სექსუალური განათლება -ნაწილი 2 (თავი2)
დილას სანამ ოფისში წავიდოდი დათოს გაუარე და გიგის მივაკითხე სავადმყოფოში, ძალიან ვდარდობდი მის მდგომარეობაზე ყველაზე გულისხმიერი სანდო და კარგი მეგობარი იყო ერთერთი ჩემთის, ზოგადად მეგობრები მართლაც კარგი მყავდა ყველა და მეც ვცდილობდი სათანადო მეგობრობა გამეწია მათთვის. - დილამშვიდობისა ნიკა ექიმო - მივესალმე და ხელი ჩამოვართი - მშვიდობა არ მოგიშალოთ ღმერთმა.. როგორ ხარ ვატო? რამე ხომ არ გაწუხებს? - მე კარგად,,ცოტა თავის ტკივილები მაქ - ეგ გაივლის.. ისეთი დარტყმა გადაიტანე ბუნებრივია გექნება.. - გაივლის.. გიგი რას შვება როგორ არის? - არ დაურეკავთ შენთვის??- გაიკვირვა - ეს დღეები ცოტა პრობლემები მაქ და შეილება დარეკეს კიდეც და მე ვერ მოვახერხე საუბარი... რა ხდება?!- სულმოუთქმელად ველოდი პასუხს - გუშინ საღამოს გონს მოვიდა.. - რა?! - ხო მაგრამ ცოტა ხნით ახლა ისევ ძინავს - ეგ როგორ? - ვატო.. მთავარია ორგანიზმმა ცვლილებები განიცადა და სასიცოცხლო წყაროს მოუბრუნდა... ვნახოთ .. იმედი არის უკვე - მისი სიტყვები მესიამოვნა, თუ კი ადრე არც იმედს გვაძლევდნენ და არც იმედს გვიწურავდნენ ახლა შანსები მაინც იყო... - შეილება ვნახოთ?!- ჰკითხა დათომ - არა ახლა არა... საღამოს გამოიარეთ.. ახლა არავის უშვებენ - მხარზე ხელი მოუთათუნა დათოს. გამოვბრუნდით გახარებულები გარეთ, კიბეებზე გიგის დედა შეგვხვდა - გამარჯობათ ქალბატნო ნინო- მივესალმეთ მოწიწებით-ექიმს ველაპარაკეთ და.. - კი ვატო...- გახარებულმა მითხრა- ქეთი გირეკავდა მე ვთხოვე და ვერ დაგიკავშირდა - აა დიახ- გამახსენდა ქეთის ზარი- ცოტა არ მეცალა - არაუშავს. - თ რაიმეა საჭირო არ მოგერიდოთ ნინო დეიდა - მუდარასავით ვუთხარი - არაფერი შვილო მადლობა,, ისედაც ამდენს აკეთებთ..- ლამის ცრემლები წამოსცვივდა - რას ამბობთ ქალბატონო ნინო -დამშვიდება დაუწყო დათომ- ეს მცირედია და სამადლობელო არარის,, ეს ჩვენი მოვალეობა და სურვილი... ასე რომ.. - გაიხარეთ ... დავემშვიდობეთ და იმედიანად და კარგი სიახლით გახარებულები ოფისისკენ გავემართეთ. მიუხედავად ავარიისა მანქაქნის შიშ ნამდვილად არ გამჩენია,ისე თავისუფლად ვმართავდი თავდაჯერებულად აი დათოს ისტერიკა კი მარტლაც სასაცილო იყო როცა კი სპიდომეტრი 100 მიაღწევდა " აუ ვატო, დედას გაფიცებ არ გინდა,, კაი ბიჭო ნახე რამდენი მანქანაა... ე ბიჭო მკლაავ" მუდმივად ასეთ კომენტარებს ისეროდა - რა იყო დავით არ მენდობი?- ვკითხე ერთხელ - რა? გენდობი?.. კაი რა ვატო.. საკუთარ თავს არ ვენდობი ისე რგორც შენ.. მე ამ ჯართს არ ვენდობი რა იცი სად გიმტყტუნოს... შენ რა გწყინს? - არაა- ცერად ვუთხარი - შენ ძმობას გეფიცები სწორად გამიგე რასაც ვამბობ..- აღელვდა - კაი კაი - გავუცინე - ვიცი რას მიმტკიცებ ... შენზე მაგარი ძმა არ მყავს ხო იცი მე და დათმ ავტომობილის ნაწილების შემოტანა დავიწყეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. დათოს ნათესავი იყო საზღვარგარეთ და იმან დაგვაკვალიანა სად როგორ და ვისთან უნდა გვქონოდა საქმე, გავხსენით პატარა მაღაზია და პატარა ოფისიც მოვიწყეთ როგორც "შეფები", საქმე არ ისე ცუდად მიდიოდა მით უნეტეს თილისშ მანქანების დიდი რაოდენობაა და ჩვენც საჭრო ადგილას საჭრო დროს და საჭირო ფასად ვთავაზობდით მსურველებს მომსახურებას. ოფისშ შევედით იქვე გავეცანით შეკვეთების სიას რომელიც ჩვენმა თანაშემწემ გადმოგვცა.. - ვატო მოდი დავილაპარაკოთ რა -მითხრა დათომ როდესაც საქმეებს მოვრჩით - ვილაპარაკოთ - ვიცოდი რაც აწუხებდა დათოს და ლაპარაკი დაამშიდებდა - გამარკვიე რას აპირებ?,, ხომ ხედავ შენზე გადმოდის ყველაფერი.. - არ გადმოვა.. - დარწმუნებულმა ვუთხარი - რა არ გადმოვა... ნატა თ ვერ იპოვეს, თუ ვერ მიაკვლიეს სადმე მაინც ჩათვალე იმის ტრუპსაც შენ აგკიდებენ... რატომ არ ანახე წერილი? - შენ აზრზე ხარ რას მეუბნები?... რომელიმე წერილის გამოჩენაც კი არევდა ჩემ დალაგებულ გეგმას - ეხლ;ა რა არ არია?- გაუკვირდა - ეხლა ცოტა ხანი აირია... დამიჯერე დათ ყველაფერი მოგვარდება - შენ რას ჩალიჩობ რო ეს მკვლელობა ნატოს აარიდო??- ეჭვით შემომხედა - შენ წარმოიდგინე კი... აბა სროკზე გაუშა?? გადავხვეწო სამუდამოდ საქართველოდან? ამას მირჩევ?! - ეე ძმაო.. შენ მაგრად გაგიბერია,,, ვის გამო ბიჭო.. ვის გამო იგდებ თავს ასეთ შარშ და მეც მხლართავ?! - რა??- წამოვფრინდი სკამიდან - რა რა?? ტყუილს რას გეუბნები? ღირს კი? გააკეთა? პასუხიც აგოს ... ეს ამბავი რომ გასკდეს.. - დავით რეებს მეუბნები ბიჭო- ყურებს არ ვუჯერებდი რასაც ამბობდა - ეხლა შენებურად ნუ გადახარშავ რა... მე იმას გეუბნები რომ სადაც შენ იქაც მე მაგრამ ღიირს? რისთვის, რისთის?? - დათნასთის...- მოკლედ ვუპასუხე და სკამს დავუბრუნდი, არც მას უთქვამს მეტი არაფერი ისიც დაჯდა - და რას აპირებ ეხლა? - წერილი უნდა წავიკითხო ირაკლის როაქვს ის.. ვიცი რაღაცა მნიშვნელოვანი ეწერება იქ.. - მოგიტან დღს.. - არ გინდა ერთად ვნახოთ ირაკლი.. ისედაც საქმე მაქვს რაღაცეები მინდა ვკითო.. - რა? - ვერ მიხვდა დათო - რა და თ ნატას ვერ მიაკვლიეს ან იარაღი ვერ იპოვეს რა იქნება... ოფისში დიდხანს აღარ გავჩერებულვართ, ირაკლის დავურეკეთ და შეხვედრაზე შევთანხმდით. სახლშ მარტო იყო, როგორც ირაკლიმ ამიხსნა მთავარი ბრალდებული მე გავხდებოდი არანაირი კვალის შემთხვევაშ მაგრამ ძალიან დიდი წვალების ნერვების და დროის ფასად, საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო შეიძლებოდა მე სუფთა გამოვსულიყავი, - მაგრამ გირჩევ ასე არ გარისკო...თ მოუნდებათ დამიჯერე რამეს მაინც გამოგიჩხლართავენ- მითხრა ირაკლიმ - აბა რა ვქნა.. მირჩიე - იარაღ უნდა გამოჩნდეს .. - მასე? მერე რა არი იმ დანაზე რომ არ ვიცი? ნატას ანაბეჭდები რო იყოს? - იქნება- დარწმუნებით თქვა- იქნება და ნატაზე ძებნა გამოცხადდება - რამე იცი?- დაეჭვებით ვკითხე, ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში კონვერტით დაბრუნდა - აჰა.. ნახე..- უცებ გადავავლე თვალი.. წერილი საკმაო მოცულობის იყო და ფაქტიურად დეტალურად აღწერდა იქ მომხდარ ამბავს.. ახლა უკვე ცხადი იყო ჩემთის ყველაფერი და ალბათ ვაჟა მკვდარი რომ არ ყოფილიყო მე თვითონ მოვკლავდი, ლამის სისხლმა ამასხა როდესაც წარმოვიდგინე შეშინებული ნატა, დამპალი ვაჟა.. - სად არ ვიყავი..- კბილებშ გამომცრა- აზრზე ხარ რა ნაბ...ია?! უფროსწორად იყო... აზრზე ხარ ირაკლი? - კი ვატო აზრზე ვარ,,, წავიკითხე მეც...- თანაგრძნობით მითხრა - ანუ ნატას ანაბეჭდები იქნება.. - კი.. ეხლა უკვე გასაგებია რაც მოხდა-სანამ მე და ირაკლი ვლაპარაკობდით დათ წერილს კითხულობდა - წერილი უნდა დავწვა..- ვთქვი და დათოს გამოვტაცე რაზეც ირაკლი სწრაფად წამომიხტა - რას ამბობ ვატო ეს ხომ სამხილია რომ შენ არაფერ შუაში ხარ ეს ხომ ფაქტიურად ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას - ირაკლი..- მკაცრად ვუთხარი- წერილი დაიწვება!- სანთებელა ამოვიღე და საფერფლეშივე ვაქციე ნაცრად.- მოვაგვარებ ისე რომ არავინ დაზარალდება - ვატო - მმაზახა ირაკლიმ როცა კარებში გამოვდიოდით - უდანაშაულო ადამიანს ნუ გაწირავ - მაგი არ უნდა გეთქვა... არაკაცურად ჯერ არ მოვქცეულვარ და არც ახლა მოვიქცევი - დავაიმედე. მართლაც მასე იყო, არასოდეს ვიკადრებდი ვინმესთვის "შემეტენა" ეს საქმე და "გამეჩალიჩებინა" მე სხვა გეგმა მქონდა. დათო, გზაში უამრავ კითხვას მისვამდა მაგრამ პასუხი არაფერზე გამიცია - სად მიდიხარ შენ? - მკითხა როდესაც ავტომობილი გავაცერე და ვთხოვე ნახევარი საათით ბირჟასთან მოეცადა - მოვალ მალე.. დამელოდე ოღონდ დათნა ვნახოთ რო მოვალ - კაი მარა საით? - მოვალ - ვუთხარი და კარის დახურვა არ ვაცადე ისე მივადგი გაზს ფეხი. სადაც ის ამბავი დატრიალდა იმ კორპუსის მოშორებით გავაჩერე მანქანა და ფეხით დავიძარი სადარბაზოსკენ, უფროსწორად პადვლისკენ სადაც დანა დავტოვე. ღამეს ვერ დაველოდებოდი, ღამე უფრო შესამჩნევი იქნებოდა უცხო ადამიანის ფარულად სიარული კორპუსთან, საღამოვდებოდა, ბინდი იდგა და იმის იმედით რომ არავინ შემეფეთებოდა გავემართე პადვლისკენ. ჩავირბინე 8 კიბე და მარჯვნივ გაუყევი გზას, ბნელოდა და მობილურის სინათლით ვიკვლევდი გზას. მივედი აგურის კედლამდე სადაც ძირი გამონგრეული იყო და ნაგვით იყო იქაურობა სავსე. ხელით გადავქექე ნაგავი მიწა.. მაგრამ... არ იყო... მივიხედე გადავათვალიერე იქნება ადგილი მეშლებათქო მაგრამ არა.. კარგად მივქექე იქაურობა მაგრამ არ იყო... დიდხანს ისედაც ვერ გავჩერდებოდი ამიტომ გარშემო საგულდაგულო ძებნის შემდეგ მაინც ვერ აღმოვაჩინე და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა... საბედნიეროდ სადარბაზო დავტოვე თ არა მაშინვე კორპუსის გვერდიდან ბავში და ქალმა შემოუხვია და იქ შევიდნენ საიდანაც გამოვედი... გადავრჩი. ხელები ბინძური მქონდა.. იქვე "ფანტანიდან" წყალზე გადავიბანე ხელი და დაფიქრებული ჟავჯექი ავტომობილში..."სად უნდა წასულიყო? ვინ ნახა?" ასე ფიქრებით დავუბრუნდი ადგილს სადაც დათო დავტოვე. შორიდანვე დავინახე რამდენიმე ბიჭი, გავიგონე გინება , დავინახე ქეთ რომელიც ერთ ერთს ჩამოკიდებოდა სვიტერზე და ექაჩებოდა, დავინახე ძირს დაგდებული დათ რომელსაც ეს სამი ამბალი წიხლებს ურტყამდა,, სასწრაფოდ დავატორმუზე მანწქანა, გადმოვხტი და ყველაზე დიდი ვინც იყო იმას ვეცი მოვაბრუნე და ცხვირშ მუშტი ვუთავაზე, ამ საქციელზე ის ორი ჩემკენ მოტრიალდა და დათოს თავი მიანებეს, ქეთმ დამინახა დათომაც თავი აწია და...ორივე ჩემკენ წამოვიდა, მესამეს ცხვირიდან სისხლი სდიოდა - თქვენ ვის ურტყავთ თქვენი დედა მ..ან - ვღრიალებდი ბოლო ხმაზე და ორივე მოვარდნილს ვიგერიებდი მაგრამ ორივეს ერთად რას გაუსწორდებოდი, სანამ დათმ ფეხზე წამოდგომა მოახერხა რამდენიმეჯერ მეც მომხვდა, შემდეგ კი ერთი დათმ გამაცალა იმან მიხედა მეორეს მე ვურტყავდი, ცხვირ გატეხილს ქეთიმ კარგი წიხლი დაუმატა ფეხებს შორის და სულ დაიკეცა,,, ცოტა რომ გაბრუვდნენ და მოძრაობის თავი აღარ ჰქონდათ მანქანისკენ გავიწიეთ.. შორიდან პატრულის სირენის ხმა ისმოდა და ნამდვილად არ მინდოდა ისევ განყოფილებაში, ქეთის ხელი დავავლე და მანქანაში რასაც ქვია "ჩავტენე", სწრაფად დავქოქე ავტომობილი და იქაურობას გავშორდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.