საბედისწერო სიყვარული (თავი 1)
როგორ დავიწყო? ,,once upon a time" თუ ,,one beautyful day" მოკლედ არ ვიცი, რიგორ დაიწყებდა სხვა, ან როგორ მოგეწონებათ თქვენ? ადამიანი, ხომ ინდივიდია? განა, ამას არ ამტკიცებს მეცნიერება? ხო და, მე, დასაწყისში ჩემი სურვილის თქმა მინდა. განსხვავებულად, ან ყველას მსგავსად, მინდა, რომ თუ ოდესმე იმ გრძნობაზე, რომელიც დღეს-დღეისობით, ჩემთვის ,,ფერდაკარგულია". (მარადიულ სიყვარულზე) დაიწერება წიგნი, მსურს, ზუსტად ეს მოთხრობა, ისტორია, ჩანახატი თუ რაც გინდათ ის უწოდეთ წიგნის თავში იყოს. თქვით, რომ მე ვარ, ამპარტავანი, მაქვს ზედმეტი წარმოდგენები, ცილი დამწამეთ, ლაფი მესროლეთ, ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ეს ყოველივე გააკეთეთ მას შემდეგ, როცა, ყველაფერს დაწვრილებით წაიკითხავთ. ყოველივე ეს 2017 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო და 2018 წლის ზაფხულის მიწურულს, 25 აგვისტოს დასრულადა. პირველი დღე მაშინ, წაბლისფერთმიანი, ყავისფერთვალება, სუსტი, მაღალი, თინეიჯერი გოგო ვიყავი. სიცოცხლე მობეზრებული მქონდა სწავლის გადამკიდე, მაგრამ, რა მინდოდა, რომ მექნა? მთელი საგვარეულო, ჩემზე ამყარებდა იმედებს. აქააოდა, ნატალია მინისტრი უნდა გამივიდესო....არა პირველი ქალი უნდა იყოს ქვეყანაში. პრეზიდენტი ჯობიაო, რად უნდა პოლიტიკოსობა, ექიმებს ფული აქვთ, მთელი ცხოვრება უზრუნველყიფილი იქნებაო. ვინმე მეკითხებიდა გგონიათ, მე რა მინდოდა? მათ რაც უნდოდათ ის უნდა მეკეთებია, ყოველთვის. ოჯახში, ერთადერთი შვილი ვიყავი, არასდროს მქონია ფუფუნება, არავინ არასდროს გადამყოლია თავზე, როგორც სხვა დედისერთა შვილებს. მაგრამ, არც მე, არ ვყოფილვარ ნორმალური ბავშვი. ყოველთვის რაღაც განსხვავებული უნდა ჩამედინა, მაგ: ჩემს დაბადებიზდღეზე ყოველ წლიურად სახლიდან ვიპარებოდი, ვინმეს, რომ არ მოელოცა. არ დავდიოდი არცერთ თავშეყრის ადგილას. მიყვარდა ლაპარაკი სიგიჟემდე, კლასშიც ენას არ ვაჩერებდი. ვხუმრობდი, ვიცინოდი, ვცეკვავდი, ვსწავლობდი , წიგნს ვკითხულოვდი. საზიზღრად ამპარტავანი, ჯმუხი გავიზარდე. ვინმე თუ ზედმეტ ყურადღებას მომაქცევდა, მძულდა საშინლად ვექცეოდი. ისე კი ვგიჟდებოდი, როცა ვინმეს მოვწონდი, ჭკუა მეკეტებოდა. შეიძლებოდა, ბიჭი საერთოდ არ ჩამჯდარიყო ჩემ გემოვნებაში, მაგრამ, მაინც გადავრევდი ისე მოვიქცეოდი. ვიწვევდი, თავს უფრი ვაწონებდი და ბოლოს ვეუბნებოდი, რომ მასთან ვერ ვიქნებოდი მამაჩემის გამო. ,,ხელს მამას ვახოცავდი", სიმართლე გითხრათ, მამა მართლა გაჯავრდებოდა. ვერ დაუშვებდა, პოლიციელის შვილს 17 წლის ასკში, შეყვარებული ყოლოდა. თან, მისი შერჩეული. მაგრამ, მე არ მინდოდა, მე, რომ მდომოდა, მაგასაც მოვახერხებდი. ბოლოს და ბოლოს მოვატყუებდი, ამ საქმეში ხომ სპეციალისტი ვარ? ჰო კიდევ სინდისი არ მაწუხებს ხოლმე. წიგნებზე ვგიჟდებოდი, შეიძლებოდა, ეშმაკზეც კი მიმეყიდა სული წიგნის სანაცვლოდ. ეს ერთადერთი იყო, რაც მიყვარდა, რაც ჩემს სიცოცხლეს ახალისებდა. მატერიალურად ყოველთვის გვიჭირდა, დღე არ იყო, რომ ვიღაც მევალე კარს არ მოგვდგომოდა. მე კიდევ საზრუნავს ვუმატებდი დედაჩემს და მამაჩემს. ყავდათ გოგო რომელსაც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნდა, თანაც, უპასუხისმგებლო იყო. დღეც ასე იწყებოდა: -ნატალია, ადექი სკოლაში გაგვიანდება, ყოველ დღე დაგვიანება გამიგია? -ვდგები -გუშინ არ შემეძლო და ადრე დავწექი, ვერ უნდა მიმხვდარიყავი დასალაგებელი, რომ იყო ოთახი? ამხელა ქალი ხარ, ჭკუა სულ არ გაქვს. ჩემზე, საერთოდ არ ფიქრობ? ან, ამდენი ვალი გვაქვს, გამათბობელი რატომ დატოვე ჩართული? გადახდა ხომ უნდა? -მე რა ვიცოდი, თუ უნდა გამომერთო? -საერთოდ რამე იცი? -დღეს ფული მჭირდება.-კითხვას თავი ავარიდე -საიდან მოვიტანო? არ მაქვს -კაი რა დედააა -სულ მე, რომ მთხოვ ამ დაწყევლილ ფულს, წადი და მამაშენს მოსთხოვე. -მაინც შენთან მიშვებს და აზრი? -რად გინდა? -დღეს ინგლისური მაქვს, მომშივდება და ჭამა მინდა. -ოჰ, ქალბატინმა ,,ფასთ ფუდი" თუ არ ჭამა, რაა ცხოვრება? ადექი დილით და გაამზადე ბლინები. აღარაფერი გიჭირს, მეთერტმეტე კლასელი ხარ უკვე. -შვიდ საათამდე სახლში ვერ მოვალ კაი რააა- როგორც დედაჩემი იტყოდა ნიანგის ცრემლები გადმოვყარე. -შენ მაგ ინგლისურსაც არ სწავლობ ნატალია, ეგ სწავლა არაა და ფულს ტყუილად მაყრევინებ.- როგორც წესი, ახლაც გავბრაზდი და კარები გამოვიჯახუე. შეიძლება, ქალი ჩემით ყოველთვის უკმაყოფილო ყოფილიყო? დავიფიცებ დღეს სახლში, რომ დავბრუნდები ცხვირ ჩამოშვებული და გაბრაზებული დამხვდება . მერე ისევ მამაჩემს ამიმხედრებს და გაგრძელდება ასე, მანამ სანამ არ დავამთავრებ ამ დაწყევლილ სკოლას. ქუჩა რომელიც უნდა გადამეჭრა, ყოველთვის ხალხმრავალი იყო. ჩემი მეზობლელი ჯგუფად იდგნენ და ვაი რომელიმესთვის გამარჯობა არ გეთქვა. პირველი ბო*ი იქნებოდი მთელს ქუთაისში. -ნატალია! მოდიხარ?- მომაძახა ვარდენამ, ამ ბიჭს ვასილი ქვია , რაც თავი მახსოვს ვუყვარვარ, ჩემთვის ის სულ ერთი მამიკოს ფულით გატენილი ,,მეპლანიე" , ხულიგანი , ვანია, ვანოიე, ვარდენა, მიწაში გაკვეხებული სირაქლემა, მოსასპობელი ორანგუტანი იქნება. ხოლო დედაჩემისთვის სიძის ეტალონი. ჰო, ბევრი სახელი ქვია, ვიცი. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა სახელებს ვუძახდი.. -რაღაც გული მაქვს ცუდად- ხელი მკერდზე მივიბჯინე, ვანიამ, მამიკოს ნაყიდი მერსედესის კარი ძლიერად მიაჯახუნა და ხელი სწრაფად შემაშველა. -ნატა, ნატალია კარგად ხარ? -ერთი-ორი იმხელაზე შემომილაწუნა, აღარც თეატრის თავი მქონდა და აღარც მთავარი როლის თამაშის. -ჰო, ჰო -დავიჯღანე და ხელები ავიქნიე- რა იყო შე კაცო ხუმრობა არ იცი? რას მიტყლაშუნებ ამ ხელებს. -კარგი რა ნატალია, გული გამიხეთქე- თვალები გადავატრიალე და გულში შევიკურთხე. -წამიყვან ახლა, თუ დიდი ხანი უნდა მომშტერებოდე ასე?-დოინჯი გავიკეთე და თვალებში მივაშტერდი. - წავიდეთ, ხო.-მანქანაში ჩავსხედით, ყველა წმინდას ვფიცავ ,,სპიდომეტრი" 40-ს არ აშორებია. კუც კი გაასწრებდა ამ მანქანას. განზრახ აკეთებდა, ეს მოსასპობელი ლამა. ხელზე ხელი მომკიდა, სასწრაფოდ გამოვგლიჯე ტორიდან ჩემი ხელი. ვიცოდი, არაფერს გაბედავდა, მხოლოდ ხელით შემეხო მაგრამ, ვანიას ,,მუღამი" უკვე აღარ მქონდა და აღარც ვეპრანჭებოდი, ამიტომ ავფეთქდი წამებში. -აბა, აბა ხელები დააოკე ბიზონო. ახლა ამ ჩანთავს სუ თავში გირტყამ, გაგაბრტყელებ პარკივით. ზედმეტი ხომ არ მოინდომე? -ნატალია, მე მხოლოდ ხელის ჩაკიდება მინდოდა. -ვიცი, მე შენ რა გინდოდა. ნუ მასწავლი. და კიდე მიაჭირე მაგ გაზს ფეხი, დამეძინა. ბარემ ჩამოვალ და ხელით მივაწვები. -ვანო უხასიათოდ დაიმანჭა და სიჩქარეს უმატა. 5 წუთში სკოლაში ვიყავი. -კარგად საყვარელო-მანქანიდან გადმოვედი შემოვუარე და ვანოს ფანჯარას დავეყრდენი. -ვანია, ბევრს ცდილობ, მილიარდჯერ უნდა გითხრა არ მიყვარხარ მეთქი. მამაჩემს და დედაჩემს, რომ მოწონხარ, იმას არ ნიშნავს, რომ მე შემიყვარდები. -მაგასაც ვნახავთ-ნიშნის მოგებით მითხრა და მანქანა სწრაფად გააქროლა. ირგვლივ მიმოვიხედე, ბიჭი რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იდგა, სხვას ელაპარაკებოდა, მაგრამ აშკარად მე მაკვირდებოდა. პირველად ვხედავდი უცნობს ქუთაისში, დამაინტერესა ვინ იყო, ალბათ მისი სიმპათიურობის ბრალია. ვერ გეტყვით რა ფერის თვალები ჰქონდა, ან კიდევ მრავალი სხვა... მაგრამ, კი ვხვდებოდი ზე სიმპათიური, რომ იყო. სკოლის ეზოში, რომ შევედი, იმ წამს სიურპრიზი დამხვდა. ჩემკენ ლავასავით შეწითლებული თათია ურუშაძე წამოვიდა, კივილით. -შე ალქაჯო, თხაო როგორ გაბედე?-ხელი დასარტყმელად მომიქნია, განზე გახტომა მოვასწარი. -ჩემს შეყვარებულს ეპრანჭები ხომ? -მეორე ხელიც მომიქნია, მაგრამ ვერ ავიცილე. ლოყა ამეწვა , საბა გამყრელიძე, მისი შეყვარებული ხელებში ეცა, თათიას და უკან გასწია. გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას, მე საბას ვეპრანჭებოდი? ასეთი არასდროს ყოფილა არაფერი, რადგან, საბას მთელ სკოლაში ყველაზე ლამაზი საცოლე ყავდა. -ვერ გადამირჩები შე წყეულო.... -გიგი, გაიყვანე ნატალია აქედან.- გაშეშებულზე ვიღაცა ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა. ვერ მოვიაზრე სად ვიყავი, რა გავაკეთე ან, ახლა რა გამეკეთებინა. სირცხვილისგან ერთიანად ვიწვოდი, თვალებსაც კი ვერ ვხუჭავდი. ასეთ რამეს, არასდროს გავაკეთებდი, მართალია ფლირტი მომწონდა მაგრამ.... ეშმაკმაც დასწყევლოს კაცს რომელსაც, საცოლე ყავდა, არასდროს გავეპრანჭებოდი. თვალები სამჯერ მაგრად დავხუჭე, იქნება არ მღვიძავს მეთქი. -დაწყნარდი -ვიღაცის ბოხი, მაგრამ თბილი ხმა მომესმა. ტირილი ამივარდა და ბავშვივით თავის მართლება დავიწყე. -მე....მე... არ.... საბას არ ვეპრანჭებოდი...... გეფიცებით. -გთხოვ ნუ ტირი რააა. ვიცით, დაწყნარდი. თათიას სხვაში აერიე, აუცილებლად ბოდიშს მოგიხდის- აქამდე ბიჭზე არ შემიხედია, თვალები მისკენ გავაპარე, დამინახა, რომ ავხედე და ტუჩის კუთხე ჩატეხა. აზრზე უცებ მოვედი, უცნობს კი არა დედაჩემს არ უნახავს ჩემი ტირილი. -სად მივდივართ? გააჩერე მანქანა. -სახლში წაგიყვან.- გაოცებული სახით შემომხედა. -ინვალიდი არ ვარ, ჩემითაც წავალ. საერთოდ ეს ჩემი სახლის გზა არაა. -ვიცი, რომ შენი სახლის გზა არაა, ჩემ სახლში მივდივართ. -სად მივდივართ? -ცინიკურად გადავიკისკისე. რას იფიქრებდა ეს ბიჭი 2 წუთის უკან ტიროდა, ახლა იცინის გიჟია ვიღაცაა-ო. -გააჩერე მანქანა არსად არ მოვდივარ- უცებ დავსერიოზულდი. -...... -რას მიყურებ გაოგნებული თხასავით, გააჩერე მანქანა.- სწრაფად მიმავალმა მანქანამ დაამუხრუჭა, ლამის თავი დავარტყი. -რას აკეთებ არანორმალურო -გააჩერეო ხომ მითხარი? -გააჩერე მეთქი ვთქვი დამამტვრიეთქო არა.- გაბრაზებულმა მანქანიდან კიარ გადმოვედი გადმოვხტი და გაურკვეველი მიმართულებით წავედი. უცნობი მანქანიდან გადმოვიდა, და სიგარეტს გაუკიდა. ირგვლივ მიმოვიხედე, არანაირი ნაცნობი, უცხო ქუჩა, არც ერთი მანქანა. ღმერთმანი ყველაფერს დავთმობდი ახლა ეთქვა ჩაჯექი გაგიყვანო, ანდა მე რა ვიცოდი მართლა თუ დამიჯერებდა და მანქანას გააჩერებდა? კიდევ მინდოდა მასთან ერთად ყიფნა მაგრამ, მანქანა გააჩერა. სულელი, უგუნური, მანქანა როგორ გააჩერა? სხვა გზა არ მქონდა ქუჩა არ ვიცოდი, მანქანები აქ არ იყო. შევტრიალდი მანქანისკენ. -ავტობანამდე მაიმც გამიყვანე-ხმას არ იღებდა, ისევ ჩუმად ეწეოდა სიგარეტს. -გთხოოვ -სახე დავბრიცე, სულ ტყუილად არ შემოუხედია, არც ხმა გაუცია. ბოლო ნაფაზის დაარტყა და სიგარეტი ჩააქრო. მანქანაში ჩაჯდა ხელი საჭეს მოკიდა. -წამოხვალ თუ დაგტოვო? -დენდარტყმულივით ჩავხტი მანქანაში. ალბათ გავაბრაზე, ხმა არ ამოუღია, ერთხელაც კი არ შემოუხედავს. ვანომ დამირეკა. ნერვები მქონდა მოშლილი და კიდევ ვერ დავამატებდი. ხმა გავუთიშე ტელეფონს. -უპასუხე, ხელს არ შეგიშლი. -იყოს, მარჯვნივ შეუხვიე. -ინერვიულებს შეყვარებული -ერთხელ არაუაშავს. -ანუ შეყვარებულია?-მხრები ავიჩეჩე, ჩემთვის ისევ არ შემოუხედავს. -მივედით?. -კი-მანქანა გააჩერა. -მადლობა- გავუღიმე და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან. ------------- პირველი მოთხრობა ამ საიტზე, ვნახოთ როგორ მოგეწონებათ. გრამატიკული შეცდომები ბევრია, ვიცი. თანდათან გამოვასწორებ. გავაგრძელო თუ არა თქვენს სურვილზეა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.