შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი თავი 4


15-10-2017, 15:20
ავტორი katiusha
ნანახია 4 430

დიდი შესვენების შემდეგ ჩემო სავარელო მკითხველო დაგიბრუნდით.. არ ვიცი რა ვთვა. უბრალოდ გეტყვით რომ ძალიან მომენატრეთ და ვეცდები ისევ გაგნებივროთ ცემი შემოქმედებით


სახლში ჩუმად შეიპარა. ისე რომ რუსა არ გაეღვიძებინა. საწოლში შეწვა და ფიქრებმა წაიღო. ისე აიბურდა ყველაფერი ერთმანეთში რომ თავი ასტკივდა.ყველაზე მეტად მაინც იმ კოცნაზე ფიქრი აეკვიატა და იმ მამაკაცზე ფიქრები.არა რო უფიქრდებოდა გულის სიღრმეში მოეწონა ის კოცნა. რამდენი ხანი იყო მისთვის არავის უკოცნია, მითუმეტეს ასე. იმ კოცნაში ისიც კი იგრძნო რომ მამაკაცი გულგრილი არ იყო, არადა თითქოს სადღაც ჰყავდა ნანახი. გონებას უფრო ძაბავდა მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან...
როდის ჩაეძინა არ ახსოვს, მაგრამ დილით რუსას ქოთქოთმა გააღვიძა. მძიმედ გაახილა თვალები და თავზე დამდგარი დოინჯშემოყრილი დაქალი გაბრაზებული სახით ედგა.
-რა ძილქუში დაგეცა? რამდნეი ხანია შენი მობილური რეკავს. მგონი სამსახურიდან არიან
-მოიცა მოიცა, თავი მტკივა ისედაც ცოტა ჩუმად რააა. დაიჯღანა და მობილურს დახედა.
-უცხო ნომერია, ნეტავ ვინ არის?
-უპასუხე და გაიგებ.
-წადი მანამდე შენ ყავა მოადუღე და მეც მალე მოვალ. დაველაპარაკები.
რუსამ ოთახი რომ დატოვა მხოლოდ შემდეგ უპასუხა.
-გამარჯობათ საწყობიდან გირეკავთ. სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ. უხარისხო და ვადაგასული პროდუქცია მოგგვიტანეს და უკან წაღებაზე უარს ამბობენ.-გაისმა მამაკაცის შეშფოთებული ხმა.
-არსად გაუშვა ეგენი. ოც წუთში მოვალ. ან უფრო ადრე. მაშინვე წამოხტა. ტელეფონი საწოლზე მიაგდო,პირველივე რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა მისაღებში მყოფ რუსას ისე ჩაუქროლა რომ გოგო გაოგნებული დატოვა.
-რა მოხდა?>სად გარბიხარ?-დაეწია კარებში როცა ფეხსაცმელებს იცმევდა
-საწყობში უნდა მივიდე სასწრაფოდ. პრობლემაა, შენ სამსახურში მიდი მანამდე მაგიდაზე საბუთებია და იმას მიხედე. მოგვინებით აგიხსნი ყველაფერს.
მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და კიბეზე დაეშვა...

ირაკლიმ მანქანა მეწყილის სადარბაზოსთან გააჩერა და დაელოდა როდის ჩამოვიდოდა. მანადმე სოციალური ქსელებში შეეხედა დროის გაყვანის მიზნით... მალე ისიც გამოჩნდა. მანქანის კარი გამოაღო, გვერდით მიუჯდა და მიესალმა.
-აბა დღეს რას ვაპირებთ?
-ჯერ მმომიკითხე მაინც როგორ ვარ?რა უჟმური ხარ რაა. ეწყინა ირაკლის, მობილური გვერდით გადადო და მანქანა დაქოქა. ცენტრალურ გზაზე გავიდნენ,
-ისევ საცობია. ამ დილაადრიან სად მიეჩქარება ამ ხალხს ან ამდენი მანქანა საიდან ყავთ გამკვირვებია. ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და შუქნიშანზე გაჩერდა..
-დილაა და ყველა სამსახურში მიდის.ზოგი სკოლაში, ზოგი საბავშვო ბაღში. მოკლედ უსაქმური არავინაა ხომ იცი
-ხო ხო შენ გაამართლე ყველა, მუდამ სხვისი დამცველი რომ ხარ და ჩემს საწინააღმდეგოდ მიდიხარ.
-რაგჭირს დღეს ?ხასიათზე არ ხარ?რა დაგემართა?
-არაფერი ისეთი
-ირა. კარგად გიცნობ. აბა მითხარი რა მოხდა?
-ის გოგო...
-აჰააა.. გაეცინა ბექას. -გოგომ უყურადღებოდ დაგტოვა, ფეხებზე დაიკიდა შენიი მომხიბვლელობა როგორც შენ იტყვი ხოოლმე და ამიტომ ხარ ასე?-ხმამაღლა ჩაეცინა ბექას
-არა მთლად ასეც არაა. ჩემს ელეგანტურობას და მომხიბვლელობას ნუ აყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. უბრალოდ ნერვები მომეშალარომ ვერ გავიცანი და ვერ გავიგე ვინაა.
-მოიცა შენ რაა ისე დაგაინტერესა რომ მასზე ინფორმაცია მოიძიე?
-ნუუ ხოო.... ყოყმანით თქვა მან.-არ ვიცი რა დავინახე მასში,რატომ ავიკვიატე, მაგრამ მაინც ვიპოვი. შუქნიშანზე მწვანე აენთო. მანქანა ნელა დაძრა და მანქანების რიგს უკან მიჰყვა.
-არ მჯერა რომ ამას სერიოზულად ამბობ.
-წარმოდგინე იმ ბარშიც კი მივედი და ვიკითხე, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. პირველად იყვნენო, ასე თქვეს. მოიღუშა ირაკლი
-არ მჯერა არ მჯერა.- ახარხარდა ბექა და სულს ძლივს ითქვამდა.
-რა გაცინებს? სასაცილო არააა.. ნერვები მაქვს ისედაც მოშლილი და უარესად არ მომიშალო. ეს გზაც ნერვებს მიშლის. ფუ შენი... შეიგინა მერე როცა მორიგი წითელი აენთო.-როგორ ვერ გავასწარი... ბექა ისევ იცინოდა.ირაკლი კი საჭეს ნერვულად ჩაფრენოდა. სწორედ ამ დროს გვერდიდან დიდი სიჩქარით მანქანა გამოვარდა. არც კი დაფიქრებულა რომ წითელი იყო. მოხერხებულად გაძვრა მანქანებს შორის. ბიჭებს გვერდით ჩაუქროლა და ასეთ გადატვირთულ მოძრაობაში გზა განაგრძო დიდი სიჩქარით.
-ეს რა იყო?სიცილი შეწყვიტა ბექამ და მეგობარს გადახედა
-არ ვიცი..
-არ მჯერა რომ ის იყო და ისე განაგლდა რომ დღისით მზისით გვერდით ჩაგვიარა. ჩქარა წადი მიდი დაძარი მანქანა. დაუყვირა ბექამ და საპატრულო სირენა ჩართო...
-გზიდან გადადით,გზა დაგვითმეთ, ჩაჰყვირა ბექამ რაციაში და მანქანებიც გზას უთმობდნენ.
-მიდი მიდი არ დაკარგოო, უნდა დაეწიო.
-იქნებ ის არაა.
-დარწმუნებული ვარ რომისაა ვისაც ვეძებთ,
-არა მგონია ძმაო, მგონია რომ უბრალოდ ვიღაცას სადღაც ძალიან ეჩქარება და იმიტომ მოიქცა ასე.
-ირაკლიი. იყვირა ბექამ გზას უყურე და სიჩქარეს მოუმატე...
სადღაც შორს მოჩანდა სწრაფად მოძრავიი მანქანა.ცდილობდნენ თვალთახედვიდან არ დაეკარგათ.ნელ-ნელა მათ შორის მანძილი მცირდებოდა.რაციაშიც კი ჩასძახეს რომ გაეჩერებინათ, მაგრამ სიჩქარე არ დაუგდია და არც შენელებულა. მარჯვნივ მოუხვია. მერე ცოტა იარა და კიდევ მარჯვნივ მოუხვია. ვიწრო ქუჩაზე გავიდა. იქ სიჩქარე ცოტა დაადგო და დიდი შენობის წინ გაჩერდა.სწრაფად შევარდა შიგნით და იქ მყოფებს მიესალმა.
სწორედ ამ დროს უკან პოლიციის მანქანა მიადგა და ბიჭებმაც გააჩერეს მანქანა.
-ვითომ აქ არის მათი შეჯრების ადგილი?
-არა მგონია ბექა, შეხედე რომელიღაცა ფიქრმის საწყობია. ასე ააწერია.
-უნდა გავიგოთ მაინც. ასე ადვილად არ წავალ აქედან. შიგნით უნდა შევიდეთ.. თქვა მან და მანქნაიდან გადავიდა, უკან მიჰყა მეწყვილეც. იარაღსაც წაატანა ხელი მაგრამ ირაკლიმ შეაცერა.
-თუ მართლა მათი ადგილია ბევრნი იქნებიან და ასე ვერ შევათ, უნდა ვუთვალთვალოთ ჯერ. უჩურჩულა მეგობარს. ბექამ იარაღი უკან ჩააბრუნა და კარისკენ წავიდა რომელიც თითქმის ღია იყო...

-გამარჯობათ ბატონებო. მიესალმა ელენე საწყობში შეკრებილ თავის თანამშრომლებს და დისტრიბუტორებს.ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და ფრთხილად და დალაგებულად ელაპარაკა. ამჯერად იცოდა საქმე ძალიან ცუდად იყო და კომპანია დიდ ზარალს ნახავდა თუ ვერ მოილაპარაკებდნენ.
-აბა ბატონებო რა ხდება?რაშია საქმე?
-ქალბატონო ელენე შეკვეთა მოიტანეს, მაგრამ ყველაფერი უხარისხოა, ზოგს საერთოდაც ვადა აქვს გასული. ჩვენ პროდუქციას არ ვიღებთ. ისინი კი ამბობენ რომ უკან არ წაიღებენ.
-უპასუხა საწყობის ადმინისტრატორმა
-მადლობა ნინო. შეგიძლიათ მაჩვენოთ პროდუქცია სადაა?-მოიუბრუნდა დისტრიბუტორებს
-დიახ აქეთ მობრძანდით. გამოცოცხლდნენ ისინი და წინ გაუძრვნენ გოგოს. საწყობის შესასვლელში ელაგა ორ რიგად პროდუქციით სავსე ყუთები. ელენემ ყველა სათითაოდ გახსნა თავიდან დაათვალიერა. შეამოწმა და ბიჭებს მიუბრუნდა
-თქვენ თვითომაც ხომ ხვდებით რომ ეს დაზიანებული და ძველი პროდუქცია?
-კი ვიცით რომ ასეა მაგრამ ჩვენი უფროსები გვეუბნებიან რომ უნდა დავტოვოთ და არავითარ შემთხვევაში არ წამოვიღოთ უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალს ჩვენ ავანაზღაურებთ. დაბნეულები და შეშინებულები იდგნენ ისინი.
-ჩვენ კიდევ იმის საშუალება არ გვაქვს რომ ეს ავანაზღაუროთ, ისედაც კაპიკებს გვიხდიან ხელფასს. დაამატა მეორემ.-არ ვიცით როგორ მოვიქცეთ.
ელენეს შეეცოდა ბიჭები. მართლაც და რა შუაშში იყვნენ ისინი.მაგრამ თვითონაც იგივე დღეში არმოჩნდებოდა ეს რომ მიეღო, სამსახურის გარეშე დარჩებოდა. კომპანიას რამდენიმე ათასიანი ზიანი მიადგებოდა.
-ეს ვინ გითხრათ?-ჰკითხა ბიჭებს?
-ჩვენმა უფროსმა.
უპასუხეს ერთხმად
-მან იცის სიტუაცია, იცის როგორი პროდუქცია გამოგატანათ და მაინც ასე იძახის?
-ამბობს რომ საწყობიდან დაუზიანებელი გამოგვატანეს და გზაში დაზიანდა.
ელენე ისე გაბრაზდა რომ სახე აელეწა და ბრაზისგან წამოწითლდა, მიხვდა რომ ბიჭები არაფერ შუაში იყვენენ და ისეთი გამოსავალიუნდა ეპოვა რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. ბიჭებს უთხრა რომ დალოდებოდა და თვითონ გვერდით გავიდა. გასასვლელ კართან ახლოს დადგა და ტელეფონში მათი უფროსის ნომერი მოიძია...
ბექას გული უცნაურად შეუქანდა როცა გოგოს სახე დაინახა. დაბნეულმა გადახედა მეწყვილეს და ხმის ამოღებაც ვერ გაბედა.
-ეს იჯდა საჭესთან?
-ჰო ირაკლი,ის იჯდა...
-რაღაც სასწაული დამთხვევაა, არა მჯერა რომ ეს გოგო მათთან იყოს დაკავშირებული და არც არავითარი მათი შეკრების ადგილი არ არის აქ. მგონი დროა წავიდეთ.
-მოიცა ცოტა ხანიც. ვნახოთ რამოხდება.
-შენ მაგ გოგოს გამო რჩები თუ მართლა გაინტერესებს?იქნე ბგულშიც ჩაგივარდა?გაეცინა ირაკლის
-ნუ მაიმუნობ, მოიცა აქ რაღაც მოხდება, გული მიგრძნობს,შეიძლება ჩვენ საქმესთან დაკავსირებით არა მაგრამ მაინც...
ბიჭები ისევ სამალავში დარჩნენ და მშვიდად ელოდნენ მოვლენების განვითარებას... მალე ორი მანქანა კიდევ გაჩერდა გარეთ. ერთი მანქანიდან სოლიდურად გამოწყობილი მამაკაცი გადმოვიდა. კოსტუმის ღილები შეიკრა და შესასვლელისკენ დაიძრა, უკან კი დანარჩენები მიჰყვნენ ოთხი თუ ხუთი კაცი იყო, როგორც ჩანს მისი დაცვა იყო.
ელენემ როგორც კი დაინახა მისკენ მიმავალი კაცი მაშინვე მისკენ დაიძრა ისიც დამიესალმა. ხელი მშვიდად ჩამოართვა და მაშინვე მოლაპარაკებაზე გადავიდა.
-ალბათ უკვე იცით რაშია საქმე და რატომ დაგიბარეთ აქ?
-დიახ ქალბატონო ელენე მაგრამ მე ამ საქონელს უკან არ წავიღებ.
-მოგიწევს.იმიტომ რომ არც მე არ ვაპირებ დატოვებას და არც ჩემს კომპანიას ვაზარალებ.
-არც მე არაფერ შუაში არ ვარ, იმიტომ რომ ამ ვაჟბატონებმა დააზიანეს. ირონიულად ჩაეცინა მას
-ეს ვაჟბატონები არაფერ შუაში არიან, თქვენ როგორც ამბობთ, დაზიანებულ საქონელს რომ თავი დავანებოთ ვადაგასულ საქონელთან მათ რა აკავშირებთ?აბა ამიხსენით ერთი თვის უკან წამოიღეს ქარხბნიდან ეს საქონელი?როცა მე შეკვეთა სამი დღის უკან გავაკეთე?
-ეს ესს.. მე უკვე აღარ ვიცი..
-იცით ძალიან კარგად იცით.ახლოს მივიდა მამაკაცთან და საბუთები ცხვირწინ აუფრიალა.
-თუ ამ ყველაფერს უკან არ წაიღებთ და ზარალს არ აანაზღაურებთ სასამართლოში გიჩივლებთ და მეტიც ახლავე გამოვიძახებ შესაბამის ორგანოებს. ხმას აუწია ელენემ.
მეტი გზა აღარ დარჩა.იმიტომ რომ მამაკაცის ირონიულმა სახემ წყობიდან გამოიწვია.ირონიულმა და ცინიკურმა დამოკიდებულებამ.
-ამ საქმეს ასე არ დავტოვებ იცოდე.ყველაფერი სხვანაირად იქნება.
-მემუქრებით?
-როგორც გინდათ ისე მიიღეთ.. ისევ ირონიულად ჩაეცინა მამაკაცს და დაცვას რაღაც ანიშნა.ისინიც გამოცოცხლდნენ ელენეს ხელი სტაცეს და გასასვლელისკენ წაათრიეს. ატყდა ერთი ამბავი. წივილ-კივილი. საწყობის თანამშრომლები ორმა ახმახმა იარაღის მუქარით ცარიელ ოთახში გამოკეტეს და უკან აედევნენ უფროსს.
-ხელი გამისვი შე არაკაცო. თაღლითო. ამას არ შეგარჩენ, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება იცოდე. განთავიისუფლებას ცდილობდა ელენე.რაც უფრო მეტად ცდილობდა თავის დახსნას მით უფრო ძლიერად უწერდა მამაკაცის უხეში ხელი.. იმედიც გადაეწურა უკვე როცა მოულოდნელად უცნობი ხმა გაისმა და კარში იარაღ მომარჯვებული ორი მამაკაცი გამოჩნდა.
-იარაღი დაყარეთ პოლიციაა. იყვირა ირაკლიმ და წინ მიმავალ მათ უფროსს პირდაპირ შუბლზე მიაბჯინა ლულა.
ელენემ ერთი გაიხედა იქით საიდანაც ხმა მოესმა. ეგონა მეჩვენებაო და ემოციებმოზღვავებულმა გრძნობა დაკარგა... ვისაც ეჭირა იმ მამაკაცმა ხელი გაუშვა და ბექას რომ არ ეყოჩაღა იატაკზე მოადენდა ზღართანს. პირდაპირ მის ხელებსი ჩაესვენა...


*************
გონს რომ მოვიდა საავადმყოფოს პალატაში იწვა.თვალი მოავლო იქაურობას და მზერა მის საწოლთან მჯდარ მამაკაცზე შეაჩერა. უცებ აღიდგინა ყველაფერი და შეშინებული თვალებით შეხედა მას
-დამსვიდდით ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულოთ.
-აქ რა მინდა?აქ რატომ ვარ?
-გული წაგივიდათ და სასწრაფოს მანქანამ აქ მოგიყვანათ.
-იქ რა ხდება?
-ყველაფერი მოგვარდა.საბედნიეროდ დროზე მოგისწარით.
-კი მაგრამ იქ როგორ მოხვდით?
-რამდენ კითხვას მისვამ?გამომძილებელი მე ვართუ შენ?ჩაეცინა ბექას
-რაღაც ძალიან მალე გადახვედით შენობითზე. ირონიულად უპასუხა ელენემ
-შენ რაღაც ძალიან მალე დაგვიწყებია ის კოცნა?
-რააა?ხოო ახლა გამახსენდა საიდან გიცნობდი. შენ იყავი ნამდვილად შენ იყავი.
-მე ვიყავი, ჩაეღიმა ბექას.-ისე კარგი კოცნა იყო. ტკბილი ტუჩები გქონია.
-ვინ მოგცათ ამდენის უფლება?ვინ მოგცათ იმის უფლება რომ როცა გინდათ მაშინ მაკოცოთ უცნობ ადამიანს?ყველასთან ასე იქცევი?
-ყველასთან არა მხოლოდ შენთან. ფეხზე წამოდგა ბექა და მის საწოლს ხელებით დაეყრდნო
-რა გინდათ ჩემგან.?შეშინებულმა ჰკითხა ელენემ
-მანქანას ასე ოსტატურად როდიდან ატარებთ?
ამ კითხვამ გოგო დააბნია და თვალები გაუფართოვდა.
-დიდი ხანია. დაიჩურჩულა.
-მიფრთხილდი ქალბატონო. იმედი მაქვს ის არ ხარ ვინც მგონიხარ...
-და ვინგგონივარ?ვერ მოუხვდა ელენე.
-მაგას სხვა დროს გეტყვი.-უთხრა ბიჭმა და ისევ დააცხრა ტუჩებზე...



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა მაგრამ თუ ისევ თვეები უნდა გვალოდინო სამწუხაროდ მე ვერ დაგელოდები

 


№2 სტუმარი მოცინარი

AR ARSEBOOOOOOBS!!! Dadeee! Dawereeee! Dzalian dzalian gaxarebuli var!! Veli shemdegs da imedi maqvs 5tvis mere ar daideba :)))

 


№3  offline წევრი katiusha

Daido daidoo :-D da savaraudod kidev gagaxarebt amagamac iqneba shemdegi tavi da vecdebi didi tavebi davdo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent