ტყუილი მომავლისთვის 5 თავი
-ძალიან გემრიელი იყო, დიდი ხანია ჩემს სამზარეულოში ქალს არ უტრიალია. -მადლობა... მშობლებთან რატომ არ ცხოვრობ? -დედა ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, მამა სოფელში ცხოვრობს. -ძალიან ვწუხვარ. - შენ რატომ არ ცხოვრობ შენებთან? -პატარა ვიყავი მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედამ სოფელში დარჩენა გადაწყვიტა არაფრით არ დატოვა სახლი, მე აქ უნდა მოვკვდეო. ახლაც იქ არის. მე თუ ჩავაკითხავ თორემ თვითონ თბილისში ჩამოსვლაც არ უნდა. არადა ძალიან მეცოდება, სულ მარტოა იქ. -და ან ძმა არ გყავს როგორც მე ვიცი. -ხო.. შენ? -მე ერთი ძმა მყავს, ჩემზე სამი წლით არის პატარა, გერმანიაშია ახლა თავისი ოჯახით... -კარგია... ნაზად გაუღიმა გვერდით მჯდარ მამაკაცს და ფანჯრისკენ გაიხედა, საიდანაც მთელი ეზო ჩანდა. მთვარის სინათლე სერავდა უკუნეთ ღამეს. ტანში ჟრუანტელი უვლიდა მამაკაცის ყოველ შეხებაზე - იქნებ რამე დაგველია? -ნწ... ერთხელ მაინც ფხიზლები ხომ უნდა ვიყოთ ნიტა. სიცილით მიუახლოვდა ქალს და მუცელზე შემოისვა და გიჟივით დააცხრა ტუჩებზე, საძინებლამდე ისე გავიდნენ არც ერთს არ უცდია ერთმანეთს მოსცილებოდნენ, აკანკალებული თითებით ცდილობდა მამაკაცის პერანგის ღილების გახსნას. მერე კი ერეკლეს საწოლის წინ დაგებულ ხალიჩაზე ფეხი დაუცდა და ზურგით საწოლზე დაეცა. საერთოდ არ უცდია თავის შეკავება, მამაკაცს ზემოდან მოექცა, თვითონ ცდილობდა ინიციატივა გამოეჩინა, ერეკლეს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, ერთი ხელის მოსმით გადააძრო პერანგი და ტუჩები მკერისკენ გააცოცა, ნიტამ გაბადრულმა გადააგდო თავი უკან და კმაყოფილმა ჩაიღიმა, მისი ბედნიერი ღიმილი ერეკლეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, თუმცა არც თავისი საქმე შეუწყვიტავს. დილით ადრე გაეღვიძა, ღიმილით გადახედა გვერდით მწოლ კაცს და ნიკაპზე თითებით წაეთამაშა. ცოტა ხნით მაინც შეეძლო თავი ბედნიერ ქალად ეგრძნო. ერეკლემ სწრაფად გაახილა თვალები და ქალის თავი ხელებში მოიქცია. -საოცრება ხარ ნიტა, ჩემი საცორება... გულის სიღრმეში რაღაც ჩაწყდა, წესით ახლა უფრო მეტად ბედნიერი უნდა იყოს, თუმცა არა. სინდისის მაგვარი რაღაც მთელი ძალით უჭერს ყელზე ხელს და აღრჩობს, მაგრამ ყველაფერი მალე დასრულდება, რაღაც სულელური ილუზიები არ უნდა შეიქმნას... თქმით ვერაფერი უთხრა ოდნავ გაუღიმა, ალბათ სევდიანად, თვალებზეც ცრემლი ადგებოდა, სწრაფად მოაშორა მზერა ერეკლეს. -ცუდად ხომ არ ხარ? შეშფოთება დაეტყო ერეკლეს და თავი ოდნავ უკან დასწია უკეთ რომ დაენახა ქალის სახე -ცოტათი თავი მტკივა, გამივლის... ისევ გაუღიმა ეჭვის თვალით მომზირალს და თავი მის ყელში ჩარგო. ერეკლე აბაზანაში იყო შესული, მისმა ტელეფონმა რომ დარეკა. იფიქრა ელენე თუ დამირეკავს, ლელა და მაიკომ იციან რომ არ უნდა დამირეკონო. თუმცა ელენე არა, მაგრამ მისი მამიდაშვილი აღმოჩნდა. -ხო გიუშ, ჩემი თავი რამ გაგახსენა? გახარებულმა ჩაილაპარაკა და დაელოდა როდის გაიგებდა მონატრებული მამიდაშვილის ხმას. -ნიტა, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე ელენე არის ცუდად -რას ქვია ცუდად არის? მუხლებში ნელ-ნელა ძალა ერთმეოდა, თავი ძლივს შეიკავა რომ ძირს არ დავარდნილიყო. წამში მოძებნდა მისაღებში მიგდებული ჩანთა და ელვის სისწრაფით გამოვარდა გარეთ, ახლა არც ერეკლე ახსოვდა და არც მასთან დამშვიდობება. რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეს სოფელში. -გუშინ წაქცეულა, კიდევ კარგი დღეს დილით შემოვუარე, ექიმთან მიმყავს ახლა, კი მითხრა ნიტას არ დაურეკოო, მაგრამ სჯობს ჩამოხვიდე და მიხედო -რა თქმა უნდა ახლავე წამოვალ. ისევ მძლავრად ამოხეთქა მასში მარტოობის შიშმა. ახლა როდესაც მძაფრად წარმოიდგინა, რომ შეიძლება დედას ნებისმიერ წამს რამე დაემართოს ლამისაა მოკვდეს. ერთადერთი საყრდენი, ერთადერთი საყვარელი ადამიანი, რომელიც შემორჩა დედამისია. არც კი უნდა იმის წარმოდგენა თუ მას დაკარგავს, რა შეიძლება მოხდეს. მართალია ყოველ დღე ვერ ხედავს, თუმცა კილომეტრების იქეთაც გრძნობს დედის სითბოს და სიყვარულს. ალბათ იგი ვერასოდეს ვერ შეძლებს შვილს ისეთი დედობა გაუწიოს, როგორსაც ელენე უწევდა და უწევს მას. ყველა შვილს ხომ საკუთარი დედა ყველაზე ლამაზი და საოცარი ჰგონია, მაგრამ ელენე მართლაც სამაგალითო დედაა. ძალიან ბევრი რამ აქვს გადატანილი ნიტას გამო და არასოდეს წამოუყვედრებია ეს შვილისთვის. იმის მიუხედავად რომ საოცრად დიდი ასაკია მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ზოგი ხომ ამბობს დედა-შვილს შორის მეგობობა გამორიცხულიაო, მაგრამ მათ შორის სულაც არა. ხანდახან საოცრად მკაცრი და შეუვალი იყო, ყველანაირად ცდილობდა შვილისთვის ტკივილი და მოსალოდნელი შეცდომები აერიდებინა თავიდან და შეიძლება ითქვას კარგადაც გამოსდიოდა. მთელი გზა სამარშუტო მძღოლს ებუზღუნებოდა გინდა თუ არა სიჩქარეს მოუმატეო, სხვა მგზავრებ მგონი გიჟი ეგონათ, წამდაუწუმ რაღაცას ჩურჩლებდნენ და არეულ სახიან ნიტას გაოცებული აკვირდებოდნენ. 888 სოფელში, რომ ჩავიდა უკვე დაბნელებული იყო, როგორც გიორგისგან გაიგო ელენე სახლში მოუყვანია და ნიტას ორივენი მოუთმენლად ელოდნენ. დაღლილი და ნაოჭებშეპარული დედის სახის დანახვამ კიდევ უფრო მეტად ატკინა გული. მთელი ძალით ჩაიკრა გულში და ცრემლებს გასაქანი მისცა. ყველა ემოცია ბობოქრობდა მასში. როგორც ბავშვობაში ისე ახლაც კალთაში ჩაუდო თავი და ქვითინი გააგრძელა. გული რომ მოიოხა დედის ცრემლიან თვალებს ახედა და სათითაოდ დაუკოცნა. სულ ასე იცოდნენ, ერთი თუ ტიროდა მეორეც ყვებოდა და ასე ორ ხმაში მოთქვამდნენ. -კარგით ხალხო რა მოგივიდათ? მეც აქ ვარ ისე, ყურადღების მიქცევა სცადა გიორგიმ და თბილად გაუღიმა ბიძაშვილს. -ძალიან მომენატრეთ, გიო შენ როგორ ხაარ? ახლა მამიდაშვილს მიუბრუნდა და თბილად მოეხვია -მე კარგად დღეს ცოტა შემაშინა ქალბატონმა ელენემ თორე ისე რა მიჭირს. -ძალიან გაგაწვალე შვილო, ხომ გითხრა ექიმმაც სერიოზული არაფერიაო? -ნორმალურად მომიყევით დე რა დაგემართა -გუშინ ყვავილებს ვკრავდი ბაღში, ძალიან დაიბურა ეზო. ფეხი რაღაცას გამოვდე და წავიქეცი. მთელი საღამო გაშეშებული ერთ ადგილას ვიჯექი, წელი საშინლად მტკიოდა თან წნევებიც მაწუხებს ამ ბოლო დროს ხომ იცი. მერე გიო მოვიდა და არაფრით არ გამაჩერა სახლში ექიმს უნდა გაესინჯოო... -ხომ გეუბნებოდი ეგ ყვავილები დაგღუპავს ერთ დღესთქო, ყველგან ყვავილი შეიძლება? ფეხს ვერ დადგავ ვერსად. გაბრაზებულმა გადახედა ჯერ ეზოს და მერე დედას. -კარგი, კარგი ნუ ჩაირთები ახლა.. შენც მშვენივრად მოგწონს როცა ყვავიან, უბრალოდ ზარმაცი ხარ და მოვლა გეზარება შვილო -ჰმ.. ექიმმა რაო? -რაო და ქალბატონი ელენე ერთი კვირა მაინც იწვეს და თავს მოუფრთხილდესო -ერთი კვირა ლოგინში რომ ჩავწვე ვინ მიხედავს მერე ოჯახს?! -კარგი რა დედა, აბა მაინც და მაინც გული უნდა გაგიჩერდეს? მე დავრჩები და ყველაფერს მივხედავ. -არავითარ შემთხვევაში !!! შენი სამსახურის დაკარგვა მინდა ახლა მე?! - შენ მაგაზე არ იდარდო, ისედაც მეკუთვნოდა ორკვირიანი შვებულება და ახლა გამოვიყენებ. ........ გვიან გიო გააცილეს და ერთად დარჩნენ დედა და შვილი. უცებ ერეკლე გაახსენდა, რას იფიქრებდა სახლში, რომ არ დახვდა? ტელეფონიც დაუჯდა და გამოირთო დამტენი კი სოფელში არ აქვს. არაუშავს, როცა დაბრუნდება აუხსნის თუ გაუგებს ხომ კარგი თუ არადა... თავი რომ მოაბრუნა ელენეს გამომცდელ მზერას წააწყდა. -ნიტა რაღაც ნაღვლიან მეჩვენები. -არაფერია, უბრალოდ შენზე ვინერვიულე თანაც გზამ დამღალა... თვალი მოარიდა დედას და კომფორტულად მოთავსდა მის გვერდით. -მარტო ეგ არის მიზეზი? -კი დედი, მხოლოდ ეგ... -როდის უნდა გათხოვდე დედი? -აუ ელენე ხომ იცი ასეთ კითხვებს რომ მისვამ ვერ ვიტან. შენ ჩემზე კარგად მოგეხსენება ჩემს ასაკში გათხოვება ადვილი რომ არ არის, თანაც ვიღაცას ხომ არ გავყვები არა? -არავინ არ გამოჩნდა დედი შენი შესაფერისი? -არა ელენე არა... -მაია გახსოვს, თავისი ბიჭისთვის რომ უნდოდი -ახლა ეგ ქალი რამ გაგახსენა? -არც მის შვილს მოუყვანია ცოლი -მერე მე გავყვე? კარგი რა ნუ იცი ხომე ასე ხუმრობა -არ გეხუმრები დედა, შვილი არ გინდა? ოჯახი არ გინდა? დიდი ხარ უკვე მეც ცალი ფეხი სამარეში მაქვს, მშვიდად წავალ იმ ქვეყნად თუ მეცოდინება შენ ბედნიერი ხარ. -მაგის გამო უსიყვარულოდ შევქმნა ოჯახი? -სიყვარული ურთიერთობაში მოვა, ერთმანეთს გაიცნობთ და გაუგებთ. ქმირს პატივისცემა და შვილის სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს. -კარგად იცი ჩემი მოსაზრება შვილის გაჩენაზე და უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახებზე... ასე რომ... -ნუ სულელობ თუ ღმერთი გწამს, ეგ აზრი თავიდან ამოიგდე. ერთ დღეს შეხვდები იმას ვინც შეგიყვარებს შვილო. იმ დეგენერატი დემეტრეს გამო კაცებზე გულს ნუ აიცრუებ ყველა მისნაირი მატყუარა კი არ არის. -კარგი დედა აღარ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი, რაც მთავარია მე და შენ ერთმანეთი გვყავს და ამ ეტაპზე სხვა უფრო მნიშვნელობვანი ჩემთვის არაფერი არ არსებობს... იმ ღამით დედასთან ჩახუტებულს ეძინა. დიდი ხანია ასე ტკბილად არ სძინებია. ისევ დედიკოს პატარა გოგო იყო, რომელსაც სიბნელეში მარტო დაძინება სიკვდილივით ეშინოდა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა დედის წელს. დილით თავის ოთახში შეიძურწა, ყველაფერი ისე იყო როგორც წინა ჩამოსვლის წინ დატოვა, ოღონდ ელენეს ყველაფერი მიესუფთავებინა. ჭირივით ეზარება არეულობა და ჭუჭყი, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. მისი ძველი ტანსაცმელები გადმოალაგა და საოჯახო საქმეებს შეუდგა. ჯერ სახლი მოასუფთავა მერე საჭმელიც გააკეთა და ელენეს ნება არ მისცა ძირს ჩამოსულიყო. ცოტახანში სამსახურში გადარეკა სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ორ კვირიანი შვებულება გამიფორმეთო. თავიდან კი ეწუწუნა უფროსი შენთან ჩაწერილ პაციენტებს რა ვუყოო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. მერე გოგოებს დაურეკა ელენე ცუდად გახდა და ორი კვირით სოფელში წავედიო -ანუ ერეკლეს არ დაემშვიდობე ისე გამოვარდი ხო? -ხო ლელა, სად მახსოვდა იმ მომენტში ერეკლე -ალბათ ძალიან იმედგაცრუებული იქნება ასე რომ აორთქლდი -მოდი იცი რა? არც რეზის და არც არავის არ უთხრათ სად ვარ ცოტა ხნით ეს ყველაფერი მინდა თავიდან ამოვიგდო. -კარგი ნიტა შენ როგორც გინდა. ერთი კვირა ისე გავიდა ელენეს ხელის ზედმეტად გატოკების საშუალებას არ აძლევდა, ქათმებსაც თავად აპურებდა და ძროხებსაც თავად უვლიდა. რამდენჯერმე ეზოს გადახედა და თვალში აყვავებული ყვავილები მოხვდა, სწრაფად დასტაცა მაკრატელს ხელი და დიდი ლარნაკი ყვავილებით აავსო. -რომ კითხო ყავილები არ უნდა იყოს ეზოში, ნიშნისმოგებით გაუღიმა შვილს და ჭიქა წყლით გაავსო. -ყველგან არა დედი, სიცილით დაუკოცნა ლოყები და ღუმელიდან ცხელი ქადები გამოიღო, მგონი დაცხვა არა? -ასანთის ღერი აიღე და ნახე რამდენჯერმე დაურეკეს გოგოებმა და ელენე მოიკითხეს, ყოველ ზაფხულს როგორც კი ახერხებენ ისინიც ჩამოდიან მასთან და მხიარულებით იკლებდნენ მთელ სახლს. -რამდენჯერმე გიკითხა რეზიმ სად არისო -ალბათ ერეკლეს აინტერესებდა -ხო მეც მასე მომეჩვენა, ისიც მკითხა მაგათ შორის რა ხდება ხომ არ იციო -მერე?? -რავიცი ნიტა, რეზის ხომ არმოვუყვებოდი ერთად იწვნენ და ჩემი დაქალი დილით გაქრათქო?!! -ნუ ხარ საძაგელი, სიცილით ჩაილაპარაკა და მისდა უნებურად ერეკლესთან გატარებული ღამე გაახსენდა. -როდის ჩამოხვალ? -ალბათ ერთ კვირაში -ძალია კარგი. მეორე დღეს მეზობლები გადმოვიდნენ ელენეს სანახავად, თან ნიტას ამბებიც აინტერესებდათ. საშინლად ვერ იტანს ჭორიკანა ქალებს, თავისი ცხოვრებით ცხოვრება რომ ეზარებათ და სხვის სახლში რომ ძვრებიან ცხვირით. -ასე ნუ დაიკარგები ხოლმე ნიტა, დედა ცოდოა აქ უშენოდ, აფერისტულ ღიმით შესცინა ერთ-ერთმა მეზობელმა და ყავა მოწრუპა. -ნიტას როცა დრო აქვს მაშინვე აქ ჩამორბის ნინო, თბილისში უსაქმურად კი არ ზის, მუშაობს. ცოტა მკაცრად განუმარტა ელენემ და წამში მოაკეტინა. აბა ვისი რა საქმე იყო ნიტა როდის ჩავიდოდა დედასთან. დავიჯერო რომელიმეს მართლა შესტკივა გული ელენეზე? -ხო საწყენად არ მითქვამს კაცო... -არაუშავს ნინო დეიდა, აფერისტულად გაუღიმა ქალს და სამზარეულოსში გავიდა -კი მაგრამ არ თხოვდება შენი გოგო? ახლა მეორემ ამოიღო ხმა -ჯერ არ ჩქარობს -რას უცდის კი მაგრამ, დიდი გოგოა უკვე უნდა გათხოვდეს შვილი არ უნდა? ან შენ არ ეცოდები, მაგაზე დარდით ღამეები რომ არ გძინავს, ჩაბარდეს პატრონს. -მგონი ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს ქალბატონო ნელი, უკე ყელში ამოსდიოდა მათი თავხედობა და რაც კი ოდესმე უთმენია თანახმა იყო ამ წამს განდმოენთხია. - არავის გასარჩევი არ არის ჩემი ბედი, და არც ის როდის და როგორ ჩამოვაკითხავ დედაჩემს. როგორმე თქვენი ჩარევის გარეშეც შევძლებთ ცხოვრების აწყობას და შვილის გაჩენასაც. -ნიტა, ნერვებს ნუ აიშლი საწყენად არ უთქვამთ დედი, თანაც უკვე წასვლას აპირებენ. ქალებისთვის მზერა არ მოუცილებია ისე ჩაილაპარაკა ელენემ და წამში ფეხზე წამოჭრილ ქალებზე სიმწრით ჩაეცინა. -ჩვენ წავალთ, გამოჯანმრთელებას გისურვებ ელენე, ჩვენ თქვენთვის კარგის მეტი არაფერი გვინდა... -ვიცით, ვიცით... ქალებმა კარი გაიხურეს და ბუტბუტით გაუყვნენ ბილიკს. -რა კულტურულად გაყარე დედა, სიცილისგან სულს ვეღარ ითქვამდა ნიტა -კულტურული გაყრა არ ვიცი მე, მეც ყელში ამომიყვანეს ამდენი ენისჭარტალი -ჰმ.. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.