შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანანო (2)


25-11-2017, 11:01
ავტორი მ-მერმე
ნანახია 1 133

თანანო.
თავისთვის მიაბიჯებდა სკოლისკენ მიმავალი 9 წლის გოგონა, როცა მანქანა გამოუხტა გზიდან. არ დაჯახებია, მაგრამ შიშისგან თვითონ წაიქცა. ის-ის იყო სატირლად უნდა დაებრიცა ტუჩები, მოულოდნელად ხელში რომ ააფრიალეს. გაოცებულმა ახედა, ალბათ, 14-15 წლის ბიჭს, რომელსაც ჩქარი ნაბიჯებით მიჰყავდა სკვერისკენ. სკამზე უაღრესი სიფრთხილით რომ დასვა, მერე უფრო კარგად შეძლო დაკვირვება.
მაღალი ნამდვილად იყო თავის ასაკთან შედარებით. შავგვრემანი, კაშკაშა ლურჯი თვალებით, სწორი ცხვირით და ულამაზესი ნაკვთებით. ისეთი იყო, დანახვისთანავე რომ მოხიბლავდა ყველას, მითუმეთეს 7 წლის ბავშვს.
- რამე ხომ არ იტკინე? - ჰკითხა ბიჭმა და უძირო თვალები ფრთხილად მიაპყრო შეშინებულ, მაგრამ უფრო დაბნეულ გოგონას.
- მე... ჰო, მე... არა, არაფერი. უბრალოდ, ძალიან შემეშინდა და... და... გმადლობ! არც კი ვიცი... საიდან გაჩნდი? მე ვერ დაგინახე...
- იმ მანქანაში ვიჯექი, რომელიც კინაღამ დაგეჯახა. - ისე ზომავდა სიტყვებს და იმდენად დიდი სიფრთხილით ამბობდა, აშკარა იყო, ყველა სიტყვით ბოდიშს უხდიდა.
როგორც კი ეს გაიგო გოგონამ, მაშინვე ფეთიანივით გახტა უკან. თვალებგაფართოვებული უყურებდა ბიჭს. იმხელა სიძულვილი, ბრაზი, რისხვა ჩანდა მის თვალებში, ვერ გაუძლო სინდიდის ქენჯნას, გოგონას ასეთ გამოხედვას და თავი მძიმედ დახარა.
- მაპატიე. არ გვინდოდა.
- ვიცი, რომ არ გინდოდათ, მაგრამ...
- მაგრამ?
- არ გაპატიებ.- უბრალოდ უთხრა და გრაციოზულად გამოტრიალდა.
გაოგნებული უყურებდა მიტრიალებულ გოგონას, რომელიც ტანს ისე მიარხევდა, თითქოს ანგელოზი იყო. ბოროტი ანგელოზი! ჯერ კიდევ აფექტის მდგომარეობაში იყო. 9 წლის ბავშვი, ასე ელაპარაკა? თან ვის? ადამიანს, რომელიც ასე წუხდა და პატიებაც კი სთხოვა? მაგრამ იმასაც იაზრებდა, რომ დამნაშავეები იყვნენ თვითონ და თავის ძმაკაცი. მიუხედავად იმისა რომ თვითონ არ იჯდა საჭესთან, პირველმა დაინახა თავისთვის, თავჩაქრილი, ცეკვით მოსიარულე ბავშვი. კიდევ კარგი დაინახა, თორემ წამორდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა იქ. ალბათ, თავს ვერასდროს აპატიებდა. მერე რა რომ თვთონ არ მართავდა საჭეს...

* * *
იმდენად იყო განცვიფრებული, თითქოს გაბრზებულიც, დაბნეული სკოლაში ვერ წავიდოდა ნამდვილად. ჰოდა, არც წასულა. თავის ყველაზე ახლო მეგობართან ავიდა, რომელიც სიცხეების გამო ლოგინზე იყო მიჯაჭვული. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა. ნანა დეიდა შეეგება.
- სკოლაში არ წასულხარ? - გაოცებულმა შეხედა პატარა გოგონას, მაგრამ მაინც დიდი სითბოთი შეიპატიჯა სახლში, თბილ სახლში.
- იცით რაა, ნანა - დეიდა? - თავის მართლებას შეეცადა, თან ამ ყველაფერს ისე საყვარლად აკეთებდა, სიცილი მოგვარა ქალს.
- კარგი, კარგი, შემოდი, მე დავურეკავ ლიდიას.
ღიმილით შევიდა სახლში, დინჯად დადო თავისი ჩანთა შესასვლელშივე და ეგრევე მოკურცხლა მეგობრის ოთახისკენ. რომ შეხედა, ჯერ კიდევ ეძინა. უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები. იქვე ჩაჯდა, თავის საყვარელ სავარძელში. მუხლებზე ხელის მტევნები დაიწყო და ფეხები მოუთმენლად აათამაშა.
- გაიღვიძე, რაა! გთხოვ! რაღაც უნდა გითხრა! - ვერ მოითმინა და ლოგინს ეცა.
- მმმბბზ... - უცნაური ხმები ამოუშვა გოგონამ.
მეორე მხარეს გადატრიალება სცადა, მაგრამ როცა გაიაზრა ვის ეკუთვნოდა ეს ხმა გიჟივით წამოფრინდა ფეხზე. ვის ახსოვდა სიცხე. ისე მოხვია პატარა ხელები მეგობარს, სულ არ გახსენებია თითქმის ერთი კვირა ლოგინში რომ არის დაბმული და ფეხს ვერ იცვლის იქიდან. ისე მაგრად ეხვევოდა, ისე... თვითონაც გაუკვირდა, საიდან ჰქონდა ამხელა ძალა შერჩენილი, ისე იყო დასუსტებული.
- როგორ მენატრებოდი! - თბილად გაუმხილა გოგონამ ახალმისულს, მაგრამ თითქოს ამ სითბოს ცოტა საყვედურიც ერია.
- მეც მენატრებოდი! მაპატიე, აქამდე უნდა მენახე, მაგრამ... - თავის მართლებაზე გადავიდა, თუმცა რომ მიხვდა უადგილო იყო, გაჩუმდა. - როგორ ხარ?
- რა ვიცი, ლოგინს ვარ მიჯაჭვული, მარტო საპირპარეშოში გავდივარ და სააბაზანოში. სხვა გზა არ მაქვს, ნანა გესტაპოსავით მადგას თავზე. ლამის არის, ჩვენი ისტორიის მასწავლებელის ქცევები მიითვისოს სახაზავს თითებზე რომ ურტყამს ხოლმე ბავშვებს. - ამაზე ორივეს გულიანად გაეცინა. - შენ, შენ როგორ ხარ?
- დღემდე კარგად ვიყავი. ვსწავლობდი, სკოლაში დავდიოდი, მაგრამ დღეს... - თავი დახარა დაბლა.
- დღეს? დღეს რა მოხდა? - ინტერესით ჰკითხა გოგონამ და ლოგინზე პლედშემოხვეული საღამურების ამარა წამოჯდა.
- დღეს კინაღამ მანქანა დამეჯახა. ოღონდ არ იყვირო! დამაცადე! - გაღებული პირი სწრაფად დაახურინა მეგობარს. - მე ვთქვი, კინაღამ! ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არ დამჯახებია. გადავრჩი. დროზე მოასწრო გაჩერება, თორემ ვერავინ ვერ მიშველიდა ისეთი სისწრაფით მოდიოდნენ.
- მოდიოდნენ?
- ჰო, ორნი იყვნენ. ერთი საჭესთან, მეორე გვერდზე ეჯდა.
- მერე? უცბად მომიყევი! - აღტკინებული აცეცებდა თვალებს გოგონა.
ისევ. ვის ახსოვდა სიცხე?
- მერე, რომელიც საჭესთან იჯდა გადმოხდა, ხელში ამიყვანა და სკვერამდე ლამის სირბილით წამიყვანა. მერე პატიება მთხოვა და...
- დარწმუნებული ვარ, ისეთ პასუხს გასცემდი... - ხელი პირზე აიფარა და ჩუმად გადაიკისკისა.
- ჰო! მან მე კინაღამ მომკლა! არაუშავს, მაგალითი იქნება! სხვა დროს უფრო ფრთხილად ატარებს მანქანას! - მედიდურად გაიხედა გვერდზე და წარბები მაღლა გრაციოზულად აწკიპა.
- ვინ იყო, ისიც არ იცი?
- ვერა, ვერ ვიცანი.

* * *
- დედი, მოვედი! - კარები შეაღო სახლში გოგონამ და კუნტრუშით შევიდა მისაღებში.
გაოგნებისგან ადგილზე მიეყინა, როცა იმ სავარძელში, სადაც თვითონ უყვარდა ხოლმე დაჯდომა, ახლა ვიღაც ბიჭი იჯდა... ვიღაც ბიჭი? ვიტყუები. ,,ვიღაც’’ ნამდვილად არ იყო. ეს ის ბიჭი იყო, კინაღამ რომ ჩვენი გოგონა იმსხვერპლა.
თვალებგაფართოებული დააკვირდა მის წინ მჯდომს, რომელიც სწრაფად წამოდგა ფეხზე, მისი დანახვისას. ისეთი მოწიწებით ექცეოდა გოგონას, თითქოს დიდი ვინმე მდგარიყო მის წინ. ალბათ, იყო კიდეც დიდი ვინმე მისთვის, არ ვიცი.
- გამარჯობა. როგორ ხარ? - კომუნიკაცია თავის თავზე აიღო ბიჭმა.
- გამარჯობა. კარგად შენ?
უნდოდა ერთი მაგრად გამოელანძღა ეს უტიფარი, მაგრამ გაახსენდა რომ თვითონ ზრდილობა არ ჰქონდა ჯერ დაკარგული. სახის მიმიკები მაინც ვერ გაასწორა აფერისტულად და სახე უკმაყოფილოდ დამანჭა.
- ვარ, რა. - უბრალოდ გასცა პასუხი ბიჭმაც და უხერხულად ჩაეშვა ისევ იმ სავარძელში.
რა უცნაურია, 15 წლის ბიჭს ერიდებოდა 9 წლის ბავშვისთვის. მართლა ბავშვისთვის. უხერხული გრძნობა ეუფლებოდა, მერედა ვის გამო?! რას უშვებოდა ეს ერთი ციდა ბავშვი ისეთს, რომ ყოველ წამს ფიქრობდა იმაზე, რაც ჩაიდინა. ყოველი გოგონას გამოხედვა ისე იყო გამიზნული, თითქოს სპეციალურად ახსენებდა მომხდარს.
გოგონა სამზარეულოში გავიდა. რა ხდება მის თავს? რას აკეთებეს ის კრეტინი, უტიფარი, მის სახლში?
- დედა! - სამზარეულოში გაცოფებული შევარდა.
- ჰო, აქ ვარ. გაიცანი უკვე?
- ვინ არის ის ბიჭი და რა უფლებით ზის ჩემ სავარძელში? - თვალები აქეთ-იქით გაცოფებულმა დააკვესა.
- მამას ძმაკაცის, ლექსოს შვილია. გახსოვს ლექსო ბიძია? - ღიმილით განაგრძო ქალმა.
- ვისი შვილი? - სასოწარკვეთილმა ჰკითხა.
- ლექსოსი. რა დაგემართა კი მაგრამ, რა ვთქვი ასეთი?
- მაინდამაინც ის. რატომ? - გაურკვევლად ჩაიბუტბუტა თავისთვის, მაგრამ მაინც გაიგო ლიდიამ.
- ვერაფერი გავიგე!

* * *
- მოდის.
- ვინ მოდის? - გაიოცა გოგონამ.
- ის!
თავი ასწრია და დაინახა ლექსოს შვილი, სწორედ ის, რომელსაც ვერ იტანდა უკვე. რას გადაეკიდა? რას დასდევს. ხო ხედავს, რომ არ უნდა მასთან მეგობრობა.
- დამელოდე, გთხოვ. - ქოშინით დაეწია 15 წლის ბიჭი.
- რა გინდა? - განრისხებული მიტრიალდა მისკენ.
გოგონას მეგობარი მაშინვე წავიდა, ახლომახლოს კი არავინ იყო. ხელს არავინ უშლიდა საუბარში, მაგრამ ვერაფრით ვერ იწყებდა სათქმელს. ვერაფრით ვერ დაალაგა, რა უნდა ეთქვა. რეალურად, არც თვითონ იცოდა, რისი თქმა უნდოდა, თუ შეიძლებოდა...
- არც კი ვიცი... - ნერვიულად გადაიტარა გადახოტრილ თავზე ხელი.
- ჰოდა, რომ გეცოდინება მერე მოდი. ახლა მეჩქარება!
- არა, ერთი წუთით. დამაცადე, იქნებ რის თქმა მინდა?
- არ მაინტერესებს.
- საერთოდ?
- საერთოდ.
- რომ გთხოვო, არც მაშინ არ მომისმენ? არა, ძაალიან რომ გთხოვო! - სიტყვა გაწელა ბიჭმა.
- არა. ძალიან რომ მთხოვო, მაინც არ მოგისმენ. - გზის გაგრძელება სცადა, მაგრამ წინ დაუდგა და ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხა. - ბოლო-ბოლო, არასდროს არ აპირებ ჩემ კუდში დევნას და რაღაცეების ახსნებს თავი დაანებო? არ მაინტერესებს მაშინ, რა და როგორ იყო. მიუხედავად იმისა რომ ვიცი შენ იჯექი საჭესთან, მაინც ჯიუტად მიმეორებ რომ შენ არ ყოფილხარ! რაზე უნდა გელაპარაკო?!
- მაგის სათქმელად არ მოვსულვარ.
- აბა? - გაოცებული შეეკითხა. - სხვა, ჩემთან რა საქმე უნდა გქონდეს?
- მომენატრე.
ელდა ეცა გოგონას. ალბათ, ამის გარდა ყველაფერს ელოდა. იმას უფრო ელოდა, რომ ეთქვა შენი ცხოვრებიდან ვქრებიო, მიუხედავად იმისა რომ 4 თვეზე მეტია ასეთ მდგომარეობაში არიან. გოგონა გარბის, ყოველთვის გარბის, ბიჭი მისდევს. სულ ასე იყო. ყოველთვის.
- ორი კვირაა არ გამოჩენილხარ.
- ვიცი. მივხვდი, რომ ძალიან მომენატრე. შენ ნახვას რომ ვერ ვახერხებდი... როგორ გითხრა... - დაბნეული იყო, საშინლად. ასეთ რამეს პირველად ამბობდა. - დამაკლდი. ძალიან მაკლდი მთელი ეს დრო.
- გაჩერდი!
- სულ ნუ მაჩერებ! - პირველად იყო ბიჭის ხმა ასეთ მკაცრი.
სულ, სულ ოდნავ დაფრთხა გოგონა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გატყდა.
- იმიტომ გაჩერებ სულ, რომ სულ სისულელეებს ლაპარაკობ.
- მე ვლაპარაკობ სისულელეებს? - გაოცებულმა მიიდო გულმკერდზე ხელი.
- დიახ, შენ!
- დამშვიდდი, ახლა. ჩვენ მაგაზე არ ვსაუბრობდით.
- მე და შენ, საერთოდ არ ვსაუბრობდით!
- მომისმინე. ეს ხო მაინც შეგიძლია?! უბრალოდ მომისმინე.
რეალურად, სულ სხვას განიცდიდა გოგონა. 4 თვიანმა კუდში დევნამ თავისი შედეგი გამოიღო და ბავშვურად, გულწრფელად შეაყვარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მის დანახვაზე გული საგულედან უვარდებოდა ემხვარი ვერაფრით გატეხა. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებაში გადაუვიდა ლამის მისი ერთხელ მაინც ნახვა, ხმას არ იღებდა. არაფერს იმჩნევდა. მეტიც, ამას თავის საუკეთესო მეგობარსაც ვერ ეუბნებოდა.
- გისმენ. - მძიმედ ამოილაპარაკა.
- მე მივდივარ...
- სად მიდიხარ? - ძლივს შეიკავა ის შიში, რომელიც გაუჩნდა წამებში. შიში მისი დაკარგვის.
- შორს. ახლა, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბევრს ნიშნავ ჩემთვის. იმაზე მეტს, ვიდრე წარმოგიდგენია.
- მე სართოდ არ წარმომიდგენია. - თავი დაბლა დახარა, მაგრამ მაინც მტკიცედ თქვა.
- მითუმეტეს! თავს გაუფრთხილდი! იცოდე, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
ბოლო სიტყვა ყურში კივილად ჩაესმა. როცა შეტრიალებული ბიჭი დაინახა, ემოციები ვეღარ მოთოკა. იცოდა, რომ ახლა თუ ვერ გააჩერებდა, მოუწევდა მთელი ცხოვრება მისგან შორს ყოფილიყო. საკმარისად გაიცნო იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, თავის სიტყვას არ გადააბიჯებდა. გონებაში განგაშის ზარმა შემოჰკრა.
- გეგი! - მისკენ ორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გაშეშდა.
ვეღარ გაბედა. საერთოდ ვეღარაფერი ვეღარ გაბედა.
- თანანო! - ღიმილით მოუტრიალდა ბიჭი, მაგრამ სხვლა არ შეუნელებია.
- მტოვებ? ესე იგი, მართლა მტოვებ? სულ მიდიხარ? სად მიდიხარ? მე რა უნდა ვაკეთო აქ, შენ გარეშე? - ხავსს ეჭიდებოდა. სიტყვები თავისით მოფრინავდნენ გულიდან.
- თანანო! - ისევ გაუღიმა და შეტრიალდა.
საბოლოოდ შეტრიალდა.

***
თადაააააააამ! ჩიტებო, გვრიტებო, დანაპირები თავი მოვიდააა!
ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ, რას იფიქრებთ წაკითხვის შემდეგ, საერთოდ თუ შევძლებ გრძნობები გავაღვიძო თქვენში... გთხოვთ, არ დაგეზაროთ და თქვენი აზრი დააფიქსიქრეთ, ეს ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰო, რაც შეეხება ამ თავს.
ბოლო ნაწილამდე არ მინდოდა მათი სახელების აფიშირება. ცოტა კი გავწვალდი, მაგრამ ჩანაფიქრი თავიდანვე ასეთი მქონდა და ვეღარ ავუარე გვერდი.
იმედია, სულ, სულ ცოტათი მაინც გავამართლე თქვენი იმედები!



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გაურკვევლობაში ვარ!

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Me gavigee. Anu vbavshvobidan rom gaujda sisxlshi scored es gegiaaa. Mdaa. Sainteresoaaaa

 


№3  offline წევრი მ-მერმე

Anuki96
გაურკვევლობაში ვარ!

გაგარკვევ. laughing ესე იგი. მინდოდა ეს თავი მთლიანად წარსულისთვის დამეთმო. ანუ! როგორ გაიცნო სწორედ ის გეგი, რომელსაც დღეს ცოლი ჰყავს, როგორ შეუყვარდა და საერთოდ, როგორ გაჩნდა გეგი თანანოს ცხოვრებაში...
Qeti qimucadze
Me gavigee. Anu vbavshvobidan rom gaujda sisxlshi scored es gegiaaa. Mdaa. Sainteresoaaaa

გმადლობ. heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი A

Martla magari iyo momewona mmale dade ra shemdegi....

 


№5  offline წევრი მ-მერმე

A
Martla magari iyo momewona mmale dade ra shemdegi....

ძალიან დიდი მადლობა... relieved heart_eyes

 


№6  offline წევრი londoni

მომეწონა და ველი ახალ თავს???? თუ შეძლებ ცოტა გაზარდე თავები<3

 


№7  offline წევრი მ-მერმე

londoni
მომეწონა და ველი ახალ თავს???? თუ შეძლებ ცოტა გაზარდე თავები<3

შევეცდები, გმადლობ. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent