"ილიანი" (თავი 14)
მართლაც დავივიწყეთ, მართალია რამდენიმე დღე დაგვჭირდა ურთიერთობა ისევ ძველებური რომ გაგვეხადა, თუმცა მაინც შევძელით. რაც მთავარია ამით ორივე ბედნიერები ვიყავით. ახალ წელსაც მარტო და უბედურის ნაცვლად ბედნიერი და ყურებამდე შეყვარებული შევხვდი, 2 იანვარს კი ბედობას სოფელში დაგვპატიჟეს ჩემებმა ღორის დაკვლაზე. საკმაოდ დიდი თოვლი იყო და ძლივს მივდიოდით ისე რომ არ მოვსრიალებულიყავით, ყველაზე ბოლოს ჩავედით, ყველა გაფრთხილებული მყავდა გიორგიმ ვერ მოიცალა და არ მოვდივართთქო, ამიტომ სიგნალებით მივედით და ყველას გარეთ გამოსვლა ვიძულეთ. ისე გაუხარდა ბებოს ჩვენი ჩასვლა, ვგიჟდებოდი ჩემს ბებოზე, ყველაზე ტკბილი ქალია, რა უნდა მომხდარიყო რომ დიდი ქალივით არ დავეჯინე და არ დავერიგებინე, არასდროს უყვირია ყოველთვის მარიგებდა და ჩემი ჯეროდა. გემრიელად ჩავეხუტე და მოვეფერე, გიორგი გავაცანი, ისე მოეწონა. მე მწვადებისთვის დავიწყე მზადება, შეწვას მე და ბიძია ვმეთაურობდით, გიორგი კი გარეთ გავიდა კაცებთან მისახმარებლად. მესმოდა როგორ იკითხა ბაბუამ ეს ბიჭი ვინარისო, რომ გაიგო ნათიას საქმროო უცებ მიუბრანდა და უთხრა საქმრო არვიცი მე ჩემთან პირდაპირ როგორც ქმარი ისე უნდა ჩამოეყვანაო. უცებ გავშრი წარმოვიდგინე გიორგი როგორ უხერხულად იგრძნობდა თავს, თუმცა მამიკომ სიცილი დაიწყო, მაშინ არც მე უნდა შემოგეშვი დაბადების დღეზე რომ ვეწვიე შენს ქალიშვილსო და სიტვაციაც განმუხტა.სასიამოვნო დრო ვატარეთ და დაღამებამდე წამოვედით მოცუების გვეშინოდა. ძველით ახალი წელიც მალე მოვიდა და ამჯერად ახალი ამბით შევხვდით, ქორწილი თებერვალში დავნიშნეთ. ისე გვიხაროდა, მართალია დედიკო გვეხვეწებოდა ნუ გაიყინავ თავს ზაფხულამდე რაღააო, თუმცა მაინც ჩვენსას ვიძახდით. 16 უნივერსიტეტში გავედი სწავლა დამეწყო, ერთ კვირაში გამოცდების ცხიებ-ცხელება დაიწყებოდა და ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ვინ დამაცადა გონება გამოცდებისთვის შემდეგ კი ქორწილისთვის დამეთმო. სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს, ერთ-ერთ ლექციაზე ვიჯექით და გამოცდას განვიხილავდით ჩემი მობილური რომ ამღერდა. დეპარტამენტიდან რეკავდნენ ამიტომ ლექტორმა უფლება მომცა მეპასუხა, სანამ კართან მივიდოდი მოსმენილით ადგილზე გავშეში და გაოცებულმა გამოვიხედე:-დიახ, გასაგებია ახლავე ჩამოვალ. გოგონები გაკვირვებული მიყურებდნენ რა მოხდაო -გერმანიის სტიპენდია ავიღე_ და ამ დროს ჩემი ჯგუფელის თამარის მობილურიც იგივე ნომრით ამხედა და გაკვირვებულმა ამომხედა:-ვაიმე მეეც? 15 წუთში უკვე ჩვენს ხელმძღვანელს ვეჯექით კაბინეტში და შემოთავაზებას გვაცნობდა, მარტის ბოლოს გერმანიაში უნდა ვყოფილიყავით, მოძებნილ ბინაში დავბინავებულიყავით, სტიპენდიის ჩარიცხვამდე ბანკის ანგარიშებზე გვეზრუნა და 6 თვე ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში უნდა გაგვევლო ერთი სემესტრი. მე და თამარი ბედნიერი ვუყურებდით ერთმანეთს ამ შემოთავაზებაზე ვერც ვიოცნებებდით, ისევ გერმანიაში დავბრუნდებოდი, ვისწავლიდი ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდებოდი რა მაგარი იქნებოდა, მაგრამ.... აქ უკვე დიდი მაგრამ მოდიოდა, ორ დღეში მე და გიორგის ნიშნობა გვქონდა, თებერვალში კი ქორწილი, ქორწილი რომ ძველებურად გადაგვეხადა აღარ გამიშვებდა, რომ გადამედო გაგიჟდებოდა. სიმწრიდან ცრემლები წამომივიდა, ერთი გადაწყვეტილება ჩემს მომავალ კარიერას და განათლებას ეხებოდა, მეორე კი ოჯახს. საბოლოოდ ხელმძღვანელს დრო ვთხოვე პასუხის გასაცემად და თანაგრძნობით მომხვია ხელი: -მარტო ერთი თხოვნა მაქ, შენს საქმროს ჩემი სახელი და გვარი არუთხრა, თორემ მეშინია ქორწილის გადადებისთვის არ მომხვდეს_ თვალი ჩამიკრა და გზა გააგრძელა. მაკანკალებდა გიორგის რეაქციას რომ წარმოვიდგენდი, 2 დღეში ნიშნობა მქონდა, მეორე დღეს „კალიცოების“ გასაკეთებლად მივდიოდით და უცებ ასეთი ამბავი. დავურეკე საქმე მაქ და შევხვდეთთქო და უნივერსიტეტი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე. ხმაზე მიხვდა ალბათ სერიოზული რაღაც რომ ხდებოდა, მაშინვე გაეთავისუფლა სამსახურიდან და ჩემთან წამოვიდა. ჩვენ პარკთან ვიჯექით მანქანაში რომ ვუთხარი: -სტიპენდია ავიღე._უცებ ვერ მიხვდა -მერე? -მერე ეს სტიპენდია გერმანიაშია ექვსი თვე -მერე? -რაღა მერე გიორგი, მერე ის რომ დაგირეკე და გეუბნები. -და რას მეუბნები? -არ გეუბნები გეკითხები. -რას მეკითხები? -რჩევას გიორგი. -არა -რა არა? -ჩემი რჩევაა ასეთი პასუხი, არა. -ანუ უარი ვთქვა? -და რა ჯერ არ გითქვამს? -გიორგი ეს სტიპენდიაა გერმანიაში. -ჩვენ კი ნია ერთ თვეში ვქორწინდებით. -ვიცი რა საჭიროა შეხსენება, უბრალოდ ხომ შეიძლება რომ ჯერ ჩემს განათლებას მივხედო? ეს შემოთავაზება ახლაა და ქორწილი... -ქორწილი რაუჭირს სულ შეგვიძლია გვქონდეს არა? ასე გინდა ჩემი ცოლი რომ გახდე? -კარგი რა პატარა ნუ ამძაფრებ, ეს მხოლოდ 6 თვეა. -ცოტაა ნია? ექვსი თვე უშენოდ ცოტაა? კარგი შენ იქ იქნები ისე გიყვარს იქაურობა და ისე გინდოდა დაბრუნება შეიძლება ახალი მხარის დათვალიერებაში არც გაგახსენდე, მაგრამ მე რა ვქნა აქ რომ ვრჩები? არა. ჩემი პასუხი უკვე იცი, უშენოდ ვერ დამტოვებ. არა! _ცრემლები წამომივიდა, ვიცოდი გაბრაზდებოდა, მაგრამ ასეთ კატეგორიულ უარსაც არ ველოდი, ეს ხომ სტიპენდია იყო, გერმანიაში, არა ჩემი კარიერა უფრო მეტ დაცვას საჭიროებდა და ტირილს მოვუმატე, ვიცოდი ჩემი ცრემლები უკან დაახევიებდა და ხმით დავიწყე სლუკუნი. -ნია ძალიან გთხოვ, იცი როგორც მიჭირს, ნუღა მიმატებ. წამო სახლში დაგტოვებ. -არა არ მინდა, მაშინ აქ დამტოვე. -აქ არ დაგტოვებ ისევ ცუდად არ გახდე. მითხარი რა გავაკეთო რომ ჩემი გაიგო, მეშინია რატომ ვერ ხვდები? აქ გვერდით მყავხარ, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და შენთან გავჩნდე 5 წუთში და იქ რა ვქნა მითხარი, რამე რომ მოგივიდეს აქედან რა ვქნა?_ ამოისუნთქა, უცებ გონება გამინათდა და კიდევ უფრო შემიყვარდა თუ ეს შესაძლებელი იყო საერთოდ, აქ საუბარი მის უნდობლობაზე კიარიყო, არამედ ჩემს უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე. ვეღარ მოვითმინე და მაგრად ჩავეხუტე, მივხვდი მოლბა და იმასაც მივხვდი მალე რომ გავიმარჯვებდი. გოგოები აღნიშვნას აპირებდნენ და კაფეში მიცდიდნენ. 5 წუთის მისული ვიქნებოდი „სადედამთილომ„ რომ დამირეკა ბეჭდების სანახავად რომელზე წავიდეთო. ტირილით მოვუყევი რაც ხდებოდა და რა ბეჭედი შეიძლება ქორწილი სულ გააუქმოსთქო, მაგრამ დამამშვიდა, რა კარგია დედი გიორგის მე დაველაპარაკებიო. მეორე დღეს უფრო მშვიდად შემხვდა, ისევ უარი მითხრა თუმცა დარწმუნება მაინც მოვახერხე და ჩემი და თამარის წასვლაც გადაწყდა. მარტის ბოლოს უნდა გავფრენილიყავით, თუმცა დიდად მშვიდად არც ჩვენ ვიყავით, სწორედ იმ პერიოდში იმდენი ტერაქტი მოხდა, გვეშინოდა ვინმეს ჩვენს სტუდენტურ პატარა ქალაქზეც არ გაევლო თავში რამე. თბილისში ყველა ერთად წავედით, გიორგიზე თავ მიდებულს ჩამეძინა, მერე ბევრი ვისაუბრეთ, ყველაზე მეტს მე ვიცინოდი ნერვიულობა რომ დამემალა, ყველაზე მეტად დამშვიდობება გამიჭირდა. ექსკალატორზე ასვლამდე მთელი ძალით მოვეხვიე, თავი გულზე დავადე და ტირილი დავიწყე. თავზე მაკოცა და ჩემ გოგოს გაუფრთხილდიო მიჩურჩულა. ატირებულმა ავირბინე კიბე და მაინც ვერ მოვითმინე, კიბის ბოლოში ასული გადმოვიხედე და პირველად დავინახე როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ლოყაზე. პასპორტის შემოწმებისას დავფიქრდი, რომ დიდ შეცდომას ჩავდიოდი, მაგრამ თავი დავარწმუნე რომ უკან დაბრუნება უკვე გვიანი იყო და მე და თამარი სკამებზე ჩამოვჯექით და ჩვენს დაგვიანებულ რეისს დავუწყეთ ლოდინი როდის გამოაცხადებდნენ ჩასხდომას. ------------------------------ ძალიან გთხოვთ მითხრათ თქვენი შენიშვნები ან თუნდაც მოწონება, რომ გამოვასწორო :))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.