შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისჰევენი/თავი X - საჩუქრები (მეორე ნაწილი)


29-11-2017, 14:15
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 1 107

ამ დროს ქეითი,რობი,უილოუ და სხვა მეგობრები ბარში მიდიოდნენ,რომ რობის დაბადების დღე აღენიშნათ და სულ ესაა რაც ქეითს დაამახსოვრდა.

მომდევნო დილას,7 საათზე,ქეითს გაეღვიძა და ვიღაცის ფეხსაცმელზე არწყია,რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა,ჩარლის ეკუთვნოდა.
ქეითს ეგონა,რომ კვდებოდა.მისი თავი და ტვინი განცალკევებულად დატივტივტივებდა კოსმოსში,ეგონა რომ საკუთარ ტვინს გრძნობდა და საცაა აფეთქდებოდა და როცა აფეთქდა,ნარწყევის სახით წამოვიდა,მაგრამ ამჯერად მოასწრო და სააბაზანოში შევარდა.
"აღარასდროს დავლევ! აღარასდროს!"-ვინ იცის,უკვე მერამდენედ ამბობდა ამას."ოღონდ მართლა."-ამასაც.

იმდენი წყალი დალია,რამდენიც შეძლო და სასტუმრო ოთახში დაბრუნდა.
რობს და ვიღაც ქერა გოგოს ბარიდან ტახტზე ეძინათ,უილოუს სავარძელში,ჩარლის კი იატაკზე.
"როგორ მოვწმინდო ჩემი ნარწყევი,ისე რომ არ გავაღვიძო?-გაიფიქრა ქეითმა და ამ დროს ჩარლის გაეღვიძა და თავისი ფეხსაცმელი რომ დაინახა,დაიჯღანა.შემდეგ ქერა გოგოს შეხედა,რომელსაც თავი ზუსტად ჩარლის ფეხების მაღლა ედო და ისევ დაიჯღანა.
ქეითმა შვებით ამოისუნთქა და უილოუს წინ სავარძელში ჩაჯდა,რომ რამდენიმე წამით თვალები დაეხუჭა.
-სად არის იატაკის ტილო?-ჰკითხა ჩარლიმ.
-დაიკიდე,ალისას ვუთხარი და ის მოწმინდავს.

ქეითს თავისი სიზმარი გაახსენდა,რომელიც წინა ღამით ნახა-ყველანი ბარში იყვნენ,შემდეგ ბარი დახურეს და წვეულებამ სახლში გადმოინაცვლა.გაახსენდა მაღალი,ქერა ტიპი,რომელიც ჩარლის ჰგავდა.შემდეგი რაც ახსოვს,მათ სექსი ჰქონდათ ქეითის ოთახში.
რაც უფრო მეტი გაიხსენა,მით უფრო ნაკლებად ჰგავდა სიზმარს და ჩარლის ჰკითხა-გუშინ შენს ძმასთან სექსი მქონდა?
-ჩემ ძმასთან სექსი გქონდა?-ჩარლიმ პირი დააღო და მძინარე უილოუს სვიტერის სახელოზე მოქაჩა,-გაიგე? ქეითს ჩემ ძმასთან სექსი ჰქონდა.
-ხო,მიდი მოსდე ქვეყანას! და ჯერ ერთი,არ მქონდა,უბრალოდ დამესიზმრა.-ქეითი მოიღრუბლა და ოთახიდან გავიდა.

სიგარეტს მოუკიდა და გარეთ გავიდა.
თვალის ჩრდილი მთელ სახეზე ჩამოსვლოდა და ერთი წინდა არ ეცვა.
მზე ძალიან ანათებდა და ჰაერი ძალიან სუფთა იყო.გაახსენდა,რომ ბარი და წვეულება სახლში არ იყო სიზმარი,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო ჩარლის ძმაზე.

ეზოს ბოლოში ვენდი საქანელაზე იჯდა,რომელიც ხეზე იყო ჩამოკიდებული.ქეითი მასთან მივიდა და ჰკითხა
-აქ რას აკეთებ? კრისი სად არის?
-სძინავს.-უპასუხა ვენდიმ.
-და აქ რა გინდა.
-რავი...ცოტა ხნით მარტო მჭირდებოდა ყოფნა.
-ა..-ქეითმა ვენდის ახალი მთვარის ყელსაბამი შენიშნა,-ვაუ,რა ლამაზია,საიდან გაქვს?
-კრისმა მაჩუქა დაბადების დღეზე.
-ჰკითხე პოლის შესახებ?
-კი,და მის ძმას ფალანდრიელი ერქვა.
-გილოცავ.
-მადლობა.
-იცი,ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე,თითქოს ჩარლის ძმასთან სექსი მქონდა.
-სიზმარი არ ყოფილა,მართლა გქონდა.
-რა? მართლა?-ქეითს თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
-კი,მეც ცოტათი მთვრალი ვიყავი და ერთად რომ დაგინახეთ,მეთქი არა,შანსი არაა,რაღაც მეჩვენება თქო და დავიკიდე,მაგრამ არა,მართალი ყოფილა.-ვენდის ისე გაეცინა,რომ კინაღამ საქანელიდან გადმოვარდა.
-ჯანდაბა! ჩარლის უფროსი ძმა...რა ჰქვია?
-ქერა ნაშა.-ვერ გაიხსენა ვენდიმ.-იცი,ხანდახან მინდა რომ შენნაირი ვიყო.
-არ მიკვირს.-ქეითმა თმა ამაყად გადაიყარა ზურგსუკან.
-არა,მართლა.ამას როგორ ახერხებ?
-რას?
-არასდროს გიყვარდება.
-რავი,მჯერა,რომ ერთ დღეს შეხვდები იმ ერთს.
-და საიდან მიხვდები,რომ ის ერთია?
-როცა შევხვდები,მივხვდები.შენ შეხვდი?
-კი,მისი სახელი იყო პოლი.ვიცოდი რომ ის ერთი იყო,პირველივე წამიდან,როცა დავინახე და მის შემდეგ ვფიქრობდი რომ ვეღარასდროს შევიყვარებდი ვერავის,მაგრამ შემდეგ კრისს შევხვდი...და ამის გამო ჩემი თავი მძულს.
-იმიტომ რომ ისევ შეგიყვარდა?
-აჰამ.როცა შეყვარებული ვარ,ძალიან დებილი ვხდები.
-დაიკიდე,შენ ყოველთვის დებილი ხარ.
-ვერ ვიტან! როდესაც ვინმე შეყვარებულია,მღერის,ცეკვავს და ყვავილებს რწყავს...ვაიმე,რას ვაკეთებ?
-რა?-ვერ მიხვდა ქეითი.
-ვზივარ აქ და ვწუწუნებ სიყვარულზე,თითქოს ეგ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი რამე არ იყოს.
ვენდი საქანელიდან გადმოხტა და სახლისკენ გაიქცა.კიბეები აირბინა,ოთახში შევარდა,საწოლზე ახტა და კრისს ისე მაგრად ჩაეხუტა,რომ გააღვიძა.
-საუკეთესო გზა გაღვიძებისთვის.-გაიღიმა მან.ვენდიმ ნაზად აკოცა.
-რით დავიმსახურე?
-რავი...იმით რომ არსებობ.
ისინი საწოლზე წამოწვნენ და ერთმანეთს შეხედეს.
კრისმა ვენდის თმაში თითები ნაზად შეუცურა,თმა ყურზე გადაუწია და ხმადაბლა უთხრა-"მიყვარხარ"
ვენდიმ ხმის ამოღება ვერ შეძლო,ერთდროულად იმდენი გრძნობა მოაწვა.
-არ მაინტერესებს,თუ ჯერ ამისთვის ძალიან ადრეა,თამაშს არ ვაპირებ,მიყვარხარ და თუ შენც გიყვარვარ,სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ ექნება,არა?
-აჰამ.-ვენდიმ გაიღიმა და სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა.
-რამე ცუდი ვთქვი?-კრისს შეეშინდა,როცა ვენდის ცრემლები დაინახა.
-მეც მიყვარხარ.-თქვა ვენდიმ და სახე მის მკლავებში დამალა.

ცხოვრებაში პირველად ვენდის უნდოდა რომ ემღერა,ეცეკვა ან ყვავილები მოერწყა.
მზე უფრო საამოდ ანათებდა,ჩიტების სულისწამღები ჭიკჭიკი ტკბილ მელოდიად იქცა,მთელი სამყარო კი უეცრად ყველაზე ზღაპრულ და ლამაზ ადგილად გადაიქცა მთელს გალაქტიკაში.
მან სიბრალული იგრძნო ნინას მიმართ და გადაწყვიტა,მოენახულებინა,როცა უილოუ დაინაცა,რომელიც რაღაცას მალავდა ჯიბეში და სარდაფში ჩავიდა.
ვენდი ნელა გაყვა მას და როცა საპყრობილეში შევიდა,უილოუ დაინახა,რომელიც პისტოლეტით ხელში ნინას საკნის წინ იდგა.
-რას აკეთებ?-გაოცდა ვენდი.
-მის მოკვლას ვაპირებდი.მან ის მიიღო,რაც დაიმსახურა,და რადგანაც მისი გაშვება არ შეგვიძლია,მინდოდა რომ ასე მაინც გამენთავისუფლებინა,მაგრამ შემდეგ ნაკბენი დავინახე მის ყელზე.-უპასუხა უილოუმ და ვენდის იმედგაცრუებულმა შეხედა,-რატომ არ მითხარი?
-რა არ გითხარი?-დაიბნა ვენდი და უცებ იფიქრა,რომ უილოუმ რობერტის შესახებ იცოდა,მაგრამ უილოუმ ჰკითხა-რატომ არ მითხარი,რომ ვამპირი იყავი?
-მე? არა,არა,მე არ ვარ ვამპირი!
-ვენდი,გთხოვ...არაუშავს,თუ ხარ...
-მამაა ვამპირი.
-რა?-უილოუ გაოცდა,-როგორ?
-ბოდიში,რომ აქამდე არ გითხარი.უბრალოდ არ მინდოდა რომ გენერვიულა.როგორც შენს უფროს დას,მევალება,რომ შეძლებისდაგვარად დაგიცვა ამ საშინელი რეალობისგან.
და მან ყველაფერი მოუყვა.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?-ჰკითხა უილოუს,როცა მოყოლას მორჩა.
-არა...ვხვდები,რატომაც არ მეუბნებოდი,მაგრამ მადლობა,რომ ეხლა მითხარი.უბრალოდ,შემპირდი,რომ ამიერიდან აღარაფერს დამიმალავ.
-გპირდები.-უთხრა ვენდიმ და გაიღიმა,-მომეცი პისტოლეტი,არაა აუცილებელი რომ ეს შენ გააკეთო,მე მოვკლავ მას შენს გამო.
-მართლა?
-კი.-ვენდის სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა,ნინა რაღაცის თქმას აპირებდა,რომელიც დაახლოებით ჟღერდა როგორც "არა,გთხოვთ",რომ ვენდიმ სასხლეტს თითი გამოჰკრა.
-ესე...უბრალოდ...?-უილოუს თვალები გაუფართოვდა.
-რა,გინდოდა რომ მღვდელი მომეყვანა მისთვის?
-არა,მაგრამ...
-არავითარი მაგრამ,არ იდარდო ამაზე,მე გავაკეთე ეს,მე ვარ პასუხისმგებელი.
-მაგრამ ეს ჩემს გამო გააკეთე.
-არა,იმიტომ გავაკეთე,რომ იმსახურებდა თანაც არავის შეუძლია,რომ ჩემს პატარა დას აწყენინოს.წადი ეხლა,ეს სანაგვე უნდა მოვწმინდო და გვამი დავწვა.
-არსადაც არ წავალ,მეც მოგეხმარები.
-ჩემითაც შემიძლია რომ...
-არა მეთქი!
-კარგი.

როცა ახალი დღე დაიწყო,უილოუ უკვე აღარ ფიქრობდა და წუხდა ნინაზე.თვითონ ფაქტმა,რომ ვენდისთვის დიდს არაფერს ნიშნავდა ვინმეს მოკვლა,აიძულა რომ არც მას შეეხედა ამისთვის სერიოზულად,"თუ ვენდი აკეთებს,ესე იგი არაუშავს."



№1  offline წევრი ფსიქოპატი

magariaaaa♡♡♡♡dzalian momwonsss....
--------------------
tamo♡

 


№2  offline წევრი მოცინარი

კარგი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent