მეზობელი,ქმარი და საყვარელი(27)
მზის ამოსვლამდე გაიღვიძა, მშვიდად მძინარე ბაღათურიებს გადახედა ბედნიერების ღიმილმა გაუპო ბაგე. ბათუს ანდროს მხარეს ჰქონდა ხელი გადმოწეული და ისე ეძინა. პატარა ბატონს ლოყები ასწითლებოდა ,მსხვილი ტუჩები ერთმანეთზე დაეშორებინა და ღრმად სუნთქავდა. მზე რომ მიენათა მამიკოს მხარეს გადაბრუნდა და მკერდზე მიეკრო . მანაც ინსტიქტურად მიაყოლა ხელი და საბანი ზურგზე მიაფარა. რამდენჯერ უნახავს დათას მსგავსი ქცევა, არასდროს აღუნიშნავს ხმამაღლა ,მაგრამ ორივემ კარგად იცოდა როგორი კარგი მამა იყო დათა ბაღათურია. ნაწნავი ზურგზე გადაიწია და მათკენ დაიხარა, ჯერ პატარას აკოცა შემდეგ ბათუს მიაწება ტუჩები წვერიან ლოყაზე და მათი საერთო არომატის შეგრძნებისას თვალები დახუჭა,ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი იყო დილით ორ საყავრელ არსებასთან ერთად რომ იწყებდა. მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა კატერინას, მუშაობას იწყებდა. სექტემბრის შუა რიცხვებში უნივერსიტეტში ბრუნდებოდა,პირველად დაუტოვებდა ძიძას ანდროს. ძიძას რომელიც მთელი კვირა დაკვირვების ქვეშ ჰყავდა, რომელსაც ივლისის შემდეგ არჩევდა და რომელიც ძალიან მოსწონდა. სავარაუდოდ ქალბატონი ხათუნა იქნებოდა ანდროს აღმზრდელიც, პატარა ბატონი ისევ ისეთი დინჯი,ჭკვიანი და კარგი ბიჭი იყო. ხასიათი დიდად არ უცვლია. მხოლოდ სიტყვების თქმას ცდილობდა, სულ მოძრაობდა და სიარულის დაწყება სურდა,მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ძალა დამოუკიდებლად სიარულისთვის. გიჟ დეიდაშვილებს უყურებდა და სურდა მათ დადევნებოდა,მაგრამა რ გამოსდიოდა. საყვარლად კრავდა წარბებს როცა გააბრაზებდნენ და ყველაზე ხშირად მამას იძახდა. მართალია პირველად დედა თქვა ,მაგრამ ძალიან იშვიათად ამბობდა. ბათუ როგორც კი შევიდოდა სახლში მაშინვე გაუცინებდა და ბუთქუნა ხელებს გაიშვერდა მისი მიმართულებით, იმ წამს ბაღათურიას თვალები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ. სააბაზანოში შევიდა,კაბინაში იდგა დათას ცხელი ტუჩები რომ შეეხო წყლის წვეთებისგან დანამულ ყელზე -სამუშაოს უბრუნდები , შესაფერისი გაცილება გჭირდება - ახალგაღვიძებულის ვნებისგან დაბოხებული ხმა ეკატერინეს სრულიად აკარგვინებდა ჭკუას. -დღეს მალე დავბრუნდები, სადმე წავიდეთ -ზუსტად ეგ ვიგულისხმე მეც ..წავედი ახლა ჩავიცვამ მეც ხომ მაქვს სამსახური- უცებ მოშორდა მერე ქვემოთ დაიხედა და წარბები შეკრა- არაოო არ წახვიდეო -ნეტა არ აფრენდე -შენნაირი მოსაწყენი საყავრელი ჯერ არ მყოლია -ისევ დავქორწინდეთ- თავად მიიმწყვდია კედელთან ბაღათურია და ტუჩებზე დააცხრა. სააბაზანოდან გავიდნენ, მოწესრიგდნენ .მოემზადნენ სამსახურში წასასვლელად ბატონ ანდროს კი ისევ ეძინა. გვერდი ეცვალა ხელი სახეზე მიედო და მშვიდად სუნთქავდა. საბანში გახვეული იყო მაგრამ მკლავები ზემოთ ჰქონდა ამოწეული და მაჯებზე ნაკეცი უჩანდა. -რომ არ ვაკოცო გავგიჟდები -გაეღვიძება -და შეკრული წარბებით ამომხედავს -შენს წასვლამდე გაიღვიძებს...ვისაუზმოთ -მგონი მომავალ წელს უნდა დავბრუნებულიყავი ...როგორ დავტოვო ნახევარი დღით -ასე თუ ვიმსჯელებთ ვერასდროს დატოვებ და მთელი ცხოვრება სახლში აპირებ ყოფნას თუ ბაღში,სკოლაში, უნივერსიტეტში გაჰყვები ! -წუწუნი რომ დამაცადო ოდესმე რა დაგიშავდება? -მგონია რომ ცოლი შემიცვალეს და მაგრად ვნერვიულობ - ლოყაზე აკოცა და სამზარეულოში შეჰყვა. ერთად ამზადებდნენ საუზმეს, ეკატერინემ ანდროსთვის მოამზადა კერძი .ბათუმ ყავა და შემდეგ მშვიდად მიირთვეს. ბაღათურია დილით საუზმობას რომ მიაჩვია ქალბატონმა ეკატერინემ ეს აღსაღნიშნი ფაქტია,მაგრამ სიგარეტს ვერაფერი მოუხერხა,ერთადერთი სახლში აღარ ეწევა ბავშვთან. ბატონმა რომ გაიღვიძა კატერინამ ჩააცვა, მოაწესრიგა მერე ბევრი მოეფერა და ძიძასთან ჩაიყვანა. შემდეგ დათასთან ერთად დატოვა სახლი . მანქანასთან მისვლამდე აკოცა დათას და შემდეგ ტუჩები გაილოკა -ვერასდროს ვიფიქრებდი ამას თუ ვიტყოდი,მაგრამ არ მინდა წასვლა -ეკატერინე! -ისე მაგდებ სახლიდან ასე მგონია გავსუქდი, მოსაწყენი და მოუვლელი ცოლი გავხდი რომელიც სულ მოუწესრიგებელია და უკვე ერთი სული გაქვს როდის გამშვებ სამსახურში -შეუძლებელია ასე იყოს საერთოდ არ ხარ ჩემი ცოლი ,სულ გავიწყდება -ამ საღამოს რესტორანში რომ მივდივარ კოლეგებთან ერთად საყვარელს ხომ ვერ წაგიყვან რას იტყვის ხალხი -სულ გამიგიჟდი ! მალე უნდა მოვაწეროთ ხელი -არ მინდა ნიშნობის ბეჭედი უფრო მიხდება -ქორწინების ბეჭედს ატარებენ სამუდამოდ ნიშნობისას არა ეკატერინე -მაგვიანდება ...მაკოცე და გახსენი წარბები - აგიჟებდა ეს ქალი,როგორ შეიძლებოდა სხვებთან ამდენად განსხვავებული ყოფილიყო და როგორც კი მიუახლოვდებოდა სრული მეტამორფოზა განეცადა.იმდენად ეშმაკი ხდებოდა ზოგჯერ ბათუსაც კი აშტერებდა. არადა თვითონ ფიქრობდა მის მოტაცებას და ეს ეგონა სიგიჟე, როცა ახალ წელს განუცხადა განვქორწინდეთო ჩვეულებრივად განაგრძეს ცხოვრება. შემდეგ ისევ ამოუტივტივდა ტვინში ეს ამბავი „მეზობელი ,ქმარი და საყვარელი „ კარგად ჟღერსო , არასდროს მინდოდა ამდენ ხანს ცოლის სტატუსი მეტარებინა და განვქორწინდეთო. განქორწინებას დათას მივლინებაში წასვლა დაემთხვა და ყველას ეგონა რომ ნამდვილად განქორწინდნენ. ეკატერინე შოკირებული დარჩა ნელიმ რომ მიაკითხა და ლამის ტვინი გაუბურღა ქმარს თან ასეთს როგორ გაეყარეო. არადა ბოლო ინფორმაციით მისთვის ცუდ სიძედ მიაჩნდა დათა და ელოდა რომ ვინმე ახალ კანდიდატს წამოუყენებდა. ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა მათ თავს, არავინ იცოდა სიმართლე და ორივე ხალისობდა . ანჩომ და ელიზაბეტმაც კი ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა სინამდვილეში. თუმცა იმდენად იყო ეს ყველაფერი აზროვნებას აცდენილი ნორმალური ადამიანი ვერც კი გაივლებდა გონებაში მსგავს აზრს. უნივერსიტეტში კიდევ ერთი ბედნიერება ხვდებოდა და ამით ინუგეშებდა თავს. ამ ბედნიერებას ქალბატონი ანჩო ჰქვია,რომელმაც ზურაბთან ერთად უკან ,სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მხოლოდ ეკატერინე არ ხლართავდა ამბებს, ცოლ-ქმარს სიურპრიზის მოწყობა სურდათ და ახლა ასე მშვიდად დახვდა ეკატერინეს დერეფანში. ანჩო რომ დაინახა თვალებს ვერ უჯერებდა -გამარჯობათ თქვენ უცხო ენების ლექტორი ხომ? სასიამოვნოა მე ახალი ვარ თქვენთან ანჩო -ანჩო აქ შენ ? როგორ ხომ გააგცილეთ -დავბრუნდით უკან ... კიდევ კარგი ჩანთები ცარიელი იყო და ბარგი არ ვზიდეთ თორემ ხომ ატკივდებოდა წელი ჩემს ზურიკოს ! -სულ რჩებით? ზურაც აქ არის? -არა ბატონს არ მოეწონა ლექტროის ხელფასი და სხვაგან იპოვნა სამსახური -და ეს ყველაფერი ზაფხულში მოასწარით? როგორ არ მითხარით! -ლიზიკო მომკლავს ! -რომ მოეხვია მეგობარს მერე წაიკრუსუნა და გაიკრიჭა- აუდიტორიებს ვერ ვპოულობ ნერვები დამაწყდა. რა სიმპათიური სტუდენტები მყავს ნეტავ იცოდე, მგონი ზურიკოს ვუღალატებ.გამაგდებენ სტუდენტთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო? -არანორმალური ხარ! -განა მე ვაცდუნებ, ერთი ბიჭი ისე მიყურებდა დარწმუნებული ვარ რომ დავუძახე ძუძუსთავს მოაშორა ტუჩები...ვახსენე და გამოჩნდა კიდეც შენც ასწავლი? აქეთ მოდის,ჯანდაბა მართლა როგორ მიყურებს -ჩუმად ბუტბუტებდა , ეკატერინეს უკანა რ გაუხედავს ,მაგრამ ბიჭი მათთან რომ გაჩერდა წამსვე იცნო საკუთარი სტუდენტი -როგორ ბრძანდებით ქალბატონო ეკატერინე? -კარგად გუგა ,თავად? -გამიხარდა რომ დაბრუნდით , არაჩვეულებრივად გამოიყურებით -გმადლობ ! -რა ბედნიერებაა ერთ უნივერსიტეტში ორი მშვენიერი ლექტორი ,გამიმართლა აქ რომ მოვხვდი! - ანჩოს გადახედა მსხვილ ტუჩებს კბილებით წაეთამაშა ,თვალების ჟუჟუნით შეხედა ქალს და შემდეგ უკან დაიხია- აღარ შეგაწუხებთ... ლექციაზე შევხვდებით ანჩო ეკატერინეს მუტრიალდა და გაიცინა -პირველი დღეც ასეთი უნდა ! შენც მოსწონხარ თუ რა ხდება? -არა რა თქმა უნდა ! შენ კი ნუ ხარ ასეთი ლმობიერი, რამდენს ბედავს -კარგი რა ბავშვია ჯერ ახლა უხარია ცხოვრება ! წავედი ლექცია მაქვს ... წარმატებული დღე ჩემო სიხარულო -შენც ასევე...საღამოს იცოდე გელოდებით -ყველანი შემიკრიბე კიდევ მაქვს ერთი ახალი ამბავი ,ზურიკელასთან ერთად გეტყვით ინტრიგა დატოვა და წავიდა. მაღალქუსლინი ფეხსაცმლის კაკუნით მიაბიჯებდა, სხეულს ისე მიარხევდა ნორმალურ კაცს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა,მინიმუმ თვალს გააყოლებდა. საოცრად მიმზიდველი ქალია ანა , ცეცხლოვანი და ვნებიანი! სამსახურში იყო ქალბატონი ნუცაც , დილიდან გადაღებები ჰქონდა. ცოტნე ღამით სახლში არ იყო და დილას ისეთ დროს მივიდა მისი გაღვიძება დაენანა. ახლა კამერის წინ იდგა და ფოტოგრაფის მითითებებით სხვადასხვა პოზას იღებდა. მობილურის ხმა რომ გაიგო იცოდა ცოტნე იქნებოდა,გააჩერა ყველანი და ასისტენტს მობილურის მიწოდება სთხოვა. -სალამი უმშვენიერეს ნუციკოს , ნუცი დღეს კოლეგებთან ერთად კლუბში მივდივარ და მაინტერესებს წამოხვალ თუ დაკავებული იქნები? -პირდაპირ საქმეზე რომ გადახვედი რა იყო ეს? -ვიფიქრე დაკავებული იქნება -თქო და დიდხანს არ მინდოდა მომეცდინე -წამოვალ...სავარაუდოდ საღამომდე დავასრულებ ,ან გამოვიპარები -ჩუმად უთხრა და გაიღიმა -ცუდი გოგო ნუციკო! -ამ ტონს არ გაპატიებ! მოვალ მე სახლში და გირჩევნია დროის დაზოგვის მიზნით საწოლზე შიშველ მდგომარეობაში აკრული დამხვდე -სხვაგან რომ იყოს არა? -არა! -კარგი მომწერე წამოსვლას რომ დააპირებ და ნელ-ნელა დავიწყებ , თავიც ხო არ მივიბა საწოლზე? -ორივე ხელით ! -უნდა გამაუპატიურო? -მასხარა ხარ რა- მაინც ვერ მოითმინა, მისი შეცხადებები აგიჯებდა. ხმამაღლა გადაიკისკისა და ყველას ყურადღება მიიქცია. -წავედი გკოცნი, საღამოს სახლში ვიქნები -გამოსვლამდე ჩანთა გადაკეტე, შიგნით ჩაგდებული ტრუსი არ დაინახოს ვინმემ თორემ მიხვდება რომ კაბის ქვეშ არაფერი გაცვია- მშვიდად ,სერიოზული ხმით უთხრა და მობილური გაუთიშა. წამში გაუხურდა მთელი სხეული ნუციკოს, კიდევ კაგრი მაკიაჟმა უშველა თორემ სახე პომიდვრისფერი ექნებოდა. მობილური გადადო და ისევ გაუღიმა კამერას. მთელი დღე სხვადასხვა სამოსს ირგებდა, ათასი ფოტო გადაიღო,შემდეგ შეარჩია მათ შორის საუკეთესოები და თავად გაემართა უფროსის კაბინეტისკენ. სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ქალბატონმა ელიზაბეტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ეს უმშვენიერესი ,უწარმატებულესი და უპოპულარულესი მოდელი თავისთან დაიტოვა. ნუცა თავიდან უარზე იყო , არ სრუდა კონკრეტულ სამოდელო სახლში მუშაობის დაწყება და კონტრაქტის გაფორმება,რადგან ერჩივნა მაშინ წასულიყო გადაღებებზე როცა შემოთავაზება მოეწონებოდა ,მაგრამ ელიზაბეტის ნამუშევრებს რომ გაეცნო,ქალბატონს ესაუბრა და მიხვდა რა დიდი მომავალი ჰქონდა ქალბატონს თავად არ გაუშვა შანსი ხელიდან. ასე რომ უკვე შემოდგომა-ზამთრის კოლექციას ირგებს და ლიზიკოს ბრენდის მთავარი სახეა. მთელი თბილისი ამ ორზე საუბრობდა, იმდენ გადაცემაში იყვნენ უკვე სათვალავიც კი აერიათ. ლიზა კოლექციის გატანას საზღვრებს გარეთაც აპირებდა და შესაბამისად ნუციკოც მოლაპარაკებების მაგიდასთან იყო. ჩვეულებრივად გაოგნებული დადიოდა პირველი თვე ლიზას უყურებდა და ფიქრობდა რომ ეს ქალი ადამიანი არ იყო,რარაც ზეციური ქმნილება იდგა მის წინ რომელიც ერთდროულად იყო სექსუალური ყველასთვის სასურველი ქალი, წარმატებული დიზაინერი, ცნობილი მხატვარი, შესანიშნავი დედა შვილებზე გადარეული აი ისეტი ყოველ წამს რომ აკონტროლებს მათ ამბავს და ცოლი ,რომელსაც ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა შეეძლო ქმრის გამო. როცა გიორგის ეხებოდა საქმე შეეძლო უბრალოდ ყველა და ყველაფერი გევრდით გადაედო, გაექრო და დაეტოვებინა მხოლოდ თავისი შოკოლადის კაცი! ლიზას შეეძლო უცებ დაესრულებინა თათბირი აეღო ჩანთა და გიორგის კაბინეტში ამოეყო თავი, ნახაზებში თავჩარგულ კაცს თავზე დაცხრომოდა იქვე კაბინეტში გაშიშვლებულიყო სიამოვნებისგან გაეგიჟებინა კაცი და შემდეგ მშვიდად დაბრუნებოდა სამუშაოს. შუამღამემდე გაეთენებინა სამსახურში ,თავად გადაეღოფოტოები როცა რაღაც არ მოსწონდა, თავად გამოეჭრა თარგი როცა უკმაყოფილო იყო, უბრალოდ ფანქარი ამოეღო ჩანთიდან და შეხვედრის დროს დაეხატა კაბა ,ფეხსაცმელი შემდეგ ფანქარი თმაში ჩაემაგრებინა და ნებისმიერი კონკურენტი მოეშორებინა თავიდან. ყოფილიყო ნაზი, ქალური, სათუთი , თვალებჟუჟუნა ქალი და მეორე წამს ურჩ თაყვანისმცემელს თავზე წითელი ღვინო დასხმოდა. შემდეგ ჟურნალისტების არმიისთვის ღიმილით განეცხადებინა ჩემს ქმართან მეჩქარება 4 საათი და 15 წუთია არ მიკოცნია და უკვე ლომკა მაქვს, გამიგებთ ვისაც გყვარებიათო დაეტოვებინა გაოცებული ჟურნალისტები და ასე მშვიდად გაცლოდა იქაურობას. გგონიათ ნუცა არ სჩადიოდა სიგიჟეებს? როგორ არა ,მაგრამ ლიზიკოსთან შედარებაც კი არ შეიძლება. ნუცამ ორი დღე რომ ვერ ნახა ცოტნე, დაგეგმილი ვახშამი ჩაეშალა, საყვარელი მამაკაცის კოცნაც ვერ მოასწრო ისე დაეწყო ვიღაც ქალბატონს მშობიარობა და შემდეგ მთელი კვირა მისგან შორს ყოფნა მოუხდა მიხვდა რომ რაღაც უნდა ეღონდა. შესაბამისად როგორ მიაღწევდა ექიმ გინეკოლოგთან თუ არა პაციენტის სტატუსით. ჩაეწერა რიგში და მიხვდა რომ მისი ახალგაზრდა ექიმი პროფესიონალი იყო , გამოცდილების სიმცირის მიუხედავად მაინც უამრავი პაციენტი ჰყავდა. მოსაცდელში უამრავ ამბავს მოუსმინა, საყავრელ ფეხმძიმეებს უცქირა ,ცოტა დაიღალა ,მაგრამ ამდენი ფეხმძიმის გარემოცვაში განსაკუთრებული განწყობა ჰქონდა.როგორც იქნა მისი რიგიც მოვიდა,იცოდა შეაგვიანდებოდა და რამდენიმეს დაუთმო კიდეც. ბოლოს როგორც იქნა შეაღწია, ბატონი ზურგით იდგა და რაღაც პრეპარატს ამზადებდა -მოემზადეთ და გაგსინჯავთ ... მერამდენე ვიზიტია ? - რომ შებრუნდა და ხელთათმანებს ირგებდა ნუცა რომ დაინახა საწოლზე თვალები გაუფართოვდა -პირველი ვიზიტია,მაგრამ აქამდე ბევრჯერ გამსინჯეთ , დეტალურად გამოკვლეული ვარ და იმდენად კმაყოფილი რომ გადავწყვიტე არაგეგმიური შემოწმება მჭირდებოდა -აქ რას აკეთებ ...ნუციი -სიცილი ვერ შეიკავა- ჩაიცვი გოგო რა დრეში ხარ -არ გამსინჯავ? ხელთათმანები არაა საჭირო შიშველი თითებით მირჩევნია .ეს ფეხის დასადებები მომწონს მაგრამ აუცილებელია ასე რომ ვიყო? მირჩევნია შენ შემოგხვიო ფეხები -ნუცააა -გისმენ -კიდევ არიან პაციენტები გარეთ?-უყურებდა და თანდათან უბოხდებოდა ხმა, წინკები უხტოდნენ თვალებში -ბოლო შემოვედი...რამდენი პაციენტი გყავდა მერამდენე შიშველი ქალი ვარ ვისაც ხედავ... -თქვენ კონკრეტულად რა გაწუხებთ? -ფეხებშორის აი აქ ... ტენიანობამ იმატა და იქნებ მიშველოთ ექიმო? -ძალიან გიჭირთ? -უსაშველოდ -ამოიკნავლა და ახლოს მიიზიდა ცოტნე -მიშველე ექიმო -ყურში ჩასჩურჩულა ა იქვე მიაწება ტუჩები -აქ არ შეიძლება...მაგ საწოლზე გამორიცხულია ნუცა! -ანუ არ დამეხმარებით?- თითებით ხალათის ღილები გაუხსნა შემდეგ შარვალში ჩააცურა თითები -ნუცა ! -მომენატრე...უკვე აღარ შემიძლია მეტი ! ხვალ მივფრინავ რამდნეიმმე დღე ვერ დავბრუნდები რომ არ მენახე გავგიჟდებოდი -კოცნიდა ,ისე აღმოჩნდა ჰაერში სემდეგ ოთახის მეორე ნაწილში დივანზე დაეშვა და წამსვე ეშველა მის პრობლემას . ეს ერთი და სხვა მრავალი სიგიჟე ჩაიდინა. ცოტნეს გერმანიაში წასვლა მოუხდა სიმპოზიუმზე ქალბატონი ნომერში დახვდა და საერთოდ გააგიჟა ბიჭი. მართალია დაბრუნების შემდეგ ორმაგად მოუხდა მუშაობა,მაგრამ არ უნანია იქ გატარებული დღეები , ცოტნეს გაბრწყინებული თვალები ყველაფერს ერჩივნა. მარტოსული ცოტნე კლინიკაში მოწყენილი მოძრაობდა, მაქსიმეს და ემას კამათს რომ ვერ უყურებდა ცხოვრებას „პეწი“ ჰქონა აკარგული. დიახ არ მოგესმათ ვერ უყურებდა რადგან ორივე მათგანმა ამ ორმა კარიერისტმა გადაწყვიტა გრძელვადიანი შვებულება აეღოთ, გაზაფხულს დაპირებისამებრ მთაშიი შეხვდნენ, ულამაზეს გარემოში,სუფთა ჰაერზე მეტი რომანტიკა რა უნდოდა ემაკოს? მაქსიმეს კი მისი ბედნიერების გარდა არაფერი სურდა, სიხარულისგან ტიროდა ემილია ის კი ძლიერად ხვევდა ხელებს და მთელს სახეს უკოცნიდა. დარჩნენ მარტში,აპრილში,მაისში შემდეგ უკვე სტუმრებსაც იღებდნენ. ცოტნე ჩაუსახლდათ ერთი კვირით მაქსიმეს ადანაშაულებდა მოიტაცე და დატყვევებული გყავს ჩემი ემაო,მაგრამ ბოლოს იქედან აორთქლდა. მას მერე წყვილისთვის სიმყუდროვე არ დაურღვევია. დილით მზის სხივებთან ერთად, ტყიდან მოსული ჩიტების ხმა აღვიძებდა. რამდენიმეწლიანი დამღლელი სწავლისა და არაადამიანური გრაფიკის შემდეგ ნამდვილი რელაქსი იყო ყოველი წამი . მაქსიმე კი უბრალოდ საოცრება იყო მისთვის, ვერასდროს წარმოიგენდა თუ ოდესმე ასეთი ბედნიერი იქნებოდა , პირად ცხოვრებაზე არც კი ოცნებობდა. ჰყავდასაუკეთესო მეგობარი ცოტნე და საქმე ,რომელსაც მთელს დროს უთმობდა . ახლა კი ის ოცნების პრინცი ჰყავდა რომელზეც არ ოცნებობდა ,რომელზე ოცნებასაც ვერც კი ბედავდა. -ემი ..ემი გაახილე თვალები- კოცნიდა და მინდვრის ყვავილს ლოყაზე უსვამა- ემააა -მაკოცე და კი...აიი აქ მაკოცე- ტუჩებზე მიიდო თითი და გაიღიმა მინდორში პლედზე იწვნენ , მზე ზენიტში იყო ,ხის ტოტებს შორის აღწევდა და თვალებში ენათებოდა ემილიას. წარბები შეკრა და გაიბუსხა -არ მაკოცებ? -გაუმაძღარი გოგო ხარ...არაა საჭმელს სულ არ ჭამ მარტო ჩემი შეხრამუნება გინდა? -ხო მინდა ,კიდევ იცი რა მინდა?- უცებ გაახილა თვალები მაქსს ზემოდან მოექცა და ტვალი გაუსწორა-მინდა რომ საქმეს დაუბრუნდე...მინდა რომ უკან დავბრუნდეთ -დარწმუნებული ხარ? ხომ იცი პრობლემა არ იქნება ჩვეულებრივად განაგრძობ საქმეს -მე არაფერ შუაში ვარ...ვიცი რომ საქმე გჭირდება.შენ ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს შენი აქ ყოფნა, ზუსტად ვიცი რომ ამდენ ხანს არასდროს ყოფილხარ შვებულებაში -მირჩევნია აქ ვიყო შენთან ერთავ ვიდრე დავბრუნდე და კვირაში რამდენიმე საათით გნახო -მეც ხომ კლინიკაში ვარ -მაბოლებ? -როგორ გეკადრებათ მაქსიკო ასეთი სიტყვები? რას ნიშნავს გაბოლებთ! - უცებ წამოდგა და გაიჯგიმა. მაქსიმე ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა-რა გაცინებს? -საყავრელი ხარ -ორი წლის ბავშვი ვარ? ხო არ ჩამყლაპავდი -გამიბრაზდა ემა?- თითები მის ფეხზე აასრიალა გაიცინა ემას რეაქციაზე და მერე ხელები მოხვია - შმოვირიგოთ ემაკო -აუუ მე რაღაცის თქმა მინდოდა ახლა კი მხოლოდ შენი კოცნა მინდა ..ამ პატარა გოგოს ყველაზე გარყვნილი ქალი მგონია თავი და ასე როგორ დავბრუნდე ? -არც კი იცი გარყვნილება რა არის ჩემო ემაკო -მამშვიდებ? -დიახ -კარგი მაშინ შენ ხარ გარყვნილი კაცი რომელთან ერთადაც მთელი დარჩეილი ცხოვრების გატარება მინდა...გავიხსენებ იმ დღეს აქ რომ პირველად ჩამოვედით, საღამოს აქ ვისხედით შენ მითხარი მინდა ჩემი ცოლი გახდე ,როგორც თქვი ბევრი შვილი გვყავდესო აი მე კი პასუხი არ მითქვამს,უბრალოდ გაკოცე და მერე პირველი ღამე არ გვქონდა,პირველი სექს* გვქონდა ....ახლა რომ გამახსენდა დარწმუნებული ვარ ისევ ამიხურდა ლოყები შენ კი დამცინებ და მერე მაგრად მაკოცებ ამიტომ გიკრძალავ! -ხელები გაასავსავა და მომღიმარ მაქსიკოს წარბი აუწია-ახლა მინდა დავბრუნდეთ და ერთად ვიცხოვროთ,თუ ისევ გინდა ცოლად შემირთო და ჩემი მომზადებული დამწვარ კარტოფილს შეჭამ ხოლმე თანახმა ვარ... ან უბრალოდ ერთად ვიცხოვროთ და შენ მოამზადე რამე გემრიელი, აშკარად მეორე ვარიანტი მაწყობს...სად მიდიხარ .კარგი რა მაქსიმე დამცინი და თან გარბიხარ? სიტყვებს ძლივს ამბობდა, ხელებს ასავსავებდა,გაწითლდა ახლა კი უყურებდა უკანსვლით მიმავალ მაქსიმეს . რომელიცი ისე იცინოდა ემას რომ აგიჟებდა. ამოიკრუსუნა და დაელოდა მითითებისამებრ. დაჯდა და პლედზე დადებული ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი თავზე დაიმაგრა. -დროზე მოდი თორემ გადავიფიქრებ! -ხელის თხოვნას არ ვაპირებ - ყელში კოცნა იგრძNო და არათითზე წამოცმულ ბეჭედს დახედა-რომ ვითხოვებ უკან უნდა გიბრუნებდე მე კი არ ვაპირებ ოდესმე გაგიშვა! მიყვარხარ ემილია -ქორწინებამდე ბავშვის მომხრე ხართ მაქსიმე ბიძია?- საძინებელში იყვნენ უკვე ემამ რომ ჰკითხა -პირველი გოგო უნდა იყოს ქორწნებამდე ბავშვიო გამიგია! -რადგან ასეა იყოს გოგო ....ჩაიფიქრე პირველად აკეთებ საკუთარ ბავშვს -საწოლისკენ უბიძგა და თავად გაიხადა დარჩენილი სამოსი .შემდეგ გეგმის შესრულებას შეუდგა. ემილია მუშაობდა ბარბარე კი ელოდა უკვე ბატონი დადვანის დაბადებას. არა მხოლოდ ბარბარე, დადვანს ელოდა ანასტასია, წამებს ითვლიდა ერეკლე და ბავშვი ამ დროს ბექას დაბრუნებას ელოდა აშკარად. ბექამ სწავლა დაასრულა ყველაფერი მოაგვარა სამშობლოში დაბრუნებამდე, როგორც იქნა მოინახულა ფეხმძიმე ბარბი და იმ საღამოსვე დაეწყო მშობიარობა ქალბატონ დადვანს. მანამ კი იყო „მინდას“ 9 თვე , ბარბარე ამჯერად სრულიად სხვანაირი ფეხმძიმე იყო, პირველად ჩხუბში გაატარა , განგებ აგზავნიდა ერეკლეს სხვადასხვა საჭმლის,ხილის ანდაც ბოსტნეულის მოსატანად. ახლა კი ერთადერთ რამეს მოითხოვდა „ მინდა ჩემთან იყო!“ ანასტასია განსაკუთრებით მზრუნველი გახდა, ითხვა უკეთ ისწავლა და ზღაპრებს უკითხავდა პატარა ძმას, ბაღში ნასწავლ სიმღერებს უმღეროდა და ბევრს ელაპარაკებოდა. უყვრებოდა თორნიკეზე,თუ როგორ აჩუქა ყვავლები, გაუყო შოკოლადი ,როგორ ჩაკიდა ხელი და დამშვიდობებისას აკოცა ლოყაზე,რომ არავისტვის უნდა ეთქვა და ბოლოს , თორნიკესთან არასდროს ეჩხუბა. ბარბარე უსმენდა ,უსმენდა და ბოლოს თავს ვეღარ იკავებდა კოცნიდა მანამ სანამ ანასტასია არ გაექცეოდა. ერეკლემ თორნიკეს შესახებ იცოდა და იცინოდა ხოლმე, სანამ თავად არ ნახა პირველკლასელი თორნიკე და თავისი 5 წლის ქალიშილი ერტად. მერე ბარბარეს გართობა დაიწყო, დასცინოდა ეჭვიან მამიკოს და უსმენდა მის წუწუნს. ბოლოს სუნთქვისშეკვრამდე დასცინოდა ერეკლეს აზრებს და დადვანის შეკრული წარბებიც მხოლოდ კოცნის შემდეგ იხსნებოდა. მთელი კვირა არ ეძინა, ბავშვი მოსვენებას არ აზლევდა. როგორც კი ტასო დაიძინებდა ცოლ-ქმარი ტელევიზორის წინ დივანზე მოკალათებულიი უყურებდნენ ფილმებს. შემდეგ ჩაეძინებოდა ბარბის და ერეკლეს საძინებელში მიჰყავდა. ის ღამეც დივანზე მჯდომმა გაატარა, ფილმის დასასრულს ჩაეძინა, ერეკლემ საძინებელში აიყვანა ფრთხილად დააწვინა ,მაგრამ მაშინვე გაეღვიძა -ერეკლეეე -გაიღვიძე? -ხო -რა ხდება? -იქ მგონი ჭიპლარი აქვს დახვეული და ბურთის ნაცვლად იყენებს... -ანასტასიაც ასე იყო ,მაგრამ ფეხბურთს ვერ იტანს -ეს ბიჭია და ბიჭებს ბურთი უყვართ ...ყველანაირი სიმრგვალე .შენს შვილს მითუმეტეს ეყვარება... ვაიმე ეს რომ გაიზრდება შენაირი ბაბნიკი თუ იქნება გავაფრენ -რატომ გააფრენ -ნეტა როგორი შეგრძნებაა რომ იცი სენი შვილი ვირაც გოგოსთანაა... -შენ გოგოც რომ გყავს გავიწყდება? ახლა გავგიჯდები ! იმ თორნიკეს მშობლებს უნდ აველაპარაკო ბაღიდან რომ ეყოლება შეყვარბეული მერე რას იზამს ... -ისევ თავიდან იწყებ! -თვალებს ნუ ატრიალებ -ეს ბავშვი არ ისვენებს რაა ...ნამდვილად ფეხბურტზე უნდა სევიყვანო,იქნებ კალათბურთზე -რაგბს რას უწუნებ -არაა გამორიცხულია ვერ დავჯდები და ვერ ვუყურებ ჩემს შილს როგორ გადათელავენ! ტანაც მეეჭვება ასეთი ზლიერი იყოს და ისეთი ფიგურა ჰქონდეს როგორც რაგბისტს გამოადგება! -კარგიი რადგან არ იშლი ხვალიდან ვიპოვნი მწრთვნელს -ნუ ცანცარებ რა! -გაჩუმდი და ნახე როგორ მოძრაობს- პენუარი აუკეცა და მუცელზე დააკვირდა. ჩუმად იწვა და უყურებდა. დილით ჩაეძინა და შუადღეს აგეღვძა, ანასტასია ერეკლეს ჰყავდა .ქვემოთ ჩასული არ იყო კარზე ზარის ხმა რომ გაიგო. ერკელემ გააღი და კიბის ჩავლისას სახლში შესული ბექა დაინახა -კიდევ კარგი ისევ გაბერილი ხარ! ჩამოვასწარი -აქ რა გინდა შენ..რა არასდროს მეუბნები როდის მოდიხარ -აუ რა საყავრელი ხარ ბარბარიკაა -შენ უფრო გასიმპატიურებულხარ...რა არის რუსის ქალები გიხება? -გმადლობთ შენც კარგად გამოიყურები ...აბა როდის გამოდის დადვანი? -მე რა ვიცი წესით უნდა იყოს უკვე გამოსული,მაგრამ აშკატად არ უნდა კომფორტული ზონის დატოვება....და უნდა ნაყინი -ბექააა -გისმენ პრინცესა- ქალბატონის კოცნას რომ მორჩა მასთან ერთად დაჯდა სავარძელში -შოკოლადები სად არის? -აი იმ ჩანთაშია შოკოლადები -აქამდე ვერ მიტხარი?- უცბე წამოვარდა და ჩანთაში ცაძვრა. შოკოლადებს მიირთმევდნენ და ბექას გეგმებს უსმენდნენ. შემდეგ სადილობას აპირებდნენ,ქალბატონი წამოდგა და ტკივილები დაეწყო.პანიკაშია რ ჩავარდნილა,ანასტასიას შესინება ა რუნდოდა.უბრალოდ კლინიკაში წავიდნენ, პალატაში იწვა და ექიმის მითითებებს ასრულებდა. -როდის დაგეწყება...იქნებ დღეს არა? -ერეკლე რომ დაჯდე არ გინდა? ატრა*** უკვე შენ მსობიარობ თუ ჩემი და -ეს ექიმები მაგიჟებთ! ცოტნეს აჰყვა ახლა ესეც -მე გინეკოლოგი არ ვარ,მაგრამ მაინც ყველაფერი რიგზეა და უბრალოდ დამშვიდდი რა -აღმოჩნდები ერთ დღეს ჩემს ადგილას და მერე დამიჯერე შენი ექიმობა დაგავიწყდება! უფრო ინერვიულებ იმიტომ რომ იმაზე მეტი გეცოდინება ვიდრე მე ვიცი -ახლა ორივეს მოგკლავთ! ერთმანეთთან დიალოგი გარეთ განაგრძეთ! -კი მაგრამ ბაბი -ბაბიიი ბაბიიი ერთხელ ტქვენც უნდა იმშობიაროთ და მერე იქნებით მშვიდად თუ ინერვიულებთ ვნახავდი,მაგრამ ღმერთმა ასკარად ვერ დააბალანსა სიტუაცია და ჩვენ ქალები უფრო ძლიერები,ამტანები და დაჩაგრულები აღმოვჩნდით! აიი ახლა ნამდვილაად დამეწყოოოოოო ჩემი ბიჭი მოდის დადვანო -ისე თუ უნდა მომიჭირო ხელი როგორც მაშინ ხელთათმანს გავიკეთებ რა ...მერე ბავშვი ვეღარ ავიყვანე -ეს ხომა ღირსი მოვკლა, ჩემი და მშობიარობს ეს კიდე ხელის ტკივილს დარდობს! -შენ ჩუ რა ... გამოსვლამდე დამახვედრეთ ვისკი ან რამე მაგარი ვატყობ ცუდად ვიქნები რომ გამოვალ და დამჭირდება -ბარბიიი გამაგრდი მალე ორშვილიანი დედა იქნები- ბექამ დას აკოცა და გავიდა. შემდეგ თითქოს ნაცნობი და მაინც განსხვავებული მშობიარობა დაიწყო. პირველისგან განსხვავებით ამჯერად ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა, ბატონი დადვანის ხმა რომ გაიგეს ორივეს მოშვა, ერეკლემ ბარბარეს აკოცა ,შემდეგ პატარა დადვანს შეხედა და კიდევ ერთხელ განიცადა უსაზღვრო ბედნიერება. -ალექსანდრე გაიცანი შენი მამიკო - ღიმილით აკოცა ბავშვს და შემდეგ ჩურჩულით უთხრა -ალექსანდრე გადაწყვიტე...ალექსანდრე დადვანი -სანდრო ....სანი დადვანი ჩემი პატარა დადვანი გარეთ გასულს ანასტასიას ჩახუტება მოუნდა.პატარა ქალბატონიიქვე იყო.პირველად მას მოეხვია და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. შემდეგ დანარჩენებისგან მიიღო მილოცვები ისე რომ ანასტასიასთვის ხელი არ გაუშვია. აი ასეგაჩნდა პატარა დადვანი ,რომელმაც ოჯახი სულ სხვა რეჟიმზე გადაიყვანა. ყველა სანდროს ირგვლივ ტრიალებდა. ანასტასია ცოტა დაბნეული იყო, მართალია სხვებსაც აკვირდებოდა,მაგრამ ამჯერად ტავად ჰყავდა სახლში ჭირვეული, პატარა ბიჭი რომელიც შუაღამით ტიროდა, მუცელი ტკიოდა,ხანაც შიოდა, ხანაც არ ჭამდა . უყურებდა ნახევრად მძინარე მშობლებს და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. ბექა ჩამოსვლის შემდეგ ერთი კვირა ბარბარეს ირგვლივ ტრიალებდა, პარალელურად სამუშაოს პოვნას ცდილობდა, ტესტები უნდა ცაებარებინა და გასაუბრებებზე გასულიყო. ბოლოს გადაწყვიტა რამდენიმე კვირა ტაიმაუტი აეღო ,სახლი უნდა მოეწესრიგებინა და თბიისის რეჟიმს დაბრუნებოდა. ერთ კვირაში სიზმრად სამჯერ რომ ნახა ჟღალთმიანი ქალბატონი უბრალოდ მოთმენა ვეღარ შეძლო. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაგნ მას ხედავდა, ყოველთვის ტვინში ჰყავდა და უბრალოდ ვერ იშორებდა. ძლივს შეიკავა თავი რომ იქაურობა არ დაეტოვებინა და ამდენთვიანი წვალება წყალში არ ჩაეყარა . კლუბში წავიდა,თითქოს ყველაფერი გათვლილი ყო და გეგმას მიჰყვებოდა. სესვლისთანავე ბარისკენ დაიძრა. სკამზე შემოჯდა და ნაცნობ ბარმენს მიესალმა. ორმაგი ვისკი ყინულით სეუკვეთა და მსვიდად დაიწყო დალევა. არავის უყურებდა, ფიქრებში იყო გართული ათასი საქმე ჰქონდა ყველაფერი უნდა დაეგეგმა და ნამდვილად არ აინტერესებდა ირგვლივ მყოფები. ხმამაღალ მუსიკაში ყვირილის ხმა რომ გაისმა ,ინსტიქტურად გაიხედა უკან. სხვა დროს ალბათ სიცილს დაიწყებდა, ასეტი შეხვედრების გამო ,მაგრამ იმ წამს მხოლოდ შიშს და ბრაზს გრძნობდა. შებრუნებისთანავე ნაცნობ თვალებს წააწყდა, თითქოს დარწმუნებული იყო რომ ბექა შეხედავდა. მის უკან მდგომს რომ შეხედა წამსვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ჭიქა აიღო ისევ მოსვა და შორიდან უყურებდა სიტუაციას. ელონორა თითქოს მშვიდად შებრუნდა და წავიდა, კაციც უკან მიჰყვებოდა,მისი დაცვა არსად ჩანდა . -ისევ რაღაც შეგემთხვა, ნუთუ ოდესმე მშვიდ გარემოში ვერ უნდა შეგხვდე ელეონორა!- ჭიქა დაცალა და იქაურობას გაეცალა. ელეონორა წამსვე შენიშნა ,მის ირგვლივ მყოფი რამდენიმე კაციც და არ გასჭირვებია დიდხანს ფიქრი, ელეონორას მოტაცებას აპირებდნენ,თანაც ისე რომ ვერავის შეენიშნა, სავარაუდოდ იარაღი ჰქონდათ მიბჯენილი ის კი ისევ ისე ქედმაღლური მზერით უყურებდა წინ მდგომს და მშვდიად ესაუბრებოდა. -ელეეონორაა საყავრელო მე ბარში გეძებ შენ თურმე გარეთ ხარ... რატომ არ მომწერე გინდოდა გადაგეგდე ძვირფასო? - ხმამაღლა დაიწყო საუბარი შორიდანვე და გარეთ მყოფების ყურადღებაც მიიქცია. - რომეო დღეს არა ! სხვა დროს შევხვდეთ ახლა მეჩქარება -კარგი რაა რამდენ ხანს უნდ ამაწვალო? ასეთი გულქვა როგორ ხარ ... ამდენი დაცვა რაში გჭირდება ვინმე შენს მოტაცებას აპირებს? გაიწიონ იცოდე ვერავინ შემაჩერებს შენ ჩემი ხარ და სამუდამოდ ჩემი იქნები! ასე მარტივად ვერ მომიშორებ... გამომიყენე ისიამოვნე და ახლა გინდა რომ მიმატოვო?- მთვრალი კაცის ,თანაც მიტოვებული მთვრალი კაცის იმიტაცია იმდენად კაგრად გამოუვიდა რომ ოსკარიც კი ეკუთნოდა.- მიყვარხააარ ..ყველამ გაიგოს რომ მიყვარხარ მეეე შეენ მიყვარხარ გადამღეთ დიახ დაე ყველამ გაიგოს ,ყველამ იცოდეს რომ ეს ქალი ჩემია ...გაიწიეთ მიმიშვით მასთან- მობილურები რმ დაინახა და მიხვდა გაქცევას აპირებდნენ ერთ-ერთს მიუახლოვდა . ელეონორას გაფართოებული თვალები არ გამორჩენია. მარტივად ისარგებლა მათი დაბნეულობით და ისე სწრაფად დაარტყა ერთ-ერთს წამსვე გათიშა. ელეონორას გადაეფარა და მართალია სულ მთლად დაალურჯეს,მაგრამ როგორღაც მოიშორა ყველანი. სხვა გზა არ ჰქონდათ პოლიცია გამოიძახეს, ირგვლივ ყველა მათ უყურებდა, ვიდეოებს იღებდნენ . ასე მიწაზე გართხმული უყურებდა ადგილზე გაშეშებულ ელეონორას -კარგად ხარ ? -მალე მოვლენ...კლინიკაში წაგიყვანენ! - გამომეტყველება არ შეუცვლია, სისხლიან მაისურზე დახედა და მანქანაში ჩაჯდა. პალატაში იწვა , არავისთან დაურეკავს. საგანგაშო არაფერი იყო ,უარესებიც გამოეცადა. საკუთარ თავზე ბრაზობდა , ელეონორაზე ასე რომ მიატოვა თუ ბედზე რომელიც ასე დასცინოდა ვერ გეტყვით,მაგრამ საშინელი სანახავი იყო . შუაღამეს პალატის კარი გაიღო და სუსტ განატებაზე გამოჩნდა ათასჯერ სიზმრა ნანახი ქალი. ისე გაეღიმა ბექას ისევ სიზმარია უთუოდო ფიქრობდა. -არ მძინავს ,მაგრამ მეჩვენები. არადა ვთხოვე გამაყუჩებელი არ მინდა-თქო -კიდევ ერთხელ გადამარჩინე ! -ჰმ,საინტერესოა აქამდე არ მელაპარაკებოდი -ხვალ ცნობილი იქნები,ყველა შენს გმირობაზე ისაუბრებს -თუ იმაზე რომ მიყვარხარ -სრულ ვერსიას გაყურებინებ ,საოცარი შესრულება იყო -განსაკუთრებით ის რომ გამიფინეს ხო? -ხერხი სჯობია ღონესაო ....კარგად მოიფიქრე -უნდა ვეცემე შენს თვალწინ გამოყლ*** გამტაცებლებს ასე რომ გვესაუბრა? -მე ხომ მოჩვენება ვარ ! -იქ მარტო რატომ იყავი! - ამჯერად სერიოზული ტონი ჰქონდა -დაცვა გათიშეს! -არ მიკვირს...მე ის მიკვირს კლუბში რომ იყავი -ასე იყო საჭირო! -არ მითხრა რომ ჩემი გამოჩენაც საჭირო იყო, შენი გატაცების იდიოტური მცდელობაც და ჩემი საავადმყოფოში ამოყუდება! -სხვა გამოსავალი არ მქონდა! -სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რატომ სხვა ვერავინ იპოვნე სათამაშოდ?! -როგორ მიხვდი? -შენ არც კი იცი მე ვინ ვარ ! - საწოლიდან წამოდგა და მკლავში წვდა - არც კი იფიქრო რომ ახლოს გამეკარო! ისიც ზედმეტია რაც მოგეცი -შენ ჩემით ხარ შეპყრობილი, ვერსად წახვალ! -არ წავალ,მაგრამ არც მოვალ ! - ტუჩები ლოყაზე მიაწება და იქაურობას გაეცალა. მეორე დღეს ტელეფონი აუფეთქეს ჟურნალისტებმა, მამასაც კი გაახსენდა . ყველგან მასზე წერდნენ და ყველა ამსზე საუბრობდა. თითქოს თავგადასავლებით ცნობილი ბექა კონჯარია ერთ დღეში გმირად გადაიქცა, შეყვარებულ გმირად, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა დედოფალი ელეონორა! სახლიდან არ გასულა, ჩალურჯებული თვალი და გახეთქილი ტუჩი აწუხებდა.მხოლოდ ბარბარე დაამშიდა და უთხრა რომ კარგად იყო. გიორგი რომ დაადგა არ გაჰკვირვებია -იქნებ გამოძნება მაინც დაგეცლია -ელეონორა ხორგუანი ? ელეონორა ხორგუანიიი ბექა? გაგიჟდი? მეტი ელეონორა ვერ იპოვნე? მაინცადამაინც ყველაზე რთული ქალი დედამიწის ზურგზე? იცი მაინც ვინ არის? იცი რა შეუძლია და იცი რას იზამს მამამისი თუ რამე ისეთს გააკეთებ რაც გჩვევია ხოლმე? გუშინ რაც მოაწყვე ეს რა იყო ...გაგიჟდი? გინდა მოგკლან? აგაორთქლონ ისე რომ შენი საფლავიც ვერ ვიპოვო?ამის დედაც ყველაფერი შეცვალე, ნარკოტიკები, თამაში ყველაფერი გადააგდე და ახლა ისევ ქალის გამო აპირებ ცხოვრების არევას? -ელიზაბეტი რომ იყოს მის ადგილას რას გააკეთებდი! -ელიზაბეტი არაა ელეონორა ხორგუანი! საბედისწერო ქალი არაა ელიზაბეტი,ელიზაბეტი ქალია რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სიყვაურლის გამო, იქნება თავმდაბალი, ამაყი, მებრძოლი, მონაც იქნება თუ საჭირო გახდება და მბრძანებელიც ის კი ერთი ამაყი, ბოროტი, ცივსისხლიანი ქალია რომელსაც ადამიანების მართვა უყვარს, შენნაირი კაცი იცი რამდენი ჰყავს? იცი მაინც რამდენი გაგიჟებულა მის გამო? არ იცი იმიტომ რომ არასდროს ერკვეოდი მსგავსი ადამიანების ცხოვრებაში! პრესაშიც კი არ წერენ მასზე ამ ჭორებს, ერთი ჟურნალისტი ისე სცემეს როცა მას საჯაროდ უწოდა „საბედისწერო ქალი“ მთელი წელი საავადმყოფოში იწვა! -ვისგან და შენგან არ ველოდი ამ ყველაფერს,ახლა შეშინებულ გოგოს ჰგავხარ რომელიც ძამიკოს გამო ღელავს! -რა მოხდა გუშინ -ტვინიდან ვერ ამოვიგდე , მითვალთვალებდნენ. გარეთ გავედი ,კლუბში წავედი, გამომყვნენ. არ ვიცოდი თავიდან ვინ იყვნენ, მერე ელეონორამ პატარა სულელური სპექტაკლი გაითამაშა და მეც ავყევი. არ მეგონა ასე თუ მცემდნენ, როგორც ჩანს ძალიან გავამწარე -ექვსი კაცი ცემე , ხო ძალიან გაამწარე ! ჯეკი ჩანი მიმიქარავდა, რამდენჯერ გადავახვიე ვიდეო არც კი ვიცი -კარგი ხარისხითა გადაღებული,მგონი პროფესიონალი ჰყავდათ მოწვეული ! რას იტყვი სამსახიობოზე ხო არ ჩავაბარო? აშკარად კარგად გამოვიყურები ... -შემიძლია მოგკლა! -ის ქალი ჩემი იქნება, იმ რქებს წავამტვრევ,თავდავიწყებით შევუყვარდები. ახლა ჰგონია რომ მაკონტროლებს, იცი როგორი თავდაჯერებულია? ჭკუიდან გადავყავარ -აზარტში ხარ...ჯანდაბაა თან გევასება, თან აზარტში ხარ. შენ რომ აზარტში ხარ ეგ უკვე აპოკალიფსია -პატარავ იცი მხოლოდ ტრუსი მაცვია და იქნებ მოშორდე ჩემს ოთახს... ასეთ აღელვებულს რომ გხედავ ამ დილაადრიან სისხლი მიდუღს -შენ ისევ ის არანორმალური ხარ ! -გეგონა შევიცვალე? -ახლა უფრო საშიში ხარ... არც თვრები არც ბოლდები ანუ სულ საშინელებებს გააკეთებ .შენი ტვინი ახლა კარგს რას მოიფიქრებს -ექიმი ვიქნები ,ქირურგი და შენია ზრით ჩემი ტვინი არ დამეხმარება? არც ჩემი ენერგია ? -როდის გახდები ... ქირურგი გინდა იყო ორწლიანი რეზიდენტურის შემდეგ? -არსად მეჩქარება ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ ... კლინიკაში რომ შევალ გამოცდილებას დავაგროვებ. შენ რა გგონია რომ დებილი ვარ? _შენი ქულები ვნახე -რა? -ხო მაინტერესებდა როგორ სწავლობდი და ვნახე -ასეთ დროს მინდება რომ ყელი გამოგჭრა,მაგრამ ჩემი ტყუპები მახსენდებიან და ლიზიკოსიც მეშინია, მომკლავს! -ასაკს რაც შეეხება ის ქალი შენზე დიდი რომაა იცი? სულ დიდები როგორ მოგწონს ვგიჟდები -შენნაირი პედოფილი რომ არ ვარ გიკვირს ხომ? -ისიც შენზე დიდი იყო და -ნუ მახსენებ! -კარგი ნუ ყვირი... ნაკერი გაქვს თუ ისე ხარ გაკაწრული -უბრალოდ ჭრილობაა...მალე გადამივლის ! -გაგივლის თუ ელი როდის მოვლენ და გაკოცებენ ნატკენ ტუჩზე -აი ეს მესმის ...ლიზიკოს სკოლაა აშკაარდ თორემ შენ ვერასდროს ხვდებოდი ჩემს ჩანაფიქრებს -მივდივარ! კარგად ხარ, აზრს არ შეიცვლი, თუ ის არაა სხვა იქნება! ვიცი გაუმკლავდები , ისიც ვიცი რომ საჭიროებისას დამირეკავ .ახლა კი წავალ და ჩემს ცოლს გაღვიძებამდე საწოლში დავხვდები,იმედია მივუსწრებ თორემ ჯარიმა დამეკისრება -რა გავაკეთო მიყვარს შენი ცოლი!- გადაიხარხარა და გიორგის თვალი გააყოლა -არანორმალურო! -მეც მიყვარხარ გიუუუშ მართალი აღმოჩნდა,ორი დღე არ გასულა სახლიდან .საღამოს დივანზე იწვა და ტელევიზორს უყურებდა. ერთ-ერთ შოუში ქალბატონ ელეონორას უყურებდა და წვენს მიირთმევდა. კარი გაიღო და ჩვეული მშიდი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ქალბატონი ელეონორა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა . ბექამ თვალები დახუჭა და დაელოდა ქალბატონის გამოჩენას . მიდიოდა და ყველა ოთახში სინათლეს ტოვებდა, სახლი გაანათა. მისაღებში რომ შეაბიჯა პირდაპირ სავარძლისკენ აიღო გეზი, დაჯდა ფეხი ფეხზე გადაიდო და შემდეგ შეხედა კონჯარიას -ნარკომანი ასეთი აზროვნებით? -ჩემს მოსანახულებლად თუ მოხვედი გთხოვ რამე მომიმზადე, ყველაფერი მტკივა და ორი დღეა მშია -იცოდი რომ მოვიდოდი , ვიფიქრე ვახშამს დამახვედრებდი სანთლის შუქზე ,ვარდის ფურცლებით! -ჩემი შებმა შენ გინდა , ვარდები არ მიყვარს არ შეწუხდე! -რა მეამიტი ხარ,წარმოდგენაც არ გაქვს რა შარში ხარ! -რა გინდა ელეონორა -მამაჩემს მამაშენი სჭირდება, ორი ვარიანტი იყო ან ბარბარე უნდა მომენახულებინა ან შენ ! მე დადვანების ოჯახს არ ვიცნობ ,შენ კი თამაშში ამყვები ან ათ წუთში ეს სახლი ნანგრევებად იქცევა 27 წლის ახალგაზრდა ექიმის ძვლები დარჩება მხოლოდ! პარალელურად მამას ბიჭები დადვანების სახლში შევლენ ... რა ჰქვია შენს პატარა დისშვილს? მგონი ალექს...- წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ისე წამოვარდა ბექა ყელში წვდა და სავარძლიდან ჰაერში ასწია -ახლა რომ მოგკლა მამაშენი რას გააკეთებს -ხელი გამიშვი ! -მამაჩემისგან რა გინდათ -კომპანია -მამაჩემი შეეწირება და ერთ პროცენტსაც არ მოგყიდით -მამაჩემი არ ყიდულობს,მამაჩემი ითვისებს ! -ამას რატომ მეუბნები -გგონია გეგმაა ესეც? -ორმაგ თამაშს თამაშობ... მამას ღალატობ ჩემ გამო? -სისხლის გარეშე რომ მივიღო კონჯარიების ბიზნესი ,მამა იმას მიიღებს რაც სურს -ვერ მიიღებს ! -ექიმი ბიჭი ბიზნესს დაიცავს? -შეცდი სიმართლე რომ მითხარი , ახლა ერთი ნაბიჯით წინ ვარ . -მე მწვერვალზე ვარ ,ჩემს შემდეგ უფსკრულია საათს შეხედა, თითქოს წამზომი ჰქონდა ჩართული. ზურგი აქცია კონჯარიას და წავიდა! კონჯარიას არ შეუჩერებია,უბრალოდ უყურებდა მიმავალს და მთელი ღამე ფიქრობდა ,ფიქრობდა მანამ სანამ გააწყვეტილება არ მიიღო... ...................... დივანზე ფეხებგაშლილი იჯდა , ტუჩებშორის სიგარეტის ღერი მოექცია და მშვიდად ეწეოდა. მასპინძელის გამოჩენას მოთმინებით ელოდა ,სიბნელე იყო მაგრამ ხედვა არ უჭირდა. კარი რომ გაიღო და ნაბიჯების ხმა გაისმა, გულისცემა აუჩქარდა, ისევ ისე გააბარაზა ამ შეგრძნებამ,მაგრამ დააიგნორა . მასპინძელი აშკარად არ ჩქარობდა ოთახში შესვლას. რამდენიმე წუთში კარი გაიღო დერეფნიდან შესულმა სინათლემ ოთახის ნაწილი გაანათა . სავარძელში მოკალათებული ქალი კარში მდგომ მაღალ სილუეტს უყურებდა . არც კი შეუხედავს კაცის ხელში მოქცეულ იარაღზე ,თვალებში უყურებდა მხოლოდ -ვინ მოგცა უფლება , როგორ ბედავ ჩემს ტვინში ჩასახლდე და გონება დამიბინდო! ვინ ხარ შენ რომ მოდიხარ ტვინს მირევ და ქრები! როგორც იქნა დავწერე, დამაგვიანდა.დღეს არ მეგონა თუ მოვახერხებდი ...იმედია მოგეწონებათ .ცოტა დარჩა დასრულებამდე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.