"ილიანი" (თავი 16)
ერთი სული მქონდა ჩემს პაწაწუნა დის შვილს როდის ვნახავდი, ნახვის საათები 4დან იყო და 4ის ნახევარზე უკვე სამშობიაროსთან ვიდექი. მე და დედა ერთად ვიყავით და მისთვის უკვე ნაცნობ შენობაში შემიძღვა. კარებთან დაცვა გადაგვინდა და ხელით შეგვაჩერა ნახვის საათები ნახევარ საათში დაიწყებაო. ჯერ მის ხელს დავხედე და შემდეგ ცალ წარბ აწეულმა სახეზე ავხედე. დედაჩემმა იცოდა რას ნიშნავდა ჩემი ცალი წარბის აწევა და შეშფოთებული სახით ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა, დაცვა შეეცოდა ალბათ. -მომისმინე ახლა ყმაწვილო, ორი ღამის უძინარი, გზაში მყოფი, ნამგზავრი დაღლილი და გასავათებული ვარ, პირველად შეგვეძინა ახალი წევრი ოჯახში და რა გინდა მითხრა 36 საათი ტყუილა ვიფრინე გერმანიიდან და ბავშვს ვერ ვნახავ და ახევარ საათში ისევ გამოვიარო? აბა ცადე და გამაჩერე_ გავუღიმე და ბეჭის გაკვრით ძალით გავიარე. გამოკიდებას აპირებდა მაგრამ დედაჩემის ბოდიშებს ეტყობა პატივი სცა და უფლება მომცა შევსულიყავი. ერთი სული მქონდა ამ კარს როდის შევაღებდი... ანა ავტომატურად გადამეხვია, თთქმის 5 თვე იყო არ მენახა, თვალები ლოგინზე დაწოლილი მძინარე არსებისკენ გამექცა, ვარდისფერებში რომ იყო გამოწყობილი. -დღეს უჟმური დაცვაა და როგორ მოხდა ნახევარი საათით ადრე რომ დაგდო პატივი შემოშვების? -უჰ შევეკითხე კიი? დაიცადეო მომთხოვა ბიჭმა და კიც მიიღო თავისი, არიცოდა ალბათ გადამწვარ გიორგაძეს რომარ უნდა შეპასუხებოდა_და შეცვლილი ხმით გავაგრძელე-დეიდას სიყვარულოო, არ დაელოდე ჩემო პატარას კიდევ ერთი დღე ხო? ასე გეჩქარებოდა გამოძრომა? იცი დეიდამ რა ლამაზი საჩუქრები ჩამოგიტანააა, ისე მოგიხდებაა, რაა დეიდა ეს თმა სულ რომარ გაქ ახლა დეიდას პალმა როგორ დაგიძახო?_ 7ის ნახევარზე ძლივს გამომათრიეს შენობიდან და უკვე მენატრებოდა, კიდევ კარგი ჩვენთან მოდიოდნენ და ახლოს მეყოლებოდა. მთელ დროს გიორგისთან ერთად ვატარებდი, ისე მყავდა მონატრებული მამაჩემის დაწესებულ კომენდანტის საათსაც კი ვარღვევდით, ანა სახლში გამოწერეს, როცა ჩემი სიძე ბანკში მორიგეობდა, მე ანასთან ვწვებოდი ისევ და ნატალის მოვლაში ვეხმარებოდი, დილაობით ვასეირნებდი და ჩაპუტკუნებულ ლოყებს ვუკოცნიდი. ისე შემიყვარდა ვერ წარმომედგინა მასზე მეტად შეყვარება კიდევ შესაძლებელი თუიყო. რადგან ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა გიორგიმ ქორწილი გამახსენა, 12 აგვისტოს მარიამობის მარხვა იწყებოდა და მანამდე უნდოდა მოგვესწრო, მე კიდევ ვთხოვდი ისეთი სიცხეებია ერთი თვეც და სექტემბერში ჯობიათქო. მებუტებოდა, ისედაც 5 თვე ლამის შენს დანახვას ვოცნბობდი და ახლა ისევ არ გინდა ჩემთან იყოო, იმდენი მეწუწუნა დამითანხმა, ისე მიყვარდა ვერ წარმომედგინა უარის თქმა როგორ შემეძლო. სახლშიც ვთქვით, დედამ ცოტა ამოიხვნეშა, ამ აგვისტოში რად გინდოდათ ცოტა მოგეცადათო, მაგრამ ბოლოს მაინც ასე გამოვიდა. 2 აგვისტო იყო სიცხისგან ვიწვოდით, გიორგი უკვე სახლში მაცილებდა მამამისის ნომერი რომ დაეწერა ჩემს ტელეფონს: -გისმენთ, -ნია გიორგი შენთანაა? -დიახ ჩემს გვერდითაა, -კარგი არ შეიმჩნიო რასაც გეტყვი, ბებიამისია ძალიან ცუდად, უთხარი შენები გორაზე არიან და შენც იქ წადი გელოდებიანთქო, იქნებ მოუსწროს. -დიახ რა თქმა უნდა გასაგებია._ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გიორგის გაღიმებულმა გავხედე. ვუთხარი მამაშენი იყო და გორაზე ადი პირდაპირთქო. მიხვდა. ასე გვიან იქ მარტო იმიტო დაიბარებდნენ რომ ბებია იქნებოდა ცუდად. 20 წუთი არიქნებოდა გასული რომ დამირეკა გარდაიცვალა, ძალიან შემეცოდა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ დიდიხანია ავადმყოფობდა და ალბათ დაისვენა კიდეც საწყალმა. სახლშიც ვთქვი და ხვალვე გადავწყვიტეთ პანაშვიდზე წასვლა, ჩვენ ხომ თითქმის ერთი ოჯახი ვიყავით. ერთი ოჯახი, ჯანდაბა ამან ჩვენი ქორწილი გამახსენა რომელიც 1 კვირაში უნდა ყოფილიყო და მწარედ გამეცინა, ისევ გადაიდო, ბედი საოცრად გვეთამაშებოდა. მეორე დღეს ჩემ ტაძარში წავედი მოძღვარი რომ მენახა და თარიღი ისევ გადამედო. როგორც კი დამინახა შეიცხადა: - ახლა არ მითხრა, რომ კიდე გადადეთ. -დიახ მამაო, გიორგის ბებია გარდაეცვალა. -ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. ანუ მინიმუმ 40 დღით გადაიდო, არ ინერვიულო, მოდი დაჯექი ვისაუბროთ, ხომ იცი რაც ხდება ყველაფერი უფლის ნებით ხდება ნია, ალბათ ასე იყო საჭირო, ალბათ უფალს თქვენთვის სხვა გეგმები აქვს._ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, ჩემი მოძღვარი ახალგაზრდა მამაოა, როდესაც პირველად დავესწარი მის მიერ ჩატარებულ წირვას მაშინვე მივხვდი, რომ მასთან საუბარი მომეწონებოდა და ჩემს მოძღვრად ავირჩიე, არც შევმცდარვარ, ყოველთვის ახერხებდა ჩემს დამშვიდებას და ახლაც დაწყნარებული გამოვედი ტაძრიდან. ჩემები მიცდიდნენ პანაშვიდზე უნდა წავსულიყავით. გიორგი წაშლილი სახით დამხვდა, აქეთ ბებიას გლოვობდა და რომ დამინახა მეორე მხრივ ქორწილს, მართალია შემოგვთავაზეს ნუ დაუცდით თუ გინდათო, მაგრამ ერთი თვე არ წარმოადგენდა ისეთ პრობლემას ხალხი რომ აგველაპარაკებინა. ამის დრო არიყო მაგრამ ჩემს ნახვას მაინც ახერხებდა, გასვენების წინა საღამო ყველაზე მძიმე იყო, ბებია ძალიან უყვარდა, ნახევრად მისი გაზრდილი იყო და განიცდიდა. მივხვდი საუბრის ხასიათზე არიყო და უბრალოდ მივეხუტე. უნდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და საუბარი წამომიწყო, მეც ავყევი თუმცა ბოლოს მაინც ქორწილზე გადავედით. დავამშვიდე რა მოხდა ერთი თვე და ერთად ვიქნებითთქო როცა ძარღვები დაეჭიმა და წამოდგა: -რა მოხდა არა? ხო რა პრობლემაა მერე რა მიყვარხარ შენთან ყოფნა მინდა თუ რა? არაუშავს მოდი თუ გინდა კიდევ გადავდოთ ან საერთოდ გავაუქმოთ, იქნებ კიდე რამე საქმე გამოგიჩნდეს, ან არის რაიმე დარჩენილი რაც არ გაგიკეთებია?_მივხვდი ნერვები ქონდა მოშლილი და ჯავრს ჩემზე იყრიდა მაგრამ ცოტათი გული მაინც მატკინა მისმა სიტყვებმა_ იცი მაინც ეგ შენი სტიპენდია რად დამიჯდა? იცი რომ ყოველ საღამოს ამ საჯანდაბე სკამზე ვიჯექი და შენი სურათების თვალიერებით ვცდილობდი მონატრებას? იცი რომ ყოველ დილით ღმერთს ვევედრებოდი მშვიდობიანი დღე ყოფილიყო და არაფერი მოგსვლოდა? იცი რომ ყოველ შენ გარეთ გასვლაზე შიშისგან ადგილს ვერ ვპოულობდი სანამ არ მომწერდი ვსო სახლში მივედიო? არიცი, იმიტომ რომ შენ ახალ, განსხვავებულ გარემოში უცხო ხალხთან იყავი, მე კი იგივე პარკში და იგივე გზებზე დავდიოდი სადაც შენთან ერთად და გული მისკდებოდა, რომ მარტო ვიყავი, იმისიც კი მეშინოდა მეორე სემესტრიც არ გადააგრძელოსთქო და ყოველ დარეკვაზე, როცა სერიოზული სახე გქონდა მეგონა ბოდიშს მომიხდიდა და ისევ რამდენიმე თვით ვრჩების მეტყოდი. ახლა შეგიძლია წარმოიდგინო რა დღეში დამტოვე და წახვედი? მიმატოვე გესმის?_ ატირებული ჩავეხუტე, იქ ყოფნის პერიოდში მემგონი ერთი დღეც არ ყოფილა წასვლა რომარ მენანა მაგრამ უკვე გვიანი იყო, ახლა კი როცა გავიგონე რამდენად დიდი ტკივილი მივაყენე, გული ორმაგად მეტკინა, იცოდა როგორ ვსაუბრობდი სულ გერმანიაში დაბრუნებაზე, მე კი პირველივე შანსის გამოჩენისთანავე ლამის ქორწილში მივატოვე და წავედი, რომ ჩემი გამეტანა. არცერთი ბოდიში არ გამოისყიდდა ჩემს დანაშაულს ამიტომ ისევ გაჩუმება და ჩახუტება ვარჩიე... საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა როგორც დედაჩემს უნდოდა, სექტემბერში, არც ისე სიცხეში, და თანაც დაწყნარებული. ჩემთვის მთავარი ჯვრისწერა იყო, ქორწილს და ხელისმოწერას სულარ დავეძებდი. ამჯერად ჭკუა ვისწავლეთ და არავისთვის არაფერი არ გაგვიმხელია. სექტემბერი მეც გამიხარდა, იმიტომ რომ 10 სექტემბერს 2 წელი ხდებოდა რაც ერთად ვიყავით და ამ თარიღს ამიერიდან ქორწინების ათვლის ვალდებულებაც დაეკისრებოდა... 5 სექტემბერს გავამხილეთ სახლში, რომ 10ში ჯვარს ვიწერდით, ჩემები პატარა სუფრას გამიკეთებდნენ და ჩვენ მალევე ბაკურიანში წავიდოდით ერთი კვირით. თეთრი მოკლე, ზურგ ამოღებული, მაქმანიანი კაბა შევიკერე, თაიგული და ტორტი გავაბარე, გიორგის შარვალ-კოსტუმის ასარჩევად გავყევი და მზად ვიყავით. არანაირი დიდი მზადება და აურზაური, 10 რიცხვი ისე წყნარად მოვიდა თითქოს არც არაფრით იქნებოდა გამორჩეული. 8 საათიდან სალონში ვიჯექი, ჯვრისწერა 12 ზე იყო დანიშნული. 12ის ნახევარზე უკვე გამოპრანჭული, ჩაცმულ-გამოწყობილი თაიგულით ხელში ველოდი გიორგის. მის მეჯვარესთან ერთად მოდიოდა, დანარჩენები კი ტაძარში გვიცდიდნენ. მოსვლას იგვიანებდა და ჩემები მეხუმრებოდნენ, ეს ბიჭი იმდენი ალოდინე მგონი გადაიფიქრაო. თვალებს არ დავუჯერე რომ შევხედე, მართალია ასარჩევად მეც ვახლდი მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი. ისე სიმპატიურად იყო გამოწყობილი არ მჯეროდა თუ ასეთი კაცის ცოლი დამერქმეოდა სულ რაღაც ერთ საათში. ტაძრის შესასვლელთან მამაო გვიცდიდა, ეტყობა დარწმუნება უნდოდა, რომ დღეს მაინც აღარ გადავდებდით და აუცილებლად მივიდოდით. ეზოში შევყოვნდით, ყველა მეფერებოდა რა ლამაზი ხარო, მე კი მხოლოდ გიორგის ვუყურებდი, რომელიც ჩაჭიდებულ ხელს არ მიშვებდა. მამაო გამოვიდა და დაგვიძახა, უკვე გველოდებოდა და ვიგვინებდით. მასთან მივედით და ჩურჩულით გვითხრა: -სანამ აგური ჩამოვარდნილა არსაიდან და რომელიმეს მოგხვედრიათ მალე შემოდით, რომ ჯვარი დაგწეროთ და დაგლოცოთ, თორემ თქვენზე მეტად მე ვნერვიულობ მემგონი. მე და გიორგი სიცილით შევყევით, ჯვრისწერისას გიორგის ხელი არ გაუშვია, ერთმანეთს გადავხედავდით და გვეღიმებოდა, ვერ წარმოგვედგინა, რომ როგორც იქნა აქამდე მოვაღწიეთ და ამჯერად არაფერს შეუშლია ხელი. ჯვრისწერის დასრულებისას მამა გიორგიმ გვერდით დაგვიყენა და განსაკუთრებით გიორგის უჩურჩულა: - ხვალ ერთ დიანი ძალიან მძიმე მარხვაა, ვიცი გაგიჭირდებათ ახალდაქორწინებულები ხართ მაგრამ თუ ამ მარხვას წმინდად შეინახავთ აი ნახავთ უფალი როგორ დაგაჯილდოვებთ. -კარგი მამაო, რა პრობლემაა სადაც ორი წელი ვიცადე იქ ორი ღამე რა მოსატანია_ და ჩუმად სიცილი აუტყდა, მამაომ ჯერ ვითომ მკაცრად გამოხედა, მაგრამ მის გულუბრყვილო სახის დანახვაზე მასაც გაეცინა, მხოლოდ მე ვიყავი აღშფოთებული ასე ნუ უზრდელობთქო. მოგვიანებით ყველა დაინტერესდა რატომ ვიცინოდით ასე საკურთხევლთან. რა უნდა გვეთქვა? ამიტომ ჩუმი ღიმილით ვპასუხობდით ისეთი არაფერითქო. ჯვრისწერიდან წყალტუბოს ხელოვნურ ტბასთან წავედით ფოტოების გადასაღებად. „ვიპოზიორეთ“, ბევრი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და ჩემთან წავედით, უნდა გამოგვეცვალა, ერთი ორი საღეგრძელოსთვის მოგვესმინა და მერე ბაკურიანიც გველოდა. გამოსაცვლელად შევედით ოთახში უფრო კომფორტული ტანსაცმელი რომ ჩაგვეცვა. გიორგიმ დრო არ დაკარგა და ტანსაცმელი ამოალაგა და გახდა დაიწყო, მე კი ერთ ადგილზე ვიდექი და არ ვჩქარობდი. -ნია დაგვაგვიანდება რას უცდი? -აუ შებრუნდი რა -რა ვქნა? _ გაკვირვებულმა ამომხედა -შებრუნდი რა გთხოვ. -ნია ჩემი ცოლი ხარ, შენ რა გცხვენია?მოდი ჩემთან_ ჩამიხუტა და გულზე მიმიკრა-პატარა, დღეიდან ერთად უნდა ვიცხოვროთ, სასირცხვილო რაა ამაში? ყოველი ოთახში გამოცვლისას უნდა შემაბრუნო? -სულ არა მაგრამ თავიდან მიჩვევა ხომ მინდა_ და სიცილით შევატრიალე. კაბა უცებ გავიძვრე და მაინც გამომხედა, კრემისფერ თეთრეულში გამოწყობილმა ფეხი დავაბაკუნე ხომ გთხოვეთქო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ მიგვრძვნია, პირიქით, ისე მესიამოვნა მისი ანთებული თვალები ჩემი ყურებისას, მისი წვალება განვაგრძე, შარვლის და ზედის ჩაცმას ვაჭიანურებდი, უფრო ნელა და სექსუალურად მოძრაობას ვცდილობდი, ხელი ფეხზე ავისვი თითქოს და რაღაც მოვიცილე, რამდენჯერმე მკერდზეც „მომიხვდა“ და ლამაზად ჩაწყობილი ლიფში ნაზად შეირხა. თვალის კუთხით ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩაეცვა მაგრამ გულგრილი თვალით ვერ მხედავდა, ბოლოს როცა კარადისკენ წავედი კაბის შესანახად ზურგზე ამეკრა და მიმიხუტა: -რას მიკეთებ? გინდა მაწამო? ხოდა გამოგდის_ ყელზე მაკოცა და გვერდით აუყვა, კისერი ჩემი სუსტი წერტილი იყო და მივხვდი სამაგიეროს მიხდიდა, თუმცა ვერ ვეწინააღმდეგებოდი- გინდა აქვე შენივე მშობლების სახლში, შენივე ოთახში გაგცე საკადრისი პასუხი შენს მოძრაობებზე? მის ალერსზე ცუდად ვხდებოდი, მაჟრიალებდა, ყველა ადგილი ცეცხლივით მეწვოდა სადაც მაკოცებდა, ვნება ისე მერეოდა ლამის თავი დავუქნიე კითქო კარებზე კაკუნმა რომ გადამარჩინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.