ცუდი ბიჭის პატარა გოგო (2 თავი)
2 თავი ჩხუბი დაწყებული იყო და ვერაფერს ვერ ვხედავდი, რატომ არ ვარ მაღალი? გადავწყვიტე რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავი. ხალხს ხელს ვკრავ და ახლოს მივიწევი, არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ. როცა დავინახე რინგზე რა ხდებოდა გავგიჟდი... სანდრო და დემეტრე ერთმანეთს გამწარებული ურტყამდნენ, მაგრამ დემეტრე უფრო ურტყავდა. არა ამდენს ვერ გავუძლებ! რინგისკენ გავიქეცი და ბრძოლის შეჩერება გადავწყვიტე, მაგრამ უცებ ვიღაცამ ხელში ამიტაცა - ამას უყურეთ ერთი რა? ეს გიჟი გულშემატკივრები აღარ შემიძლია! თქვა ამ კაცმა და სხვა მიმართულებისენ მიმათრევდა - კი მაგრამ სანდრო? შეხედეთ სანდრო! ყვირილი დავიწყე როცა ვხედავდი როგორ ურტყამდნენ სანდროს ამ დიდ კაცს საერთოდ არ აინტერესებდა რას ვყვიროდი, დარბაზიდან გამომათრია და რაღაც ბნელ ოთახში შემაგდო.. - აქ იქნები სანამ ყველაფერი არ დამთავრდება გასაგებია? მან დამიყვირა რაზეც ძალიან შემეშინდა და კანკალი დავიწყე კარი მიიჯახუნა და ბნელ ოთახში მარტო დამტოვა, ძალიან ციოდა. ნერვიულობისგან აქეთიქეთ დავიწყე სიარული.. ეხლაც ვერ ვიჯერებ რო სანდრო ასეთ რამეებში მონაწილეობს? ნეტა ახლა როგორ არი? უნდა გავარკვიო სასწრაფოდ. გასასვლელის ძებნა დავიწყე, მაგრამ არაფერი იყო, ჯანდაბა! უკვე 20 წუთია კუთხეში ვზივარ და ვტირი, ყველაზე მეტად მინდა ახლა ჩემს თბილ საწოლში წოლა. არა ტირილი არ შეიძლება, აქედან უნდა გავაღწიო. ამხელა ოთახია, შანსი არაა სხვა გასასვლელი რო არ იყოს. როცა ოთახს წრე დავარტყი გასასვლელი ვერ ვნახე, მარტო დაბლა ჩასასვლელი კიბეები იყო, რომელიც სარდაფში ჩადიოდა. ძალიან მეშინია იქ ჩასვლის, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ფიცარი ავწიე და პატარა კიბეებზე ჩავედი. ლამის წავიქეცი სარდაფი პატარა იყო ძალიან, მაგრამ ერთი კარები იყო რომელიც სხვა ოთახში გადიოდა. მიდი ნია, ამას შეძლებ კარი გავაღე და ცოტა განათებული ოთახი იყო, ჭუჭყიანი ძალიან, მიტოვებულ სახლებში როგორიცაა ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული როცა ნაბიჯების ხმა მომესმა. ახლა კი მართლა მომკლავენ.. ეგრევე სიბნელეში ამოვეფარე რაღაცას და დავიმალე. ოთახში 3 ბიჭი შემოვიდა სიცილით უკან კი.. არარსებობს!... უკან ის მასკიანი ბიჭი მოდიოდა! - არ მეგონა ამდენი დრო თუ დაჭირდებოდა იმ ტიპის დამარცხებას ამბობს ერთი ბიჭი სიცილით, მე კიდე ნაწყენმა თავი დავხარე. ანუ სანდრომ წააგო.. - ხოო შე*ემა მაგრამ ბოლო დარტყმა აი ყველაზე მაგარი იყო, ეგრევე გაითიშა! ბიჭები ჩხუბზე ლაპარაკობნენ, მე კიდე საერთოდ არ მაინტერესებდა რამდენჯერ და როგორ დაარტყა ჩემ ძმას, ამიტომ ვცდილობდი არ მომესმინა - არავინ აღარაა ხო? თქვა დემეტრემ და მასკის მოხსნა დაიწყო.. ვაიმე.. ამას არ უნდა ვხედავდე ხო? მასკა მოიხსნა თუ არა ეგრევე სახეზე შევხედე, ძალიან სიმპათიური იყო მოიცა... მე ახლა ეს ვთქვი? არარსებობს სახეზე ვაშტერდებოდი როცა მივხვდი რომ ძალიან მეცნობოდა. ალბათ მეშლება იმიტორო ასეთ ადამიანს შანსი არაა ვიცნობდე მემგონი წასვლას აპირებდნენ. ღმერთს ვუმადლოდი რომ გადამარჩინა.. ვხედავდი როგორ მიდიოდნენ კარისკენ და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ უცებ ფეხზე რაღაც შეხება ვიგრძენი. დაინტერესებული სახით დავიხედე თუ რა იყო, თვალები ეგრევე გამიფართოვდა ობობა რომ დავინახე ჩემ ფეხზე. იმწამსვე ყვირილი მოვრთე - ობობააა!! დავიყვირე ბოლო ხმაზე, თან ფეხზე ავდექი და ხტუნაობა დავიწყე, ობობა ძლივს მომშორდა და გადავარდა ჩემი ფეხიდან. შვებით ამოვისუნთქე და მერეღა გავაანალიზე რა სიტუაციაშიც ვიყავი... ჩემ წინ 4 ბიჭი დგას და გაკვირვებული სახით მიყურებდნენ. არვიცი მაგ მომენში რა ვიგრძენი, გული გამისკდა. სირცხვილისგან სულ გავწითლდი და თავი დაბლა დავხარე, მაგრამ მოვასწარი დემეტრეს ბოროტული ღიმილის დანახვა. ისეთი ღიმილის აი მსხვრეპლს რომ უყურებ სანამ დაიჭერ - აქ ნახეთ რა ყოფილა ტო თქვა ერთერთმა ბიჭმა, შიშისაგან ვკანკალებ, ერთ ადგილას ვარ გაჩერებული. ისინი კი ნელნელა ჩემკენ მოიწევენ - ეს პატარა გოგო ნახეთ რა, ვინ გამოგგზავნა ჰა? დაიყვირა ისევ რომელიღაცამ. ნეტავ ახლა მიწა გაიხსნას და სადღაც ძალიან შორს გადამაგდოს, მაგრამ არა.. - დროზე დაილაპარაკე სანამ არ გესროლეთ! მე ვცდილობდი ხმა ამომეღო, მაგრამ ძალიან რთული იყო - დროზე! - მ-მე უბრალოდ ს-სახლიდან გამოვიქეცი. დ-და შემთხვევით მოვხვდი აქ! მართლა ა-არაფერი დამინახავს არავის არ ვეტყვი რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და ძლივს ამოვილაპარაკე გავიგონე დემეტრემ როგორ ჩაიცინა, კი კი ნამდვილად ეგ იყო! ის ნელნელა ჩემკენ წამოიწია. მე კიდე ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული, როცა ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია ჩუმად დაილაპარაკა - თვალებში რატომ არ მიყურებ პატარა? მისი სახე ძალიან ახლოს იყო ჩემთან, მისი გაბრაზება არ მინდოდა ამიტომ თავი ნელნელა მაღლა ავწიე და მის გაცეცხლებულ მწვანე თვალებს შევხედე. ის ცოტახანი მაშტერდებოდა, არვიცი ეს კარგი იყო თუ ცუდი - ძმაო როგორ მოვიქცეთ ეხლა? მან ხომ შენი სახე დაინახა დემეტრემ ბოროტულად ჩაიცინა და ისევ მე შემომხედა - არ ვიცი აბა, ამ პატარა დაუცველი გოგოს მოკვლა არ მინდა. თქვა და ჩემს ირგვლის ნელნელა სიარული დაიწყო, როგორ მაღიზიანებს! - გ-გეფიცები არავის არაფერს ვეტყვი.. მართლა არც კ-კი ვიცი ვინ ხართ ვთქვი და თავს ძლივს ვიკავებდი აქვე რო არ წავქცეულიყავი და მეტირა. დემეტრემ ჩემ ნათქვამზე ხმამაღლა გაიცინა, ბიჭებიც იცინოდნენ ვიცი ამის გაფიქრებისათვის ჯოჯოხეთში მოვხვდები, მაგრამ მართლა ძალიან სიმპათიურია! - ძალიან მაცინებ პატარა თქვა და ლოყაზე ხელი დამადო მე კი შეშინებულმა თავი ძლივს გავწიე ესე შეშინებული ვიდექი როცა კარი იმ დიდმა კაცმა გააღო დღეს რომ შემოსასვლელთან იდგა. შესანიშნავია! ახლა დევსაც დავუძახოთ და ყველაფერი რისიც მეშინია ამ ოთახში იქნება! - უფროსო, პოლიცია მოდის თქვა მან და დემეტრეს სახე ეგრევე შეეცვალა, ისეთი გაბრაზებული გახდა ლამის ყურებიდან ბოლს უშვებდა - ამის დედაც ბიჭებმა ეგრევე შეიგინეს და შენობიდან გაქცევას შეუდგნენ - ამას რა ვუყოთ? თქვა ერთმა ბიჭმა და ჩემკენ გამოიშვირა ხელი "არაფერი მადლობა პოლიციას დაველოდები" გავიფიქრე ჩემთვის - აქ მარტო ვერ დავტოვებ, ჩემთან წამოვა სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილვიყავი გამიხარდებოდა ბიჭისგან ეს სიტყვები, მაგრამ ახლა ძალიან ავნერვიულდი. მან უცებ მკლავში ხელი ჩამავლო და სირბილი დავიწყეთ. გასასვლელში დავინახეთ როგორ შემოდიოდა პოლიცია დემეტრემ ერთი კარგად შეიგინა და უკანა მხარეს წავედით. დღეს დილით სკოლაში რომ მივდიოდი ვინმეს რო ეთქვა რომ ასეთ სიტუაციაში მომიწევდა ყოფნა ნამდვილად გულიანად გავიცინებდი, მაგრამ ახლა საერთოდ არაა სასაცილო. უცებ შენობიდან გამოვარდით და სირბილი დავიწყეთ არასდროს არ მიყვარდა სირბილი, ამიტომ ყოველთვის ვიღლებოდი ხოლმე. ახლაც ცუდად ვიყავი სირბილისგან და გავჩერდი.. ხმამაღლა ვსუნთქავდი და გულზე ხელი მივიდე დემეტრემ ღიმილით გამომხედა და გაანალიზებაც ვერ მოვასწარი ისე ამიყვანა ხელში. ახლა მართლა ცუდად გავხდები! დავინახე როგორ გაჩერდა დიდი მანქანა ჩვენ წინ და კარები ეგრევე გაიღო. დემეტრემ მანქანაში დამსვა და გვერდით მომიჯდა როცა ნელნელა ისევ ნორმალურად სუნთქვა დავიწყე ჩემს ირგვლივ გავიხედე, მანქანაში ის ბიჭები იყვნენ წეღან რომ მელაპარაკებოდნენ მე ფანჯარასთან ვიჯექი გვერდით კი დემეტრე და ვიღაც ბიჭი იჯდნენ - ფუ აი ყოველთვის ცუდ დროს მოდიან რა! ბიჭებმა მომხდარზე დაიწყეს ლაპარაკი მე კიდე ვერ შევამჩნიე ისე მომდიოდა ცრემლები - რა გჭირს? რამე მოხდა? დემეტრემ ეგრევე შემამჩნია როგორ მომდიოდა ცრემლები. მისი სიტყვების შემდეგ კი უფრო დავიწყე ტირილი, ამჯერად კი ხმამაღლა. ხელები სახეზე ავიფარე რომ არ დავენახე - კაი დამშვიდდი თქვა მან და ჩემი თავი მის მხარზე დამადებინა.. არ ვიცი მაგ მომენტში რა ვიგრძენი, თავი ასე დაცულად ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია მინდოდა მის კალთაში ჩავმჯდარიყავი და მაგრად ჩავხუტებულიყავი. - ბიჭებო ჩემს სახლში მიმიყვანეთ, გოგოს მოვუვლი და სახლში წავიყვან მის სიტყვებზე ცოტა დავწყნარდი, არ მჯერა! სახლში წამიყვანენ.. მანქანიდან როცა გადმოვედით დემეტრემ თავის პატარა სახლში ამიყვანა, რომელიც სულ ბოლო სართულზე იყო. ასე თქვა სახურავზეც შემიძლია ასვლაო სახლი პატარა იყო, მაგრამ კომფორტული. სულ სავარჯიშო რაღაცეები იყო, ხელთათმანები და ასე შემდეგ. მეც მორცხვად ვდგავარ, არ ვიცი რა ვუთხრა? მადლობა თუ რატომ გამიტაცე თქო, მაგრამ ის ხომ შემპირდა სახლში წაგიყვანო. მზე უკვე ამოსული იყო, იმედია სანდრო ვერ შეამჩნევს ჩემ არ ყოფნას თორე მომკლავს, სანდროზე გამახსენდა.. გამახსენდა როგორ ჩხუბობდა, როგორ ურტყამდა სხვებს და თვითონ როგორი სისხლიანი იყო ამის გახსენებაზე ეგრევე ცრემლები წამომივიდა, ოღონდ ეს არა! მერამდენედ უნდა აჩვენო რო სუსტი ხარ! ცოტახანში ვგრძნობ უკნიდან როგორ შემომახვია დიდი საბანი დემეტრემ, ეგონა მციოდა და მაგიტო ვტიროდი, მის საქციელზე პატარაზე გამეღიმა. - იცი ღიმილი გიხდება, ლოყა გეჩხვლიტება აი აქ მან თქვა და თავის ლოყაზე თითი დაიდო. მე კიდე ამაზე გამეცინა რო გაანალიზა რაც თქვა სახე ეგრევე დაასერიოზულა და ცდილობდა ისევ საშიში ყოფილიყო - რა გქვია? მკითხა მან მოულოდნელად, მე კიდე მორცხვად ვუპასუხე - ნია, შენ? ფუ, ფუ რა დებილი ვარ! ვითომ არ ვიცი! არ მესმის როგორ შეუძლია ხალხს ჩემი ატანა - დემეტრე მქვია თქვა მან და ჩაიცინა, ჩემი ყოფნა აშკარად ამხიარულებდა მას. ძალიან სიმპათიური იყო როცა იცინოდა.. ნია! დაფიქრდი რას ამბობ, ეს ის ბიჭია შენი ძმა ლამის რომ მოკლა რინგზე! - ნია, პატარა, პირველად ვხედავ ესეთი გოგო შემოპარულიყო თამაშზე. მითუმეტეს ესე სასაცილოდ ჩაცმული, შენ სახლში არ გასწავლეს რომ ასეთ ადგილებში არ უნდა იარო? თქვა მან და ჩემკენ ახლოს მოიწია, მე კიდე ნელნელა უკან ვიხევდი სანამ კედელს არ დავეჯახე - თან ესეთი ლამაზი თქვა მან და თმა ყურზე გადამიწია. ახლა ისეთი წითელი ვარ ვინმემ რომ დამინახოს პომიდორი ვეგონები.. - შ-შეგიძლია სახლში წამიყვანო? ვუთხარი მას როცა მისი სახე ძალიან მოახლოვებული იყო ჩემთან, ისეთი თვალებით მიყურებდა რომ მეშინოდა არ შევეჭამე.. - კარგი, პატარა მისი ყოველი პატარას ძახილზე ეგრევე ვწითლდებოდი, რატო აქვს ამ ბიჭს ასეთი გავლენა ჩემზე? ჩვენ მის მანქანაში დავჯექით და ჩემი სახლისკენ წავედით. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ძალიან დაღლილი და შეშინებული ვიყავი. უნდა ვთქვა, რომ ისეთი საშინელი ადამიანიც არ ყოფილა როგორიც მეგონა.. მოიცა, ახლა რომ მიხვეს ვისი ძმა ვარ შემიძულებს ხომ? ან უარესი მომკლავს! არა ნია დაწყნარდი, ამ ადამიანს შენ ბოლოჯერ ნახულობ. მანქანიდან გადმოვედი და წასვლისას ხელი დავუქნიე ღიმილით, არ ვიცი ეს რატო გავაკეთე, მართლა. ალბათ იმიტომ რომ ვაანალიზებდი, რომ მას ბოლოჯერ ვნახულობდი, მაგრამ ჩემ რაღაც ძალიან პატარა ნაწილს უნდოდა რომ ეს ბოლო არ ყოფილიყო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.