შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მომავლისთვის 7 თავი


17-10-2017, 00:06
ავტორი NA NO
ნანახია 2 923

****
ნიტას ბინიდან გაოგნებული გამოვიდა. თითქოს ხომ ყოველთვის ის იწვევს, მაგრამ თვითონ ინიციატივის გამოჩენას მაინც ერიდება. მომენტებში მორცხვი და თავშეკავებული. ახლა ძალიან დააბნია მისმა კოცნამ. რა იყო ეს? ან მისი ცრემლები რას ნიშნავდა. ძალიან ბევრს ფიქრობს მათ ურთიერთობაზე და უნდა აღიაროს, რომ ნიტას უკეთ გაცნობა უნდა. მარტო მასთან დაწოლა ხომ არ არის? თანაც თუ მისი ეჭვები გამართლდა ალბათ უბედნიერესი კაცი იქნება. მართალია ქალმა ისე რადიკალურად აღნიშნა, რო დედიბისთვის მზად არ არის, მანაც უკეთესი ვერაფერი უპასუხა. ძალიან გაბრაზდა, თუმცა მერე რა რომ ნიტას ამ ეტაპზე ბავშვი არ უნდა? ყველაფერს გააკეთებს და გვერდით დაუდგება. მთავარია ხვალ ექიმთან წაიყვანოს.
-მიხარია, რომ დროულად მოხვედით ბატონო ერეკლე
-ამჯერად რა ხდება თინა?
-ბატონი მამუკა გელოდებათ კაბინეტში.
დინჯი ნაბიჯებით გაემართა დირექტორის კაბინეტისკენ. იმედია მალე მორჩებიან საქმეს, თორემ უკვე ვეღარ ითმენს, ერთი სული აქვს ნიტას, როდის ნახავს.
-გამარჯობათ ბატონო მამუკა, შეიძლება?
-მოდი ერეკლე მოდი. სიმართლე გითხრა დასაკარგი დრო არც გვაქვს
-რა ხდება?
-თურქეთში უნდა წახვიდე სამი თვით, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები, როგორც იცი დაიძაბა, ახლა შენს მეტი სანდო კაცი მე აქ არ მეგულება...
-კი მაგრამ ეს ხომ ჩემს მოვალეობაში არ შედის ბატონო მამუკა?
-ვიცი ერეკლე ვიცი, მაგრამ უნდა გამიგო. კარგად ვიცი მოლაპარაკებებს თავს კარგად გაართმევ. გასამრჯელოზეც ნუ იდარდებ. ძალიან გთხოვ სამშენებლო მასალები კარგად შეამოწმე და ყველანაირად ეცადე პარტნიორები არ დავკარგოთ
-სიმართლე გითხრათ, ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა საქართველოდან გასვლა, მაგრამ თუ საქმე ითხოვს...
-ბეჟიაშვილები ხომ იცი როგორი ნაბიჭვრული გზებით ცდილობენ ჩვენს ჩაძირვას? ახლა ეს ინვესტიციები თუ ჩავარდება ჩათვალე გავკოტრდებით, მერე კი არც შენ და არც მე არ გაგვაკარებენ აქაურობას.

სამსახურიდან ნერვებმოშლილი გამოვიდა, ვერანაირად ვერ შეაქცევს ახლა მამუკას ზურგს. მაგრამ ნიტას დატოვებაც არ უნდა. უკვე ყველა დეტალს ნიტასთან აკავშირებს და ესეც არ მოსწონს. ერთ დღეში შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ყველაფერი თავუკუღმა მოაქცია.
უკვე სათვალავი აერია იმდენჯერ დაურეკა ქალს. აღარ იცის რა იფიქროს და რა არა. პირდაპირ სამსახურში მიადგა და მიმღებში იკითხა
-ვაა ერეკლე?
-რეზი როგორ ხარ? ნიტა ხომ არ გინახავს?
-ნიტა გერმანიაში წავიდა, როგორც ვიცი
-რას ქვია გერმანიაში წავიდა? გაოცებას ვერ მალავდა ერეკლე, ალბათ ეხუმრება თორე გუშინ მაინც ხომ წამოცდებოდა რამე ნიტას
-წამოდი ჩემს კაბინეტში და იქ ვილაპარაკოთ
-არ მესმის, გერმანიაში რა უნდა ან რატომ არაფერი მითხრა გუშინ?
-მეც არ ვიცი ძმაო, მეც ახლახანს გავიგე მთელი დღეა ვურეკავ სამსახურში რატომ არ მოხვედითქო, მაგრამ გამორთული აქვს. მერე დირექტორმა მითხრა გერმანიაში გავგზავნეო
-რეზი ასე წამში არავინ არავის გზავნის
-არა, რამდენიმე თვის წინ შესთავაზეს ნიტას იქ სამსახური, თუმცა მაშინ უარი თქვა
-მაშ ახლა რატომ დათანხმდა?
-არ ვიცი.
-მიდი ლელას დაურეკე იქნებ მან იცოდეს რამე?
ლელასგანაც ვერაფერი გაიგეს, არ მოსწონს ქალის ასე გაუჩინარება. მერე გუშინდელი დამშვიდობება, რომ ახსენდება კიდევ უფრო სულელად თვლის თავს. აშკარაა წასვლა მაშინაც დაგეგმილი ჰქონდა და იმ კოცნით დაემშვიდობა. სისულელეა, არ იმსახურებდა ნიტასგან ასე წასვლას. თუმცა თვითონაც აღარ იცის უკვე ერთმანეისთვის რისი მოთხოვნის უფლება აქვთ.
***
-სანამ მუცელი დამეტყობა მანამდე ვიქნები აქ
-რა სისულელეს ამბობ ნიტა
-არ მინდა ჩვენმა კეთილმა მეზობლებმა ჭორაობა დაიწყონ
-როდიდან გადარდებს დედი შენ მათი აზრი?
-არ მინდა, რომ ინერვიულო
-ჩემგან შორს თუ იქნები უფრო ვინერვიულებ
****
ყველაზე მეტად გაზაფხულზე გიჟდება, თვითონაც გაზაფხულის გოგოა. ამ დროს ელენეს ყვავილები მთელს ეზოში ყვავიან. გიჟდება ამ სურნელზე,მზის სხივების და ათასნაირი ყვავილის სურნელი რომ არის ერთმანეთში არეული და თავბრუს ახვევს. რამდენიმე დღის წინ ლელამ და მაიკომ ჩამოაკითხეს და ექიმთან წაიყვანეს. ერეკლეზე სიტყვა არ დასცდენია არცერთ, იციან რომ ნიტასთვის ნერვიულობა არ შეიძლება და მაქსიმალურად არიდებენ მტკივნეულ თემებს თავს. კიდევ კარგი ორსულობა ნორმალურად მიდის, რაღაც ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით. ძირითადად სახლში ზის და ქსოვს. თავს რაც არ უნდა აუკრძალოს, მაინც ეფიქრება ხოლმე ერეკლეზე. მერე რა რომ ერთმანეთი არ უყვარდათ? მისთვის ასე ადვილად დასავიწყებელი სულაც არ არის მისი პირველი მამაკაცი, ბოლოსდაბოლოს მისი შვილის მამაა. მხოლოდ ის გაიგო, რომ ნიტა როგორც კი გაქრა თვითონაც თურქეთში წავიდა, ამასაც შემთხვევით მოჰკრა ყური.
ახლაც ყვავილების გულში ჩადგმულ სკამზე ზის და თავის პატარას ეტიტინება, სპეციალურად არ იგებს სქეს. მისთვის გოგოც და ბიჭიც, ორივე სასურველი შვილია, ამიტომ ურჩევნია მოულოდნელად გაიგოს ვისი დედა გახდა. იმდენად აქვს გაორმაგებული დამცველობითი ინსტიქტები, ეშინია მერეც არ გაჰყვეს და ზედმეტად ემოციური დედა არ იყოს. ფეხს სანამ გადადგამს გზას აკვირდება სადმე ფეხი არ ამიცრდესო. თავის დროზე იძინებს და ყველა რჩევას ითვალისწინებს, რასაც ექიმი აძლევს.
-ჩემი აზრით უნდა დაურეკო შვილო ერეკლეს
-არ შემიძლია დედა
-მე ასე არ გამიზრდიხარ, არ გაქვს ფლება მამას შვილი დაუმალო
-ვიცი მაგრამ ის ვერ გამიგებს
-ხო და ეცადე გასაგებად აუხსნა ყველაფერი. დღეს თუ არა ხვალ მაინც მოგიწევს გამხელა. მთელი ცხოვრება ამ ამბავს ვერ დამალავ ნიტა
-ბავშვი, რომ დაიბადება მერე ვეტყვი.

უკვე თვითონაც ხვდება, რომ ერეკლეს ცუდად მოექცა. მართალია მის წინაშე ვალდებულებები არ ჰქონდა და არც ერეკლეს სიყვარული გამოუყენებია, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ სიყვარულის გარდა არსებობს ურთიერთობაში რაღაც სხვა რასაც პატივი უნდა სცე. თანაც როდესაც კაცისაგან შვილს ელოდები, მაინც სხვანაირად უნდა მოიქცე.
****
თითქმის ყოველ დღე ურეკავს რეზის იქნებ რამე გაარკვიოო, თუმცა ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობენ. ამ ბოლო დროს თავში მხოლოდ ის აზრი მოსდის, რომ ნიტა ორსულადაა და ემალება, მაგრამ ესეც არ ესმის. როცა ორსულდებიან ეგრევე საყვარლებს ადგებიან ცოლად შეგვირთეო, ამან კიდე დაკრა ფეხი და გაიქცა. ნეტა იცოდეს სად არის და როგორ არის.

სამი თვე თურქეთში საშინლად გაიწელა, ნაწილობრივ ყურადღება საქმეზე გადაჰქონდა თორემ აუცილებლად გააფრენდა. ნიტაზე ფიქრს თავს ვერ აღწევს დარწმუნებულია რომ მას გაექცა და აქ არაფერ შუაში არ არის სამსახურის შეთავაზება.რაც უფრო მეტს ფიქრობს რწმუნდება, რომ ნიტა ნამდვილად ორსულად უნდა იყოს. ჰმ სასაცილოა ნამდვილად, ნეტავ როგორი მამა იქნება? აქამდე არასდროს უფიქრია ამაზე. არც ეცალა სერიოზული ურთიერთობებისთვის, თუმცა ახალ ახალ გასართობს არასოდეს უჩიოდა.იმ ღამით როდესაც ნიტა დაინახა ნამდვილად რაღაც იგრძნო. ძალიან მოეწონა, პირველ დღეს თაკო რომ არ გამოჩენილიყო თვითონ აპირებდა ნიტასთან მისვლას. ხვალვე დაელაპარაკება ლელა და მაიკოს, თუ საჭირო გახდა გერმანიაშივე ჩააკითხავს და უკან წამოიყვანს ეგღა აკლია მისი შვილი მისგან შორს გაიზარდოს, ნამდვილად ვერ გაუგია ნიტასი მარტოხელა დედობა რაში აწყობს, აშკარაა რომ ერეკლე არ ეზიზღება თუმცა იმასაც ხვდება ქალი მისი სიყვარულით რომ არ კვდება, მაგრამ ვნება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ურთიერთობის ასაწყობად, რამდენი ოჯახი იქმნებოდა და იქმნება გარიგებით და შემდეგ ურთიერთობაში იბადება უდიდესი სიყვარული, ისიც მართალი რომ ბევრ შთხვევაში სიყვარულით არ გვირგვინდება დაოჯახება მაგრამ არაუშავს.. მათ კი უფრო მეტი მიზეზი ექნებათ რომ სიგიჟემდე უყვარდეთ ერთმანეთი.
როგორც კი თბილისში ჩამოფრინდა მაშინვე რეზისთან წავიდა როგორმე ლელა გამოტეხე და ნიტას მისამართი გამიგეო,
-ერეკლე ნიტა გიყვარს თუ იმას ვერ პატიობ უთქმელად რომ აორთქლდა შენი ცხოვრებიდან?
- რომ გითხრა რომ მიყვარს თქო აბსურდიი იქნება, თუმცა ძალიან მომწონს და არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება შემიყვარდეს
-თუ არ გიყვარს შეეშვი რა რაღას ეძებ?
- შენ როგორმე გამირკვიე მისამართი და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ...

*****
ელენეზე კარგად მგონი არც არავინ იცის რას ნიშნავს ოჯახი და შვილი. პატარა ნამდვილად არ იყო როდესაც გათხოვდა, ოცდათვრამეტი წელი კარგი კი არა დაგვიანებულიც კია ქალოსთვის... განათლებული და ლამაზი ქალი იყო არც უჩიოდა მთხოვნელებს, თუმცა საშინლად წუნია იყო. ელოდებოდა უკეთეს და ამ ლოდინში გავიდა წლები. როცა უკვე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა დაოჯახებას ვახო გააცნეს უფრო სწორად გარიგებით გათხოვდა, სიმართლე ითქვას მოეწონა კიდეც, თუმცა გული მაინც უარს ეუბნებოდა. ქორწილოს წინა დღეს იმდენად უარყოფითმა ემოციებმა შეიპყრო რომ უარის თქმა უნდოდა, თუმცა მერე გაახსენდა მშობლები და დაპატიჟებული ხალხი, რა პასუხი უნდა გაეცა მათთვის? ოჯახს ნამდვილად ვერ შეარცხვენდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო ვერც კი იფიქრებდა ქმარი ასე თუ შეუყვარდებოდა, თუმცა ვახო საშინლად ეჭვიანი გახლდათ, ეჭვიანობდა ყველაფერზე და ყველაზე. დიდი უბედურება კი ის იყო რომ მიზეზი საერთოდ არ გააჩნდა ამისთვის, სამაგალითო ცოლი იყო ელენე და სწორედ ეგ აცოფებდა, ნაკლი რომ ვერ მოუძებნა. ჩხუბში და დავიდარაბაში გაზარდა ნიტა, მისი გულისთვის იტანდა დამცირებასა და ტკივილს. თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ მაინც სიგიჟემდე უყვარდა ქმარი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაკლი ქონდა, მისი სხვა თვისებები ყოველთვის ფარავდა უარყოფითს და ალბათ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი რათა ოჯახო შეენარჩუნებინა. გვერდით გრძნობდა იმ ადამიანის ყოფნას რომელსაც მუდამ ეყრდნობოდა და იმედი ჰქონდა. ამიტომ, რაც არ უნდა იყოს სურს, რომ ნიტამ სიმართლე გაუმხილოს ერეკლეს, რომელსაც უფლება აქვს შვილის არსებობის შესახებ იცოდეს.
რადენჯერმე ნიტასაც შეუსწრო ტირილით რომ ელაპარაკებოდა შვილს, ერეკლე მენატრებაო. ზუსტად იცის თავისი შვილის ხასიათი და იმასაც ხვდება ასე ადვილად რომ ვერ დაივიწყებს მისი შვილის მამას, ალბათ თავსაც აჯერებს რომ არ უყვარს, მაგრამ დედის თვალს არაფერი გამოეპარება. კარგად იცნობს შვილს და ზუსტად იცის ადამიანის ერთხელ ნახვაც კი საკმარისია მისთვის რომ მიეჯაჭვოს. ყოველთვის ასეთი იყო, მუდამ უფრთხილდებოდა ურთიერთობებს და ვერ იტანდა, როდესაც ვინმე მისი ცხოვრებიდან ქრებოდა. შეიძლება არ აპატიოს ამ ეტაპზე ნიტამ მისი საქციელი მაგრამ ზუსტად იცის ამას მისი ბედნიერების გამო რომ აკეთებს. ცოტა იყოყმანა, შემდეგ კი ლელას დაურეკა, აუხსნა ნიტას მდგომარეობაც და თხოვა ერეკლეს ჩვენი მისამართი მიეცი თუ ოდნავ მაინც იგრძნობ რომ ნიტა აინტერესებსო. თავიდა უარზე დადგა დაქალს როგორ ვუღალატოო, თუმცა მანაც გაანალიზა რომ ნიტა შეცდომას უშვებდა ამიტომაც დაპირდა ელენეს ერეკლეს ყველაფერს მოვუყვებიო. შინაგანი ფორიაქი ვერ მოიშალა და მთელი დღე თავს არიდებდა ნიტას.


888888888
რეზიმ რომ დაურეკა ლელას შენი ნახვა უნდაო სუ ფრენით წავიდა მეგობრის შეყვარებულთან. დარწმუნებულია კარგ ამბავს ეტყვის.
- სიმართლე გითხრა ნამდვილად ვაპირებდი ნიტას თხოვნა შემესრულებინა და სიმართლე არ მეთქვა შენთვის, მაგრამ არ ღის ამ ამბის დამალვა, წერილიც კი დაგიტოვა. ჯერ ეს წაიკითხე და დანარჩენს მერე მოგიყვები. ხელში მიჩეჩა კონვერტი, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა ყავის მოსახარშად.
"ერეკლე არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, თუმცა ერთს გთხოვ არ მომძებნო... ორივესთვის ასე აჯობებს. მაპატიე, რომ ასე გამოვიდა, მაპატიე, რომ გამოგიყენე. ხო ამას გამოყენება ჰქვია სხვა სიტყვას ვერ ვუძებნი. თუმცა სხვა გზა არ მქონდა. არ ვიცი ოდესმე თუ გქონია ისეთი ნატვრა რომლის ასასრულებლად შენს პრინციპებზე და თავმოყვარეობაზე გადაბიჯება დაგჭირდებოდა.. მე კი მქონდა და მადლობა ამ ნატვრის ასრულებისთვის... არ ვიცი მიყვარხარ თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი შენთან ერთად გატარებული რამდენიმე ღამე ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, მერე რა რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით? ერთმანეთის სულის დასანახად მგონი მარტო თვალებში ჩახედვაც კი საკმარისია, როგორც შენ ამბობ. ნუ დაუსვავ ლელას ბევრ შეკითხვებს. რადგან ძალიან მინდა თავიდან ამომიგდო და არც გაგიჭირდება ეს დარწმუნებული ვარ. აუცილებლდად იპოვი იმას ვინც შენთან ყოფნას შეძლებს. თავიდან საშინლად მექალთანე მეგონე პრინციპში ეს ასეც არის, ამიტომ ვცდილობდი ერთ ღამეში არ მოგბეზრებოდი. მაგრამ ზუსტად ვიცი რაც მე გამიცანი სხვას არც არავის შეხვედრილხარ, რაც ეგოისტურად მსიამოვნებს კიდეც. კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მე შენ უდიდესი ბედნიერება მომიტანე და ამისთვის მადლობის სათქმელად სიცოცხლის წლები არ მეყოფა... მშვიდობით ერეკლე..... "
-სად არის?
-დედამისთან სოფელში
-ორსულად არის ხო?
-მას ეგონა მისგან შვილი არ გინდოდა
-სულელი.... ეგ როგორ იფიქრა
-შენ ისე ელაპარაკე სხვა რა უნდა ეფიქრა ერეკლე?
-თავისი პოზიციიდან გამომდინარე წამოვროშე რაღაც სისულელეები... იმ დონის არაკაცი არ ვარ, რომ საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გავიმეტო.
-ხო და დაუმტკიცე....
-დავუმტკიცებ... ვუყვარვარ? თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? სიგიჟემდე შევუყვარდები. დრწმუნებულმა ჩაილაპარაკა და გაიღიმა. ჭკუაზე მოიყვანდა ამ სულელ ქალს.
-შენ ერეკლე, შენ?
-მეც შემიყვარდება...
საოცრად მოუსვენარი პატარა ყავს ერთი წუთითაც არ ასვენებს, ამასაც მეტი რა უნდა მონდომებით უჯავრდება და ჭკუას ასწავლის შვილს. თანაც მგონი მალე ზღაპრების წიგნსაც დაწერს იმდენი რამე მოიგონა და იმდენ რამეს უყვება, მუცლიდანვე დააწყებინებს ბავშვს ლაპარაკს. კლასიკურ მუსიკაზე ხომ გიჟდებოდა, მაგრამ ახლა ორმაგად შეუყვარდა, პატარა ხის მაგიდაზე ხილი და შოკოლადები დააწყო, შოპენი ბოლო ხმაზე ჩართო და სავარძელში მოკალათდა. ახლა დახუჭავს თვალებს და ოცნებებში იფრენს. ოცნებები ხომ რეალობას საოცრად მოკლებულია იოტისოდენა იმედიც კი არ არსებობს მათ ასახდენად, ნიტას ოცნებებში კი ერეკლე და ბავშვი ერთად თამაშობენ და ელოდებიან დედას როდის დაამთავრებს სადილის კეთებას. ოჯახზე ოცნება ეს დღეებია შემოაწვა,თუმცა ღამის კოშმარებიც არ ასვენებენ და ძილს უფრთხობენ. რამდენჯერმე დაესიზმრა ერეკლე, რომელიც სასამართლოს ძალით დედობის უფლებას ართმევდა და პატარა გოგონა ხელში ატატებული მიყავდა, შვილის ტირილი და დედასთან მინდა ისე რეალურად ჩაესმოდა გამოეღვიძა კიდეც.
ხანაც ბიჭი ესიზმრება 12-13 წლის, რომელიც უყვირის და ადანაშაულებს, საშინელ სიტყვებს ეუბნება იმის გამო, რომ მამა წააართვა და მის დაბადებამდე დაუგეგმა მომავალი... ისე გადაეშვა სიზმრების განხილვაში და თავის მომავალზე ფიქრში რომ არც კი გაუგია როგორ შემოვიდა ოთახში ერეკლეა. მანამ სანამ მუსიკის ხმა არ შეწყდა თვალები არ გაუხელია.
როგორც კი ლელამ მისამართი მისცა მაშინვე დაადგა სოფლის გზას, ზუსტად იცის მისი ძალით წამოყვანა, რომ დაჭირდეს მაინც წამოიყვანს თავისთან. თუ არადა თვითონ ჩაისახლდება იქ. თანაც იცის რომ ნიტას დედა ხელს შეუწყობს. შორიდანვე დალანდა ეზოში მოფუსფუსე ქალი, რომელმაც მანქანის დანახვისთანავე დააგდო ცოცხი და ჭიშკრისკენ წამოვიდა
-ქალბატონი ელენე ხომ? მე...
-ვიცი შვილო ვინც ხარ შემოდი, არ დაამთავრებინა ქალმა და ნღვლიანად გაუღიმა. ასე მალე მართალია არ ელოდა კაცის გამოჩენას, თუმცა რაღა ახსნა ჭირდებოდა ვინ იყო და რატომ იყო?
-სახლშია?
-კი ისვენებს
-მინდა რომ ჩემთან წავიყვანო, იმედია თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით
-არა შვილო, როგორც ორივესთვის უკეთესი იქნება ისე მოიქეცი, მაგრამ მისი ნერვიულობა არ შეიძლება ძალას ნუ დაატან თვითონ მოეგება გონს.
-არ მესმის რატომ დამიმალა...
-აჯობებს თავად მას ესაუბროთ.

თვალები რამდენჯერმე მოისრისა მუჭით და სავარძლიდან გაჭირვებით წამოიწია. ვაშლს დაწვდა და ჩაკბიჩა, მანამდე არ მოუხედავს კარებისკენ სანამ ლუკმა არ გადაყლაპა, თუმცა კარებთან ატუზულ ერეკლეს როგორც კი თვალი მოჰკრა ვაშლი ხელიდან გაუვარდა.
-აქ საიდან გაჩნდი? მელანდები უკვე ხო? ერეკლე ხმას არ იღებდა და მუცელზე მიშტერებოდა, რომელიც დიდად არც ემჩნეოდა ნიტას. - ხმა ამოიღე... უკვე ჰალუცინაციები დამეწყო ?!!, სიზმარში ხომ არ მასვენებ და ბავშვს მართმევ ახლა ცხადშიც უნდა გამიმწარო სიცოცხლე არა, ძირს დავარდნილი ვაშლი სწრაფად აიღო და მისი აზრით მოჩვენებას ესროლა.
-კიდე მე გიმწარებ სიცოცხლეს ნიტა? მამაკაცის ხმის გაგონებითანავე კიდევ უფრო დაქაჩა თვალები და სავარძელში კი არ ჩაჯდა ჩავარდა.
-აქ როგორ მომაგენი?
- ეგ რთული საქმე არ იყო... არ ამიხსნი საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს?
-მე არაფერი მაქვს სათქმელი...
-კარგი სუ გაჩუმდი.... ბუტბუტით გაუწყრა ანერვიულებულ ქალს და თვალებგაბრწყინებული ჩაიმუხლა ნიტას წინ. მუცელზე მოეფერა აკანკალებული თითებით. - გირტყავს ხომე?
-კი, ძალიან მოუსვენარია, ერეკლეზე არც შეუხედავს ისე დაფრუტუნა და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი არ მისცა
-არასოდეს არ აპირებდი ბავშვის შესახებ თქმას ხო?
-ვაპირებდი ოღონდ მაშინ, როცა მეცოდინებოდა აბორტის გაჯეთებას არ დამაძალებდი ან ბავშვ არ წამარევდი.
-შენ მასეთი უგულო გგონივარ?
-მე შენ არ გიცნობ...
-ჰოდა გამიცნობ.... ერთმანეთის გასაცნობად მთელი ცხოვრება გვექნება, თვლი ჩაუკრა ქალს და მუცელზე აკოცა.. - მა ერთად ვასწავლოთ შენს სულელ დედიკოს ჭკუა ხო? -ბარგი ჩაალაგე დღესვე უნდა წავიდეთ
-სად უნდა წავიდეთ ერეკლე შენ ხომ არ გაგიჟდი?
-ჩვენთან სახლში
-მე არსადაც არ წამოვალ.
-ძალიან გთხოვ ახლა ვირზე ნუ შეჯდები, მადლობა მითხარი რომ ასე მშვიდად და წყნარად გელაპარაკები, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვზე ვზრუნავ და არ მინდა ინერვიულო თორემ მე და შენ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი..
- წავალ დედაჩემს დაველაპარაკები,
-საჭირო არ არის , ყველაფერი იცის მისგან ნებართვა მაქვს მაგაზე ნუ ღელავ... სიცილით ჩაილაპარაკა და ისევ მუცელზე დააკვირდა
-კი მაგრამ, არ მინდა რომ შეგეტენო, არ იტყვიან დაორსულდა და მერე სახლში ჩაუსახლდაო???
-შენ მგონი სულ გაგიჟდი ხო? ვინ რა უნდა თქვას? ეს ჩვენი ცხოვრებაა და არც არავის აქვს უფლება ცხვირი ჩაყოს ხომ გაიგე? ბავშვს ორივე მშობელი ჭირდება გვერდით, სხვათაშორის მუცლიდანვე გრძნობს და ესმის ყველაფერი. მე მინდა, რომ ჩემს გვერდით ოყო ამას ასე ჰაერზე არ ვაკეთებ რაღაც ვალდებულების გამო. მინდა და მორჩა.
-კარგი, მაგრამ რამდენიმე დღე აქ მინდა ყოფნა
-ხო და დავრჩეთ რამოდენიმე დღე... წელზე ხელი მოხვია და თავი ზურგზე მიადო ქალს...
-შენც დარჩები?
-შენი აზრით აწი შენი მარტო დამტოვებელი ვარ?
-არსად არ გავიქცევი... ღიმილით ჩაილაპარაკა და თავი უკან გადასწია
-ნწ...მეც მინდა აქ.
-კარგია...
-ექიმთან როდის უნდა მიხვიდე კიდევ?
-ერთ კვირაში.
-გოგოა თუ ბიჭი?
-არ ვიცი, სიმართლე გითხრა არ მინდა ჯერ ვიცოდე..
-მართალი ხარ, მერე ორმაგად მოულოდნელი და სასიხარულო იქნება, თუმცა ჩვენ გოგოს სახელიც უნდა მოვიფიქროთ და ბიჭის... ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ეზოს გახედა. - რამდენი ყვავილები გაქვთ.
-დედაჩემი შეპყრობილია ყვავილებით. გაეცინა და გვერდიდან გახედა მასზე ხელშემოხვეულ კაცს.
-მარიტა არ მოგწონს? უცებ წამოიძახა ერეკლემ და პირდაპირ თვალბში ჩახედა
-კი... მომწონს... ლუკა?
-ლუკა მამაჩემს ჰქვია...
-ჰოდა იყოს ლუკა, თუ გოგო გაჩნდა კი მარიტა...
-ბედნიერი ვარ ნიტა...
-მე უბედნიერესი და ამისთვის მადლობა...
-არ მომიყვები საერთოდ როგორ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში? თითქოს მორიდებით გადახედა ნიტას. ნამდვილად არ უნდა ააფორიაქოს და რამის ახსნა დააძალოს, თავისითაც ხვდება რაღაც ქალისთვის სერიოზული მიზეზი რომ არსებობს მისი საქცილელის გასამართლებლად და დანარჩენს ურთიერთობაში შეატყობას. სულაც არ დაჭირდება დეტალების გაშიფრვა.



№1 სტუმარი Mariami

Maaagaariaaa

 


№2  offline წევრი mia15

კარგია და ველი შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი შადი

მსუბუქად ჩაიარა ყველაფერმა, სასიამოვნო წასაკითხია

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკა

ასეეე კარგი გოგო ხარ რომ არ გვაწვალებ

 


№5  offline წევრი NA NO

სტუმარი მაკა
ასეეე კარგი გოგო ხარ რომ არ გვაწვალებ

მადლობა :დდდდდ

 


№6 სტუმარი სტუმარი Chikochiko

წარმოდგენა არა მაქვს რატომ არ გადავხედე შენს სიახლეებს. მეგონა მხოლოდ ეს ისტორია გედო. მთელი დღე ხომ ვერ მოვწყდი :დ. სხვა ისტორიები ხო მომეწონა, მაგრამ ეს ისტორია ჩემი ფავორიტია. არაჩვეულებრივი წერის მანერა გაქვს, თანაც ყოველ ისტორიაში უფრო ჩამოყალიბებული და დახვეწილი ხარ. უუკარგესი გოგო ხარ

 


№7  offline წევრი NA NO

სტუმარი Chikochiko
წარმოდგენა არა მაქვს რატომ არ გადავხედე შენს სიახლეებს. მეგონა მხოლოდ ეს ისტორია გედო. მთელი დღე ხომ ვერ მოვწყდი :დ. სხვა ისტორიები ხო მომეწონა, მაგრამ ეს ისტორია ჩემი ფავორიტია. არაჩვეულებრივი წერის მანერა გაქვს, თანაც ყოველ ისტორიაში უფრო ჩამოყალიბებული და დახვეწილი ხარ. უუკარგესი გოგო ხარ

ვაიმე უღრმესი მადლობა, ძალიან გაამხარე მართლა <3 <3

 


№8 სტუმარი კნოპკა

7ve taviwavikitxeda exla davamtavre aiidzaliann dzalian kargii wasakitxiaa rodis dadeb merve tavs ?

 


№9  offline წევრი NA NO

კნოპკა
7ve taviwavikitxeda exla davamtavre aiidzaliann dzalian kargii wasakitxiaa rodis dadeb merve tavs ?

მადლობაა????????ხვალ აუცილებლად იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent