შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი რა (სრულად)


27-11-2017, 00:51
ავტორი ki si
ნანახია 7 342

-იცით რას მივხვდი? როგორც არ უნდა ეცადო ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ
-დიდიხანს ფიქრობდი ამაზე?
-საკმაოდ დიდხანს იმდენად დიდხანს რომ გულს ვეღარ ვგრძნობ ექიმო
-კარგი გიგა,-თინიამ თავი ჩახარა ცოტახანს თეთრ ფურცელს დახედა რომელზეც არ იცოდა რა დაეწერა, იცოდა იცოდა გიგა რომ მართალი იყო მაგრამ ეს რომ ეთქვა გიგას დეპრესიას წაახალისებდა.
-რას მირჩევ ექიმო?-გიგა ყველაზე უცნაური პაციენტი იყო ვინც კი თინიას ჰყოლია არა იმიტომ არა რომ მისი ფსიქიკა ყველაზე მეტად იყო დაზიანებული თინია სარაჯიშვილს უარესიც ენახა უბრალოდ გული სტკიოდა რომ გიგას წამლებით ჭყეპავდა სიმართლის თქმისთვის.
-მოდი დანიშნულებას შეგიცვლი გიგა იქნებ უფრო ხშირად გენახა პოზიტიური ფილმები
-ფილმი რას მიზამს ექიმო ჩემი რეალობა სანაგვიეა,-თინიამ ამიოხრა გიგამ რაღაცნაირი ვნებიანი თვალებით აათვალიერა ექიმი რომელმაც სათვალე მოიხსნა და თვალები მოისრისა
-დაიღალე ექიმო?
-ძალიან გიგა
-დაისვენე ექიმო მე წავალ დაგირეკავ თუ ისევ მიმტყუვნა ნერვებმა
-არა გიგა რას ამბობ კიდევ თხუთმეტი წუთი გაქვს
- ექიმო შენ ახლა ჩემზე მეტად გიჭირს
-საიდან მოიტანე?-თინია ძალიან დაიბნა და გიგას ამღვრეული თვალებით მიაშტერდა
-შაბათს ხო თქვენი საუკეთესო მეგობრის ქორწილია სადაც თქვენი ყოფილი იქნება
-გიგა ახლა მაშნებ
-არა ექიმო,-ჩაიცინა კაცმა და წვერზე ხელი ჩამოისვა თვალები გაუნათდა ქალის დაბნეულობაზე,-თქვენ მითხარით ქორწილის შესახებ გუშინ რომ გესაუბრეთ ტანსაცმლის მაღაზიაში დანარჩენს ჩემით მივხვდი
-ოჰ, გიგა,-თავი გადააქნია თინიამ
-ხო მართლა ის კაბა ძალიან გიხდებოდათ რომელიც შეიძინეთ
-არ მიყიდავს გიგა იქ მკერავი მუშავს და იმას გადავაკეთებინე
-რა მნიშვნელობა აქვს,-გიგამ ცისფერი თვალები გადაატრიალა.
ყოველთვის უკვირდა თინიას როგორი თვალები ჰქონდა გიგას ღრმა და სევდიანი ყოველთვის ეგონა თინიას გიგა მის გულში იხედებოდა.
-წავალ ექიმო დანიშნულება მომეცი და წავალ,-ფეხზე წამოდგა გიგა
-კარგი გიგა დამირეკე თუ დაგჭირდები კარგი?-გამომცდელად დააკვირდა ქალი
-აუცილებლად ექიმო შენ კი დაისვენე თვალები ჩაწითელებული და დაღლილი გაქვს
-ვეცდები. ნახვამდის,-დანიშნულება მიაწოდა და კარამდე მიაცილა
-ნახვამდის ექიმო.
გიგამ დერეფანი გაიარა თინიას ერთხელ მოუხედა თვალი ჩაუკრა და გავიდა.
-ოოჰ, გიგა რა მოგიხერხო რა,-ამოთქვა თინიამ თითქოს სული ამოაყოლა ამ სიტყვებს და ის იყო კარი უნდა დაეხურა ვიღაცამ დაიჭირა და ოთხში შემოიჭრა.

.............................
-თინს ჩამო რა დროზე,-დაიყვირა თაკომ და სათვალე ცხვირზე გაისწორა
-აუ მოდი რა კართან გთხოვ,-უპასუხა ყვირილით თინიამ მეგობარს და თიკომ წუწუნით ამოიარა სამი სართული მეოთხე სართულთან შედგა და კიდევ ერთხელ დასჭექა
-მოვდივაარ,-წაიღიღინა თინიმ და მის ნაცვლად კარში წყლის ნაკადი გამოიჭრა რომელმაც თინისათვის უცნობი ბიჭი სულ გაწუწა
-ღმერთო ჩემო მაპატიე
-არაფერია გავგრილდი,-მომნუსხველად გაუღიმა უცნობმა
-თინი გაგიჟდი?
-შენ ხომ გითხარი კართნ მოდი თქო
-ესეიგი მე მეკუთვნოდა არა?
-ჰო
-ხო და წავედი დემეტრე წამოდი,-თიკომ თინიასთვის უცნობ ბიჭს მიმართა
-არაუშავს თინი,-უხერხულად ჩიცინა ბიჭმა და თიკოსთან ჩავიდა
-იქნებ შემოხვიდე ჩემი ძმის მაისურს მოგცემ
-არა იყოს გრილად ვიქნები,-ისევ გაუღიმა ბიჭმა და სანამ თინი კარს კეტავდა თიკოსთან საუბარი დაასრულა და კიბეზე დაეშვა
-არანორმალურო ღირსი ხარ,-თიკოს ეგონა თინი განიცდიდა და იმიტომ იყო თავდახრილი მაგრამ გოგონამ ერთბაშად გადაიხარხარა
-თინი კარგად ხარ?
-რა საყვარელი იყო,-მხოლოდ ეს თქვა და მასწავლებლისკენ გასწია.
.................
-ეს გიგა იყო?-კარში თავი ნატუკამ შემოყო და თინის წინ აესვეტა
-ჰო ეგ იყო,-ქალმა კარი დაკეტა და რომ მოიხედა ნატუკა სავარძელზე გადაწოლილი დახვდა
-რა გაწუხებთ ქალბატონო ნატა?-დოინჯით დადგა თინი
-მართლა დევდარიანს გავს,-ჩაიცინა ნატამ
-გოგო გააჩუმე ენა
-რატო ნუნუ ექიმო,-ღიმილით კითხა ნატამ.
-მიდი მიდი მოემზადე და გავიდეთ თორე დავაგვიანეთ ისედაც
-ოკ!-ნატუკამ ჩანთა აიღო და მზადვარო გამოაცხადა
სამაგიეროდ თინია აღიჭურვა უამრავი საქაღლდით დიდი ჩანთა მხარზე მოიკიდა სათვალე ჯიბეზე ჩამოიკიდა და კარიც ჩაკეტეს.
-თიკო მირეკავს,-ნატუკამ მობილური ყურზე მიიდო
-გისმენთ პატარძალო
-...
-მოვდივართ ნუნუ ექიმი სკამზე იდგა არ ეცალა,-თინიამ მუჯლუგუნი უთვაზა მებობარს გვერდში
-....
-ჰო კაი არ გათხოვდები ჩვენ მოსვლამდე.-ნატუკამ გათიშა და კარიც შეაღო.

-----------------------------------------------------
-სანდროს რას ჩუქნი?-იკითხა ოთახში ახლად შემოსულმა თიკომ
-რა შენი საქმეა რას ვჩუქნი ჩემ ბიჭს?
-კაი ხო რაიყო,-თიკომ ხელები დანებების ნიშნად ასწია და მეგობარი შეათვალიერა,-ულამაზესი ხარ
-მადლობა შენც ბრწყინავ,-ერთმანეთს გადაეხვივნენ და სიგნალის ხმაც გაისმა იცნობდნენ ამ სიგნალს ვაჩე თიკოს შეყვარებული ამავე დროს თინიას მძღოლი და დამცველი იყო.
-მოვიდა ჩემი პრინცი
-ჩემიც
-შენი როგორ?
-სანდრო დამპირდა მეც მოვალ ვაჩესთან ერთადო,-მხრები აიჩეჩა
-წავედით თორე ჩამოანგრევს სიგნალით სადარბაზოს,-გოგონები კისკისით დაეშვნენ კიბეზე და მალე ვაჩეს მანქანაში აღმოჩნდნენ.
-სანდრო არ წამოვიდა?-თინიას არ უნდოდა მისი იმედგაცრუება გაჟღერებულიყო ამიტომ ხალისით იკითხა
-არა თინი სტუმრები უკვე მოსულები იყვნენ და ვერ წამოვიდა,-ვაჩემ გოგონას ქვეტექსტი კარგად გაგიო და ისევე მხნედ უპასუხა.
თინია არცისე დიდიხნის შეყვარებული იყო სანდროსი და მის სახლშიც პირველად მიდიოდა ამიტომ ძალიან ღელავდა მაგრამ მისმა ღელვამ პიკს მიაღწია როცა ლიფტი დაინახა.
-მე ვერ ამოვალ ლიფტით
-რატო თინ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია ცოდო ხარ მეცხრე სართულზე ვერ ახვალ ეგრე
-დახურული სივრცის შიში მაქვს გთხოვ რა ვაჩე ფეხით წავალ
-კაი მეც წამოვალ ფეხით თქვენ ლიფტით ადით,-მოუბნუნდა თიკოს და დემეტრეს რომელიც აქამდე ხმას არ იღბდა
-შენ თიკოსთნ ერთდ წადი მე გავყვები თინის,-უთხრა დემეტრემ როცა დაინახა რომ ლიფტში თიკოს გვერდით ვიღც ბიჭი დადგა და ვაჩეს ისე უბიძგა ხმის ამოღება არ აცალა.
-ერთმანეთი ვერ გავიცანით,-თქვა სიჩუმით დაღლილმა დემეტრემ მესამე სართულის ბოლოს
-მე თინი მქვია ან თინია როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-დემეტრე,-ხელი გაუწოდა ბიჭმა
-ღელავ?-იკითხა ისევ დემეტრემ
-არა საიდან მოიტანე,-მაგრამ ტყუილს მოკე ფეხები აქვსო ტყუილად კი არ თქვეს ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა მეშვიდე სართულზე თინის ფეხები აებლანდა და კიბიდან დაგორდა.
არა ნუ ელით რამე რომანტიულს დემეტრეს დაეჯახა და ისიც გადაიყოლა სანაცვლოდ თინი მესამე საფეხურზე შერჩა დემეტრე კი კიბეებს შორის სიცარიელეზე დაენარცხა.
-კარგად ხარ?
-მგონი ფეხი მოვიტეხე,-თინია ფეხებმოკეცილი იწვა და არ ინძრეოდა
-ადექი მიდი დაგეხმარები,-ბიჭმა წამოაყენა და ის იყო თინიამ ნაბიჯი გადადგა ფეხსაცმელს ქუსლი მოძვრა და ისევ წაბარბაცდა.
-რა უბედური ვარ უუფ,-ამოიკვნესა გოგონამ და ფეხსაცმელი გაიძრო
-ასე ხვალამდე ვერ ავალთ,-თავი გადაადტრიალა დემეტრემ და გოგონა ხელში აიტაცა
-რას შვები?
-გეხმარები რომ სანამ სანდროს დღეა თავის სახლში მოვხვდეთ.
სანამ დემეტრეს თინი ხელში აყვანილი მიყავდა გოგონა ისე გაწითლდა სიბნელეშიც კი ემჩნეოდა
-დამშვიდდი გოგონა,-ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი დემეტრემ რომ არ გასცინებოდა
-რა დამამშვიდებს ფეხშიშველი ვარ
-ეგ არაფერი ასე გატარებ თუ გინდა,-სასწაულად მზრუნველი ხმით ამოთქვა დემეტრემ
-მადლობა,-თინი კართან ჩამოხტა და ზარი დარეკა
-როგორც იქნა თინა რაიყო სადახარ აქმდე,-სანდრომ ცივად გააღო კარი და სტუმრებს შეუძღვა ოთახში
-თინა?-იკითხა სუსტი ხმით დემეტრემ
-ჰო ესეც,-უპასუხა თინიმ და სტუმრებით სავსე ოთხს შეაფარა თავი.
ბავშვები მშვენივრად ერთობოდნენ სანამ სანდროს მამა არ მოვიდა და ყველაფერი არ აირია. რატომღაც კაცმა თინიას დაასო კბილი და ჩასუნთქვის უფლებას არ აძლევდა ყველა მის მოქმედებად აკრიტიკებდა.
-აუ თინ მიდი რა იცეკვეთ შენ და ვაჩემ,-შეევედრა თიკო (ვაჩე და თინი მოცეკვავეები იყვნენ)
-ვერა თიკო ფეხსაცმელი არ მაქვს
-ჩემებს გათხოვებ,-გოგონამ მებობარს ხათრი ვერ გაუტეხა და ფეხსაცმელი გამოართვა
თინი და ვაჩე სამეჯლისო ცეკვებს მესამე კლასიდან ცეკვავდნენ და ყველა მეგობრულ თავყრილობაზე ცეკვავდნენ. ახლაც როცა შეკრებილი ხალხი მიხვდა რაც ხდებოდა ადგილი გაუნთავისუფლეს და სთხოვეს ტანგო იცეკვეთო.

-ვაუ ეს ნამდვლიად ცეცხლოვანი შესრულება იყო,-დემეტრე გოგონას მიუახლოვდა რომელიც სულის მოთქმას ცდილობდა
-მადლობა
-მეც ვცეკვავ სახლში ოღონდ
-რატო?
-იმიტომ რომ ცუდი მოცეკვავე ვარ
-გინდა გასწავლო?
-დღეს როგორი კომონიკაბელური ხარ სამი თვეა ერთმანეთს კვირაში სამჯერ მაინც ვხვდებით და მხოლოდ ახლა გავიცანით ერთმანეთი
-ალბათ იმიტომ რომ მე სულ სანდროსთან ერთად ვარ შენ კი სხვადასხვა გოგო გახლავს ყოველ ჯერზე
-ეგ სხვადასხვა გოგო ხან ჩემი მამიდაშვილი და ხან ბიძაშვილია,-ჩაიცინა ბიჭმა
-მაპატიე,-ისევ გაწითლდა თინი და წყალი მოსვა
-ერთობით?-იკითხა სანდრომ და თინის წელზე ხელი შემოხვია
-სანდრო მთვრალი ხარ,-თინი შეიშმუშნა და სცადა მისი ხელი მოეშორებნა
-მერე რა ცოტა დავლიე რაიყო?
-აღარ დალიო კარგი?-შეევედრა გოგონა
-შენ კი აღარ ი**ზო კარგი?-გაიმეორა იგივე ტონით სანდრომ
-რა თქვი?
-რა ვერ გაიგე?
-ნაძირალა ხარ იცი?-თინიამ სილა გააწნა სანდროს და სწრაფი ნაბიჯით აპირებდა წასვლას დემეტრემ რომ გააჩერა
-დამიცადე მეც მოვდივარ,-გამოსცრა კბილებს შრის ბიჭმა და სანდროს სახეში მუშტი გაუქანა.
---------------------------------------------------------------------
-როგორც იქნა მოვიდნენ,-ამოიოხრა თიკომ როცა გოგონები მაგიდასთან დასახდნენ
-აბა აბა გაჩერების დრო არაა ბოლო დეტალები უნდა დავაზუსტოთ,-ტაში შემოჰკრა ვაჩემ და თიკოს გვერდით დაჯდა,-ესიგი მამაჩემმა მითხრა ყველაფერი შენით გააკეთეო ეს ყველამ ვიცით ისიც ყველამ ვიცით რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.
-კარგი საყვარელო დაწყნარდი,-ჩაიცინა თიკომ და საქმროს ხელზე ხელი მოუჭირა
-პირველად სტუმრების სია გავიაროთ,-გამოაცხადა ისევ ვაჩემ
-მე ,,ძე“-ზე დამთვრებული ყველა გავპატიჟე,-წამოდგა სანდრო
-,,შვილ“-ზე დამთავრებული არის,-გამოაცხარა ნატუკამ
-,,ია“, ,,ვა“, ,,იანი“ არის,-თავი წამოსწია ანრიმ
-,,მუდო ნათესავები“ არის უპრობლემოდ,-ხელი ასწია თინიამ
-იმიტომაც დაგავალე შენ,-კოცნა გაუგზავნა ვაჩემ გოგონას.
-კლასელები არის,-წამით ყველა დაიძაბა მერე კი ზრდილობის გამო დემეტრეს მიესალმნენ და დემეტრეც იქვე ჩამოჯდა
კიდევ უამრავ საკითხზე იმსჯელეს ვაჩე განსაკუთრებით ნერვიულობდა მამის სიტყვები ზედმეტად სერიოზულად მიიღო
-,,კაცი როგორც ქორწილს მოაწყობს მომდევნო ცხოვრებასაც ისე წარმართვსო“
-აბა ახლა ვჭამოთ რა,-დაიწუწუნა ბოლოს ნატუკამ და ოფიციანტს დაუძახა.
-მე წავალ ვაჩე ხვალ რომელზე მოვიდე თუ არ გჭრდები?-იკითხა დემეტრემ რომელიც უდარდელად მჯდარ თინის თვალს არიდებდა.
-დაგირეკავ დემე თუ არა და ჯვრისწერაზე მოდი პირდაპირ
-კარგი.

-------------------------------------
-არ მესმის რა გინდა დემეტრე რა?
-როგორ არ გესმის გამაგებინე როგორ შეიძლება ეს არ გესმოდეს?-გაიგონა განწირული ყვირილი სახლში დაბრუნებულმა თიკომ
-ვაჩე,-დარეკა სასწრაფოდ გაჭირვების ტალკვესთან გოგონამ
-რაიყო თიკ
-ჩხუბობენ ისევ ჩხუბობენ,-თიკო შუბლს იზელდა და თან ცრემლები ჩამოსდიოდა
-კიდე ჩხუბობენ?
-ჰო მოდი რა გთხოვ
-თიკო ყოველდღე ხოარ წამოვალ სამსახურიდან კაი რა შერიგდებიან მალე
-არა ვაჩე არა- ვაიმე დედაა
-რამოხდა?
-რაღაც გატეხეს ვაჩე მოდი რა დროზე გთხოვ,-თიკომ მობილურის გათიშვაც ვერ მოასწრო დემეტრემ კარი რომ გაიჯახუნა.
---------------------------------------------
-თინი
-ჰო
-გძინავს?
-არა თიკო რახდება?
-როგორ გაუძელი
-რას?
-ასე ახლოს რომ იჯდა და შენ ასე უემოციოდ იყავი
-მე ხომ ფსიქიატრი ვარ თიკო
-მაინც,-გოგონამ მხარზე თავი დაადო მეგობარს და მოეხვია
-გამიჭირდა თიკო გამიჭირდა
-მას უფრო უჭირდა მივხვდი ამას
-მეც მივხვდი
-რატომ იჩხუბეთ?
-არვიცი თიკო მართლა არ ვიცი გეფიცები ვერ ვიხსენებ რა გვქონდა საჩხუბარი
-მე მიყვარდა თქვენი წყვილი
-კაი გვეყო,-ღრმად ამოისუნთქა თინიამ და თიკოს შუბლზე აკოცა
-შვიდი წელი ერთდ იყავით,-აგრძელებდა ისევ თიკო
-ერთი წელიც ერთმანეთის გარეშე
-ჰო
-მორჩა დავიძინოთ ხვალ ჩაშავებული თვალებით ვერ წავალთ შენ ქორწილში
-ისევ ისე ვიცხოვრებთ ხო? ხომ არაფერი შეიცვლება?
-ისევ ისე ბედნიერები ვიქნებით გპირდები.
----------------------------------------
-არა ამ სიცივეში რისთვის გამომიყვანე?-თინია წუწუნით მიყვებოდა დემეტრეს
-ნახავ,-ირგვლივ სასიამოვნმო სიმშვიდე გამეფებულიყო მხოლოდ თოვლის ხმა ისმოდა რომელსაც მათი ფეხსაცმლის და თოვლის შეხება წარმოქმნიდა
-ესეც ასეე
-რა?
-ვერ ხედავ?
-რას უნდა ვხედავდე დემეტრე ცარიელი ადგილია,-ჩიცინა თინიმ
-არა აქ სუფთა თოვლია სადაც ჩვენ პირველ თოვლის კაცს ავაშენებთ
-არანორმალური ხარ,-თავი გააქნია თინიმ
-მხოლოდ შენთვის ჩემო სიყვარულო,-ჩაიცინა დემეტრემ და გოგონას აკოცა.
------------------------------------------------
-ღმერთო ჩემო რა ლამაზი ხარ
-მართლა?-თიკოს თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა
-რა გატირებს გაგიჟდი?
-მაპატიეთ,-ნატუკა და თინი თიკოს გადაეხვივნენ
-აბა სუნთქვითი ვარჯიშები გავაკეთოთ რაა,-ითხოვა თიკომ
-რათქმაუნდა.

გოგონების ოთახიდან კისკისი გამოდიოდა სამაგიეროს ბიჭების ოთახში არ იყო მშვიდობა ვაჩე კედლებზე გადიოდა
-დაწყნარდი ვრეკავ შე**მა
-როგორ დავწყნარდები ქორწილი მაქ და სმოკინგი არ მოაქვთ
-ვაჩე დაწყნარდი ანრი ეგეთი უპასუხისმგებლო არაა ალბათ საცობში მოხვდა.
-მისთვის ჯობს რამე სერიოზული იყოს თორე დავაკლავ იმ სმოკინგზე
-მოდი მანამდე ბეჭდები და რესტორნის საკითხი გადავამოწმოთ.

-დამ დამ დამ,-დემეტრე ნერვიულობას იწყებდა ჯვრის წერამდე ნახევარი საათი რჩებოდა და სმოკინგი ისევ არ იყო ადგილზე ვაჩე გიჟს გავდა და არავის ნახვა არ უნდოდა ფოტოგრაფს ლამის სკამი ესროლა როცა უთხრა სხვა სმოკინგი ჩაიცვიო
-ვაჩე შემომხედე,-თინია ვაჩეს წინ იჯდა და ცდილობდა გაემხნევებინა
-კაი რა თინ არ მინდა ახლა ფსიქოლოგიური საუბრები ისედაც ჭკუაზე არ ვარ
-სხვა ჩაიცვი და როცა ანრი მოვა მერე გამოიცვალე
-თინი იცი რა დამიჯდა ეს სმოკინგი?
-ვიცი ხო
-დიზაინერის სმოკინგია და სპეციალური შეკვეთით შევაკერინე
-შენ სხვა რაღაც გაწუხებს ვაჩე
-ჰო უკვე იმისაც მეშინია რომ ანრი ცუდადაა ან რამე შეემთხვა
-მაპატიეთ ხალხო შემაგვიანდა ცოტა,-კარში გაკრეჭილი ანრი გაჩნდა და სმოკინგი სკამზე გადაკიდა
-შენ ...-წამოიყვირა ვაჩემ და მეგობარს დააცხრა
-მითხარი რომ სიკვდილს გამოგგლიჯეს თორემ შემომაკვდები
-ვაჩე დამწყნარდი რა გჭირს ვიფიქრე ცოტას ვანერვიულებ მეთქი
-შე არარაობვ, შე დეგენერატო შე... შე... თინი გადი ხოხედავ ქალივით ვილანძღები
-კარგი ჰო დაწყნარდით და ჩაიცვი ახლა ტარზანივით რო დარბიხარ.

საქორწინო ცერემონიამ მშვიდად ჩაიარა ვერავინ იტყოდა რომ ვაჩე ,,ოჯახს ვერ წარმართვსდა“
-აუ ძაან მიყვარხართ რა თქვენ გარეშე რა მეშველებოდა
-რა და ჯერ კიდევ უცოლოდ ივლიდი,-მოკლედ მოუჭრა ანრიმ
-ხმას ნუ იღებ ჩამოვალ საქორწინო მოგზაურობიდან მერე გაჩვენებ სეირს
-კაი ხო ვაა გაა*რაკაა.
-ხმას ნუ იღებ მეთქი
-ხალხო სირცხვილია ჯერ აქარიან სტუმრები,-თიკომ შემორჩენილ სტუმრებს გადახედა და ვაჩეს მიეხუტა
-თქვენ რომელ საათზე მიდიხართ?
-სამზე
-აბა ადრე ყოფილა ჯერ,-დემეტრემ საათს დახედა ორს უჩვენებდა
-გავალთ მაინც ნახევარი საათით ადრე
-კაი გამოვიცვლი მე მაშინ და მზად ვიქნები
-კაი ხო მიდი,-გოგოებმა თიკო წაიყვანეს და გამოცვლაშიდაეხმარდნენ.

თინი ფეხით მიუყვებოდა გზას იქვე ახლოს თავის მიერ გამოძახებული ტაქსი ეგულებოდა მაგრამ ტაქსამდე მისვლა ვინ აცადა? ვიღაც უკნიდან მიუახლოვდა თავზე ტომარა ჩამოაცვა და მანქანაში ჩასვა
თინი ხმადაბლა სუნთქავდა და ხმას არ იღებდა არც ,,მოტაცების“ მომენტში ამოუღია ხმა
-ხომ არ გცივა?-იკითხა უცნობის ხმამ
-არა იდეალურად ვარ,-ირონიულად გამოეხმაურა თინი,-თან ფანჯრიდანაც რა მაგარი ხედია
-ჰო ასეა.
-დაიძინე ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მივალთ
-კარგი.
თინის მთელი გზა ეძინა ან ხმას არ იღებდა არ იცოდა ეს ,,გამტაცებელმა“ და ჭკუიდან განაჰყავდა ამ აზრს.
-სად ჯანდაბაში ვარ?-თინიმ თვალები რომ გაახილოა საწოლზე იყო მიბმული
-დილა მშვიდობის
-შენ ხარ? ეგ რომ მცოდნოდა კივილით ცას ჩამოვაქცევდი
-თინი,-შეიყვირა დემეტრემ
-რა გაყვირებს?
-გეყოს სულელურად მოქცევა
-მე?
-ჰო შენ შენ
-ისევ მეჩხუბები?
-მაპატიე,-ჩაიცივი და ჩამოდი საუზმე გავაკეთე აქ ცივა
-არ მინდა აქ ვიქნები
-გინდა მე ჩაგაცვა?
-მოიცა ვინ გამომიცვალა?-ეჭვით შეხედა თინიმ
-ერთი ქალი სპეციალურად დავიქირავე ამისთვის ვინ გამოგიცვლიდა შენი აზრით?
-რა დამალევინე რომ ვერ მივხვდი?
-არაფერი შარმი მაქვს ასეთი
-გადი ოთახიდან
-თუ არ ჩამოხვალ მოვალ და წაგიყვან გპრდები.
-კაი ხო წადი და მოვალ.-თინიმ სასწრაფოდ ჩაიცვა და როგორცკი მისაღებ ოთახში შევიდა სითბო იგრძნო. მთელი სხეული ერთიანად მოვიდა მწყობრში თითქოს გაცოცხლდა საოცარი შვება იგრძნო
-მოდი ჭამე რამე
-არ მინდა დილას არ ვჭამ
-ჩემი ხელით გაგიკეთე კარაქიანი პურები და ჩაი ახლავე დაჯექი და ჭამე თორემ ძალით გაჭმევ
-შენ რატომ ხარ ძალაზე დღეს?
-იმიტომ რომ სასწაულად მომენატრე,-დემეტრე თინისთან მიიჭრა და მთელი ძალით მოეხვია
-დემეტრე,-ხმა გაუწყდა ქალს
-რამოხდა რა არის მითხარი თინი
-მომშორდი
-არა ეგ არ მითხრა სხვა რაც გინდა.
-დამანებე თავი ძალიან გთხოვ მაცხოვრე მშვიდად
-არ შემიძია მე რომ ვერ ვცხოვრობ მშვიდად
-წამოდი დავილაპარაკოთ გთხოვ
-არმინდა, ახლა არ მინდა ლაპარაკი,-ქალმა სასწრაფოდ დატოვა მისაღები და ეზოში გააბიჯა.
იცოდა დემეტრემ რომ თინია ახლა საკუთარი თავის გაგებას ცდილობდა და მოეშვა. ქალმა საღამომდე ეზოში დაჰყო შემდეგ მისაღებ ოთახში ბუხრის წინ მოიკალათა და რატომღაც იღიმებოდა.
-რამოხდა?
-აქ ნამყოფი ვარ,-თინიას ღიმილი ისტერიკულ სიცილში გადადიოდა
-აბა ყაზბეგში არ ვარ ნამყოფიო რომ მითხარი
-გაზაფხულზე ვიყავით შენ არ გეცალა და რომც გცლოდა არავინ წამოგიყვანდა ჩემ გამო
-რამოხდა ასეთი რომ იცინი?-დემეტრემ ხელები შემოხვია და თინიმაც მოიკალათა მის მკლავებში
-სანდროს ცხვირი გავუტეხე
-რატომ?
-მაკოცა
-საშიში ქალი ხარ თინია სარაჯიშვილო
-მადლობა.
-თინ მიყვარხარ ,-ქალმა მუშტი შეკრა და უეცრად დასერიოზულდა
-მ ..
-რატომ დავშორდით ერთმანეთს ნუ თუ იმის გამო რომ ლაშას ქორწილში არ გინდოდა წასვლა?
-ესეიგი ამისგამო ვიჩხუბეთ? რახანია გახსენებას ვცდილობ
-ჰო
-მე შემეშნდა დემეტრე, შემეშნდა, რომ ვერ შევძლებდი ისეთივე კარგი ვყოფილიყავი როგორიც შენ მე სხვანაირი ვარ მე ვერ ვითმაშებდი ეს სიყალბე ბოლოს მომიღებდა,-ნერვიულად საუბრობდა თინია და ხელები ისე უცახცახებდა დემეტრე ძლივს ინარჩუნებდა მკლავებში
-მე ხომ არ გთხოვდი ყალბი ყოფილიყავი
-ჰო მაგრამ მე ასეთი ვარ დემეტრე როგორცკი ხელი მთხოვე შემეშინდა შემეშნდა რომ მორიგი ქოთქოთა დიასახლისი ვიქნებოდი ვიცოდი ასე იქნებოდა
-მიყვარხარ თინია გაგიე ბოლოს და ბოლოს ეს
-მეც მიყვარხარ,-ამოთქვა ქალმა
დემეტრეს თითქოს დიდიხნის მწყურვალს წყალი დაალევინესო ქალი მკერდზე ისეთი ძალიათ მიიკრა თინია უნდა მიმხვდარიყო რომ აღარასოდეს არ მოიშორებდა.
-კი მაგრამ ის გოგო,-მოაგონდა უეცრად ქალს
-ვინ გოგო?
-სალი
-მე და სალი მეგობრები ვართ ,-გაიოცა დემეტრემ
-ესეიგი იტყუებოდი?
-მე? არა თქვენ იტყუებდით თავს
-იდიოტო
-მეც მიყვარხარ.
................
-აბა ჩენ ახალ წყვილს გაუმარჯოს
-ქორწილში სმოკინგი ანრის არ მოატანინოთ
-ბიჭო შენ კიდე გახსოვს ეგ?
-რა დამავიწყებს?
-კაი კაი ახლა მინდა ოფიციალურად ვითხოვო თქვენგანაც თინის ხელი
-წაიყვანე კაცო,-ქალმა პირი დააღო და ანრის ისე დაეჭყანა კაცმა პირჯვარი გამოისახა
-კაი რაა ნუ მაიმუნობთ წამოდით ვიცეკვოთ.-გამოაცხადა თიკომ
-რადროს ცეკვაა გოგო ხვალ-ზეგ იმშობიარებ
-მერე რა ბავშვი ითხოვს თორე მე კი არ მინდა
-ასე მაშინ ამბობს ღამე რომ მოშივდება,-გადაულაპარაკა მეგობრებს ვაჩემ
-გამყიდველო,-წამოარტყა გვერდში თიკომ
-კარგი ორსულის სურვილი უნდა ავასრულოთ,-დემეტრემ თინის ხელი დაავლო და საცეკვაოდ წაიყვანა.


.................
ის დღე ალბათ ყველას მეხსიერებაში ყველაზე ბედნიერ დღედ დარჩა რადგან მაშინ დემეტრე უკანასკნელად იყო მათთან ერთად ერთი თვის თავზე ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა მაგრამ პირველის სიმძიმემ მეორეს ბედნიერება გადაფარა ყველაზე რთული კი ის იყო რომ პირველი უბედურების მიზეზი არავინ იცოდა.
სამ ნოემბერს დემეტრე ახალკაცი იმსხვერპლა მისთვის განკუთვნილმა ტყვიამ საყვარელი ქალის მკლავებში დალია სული ის ერთი წელი კი მის გარეშე რომ გაატარა ტანჯვად მიყვებოდა მამაკაცს. ქალის თვალებში ბრაზი სევდა და მწუხარება ერთმანეთს არეოდა და საშინელი სანახავი იყო თინიას ერთ დროს ბედნიერი უდარდელი თვალები დემეტრემ საბედნიეროდ მისთვის ბოლო სიტყვების თქმა მოახერხა
-თინი ჩემო თინი,-თქვა მან და მძიმედ გადაყლაპა ნერწყბი,-მაპატიე რომ შეგხვდი მაპატიე ყველა ცრემლი ჩემგამო რომ დაღვა...

ექვს ნოემბერს დემეტრე მანჯავიძე დაიბადა შავთვალება პუტკუნა ბიჭუნა რომელსაც თიკოსა და აჩეს ცხოვრება უნდა გაენათებინა.

...................
-იცი რას მივხვდი? როგორც არ უნდა ეცადო ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ
-დიდიხანს ფიქრობდი ამაზე?
-საკმაოდ დიდხანს იმდენად დიდხანს რომ გულს ვეღარ ვგრძნობ გიგა
-მე არ მიგატოვებ ექიმო შენთან ვიქნები,-კაცმა თინიას ხელი გაუწოდა
-მადლობა გიგა დიდი მადლობა
-წავიდეთ ექიმო გაცივდები
-ჰო წავიდეთ
-ნახვამდის ძმაო,-გადახედა გიგამ დემეტრეს საფლავის ქვას
-ნახვამდის ჩემო სიყვარულო ხვალ შემოვივლი
-წამოდი თინია ექიმო მანქანით ვარ გაგიყვან მე
-შენ აქ საიდან მოხვდი?
-მეც გარდამეცვალა საცოლე ექიმო არ მითქვამს?
-კი მითხარი პირველ ვიზიტზე
-ისიც აქაა დასვენებული. იცნობენ უკვე ერთმანეთს დარწმუნებული ვარ
-ეჰ გიგა მე რომ მენატრება რა ვქნა
-თავის დროზე არ უნდა შეგშინებოდა ექიმო ...
ამ საუბრით მიაბიჯებდა საფლავებს შორის წყვილი ორივეს თავ თავისი გასაჭირი ჰქონდა და ორივეს უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის არც ერთს აღარ სწამდა მომავლის მაგრამ ორივე ჯიუტად აგრძელებდა ცხოვრებას აბა სხვა რა გზა ჰქოდათ?!
----------------

ცოტა უჩვეულო ისტორია გამოვიდა დიდიხანია უკვე არაფერი დამიწერია და ვნერვიულობ ერთი სული მაქვს შეფასება მოვისმინო. მიყვარხართ



№1 სტუმარი სტუმარი Tikoo

ასე არცერთ ისტორიაზე არ მიტირია ნამდვილად საშინლად კარგი იყო სიტყვები არ მყოფნის

 


№2  offline წევრი ki si

სტუმარი Tikoo
ასე არცერთ ისტორიაზე არ მიტირია ნამდვილად საშინლად კარგი იყო სიტყვები არ მყოფნის

Didi madloba sayvarelo <3 dzlian gamaxare

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კისი შენი ისტორიები რომ ვიცი და რომ ძალიან მომწონს, ამაზე იგივეს ვერ ვიტყვი. ალბათ უფრო უნდა განგევრცო, ძალიან სწრაფ-სწრაფად ანვითარებდი მოვლენებს წარსულ და აწმყო დროში. გიგა ვერ მივხვდი რა შუაში იყო, სანამ დასასრულამდე არ ჩავედი. ემოციები დამაკლდა. არადა ძალიან საინტერესო სიუჟეტი გქონდა მოფიქრებული. იმედი მაქვს ჩემს სუბიექტურ აზრს გაგებით მოეკიდები. მე კი დაველოდები უფრო დიიიდ ისტორიას და ასევე ძალიან საინტერესოს. წარმატებები ჩემო კარგო

 


№4 სტუმარი სტუმარი ki si

Chikochiko
კისი შენი ისტორიები რომ ვიცი და რომ ძალიან მომწონს, ამაზე იგივეს ვერ ვიტყვი. ალბათ უფრო უნდა განგევრცო, ძალიან სწრაფ-სწრაფად ანვითარებდი მოვლენებს წარსულ და აწმყო დროში. გიგა ვერ მივხვდი რა შუაში იყო, სანამ დასასრულამდე არ ჩავედი. ემოციები დამაკლდა. არადა ძალიან საინტერესო სიუჟეტი გქონდა მოფიქრებული. იმედი მაქვს ჩემს სუბიექტურ აზრს გაგებით მოეკიდები. მე კი დაველოდები უფრო დიიიდ ისტორიას და ასევე ძალიან საინტერესოს. წარმატებები ჩემო კარგო

მადლობა ჩემი ისტორიები რომ იცი და ძალიან რომ მოგწონს მართლა საერთოდ არ მქონდა დრო და მეც მივხვდი სხვათაშორის ემოცია რომ დამაკლდა დიდი მადლობა კომენტარისთვის და შენიშვნისთვის გავითვალისწინებ აუცილებლად <3

 


№5  offline წევრი triniti

Me ki momewona dzalian momewona swrafi iyo magram tavad chanafiqri momewona is risi tqmac gindoda davinteresdi shenit aba sxva istoriebsac vnaxav.warmatebebi

 


№6  offline წევრი ki si

triniti
Me ki momewona dzalian momewona swrafi iyo magram tavad chanafiqri momewona is risi tqmac gindoda davinteresdi shenit aba sxva istoriebsac vnaxav.warmatebebi

Dzaan didi madloba sayvarelo rakia gagvidzebis tanave ro vnaxe komentari pozitiuri dge meqneba :D

 


№7  offline წევრი ki si

Hela
საშინლად კარგი იყო ამდენი არცერთ ისტორიაზე არ მიტირია

Didi madloba sayvarelo

 


№8 სტუმარი bubi

ამეტირა და ერთი სურვილი გამიჩნდა disappointed დარჩეს რაა pensive

 


№9  offline წევრი ბო თე

ძალიან მომეწონა <3 საუკეთესოდ წერ და მომწონს შენი წერის სტილი ანუ ის რომ ყოველ მოთხრობაში დებ მთავარ სათქმელს და ეს ძალიან კარგი და დასაფასებელია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent