შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური განათლება (თავი 4)


8-11-2017, 13:15
ავტორი თაკუნა86
ნანახია 3 115

დეკემბრის დასაწყისი იყო, უკვე საახალწლო არდადეგები გვიახლოვდებოდა და ძალიან გაძნელდა მოსწავლეების მობილიზება; განსაკუტრებით დაბალ კლასში, მაგრამ ყ6ოველთვის მიხაროდა ჩემი სადამრიგებლო კლასის ნახვა, უპრობლემო, საყვარლები განსხვავებულების და კარგები...ყველა თავისებურად მიყვარდა, პატარა მეგობრებად ვთვლიდი, მართალია ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ არ ვამჟღავნებდი მაგრამ მემგონი მაინც ხვდებოდნენ და ალბად ეს იყო მათი თბილი და გამგებითი დამოკიდებულების მიზეზი.
-- დღეს ახალი მოსწავლე შემოგვიერთდება კლასში... ნიკა მოგესალმებით და იმედი მაქვს კარგად გავუგებთ ყველანი ერთმანეთს ამ ბოლო რამდენიმე თვეში-- ნიკა ბოლო მერხზე, საბას გვერდით იჯდა. ცივი და უხეში მოზარდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, უცნაური მანერებით და გამაღიზიანებელი თავდაჯერებულობით.მოკლედ წარვუდგინე ნიკას გამოჩენის ამბავი მოსწავლეებს და ისტორიის გაკვეთილი დავიწყე.
მიყვარდა ისტორია ძალიან...ძალიან ჰგავდა ზღაპარს, ან როგორ არ ემსგავსებოდა?!... დაუჯერებელი ამბები იყო მონატხრობი წიგნებში რისი დღეს განმეორებაც შეუძლებელი არის და ალბათ ეს ხდიდა ზღაპრად იმ ყველაფერს რაც იქ ეწერა..მაგრამ წყაროების დაყრდნობით გვინდა არ გვინდა ჩვენ ამ ზღაპრის გვჯერავს.
კლასში უცნაური სიჩუმე სუფევდა. ზოგადად სიმშვიდე ყოველთვის იყო მაგრამ ახლა თითქოს რაღაცა დაძაბულობის მუხტი ტრიალებდა... კედელზე ჩამოკიდებული დაფის წინ მიდი-მოვდიოდი და მთელი ჩემი გონებით და ცოდნით გადმოვცემდი ისტრიულ მოვლენას
-- რატომ გახდით ისტორიის პედაგოგი? -- უადგილოდ შემაწყვეტინა ნიამ გაკვეთილი. არ გავბრაზებულვარ მასზე
-- იმიტომ რომ მაინტერესებს და მიყვარს ყველაფერი რაც იყო არის და იქნება და ყოველთვის აღბეჭდილი იქნება ფურცლებზე თითოეული მნიშვნელოვანი ამბავი...
-- ისტორია სეიძლება გიყვარდეს მაგრამ მისი პედაგოგი გახდა??... მე არ ვისურვებდი ...-- ვატოს და დათოს მხარეს გავიხედე რაღაცაზე ჩუმად საუბრობდნენ პირის მიმიკით მივხვდი და ვთხვე გაჩუმებულიყვნენ
-- იცი რაარის ნია? ეს ალბატ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებულივის რისი სურვილი უჩნდება...
-- იქნება ბავშვები გიყვართ და მათთან სიახლოვის გამო გადაწყვიტეთ პედაგოგობა?-- ჩაერთო დიალოგში სალომე
-- ბავშვები კი მიყვარს მაგრამ ეს არ ყოფილა მიზეზი... მასე ბაგა-ბაღში ავიღებდი გეზს -- გამეღიმა-- ბავშვებიც მიყვარს მაგრამ ამის გამო არ ამირჩევია მართლაც... მოდით ეხლა დავამთავრებ ამ თემას და სხვა დროს ვისაუბროთ..(რატომ ავირჩიე ისტორია? სინამდვილეში არც არასოდეს მიოცნებია მის პედაგოგობაზე, უბრალოდ მიყვარდა თავად საგანი სკოლაში და კარგადაც ვსწავლობდი, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე სულ რაღაც 4 ქულის დაკლების გამო აღმოვჩნდი ამ ფაკულტეტზე და დავრჩი კიდეც ისე კი სამართალი მიტაცებდა ძალიან).
ჩემი საუბარი განვაგრძე, თან კლასს თვალყურს ვადევნებდი ვინ მისმენდა ვინ რას აკეთებდა, ნიკას გავხედ და დავინახე მობილურ ტელეფონს ჩასჩერებოდა.. შენიშვნის მიცემა მინდოდა...
-- შენ ხომ არ უბერავ?!-- ყვირილზე გავიხედე ვატო იყო, მის წინ მჯდომ დათოს წაეჭიმა ყვირილით და ფეხზე წამოხტომით, დათოც წამოუხტა სკამიდან
-- მე ვუბერავ?!... რა იყო კაცობა დაგავიწყდა?!... არაფერი შეგეშალოს იცოდე -- თითი დაუქნია დათომ
-- რა ხდება?-- პირველად ავამაღლე ხმა, ორივემ გამომხედა მაგრამ მივხვდი იმ მომენტში ანგარიშს არ გამიწევდნენ. რა პრობლემა ჰქონდათ და თანაც ამ ორს მიკვირდა... ისე წამებში მოხდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარი...
ვატომ დათოს მოქნეული მუშტი უთავაზა ყბაში, დათო მერხზე გადაწვა, მაგრამ წამებშივე მოეგო გონს, წამოხტა და ვატოს ჩააფრინდა საყელოში და იატაკზე დაჰქნია. საშინელი ამბავი ატყდა კლასში.. პანიკა.. ზოგი ტიროდა.. ზოგი ყვიროდა... ბიჭები გაშველებას ცდილობდნენ მაგრამ ამაოდ.. ზოგიც გაუნძრევლად უყურებდა იქ დატრიალებულ ამბავს. ძირს ხან ვატო იყო ხან დათო აღმოჩნდებოდა.. გორავდნენ კლასში და გარშემო მდგომ ინვენტარი რახარუხით ეცემოდა ძირს. გამეტებით ურტყავდნენ ერთმანეთს და რა მეღონა არ ვიცოდი.. კლასსაც ვერ ვტოვებდი მეშინოდა სანა დავბრუნდებოდი უბედურება არ დატრიალებულიყო...მივვარდი და ზემოდან მჯდომ ვატოს ქეჩოში დავავლე ხელი და ჯაჯგური დავუწყე
--ვატო გაცერდი... ადექი შეეშვი -- ჩემს კივბილზე ამოიხედა და სწორედ ამ დროს დათოს ხელი მისწვდა მის ცხვირს და დავინახე წითელმა ფერმა როგორ გამოჟონა ცხვირიდან. ხელები სახეზე აიფარა, ეტყობა ძალიან ეტკინა ვატოს... მოულოდნელად ქვემოდან მოქცეულ დათოს თმებში ხელი დაავლო და იატაკზე დაუქყო თავის რტყმა. საშინელება იყო... სისხლი დათოს თავიდანაც ჟონავდა, არავინ და ვერავინ ეკარებოდა მათ... მე კი ვერაფერს ვხდებოდი..."რაღაც უბედურება მოხდება" ვფიქრობდი და ვემუდარებოდი შეეწყვიტათ. ეტყობა ამ ყვირილზე. თანაც გაკვეთილების დროს როგორი სიჩუმეა დერეფანში მოგეხსენებათ, შემოცვივდნენ მანდატურები და მათ მოახერხეს მათი გაშველება. გაჭუჭყიანებული ტანსაცმლით, დასისხლიანებული თავ-პირით პირველ რიგში სამედიცინო პუნქტში გავიყვანეთ.. იქვე მოგვაკითხა ბატონმა ვაჟამ
-- ხომ მსვიდობა?? რამე დაგიშავდა? -- მომმვარდა მე
--ბატონო ვაჟა მემგონი შოკი გაქვთ... მე რას მეკითხებით შეხედეთ ბავშვებს -- ძალიან უხეშად და გაბრაზებულმა ვუთხარი და მანაც მხოლოდ ახლა გახედა ბავშვებს
-- დათვალიერების შემდეგ ჩემთან კაბინეტში -- თქვა და წავიდა.
თავჩახრილი იჯდა ვატოც და დათოც. ზუსტად ვიცოდი არაფრის კითხვას აზრი არ ჰქონდა, მაინც არაფერს იტყოდნენ. ექთანი ჭრილობებს უმუშავებდა... საბედნიეროდ სერიოზული არც ერთს არაფერი სჭირდა, ისეთი რომ სტაციონარში გადაყვანა დასჭირვებოდათ, დათოს თავი შეუხვიეს ვატოს ცხვირ-პირი დაულენტეს და ვაჟას კაბინეტისკენ გავემართეთ.
გრძელი დერეფანი გავიარეთ, სიტყვის ამოუღებლად ვიმყოფებოდით სამივე,,,, სანამ ვაჟასთან შევიდოდით მის კაბინეტის კართან მოვიტრიალდი ორივეს მოულოდნელად და სასოწარკვეთილმა და იმედგაცრუებულმა "მადლობა" გადავუხადე ისევ ზურგი ვაქციე. ეს სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო მათთვის რათა გაეგოთ ჩემი პოზიცია და გულისტკენა.
როგორც ხდება ბატონი დირექტორის კაბინეტში თან ასეთი მძაფრი დანაშაულით აღმოჩენა... დაიწყო ლანძღვა, გაფრთხილება,მშობლების საქმის კურსში ჩაყენება.. მეც გადმომწვდა.. რომ სუსტი ვარ გამოუცდელი ლმობიერი ... მოკლედ არ დაიტოვა არცერთი აზრი თავისთვის რასაც ფიქრობდა ყველაფერი გადმოაფრქვია. სამივე გასუსულები ვიჯექით და ალბათ სამივეს ის აზრი გვქონდა ეს დღე როდი ჩამთავრდებოდა...
მათი მშობლების საქმეში ჩაყენება მე მომიწია რათქმა უნდა.. ცარიელ საკლასო ოთახში მე ვატო მისი დედა და დათ და მისი დედ-მამა ისხდნენ
--ყველაზე გასახარი ამ ამბავში ის არის რომ სავალალოდ არ დამთავრდა ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ გადავრჩით...-- დავიწყე მე -- ძალიან მიჭირს და მეხერხულებაც მეც თქვენთან საუბარი, მაგრამ მე არ ვიცი რამ და რატომ სეიძლება ასე გამოგიყვანოს ადამიანი წყობიდან რომ ასე მოიქცე... --ვატოს და დათოს გავხედე თავცახრილები იჯდნენ- ერთს ვიტყვი ჩემი მხრიდა.. ძალიან დიდი უპატივცემულობა გამოამჟღავნეს დღეს პირადად ჩემს მიმართ ეს ფაქტია.. ხლო ბატონი ვაჟა რას მოიმოქმედებს ეს კიდევ არავინ ვიცით...-- კიდევ რაღაცეები ვუთხარი და დავემშვიდობე.
იმ დღეს ცემი გაკვეთილები გაცდა, მთელი კლასი და მათ შორის მეც სახლში გამოგვისტუმრა ვაჟამ.სახლისკენ დავიძარი, არაფერზე ვფიქრობდი.. არც მათ ჩხუბზე, არც მიზეზზე, არც სედეგზე. დაღლილი ვიყავი ემოციებისგან და საერთოდ არ მქონდა ფიქრის თავი. დეკემბერი იდგა და სესაბამისად ძალიან ციოდა ქუჩაში..მაგრამ ვერც ამ სიცივეს ვგრძნობდი.. ვერ ვგრძნობი ვერ ვფიქრობდი... ზომბივით მივაბიჯებდი და ცემს სადარბაზოში შევედი ასე.
--ნატა მას -- მომესმა ზურგს უკან ხმა, მოვტრიალდი და ვატო.. არ გამკვირვებია.. თითქოს ველოდი..თითქოს ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდა
-- გისმენ
--ბოდიშს გიხდით ..-- მისი ბოდიში მართლაც გულწრფელი იყო -- ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გაგითვალისწინეთ.. ბოდიშს გიხდით რომ ჩემს გამო ვაჟას საყვედურების მოსმენა მოგიწიათ...
-- ლანძღვის -- შევუსწორე
-- ბოდიშს გიხდით რომ განრვიულეთ...-- მთლად თვალებში არ მიყურებდა მაგრამ ხანდახან მზერას აპარებდა ალბათ აინტერესებდა ჩემი რეაქცია
-- მიღებულია ... მაგრამ მარტო შენი ბრალი არარის...
-- მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებელს ვაკეთებ, სხვამ თავისაზე იფიქროს ...
--მიღებულია ..-- შევტრიალდი და საფეხურებს ავუყევი
--ნატა... ერთი წუთით -- ისევ გაშინაურებას ცდილობდა რადგან სახელით მომმართავდა
--ნატა მას -- შევუსწორე ნიშნის მოგებით- გისმენ
-- არაფერი... უბრალოდ.. კარგი არაფერი...-- სადარბაზო დატოვა. შემეცოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს იმედი გავუცრუვე,,, აბა რა ეგონა თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი "ეგ არაფერია არაუშავს?!"
მთელი სამი სართული კიბეები ახლაღა გავიარე ფიქრში და ძალიან დიდანს მოვუნდი მათ ავლას. რაც არ უნდა მეფიქრა ვერ ვიგებდი ვატოს რა უნდოდა რისი თქმა ან რატომ იქცეოდა ასე.
მეორე დღე პარასკევი იყო. სკოლაში ადრე მივედი სანამ გაკვეთილები დაიწყებოდა მინდოდა ვაჟა მენახა, მაგრამ სულ ტყუილად.. არ დამხვდა.. დარეკვა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე დავლოდებოდი. ლოდინის პერიოდში კლასში შევედი... სამარისებული სიჩუმე იდგა; ყველა თავის ადფგილს იჯდა და ელოდნენ პედაგოგს
--გამარჯობათ- მივესალმე ცივად და ვატოს და დათოს ადგილებს გავხედე რომლებიც ცარიელი იყო... არ მესიამოვნა..-- სად არიან გუშინდელი სპექტაკლის გმირები?1
--არარიან -- მიპასუხა ქეთიმ
-- მაგას მეც ვხედავ...
-- ეტყობა იარებს იშუშებენ -- დამცინავად თქვა ნიკამ
-- ნიკა... ძალიან გთხოვ... არ გინდა ასეთი საუბარი.. ირონია და იუმორი არ უხდება ამ თემას ....ვინმემ იცის რა ვერ გაიყვეს?!-- გადავხედე კლასს მაგრამ ჩუმად იყვნენ
-- კაცური ამბებია -- თქვა ისევ ნიკამ
-- შენ რა იცი?? სულ რამდენიმე დღეა აქ ხარ..
--ვიცი -- და ძალიან ულამაზოდ თვალი ჩამიკრა
-- იქნება მეც მითხრა?!
-- კი აბა რა -- გაეცინა..-- ქეთიმ გითხრას თუ უნდა-- გამიკვირდა და ჩაფიქრებულ ქეთის გავხედე...
-- ქეთი?!
-- ნატა მას ხომ იცით რომ აზრი არ აქვს ამ კითხვებს?!
-- ვინმეს უფიქრია თუ რა შედეგი ექნება ამ ამბავს?, ამ დამამთევრებელ წელს დამამთავრებელ სემესტრში?!-- მაღალი ტონით დავიწყე აგიტაციის კითხვა რათა მათ მაგალითზე ამათ მაინც ესწავლათ ჭკუა. დიდხანს არ გამიგრძელები ამღზრდელობით პედაგოგიური "ლანძღვა". მთელი გაკვეთილი გაუნძრევლად ვისხედით არაფერი გაგვიკეთებია... ერთი სული მქონდა ზარი დარეკილიყო რომ ვაჯა სანახავი მყავდა ბიჭების არ ყოფნის მიზეზი გამეგო..
5 წუთი იყო დარჩენილი ზარამდე კლასი რომ დავტოვე და ვაჟას კაბინეტს მივაშურე
-- ოჰ.. რამ შეგაწუხა?!-- კაბინეტში რომ შევედი მხლოდ შემდეგ გავიგე ზარის დარეკვის ხმა
--ბატონო ვაჟა რას აპირებთ გუშინდელთან დაკავშირებით?!
--ვაპირებ -- სიტყვა არ დამამთავრებინა -- ზომებს მივიღებ, მოვაშორებ აქაურობა, ზარალსაც ავანაზღაურებინებ და ყველანი კარგად იქნებიან... მე მაგათი ნერვები არ მაქ სათითაოდ ვზდიო ყველას
-- ბატონო ვაჟა... ძალიანგთხოვთ.. იძულებით ნუ გაუშვებთ ბავშვებს... თუ თავად მოისურვეს გადასვლა კი თუარადა...
-- შენ რატომ ღელავ?!... ორი ბავშვით მეტი თუ ნაკლები რამეს ცვლის?..
--მე უბრალოდ მათ გამო...
-- მოიცა მოცა.... მიზეზი იცი მათი ჩხუბის?? - გამომცდელი თვალით შემომხედა მოჭუტულად
-- არა-- გავიკვრვე -- ვინ მეტყოდა რო..
-- ხოდა რომ არ იცი ნუ ლაპარაკობ მაშინ...
-- თქვენ იცით? -- ახლა მე დავეჭცდი
-- გამიგია ... მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი... დამტოვე საქმე მაქვს -- თავიდან მომიშორა.
აშკარად არის მიზეზი ის რაც არც ითქმევა და არც დარწმუნებით შეულია ვინმეს თქვა ეს მიზეზია თუ არა.. ვაჯამ იცის მაგრამ დარწმუნებული არაა, ნიკამ იცის მაგრამ არ იტყვის... ქეტი.... ქეთის უნდა დაველაპარაკო და გავერკვიო რა ხდება ბოლოსდაბოლოს.



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Momewona kargi tavia❤❤❤

 


№2  offline წევრი თ.მ

წინა თავთან შედარებით კარგია❤️ველი შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი თაკუნა86

მადლიბათ. ავღნიშჯნე წინა თავზე რომ ის უბრალოდ მთავარი გმირის ბიოგრაფიული ქვეთავი იყო და რომ არ დამეწერა არ გამოვიდოდა ალბათ მშრალი გამოვიდა ის თავი... ვნახოთ გაგრძელება რა იქნება. :) :*

 


№4 სტუმარი кейт

არ გეწყინოს პირდაპირი ვიქნები )) როდესაც სათაურს წერ პირველივე თავში უნდა ჩანდეს რატომ მაინცდამაინც "სექსუალური განათლება", ვკითხულობდი და ვფიქრობდი რომ ძალიან ბევრი სისულელეა ჩაწერილი, ბევრი უაზრო დიალოგი.. მოვლენები ისე ნელა ვითარდება რომ ყველაფერს უინტერესოს ხდის თანაც ძალიან პატარ პატარა თავებს დებ ... არ მომწონს! ვფიქრობ უნდა გამოასწორო თუმცა, თუ არ მომაქცევ ყურადღებას ეგეც არაა პრობლემა. წარმატებები ????

 


№5  offline წევრი თაკუნა86

кейт
არ გეწყინოს პირდაპირი ვიქნები )) როდესაც სათაურს წერ პირველივე თავში უნდა ჩანდეს რატომ მაინცდამაინც "სექსუალური განათლება", ვკითხულობდი და ვფიქრობდი რომ ძალიან ბევრი სისულელეა ჩაწერილი, ბევრი უაზრო დიალოგი.. მოვლენები ისე ნელა ვითარდება რომ ყველაფერს უინტერესოს ხდის თანაც ძალიან პატარ პატარა თავებს დებ ... არ მომწონს! ვფიქრობ უნდა გამოასწორო თუმცა, თუ არ მომაქცევ ყურადღებას ეგეც არაა პრობლემა. წარმატებები ????



აუცილებლედა მივაქცევ ყურადღებას და მადლობა რო კითხულობ ჯერ ეს. რაც სეეხება სათაურს აქ "სექსუალური განათლება" პირდაპირი გაგებით არ უნდა გაგეგო :) აქ მასწავლებელზე არაა რომელიც სექსის გაკვეთილებს ატარებს :) რაც შეეხება დილაოგს თუ არ განვავრცე ორი სიტყვით მოვყვები მთელ იმ მასალას რაც აქ უნდა დავდო. :) თურქულ სერიალს არ ვამსგავსებ და სიუჯეტების განვითარება რომ უნდა ცხადია.. რავიცი რავიცი სხვა რა გითხრა აბა

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

კარგი გოგო ხარ სიამოვნებით ვკითხულობ????????

 


№7  offline წევრი triniti

Kargi ar vapirebdi komebtaris daweras da main. Gadavwyvite momewona es tavi sxvatashoris cotaa amozravda situaciaa ise vtvli rom sheni maswavlebeli sustia titqos am tavis moswavles eflirtavebaaa...mizezic zustad vici es maswavlebelia chxubis...veli axal tava.gazarde teqstis mocullobaa.madloba rom gviziareb shens shemoqmedebas

 


№8  offline წევრი თაკუნა86

triniti
Kargi ar vapirebdi komebtaris daweras da main. Gadavwyvite momewona es tavi sxvatashoris cotaa amozravda situaciaa ise vtvli rom sheni maswavlebeli sustia titqos am tavis moswavles eflirtavebaaa...mizezic zustad vici es maswavlebelia chxubis...veli axal tava.gazarde teqstis mocullobaa.madloba rom gviziareb shens shemoqmedebas



მადლობა რომ კითხულობ რაც სეეხება მიზეზს მთლად დარწმუნებული ნუ იქნები მაგაში რომ ამ მასწავლებლის გამო იყო ეს ინციდენტი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent