შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი ...


10-11-2017, 22:32
ავტორი Lolitaful
ნანახია 1 033

წერა ცხოვრებას ყოელთვის მიადვილებდა , ყოველთვის ვეთანხმებოდი იმ ფაქტს რომ ფურცელით და კალმით ემოციების გამოხატვა გაცილებით ადვილია (ნუ ახლანდელ დროში ფურცელს და კალამს , კომპიუტერული ტექნიკა ჩაენაცვლა ) ...ბევრი რომ არ ვილაპრაკო , ჩემს პირველ ჩანაწერში ვისაუბრებ საკუთარ თავზე . რადგან მინდა რომ ყველაფერი ანონიმური იყოს და არ მაქვს სურვილი ვინმემ ჩემი ვინაობა იცოდეს ( მომავალში შეიძლება გამოვტყდე თუ ვინ ვარ ) ჩემს გარეგნულ აღწერილობას გვერძე გადავდებ და ვისაუბრებ ჩემს ინტერესებს , ხასიათზე და ზოგადად ჩემს ცხოვრებაზე.
17 წლის გოგო ვარ , რომელიც ოცნებებში ცხოვრობს , აქვს თავის შინაგანი სამყარო სადაც საათობით იძირება ხოლმე და რეალობაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვს . გოგონა რომელიც უსაზღვროდ ფერად გეგმებს აწყობს თავისი მომავლითვის ( თუმცა ძალიან კარგად ვიცი , რომ ჩემი მომავალი ისეთი არ იქნება როგორიც მე წარმომიდგენია ) . გოგონა რომელსაც ყველფერი უხარია , ყველას და ყველაფერს უღიმის . ერთი შეხედვით მხიარული ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს , მაგრამ სინამვილეში ? ! ოოო , სინამდვილეში დეპრესიული კირჩხიბია( ზოგადად ზოდიაქოს რაც ეხება ყველაფერი მჯერა და თან ბევრი რამ ემთხვევა კიდევაც ) . მთელი ჩემი იმ ცხოვრების ნაწილი , რაც წამოვიზარდე და მივხვდი რომ გაცილებით უფრო ბევრი პრობლემა შეიძლება მქონდეს ვიდრე ადრე მქონდა , ვარდისფერ სათვალეებს ვატარებ , სათვალეები მეხმარება რომ ყველაფერს პოზიტიურად ვუყურო , მაგრამ რაც უფრო დრო გადის , სათვალეს უფრო მეტი ბზარი უჩნდება და მეშინია მის გარეშე დარჩენა .
ადრე იმაზე ვოცნებობდი , თუ როდის გავიზრდებოდი , როდის გავხდებოდი მეც ზდასრული ქალი , როდის დავიწყებდი მაკიაჟის წასმას და როდის შევდგებოდი ქუსლებიან ფეხსაცმელზე , მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ახლა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ისევ პატარა გოგონა ვიყო რომელი ტკბილელის გამო ყველაფერს გააკეთებდა და შიმშილით მოკვდებოდა მხოლოდ იმის გამო , რომ ეზოში დარჩენილიყო და თამაში არ გამოეტოვებინა.
დრო მიდის და მე ვერც კი ვაანალიზებ ცვლილებებს ჩემს ცხოვრებაში. აბიტურიენტი ვარ და ვხვდები რომ ჩემი ცხოვრების მთავალი ნაწილი იწყება უნდა მივიღო არჩევანი თუ რა პროფესიულ განათლებას მივიღებ და ცოტა არ იყოს მეშინია , არა ძალიან მეშინია. მინდა რომ ბორტგამცილებელი ვიყო ^^ ..
ინტერესი ბევრი რამის მიმართ მაქვს , მაგრამ ჩემი ინტერესების შესახებ ალბათ ჯობია ცალკე ვისაუბრო. დავიწყე წერა იმის იმედით , რომ გრძნობებისგან დავიცალო , მხოლოდ ეს მეხმარება მე , რადგანაც ზედმეტად ემოციური ვარ და ელემენტარული წვრილმანიც კი დიდ ტკივილს მაყენებს. იმედია მკითხველი გამომიჩნდება .
წარმატებები ჩემს თავს და რაღა თქმა უნდა თქვენც




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent