ჯენტლმენი სრულად
ჯელტმენი-ფრანგული სიტყვაა,რაც ნიშნავს კეთილშობილს.ჯელტმენი არის მამაკაცი,რომელსაც აქვს კარგი განათლება,აქვს კარგი შემოსავალი საკუთარი ბიზნესიდან,აქვს უზადოდ დახვეწილი მანერები და არის ძალიან გალნატური.ასევე უნდა ვაღიაროთ,რომ ის დიდი პატივის მცემელია მანდილოსნების მიმართ.სიტყვა ჯელტმენი არ შეიძლება ეწოდის მამაკაცს,რომელიც არის საზოგადოებაში უხეში,ჯელტმენი მამაკაცი ყველგან იცავს თავის ედიკეტს.არის უაღრესად ზრდილობიანი თავის მიმართვით ადამიანების მიმართ.ალექსანდრემ ძალიან კარგად იცის ქუჩის წესებიც და იცის როგორ გამოჩნდეს საზოგადოებაში გალსტუკით და სმოკინგით.ისე მიყვება მის მიერ დაგეგმილ გზას,რომ ჯერ არ შეშლია არაფერი,არავისთან.სადაც საჭიროა არის მწარეც,უხეშიც და ცინიკოსიც.სადაც საჭიროა,კი არის უძლიერესი ბიზმესმენი და თავისი საქმის უბადლო მცოდნე.ალექსანდრე ვერ იტანს ვერც პირფერობას და ვერც უზრდელობას და ყველაზე მთავარი,არ არის ბოროტი,ის თავად ვერ იტანს ბოროტ და ორ-პირ ადამიანებს. -ძალიან მოსაწონი ადგილია,მართლა მომეწონა სიმყუდროვეა.უბადლო ადგილია, სადაც შეგვიძლია მშვიდად ვისადილოთ და თან ვისაუბროთ. აჩის გახედა და მოწონების ნიშნად თვალი ჩაუკრა. -მეგობრებთან სადილი ულამაზესი ხედის თანხლებით,ხომ კარგად მოვიფიქრე.აჩიმ გაუღიმა მეგობრებს და მენიუს ჟურნალს ჩახედა. ალექსანდრემ ღიმილით შეხედა მეგობარს და უთხრა. -ბავშვობის შემდეგ არ შეცვლილხარ,ისევ ისეთი ცანცარა და მოუსვენარი ხარ. -მე, როგორც მხედავ ისევ ისეთი ვარ სან.შენ?შენ როგორ ხარ,ახლა რომ დაბრუნდი საბოლოდ,რას აპირებ.პირდაპირ და დაუფიქრებლად უთხრა აჩიმ ალექსანდრეს და თვალებში შეხედა.ალექსანდრეს თვალები,ჯერ კიდევ გადმოსცემდნენ უზარმაზარ ტკივილს. -ახლა ნელა-ნელა იმ ხალხს მივხედავ,ვინც წლების წინ ერთ მძიმე დამნაშავეს ხელი დააფარეს და დღემდე ასეთ დანაშაულებებს სჩადიან.დღემდე უდანაშაულო ადამიანებს აუბედურებენ,უმწარებენ სიცოცხლეს და ნამდვილი დამნაშავეები სიცოცხლით ტკბებიან.,თავად კი ამ დანაშაულის დაფარვით სიმდიდრეებს აგებენ. -არ მომწონს შენი საუბრის ტონი,რაღაც საშინელება გაქვს ჩაფიქრებული,რას აპირებ ალექსანდრე. -რაააა?როგორ მომმართე,ალექსანდრე?როგორც ვხედავ,მე შენთვის სანი აღარ ვარ უტა. -შენ ჩემთვის და აჩისთვის ყველაფერი ხარ.მაგრამ ახლა რას აპირებ,ყველაზე მეტად ეს მინდა გავიგო. -არ დაგიფიცავ,გულახდილად გეტყვი.ახლა,აქედან მე იმ შეწყვეტილ ბრძოლას გავაგრძელებ,რომელიც 10 წლის წინ შეწყდა,ისე რომ არც უძებნიათ ნამდვილი დამნაშავე.ან სად უნდა მოეძებნათ,როცა ცხვირის წინ ჰყავდათ.ეს თავადაც კარგად იცოდნენ და ამიტომ ყველაფერი უცებ მიჩქმალეს. -მარტო შენს თავზე ნუ აიღებ ამ დანაშაულს სან.ნუ იდანაშალებ თავს,ჩვენ ყველა,სამივე დამნაშავე ვართ,სამივემ დავაშავეთ.იმ დღეს სამივე დაკავებული ვიყავით,ერთ-ერთი რომ ნინის გვერდით ვყოფილიყავით ის არ მოხდებოდა,რაც მოხდა.მარტო შენ არ ხარ სან ამ ომში,ჩვენც შენს გვერდით ვართ. თქვა თავჩაქინდრულმა აჩიმ.უტამ კი ორივეს შეუმჩნევლად მოიწმნდა ცრემლი,მაგრამ მაინც მტკიცე ხმით თქვა. -ყველაფერი უნდა გავთვალოთ კარგად და სირთულეების გარეშე უნდა გავაკეთოთ საქმე. -მართალია,სირთულეების გარეშე,მეც არ მინდა სირთულეები და პრობლემები,მაგრამ ჩემი ხელით უნდა გავუსწორო ანგარიში.ვისკი მოსვა,აჩის შეხედა და თვალით ანიშნა,ჩუმად კი უთხრა. -იქ რომ სამი გოგო ზის,რომელიმეს იცნობთ?არ მიიხედო ახლა,რადგან ერთი პირდაპირ თვალებში მიყურებს.აჩიმ წამოდგა და ბარისკენ წავიდა,ბარმენს რაღაც უთხრა და იქედან დაბრუნებისას შეავლო თვალი სამ ულამაზეს გოგონას.დაჯდა,ვისკი მოსვა,ალესანდრეს თვალი გაუსწორა და უთხრა. -ვერ ვცნობ,მაგრამ ერთი მეცნო.გავარკვევ ყველაფერს და გეტყვი,დავაზუსტებ ინფორმაციას და გადმოგცემ.ვისკით სავსე ჭიქა მიიტანა პირთან და მისდაუნებურად შეხედა,რომ გოგონამ წვენი მოსვა და წვენით დასველებული ტუჩები ენით მოიწმინდა.თვალი მოარიდა,მაგრამ მის გონებაში ჩარჩა ეს მომენტი. -კარგი ნუ გადავარდები სასოწარკვეთაში,ის მსუქანი გოგო ჩემი ახლობლის მეგობარია და მისგან გავარკვევ ყველაფერს.უთხრა უტამ და თან თვალს არ აშორებდა სანდროს.შემდეგ გაეცინა და სიცილით უთხრა.-პირველად ვხედავ,რომ ვიღაცამ შენი ყურადღება მიიპყრო.მიხარია,რომ ამდენი წლის შემდეგ გოგონას ვინაობით დაინტერესდი. -მართალია,დავინტერესდი და იცი რატომ?ვიღაცას მაგონებს მე ეს გოგონა,სადღაც მყავს ნანახი.მაგრამ ჯერ ცეცხლის დანთება ადრეა,კარგად უნდა შემცივდეს რომ ბუხარი ავანთო.თქვა და შეხედა გოგონებს, ერთად წამოდგა სამივე. -ღმერთო ახლა მოვკვდები გოგოებო,გაიხედეთ მარჯვნივ რა მაგარი ტიპები ზის.შუანა ჩემია,არ დაგითმობთ,ტყუილად ნუ შემედავებით.ერთმა გაიხედა და ენით მოილოკა ტუჩები და თან თქვა. -კლარა რა გემოვნებს გაქვს,რა თვით-მომაკვდინებელი სიფათი აქვს,მის ფეხებთან რომ წავიქცე მომეხმარება წამოდგომაში?. -კარგი ნუ მიაშტერდით,რა გემართებათ.წავედით,არ გვინდა მოულოდნელი პრობლემები.მკაცრი სახით გადახედა მეგობრებს კლარამ და ფეხზე წამოდგა,მეგობრებიც წამოაყენა და ბარმენთან მივიდა ფულის გადასახდელად. -რამდენია ჩვენზე?იკითხა და საფულე გახსნა. -თქვენი გადახდილია.უთხრა ღიმილით ბარმენმა. -ვინ გადაიხადა? -ეს კი საიდუმლოა,არ შემიძლია თქმა.გაოცებული და გაკვირვებული იყო და თან რაღაც უცნაური გრძნობა დარჩა,უცნობი რომელიც რამოდენიმე საათი თვალს არ აცილებდა,ეგონა უკან გაყვებოდა,სახელს კითხავდა,ტელეფონის ნომერს გამოართმევდა და გაეცნობოდა.გული დაწყდა,რომ უცნობს მის მიმართ არანაირი რეაქცია და ინტერესი არ დაუფიქსირებია.გონებიდან არ ამოდიოდა,მამაკაცის ლამაზი პირ-სახე,ნავარჯიშები სხეული და ძალიან მიმზიდველი ტუჩები.სახლში გაბრუებული მივიდა და მთელი ღამე ბორგავდა,სიზმრად ხედავდა თითქოს უცნობი მამაკაცის კუნთიან მკლავებს თავს ვერ აღწევდა,რომელიც ტანზე შემოხვეოდა.სიგიჟე იყო ეს ყველაფერი,მაგრამ უცნობთან ყოფნის სურვილი იმდენად დიდი იყო,გონის დაკარგვამდე უნდოდა მასთან ყოფილიყო და ამ მომაკვდინებლად ლამაზი მამაკაცით შეეგრძნო პირველი მამაკაცური სითბო და სიამოვნება.ყოველი ღამე ტკივილი ჩადგა მასა და უცნობი მამაკაცის შორის.უნდოდა სიზმრები გაგრძელებულიყო და სიზმარში მაინც დამტკბარიყო მისით,მაგრამ ხელიდან უსხლტებოდა,ერთ ირონიულ ღიმილს დაუტოვებდა და გაქრებოდა მისი სიზმრიდან. მთელი ღამეები ფიქრობდა საიდან ეცნობოდა გოგონას სახე,რამდენჯერ ფიქრში ვერანდაზედაც კი ჩასძინებია,ერთ საღამოს კი თითქოს მეხსიერების ღილაკი გაიხსნა და ღიმილმა გამუპო ლამაზი ბაგე და როგორც იქნა გაახსენდა,გაახსენდა პირველად რომ დაინახა, ქარი იყო და მისი გრძელ გაშლილ თმებს ქარი აფრიალებდა, ეს მისი გრძელი თმის ფრიალი და მოკლე კაბის ქარისგან შეტეხილი სილუეტი დარჩა სანდროს მეხსიერებას და ფიქრობდა, თუ სად იყო კიდევ შესაძლებელი გოგონას ნახვა.მხოლოდ მასზე ფიქრობდა,სად უნდა ენახა ეს პატარა გოგონა დამშვიდებული სახით და ასრულებული სურვილებით, ასრულებული ფიქრებით და ნატვრებით.ამ ყველაფერზე ფიქრი ჩემთვის ჩემი სულის თავისუფლება იყო და აჩქარებულად ვსუნთქავდი.ერთ დღეს გზატკეცილზე ჩემს წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა,უეცრად მანქანიდან გადმოვიდა გრძელ თმიანი გოგონა და ზებრა გადასვლელზე მოხუცებულს დაეხმარა გადასვლაში,გადაიყვანა გზის მეორე მხარეს და ისევ მანქანაში ჩაჯდა, გვერდით მოიხედა და უნებურად გაოცებულმა შემომხედა,საჭე ისე მოირგო და მის ყველა მოძრაობაში იმხელა ძალა ჩანდა, კიდევ მეტად მომინდა, საჭის ნაცვლად ის ხელები ჩემს ხელებში მეგრძნო.სასწაული მოხდა,ან უფალმა იცოდა,რომ ვეძებდი და შემთხვევით,ეს შეხვედრაც მოგვიწყო.ტელეფონზე უტას ზარმა გააწყვეტინა ფიქრი,რომელმაც ახალი ამბავი უთხრა. -გისმენ უტა. -სან სად ხარ. -სახლში მივდივარ,რა ხდება რამე გინდოდა? -მისამართს მოგწერ და ამ მისამართზე მოდი, რომელსაც მიიღებ და ჩვენც იქ დაგელოდებით,შენთვის სიურპრიზი გვაქვს. -როგორ არ მიყვარს ეს სიურპრიზები, მაგრამ მაინც მოვალ. გავთიშე და იქ წავედი,რა მისამართიც უტამ მომწერა.სწორედ იქ ვნახე,ამდენი წლების ძებნის შემდეგ,იჯდა ჩემ პირდაპირ და იცინოდა რაღაცეებზე. ჩემს მოყოლილ სასაცილო ამბებზეც იცინოდა და რაღაცნაირი იყო, სუფთა და თავისუფალი.მიზიდავდა და რა მექნა არ ვიცოდი,არც ის ვიცოდი რა მემართებოდა.ყველაფერი მომწონდა, რასაც ლაპარაკობდა, როგორც ლაპარაკობდა, ხმის ტემბრი მომწონდა მისი, ნელი მელოდიასავით სიტყვებს როგორ წარმოთქვამდა ეს მომწონდა მალულად და ოსტატურად,სხვების შეუმჩნევლად თვალს არ მაშორებდა და დაჟინებულად მიყურებდა.თავი გავაკონტროლე და ვსაუბრობდით ყველანაირ თემაზე,ძალიან თავისუფლად და აღელვების გარეშე.მოულოდნელად წამოდგა და აივანზე გავიდა,მეც სული მეხუთებოდა სახლში და გავყევი უკან.მის უკან დავდექი,კისერში თმა გადავუწიე და მისი სუნი შევისუნთქე,ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული და ჩემს ხელებში შემოვაბრუნე,ვერანდას მივაყუდე,ვერ მოვითმინე დავიხარე და ვაკოცე.ვაკოცე ნაზად, ბუმბულის შეხებასავით ნაზი იყო მისი ტუჩები,მაგრამ მშრალი. მშრალი და ცხელი, მთლიანად ისეთი ცხელი იყო, რომ წითელ ბაგეებს ზედვე დავადნებოდი მეგონა.თვალები დახუჭული ჰქონდა,თითქოს კოცნის შეგრძნებით ნეტარებაში იყო,ერთი შემხედა,მკრთალად გამიღიმა და სახლში შევიდა.მე კი თავს ვერ ვაკონტროლებდი,მიზიდავდა მისი სწორი ჩამოქნლი ფეხები,მაგრამ არ ვჩქაროდი,უკვე ვიცოდი სადაც იყო,აქ მყავდა ჩემს ტერიტორიაზე,ჩემს სივრცეში.სახლში შევედი და ზაქროს თვალი ვუქნიე გარეთ გამოსულიყო. -რა ხდება,მოგაჯადოვა? გამიღიმა ზაქრომ. - იცი ამ გოგოს რამდენი წელია,რომ ვეძებ? -რატომ,რა ხდება. -მომწონს. მოულოდნელად მათე გამოვიდა ვერანდაზე და გაოცებულმა უთხრა სანდროს. -ღადაობ,იცი ვისი შვილია? -ვიცი მათე და სწორედ მაგიტომ უნდა დავუახლოვდე. -არ გირჩევ.სან ის ძალიან სხვანაირია და ნუ იზამ მაგას. -გამაცანი. -მე ვიფიქრე,რომ უკვე კარგად გაიცანით ერთმანეთი. -არა,მხოლოდ ერთი კოცნა ვაჩუქეთ ერთმანეთს. -მე მაინც არ გირჩევდი. -შენ, არაფერ შუაში არ იქნები. -სან იქნებ გადაიფიქრო. -გამაცანი,უფრო ახლოს უნდა გავიცნო. -კარგი,მაინც არ გადაიფიქრებ ვიცი რა ჯიუტი არსებაც ხარ.სახლში შევიდნენ და სამეგობროს წარუდგინა ახლად შემომატებული მეგობარი. -მეგობრებო გაიცანით,ჩემი უახლოესი მეგობარი ალექსანდრე (სანდრო) ნარიმანიშვილი.ყველას ხელი ჩამოართვა და დადგა წუთი,მის ნაზ ხელსაც რომ შევხებოდი. -კლარა მორთულაძე. -ვიცი,ანდრო მორთულაძის ძმიშვილი.უთხრა მისი ცივი და მკაცრი ხმით.მოეწონა სანდრო მაგრამ აღარ შეეძლო იქ გაჩერება და სახლში წავიდა,ზაფხულის მიუხედავად, სუსხი იყო ჰაერში, აბუზული მიდიოდა და უაზროდ დააბოტებდა, ხელებით ითბობდა მკლავებს, ასე ეგონა ყველა გამვლელი მას უყრებდა.ყველაფერი რიგზეა და შიშის საფუძველი არ არსებობს,როგორ განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან და ყოველ ჩვენგანს აქვს უფლება, სასურველი დოზით ჰქონდეს ურთიერთობა სხვებთან.მე კი საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი და საერთოდ არ მაქვს არავისთან ურთიერთობის მოთხოვნილება, თითქოს მზერა შიგნით, საკუთარი პიროვნებისკენ მაქვს ჩაბრუნებული და გარეთ გახედვაც არ მინდა.კოცნა,პირველი კოცნა რა სასიამონო არის,მაგრამ ვერ გავამხელ,უნდა დავმალო და დავკეტო ეს საკუთარ სამყაროში. რა მოხდა ათი წლის წინ?რამ ააღებინა ცხოვრებაზე ხელი სანდროს და რატომ უნდა შური იძიოს?ამ ყველაფერს ახსნა აქვს მეგობრებო.ცხოვრება რთულია, ამას მხოლოდ მე არ ვამბობ,ცხოვრება იოლი არავინისთვის არის,ყველასთვის მძემე და რთულია.სანდროს არ ჰქონდა მარტივი ცხოვრება,მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც საოცრად თავისუფალი და ლაღი გაიზარდა.ალექსანდრე (სანდრო) ნარიმანიშვილი. თვალი გაახილა თუ არა, მას შემდეგ ახსოვს პატარა ოთახი და თეთრი კედლები.წამოიზარდა და მის ოთახში თმახუჭუჭა,ლოყებ-ჩაჭყენტილი ბიჭი შემოიყვანეს.ჯერ ზედაც არ უყურებდა,შემდეგ კი შეეჩვია მის ყოფნას ოთახში და გადაწყვიტა დალაპარაკებოდა. -რა გქვია? -უტა,უტა მქვია,შენ? -ალექსანდრე,ალექსი,სანდრო.რომელიც მოგწონს ის დამიძახე. -მე ასე დაგიძახებ მეგობრულად, სან. -კარგი,მაშინ მარტო შენ გექნება უფლება დამიძახო ასე.შენ და ნინის. -ნინი ვინ არის? -ჩემი მეგობარია,გაგაცნობ და ჩვენ სამი ვიქნებით მეგობრები. დამეგობრდნენ და რამოდენიმე დღის შემდეგ უტამ უთხრა სანდროს. -სან იქ რომ ბიჭი დგას მოწყენილი,მას იცნობ? -არა,მაგრამ ვიცი ახალია.ისიც ჩვენსავით მიატოვა მშობლებმა ალბად. -წამოდი გავიცნოთ და ოთხი ვიქნებით,სამი უფრო დავიცავთ ნინის. -კარგი.ჯიბეებში ხელი ჩაიყო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ღობის ძირში დამჯდარ ბიჭუნას.ჯერ აათვალიერა და შემდეგ უთხრა. -ახალი ხარ? -კი,ახალი ვარ. -მეგობრები არ გყავს? -არა,ჯერ არავინ მიმეგობრა. -გინდა ჩვენთან იყო და ვიმეგობროთ?მე სანი ვარ,ეს უტა.ბიჭუნამ ახედა,თვალები გაუნათდა სიხარულისგან და ღიმილით უთხრა. -მე აჩი ვარ.ბიჭებთან პატარა ცქრიალა გოგონამ მიირინა და სანდროს უკან დადგა,თან თვალები დააკვესა და წკრიალა ხმით უთხრა. -სან რატომ არ მოდი ჩვენს ადგილზე? -არ მეცალა ნინი.ნახე ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო.ეს აჩია,ეს კი უტა.ეს კი ნინია ბიჭებო და დღეიდან თქვენც ისე უნდა დაიცვათ ის,როგორც მე ვიცავდი აქამდე.პატარა ნინიმ შეიფერა სანდროს სიტყვები და ამაყად გადახედა სანდროს ბეჭიდან მის წინ მდგარ უტას და აჩის.იმ დღიდან ერთად იზრდებოდნენ ეს ოთხი მეგობარი და ხშირად ერთ საწოლზედაც დასძინებიათ თამაშით დაღლილებს.უტა რაც უფრო იზრდებოდა,ძალიან კარგად ერკვეოდა მანქანებში,ის უკვე 13 წლის ასაკში უკვე მანქანის მოტორსაც შლიდა და აწყობდა.აჩი უდარდელა იყო და უტას ეხმარებოდა ხოლმე.ნინი და სანდრო მეცადინეობდა და დიდი ოცნებები ჰქონდათ წინ სამომავლოდ.14 წლის იყვნენ,ახალი გოგონა რომ მოიყვანეს და ნინის ოთახში დაბინავდა.ლია თამამი იყო და ეს არ მოეწონათ ბიჭებს,ამიტომ ნინის აფრთხილებდნენ. -არსად არ გაყვე,თუ რამე დაგვირეკე რომელიმეს.ლია ბევრჯერ არ ბრუნდებოდა სკოლიდან და გამუდმებით ეძებდა მას აღმზრდელები.ბევრჯერ მის გვერდით ისეთ ბიჭებს ხედავდა,რომლებიც არაფერს და არავის არ ერიდებოდნენ.დრომ იმაზე სწრაფად გაიარა,ვიდრე ელოდნენ და ბიჭებმა სკოლაც დაასრულა,სრულწლოვანები გახდნენ და სანდრომ თავისი დაუღალავი ღამეების თევის შედეგიც მიიღო და სტუდენტი გახდა,ბიზნესის განხრით.უტამ მანქანების სახელოსნოში დაიწყო მუშაობა და გვერდით ამოიყენა აჩიც.ნინი კი ჯერ კიდევ სკოლაში იყო,ორი წელი უნდოდა მას სკოლის დასრულებამდე.ყოველ დღე აკითხავდნენ და უყურადღებოდ არ ყავდათ,მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ის საშინელება,რომელსაც არცერთი არ ელოდა.ვერ მიაკითხა ვერცერთმა იმ დღეს და საღამოს სანდროს მისმა ყოფილმა აღმზრდელმა დაურეკა და აცნობა,რომ ნინი სკოლიდან არ დაბრუნებულა.ფეხზე დადგა ბიჭები,ყველგან ეძებდნენ,მაგრამ ნინის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს.ოთხი დღის შემდეგ იპოვნეს ქალაქიდან შორს,ტყეში.ძებნის დროს,როცა ყველა ნინის საძებრად იყო გასული, შემთხვევით უტამ რაღაცას ფეხი წამოკრა და ძირს დაეცა,მაგრამ არ დაეცა მწარედ,ის რაღაც რბილს დაეცა და გაუკვირდა.იმ ადგილზე ბევრი ფოთლები იყო თავმოყრილი და წინ წასულ აჩისს დაუძახა,მასთან სანამ აჩი მივიდოდა,ხელით ფოთლები გადასწია და უტა ჯერ გაშეშდა და შემდეგ ღმუილი დაიწყო.აჩი მიუახლოვდა და გაშეშებული დაჰყურებდა ზემოდან,შემდეგ კი მუხლებზე დავარდა,პირზე ხელი მიიფარა და ღმუილი დაიწყო.ფრთხილად წაიღო ხელი და ფოთლები გადაწია, მათ წინ კი საოცრად დასახიჩრებული,ნაწამები ნინის უსულო სხეული ეგდო.ერთი საზარლად დაიღრიალა ორივემ და სანდრო ცივად მობრუნდა ბიჭების ხმაზე.გულში მტკივნეულად ჩამოჰკრა სიმმა და გულზე ხელ მოკიდებული მირბოდა ბიჭებთან.მივიდა და მათთან ერთად ისიც მუხლებზე დაეცა,საშინელი სანახავი იყო,ხელი წაიღო თავი ააწევინა და ფრთხილად მიიკრა გულზე ნინის უსულო სხეული,ყელიდან კი რაც ძალა ჰქონდა საშინელი ღრიალი ამოუშვა.ყველა იქ მოგროვდა,უტამ გაიხადა თავისი მოსამცმელი და ნინის შიშველ სხეულს გადააფარა.სანდროს ვეღარ აკავებდნენ,ტკივილისგან მიწაზე ფორთხიალობდა და ამ ფორთხიალში,ხელში მოხვდა ხელის ვერცხლის ბრასლეტი,ერთი შეხედა მხოლოდ,ეცნო და გაუკვირდა,მაგრამ ჯიბეში ჩაიდო ყველას შეუმჩნევლად.ის ბრასლეტი ბევრჯერ დაუნახავს ლიას მეგობრის ხელზე,ის ბიჭი არასდროს არ მოსწონდა,თან ცნობილი მაიორის შვილი არის. არაფერი არ თქვა,იქნებ დამთხვევააო,მაგრამ შეცდა დრო რომ ნახა დააკვირდა და სწორად გამოიცნო იმ პიროვნების სახელი ეწერა შიგნიდან.ეგონა, მოკვდებოდა ტკივილისგან,რას წარმოიდგენდა,ასე ჯოჯოხეთად თუ ექცეოდა ღამეები.თითქოს ყველგან ნინის თვალებს ხედავდა,მაგრამ არ იყო ეს თვალები ადრინდელივით სიხარულით სავსე,ახლა ეს თვალები ცრემლიანი იყო და დიდ ტკივილს გადმოსცემდა.რაც დრო გადიოდა, ვეღარ უძლებდა ღამის ტკივილებს და კოშმარების მოლოდინიში დალევაც კი დაიწყო.თვეები გავიდა და არანაირი წინსვლა არ ჰქონდა ნინის მკვლელობის ძიებას,ესეც არ ეყოთ და საქმე მოულოდნელად დახურეს.შეთითხნეს რაღაც საქმე ვიღაცაზე,ვითომ ის იყო მკვლელი და მოძალადე,ცოდვას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლაო.ასე შერჩა ნამდვილ მკვლელს ნინის გაუპატიურებაც და მერე მისი წამებით მოკვლა.სანდრომ უსამართლობის გამო,გამოცდები სამი წლის შემდეგ გადააბარა და იურდიულზე მოეწყო.წარჩინებული სტუდენტი იყო და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ნინის მკვლელი თავად მოეძებნა და თავად ეწამებინა.გეგმა შეადგინა და ფოტო-შოპით გაკეთებული ფოტოები ჯერ ინტერნეტში განათავსა და შემდეგ განყოფილებაში მოძალადის მამას გაუგზავნა. თან წერილიც დაუწერა პატარა ქაღალდზე რამოდენიმე სიტყვით. -არ გიფიქროს გულმა ჩემი ნინის სიკვდილი შეგარჩინო,მაგრამ ჯერ გიყურებ,მაინტერესებს როდემდე გინდა დაფაროთ ეს ყველაფერი ბ-ნო მაიორო,კვალი თქვენს შვილს მოყვება ფეხ და ფეხ.როდემდე დამალავ სიმართლეს,ის სხვისი შვილი იყო და არ შეიცოდეთ,სიკვდილისთვის გაიმეტა თქვენმა ცხოველმა შვილმა და თქვენ კი თქვენი შვილი ციხეში ჩასასმელად გტკივათ,რომ ვაჟკაცურად აღიარებინოთ დანაშაული და სასჯელიც მოიხადოს.მე ვიქნები ის ადამიანი,ვინც შურს იძიებს ნინის მოძალადეზე და მკვლელზე.ზუსტად ასეთი სიკვდილით მოკვდება თქვენი შვილებიც,ამაზე მე ვიზრუნებ,სიუპრიზს ელოდე სულ მალე,უარესად გეტკინებათ.ესე იგი თქვენს შვილზე ხელის დაფარება სანანებელი გაგიხდებათ.მაიორი ანდრო გიჟს დაემსგავსა და უკვე ზომების მიღება დაიწყო,შვილები საქართველოდან უნდა გაეგზავნა საზღვარგარეთ.შეეშინდა მის სოფისაც ნინის ბედი არ წეოდა. -როგორ დაემსგავსა დედამისს. მანანა როგორიც იყო მის გაჩენამდე, ზუსტად ისეთი გახდა. -შენ გააფუჭე ჩემი შვილი,შენ აფარებდი ყველა ბინძურ საქმეებზე ხელს და აი შედეგიც,ის საწყალი გოგოც მიწაში ამოდო და თავის თავიც დაიღუპა. -მანანა ახლა საყვედურების დრო არ არის,ეს ყველაფერი რომ სამინისტროში გააგზავნოს,დავიღუპები,გესმის? -შენნაირი ხასიათი აქვს კობასაც შეუბრალებელი და უხეშია,დედამისის არაფერი არ აცხია,დედამისს სოფია ჰგავს.უშველე სოფიას და ის გადაარჩინე. სიბრაზისგან ღმუოდა ანდროს ძმა და ძმიშვილების ბედი ანაღვლებდა,ადგილს ვერ პოულობდა სიბრაზისაგან. -სოფია ჯიუტია გელა.მაგრამ ჭკვიანი,,იმედია არ გამიძალიანდება.ის ახსნას მომთხოვს,რატომ ვაგზავნი და მიხვდება ყველაფერს.რამოდენიმე დღეში ანდრომ მოახერხა შვილების გაშვება ლონდონში და თითქოს მშვიდად იყო,მაგრამ ყოველ დღე რეკავდა და გებულობდა შვილების ამბებს.სანდრომ მეგობრებს საიდუმლოდ უთხრა,რომ საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა მისი ცოდნის გასაღრმავებლად და ამისათვის ერთ პროგრამაში გაერთიანდა.უტა დააეჭვა სანდროს მოულოდნელად გადაწყვეტილების მიღებამ,მაგრამ წინ ვერ დაუდგა,რადგან იცოდა სანდრო სწავლას არავის და არაფლის გამო არ დაანებებდა თავს. გულმა არ მოუთმინა და ეჭვნარევი ხმით შეეკითხა. -დარწმუნებული ხარ,რომ სწავლის გასაღრმავებლად მიდიხარ -აბა რისთვის წავალ უტა. -ვიცი,რომ გიჭირს.ვიცი,რომ ძნელია ეს ყველაფერი არა მარტო შენთვის,ჩვენთვისაც,მაგრამ შენ უნდა შეიცვალო,უნდა ცადო მაინც შეცვლა. -თუ კარგად დამაკვირდები,შემატყობ,რომ მე შევიცვალე უტა. -ვიცი,ვხედავ.შენ ის სანდრო არ ხარ,მე რომელსაც ვიცნობდი. -ის სანი შენ რომ იცნობდი,ხუთი წლის წინ მოკლეს ძმაო. -დაგვიბრუნდი, სან შენ შენს საძმოს სჭირდები. -მე არავის აღარ ვჭირდები. -გვჭირდები,რატომ არ გესმის,გვჭირდებიიი. თვალცრემლიანი დადგა აჩი სანდროს წინ.გული მოწვა მეგობრის თვალზე დანახულმა ცრემლმა,მაგრამ მკაცრად და მტკიცედ უთხრა. -ნუ მელოდებით,მე ვისაც ვჭირდებოდი ის ვერ დავიცავი.სანამ სისხლით არ ვაგებინებ პასუხს მისი დანაშაულისთვის სანი არ დაბრუნდება აჩი.ამისათვის დროც მჭირდება და სწავლის გაღრმავებაც,რომ შევძლო ამ ყველაფრის გაკეთება.გპირდებით,ყველაფერი კანონის დაცვით მოხდება.. -მითხარი რაში დაგეხმარო.რა შემიძლია გავაკეთო, შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი ძმაო. -ჯერ-ჯერობით არაფერში,თავად გავწვდები. -არანაირი თავის გამართლება არ მოიძებნება სიტყვათა კონაში,როგორიცაა მკვლელობა,ან მისი მცდელობა. -მე არ მოვკლავ არავის უტა.მე სისხლში ხელს არ გავისვრი,მე არა ვარ მათნაირი ცხოველი,მაგრამ მე ვიყავი პატიოსნად,ჩემთვის ვსწავლობდი,მაგრამ სწორედ დღევანდელმა უსამართლობამ მიმიყვანა ამ ზომამდე.ჩემი საყვარელი ადამიანი, სისხლიანი ქუჩაში მიაგდეს,თავიანთი ველური ჯინის დაკმაყოფილების შემდეგ,ის სისხლისგან დაიცალა და უპატრონოდ გარდაიცვალა.ვის ვაპატიო ნინის ასეთი წამება უტა ვის.იღრიალა ბოლო სიტყვები და იქვე სავარძელში ჩაჯდა. -ეს წლების წინ იყო,წარსულს უკან ვერ დააბრუნებ ძმაო,ვერც........ -ვერც ნინის დავაბრუნებ,მაგრამ მისი სიკვდილისთვის პასუხს აგებს დამნაშავე და თან ძალიან მწარედ. -დაივიწყე სანდრო წარსული,არ გააკეთებ ამას და მე წავალ შენგან. სანდრომ შეხედა უტას,ფეხზე წამოდგა და ხელით კარი უჩვენა. -რადგან ეს ასე ძალიან გინდა,წადი.მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ,რეალური და სიმართლით გაჟღენთილი ცხოვრება არ არის ადვილი.შენ წახვალ და რამოდენიმე დღეში,გაათვითცნობიერებ შენს შეცდომას და თავად დაბრუნდები.შენც შეგაწუხებს ეს უსამართლობა,ძილში ნინის სიცილი და კისკისი არ მოგასვენებს,წადი. მე ჩემმა წილმა ცხოვრებამ ზურგი მაქცია,გზიდან გადამახვევინა.არ გეტყვი, არ იცი რა მწარეა ცხოვრება შენიანების გარეშე,როცა არავინი არ გყავს,როცა საშინელი სიჩუმეა სახლში,როცა გინდა გყავდეს დედა,გყავდეს მამა,გყავდეს და ან ძმა.არ გყავს და არ გაქვს უფლება მათ გულში ჩაიხედო,მოეფერო,მათ თვალებზე გაჩენილი ცრემლი შენი ხელით მოწმინდო,ჩემი სახლის კარები და ასევე თქვენი სახლის კარები მათთვის არასდროს არ გაიღება,დახურულია.რადგან როგორც მე,არც თქვენ არ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება.სულ ახლახანს გავიგე,რომ მყავს ბიძაშვილები.მივედი კიდეც მათთან,რადგან მინდოდა ჩავხუტებოდი ყველას,მაგრამ მე მათთვის სირცხვილი ვარ,რადგან არ გავიზარდე მათსავით სამ სართულიან სახლში,არ მყავდა მოახლეები,არ დავყავდი სკოლაში მძღოლს.მე მათთვის სირცხვილი ვარ,გესმის?სირცხვილიიიიი.მე ისინი მტრად მიყურებენ.მე რომ მათ მივეღე,ნინის გეფიცებით ყველაფერს დავივიწყებდი და ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი,სულ ახალი ფურცლიდან,მაგრამ დღეს ეს არ შემიძლია. -შეგიძლია სან.სწორედ ამიტომ უნდა იყო ძლიერი,ისწავლო და შენს მიზანს მიაღწიო,დამიჯერე შურისძიებას ყოველთვის მოასწრებ.შენ დიდი კაცი გახდები და ყველას დაანახე შენი სახე,მომეცი ხელი და ერთად გავიდეთ საზოგადოებაში,გთხოვ ნუ მკრავ ხელს,ჩვენ ერთმანეთის ძალა ვართ,არც მე მყავს არავინ და არც აჩის ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს და ვერ გადავიტან შენ რომ დაგკარგო. -არ დამკარგავ,პირობას გაძლევ ბოლომდე ერთად ვიქნებით.სწავლასაც დავამთავრებ,მაგრამ შურს მაინც ვიძიებ იცოდე. - ერთად გავაკეთებთ ყველაფერს.ნინის გამო მეც და აჩიც შენს გვერდით დავდგებით,ნინი ჩვენთვისაც ძვირფასი იყო სან და ის ყოველთვის იცოცხლებს ჩვენს გულში. -მპირდები,რომ ბოლომდე ჩემს გვერდით ხართ? -გპირდებით,მუდამ შენთან ვიყოთ. -სიცოცხლის ბოლომდე ერთად. -სიცოცხლის ბოლომდე ერთად.ერთმანეთს გადაეხვია მეგობრები და ხელი-ხელ ჩაკიდებული გააგრძელეს ცხოვრება. შურისძიება იმდენად იყო სანდროს სულში გამჯდარი,ყველაფერი იღონა,რომ ლონდონში გაცვლითი პროგრამით წასულიყო,წავიდა კიდეც.შეიძინა რამოდენიმე მეგობარი,სანდრო დღე სწავლობდა და ღამე მუშაობდა,რათა საარსებო საშუალება ჰქონებოდა და თავი ერჩინა.კობამ ლონდონშიდაც იგივე საქმიანობა გააგრძელა,თავში ავარდნილ ბიჭს იქაც მამის ფულების იმედი ჰქონდა.გაიცნო რამოდენიმე ქართველი და მათ შორის ერთს დაუახლოვდა ძალიან.მათეს ყველაფერს უყვებოდა,მაგრამ რა იცოდა ის თუ მის ყველა საუბარს იწერდა და ინახავდა.მისი დაძაბული პროგრამის მიუხედავად,მაინც ახერხებდა კობასთან შეხვედრას სანდრო.მაგრამ არა მისი სახით,სანდრო სულ სხვანაირი ხდებოდა კობასთან შეხვედრისას.რამოდენიმეჯერ დახურულ კლუბშიდაც შეიყვანა,რომელსაც ,,შავი ბარი''ჰქვიოდა.ერთ დღეს კობას დაც გაიცნო,გაიგო მისი ასავად-დასავალი.გაიგო,რომ სოფო გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა და არც დაფიქრებულა,ისიც იმ კლუბში მიაყვანინა უცხოელ მეგობრებს.კლუბში სიბნელე იყო,სანდროს შურისძიების გამო, ბინძური გეგმა ჰქონდა ჩაფიქრებული და იმ ღამით ის ჩანაფიქრი უნდა შეესრულებინა. -მაგრად გასწორებს ახლა აქ ქალი,შენ რას იტყვი?უჩურჩულა კობას. -კი მაგარი იქნება,მაგრამ აბა როგორ.სანდრო წამოდგა და ბართან მივიდა ბარმენს დაელაპარაკა და შემდეგ თვალი ჩაუკრა.ბარმენმა კობას რაღაც სასმელი მისცა და კობამაც გამოართვა,სულ მალე სახეზე დაეტყო,რომ აღზნებული იყო,ერთი შავი მიუახლოვდა და სადღაც გაიყვანა,ერთ ბნელ ოთახში შეიყვანა და საუბარი აუკრძალა,არ უნდა ესაუბრა,თან თვალები აუკრა და საწოლზე დააგდო.მალე კარი გაიღო და ასევე თვალებ აკრული გოგონა შემოიყვანეს,ყველაფრის გახდა უბრძანეს ორივეს და დატოვეს ასე შიშვლები.თან მკაცრი გაფრთხილება დაუტოვეს,ხმას ამოიღებთ და კამერები დაგაფიქსირებთ,აქედან კი ცოცხლები ვერ გახვალთო.კობამ ახლოს მიჩოჩდა გოგონასთან და ყელში აკოცა,გოგონამ ერთი დაიკრუტუნა და კოცნაში აყვა,სიამოვნებამ მკერდიდან გაიარა და მთელი ტანში მოედო. გოგონამ მკერდზე დაადო თავი და თავისი სრიალა თმები გულზე დააფინა.თავი ააწევინა,გოგონას ტუჩები მოძებნა და ვნებიანად აკოცა,თითქოს საკუთარი გემო შეიგრძნო,მაგრამ ფიქრის დრო არ ჰქონდა,გოგონა რომ ედებოდა უფრო გიჟდებოდა,უფრო მეტი უნდოდა მისგან.სიამოვნებით დაასრიალებდა ხელებს გოგონას შიშველ სხეულზე და გრძნობდა თავადაც როგორ სიამოვნებდა ეს ყველაფერი მის პარტნიორს და უკვე აღარაფერზე ფიქრობდა.აი უკვე სიამოვნების ზენიტშია,მოდიოდა ნელ-ნელა, მოდიოდა სიცხე, მხურვალება, ეგონა მთელი სამყარო მოდიოდა თავისი სიმხურვალით და უსაზღვროებით და უკვე მოვიდა, იფეთქა, ერთდროულად გაუნათდათ ორივეს და სიამოვნებისაგან დაბნელდა თვალებში,მაგრამ არ შეჩერებულა და კიდევ ერთხანს თანაბრად სუნთქავდნენ,რომ მიხვდა, მზად იყო გაგრძელებისთვის,ისევ მიუბრუნდა გოგონას.ვერ ითმენდა,უფრო მეტი სიამოვნება უნდოდა ეგრძნობინებინა გოგონასთვის.ცოტა ხანში ისევ ავიდნენ სიამოვნების მწვერვალზე და ორივე სიამოვნებისგან ცახცახებდა,თან ხმამაღალი ხმით კვნესოდა.პირველი ჩანაფიქრი წარმატებით შესრულდა და კობა ძალიან ნასიამოვნები სახით დაბრუნდა ბარში.გოგონა კი გაქრა,ის იმ ღამის შემდეგ დიდი ხნით აღარ უნახავს. -იცი რა მაინტერესებს? კითხა ერთ დღეს მათეს. -რა,რამ დაგაინტერესდა,რამე არ მოგეწონა? -არა,ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ მაინტერესებს რატომ აგვიკრძალეს საუბარი პარტნიორებს ერთმანეთში. -რას გაიგებ,ალბად ნაცნობები ხვდებიან აქ ერთმანეთს და ეს რომ საიდუმლოდ დარჩეს.ვერასდროს ვერ გაიგებ,ვისთან იჟი...ვე დღეს.იმ ღამით კობას საკრედიტო ბარათებიდან ძალიან დიდი თანხა მოიხსნა და ეს თანხა მეორე დღეს,უნივერსიტეტში ხელშეშლილ სტუდენტებს მოხმარდა.ასე გრძელდებოდა თვეების მანძილზე,კობამ იმ ბარში სიარულს მოუხშირა და მათეს გარეშედაც რამდენჯერმე მივიდა და იმავე გოგონასთან ითხოვდა შეხვედრას,რამოდენიმეჯერ შეახვედრეს კიდეც,მაგრამ ისევ ისე უხმოდ უნდა ყოფილიყო.ერთი წლის შემდეგ,ისევ მოიკითხა ანონიმურმა წერილებმა მაიორი,ამჯერად მისი შვილების ფოტოები იყო სექსის დროს გადაღებული.თავში შემოირტყა ხელები ანდრომ და კობას სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნება უბრძანა.უმტკიცებდა კობა ტელეფონში მამას ეს ყველაფერი შანტაჟია და ფოტო-შოპიაო,მაგრამ რომ დაბრუნდა და ფოტოები თავად ნახა ელდა ეცა,გაახსენა ის ბნელი ბარი და ის ღამეები.ორივე და-ძმა თვალს ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს,კობამ ც კი სცადა,მაგრამ დედამ შეუსწრო და გადაარჩინა.ძალიან აირია,მაიორის ცხოვრება.ანონიმურმა წერილებმა იმატა და იმატა,წერილებს და ფოტოებს ახლა უკვე ვიდეო ჩანაწერიც მოყვა,თან აღიარება კობასი რომ ნინი მან ჯერ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა,რადგან ნინი არ დათანხმდა ცოლობაზე.ძმასთან ერთად უყურებდა ვიდეო ჩანაწერს და ღმუოდა.ყველაფერი ტკიოდა,მის თავს რაც ხდებოდა ისიც ტკიოდა და უკვე სიკვდილს ნატრობდა. -შენი ბრალია,შენ გააუბედურე ორივე შვილი.შენ დააფარე ხელი და შენ დამალე სიმართლე.მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უნდა მოვსპოთ.სოფი სასწრაფოდ უნდა გათხოვდეს,კობას მე დავიყენებ გვერდში და მე მივხედავ,ასე საჭორაო თემა ნელა-ნელა გაქრება ხალხში.სანდროსაც ამოეწურა ლონდონში ყოფნის ვადა და დაბრუნდა საქართველოში,არავის არაფერს არ უყვებოდა,არც აჩის და არც უტას.ესენი კი ხვდებოდნენ,რომ ეს ყველაფერი სანდროს მოწყობილი იყო.სანდრომ ისწავლა რამოდენიმე ხერხით კარებების გაღება და ერთ დღეს მორთულაძეებსაც ესტუმრა,როცა ყველა ეკლესიაში იყო ქალიშვილის ჯვრისწერაზე.ყველა საბუთი რაც კი მისგან დაფარული მკვლელობი იყო და მკვლელებ ხელს აფარებდა,ეს ყველა გადანახული საბუთები სახლში ჰქონდა და სეიფში ინახავდა.ყველა ქაღალდები,წლების წინ მომხდარი მკვლელობები, გამოუძიებელი საქმეები ჰქონდა გადამალული,წამოიღო და წამოვიდა,თან ხელს გამოაყოლა რამოდენიმე ათასი დოლარის საფასური ძვირად ღირებული ნივთები,ყველაფერი გაასაღა საღამომდე და ეს მნიშვნელოვანი საბუთებიც საიმდო ადგილზე გადამალა.უკვე მხუთე კურსის სტუდენტი იყო,წარმატებით მიიწევდა წინ და პარალელურად თავისი ბიზნესი წამოიწყო,აჩი და უტა გვერდით დაიყენა და თავად თავისივე კომპანიის იურისტი იყო.სანდრო ორი ცხოვრებით ცხოვრობდა,ყველა იმ ხალხს ვინც დაფარა ნინის მკვლელის ვინაობა,ნელა-ნელა უსწორდებოდა.ისეთ ბინძურ საქმეებს სჩადიოდა ღამე,ისეთი სადისურად იქცეოდა,არ ერიდებოდა მდიდრების არც გაუთოებას,ან ცხელი ზეთის უბეში ჩასხმას,რამოდენიმე მაღალ-ჩინოსანს ნეკა თითიც კი მოაჭრა და 95% სპირტში შეუნახა.სანდრო ძალიან გამდიდრდა და ყველას ეხმარებოდა მის გარშემო.ძალიან ეხმარებოდა იმ ბავშვთა სახლს,სადაც თავად გაიზარდა,სადაც მისი მშობლიური სახლი და კუთხე იყო და სადაც თავს ძალიან თავისუფლად და დაცულად გრძნობდა.ხანდახან კიდეც იღლებოდა და სახეზე ეტყობოდა დაღლილობის კვალი,მაგრამ არ აპირებდა დანებებას მანამ,სანამ მის შურისძიებას ბოლომდე არ მიიყვანდა.მანქანით მიდიოდა და შემთხვევით კობა დაინახა ძალიან ლამაზ გოგონასთან ერთად,ეცნო ეს გოგონა,გული აუჩქარდა და მასთან დაახლოვება უნდოდა,მაგრამ სასწრაფოდ მოუწია საქართველოდან გამგზავრება და ვეღარ გაიგო მისი ვინაობა,მაგრამ ეს გულში ჩაიდო და სამომავლოდ დაიტოვა.სანდროს რამოდენიმე წლით მოუწია წასვლამ და ამ რამოდენიმე წელში ძალიან ბევრი დაუგეგმავი საქმის გაკეთება მოუხდა,ის ისე მიდიოდა და მოდიოდა,ვერავინი ვერ გებულობდა,არადა ყოველთვის ხაზზე იყო,როცა ბიჭები ურეკავდნემნ და გაოცებულები უყვებოდნენ მომხდარის შესახებ. -ნატა სად ხარ,შეგიძლია მოხვიდე ჩემთან? -რა ხდება, კლარა კარგად ხარ? -მოდი რა გთხოვ. -კარგი მოვდივარ.რამოდენიმე საათში ნატა მოვიდა და კლარას წინ დაჯდა. -რა კარგია,რომ მოხვედი.ნატა ცუდად ვარ. -რა ხდება კლარა.ძალიან შეიცვალე,სულ სხვანაირი ხარ,ვეღარ ვცნობთ მეგობრები ჩვენს კლარას.ჩაიკეტე,აღარავისთან კონტაქტი არ გინდა,აღარავინი აღარ გაინტერესებს.რატო დუმხარ,დამელაპარაკე.დიდი იმედი მაქვს ყურადღებას მომაქცევ და რამოდენიმე სიტყვას გაიმეტებ,ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლად არ წავალ აქედან მეგობარო.სიჩუმე ჩამოვარდა და სახლში სამარისებული სიჩუმე გამეფდა.მოულოდნელად თავი ასწია და აკანკალებული ხმით უთხრა ნატას. -თავს ვეღარ ვცნობ,გრძნობებს ვერ ვერევი ნატა.მიყვარს,ძალიან მიყვარს. -ვაიმე კლარა.ვინ,ვინ გიყვარს,ვინ ასეთი შენი ყურადღება რომ მიიქცია. -ვიცი დიდი პრობლემები შემექმნება ამ სიყვარულის გამო,შესაძლებელია,ხმა არ გამცეს არცერთმა ჩემიანმა და თუ მომიწია მტკივნეული მსხვერპლიც კი გავიღო სიყვარულის გამო,მე თანახმა ვარ.შენ?შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე,რა ვქნა,როგორ მოვიქცე ნატა აღარ შემიძლია. -რა უნდა ქნა და მტკვარზე წავიდეთ,იქ ხიდის მოაჯირზე შედექი,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე და გადახტი მტკვარში.კლარამ მოსმენილისგან გაკვირვებულმა შეხედა ნატას და უთხრა. -ესაა შენი დამამშვიდებელი სიტყვა? -გაგეხუმრე გოგო.გაეცინა ნატას. -რა გიჟი ხარ,მე სერიოზულად გელაპარაკები და შენ რას მეუბნები,როგორ რჩევას მაძლევ. -იცი რას გეტყვი?თუ მართლა ასე ძალიან გიყვარს,ყველას აზრი დაიკიდე,აქ შენს მომავალზეა საუბარი,რომლის აშენებასაც სიყვარულით აპირებ.ან ჯერ რა გეჩქარება,ჯერ ხომ 24 წლის ხარ.მოიცა,მასაც უყვარხარ?გითხრა რომ უყვარხარ,რომ უშენოდ ვერ ძლებს? -არა ნატა.მე მიყვარს,მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.ჩემზე უფროსია მგონი 6 წლით. -იქნებ ჯერ კიდევ გატაცებაა შენში და ან ადამიანის ამოჩემება,თუ ასეა გაგივლის ეს სიყვარული და უკეთეს შეხვდები.იქნებ ბედია და მასაც შეუყვარდე და თქვენი გრძნობა ისეთი ძლიერი იყოს,ასაკობრივ სხვაობით დროის პრობლემებს გაუძლებს,მაშინ ერთი ბედის ვარკვლავი გაქვთ და ბედნიერ ოჯახიც გექნებათ.ის თუ არა,შენ გააქტიურდი და თუ მომენტი ჩაგივარდა,თავად შესთავაზე ჭიქა ყავა.თუ ის უფროსია შენთან შედარებით,იქნებ თავს იფასებს და არ გამოხატავს რეალურ ინტერესებს.ნუ იკომპლექსებ თავს 15 წლის არ ხარ 24 წლის ხარ,იმოქმედე და შედეგსაც თავად შეხედავ. -ახლა არ ვიცი რა გითხრა გაკოცო,მოგეფერო თუ ჩაგეხუტო.ყველაზე მეტად იმ დასკვნის გაკეთება მიჭირს,რომ ერთი დღე დადგება და მასზე აღარ ვიფიქრებ.ვერა,ამას ვერ შევძლებ,ვერ ავიტან ფიქრებშიდაც რომ არ მყავდეს.მიყვარს,მართლა ძალიან მიყვარს ნატა. -ეეეე,რა გემართება.ნუ წუწუნებ,აი ნახავ ბედი შენსკენ მობრუნდება. -არა,უნდა წავიდე,ასე ცხოვრება გამიჭირდება. -არა,ეს არ გაიფიქრო.ნუ ეცდები ბედნიერებას გაექცე,პირიქით,ეცადე შენი ბედნიერება აქ იპოვო,შენს სიახლოვეს.წასვლა და გაქცევა გამოსავალი არ არის.სად უნდა წახვიდე,როცა საყვარელი ადამიანი აქ გყავს რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით.ვერაფერი ვერ გავიგე შენი,არასოდეს თუ არ შეხვედრილხარ,ასე ძლიერ როგორ შეგიყვარდა. -კი ვარ ერთხელ შეხვედრილი.ერთხელ და იმ ერთხელაც მაკოცა,რომ მახსენდება ის კოცნა გონება მეთიშება ის ისეთი ნაზი და სასიამოვნო იყო. -რააა?როდის,სად,როგორ. -გახსოვს ზაქროსთან რომ შევიკრიბეთ ერთხელ ჩვენს კურსელთან,დაგვიანებით ერთი ბიჭი რომ მოვიდა,ახლახანს ჩამოვიდა საქართველოშიო. -მოიცა,გამახსენდა.რა ჰქვიოდა?ალექსანდრე თუ სანდრო. -ხო სწორედ ის,სწორედ ის არის.რა ჯელტმენია გაიხსენე ხო? -ოოო ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა,მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ,ის ძალიან ბევრ რამეზე დაგახუჭინებს თვალს.თუ შენს მიმართ ინტერესი გამოიჩინა,შენც აჰყევი,მოეშვი და ისიამოვნე,მაგრამ გახსოვდეს დაუკრეფავში არ გადახვიდე თუ თავს შეიკავებ რა თქმა უნდა. -როგორ დამამშვიდე ნატა შენთან საუბრით,მადლობა რომ მოხვედი.რაღაც უნდა გითხრა კიდევ და არ მინდა ყველამ იცოდეს. -რა ხდება,მითხარი. -ბათუმში მინდა წასვლა რამოდენიმე დღით,მინდა დავისვენო და განვიტვირთო,ძალიან გადაღლილი ვარ. -კარგი წადი,დაისვენე და გაწმენდილი გონებით დაუბრუნდი სამსახურს,მე შეგცვლი და მე გადაგეფარები.მხოლოდ,მომწერე ხოლმე,რომ კარგად ხარ.როდის წახვალ? -დღესვე და ახლავეს, ნატ ეს ძალიან მჭირდება. -აბა კარგად დაისვენე და იცოდე როცა დაბრუნდები,მხიარული სახით შემხვდები,კარგი?კლარამ თავი დაუქნია და ღიმილით გააცილა მეგობარი,შემდეგ მისი ნივთები ჩააწყო ერთ ჩემოდანში და ბათუმისკენ წავიდა. წლების შემდეგ დაბრუნებული სანდრო ჩვეულებრივად მიყვებოდა მისი ცხოვრების დინებას.ერთ დღეს მისმა საყვარელმა გამზრდელმა დაურეკა და ტირილით აცნობს,იმ ბავშვთა სახლის დახურვის შესახებ,სადაც მისი მშობლიური კუთხე ჰქონდა.რამდენჯერ მისულა ღამე და იმ საწოლზე დაუძინია,სადაც ბავშვობაში წვებოდა.არც დაფიქრებულა,ადგა და წავიდა.ღამე იყო რომ შეაღო კარი და მისი საყვარელი გამზრდელის საძინებელთან მივიდა,ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და ფეხის ფაჩუნი რომ მოესმა,ღიმილით შეაღო კარი და მის წინ ძალიან გაჭაღარავებულ გამზრდელს ჩაეხუტა.დიდხანს ეფერა და შემდეგ ყველაფერი გამოკითხა.გული მოეწვა,როცა საწოლთან ნინის გაღიმებულ ფოტოს მოკრა თვალი.შეატყო მოხუცმა და ნაღვლიანად უთხრა. -ისევ არაფერია ნინის საქმესთან დაკავშირებით? -არა დედა,არაფერია.დახურეს საქმე და დღემდე ვიბრძვი ამ საქმის ხელახალი გამოძიებისათვის,მაგრამ ვერაფერ შედეგს ვერ მივაღწიე. -შენნაირებისთვის და ჩემნაირებისთვის სამართალი არ არსებობს შვილო,აი დადგები დიდი კაცი და თავად შეძლებ ამ საქმის გამოძიებას,მე ძალიან ვამაყობ შენით და გჯეროდეს ნინიც ძალიან იმაყებდა.სანდრომ დახმარება აღუთქვა მოხუცს და იმ ღამით მის საწოლზე დაიძინა.მხოლოდ ვერ ისვენებდა კობა და გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა იმ ადამიანისათვის,რომელიც ინგლისში გაიცნო და ბნელ-ბარში შეიყვანა პირველად.მიხვდა,რომ ეს მისი ჩაწყობილი იყო და ამიტომ ისევ ლონდონში დაბრუნდა და რამოდენიმე ახლობელს დაავალა ,,მათეს'' მოძებნა.ახსოვდა სადაც ცხოვრობდა,სადაც მიიყვანა და პირდაპირ სახლში დადგა თავზე,მაგრამ კარი სულ უცხო პიროვნებამ გაუღო. -უკაცრავად,მე მათეს ვეძებ.წლების წინ აქ ცხოვრობდა,ამ მისამართზე,ბევრჯერ ვარ აქ ნამყოფი. -მათე მე ვარ მეგობარო,რაღაც გეშლებათ. -არა,არა კარგად მახსოვს.თითოეული ოთახი ვიცი ამ სახლში,ხომ გითხარით ბევრჯერ ვარ აქ ნამყოფი. -მათე მე ვარ,გინდათ პირადობა გაჩვენოთ?მე პირველად გხედავთ.მოიცადე გამახსენდა,ეს სახლი რამოდენიმე წლით გაქირავებული იყო,შემოდი და ახლავეს ვნახავ სახლის საბუთებს.კობა სახლში შევიდა,რამოდენიმე მეგობართან ერთად,მათემ საბუთები მოძებნა და გადახედა,მაგრამ არავინი მათე იქ არ ეწერა. -არა,არავინ მათეს ამ სახლში არ უცხოვრია.მე ვისაც მივაქირავე. -შესაძლებელია ვნახო ეს პიროვნება,ვინც აქ ცხოვრობდა? -სამწუხაროდ ვერა,ის რამოდენიმე თვის წინ ავტო-ავარიით გარდაიცვალა. -სამწუხაროა.ბრაზი ერეოდა კობას ნელა-ნელა. მიხვდა,რომ ის გამოიყენეს. -არ არის გამორიცხული,ის მათე აქ შეკედლებული იყო ,გახსოვს შეხედულად პიროვნება როგორი იყო? -კი,კარგად მახსოვს.მაღალი,დაკუნთული ნავარჯიშები სხეულით.ცოტა ტალღოვანი თმებით,მოშვებული წვერით.კარგად მახსოვს მისი რაღაცნაირი ცივი ,ღია ცისფერი თვალები და გაერთიანებული წარბები. -არა ძმაო,შემიძლია დავიფიცო რომ მასეთს არავის არ ვიცნობ. -კარგი რას ვიზამთ.არ არის, არ არის ალბად როდისმე შევხვდებთ ერთმანეთს.კობა სახლიდან გამოვიდა თუ არა,მათემ ტელეფონზე გადარეკა. -გისმენ მათე რამე ახალია? -როგორც ვვარაუდობდით სანდრო.გეძებს,მაგრამ როგორც აღწერა შენი სახე და აღნაგობა,ამ აღწერილობით ასი წელი ვერავინ ვერ გიპოვნის. -მივხვდი,რომ მითხრეს ლონდინში წამოვიდაო,მეც ვიზრუნე მასზე.ყველაფერი რიგზეა. -რას ვაკეთებთ? -შენ არაფერს,მას სხვები მიხედავს,მაგრამ არა მანდ,ეს ყველაფერი აქ მოხდება. -კარგი,არ დაიკარგო შემეხმიანე,დროებით. -მათე ახლა არ მცალია, ბათუმში უნდა წავიდე და მოგვიანებით შეგეხმიანები. -ველოდები შენს ზარს ძმაო.დაემშვიდბა მათე.სანდრო წამოდგა და ღიმილით უტას კაბინეტში შევიდა და მხიარული ხმით უთხრა. -უტა ადე მოემზადეთ,გავდივართ. -სად,სად უნდა გავიდეთ. -სიურპრიზი მაქვს თქვენთვის და მინდა რამოდენიმე დღე დასვენების უფლება მივცეთ ჩვენს თავს,თან დავისვენებთ და თან ერთ მნიშვნელოვან შეხვედრა გვექნება მნიშვნელოვან ადამიანებთან. -საინტერესოა,ამჯერად რა მოიფიქრე. -კარგი რამ მოვიფიქრე და იმედი მაქვს,მოგეწონებათ ჩემი სიურპრიზი. -რაღაც იყიდე სან და არ გინდა გაგვიმხილო.გაეცინა უტას. -მართალია,კარგად გამოიცანი.ვიყიდე,მაგრამ არა ჩემთვის,ჩვენთვის ძმებო.მე რაც მაქვს ის თქვენია,ეს ჩვენი საერთო ქონებაა. -ბევრს ხარჯავ სან. უთხრა გულწრფელად აჩიმ. -იმდენს არაფერს,რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ვერ მოერიოთ და ვერ გაიყოთ. თქვა ღიმილით. -რას ამბობ,ხვდები მაინც რა მტკივნეულ თემას შეეხე? -ერთ დღეს ყველა მოვკვდებით აჩი და რა მნიშვნელობა აქვს, ეს ახლა იქნება თუ 50 წლის შემდეგ. -რამე გჭირს და არ გვიმხელ,კარგად ხარ? გაუკვირდა უტას სანდროს საუბარი. -სრულებით კარგად ვარ,ჯამრთელი ხარივით და ასევე ტან-მრთელი.ადექი ახლა და გავიდეთ,წინ დიდი გზა გვაქვს.უკვე გზაში იყვნენ,რომ სანდროს ტელეფონმა ამღერდა და ნომრის შეხედვაზე ძალიან დიდი სითბო გამოესახა. -გისმენ დედა თამარ. -სად ხარ შვილო,მინდა ჩაგეხუტო. -არ ვარ ქალაქში,რომ დავბრუნდები აუცილებლად გნახავ. -მაგ სიკეთით და მაგ ალალი გულით უყვარხარ ძალიან ბევრს შვილო და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.არა მგონია სამაგიერო გადავიხადოთ ამ სიკეთისათვის იმაზე მეტად,რაზედაც ჩვენი სიყვარულია შენს მიმართ,მაგრამ შენ ათასობით ბავშვი გადაარჩინე ქუჩაში ცხოვრებას და ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა გააკეთო ადამიანმა.მიყვარხარ ჩემო კეთილო ბიჭებო,ჩემი საამაყო შვილები ხართ,გელოდებით.სამივე გაჩუმებული იყო და ბოლოს უტამ შეეკითხა. -სირპრიიზებით ხარ სავსე,კიდე რა გააკეთე ისე,რომ არც დაგვეკითხე და შენს გვერდით ჩვენი სახელიც დაწერე. -ჩვენი სახლი იყიდებოდა,რამოდენიმე კვირის წინ დამირეკა დედა თამრომ ატირებულმა და მეც რად მინდა რამე თუ ის მშობლიური ადგილიც არ მექნა სადაც თვალი გავახილე,სადაც გავიზარდე და სადაც ჩვენი მეგობრობა დაიბადა.ჩემთვის ის ადგილი ძალიან ბევრს ნიშნავს უტა როცა ღამე სახლში ვერ მნახავთ,მე იქ მძინავს იმ საწოლზე სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე,ასე მგონია იმ ბალიშს ისევ იმ დღეების სუნი ასდის. -მართალია,მეც ძალიან მიყვარს ის ადგილი.ეს ძალიან კარგი რამ მოგიფიქრებია სან.თბილისიდან-ბათუმში ჩასვლას 6 საათი მოუნდა,ხშირი საცობის გამო,რამაც ძალიან შეაფერხა მათი ადგილზე მისვლა -როგორც იქნა მოვედით,ხედავთ აი იმ იახტას? -ვაუუუ,რამხელააა და რა მაგარია. წამოიძახა აჩიმ. -ეს ჩვენი იახტაა,აჩი იახტას შენ მიხედავ.ეს ტურისტებისთვის არის და სეზონზე კარგი შემოსავლიანია -ყველაფერზე ფიქრობ,ყველაფერს ედები,როდის უნდა დაისვენო სან. -მე მაშინ დავისვენებ,როცა ჩემს მისიას შევასრულებ. -კიდევ იმ თემას უბრუნდები? -ხომ მიცნობ და ხომ იცი,არ მოვეშვები სანამ არ მიიღებს თავისას,სანამ არ გადაიხდის მწარედ.ნუ გამიფუჭებ ხასიათს და აღარ მითხრა აღარაფერი ამ თემაზე,თუ მაინდამაინც დღეს მაინც.აბააა,გადავედით და ვნახოთ ახლოდან ახალი იახტა. -ვაუ,ვაუუუ,ვაუუუუ რა მაგრადაა მოწყობილი შიგნით სან.შენ სასწაული ხარ,საიდან მოიფიქრე იახტა გეყიდა. -მომყევით და ისწავლეთ ჩემგან.უთხრა აჩის და თვალი ჩაუკრა.მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანმხდეთ. -რა ხდება,რა შეთანხმებაა ჩვენს შორის სან. -შეთანხმება უბრალოა,როგორც იცით ჩემს სახელზე უკვე ბევრი რამ არის და ვფიქრობ ეს იახტა აჩის სახელზე გავაფორმო.აჩის გახედა,გაეცინა მის გაოცებულ სახეს რომ შეხედა და უთხრა.-სწავლაზე არ მოგიკლია თავი და აქ მაინც გამოდექი.რას იტყვით,ცუდი შეთანხმებაა. -არა,ცუდი არ არის,პირიქით სან გაოცებული ვარ.რატომ უტას სახელზე არ გააფორმე. -უტას სახელზე ის სახლი გავაფორმე,რადგან მე მიწევს ხშირად გასვლა ქვეყნიდან,ვიფიქრე უმჯობესია შენი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს იქაურობა.უტა არ ელოდა ამ ახალ ამბავს და ენა ვერ დაძრა არა სიხარულისგან,არამედ გაოცებისგან და მოულოდნელობისგან.-მზად ხართ? -კი,კი მზად ვართ.თქვა დაბნეულად ბიჭებმა. -ხოდა წავედით მაშინ და გავაფორმოთ,ყველაფერი მზადაა,მხოლოდ ხელის მოწერა აკლია ქაღალდზე და ყველაფერი მორჩება.წავიდნენ საზღვაო იახტების კომპანიაში და ყველაფერი მოაგვარა. -სან ნახე რა გოგოა.სანდრომ გაიღიმა აჩის სახეს რომ შეხედა,მაგრამ მაინც გაიხედა და გაოცებული დარჩა.ის იმ თვალებს წააწყდა,რომელ თვალებსაც უკვე წლებია დაეძებს ყველგან და ყველაში.არ შეიმჩნია და უდარდელად უთხრა აჩის. -უკეთესებიც მინახავს.თქვა,მაგრამ შეუმჩნევლად გაყვა წინ მიმავალ მანქანას უკან,რომელმაც ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროსთან გააჩერა.უტამ გახედა და უთხრა სანდროს. -ხომ არ გავჩერდეთ აქ? -რატომ? -კარგი რა ბათუმში ვართ და ისე წავიდეთ აქედან ზღვაში არ ჩავიდეთ? -როგორც გინდათ.თქვა და ვერცხლისფერი მერსედესის გვერდით მიაყენა მისი შავი ფერარი.გადმოვიდნენ,ნომრები აიღეს და თავიანთ ნომრებში განთავსდნენ.უტა და აჩი სანაპიროზე გავიდა,სანდრო კი თავისი ნომრის აივანზე იყო და მოულოდნელად,ჰოი საოცრებავ,მის გვერდით ნომერში დალანდა ისევ ის თვალები.თავი გააქნია,უკან გაბრუნდა და სადმე უნდოდა წასულიყო, სადაც ყველას და ყველაფერს დაიკიდებდა და მხოლოდ მარტო ის იქნებოდა მხოლოდ თავის სამყაროში.არაფრის გაკეთება შეეძლო,მაგრამ რაღაც განსხვავებულის და აკრძალულის გემოს გაგების მუღამი გაუჩნდა,ჰოდა ადგა და ღამის 3-ზე გამობოდიალდა თავის ნომრიდან.სანაპიროს დაუყვა ფეხით და ყველაზე ახლოს ბარში შევედა,შევედა და შეაბიჯა რაღაც სასწაულში,ირგვლივ ბნელოდა და არავინ გიყურებდა და არავინ გაკვირდებოდა, ვინ იყავი, რა იყავი,რატომ მოდი ამ დროს აქ ამ ადგილზე. ბართან მივიდა და ვოდკარედბული დაასხმევინა,განაპირა მაგიდა არჩია და ისე დაჯდა,რომ ყველას ხედავდა.ისე მოეწონა ეს ადგილი მოეშვა,მოდუნდა,ეგონა მოვკვდებოდა სიამოვნებასა და თავისუფლებისგან. -ხალხს ვუცქერდი და ამდენ თვალებში,მე იმ თვალებს ვეძებდი,რომელიც ჩემი ცხოვრების ბედისწერა გახდა.ის იყო განსხვავებული,მხოლოდ იმ თვალებში შემეძლო დამენახა ამღვრეული და ნისლით დაბურული თვალები,რომლის უკანაც აღელვებული ზღვა ღმუოდა და ცრემლებად ცდილობდა ჯებირებზე გადმოსვლას. ფიქრებში ჩაძირულს,მკრთალმა ღიმილმა მარჯვენა ტუჩის მხარე ჩაუტეხა და მისდა უნებურად ჩუმად თქვა ჩურჩულით. -ჩემი გოგო, ჩემი ცხოვრება.წამოსცდა მის ბაგეებს,მისი სხეულის სიმხურვალეს გრძნობდა და ვერ გაეგო გაქცეოდა თუ დალოდებოდა. ყველაზე საინტერესო ის იყო,რომ მე ის ვიპოვე, მისი თვალები ვიპოვე და იცით სად?სულ ახლოს ჩემსგან,რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და გამეღიმა ,ძალიან ფართო და ბედნიერი ღიმილით გავიღიმე.არც დავფიქრებულვარ ისე გამოვედი ბარიდან,ისე ავედი ჩემს ნომერში,გადავედი ვერანდაზე და წავედი მისკენ. რამდენიმე ნაბიჯი დამჭირდა და უკვე მის ნომერში ვიყავი,მის საწოლთან და ღრმად ვისუნთქავდი მის სუნს.ძინავდა,შიშველი იწვა საწოლზე და მშვიდად,უშიშრად სუნთქავდა.მის შიშველ სხეულს მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.არ მინდოდა,მაგრამ ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა საწოლი და ჯერ კიდევ შერჩენილი პერიფერიული მზერით ვუმზერდი მძინარე ღვთაებას მის გვერდით მუხლებზე დამდგარი.არ შევხებივარ,უბრალოდ მსიამოვნებდა მისი ცქერა და მსიამოვნებდა მისი სუნთქვა რომ მეფრქვეოდა სახეზე.ვერ ვგრძნობდი ვერაფერს,თითქოს დრო გაჩერდა და გოგონას სახის, ტუჩების და თვალების გარდა აღარაფერი არსებობდა ჩემთვის.არ მინდოდა დილას იქ ვენახე და შეშინებოდა,ამიტომ ავდექი და ისევ ვერანდიდან გადავედი ჩემს ნომერში.ძალა გამოცლილი დავწექი და არ დამეძინა,მხოლოდ მისი უზადოდ ლამაზი სხეული მეგონა ისევ ჩემს გვერდით იწვა და წარმოვიდგინე როგორ მოვეფერებოდი,როგორი სინაზით მოვეპყრობოდი მისი სხეულის ყველა ნაკვთს,ტანში გამაჟრიალა და ავდექი,აბანოში შევედი და ცივი წყალი გადავივლე,რომ ჩემში გაჩენილი ცეცხლი ჩამექრო.ვეღარ დავწექი,სავარძელში ჩავჯექი და ჩამეძინა,რაღაც უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა და ნელა-ნელა გავახილე თვალი.ჩემს ნომერში უტა და აჩი შემოსულიყო და ორივე თავზე მადგა.გამოფხიზლებაც არ დამაცადა არცერთმა,რომ გაბრაზებული ხმით შემეკითხა უტამ. -სად წახვედი გუშინ,რომ მიგვატოვე აქ ორივე. -არსად,გავიარე ცოტა და სიარულში შემომათენდა. -დავიჯერო, მთელი ღამე გზაში დადიოდი? -ხო,მთელი ღამე სანაპიროზე ვიყავი და ათას რამეზე ვფიქრობდი,რა არ მაქვს უფლება,რომ ჩემს ფიქრებთან დავრჩე მარტო? -არა,როგორ არა,მაგრამ,რაღაც უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი. -მოიცადე,შემომხედე ეს რა გჭირს,იჩხუბეთ?შეხედა, აჩის თვალთან ჩალურჯებული ჰქონდა და სიბრაზემ შემოაწვა სახეზე. -ხო,ცოტა წალაპარაკება მოგვიხდა,გირეკავდით და გამორთული გქონდა ნომერი. -ქალის გამო მოხდა ეს ყველაფერი? -გაიცნო ერთი ქერა,მაგრამ თურმე პარტნიორთან ერთად ყოფილა და ამის გამო მოხვდა,კიდევ კარგი დროზე ჩავერიე და გაირკვა ყველაფერი. -აი სად დაგერხა ხედავ?იგულავე,დრო ატარე,მაგრამ ეს ისე ჩუმად და წყნარად უნდა გააკეთო,ყველამ კი არ უნდა გაიგოს.თავი დაიფასა,მაგრამ გულის სიღრმეში კატა გამოდგა,თვალებით უნდა დაიჭირო ქალი და არა სხეულით. -ხო,კარგი დავაშავე,მიმიზიდა და რაღაცნაირად მომაჯადოვა. -შენი ცხოვრების მეგზურს თუ ეძებ,აჩი დამიჯერე ბარში გაცნობილი ქალი შენ ცხოვრების მეგზურად არ გამოგადგება.ბედს დაელოდე მეგობარო და ბედი თავად მოვა შენამდე. ცხოვრება რთულია, იმაზე რთული, ვიდრე წარმატების ნებისმიერი ლოგიკური ახსნა.როცა წარმატებული ხარ, გგონია რომ სამყარო შენსკენ არის, ხოლო როცა წარუმატებელი ხარ, გგონია, რომ ყველაფერი შენ წინააღმდეგ მოქმედებს. სიმართლე გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანი თავის თავზე არის პასუხისმგებელი, სამყარო კი ნეიტრალურია იმ მოვლენების მიმართ, რაც გარშემო ხდება.კომპანიაში და კომპანიის გართ ალექსანდრე ყველას ეხმარება,ამიტომ ყველასთაბ ჰქონდა კარგი რეპუტაცია და პროფესიული კავშირები.როცა გაქვს ბევრი ფული და მდიდარი ხარ,მშვიდი ცხოვრება არ აქვს მდიდარ ადამიანს,ფული მაშინ არის ბედნიერი როცა დაუღალავი შრომით გაქვს ნაშოვნი და გემრიელია ყველა ლუკმა.მართლაც ასეა, შეიძლება გქონდეს მილიონი, მაგრამ არ იყო ბედნიერი და ამავდროულად შეიძლება გქონდეს ერთი პატარა ქოხი და ყოველდღე ძლივს შოულობდე საჭმლის ფულს, მაგრამ იყო ბედნიერი.გვიან გამოვიდა კომპანიიდან და სახლისკენ მიდიოდა,რომ უეცრად გზიდან გადაუხვია,ერთ ბნელ ქუჩაზე გააჩერა იქაურობა დაზვერა,თავისი მეორადი ტანისამოსი ჩაიცვა,მასკაც გაიკეთა,ხელთათმანები წამოიმცვა და ერთ-ერთ სახლს ფეხაკრებით მიუახლოვდა.კარგად დაზვერა გარეთ სამყარო და აბაზანის ფანჯრიდან შეაღწია სახლში და დიდძალი ფასეულის აქსესუარები,ოქრო-ვერცხლიც და თან ხელს გააყოლა მედალიონი,რომელიც რამოდენიმე ათასი დოლარად იყო შეფასებული.როგორც ფეხაკრებით შევიდა,ასევე ფეხაკრებით გამოვიდა ისევ სააბაზანოს ფანჯრიდან.თავი მოიწესრიგა,ჯერ უგზო-უკვლოდ იარა და გვიან მივიდა სახლში.წყალი გადაივლო და იგრძნო თუ როგორ მოშივებოდა,სამზარეულოში შევიდა და მაცივარი გამოაღო,კვერცხი აიღო შევწვავო,მაგრამ მოულოდნელად უტას ხმამ შეაშინა და კვერცხი ხელიდან გაუვარდა. -რა დროს მოდი,რომ ვერ გავიგე. -რა იდიოტი ხარ უტა შემაშინე.გაბრაზდა სანდრო. -რამ შეგაშინა,რა სუსტი გული გქონია სან.სანდრომ დაბღვერილმა შეხედა ჯერ უტას და შემდეგ ძირს დატყეპებულ კვერცხს. -რომ არ შემობოდიალებულიყავი,ეს კვერცხი ახლა ტაფაზე იქნებოდა.გვერდი აუარა და საძინებელში ავიდა. -სად მიდიხარ,არ გშია? -აღარ მინდა.უთხრა გაბრაზებულმა.ხო მართლა სამი დღით ლონდონში მივფრინავ და კომპანიას მიხედე. -როგორც მიბრძანებ ბოს.სანდროს ეგონა უტა მოწმინდავდა ძირს დაქცეულ კვერცხს,მაგრამ დილით აჩის ღრიალმა გააღვიძა.წამოხტა ფეხზე და ჯერ კიდევ გამოუძინებელი სამზარეულოში შევიდა და რას ხედავს,აჩი ძირს აგდია. -რას აკეთებ მანდ. -ძალიან სიცხეა და გრილ მეტლახს ჩავეხუტე.რა რას ვაკეთებ,მეღადავები?რომელ იდიოტს გაგიტყდა კვერცხი და არ მოწმინდეთ აქაურობა,მგონი ხელი მოვიტეხე.გაეცინა სანდროს და ფეხზე წამოაყენა აჩი.სამივე მხიარული სახეებით გავიდა სახლიდან,დილა კარგი პოზიტივით დაიწყო. -სან როდიდან დაინტერესდი საკუთარი ბიზნესით? -17 წლის ვიყავი, როდესაც ამ სფეროს მიმართ გამიჩნდა ინტერესი.ყველაფერმა კარგად ჩაიარა,დავრწმუნდი საკუთარ თავში და მიხვდი, რომ ეს ნამდვილად ჩემი პროფესიაა.ნელ-ნელა იზრდებოდა ინტერესი,დაუღალავად ვშრომობდით როგორც მე ასევე თქვენ და აი,შედეგმა აქამდე მოგვიყვანა. -ყველაფერი გარისკვაა. - და როცა რისკი გვაქვს,საქმეც გაკეთებულია.ჩვენი სფეროს იდეა მის მრავალფეროვნებაშია,თუ ბიზმესმენს მონდომება აქვს ის აუცილებლად შექმნის ახალი იდეების გზას და მას მტკიცედ გაჰყვება, გაუსწრებს დროს და შექმნის იმას, რაც აქამდე არ უნახავთ. როდესაც კლიენტი მეუბნება, რომ მენდობა. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი წლების მანძილზე, რაც ერთ-ერთი მთავარი მოტივატორიც გახდა. არაჩვეულებრივია, როდესაც გარეშე თვალი ხედავს პროცესს და ამას აფასებს თუმცა, ამის მიღმა ბევრისთვის წარმოუდგენელია, რამხელა შრომა უნდა თითოეულ საქმის წამოწყებას და რამხელა თანხა იხარჯება რომ წამოწყებული საქმე წარმატებული გვქონდეს. -ყველაფერმა გაგვიმართლა სან.ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი გამოგვივიდა,მტერი არ გვყავს და მშვიდად ვმუშაობთ. - როცა საქმე დავიწყე, უტა ეს ყველაფერი რთული იყო.საქმის მარტო დაწყება და მისი წაყვანა, რადგან რესურსის გარეშე ვიყავი,ფული არ მქონდა,თქვენ კი გითხარით,რომ ფული გვქონდა და მხოლოდ თქვენი მხარდაჭერა მჭირდებოდა. არც გამოცდილება მქონდა და არც არაფერი ვიცოდი,არავის მოვუსმინე და დავრწმუნდი,როცა ადამიანს მიზანი აქვს ის მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს და დიდი იმპერიის შემქმნელი გახდება,ასევე მისი მფლობელიც.დღეს ბედნიერი კაცი ვარ,რომ თქვენისთანა მეგობრები მყავს გვერდით. მადლობა ბიჭებო. -ერთად ვისწავლეთ სამივემ მუშაობა და სამივე ერთმანეთის მადლობელი ვართ.5 წლიდან დღემდე,უკვე 30 წლის ხალხი ვართ,25 წელი ერთად მოვდივართ,ერთად გავიზარდეთ,ერთად მივაღწიეთ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც,ეს კი ყველაფერია სან. -წავიდეთ,დღეს ძალიან დავიღალე უნდა დავისვენო ხვალ მივფრინავ.სანდრომ სახლში მისვლისას ჩანთა ჩაალაგა და ბიჭებს ღამე მშვიდობისა უსურვა.გვიან ადგა,დახედა ორივეს და სახლიდან გავიდა,ტელეფონზე ისაუბრა და დათქმულ ადგილზე შეხვდა მოსაუბრეს.რამდენიმე საათში კი უტასთან და აჩისთან ერთად დიდი ჩანთით საკუთარი თვითმფრინავით ინგლისში გაფრინდა.სახლში დაბრუნდნენ და ისევ დაძინება დააპირა აჩიმ რომ უტას ყვირილი მოესმა. -რა მოხდა,რა გაყვირებს. -შეხედე,ახალი ინფორმაციაა.დაჯექი და ერთად მოვუსმინოთ.აჩი გაოცებული დაჯდა და უტასთან ერთად მოუსმინა ახალ ინფორმაციას. -ტელევიზია,ჟურნალისტები ყველა ფეხზე იდგა.ღამით ბანკი ,,თრიალეთის'' გაძარცვის თაობაზე.ბანკის შესასვლელში ორი მცველი გაკოჭილი დახვდა იქ მომუშავე პერსონალს და ორივეს პირის ღრუ ჰქონდა დახშული.ბანკი კი პირწმინდად დახვდა მილიციას გაწმენდილი.ეს ძარცვა ისეთი ბურუსით იყო მოცული და ისე სუფთად იყო შესრულებული,რომ მილიციამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.არადა ბანკიდან რამოდენიმე მილიონი დილარი გაქრა უგზო-უკვლოდ.სანდროს დახმარებით ბევრი გაჭირვებული ადამიანი ეზიარა ფუფუნების ცათამბჯენს.არანაირი ხმაური არ მოჰყოლია ამ ძარცვას,ასე უჩვეულოდ და უხმაურდ ჩაიარა ამ დიდმა და უნიკალურმა ძარცვამ.გაოცებული იყო ორივე. -უტა რასაც მე ვფიქრობ,შენც იმას ფიქრობ? -ვფიქრობ,მაგრამ როდის მოახერხა ან როგორ,მართლა გაოცებული ვარ,რატომ არ ეშინია ამ ადამიანს,ერთ დღეს რომ ჩავარდეს სამუდამო ციხე არ ასცდება.აფეთქდდა უტა და მოგვიანებით სანდროს დაურეკა. -გისმენ უტა რა ხდება. -შენ საერთოდ აზროვნებ რას აკეთებ?რომ ჩავარდე რას ფიქრობ,რას.ჩვენზე არ ფიქრობ საერთოდ? -რა გაყვირებს,ნუ გამოდი წყობილებიდან და წესიერად დამელაპარაკე ან რა თემაზე მელაპარაკები ტელეფონში უაზრო.სკაიპში შემოდი.აჩის კომპიუტერი ჩართო და სანდრომ დაინახა ორივე როგორი ნანერვიულები იჯდა მონოტორის წინ. -როგორ ხარ,კარგად ხარ?ან მშვიდად ხარ?სანდროს გაეცინა და უთხრა უტას. -ნუ ნერვიულობთ,ყველაფერი კარგადაა.როგორც ხედავთ კარგად ვარ და თან უშიშრად. -როდის ჩამობრძანდები. -მალე და ერთი დიდი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. -ჩვენ გჭირდებით? -არა,უტა. მე თქვენ ასეთ საქმეებში არ გაგრევთ,ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. -და ჩვენ მუდამ ჩრდილში უნდა ვიდგეთ?შენ უნდა მიდიოდე ყოველთვის რისკზე და ჩვენ რას ვაკეთებთ საერთოდ შენს გვერდით. -ჩემი მმარჯვენა ხელი ხართ,მაგრამ კომპანიაში და არა სხვა საქმეში.სხვა საქმე თქვენ არაფერი არ გეხებათ,ეს ჩემი საქმეა გითხარით და ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ.ყველაფერი სუფთადაა და ყველაფერი მოგვარებულია.მალე დავბრუნდები,არ ინერვიულოთ. სანდროს დააგვიანდა დაბრუნება საქართველოში,მაგრამ უკან დაბრუნებულმა,სასტიკად გადაწყვიტა დაიწყოს ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ,რომლებმაც ნინის მკვლელობის გამოძიება აქამდე უყურადღებოდ მიაგდეს და ტაბუ დაადეს ამ თემას.ამიტომ ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი ახლობლის დახმარებით იმ განყოფილებაში მოეწყო მთავარ გამომძიებლის პოსტზე,სადაც მაიორი ანდრო მორთულაძე მუშაობდა.ერთ დილით სანდრო ეწვია განყოფილებას და მაიორმა წარადგინა ახალი თანამშრომელი ყველას წინაშე. -ძვ-ო მეგობრებო,მე მადლობას გიხდით ყველას ჩვენთან გულწრფელი თანამშრომლობისთვის.ჩვენ ბევრი საინტერესო საქმეები გავხსენით და იმედი მაქვს, რომ ახალ ხელმძღვანელთან უკეთესი ურთიერთობები გვექნება. ვფიქრობ უფრო ადვილი იქნება ერთობლივი თანამშრომლობა.ბევრი მკვლელობები მოხდა ბოლო დროის განმავლობაში,ჩვენ დავიჭირეთ კიდეც დამნაშავეები და კიდევ ბევრ საქმეს გავხსნით სამართლიანად.დღეს მინდა გაგაცნოთ ძალიან ძლიერი იურისტი ბატონი ალექსანდრე ნარიმანიშვილი.ის ჩვენთან იქნება მძიმე წუთებშიდაც კი და იმედი მაქვს მოგვეხმარება ბევრი საქმის გამოძიებაში.კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს განყოფილებაში ბატონო ალექსანდრე.სანდრომ თავი დაუკრა მაიორს და ომახიანად წარსდგა თანამშრომლების წინაშე. -დიდი მადლობა ბატონო მაიორო და დიდი მადლობა ყველას,ასეთი თბილი დახვედრისათვის.გპირდებით,რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ერთად თანამშრომლობა.გპირდებით ასევე ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო იმ მივიწყებულ საქმეებს,რომლებიც უკვე დავიწყებული აქვს,თვით საგამომძიებლო ბიუროებსაც.არ ვიცი როგორ,მაგრამ ყველა ამ მივიწყებული საქმეებს ვეცდები სინათლეზე გამოაშკარავებას.გმადლობთ ყურადღებისთვის.თქვა და მისი კაბინეტისაკენ წავიდა.აქამდე მომღიმარმა მაიორმა გაოცებულმა შეხედა უკვე მის კაბინეტში მიმავალ სანდროს და შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა.ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სათათბირო დარბაზი და სანდროს კაბინეტში კიარ შევიდა,შევარდა.სანდრომ გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ თვალებგაფართოვებულ მაიორს და გაკვირვებულმა ჰკითხა. -რა ხდება მაიორო,ახალი დავალებაა არის რამე თუ რამ აგაღელვათ ასე ძლიან. -ბატონო ალექსანდრე მომისმინე კარგად.თუ არ გინდა პრობლემები შეგექნეს,სამუშაო დაიწყე დღეიდან და მოვალე ხარ დღეიდან არსებული საქმები გამოიძიო,დღეიდან გეხება აწარმოო ჩემს მიერ მოცემული საქმეები.შეეშვი წარსულს,თორემ დიდ უსიამოვნებებში გაეხვევი და ნუ დაიღუპავ თავს,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ.სანდრომ მაიორის წინ დადგა და უშიშრად შეეკითხა. -ბატონო მაიორო,თქვენ რამე იცით და ამისათვის ვინმე გაშინებთ? -არა,არავინ არ მაშინებს,მაგრამ საქმისთვის ასე უკეთესია,ჩვენი სიმშვიდისთვის. -მე მშვიდად ვარ მაიორო,არავინ და არაფერი არ მაღელვებს.ვერ ვაპატიებ ვერავის უბრალო ადამიანის თვალზე უიმედოდ შემშრალ მლაშე ცრემლს.შეეშვით ჭკუის დარიგებას და ძველი საქმეების შეკვრა მომიტანეთ,არქივში ვერაფერი ვერ ვნახე.თქვენ უნდა დამეხმაროთ ამ უსამართლობის აღმოფხვრაში და სამართლიანად ჩავატაროთ ძიება.ერთმანეთის გვერდით მხოლოდ კარგი თანამშრომლობას ვისურვებ,ეს პირველი და ძლიერი ნაბიჯია ჩვენს ერთობლივ საქმიანობაში.მაიორმა ვერაფერი ვერ უთხრა და თანამშრომლები კი შორიდან უკვე გმირად სახავდნენ უდრეკ და მტკიცე გამომძიებელს,რომელსაც მაიორი ვეღარ აათამაშებდა მის ჭკუაზე.მაიორი უფრო ცუდად გახდა მაშინ,როცა კომისარმა დაიბარა და უთხრა,სანდროსთვის მიეცა 10 წლის წინ მომხდარი ერთ-ერთი მკვლელობის უკვე დახურული საქმე.მიხვდა,რომ ძალიან გაება,ძალიან ცუდად იყო მისი საქმე და ამჯერად კობა ვეღარ გადაურჩებოდა მართლმსაჯულებას და გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო,სასწრაფოდ უნდა გაეგზავნა საქართველოდან.სანდრომ ყველა ძველი საქმე გახსნა,უკვე ყველა ლაპარაკობდა უძლიერეს გამომძიებელზე.სანდრო ისე მოქმედებდა,მაიორმა ვერ მიხვდა.რომ სანდროს ხელში ჰქონდა ყველა ის საქმე,რომელიც ერთ ღამეს თავად წამოიღო მაიორის სახლიდან.ამავე დროს გაარკვია მაიორის უკანონი ბიზნესის შესახებ,ყველა მასალები ხელთ ჰქონდა,რომ მოულოდნელად საინტერესო საუბარი ჰქონდა თვით მაიორთან,საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი სანდროსთვის,საიდანაც გაიგო რომ რამოდენიმე დღით გადიოდა საქართველოდან.თავადაც გათვალა ყველაფერი დაკვირვებულად და მაიორს ძალიან ძვირი დაუჯდა შვილის გადამალვის განზრახვა. -გისმენთ ბატონო მაიორი. -ალექსანდრე ფორმალობის გარეშე ვისაუბროთ,შემოდი ცოტა ხნით ჩემთან. -ახლავეს,მოვდივარ უფროსო.შევიდა ანდროს კაბინეტში და გაკვირვებულმა შეეკითხა. -ხდება რამე?გისმენთ. -დაჯექი ალექს.მე რამოდენიმე დღით არ ვიქნები. -გასაგებია მაიორო,ხომ მშვიდობაა. -მშვიდობაა,მაგრამ რამოდენიმე დღით გავდივარ ქლაქიდან,დავიღალე და უნდა დავისვენო. -დასვენებას მართლა საჭიროებთ უფროსო,მშვიდ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.მაიორის კაბინეტიდან გამოსულმა მათეს გადაურეკა,რომელმაც პირველივე ზარზე უპასუხა. -გისმენ სანდრო. -მათე ზვიგენი გადის ქალაქიდან რამოდენიმე დღით. -ეს რას ნიშნავს.სანდრო დააშინე ცუდი სუნი იყნოსა უკვე და გაქცევაზე ფიქრობს? -სწორად გაიგე მათე და ამიტომ უკვე მოქმედების დროა. -კარგი,შენ არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება.საქმეს მოვაგვარებთ და დაგირეკავთ,ჩემს ზარს დაელოდე. -არ ვნერვიულობ,სიხარულის ზენიტში ვარ.როგორც იქნა ნინის მკვლელი დაისჯება ისე,როგორც იმსახურებს. -ჩემი იმედი გქონდეს,ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა მეგობარო. -კარგი,მე ერთი საქმე მაქვს და მას მოვაგვარებ.სანდროს ბოლო დროინდელი გაუსაძლისი ტკივილებმა,იმ ზომამდე მიიყვანა,რომ ახლობელ ექიმს თავად მიაკითხა.არ ვარაუდობდა არაფერს ცუდს,ის ამ ცუდად გახდომას და ბოლო პერიოდში გამუდმებით შეუძლოდ ყოფნას გადაღლილობას და ბევრ მოგზაურობას აბრალებდა,მაგრამ რამოდენიმე ანალიზის შემდეგ ექიმმა სანდროს ტელეფონზე არასასიამოვნო ზარი გაუშვა და მხიოლოდ ორი სიტყვა უთხრა. -მოდი,გელოდები.სანდროს არ მოეწონა ექიმის ხმა და ჩაეცინა,თან უთხრა. -მოვდივარ.რამოდენიმე წუთში სანდრომ ექიმის კაბინეტის კარი შეაღო და ექიმის წინ უხმოდ დაჯდა. -სანდრო წლებია გიცნობ,ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი,მაგრამ ვიცი რა მტკიცე ხასიათის ხარ და ისიც ვიცი ადვილად რომ არ დანებდები.ვწუხვარ მეგობარო,სიმსივნე გაქვს და საკმაოდ მძიმე ფორმებში. -რაზე.შეეკითხა სანდრომ ისე,რომ თვალს არ აშორებდა. -ტვინზე და ნუ მიყურებ ასე ძალიან გთხოვ,არ იცი რა ძალის მოკრება დამჭირდა ეს რომ მეთქვა შენთვის. -ნუ იდანაშაულებ თავს,შენი ბრალი არაფერია.მხოლოდ ის მითხარი, რამდენი დამრჩა. -თუ მედიკამენტებს მიიღებ და მკურნალობას ახლავეს დაიწყებ,ერთი წელი შევძლებთ და შევაჩერებთ სიმსივნის ზრდას. -მივიღებ,მხოლოდ ერთი პირობით. -მითხარი რა პირობა გაქვს. -სანამ ცოცხალი ვარ,ამ ყველაფერს ვერ გაიგებს ვერც აჩი და ვერც უტა. -სანდრო ვერ გაუმკლავდები მარტო,გაგიჭირდება. -დამიწერე წამლები,ახლა ჩემი მოდუნება არ შეიძლება.დავიწყებ მკურნალობას,მე მხოლოდ ის მინდა ტკივილი შემიჩერდეს.განა გადარჩენას ვთხოვ ღმერთს?არა მეგობარო,ნინის გვერდით არის ჩემი ადგილი,ჩემი სამუდამო სახლი. -დღემდე გიყვარს ნინი. -თორნიკე ის ერთადერთი იყო ჩემთვის და დაუვიწყარი.მისი თვალები სულ ბედნიერებას ასხივებდა და ეს თვალები ჩემში ღია ჭრილობად შემორჩა გულს.შემდეგ გაეცინა ხმამაღლა და თორნიკეს შეხედა. -რა გაცინებს კარგად ხარ?სანდრო სერიოზულად მძიმე ავადმყოფობა დაფიქსირდა ანალიზებში. -კარგად ვარ,ყველაფერი გასაგებია.მხოლოდ ახლა დავრწმუნდი რომ ნინისაც ისე ძლიერად ვყვარებივარ,ხედავ?მასთან მივყავარ.თორნიკემ თავი გააქნია და სანდროს რეცი გაუწოდა. -აი ეს წამლები დაიწყე დღესვე და ათ დღეში მოდი. -არის უფროსო.უთხრა და ისე გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან,რომ თითქოს მას არ ეხებოდა ეს საუბარი.აფთიაქში შევიდა,ყველა წამალი იყიდა და მათეს ზარი დაფიქსირდა ტელეფონზე. -გისმენ მათე. -მისამართს მოგწერ და იქ მოდი.სანდროს უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებდა,ექიმთან ვიზიტის შემდეგ ის მხოლოდ შურისძიების წყურვილით იყო შებყრობილი და აი უკვე კობას წინ იდგა სულ სხვა ალექსანდრე.რამდენი წელი ელოდა ის ამ წუთებს და აი როგორც იქნა დადგა.კობამ შეხედა სანდროს და შეშინებულმა იკითხა. -რა გინდა ჩემგან,რას ითხოვ,რას მერჩი,რატომ მომიყვანეს აქ. -როგორც გავიგე მეძებდი და აი მეც მოვედი. -გეძებდი,მაგრამ ჯერ ამიხსენი რას ნიშნავს ეს ყველაფერი. -ეს იმას ნიშნავს ჩემო მეგობარო,რომ შენისთანა ცხოველები არ უნდა ცოცხლობდეს და არ უნდა სუნთქავდეს იმ ჰაერს სადაც მე ვარ. -რა დაგიშავე შეგიძლია ამიხსნა? -შეგიძლია ამიხსნა რა დაგიშავა ნინიმ?ნინის ხსენებაზე კობას თვალები გაუფართოვდა. -ნინი,ნინი.შენ საიდან იცნობ მას.უეცრად თითქოს რაღაც აღმოაჩინაო და გაოცებულმა უთხრა სანდროს.-მართალია,შენ ხომ მათე არ ხარ,შენ ალექსანდრე ხარ ნინის მეგობარი.ახლა გიცანი,შენ სანდრო ხარ,ის სანდრო ნინი რომ სულ აღტაცებული საუბრობდა და მისი გმირად ჰყავდა დასახული. -მართალია,მიხვდი მე სანდრო ვარ,მაგრამ შენთვის ბატონი ალექსანდრე. -რატომ ვითომ ბატონი ალექსანდრე? -იმიტომ,რომ უკვე დრო მოვიდა პასუხი აგო შენს მიერ ჩადენილ ბინძურ დანაშაულზე. -რამდენი გინდა გადაგიხადო,რომ გაჩუმდე.სანდრო უეცრად აენთო და კობას მივარდა. -რა თქვი?შენ რა მე მამაშენი გგონივარ ადამიენრების ტკივილი რომ გავყიდო?სიბრაზისაგან დაბრმავებულმა ისე უთავაზა კობას რომ ვერ მოზომა.შემდეგ კი შეეკითხა. -შენ რამდენს ითხოვ,შენი კლარა რომ დამითმო. -არ შეეხო,მას ნუ გარევ ამ საქმეში.ის ერთად ერთი ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. -ნუ გეშინია,შენისთანა ცხოველი არ ვარ.ვისიამოვნებ,მასაც ვასიამოვნებ და როცა დამჭირდება ჩემს დაძახილზე ჩემთან გაჩნდება. -დამიჯერე,მართლა ძალიან ვწუხვარ ნინიზე.არ მინდოდა ასე მომხდარიყო. -არ გინდოდა,მაგრამ გააკეთე.ვეღარაფერს ვერ შეცვლის შენი წუხილი,ის უკან არ დაბრუნდება,მაგრამ მისი სული ჯერ კიდევ ვერ არის მშვიდად რადგან აქამდე დაუსჯელი დადიხარ. რატომ მიყურებ,აბა გაიხსენე ნინის თვალები იმ დროს,როგორ გეხვეწებოდა გაშვებას,უძლურებისგან დაგნებდა,მაგრამ გეხვეწებოდა არ მოგეკლა.გაუგონე?შეგეცოდა?მე არ მოგკლავ,მაგრამ ერთ შეღავათს გაგიკეთებ და თუ თანახმა იქნები ეს შენი გადასაწყვეტია.კობას იმედი ჩაესახა და სანდროს შეეკითხა. -რა შეღავათს მთავაზობ. -შენ იცოცხლებ მეგობარო,მაგრამ ისეთ სიცოცხლეს მე სიკვდილს ვამჯობინებდი. -გასაგებად ამიხსენი რას მიპირებ. -რაც არ უნდა გაგიკვირდეს მე გჩუქნი სიცოცხლეს,არ ვარ შენსავეთ ცხოველი,მაგრამ სულ მალე მწარედ გადაიხდი ამ დანაშაულისათვის.მამაშენი კი შენი ტანჯვით დაიტანჯება,სწორედ იმ ყველაფრისთვის,შენ რომ ხელი დაგაფარა და დანაშაული დაფარა.კობა უცქერდა სანდროს და მიხვდა ის არ ხუმრობდა,სანდროს თვალებში,მხოლოდ ზიზღი და შურისძიებას თუ დაინახავდა ადამიანის დაკვირვებული თვალი.წამოდგა,გასწორდა და იქ მყოფ ჩუმად მდგარ ბიჭებს უთხრა. -თქვენ არ შეეხოთ,იქ წაიყვანეთ სადაც მისი მეგობრები ელოდება.კობა ხელუხლებლად წაიყვანეს და რამოდენიმე საათში კი ტელევიზიამ გადმოსცა საშინელი ავარიის შესახებ,რომ ავტო ავარიის შედეგად დაშავებულია მძღოლი რომელსაც აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და ტრავმული შოკი.საშინელი ავარია გამთენიისას მოხდა,როგორც ექსპერტმა დაადგინა,ავტო-მანქანა იყო გაუმართავი და დიდი სისწრაფით მიმავალი ხეს შეასკდა.რამდენიმე მძიმე ოპერაცია გაუკეთდა იმ ღამესვე,მაგრამ ექიმები ჯერ-ჯერობით ჩუმად იყო,არაფერს ამბობდნენ. -როგორაა ჩემი შვილი ექიმო.ღრიალებდა ანდრო და ექიმებს შვილის გადარჩენას სთხოვდა. -ვიმედოვნებთ,რომ ყველაფერი კარგად იყოს ბატონო მაიორო. -გადაარჩინეთ ჩემი შვილი გთხოვთ.ამ დროს ალექსანდრე მიუახლოვდა ექიმს და მტკიცე და მომთხოვნი ხმით უთხრა. -ყველაფერი იღონეთ,რომ გადაარჩინოთ.მან უნდა იცოცხლოს,გესმით?უნდა იცოცხლოს.სანდროს,უნდოდა ეცოცხლა კობას,მაგრამ უნდოდა ეცოცხლა ანდროს საწამებლად.ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ,რომ კობა გადაერჩინათ,გადაარჩინეს კიდეც,მაგრამ კობა როგორც სანდრომ ივარაუდა,ის ინვალიდი დარჩა,მაგრამ მისი დაუღალავი შრომის შედეგად,სანდრომ საქმე ბოლომდე მიიყვანა და მაიორი მისი ქვეშევდომებით სასამართლოს წინაშე წარადგინა. -ბაატონო მოსამართლევ,დამნაშავეა თუ არა ის ვინც დანაშაულს ფარავს?დღეს,აქ და ამ დარბაზში,ამ საზოგადოების წინაშე მინდა და მოვითხოვ,დაისაჯოს ის ადამიანები,ვინც ხელი დააფარა ამ შემზარავ მკვლელობას წლების წინ.მე მაქვს უფლება ეს მოვითხოვო.მკაცრი და შეუვალი იყო სანდროს ხმა. -დამნაშავე რა თქმა უნდა დაისჯება,მაგრამ შეიძლება გავიგოთ, რატომ მოითხოვ დამნაშავის დასჯას ასე მკაცრად და მტკიცედ? -რა თქმა უნდა ბატონო მოსამართლევ.მე,უტა,აჩი და ნინი ერთად გავიზარდეთ.მე და ნინის სიტყვა გვქონდა ერთმანეთისთვის მიცემული უნდა დავქორწინებულიყავით სკოლას რომ დაასრულებდა,მაგრამ არ დაგვცალდა,მისი სიცოცხლე წამართვეს და მე მოვითხოვ დაისაჯოს მკაცრად ყველა ის ხალხი ვინც გაისვარა ხელი ამ ბინძურ საქმეში.მე ვიცი დამნაშავე უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს. დანაშაულის დაფარვა ეს ყველაზე მძიმე დანაშაულია და უფრო მეტიც ბატონო მოსამართლევ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მძიმედ ისჯება, ის პირი რომელმაც დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული.ამდენი წელი სიმართლე იცოდნენ და ჩუმად იყვნენ,პასუხი აგებინეს სრულიად უცხო და უდანაშაულო ადამიანს,სად არის კანონი და სად არის სამართალი.მე მოვითხოვ,დაიკითხოს ყველა ამ საქმის ირგვლივ არსებული პიროვნებები.მკაცრად წაიყვანა სანდრომ სასამართლო და როგორც იქნა,რამოდენიმე წლის შემდეგ მიაღწია მიზანს და ყველა ის პირი პასუხისგებაში მისცა.პირადად მაიორს კი ორმაგად მოუწია სასჯელის მოხდა,შვილის გამო და თავის თავის გამოც გამოიკეტა სამუდამოდ იმ კედლებში,საიდანაც ვეღარასოდეს ვერ გავა მზის სინათლეზე.სასამართლოდან წასული სამივემ პირდაპირ ნინის საფლავზე წავიდნენ,თეთრი ვარდები იყიდა უტამ და აჩიმ და სანდრომ წითელი ვარდების თაიგული ჩააწყო იქვე მდგარ ვაზაში.სამივე მდუმარედ დადგა საფლავთან და სამივე ფიქრობდა ჩუმად,მათვის ლამაზ წარსულზე რომელიც ასევე ლამაზ მოგენებად შემორჩათ მათ გულებს. მართალია ყველაზე სასტიკად და დაუნდობლად წამართვეს შენი თავი,მაგრამ უშედეგდ არ ჩაიარა ჩემმა ბრძოლამ საყვარელო,ეს ისტორიაც დასრულდა.ამიერიდან მზად ვარ შენთან მოსასვლელად,მეც მალე მოვალ ნინი.წამოდგა და თვალცრემლიანმა დატოვა სასაფლაოს მყუდრო ადგილი.გაოცებული უცქერდნენ ბიჭები,მაგრამ ვერ გაეგოთ სანდროს გულში რა ცეცხლი ტრიალებდა.ფიქრები მოეძალა და გადაწყვიტა რაც კი ტანჯავდა ამ წლების მანძილზე და სულს უფორიაქებდა, მოეძებნა მისი მშობლები. უკვე წლებია, სანდროს გულში და სულში ცეცხლი ტრიალებს.წლებია ცდილობს მისი ფესვები მოძებნოს,გაიგოს ვინაობა მისი და სადაურობა,მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ მიაღწია.შეიძლება მტკივნეულიც კი გამოდგეს სანდროსთვის სიმართლის გაგება,მაგრამ სიმართლე ყოველთვის ჯობს სიცრუეში ყოფნას.მაინც მისი გაიტანა და რაღაც გზებით სიმართლეს მიაკვლია.ერთ დღესაც მოულოდნელად და გაუფრთხილელად ბიოლოგიურ მშობლებს ეწვია.მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა მის ხელთ არსებულ მისამართზე მივიდა,მის წინ დიდი სამ სართულიანი სახლი აღმართულიყო და ეზოდან მხიარული შეძახილები ისმოდა.ახლოს იდგა ეზოსთან და ფიქრობდა,ვერ გადეწყვიტა ღირდა თუ არა ამ ეზოში ფეხის შედგმა,გადაწყვიტა ყველაფერი ისე დაეტოვა როგორც იყო და უკან გადადგა ნაბიჯი,მანქანის კარი გამოაღო უნდა დამჯდარიყო,რომ მამაკაცის ხმა შემოესმა. -ვინმეს ეძებთ,შემიძლია დაგეხმაროთ?სანდროს წინ ერთი თავით დაბალი მამაკაცი იდგა,თმებში ვერცხლისფერი ჭარბობდა,მაგრამ მამაკაცი მის ასაკთან ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა.უცქერდა და არ მოსვლია სურვილი იმისა, რომ შესაძლებელია ჩემი მამაა და ჩავეხუტები,ვიგრძნობ ახლოდან თუნდაც 30 წლის შემდეგ მამის სითბოსო,მაგრამ არა პირიქით, სანდროს თვალში ზიზღი იდგა,უპატიებელი ზიზღი და თითქოს მამაკაცმა იგრძნო სანდროსგან დაუფარავი ზიზღი. -კარგად ხართ? შემობრძანდით სახლში,წყალს მოგაწოდებთ.გაფითრებული ხართ,ძალიან სიცხეა და იქნებ სიცხემ იმოქმედა ცუდად.სანდრომ იცოდა მასზე რაც იმოქმედა ცუდად,მაგრამ ხმას ვერ იღებდა.უხმოდ შეყვა სახლში და მისაღებში 5-6 ადამიანი იჯდა,რომლებიც სანდროს გაკვირვებულები უცქერდნენ. -ნანა წყალი მოუტანე სტუმარს,ცუდად გახდა ჩვენს ჭიშკართან და სახლში შემოვიპატიჟე.გოგონა ფეხზე წამოდგა და სანდროს წყალი მოუტანა.როდესაც წყალს სვამდა ნელა-ნელა და სვენებ-სვენებით გოგონამ აღმოაჩინა,რომ სტუმარი და მამა საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს.სანდრომ თვალი მოავლო ყველას და გაიფიქრა გულში.,,შესაძლებელი იყო,მეც ამათთან ერთად გავზრდილიყავი''.მამაკაცს თვალებში შეხედა და უთხრა ცივი ხმით. -ბედნიერი მამა ხართ,ბედნიერი და მხიარული ოჯახის უფროსი. -კი მართალია,მე ბედნიერი მამა ვარ.ოჯახი, ჩემი წმინდა სავანეა.სანდროს გაეცინა და ხმამაღლა თქვა. -მე აქ შემთხვევით არ მოვსულვარ,მე თქვენ 19 წლიდან გეძებთ. -და რატომ,რატომ გვეძებდი უცხო ადამიანებს? -იქნებ არა ვარ უცხო და მე თქვენი დიდი წარსული ვარ,რომელიც 30 წლის უკან მოიცილეთ და ცივად,ყოველგვარი ახსნის გარეშე ერთ-ერთი ბავშვთა სახლის კართან მიატოვეთ. -ვინ ხარ,შვილო.აკანკალებული ხმით თქვა ასაკოვანმა,ლამაზმა ქალბატონმა. -შვილოს ნუ მეძახი,რადგან ამ სიტყვის თქმის უფლება 30 წლის წინ დაკარგეთ თქვენ ქალბატონო.თქვენ კი ბატონო ნიკოლოზ ირემაძე.შესაძლებელია დღეს მეც ალექსანდრე ირემაძე ვყოფილიყავი და არა ალექსანდრე ნარიმანიშვილი.რა ადვილი დასავიწყებელი ყოფილა თქვენთვის 30 წლის წინ მომხდარი,რომ რამე ღირებული ვყოფილიყავი თქვენთვის,ალბად ასე ადვილად ვერ დამივიწყებდით.მაგრამ სამწუხაროა, ფაქტი სახეზეა რომ დაივიწყეთ მიტოვებული შვილი. -როგორ ბედავ აქ მოსვლას და ასეთ საუბარს,ისიც ჩემი ოჯახის წინაშე. -სწორედ ოჯახმა,შვილებმა უნდა გაიგოს თქვენი ნამდვილი სახე.არა,არ იფიქროთ მე აქ იმისთვის მოვედი,თქვენს საქმეებში ლოთ.მე თქვენი არაფერი არ მინდა,ჩემიც საკმაოდ მაქვს.უკვე მივაღწიე ჩემს ასაკში იმდენს საკუთარი კომპანია არა,კომპანიები ვმართო.მიმატოვეთ,მაგრამ მე არ დავკარგულვარ და უთქვენოდაც მივაღწიე წარმატებებს. -საიდან იცი ჩემი სახელი. -ვიცი,სწორედ თქვენ ხართ ის,ვინც მე მომცა სახელი,მაგრამ არა გვარი და არა ოჯახი.კარგად დამაკვირდი,იქნებ მიცნო,მე თქვენი შვილი ვარ.ყოველ დღე ვფიქრობდი თქვენზე,ოჯახზე,დედმამიშვილებზე,მივაღწიე იმას,რომ გიპოვნეთ და ახლა თქვენს წინ ვზივარ და ვფიქრობ, ამ 30 წელზე,რომელიც თქვენს გარეშე გავატარე.ვხედავ შვილები გყავთ და ამბობ ისინი თქვენი სიმდიდრეა,მე რა ვიყავი თქვენთვის არც სიმდიდრე და არც ბედნიერება?დედა რა დაგიშავე,დაბადებიდანვე რომ მომიცილე თავიდან.ვოცნებობდი მეც მქონოდა ოჯახი,მეც მოვსულიყავი სახლში თამაშის დროს წაქცეული გადატყაული მუხლებით და იმ ჭრილობებზე დედის ხელი მომფერებოდა.მოვსულიყავი სკოლიდან,როცა ვიცელქებდი და მშობელს დამიბარებდნენ,მე კი შიშით ვერ გავამხელდი,დედა შემატყობდა დარდს და მომეფერებოდა,მეტყოდა რომ ყველაფერი რიგზეა.რამდენჯერ მინატრია გვერდით მყოლოდა მიზანდასახული მამა,მამა რომელიც მეტყოდა,,,არ ინერვიულო შენ ყველაფერი გამოგივა''.მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი გულში, დამალული ფიქრები იყო და მეტი არაფერი,ოცნება ოცნებად დარჩა.მე დღეს მოვედი აქ,რადგან მინდოდა გამეგო ვინ იყო ჩემი მშობლები,მაგრამ სურვილი არ მაქვს აქ გავჩერდე,რადგან იქ სადაც ჩემი არსებობა დავიწყებული აქვთ,ჩემი ადგილი არ არის.უკაცრავად ნანა ხომ?მიუბრუნდა მის ახლოს მდგარ თვალცრემლიან გოგონას. -დიახ,მე ნანა ვარ. -თუ შეიძლება სააბაზანო მიმასწავლეთ, ხელი რომ გადავიბანო. -დიახ წამობრძანდით.ნანა წინ გაუძღვა სანდროს და სააბაზანო უჩვენა.სანდრო შევიდა ხელი გადაიბანა და უეცრად ცუდად იგრძნო თავი,თავბრუხვევები და თავის საშინელი ტკივილი ჰქონდა,გულის ჯიბიდან წამალი ამოიღო და დალია მალე მოვიდა გონს,გაუარა ტკივილმა და გამოვიდა სააბაზანოდან,ნანას გაუღიმა და სევდიანი ღიმილით უთხრა. -მშვიდობით,იმედია დიდად არ დაგირღვიეთ ოჯახური მყუდროება.მე აღარ შეგაწუხებთ,ასე რომ გააგრძელეთ ბედნიერი ცხოვრებით ტკბობა. -ალექსანდრე შეძლებ, რომ ხანდახან გნახო? -მე არა ვარ წინააღმდეგი,თუ მშობლები არ დაგიშლის,აი ჩემი სავიზიტო ბარათი.შემდეგ ისევ დაბრუნდა მამასთან რომელიც გაფითრებული იჯდა და უთხრა. -ალბად იფიქრე ახლა ჩემით დაგაწვება კისერზე ოჯახის სიმძიმე,მაგრამ დამიჯერეთ ბატონო ნიკოლოზ მე თქვენი არაფერი არ მჭირდება,არც ის ჰაერი რომლითაც თქვენ სუნთქავთ,ჩემთვის ძალიან მძიმეა.მშვიდობით ბრძანდებოდეთ,აღარასოდეს აღარ შევხვდებით ერთმანეთს.სახლიდან გამოვიდა ჩქარი ნაბიჯით და იმდენად მძიმე და არასასიამოვნო იყო მისთვის იქ ყოფნა,ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა რამდენჯერმე,თითქოს უნდოდა გაეწმინდა ფილტვები შიგ არსებული ბინძური ატმოსგან. სანდროს წასვლიდან,სახლში სიჩუმემ დაისადგურა და ვერცერთი ხმას ვერ იღებდა.ნანას ცრემლები სდიოდა სახეზე,წამოდგა და სააბაზანოში შევიდა,სადაც დიდი სიურპრიზი დახვდა.იქვე რაღაც შეხვეული შენიშნა და გახსნა,სადაც რამოდენიმე ათასი $იყო და წერილი რამოდენიმე სიტყვით. -ძვირფასო ნანა. ერთადერთი არსება ხარ ამ სახლში,რომელსაც ყოველთვის დავაფსებ.შენ ვერ გრძნობ თავს კარგად იმ სამყაროში,სადაც მხოლოდ სულის დაბინძურება გამოსდით კარგად და იცი რატომ?ჩვენ ვგავართ ერთმანეთს ძალიან,ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ, გულწრფელად გთხოვ გაეცალე ამ სახლს,ბინძურ კედლებს,ბოროტების ბუდეს.მამაშენს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს,და შესაძლებელია ერთ დღეს ცუდად გადაგიხადოს მისმა მტრებმა.გაეცალე აქაურობას და შორს წადი მაგ სამყაროდან.შენ შენსავით სუფთა სამყარო შექმენი, ახალი სუფთა მეგობრებით და ახლობლებით.მე ყოველთვის მზად ვიქნები შენს,მხოლოდ შენს დასახმარებლად.გელოდება შენი ძმა ალექსანდრე,სანდრო.ნანამ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და მართლაც გაეცალა იმ კედლებს სადაც უკვე თავს ვეღარ გრძნობდა მის შემდეგ კარგად,როცა ახსნა მოთხოვა მშობლებს თუ რატომ მიატოვეს ალექსანდრე.ახსნა კი მეტად შემზარავი და ამაზრზენი მოსასმენი იყო,რამაც გააოცა შვილები. -ჩვენ ძალიან პატარა ასაკის დავქორწინდით,დაქორწინებამდე გვქონდა ახლო ურთიერთობა,ეს მაშინ დაუშვებელი რამ იყო და მიუხედავად იმისა ვფრთხილობდი დავფეხმძიმდი.ნიკოლოზმა ჩემს მშობიარობამდე ქორწილი გადადო და რომ ვიმშობიარე ბავშვი ვეღარ ვნახე,მითხრა რომ საიმედო ხელში იყო და არ მენერვიულა,ჩვენ მას ხშირად ვნახავდით.ერთ თვეში ვიქორწინეთ და სულ მალე ნანა გვეყოლა ,შემდეგ ნონა და ბოლოს ნუგზარი.ისე წაეწყო,რომ ერთი წლით დაცილება გაქვთ სამივეს და იმ პირველი სიხარულის არსებობაც კი დაგვავიწყდა.რა მალე გასულა 30 წელი,რამხელაა ჩემი ალექსანდრე.თქვა და თვალებზე ცრემლი დაედინა. -არ გვაპატიებს,არსაოდეს არ გვაპატიებს.მის თვალებში უზარმაზარი ზიზღი დავინახე.ჩამწყდარი ხმით უთქვა ნიკოლოზმა. -მაპატიეთ,მაგრამ ამას ვერც მე ვერ გაპატიებთ.მე მივდივარ ამ სახლიდან.ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა,მაგრამ ნანამ გააჩერა. -ნუ გეშინია,შენგან არაფერი არ მინდა და ისეთ არაფერს არ წავიღებ რაც გაგაღარიბებს.სანდრომ საკმაო ფული დამიტოვა,რომ ჩემს თავს მივხედო.არც მას მივადგები კარზე,რადგან მე მრცხვენია,თქვენს მაგივრად მრცხვენია რომ თქვენი შვილი ვარ.ნანა წამოდგა,მხოლოდ მის საბუთებს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა.ერთხელ შეავლო სახლს თვალი და წინ გადადგა ნაბიჯი ახალი ცხოვრების დასაწყებად. თვეებმა გაიარა და ნანა ხშირად აკითხავდა სანდროს სახლში და ძალიან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა და-ძმას,მაგრამ ვერა და ვერ შეეგუა ერთმანეთს ნანა და აჩი.სულ კამათობდნენ და ერთმანეთს სიტყვას არ უთმობდნენ,რაზედაც სანდრო ცალკე იცინოდა ჩუმად და უტაც ერთობოდა კარგად ამათი კამათით.ერთ საღამოს ტელევიზორს უცქერდნენ და აჩი ძალიან დაღლილი დაბრუნდა,შეხედა ნანას და ჯერ თვალები გაუბრწყინდა და შემდეგ უხეშად ჰკითხა. -როგორ ბრძანდებით,რა ხდება ახალი და კარგი თქვენს პირად ცხოვრებაში?ნანამ წარბი ასწია და ფიქრის შემდეგ უპასუხა აჩის მიერ დასმულ კითხვას. -ოოოო,ეს ძალიან რთული საკითხია,ვფიქრობ რომ გითხრა არ დაიჯერებ და ამიტომ გავატაროთ. -რატომ?თქვი ძალიან დამაინტერესე.ვის ეხება?ნანა არც დაფიქრებულა ისე უთხრა. -მამაკაცებს. -მოიცა, მამაკაცებს და არა მამაკაცს? -დიახ,დიახ სწორად გაიგონე ყველაფერი.მე ვერ შევეგუები ისეთ მამაკაცს,რომელსაც არ ექნება მძაფრი სუნამოს სუნი და უფრო მეტიც,მე რომ მამაკაცი მომეწონოს,ჯერ მისი ბრჩხილები უნდა მომეწონოს. -ბრჩხილები?გაუკვირდა აჩის და მის ხელის თითებზე დაიხედა. -დიახ ბრჩხილები, მაგრამ არა ხელებზე. -აბა სად,ფეხებზე? -დიახ,რა თქმა უნდა ფეხებზე. -როგორ უნდა გაიგო ეს როცა მამაკაცს პირველად შეხვდები? -ვაიძულებ წინდები გაიხადოს და შევამოწმებ. -შენ ვერ ხარ კარგად,ვფიქრობ ტვინში უჯრედები იკეტება ნელა-ნელა და მკურნალობას საჭიროებ.უტამ და სანდრომ ვეღარ შეიკავეს თავი და გემრიელად ახარხარდნენ.აჩიმ უყურა სამივეს როგორ გულიანად იცინოდნენ და გაბრაზებულმა თქვა. -უკვე ცოტაც მაკლია და ცოფივით დაგერევით სამივეს.წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.უკან გაყვა სანდრო ხელით შემოაბრუნა მისკენ აჩი და უთხრა. -არასოდეს დანებდე უბედობას,ეცადე თავად შექმნა ბედნიერება რომელიც შენგან სულ რამდენიმე ნაბიჯშია. -რისი თქმა გინდა სან. -არაფლის,მხოლოდ იმის რომ,გაუფრთხილდი იმას ვისაც უყვარხარ,ისინი უეცრად მოდიან და უხმოდ მიდიან, ისე რომ ვერც მოახლოებას გაიგებ და ვერც განშორებას. მარტოობის განცდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული და ჯერ ჯერობით გადაუჭრელი პრობლემაა.ასე ნელა-ნელა მარტოობა ჩაიმალა სანდროს შიგნით და მისი დანახვა შეუძლებელია ვიღაცის გარედან დაკვირვების გზით.ხვდებოდნენ,რომ სანდროს რაღას უჭირდა და მხოლოდ მის გულს ასკდებოდა და მარტო უმკლავდებოდა ამ ძლიერ ტკივილებს. -სან რა გჭირს,რატომ არაფერს არ მეუბნები.უთხრა ერთ საღამოს ნანამ. -მარტო რომ ვრჩები ვპოულობ საკუთარ თავს. მიყვარს სიბნელეში მარტო ჯდომა. ასე მგონია, ბევრ პრობლემას ვაგვარებ როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები.რავიცი აბა რა გითხრა,ეს ბოლო დრო მისწორდება რა სიმარტოვე. -მე მარტო როცა ვარ, ვერ ვიტან სინათლეს,რადგან ვფიქრობ ყველაფერზე და თან არაფერზე.შენ რატომ გრძნობ თავს მარტოსულად,ალექს შენ ხომ უამრავ ხალხთან გიწევს შეხვედრა და საუბარი. -შეიძლება ძალიან ბევრ ადამინთან მაქვს ურთიერთობა ,მაგრამ იქ ხომ მხოლოდ საქმეზეა საუბარი და ეს ყოველ დღე მოსაბეზრებელია,თავს მაინც მარტოსულად გრძნობ. -სან არავინი არ მოგწონს? -მომწონდა. -და რა მოხდა. -აღარ მყავს,მისი თავი წამართვეს. -ახლა სად არის? -ძალიან შორსაა ვერ ვნახულობ,მაგრამ საფლავზე ხშირად ავდივარ.ნანამ გაოცებულმა შეხედა და ცრემლი მოერია.სანდროს რაღაც გრძნობა შემოაწვა და მის თვალწინ კლარას სახე წარმოუდგა.როგორ უნდოდა ახლა ის ენახა ახლოს ჰყოლოდა და გულში ჩაეკრა.უნდა ვნახო,უნდა ვიპოვო.ვიცი სადაც ცხოვრობს.გაიფიქრა და წამოდგა,ყველაფრის აუხსნელად გავიდა სახლიდან და მალე კლარას სახლთან მივიდა.კართან დადგა და ყური მიადო,შიგნით სიჩუმე იგრძნობოდა.გაიხედ-გამოიხედა და მისი მანერებით კარი გააღო.აბანოდან წყლის ხმა მოესმა და კარებთან დადგა,არადა როგორ უნდოდა თავადაც დამდგარიყო ცივი ძლიერი ნაკადის ქვეშ და დამშვიდდებოდა,გახურებული ცხელი სხეული დაუამდებოდა.კარი გაიღო და გოგონამ შიშისაგან შეჰკივლა და გულზე მიიდო ხელი. -შენ,შენ აქ როგორ შემოხვედი. -ეს ჩემი საიდუმლოა. -რისთვის მოხვედი,რა გინდა. -რა არა,ვინ მინდა და ვინ უნდა მინდოდეს,თუ არა შენ. -ავადმყოფი ხარ? -კი,სწორად გაიგე,მაგრამ ისიც უნდა გითხრა,რომ შენით ვარ ავად. -წადი,ახლავეს წადი. სანდრომ წარბი აწია მაღლა და აკანკალებულ გოგონას შეეკითხა ვნებიანი ხმით. -დარწმუნებული ხარ,რომ ჩემი წასვლა გინდა? -კი,სავსებით. -კარგი,შემიშვი წყალს შევისხამ სახეზე და წავალ.უხმოდ დაუთმო გზა,გაატარა და აბანოში შესასვლელი კარი გაუნთავისუფლა,თავად საძინებელში შევიდა.სველი თმები მხრებზე ჩამოეშალა,პირსახოცი უნდა შემოეხსნა,რომ უეცრად თვალი გაუშტერდა და მის უკან ისიც პირსახოცშემოხვეული იდგა.თავისი ლამაზი სხეულით, წყლის წვეთები ნებიერად რომ დაედინებოდნენ დაკუნთულ მკლავებზე, სახეზე. მის გაოცებულ სახეს რომ შეხედა,ოდნავ თვალმოჭუტულმა ალმაცერად გაუღიმა,ხელში აიყვანა და საწოლზე ფრთხილად მიაწვინა.სხეულზე დახედა და მკერდზე ფრთხილად შეეხო,თვალებში ჩახედა და უთხრა. -გემრიელი მკერდი გაქვს,მიწვევს და უნდა დავაგემოვნო.დავცქეროდი ზემოდან შეშინებულ გოგონას და ყველა იმ ბოროტმა ფიქრებმა გაიღვიძა ჩემში,რაც ბიძამისის მიმართ მამოძრავებდა.სანამ ამ გოგოს გულში ჩავიკრავდი, ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს,რომ მე ეს შევძელი.წარმოვიდგინე ჩემს ხელებში დილამდე და მთელ სხელზე, საფეთქლებიდან ფეხის თითებამდე დამიარა ,რაღაც უცნაურმა გრძნობამ.მივხვდი,რომ ტკივილს და ძალადობას ელოდა თითქოს,მაგრამ არ შემეძლო ტკივილი მიმეყენებინა. -დაგინდობ და გამონაკლისს გავაკეთებ,ტკივილს არ მოგაყენებ და ძალად არაფერს არ გავაკეთებ,თუ ეს შენი სურვილი არ იქნება,რადგან შენ განსხვავებული ხარ, ყველაზე ნაზი და ფაქიზი და ყველაზე მეტი სინაზით და სიყვარულით სავსე უნდა მოგეპყრო. -ჩემგან რა გინდა,რას ითხოვ. უთხრა ხმის კანკალით,მაგრამ მის ხელებში ყოფნა ხომ მისი ოცნება იყო და იმ ტუჩუების დაგემოვნება,რომლებიც ახლა გამომწვევად დაჰყურებდნენ ზემოდან -შენგან მხოლოდ სიამოვნება მინდა,ეს ბიძაშენის,მამაშენის და ბიძაშვილის შეცდომის საფასურია. -მე ხომ არ დამიშავებია,გამიშვი რას აკეთებ. ისინი ხომ სასჯელს იხდიან,მათი დანაშაულის გამო. -მართალია იხდიან,მაგრამ მე შენ მინდიხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად,შენ გაუძლებ ძლიერი გოგო ხარ.ამ ღამით,შენი ყველა გემო უნდა ვიგემო, შენი სუნი უნდა შევიყნოსო.რა ლამაზი ხარ, რა თბილი ხარ.ისეთი მკვრივი ხორცი გაქვს,არ მინდა გაგიშვა.მთლიანად მოვიქციე ჩემს ქვეშ,ყურის უკნიდან დავიწყე მისი კოცნა, კისერზე ჩამოვყევი და ლავიწის ძვლებთან რომ მივედი, აკვნესდა.ძუძუებთან ჩამოვყევი ენით,პატარა მკერდი ქონდა.ვიგრძენი, როგორ დუღდა შიგნიდან და რა ცხელი იყო მისი სხეული, ვხედავდი როგორ გაუფართოვდა და დაენისლა თვალები, როცა მასში შევედი,მისი ფეხი ტანზე შემოვიდე და მიუხედავად იმისა სასტიკი წინააღმდეგი იყო,მალე საოცარი კვნესის ხმები დატრიალდა ოთახში და კედლიდან-კედელს ეხეთქებოდა ვნებიანი ხმები.მინდოდა დიდხანს გამეგრძელებინა სიამოვნების პროცესი,მაგრამ ვიგრძენი უკვე ჩემიდან მალე დაიძვრებოდა საოცარი ტალღები,გაშმაგებით და გახელებულად ვკოცნიდით ერთმანეთს.ორივე სადღაც დიდ,უზარმაზარ მწვერვალზე ავედით,ავჩქარდით,ორივემ მოვუმატეთ მოძრაობის ტემპს და ორივემ ერთად ამოვუშვით სიამოვნებისაგან საოცარი ხმები და მის მკერდზე დავემხე ძალა გამოცლილი.ორივე ხელით მოვეხვიე და გულში ჩავიკარი, ჩავიხუტე და ჩავმალე მთელ ჩემს სხეულში, ჯერ კიდევ მასში ვიყავი, ერთმანეთში ვიყავით მთლიანად და ერთმანეთის ვგრძნობდით. უცებ რაღაც მოხდა, თავი კინოში მეგონა, პირდაპირ გადასაღებ მოედანზე, ოღონდ ოპერატორებს და მთელ პერსონალს ვერ ვხედავდი.დილით რაღაც სავსედ მომხვდა ტანზე და ისე მესიამოვნა,თვალი რომ გავახილე და ჩემს მკლავზე კლარას ეძინა გიჟს ვგავდი სიხარულისგან.ძირს ეყარა ყველაფერი და ერთმანეთზე მიკრულებს შიშვლებს გვეძინა,გული ამიფრიალდა მის მოშიშვლებულ სხეულს რომ შევხედე.აღარ შემიძლია ამ შიშველი სხეულის ყურება,კლარამ თვალი გაახილა ჯერ ერთი და მერე მეორე,შერცხვა და თავი ჩახარა.-კაი რა კლარა. როგორ შეგიძლია, აღარ შემიმჩნიო ამ ყველაფრის მერე რაც წუხელ მოხდა ჩვენს შორის.რა ტკბილი იყავი წუხელ,ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო.ახლაც საოცრება ხარ,მაგიჟებს შენი მკერდი რომ ჩემს გულზე ფართხალებს.თვალებდახუჭულს ვაკოცე, იმ თავის ლამაზ, უპომადოდაც წითელ ტუჩებში.ისეთი ტკბილი იყო დიაბეტი დამემართებოდა, უკვე რომ არ მეკოცნა.რა დრო იყო, სამი საათი, ოთხი,ხუთი, აზრზე არ ვარ, მაგრამ არ მეძინა, თვალებდაჭყეტილი ვიწექი და უცებ ქვემოდან ამომხედა და გამიღიმა, ისე გამიღიმა, თითქოს ჭაღი აინთო ოთახში და ხელი დამადო მუცელზე. ისეთი ცხელი იყო მისი ხელის გულები თითქოს სიმხურვალისგან დამწვა კანი და ამეწვა, კანი კი არა, ყველაფერი ამეწვა,გამაშტერა ასე მეგონა მოვკვდებოდი,რა ვიცოდი რას ფიქრობდა და რა მელოდა.მივხვდი რაც ჩაიფიქრა და მივუშვი თავის ნებაზე,ეს იყო ყველაზე საოცარი რამ.პირველად ვიგრძენი საკუთარი თავით კმაყოფილება მის მზერაში. კმაყოფილი იყო, როგორიც ვიყავი, აი ამით იყო კმაყოფილი და ბედნიერი და ნეტა ცოდნოდა, მე როგორ ვიყავი, მთელი სამყარო ჩემი იყო,.მხოლოდ მე და ის ჩვენს სამყაროში.არ მინდოდა იმ დღეს არსად წასვლა,მაგრამ ძლიერი ტკივილს დაწყებამდე უნდა წამოვსულიყავი იქედან და წამოვედი.სახლში შესვლისას სამივე კარებთან დამხვდა თვალებ დაწითლებული და ნანერვიულები. -რა ხდება კარგად ხართ? -ჩვენ კარგად ვართ,მაგრამ შენ როგორ ხარ.შეეკითხა უტამ. -კარგად ვარ.უთხრა და თავის საძინებლისკენ წავიდა,იქ მისულმა უჯრა გამოაღო წამლისთვის,მაგრამ იქ ვერაფერი ვერ ნახა,რომ მის უკსან ხმა მოესმა. -რას ეძებ,ამ წამლებს ხომარა. -რა გინდიდა ჩემს ოთახში,რას ეძებდი უტა. -მარტო ეს გაქვს სათქმელი და მეტი არაფერი? -არ მინდოდა რამე გცოდნოდათ. -რატომ,როდის უნდა გეთქვა.მარტო უმკლავდები ამ ყველაფერს? -არ დაიწყო ,გთხოვ ბედნიერი ღამე მქონდა და ნუ ჩამამწარებთ. -რას აპირებ,ეს მინდა გავიგო. -არაფერს,წამლებს ვსვამ.იქნება შედეგიანი იქნება,არ იქნება და მე ხომ ნინი მელოდება.სანდროს მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა.ნანამ ჩუმად თხოვა,რომ მიეცა ნება მისი მშობლები მოსულიყვნენ მის სანახავად,მაგრამ ის სასტიკი წინააღმდეგი იყო არა მხოლოდ მოსვლაზე,საერთოდ რომ გაეგო მათ მისი ავადმყოფობის შესახებ.აჩის კი ღიმილით უთხრა. -ჩემს დას გაბარებ და გააბედნიერე,დარწმუნებული ვარ კარგი ოჯახი გექნებათ.ბოლო კვირეებში,როცა ძალიან დასუსტდა,იმ ბავშვთა სახლში ითხოვა წაეყვანათ,სადაც გაიზარდა.იმ ოთახში იწვა სადაც მისი ბავშვობის 18 წელი გაატარა.ერთ საღამოს სიზმრად ნინი ნახა.სიხარულით აღფრთოვანებული იდგა თეთრ კაბაში ალექსანდრეს წინ.ალექსიმ ღიმილით შეხედა და უთხრა. -დღეს შესანიშნავად გამოიყურები,ნუთუ შეხვედრა გაქვს ვინმესთან და ეს მე არ ვიცი? -დიახ,შეხვედრა მაქვს და როგორ მიხვდი? -მაშ სწორად გამოვიცანი,მეც გამაცნობ? -უკვე იცნობ მას თავად,უკვე დიდი ხანია. -ესე იგი არ გამაცნობ,მაშინ მე უნდა ვიმარჯვო.მეგობრებო,მეგობრებო ყურადღებას ვითხოვ.დღეს დიდი და ბედნიერი დღეა.სწორედ ეს დღე შევარჩიე,ჩემს საყვარელ ადამიანს ვუთხრა,რომ გახდეს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი.არა,მარტო დღეს,ყოველ ჩემს დაბადების დღეზე გამომყვეს ცოლად და მუდამ იყოს ჩემს გვერდით.თანახმა ხარ საყვარელო,ამიტანო მთელი ცხოვრება შენს გვერდით? -თანახმა ვარ,თანახმა ვარ. თანახმა ხარ,ყოველ წელს გახდე ჩემი ცოლი? -თანახმა ვარ.უთხრა კისკისით ნინიმ და მხურვალე კოცნა აჩუქა საყვარელ ადამიანს.ბოლოს ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და წავიდნენ ერთად იმ გზაზე,რომელსაც უსასრულობის გზა ჰქვია.დილით კი ნანახით კმაყოფილმა გამოღვიძებისთანავე უტს უთხრა -წუხელ ნინის ცოლობა ვთხოვე და დამთანხმდა,არ დაგავიწყდეს მეგობარო,რომ ჩემი ადგილი ნინის გვერდით არის.ამ სიტყვების შემდეგ რამოდენიმე საათში საბოლოოდ დაუხუჭა თვალები უტამ საყვარელ მეგობარს.კლარამ ტელევიზიით გაიგო სანდროს გარდაცვალება,იმ ღამიდან ოთხი თვის შემდეგ.სანდროს როგორც უნდოდა,მისი თხოვნით ნინის გვერდით დაასაფლავეს,მძიმე იყო უტასთვის და აჩისთვის სანდროს გარეშე ცხოვრება,მაგრამ ცხოვრების მკაცრ კანონს წინ ვინ დადგომია მათ რომ შეძლებოდა დადგომა.ერთ საღამოს უტამ გადაწყვიტა სანდროს საფლავზე ასვლა და იქ ნანახმა გააოცა,სიხარული და სევდა ერთმანეთში ერეოდა.სანდროს საფლავზე ძალიან ლამაზი ქალი დამხობილიყო და გულსაკლავად ტიროდა. -მენატრები ალექს.სული ტკივილისაგან იფერფლება დავდივარ და ყველგან დაგეძებ,მაგრამ ვერსად ვერ გპოულობ.ქარს ბოროტი ხმები მოჰქონდა ჩემამდე, და სისინით დამჩხაოდა თავზე, ,,უკვე დაავიწყდი,უკვე დაავიწყდი''.მეგონა მართლა დამივიწყე,თურმე როგორ იტანჯებოდი.გული მტკივა სან მაგრამ ამ მწარე რეალობას ვერ გავექეცი. დილიდან აქ ვზივარ და არ გაქრა ტკივილ,ტკივილი რომელიც მუქი ფერებითაა ჩემში შემოსული.შენ უკვე აღარ არსებობ ჩემთვის,გაქრი ისე როგორც მირაჟი,მაგრამ არ გაქრება ეს რომელსაც ჩემი სხეულით ვატარებ სან მას შენი სახელი დაერქმევა და შენს სახელზე სასახელო შვილს გაგიზრდი.ისეთი ჯელტმენი იქნება როგორიც იყავი შენ.ამომაგლიჯე გული მკერდიდან,შენზე ფიქრში უძილო ღამეებმა სულ ამომიშრო თვალებში ცრემლი,ერთი მზერით შეგიგრძნე და ერთი შეხებით დაგიმახსოვრე,დაგიმახსოვრე მთელი ცხოვრება.ჩვენ ხშირად მოგაკითხავთ.გაჭირვებით წამოდგა და უტამ შეაშველა ხელი და თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა როცა გოგონას კარგად წამოკვესებულ მუცელს შეხედა,დაიხარა და აკოცა მუცელზე და ტირილით თქვა. -აქ მართლა ჩვენი სანდრო არის?გოგონამ თავი დაუქნია და მასაც ცრემლი დაედინა ლოყებზე.უტამ ხელი მოკიდა გულში ჩაიხუტა ქალის აცახცახებული სხეული,შემდეგ კი ფრთხილად წაიყვანა,თავის სახლში მიიყვანა და სანდროს საძინებელში დააბინავა.ცხოვრებას აზრი მიეცა და რამდენიმე თვეში დაიბადა პატარა ალექსანდრე.დღეს ყველაფერი თეთრია,გახურებულ ასფალტს უწყვეტად მიყვება თეთრი ზოლი, თეთრ ზოლს ჩემი თეთრი მანქანა.ვტირი,ამბობენ რომ ჩემნაირები არ ტირიან,მაგრამ შენ ცდები,ტირიან მაგრამ ყველას შეუმჩნევლად.წადი დამტოვე, დღეს მომავალი წარსულში ვცვალე თვითონაც იცი რომ პატიება განაჩენია ყველაზე მწარე.გზა, სიყვარულის გადასარჩენად ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს, ნუღარ მისურვებ ბედნიერებას, ბედნიერება მე შენში დამრჩა,ჩემი ბედნიერება შენ თანვე წაიღე, სან ჩემო ჯელტმენო. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო. დამაგვიანდა, მაგრამ დაგიბრუნდით ახალი და საინტერესო ისტორიით.შეფასებას კი თქვენგან ველოდები. მადლობა ყველას წინასწარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.