შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 3 )


10-11-2017, 19:53
ავტორი naattii
ნანახია 2 393

ჩემს შეურაცყოფას არავის ვაპატიებდი მაგრამ ნიასთან ჩხუბმა ისე დამღალა მხოლოდ დაძინება მინდოდა, ზემოთ ავედი კუნთიანის მზერას თვალი ავარიდე და ლოგინს ჩემს მწვანეთვალებაზე ფიქრით ჩავეხუტე.
მეორე დღეც ისეთივე დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა მაინც ხალისით გავუყევით სასტუმროსკენ გზას, საღამოს გასეირნებას ვაპირებდით. ჩემი საყვარელი შორტები და კედები არ დამვიწყებია, ამას ჩემი ფაფხურა მაიკაც მივამატე და ღიღინით ჩავირბინე, ჩემი მოწყენა როგორ შეიძლებოდა. ბევრი ვიარეთ თუმცა ორად გავიყავით, ზოგს დიდი გზა და მთაწმინდის ნახვა ერჩია ჩვენ კი რუსთაველს გავუყევიტ და პარკთან შევისვენეთ.
ბევრი ვიცინეთ, პატარა ბავშვებივით ვითამაშეთ, რა თქმა უნდა ეპიცენტრში მე ვიდექი და ენა ერთი წამითაც არ გამიჩერებია, სხვაგვარად არ შემეძლო ჩემი ტკივილი რაღაცით უნდა შემენიღბა.
-რა კარგია გიორგებო მოგვაგენიიით- სიხარულით წამოხტა მარიკა და ძმას გადაეხვია, ჩემთვის ამოვიქშინე როგორც ხარმა წითელი ნაჭრის დანახვისას და გოგოებს მივუჯექი. მასზე წყენას არ გადაუვლია პირიქით მიზეზს ვეძებდი რომ წამოვკიდებოდი, თუმცა ჩემ ჯინაზე მაშინდელივით ჩუმად იჯდა და სხვებს უსმენდა. სასტუმროში დაბრუნებისას გონებაში იდეამ გამიელვა, ოთახში კიდევ უფრო მოკლე შორტი მომეძებნებოდა, ჩემს მოღებულ მაიკას შევუხამე და ქვემოთ ჩასულმა მისი მზერით მივხვდი ზედმეტი რომ მომივიდა, ისიც არ მინდოდა ქუჩის ქალი ვგონებოდი თუმცა რეაქციამ არ დააყოვნა, ჯოკერი მეც მინდაო და ჩემ წინ დაჯდა პარა ვიყოთო.
გამწარებული ვთამაშობდით, როლში ისე შევედი და გიორგის პრემიაზე გაყვანა ისე მინდოდა ფეხები ავიკეცე, თმა ავიკარი და შემდეგი კარტი ჩავედი. გიორგის რომ ჩამოსვლა დააგვიანდა გავხედე ხოარ ეტენებათქო, თუმცა მე მიყურებდა, ოდნავ გაღიმებული, მზერა რომ შეეჩეხა უცებ გამოფხიზლდა გაშლილი თმა უფრო გიხდებოდაო და კარტი ჩამოდო.
ვიფიქრე მომესმათქო, ბიჭებიდან კომპლიმენტებით განებივრებული არ ვიყავი, ჩემი როგორც მაშინ მეგონა ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარული გერმანიაში წასვლის გამო დავკარგე და გულის ტკენა აღარ მინდოდა. მას შემდეგ ბიჭს პირველად ახლა ავხედე, ამ სიტყვების მერე თვალს მარიდებდა თუმცა მის თაფლისფერ თვალებს მაინც ვხვდებოდი და ღიმილით ისევ გვერდით იხედებოდა, ამ დროს სხვანაირად შევხედე, პირველად დავინახე 25 წლის ბიჭი რომელსაც გოგოს პირდაპირ თვალებში ჩახედვის ცხვენოდა.
რასაკვირველია მე და გიორგიმ მოვიგეთ და მარიკას და მეორე გიოს პივების ჩაბარება მოვთხოვეთ, გარეთ ისევ ისე დავიწყე ტინგიცი როგორც მჩვეოდა ისიც ღიმილით მადევნებდა თვალს სეირნობისას თუმცა როგორც ყოველთვის ხმა არ ამოუღია.



№1  offline წევრი khatia khatia

კაია ზაანნნ მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგი ხარ... უფ როგორ მიხარია რომ გიდევს და ლოდინი არ მიწევს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent