ცუდი ბიჭის პატარა გოგო (4 თავი)
4 თავი დღეს სკოლაში ანა არ იყო და მოწყენილობისგან ლამის გავგიჟდი, მთელი დღეა ერთ ადგილს მივჩერებივარ. ანა სკოლას თითქმის არასდროს არ აცდენს, ამიტომ არ ვარ შეჩვეული მის გარეშე ყოფნას. ახლაც სიცხე აქვს და მაგიტომ არ მოვიდა, სკოლის მერე რამეს ვიყიდი და ავუტან. მთელი დღეა დემეტრეზე ვფიქრობ, ნეტა ახლა რას აკეთებს? ყველაფერი მას მახსენებს, მის გამოხედვას, თვალებს.. ესე თუ გაგრძელდა მართლა გავგიჟდები დღეს სპორტის მასწავლებელმა სტადიონზე გაგვიყვანა, მაინცდამაინც ეს დღე გააცდინა ანამ. ყველაზე ძალიან არ მიყვარს სპორტი, ალბათ იმიტომ რომ არ გამომდის არაფერი. თან ბურთის მეშინია.. მოდი ეს საკითხი არ გვინდა მრცხვენია. ბავშვები რაღაცას თამაშობდნენ მე კიდე სტადიონზე კუთხეში დავჯექი და ვუყურებდი ყველას. უცებ უკნიდან ხმა მომესმა, ჩემზე ერთი წლით დიდი ბიჭები იყვნენ და რაღაცას მიშტერებოდნენ ტელეფონში, გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ მათი ხმა მაინც მესმოდა - ბიჭო, და დარწმუნებული ხარ ეს დემეტრე არავის რომ არ ჰყავს ნანახი? თქვა ერთერთმა მათგანმა და იმწამსვე ყური ჩამომივარდა, ისინი ჩემ დემეტრეზე ლაპარაკობენ? - უეჭველი, იცი რამდენი რაღაც სმენიათ მასზე! ამბობენ კაციც ჰყავს მოკლულიო - ეყოლება აბა, იმდენი მტერი ჰყავს მაგას. ნეტა ის 1 წელი სად იყო დაკარგული? - ერთხელ უეჭველი უნდა წავიდეთ მის ჩხუბზე, ფული შევაგროვოთ. დავიღალე ჩემ ძმისგან რომ ვიგებ ყველაფერს ეს ყველაფერი ეხლა მომესმა თუ მართლა მოხდა? რა ფულზე ლაპარაკობდნენ ან რა მკვლელობაზე? დემეტრე ვერ მოკლავდა ვერავის ხო? ამ მომენტში ათასმა ფიქრმა ჩამიარა თავში, არ ვიცი რა დავიჯერო, რა არა.. მაგრამ ერთი ცხადია, დემეტრე საშიში ადამიანია! არ უნდა მეფიქრა, რომ სხვანაირი იყო.. ჯანდაბა მთელი დღეებია მასზე ვფიქრობ ისედაც, ახლა კიდე ეს. სპორტის შემდეგ ქიმიაში დამოუკიდებელი ვწერეთ და სულ დემეტრეზე იყო ჩემი ფიქრები. არა, მასზე აღარ უნდა იფიქრო! სკოლა რომ დავამთავრე ეგრევე მაღაზიაში შევედი და რაც გემრიელი იყო ყველაფერი ავიღე ანასთვის რომ ამეტანა. კარი მისმა ბებიამ გამიღო და ანას ოთახამდე მიმაცილა. კარი რო გავაღე ანა საწყლად იყო გახვეული საბანში და მულტფილმებს უყურებდა. არა რა რამდენიც არ უნდა გავიზარდოთ მე და ანა არასდროს მოგვბეზრდება მულტფილმების ყურება. იმწამსვე შოკოლადის ჭამა დავიწყეთ და ვუყვებოდი დღეს რა მოხდა სკოლაში. დემეტრეს ამბები ჯერ არ მომიყოლია ანასთვის, რადგან ჯერ მეთვითონაც ვერ გავარკვიე კარგად რა ხდება, მაგრამ ალბათ მალე მოვუყვები. ცოტახანში სანდრომ მომაკითხა და სახლში წავედით, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ სანდრო ბედნიერი ჩანდა. იმედია დემეტრესთან ჩხუბის შემდეგ ცოტა გონს მოვა და აღარ გადაწყვიტავს კიდევ ჩხუბს, მაგრამ ვის ვატყუებ. ეს ხომ ჩემი ძმაა! რამე თუ უნდა არარსებობს ვინმემ დაუშალოს. ჩემ ოთახში რომ ავედი დავიბანე და ჩემი საყვარელი ღამის პერანგი ჩავიცვი. ძალიან თბილი და კომფორტული იყო. ვინმე გაგიჟდება ალბათ ამ გოგოს რამდენი პერანგი აქვსო, მაგრამ რას ვიზამთ. მულტფილმს ვუყურებდი როცა ტელეფონი მესიჯი მომივიდა "მომენატრე.. შენი ნახვა მინდა" ეს მელანდება ხო? ეს ბიჭი მართლა ბოლოს მომიღებს გადავწყვიტე მეპასუხა, რომ არ ვიცოდი ვინ იყო. იმედია თავს გამანებებდა! "რომელი ხარ?" "შენი ფანჯრის წინ რომ დგას ის ვარ <3 " იმედია ხუმრობს ხო? ჩემი ძმა სახლშია! ეს რო გაიგოს მოკლავენ ერთმანეთს, ნუ დემეტრე უფრო მოკლავს, მაგრამ არ ააქვს მნიშვნელობა ეგრევე ფანჯარა გავაღე და დავინახე როგორ იდგა მომღიმარი სახით დაბლა, მას თვალი პატარაზე ჩალურჯებული ჰქონდა, იჩხუბა ალბათ. - აქ რას აკეთებ? ვთქვი ყვირილ-ჩურჩულით - შენი ნახვა მინდა, ჩამოხვალ? სხვა რა გზა მაქვს, გადავწყვიტე ჩუმად გავპარულიყავი. ფეხზე ბოტასები ჩავიცვი და ჩემი კურტკა მოვიცვი. ჩემი ძმა შემოსასვლელში იყო, ჯანდაბა! როგორმე უნდა გავქცეულიყავი. ფეხის წვერებზე დავდექი და კარისკენ წავედი იმის იმედით, რომ ხმას არ გამოვცემდი. ჩემი ძმა სახეზე, რომ დავინახე თვალები დახუჭული ჰქონდა, ჩასძინებია. ლამის წავედი და საბანი გადავაფარე, ღმერთო რამეშველება კარი ნელნელა გავაღე და გარეთ გავიქეცი, თითქოს ციხიდან გავპარულიყავი. დემეტრემ რომ დამინახა ჩემკენ წამოვიდა, ხელები ჯიბეში ჰქონდა, ამ მომენტში ისეთი სიმპათიური იყო ლამის აქვე დავდნი. არა ნია! თავი ხელში აიყვანე - დროზე მითხარი, ჩემ ძმას ძინავს და გამოვიპარე ვუთხარი ჩურჩულით, თითქოს სანდრო ისევ აქ ყოფილიყო დემეტრემ თავიდან ბოლომდე ამათვალიერა და პატარაზე გაიღიმა, ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ აღწერაც არ შეიძლება. ნეტავ კიდე რამდენ გოგოს უყურებს ესეთი თვალებით. ჩემ ფიქრებზე თავი გავაქნიე და რეალობაში დავბრუნდი - მენდობი? ამას მეკითხება ის ვინც ჩემი ძმა ცემა, ჩემს მოკვლას აპირებდა, გამიტაცა, და სარდაფში მისმა ძმაკაცებმა ლამის მესროლეს. მინდოდა არა მეპასუხა, მართლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ამოდიოდნენ ეგ სიტყვები ჩემი პირიდან - კ-კი ვთქვი და თავი დაბლა ჩავწიე, ეს რატო ვუთხარი, გულის სიღრმეში ვიცი რომ სიმართლე არის, მაგრამ ეს რატო ვუთხარი? გაგიჟდები - მაშინ წამომყევი. მან ხელი ჩამკიდა და მის მანქანაში ჩამსვა მეგონა ხელს გამიშვებდა, მაგრამ მანქანაშიც ჩემი ხელი ეჭირა. ჩემი ხელი ისეთი პატარა იყო მასთან შედარებით, თითქოს ხელი რომ მოუჭიროს მომტყდებაო. მისი ყოველი შეხებისას ისეთ რაღაცას განვიცდიდი, რაც არ მეგონა ამის განცდა თუ შემეძლო. - თითქმის მოვედით თქვა მან და შემომხედა, დაინახა როგორ ვაშტერდებოდი მას და ჩაიცინა. მე კიდე სირცხვილისგან რომელი ფანჯრიდან გადავმხტარიტავი ვერ გადავწყვიტე - ნუ გრცხვენია პატარა, შეგიძლია რამდენიც გინდა მიყურო თქვა მან და გაიცინა, მე კიდევ ისევ პომიდორივით გავწითლდი მანქანიდან როცა გადმოვედი ძველი მიტოვებული სკოლა იყო, რომელიც 5 წლის წინ დაკეტეს და შესვლა აკრძალეს. გამიკვირდა აქ რას ვაკეთებდით - დემეტრე, აქ რატომ მოვედით? ვკითხე მას მან კი გამიღიმა და ხელი ჩამკიდა. მეც გავყევი მას, შენობაში შევედით და დავინახე როგორ იყო დანგრეული ყველაფერი. მაინც ვერ ვხდევოდი აქ რა გვინდოდა. - დემეტრე, მემგონი აქ ყოფნა კანონიერი არაა ვთქვი რაზეც მან ჩაიცინა - ნუ ნერვიულობ პატარა, მე ძალიან ბევრი კანონი დამირღვევია თქვა მან და თვალი ჩამიკრა. ცოტა არ იყოს შემეშინდა მისი სიტყვების, მაგრამ ამავდროულად ძალიან სიმპათიური იყო თვალი რომ ჩამიკრა. ჩემი აზრები დამღუპავს ერთხელ. როცა ბოლო სართულზე ავედით ზევით სახურავი დანგრეული იყო, ჯერ თვითონ აძვრა შემდეგ კი მე ამიყვანა. - დემეტრე აქ რას ვაკეთებთ ძალიან მეშინია სიმაღლის ვთქვი და მის მკლავებში თევზივით ფართხალი დავიწყე - ნია დამშვიდდი. გაიხედე მან თქვა და მანიშნა ამ ულამაზეს ხედზე რომელიც ჩვენ წინ იყო, ეს როგორ ვერ შევამჩნიე? აქაურობა ულამაზესი იყო. მთელი ქალაქი ჩანდა, თვალები მიბრწყინავდა რო ვუყურებდი - მოგწონს? - ძალიან, ულამაზესია ვთქვი და მის გვერდით დავჯექი, ჩვენი ფეხები ჰაერში იყო. ჩვენი ხელები კი ერთმანეთზე იყო მიწეპებული. - არ მჯერა რომ ახლა აქ ვარ, მადლობა რო წამომიყვანე ვთქვი და გავუცინე, მან კი საყვარლად გამიღიმა. არ მესმის ეს როგორ უნდა იყოს მკვლელი? - ცუდ ხასიათზე როცა ვარ სულ აქ მოვდივარ ხოლმე, შენ პირველი ხარ ვინც აქ წამოვიყვანე ეს თქვა თუ არა ეგრევე გავწითლდი - მ-მადლობა ვთქვი მორცხვად და გავუცინე, ის კი მე მომშტერებია - იცი ყველაზე ძალიან რა მომწონს შენში? არავის არ გავხარ. ძალიან ბევრ გოგოს შევხვედრილვარ, მაგრამ შენ ყველასგან განსხვავდები. ისეთი უბრალო და ლამაზი ხარ, შენს პერანგებშიც კი უმშვენიერესი ხარ.. თქვა დემეტრემ და ხელზე მაკოცა. ეს მელანდება ხო? სიზმარია? ძლივს ვიკავებ ჩემ თავს ცრემლებისგან, როგორ მინდა ახლა მისი სახე ავიღო და ყველგან ვაკოცო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.