდისში წასვლაზე რომ გითხარი და ჭოჭმანი დაიწყე... ანოს რომ უთხრა ვენდისში წამოვო დაუფიქრებლად წამოგყვება... სულ რომ თავზე საყრელად ჰქონდეს საქმე, მაინც გაგყვება, შეჭამს და თან რამე ერთ საქმეს იქ მოიცილებს. -შენ და ანო როგორც ჩანს დიდი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ! -არა მარტო მე და ანო! მე შენც გიცნობდი, ნიკუშასაც და ანოსაც რა თქმა უნდა! -რა?−თვალები გაკვირვებისგან გადმოვკარკლე−მეც მიცნობდი? კი მაგრამ საიდან? -ხვალ სასეირნოდ წამომყევი და მოგიყვები საიდანაც!−მითხრა, ცალი ტუჩი ჩატეხა და წარბები აათამაშა. -მმმ...იცი არ ვიც... -როგორ არ მიყვარს შანტაჟი, მაგრამ მომიწევს... იცოდე მაშინ ყველას ვეტყვი რომ თქვენ ორმა ყველა გააცურეთ და შენც ისევე გაქცევს ხალხი ზურგს, როგორც ანოს აქციეს... თავი ხელებში ჩავრგე და ცოტახანი ასე ვიყავი,შემდეგ კი თავი არ ამომიწევია ისე ვუთხარი: -კაი წამოვალ...ოღონდ−თავი სასწრაფოდ ავწიე და საჩვენებელი თითი სახესთან ახლოს მივუტანე−იცოდე რომ ამას პოპულარობის გამო არ ვაკეთებ...მე მართლა მაინტერესებს საიდან მიცნობ... -კარგი! გასაგებია! ახლა კი საჭმელი ვჭამოთ, თორემ მოვკვდი შიმშილით! სხვათაშორის შენც შეჭამ! შენ არ იცი რას მაზავ ამას რომ არ მიირთმევ! პირდაპირ უგემრიელესია! ვიცი რომ ’’ჯანკ ფუდია’’, მაგრამ ათასში ერთხელ არაფერს გიზამს... -მე უბრალოდ...არ მიყვარს!.. -ჰე მიდი ერთი გასინჯე ჩემიხათრით!.. გახსნა ჰამბურგერი და ძალით ჩამტენა პირში. თავიდან დავიმანჭე და თან ნელა ვღეჭავდი...არც ისეთი საზიზღრობა ყოფილა. -მმმ..ცუდი არ არის!−ვუთხარი როდესაც ლუკმა გადავყლაპე. -ვიცოდი რომ მოგეწონებოდა! გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ თქვენ ორი არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც ძალიან გავხართ ერთმანეთს! ბავშვობაშიც ასე იყო და ახლაც! უბრალოდ ნიკუშას გარდაცვალების შემდეგ ჩამოცილდით ერთმანეთს, როდესაც პირიქით ერთმანეთს გვერდში უნდა ამოსდგომოდით... ანო ღიად გმოხატავს იმ მწუხარებას და სევდას, რაც ნიკუშას გარდაცვალებამ მოუტანა, აი შენ კი...შენ ცდილობ დამალო ეს სევდა!−თქვა და ჰამბურგერს უკბიჩა. ხმა ვერ ამოვიღე. უბრალოდ გაშტერებული ვუსმენდი და შემდეგ კოლა მოვსვი. ისე ღრმად ჩავუფიქრდი ამ ამბავს, სულ დამავიწყდა სად ვიყავი და ვისთან ერთად. ძალიან მოვიწყინე ნიკუშას ამბავის გახსენებაზე. როგორც ჩანს ამას მათეც მიხვდა, ჩაახველა და ისევ დაიწყო საუბარი: -სხვათაშორის მინდა ფსიქოლოგი გამოვიდე, სწორედ ამიტომ ვიცი ადამიანის ფსიქოლოგია ასე კარგად...შენ რას აპირებ? -მმმ...−ცოტა ხნით ჩავფიქრდი−არ ვიცი. ძალიან მინდა რომ დიზაინერი გავხდე. -ხო ნუუ...აბა ბარბი ტყუილად კი არ ხარ! უბრალოდ მეგონა მოდას გაჰყვებოდი... -ვაიმე გამასწარი ახლა აქედან! -აი!−ძალიან ხმამაღლა თქვა და თან მოულოდნელად. პარალელურად წამოხტა და ბედნიერ-გაოცებული სახით მიყურებდა, მე კი გული კინაღამ გამისკდა. -რა აი ბიჭო, ნორმალური ხარ?! -აი, აი და კიდევ აი! მე მართალი ვარ!−და კვლავ კმაყოფილი სახით დაჯდა. -რასთან დაკავშირებით ხარ მართალი?−გაკვირვებულმა გავხედე. -ფრაზები! -რა ფრაზები?!−ისე ვუყურებდი, როგორც შეშლილს. გულში გავიფიქრე ალბათ საბოლოოდ გააფრინათქო. -რა ფრაზები და შენ და ანო ზუსტად ერთნაირ ფრაზებს იყენებთ!−და ჩემი გამოჯავრება დაიწყო−’’ვაიმე გამასწარი ახლა აქედან’’ და ’’რა აი ბიჭო ნორმალური ხარ?!’’...ზუსტად ასე მეტყოდა ახლა ანოც! აი ვამბობ, რომ ზუსტად ერთნაირები ხართ, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. უბრალოდ თქვენ ეს ჯერ არ იცით!.. ა ნ ო მე და გუკა მანქანაში ვიჯექით. არ მინდოდა, მაგრამ მაინც ჩამისვა მანქანაში და სახლამდე მიმიყვანა. როდესაც სახლთან გავჩერდით, გადასვლა დავაპირე, მაგრამ მანქანის კარები ჩაკეტა და არ გამიშვა. -სადმე გავისეირნოთ ანგელოზო!−და საკოცნელად წამოიწია. მე კი თავი გავწიე და მამის მკვლელი მზერით შევხედე. -მე ანო ვარ და არა შენი ანგელოზი გასაგებია?!−ვიცი რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი,ამიტომაც აღარ გავჩუმებულვარ ისე გავაგრძელე− მე და შენმა ანგელოზმა ორი დღით ადგილები გავცვალეთ! რა მინდოდა, რას ვთანხმდებოდი, მაგრამ ის თუ აიჩემებს, არ გაჩერდება სანამ არ დაითანხმებს სხვებს და აი... გააღე მანქანა! უნდა გადავიდე აქედან, თორემ ჰაერი აღარ მყოფნის! მეგონა კარს გააღებდა, მაგრამ ამის მაგივრად დაქოქა და ძალიან სწრაფად მოვწყდით ადგილს. ასეთი სისწრაფე მეზიზღება! ნიკუშაც სისწრაფემ შეიწირა... -გააჩერე! გააჩერე!−ვთხოვდი, მაგრამ არავინ მისმენდა−გთხოოოვ! გთხოვ გააჩერე! მაგრამ შენც არ მომიკვდე... ...მანქანიდან რასაც ჰქვია გადმოვხტი,როდესაც გააჩერა. სასწრაფოდ მიწაზე დავემხე და ტირილი დავიწყე. ცრემლები მოდიოდა და მოდიოდა. არ ჩერდებოდა. გონებაში ის საშინელი დღე მახსენდებოდა... ის ავარია... მეგონა ახლა თავი გამისკდებოდა! -ანო?! ანოოო?! კარგად ხარ?−ძალიან ცუდად მესმოდა გუკას ხმა. თვალებს ძლივს ვახელ...მაგრამ მაშინვე გუკას შეშინებულ სახეს და ცისფერ თვალებს ვეფეთები... -ანოო! ანო როგორ ხარ?! -სად ვარ? -უსაფრთხო ადგილას ხარ! -სად ვართქო?! -შენ...ჩემს სახლში ხარ. მაშინვე თავი წამოვყავი და იქაურობა მოვათვალიერე. დიდი ლურჯ ფერებში გაწყობილი ოთახი იყო. უამრავი ალ პაჩინოს, ბელუჩის, შიმშილის თამაშების და კიდევ სხვა პოსტერებით... ჰმ... მთლად უგემოვნო არ ყოფილა. ბევრი კომპიუტერული მოწყობილობებიც ჰქონდა...უცებ ხელი მხარზე მომკიდა და ისევ დამაწვინა. -ექიმმა თქვა რომ უნდა დაისვენო. -მოიცადე გამარკვიე თუ შეიძლება! რა ექიმი, რისი ექიმი... -შენ ცუდად გახდი, ამიტომაც სახლში მოგიყვანე და ექიმიც გამოვიძახე. მეც ვეცადე ყველაფერი აღმედგინა მეხსიერებაში და მალე გამახსენდა, როგორ მოსწყდა მანქანა ადგილს, როგორ გადმოვხტი მანქანიდან როცა გაჩერდა და როგორ ირეოდა თავში მოგონებები...ისევ საშინელ ხასიათზე დავდექი და იმ საზიზღარ დღეზე ვფიქრობდი!.. -ანო მე...მე მაპატიე! არ ვიცოდი სისწრაფის ასე თუ გეშინოდა! -ავარია...−გაშტერებული ვიჯექი. -რა ავარია?−გაკვირვებული თვალებით შემომხედა გუკამ. -ეს უბედური შემთხვევა იყო!.. ის ძალიან სწრაფად ატარებდა მანქანას...მე... მე ეს ყველაფერი ვნახე...მე მის გვერდით ვიჯექი მანქანაში...ვთხოვდი შეენელებინა, მაგრამ არ შეანელა...სიჩქარეს არ უკლო...−პირზე ხელები ავიფარე და ისევ წამოვიდა ცრემლები ღაპა-ღუპით−სწორედ სიჩქარემ შეიწირა ჩემი ძმაც. მე გადავრჩი... ის გარდაიცვალა, მე კი გადავრჩი. ის ვერ გადაარჩინეს!−უკვე სლუკუნზე გადავედი. -დაწყნარდი ანგელოზო! დაწყნარდი!−გუკა ჩემკენ მოიწია და ჩამეხუტა−შენ უნდა დაისვენო! არ ვიცი რამდენ ხანს ვტიროდი, მაგრამ იმდენი ვიტირე რომ ბოლოს დავიღალე, ქუთუთოები დამიმძიმდა და ასე სლუკუნში ჩამეძინა. თვალები გავახილე. ოთახში სიბნელეა. ფანჯრისკენ გავიხედე და უკვე ღამეა. ფეხები საბნიდან გადმოვყავი და ფეხზე ჩაცმა დავიწყე, რომ რაღაც ფხაკუნები ისმის. ძალიან შემეშინდა და ლოგინზე ფეხსაცმელებით ავხტი და ლამპარიც აინთო. ჩემდაუნებურად კივილი დავიწყე, მაგრამ გუკა შემრჩა ხელში, რომელიც თვალებს იფშვნეტდა. -ჩუუ! ჩუუ! რა გაკივლებს! მეც მაშინვე პირზე ავიფარე ხელები. -შენ მე გული გამიხეთქე. მეთქი ვინ არის ოთახშითქო. -ბოდიში უბრალოდ სავარძელში ჩამეძინა...−ცოტახანი გაჩუმდა−იქნებ საწოლიდან ჩამოსულიყავი და ისე გვესაუბრა? აი აქ კი მართლა შემრცხვა. ახლა მარტო გავიაზრე რომ მაღალქუსლიანებით ვიყავი შემხტარი ლოგინზე. -ბოდიში!−ვთქვი დარცხვენილმა და ფრთხილად ჩამოვედი. -საწოლზე რას აკეთებდი? -ხომ გითხარი შემეშინდათქო. -სულელო!−გაეცინა. მეც გამეცინა ჩემს ასეთ სულელურ საქციელზე. შემდეგ კი სახლი გამახსენდა. -სასწრაფოდ უნდა წავიდე! ჩემები ალბათ ჩემზე უკვე ნერვიულობენ... ნუ ჩემზე რა ტასოზე ნერვიულობენ. ნუ პრინციპში ტასოსგან მიჩვეულები არიან ასეთებს, მაგრამ მაინც. -იცი მაინც რომელი საათია?! ასე დენდარტყმულივით რომ წამოხტი. -რომელი? -ღამის სამი საათია.−თქვა და ხელები გადააჯვარედინა. -რააა?!−გაკვირვებისგან თვალები გადმოვკარკლე. -დიახ ანგელოზო! ასე რომ დაწექი და დაიძინე. -მე ანო ვარ! -ვიცი−მითხრა უემოციოდ. -მაშინ ანგელოზს ნუღა მეძახი! ტასოა შენი ანგელოზი! -ტასოსთვის არც არასდროს დამიძახია ანგელოზი−ირონიულად გამიღიმა და საწოლიდან წამოდგა. კარებთან მივიდა, კარი გააღო, შემდეგ გავიდა და კარებს სანამ მიიხურავდა ეს სიტყვები მითხრა: -როდესაც სკოლაში წასაყვანად მოვედი შენთან და შენ ბარბაცით მობობღდი ჩემამდე, აი მაშინ მივხვდი რომ ტასო არ იყავი!.. ძილინებისა!−და კარი მიიხურა. გავშტერდი. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ან რა უნდა მეთქვა. ხმა ვერ ამოვიღე. როდესაც აზრზე მოვედი ოთახიდან ჩუმად გავედი და როგორც იქნა გარეთ გავღაწიე. დავიწყე ასე უაზროდ სიარული, ბოლოს დავინახე რომ ტაქსი მოდიოდა, სასწრაფოდ ჩავჯექი და მისამართიც ვუთხარი. ტ ა ს ო მოკლედ იქ კარგად ვისადილეთ მე და მათემ, შემდეგ კი მან სახლამდე მომაცილა. ბევრ თემაზე მესაუბრა და საბოლოოდ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. სახლში რომ მივედი არ ვიცოდი რა მეკეთებინა, ამიტომ ანოს ფლეილისტი დავათვალიერე. ერთი სიმღერა მომეწონა ძალიან: Lana del rey − diet mountain dew. ბოლოს კი ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე შუა ღამე ხდებოდა. გამიკვირდა ამდენი ხანი ანო სახლში რომ არ მოვიდა. ნეტავი ახლა სადაა? იქნებ გუკამ დაპატიჟა სადმე? უცებ თავში უსიამოვნო ფიქრები წამოვიდა მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამას ჩემში სევდა არ გამოუწვევია. დღევანდელმა დღემ დამაეჭვა იმაში მართლა მიყვარს თუ არა გუკა... იქნებ უბრალოდ ასე იმიტომ გამიტაცა, რომ სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე პოპლუარული ბიჭია...არ ვიცი...არ ვიციი... ახლა ის უფრო მადარდებს ამდენ ხანს ანო სად არის? ეს ჩემგან ნორმალური საქციელია, მაგრამ ის არასდროს მოდის ასე გვიან სახლში. ალბათ მოვა მალე! ცოტა ხანში ისევ ჩამეძინა... ძილში ფხაკუნის ხმა მესმის და ვფხიზლდები.სასწრაფოდ წამოვვარდი ლოგინიდან და ხელში რაც პირველი მომხვდა (თმის უთო)ის ავიღე, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. მალე შუქიც აინთო და ჩემს წინ თმააჩეჩილი, მაკიაჟით დადღაბნილი, ხელში ჩემი პრადას ფეხსაცმელებით მდგარი ჩემი მეორე ვარიანტი დამხვდა. გაშტერებული ვუყურებდი... -ანო?! ანო რა მოხვდა?!−მივვარდი, როდესაც გავიაზრე რომ საქმე კარგად არ იყო. -წყალი უნდა გადავივლო! -კარგი მიდი! პირსახოცს მე მოგიტან, შენ მანამდე ტანსაცმელი გაიხადე. წავედი პირსახოცის საძებნელად და ოთახში რომ შემოვედი ანო უკვე ხალათში გახვეული იდგა კარებთან. პირსახოცი მივეცი და შემდეგ ოთახში შევედი. ახლა მარტო გამახსენდა დროის ნახვა. საათს დავხედე და ოთხის ნახევარი იყო. ძალიან ავნერვიულდი, ლოგინზე ჩამოვჯექი და მის გამოსვლას დაველოდე. როგორც იქნა გამოაღწია ვანიდან და ოთახში შემოვიდა. სასწრაფოდ მივედი და ამბების გამოკითხვა დავიწყე. მან კი გამაჩუმა და ახლა თვითონ დაიწყო: -შენი ცხოვრება ნამდვილად რთული ყოფილა. ძალიან დამღლელი, რომანტიული და რავიცი კიდევ რა გითხრა. ეს ცხოვრება არ ყოფილა საჩემო. მე უფრო სიწყნარე და მარტო ყოფნა მიყვარს. როდესაც არავინ იცის ვინ ვარ!.. შენ რას იტყვი ჩემს ცხოვრებაზე? -კარგი! შენც ძალიან სხვანაირი ცხოვრება გაქვს. ჩემთვის უცხო... ამ ერთ დღეში ძალიან ბევრი რამ გადაქმხდა... -ხო მეც−თქვა ოდნავ დასევდიანებულმა და ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მაინც გავაგრძელე -მაგრამ რაღაც მხრივ ძალიან კარგია. რადგან შენ ნამდვილად საოცარი მეგობრები გყავს. მათ თითოეული ჩემი მოწყენის მიზეზი აინტერესებდათ და ეს ნამდვილად უცხო იყო ჩემთვის...არ ვიცი შენ ნამდვილად კარგი ცხოვრება გაქვს!.. -ხოო, შენს ’’დაქალებს’’ კი საერთოდ არ აინტერესებდათ ჩემი მოწყენის მიზეზი, რაც ძალიან უცხო იყო ჩემთვის! ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მისთვის, რაც მე ელენეზე და კატოზე გავიგე... მალე ორივენი ჩვენს ლოგინებში მოვკალათდით და შუქიც ჩავაქრეთ. ცოტახანი ვიწრიალე, ბოლოს კი გულმა ვეღარ მოითმინა: -ანო გღვიძავს?! -გისმენ! -მოკლედ სკოლაში ელენე და კატო მომადგნენ! -ოღონდ ეს არა!.. რა გითხრეს? გითხრეს თუ როგორი მახინჯი და უგემოვნო ხარ? -დაახლოებით! მათ ჩემზეც ბევრი ცუდი თქვეს და... ისიც თქვეს რომ კატოს შეყვარებულმა გირტყა...−ბოლო სიტყვები გაუბედავად ვთქვი. -ჭორიკანა გოგოები!.. თავიდან ისინი შენი მოგზავნილები მეგონნენ, მაგრამ შენზეც რომ ცუდად დაიწყეს ლაპარაკი მივხვდი რომ წარმოდგენაც არ გქონდა ამის შესახებ... -რაა?!−იმხელა ხმაზე ვთქვი, კინაღამ გლანდებიც ამოვაყოლე−ასე რატომ იფიქრე?!−ეს ფრაზა შედარებით ჩუმად ვთქვი. -მაშინ გეზიზღებოდი და იმიტომ! -მე შენ არასდროს მეზიზღებოდი! რა სისულელეა!−ვთქვი აღშფოთებულმა, შემდეგ კი დარცხვენილმა დავამატე−მე მეგონა შენ არ მოგწონდი და არ გინდოდა ჩემთან ერთად სადმე სიარული ან რამე მსგავსი. თან ცოტას ვმატრაკვეცობდი კიდეც!.. -ღმერთო არა! რა სისულელეა!.. უცბად უაზრო სიცილი ამივარდა... არც კი ვიცი რატომ მაგრამ სიცილი ამივარდა... მუცელი მთლიანად დამეჭიმა იმდენი ვიცინე! ცოტახანში ანოც ამყვა და ვიცინოდით ასე უაზროდ! კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ. მე ანოს ლოგინში გადავწექი და ასე ვლაპრაკობდით, სანამ მზის პირველმა სხივმა არ შემოანათა ფანჯრიდან. მხოლოდ მაშინ დავხედე საათს გაკვირვებულმა და 6 საათი იყო. -მოდი ახლა დავიძინოთ!−მითხრა ანომ−ხვალ კი სკოლაში არ წავიდეთ და მთელი დღე ერთად გავატაროთ! -კი მაგრამ დედა? -დედას რომ ვეტყვით მთელი დღის ერთად გატარება გვინდათქო, მთელი კვირით გაგვაცდენინებს სკოლას! -ხო ეგეც მართალია! მაშინ გადაწყვეტილია! პერფექტო! -კარგი, ძილინებისა! -ძილინებისა!−გადმოვბრუნდი, მაგრამ ვერ მოვისვენე−ალბათ მათესაც გაუხარდება ეს ამბავი!−მაინც ვთქვი... არ მინდოდა მათეზე საუბარი, მაგრამ წამომცდა! -რა?!−გადმობრუნდა გაკვირვებული. -არაფერი, უბრალოდ მათემ მითხრა რომ მე და შენ ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს, უბრალოდ ეს ჯერ არ ვიცით! -მოიცა ანუ იცის რომ ადგილები გავცვალეთ? -მმმ...−ღმერთო რამ მათქმევინა...დამეძინა−ხხხხოოოო... მაგრამ დედას ვფიცავარ მე არაფერი მითქვამს! თვითონ მიხვდა ყველაფერს! -აუ, აუ, აუ... ახლა ის დამახრჩობს!.. კაი რა თქვა?! და აი მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ მას გასეირნებას დავპირდი. -ამმმ... იცი მან სასეირნოდ დამპატიჟა! -რააა?!−ისე შეიცხადა, მეგონა რაღაც ცუდი მოხდა... -რა იყო? ეს ცუდია?−ვთქვი სახე არეულმა... -შენ ის მოგწონს? მოგწონს არა?−დენდარტყმულივით წამოხტა ლოგინიდან. -არაა!.. რა სისულელეა! მე უბრალოდ... უბრალოდდ... -მოგწონს! მოგწონს! მოგწონს! ვაიმეეე! ამას რას მოვესწარიიი! -კარგი დაწექი ახლა დავიძინოთ! ცოტა ხანი ასე იხტუნავა, მერე კი უცბად მოიწყინა, დაჯდა და დაიწყო: -კარგი, რახან ვიცი რომ სხვა მოგწონს, მაშინ გეტყვი... მე გუკას ვაკოცე.− მითხრა დასევდიანებულმა. -მართლა?! ანუ გუკას შეყვარებული ეყოლება?! აუ რა კაია ამოვისუნთქეე! -მოიცა რა?! -აუუ...ეს რთული ასახსნელია!.. მოკლედ გუკა და მე უბრალოდ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ერთ დღესაც თავისი თაყვანისმცემელი გოგოებისგან მობეზრებულმა მთხოვა რომ თავი მის შეყვარებულად გამესაღებინა, რადგან ისინი თავს არ ანებებდნენ. ამ გოგოებს შორის ჩემი დაქალებიც იყვნენ და რომ გაიგეს რომ გუკა და მე შეყვარებულები ვართ თვალები გადმოკარკლეს და მერე უკვე დაიკიდეს. ჩვენ უბრალოდ სადმე სასეირნოდ ერთად გავდიოდით ხოლმე და მერე მაგის ძმაკაცებთან ერთად ვჭორაობდით და ვკვდებოდით სიცილით იმაზე თუ როგორ სჯერა ყველას ამ სისულელის. მას ჩემნაირი ბარბი გოგოები არ იზიდავს და არც მე მიზიდავს მისნაირი ბარბი ბიჭები. -რაა?! ეს მოულოდნელი იყო−თქვა გაკვირვებულმა -ანუ შენ და გუკასაც მოგწონთ ერთმანეთი? -ჰმმ...შეიძლება! -აუ რა კაია! რა კაიაა! -კაი დავიძინოთ, თორემ დაგვათენდა! -კაი, კაი!−ვუთხარი სიცილით და აი ახლა მართლა ტკბილად დავიძინე... II დღე ა ნ ო მეორე დღე მე და ტასომ ერთად გავატარეთ. ნამდვილად საუკეთესო დღე იყო. ბევრი ვიმაიმუნეთ. ნაყინები ვჭამეთ, კაფეში ვიჯექით, თან ბევრს ვლაპარაკობდით და ვიცინოდით... ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ერთმანეთზე ბევრი საინტერესო ფაქტი გავიგეთ, ის რაზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მაგალითად ის რომ მას სიმღერის ნიჭი ჰქონია. კინაღამ გადავირიე The Neighbourhood - Sweater Weather რომ წაიმღერა. თან ვგიჟდები ამ სიმღერაზე. მოკლედ ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში! 6 თ ვ ი ს შ ე მ დ ე გ : ტ ა ს ო მე და ანო ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებად ვიქეცით! ის ჩემს ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა! სხვა ამბები? კიდევ ერთი ახალი ამბავი ის იყო, რომ მაღალქუსლიანებიდან ჩამოვხტი... არა განა ჩემი იმიჯი დავკარგე და რამე. უბრალოდ ანუ დაბლების გამოყენებაც დავიწყე. ყველაზე სასიხარულო ამბავი კი ის არის რომ მე და მათე ერთად ვართ! ანო და გუკაც! ჩვენ ოთხი და დემეტრეც თავისი ძალიან საყვარელი შეყვარებულით ერთ სასტავად ვიქეცით. ყველგან ერთად დავდიოდით! მოკლედ მე ყველაზე ბედნიერი ცხოვრება მაქვს! კ ი დ ე ვ 2 თ ვ ი ს შ ე მ დ ე გ : ა ნ ო ტასო საჭესთან ზის. ორივე ბედნიერები ვართ და ბევრს ვიცინით. ბავშვებთან ერთად ვიყავით კაფეში და ისე შემოგვაღამდა ვერც გავიაზრეთ. ასე რომ ახლა ბნელ გზაზე გვიწევდა სიარული, ჩვენ კი ეს არ გვაღელვებდა. უცბად ტელეფონის ხმა ისმის: -ალბათ დედა რეკავს. სავარაუდოდ ძალიან ნერვიულობს!−ვუთხარი ტასოს და ხასიათი წამიხდა.−სად დევს ტელეფონი? მე ვუპასუხებ! -უკანა სავარძელზე ჟაკეტი დევს და იმის ჯიბეში უნდა იდოს! -კაი დაიცა... დავწვდი უკან ჟაკეტს და ავიღე. გადავქექე ჯიბეები და ტელეფონი ვერ ვნახე. არადა და ტელეფონი რეკავს და რეკავს. -არ დევს ჯიბეში... -კი აქ უნდა იყოს!.. მომეცი ჟაკეტი! -მე დავძებნი! შენ გზას უყურე! -მომეცი კაცო! შენ ნუ გეშინია ვუყურებ გზას! ცოტა ყოყმანის შემდეგ გავუწოდე ჟაკეტი. მას ცალი ხელით საჭე უჭირავს, ცალით კი ტელეფონს ეძებს... სულ წამიერად გააპარა თვალი ჟაკეტისკენ... სულ 1წამით...და ამ ერთმა წამმა შეცვალა ყველაფერი... შემდეგ მახსოვს სიბნელეე... თვალებს ძლივს ვახელ...მაშინვე ტასოს სახეს ვხედავ, რომელსაც შუბლიდან სისხლი ნიაღვარივით მოსდის...შემდეგ კი ისევ სიბნელე... თვალებს ვახელ...ირგვლივ ყველაფერი თეთრია. თითქოს ნისლმა დაფარა ყველაფერი...უცბად ვიღაცის ხელს ვგრძნობ... გავიხედე და ეს ტასოა... -ტასო!−შევყვირე გახარებულმა.−შენ ცოცხალი ხარ! მან კი უბრალოდ გამიღიმა. უცბად მეორე ხელზეც ვიგრძენი შეხება... გავიხედე და ნიკუშა დავინხე... თავიდან გული სიხარულით ამევსო, შემდეგ კი მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... -ნიკუშა?−ვიკითხე ამღვრეული ხმით ორივე ჩემს წინ დადგნენ და ცალცალკე ჩამეხუტნენ. -ანო როგორ მომენატრე!−დაიწყო ნიკუშამ, მე კი ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა−ანო ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს...შენ აქედან უნდა წახვიდე. ახლა უნდა გატრიალდე და გაიქცე! მეც დაგიძახებ, ტასოც დაგიძახებს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს უკან არ მოიხედო! -კი, მაგრამ მე თქვენთან დარჩენა მინდა! -არა ანო, აქ არ უნდა დარჩე! ჩვენ მუდამ ვიქნებით შენს გულში! ჩვენ აქ დაგელოდებით და მოვა დრო, როდესაც შენ ისევ დაბრუნდები ჩვენთან, ოღონდ უკვე სამუდამოდ! ახლა კი გაიქეცი ჩქარა! მეც დავადე თავი და გამოვიქეცი...უამრავი ხმა გავიგე, ხან ჩემი ძმა მეხვეწებოდა დაბრუნდიო, ხან ტასო და ასე...მაგრამ მე ჩემს ძმას დავპირდი... შემდეგ კი სადღაც სიბნელეში ვიკარგები... ქუთუთოები დამძიმებული მაქვს და თვალებს ვერ ვახელ, მაგრამ ცხვირში წამლების სუნი მიღიტინებს. მალე ხმებსაც ვიგებ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ... -გაახილა! თვალები გაახილა!−ეს დედას ხმაა. მის ხმას ყველგან ვიცნობ. -ანო! ანო როგორ ხარ?−ეს კი გუკაა. დიდი ძალისხმევის შედეგად თვალები გავახილე. -ტასო სადაა? -ანო შენ უნდა დაისვენო!−მეუბნება დედა ჩახლეჩილი ხმით. -დედა ტასო როგორაა? -შენ უნდა დაიძინო ახლა დედი! -დედა ტასო როგორაა?−რაც შემეძლო ხმამაღლა ვუთხარი დედას. დუმილი... -დედა სადაა ტასო? მაშინვე წამოვფრინდი და ამ მილების მოძრობა დავიწყე, თან გავკიოდი: -ტასო როგორააა?! ტასო სადააა?! -ის ის მოკვდაა! აღარაა! ნიკუშასთან წავიდა დედიიი!−დაემხო დედა ჩემს ფეხებზე და ტირილი დაიწყო. აი ახლა კი უკვე საბოლოოდ დავკარგე აზროვნების უნარი... მახსოვს როგორ წამოვფრინდი და როგორ დავიწყე ყველაფრის მტვრევა... კივილი... ტირილი... ბოლოს კი ჩხვლეტა ვიგრძენი და გავითიშე!.. * * * აბა როგორ მოგწონთ ჩემი ახალი მოთხრობა? ამის წერისას იმდენად დავიტვირთე ემოციებით, რომ არ ვიცი. შეიძლება ცოტა ბანალურიცაა, მაგრამ მე მიყვარს ბანალურობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს^^ ვიცი რომ ცუდი დასასრული აქვს, მაგრამ მე მაინც მომწონს :დდდ აბა ველოდები კომენტარებს!^^ იმედია მოგეწონათ! სიყვარულით თქვენი FyFaen! მიყვარხართ!^^ P.S. გაუფრთხილდით თქვენ და-ძმებს, გაატარეთ მათთან მეტი დრო და გიყვარდეთ ისინი(რა დონეზეც არ უნდა გამწარებდნენ)^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.