ვნებიანი, მონათესავე სულები (თავი 1)
იმ დღეს, როცა ყველა ზეიმობდა, ყველა ერთმანეთს ულოცავდა და ყველა ბედნიერი იყო, ნანა ჟვანია საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში სიკვდილს ებრძოდა. ეს იყო 1997 წლის 31 დეკემბერი. ყველასთვის ახალი წელი. ნანას ოჯახისთვის ნაწილობრივ. მებრძოლმა ქალმა სული ისე დალია ერთი ვაებაც არ უთქვამს. იმ დღეს, 1997 წლის 31 დეკემბერს კარგი არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ დაიბადა ტოსია. ანასტასია ჟღენტი. სხვა არაფერი მომხდარა არც იმ დღეს, არც იმ კვირას, არც იმ წელს. ოჯახი გლოვობდა ნანას სიკვდილს. არ იცოდნენ გახარებოდათ თუ არა ტოსიას დაბადება. დრო ყველაფრის მკურნალიაო. დროც გავიდა და ოჯახი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნანამ ტოსია დაუტოვა ოჯახს. ის წავიდა,მაგრამ ტოსია მოუვლინა ქვეყანას. ტოსია რომლის თვალებიც ბნელ ღამეს ჰგავდა, მისი თვალები ყოველთვის ბრწყინავდნენ ისე როგორც ღამეში ვარსკვლავები. მისი სქელი, წითელი ტუჩები ისე ლამაზად გამოიყურებიდა ნებისმიერ ადამიანს მოუნდებოდა მისი კოცნა. ტოსია მშვენიერება იყო. დრო სწრაფად გავიდა და ტოსიაც გაიზარდა. ის მითი, რომ დედა სხვაგან იყო წასული და მალე მოვიდოდა ტოსიასთან დაიმსხვრა. ტოსია უკვე დიდი იყო 20 წლის. ისეთივე მშვენიერი,როგორიც ნანა. ისეთივე ჭკვიანი იყო, როგორც ნანა. ზურა ჟღენტი ყოველდღე ბედნიერი იყო მისი დანახვით. ტოსია დღითიდღე უფრო იზრდებოდა და მშვენდებოდა. ტოსია იყო ოჯახის სული, გული, სიწმინდე და ერთადერთი საყრდენი ბოძი. ზურას ყოველთვის მოჰქონდა თავი იმით, რომ ტოსია მისი შვილი იყო. ტოსიასთვის კი მამა იყო ყველაფერი. ნანა ჟღენტის გახსენებას ყოველთვის ერიდებოდნენ. არ უნდოდათ სიტუაციის დამძიმება. ყველას გულში იყო ნანა, მაგრამ ხმამაღლა მას არავინ იხსენებდა. მხოლოდ ღამღამობით, ყველა თავისთვის იხსენებდა ნანას, მასთან დაკავშირებულ მოგონებებს და წლებს, ყველა, მთელი ოჯახი იხსენებდა, გარდა ტოსიასი. ყოველთვის უნდოდა ერთი მოგონება მაინც ჰქონოდა დედაზე და ისე ამოტივტივებულიყო მის გონებაში, როგორც ფილმის კადრი. მაგრამ არასდროს მომხდარა ასე. ტოსია მამამ და ბებიამ გაზარდა. ნანა ტოსიას ანგელოზი იყო. ყველა შეეჩვია რეალობას, გარდა ზურასი. მას ყოველთვის თვალწინ ედგა ნანა. ამდენი წლის შემდეგაც კი. ზურამ ყველაფერი გააკეთა ტოსიას, რომ კარგი განათლება მიეღო და შედეგმაც არ დააყოვნს. სამედიცინო უნივერსიტეტი 100 % გრანტი. ტოსია მეორე კურსზე იყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არასდროს ყვარებია არავინ და არასდროს ჰქონია ურთიერთობა ბიჭთან. ტოსიასავით ლამაზი გოგოსთვის ცოტა უცნაურიც იყო 20 წელი სიყვარულის გარეშე. ყოველთვის სწავლაზე ფიქრობდა. იმიტომ კი არა, რომ თუ ვერ ისწავლიდა მომავალი არ ექნებოდა, არამედ იმიტომ, რომ სწავლა მოსწონდა, მეტიც, უყვარდა. უყვარდა, როცა ახალ ინფორმაციას იგებდა, უყვარდა ყველაფერი რასაც კითხულობდა და სწავლობდა. მიუხედავად ყველაფრისა, ტოსია ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, რომ არსებობდნენ მონათესავე სულები. სჯეროდა, რომ მასაც ჰყავდა მონათესავე სული. და ელოდა. ელოდა 20 წელი. და ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ლოდინს, რომ არა დავით ჩაგელიანი. რომელმაც შეცვალა ტოსიაც და ტოსიას ცხოვრებაც. დავითი იყო ტოსიას მონათესავე სული. ვნებიანი, მონათესავე სული. თადააამ ! აახალ ისტორიას ვიწყებ. მუზით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მჭირდება, მჭირდება, რომ დავწერო. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.