შურისძიების დროა (დასასრული)
შეშინებული ვუყურებ მისაღებში მყოფ სოსოს, რომელიც გამუდმებით კარებისკენ იყურება, მაგრამ მისაღებსა და საძინებელს შორის დიდი დერეფანია, მე მხოლოდ კარებში ამოჭრილი ფანჯრიდან ვხედავ, თვითონ ვერანაირად დამინახავს. კედელს ვარ ჩაბღაუჭებული და ღრმად ვსუნთქავ. რაღაცას გაცხარებით განიხილავენ, დახურული კარების გამო ვერაფერს ვიგებ, ნაბიჯის გადადგმის თავიც არ მაქვს. მერე დავინახე როგორ წამოდგა ორივე, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და კარებისკენ წამოვიდნენ. სწრაფად გამოვიქეცი და საწოლში შევწექი, ვითომ მძინავს. რამდენიმე წუთში კარების ხმაც გავიგე და ნიკის სიტყვები. - როგორც გითხარით წევს და სძინავს, დღეს ყავაში ჩავუყარე აბები და ხვალ დილამდე არ გაიღვიძებს - სოსოს მსუბუქი ჩაცინების ხმაც გავიგე და ზიზღმა მთელი ძალით დამიარა სხეულში. - ვაღიარებ რუსოს ასეთი კარგი ქმარი ჯერ არ ჰყოლია - მხარზე დაარტყა ხელი როგორც მივხვდი რამდენჯერმე და კარებისკენ წავიდა. სიცილით მიდიოდნენ და ვხვდებოდი ნელნელა როგორ მერეოდა გული. იმედგაცრუება კისერში მაწვებოდა და სულს მიმწარებდა. ძლივს ავდექი ლოგინიდან და სააბაზანოში შევედი, ცივი წყალი მოვუშვი და პირდაპირ ვიდექი. ამით ვცდილობდი გამეყინა ყველანაირი გრძნობა და ამომეგლიჯა, ვენებში რომ ასე დამიდიოდა და მაგიჟებდა. არვიცი რამდენი წუთი ვიდექი ასე, მერე დავინახე როგორ შემოგლიჯა კარები ნიკმა და ჩემი დანახვისას საერთოდ შეეცვალა სახე. ეგრევე მომვვარდა, ხელში ამიყვანა და სწრაფად გამიყვანა სააბაზანოდან. მთელი სხეულით ვკანკალებდი, ვგრძნობდი როგორ მიმდიოდა გული და როგორ ვითიშებოდი. *** საშინელი თავის ტკივილით გამეღვიძა, თვალები მეწვოდა და შიგადაშიგ ისე მციოდა ვკანკალებდი, ძლივს გავახილე თვალები და ჩემს საწოლთან ჩამომჯდარ სილუეტს შევავლე მზერა. - რომელი ხარ? - ნიკი ვარ რუსო, როგორ ხარ? - ეგრევე წამოხტა და შუბლზე მომადო თითები - უკეთ ხარ? რამ გადაგრია? - მონატრებამ გადამრია, მიშოსთან მინდა აღარ შემიძლია მეტი! - ამოვიტირე და ძლივს წამოვჯექი - აქ რა მინდა? - მერეღა გავიაზრე რომ პალატაში ვიწექი. - გუშინ ისე აგიწია სიცხემ ვერაფრით დაგიგდე და ბოლოს აქ მოგიყვანე - შეშფოთებული და ამოღამებული თვალებით გადმომხედა - როგორ გრძნობ ახლა თავს რუსო? - უკეთესად, მადლობა - თვალი ავარიდე და ხელები ნერვიულად ავხლართე. - ლინდა გელოდება გარეთ, შემოვუშვებ ახლავე და მე საჭმელად ჩავალ, კარგი? უხმოდ დავუქნიე თავი და თვალი გავაყოლე. ლინდა ისეთი სახით შემოვიდა გეგონება რაღაც სასწაული მოხდაო, ეგრევე მოირბინა და მთელი ძალით ჩამეხუტა. - ვაიმე ნიკმა ისეთი ხმით დამირეკა ცუდად არისო, ვიფიქრე დავიღუპე მეთქი - ამოიტარა და თმებზე მომეფერა - როგორ ხარ ახლა? - უკეთ ვარ ლინდუ, შენ როგორ ხარ? - რავიცი კარგად, გუშინ თქვენთან ამოვდიოდი და ვიღაც კაცი გამოვიდა, ისე თავაზიანად მომესალმა ვინ იყო? ან შენ რამ გადაგრია ასე რომ იყავი შეყუდებული ცივ წყალს? - თვალები დამიბრიალა და საბანი ირგვლივ ამომიკეცა - არ შეგცივდეს - არ შემცივდება ლინდუ, დიდი ხანია ყველაფერი გაყინულია ჩემს სხეულში, მონატრება მაგიჟებს და მშლის ჭკუიდან - თვალები დავხარე და ცრემლების შეკავება ვცადე. - ნიკი არ გიყვარს? - ნუ მეკითხები ასეთ რაღაცებს გეხვეწები რა - თავი გავაქნიე და ისევ წამოვწექი - არ მინდა ამაზე ლაპარაკი საერთოდ - კარგი მაპატიე, მე ვიქნები შენთან, სანამ ის მორჩება ჭამას და იმედია გაგწერენ მალე - იმედია - გატეხილი ხმით დავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. გახსენებაც არ მინდოდა წინა საღამოსი, ისე საშინლად მცრიდა სხეულში და ისე მტეხავდა. *** - სახლში მივდივართ - ღიმილით შემოვიდა ნიკი და პატარა ჩანთა საწოლზე დამიდო - სიცხემ დაგიწია, მართალია ბევრი ვეხვეწე ჩემი ცოლი გამოუშვით მეთქი, მაგრამ ყველაფერი დამიწერა დეტალურად, რა და როგორ უნდა მოგცე ამიტომ მშვიდად ვარ - კარგია - უემოციოდ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. - კარგი მე გავალ და რომ მოწესრიგდები დამიძახე - კიდევ ერთხელ გამიღიმა და პალატიდან გავიდა. ისე ამეწვა სხეული ბრაზისგან კინაღამ გავეკიდე და ბოლო ხმაზე დავუკივლე. მაგრამ არაფერი შევიმჩნიე ისე გავედი იქედან, ექიმს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ნიკი დაბნეული და შეწუხებული მიყურებდა. - რუსო ცუდად ხარ? - სახლში რომ შევედით ვეღარ მოითმინა, მკლავში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა. უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე და საძინებლისკენ წავედი. - რუსო რა გჭირს? - ლინდამ მითხრა გუშინ ვიღაც კაცი იყოო თქვენთან, ვინ იყო? - ჩამქრალი თვალებით ავხედე და სახეზე დავაკვირდი, ოდნავ გაფითრდა და უკან დაიხია. - არავინ ისეთი, წამოწექი შენ და დაისვენე - ლინდას უთხარი და ქალაქს დაგათვალიერებინებს - არც შემიხედავს ისე ვუთხარი და ლოგინში შევწექი. *** არც ვითვლიდი იმდენი დღე ვიწექი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველაფერი დამთავრდა, უემოციობა იმდენად ახლო გახდა ჩემთვის საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ვიწექი მთელი დღე და ჭერს ვუყურებდი უაზროდ. ვურეკავდი გეგას, ნათლიასაც ვერ ველაპარაკებოდი, ლინდა და ნიკი დადიოდნენ ქალაქში, ათვალიერებდნენ, ხალხმა უკვე დაიწყო მათ შესახებ ლაპარაკი, ვითომ ნიკი ლინდასთან მღალატობდა, იყო ისეთი ფოტოებიც ხელი რომ ჰქონდა მოხვეული, მაგრამ არაფერს ვამბობდი. რეაქციაც კი არ მქონდა არაფერზე, ლინდა ყოველ საღამოს შემოდიოდა და მიხსნიდა ყველაფერს, არც ვუსმენდი. ჩემი ცხოვრება იმდენად დიდ უაზრობას დაემსგავსა უკვე ვეღარც ვსუნთქავდი, თითოეული ჩასუნთქვა იმხელა ტკივილს მაყენებდა სული მეწვოდა. უფერული იყო თითოეული დღე, მხოლოდ იმ წამს ემატებოდა ფერები, როდესაც გეგას ხმა მესმოდა, მისი თბილი სიტყვები თუ როგორ მეუბნებოდა რომ ვუყვარვარ და ვენატრები. წამით იმასაც ვფიქრობდი რომ შურისძიებაზე უარი მეთქვა და უკან დავბრუნდებულიყავი. მაგრამ აფორიაქებული სხეული ამის უფლება არ მაძლევდა, იმის დაშვებაც არ მინდოდა რომ სოსო დაუსჯელი დარჩებოდა და კიდევ შეძლებდა ჩემთვის ბედნიერების წართმევას. ორივე ცდილობდა რომ აზრზე მოვეყვანე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, რაც უფრო მეტს მელაპარაკებოდნენ მით უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში. *** ისევ გვიან გამეღვიძა, ადგომას ვაპირებდი იქვე მაგიდაზე დადებული მოზრდილი ფურცელი რომ დავინახე. ეგრევე მივედი და გავხსენი. “ბოლომდე იბრძოლე რუზო, გაუძელი, სულ ცოტაც და ეს დღეები წავა, მერე კი ძალიან დიდი სიმშვიდე და ბედნიერება მოვა შენს ცხოვრებაში. სიყვარულისთვის, სიყვარულისთვის უნდა შეძლო ეს ყველაფერი!” წერილს მივეფერე და ცრემლები წამომივიდა, თითქოს იმ წამს ვინანე ჩემი ასეთი უმოქმედობა, სტიმულმა მთელი ძალით იფეთქა ჩემში და იმხელა ძალა მომცა წამებში ჩავიცვი და მისაღებში გავედი. - რუსო? - ფეხზე წამოდგა ნიკი და ჩემკენ წამოვიდა - კარგად ხარ? - კარგად ვარ - მკრთალად გავუღიმე და ლინდას მივუჯექი გვერდით - აბა რას შვებით? - იმდენი რამე ვანახე ნიკს მგონი მთელი თბილისი ზეპირად იცის - გადაიკისკისა ლინდამ და თვალი ჩამიკრა - ძალიან მხიარულია - მართლა? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე და ისეთი სახე მიიღო თითქოს ყველაფერში გამოვიჭირე. - ხო, მართლა - ამოილუღლუღა და თავი დახარა. თავი გავაქნიე ღიმილით და ფეხზე წამოვდექი. - ხვალ რა გეგმები გვაქვს? - ნიკს მივუტრიალდი და მკაცრად გადავხედე. - ხვალ, ხვალ არ ვიცი, რაც ჩამოხვედი მიშოს საფლავზე არ ყოფილხარ და არ აპირებ ასვლას? - დაბნეული ალუღლუღდა და ნერვიულად შეისწორა თმები, წარბები რამდენჯერმე შევკარი და დაკვირვებით ვათვალიერებდი, ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა, ბოლოს მოვეშვი და როგორც შემეძლო გავუღიმე. - ავალ რა თქმა უნდა, აბა რას ვიზამ - ჩაფიქრებული ჩავილაპარაკე და კარებისკენ წავედი - არ გინდათ სადმე გავიდეთ და რამე ვჭამოთ? - კი როგორ არა - ორივე ერთდროულად წამოხტა და გაკვირვებულებმა გადმომხედეს. - მორჩა ჩემი დეპრესია, გპირდებით - ხელები დანებების ნიშნად ავწიე, ორივეს გაეღიმა ბედნიერებისგან და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდნენ. *** - ნიკ, რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა? - ისე მოულოდნელად დასვა კითხვა ლინდამ ნიკს საჭმელი გადასცდა და ძლივს მოსულიერდა - მაპატიე, თუ რამე ისეთი გკითხე -ეგრევე დაიბნა ჩემი დაქალი და გადმომხედა. - არაუშავს, უბრალოდ მოულოდნელი იყო და ამიტომ მქონდა ასეთი რეაქცია - გაუღიმა და წვენი მოსვა - მეგობრობა ჩემთვის ყველაფერი, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, შეუძლებელისიც კი, მთავარია დავეხმარო და მუდმივად იგრძნოს რომ მისი საყრდენი ვარ - ღალატი მიუღებელია არა? - ჩანგალს უღიმღამოდ ვატრიალებდი თეფშზე და გაუაზრებლად დავუსვი კითხვა. - რა თქმა უნდა რუსო მიუღებელია, რას მეკითხები? - სახე აელეწა და ისე გადმომხედა. - არა ისე - თავი გავაქნიე და კიდევ ერთი ლუკმა გადავყლაპე გაჭირვებით - ხვალ აუცილებლად უნდა ავიდე საფლავზე? - ჰო - მოკლედ მომიჭრა და აფორიაქებულს კინაღამ ჭიქა გაუვარდა ხელიდან. - კარგი, გენდობი - ღიმილით შევხედე, თითქოს ოდნავ დაუმშვიდდა სახე და შვებით ამოისუნთქა. საღამო სასიამოვნოდ გავატარე, ლინდა და ნიკი შიგადაშიგ ისე კბედნენ ერთმანეთს მოსმენაც კი არ მინდოდა, უბრალოდ არ შემეძლო მუდმივად მათი ჩხუბის ყურება. *** მიშოს საფლავზე როგორ ავედი არც კი ვიცი, განადგურებული მივაბიჯებდი და ნაცნობი საფლავის დანახვას ვცდილობდი. ასე მეგონა ყველაფერს მინგრევდნენ ირგვლივ, თითოეულ უჯრედს მიწვავდნენ და მაცლიდნენ. ცრემლიანი თვალებით დავიჩოქე და თავი ქვას ჩამოვადე. როგორ მენატრები მიშო! როგორ მენატრები! ამოვილუღლუღე და თითები ჩამოვუსვი. ნუთუ არსებობს ამ დედამიწაზე საშუალება, რომელიც ამ მონატრებას შემიმსუბუქებს?! რომელიც გადამარჩენს და მაიძულებს რომ ვიცხოვრო. როდის მოგეხვევი, როდის ვიგრძნობ შენს თითებს, როდის შეგეხები?! მუხლდაჩოქილი მწარედ ვტიროდი და აკანკალებული თითებით ირგვლივ ყველაფერს ვეფერებოდი. - თუ ასე გინდოდა რომ შეგხებოდა, რატომ არ მიიღე სწორი გადაწყვეტილება? - ნიკის გამყინავმა ხმამ პირდაპირ კისერში წამიჭირა და ჩემი სინდისი თავიდან აანთო. ძლივს წამოვდექი ფეხზე და განადგურებული თვალებით შევხედე. - რა თქ..თქვი? - რატომ არ მიიღე სწორი გადაწყვეტილება? - საშინლად გაყინული ხმით მითხრა და ურეაქციოდ გადმომხედა. - რას ამბობ ნიკ, რას მეუბნები ხვ..ხვდები? - სახე შემეშალა და ნერვიულად ჩამოვისვი კისერზე თითები, როგორმე გაჩხერილი ბურთი რომ მომეშორებინა. - ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ ქალბატონო რუსუდან! - დაიღრიალა და მკლავში მწვდა - მე შენ გენდე, იმიტომ წამოგყევი რომ მეგონა სოსოს ბრალი იყო ყველაფერი, მაგრამ არჩევანის შესახებ რატომ არ მითხარი არაფერი? შენ შეგეძლო გადაგერჩინა - ამას.. ამას როგორ.. მეუბნ…მეუბნები ნიკ! - დავიკივლე და უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი - როგორ.. როგორ შეგიძლია მსგავსი.. მსგავსი რამ იფიქრო? - ჩაწითლებული თვალებით ავხედე და ტკივილისგან მთელი სხეული შემიტოკდა. - შენ შეგეძლო მისი გადარჩენა გესმის? - დაიგრგვინა და შემანჯღრია - შეგეძლო უფლება მიგეცა რომ ესუნთქა, ეარსება, ჩემთან ყოფილიყო! შენ ყველას წაგვართვი ეს შანსი, მე შენ გენდობოდი რუსო, ეს როგორ გამიკეთე? ნამდვილი მიზეზი რატომ არ მითხარი? - ნიკ, რაღაც გეშლება, შენ რა გითხრეს.. ანუ შენ მეუბნები რომ მე სოსოსთან… არა, ამას შენ არ მეტყოდი, რამე გაგიკეთეს ნიკ? - შეშფოთებულმა ჩამოვუსვი ლოყაზე ხელი და ტკივილიანად გავუღიმე - მესმის რომ გტკივა, მაგრამ ასე ნუ გამიმეტებ გთხოვ.. - ნუ გაგიმეტებ შენ? შენ რომ მიშო გაიმეტე მაშინ რაზე ფიქრობდი? საკუთარ თავმოყვარეობაზე არა? მთავარი იყო შენი თავი გადაგერჩინა, ამდენი ხნის მერე იმიტომ დათანხმდი ჩემთან ყოფნას, იცოდი სიგიჟემდე მიყვარდი და ყველაფერს გაპატიებდი არა? - მისმა სიტყვებმა ისე ჩამიფხაჭნეს მთელი სხეული ხმა ვერ ამოვიღე, გარედან არაფერი მეტყობოდა, მაგრამ შიგნიდან ვიცლებოდი სისხლისგან. ყველა უჯრედიდან მოედინებოდა ტკივილი და მთელ სხეულს მიმღვრევდა. - ნიკ გთხოვ - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და თვალები დამებინდა ემოციებისგან. - განქორწინებას გამოგიგზავნი და ჩემი სახელი აღარ ახსენო - ხელი უხეშად შემიშვა, იქვე დავვარდი და ამოვიხრიალე. ვუყურებდი მიმავალს და ვგრძნობდი თითქოს როგორ მაცლიდნენ საყრდენს. კიბეების ბოლოს სოსო ელოდებოდა კმაყოფილი სახით, იცინოდა და მანიშნებდა ახლაც მოგიგეო. ბოლო ხმაზე ვკიოდი და მიწას ვურტყამდი ხელებს. ერთხელაც არ შემოუხედავს, მანქანაში ჩაჯდა და სადღაც გაუჩინარდა. - წავიდნენ - ლინდა დამადგა თავზე და ჩემთან ჩაიმუხლა - მორჩი - მოვრჩი - ცრემლები უხეშად მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი, ისე თითქოს ლინდას ვეყრდნობოდი - ვაღიარებ წამით ვიფიქრე რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო და საშინლად ვიგრძენი თავი - ამოვიოხრე და თავი მხარზე ჩამოვადე - დამშვიდდი, ძალიან ცოტა დარჩა დასასრულამდე და მალე მოეღება ამ ფარსს ბოლო გპირდები - შუბლზე მაკოცა და ერთად წამოვედით იქედან. *** ხელი ისე გავაწერეთ ერთმანეთი არც გვინახავს, ათას საშინელებას წერდნენ ჩემზე მაგრამ არაფერი მანაღვლებდა, ვიჯექი ვერანდაზე, ვსვამდი წითელ ღვინოს და ვაკვირდებოდი ვარსკვლავებს. ვგრძნობდი რომ სიმშვიდე ძალიან ახლოს იყო და მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. მთელი თვე ისე გავიდა ხმა არ ამომიღია, სახლიდან არც გავსულვარ და აქ ვაგროვებდი ყველაფერს. თითებში მეხსიერების ბარათს ვათამაშებდი და ვუღიმოდი. ლინდა გვერდით მომიჯდა და თავი მხარზე ჩამომადო. - ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მითხარი - კაბა უნდა გავამზადო - ადგომა დავაპირე, მაგრამ გამაჩერა და უკან დამსვა. - გავამზადე უკვე ყველაფერი - გამიღიმა და თმებზე მომეფერა - ყველაზე ძლიერი ხარ რუსო იცი? ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი ამაზე თუ წახვიდოდი, მაშინ, პირველად რომ ნახე მიშო, შენი თვალები არასდროს დამავიწყდება, იმ დღის შემდეგ ანათებდი, თქვენი სიყვარული ისე გზრდიდა, ისე იხვეწებოდი და ლამაზდებოდი, ზოგჯერ სუნთქვა მეკვრებოდა - ღიმილით ჩაილაპარაკა და ცრემლები მოიწმინდა - მეც მენატრება მიშო, მასთან გატარებული გიჟური დღეები და დილით პახმელიაზე გაღვიძება, გახსოვს შენ არასდროს გქონდა პახმელია, მე და მიშო კი ბოლო ხმაზე ვღმუოდით და დახმარებას გთხოვდით - ნერვიულად გაიცინა და თმებზე მომეფერა - მენატრება შენი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები რუსო - მეც მენატრება ეგ პერიოდი მაგრამ ვერაფერს შევცვლით - ძალიან მაგრად ჩავეხუტე და თავი კალთაში ჩავუდე - ცხოვრება გრძელდება, სიმშვიდე ჩემამდეც მოვა - ძალიან მალე - ზემოდან დამხედა და ცრემლიანი თვალებით გამიღიმა - ძალიან მალე მოვა! *** მე და ლინდა ერთად ვემზადებოდით, ის კაბა მეცვა ბოლოს მიშომ რომ მაჩუქა, თმები მაღლა მქონდა აქაჩული და ამაყი ნაბიჯებით მივდიოდი წვეულებაზე. - გრანდიოზული გახსნა ექნება ნამდვილად სოსოს - სიცილით ჩაილაპარაკა ლინდამ, მაგრამ მასაც ეტყობოდა მღელვარება ხმაზე. - როგორ აპირებ შოუს დაწყებას? - თვითონ დაიწყებს, მე უბრალოდ ხელს შევუწყობ ხომ იცი - ეგ როგორ? - ნახავ - ირონიული ღიმილით ჩავილაპარაკე და მანქანიდან გადავედი. დარბაზში რომ შევედი ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული, პირდაპირ დავუდექი ნიკსა და სოსოს, ისე მიყურებდნენ გამარჯვებულები. მე და ლინდა რაღაცას ვლაპარაკობდი, ირგვლივ ისე ჩურჩულებდნენ თითქმის ყველაფერი მესმოდა. ვეცოდებოდი ხალხს დანგრეული ცხოვრების გამო, მაგრამ არც იცოდნენ წინ რა ელოდებოდათ. მთელი საღამო სოსო არ მაშორებდა თვალს, ისე მაღიზიანებდა მისი მზერა, ნიკსაც ვატყობდი რომ ერთი სული ჰქონდა როდის მიახრჩობდა მაგრამ თავს იკავებდა. შემდეგ ირგვლივ მყოფთ დაემშვიდობა და სცენისკენ წავიდა. - მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა, ცხოვრებაში ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამ და სასტუმროს ვხსნი, დიდი ხანია ვგეგმავ ამ წვეულებას, თითქმის ყველა დეტალი მქონდა გათვლილი, რაც მთავარია აქ არის ქალი, რომლის გამოც ამ ყველაფერს მივაღწიე, ქალბატონი რუსუდანი - თითქმის ყველა ჩემკენ შემობრუნდა და მე დაბნეული გამომეტყველება ავიკარი - შენ რომ არ ყოფილიყავი რუსო, არ ვიცი რა მეშველებოდა, ალბათ ისევ უბრალოდ მენეჯერი ვიქნებოდი რესტორნის ან სადმე ვიმუშავებდი, რა ვქნათ, სამწუხაროა რომ სიყვარულში არ გაუმართლა, აგერ თქვენთვის უკვე ცნობილია რომ ნიკსაც გაშორდა და აღარ ესაუბრებიან ერთმანეთს, ძალიან მტკივა გული ასეთს რომ გხედავ ჩემთვის სათაყვანებელ ქალბატონს - ვითომ ძალიან დამწუხრებული იყო ისე საუბრობდა, დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა ყველა ამ ამბავს განიხილავდა, გაღიზიანებულმა შევხედე და თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმომცვივდა. - მაგრამ მეგობრებო არაუშავს, ნიკი არ იყო რუსოს ნამდვილი სიყვარული ვაღიაროთ, აგერ საქართველოში ჩამოვიდა და მიხვდა რომ მისი საუკეთესო მეგობარი შეუყვარდა - გაოცებული ხმები ამოუშვა დარბაზმა და სინანულით გადმომხედეს, ისეთი სახე მივიღე თითქოს მეტირებოდა, ჯერ ლინდას გადავხედე იმედგაცრუებული გამომეტყველებით, შემდეგ ნიკს და თავი ჩავხარე - გუშინ ცოლობა სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო, ერთხმად მივულოცოთ მეგობრებო - ირგვლივ ტაში გაისმა, მხოლოდ მე ვიდექი თავჩახრილი და მხრები მიცახცახებდა. - სიჩუმეს ვითხოვ - რამდენიმე წუთში განაცხადა და გავიგე როგორ ჩამოვიდა სცენიდან, შემდეგ მომიახლოვდა და პირდაპირ დადგა - რუსო, მესმის რა მდგომარეობაშიც ხარ მაგრამ.. დამთავრება არ ვაცალე ისე ავხედე, ჯერ თვალებში ვუყურებდი ზიზღით, შემდეგ კი ბოლო ხმაზე ამიტყდა ხარხარი, სახე შეეცვალა და ისე შემათვალიერა. ალბათ იფიქრა გაგიჟდაო, ცრემლებამდე ვიცინოდი და მისკენ ვიშვერდი ხელს. მერე მიხვდა რაც ხდებოდა, როდესაც ნიკი ჩემკენ წამოვიდა და უკან დამიდგა, აქედან ლინდა მედგა, იქედან ნიკი. ისე სწრაფად გაიღო კარები და ნათლია შემოვიდა მეც კი გამიკვირდა, ძალა ერთიანად მომემატა და მხრებში გავსწორდი, განადგურებული რუსო სადღაც გამქრალიყო, მის წინაშე ამაყი იდგა, ამაყი ვიყავი საკუთარი სიყვარულით მიშოსადმი. სოსომ შეშლილი სახით დაიხია უკან და მიკროფონი ხელიდან გაუვარდა. - რაო ბატონო სოსო? - ირონიულად ვუთხარი და მიმტანს ჭიქა ღვინო გამოვართვი - იცი რა ვიფიქრე? - მიკროფონი ავიღე და ისე დავიწყე საუბარი - მოდი არჩევანის წინაშე დაგაყენებ ახლა - რა .. არჩევანის - ძლივს ამოილუღლუღა და შეშინებული მომაშტერდა. - აქ ყველას წინაშე ან გაიხდი და ისე ირბენ, ან ყველას ვეტყვი სიმართლეს - ირონიულად ვუთხარი და დარბაზსაც გადაუარა სიცილის ტალღამ. სოსომ ნერვიულად შეისწორა პერანგის საყელო და სახეზე მოისვა ხელები. - კარგი, მოდი არ გვინდა ამდენი არჩევანი, პირდაპირ ვიდეოებს რომ ვუყუროთ? - ინტერესით გადავხედე ყველას და ხელით ეკრანისკენ ვანიშნე. ნიკი სწრაფად მივიდა, ხელები გადაუგრიხა და იქვე სკამზე დასვა. - შენც უყურე საკუთარ შემოქმედებას სოსო - ზიზღით ჩასჩურჩულა და კეფაზე თითები მოუჭირა, სოსომ საწყლად დაიხავლა და თავი უკან გადაწია სიმწრისგან. მთელმა დარბაზმა უყურა ვიდეოს, ჟურნალისტებიც იღებდნენ და პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ ყველაფერს. ვიდექი კმაყოფილი სახით და მისკენ მიმართულ ზიზღიან მზერებს ბედნიერი ვაკვირდებოდი, კმაყოფილების გრძნობა მთელ სხეულს მივსებდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ერთიანად ჩამომიცურდა მხრებიდან და შვება ვიგრძენი. სოსო ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, ხელი ჰქონდა გაშლილი, აშკარად ყელში უნდოდა წაჭერა, მაგრამ მთელი ძალით მოვუქნიე გაშლილი ხელი და ტკაცანის ხმა ექოსავით გაისმა დარბაზში. - ეს ჩემი დამცირებისთვის - სიმწრით დავიკივლე და საყელოში ჩავავლე ხელი, მეორეჯერაც მოვუქნიე და თავი ამჯერად მარცხნივ გადააგდო - ეს მიშოს ტკივილისთვის - კიდევ ერთხელ მოვუქნიე და პირდაპირ იატაკზე დაემხო - ეს კიდევ მუქარისთვის - არც კი ვიცი რამდენჯერ წამოვაყენე და დავარტყი, მთლიანად აწითლებული და ალეწილი პირდაპირ პოლიციას მივუგდე ფეხებთან და ისტერიულად გავიცინე. ნიკმა ნოდარი მიუგდო პოლიციას და კმაყოფილმა გაიცინა. - არ დამანახოთ არცერთი! - ბოლო ძალებით ჩავილაპარაკე და ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა ფეხებში, ეგრევე მომვვარდა ნიკი და დამიჭირა. - დამშვიდდი რუსო, ყველაფერი დამთავრდა მორჩა - მეფერებოდა და მეხუტებოდა - ჩშშ, ჩშშ არ იტირო ყველაფერი დამთავრდა! იმ საღამოს მთელი საქართველო და მთელი კანადა ლაპარაკობდა ჩემს შურისძიებაზე, პირველად აღიარებდა ყველა რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს და ყველაფერი შეუძლია. *** ჩვენი სახლის მისაღებში ვზივარ პერანგის ამარა, ფეხები მაგიდაზე მიდევს და თავი უკან მაქვს გადაწეული. ვსვამ ტრადიციულად წითელ ღვინოს და შავ შოკოლადს ვაყოლებ სიამოვნებით. ყურთან ახლოს შრაშუნის ხმა მესმის და თვალებს ვახელ. კმაყოფილ სახეზე ღიმილი მეფინება და თვალცრემლიანი ვკითხულობ ნაწერს “მიყვარხარ რუზო” ცრემლებს თითებით ვიშორებ და ქვემოდან ვუყურებ აღელვებული. თითებს ჩემს თმებში აცურებს და ნაწნავებს ძალიან ფრთხილად მიშლის, თმებზე ფრთხილად მეფერება, შემდეგ ორივე ხელის გულს მადებს მხრებზე და მკლავებს მიუყვება. მთელ სხეულში სასიამოვნოდ მცრის და პულსი საგრძნობლად მიჩქარდება. - არ მელოდებოდი? - იცინის და ოდნავ იხრება - რაზე ფიქრობდი? - სანამდე მივედით.. - ახალ ცხოვრებას არ ვიმსახურებთ? - თვალები უციმციმებს, ფეხზე ვდგები, მუხლებით ვეყრდნობი სავარძელს და მისკენ ვიხრები. - ახალ ცხოვრებაში რას გულისხმობ თუ შეიძლება განმიმარტე - მხრებზე ვაწყობ ხელებს და ქვემოდან ვუყურებ გაღიმებული. - ძველის არ დავიწყებას, მაგრამ ბედნიერების შემოშვებას - ხმამაღლა იცინის და ცხვირზე მკოცნის - თურმე რა საშიში ქალი ყოფილხარ! - მე? რას ამბობ რაღაც გეშლება - თავი ვაქნევ სიცილით და ლოყაზე ვეფერები. - არა? - ეჭვნარევი მზერით მიყურებს - ასე მითხრეს შენ უნდა იყო მისი სიძლიერეო, ისეთი უსუსურიაო, სიფრიფანაო.. თვალებს ვხუჭავ და მის სურნელს ღრმად შევიგრძნობ ბედნიერი. მისი თითები საფეთქლიდან იწყებენ მოძრაობას, ლოყაზე ჩამოდიან, ტუჩებზე და კისრისკენ მიდიან, სიამოვნებისგან მაკანკალებს, ლავიწებს ისე მიწვავს ასე მგონია ცოტაც და ცუდად გავხდები, გულმკერდზე მისვამს ხელს, მუცლამდე ჩადის და ძლიერად მხვევს ხელს წელზე. სწრაფი მოძრაობით თავისკენ მქაჩავს და პირდაპირ მის მკლავებში ვექცევი. ისე მიდუღს თითოეული უჯრედი მთელი სხეულით ვკანკალებ, ემოციებისგან ვგიჟდები და მხრებზე ძლიერად ვეჭიდები. - მომენატრე - ლოყაზე ძალიან ფრთხილად და ნაზად მკოცნის - ძალიან მომენატრე - ამჯერად ტუჩებზე მეხება და სათითაოდ მიკოცნის თითოეულს, გაყურსული ველოდები ყოველ მის მოძრაობას და თითოეულ სიტყვას ვიმახსოვრებ, მხრები მეწვის ჩახუტების სურვილისგან, მაგრამ არც ვინძრევი. - რუზო, გაახილე თვალები - მეორე ხელით თავს მაწევინებს და თვალებში მიყურებს - რა ლამაზი ხარ.. - როდის შემოხვედი? - დაბნეული არც კი ვიცი რას ვეკითხები, ეღიმება და კისერში მკოცნის. - რამდენი ხანია აქ ვდგავარ და გაკვირდები, მონატრებას ვიკლავდი - ღრმად სუნთქავს და უფრო ძლიერად მეხვევა. - შენ არც კი იცი… - გატეხილი ხმით ვეუბნები და მხრები მიცახცახებს - არც კი იცი… - ტუჩებზე თითებს მაფარებს და შუბლზე მკოცნის. - ყველაფერი ვიცი, საჭირო არ არის სიტყვები, მე აქ ვიყავი ყოველთვის შენს გვერდით - საჩვენებელ თითს გულზე მადებს და მკრთალად მიღიმის - შენ არასდროს გავიწყდებოდი, მე ყველაფერი ვიცი რუზო - მე რატომ არ.. - არ შემეძლო - მაწყვეტინებს და თავს ხრის - რომ შემძლებოდა, პირველი შენთან მოვიდოდი! - ეს “რუზო” რომ არა… - გაგიჟებული ვეხუტები და მთელი ძალით ვუჭერ თითებს - როგორ არაამქვეყნიურად მენატრებოდი არც კი იცი - ბოლო ხმაზე ვტირი და მისი მკლავებიდან ვცდილობ განთავისუფლებას - როგორ მენატრებოდი მიშო - ხელებს ძლიერად მხვევს და არ მაძლევს საშუალებას რომ მოვშორდე. - შენ ხომ იცოდი.. - ვიცოდი, ვიცოდი რომ ცოცხალი იყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მენატრებოდი! - იმიტომ მიგანიშნე “რუზო”-თი ცოცხალი რომ ვიყავი, თორემ ვიცოდი შეიშლებოდი, კიდევ კარგი ეგრე რომ მოგმართავდა შენი აღმზრდელი და მხოლოდ მე ვიცოდი ამ სახელის შესახებ თორემ.. - თავს ხრის და დაბალ ხმაზე ბუტბუტებს. - როგორ გადარჩი? - თავისთან ვყავდი, მოსაკლავად იმიტომ არ გამიმეტა რომ შენზე მიშხამავდა გონებას, უნდოდა შური მეძია, ვიცოდი რა არჩევანიც დაგიყენა, შემდეგ მოვიდა და გადარჩენა მომილოცა.. მაგრამ გეფიცები წამითაც არ შემპარვია შენში ეჭვი, არც მიფიქრია რომ ასეთ რაღაცაზე დათანხმდებოდი - გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და თმებს უკან მიწევს - კიდევ რა გაინტერესებს? - მონატრებული მის თითოეულ ნაკვთს ვათვალიერებ, შრამებზე ვუსვამ თითებს და ყველგან ვეფერები. - მაშინ რატომ მითხრა ნიკმა ვერ დავუკავშირდიო? - ქვეყნიდან გასვლა მომიწია, ვერ შევატყობინე და შეეშინდა რომ სოსომ დამიჭირა ისევ.. - მე იმდენი კითხვა მაქვს! - გისმენ, ყველას გავცემ პასუხს გპირდები - ნაზად მეფერება და გამუდმებით მიკოცნის თითებს. - ის ვინ იყო? ვინც აქ მოიტანეს - არვიცი, მაგაზე ცალკე არის კიდევ აღძრული საქმე - ისეთ დღეში იყო - ხელები მიკანკალებს და უკან ვიწევი. - ვწუხვარ ამ ყველაფერს რომ შევეჩეხეთ - განუწყვეტლივ მეფერება და მთელ სახეზე მკოცნის - ასე რომ გტკიოდა გული, ასე რომ გენატრებოდი და განიცდიდი, მაპატიე რა გთხოვ - საწყალი თვალებით მიყურებს. - ნიკი სად არის? - ვაიგნორებ მის კითხვას, შეშინებული თვალებით ვუყურებ და კარებისკენ ვიხედები - მიშოო - თვალებმოჭუტული მიყურებს და ოდნავ იღიმის - კარგი რა, მითხარი ლინდა დასთანხმდა? უხმოდ მიქნევს თავს და ტუჩებში მკოცნის. - მორჩა დაკითხვა? - საზიზღარი ხარ, ერთხელ როგორ არ მოხვედი? - გაბრაზებული ვურტყამ ხელებს გულმკერდზე და გაბუტული ვუყურებ ქვემოდან. საპასუხოდ მთელი გრძნობით მკოცნის ტუჩებში, მეც ვეხვევი და თმებში თითებს ვუცურებ, ბედნიერებისგან მთელი სხეულით ვკანკალებ, მისი სურნელით ვარ გარშემორტყმული და ბედნიერება ფეხაკრეფით მოიწევს ჩვენკენ. - როგორ მენატრებოდი - სხეულის თითოეულ წერტილს მიკოცნის მიშო, მის მკლავებში გახვეული ვწევარ და გაბადრული მეხუჭება თვალები. *** დილით ღიმილით ვიღვიძებ და პირდაპირ გეგას ვხედავ, გაბადრული ვეხუტები და სახეს ვუკოცნი ბედნიერი. - დე რა გჭირს? - დაბნეული მიყურებს და შიში უდგება თვალებში, ვგრძნობ როგორ მკრავს რაღაც გულში და უკან ვიწევი. - მიშო სად არის? - შეშინებული ვეკითხები და თვალები ცრემლებით მევსება - სად არის მიშო გეგა? - დედა.. - არ მითხრა რომ! არა - თმებში ვიცურებ თითებს და უაზროდ მცვივა ცრემლები - რა დამესიზმრა? ეს ყველაფერი სიზმარი იყო, მე მიშო.. ჩემი მიშო… - დედი - გეგა მეხვევა და ჩემს დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. - რა ხდება? რუსო რა გჭირს? - შეშფოთებული სახით შემოდის ლინდა, ეგრევე ვხტები ფეხზე, ხალათს ვიცვამ და სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ ოთახიდან. სანამ მისაღებში შევალ გული გამალებით მიცემს და მთელი სხეულით ვკანკალებ შიშისგან. იმ წამსვე მივარდება ყველანაირი სიმძიმე მხრებიდან, მისაღებში მყოფს როგორც კი ვავლებ მზერას, ზურგით დგას და ნიკს რაღაცას ელაპარაკება, გიჟივით მივრბივარ და პირდაპირ ვეხუტები, ხელებს მუცელზე ვხვევ და ემოციებისგან ხმამაღალი ქვითინი მივარდება. - რუსო - ეგრევე ტრიალდება დაბნეული და მეხუტება - რა მოგივიდა? კარგად ხარ? - შეშინებული თვალებით მიყურებს და გულში მიხუტებს. - მე, მე ვიფიქრე, მე უბრალოდ ვიფიქრე რომ სიზმარი იყო - ცრემლიანი თვალებით ვუყურებ და ძლიერად ვეხუტები, მერეღა ვამჩნევ მის თითებში მოქცეულ ვარდებს და მეღიმება. - ჩემი სულელი - იცინის და თავზე მკოცნის - როგორ იფიქრე რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო? - იქვე ჯდება და კალთაში მისვამს, თან ნიკს უკრავს თვალს, ვარდებს მუხლებზე მიდებს და ცდილობს რომ გამაღიმოს. სასწაულად ბედნიერი თვალებით ვუყურებ და ისე ვეხუტები ლამის დავახრჩო. - ჩემი ბედნიერება - ღიმილით მიყურებს და სახეზე მეფერება - გახსოვს რას შემპირდი? - რა შეგპირდი? - გოგოს გაგიჩენო აუცილებლადო - ცხვირზე მკოცნის და თმებზე მეფერება - პირობა ძალაშია? - ჰმმ, ვიფიქრებ მაგაზე - სიცილით ვეუბნები და ტუჩებში ვკოცნი. - როგორ მიყვარხარ - ძლიერად მიხუტებს და ღრმად სუნთქავს - წარმოუდგენლად მიყვარხარ რუსო - მეც მიყვარხარ მიშო! მეც.. სიგიჟემდე - ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვუყურებ მის მწვანე, საოცრად მოსიყვარულე თვალებს და ბედნიერებით ვივსები. დასასრული ყველაზე მეტად ველოდები თქვენს შეფასებას, ძალიან დიდი მადლობა ყველას და ბოდიში შეცდომებისთვის! <3 იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ, მე პირადად სხვა დასასრული ვერ წარმომიდგენია..... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.