შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(28)


13-10-2017, 17:41
ავტორი lile-eli
ნანახია 2 713

28.

ვერ მოვითმინე და გიგის გაბრაზებული გავხედე:
-ახლა უნდა ამბობდე ამას?!
ჩაეღიმა და ცდილობდა სერიოზული სახე მიეღო, ისე გამცა პასუხი:
-არ ვიცოდი და როდის უნდა მეთქვა?!
-რა არ იცოდი ბიჭო? არ გამაბრაზო ეხლა!..
-კარგი ხო ცოტა ვაწვალოთ რა.
საფეთქელთან მაკოცა და ჩუმად მითხრა, პირზე ხელი ამაფარა, რადგან თქმა დავაპირე, გიორგი მოძღვართან მივიდა და მოუთმენლად დაელოდა მის პასუხს:
-მამა გიორგი, მართლა გვეკრძალება?
მოძღვარმა მშვიდი ხმითა და ღიმილით უპასუხა:
-უფალი სიყვარულს არ კრძალავს, ის უპირველეს ყოვლისა სყვარულს გვასწავლის! ხოლო, მეჯვარეებს დაქორწინება არ ეკრძალებათ. თუკი მათ შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს ან ერთი და იმავე ბავშვის ნათლიები არ არიან.
გიგის შეხედა მოძღვარმა და თავი გააქნია ღიმილით.
-დაგვლოცეთ მამაო.
გიორგიმ ნინის ხელი გაუწოდა და ჩაეხუტა, მოძღვარისგან დალოცვაც მიიღეს და გაბრაზებული მოუბრუნდა გიგის:
-ხუმრობ არა ლომიძე?..
-კარგი ნუ ბრაზობ. გილოცავ ძმაო ბედნიერებას გისურვებთ ორივეს!
ხელები მოხვია და მილოცვებით ნინისთან გადაინაცვლა, მე კი გიოს ჩავეხუტე:
-გიოლოცავ გიო, მიხარია რომ ბედნიერი იქნები, ამას ნამდვილად იმსახურებ!
-მადლობა ელი. იცოდე კუბდარის სწავლა გევალება!
-რათქმა უნდა.
ყველამ მივულოცეთ, სუფრაც და დროსტარებაც მშვიდობით გაგრძელდა, მიუხედავად იმისა რომ გიგი ცდილობდა დათას უხერხულად არ ეგრძნო თავი, მაინც ვგრძნობდი მის თვალებში ჩამდგარ სევდას.. დამშვიდობებისას კი მე და ნინიმ შევამჩნიეთ გიორგი და დათა რომ საუბრობდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ნინი მოუსვენრად შეეგება გიორგის:
-რაზე საუბრობდით?
ხელი მოხვია და სახლისკენ დავიძარით, მე, სიუ და ახლად „გამომხვარი“ წყვილი.
-არაფერზე.
-გიორგი..
თვალებში შეხდა ნინიმ ღიმილით.
-მაინც არ გეტყვი და არ გამაბრაზო კარგი?
მზერა აარიდა ნინიმ. ჩემი ნინია ასეთი დამყოლი? მეც კი გამიკვირდა..
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ!
გიომ მხარზე მოხვეული ხელი უფრო მოუჭირა, რადგან თავისკენ მიეზიდა და ხმაურით აკოცა საფეთქელთან..

ჩემი ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ არავინ იცოდა ანას და ლიას გარდა, თან თავსაც ისე კარგად ვგრძნობდი არაფერი მეტყობოდა, ამიტომ ეს ამბავი „კორპორატიული“ საღამოსთვის შემოვინახე, რომელიც ისეთი მონდომებით მზადდებოდა, რომ სესილის მითითებებს ვეღარ უძლებდნენ შემსრულებლები, თუმცა მიღებული შედეგით ყველა კმაყოფილი რჩებოდა, რაც იმითაც ცხადი იყო, რომ გიგის „ივენთების“ კომპანიის წარმომადგენელმა, უკვე გამზადებულის სარეკლამოდ გამოყენების უფლება მოსთხოვა. დილიდანვე დეტალებს ვაზუსტებდით ნანახით კმაყოფილი ვიყავი და ანის, სესილის და ნინის ვეხვეოდი, ბიჭებიც თავზე დაგვადგნენ, ემირი და რაზა აეროპორტიდან პირდაპირ რესტორანში მოიყვანეს, მოკითხვების შემდეგ ხათუნას არ ჩამოსვლის მიზეზი ვკითხე ემირს, მითხრა რომ ადილას დატოვება ვერ შეძლო ვირუსის გამო.
საქმეში ჩართული სესილის ტელეფონმა დარეკა და მხიარულად უპასუხა დათას დედას:
-გისმენთ მანანა დეიდა.
-----
-კარგად, თქვენ როგორ ხართ? (სესილი)
--------
-არ ვიცი, მეორე დღეა არ მინახავს. (სესილი)
----
-არ ინერვიულოთ, გავარკვევ და დაგირეკავთ. (სესილი)
ტელეფონის გათიშვის შემდეგ, ამბობს:
-დათას ტელეფონი გამორთული აქვს და არ იცის სად არის. (სესილი)
-არც მათემ?
მოუთმენლად ვკითხე.
-უი სმს მოუწერია მათეს... არც იმან იცის, თუმცა ეძებს. (სესილი)
ყველამ დაბნეული სახით გიორგის შევხედეთ, აშკარა იყო რომ მათ ცუდად არ უსაუბრიათ, მაგრამ მაინც:
-მე ნუ მიყურებთ! მომილოცა და ბედნიერება გვისურვა.
-ღმერთო დათა ახლა უნდა გამამწარო?
ცრემლები წამოუვიდა ნინის და მოწყვეტით დაჯდა სავარძელზე.
-შენ რა შუაში ხარ ნინი? დამშვიდდი კარგი?
გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე, ნინის ვერ გავამტყუნებდი, რადგან მას საბაბი ან იმედი არასოდეს მიუცია დათასთვის, დათაც მოთმინებით ელოდა, მაგრამ ამაოდ.. გიორგიც ჩაეხუტა და ეფერებოდა, ამიტომ ავდექი და გიოს დავუთმე თავისი „ჭკვიანი გოგო“.
-მე ვიცი სადაც იქნება.
რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ გაღიმებულმა წარმოსთქვა სესილიმ.
-სად? (ანდრია)
-მის ძველ ბინაში. (სესილი)
-წამო წავიდეთ!
ანდრია უცებ წამოდგა, გასასვლელისკენ წასულმა სესილიმ ჩაილაპარაკა:
-ახლა თუ ისევ წამალს მიუბრუნდა მე მოვკლავ!..
უცებ გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა:
-აუ ელი წამო რა, შეიძლება ცუდად იყოს ან..
ხმა დაეკარგა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ამდენხნიანი მოთმინება ერთი ხელის მოსმით გააფუჭა დათამ. გიგიმ, გიოგის და ნიკას ჩააბარა სტუმრები, რომ სახლში მიეყვანა გზიდან დიტოს დაურეკა, რომ სახლში სტუმრებს დახვედროდა, რომელიც მუსიკის საკითხის მოგვარებას ცდილობდა, აპარატურის გამართვა და დანიშნულების ადგილზე მოტანა ევალებოდა..

პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში სესილი ჯერ კიდევ დაძრული მანქანიდან გადახტა, ანდრიამ ხმა, რომ დააწია:
-გოგო ფრთხილად რამე არ გატკინო, დამელოდე და მეც ამოვალ..
-აუ ბიჭებო თქვენ არა რა, თქვენი მოერიდება, თუ დაგვჭირდებით დაგირეკავთ. (სესილი)
-წამოდით ბიჭებო და გარეთ დაგველოდეთ, იქ რომ ვინმე ჰყავდეს მაგათთან ჩხუბის თავი არ მაქვს.
ნერვიულად ჩავილაპარაკე და უკვე კიბეზე მიმავალ სესილის გავეკიდე, მესამე სართულზე ოდნავ ღია კარში სესილი შევარდა, თან დათას ლანძღავდა, ბოლოს ასე განერვიულებული მაშინ ვნახე, როცა დათა და მათე ორივე დაჭრეს, თან სესილის გამო..
-ოხ დათა რას გავს სახლი, მაინც მე უნდა მოგკლა გეფიცები..
სახლში შესულს უსიამოვნო სუნი მეცა პირველი, შემდეგ იატაკზე დაგდებულ შუშის ბოთლს გამოვდე ფეხი და დათას ხმაც გავიგე:
-სესილი აქ რა გინდა?..
ძლივს წარმოსთქვა სიტყვები და სესილის კივილზე უკვე მეც მისაღებში ვიყავი:
-რა ჯანდაბას აკეთებ, ეს არ გაიკეთო თორემ სანამ კაიფს დაიწყებ მე მოგკლავ, რომ მეტჯერ ეს არ გააკეთო!
უკვე გამზადებული ნემსი ხელიდან გამოგლიჯა და იატაკზე დააგდო გაცეცხლებულმა, იქვე სავარძლებში მყოფმა ორმა ახალგაზრდა ბიჭმა თვალები გაახილეს ყვირილზე და გაოგნებული გვიყურებდნენ, ერთ-ერთმა იკითხა გაურკვევლი ბგრებით:
-რა გინდა დაო?
-ეგ მაკლია შენი და ვიყო რა! ადექი ახლავე და გამასწარი სანამ სახე გაგილამაზე.
თან იატაკზე დაგდებულ წამალს ეძებდა, რომელიც უკვე ხელში მქონდა და სამზარეულოს ნიჟარაში ჩავასხი, რომელიც მისაღებ ოთახშივე იყო მოწყობილი..
-ეი გოგო რას ამბობ ვინმეში გეშლებით ალბათ ხომ?
წამოიწია მეორე და ამაზრზენი თვალებით შეხედა სესილის, რომელიც იატაკზე დაყრილ ბოთლებს ფეხით აგროვებდა ერთ კუთხეში, უკვე მის უკან მდგომს მიუბრუნდა უცებ და საყელოში სწვდა:
-არა ეს შენ გეშლება მე ვინ ვარ! ახლა ორივე წაეთრევით იქ საიდანაც მოეთრიეთ და ამ ნაგავსაც გაიყოლებთ, თორემ წყალს გავატან მთლიანად.
ხელი ისე კრა, რომ მოგროვილ ბოთლებს შეუერთდა ვაჟბატონი, თუმცა არაფერი გაუტეხავს, ამ ხმაზე მოთმინება დაკარგული ბიჭებიც შემოვიდნენ:
-რამე დაგიშვა?
გიგი მივარდა სესილის, რომელიც თავზე ედგა უკვე ტკივილისგან მყვირალს.
-არა უბრალოდ წასვლაში ვეხმარებოდი მაგრამ მძიმეა.
-წახვალთ თუ მოგეხმაროთ?
მკაცრი და უხეში ხმით ეკითხება გიგი, რომელიც მოთმინებას მხოლოდ ჩვენს გამო იჩენს, არანაკლებ მდგომარეობაში მყოფი ანდრია, უკვე მიმავალ ბიჭებს ეძახის:
-ეს გრჩებათ და დროზე აორთქლდით!
-აუ ჯიგარი კაცი ხარ..
ერთმა ისეთი ბედნიერი სახით გამოართვა შეკრული პაკეტი, რომ თითქოს ნანატრი საჩუქარი უბოძეს. მე კი ფერ დაკარგულ დათასთან ვიყავი, რადგან ის არ ჩაერია სიტუაციაში, ესეიგი ცუდად არის, ასეც იყო ცივი ოფლით ჰქონდა სახე სველი და ვკითხე:
-დათა წამალი გაიკეთე?
-არა მოხლოდ სასმელი და ლუდი..
-ხო აბა დაგიჯერე!
გააწყვეტინა საუბარი ჯერ კიდევ გაბრაზებულმა სესილიმ.
-გეფიცები მხოლოდ დავლიე..
-კარგი მე მჯერა, დღესაც დალიე?
-კი..
-მაშინ უნდა აღებინო!
-აუ არა რა, ელი გთხოვ..
-აბა ეხლა შენი ხმა არ გავიგო!
გააჩუმა სესილიმ..
-კარგი ჩუმად ვარ.
რამდენიმე წუთში შედეგს მივაღწიე და აბაზანაში დუშის ქვეშ დატოვა სესილიმ ტანსაცმლიანად, შემდეგ გარეთ გამოვიდა უკვე გამოცვლილი და „სუფთა“, მაგრამ მისი სახის ფერი არ მომეწონა, ამიტომ დაწოლა ვთხოვე და დასუფთავებული სახლის ნარჩენების გადასაყრელად წასულ ბიჭებს წამლების ჩამონათვალი მივწერე:
-“ გიგი აფთიაქში შედი და წამლები იყიდე რა..
*ნიშადურის სპირტი...
*გლუკოზის ხსნარი.“
-„კარგი მალე მოვალთ.“
-დათა ცუდად ხარ?
-მემგონი ვკვდები..
-არა! შენ მე უნდა მოგკლა დათა ონიანო!
გამოსძახა საძინებელიდან, რაღაცის ძებნაში გართულიმა სესილიმ. თვალები დახუჭა და მძიმედ ამოიოხრა, ძალიან წამოწითლდა, მივედი ბალიში თავიდან გამოვაცალე და სესილის დავუძახე:
-გონებას კარგავს და მომეხმარე, ბალიშები დაალაგე ფეხებთან. ბიჭებო წამალები მომეცით!..
ახლად შემოსულ ბიჭებს წამლები გამოვართვი, ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდნენ ბიჭები, მეც ვცდილობდი სწრაფად მემოქმედა და რამდენიმე საათში, ოდნავ უკეთესად მყოფ დათას ცხელი ყავა მივეცი და წინ ჩამოვუჯექი.
-ცხელი ყავა გიშველის.
-მადლობა ელი.
-მადლობას გესროდი ხელში დაჭერა რომ შეიძლებოდეს!
-კარგი რა სესილი მორჩი, ისედაც ცუდად არის.
თვალები დაუქაჩა ანდრიამ, მაგრამ ასე მარტივად სესილის გაჩუმება შეუძლებელია.
-შენ გაჩუმდი და მაცადე როცა ველაპარაკები ადამიანს. დათა ახლა რასაც გეტყვი კარგად დაფიქრდი, რადგან საკმაოდ დიდი ხანია გიცნობ და ვიცი შენი ხასიათი, ამიტომ დარწმუნებული ვარ თითოეულ სიტყვაში რაც უნდა ვთქვა.
-ვიცი რაც უნდა მითხრა..
-არა! არ იცი, იმიტომ რომ ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია, მარის გამო თავს ვიკავებდი, რადგან არ გეფიქრა მარისთან ურთიერთობას გაძალებდი, ახალა ვნანობ კიდეც რომ აქამდე არ გავაკეთე ეს.. დროა საკუთარი თავი დაგანახო გვედრიდან!
სესილისგან ამთემაზე საუბარი დათასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან თვალებ გაფართოებული უყურებდა და სუნთქვის სიხშირე, მკერდის მოძრაობაზე ეტყობოდა. სესილი კი აგრძელებდა საუბარს:
-შენი პრობლემა იცი რა არის? სიყვარული, რომელიც აკვიატებად გექცა და იცი რატომ? იმიტომ რომ ნინი ერთადერთი გოგო იყო, ვინც კისერზე არ ჩამოგეკიდა, თან ყოველთვის წინააღმდეგობას გიწევდა..
-არც მარი ჩამომკიდებია კისერზე! ეს შენ კარგად იცი!
გაბრაზებულმა შეხედა სესილის და მესიამოვნა, რომ ჯერ კიდევ იცავს მარის, როგორც ადრე. დათას და სესილის კამათის მიზეზი ყოველთვის მარისთან თავისუფალი ურთიერთობა იყო.
-ყოველ შემთხვევაში მიზანს მიაღწიე და თავი ისე შეაყვარე, რომ ყველაფერი ჯანდაბაში მოისროლა, შენს გარდა!
დღეს კი დავრწმუნდი, რომ ისევ მარი გიყვარს და არ უარყო! უბრალოდ დაფიქრდი რასაც გეტყვი. შენი ამ ბინაში მოსვლა იმას ადასტურებს, რომ მასზე მოგონებები ჯერ კიდევ შენს გულსა და გონებაშია. ეს გამომართვი და წაიკითხე, მაგრამ გაფრთხილებ დამშვიდდი, დაფიქრდი და მიხვდები შენი ცხოვრების აზრს, მიზანს თუ რატომ არ უნდა მიუბრუნდე იმ ნაგავს!
თეთრი კონვერტი დაუგდო მაგიდაზე, რომელიც რამდენიმე წუთის ნაპოვნი ჰქონდა სესილის დათას გაკვირვებული თვალების დანახვისას გამეცინა, ჩუმად მყოფმა გიგიმაც გაიღიმა და წამოდგა, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა:
-ჩვენ წავალთ, მაგრამ საღამოს გელოდები.
-ეს რა არის?
უფრო მეტად გაკვირვებულმა ახედა თავზე მდგომ სესილის.
-ეს ის არის ოთხი წლის წინ, რომ უნდა გენახა და გეამაყა... მაგრამ არც ახალაა გვიან, რადგან „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!“
გასასვლელში მყოფი უკან ისევ მიუბრუნდა და გააფრთხილა, ისეთითი მკაცრი ტონით, რომ სესილის ხმას ნამდვილად არ ჰგავდა:
-დათა ონიანო არ გაბედო და სანამ არ დამშვიდდები, მანამდე მარის არა თუ მიეკარო, არამედ არც მიუახლოვდე, გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ!
დათაც მიხვდა, რომ წერილში ისეთი რამ ეწერაც რაც მალე უნდა ენახა, ხელში აიღო კონვერტი და გახსნა, მაგრამ ჩვენ აღარ დაველოდეთ დავემშვიდობეთ, გიგიმ პირობა ჩამოართვა, რომ კორპორატიულზე მოვიდოდა, მაგრამ წერილის წაკითხვის შემდეგ ეს ნაკლებად შესაძლებელი იყო, მანქანაში ჩასხდომამდე სესილი ანდრიას მხას დაეყრდნო და ამოიოხრა:
-ამდენი ბოლოს როდის ვინერვიულე და ვიჩხუბე აღარ მახსოვს.
-ბოლოს იჩხუბე ოთხი წლის წინ და მაშინაც დათას.
მეც გამეცინა, რადგან გამახსენდა მაშინ ისეთი გაბრაზებული იყო, ერთი ბიჭი შემთხვევით გაიცნო სესილიმ მათესთან ოფისში და მოსვენებას არ აძლევდა იმდენად ხშირად ხვდებოდა, რომ ერთხელაც დათა შეესწრო მათ ჩხუბს, რომელიც ბიჭების შეხვედრებსა და „გარჩევაში“ გადაიზარდა, რა დროსაც დათა დაიჭრა.
-შენ თუ საერთოდ ბრაზდებოდი არ მეგონა.
სიცილით უთხრა გიგიმ, ხელი მომხვია, თავზე მაკოცა და მე მომიბრუნდა:
-შენ კი სამედიცინოს ყველა სფეროში გაქვს პრაქტიკა ხომ?
-არაოფიციალური კი და შეიძლება დამიჭირონ კიდეც.
მეც მოვხვიე ხელები საყავარელ სხეულს.
-ანდრო მე ბიძაჩემი უნდა ვნახო სასწრაფოდ და იქ მიმიყვანე რა..
სესილი ნერვიულობას ვეღარ მალავდა.
-სესილი არ გისაუბრია ჯერ? მიკვირს აქამდე როგორ მოითმინე.
გამიკვვირდა გულწრფელად.
-არ მისაუბრია, გულის ოპერაცია ამ ამბის გამო აქვს გადატანილი და დროის სწორად შერჩევა მინდოდა, მაგრამ სანამ დათა მივა მე უნდა მივიდე, თან ბიცოლამ მითხრა რომ არ იცის დათას შვილი რომ არის ის პატარა „სიცოცხლე“..
ანდრიამ პირი გაოცებულმა დააღო, ხელები გაუშვა სესილის და გაბრაზებულმა დახედა
-იქნებ მეც გავიგო რა ხდება?!
-წამოდი მანქანაში გეტყვი, მეც ახლა გავიგე და ნუ მიყურებ ესე!..
სესილიმ ტელეფონზე დარეკა და რამდენიმე წამში, საუბარი დაიწყო:
-მანანა დეიდა, დათა თავის ძველ ბინაშია..
------
-კარგად არის და კარგი იქნება თქვენც თუ მიხვალთ..
------
-კარგად არის, უბრალოდ ახალი ამბავი აქვს..
------
-არ ვმაიმუნობ მანანა დეიდა..
ტელეფონზე საუბრით მოთავსდა მანქანაში და წავიდნენ. ჩვენ კი სახლში მივედით სტუმრებთან ვისაუბრეთ და საღამოსთვის მოვემზადეთ, გოგონებმა დამირეკეს, შევთანხმდით რომ ყველას „ჩვენი ბიჭი“ მიგვიყვანდა, დაპატიჟებულთა სიაში თამუნა და მისი მეუღლეც იყო, ჩემი კურსელი ნათიაც მეუღლესთან ერთად, მათი დაოჯახება ჩემს გარეშე მოხდა, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა იცი როგორი დიდი ბედნიერებაა საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება, მე ამითაც ბედნიერი ვარ..
ანა საოცრად ლამაზი იყო, მუხლამდე შავ-თეთრი ფერის, მაქმანებიან კაბაში, რომელიც მუცელს ოდნავ გამოკვეთდა. ის, ჩემს ოთახში იმის სათქმელად შემოვიდა, რომ ბიჭები გველოდნენ, მე მაღალ წელიანი შარვალი და წითელი ფერის პერანგი მეცვა, თმა მაღლა მქონდა შეკრული, ცოტა მაკიაჟიც.. ბიჭებმა კოცნასთან ერთად დაგვირიგეს საქებარი სიტყვები და წავედით.
ცხრა საათისთვის დაიწყო საღამო და ყველას რესტორნის ეზოში შევხვდით, ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთის ღიმილი გვახარებდა. ყველა სტუმარი იყო მოსული მათეც და ნათიაც, მაგრამ დათა არ მოსულა გიგიმ მითხრა დამირეკა და ვერ მოვალო, არ გამიკვირდა მან ისეთი რამ შეიტყო რისი გააზრება ძალიან რთულია, მითუმეტეს რომ საკუთარი დაუდევრობით შენი შვილის არსებობას იგებ ოთხი წლის შემდეგ, ეს მოსაყოლად და ფურცელზე დასაწერად არის რთული, მითუმეტეს რთულია საკუთარ თავზე გამოცადო, მიხვდე იმას, რომ დაკარგე ადამიანი, რომელსაც შენს გამო უარის თქმა მოუწია ოჯახზე და ყველაფერი თავიდან დაიწყო მარტომ ყველასგან მოშორებით ეს ადამიანი კი ის არის ვისთვისაც დათა ონიანი თავის დროზე ყველაფერს აკეთებდა მისი გულისთვის იბრძოდა და ბოლოს მარტო დატოვა...
ჩვეული მხიარულებითა და სირთულეების გარეშე განვითარდა მოვლენები კორპორატიული საღამოზე რამდენიმე ჟურნალისტი და სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო, რომელთანაც გურამს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.. გიგიმ თავის კომპანიონებთან წარმადგინა, რომლებიც სხვა სფეროში იყვნენ გიგის და დიტოს პარტნიორები, მე და ანა მათ მეუღლეებთან ვსაუბრობდით, როცა გიგიმ ხელი მომხვია წელზე და ყურადღება ითხოვა, თუმცა ეს არ იყო „სცენაზე“ იქვე სადაც ვიდექით საუბარი ცოტა ხმამაღლა დაიწყო, გიორგიც და დიტოც გვერდს უმშვენებდნენ:
-ბატონებო ერთი წუთი მინდა გთხოვოთ, ჩემს მეუღლეს იცნობთ ლილეს, ასევე იცნობთ ანას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ დღეიდან ისინი ჩემი და დიტოს აქციების სრული პაკეტის თანამფლობელები არიან, მათ ისეთივე უფლელბები ექნებათ როგორიც „ლომიძეებს“ და იმედი მაქვს თქვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს? იურიდიულადაც მალე მოგვარდება ეს და გადმოგიგზავნით გასაცნობად..
-ძალიან კარგი ბატონო გიგი, მსმენია ქალბატონი ლილეს შესაძლებლობებზე.
ღიმილით წარმოთქვა ერთმა ხანში შესულმა მამაკაცმა, რომელიც გურამთან ერთად იდგა, ხელი გამომიწოდა და მომილოცა, წარმატებებიც მისურვა, შემდეგ ანას მიუბრუნდა..
უცებ ვიგრძენი გიგის ჩემზე მოხვეული ხელი როგორ დაეჭიმა და სუნთქვა გაუხშირდა, თვალებში შევხედე შემოსასვლელი კარისკენ იყურებოდა, შემომხედა ნაძალადევი ღიმილით და ისევ გაბრაზების ობიექტისკენ გააპარა თვალი, ვცადე მეც გამეხედა, მაგრამ არ მომცა ამის საშუალება, მაკოცა და მიჩურჩულა:
-წამო ჩვენ უნდა ვიმღეროთ!..
იქვე მყოფებს მიუბრუნდა და ხმამაღლა გამოაცხადა:
-მეგობრებო ახლა ლილე იმღერებს!
დიტოს და გიორგის ანიშნა რაღაც, ისე რომ გახედვის საშუალება ისევ არ მომცა სცენისკენ წამიყვანა. რაც მოვახერხე მხოლოდ კითხვის დასმა იყო:
-შენ?
-მეც ვიმღერებ, მაგრამ ჯერ შენ და დიდტო!
-გიგი რა ხდება?...
უკვე შემეშინდა და უცებ დანახვა შევძელი რუხი როგორ შემოვიდა დარბაზში დაცვის ორ წევრთან და დათა ონიანთან ერთად, ჩამწყდარი ხმით ამოვთქვი:
-გიგი გთხოვ..
მაკოცა და საუბარი განაგრძო ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია:
-ელი ეს ის შემთხვევაა, როცა საუბარს არ უნდა ესწრებოდა და გთხოვ შენ უბრალოდ იმღერე..
-არ მინდა საერთოდ შეხვდე და..
დიტოს შეხედა გიგიმ და ხელი გამიშვა. დიტომ წელზე ხელი მომხვია და კიბებზე ასვლა მაიძულა, თან მამშვიდებდა:
-ხომ იცი, რომ გიგი ასე ტყუილად არ მოიქცევა და არ განერვიულებს ეს აუცილებელია და ის საჩხუბრად არ მოსულა, ასე რომ იყოს დათა მას ჩვენამდე არ მოიყვანდა..
-ახლა სიმღერის დროა დიტო?
გაბრაზებული ვიყავი და რა სიმღერა უნდა მემღერა წარმოდგენაც არ მქონდა.
-ელი ნუ მაბრაზებ!
დიტომ ხმას აუწია.
-კარგი რა დიტო.
თვალები ამიცრემლდა და სულ გაგიჟდა.
-არ გადამრიო რა გატირებს გოგო, სულ გინდა გაგიჟდეს შენი „ქმარი“? მართლა იჩხუბებს ასეთი თვალებით რომ დაგინახოს.
უკვე სცენაზე ვიდექით და კომპიუტერს შეხედა დიტომ, თვალებ აციმციმებულმა შემომხედა:
-დავანთოთ ცეცხლი დათოს ქორწილზე რომ იყო ისეთი?..
გამეცინა:
-ცეცხლი არა ვულკანი ჯობია.
-მიდი მე ჩავრთავ თან მზად მაქვს..
მიკროფონი გამომიწოდა, თვითონ კომპიუტერში მუსიკის ძებნასთან ერთად დაიწყო საუბარი, აშკარად ყველას ყურადღების მიქცევა სურდა, რომ ახლად მოსული სტუმრები და გიგი დროებით მაინც შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ:
-ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ახლა კი მე და ჩემი მეგობარი გიმღერებთ, რომელიც ჩემი 22 წლიანი ცხოვრების მეგზურია და ისე მიყვარს, რომ ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ რძლად დავიტოვე ოჯახში, ახლა კი ყურადღებას ვითხოვ და მინდა ამ სანახაობით დატკბეთ, რადგან ის ხშირად არ მღერის ხოლმე, მეუღლე ჰყავს ეჭვიანი და იმიტომ.. სახის სასაცილო მიმიკით თქვა თვალი ჩამიკრა და მელოდიაც დაიწყო.. მეც „Royal Bliss – Dreamer“ და ვიწყე, პირველივე ნოტიდან კარგად გამომივიდა და დიტოს რეაქციამ მომცა სტიმული სიმღერა ისეთივე კარგი გამოსულიყო, როგორიც საბასთან ერთად ვიმღერეთ პირველად, მუსიკამ კი ისე იცის სამყაროდან მოწყვეტა, რომ მხოლოდ იმ გრძნობაზე ფიქრობ რამაც ის კონკრეტული სიმღერა გამღერა.. სიმღერის დასასრულს ხმა ზუსტატ ისე „ავწიე“ როგორც სიმღერაშია და ოვაციებმა სიამაყის შეგრძნება გამიმძაფრა. სცანაზე ამოსული სესილი და დიტო რომ დავინახე უცნაურად გამიღიმეს და სესილის ყელთან თავმოყრილ თითებზე გამეღიმა, რაღაცას მთხოვდა, თვალებით ვკითხე რა უნდოდა და მელოდია დაიწყო: Lara Fabian - Je T'aime..
ეს სიმღერა მე და საბამ „დუეტით“ სკოლის გამოსაშვებზე ვიმღერეთ, ნინიას და დიტოს კი ცეკვა ჰქონდათ მომზადებული, მაშინ საუკეთესო “ნომრად” დასახელდა.. იმ გამარჯვების ხათრით ვიარე ფრანგულის მასწავლებელთან, რამდენიმე კვირა, რადგან საბამ ვერაფრით შეძლო ჩემი მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის ეს ენა.. შესრულება მარტომ მომიწია, რადგან დიტოს პიჯაკი უკვე გაეხადა და დარბაზში ნინიასთან ერთად იდგა.. მეც ჩემი „სიუს“ ძებნა დავიწყე თვალებით, მაგრამ უშედეგოდ, შუქი ჩაქრა და მხოლოდ მე და მოცეკვავე წყვილს ანათებდა, ეს სესილის მოფიქრებული იყო.. მთელი გრძნობით ვმღეროდი, ისე რომ მოცეკვავეები სულ დამავიწყდა და მთავარი მხოლოდ ჩემი სიუს სახე იყო რომელიც თვალწინ მედგა წარმოსახვით, მხოლოდ მაშინ დავბრუნდი მიწაზე როცა მუცელზე ხელი ვიგრძენი კისერში სველი კოცნა და საერთოდ დავიკარგე ჩემი წინ მდგომი გიგის მკლავებში, მისი შავი ბურთები ისე კაშკაშებდა, როცა მისამღერს ვიმეორებდი რომ კიდევ მეტად მინდოდა მემღერა მისთვის, მხოლოდ ჩემი სიუსთვის.. სიმღერის დასასრულს ისე ვნებით მკოცნიდა, რომ სცენაზე ყოფნა კი არა საერთოდ დედამიწაზე რომ ვიყავით ისიც დამავიწყდა.. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გიგი მართალია, როცა ამბობს: „სიყვარულმა როგორც ასაკი არ იცის, ისე არ იცის დრო და ადგილი!“ მემგონი თავს ვიმართლებ და ჯერ კიდევ მაქვს გამოყოლილი სირცხვილის შეგრძნება, რომელიც ტაშის დაკვრის დროს დამეუფლა..
საღამო უკვე სრულდებოდა და დასასრულს დიტო და გიგი უკრავდნენ, მათ რამდენიმე მეგობართან ერთად, მე ერთ-ერთ მშვიდ მელოდიაზე დათამ დამპატიჟა საცეკვაოდ, სასაუბრო დრო ნაკლებად იყო, მაგრამ მანვე სცადა საუბრის დაწყება:
-დიდი ხანია რაც იცოდი?
-არა დათა. თურქეთში გავიგეთ, ერთ სასტუმროში იყავით ორივე, იქ ვნახეთ სამივე.
სიმწრისგან ამოიოხრა და უფრო მაგრად ჩამეხუტა:
-ძალიან ცუდად ვარ, ელი არ ვიცი საიდან დავიწყო და საერთოდ რა იქნება მომავალში, მე ისინ დავკარგე განსაკუთრებით მარის ვატკინე..
ხმა ჩაუწყდა, იმდენად უჭირდა ყველაფრის გადმოცემა, რასაც განიცდიდა.
-დათა, არაფერი არ არის დაკარგული, ისინი გელოდებიან და განსაკუთრებით დათა..
-ვინ?
-შენს ბიჭს დათა ჰქვია და ის გიცნობს.
-ელი ვერ გავიგე რას ამბობ?
-წამოდი აივანზე გავიდეთ და იქ ვისაუბროთ.
გარეთ გასულმა სიგარეტის მეშვეობით სცადა დროის გაყვანა რომელიც ჩემი საუბრის დაწყებამდე მას საუკუნოდ ეჩვენებოდა.
-ყველაფერი მითხარი..
-მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ მარის ისევ უყვარხარ და ეს ბავშვის სახელზეც მეტყველებს, იმაზეც რომ პატარა გიცნობს, რომ შენს გამო იცის ქართული და ერთი სული აქვს ფეხბურთს როდის ითამაშებთ..
თვალებში აკიაფებული ცრემლი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, თან ვისი დადთა ონიანის სევდიან მზერაში, გაღიმებული მისმენდა და ცდილობდა გაეაზრა რას ვამბობდი, მეც გავაგრძელე:
-საიდან უნდა დაიწყო? მარიდან და დათა ამაში მოგეხმარება!
-მარისთვის გადატანილი ტკივილის გახსენება ჩემი მხრიდან ცუდი საქციელია და არ მგონია მაპატიოს.. ხომ შეიძლება ვიღაც ყავდეს?..
გამეცინა, ეჭვიანობა შეპარულ კაცზე, რომელიც დაბნეულია.
-შენ, დათა ონიანი, ნებდები ცხოვრებას ისე, რომ არც კი ცდილობ გაიგო სინამდვილეში რას ფიქრობს და გრძნობს ქალი, რომელიც ოთხი წელია შენი უარყოფის მიუხედავად ზრდის შენს საკუთარ შვილს, შენგან დამოუკიდებლად, ისე რომ შენზე ყველაფერი იცის ბავშვმა. ამის მერე სიტყვა „შეიძლება“ უნდა ახსენო? ისედაც ხომ ყველაფერი აშკარაა?
-რა უნდა ვქნა, რას მირჩევ?
-უნდა დაიბრუნო! მაგრამ ეს ადვილი არ იქნება!
-მაბნევ ელი. ჯერ ამბობ რომ ისევ ვუყვარვარ, მერე იმედს მიწურავ რომ ადვილი არ იქნება.
-დათა ასეთი დაბნეული პირველად გნახე და იმედია უკანასკნელად! აბა რა გინდა მარი შენი დანახვისთანავე მოვიდეს და ჩაგეხუტოს? ასე არ ხდება და შენ ეს კარგად იცი!
--------
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ხელი გადამხვია ისე დამხედა ზემოდან:
-უნდა წავიდე!
-სად?
-მათთან უნდა ჩავიდე!
-აი ეს დათა მომწონს..
-დამცინი?
-არა! შენ არ იცი რა მაგარი ბიჭი გელოდება..
-ხო არა? რა გითხრა როცა ნახე?
-მე არა მაგრამ სესილი შეიპირა ერთად ვიცელქოთო და როგორც ვხვდები ამის შემცვლელი გყავს უკვე..
აივანზე ახლად გამოსულ ანდრიას და სესილის შევხედე.
-ანუ შარში ვარ?
-არა ის შენს მხარეზეა.
გახარებულმა სახეზე ხელი ჩამოისვა და გიგის გახედა.
-დრო ამომეწურა ხომ?
-დიახ და რატომ მომიწია მეუღლის ძებნა ვინ ამიხსნის?
მხიარულად მომხვია მუცელზე ხელები, რამაც ძალიან თბილად დამიარა სხეულში..

ყველაფერი მშვიდობიანად სრულდებოდა, იმის მიუხედავად რომ რუხი იქვე იყო, მათეც ცდილობდა სიტუაცია ეკონტროლებინა, მისი მზერით ვგრძნობდი ამას, ხალხი ჯერ კიდევ ირეოდა, მაგრამ ცოტა სუსტად ვიგრძენი თავი, უფრო რუხის გამოხედვამ დამღალა და წასვლისთვის მოვემზადე ყველანი გამოვლაგდით და ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, მანქანასთან მისულს თემოს ხმა რომ მომესმა:
-ქალბატონო ლილე ერთობი ხომ ჩემს „სამეგობროში“?! შენი მიზეზით დავკარგე მეგობრები და ისინი შენ დაგკარგავენ, ამჯერად საბოლოოდ!
შიში რაც მაშინ ვიგრძენი, ყველა განცდილ გრძნობას ფარავდა, რადგან ისევ და ისევ ბავშვზე ვფიქრობდი.. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, არ ვიცი რამდენად შევძლებ იქ მომხდარის სწორად აღწერას ან გადმოცემას, მაგრამ იარაღი რომელიც ჩემსკენ მომართა თემომ, აზროვნების უნარი საერთოდ დამიკარგა, თითქოს დრო გაჩერდა და პირველი რაც დავინახე გიგის სახე იყო, რომელმაც ხელები მომხვია და ზედ გადამეფარა, გასროლის კივილის და ყვირილის ხმა ერთმანეთში აირია.. გიგის სხეული იმდენად დამძიმდა, რომ ორივე დავეცით, აღმოვაჩინე, რომ სამნი ვიყავით მიწაზე, დაცვა გიგის გადაეფარა, გიგის სისხლიანი პერანგის დანახვამ მუხლები მომიკვეთა და ხელმეორედ დავეცი ისევ მუხლებზე:
-გიგი, შემომხედე!
-ელი ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ, შენ არ გაინძრე გთხოვ, ჭრილობა გულთან ახლოს არის და საშიშია! სასწრაფოში დარეკეთ დროზე!
თავი მაღლა ავწიე რომ ანა მეპოვნა, დავინახე დიტო ვიღაცას გამეტებით სცემდა თან უყვიროდა თემოს, მაგრამ არ მესმოდა რას..
-კახაც დაჭრილია ორი სასწრაფო გამოიძახეთ და აუხსენით სიტუაცია, ანა შენ დაელაპარაკე!
ყველა დაიძაბა მე და გიგის გვიყურებდნენ. დავინახე დაცვის ბიჭიც დაჭრილი რომ იყო ერთი ტყვია ჰქონდა მუცლის არეში.. სასწრაფოს მოსვლამდე მე რისი გაკეთებაც შევძელი ის იყო, რომ გავარკვიე ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გიგის, ორივე მარცენა მხარეს, ერთი მკლავში, რომელიც მისივე პერანგის ნახევით შევუხვიე, მეორე გულის მახრეს და შიშისგან თვალს დამიბნელდა, მაგრამ გიგიმ ხელზე მომკიდა, რომელიც ჭრლობაზე მედო, მისი მუდმივად თბილი თითები, იმ წუთას ძალიან ცივი და უსიცოცხლო მეჩვენა, პირველად იყო ის ისეთი ცივი:
-ელი ნუ გეშინია კარგად ვარ..
ტკივილისგან ვეღარ შეძლო საუბარი და თვალები დახუჭა..
-არ გაინძრე! გიგი.. გიგი.. შემომხედე, გიგი!...
-ელი მიუშვი ექიმები. გასინჯონ და გადავიყვანოთ.
ხელები მომხვია დიტომ, გიგის მომაშორა, ჩამიხუტა და თავზე მეფერებოდა.
-დიტო უნდა გადარჩეს! ის უნდა გადარჩეს! ის ჩვენ გვჭირდება..
-გადარჩება ხომ იცი უშენოდ არსად წავა?..
ნაძალადევად გამიღიმა მაგრამ მის თვალებს შიში და სევდა იმაზე მეტად შეპარვოდა ვიდრე ოდესმე.. დიტოს პიჯაკს ჩავეჭიდე რომ არ დავცემულიყავი.
-დამშვიდდი გთხოვ, მას სჭირდები, ხომ იცი?
გიორგი მოგვიახლოვდა, მკლავები მომაშორა დიტომ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მკაცრი ხმით მითხრა:
-ლილე თავი ხელში აიყვანე და წახვიდეთ!
-კარგი.
ხელები გავაშვებინე და გიოსკენ მივბრუნდი:
-შენ გიგისთან ადი გუარმიც შეუძლოდ არის. ჩენ უკან გამოგყვებით!
მიმიყვანა სასწრაფოს მანქანასთან, მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად გიორგის და საავადმყოფოში ისე მივედი მხოლოდ გიგის ხელს ვეფერებოდი, მიმღებიდან საოპერაციოს ოთახამდე ისე მივედი არაფერი მახსოვს, მხოლოდ იმ საზარელი კარის ხმა ჩამესმის ყურში ახლაც, რომელიც ცხვირწინ მომიხურეს...
მომიხურეს და დიდი ხანი არც გაღებულა.. ორივეს გიგის და კახას ერთდროულად უკეთდებოდა ოპერაცია, ჩემი გოგონები შიშისგან გაოგნებულები გვერდით მედგნენ და ცდილობდნენ ჩემს სავარძელზე დასმას, მაგრამ პრინციპულად საოპერაციოს ოთახთან ვიდექი. იქ მყოფმს კი გიგის დაკარგივის შიშით მოგონებები ამერია გონებაში და რაც მეტი დრო გადიოდა ვხვდებოდი, რომ მის გარეშე უბრალოდ არ ვარსებობდი, მხოლოდ ვიცოცხლებდი და ისიც ჩვენი შვილის გამო, რომელიც ჯერ კიდევ ერთი პატარა წერტილი იყო ჩემში.. შეგრძნება რომ შეიძლება მას ვეღარ შევეხებოდი სულს მიყინავდა ისე, რომ ვეღარ ვსუნთქავდი, მისი თვალების, ხელების, ღიმილის გარეშე, ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი და უფერო ჩანდა მომავლში, რადგან დიდი ხანია მივისაკუთრე.. უცებ ხლი ვიგრძენი მხარზე ფიქრებში ისე ვიყავი გართული შევხტი, გურამი იყო:
-შვილო წყალი მაინც დალიე..
მხრებში მოხრილი და სახე ჩამქრალი მიყურებდა.
-მადლობა მამა.
ემოციებისგან დაცლილს ყელი ისე მქონდა გამშრალი, თითქოს ერთი ჭიქის ნაცვლად, ერთი წვეთი წყალი დავლიე მხოლოდ, მაგრამ გამომაფხიზლა. ლია დედა და გიგის ნათლია პაატა შემოვიდნენ, მოგვიკითხეს და სიტუაციაში გასარკვევად წავიდნენ ორივე, მალე მაყვალაც მოიყვანეს ბიჭებმა, განადგურებული და დაპატარავებული იყო ქალი, რაც ვიცნობ იმ დროის მანძილზე პირველად არ იღებდა ხმას.. არც მე არ მინდოდა არავისთან საუბარი კართან მდგომს მოთმინება მეწურებოდა ნელ-ნელა, პაატაც არ ჩანდა, როგორც გავიგე ოპერაციას ესწრებოდა.. სავარძელზე ძალით დამსვა გიორგიმ და ჩემ წინ ჩაიმუხლა, ხელებზე მომიჭირა თითები და თვალებში შემომხედა, როცა მის თვალებს შევხედე საკუთარი სინდისი ამიფორიაქდა, იმიტომ რომ მისი განცდა არ გავდა არცერთისას! ის ისე განიცდიდა როგორც მე, როგორც გურამი, როგორც დიტო, ლია ან მაყვალა? არა უფრო მეტი იყო.. მის თვალებში მხოლოდ მეგობრის ან „ძმაკაცის“ დაკარგვის შიში კი არა, არამედ „სულის ნაწილის“ დაკარგვის შიში იყო, ამას რასაც ახლა ვწერ მხოლოდ თუ იგრძნობ და წამიერად დაინახავ იქ სადაც ადამიანის სიღრმე კარგად ჩანს, თამამად ვიტყვი გიორგი არც კარგი ადამიანების და არც ცუდის კატეგორიას არ მიეკუთვნება..
ის უბრალოდ საუკეთესოა! ყოველგვარი განსაზღვრებებისა და დამატებების გარეშე „იდეალურია“ მასში ეჭვი ერხელ შევიტანე და ეს ჩემს სინდისს თავს ყოველთვის შეახსენებს.
ფიქრებთან ერთად დავიხარე მისკენ და მოვეხვიე ისე მაგრად ვუჭერდი ხელებს თითქოს მისგან უნდა მიმეღო ძალა, რომელიც ნელ-ნელა მეცლებოდა..
-ნუ ტირი, ის „გამოძვრება“ ეგრე მარტივად არ ნებდება, ხომ იცნობა არა?
ხელი არცერთს არ გაგვიშვია ისე ვსაუბრობდით:
-მეშინია გიო, მის გარეშე რთულია ყველაფერი.. რომ არ გამეცნო ახლა კარგად და მშვიდად იქნებოდა.
ხელები გამიშვა მხრებზე უხეშად მომიჭირა თითები და გაბრაზებული თვალებით შემომხედა:
-ელი ეს არც გაიფიქრო, მითუმეტეს არასოდეს თქვა! სიმშვიდეზე მელაპარაკები, რომელიც არცერთმა არ ვიცოდით შენამდე, არა მარტო გიგიმ არამედ არც მე, არც ნიკამ და დემემ.. შენ რომ არ გაგვეცანი იმ დღეს შეიძლება ის „ტიპი“ მოგვეკლა და იმედია ხვდები რასაც გადავურჩით?!
-რატომ აგვიანებენ ასე?
-ახლა დამშვიდდი და ტელეფონს უპასუხე!
ნინის გამოწვდილ ხელს დავხედე, რომელშიც ჩემი ტელეფონი ეჭირა და გაუჩერებლად რეკავდა საბა იყო, ვანიშნე დალაპარაკებოდა და თვალებით დავუდასტურე რომ ყველაფერი ეთქვა. მათი ჩემს გვერდით ყოფნა იმ წუთას ყველაზე დიდი იმედი იქნებოდა..
ნინის თვალი მოვაშორე და იქვე მდგარი რუხი დავინახე თუ არა ავდექი, გიოს მოვშორდი და მისკენ წავედი..
-შენ ისევ აქ ხარ?!
-ელი მოიცადე!
გიოს ხმა დამეწია, მაგრამ ისე სწრაფად მივედი მამაკაცთან, რომ მეც ვერ გავიაზრე, მისმა დაცვამ სცადა წინ დამდგომოდა, მაგარამ რუხის ხელის მარტივი მოძრაობით მიხვდნენ, რომ ხელი არ შეეშალათ. მივედი გააფრებულმა ხელებით პიჯაკის საყელო მაგრად მოვქაჩე ჩემსკენ, ჩემი ხმა ვერ ვიცანი ისეთ ტონით ვკითხე:
-იცოდი რომ მოვიდოდა?!
პასუხის მოლოდინში კბილებს მაგრად ვაჭერდი ერთმანეთს, ისე რომ ძალიან მეტკინა ყბა, ვერ ვიტყვი სიტუციიდან გამომდინარე, თუ ჩემი არაადეკვატური საქციელისა და დამოკიდებულების გამო ჰქონდა განერვიულებული სახე ჩემს „მსხვერპლს“, მაგრამ მაინც ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა.. ჩემს ხელებს მისი თითებით მოხვია, პიჯაკზე ხელის გაშვებინება არ უცდია და ნაძალადევი სიმშვიდით მიპასუხა:
-არ ვიცოდი.
-სად არის?!
-არ ვიცი.
-ელი რას აკეთებ?!
დათას ხმა გავიგე რომელმაც ცოტა ხმამაღლა მითხრა დანარჩენები არ შემიმჩნევია, მაშინ მოვავლე ყველას თვალი, თურმე გიორგიც მეძახდა, დიტო კი გურამს დასტრიალებდა, დათამ მხრებზე ხელი მომხვია მეორეთი თითები გამინთავისუფლა და ჩამეხუტა:
-დამშვიდდი ის არაფერშუაშია...
ისეთი თვალებით ავხედე თვითონვე სცადა თავის მართლება:
-კარგი რა ელი ასე ნუ მიყურებ, ამ შემთხვევაში არ არის დამნაშავე..
-თემო სად არის?
ყველა გაჩუმდა და ციტა ხანში ჩუმად ჩაილაპარაკა დათამ:
-გაიქცა..
-მერე იპოვეთ!
ხელები გავაშვებინე და ისე ვუთხარი, გიორგის მივუბრუნდი:
-გიო სადაც არ უნდა იყოს გაარკვიეთ და მითხარით!..
უცებ პაატა დავინახე რომ საოპერაციო კარიდან გამოვიდა ღიმილით.. იქვე ვიდექით მისკენ შებრუნდით ყველანი ჩემად ველოდით პასუხს, მაგრამ ასე მარტივი არ არის ლოდინი:
-ბატონო პაატა როგორ არის? არიან?
დავეწიე ჩემს ეგოისტურად დასმულ კითვას..
-გადავრჩით მხარში არის ტყვია და ისიც გვერდულად ისე, რომ გული და მთავარი არტეტია არ არის დაზიანებული, ცოტა ტყვიის ამოღება გაუჭირდათ...
იმწუთას ვიგრძენი რომ ფილტვებში დაგუბებული ჰაერი ერთიანად ამოვუშვი და დათას მკერდს მივეყრდენი, დაძაბული სხეული ერთიანად მომეშვა, ხელები ავიფარე სახეზე, ..
-მადლობა ღმერთო..
-გილოცავ პატარა ქალო, ღმერთს მადლობა, რომ უყვარხართ ორივე და შენ კი ბატონოს ნუ მეძახი მეთქი ხომ გითხარი?..
თითი დამკრა ცხვირზე პაატამ, გამეღიმა, მთელი არსებით გავიხარე, სხეულის ყველა უჯრედმა დაიწყო სასიცოცხლო ფუნქიის შესრულება, რადგან მივხვდი რომ „ჩემი სიუც“ კარგად არის პაატას მოვეხვიე.
-მადლობა ნათლია.
-ასე ჯობია. ახლა კი შენს „მამამთილს“ ჩაეხუტე, ნახე როგორ გვიყურებს..
ღიმილით მითხრა პაატამ და გურამის სახე რომ დავინახე მისკენ შევბრუნდი, მთელი ძალით ჩავეხუტე, გულში მიკრავდა და ბუტბუტებდა ყველამ გაიხარა.. არა ეს სიხარული არ იყო ეს რაღაც უეცარი ბედნიერების ტალღა იყო რომელიც ყველა ჩვენგანის გულიდან მოდიოდა! ლიაც შემოგვიერთდა და იმანაც გვითხრა რომ უკვე პალატაში გადაიყვანეს გიგი, კახას კი ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული, ამიტომ რეანიმაციაში დატოვეს, ნახვის უფლება როგორც კი მოგვცეს დიტო მოვიდა ხელი გადამხვია თავზე მაკოცა და ისე მითხრა:
-ელი შეგვიძლია შევიდეთო და ხომ გინდა?
-დამცინი ხო?..
-სულაც არა.
ენა გამომიყო და წინ წავიდა რომ პალატისკენ წავეყვანე, დათამ მოგვაყოლა სიტყვები:
-წაიყვანე თორემ ისეთ რაღაცას ითხოვს მეც კი შემაშინა..
უცებ შემოვბრუნდი და გბრაზებული ხმით ვუთხარი:
-აზრი არ შემიცვლია მოძებნეთ სადაც არ უნდა იყოს ვისთანაც არ უნდა იმალებოდეს ყველა ნახეთ და იპოვეთ!
-კარგი რა გჭირს გოგო? რად გინდა მისი პოვნა?
გაოცებულმა მკითხა დათამ, ბოროტულად ჩამეცინა, ალბათ გადატანილი ემოციის გამო გავბოროტდი:
-რად მინდა და თემო დუნდუას არარსბული თავმოყვარეობა საბოლოოდ უნდა გავანადგურო!
-რაა?
ყველამ გაოცებული ხმით იკითხა, მათ შორის რუხიც.. გიომ სიცილი ვერ შეიკავა, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თვალი ჩამიკრა, სესილიც უკვ აცანცარდა:
-აი ასეთი ელი მიყვარს და რა გავაკეთო?..
ტაში შემოკრა.
-გაჩუმდი გოგო ახლა შენი წაქეზება არ სჭირდება მაგას!
ანდრიამ დაუბღვირა.
-რა გინდა ბიჭო რატომ მიბღვერ? გელოვანის ქალი თუ გაბრაზდა არავის შეძახილი არ სჭირდება და ეს ყველაზე კარგად მე ვიცი.
-პასუხს ველოდები თქვენგან!..
ცოტა ზედმეტი მომივიდა. ყველას თვალი მოვავლე და ისე წავედი პალატისკენ.. შესვლისას ოთახში არსებული სიტუაციის აღქმა უფრო რთულია როცა იცი რომ იქ ის ადამიანია ვინც შენს სიცოცხლეს ალამაზებს და გაბედნიერებს, ძალას გმატებს მისი ყოველი ქმედება და ეს ადამიანი რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლისთვის იბრძოდა.. ცრემლით სველი სახე მოვიწმინდე. მასთან მისულმა სხეულის კანკალით დავიხარე და შუბლზე ვაკოცე, ოდნავ შეირხა, მაგრამ არ გაუღვიძია, მის გვერდით ვიჯეი და ხელზე ვეფერებოდი:
-გიგი ძალიან მჭირდები ორივეს გვჭირდები და ეს უნდა იცოდე..
ვერ სევძელი საუვარი უბრალოდ ვეფერებოდი, დრო ისე გავიდა რომ ვერ გავიგე გურამი შემოვიდა და ბოდიში მომიხადა, რომ ვერ მოითმინა.. შემრცხვა მეც იგივე გავიმეორე და ოთახში მარტო დავტოვე..


პ.ს. ძალიან მერიდება თქვენი და ბოდიშს გიხდით ყველას, პირად და პროფესიულ საქმიანობაში არსებულმა ცვლილებებმა ასეთი უპასუხის მგებლო გამხადა..
ბოდიში და უდიდესი მადლობა ყველას თქვენი ლილე.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ შენ ხარ? როგორ მომენატრეე❤. ძალიან მანერვიულე, რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ საშინელება მოხდებოდა, მაგრამ მეც ლილესავით ამოვისუნთქე. აიი თემოზე უკვე ცუდად ვარ, ასეთი ბოროტი და უგულო ადამიანი როგორ უნდა აცოცხლო, ან როგორ ახერხებს სულ გაქცევას ვგიჟდები. იმედია მომავალ თავში ლილეს ფეხებთან დაპატარავებულს მაჩვენებ. უკვე ერთი სული მაქვს, რომ წარნოვიდგენ.
მიყვარს მიყვარს ეს ისტორია

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

უნდა ვიტირო ეხლა მე სიხარულისგან :*

 


№3  offline წევრი lile-eli

Chikochiko
თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ შენ ხარ? როგორ მომენატრეე❤. ძალიან მანერვიულე, რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ საშინელება მოხდებოდა, მაგრამ მეც ლილესავით ამოვისუნთქე. აიი თემოზე უკვე ცუდად ვარ, ასეთი ბოროტი და უგულო ადამიანი როგორ უნდა აცოცხლო, ან როგორ ახერხებს სულ გაქცევას ვგიჟდები. იმედია მომავალ თავში ლილეს ფეხებთან დაპატარავებულს მაჩვენებ. უკვე ერთი სული მაქვს, რომ წარნოვიდგენ.
მიყვარს მიყვარს ეს ისტორია

მეც მომენატრე... :) და დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მიხარია თუ ემოცია ისე გადმოვეცი როგორც ამბობ...
დიდი მადლობა კიდევ იმ რჩევისთვის, რომელიც ამ ისტორიის დასრულებას ეხებოდა არ დავასრულე, რადგან ყველაფერი გარკვევით გეწერა, რომ უნდა გამევრცო თან რაც ჩაფიქრებული მქონდა იმას სრულად ვერ დავწერდი და უკმარისობის გრძნობა დამრჩებოდა, შეიძლება ითქვას მიფუჩეჩებას გადამარჩინე, რაშიც დიდი წვლილი მიგიძრვის, მადლობა დიდი კიდევ ათასჯერ!!!

Anuki96
უნდა ვიტირო ეხლა მე სიხარულისგან :*

როგორ მახარებს ხოლმე.. :* ;* ჩემი Anuki96-იიი

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

lile-eli
Chikochiko
თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ შენ ხარ? როგორ მომენატრეე❤. ძალიან მანერვიულე, რაღაც მომენტში დავიჯერე, რომ საშინელება მოხდებოდა, მაგრამ მეც ლილესავით ამოვისუნთქე. აიი თემოზე უკვე ცუდად ვარ, ასეთი ბოროტი და უგულო ადამიანი როგორ უნდა აცოცხლო, ან როგორ ახერხებს სულ გაქცევას ვგიჟდები. იმედია მომავალ თავში ლილეს ფეხებთან დაპატარავებულს მაჩვენებ. უკვე ერთი სული მაქვს, რომ წარნოვიდგენ.
მიყვარს მიყვარს ეს ისტორია

მეც მომენატრე... :) და დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მიხარია თუ ემოცია ისე გადმოვეცი როგორც ამბობ...
დიდი მადლობა კიდევ იმ რჩევისთვის, რომელიც ამ ისტორიის დასრულებას ეხებოდა არ დავასრულე, რადგან ყველაფერი გარკვევით გეწერა, რომ უნდა გამევრცო თან რაც ჩაფიქრებული მქონდა იმას სრულად ვერ დავწერდი და უკმარისობის გრძნობა დამრჩებოდა, შეიძლება ითქვას მიფუჩეჩებას გადამარჩინე, რაშიც დიდი წვლილი მიგიძრვის, მადლობა დიდი კიდევ ათასჯერ!!!

Anuki96
უნდა ვიტირო ეხლა მე სიხარულისგან :*

როგორ მახარებს ხოლმე.. :* ;* ჩემი Anuki96-იიი

შენ კიდე მე მახარებ ხოლმე მაგრამ დიდი შუალედებით :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent