შემთხვევით დაქორწინებული (11-12-13-14-15-16-თავები)
-ელენე!-მესმოდა ჯერ კიდევ ბურანში მყოფს, ჩუმი ძახილი-გაიღვიძე, რძალო! -აუუუუ!-ავწუწუნდი და თვალები არ გამიხელია, ისე ავიქნიე ხელი და საბანში შევძვერი. -აუ, კი არა ადექი, დროზე!-ისევ არ მომეშვა აბეზარი ხმა და საბანს დასწვდა, წასართმევად,-ელენე, ნუ მაბრაზებ ეხა! -აუ, არ მინდა რა დღეს სკოლაში, ონო!-ამოვთქვი მუდარით და დაფეთებული წამოვხტი, ყურისწამღები ხარხარი რომ გავიგე. -სახში მინდა!-ამოვიზლუქუნე დემეტრეს, სიცილისგან აწითლებული სახე და ტყუპების დაკრეჭილი სიფათები რომ დავინახე. -გაემზადე, სკოლაში მე მიმყავხარ...-სიცილით ამოთქვა დემეტრემ და ჩემი საბანი, ტყუპებს გადააფარა თავზე,-მანამდე კი გაკვეთილები უნდა ჩამაბარო. -აუუუ....ალექსანდრეეეე!-დავიყვირე ბოლო ხმაზე და იატაკზდ გაწოლილ, ერთმანეთში ახლართულ ტყუპებს გადავაბიჯე,-წაიყვანე, რა შენი ძმა! -ჩემზე ხარ ჩაბარებული, რძალო!-თვალი ჩამიკრა და საწოლზე გაიშხლართა,-შური უნდა ვიძიო... არ დამვიწყებია შენი სურვილის შესრულებისას, მაღალქუსლებზე "ამხედრებულს" ფეხი რომ გადამიბრუნდა და კინაღამ მანქანას რომ შევუვარდი. -ეგ, 4დღის წინ იყო... თან რა ჩემი ბრალია, შენ თუ მაღლებზე სიარული არ იცი?! ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს მოეთხოვება, ამის ცოდნა!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და იმ წამს შემოვარდნილ ალექსანდრეს ამოვეფარე. -ქვრივს დაგტოვებ, შენს ძმობას ვფიცავარ!-წამოიძახა ბალიშმომარჯვებულმა დემეტრემ და თვალები დამიბრიალა. -რა გინდა ბავშვთან?-საბნიდან თავი გამოყო ერთ-ერთმა ტყუპმა და ძლივს წამოიმართა ფეხზე,-100%-იანია! -ყიფიანი, ღერაღერა დაგაცლი იმ ქათმის ბუმბულებს, თავზე რო ამოგზრდია!-დაუღრინა და ბალიში ესროლა. -თქვენ ნორმალურები ხართ, ტო?!-წამოიძახა მოთმინება გამოსულმა ალექსანდრემ და ყველას ყურადღება მიიპყრო,-რა გაღრიალებთ ამ დილით?! თქვენ თუ არ გეძინებათ, ბავშვი მაინც დააძინეთ, სხვა გასართობი ვერ ნახეთ? -ეგოისტებო, თქვენ!-ამოვთქვი და ალექსანდრეს ზურგს ამოფარებულმა, დემეტრეს ენა გამოუყავი. "ვაი მე, ელენე! გაზრდის მაგივრად ჭკუა გაკლდება მემგონი! ცუდ ზეგავლენას ახდენენ ესენი შენზე"-დაფეთებულმა გავიფიქრე და სახეაწითლებული "ქმრის" ზურგს ავეკარი. -შენ მე მაცალე!- ჩაიდუდღუნა დემეტრემ და თითი დამიქნია. -აუ, რა ძილი, ტო!-ხასიათზე მოვიდა დიმა... თუ ლევანი დამუდარის თვალით მოგვაჩერდა,-აუზზე წავიდეთ რა! მაგარ დროს გავატარებთ, თორე დავიხრუკე სახლში... -ლაყე კვერცხი ხარ და იმიტო!-დაუბღვირა მეორემ და გვერდზე გახტა, ძმის მუშტი რომ აეცილებინა,-არა, მართლა წავიდეთ... ელენეც ცოდოა მთელიდღე სახლში. -თქვენ სულ სხვაზე, როგორ ფიქრობთ?!-ირონიულად ჩაიცინა ალექსანდრემ და მე გამომხედა,-გინდა წავიდეთ?! -რძალი მიწყვეტს აუზზე წასვლას... რა დრო დაგიდგა დემეტრე!!!-თავზე ხელი იტკიცა და საწოლზე დაეხეთქა. -ჰა, ელენე, ხო წამოხვალ?-შრეკის კატის თვალებით მომაჩერდნენ ტყუპები და ლამის კისერი გამოიგლიჯეს,-წამო რა! -კარგი, წავიდეთ!-გავიცინე და მომღიმარ ალექსანდრეს ავხედე,-გავემზადები და წავიდეთ. -აუ, ქალური დაგვიანებები არ იყოს ოღონდ, რა!-აწუწუნდა დემეტრე და კარისკენ გაემართა,-პრინციპში, შენ ბავშვი ხარ, მაგრამ მაინც... ნათია ქვემოთ გველოდება ბიჭებთან ერთად. *** -ელენე, მარტო არ გაბედო წყალში ჩასვლა!-მანქანიდან გადმოსვლისთანავე გამაფრთხილა ალექსანდრემ და ხელი წელზე მომხვია,-მაჯა ჯერ კიდევ არ გაქ მოშუშებული. -ცურვა მაინც არ ვიცი...-ამოვიბურტყუნე და აფხუკუნებულ დემეტრეს, შუბლშეკრულმა გავხედე. -მე გასწავლი, ელენე!-სურვილი გამოთქვა ტყუპმა და გვერდით ამომიდგა გაღიმებული. -არც იოცნებო!-თითი დაუქნია ალექსანდრემ და კარებში გამატარა. -რატო ვითომ?-დოინჯემოყრილი გადაუდგა წინ. -ზუსტად იმ ჭკუის ვარ, შენ მოგაბარო ელენე და მშვიდად ვუყურო, როგორ "ასწავლი" დახრჩობას. -აუ, შენ რა უჟმური გახდი, ტო! -დაოჯახებამ იცის,-ჩაიფხუკუნა კოკამ და თვალი ჩამიკრა. -ნუ ხარ შენ მწარე,-მუჯლუგუნი გაკრა ნათიამ და დემეტრეს ხელი ჩაკიდა. -სანდრინიო ეხა ისეა დაფეთებული, მგონი გასახდელშიც შეყვება ელენეს!-სიცილი ვერ შეიკავა დემეტრემ და ყველას ყურადღებაც მიიპყრო. ალექსანდრეს პასუხი არ გაუცია, თუმცა შევამჩნიე თვალს, როგორ მარიდებდა და უმისამართოდ იყურებოდა. მალევე გასახდელში გავნაწილდით, წყალი გადავივლეთ და გაწუწულები გამოვცხადდით აუზთან. -საოცარი სხეული გაქ, ელენე! "ზაგარზე" თეთრი ფერიც ძალიან მოგიხდა,-გასახდელში ყოფნისას მითხრა ნათიამ,-რატომღაც გული მიგრძნობს, რომ აქედან ისე ვერ წავალთ, რამდენიმემ ალექსანდრეს "ანაბეჭდი" რომ არ წაიყოლოს სახლში. -რა?-ვერ გავიგე მისი ნათქვამი და უბრიტელო ზედის სწორებას, თავი ვანებე. -რა და სიხარულო, ზედმეტად ფიცხი ქმარი გყავს,-გაიცინა და იქვე დადებული თეთრი, სელის დაწნილი ქუდი გამომიწოდა,-პლუს აზიატია. -მერე მე რა?-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და შარფი თეძოზე შემოვიხვიე. -ეჰ, ელენე! მართლაც რომ პატარა ხარ, პატარა!-ამოიოხრა და აუზისკენ წავიდა. შეზლონგზე წამოწოლილს, არ გამომპარვია, როგორ აპარებდა ალექსანდრე ჩემკენ თვალებს და აუზში მოცურავე ძმაკაცების ძახილს, ყურადღებას არ აქცევდა. ყველა წყალში იყო ჩასული, მხოლოდ მე და ალექსანდრე ვეფიცხებოდით მზეს. თვალებ დახუჭულს, სასიამოვნოდ ჩამესმოდა წყლის დგაფუნი და უმისამართოდ ვიღიმოდი, თან ონოს გუშინდელ ზარზე ვფიქრობდი. ბათუმში აპირებდა წასვლას და სწავლის დაწყებამდე ალბათ იქ დარჩებოდა, მანამდე კი ბებია-ბაბუას დამალაპარაკა და მათი თბილი ხმის გაგონებისას ცრემლები ძლივს შევიკავე, თუმცა აწითლებული თვალები არავის არ გამოპარვია, რის გამოც მთელი დღე დაფეთებული თვალების მზერა ვერ მოვიშორე. უნდა ვაღიარო რომ ბიჭები და მათ შორის, ნათიაც, როგორც უმცროს დას ისე მიყურებდნენ და ჩემი ოდნავ ნაღვლიანი გამომეტყველება, სახლში მესამე მსოფლიო ომს იწვევდა. დღევანდელი აუზზე წამოსვლაც ჩემ "ხასიათზე მოყვანას" ემსახურებოდა და ასე გაგრძელდებოდა ალბათ დღის ბოლომდეც. მზისგან ახურებულმა, ვიგრძენი როგორ დამეცვარა მთელი სხეული ოფლით და შეწუხებული ფეხზე წამოვიმართე, რაც "ძიძას" შეუმჩნეველი არ დარჩენია და მანაც მე მომბაძა. -რამე მოხდა?-სათვალეები მოიხსნა და თვალებში ჩამაშტერდა. -არაფერი, უბრალოდ რამე დასალევს მოვიტან... შენ გინდა რამე?-თვალები მოვჭუტე და ისე ავხედე აყლაყუდა "ქმარს". -ლუდი წამომიღე შენს გაზდას,-გაიცინა და ცხვირზე ხელი მომიჭირა,-მალე მოდი და წყალში ჩავიდეთ. -არსადაც არ გამოგყვები,-ენა გამოვუყავი და გაბრაზებულს გვერდი ავუქციე. -სანამ თავს არ მაცემინებ, მანამდე არ გაჩერდები შენ,-მომესმა ზურგს უკან და სიცილი ძლივს შევიკავე. რამდენიმე ნატურალურ წვენთან ერთად, ბლომად ლუდიც ავიღე და მიმტანს ვთხოვე ადგილზე მიეტანა, მე მხოლოდ ვაშლის წვენი დავიტოვე და წრუპვით გავუყევი აუზის კიდეს. ნელა მივაბიჯებდი და ვხედავდი ყოველ ჩემ მოძრაობას, როგორ აყოლებდა ალექსანდრე თვალს და მთელი მონდომებით სვამდა ლუდს. "რომ შემეძლოს, სიამოვნებით დაგთხრიდი თვლებს, ალექსანდრე ცერცვაძე!"-ვფიქრობდი გაღიზიანებული და ვცდილობდი მის მზერას გავქცეოდი. -წამო ჩავიდეთ წყალში!-დაჯდომა არ მაცადა, ისე ჩამავლო მკლავში ხელი, ჩემი ჭიქა მაგიდაზე დადგა და აუზისკენ წამიყვანა. -ალექსანდრე, ცურვა არ ვიცი,-გაბრაზებულმა ამოვთქვი და შევეცადე დავლსხტომოდი. -მერე მე აქ არ ვარ?!-თვალი ჩამიკრა და პასუხის გაცემა არ მაცადა, ისე ჩახტა წყალში. წყლის ნაკადმა ყურები დამიგუბა, სუნთქვაშეკრული ვცდილობდი არ ჩამესუნთქა და ზემოთ ამოვსულიყავი, თუმცა ამაოდ. წინასწარ გამოვიგლოვებდი თავს, მუცელზე ძლიერი ხელები რომ არ მეგრძნო და მიხუტებულს წყლის ზემოთ არ ამოვეყვანე. -შეგეშინდა?-გავიგე სიცილნარევი ხმა და საყრდენის შეგრძნებაზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე "მშველელს". -ნამდვილი... კრეტინი... ხარ!-ძლივს ამოვთქვი აქოშინებულმა, სახეზე ჩამოყრილ თმები გადავიწიე და განრისხებულმა თვალები დავუბრიალე. -აჰა, კრეტინი ხო?!-წარბებაწკიპულმა შემომხედა და ისევ ჩაყვინთა. -გეყოფა... ალექსანდრე!-როგორც კი ჰაერი ჩავისუნთქე, მთელი ძალით ჩავცხე მუშტი ფერდში. -სანამ ჭკუას არ ისწავლი, მანამდე არ მოგეშვები,-ნიშნისმოგებით მითხრა და ხელის გაშვება დააპირა, როდესაც მთელი სხეულით ვაეკარი და არაფრისდიდებით ვუშვებდი ხელს. -აუ, გეხვეწები რა, ალექსანდრე! ამიყვანე ზემოთ!-მუდარა გაისმა ჩემ ხმაში და შევეცადე არ შემემჩნია მისი სიცილი. -რომ არ აგიყვანო?-სიცილით დამაჩერდა და შეეცადა დამლსხტომოდა, მაგრამ ისე ავკროდი მთელ სხეულზე, ეჭვი მაქვს, ამას ძნელად თუ მოახერხებდა. -ნუ მაწვალებ რა! და გეყოს ბავშვობა,-მთელი სერიოზულობით ვუთხარი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე დემეტრეს მოცინარი სახე. -რაო, რძალო! წყალში ვჭყუმპალაობთო?-ენა მოიჩლიქა და წყალი შემასხა,-წამო თუ გინდა მე გასწავლი ცურვას. -არც ისეთი პატარა ვარ შენნაირ ჭკუასუსტს ვანდო თავი,-დავუბღვირე და ალექსანდრეს უფრო ავეკარი. -ჭკუასუსტს გაჩვენებ ეხა,-თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩვენკენ გამოცურა. -ალექსანდრე, უთხარი რამე... არ მოუშვა ახლოს!...-საცაა ცრემლები წამომივიდოდა და ახარხარებულ "ქმარს" კისერზე ვეკიდებოდი,-ალექსანდრე!..-ერთი დავიკივლე, როდესაც წვივზე ვიგრძენი თითების ჩავლება და ჩასუნთქვა ვერ მოვასწარი, ისე ჩავიძირე წყალში. პანიკაში ჩავარდნილმა ვერ გავიაზრე და ჟანგბადის უკმარისობის გამო, მთელი ძალით ჩავისუნთქე. ვიგრძენი, როგორ ამევსო ხახა წყლით და მთელი შიგნეულობა ჩამწვა. ფილტვებიც მალე ამევსებოდა ალბათ, მოცურავე იდიოტებს ზედაპირზე რომ არ ამოვეყვანე. ყურებდაგუბულს არ მესმოდა რას მელაპარაკებოდნენ. ხველავარდნილს, მხოლოდ ის მინდოდა ცხვირ-ხახაში გაჩენილი მჩხვლეტავი შეგრძნება, როგორმე მომეშორებინა. ვგრძნობდი ვიღაცის ძლიერმა ხელებმა თმა, როგორ გადამიწიეს და აუზის კიდეზე შემომსვეს. თვალებდაბინდულს კი მზერის დაწმენდა მიჭირდა და მხოლოდ სილუეტებს ვარჩევდი. -ელენე, ნუ მიხეთქავ გულს, ამოიღე ხმა!-გავიგე მავედრებელი ხმა და მუხლებზე თითების მოჭერა ვიგრძენი,-დემეტრე, შემომაკვდები ბავშვს თუ რამე მოუვიდა! -სანდრო, შენც ნუ მიმატებ ეხა!-შეშინებულ ტონზე, დანაშაულის შეგრძნებამ იჩინა თავი და თავს ძალა დავატანე, როგორმე რამე რომ მეთქვა,-რძალო, ნუ მომკალი თქვი რამე. -აცადეთ, წყალი აქ ჩაყლაპული!-ნათიას მადლიერი ვიყავი, რომ მიხვდა ლაპარაკი არ შემეძლო. -კარგად ვარ!-ძლივს ამოვიჩურჩულე და კიდევ ერთხელ დავახველე. როგორც იქნა მზერაც დამეწმინდა და კარგად გავარჩიე, შიშისგან შეშლილი სახეები. მე აუზის კიდეზე ვიჯექი, ფეხები წყალში მქონდა ჩაყოფილი, გვერდით ნათია მეჯდა, ხოლო ალექსანდრე და დემეტრე ჯერ კიდევ წყალში იყვნენ და მე მომჩერებოდნენ. -ყელი გტკივა?-შეწუხებულმა გამომხედა ნათიამ და ხელზე ხელი მომიჭირა. -კარგად ვარ!-ისევ დავიჩურჩულე და შევეცადე გამეღიმა,-უბრალოდ წყალი გადამდყლაპა. -აუ, როგორ შემაშინე, ტო!-ამოიოხრა ალექსანდრემ, წყლიდან ამოიწია და ლოყაზე მომისვა ხელი. -ბოდიში, ელენე!-თვალს ვერ მისწორებდა დემეტრე და აქეთ-იქით აცეცებდა. -რძალი აღარ ვარ?-ვეცადე სიტუაცია განმემუხტა და თმებზე მოვქაჩე. -აუ, შენ ხუმრობ და...-მწარედ გაიცინა და ნერვიულად მოისვა კისერზე ხელი. -კარგი რა, რა მოხდა ასეთი?-ხმას ავუწიე და ყელის ტკივილმა სუნთქვა შემიკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე,-კარგად ვართქო არ გესმის? არაფერი მომსვლია! -კი დაგვიხეთქე გულები და...-თბილად გამიღიმა ალექსანდრემ, ბარძაყზე ერთი მომიჭირა თითები და შემდეგ ძმას გაკრა მხარი,-რა სახე გაქ, კი არ დავქვრივებულვარ! გაიცინე თორე, ასე მგონია შშენი თავი შემიცვალეს. -ბიჭებს მიხედეთ თორე, ხეცურიანს რომელიღაც შემოაკვდება, ასე ვფიქრობ,-თავით ვანიშნე შეზლონგებს შორის მორბენალ ტყუპებზე და ფეხზე წამოვდექი ნათიასთან ერთად. -იმენა ტყიურები არიან, რა!-მოვიდა ხასიათზე დემეტრე და ისიც წყლიდან ამოვიდა,-რძალო, რასაც გინდა შეგისრულებ, შენ ოღონდ თაქვი და გაუჩენელს გაგიჩენ. -ჯერ არაფერი არ მინდა და როცა მოვიფიქრებ გეტყვი,-ვეცადე ხმისთვის ძალა არ დამეტანა და ჩუმად ამოვთქვი,-მანამდე ეგენი გააშველე, თორე ერთი ტყუპი გვეყოლება. -ორი ერთნაირი მაინც რათ გვინდა,-უდარდელად აიჩეჩა ალექსანდრემ მხრები და ხელი მომხვია,-წამო შენ გამოიცვალე, მანამდე ესენიც დამშვიდდებიან და წავიდეთ სახლში, თორე ძაან აჭერს მზე. *** -აუ, მაგრა გვშია, ტო!-სახლში შესვლისთანავე აწუწუნდნენ ტყუპები და მოწყვეტით დაებერტყნენ დივანზე. -თქვენ კიდე, წამოსვლა არ გინდოდათ,-ზურგჩანთა იატაკზე დააგდო ვიბლიანმა და მათ მიბაძა. -ვიღაც "მზეთუნახავი" გაიცნეს და მაგას როგორ დატოვებდნენ?!-ირონიულად ამოთქვა კოკამ და კედელში ჩაშენებული ბარიდან, პატარა ერეკლეს მიერ შეჩურთული კოკა-კოლა გამოაძვრინა. -აბა, ისეთი მზეთუნახავი იყო, რომ შეგეხედა ცოლის მოყვანას გადაიფიქრებდი,-გაიცინა ალექსანდრემ და თვალი ჩამიკრა. -აუ, შენ მაგ სიმთვრალეში, ელენეს მაგივრად, მახინჯი ცოლი მოგეყვანა, რამდენს ვიღადავებდი,-გაბრაზებულმა ამლთქვა ერთ-ერთმა ტყუპმა და სიგარეტის შეკვრა ესროლა. -შენდა საუბედუროდ, ელენე მყავს,-ნიშნისმოგებით გაუღიმა და ზურგსუკან ამომეფარა. -რძალო, შენი ძმის ადგილას, შენ ქმარს კბილებს დავაყრევინებდი და იმ კბილებს, სათითაოდ ავაკრეფინებდი,-არხეინად გაწვა დივანზე, ფეხები ვიბლიანს დაულაგა კალთაში, ხოლო თავი ძმას "მიაბარა". -რძალოს ქმრის ძმაკაცი იქნება ეხა, ინვალიდს რომ დაგტოვებს,-ჩაიდუდღუნა ვიბლიანმა და ერთი ხელის მოსმით გაადენინა ზღართანი იატაკზე. -აუ, წელი ჩემიი!-ამოიგმინა საცოდავად და ძლივს წამოიმართა ფეხზე,-არ მოგყვები ცოლად, გიოოოო!-ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა და გაცეცხლებულ ვიბლიანს რომ დამალვოდა მეორე სართულზე ავარდა. -რა ჭკუასუსტები არიან, ჩემი!-ხელი იტკიცა სახეზე მეორე ტყუპმა და ხეცურიანს ხელი გადახვია,-საბუნა, რატო ხარ მოწყენილი?! -ყიფიანი, ნუ მომიშლი ეხა ნერვებს!-დაუღრინა ხეცურიანმა და სამზარეულოში გავიდა. -ამას რა ჭირს, ტო?-გაკვირვებულმა აწკიპა წარბები და ისიც მას გაყვა. -ყიფიანი, ჩამოეთრიეთ ძირს და ხეთქეთ საჭმელი,-დაიყვირა კოკამ და მოვალეობა მოხდილი გაემართა სამზარეულოსკენ. -მაცადეთ მაგიდაზე დალაგება!-მომესმა ნათიას ყვირილი, რასაც დემეტრეს როხროხი და რაღაცის გატეხვის ხმა მოჰყვა. ყველანი მაგიდასთან ვიჯექით და სადილს მივირთმევდით უხმოდ. იშვიათად თუ გაიგებდით ტყუპების წამოყვირებას, გაუსაძლისი სიჩუმე რომ დაერღვიათ. ვგრძნობდი დაძაბულ ატმოსფეროს და გაკვირვებული ვავლებდი თვალს ბიჭებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. ნათია ოთახში იყო ასული და ისვენებდა, მე კი უხერხულობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. -ბიჭებო, კარგად ხართ?-როგორც იქნა ამოვთქვი და ჭამას თავი ვანებე. -რატო ამბობ მაგას?-ძალით გაიცინა ალექსანდრემ და საზურგეს მიეყრდნო. -რავი... რაღაცნაირად ჩუმად ხართ,-ამოვილუღლუღე და თავი დავხარე,-რაღაც გჭირთ... -კარგი რა, ელენე,-ჩაიფრუტუნა კოკამ და წყალი მოსვა,-რა უნდა გვჭირდეს?! -კოკა, შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ არა დებილი!-შუბლშეკრულმა ამოვთქვი და ხელი მოვმუშტე. ნაღრძობმა თავი შემახსენა და ტკივილისგან სახე დამემანჭა. -სულ პატარა ხარ, სულ ციცქნა...-დაიწყო სიმღერა ტყუპმა, მაგრამ ალექსანდრეს სახეზე სიტყვა შუაზე გაუწყდა. -ალექსანდრე, რა ხდება?-ახლა მას მივუბრუნდი და თვალები დავუბრიალე. ერთი ღრმად ამოიოხრა თავდახრილმა და ძარღვებდაბერილმა ხმადაბლა თქვა: -ადვოკატი ჩამოვიდა! -რომელი ადვოკატი? -ვინც დაგვაქორწინა! -მერე? ნახე?-ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მთელი სხეული და ხელისგულებზე ოფლმა გამოჟონა. -ვნახე...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალები გამისწორა,-ველაპარაკე და შეგვიძლია ხვალვე დავიწყოთ განქორწინებისთვის მზადება. ეს ყოველივე, ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ხმის ამოღება ვერ შევძელი. მხოლოდ გულის გაუთავებელი ბაგაბუგი მესმოდა და ვგრძნობდი შვიდი წყვილი თვალი დაჟინებით, როგორ მომჩერებოდა. -ელენე, ჯერ ხომ არ წახვალ?-აზრზე მომიყვანა გიორგის ჩუმმა ხმამ და თავი დავხარე, აცრემლებული თვალები არავის რომ არ შეემჩნია. იმის წარმოდგენა, რომ მათ ვეღარ ვნახავდი, მტკივნეულად მიკუმშავდა გულს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. -რა გავაკეთოთ?-ყელი ჩავიწმინდე და ისევ ალექსანდრეს შევხედე. -არაფერი. ეს იმიტომ გითხარი რომ გცოდნოდა. ჯერ-ჯერობით კი არანაირ განქორწინებაზე არ იქნება საუბარი,-ჩაილაპარაკა მტკიცედ და ჩანგალი თეფშზე დადო,-არც შენ იფიქრო მსგავს რამეზე. -კი, მაგრამ...-დავიწყე, როდესაც უბოდიშოდ გამაწყვეტინა. -არანაირი "მაგრამ"!-მრისხანე თვალები მომაპყრო,-ერთი თვეც არ არის გასული რაც დავქორწინდით... მამაშენი ყველაფერს მიხვდება. დამიჯერე, არ გაუჭირდება რამის გაგება. -ელენე, ალექსანდრე მართალია!-უჩვეულოდ დასერიოზებულმა დემეტრემ მითხრა,-მინიმუმ ერთი წელი მაინც ერთად უნდა იყოთ... -შენთვისვე უკეთესია!-ჩაგვერთო კოკაც. -...და საერთოდ, უფრო დიდხანსაც რომ იყოთ ერთად, მე არ ვიქნები წინააღმდეგი. თან არამგონია სხვა რძალა შევეგუო!-ახარხარდა დემეტრე და ოთახში გამეფებული სიჩუმეც, უმალ გაფანტა. *** -საბა, თუ ასე გიყვარს, რატო არაფერს აკეთებ?-დიდი ხნის თმენის შემდეგ ვაჯახე დაღვრემილ ხევსურს, განმარტოებით რომ იჯდა კუთხეში. -რა?-თვალებგაფართოებულმა ამომხედა და დავინახე, როგორ აწითლდა. -რა და მიდი და უთხარი!-არ მოვეშვი, მიუხედავად იმისა რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით, საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს. -იცის ისედაც!-აქამდე ჩუმად მჯდომი გიორგი ჩაგვერთო საუბარში. -მერე?-გაკვირვებულმა შევხედე აწურულ ხეცურიანს. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება ვინმეს ამ ბიჭისთვის უარი ეთქვა. -უნდა ვისწავლოო!-დახშული ხმით ამოთქვა და თავი დახარა. -ისწავლოს არა ის!-წამოიძახა ლევანიმ და ხელი აიქნია,-მშობლების ეშინია და იმიტომ მოიგონა სწავლა. -მერე? -მერე და ეს აქეთ დადის ამჟავებული სიფათით და ის იქით!-დაასრულა ნათქვამი დიმამ და შუბლშეკრული მიაჩერდა ძმაკაცს. -ასე უნდა იყოთ, აბა?-გაოცებულმა თვალები ავახამხამე და გაღიმებულ ალექსანდრეს გავხედე. -მთავარია იმ ქვეყნად მაინც იქნებიან ერთად,-ჩაიფხუკუნა დემეტრემ და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო. -კარგი რა საბა, ხევსური მაინც არ იყო!-გამწყრალი მივაჩერდი. -ეგ რა შუაშია, ისე არ მომყვება და ხევსურეთის ხათრით გამომყვება?-გულუპრყვილოდ ამომხედა და უფრო აწითლდა. -ბიჭო, მოიტაცე!-აღშფოთებულმა წამოვიძახე, ისე თითქოს 2×2-ის პასუხს ვერ მიმხვდარიყო. -აუ, ეს 90-იანებშია მგონი ჩარჩენილი,-დაუსტვინა დემეტრემ და გადაიხარხარა. - ეგ რა შუაშია? -ვინ იტაცებს ეხა გოგოს, არ გადამრიო!-სიცილით შემომხედა და ძმას მკლავი გადახვია,-ზღაპრები არ უნდა წაუკითხო ძილისწინ! -90-იანებში მაგისთვის კაცს იჭერდნენ, მაგრამ მაინც მრავლდებოდნენ ქართველები და მითუმეტეს ეხა რაღა უშლის ხელს?-აღშფოთებულმა ამოვთქვი და დოინჯშემოყრილი დავაჩერდი,-მშობლებიც ვერაფერს ეტყვიან და მორჩა! -რძალო, თბილისში ასე არ ხდება! -დემეტრე, სისულელეს ამბობ! რადგან დღეს მოტაცება მოდაში არაა, არც კი უნდა გაბედო? თუ უყვარს რა ქნას? უყუროს, როდის ინებებს სწავლის დამთავრებას, მერე მშობლების შეგუებას, რომ შვილი გაიზარდა და მერე მოიყვანოს? მაშინ მე ცოცხალი არ ვიქნები და ეგაა!-მთელი ემოციით ვყვებოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი მომღიმარ სახეებს. -მაინც ბავშვი ხარ, რა!-სიცილით მომიახლოვდა დემეტრე და თმები ამიჩეჩა. -რაღაცაში, ელენეც მართალია,-ამოიბურტყუნა ვიბლიანმა და ფრთხილად გახედა ჩაფიქრებულ ძმაკაცს. -არ თქვა რომ ამაზე არ გიფიქრია საბა!-ეშმაკურად გავუღიმე და გვერდით მივუსკუპდი. -ელენე, ნუ აქეზებ, ისედაც ჭკუაზე არაა,-თითი დამიქნია ალექსანდრემ გამაფრთხილებლად. -თუ გადაიფიქრებ, მე ყველაფერში დაგეხმარები. ისეთ ადგილას გადაგმალავთ, კაციშვილი ვერ გიპოვით! გოგოსთანაც მე მოვაგვარებ და მეჯვარედაც დაგიდგებით...-თვალები ავათამაშე, ხეცურიანს ლოყაზე ვაკოცე და კიბისკენ გავემართე,-ნათლიობაზეც არ ვიტყოდი უარს!-კიბის ბოლო საფეხურიდან მოვაძახე და კმაყოფილმა ოთახისკენ გავწიე. .... უკვე ერთი საათი იყო, რაც თმის ლოსიონს ვეძებდი. თითქმის მთელი ოთახი გადავქექე, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე. ვერ ვიტანდი, როდესაც რამეს ვერ ვპოულობდი და ეხლა მომიწევდა ამას შევგუებოდი, მანამ სანამ ძველს ახალი არ ჩაანაცვლებდა. საფულეს და ტელეფონს ხელი დავსტაცე და ოთახის კარი გამოვიხურე. ლოსიონთან ერთად, თავის მოვლის სხვა საშუალებებსაც მოვიმარაგებდი, მერე რომ არ მქონოდა სარბენი და რამე ახალსაც შევიძენდი, მაინც უსაქმოდ ვიყავი სახლში. კიბეზე ჩავდიოდი და თან იმაზე ვფიქრობდი, თუ რა მეთქვა ალექსანდრესთვის, ან საერთოდ მეთქვა თუ არა. საერთოდ არ ვიყავი შეჩვეული ნებართვის აღებას და "აჩოკების" ჩაბარებას. სადაც არ უნდა წავსულიყავი, უპრობლემოდ მიშვებდნენ მშობლები, მაგრამ ეხლა უკვე სხვა სიტუაციაში ვიყავი და ცოტა არ იყოს, უპასუხისმგებლო საქციელად მიმაჩნდა უკითხავად გასვლა. ამასთანავე, საშინლად მეხამუშებოდა ნებართვის აღება. "ელენე, ნუ ხარ სულელი! უბრალოდ უთხარი, რომ საყიდლებზე გადიხარ! რათ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი?! არც სანერვიულოდ ღირს ასეთი წვრილმანი!"-ვუმტკიცებდი საკუთარ თავს და იმ სიტყვებს ვეძებდი, რასაც "ქმარს" ვეტყოდი. -მართლა გაუშვებ?-მომესმა მისაღები ოთახიდან დემეტრეს ხმა და შუა საფეხურზე უნებურად გავშეშდი. -სხვას რას მთავაზობ?-ალექსანდრეს გაღიზიანებულმა ხმამ, უფრო შემაკრთო და ერთიანად დავიძაბე. -დაიტოვე!-ამჯერად გიორგიც ჩაერთო საუბარში. -დავიტოვო!-გავიგე, როგორ გაუხდა ინტონაცია დამცინავი, მე კი უფრო დავიბენი,-ისე ამბობ, თითქოს მარტო ჩემზე იყოს დამოკიდებული ან არანაირი დაბრკოლება არ არსებობდეს. -რა დაბრკოლებაზე ლაპარაკობ? ვინმე გიქმნის პრობლემას?! ხომ ხედავ, არავინაა წინააღმდეგი, პირიქით,-ისევ დემეტრე ალაპარაკდა. -თავად ჩვენშია პრობლემა... ის არაა ამისთვის მზად... არც მე ვარ მზად. -მოიცა, რა მზად არ ხარ, ტო! ის კიდე ხო, მაგრამ შენ რა მომზადება გჭირდება, ძმობას გაფიცებ,-ასეთი სერიოზული ტონი ტყუპისგან, პირველად მესმოდა და გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. -დიმა, ჰაერზე არ იდგმება ასეთი სერიოზული ნაბიჯი. -სამსონაძე, ნუ გაუბერე, რა! რაღა გადადგმა უნდა, ტო. -შენ რამე გსმენია ამურზე, ან მის მშვილდზე?-ამჯერად ალექსანდრემ უპასუხა,-ესეც რომ არ იყოს, ზედმეტად პატარაა ყველაფერ ამისთვის და არ მინდა სერიოზული ნაბიჯით დავაფრთხო, ან გული ვატკინო... ჩემ თავს ამას არასდროს ვაპატიებ, ისიც ეყოფა, უსიყვარულოდ რომ უწევს, ამ იარლიყის ტარება. მხოლოდ ეხლა ჩაწვდა ჩემი გონება დიალოგის შინაარსს და ვიგრძენი, როგორ გამეყინა ხელები. ალექსანდრეს აღიარებამ, უფრო დიდი პატივისცემით ამავსო მის მიმართ და პარადოქსია, მაგრამ ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ასეთი ადამიანი იყო ჩემი "სიმთვრალის არჩევანი" და არა სხვა. თუმცა საშინლად გავბრაზდი, მათ შესაცოდ ობიექტს რომ წარმოვადგენდი და ვეცადე ეს არ შემტყობოდა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე, ემოციები რომ მომეთოკა და კიბეებს ჩავუყევი. როგორც კი ბიჭებმა შემამჩნიეს, უხერხულად გამიღიმეს და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყეს. მათ დაბნეულობაზე, გულში აბუყბუყებული წყენა, მინიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა და ბოლოს ჯანდაბაშიც მოისროლა. -ელენე, სადმე გადიხარ?-ინტერესით მომაჩერდა ალექსანდრე და ერთი ამათვალიერა. -კი, რაღაცეები მაქვს საყიდი და...-მორიდებით გავუღიმე და შეუმჩნევლად დავქაჩე შორტი ქვემოთ,-მალე დავბრუნდები. -მარტო გადიხარ მერე?-ფეხზე წამოიმართა და მომიახლოვდა. -აბა, დაცვა გავიყოლო?-გულუპრყვილოდ ავხედე და შევეცადე მზერა გამესწორებინა. -რძალო, ვინმემ არ მოგიტაცოს!-გაიცინა დემეტრემ და თვალი ჩამიკრა,-დარწმუნებული ვარ, შენნაირი მეორეც მოიძებნება, ოღონდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი. -ჩემნაირი მეორე თუ მოიპოვება, ლოგიკურია თუ ვიფიქრებთ, რომ შენნაირიც არის კიდევ ერთი სადღაც და თუ მართლაც ასეა, გულით ვუსამძიმრებ, მთელ საქარველოს,-ნიშნისმოგებით გავუღიმე და კარებისკენ გავემართე. ის ის იყო ვარეთ უნდა გავსულიყავი, ალექსანდრეს ხმა რომ დამეწია: -მოიცადე, მე გაგიყვან. -არ არის საჭირო...-დავიწყე მკაცრად რომ გამაწყვეტინა. -საჭიროა!-მაგიდაზე დაგდებულ გასაღებს და მანიშნა მანქანაში დავლოდებოდი. უსიტვოდ მივედით მაღაზიამდე. არცერთს ხმა არ ამოგვიღია. დროდადრო თუ გადმომხედავდა ალექსანდრე და ისევ გზას აჩერდებოდა. დისკომფორტს მიქმნიდა იმის წარმოდგენა, რომ დღეიდან, მას უნდა ვეტარებინე, სადმე თუ მოვისურვებდი წასვლას. "ეჰ, ძალიან მაინტერესებს, როგორ არიან ერთად ცოლ-ქმარი, როგორ უგებენ ერთმანეთს ან რამე რომ უნდათ, არ ერიდებათ ერთმანეთისთვის თქმა?!"-ჩემივე ფიქრის აბსურდულობამ ღიმილი მომგვარა და მას რომ არ შევემჩნიე, საქარე მინაში დავიწყე ყურება. მანამდე არ მომიბრუნებია თავი, სანამ მაღაზიათა ქსელს არ მივუახლოვდით. სახრლურს დავსწვდი, როდესაც რაღაც გამახსენდა და ალექსანდრეს მივუბრუნდი: -შენ არ დამელოდო, ტაქსით წამოვალ! -არანაირი ტაქსი, მე წამოგიყვანე და მევე წაგიყვან!-ისეთი ტონით მითხრა შეწინააღმდეგება ვერ გავბედე,-და ესეც გამომართვი. გამოწვდილ ხელს დავხედე და თვალები დავავიწროვე საკრედიტო ბარათი რომ ამოვიცანი, ოთხკუთხა ნივთში. -ეგ რათ მინდა?!-ტუჩი ავიბზუე და ჯიქურ ჩავაშტერდი თვალებში. -რას ქვია, რათ გინდა, ფული არ გჭირდება? -მაქვს მე ფული!-მკაცრად ვუთხარი და ვიგრძენი თანდათან, როგორ ვწითლდებოდი. ყოველთვის ასე იყო. როდესაც ფულზე იწყებდნენ ლაპარაკს, სულ ვღიზიანდებოდი და თუ ფულთან ერთად ჩემზე იყო საუბარი, სულ ვწითლდებოდი. ვერ ვიტანდი მატერიალურს დამონებულ ხალხს და თუ ვინმე, უსასყიდლოდ, დაუმსახურებლად მომცემდა ფულს, ან რამეს მაჩუქებდა, მრისხანების პიკზე აღმოვჩნდებოდი ხოლმე. მამაჩემისთვის რამის თხოვნაც, სიკვდილის ტოლფასი იყო და ეხლა, ამ გაბღენძილ იდიოტს, უნდოდა ჩემთვის საკრედიტო ბარათი მოეცა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და კარი სასწრაფოდ გავაღე, კიდევ რომ არ გაეგრძელებინა, როდესაც მკლავში ძლიერი თითების მოჭერა ვიგრძენი და ადგილიდან დაძვრა ვერ შევძელი. -შენი ფული შეინახე და ეს გამომართვი,-თვალები დამიბრიალა და ბარათი გამომიწოდა. -არ მინდა, ალეასანდრე!-არც მე ჩამოვრჩი და ვეცადე ხელი გამენთავისუფლებინა, თუმცა ამაოდ,-გამიშვი! ტყუილად არ იწვალო, მაინც არ ავიღებ! -რას ქვია, არ აიღებ?!-შუბლშეკრული დამაჩერდა და უფრო მომიჭირა,-ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ვარ, შენზე ვიზრუნო. -ამ შემთხვევაში არ ხარ ვალდებული და გთხოვ, ტყუილად, ნუ შემომიჩნდები. -ელენე, ნუ გადამრევ ეხლა და რასაც გეუბნები გააკეთე!-დავინახე, როგორ დაებერა კისრის ძარღვები და თვალები მრისხანებით აევსო. -ა-რ მ-ი-ნ-დ-ა!!!-დავუმარცვლე და ისევ გავიბრძოლე-"შენი ბრალია, ელენე! რამ გაფიქრებინა საყიდლებზე წასვლა?! მოინდომა გოგომ "შოპინგობა"! ჯანდაბა შენ თავს! ჯანდაბა შენ იდიოტ ქმარს... და ჯანდაბა, იმ სულელურ მუსს!" -გოგო, რატო ხარ ჯიუტი?!-დამიღრინა და თავისკენ დამქაჩა, ისე რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი,-რას გეუბნები ასეთს?! არ შეგიძლია, უბრალოდ აიღო?! -შენ არ შეგიძლია, უბრალოდ შემეშვა?!-ასეთი სიახლოვით დაბნეული, ვცდილობდი ხმაზე სიმტკიცე შემენარჩუნებინა და გულში ვთხოვდი, თავი დაენებებინა. -ელენე!!!-დამიყვირა, მოთმინება გამოსულმა და გაფართოებული თვალები რომ შეამჩნია, ერთი ღრმად ამოიოხრა და შედარებით მშვიდად განაგრძო, თუმცა თვალები ბრაზით ქონდა სავსე,-ნუ მეჯიუტები, სანამ მოთმინებიდან გამოვსულვარ, თორე მერე ვერაფერი გჯხსნის ჩემგან!.. და ეხლა ეს გამომართვი! დამფრთხალმა ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და ბარათს დავაჩერდი. შემდეგ მზერა, ისევ ანთებულ თვალებზე გადავიტანე, ერთი მოვავლე თვალი აწითლებულ სახეს, დაბერილ ძარღვებს და მივხვდი, რომ თუ უარს ვეტყოდი, არ არის გამორიცხული, იქვე მოვეკალი. "იდიოტი ხარ, ელენე! პრინციპული იდიოტი!"-გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი და მტკიცედ ვუთხარი: -არ მინდა! -ჯანდაბა!!!-დაიღრიალა, მუშტი დასცხო საჭეს, კარზე აკრულს, მხრებში ჩამაფრინდა და კბილებს შორის გამოცრა,-რატო გინდა წყობილებიდან გამომიყვანო?! რატო გადაგყავარ, გოგო ჭკუიდან?! რა გინდა, ჰა?! -მანქანიდან გადასვლა!-ძლივს ამოვთქვი სუნთქვა შეკრულმა და უფრო მოვიფუზე. -ღმერთო შენ მიშველე! ეს ვის გადავეყარე, ტო!-წამოიყვირა, ხელი გამიშვა, კარი გააღო და მკაცრად მითხრა,-გადმოდი მანქანიდან! უსიტყვოდ გადმოვედი, მანქანას შემოვუარე და მეამიტი ღიმილით წინ ავეტუზე. -მე შენ გასწავლი ჭკუას!-კბილებს შორის გამოსცრა, გვერდზე მიმიკრა და მაღაზიისკენ გამიძღვა. მანამ ვერ მივხვდი ვერაფერს, სანამ დაბღვერილი სახით არ მიბრძანა ამეღო ის რაც მჭირდებოდა და სალაროსთან მისულს, ფულის გადსახდელად, ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა ადგილზე მომკლავდა. -ალექსანდრე...-ღიმილით შევეცადე შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ სიტყვა შუაზე გამიწყდა, წელზე მტკივნეულად რომ მომხვია ხელი. -ტანსაცმელი სად ვიყიდოთ?-თითქოს არაფერი, ისე მიუბრუნდა მოლარეს, რომელიც საცაა ღიმილად დამდნარიყო, მე კი შეურაწყოფილი ხმას ვერ ვიღებდი. -მესამე სექციაში მიბრძანდით!-თვალები ააფახულა და უფრო ფართედ გაიღიმა. ალექსანდრეს ყურადღება არ მიუქცევია, ისე წავიდა მითითებული ადგილისკენ და მეც თან წამიყოლა. ისე ვიყავი გაბრაზებული, მრისხანებისგან სიტყვები ჰაერში მეფანტებოდა და რა მეთქვა არ ვიცოდი, ამ იდიოტისთვის, ადგილი რომ მიმეჩინა. -აარჩიე რაც გინდა და ვიყიდოთ!-ხელით მიბიძგა, სიმეტრიულად განლაგებული ტანსაცმლების სექციისკენ და როგორც კი ჩემკ სახე შეამჩნია ღიმილი ვერ შეიკავა,-ნუ მიყურებ ეგრე! ასე მგონია, ბოროტმა ძიამ კანფეტი წაგართვა და საცაა მართლა დავიწყო იმ კაცის ძებნა. -როგორ მიშლი ნერვებს, რომ იცოდე!-კბილებში გამოვცერი და მუცელზე მთელი ძალით ვუჩქმიტე. -ეხლა ნუ გამაბრაზებ ისევ, თორე არ გამიჭირდება ძალით ჩაგაცვა და ისე გაყიდინო... მიდი სანამ გასახდელში შეგყოლივარ!-დამიბრიალა თვალები, თან ნატკენ ადგილს იზელდა. მისი რეგვენი ხასიათი რომ ვიცოდი, დარწმუნებული ვარ ამის გამკეთებელი მართლა იყო და უსიტყვოდ გავემართე გასახდელისკენ, თან ხელს რაც მომხვდა ის გავაყოლე. გულში კი საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ აქ არაფერი იყო სასირცხვილო და მიუღებელი, უბრალოდ მე მქონდა უჟმური ხასიათი თორე. ბევრი ჯიბრის კინკლაობის თუ ვედრების შემდეგ, როგორც იქნა დავარწმუნე ალექსანდრე რომ უკვე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა ვიყიდე და მეტი არსფერი იყო საჭირო. შემდეგ, თვითონ მოლარესთან წავიდა და ერთიანად აწითლებული კედელს აყუდებული დამტოვა. ახურებული ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი ნერვები დამემშვიდებინა, რომ ეს ძალით ნაყიდი ნივთები ნაკუწებად არ მექცია. "ელენე, დამშვიდდი! ყველაფერი მორჩა! მართალია იდიოტმა "ქმარმა" იყიდა ყველაფერი, მაგრამ უკვდ აზრი არ აქ დაბრუნებას! დროა შეეგუო!"-გულში ვლაპარაკობდი, როდესაც ეშმაკური ღიმილით მომიახლოვდა ალექსანდრე, ჩანთები გამომართვა და თავით მანიშნა წინ გავძღოლოდი. -კაი რა, ელენე! ნუ ხარ ბავშვი!-მანქანაში, როგორც კი შეაწყო ნავაჭრი, ეგრევე მომიბრუნდა და თმები ამიჩეჩა. -ბავშვი ვარ მე!-ჩავიდუდღუნე და კარი გამოვაღე. -მოიცა, ჯერ რამე დავლიოთ და მერე წავიდეთ!-ისევ მიხურა და რამდენიმე მეტრში, ფერადჟალუზებიანი კაფესკენ წამოყვანა. -მეც მკითხე ხოლმე, მინდა თუ არა!-შუბლშეკრულმა შევხედე, როგორც კი განმარტოებით მდგარ მაგიდასთან დავჯექით. -დღეიდან შეგეკითხები,-ღიმილით მომიგო და მიმტანს შეკვეთა მისცა,-ორი შოკოლადის ნაყინი და ორი დარიჩინის "სტარბაქსი". -შენი გამოსწორება არ იქნება,-ხელი ჩავიქნიე, მაგიდაზე დავალაგე და თავი ზედ ჩამოვდე. -გამოუსწორებელს გამომყევი ცოლად, დაგავიწყდა?-წარბი აათამაშა და სიცილით მიეყუდა სკამის საზურგეს. -მაგას რა დამავიწყებს,-სარკასტულად გავიღიმე და კაფეში მჯდომ ხალხს მოვავლე თვალი. -რას მესწერვები გოგო შენ?-თვალებმოჭუტულმა გადმომხედა და გრძელი, თლილი თითები, მაგიდაზე აათამაშა. -ჩემი ბრალი არაა შენ თუ ჩვეულებრივ, ცივილურ ლაპარაკს ეგრეთწოდებულ "სწერვობად" მიიჩნევ,-ნაზად გავუღიმე მუშტებმოკუმულს და მიმტანის მოტანილ ნაყინს დავსწვდი. ჩუმად ვჭამდი ნაყინს და წამწამებს ქვემოთ ვავლებდი თვალს, იგივე პოზაში მჯდომ ალექსანდრეს, რომელიც დაჟინებით მომჩერებოდა და დროდადრო იღიმოდა. -რა იყო?-ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გამეცინა. -ლამაზი ხარ!..-თვალმოუშორებლად მითხრა და ისიც ნაყინს დასწვდა,-ლამაზი, პატარა ბავშვი! -აჰ...-ისეთი მოულოდნელი იყო, ამის მოსმენა, არ ვიცოდი რა მეპასუხა და აწითლებული, გაუცნობიერებლად დავსწვდი მაგიდაზე დადგმულ, მინიატურულ საყვავილეს. -რა იყო, აქამდე არ იცოდი ეს?-ცალყბა ღიმილით მომაჩერდა და ნახევარი ჭიქა ნაყინი, ერთი ამოსმით შეჭამა. -აუ, კარგი რა!-აწითლებულს სად წავსულიყავი არ ვიცოდი და ხელებს ნერვიულად ვხლართავდი ერთმანეთში. -შეფაკლული ლოყებით, რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე,-გადაიხარხარა და მაგიდაზე გადმოწოლილმა, ცხვირზე წამკრა თითი. -გეყოს რა აწი, ალექსანდრე!-ჩავიბურტყუნე და ახურებულ ლოყებზე ავიფარე ხელისგულები. -კარგი ხო... შენ ის მითხარი, რაზე აპირებ ჩაბარებას?-დასერიოზულდა ისიც და კოვზი ჭიქაში ჩააბრუნა. -ჯერ არ გადამიწყვეტია,-დაბნეულმა ვერ მოვზომე და შემთხვევით ნაყინი ცხვირზე წავისვი.-ჯანდაბა... -ხო ვამბობ, ბავშვი ხართქო?!-გაიცინა და სანამ მე მოვიწმენდი, სალფეთქით თვითონ მომწმინდა ნაყინი, შემდეგ ჩემს ჭიქასდასწვდა, სკამიანად გვერდით მომიჩოჩდა და კოვზით, ნაყინს კიდე მოაჭრა,-აბა, ჰე! გააღე პირი! გაოგნებული მივჩერებოდი, მოცინარ ალექსანდრეს და ვცდილობდი აღმექვა, თუ რას მთხოვდა. არ მიყვარდა ასეთი რაღაცეები, ზედმეტად ბანალურად და ბავშვურად მიმაჩნდა, ეხლა კი რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. გაფართოებული თვალებით ვაპარებდი მზერას, ჩვენზე მოშტერებულ, მომღიმარ ხალხზე და ვგრძნობდი, როგორ ვხურდებოდი ნელ-ნელა სახეზე. -ალექსანდრე, რას აკეთებ?-კბილებშორის გამოვცერი და შევეცადე ძალით გამეღიმა. -ცოლს ვაჭმევ!-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისევ ეშმამური ღიმილით მომაჩერდა,-გამიღე პირი, თორე გალღვა ეს ნაყინი. -ალექსანდრე, შეწყვიტე!-გვერდზე ვუჩქმიტე და შევეცადე ფეხზე წამომდგარიყავი, თუმცა ჩემი მცდელობა ტყუილ-უბრალო აღმოჩნდა, როდესაც თავისუფალი ხელი წელზე მომხვია და ადგილზე დამაბრუნა. -სად მიიპარები?-ძლივსშეკავებული ღიმილით მომაჩერდა და კოვზი ტუჩებთან ახლოს მომიტანა,-სანამ არ დაამთავრებ, მანამდე არსად არ წავალთ... -ალექსანდრე, გთხოვ,-განრისხებულმა ამოვთქვი და ნაყინი სიმწარით გადავყლაპე. -ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ, შენ!-ენა მოიჩლიქა, თავზე მაკოცა და კიდევ ერთი ულუფა "ჩამტენა". -ჩემით შევჭამ!-უკვე აუტანელი იყო დაჟინებული მზერა და კოვს წასართმევად გადავსწვდი, როდესაც ხელი აიქნია,-ვერ გიტან, ალექსანდრე! -კარგი რა, ელენე! ასე უნდა ელაპარაკო, ქმარს?-მეამიტურად ააფახულა გრძელი წამწამები და თვალებში ჩამაშტერდა. -ძმაზე უარესი ხარ, ნეტა როგორ გიძლებენ სახლში!-ამოვისისინე და ტუჩები მოვკუმე. გაკვირვებულმა ავხედე, კარგახანს პასუხი რომ არ გამცა და ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ჩემ წელზე მოხვეული მკლავი. შიშისგან მოფიქრებული კითხვაც დამავიწყდა, მისი მრისხანებით სავსე თვალები, ერთმანეთზე მჭიდროდ დაჭერილი ყბები და გაქვავებული გამომეტყველება დავინახე. ერთიანად ამაკანკალა სიცივისგან, მიუხედავად მისი სხეულიდან მომავალი მხურვალებისა. მოულოდნელობისგან შევკრთი, როდესაც ფეხზე წამოიჭრა და მე მომიტრიალდა: -აქ დამელოდე... მალე მოვალ!-მკაცრად მომახალა და გარეთ გავარდა. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რაც მოხდა, როდესაც კაფეში მყოფი ხალხი გარეთ გაცვივდა და გაცოფებულ ალექსანდრეს მივარდა, მთელი მონდომებით რომ ურტყამდა დასისხლიანებულ კაცს, რომელიც წუთის წინ გაბრაზებული ეჩხუბებოდა მტირალ ქალს. -ალექსანდრე!..-დავიკივლე, როდესაც შევამჩნიე, როგორ ამოკრეს მუცელში ფეხი და მოწყვეტით დაეცა ასფალტზე. სუნთქვაშეკრული გავვარდი გარეთ, მოჩხუბრებს გარშემო შეგროვილი ხალხი, მუჯლუგუნებით გავყარე და აკანკალებულს, მზერა მიმეყინა მთელი ხმით მოღრიალე ალექსანდრეზე, გამეტებით რომ ურტყამდა სახეშეშუპებულ კაცს. -ქალს ხელი, როგორ დააკარე, შე ა,ვარო!.. ძვლებში დაგამტვრევ შე ს,რო!.. ქალებთან ხარ ხო მაგარი!.. როგორ გაბედე და ხმას აუწიე!..-ჩემს სმენას მისწვდა ყვირილით ნათქვამი და მეც უმალ აზრზე მოვედი. უკვე გონებადაკარგული უცნობის საყელოში ჩაფრენილ ალექსანდრეს მივვარდი და მხარზე ფრთხილად შევეხე: -ალექსანდრე, გთხოვ, შეეშვი!-ხმააკანკალებულმა ვუთხარი და თითები მოვუჭირე. ვიგრძენი, როგორ შეკრთა ჩემ შეხებაზე, დენდარტყმულივით ფეხზე წამოიმართა, დასისხლიანებული კაცი, იქვე მდგარ ბიჭებს მიუგდო და ძარღვებდაბერილმა ამოთქვა: -ეხლა, სადაც გინდათ იქ წაათრიეთ, ეგ მძორი და აზრზე თუ მოვიდა, გადაეცით გზაზე არ გადამეყაროს, თორე ეხლა რაც მოუვიდა, სანატრელი გაუხდება!-უსიტყვოდ ჩამავლო ხელი, გაოგნებული სახით მომზირალი ხალხის ნაკადი გაარღვია და მანქანისკენ გაემართა. მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომისას შევამჩნიე, მუცელთან, მარჯვენა მხარეს სისხლით გაჩღენთილი გაჭრილი მაჯსური და შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა. სუნთქვა შევიკარი, ვეცადე მზერა მომერიდებინა, მეწამულ ლაქას და სავარძელზე მიყრდნობილ, თვალებ დახუჭულ ალექსანდრეს ავხედე. -მაპატიე!-დახშული ხმის გაგებაზე, ადგილზე შევხტი,-არ მინდოდა, ეს გენახა... ასეთი გენახე...-ამოთქვა თვალებდახუჭულმა და ერთი ღრმად ამოიოხრა. -ალექსანდრე...-დავიჩურჩულე და ხმა ჩავიწმინდე,-დაჭრილი ხარ... -არაუშავს...დიდი არაფერია...-ამოიხვნეშა, თვალები გაახილა და ვასაღებს დასწვდა. -ალექსანდრე, დაჭრილი ხარ!-ხმაში პანიკის ნოტები შემეპარა და ხელები ისე ძლიერად მოვმუშტე, ფრჩხილები კანში შემესო. -ნუ ნერვიულობ, საშიში არაა!-ერთი გამომხედა და ძალით გამიღიმა. ეს კი ჩემთვის პიკი იყო. დამდუღრულივით დავსწვდი საფულეს და უკვე დაქოქილი მანქანიდან გადავხტი, ისე რომ ალექსანდრეს ყვირილისთვის, ყურადღება არ მიმიქცევია. სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კისრისტეხვით გავვარდი, ჩხუბის დროს შემჩნეული აფთიაქისკენ. ძლივს ავუხსენი აფთიაქარს რაც მჭირდებოდა, ფული გადავიხადე, პარკს ხელი დავსტაცე და გარეთ გამოსული, კაფეში შევედი. მხოლოდ ჟალუზების დანახვისას გამახსენდა, გადაუხდელი შეკვეთა. -ელენე, რატო არ მისმენ როცა გელაპარაკები?!-მანქანაში ჩაჯდომისთანავე მომახალა გაბრაზებულმა და საჭეს გასისხლიანებული ხელი დაჰკრა. -გეყოს!-დავუყვირე მოთმინებიდან გამოსულმა და საფულე უკანა სავარძელზე მივაგდე,-მანამდე არ მოგეშვები, სანამ ჭრილობას არ დაგიმუშავებ... ეხლა კი მაისური აიწიე, ან გაიხადე ხელი რომ არ შემიშალოს,-ჩავილაპარაკე და ხელთათმანები მოვირგე. -მე თვითონ...-დაიწყო, მაგრამ როგორც კი ჩემი გამომეტყველება შეამჩნია, ერთი ღრმად ამოიოხრა და მაისურიც გაიხადა. თვალი მოვარიდე, დაკუნთულ, მზემოკიდებულ სხეულს და ბამბა სპირტით დავასველე. მთელი ნებისყოფა მოვიმარჯვე გული რომ არ წამსვლოდა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე სპირტის მჟავე სუნი და ჭრილობის გასუფთავება დავიწყე. ჭრილობა არც ისე ღრმა იყო, ბოთლის გაჭრილს გავდა. ეტყობა წაქცევის დროს დაეცა ნატეხზე, თუმცა მე პატარა ნაკაწრზეც ცუდად ვხდებოდი და ეხლა, მთელი სხეულით დაძაბული ვიჯექი და ხელებ აკანკალებული ვცდილობდი, რამე არ შემშლოდა. როგორც კი გაწმენდას მოვრჩი, ჭრილობაში ნახშირბადის ზეჟანგი ჩავასხი და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, აშუშხუნებული სითხის დანახვისას. მზერა თვალებდახუჭულ ალექსამდრეზე გადავიტანე, რომელიც ხმას არ იღებდა, შემდეგ კი ისევ ჩემ საქმეს მივუბრუნდი. ჭრილობის გარშემო წავუსვი მალამო, ფრთხილად გადავუხვიე და ლეიკოთი დავამაგრე. ყველაფერს რომ მოვრჩი, სისხლიანი ბამბები პარკში ჩავყარე, მაისურიც ზედ მივაყოლე და ნაგვის ურნაში ვისროლე. -მოვრჩი!-ძლივს ამოვთქვი და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მთელი სხეულით ვკანკალებდი და საშინლად მციოდა. -ექიმი ცოლი მყოლია,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თვალები გაახილა და ღიმილი სახეზე შეაშრა, ჩემი მდგომარეობის ნახვისას,-ელენე, კარგად ხარ? -კი... უბრალოდ ცოტა ვინერვიულე... არასდროს გამიკეთებია და...-აცახცახებულმა ტუჩებს თავი ძლივს მოვუყარე და გახევებული ხელი მკლავზე მოვისვი. -სულ გაფითრებული ხარ!-შეშფოთებულმა წამოიძახა და ჩემი სახე, ცხელ ხელისგულებში მოიქცია,-ელენე, ნუ მაშინებ! სისხლის დანახვაზე ცუდად ხდები? -არაფერია...-ამოვიჩურჩულე და თვალები მივლულე. მისი ხელებიდან წამოსული სითბო, სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა გაყინულ სხეულში. -ჯანდაბა!!! ელენე, შემომხედე!-დამიყვირა. მძაფრმა სუნმა, ნესტოები ამწვა და იძულებული გავხდი თვალები გამეხილა. -თბილი ხარ!-ღონემიხდილმა გავუღიმე და სასოწარკვეთით სავსე კვამლისფერ თვალებს, მზერა მოვაცილე. წუთის მერე, მთელი სხეულით ავკროდი, ალექსანდრეს მხურვალე გულ-მკერდს და ხარბად ვისუნთქავდი, ჩემთვის ასე ნაცნობ, სასიამოვნო სურნელს. გაყინული ხელები მკერდზე დამეკრიბა და ვცდილობდი, ნახევრად ბურანში წასულს, მისი უმისამართო ბუტბუტიდან, აზრი გამომეტანა. -რა სულელი ხარ, ელენე... როგორ შემაშინე...-ერთიდაიგივეს იმეორებდა ციებანივით და ნაზად მეხებოდა ტუჩებით საფეთქელზე.-რატო არ მითხარი... როგორ გაბედე... სახე მის კისერში ჩამერგო, ლოყით ვეკვროდი მხარზე და თავს ვებრძოდი არ ჩამძინებოდა, რის სურვილს ჩემს თმებზე მოთამაშე ხელი, უფრო აძლიერებდა. მეორე წელზე მოეხვია და დროთაგანმავლობაში ძალუმად მიჭერდა, თითქოს ამოწმებდა, ისევ იქ ვიყავი თუ არა. -მეძინება!-ამოვიჩურჩულე, უფრო კომფორტულად მოვეწყვე მის მკერდზე და თითები, რბილ თმაში შევუცურე. -დაიძინე! მე შენთან ვარ!-უკვე ძილბურანში ჩამესმა, ხავერდოვანი, ინტონაციურად მდიდარი, ჩუმი ხმა და სანამ ბოლომდე გავითიშებოდი, თავიდან არ მომშორებია იმის შეგრძნება, რომ ცხოვრებაში პირველად ვიყავი იქ, სადაც ჩემი ადგილი იყო. .... ძილ-ბურანში ვგრძნობდი თბილი ხელების შეხებას, სახეზე და თმაზე ნაზად რომ მეფერებოდნენ. ზურგიდან მომავალი სიმხურვალე კი მთელ სხეულზე შემომხვეოდა და საოცარ სიმსუბუქეს მგვრიდა. წვიმის წვეთების ხმაურში, ნათლად მესმოდა ღრმა სუნთქვა და უხილავი კომფორტის გრძნობით შეპყრობილს, არ მინდოდა თვალების გახელა, თითქოს გაღვიძებულზე ყველაფერი გაქრებოდა. ბუნების ხმაურში, კარების გაჯახუნების ხმამ, უსიამო შეგრძნება მომგვარა. პირადი მანტრის დარღვევით გაღიზიანებულმა, უკმაყოფილოდ ამოვიკვნესე, ზურგზე გადმოვბრუნდი და მთელი ძალით მოვეხვიე, ჩემს სიმყუდროვის სავანეს. ყურადღება არ მიმიქცევი, როგორ შეკრთა ჩემზე მოკრული სხეული და ღრმად ჩავისუნთქე საამო სურნელი. -რა მოხდა, ტო?! რა მოუვიდა?-სმენას მისწვდა ძალზე ნაცნობი, შეშფოთებული ხმა და უფრო მეტად მოვიფუზე,-სერიოზულია რამე? ხომ კარგადაა? -ყიფიანი, ფეხებს დაგამტვრევთ ერთხელაც იქნება!-ღრენით ნათქვამ, ჩუმ ხმაში, ძლივს გავარჩიე სიტყვები,-რამდენჯერ გაგაფრთხილოთ, ჩუმად იყავითქო?! ან ქვემოთ ვერ დაიცადეთ?! ჩამოვიდოდი და იქ გელაპარაკებოდით! -კარგი რა ლექსო!-წვიმის ხმაში ბუნდოვნად მესმოდა, ჩურჩულით ნათქვამი,-ნუ ატრაკებ, ძმობას გაფიცებ. ეხლა არ უშვებ ელენეს ხელს და შენ ქვემოთ ჩამომსვლელი იყავი? -სამსონაძე, შემომაკვდები იცოდე!.. თვითონ მომეკრო... -თვითონ მოგეკრო, თორე შენ არ გინდა, ხო?!-სიცილს, რაღაცის შხუილის და დავარდნის ხმა მოჰყვა და წუთის განმავლობაში სიჩუმემ დაისადგურა,-კარგი, ჰო!.. თქვი ეხა, რა მოხდა!.. დემნამ დაგვირეკა, მძინარე მოიყვანა სახლში, თვითონ კი წდლზევით შიშველი და სისხლიანი იყოო... -რა თქმა უნდა! სხვა ვინ, თუ არა დემნა! -კარგი რა, ძამი! შენ მაინც არაფერს ეტყოდი... თან ელენეზე ზრუნთვით იყავი გართული და არ მოგაცდინე! -დემეტრე, თავს წაგაცლი!..-ჩემზე ჩახუტებული სხეული შეირხა, მე კი მისი მოცლით დაფეთებული, უფრო ავეკარი. -ამას რომ არ ეთქვა, შენ არ უნდა დაგერეკე? მაგრა გამიტყდა, შენ ძმობას ვფიცავარ! როდის იყო ასეთ საქმეებზე მარტო დავდიოდით? -ვიბლიანი, არ გაახურო ეხა! დაგეგმილი კი არ მქონია... ასეც რომ ყოფილიყო, ელენეს მანდ წავიყვანდი? გულგახეთქილი ვარ ისედაც...-თმაზე რბილმა შეხებამ ჟრუანტელი მომგვარა და შემცივნულმა, ღრმად ამოვისუნთქე. -ელენეც იქ იყო? ცუდად რატო გახდა? -კი, იქ იყო... ჭრილობა დამიმუშავა... ეტყობა ცუდად ხდება, სისხლის დანახვაზე და... მაგრად შემაშინა, რა!.. მიტკალივით იყო გაფითრებული, სულ კანკალებდა... ეგ რომ მცოდნოდა, ახლოს არ მოვუშვებდი... -შენ? სერიოზული ჭრილობაა? -უარესებიც გადამიტანია,-ჩუმმა სიცილმა შვება მომგვარა და ერთიანად მოვდუნდი. უკვე ვხვდებოდი, რომ სრულად გამოვფხიზლდი და ძალით მქონდა თვალები დახუჭული. ნელა ავუსვი ცხვირი, ალექსანდრეს მუცელს, ერთი დავამთქნარე და ზანტად გავახილ თვალები. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქუთუთოებზე ლოდები დაეკიდათ და თეთრი ფარდა გადაეფარათ, ამიტომ რამდენჯერმე დავახამხამე, ოდნავ წამოვიწიე, ნიკაპით ალექსანდრეს მუცელს დავეყრდენი და ღიმილიან თვალებს მზერა გავუსწორე. -ჭრილობა, როგორ გაქ?-ამოვიბურტყუნე თვალებმოჭუტულმა და ვეცადე მთქნარება არ ამვარდნოდა. დავინახე, როგორ გაუნათა თბილმა ღიმილმა სახე, ბეჭზე მოხვეული ხელი მომაცილა, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია და თითი ცხვირზე წამკრა. -შენი წყალობით კარგად!.. შენ როგორ ხარ? -მეძინება!-ისევ ამოვიბურტყუნე, ზურგზე გადმოვბრუნდი, ერთი გემრიელად გავიზმორე და საწოლზე წამოვჯექი. თვალი აივნის კარებისკენ გამექცა. გარეთ სულ დაბნელებულიყო და საშინლად წვიმდა, თითქოს წარღვნით ემუქრებოდა ბუნება დედამიწას. გაღებული კარებიდან შემოსული ნიავი, ფარდას არხევდა, ხოლო ჩაბნელებული ოთახი, ისეთ მისტიურ გარემოს ქმნიდა, მარტო რომ ვყოფილიყავი კივილით ავიკლებდი იქაურობას. -რძალო, სულ შენ როგორ გვაშინებ, ჰა?-დემეტრეს როხროხა ხმამ, აზრზე მომიყვანა, თავი მოვაბრუნე. დავინახე, როგორ წამოგორდა საწოლზე და თავსზემოთ გადმომხედა,-ნაადრევად გინდა, სანდრო გააჭაღარავო?! -უახლეს გეგმებში, მსგავსი რამ არ მომეპოვება, შენდა სამწუხაროდ,-ზანტად გავუღიმე და გვერდით მოსკუპებულ ერთ-ერთ ტყუპს თავი ჩამოვადე. -არა, ხომ ვამბობ, პატარა გატლეკილი ბავშვიათქო?-ჩაიბუზღუნა და მკლავები თავქვეშ ამოილაგა. -რომელი საათია?-ახლა გამახსენდა და დაბნეულმა მოვავლე ოთახს თვალი. -12-ია დაწყებული,-მახარა მაგიდაზე შემომჯდარმა კოკამ და გამიღიმა. -ამდენი ხანი მეძინა?-დავუსვი საკუთარ თავს შეკითხვა გაოგნებულმა და ღრმად ამოვიოხრე,-აუ, აწი რაღა დამაძინებს! -მაგაზე ნუ იღელვებ, რძალო, ალექსანდრე ტყუილად გყავს? არ მოგაწყენს, ისეთი ბიჭია!-მოვიდა ხასიათზე დემეტრე და აფხუკუნებულ ძმაკაცებს გახედა. -ვიცი, კარგ ზღაპრებს მიყვება,-ცალყბად გავიცინე, ზურგს უკან გავხედე შუბლშეკრულ "ქმარს" და თავი საბანში ჩავრგე. -ეს გასწავლე ბიჭო მე შენ?! მარცხვენ ხომ?!-ყასიდად გაუწყრა დემეტრე ძმას და სანაცვლოდ ბალიში მიიღო თავში. ყურადღება არ მიმიქცევია ოთახში, კერძოდ კი იატაკზე გაჩაღებული ბრძოლისთვის და გარესამყაროსგან გათიშული, ვცდილობდი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მომეშორებინა. მოსვენებას არ მაძლევდა ის, თითქოს რაღაც დამავიწყდა, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ხეცურიანის, ბოხი, ხორხისმიერი ხმის გაგონებისთანავე, რაღაცამ დამკრა თავში, თითქოს გონებაში რაღაც განათდა და დამდუღრულივით წამოვვარდი ფეხზე, რითაც საყოველთაო ყურადღება მივიქციე. "იატაკის რინგი" უმალ შეწყდა, ალექსანდრე წამოხტა და დაფეთებული მომიახლოვდა. დანარჩენებსაც არ ჰქონდათ დამშვიდებული სახე. -საბა, რა გადაწყვიტე?-არავის ვაცადე კითხვის დასმა, ისე ვესროლე გაკვირვებულ ხეცურიანს. -რა... რაზე ამბობ?-ვერ მიხვდა გულუპრყვილო ხევსური. -მოტაცებაზე,-ტუჩებ აბზუებულმა განვუმარტე და მოლოდინით მივაჩერდი. -შენ კიდე მაგას გაიძახი?!-მობეზრებული გამომეტყველებით აიქნია ხელი დემეტრემ და ძმასთან ერთად საწოლზე ჩამოჯდა. -დემეტრინიო, შენ ნუ გეპარება ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი!-ცბიერად გავუღიმე და ისევ საბას გავუსწორე მზერა. -აუ, რა დემეტრინიო, ტო!-აბუზღუნდა, მაგრამ ამისთვის არ მეცალა. ხევსურის შავ თვალებში გამკრთალმა სხივმა, თვალები გამიფართოვა, გულაძგერებული გავექანე და მთელი ძალით მოვეხვიე. -აუ, რა მაგარი ბიჭი ხარ, რომ იცოდე!-წამოვიძახე აჟიტირებულმა, თითისწვერებზე წამოვიწიე და მთელი ძალით ვაკოცე, აწითლებულ ლოყებზე,-იმენა, გლიჯავ რა!.. აუ, როგორ გამახარეეე!.. ასე, ჩემი ამბავი არ გამიხარდებოდა!.. აი, მონდომებაც ასეთი უნდა!..-პულიმიოტივით ვაყრიდი ერთმანეთს სიტყვებს და გახარებული, ყურადღებას არ ვაქცევდი, გაკვირვებით სავსე თვალებს. -იქნებ, ჩვენც აგვიხსნათ რამე?-დოინჯშემოყრილი დაგვიდგა წინ ტყუპი და შემაწყვეტინა მონოლოგი. -ქორწილი გველის უახლოეს მომავალში,-გავიცინე, ზურგი ვაქციე და კარადა გამოვაღე. -მოიცა... შენ რა, მართლა იტაცებ?-გავიგე გიორგის გაკვირვებული ხმა. -ვიტაცებთ!-უჯრაში ქექვა არ შემიწყვეტია, ისე შევუსწორე. -კი მაგრამ... ჩვენ ხომ... რომ არ... ის და... როდის?-კოკას ლუღლუღზე თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. -თქვენ გადაირიეთ, ტო?-წამოიძახა დემეტრემ. როგორც იქნა ვიპოვე რასაც ვეძებდი. გამარჯვებული სახით მოვბრუნდი და დაუჯერებელი მზერით მჯდომ დემნას ვესრო. კარგად გამომუშავებული რეფლექსით, ინსტიქტურად მოიქცია ხელისგულებში და გაკვირვებულმა დახედა გასაღებს, შემდეგ კი მე მომაჩერდა. -მოდი ერთად გადავირიოთ!-ცბიერი ღიმილი ვსტყორცნე და წარბები ავათამაშე. -არა, ჩვენზე გიჟია ეს ბავშვი!-წამოიყვირა, გასაღები მუშტში მოიქცია და სიცილით მომიახლოვდა,-რა გვეშველებოდა, ლექსოს რომ არ ეპოვე?!-ღიმილით გადმომეხედა და თმები ამიჩეჩა. -საბა დაგრჩებოდათ უცოლო,-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და სიცილში ავყევი. -მოიცა, რას ქვია ვიტაცებთ?!-ეტყობა ეხლა ჩაწვდა ალექსანდრე ჩემი სიტყვების არსს და შუბლშეკრულმა გამომხედა. მე კი სერიოზულად დავფიარდი, დიდ ალბათობაზე, რომ შეიძლება, რაჭველი ქმარი მყოლოდა,-შენ რა გინდა თქვა რომ... -მეც მაყრებში ვარ... კი არა და, თავი ვარ, მე!-არ ვაცადე წინადადების დასრულება და ნიშნისმოგებით გავუღიმე. -არც კი იფიქრო,-ფეხზე წამოხტა და მომიახლოვდა. -ვითომ რატო?!-აღშფოთებულმა ავხედე და შევეცადე, გულში აბუყბუყებული იმედგაცრუება სახეზე არ დამტყობოდა. -ბავშვი ხარ და იმიტომ!-ისე წამოიძახა, თითქოს ელემენტარულს ვერ ვხვდებოდი. -მე თუ ბავშვი ვარ, შენ პედოფილი ყოფილხარ!-ჯიქურ გავუშტერე მზერა ანთებულ თვალებს და ხელები მოვმუშტე გაბრაზებულმა. -ეგ სულ სხვა თემაა!-მანაც მომუშტა ხელები და ერთიანად აწითლებულმა თვალები დამიბრიალა. -კარგით ეხლა!-კოკას ჩარევამ, აფხუკუნებული ბიჭებიც დააწყნარა და შუაში ჩაგვიდგა,-ოჯახური დიალოგი მერე გაარჩიეთ... ეხლა კი გეგმა გვჭირდება... სანამდე ითმინოს საბამაც? -სახელი მოვიფიქრე მე!-წამოიყვირა ტყუპმა. -რა სახელი?-გახედა კოკამ სკეპტიკურად. -გეგმის სახელი... "მოიტაცე, ელენე, თორემ დარჩა უშთამომავლოდ ხეცურიანი!" ოთახში გამეფებული დაძაბულობა, სიცილმა გაფანტა. დაძაბული ალექსანდრეც მოეშვა, ერთი ამოიოხრა დანებების ნიშნით და გეგმის მოსასმენად მოემზადა. -ე.ი. ვიტაცებთ ამსაღამოს,-გადავხედე ბიჭებს, იმის შესამოწმებლად, მისმენდნენ თუ არა. -ამ წვიმაში, ტო?-გადმომხედა ვიბლიანმა. -აჰა!-მეტი დამაჯერებლობისთვის, თავი დავუქნიე და ვანიშნე, არ შეეწყვეტინათ,-წვიმს და არავინ იფიქრებს მსგავს რამეს... თან ნაკლები ალბათობაა გარეთ ვინმემ შეგვამჩნიოს... გოგოს მე გამოვიტყუებ გარეთ, თქვენ გარეთ დაგველოდებით მანქნით, გოგოს ჩასვამთ და ჰაიდა მარშ, ფოთში. -ფოთში რა გვინდა? სახლში წავიყვან! -მისმინე, საბა! ვინაიდან და რადგანაც, შენ გიყვარს ის გოგო, აშკარაა რომ ეს ამბავი სხვასაც ეცოდინება... ხო აკითხავდი უნივერსიტეტში?! ამას გარდა, ყველაზე ცოტა, მის მეგობრებსაც ეცოდინებათ და როცა გაიგებენ ახალ ამბავს, პირდაპირ შენ დაგადებენ ხელს. მოგაკითხავენ სახლებში. რადგან ზაფხულია და გამორიცხულია თოვლი მოვიდეს, არ არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება და მერე როგორც რომანებში ხდება, რა... მერე რომ ვერ გიპოვიან, სავარაუდოდ იქ დაგიწყებენ ძებნას, სადაც შეიძლება იმალებოდე... კერძოდ კი ძმაკაცებთან... რაც შეეხება ფოთს: კაცისშვილი ვერ იფიქრებს, რომ გოგოს ახალ შეძენილი რძლის, ყოფილ სახლში... ჯერჯერობით ყოფილ სახლში გადამალავთ... მიხვდი?! -აუ, რა ჩაატარა ჩემი!-დაუსტვინა ტყუპმა და თავი მოიქექა. -როგორ ეტყობა მამამისის ხელი!-გადაიხარხარა დემეტრემ და თმები ამიჩეჩა. -შენ და ნათია ეხლავე წახვალთ ფოთში, საკვებს მოიმარაგებთ, სადღაც... ამმმმ... ერთი კვირის სამყოფს და მანდ დაგველოდებით!-მივეცი მითითება დემეტრეს და სახლის მისამართი გავუწოდე,-თუ ვერ მიაგენით, აფთიაქში, რესტორანში, სადაც ხალხს დაინახავთ... იკითხეთ და მიგასწავლიან. -ასეთ რაღაცას მეც ვტვინავ!-ჩაიბურტყუნა და კარებისკენ წავიდა,-იქ, სხვა გოგო არ მომიყვანოთ... ან უგოგოოდ არ დაბრუნდეთ, თორე ვერ გადამირჩებით. "-"-"-"-"-" მანქანა, ზუსტად სადარბაზოს წინ, ერთ მეტრში გვქონდა გაჩერებული. ყურადღებით ვავლებდი წვიმისგან დაბინდულ გარემოს თვალს და ტელეფონს, ნერვიულად ვათამაშებდი ხელში. დემეტრეს ჯიპი, საუკეთესო ტრანსპორტი იყო, მრავალკაციანი ჯგუფის გადასაყვანად. საჭესთან კოკა იჯდა, მის გვერდით ალექსანდრე. მე, საბა და გიორგი უკან, ხოლო ტყუპები დიდ საბარგულში განლაგებულ, დამატებით სავარძელში. როგორც კი საღამოსორი საათი დაიწყო, დასტურის ღილაკს დავაჭირე და სუნთქვაშეკრულ ბიჭებს ვანიშნე, ზარი რომ გადიოდა. -ალო!-კარგა ხნის ლოდინის შემდეგ აიღეს და ყურმილს იქით გაისმა ნამძინარევი ხმა. -უკაცრავად, მაგრამ თათა მინდოდა!-ძლივს შევიკავე სიცილი, საბას ანერვიულებულ გამომეტყველებაზე. -მე ვარ თათა,-შედარებით გამოფხიზლდა და ჩემ ყურს მისწვდა ნაზი, გაკვირვებით გაჯერებული ხმა,-თქვენ ვინ ხართ? რა გნებავთ? -ელენე ვარ... საბა ხეცურიანის მეგობარი... გეცნობა სახელი და გვარი?!-ცბიერად გავიღიმე და თითები რიტმულად ავათამაშე მინაზე. -მერე?-არ გამომპარვია, როგორ აღელდა გოგო. -მერე და ძალიან გთხოვ, თუ ოდნავ მაინც... გაინტერესებს ეგ ბიჭი, მოიცვი რამე, კარები გააღე და დაბლა ჩამოდი, შენთვის რაღაც მაქ მოსაცემი... რაც მალე მით უკეთესი, რადგან მეც ადამიანი ვარ და როგორც უმეტესობას, ძალიან მიყვარს ძილი,-ჩემმა ხმამ მობეზრებული ინტონაცია მიიღო და დამაჯერებლობისთვის ღრმად ამოვჯოხრე. -ამ საღამოს? კი მაგრამ, თვითონ რატომ არ მომცა? ან თქვენ დილით ვერ მოხვიდოდით? -მომოსმინე სიხარულო! მაგდენს მეც ვხვდები... შენი საბა, ერთი საათის წინ გაემგზავრა გერმანიაში და მე გადმომცა წერილი და რაღაც შეფუთული... ყუთია მგონი და დამიბარა, რაც შეილება მალე გადაეციო... მე კი ხვალ სვანეთში ვაპირებ წასვლას და ერთი თვე მომიწევს იმაზე ვიდარდო, რომ პირობა დავარღვიე და მეგობარს იმედი გავუცრუე, მაშინ როდესაც თვითონ გონია, რომ შენ მის წინადადებაზდ ფიქრობ და... რა გგონია, მიხარია ამ წვიმაში გარეთ დგომა და იდიოტივით ყურყუტი?! ბინაშიც შემიძლია ამოგაკითხო, მაგრამ მყოფნის იმის ჭკუა, რომ მივხვდე ამის გამო პრობლემები შეგექმნება,-მთელი ემოციით ვყვებოდი და გაღიზიანებულ ხმას უფრო და უფრო ვუწევდი. -კი მაგრამ დილით მოგეტანა!-ადვილი გამარჯვების მოახლოება ვიგრძენი და თვალები გამიბრწყინდა. -ვაიმე, ადამიანო უთენია გავდივარ და შენ მასწავლი ეხლა მაგას?!-ხმას ავუწიე და შუბლშეკრულ ხევსურს თვალი ჩავუკარი. -კი მაგრამ... ამ საღამოს?-ყოყმანი შეეტყო ხმაში და გამეღიმა. -უფრო ადრე რომ მცოდნოდა, მერწმუნე ძილს არ გავიტეხდი... ეხლა კი მანამ არ მოგეშვები, სანამ არ ჩამოხვალ და ამ რაღაცას არ გამომართმევ... და გაითვალისწინე რა ძალზე დისკომფორტული ფაქტორები:წვიმა, ქარი,სიცივე, დედა, მამა და ის, რომ მეც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვარ და რაც ყველაზე უარესია, შენზე გაცილებით პატარა... და რას მალაპარაკებ ამდენს?! სკოლაში მგონია თავი, მე კიდევ, სექტემბრამდე გამოვემშვიდობე მას! -ხო, კარგი, კარგი...-გავიგე როგორ ამოიოხრა და სიხარულისგან კივილი ძლივს შევიკავე,-ქვემოთ დამხვდი და მალე ჩამოვალ. -ეხლა ვხვდები, რატო აგირჩია საბამ!-დამტკბარი ხმით ვახარე და იმაში დარწმუნებულმა, რომ ყურმილს იქით, მოტყუებული ობჯექტი ერთიანად აწითლებული იყო, ღიმილით გავთიშე ტელეფონი.-ვგიჟდები ჩემ თავზე!-წამოვიძახე, გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე გამოვაღე კარი და წვიმაში გავვარდი. გაწუწულს, თხელი, მოკლე სარაფანი ტანზე მიმკვროდა და ფეხებაბაკუნებული, მთელი ძალით ვიხვევდი ჟაკეტს ტანზე, თან მთელი ძალით ჩამებღუჯა კონვერტი ხელში. "რა სულელი ხარ, ელენე! დაგეჯერებინა ალექსანდრესთვის, რა იქნებოდა?! ეხლა ხო არ გაიყინებოდი?! ვის გაუგია წვიმაში კაბის ჩაცმა?! მაგრამ შენ ხომ ყველაფერ არაორდინალურს იფიქრებ?!"-ფიქრები, კიბეებზე ჩამომავალმა ნაბიჯების ხმამ გამაწყვეტინა და ჩაბნელებულ სადარბაზოში რამე რომ გამერჩია, ტელეფონი ავანთე. -თათა, შენ ხარ?-დავიძახე და თვალები მოვჭუტე. -კი!-გავიგე აკანკალებული ხმა და მის გულუპრყვილობაზე გამეღიმა. -რომ არ ვიცოდე, მასთან ბედნიერი არ იქნებოდი, ამას არ გავაკეთებდი!-სევდიანად ჩავიცინე და ხელზე ხელი მოვკიდე. -რას ამბობ?-გეყინული თითების შეგრძნებაზე, უფრო მოვუჭირე. -მისმინე, საბა ეგერ, მანქანაში იცდის,-ხელით ვანიშნე ანთებულფარებზე,-და შენ გელოდება. შენი მოტაცება აქ გადაწყვეტილი, მეც ამიტომ ვარ აქ. -რა?-წამოიძახა და გასხლტომა ცადა, მაგრამ ორივე ხელით ჩავებღაუჭე მხრებში. -მისმინე! ვიცი რომ გიყვარს, მასაც უყვარხარ. რატომ არ გინდა ერთად იყოთ?! ეხლა გაქცევა რომც მოინდომო, ვერაფერს გააწყობ... არ გირჩევნია ძედმეტ პრანჭვებს, გააკეთო ის, რაც გულით გინდა?! მშობლები ვერაფერს გეტყვიან, თუ ეგონებათ რომ მოგიტაცეს... მე შემეძლო, ეს არც მეთქვა ისე ჩამესვი მანქანაში, მაგრამ ვამჯობინე გცოდნოდა, რადგან დარწმუნებული ვარ, თუ საბას წერილის გამო, ღამის ორ საათზე სახლიდან გამოიპარე, ვითომდა მოტაცების ინსცენირებაც შეგიძლია!-დამაჯერებლად ჩავილაპარაკე და ხელი გავუშვი,-ნუ დატანჯავ, რა იმ ბიჭსაც! უკვე ისეა, ძმაკაცებსაც იშვიათად ელაპარაკება!.. მე კიდე მაჭანკლობა ვიკისრე... მომკლავს მამაჩემი...-ჩავიბურტყუნე და ტუჩი მოვიკვნიტე. -რამდენი წლის ხარ?-ხმაში ღიმილი შევატყე და გული ამიფრთხიალდა. -17-ის და დანარჩენ ქორწილში მოგიყვები, წამო ეხა თორე გავიყინე... ისინი კიდე მოკვდნენ ნერვიულონით!-ხელი ჩავავლე და მანქანისკენ წავარბენინე. უკანა კარები გამოვაღე, შიგნით შევავი. მე კი შემოვურბინე და ერთიანად გაწუწული, ალექსანდრეს მივუსკუპდი გვერდით, უკან ადგილის უკმარისობის გამო. -სად ხარ გოგო ამდენ ხანს?!-დამიბღვირა ალექსანდრემ და უკან გაიხედა,-რატო არ კივის? -მშვიდობიანი მოლაპარაკებები ვააწარმოეთ,-ღიმილით გავხედე საბაზე აკრულ, აწითლებულ გოგოს და კოკას ხელით ვანიშნე მანქანა დაეძრა,-კოჰაბიტაცია, რა! -რა უთხარი, გაფიცებ!-გაკვირვებული სიცილით გადმომხედა კოკამ და სიჩქარეს უმატა. -სიმართლე,-ნიშნისმოგებით გავუღიმე და ალექსანდრეს ვუჯიკე,-გაიწიე რა, ვერ ვეტევი. -სად გავიწიო გოგო, სიჩქარის გადამრთველს ჩამოვაჯდე?-შუბლშეკრულმა გადმომხედა და უკან წაიწია. -აუ, გავიჭყლიტე რა...-ჩავიბუზღუნე და დიდი გაჭირვებით გავიხადე სველი ჟაკეტი. -გაიყინები ეგრე! -სველია! -ჩაგეცვა მერე თბილად! -მაცვია! -რა გაცვია გოგო, ფარდის ნაჭერისგან შეკერილი კაბა? -ჯერ ერთი ეს შოფონია და მეორეც რა გაწუხებს? -ის მაწუხებს რომ გაცივდები და ანთებას აიკიდებ! -ძლიერი იმუნიტეტი მაქ! -კი როგორ არა! გეტყობა გალურჯებულ ტუჩებზე! -მე სულ ასეთი მაქ ტუჩები... -მაგას მაინც ნუ მასწავლი მე! -აუ, თქვენ, სანამ სიყვარულს არ აუხსნით ერთმანეთს, მანამ არ გაჩერდებით?-გაცხარებული კამათი, კოკას წამოძახილმა შეგვაწყვეტინა და შუბლშეკრულმა ფანჯარაში დავიწყე ყურება. -თქვენ რომ არ დაგეწყოთ, ვერც კი მივხვდებოდით, საბა დაოჯახებული როა უკვე!-ტყუპის სიცილზე, ეგრევე დამავიწყდა გაბრაზება. ალექსანდრეს მიხლებზე გადავწექი და საბარგულიდან წამოყოფილ, ორ ანალოგიურ თავს შევხედე. -ცოცხლები ხართ?-გავუცინე და გაღიმებულ ვიბლიანს თვალი ჩავუკარი. -თუ ამას სიცოცხლე ქვია!-ამოიოხრა ერთ-ერთმა და საბასა და თათას შორის, თავი გაყო,-როგორ გრძნობთ თავს გვრიტებო? -ყიფიანი, მოაშორე შენი ცხენის სიფათი,-ღიმილით დაუღრინა ხეცურიანმა, მურმანის ეკალს ხელი კრა და თათა უფრო მიიხუტა. -ხტფუი! მადლობაც ასეთი უნდა! -მადლობა, ელენეს! მან მოიფიქრა და არა შენ... და ეხლა ისაა სველი და წინ ჩაკუჭული და არა შენ!-ჩაიბურტყუნა ვიბლიანმა და თმები ამიჩეჩა. -ქმარი ტყუილად ყავ? ჩაიჯინოს კალთაში, თორე ეხლა არ დაატყდეს ფეხები... შენ კიდევ ჩართე გამათბობელი, მძღოლი ტყუილად ხარ?-ამ წინადადებაზე, სულ დამეკარგა ტყუპზე წარმოდგენა და გაღიზიანებული, ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. -ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს!-მივაძახე და ამაოდ შევეცადე, მოხერხებულად დავმჯდარიყავი. -ქმარი გიზის გვერდით და... -უკანა ფლანგი იძინებს!-შეაწყვეტინა ალექსანდრემ და გამათბობელი ჩართო, თან სარკე ოდნავ ჩამოსწია, ჟანგბადი რომ შემოსულიყო. -აუ, ჯერ არა რა!-ისევ აწუწუნდა ტყუპი. -რა გინდა ყიფიანი?-დაუღრინა კოკამ და უკანა ხედვის სარკიდან გახედა. -მანქანა გააჩერე რა რომელიმე მაღაზიასთან!-ხმადაბლა, ვითომ ჩურჩულით გადაულაპარაკა. -რა გინდა ბიჭო მაღაზიაში? ან ამსაღამოს რა მაღაზიაა?-ხელი გაკრა გიორგიმ. -აუ, ვიბლიანი, ძმობას გაფიცებ რა! სანამ მიგაჭიკარტე, მე მაცადე! -შენ ბიჭო, გინდა შუაზე გადაგხსნა?!-დაუყვირა სვანმა და საჩხუბრად აიქოჩრა. -გოი, არ უსმინო!-გადასძახა ალექსანდრემ. -აუ, გამიჩერეთ რა! ხალხი არა ხართ, ტო!--აწუწუნდა ყიფიანი და მის საცოდავ ტონზე გული მომეწურა. -ყიფიანი, ხარ ჯანმრთელად?-სიცილით მიუბრუნდა ჩემი "ქმარი",-რა გინდა ამ შუაღამეზე? დაეტიე რა მანქანაში! რომ მივალთ მერე... -აუ, ჩავიფსი შეჩემისა!-წამოიძახა და სახე დამანჭა. წამიერი სიჩუმის შემდეგ, ყველას ერთად აგვიტყდა სიცილი და მანამ არ გავჩერდით, სანამ კივილი არ დაიწყო:-"საცაა გამეპარებაო!" თითქმის ათი წუთი ველოდეთ, როდის დაიკმაყოფილებდა დიმა, თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებ და შევძლებდით გზა გაგვეგრძელებინა. ერთიანად გაწუწული ჩაჯდა საბარგულში და ტყუპისცალის წუწუნისთვის არ მიუქცევია ყურადღება ისე გაიშხლართა, მთელ სიგანეზე. -აუ, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, რა!-სიამოვნებით ამოიქშინა. -ჩაკვდი მანდ, ყიფიანი!-სიცილით გასძახა ალექსანდრემ. -არ გამიწვალო იქ ბავშვი!-გადმოსძახა იმანაც სიცილით და აღიღინდა,-წვიმს, წვიმს, წვიმა მოდის, წკაპი წკუპი წკაპუნა! ტრა-ლა-ლალა-ლალა-ლალა-ლალა-ლალალაა! -თავს წაგაცლი თუ არ შეწყვეტ ყროყინს!-გადასძახა ვიბლიანმა. მე კი მათი მოსმენით, მინაზე თავმიდებულს ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. -სვანეთში ვირებიც იციან?-ყასიდად გაიკვირვა ლევანიმ. -კი! მაგრამ ისინი შენგან შედარებით, საოპერო არიებს ასრულებენ! -ვიბლიანი, შენ ამ ბოლო დროს ძაააან აუშვი! -გინდა ჩემი მუშტი ავუშვა? პირდაპირ ცხვირში ჩაგაზილავ, ხო იცი არ აგაცდენ! -მორჩით ეხა!-ჩუმად დაუღრინა საბამ,-ჩაეძინა. -ოკ, ახალი რძალის ხათრით, ვიძინებთ ყველააააა!-წამოიძახა ყიფიანმა და ნახევარი საათის შემდეგ, ფშვინვაც ამოუშვა. ჩუმად ვიჯექი და ფანჯარაზე დადენილ წვეთებს ვაყოლებდი თვალს. ბედნიერი ვიყავი, რადგან შევძელი საბას და თათას დავხმარებოდი. ეს გრძნობდა მთელ არსებას სიხარულით ავსებდა და ცივ ჟრუანტელად მივლიდა სხეულში. გაყინულ სახეზე, ფანჯრიდან შემომავალი წვეთები, ლოყაზე რომ მეცემოდნენ, გაცილებით თბილი მეჩვენებოდა. უხერხულად ჯდომისგან ზურგი ერთიანად, გაშეშებული მქონდა და განძრევაც კი არ შემეძლო. ერთი სული მქონდა, როდის ჩამეძინებოდა, ეს შეგრძნება რომ მომეშორებინა, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებულზე უარესი დამემართებოდა. -აჰ!-ჩუმად ამოვიგმინე, როდესაც ოდნავ გავიმართე წელში და მჩხვლეტავმა ტკივილმა, მთელ სხეულში დამიარა. -ძალიან გტკივა ზურგი?-შეწუხებულმა გადმომხედა ალექსანდრემ და შეეცადა გვერდზე გაწეულიყო. -არაუშავს, გამივლის!-დავამშვიდე და ნელ-ნელა მოვეშვი, ტკივილი რომ არ გაძლიერებულიყო. -მასე ორივე გაწვალდებით და თიაქარსაც აიკიდებთ,-ერთი გადმოგვხედა კოკამ და ისევ გზას მიუბრუნდა. -სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს,-დამანჭული ღიმილით გადავაქნიე თავი და საბაზე ვანიშნე. -კომფორტულად ჯდომაც,-ჩაიბურტყუნა ალექსანდრემ, უკითხავად მომავლო ერთი ხელი წელზე, მეორე ფეხებქვეშ და უპარდონოდ დამისვა მუხლებზე.-არ დაიწო ეხლა კივილი... ძლივს ნორმალურად დავჯექი. -არც ვაპირებ, ეხლა ისე მტკივა წელი!-შვებით ამოვიქშინე და თავი მხარზე ჩამოვადე. -ვერ თქვი აქამდე?-გამიწყრა ალექსანდრე. -კი გეტყოდი!-ამოვიბურტყუნე და თვალები მივლულე. ყოველთვის, როდესაც მანქანით ვმგზავრობდი ძილი მერეოდა... და ეხლაც, წვიმის ხმაში ძალზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ალექსანდრეს სურნელი საამოდ მიღიტინებდა ცხვირში და სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა ტვინში. -სავარძელი გადაწიე, რა!-ამოვიბურტყუნე და უფრო ავეკარი ალექსანდრეს. -ბარემ, ჩემზე გაწექი! -კარგი რა, ასე ვერ ვიძინებ! -მთელიდღეა გოგო გძინავს და კიდე გეძინება? -ბავშვი ვარ და ჩემ გონებას, მოსვენება ჭირდება. -ენას არ ჭირდება მოსვენება, მთელიდღე რო ატლიკინებ? -ენას ძილისდოს ვასვენებ! -გეყოთ ეხლა!-ისევ კოკამ გაგვაჩერა,-დაიძინეთ ორივემ! -შენი ხმა არ გავიგო!-მიბრძანა ალექსანდრემ, სავარძელი უკან გადასწია, მკლავები წელზე მომხვია და საშუალება მომცა, გემრიელად დამეძინა. კმაყოფილმა ამოვიხვნეშე, თითები თმებში შევუცურე და ჩვეულებისამებრ დაიწყე თამაში. თითების რიტმულ მოძრაობაში, ვიგრძენი, როგორ შემომეპარა ძილი და ბოლოჯერ მოვავლე თვალი ჩაბნელებულ გზას. -მასე ჩამეძინება, ელენე!-არ მიმიქცევია ყურადღება ალექსანდრეს დახშული ხმისთვის, ისე გავაგრძელე თმასთან თამაში. შემდეგ კი ძილმა წამიღო. ... სახლში მისულებს, მისაღებში სუფრა დაგვხვდა გაშლილი. ნათიას უკვე მოესწრო სამზარეულოს ათვისება და საუცხოო სურნელი ტრიალებდა მთელ ოთახში. დემეტრე სულმეუთქმელად გველოდა, თათას ნახვაზე კი შვებით ამოისუნთქა და როგორც მოველოდი, წამში გაუშინაურდა ახალ რძალს. ნათიასაც ძალიან მოეწონა ჩალისფერთმიანი, ცისფერთვალება, მორცხვი გოგო, რომელიც აწითლებული ლოყებით სცემდა ყველა კითხვას პასუხს. ის ფაქტი, რომ თათა თავისი ნებით იყო აქ, გაოცება მოგვარა ცოლ-ქმარს, ხოლო ეს ნება, ჩემი დამსახურება რომ იყო, ამის გაგებაზე დემეტრეს ლუკმა გადასცდა და სანამ ვიბლიანის მუშტი არ მოხვდა ზურგში, ხმის ამოღება ვერ შეძლო. -არა, კი ვიცოდი სასწაულებს რომ ახდენდი, მაგრამ...-გაოცებულმა ამოთქვა, ჩახლეჩილი ხმით,-ძმა ხო გადამირია: ერთი ნახვით მოაყვანინა თავი, ქალები ერთი სიტყვით "გადაანდომა" და ეხლა ეს... შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, ძვირფასო რძალო?-სასაცილოდ აახამხამა თვალები და ახარხარებულ ბიჭებს გახედა. -აქ დაბრუნება!-ძლივს ამოვთქვი აკანკალებული ხმით, როდესაც გაოცებულ თვალებს წავაწყდი, ვეცადე გამეღიმა,-ნოსტალგიამ შემომიტია, არ მომაქციოთ ყურადღება,-გავიცინე, ღვინით სავსე ჭიქას დავსწვდი და ფეხზე წამოვდექი,-ვისარგებლებ იმ უპირატესობით, რომ გოგო აქ ჩემი წყალობითაა და თამადას დავასწრებ სადღეგრძელოს თქმას... თუმცა ვინაა თამადა არც ვიცი... არ მინდა ბანალური გამომივიდეს... მოკლედ, ნეფე-პატარძალს დავლოცავ! ვუსურვებ მათი წყალობით, ცოტათი მაინც გამოსწორდეს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები და ერთ-ერთის ნათლია მე უნდა ვიყო! დადგენილია ეს უკვე და აპელაციას არ ექვემდებარება!.. რაც შეეხება დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას, ეს უკვე უფალზეა დამოკიდებული... მაინც მოვიბანალურე რა...-ამოვიბურტყუნე, სახე მოვიჭმუხნე ღვინის გემოს გაგებაზე და გაღიმებული დავუბრუნდი ადგილს, ალექსანდრეს გვერდით. -შენ და ლექსომაც რომ იზრუნოთ დემოგრაფიულ პრობლემებზე, ცუდი არ იქნება! რა ჯობია პატარა ძმიშვილებს?!-ახარხარდა დემეტრე და ნათიას ხელი გადახვია. -ამას არ უსმინო თათა, 21-ე ქრომოსომა აკლია და...-ხმამაღლა ვუჩურჩულე დაბნეულ თათას და დემეტრეს ენა გამოვუყავი. -ეგ რა არის?-გაკვირვებულმა გააცეცა თვალები ტყუპმა და ბოლოს მე მომაშტერდა. -დემეტრეს დააკვირდი და მიხვდები!-გადავულაპარაკე და შემდეგ უკვე, აღარ მომისმენია, რაზე გააგრძელეს კამათი. ჩემ ფიქრებში ვიყავი გართული. ვიხსენებდი ყველაფერს, რაც ამ სახლთან მაკავშირებდა და სევდა მაწვებოდა გულზე. გაუსაძლისი სევდა. ეზოში შემოსვლისთანავე ვიგრძენი მონატრების მძაფრი სურნელი, რომელიც მაგიდასთან მჯდომმაც ვერ მოვიშორე. ვათვალიერებდი ყოველ კუნჭულს და წვეთ-წვეთად ვაგროვებდი ტკივილს. ტკივილს, რომელიც ღრმა კვალს ტოვებდა, ჩემს არსებაში. "აი, თურმე რა ყოფილა ნოსტალგია! რა გეშველება, ელენე ეს ერთი წელი? როგორ გაუძლებ ამას? ან ვადის გასვლის შემდეგ, რაღას იზამ? განა გაქვს უფლება, უკან დაბრუნდე?"-ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები წყლით. ყელში ბურთი გამჩხეროდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. გულგრილობის უკან შემალული ტკივილი კი, ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს. -მე ცოტახნით დაგტოვებთ!-ძლივს ამოვთქვი სუნთქვაშეგუბულმა, უმალ წამოვხტი ფეხზე და თავდახრილი გავვარდი კარებში, ისე რომ ალექსანდრეს ძახილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ნელა მივუყვებოდი სანაპიროს და ხარბად ვისუნთქავდი ზღვის ჰაერს. ლოდიდან ლოდს ვახტებოდი და თვალების წვას ყურადღებას არ ვაქცევდი. არაფერზე მინდოდა ფიქრი. არ მინდოდა რამის გახსენება, რადგან თითოეულ მოგონებაზე, ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა ტკივილით გული. უსასრულოდ გავცქეროდი ჰორიზონტს და ჩემს ადგილს ვეძებდი, ამ უზარმაზარ დედამიწაზე. ადგილს, რომელიც არ ვიცოდი სად და ვის გვერდით იყო. "ვინ ხარ, ელენე! სად ხარ! რას ელი! სადაა შენი ფესვები! იქნებ შეცდომით ხარ დედამიწაზე!"-ტკივილიანად გამეცინა საკუთარ უსუსურობაზე და ახურებული სახე წვიმის წვეთებს შევუშვირე. მხოლოდ ეხლა მივეცი საკუთარ თავს ტირილის უფლება. უფლება, ეს გაუსაძლისი, გულში ჩახვეული ტკივილი გარეთ გამომეშვა. რომ გეკითხათ რა გატირებსო, ალბათ ვერაფერს გეტყოდით. ვერ გავცემდი პასუხს. ვერ დავასახელებდი,მხოლოდ ერთ მიზეზს. ყველაფერს ერთად განვიცდიდი... უცნობთან ღამეს, დაკარგულ ნამუსს, უსიყვარულოდ გათხოვებას, სამადლოდ შესახლებულ ცოლს, საკუთარ უსუსურობას და... და კიდე რაღაცას... უფრო ძლიერს და ყოვლისმომცველს... "ოდესმე შეძლებ ამ ტკივილის მოშუშებას? ნუთუ მთელი ცხოვრება, ამ სევდით ივლი?"-დაუასვი საკუთარ თავს, აქამდე მრავალჯერ დასმული და პასუხგაუცემელი კითხვა და ცრემლების ახალმა ნაკადმა იჩინეს თავი. ახურებულ ლოყებზე დადენილი მლაშე სითხე, წვიმას ერთვოდა და მთელ გულ-მკერდს მისველებდა. მსიამოვნებდა სიცივის შეგრძნება სხეულზე და ქვაზე ჩამომჯდარი, შიშველ ფეხებს ვათამაშებდი ყინულივით ცივ წყალში. ქარის წუილში ძლივს გავარჩიე ტელეფონის ზუზუნი და წუთი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ უთქმელად გამოვვარდი სახლიდან. თავი დავიწყევლე ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს. სლუკუნი ძლივს შევიკავე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და დაბინდული მზერით შევხედე, წყლის წვეთებით სველ ეკრანს. ვერაფერი რომ ვერ გავარჩიე, ცრემლები მოვიწმინდე და ისე ვუპასუხე. -ელენე, სად ხარ?-გავიგე ალექსანდრეს დახშული ხმა და უნებურად გამეღიმა. -მალე მოვალ!-ძლივს ამოვთქვი ხმააკანკალებულმა, იქვე დაგდებულ ბალეტკებს დავსწვდი და ფეხზე წამოვდექი. -სად ხარ მითხარი და მოგაკითხავ!-ტონი გაბრაზებული გაუხდა და იმის წარმოდგენაზე, როგორი გამომეტყველება ექნებოდა, კვლავ ცრემლები წამსკდა,-ელენე, გაიგონე რას გელაპარაკები? -ახლოს ვარ და მალე მოვალ...-ქვითინი ძლივს შევიკავე და გაყინული თითებით, მთელი ძალით ჩავბღუჯე ტანზე მოკრული კაბა. -ელენე, ნუ გადამრევ ისე მითხარი სად ხარ... მოიცა, შენ რა... ტირი?!-გავიგე, როგორ შეეცვალა ინტონაცია და ძლიერად ვიკბინე ტუჩზე. რამდენიმე წამს ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა, რომ ისევ არ ავტირებულიყავი და მას ეს არ შეემჩნია. -არ ვტირი... ქარია და მაგიტო...-სუნთქვაშეკრულმა ვუპასუხე და ბორდიურს გადავახტი. -ელენე, ნუ მატყუებ... ან ამ წვიმაში გარეთ რა გინდა, გადაირიე?! სიცოცხლე მოგბეზრდა?! სანამ მთელი ქალაქი გადამიქექავს, მითხარი სად ხარ!-მიუხედავად ქარის ზუზუნისა, ნათლად მესმოდა ძლივსშეკავებული ყვირილით ნათქვამი სიტყვები და ნელა მივუყვებოდი ფეხშიშველი სველ ასფალტს. -ალექსანდრე, რატო ქმნი პანიკებს?-დაქანცულმა ვუპასუხე და გზა გადავჭერი,-უბრალოდ გარეთ გავედი. რა, არ შეიძლება?! უკვე სახლთან ვარ და არაა საჭირო, ქალაქის გადაქექვა.-ძალით გავიცინე და ყურმილი დავკიდე. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და შეშუპებული თვალები მოვავლე ირგვლივ. წვიმაში ძლივს ვარჩევდი ადგილმდებარეობას და ფეხს უფრო ვუჩქარებდი. -ჯანდაბა!-წამოვიყვირე, როდესაც ფეხში ტკივილმა დამიარა და კოჭლობით გავხტი გვერდით. სველი ფეხსაცმელი ამოვიცვი და გაღიხიანებულმა, მთელი ძალით გავკარი წვეტიან კენჭს ფეხი. სანამ ტკივილი არ ჩაცხრა, მანამდე ვიდექი წვიმაში და მაღლა ვიყურებოდი. იქნებ, ცივ წყალს ოდნავ მაინც ჩაეცხრო, აწითლებული თვალები. ფიქრებში წასული, მანქანის გულისგამაწვრილებელმა სიგნალმა გამომიყვანა და გაკვირვებულმა გავხედე ანთებულ ფარებს. "ეს თუ ალექსანდრეა, თავს მოვიკლავ!"-გავივლე გონებაში და ჩემი აზრების სისწორეში დავრწმუნდი, როდესაც, ზუსტად ჩემ ფეხებთან დაამუხრუჭა. -როგორ მომაგენი?-დავიყვირე, ხმა რომ მიმეწვდინა, ისე რომ, ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია. -შემთხვევით გადაგეყარე!-გავიგე და გაოცებისგან თვალები დავჭყიტე. მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრეს დიდი ხანი არ იყო, რაც ვიცნობდი, მისი ხასიათის შესწავლა, ნაწილობრივ მაინც მოვახერხე და არ გამჭირვებია იმის დადგენა, ზედმეტად ფიცხი რომ იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის მოთხოვნებს არ ვასრულებდი და ვეწინააღმდეგებოდი. ახლა კი, ასეთმა უდარდელმა პასუხმა და იმან რომ მანქანიდან არ გადმოხტა და ძალით არ ჩამტენა მანქანაში, შოკი მომგვარა. -ელენე, ჩაჯექი მანქანაში!-გამომაფხიზლა ხმამ და ავტომატურად, მეც მას მივყევი. -თორნიკე?-აღმომხდა გაოგნებულს და მომღიმარი ბიჭი კიდევ ერთხელ შევათვალიერე,-შენ... აქ... რა გინდა?! -არ უნდა მომეხვიო, გოგო?-ყასიდად იწყინა და გაცინებული მომეხვია ერთიანად გალუმპულს. -სველი ვარ!-წამოვიძახე და შევეცადე ხელიდან დავლსხტომოდი,-შენც დაგასველებ! -რა გინდოდა ამ წვიმაში გარეთ?!-ხელი მიშვა და ერთი ამათვალოერა. მე კი უხერხულად შევიშმუშნე, როდესაც ჩემი მდგომარეობა გამახსენდა.-ერთიანად სველი ხარ! ან როდის ჩამოხვედი? -ვსეირნობდი,-უხერხულად გავუღიმე, ცეკვის ძველ პარტნოირს და ხელები გულზე დავიკრიბე, სისველისგან გამჭვირვალე კაბაში, მკერდი რომ დამეფადა,-დღეს ჩამოვედი... შენ? მორჩი სწავლას? -არა, დასვენებაა უნივერსიტეტში და...-შემფასებლური მზერა მსტყორცნა და მანქანა დაქოქა,-წამო სადმე კაფეში დავჯდეთ და რამე დავლიოთ.. -აუ, არა რა თორნიკე, ასე ვერსად წავალ! თან სახლშიც მელოდებიან!-იმის წარმოდგენაზე,ალრქსანდრე ეხლა რა დღეში იქნებოდა, კანკალმა ამიტანა. -კარგი, ეხლა გაგიშვებ, მაგრამ საღამოს უეჭველი გამოხვალ "ბარონში"! შენ კლასელებსაც დავურეკავ და ბავშვობა გავიხსენოთ!-მაცდურად გამიღიმა, ერთი კოდევ შემათვალიერა და ჩემი სახლისკენ აიღო გეზი. მანქანა ჭიშკართან გამიჩერა, ლოყაზე მთელი ძალით მაკოცა, გელოდებიო მომაძახა და საბურავების ღრჭიალით მოსწყდა ადგილს. სანამ სახლში შევიდოდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე, თვალებზე ხელი მოვისვი და ისე გავემართე კარებისკენ. "თვალები თუ გაქ დაწითლებული, საინტერესოა, რა მიზეზს მოიფიქრებ, ელენე! ალბათ იტყვი საპონი ჩამივიდაო!.. ისე, თორნიკეს არ შეუმჩნევია და ე.ი. არაფერზე გაქ სანერვიულო... ან რას შეამჩნევდა, შენი ფეხების თვალიერებით იყო გართული და...!"-უსიამოდ გამკრა გულში, მისმა ხარბმა თვალებმა. თავი ერთი გადავაქნიე აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და სახლშიც შევედი. ყველა მისაღებ ოთახში იყვნენ და მოუსვენრად ცმუკავდნენ, მხოლოდ ალექსანდრე აკლდა ჩემს თვალთახედვას და შვებით ამოვისუნთქე. -დავბრუნდი ხალხო!-მხიარულად წამოვიძახე და სიცილი ამიტყდა, მათ დაფეთებულ გამომეტყველებაზე,-რა გჭირთ, კი არ მოვმკვდარვარ... -არ მომკვდარხარ, მაგრამ მე მოგკლავ...-დაიღრინა დემეტრემ და მის ამ ტონზე უნებურად შევცბი,-არ უნდა დაიბარო გოგო, სად მიდიხარ? დაგვიხეთქე გულები! ან ამ წვიმაში... -დემეტრე, ძმობას გაფიცებ რა...-გაბეზრებულმა ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისკენ გავუყევი გზას,-არაფერი მემუქრებოდა... უბრალოდ გავისეირნე და დავბრუნდი... მეგობარსაც შევხვდი...-თან მივდიოდი თან ვლაპარაკობდი. -გაისეირნა, გოგომ!-გამომაჯავრა და სიცილით გავუსწორე მზერა, მოჭუტულ თვალებს,-რა გაცინებს? ალექსანდრე მოკვდა ნერვიულობით... მის ადგილას რომ ვიყო, ერთს კარგად მიგტყეპავდი და ისე გასწავლიდი ჭკუას... ან ამ წვიმაში ვინ მეგობარი ნახე? -კი კლავს მაგის სურვილი შენ ძამიას, მაგრამ სადაა მასე...-ნიშნისმოგებით ავწკიპე წარბები,-ამსაღამოს რესტორანში ვარ დაპატიჟებული და თქვენც რომ წამოხვალთ, იმ მეგობარსაც გაგაცნობთ! ყურადღება არ მიმიქცევია, ტყუპების გახარებული წამოძახილისთვის, რომელიც "ლამაზი გოგოების" გაცნობასთან ასოცირდებოდა და სიცილით შევედი ოთახში. სველი ტანსაცმელი რომ არ გამეხადა, ჭკუიდან გადავიდოდი. ვანა წყლით ავავსე, ასაქაფებელი და სურნელოვანი საპონი ჩავასხი და ნებივრად გავწექი წყალში. მიუხედავად ამდენი უარყოფითი ემოციისა, ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ტირილმა მიშველა და ყველაფრისგან დაცლილს, უკვე არაფერი მადარდებდა. ისევ ის ელენე ვიყავი-გულგრილი, მხიარული და "ამჩემფეხება". გულში დაგროვილი ტკივილი, ცრემლებად იქცა და გამოფიტული, ერთიანად ვეფლობოდი სიცარიელის სამყაროში. ამხანაგებთან შეხვედრა კი ამ სიცარიელის გაქრობის, ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა იყო. "საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ, რომ გაიგებენ გავთხოვდი!"-ვეცადე ბავშვების სახეები წარმომედგინა, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი და სივრცეს უაზროდ გავუშტერე თვალი. ისისიყო ამოსვლას ვაპირებდი, კარებზე ბრახუნის ხმა რომ გავიგე, რასაც ოთახში მძიმე ნაბიჯების ხმა მოჰყვა და დაფეთებული ეგრევე პირსახიცს დავსწვდი. მხოლოდ ტანზე აფარება შევძელი და იმ წამს სააბაზანოს კარიც გაიღო და ერათიანად აწითლებულმა, დავინახე ალექსანდრეს ბრაზით სავსე თვალები, რომლებიც ჩემს დანახვაზე წამით გაიყინნენ და შემდეგ ურცხვად დაიწყეს სხეულის დეტალური შესწავლა. -გადი გარეთ!-დავუყვირე შერცხვენილმა და ისიც აზრზე მოვიდა. დაბნეული თვალებით შემომხედა. წამით ასე მომშტერებოდა და შემდეგ ბრაზიანად გააღრჭიალა კბილები: -შენ ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა, ხო?! რატო გამითიშე?! ვინ მოგცა ამის უფლება?!-ხმას თანდათან უწევდა და ნელ-ნელა მოიწევდა ჩემკენ. მე კი მთელი ძალით ვეკვროდი სააბაზანოს კედელს, შიშველი ზურგით. -ცერცვაძე, მომშორდი!-დავუბღვირე და შევეცადე გვერდზე გავლსხტომოდი, მაგრამ ჩემი მხრების გასწვრივ, კედელზე დაწყობილმა დაძარღვულმა მკლავებმა, ამის საშუალება არ მომცეს. იმის გააზრებაზე, რომ სანტიმეტრი მაშორებდა მის სხეულს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, სირცხვილი და პანიკა ერთიანად დამეტაკა და ასე მეგონა, ჩემი გულის ბაგაბუგი მთელ სახლში ისმოდა. თავს ვიწყევლიდი ასეთი დებილი რომ ვიყავი და საერთოდ სახლიდნ რომ გავედი. "მომინდომა გოგომ სენტიმენტები!.. რა დროს ეს იყო?! ვერ დაეტიე სახლში?! რა გინდოდ?!. ოღონდ ეხლა გადავრჩე და სულ დავუჯერებ ალექსანდრეს!.."-თავდახრილი ვფიქრობდი და მთელი არსებით ვცდილობდი კანკალი შემეკავებინა. -არ გესმის რას გელაპარაკები?! რატო არ მისმენ?!-ცალი ხელი ნიკაპში ჩამავლო და მაიძულა მისი თვალებისთვის გამესწორებინა,-რა გინდოდა ამ დროს გარეთ?! ან სად იყავი?! -ვსეირნობდი...-გულუპრყვილოდ ვუპასუხე და მისი ღრიალის მოლოცინში სახე დავმანჭე. -შენ გოგო, გამაფრენინო გინდა?!-დამიყვირა, მუშტი დასცხო კედელს და უფრო დაიხარა ჩემსკენ,-სეირნობდი ამ წვიმაში, ხო?! ვინ იყო რომ მოგიყვანა?! -მეგობარი...-ძლივს ამოვილუღლუღე, მიუხედავად გაყინული ზურგისა, ჯიუტად არ ვშორდებოდი მილიმეტრითაც კი კედელს. -რა უნდოდა შენთან?!-ეჭვნარევი მზერით ჩამაშტერდა და ცხელი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია. -არაფერი... შემთხვევით შემხვდა და სახლში მომიყვანა... და რა გჭირს? არ შეიძლება მეგობარს შევხვდე?-შუბლშეკრულმა ავხედე, სუნთქვა გახშირებულს. -უჩემოდ ფეხს ვერ მოიცვლი ვერსად...-დამიღრინა და დავინახე, როგორ გააპარა თვალები მკერდზე აფარებული ხელებისკენ. ვიგრძენი, როგორ ამიტანა ხურვებამ, მის მზერაზე და ძლივს შევიკავე თავი, გემრიელად არ მომეცხო ჩემი თავისთვის, წამის წინ გავლილი ფიქრის გამო. -ვითომ რატო?!-აღშფოთება ვერ დავმალე და აწითლებულმა თვალი გავუსწორე. -ასე მინდა!-ნიშნისმოგებით მიპასუხა და ამჯერად ჩემი სახის შესწავლა დაიწყო. -შენ ბევრი რაღაც გინდა და შემთხვევით, ზედმეტები ხომ არ მოგდის?!-გამოვცერი კბილებში და ცალი ხელით დავეჯაჯგურე, მის მარწუხებივით მკლავებს. -მართალია... ბევრი რაღაც მინდა... მაგრამ ამ წუთას, მხოლოდ ერთი სურვილი მკლავს!-დახშული ხმით ყურთან მიჩურჩულა და გაოგნებისგან, ადგილს მივეყინე.-და რატომღაც სულაც არ მეჩვენება, ამ სურვილის ასრულება ზედმეტად!-ცხელი სუნთქვა კისერზე მომეფრქვია და სიამოვნებისგან, ტანში გამცრა. -ალექსანდრე, მომშორდი!-ძლივს ამოვთქვი ენადაბმულმა და გონების მოსაკრებად, თავი გავაქნიე. -არ გგონია, რომ შენი დღევანდელი საქციელისთვის, საკადრისად უნდა დაისაჯო?!-ხმა უფრო ხავერდოვანი, რბილი გაუხდა და ცხელი ტუჩები ყურის ქვეშ შემახო. ჩემმა სხეულმა, მაშინვე მოახდინა რეაქცია. ერთიანად კანკალმა ამიტანა და ვიგრძენი, როგორ პულსირებდა ნაკოცნი ადგილი. -ალექსანდრე...-სუნთქვას ამოვაყოლე სიტყვა და მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე, სიამოვნებისგან, ადგილზე რომ არ ჩავკეცილიყავი. -რამე გინდა, ელენე?-დამაინტრიგებლად ამოთქვა და ამჯერად მისი ტუჩები, სველ ნიკაპზე შემეხო,-რამე არ მოგწონს?!-დაბინდული თვალებით წამით გამიშტერა მზერა და შემდეგ ურცხვად დამაშტერდა ტუჩებზე. "ძალიან ახლოსაა!.. ძალიან ახლოსაა!.. ძალიან ახლოსაა!.. დამერხა!!!"-ციებანივით ვიმეორებდი გონებაში ერთიდაიგივეს და გონებაში, საგანგაშო ზარებმა დაიწყეს რეკვა, როდესაც ალექსანდრე, ტუჩებზე თვალოუშორებელი დაიხარა ჩემკენ, მე კი ადგილზე მიყინულს, განძრევის თავიც არ მქონდა. -ცოცხლები ხართ?-გაისმა ყიფიანის ხმა და შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ჩუმი გინებით მომშორდა ალექსანდრე და კარისკენ გასწია. გავიგე, როგორ გავიდა გარეთ, რასაც დარტყმის და ყვირილის ხმა მოჰყვა. გახევებული, სივრცეს გავყურებდი და როდესაც ხმაურმა ქვედა სართულზე გადაინაცვლა, ძალაგამოცლილი კედელზე ჩავცურდი და გულაძგერებული ცივ იატაკზე დავჯექი. -დედა, რა იყო, ეს!..-ხმის კანკალით ამოვთქვი და აცახცახებული ხელი მკერდზე მივიდე, თითქოს ასე ვცდილობდი გულისცემის შენელებას. "-"-"-"-"-" უკვე გაღიზიანებული ვცემდი პასუხს ერთი შინაარსის მქონე კითხვებს, რომლების 99,9% ჩემს უეცარ გათხოვებას უკავშირდებოდა. სკოლის და ცეკვის ამხანაგები, გაოცებულ თვალებს არ გვაშორებდნენ მე და ალექსანდრეს და შეფარვით ათვალიერებდნენ კუთხეში მჯდომ ახმახ ძმაკაცებს. ფოთის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში, ჩემი ქმრიანად გამოცხადება, მესამე მსოფლიო ომს უდრიდა და იმის მაგივრად, ერთად ყოფნა აღგვენიშნა, უაზრო კითხვებზე პასუხების მოსაფიარებლად, ტვინის ჭ....ტვა მიწევდა. თითქოს ჩემ ჯინაზე დუმდა ალექსანდრეც და ყოველ სტუმარს დაკვირვებით ათვალიერებდა. -აწი აღარ გავთხოვდები...-ტუჩაბზუებულმა გამოვაცხადე და ახარხარებული ბავშვების დანახვაზე, მეც გამეცინა. -ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენ, ამ ასაკში თუ გათხოვდებოდი, ნამდვილად არ მოველოდი...-მითხრა გაოცებულმა სალომემ და წყლის ჭიქას დასწვდა. -აბა, ერთი მე მკითხე!..-წარბები ავათამაშე და აფხუკუნებულ დემეტრეს დავუბღვირე. -კი მაგრამ, როდის მოაწარით?-ამჯერად ცეკვის ამხანაგი, ზაზა ჩაგვერთო. -ჩვენ "შუსტრი" ხალხი ვართ!..-სიცილით ვუპასუხე. -დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?-შუბლშეკრულმა გადმოგვხედა თორნიკემ და ალექსანდრე დაკვირვებით შეათვალიერა. -მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს!..-დამასწრო პასუხის გაცემა "ქმარმა" და მხარზე მკლავი გადამხვია. როგორც კი მისი მხურვალე ხელის შეხება ვიგრძენი, ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა და თვალწინ გამირბინა "აბაზანის შემთხვევამ". აწითლებულმა უმალ თავი დავხარე, ასე მეგონა, რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი სახეზე მეწერა. -ერთი ნახვით შეყვარებას ჰქონდა ადგილი!-გაიცინა კოკამ და აჭარხალებულს თვალი ჩამიკრა. კარგახანს ვისხედით მაგიდასთან და დეტალურად ვიხსენებდით ბავშვობას. ყველა რაღაც ამბავს ყვებოდა და გაბრწყინებული თვალების დანახვაზე, თანდათან ვიაზრებდი, როგორ მომნატრებოდა ჩემი გადარეული ბავშვდბი. თითოეულთან ცალკე ვაბამდი დიალოგს და გონებაში ვიბეჭდავდი, აქ არყოფნის პერიოდში მომხდარ ამბებს. -გახსოვს უფროსკლასელს რომ ეჩხუბე და წყლით სავსე პარკი თავზე გადაახიე?-სიცილით ამოთქვა ბეთხოვენამ და უკვე დაძმაკაცებულ ტყუპებს ხელი გადახვია. -ღირსი იყო!..-ამოვისისინე გაბრაზებულმა. იმ ბიჭის სახის გახსენებაზე, ხასიათი წამიხდა. -ისევ ისეთი ხარ, რა!.. გათხოვებაც ვერ შეგცვლის!..-ჩემი გამომეტყველებაზე უფრო ახარხარდა. ტყუპებს ხელი უშვა, ჩემკენ გამოემართა და მთელი ძალით დამიკოცნა ლოყები,-იმენა და ხარ რა!.. პატრიოტი და!.. -შენ კიდე მასხარა ძმა,-ენა გამოვუყავი და სიცილში ავყევი. -რა უქნა ასეთი?-დაინტერესდა ვიბლიანი და ბეთხოვენას ინტერესით მიაშტერდა. -დეგენერატი იყო...-დავიწყე მაგრამ არ მაცადა და თვითონ დაიწყო: -ე.ი. იყო და არ იყო რა, იყო ერთი გოგო... -აუ, ამან გაუბერა თავისებურად!.. -მაცადე რა გიგა... ნუ მეჩრები როცა მე ვსაუბრობ... -ეხლა უწევს ზუსტად გაფრენები... -შენც აყევი ეხლა, სალომე? -მოკლედ მოყევი ძმობას გაფიცებ, რა... -მაცდით მერე?.. ე.ი. ელენე იყო მაშინ სადღაც 15წლის, რა და ისეთი პერიოდი იყო, წუწაობის სეზონი იყო რამდენიმე დღის გახსნილი. ხოდა ყველა გარეთ ვიყავით... დასვენებაზე გოგოებს ვასველებდით, მხოლოდ ელენე იყო ხელშეუხებელი... განაცხადა არ მინდა მე ეხლა წუწაობაო, თან ისეთი სახით, მე უკვე სასროლად გამზადებული წყლით სავსე ბუშტი, ხელში "ჩამადნა"... ამ დროს დაემთხვა ტრენინგები და თბილისიდან იყვნენ ბიჭები ჩამოსულებკ... უნდა ავღნიშნო, რომ ეგ იყო საშინელი პერიოდი, როდესაც დამკვირვებლებს შორის, არც ერთი არ იყო გოგო... ნუ მოკლედ, ეს ბიჭებიც გარეთ იყვნენ, სკოლის ეზოში და ბავშვებს უყურებდნენ, თან რაღაცაზე ლაპარაკობდნენ... ამ დროს, ერთ-ერთი მათგანი გამოეყო ჯგუფს და ჩვენკენ გამოემართა... მე ისევ ბუშტი მქონდა ხელში შეყინული და ალბათ იფიქრა, ჯელტმენობას გამოვიჩენ ეხლა მეო და ისეთი მიყვირა, რას აწუხებ ამ გოგოსო, მოულოდნელობისგან ადგილზე შევქანდი. ყვირილზე ჩვენებიც მოცვივდნენ და ის იყო ჩხუბი უნდა აგვეტეხა ბიჭებს, რომ ამ ბიჭმა და ელენემ არ გააპეს ბაასი?! რომ ამბობენ გაოცებისგან ყბა ჩამომივარდაო, ზუსტად ეგ დამემართა... კარგახანს ვიდექით ასე გაშტერებულები და ამ ორს ვუყურებდით, მაგრამ რაზე ლაპარაკობდნენ ნაწილი არ მახსოვს, რადგან ისეთი გამწარებული ვიყავი, ასე მეგონა ჩემზე ბევრად დიდ ბიჭს და ელენეს შუაზე გავხევდი... და არა მარტო მე... მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო, რომ არცერთი არ ვიძროდით ადგილიდან და უხმოდ ვუყურებდით მოსაუბრეებს... არ ვიცი მაშინ რამ გაგვაჩერა... ალბათ ელენეს დამცინავმა თვალებმა და სარკასტულმა ტონმა, მაგრამ ფაქტი იყო, ადგილიდან ფეხს ვერ ვიცვლიდით... მე პირადად, აზრზე მაშინ მოვედი, ელენემ ხელში ჩაბღუჯული ბუშტი რომ გამომართვა და ღიმილით გადაახია იმ ბიჭს თავზე... მერე იქ ამბავი ატყდა?!. დედა შვილს არ აიყვანდა ხელშიო, მაგაზეა ნათქვამი. ის ბიჭი გადაირია, გაგიჟდა, გოგო რომ არ იყო, გაჩვენებდი, რა შემიძლიაო... მე კი ეჭვი მაქ, ხელი იმიტომ არ შეუბრუნა, იცოდა ელენე უარესის გამკეთებული იყო, თან ჩვენც იქ ვიყავით... ნუ მოკლედ, ეს ბიჭი ემოციებშია, იქნევს ხელებს, ყვირის და ეს ბავშვი კიდე გულზე ხელებდაკრეფილი დგას და უყურებს... აი, იმ წამს მეხის დაცემას მოველოდი... აი, წარღვნასაც კი, მაგრამ ელენე მაგას, ასთ რაღაცას თუ ეტყოდა ვერ წარმოვიდგენდი... -არ გაბედო, ინაძე!-დავუღრინე და თვალებით ვანიშნე, თუ რამეს იტყოდა, მოვკლავდი. -გააგრძელე, გააგრძელე!-დემეტრემ უთხრა და ინტერესიან თვალებს არ აშორებდა, სიცილით აწითლებულ ბეთხოვენას,-ძალიან მაინტერესებს, რა შეუძლია ჩემ რძალს! -დემეტრე... -რძალო, შენ გაჩუმდი! -ხმას აღარ გაგცემთ, იცოდეთ! -მოგიკვდი დარდით! -ალექსანდრე, გააჩუმე შენი ძმა!..-საცოდავი თვალებით მივუბრუნდი, აქამდე ჩუმად მჯდარ "ქმარს". -დემნა, გაჩუმდი!-მკაცრად უბრძანა და ბეთხოვენას სიცილით ანიშნა, გაეგრძელებინა. -ელენე, ძმობას გაფიცებ, რისი გრცხვენია... ქმარია ბოლო-ბოლო!..-მეამიტურად ააფახულა წამწამები და ბავშვებს გადახედა, სიცილს რომ ძლივს იკავებდნენ. -ბეთხოვენა, რამეს იტყვი და შენი სხეულის ნაწილების საძებნად, მეძებარი ძაღლების დაწირავება მოგიწევს!..-დავემუქრე და რა წამს წინადადება დავასრულე, იმავე წამს წამოიყვირა: -უტ.აკო მეტ.აკე, რომ ხარ იციო?!- უთხრა ყველა ბავშვის წინაშე და იმის მერე, იმ ბიჭის სინსილა არ მინახავს ფოთში.-ჩემი მრისხანებით სავსე თვალები რომ დაინახა, ფეხზე წამოხტა და "ფარად" ორად მოკეცილი დემეტრე აიფარა. -ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ!-ამოვისისინე და ფეხზე წამოვხტი, ნათქვამის შესასრულებლად, როდესაც ძლიერმა მკლავებმა დამიჭირეს,-ალექსანდრე, ხელი გამიშვი, თუ არ გინდა, შენც მას მიგაყოლო!-დავუღრინე და ხელის გაშვება ვცადე. -კარგი, რა, ელენე!-სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა და ცდილობდა, არ გავეშვი,-რა მოხდა ასეთი?.. ან ბეთხოვენას რომ არ ეთქვა, მე არ უნდა მცოდნოდა, ასეთი ფიცხი ცოლი რომ მყავდა?.. -მაგაშიც, როგორ გგავს!..-სიცილით ხმადაწვრილებულმა ტყუპმა წამოიძახა და მაგიდას დაეყრდნო სულის მოსათქმელად. -მე მაჯობა, ბილწ სიტყვაობაში!..-აყვა დემეტრეც და ჩემ აწითლებულ სახეზე უფრო გაეცინა. -გეყოთ, ეხლა!-გამომესარჩლა ნათია და ნაზად გადმომხედა,-ბავშვი იყო და შეცდა!.. -შენც ბრუტუს?!-ამოვთქვი იმედგაცრუებულმა და სიცილი ვერ შევიკავე, ახარხარებული ტყუპი სკამიანად რომ გადაიზნიქა და მოწყვეტით დაეცა იატაკზე. -ცოდვებმა იცის!..-ენა გამოვუყავი აკრუსუნებულ ტყუპს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. -ეტყობა, ღმერთს ავერიეთ ერთმანეთში და დიმას ცოდვები, მე მომაწერა!..-ამოიკვნესა და ბავშვების დახმარებით, ძლივს დაჯდა სკამზე. ისისიყო, ისევ კამათი, ან უარესი, ჩემი დაცინვა უნდა გაეგრძელებინათ, ტანგოს ჰანგები რომ გაისმა მთელს დარბაზში და გაოცებულმა შევხედე, ჩემკენ მომავალ მომღიმარ თორნიკეს. -ძველი დრო გავიხსენოთ, ელე!..-თვალი ჩამიკრა და ხელი გამომიწოდა ალექსანდრესგან თანხმობა რომ მიიღო. -თუ დაგაბიჯე, არ შეიმჩნიო!..-გავიცინე და საცეკვაოდ გავყევი. მხოლოდ წამით მოვკარი, ალექსანდრეს დაბერილ ძარღვებს თავი და შემდეგ კი არაფერი გამხსენებია. მთლიანად ჩაფლული ვიყავი სულისშემძვრელ ჰანგებში და თითოეულ აკორდს, საკუთარ სხეულზე ვგრძნობდი. არ ვაქცევდი უამრავი თვალის დაჟინებულ მზერას და თორნიკეს ხელებზე დაყრდნობილი, მოქნილად ვაყოლებდი მელოდიას ტანს. ზმანებაში გართულს, სრულიად მოულოდნელად, წამებაში წარმომიდგა ალექსანდრეს სურვილით სავსე მზერა და შემკრთალმა, უმალ გავახილე თვალები. ყურადღება არ მიმიქცევია ტაშისგან გაყრუებული დარბაზისთვის და ერთიანად ახურებული გავემართე მაგიდისკენ. -საოცრება ხარ, ელენე!-ჩახრინწული ხმით მიჩურჩულა თორნიკემ და გაოგნებულმა კინაღამ იატაკზე მოვადინე ზღართანი. -რომელმა მოგიყვანა სახლში?-დახშული ხმით გადმომილაპარაკა ალექსანდრემ, დაჯდომისთანავე. -თორნიკემ,-ავტომატურად ვუპასუხე, ჯერ კიდევ შოკში მყოფმა და თავს ვაიძულე თორნიკეს ნათქვამი არ გადამეხარშა და სავალალო დასკვნამდე არ მივსულიყავი. -ასეც ვიცოდი!-გავიგე, როგორ გააღრჭიალა კბილები და მხოლოდ ეხლა მივხვდი მისი კითხვის არსს. -რატო ამბობ მაგას?-ნერწყვი ძლივს გადსვყლაპე და დარცხვენილმა თვალები ავარიდე. -ეგ მე ვიცი!-ჩაიდუდღუნა და ღვინის ჭიქა ერთიანად გამოცალა. არ ჩავძიებივარ. არ მინდოდა ის ეთქვა, რისიც ასე ძალიან მეშინოდა. მერჩივნა ასეთ გაურკვევლობაში ვყოფილიყავი, ვიდრე სიმართლე გამეგო. ყურებდაგუბებულს მზერა თეფშისთვის გამეშტერებინა და გაყინულ თითებს ნერვიულად ვხლართავდი ერთმანეთში. -ელენე, საპირფარეშო სადაა?-თათას უხერხულმა ჩურჩულმა აზრზე მომიყვანა და დაბნეულმა ავხედე. -გამოგვყევი, რა!..-ამჯერად ნათიამ მთხოვა და თვალებით მანიშნა ადექი დროზეო. დარეტიანებული წამოვდექი და ინსტიქტურად გავუძეხი გოგოებს წინ. სანამ მათ ველოდებოდი, ცივი წყალი შევისხი სახეზე და ვეცადე აზრზე მოვსულიყავი. -რა შარში ხარ, ელენე!..-ძლივს ამოვთქვი და თავი კედელს მივაყრდენი. ათი წუთი არ იყო გასული, როდესაც ყვირილის და ჩხუბის ხმა მომესმა გარედან. ვიგრძენი, როგორ დამიარა ცხელმა ჟრუანტელმა სხეულში და შუბლი ცივი ოფლით დამეცვარა. გულამოვარდნილი გავვარდი გარეთ და სიკვდილი ვინატრე, სახეწაშლილი ალექსანდრე რომ ვნახე, გამწარებული თორნიკეს რომ ურტყამდა მუშტებს. ფოიეში ვიყავი გაშეშებული და ადგილიდან ვერ ვიძროდი შეძრწუნებული. მხოლოდ ცეცხლწაკიდებულ კვამლისფერ თვალებს ვხედავდი და ამაოდ ვცდილობდი თვალების დახუჭვას. -ძვლებს დაგამტვრევ, შე ნაბი**ვარო!.. ოდესმე მის ახლომახლო გნახავ და შუაზე გადაგხსნი, შე სი*ო!..-ღრიალებდა გამწარებული და მუშტებს უშენდა,-შენ ვინმეში ხომ არ გეშლები?! ხმას როგორ აუწიე ჩემთან, შე ახ**რო! გაბედავ და ისევ შეხედავ, შენ დედას მო€®€°ნ! გასაგებია ბიჭო?!-მოთქმით იგინებოდა და ცდილობდა ბიჭების მკლავებს დასხლტომოდა, რომლებიც ამაოდ ცხილობდნენ მის გაკავებას. -ვიბლიანი, ხელი გამიშვი, თორე შენც მას მიგაყოლებ!-დაუღრიალა წყობიდან გამოსულმა და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. -ლექსო, ძმობას გაფიცებ, გაჩერდი!.. იმას ჩვენ მივხედავთ!..-წინ გადაუდგა საბა და თავით ანიშნა დასისხლიანებულ თორნიკეზე. -შენ ბიჭო შ*გ ხომ არ გაქ!.. გაბედავ და ხელს დააკარებ, ჩათვალე რომ მკვდარი ხარ!.. ეგ ჩემი საქმეა, გასაგებია?! მე უნდა მოვკლა მაგის ... -ლექსო, გაჩერდი!!!-დემეტრეს სუსხიანმა ხმამ აზრზე მომიყვანა და რომ არ წავქცეულიყავი ბორდიურზე ჩამოვჯექი. მხოლოდ ეხლა მივხვდი, როგორ მიცახცახებდა მუხლები და გული ისე მქონდა აჩქარებული, ნორმალურად სუნთქვა მიჭირდა. ხელისგულები ცივი ოფლით დამცვაროდა და თითები, ერთიანად გამლურჯებოდა. მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი, როდესაც თორნიკე ბავშვებმა წაიყვანეს და ალექსანდრემაც შეწყვიტა ბიჭებთან ჭიდილი. -ელენე, კარგად ხარ?-შორიდან ჩამესმა ხმა და როგორც კი თავი მოვაბრუნე, ნათიას და თათას შეწუხებულ სახეებს წავაწყდი. -ეს... ეს... რა...-გაოგნებული რაღაცას ვლუღლუღებდი და თათას მთელი ძალით ვეკვროდი.-რა იყო ნათია, ეს? -აი, ეს არის, ალექსანდრე!-თანაგრძნობით გამიღიმა და ლოყაზე თბილი ხელი მომისვა. -კი, მაგრამ... რა... რა დააშავა? რატო ცემა?-ამოვილუღლუღე და ვეცადე არ ავტირებულიყავი. -ზედმეტის უფლება მისცა საკუთარ თავს... შენთან მიმართებაში!..-ბოლო სიტყვები ძლივსგასაგონად მიჩურჩულა და გვერდით მომიჯდა. ჯერ კიდევ გაოგნებულს, თვალწინ მედგა ალექსანდრეს, არაადამიანური რისხვით სავსე თვალები და ვგრძნობდი ნელ-ნელა, როგორ მიპყრობდა შიში. თანდათან ვაცნობიერებდი, რომ ალექსანდრე ძალიან დაუნდობელი ხდებოდა, როდესაც რაღაც არ მოსწონდა და ამის შეთვისებასთან ერთად, გამყინავი სიცივე უფრო და უფრო მიპყრობდა. "მოკლავდა! ნამდვილად მოკლავდა!"-ეს აზრი მიტრიალებდა ტვინში და გახევებულ ხელებს, მკლავებზე ვისმევდი. -ელენე, ნუ ინერვიულებ, კარგი?-თბილი ღიმილით მომიახლოვდა სალომე, რომელის უკან რამდენიმე ბავშვი შეკრებილიყო,-იმედია, არ დაგვივიწყებ! -თორნიკეს ზედმეტი მოუვიდა... არ ქონდა ეგ ალექსანდრესთვის სათქმელი!..-ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა ინაძემ და ლოყაზე მაკოცა,-მაგარი ჯიგარი ქმარი გყავს... კიდე გვინახულე, თორე იქეთ ჩამოგაკითხავთ! -მადლობა, ბეთხოვენა!-თავი ვაიძულე, როგორმე გამეღიმა და ბავშვებს დავემშვიდობე. -ელენესთან სალაპარაკო მაქვს!.. თქვენ წადით და ჩვენ მოგვიანებით მოვალთ!-ვერ მივხვდი, როგორ მოგვიახლოვდა ალექსანდრე და მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი, როდესაც მისი სუსხიანი ხმა გავიგე. დამფრთხალმა გავუსწორე მზერა და მის პირქუშ გამოხედვაზე ტანში გამცრა. -სანდრო, ეხლა ამის დრო არაა!..-ჩუმად გადაულაპარაკა ვიბლიანმა და მხარზე ხელი დაადო. -თქვენ წადით!..-კბილებშორის გამოცრა და თვალით მანიშნა, მანქანისკენ გავყოლოდი. ძლივს ავითრიე წელი დაზაფრულმა და თავდახრილი მივუახლოვდი ალექსანდრეს. ის იყო წასვლას ვაპირებდით, როდესაც დემეტრემ ჩაავლო მკლავში ხელი და მანამ არ გაუშვა, სანამ თვალებში არ შეხედა: -ალექსანდრე, არ გაბედო ბავშვისთვის რამის თქმა... გასაგებია?! არ დაგავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა და არ მოგცემ ზედმეტის უფლებას!-ამოისისინა და თვალები დაუბრიალა. რამდენიმე წამს ასე უყურებდა, შემდეგ ხელი გაუშვა და გაღიმებულმა ჩამიკრა გულში. გულაჩუყებულმა მთელი ძალით მოვხვიე ხელები, ისე თითქოს შველას ვთხოვდი და ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს, რომ არ ავტირებულიყავი. -ნუ გეშინია, კარგი?! ხო იცი, რომ ჩემი და ხარ!-მიჩურჩულა ყურთან, თავზე ნაზად მაკოცა და ხელით მიბიძგა მანქანისკენ. მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, ჩუმად ვიჯექით და ხმას არ ვიღებდით. უკვე თვლაც ამრეოდა, იმდენჯერ დავარტყით წრე ქალაქს, ჩემი მოთმინება კი პიკს აღწევდა. გული გალიაში მომწყვდეული ჩიტივით მიფრთხიალებდა საშინელების მოლოდინში და ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავით. სასაცილოა, მაგრამ ვერ გამეგო, რაში მდგომარეობდა ჩემი დანაშაული და მალულად ვაპარებდი შუბლშეკრული ალექსანდრესკენ თვალებს, რომლის სახეზე წეღანდელი მრისხანების, მხოლოდ ჩრდილიღა დარჩენილიყო. -რა უნდოდა იმ ახ*არს შენგან?-როგორც იქნა დაარღვია გაუსაძლისი სიჩუმე და მისი ხმის გაგებაზე, ვინატრე დავყრუებულიყავი. -არაფერი,-პირგამშრალმა ამოვიკნავლე და ხელები ერთმანეთში გადავხლართე. -ელენე, მოთმინება არ დამაკარგვინო, ისე მიპასუხე!..-კბილებშორის გამოსცრა და თითები საჭეს ისე მოუჭირა, ლამის შემოტყდომოდა. -რა გიპასუხო?-ძლივს ამოვთქვი ხმააკანკალებულმა და შეკავებულმა ცრემლებმა ცხვირი ამწვა. -ჩემამდე მასთან რა ურთიერთობა გქონდა?-მანქანა გააჩერა და მწველი თვალები პირდაპირ მომაბჯინა. მისმა კითხვამ ისე გამაოგნა, რამდენიმე წამის განმავლობაში პასუხი ვერ გავეცი. თუმცა ვხედავდი, როგორ ეწურებოდა მოთმინების ფიალა და საცაა თვალებით გავებურღე. -მეგობარი იყო... ერთად ვცეკვავდით... ოთხი წლის წინ...-დაფეთებულმა მივაყარე და დაბნეულმა თვალი ავარიდე. -მეგობარი, არა?!-დაიღრინა, ერთი ძლიერად დაკრა საჭეს ხელი და მკლავებში მომიქცია,-მითხარი... მაშინ თუ მეგობარია, რატომ გიყურებდა ეგეთი თვალებით?!. რატომ მითხრა იმ ნაბი**არმა ასეთი რაღაც?!. -არ ვიცი...-შეშინებულმა ძლივს ამოვთქვი,-რა... რა გითხრა?.. -გაინტერესებს რა მითხრა?!-დაიგრგვინა და თითები უფრო მომიჭირა,-შენს თავში შემეცილა... გესმის?!. იმ სი*მა გაბედა და მითხრა, რომ მოსწონხარ! გესმის რას გელაპარაკები?! -ტყუილია...-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე შოკში ჩავარდნილმა და თვალები მთელი ძალით დავხუჭე, როცა ვიგრძენი წყლის მატება. -არ მაინტერესებს რა არის ტყუილი, მაგრამ გაფრთხილებ...-ჩაისისინა და ნიკაპი რომ არ ამკანკალებოდა, ტუჩზე ძლიერად ვიკბინე,-იმ ახ**რთან გაკარებული დაგინეხო და ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს!.. თვალს არ დავახამხამებ ისე მოვკლავ, თუ გაბედავს და კიდევ შემოგხედავს, თავისი დამპალი თვალებით!.. გასაგებია?!-ხმას აუწია და შემანჯღრია. ძალაგამოცლილმა ძლივს დავუქნიე თავი და როგორც კი ხელი მიშვა, უღონოდ მივესვენე სავარძელს. მისი სიტყვები, ისეთი შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ თავის დაცვა და შეწინააღმდეგებაც ვერ შევძელი. ვერ შევძელი ყველაფერი ამეხსნა და ენაგადაყლაპული სივრცეს გავსცქეროდი. ხმა მაშინაც არ ამომიღია, როდესაც სახლში მივედით. .... ფოთიდან მეორე დღესვე დავბრუნდით. ახალდაქორწინებული წყვილი კი ერთი კვირით მარტო დავტოვეთ სახლში. დაბრუნებულზე ერთად მივიდოდნენ თათას მშობლებთან და ქორწილის დღესაც დათქვამდნენ. სიმართლე გითხრათ, პატარა ბავშვივით მიხაროდა ხისტი ხევსურის, მოსიყვარულე ქმრად ქცევა და საცაა სიხარულისგან ხტუნვა დამეწყო, როცა ქორწილს წარმოვიდგენდი, რომლის ორგანიზება, არავის დავანებე. დარბაზის და კაბის დიზაინზე ტვინის ჭ....ტვა ჩემი სტიქია იყო, რაშიც სახარბიელო გამოცდილება მქონდა და ნეფე-დედოფლის გემოვნების გათვალისწინებით, უმნიშვნელო დეტალიც კი გათვალისწინებული მქონდა. "სხვის ქორწილზე ვნერვიულობ და ჩემი კიდევ საერთოდ არ მახსოვს!.. ბედის ირონიაც ესაა!"-მდგომარეობის სიმწვავის მიუხედავად, ჩემი თავის დაცინვა არასდროს მავიწყდებოდა. თითქმის დღე არ გავიდოდა "საბედისწერო ღამეზე" არ მეფიქრა, მაგრამ ჩემი ტვინი ყოველთვის erorr-ს აწერდა, როდესაც რამე დეტალის გახსენებას ვცდილობდი. ვხვდებოდი რომ ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში გავთხოვდი, ტვინის რომელიღაც ნახევარსფეროში ინახებოდა, მაგრამ თავდაცვის ინსტიქტი, არ მაძლევდა საშუალებას აღმედგინა ფაქტები.თითქოს ასე იცავდა ჩემ ფსიქიკას და ხშირად, საკუთარი თავიც გამომიჭერია იმაში, რომ არ მსურდა რამის გახსენება. არ მინდოდა ჩემი საქციელი, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილიყო, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მომიწევდა მოგონების ტვირთად ტარება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სული ადამიანის სინდისის ხმა იყო. როდესაც მისთვის შეუფერებელ საქციელს ჩადიხარ, გრძნობ როგორ იჭიმება შუბლის ძარღვი და მოსვენებას არ გაძლევს, მთელ არსებას გიფორიაქებს შინაგანი ხმა. სწორედ ეს ხმაა სინდისი. იგივე მეორე მე, რომელიც წამდაუწუმ გახსენებს ვინ ხარ და რისი გაკეთება არ ძალგიძს... ჩემს არსებაში კი, სინდისის ხმა, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა და სულისთვის შეუფერებელი საქციელი, სამუდამო ტანჯვას მიქადდა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, პირისპირ მომიწევდა დაჯახება, მაგრამ არ მინდოდა ამ წუთის დაჩქარებაში მიმეღო მონაწილეობა. რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს, მით მალე მომიწევდა ალექსანდრესთან დაშორება, რადგან იმ ღამის გახსენების შემდეგ, ვერაფრით შევხედავდი თვალებში. მე კი, არ მინდოდა ფსევდო ოჯახის დანგრევა, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თითოეულ მათგანს, ჩემი სულის ნაწილებად აღვიქვამდი. ისევე, როგორც დას ან ძმას. თუმცა უნდა ვაღიარო, ალექსანდრეს ძმად აღქმა არ შემეძლო. ყოველთვის მახსოვდა, რომ ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო და ჩემში დაწყებული ცვლილებები, ამას სულ წინა პლანზე წევდნენ, რის გამოც ბოლო დროს მიჭირდა მასთან ურთიერთობა. ამაში, გარკვეულწილად თორნიკესთან ჩხუბმაც მიიღო მონაწილეობა. უკვე თვალებშიც ვეღარ ვუყურებდი და მის სიახლოვეს სირცხვილისგან ვიწვოდი. მარტო დარჩენისას კი საერთოდ ელეთ-მელეთი მომდიოდა. დაძაბულობას ალექსანდრეს ცვლილებაც ზრდიდა. ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა თორნიკეს სიტყვები და იშვიათად თუ ვხედავდი შუბლგახსნილს. დემეტრეს და ნათიას წყნეთში გამგზავრება, მდგომარეობას უფრო მიმძიმებდა და უხერხულობისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მოკლედ, ვგრძნობდი რომ ჩემი სიმშვიდე თვალსა და ხელს შუა მეკარგებოდა. არმაგედონის მოახლოება კი კარგს არაფერს მიქადდა. სულში დაწყებული ძვრები მაფიქრებინებდა, რომ აქამდე გადახდენილი პრობლემები მოსალოდნელთან შედარებით, ზღვაში წვეთი იყო. დილით, როგორც ყოველთვის წუწუნით გავიღვიძე, მაგრამ ამჯერად მზის სხივები კი არა, არამედ ალექსანდრეს ძახილი მიფრთხობდა სიზმრებს. ზანტად გავახილე თვალები და მობეზრებული გამომეტყველებით ავხედე საწოლთან აღმართულ, ორმეტრიან აყლაყს, რომელიც დოინჯ შემოყრილი, ურცხვად დამცქეროდა და დაჟინებული მზერით მაგრძნობინებდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. -სახლს ცეცხლი ეკიდება? ვინმე მოკვდა? ომი დაიწყო? რუსეთმა ტერიტორიები დაგვიბრუნა? თუ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ?-ბურტყუნით მივაყარე და ვეცადე მთქნარება არ ამვარდნოდა, თან ორივე მუჭით ვიზელდი თვალებს. -საიდან მოიტანე?-არ ვიცი მე ვიყავი სასაცილო მდგომარეობაში თუ ჩემივე ნათქვამი, ფაქტია 5დღის გაუცინარს, სახეზე მხიარული სხივები შეეპარა და წარბებს შორის ღარებიც გაქრა. -სხვა შემთხვევაში არ გაპატიებ დილის 6საათზე გაღვიძებას!-მოჭუტული თვალებით ავხედე და ისევ ბალიშებში ჩავემხე თავით. ძილი-ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მანტრა, რომლის დროსაც ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ამოხსნაც, სულ არ მაინტერესებდა და სიკვდილი ელოდა იმას, ვინც ამ დეტალს არ გაითვალისწინებდა. -არა, არა, არ გაბედო ისევ დაძინება!-ბურანში წასულს, სასიამოვნო ზმანებასავით ჩამესმოდა მკაცრი ბარიტონი,-ელენე, გეყოს შუადღემდე ძილი!.. დღეს სამსახურში გავდივარ!.. გესმის რას გელაპარაკები? -მერე მე რა, საქაღალდის როლი უნდა შევასრულო?-ბალიშებში ამოვიბურტყუნე და ფეხი გავაქნიე, ახლართული ზეწარი რომ მომეშორებინა. -შენ სულ სხვა, ერთობ მუყაითური საქმისთვის მჭირდები...-გავიგე, როგორ ჩაიდუდღუნა და შემდეგ შიშველ მხრებზე ვიგრძენი მისი სხეულიდან წამოსული სითბო,-მაგრამ ეგ მერე... ეხლა ადექი, ყავა გამიმზადე და სავარჯიშოდ წამოდი! -ვივარჯიშე უკვე...-ინსტიქტურად ვუპასუხე და ყურადღება არ მივაქციე წელის გასწვრივ ჩაზნექილ საწილს. -სად ივარჯიშე, საწოლში?-კანით ვიგრძენი, როგორ გაიღიმა და ცხელი სუნთქვა ლოყაზე მომეფრქვია. -აჰამ!-ბალიში კომფორტულად ჩავიხუტე და მოხერხებულად გავიშოტე საწოლზე. -მე რომ სხვა ოთახში მეძინა?-ყურთან მიჩურჩულა და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა, უსიამოდ შევიჭმუხნე შუბლი,-გინდა ამ საღამოს ერთად ვივარჯიშოთ? -კარგი...-მომაბეზრებელი ხმის მოშორებით გახარებულმა, ერთი ამოვიზმუვლე და თითები ავაქნიე დასტურის დასამტკიცებლად. ყურადღება არ მიმიქცევია, ხველაავარდნილი ალექსანდრესთვის, ისე გავაგრძელე ძილი. -მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მაცდუნებელი წინადადებაა, მაინც მოგიწევს გამოფხიზლება...-უკვე სიზმრებში წასულმა, ვიგრძენი როგორ ამაცალეს საბანი და ბალიშებიც მის გზას გაუყოლეს,-ელენე, გირჩევნია შენი ნებით ადგე, სანამ ჩემებურად გამოგაფხიზლე!.. -ჩაკვდი!-გაბეზრებულმა ჩავიდუდღუნე და ისევ საწყის პოზას დავუბრუნდი. -ელენე, შანს გაძლევ, იცოდე!.. -გამაფრთხილებელი გაუხდა ტონი, თუმცა არ გამომპარვია, როგორ ცდილობდა ხმის დამორჩილებას,-თუ არა და, შენი ერთობ სექსუ... ნახევრად შიშველი სხეული, ცივ აბაზანაში აღმოჩნდება და მაშინ ვერაფერი გიხსნის ჩემი... აღარ მომისმენია, რისი თქმა უნდოდა, დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და ეგრევე აბაზანაში შევვარდი. მხოლოდ ალექსანდრეს სიტყვებისას გამახსენდა, ჩემი ჩაცმულობა საწოლში წოლისას და იმის გააზრებაზე, რომ თითქმის მთელი საუბრის განმავლობაში, ის მიყურებდა, საცაა სირცხვილისგან ბოლი ამსვლოდა. კარებზე ვიყავი აყუდებული და თვალს ვარიდებდი სარკეში გამოჩენილ ანარეკლს. იქნებ ასე მაინც დამევჯწყებინა, ის რომ მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი. "არაუშავს!.. არაფერი ისეთი არ მომხდარა!.. ბოლო-ბოლო საცურაო კოსტუმში ყავხარ ნანახი, ელენე! რამ გაყო საცურაო კოსტუმი და ღამის თეთრეული ერთმანეთისგან?! ესეც რომ არ იყოს, ცოლ-ქმარი ხართ..."-აბსურდულ თავის მშვიდებაზე, მწარედ გამეღიმა და თავის ქნევით მოვუშვი ცივი წყალი. მთელი ძალით ვიბანდი სხეულს და შიგადაშიგ რაღაცას ვღიღინებდი, ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა. იმაზეც კი დავიწყე გონებაში მსჯელობა, რა ილეთები უნდა გამეკეთებინა ვარჯიშის დროს და საერთოდ რად მჭირდებოდა მსგავსი რამ. თვალების ცეცებით გავედი ოთახში. ალექსანდრე წასული რომ დამხვდა, შვებით ამოვიოხრე და სასწრაფოდ ჩავიცვი შორტი და მაისური, ისევ შიშველისთვის რომ არ შემოესწრო. სამზარეულოში ჩასულს ისიც გამზახებული დამხვდა. ჩემს დანახვაზე, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და შემფასებლურად ამათვალიერა. მე კი, როგორც ყოველთვის გავწითლდი და სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. -შენთვისაც გავამზადე ყავა. დალიე და გავიდეთ!..-ჩემი უხერხულობა არ გამოპარვია და უმალ მომაცილა თვალი. -არ მიყვარს!.. და აუცილებელია მეც ვივარჯიშო?-სახედაჭყანულმა გავხედე და სავარძელს მივეყუდე. -აუცილრბელია... ვერ ხედავ ლანდი რომ გაგდის?-წარბაწეულმა გადმომხედა და წყლის ბოთლი ხელებში შეათამაშა. -ეგ რა შუაში იყო ეხა?-ტუჩაბზუებულმა გავხედე. ცარიელ ჭიქაც დავსწვდი და სამზარეულოში გავიტანე. -რა შუაშია და ერთი ხელის ჩავლება გინდა და შემომეფშვნები!..-მისაღებში გასულს, ეგრევე მომახალა ნიშნისმოგებით და კარებისკენ გაემართა. -არ ჩამავლო და არც შემოგეფშვნები!-ამოვისისინე და წითელ ცას უკმაყოფილოდ გავხედე. -ოოო, ეგ ჩემო პატარა გოგო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემზე არაა დამოკიდებული,-ზემოდან დამხედა და მზეც დაჩრდილა. -კარგად ხარ?-ვეცადე არ შემემჩნია მისი "ჩემო პატარა გოგო" და თავდახრილი გავემართე გალავნისკე. -ეგ არც მე ვიცი!-გავიგე, როგორ ამოიბურტყუნა ზურგს უკან და უფრო დაბნეულმა ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში. სახლში დაბრუნებულს, ფეხები ერთმანეთში მებლანდებოდა და კუნთების ტკივილს, საცაა ჭკუიდან გადავეყვანე. ძალაგამოცლილმა შხაპიც ძლივს მივიღე და კვნესით ჩავეშვი სავარძელში. ყურადღება არ მიმიქცევია ალექსანდრეს ძახილისთვის, რომელსაც საჭირო საბუთები ვერ ეპოვა და ნახევრად გაწოლილს უღონოდ დამეკრიბა ხელები. 4წელია მსგავსი დატვირთვა ჩემ სხეულს არ ჰქონია და ერთბაშად ასეთმა ვარჯიშმა, არაქათი გამომაცალა. ფეხებში მჩხვლეტავი ტკივილი მივლიდა და საჭმალად ორი ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო. გულში კი მთელი მონდომებით ვლანძღავდი ალექსანდრეს, ასეთი ცხოველი რომ იყო. სწორედ ასე მტკიოდა იმ ღამის შემდეგ, დილას კუნთები და ორმაგად ვბრაზდებოდი ჩემ "ქმარზე". -ელენე, მანქანის გასაღები სად წავიღე?-კიბეებზე ჩამოირბინა და სამზარეულოში გავარდს. -მაგიდაზე!..-კბილებშორის გამოვცერი და ზლაზვნით ავიფარე ხელი თვალებზე. -საქაღალდე? -მაგიდაზე. -ტელეფონი? -მაგიდაზე... და ისევ მაგიდაზე. -აუ, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, ტო!-უკვე ჩემს გვერდით მომესმა ალექსანდრეს ხმა და თავგაბეზრებულმა უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.-რა იყო, კარგად ხარ? -კარგად ვარ... თუ არ ჩავთვლით ფეხების ტკივილს,-გაღიზიანებულმა ავხედე თავზე წამომდგარს და თვალები დავუბრიალე. -გაგივლის... მალე მიეჩვევი,-ღიმილით მახარა, ცხვირზე ხელი წამკრა და საჭირო ნივთები წამოკრიფა,-ექვსისთვის დავბრუნდები და მზად დამხვდი, ნანას და ნათიას სანაქებო ლიტერატურული კაფე უნდა გაჩვენო... ჭკვიანად იყავი!-შეწინააღმდეგება არ მაცადა ისე გავარდა კარებში და მწარე სიტყვები პირზე შემახმა. -ვაი, შენ ჩემო თავო!-საცოდავად ამოვიკვნესე და ამღერებულ მობილურს დავსწვდი,-გისმენ, ონო! -როგორ ხარ, დაი?-გავიგე ღიმილიანი ხმა და მეც შუბლი გავხსენი. -ფეხები მტკივა,-ვაღიარე და სუნთქვაშეკრული წამოვჯექი, კუნთებისთვის ძალა რომ არ დამეტანებინა. -რატო? ხო მშვიდობაა? ან ასე ადრე რატო გღვიძავს?-მომაყარა დაბოხებული ხმით. -ვვარჯიშობდი... მშვიდობაა... ალექსანდრემ გამაღვიძა...-სტანდარტულად ვუპასუხე და მოგონება აშლილმა გონების მოსაკრებად, თავი გავიქნიე. -როდის იყო შენ ვარჯიშობდი? ყოჩაღ სიძე... უყურე რა ბიჭი ყოფილა,-მისი სიცილის გაგებისას, უკმაყოფილოდ ავიბზუე ტუჩი და ფეხები ნელ-ნელა მოვკეცე. -ონო, შენ ძმობას ვფიცავარ, ძვლებში დაგამტვრევ... -ჭკვიანად გოგო შენ! არ ჩამომიყვანო მანდ, თორე დაგაწიწკნი თმებს... -ოღონდ შენ ჩამოდი და ნებით მოგიშვერ თავს. -მალე ჩამოვალ, მალე!.. ჯერ საქმედბი მაქ მოსაგვარებელი! -არ დაგეკარგოს ეგ შენი კაზანტიპი!-იმის წარმოდგენაზე, ეხლა რა სახე ექნებოდა, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. -ენას ამოგაძრობ, იცოდე!-დამემუქრა ონო,-საიდან დაასკვენი? -ჭკვიანი ვარ... შენგან განსხვავებით,-ნიშნისმოგებით ვუპასუხე და სანამ აყვირდებოდა, უცებ მივახალე,-დედა და მამა როგორაა? -მშვენივრად, შენი ჯუჯღუნი არ ესმით და...-მივხვდი რომ სამაგიერო გადამიხადა და ისევ გავიცინე,-მზიკო და გური სულ შენ მოლოდინში არიან... საცაა წყალდიდობა დაიწყოს ერთ ჯერზე ისე აჟღვარჟღვარებენ ცრემლებს! -აუ, რა უზდელი ხარ, პროსტა, რა!-ბებიას და ბაბუას სახელების, ონოსმიერმა ინტერპრეტაციამ, წყენა უმალ დამავიწყა და ახარხარებულს ტკივილმა თავი შემახსენა. -დაი, ჭკვიანად და დაგირეკავ საღამოს... რამდენი ხანია გაგას უნდა შენთან დალაპარაკება და წაიღო ეს ორი გრამი ტვინიც რა...-ბოლოს მაინც წაუსვანა. -კი, მაგრამ მაგას არ აქ ტელეფონი? -ქლიავია... -სერიოზულად გეუბნები! -მეც სერიოზულად გპასუხობ! -ონო! -ასეთი სერიოზულ ჩემ პირველ პაემანზეც არ ვყოფილვარ! -რომელზე, კუჭის ასაშლელი წამალი რომ ჩაგიყარე წვენში და მთელი დღე რესტორნის საპირფარეშოში გაატარე? -აუ, არ გამახსენო რა... რა ეჭვიანი ხარ, პროსტა... -კარგი, ხო!.. დამირეკე თუ რამე და!..-შევაწყვეტინე და მისი "ჭკვიანად იყავი" არ მომისმენია ისე გავთიშე ტელეფონი. მთელი დარჩენილი ენერგია მოვიკრიბე, სავარძელს დავეყრდენი და წამის მეასედში წამოვხტი ფეხზე, ტკივილი რომ არ გაძლიერებულიყო. ერთი წამოვიკვნესე და ფეხების ფლატუნით გავემართე სამზარეულოსკენ. ალექსანდრე დაბრუნებულზე საჭმელს მომთხოვდა, მე კი ჩემი კულინარიული ნიჭის მობილიზება მჭირდებოდა, რამე რომ დამეხვედრებინა. -გოგოებო, ბავშვობიდან დაიწყეთ საჭმლის კეთება!-სივრცეს მივეცი ერთობ საჭირო რჩევა, რომლის გამოყენების საჭიროება, დღემდე დავიწყებული მქონდა და სიკვდილ მისჯილივით გადავხედე სამზარეულოს. "-"-"-"-"-" ერთიანად ჩაფლული ვიყავი საოცრების სამყაროში და გაოგნდბული ვათვალიერებდი სიმშვიდით, ქართული სულით გაჯერებულ ლიტერატურულ კაფეს. ბაცი ყვითელი შუქით განათებული ოთახი, სიმყუდროვეს სძენდა იქაურობას. მრგვალ, ყურძნის მტევნებით ამოტვიფრულ მაგიდაზე დადგმული ლურჯი სანთლიდან ამოვარდნილი წითელი ალი, თეთრ შროშანებს ეცემოდა. იქვე იდო ყურსასმენები, მუსიკით და პატარა ბარი სასურველი სასმლით. რამდენიმე მაგიდა ტიხარით იყო გამოყოფილი და სრულ განმარტოებას ჰპირდებოდა მკითხველს. თითქმის მთელ სიგრძეზე გაკრული მინა, ხმაურიან ქუჩას გადაჰყურებდა და მათ შორის ერთი, თითქმის მთლიანად, სხვადასხვა ენოვან წარწერებს დაეფარა. კარადები, რომლებშიც წიგნები იყო განლაგებული, ქართული ორნამენტებით იყო მოპირკეთებული და წვიმასავით გასდევდა უსურვაზის ყლორტები. ყოველივე ამის მნახველს, წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ჯერ კიდევ დედამიწაზე ვიყავი, შუა ოთახში გაჩხერილი. თავი გავაქნიე აზრების მოსაკრებად, მომღიმარ ალექსანდრეს ავხედე და თვალებით დავუსვი კითხვა: -ოჯახის ერთობლივი ნამუშევარია,-მიმიხვდა, ხელით მიბიძგა კედელთან მდგარი მაგიდისკენ და თვითონ კი სასმლის ასაღებად გაემართა. -როგორც ჩანს შთაბეჭდილება მოახდინა,-ღიმილით დამიჯდა წინ და ნატურალური წვენი გამომიწოდა. -საოცრებაა,-გულწრფელად ამოვთქვი და კიდევ ერთხელ მოვავლე გარემოს თვალი.-სიმართლე გითხრა არ მოველოდი. -აბა რას ელოდი: ბუშტებს და კიკინებიან ტიპებს?-თვალებმოჭუტულმა შემომხედა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -არა... უბრალოდ ყველაფერი ძალიან...-საჭირო სიტყვის ძიებისთვის წამით ჩავფიქრდი, მან რომ დამასწრო. -ეროვნულია! -ზუსტად... თანაც დღესდღეობით ყველაფერს ევროპასთან აიგივებენ და...-ტუჩები ავიბზუე და წვენი ჭიქაში შევანჯღრიე. -მერე ეგ ცუდია?-ეშმაკური მზერით მკითხა და კოკა-კოლა მოსვა. -მეღადავები, ხო?-შუბლშეკრულმა ავხედე და ხელები გულზე დავიკრიბე.-არ მითხრა ეხა, რომ "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ-ევროპელი" ლოზუნგით მოძრაობ. -ბრძნული გამონათქვამია,-სიცილით ამომხედა წამწამებს ქვემოდან და მონუსხულმა თვალები რამდენჯერ ავახამხამე, აზრზე მოსასვლელად. -მე მაგ შენ "ბრძნულ გამონათქვამს", ალტერნატიული, გაცილებით მრავლისმეტყველი შემცვლელი მოვუძებნა: "მე ვარ ქართველი, ყოველგვარი მაშასადამეების გარეშე"!-ნიშნისმოგებით ავწკიპე წარბები და სვენი მოვსვი. -რას უწუნებ ევროპას?-"მგონი ეს ჩემ ჯინაზე ცხოვრობს!" -არაფერს არ ვუწუნებ, ჩვენ არ შეგვეხონ და...-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და იმ წამს შემოსულ გოგოს გავხედე. -ისე ამბობ, თითქოს აქეთ გვაკვდებოდნენ.-მისთვის არ შემიხედია. გოგოს ყურებით ვიყავი გართული და ყურადღება არ მიმიქცევია შეცვლილი ტონისთვის. -საცოდაობა ის არის, რომ ყველას იქით ვაკვდებით...-შუბლშეკრულმა ამოვიბურტყუნე. მზერა მოვაცილე ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისით" ხელდამშვენებულ დაკვირვების ობიექტს და გაღიზიანებულმა მინაში დავიწყე ყურება,-ქართველების პრობლემა ერთია: საკუთარი წარსულის დაფასება არ იციან... არ ვამბობ ნარცისიზმით შეპყრობილებზე... -და გინდა თქვა, რომ... -მე არაფრის თქმა არ მინდა!-გაბრაზებულმა მზერა გავუსწორე, აზარტული ნაპერწკლებით ანთებულ თვალებს,-ერთადერთი რაც მინდა, საკუთარი წარმომავლობის დაფასებაა... იცი, დემოკრატია არაა ქართველი ხალხისთვის საჭირო, რადგან ჩვენ ისეთი ერი ვართ, თავისუფლება თუ მოგვცეს, პირველ რიგში აკრძალულ ხილს ვეტანებით... ვიცით რომ დაგვღუპავს, მაგრამ ჯიუტად მივიწევთ უფაკრულისკენ მიმავალი გზისკენ... და როცა საწადელს მივაღწევთ, სულ სხვას ვადანაშაულებთ... შეიძლება ეს თვისება ყველა ადამიანშია, მაგრამ ქართველებში ყველაფერი გადამეტებულადაა "ჩადებული"... ერთერთმა ინგლისელმა მეცნიერმა კი ქართველი, საოცარი ჭკუით და სიმამაცით დაჯილდოებულ პრიმატებად დაახასიათა... ერთგვარი, ესტეთიური უპასუხისმგებლობა უწოდა ჩვენ ქმედებებს. -ეტობა მე არ მიცნობდა ეგ მეცნიერი,-ღიმილით გადმომხედა და მის გულწრფელ გამოხედვაზე, უნებურად გამეღიმა,-მითხარი, შენ როგორ დაახასიათებდი ქართველს? -ქართველის ერთი სიტყვით დახასიათება ძნელია... ისევე როგორც შენი ჩემო "ქმარო"...-ყურადღება არ მივაქციე, როგორ შეკრთა ჩემ სიტყვებზე, ისე გავაგრძელე,-ერთი კი, რომ ამ საკითხში მრავალგზის გაცვეთილ აზრებს ვიშველიებ... -"არ გავცვლი სალსა კლდეებსა... სხვა ქვეყნის, სამოთხეზედა"-ამ სენით ხარ შეპყრობილი, ხო?-მაგიდას დაეყრდნო და ინტერესით ჩამაშტერდა თვალებში. -და არა მარტო!-ეშმაკურად გავუღიმე და თითი წავკარი ცხვირზე, როგორც მან იცოდა. -ოოო, ეშმაკი კი ხარ, პატარა ქალბატონო,-სიცილით გადმომხედა და კიდემდე დაცლილი ჭიქა გვერდზე გადადო,-მითხარი, რომელი წიგნი/მწერალი გიყვარს? -სიმართლე გითხრა, არ მყავს გამორჩეული მწერალი... არც ერთ წიგნზე ვარ გადარეული. რაც მომეწონება, ვკითხულობ, მაგრამ წამისმიერი აღფრთოვანება, რამდენიმე ხანში ქრება. შემდეგ კი ახალი ცვლის ძველს... ერთადერთი რაზეც დარწმუნებით შემიძლია გიპასუხო, ის არის, რომ ორგანულად მძულს "დიდი სახლის პატარა დიასახლისი". -რა დაგიშავა დიკ ფორესტმა?-გაკვირვებულმა გადმომხედა და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას. -კაცის სახის ყველაზე საცოდავი გამოვლინებაა... -უყვარს!-მიმიხვდა რაზეც ვლაპარაკობდი და მის არგუმენტზე, ორივეს სიცილი აგვიტყდა. -კარგი, რა, ალექსანდრე! ხო ვიცი არა, რომ შენც ასე ფიქრობ! არ მითხრა, რომ "სიყვარულო ძალსა შენსა", ამ შემთხვევაშიც გასამართლებელია,-სარკასტულად გავუღიმე და ხელი ისე ავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიცილებდი. -ჭეშმარიტი სიყვარული ცვლის ადამიანებს.-მაღალფარდოვნად წარმოთქვა და ჩემივე ჟესტი გაიმეორა. -და არა აკნინებს მათ... როგორ გგონია შესაძლებელია ადამიანს ერთნაირი გრძნობით უყვარდეს ორი ადამიანი? -არ ვიცი... რო გამოვცდი, შეგატყობინებ! -შენ ხუმრობ და მე სერიოზულად გელაპარაკები... შეუძლებელია ერთ კაცს ორი ადამიანი ერთად უყვარდეს... უბრალოდ, არ ჯდება ლოგიკაში... -სადაც ლოგიკაა იქ სიყვარულიც არაა! -მაშასადამე, ეს არც ყოფილა სიყვარული... -შენ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერებში ხედავ. -კარგი, მე ბავშვი ვარ, მაგრამ შენ როგორც პიროვნება, შეეგუები იმას, რომ შენთვის საყვარელი ადამიანი, სასიყვარულო სამკუთხედის წვერი იყოს? ჩემი აზრით, სიყვარული იქ მთავრდება, როდესაც ერთი ადამიანი ორს შორის არჩევანის გაკეთებას იწყებს... როდესაც იმ ერთადერთს, სხვას ადარებს და ასე ცდილობს მომავლის აწყობას. უკეთესის უკეთესი არ დაილევაო და მაშინ იცვალეთ ყოველდღე ცოლები და ქმარები და აშენდება ქვეყანა. -შენ ჩემზე უკეთესი რომც იპოვო, ტყუილა ნუ ეცდები რამეს. ჩემი შეცვლა უკვე შეუძლებელია!-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ტირადაც უკმაყოფილომ შევწყვიტე.-არ მითხრს რომ შენ, ერთი ნახვით შეყვარებისაც გჯერა! -ეგ რა შუაში იყო, ეხლა?-შუბლშეკრულმა ავხედე და მზერა გავუსწორე კვამლისფერ თვალებს. -რატო და მომიწევს:"ერთი ნახვით შეყვარების გჯერა? თუ მეორეჯერ ჩამოგირბინო?"-თი სირბილი!-ახარხარებულმა ამომხედა და ეცადა დაწყნარებულიყო, უკმაყოფილო წამოძახილები რომ გაიგო. -უეჭველი გაგას გადაეყარა სადღაც,-ღიმილით დავხედე ტელეფონზე განათებულ ონოს სურათს და დასტურის ღილაკს დავაჭირე,-იპოვე გაგა? -უკაცრავად, თქვენ ელენე ბრძანდები?-ყურმილს იქით გაისმა უცხო ხმა და გაოცებულს ღიმილი შემაშრა სახეზე. -დიახ... თქვენ ვინ ბრძანდებით?-ძლივს ამოვთქვი და დამფრთხალმა შევხედე ალექსანდრეს. -თქვენი ძმა ავტო-კატასტროფაში მოყვა!-განაჩენივით გაისმა წინადადება გონებაში და ვიგრძენი მჭვალავი ტკივილისგან, როგორ მეკუმშებოდა გული. ... უემოციოდ ვიჯექი მოსაცდელში და უინტერესოდ ვათვალიერებდი ნერვიულობით, შეშლამდე მისულ ახლობლებს. საავადმყოფოს სუნი უსიამოდ მიღიტინებდა ცხვირში. ატკიებული კუნთები ისევ მახსენებდა თავს და ერთი სული მქონდა, ექიმისგან ცნობა მიმეღო და დაძაბული სხეული ოდნავ მაინც მოდუნებულიყო. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვნერვიულობდი. არ ვიცი, ეს ჩემი უგრძნობი გულის თუ უდარდელი ხასიათის ბრალი იყო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. მიუხედავად არანაირი იმედისა, პანიკის შეტევა ჯერ არ დამმართნოდა და გვერდითა მზერით ვხედავდი, ამით შეშფოთებული ალექსანდრე წამითაც რომ არ მაშორებდა თვალს. დედ-მამას დაწითლებული თვალები მტკივნეულად მიკუმშავდა გულს, მაგრამ ისიც არ შემეძლო, მივსულიყავი და მენუგეშებინა. მსგავსი რაღაცეები არ ჯდებოდა ჩემს ხასიათში. არ შემეძლო თბილი, დამამშვიდებელი სიტყვების ფრქვევა და მხოლოდ თვალებით გამოხატულ იმედს ვჯერდებოდი. ხალხით გადაჭედილ კოლიდორს, სიჩუმე დაუფლებოდა და გამაყრუებლად მოქმედებდა ნერვებზე. აქამდე მოუსვენარი ბიჭები, ტირილის პირას მისულიყვნენ და ნერვიულად მუშტავდნენ ხელებს. გაუჩერებლად სცემდნენ ბოლთას და თავს იდანაშაულებდნენ, ონოს შეჩერება რომ ვერ შეძლეს. -გაგა, მორჩი!-ვუბრძანე პანიკაში ჩავარდნილს და თვალები დავუბრიალე,-ნუ ბოდავ სისულელეებს! -მეც უნდა გავყოლოდი... მასთან უნდა ვყოფილიყავი...-მუდარის თვალები მომაპყრო და უღონოდ ამოიბურტყუნა. მისმა მზერამ ისე შემძრა, წამით ხმა ვერ ამოვიღე. ყოველთვის ვიცოდი, რომ მეგობრებისთვის, ონო ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ამის ასე ცხადად გამოვლენამ, სკამზე მიმაყინა. უსიტყვოდ მოვავლე ჩემზე მოშტერებულ ბიჭებს თვალი და გაბრაზებამ ერთიანად დამიარა სხეულში. -თუ არ შეწყვეტ, თვალს არ დავახამხამებ ისე გისვრი მესამე სართულიდან!-მრისხანედ ამოვთქვი. ალექსანდრეს ჩემზე ჩაჭიდებული ხელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე განვაგრძე,-ნუ გლოვობ, ისე თითქოს მკვდარი იყოს! ცოცხალია და არც სასიკვდილო ჭირს რამე! -ელენე!..-საყვედურნარევი კილოთი ამოთქვა დედაჩემმა და ცრემლი მოიწმინდა. კბილები ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე და თავი კედელს მივაყრდენი. არ ვაპირებდი უაზროდ ტირილს და მოთქმას. ზედმატად მიმაჩნდა ეს ყოველივე. ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო გლოვა, როდესაც ონო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. -ელენე, კარგად ხარ?-ყურთან გავიგე ალექსანდრეს ბოხი ხმა და თავი დასტურის ნიშნად დავუქნიე. -რადგან არ ვტირი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავგიჟდი... უბრალოდ არ შემიძლია,-სივრცის გავუღიმე და გაოგნებულ "ქმარს" გავხედე, რომლის თვალები მოუსვენრად ევლებოდნენ ჩემ სახეს,-კარგად ვარ!-კიდევ ერთხელ გავიმეორე და თვალები მივლულე. სიბნელეში, თეთრი განათების გამო ათამაშებულ, აბსტრაქტულ სხეულებს ვათვალიერებდი და გონებაში, ნაცნობ ფორმებს ვადარებდი. გვერდიდან მომავალ სასიამოვნო სითბოს, მთელ სხეულზე ვიხვევდი და ნაცნობ სურნელს, ხარბად ვისუნთქავდი. რეალობას მანამ არ დავბრუნებულვარ, სანამ ექიმმა არ გვაცნობა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ონოს მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა ქონდა და რამდენიმე უმნიშვნელო ჭრილობა ფერდის არეში. ღიმილით გადავხედე, გაბრწყინებული თვალებით სახეგანათებულ ბიჭებს და კვლავ საწყის პოზიციას დავუბრუნდი. "-"-"-"-"-" ონო იმ დღესვე გამოწერეს საავადმყოფოდან და სახლში მისცეს მკურნალობის ნება. რამდენიმე თავი წამლით, მალამოებით და ნემსებით დატვირთული, მამაჩემის მგრძნობიარე მზერა და ალექსანდრეს ღიმილიანი თვალები, მიმტკიცებდნენ რომ ისევ რეალობაში ვიყავი. ტვინის შერყევის გამო, დროებით დაკარგული მეხსიერება, შემაშფოთებლად მოქმედებდა ახლობლებზე და წუთით არ ტოვებდნენ, საწოლზე უღონოდ მისვენებულ ონოს. ძალით ყრიდა დედაჩემი ოთახიდან ბიჭებს, იმის მტკიცებით, რომ ეხლა ძილი სჭირდებოდა დაზარალებულს და რამდენიმე ხანში ყველაფერს გაიხსენებდა. აკრუსუნებულ და სახედაკაწრულ ძმას შუბლზე ვაკოცე, ანალპგიურ, ჭაობისფერ თვალებში ჩავხედე და გავუღიმე: -მალე წამოხტი ფეხზე!-ვუბრძანე ჩურჩულით, ლოყაზე ხელი მოვუთათუნე და ფრთხილად გავიხურე კარები. მისაღებში გასულს, შეკრებილი ხალხი, უფრო გამრავლებული დამხვდა, რომლებიც დეტალურად განიხილავდნენ მომხდარს. მოკითხვების, მილოცვების, და მწუხარების გამოხატვის შემდეგ, ღიმილით დავემშვიდობე აქოთქოთებულ მეზობლებს და ეზოში გავედი ალექსანდრეს მოსაძებნად. ხის ძირში მჯდომ ბიჭებს ხელი დავუქნიე და მათკენ გავემართე. -მომენატრე, გოგო!-მხოლოდ ეხლა მომაქცია ერთ-ერთმა ძმადნაფიცმა ყურადღება და გულში ჩამიკრა,-ნერვებს აღარავინ მიშლის და საცაა დეპრესიაში ჩავვარდე!-გადაიხარხარა და ლოყები დამიკოცნა. -შენ არ იყავი, ენის ამოძრობით რომ მემუქრებოდი?!-ეშმაკურად ავხედე და თმები მოვწიწკნე. -აფექტურ მდგომარეობაში ვბოდავ ხოლმა,-სახედაჭყანულმა დამხედა და ჰამაკში, უნებართვოდ ჩამსვა,-ისე, მაგარი გაბრაზებული ვარ შენზე! -ირაკლი, კარგი რა!-სახეაწითლებულმა ამოვიბურტყუნე და ალექსანდრეს მუდარით გავხედე. -ელენე...-ისევ დაიწყო, როდესაც კახამ გააწყვეტინა: -ეხლა ამის დრო არაა. მაგას ჯობია რამე ვჭამოთ, თორე გახმა კუჭი!-სიცილით მომისკუპტა გვერდით და მთელი ძალით გაქანდა. -შენ სულ როგორ გშია, შე საცოდავო!-ამოთქვა გაღიზიანებულმა იკამ და მეორე მხარეს ის მომიჯდა. -ჩემ მომხიბლავ სხეულს, ენერგია ესაჭიროება,-ნიშნისმოგებით დაიხედა ახოვან სხეულზე და ისევ აქანავდა. -კვაზიმოდოს პატენტი წარმომადგენელი ხარ და აბა რა იქნება,-წაკბინა და ახარხარებულ ალექსანდრეს გახედა,-ნარცისია, ტიპიური. თითქმის ნახევარი საათი ვუსმენდი ბიჭების კინკლაობას და თან ჰამაკში ვქანაობდი. ღიმილით ვადევნებდი თვალს წამში გაშინაურებულ ალექსანდრეს თვალს და აძგერებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი. ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ ჩემში ახალი გრძნობა იჩენდა თავს და ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ვხვდებოდი, რომ ყველაფრის დამთავრება, ამჯერად უფრო გამიჭირდებოდა და აყეფებულ ფიქრებს, გონების მიუვალ კუნჭულში ვმალავდი. -ელენე, ჩემი წასვლის დროა!-გონზე მომიყვანა თავზე წამომდგარმა ალექსანდრემ და ჰამაკში წამოვჯექი,-სამსახურში ვარ ხვალ წასასვლელი... შენ თუ გინდა დარჩი. -მარტო წახვალ?-მხოლოდ ამის თქმა მოვიფიქრე და დარცხვენილმა ავხედე წამწამებს ქვემოდან. -ნუ გეშინია, არაფერი მომივა!-ღიმილით დამკრა ცხვირზე ხელი და ბიჭებს დაემშვიდობა. წასვლამდე ბებია-ბაბუის გაცნობაც მოასწრო და სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურის დაგემოვნებაც. სიცილშეკავებული ვუყურებდი ატირებულ მზიკოს, რომელიც წამით არ შორდებოდა, უკვე საყვარელ სიძეს და ვცდილობდი გულწრფელი სიხარულით სახეგაბრწყინებული ალექსანდრესთვის, მზერა მომერიდებინა. -ელენე, არ გამაცილებ?-წარბებაწკიპულ "ქმარს" ფხუკუნით გავხედე, რომელსაც ბებია-ბაბუისთვის, დარჩენა-არ დარჩენის ბრძოლაში, წვალებით მოეგო და ეხლა მე მომჩერებოდა მომლოდინე მზერით. -აბა რას იზამს, ბებია,-აქოთქოთდა მზიკო და ხელით მიბიძგა წამომდგარიყავი,-მიდი გოგო, გააცილე ბოვშვი და მერე საჭმელი უნდა გაჭამო! რაფრა გაფიჩხინებულხარ... ალექსანსრე, მალე ჩამოი იცოდე... -აუ, ბებოოო, are you crazy?!-სიცილით ვაკოცე ლოყაზე და ფეხზე წამოვხტი. -ამ ბოვშვს გათხუებაც არ უშველის,-აბუზღუნდა ბებია და თითი დამიქნია. -ბაბუ, შენი ცოლი ჭედავს!-გავძახე ბიჭებთან ლაპარაკში გართულ გურამს და ღიღინით გავემართე ჭიშკრისკენ. -ენა უნდა ამოგაძროს კაცმა შენ, მასეთი გატუტუცებული რომ ხარ! ბოვშვი და ასეთი?! ჩემ მტერს... რაფრა არაფერი ესმის... მაცა მოგიყვან ჭკვაზე...-ზურგსუკან მესმოდა ბებიის მოთქმა და ღიმილით ველოდი, როდის გამოეტეოდა ალექსანდრე სახლიდან. -მაგარი ბებია გყავს, ტო!-სიცილით მომიახლოვდა ალექსანდრე და წინ ამეტუზა. -ზნაიუ, ძეტკა!..-ვერ გავიაზრე, ისე წამომცდა აჩემებული ფრაზა და გაწითლებულმა გონებაში თავი დავიწყევლე. -მე ვარ გოგო ძეტკა?-თვლებგაფართოებულმა საჩვენებელი თითი მიიდო გულ-მკერდზე და შუბლშეკრული დამაჩერდა. -ამმმ... არ გაგვიანდება?-ძლივს მოვუყარე ტუჩებს თავი და ხელები ზურგსუკან დავმალე. -აქ არ ვიყოთ, გაჩვენებდი ვინ არის ძეტკა!-მარტო ჩემს გასაგონად ამოთქვა და წამის შემდეგ მიპასუხა, ერთიანად ახურებულს,-ზეგ გამოგივლი და წაგიყვან!.. -კარგი.-თვალებს ვერ ვუსწორებდი დარცხვენილი და ერთი სული მქონდა სახლში შევსულიყავი. -ჭკვიანად იცოდე,-სტანდარტული გაფრთხილება არ დავიწყებია. ცოტა ხანს ასე ჩუმად იდგა, შემდეგ მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი შუბლზე და მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ბორბლების წუილით მისწყდა ადგილს. -შარში ხარ, ელენე!-ჩემთვის ამოვიბურტყუნე და ბანცალით შევედი სახლში. "-"-"-"-"-" უკვე მესამე დღე იყო, რაც სოფელში ვიყავი და ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა. ვცდილობდი არ მეფიქრა, ამ "რაღაცაზე", სულს რომ მიფორიაქებდა და მთელი არსებით ჩაფლული ვიყავი ძველი ცხოვრების რიტმში. თავს ვირთობდი ონოსთან და ბიჭებთან საუბარში, გაუთავებლად ვეკინკლავებოდი თეფშმომარჯვებულ ბებიას, დაღამებამდე ვჯირითობდი და წამდაუწუმ ვამოწმებდი ტელეფონს. თითქმის ყოველდღე მირეკავდა დემეტრე და თავისი უკბილო ხუმრობებით, ყურმილს იქიდანაც კი მაწითლებდა. ნათიასთან და თათასთან საუბარი, დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემ აწეწილ ნერვებზე და წამით მავიწყდებოდა ჩემი მდგომარეობა. არც ბიჭებს ვავიწყდებოდი და ყოველ დარეკვაზე მთხოვდნენ მალე ჩავსულიყავი. ვგრძნობდი, როგორ ვეჯაჭვებოდი ამ ადამიანებს და უფრო და უფრო მიპყრობდა ნერვიულობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალექსანდრეს გრძნობიერი ხმა მესმოდა. გახშირებული გულისცემა და თითების ნერვიულად მტვრევა, მაფიქრებინებდა, რომ არაფერი არ იქნებოდა ძველებურად. არასდროს არ ვიქნებოდი, ვერ ვიქნებოდი იგივე ელენე და ვერ შევძლებდი იმის დავიწყებას ან წაშლას, რაც ჩემში ხდებოდა. არასდროს ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ არც ისე სულელი ვიყავი, რომ ვერაფერს ვერ მივმხვდარიყავი. თუმცა გონებაში, ჩემ თავთანაც არ მინდოდა ამის აღიარება და ვცდილობდი ეს, არც სხვას შეემჩნია. განსაკუთრებით კი ალექსანდრეს. სიკვდილი მერჩივნა იმას, რომ ალექსანდრეს რამე გაეგო. ყოველ ღამე კვამლისფერი თვალები იყო, ჩემი ძილისწინანდელი მოგონება და სიზმრებად ქცეულ სახებას გულში სათუთად ვინახავდი. უკვე საღამო გადასიყო და ნერვიულობისგან, სად წავსულიყავი არ ვიცოდი. დაპირებისამებრ, დღეს უნდა ჩამოსულიყო ჩემს წასაყვანად, საათი კი პირველს უკაკუნებდა. ყველა დასაწოლად წასულიყო, ერთადერთი მე ვიყავი ეზოში და საყვარელ ჰამაკში ველოდი ალექსანდრეს. თვალმოუშორებლად ავყურებდი ნახევარმთვარეს და მასთან შეხვედრის მოლოდინში აფართხალებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი. "ისღა მაკლია ტარიელივით, გონება დავკარგო მთელი სამი დღის განმავლობაში და მეც ვიქნები ტიპიური ..."-გონებაშიც არ დავამთავრე ფიქრები და აწრიპინებულ ტელეფონს, დაუხედავად დავსწვდი. -ელენე, ამ დროს რატო არ გძინავს?-ყურმილს იქიდან მომესმა საყვედურნარევი ტონი და სხეული ერთიანად მომიდუნდა. -არ მეძინებოდა,-ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი და ჰამაკში ავიკეცე ფეხები,-რატო არ ჩამოხვედი? ან შენ რატო არ გძინავს? -საქმეები გამომიჩნდა და იმიტომ არ მძინავს, რომ ერთ პატარა, ენაგატლეკილ გოგოს შევპირდი მალე ჩამოგაკითხავთქო, მე კი პირობას ყოველთვის ვასრულებ!-მის თბილ ბარიტონზე ჭიანჭველებმა დამიარეს და აცახცახებულმა, მუხლები გულ-მკერდზე ავიხუტე. -ე.ი. მოდიხარ?-ძლივს შევიკავე თავი, სიხარულისგან არ წამომეყვირა.-დაგელოდო? -კი მოვდივარ... და არ დამელოდო, დაიძინე!.. ოღონდ სახლის კარები დატოვე ღია... აივანზე ძრომიალის თავი არ მაქვს.-სიცილით მითხრა და მეც უნებურად გამეღიმა. -კი, მაგრამ იცი, რომელ ოთახში უნდა დაიძინო?-წარბები ავწკიპე, თითქოს მხედავდა და თითები ჰაერში შევათამაშე. -აუ, ეგ სულ არ გამხსენებია, ტო!.. კარგი დამელოდე და მალე მანდ ვიქნები. წუთი მაინც მეჭირა ხელში გათიშული ყურმილი და სულელური ღიმილით გავცქეროდი სივრცეს. უფრო მეტად აძგერებული გულის ხმაურში, ჭრიჭინების ჭრიჭინიც კი არ მესმოდა. ვერ ვგრძნობდი გაყინულ კიდურებს და თვალებდახუჭული მოუსვენრად ვირწეოდი ჰამაკში. მხოლოდ მაშინ ვინებე თვალების გახელა, როდესაც ეზო მანქანის ფარებმა გაანათეს და დაფეთებული ისე წამოვხტი, თოკებში ფეხებ ახლართულმა, კინაღამ მიწაზე მოვადინე ზღართანი. თავბრუდახვეულს, წუთი დამჭირდა მზერის დასაწმენდად და ნელა შევხედე ჭიშკარში შემოსულ შუბლშეკრულ ალექსანდრეს. -შენ სულ გადაირიე, ხო?-კბილებშორის გამოცრა ძარღვებ დაბერილმა, თუმცა მის თვალებში გამომკრთალი სიხარულის ნაპერწკლები, არ გამომპარვია,-ამ სიცივეში, გარეთ რა გინდა? ან ასე ჩაცმულს? გაიყინო გინდა? რატო არ მიჯერებ? -ვგიჟდები ძიძებზე!-მხოლოდ ორი სიტყვაში შევეცადე ჩამეტია მისი ნახვით გამოწვეული სიხარული და ღიმილის უკან, ძლივს შეკავებულ ჩახუტების სურვილს ვმალავდი. -ხო ვამბობ, პატარა მაიმუნი ბავშვი ხართქო?!-როგორც იქნა, მასაც გაუნათა სახე თბილმა ღიმილმა და ძალუმად ჩამიკრა აცახცახებული გულში,-უყურე შენ, როგორ მომნატრებიხარ!-ამოიბურტყუნა ჩემ თმებში ცხვირჩარგულმა და უფრო მეტად მომხვია ხელები,-სულ გამოვყრუვდი შენი ტიტინი რომ არ მესმის!.. შენ არ მოგენატრე, გოგო?! -ვკვდები მონატრებისგან!-მის მკერდზე ამოვთქვი ირონიული სიცილით და ხელები მთელი მოვმუშტე. -ენა გაქ გრძელი და მწარე!-თმაბი მომწიწკნა და ერთი ნაბიჯით მომშორდა,-წამო მაჩვენე ოთახი, თორე სამი დღეა ნორმალურად არ მიძინია,-დაქანცულმა ამოთხვა, ხელი გადამხვია და სახლისკენ გაემართა. -რატო, უძილობა გაწუხებს?-ინტერესით ავხედე და სახლის კარი შევაღე. -ალბათ!-წამით დაჟინებით მიყურა თვალებში, შემდეგ ერთი ღრმად ამოიოხრა და კიბეებს აუყვა. -ჩემს ოთახში მოგიწევს ძილი!-ლოყებაწითლებულმა ავხედე, როდესაც ოთახში შევედით. -ძალიან კარგი!-სულერთიას გამომეტყველებით გადმომხედა და პერანგის ღილებს დასწვდა გასახსნელად. აფორიაქებულმა უმალ მოვსწყვიტე თვალი, საჭირო ნივთები ავკრიბე და სააბაზანოში შევიძურწე. თბილი შხაპი ნამდვილად არ მაწყენდა. როგორც კი დასაწოლად გავემზადე, ფრთხილად გამოვაღე კარები და ფეხაკრეფით მივუახლოვდი საწოლს. წამით გავხედე უკვე ჩაძინებულ ალექსანდრეს და მის პატარა ბავშვთან მიმსგავსებაზე, ღიმილი ვერ შევიკავე. მისი დაძარღვული ძლიერი ყელი და მხრები, პატრონის უშრეტ ენერგიაზე რომ მეტყველებდნენ, მთვარის ბაც ანარეკლს გაენათებინა და ცვილის რომაულ ქანდაკებას ამსგავსებდა. გამოსაფხიზლებლად ერთი გავიქნიე თავი და ლოგინში ისე შევძვერი, მესასთუმლეს თითქმის ნახევარი მეტრი მაშორებდა. აცახცახებული მიდეზე მოვიკუნტე, საბანი შემოვიხვიე და თავი ვაიძულე ჩამძინებოდა. ათასგვარი ფიქრებით გართული, შეუმჩნევლად ჩავიძირე მორფეოსის საუფლოში. "-"-"-"-"-" დილით გაღვიძებულს ალექსანდრე უკვე ამდგარი დამხვდა და უკმაყოფილოდ გავხედე თორმეტამდე მიტანებულ საათის ისარს. ზანტად წამოვიზლაზნე ფეხზე და ახმაურებულ ეზოს გავხედე აივნიდან. ბებიაჩემის ხაჭაპურებით პირგამოტენილ ბიჭებს თავგაბეზრებულმა გავხედე და დაბინდული თვალები მუჭით მოვისრისე. -ოჰ, მძინარე მზეთუნახავს დიადი სალამი!-მთელი ხმით წამოიყვირა კახამ, როგორც კი დამინახა და იმ წამს მოტანილ გებჟალიას დააცხრა. -მამლის მოვალეობას ასრულებთ თქვენ, თუ როგორაა საქმე?-უკმაყოფილოდ წამოვიძახე და აივნის კიდეს დავეყრდენი. -თუ გულისხმობ: დილით ადრე გაღვიძებას-კი, და თუ გულისხმობ: ჩინჩვლას და მსგავს რამეებს, წინასწარ გეუბნები, ქათმები არ აღძრავენ ჩემში ვნებას!-სრული სერიოზულობით ჩააილაპარაკა პირგამოტენილმა და ახარხარებულ ბიჭებს თვალი ჩაუკრა. -დილით ტანსაცმლის მაგივრად, ტვინს იუთოვებ, როგორც ჩანს!-დავუბღვირე და ბუზღუნით გავემართე სააბაზანოსკენ. დაბლა ჩასულს, სახლი ერთიანად ახმაურებული დამხვდა. ონოც უკვე გამოჯანმრთელების გზას ადგა და დაჟინებული თხოვნით, ბიჭების დახმარებით ეზოშიც გადიოდა. დედა და ბებია ყველა სურვილს უსრულებდნენ, მამა კი თბილისში იყო წასული დოკუმენტების გადასატანად. ბებია როგორც ყოველთვის, გაუჩერებლად ქოთქოთებდა და ბაბუას საყვედურებს, უკმაყოფილო წამოძახილით ხვდებოდა. დაპირებული საუზმის შემდეგ, ჩვენი წასვლის დროც დადგა. თითქმის ყველა მეზპბელს აქ მოწყარა თავი და ლოცვით გვაცილებდა, თითქპს ომში მივდიპდოთ რომელიმე. ბებია ისევ ცრემლებად იღვრებოდა და ონოს სარკასტულ წამოძახილებს ყურადღებას არ აქცევდა. -გაუფრთხილდი ბებია, ჩემ ბოვშვს! ისე გვყავს გაზრდილი, ზედმეტი არავის უკადრებია... მთელი სოფელი მაგაზეა გადაყოლილი და შენ გაბარებთ ეხა მაგას!..-მოთქვამდა ბებია და ალექსანდრეს ცრემლიანი თვალებით აყურებდა. -კაი ქალო! ნუ შეიკალი აგი ბაღანა ხელში!.. გაყევი ქემარა შენც!-დაუცაცხანა გურამმა და მანაც მომღიმარ ალექსანდრეს ახედა.-აბა შენ იცი, მალე ჩამოით! არ დაგვივიწყოთ მოხუცები. -ბაბუუუ, შენ ძმობას ვფიცავარ, სუ მახსოვხარ!-სიცილით დავუკოცნე ლოყები და ბებიას გადავხედე.-მზიკო, ნუ აადიდე მდინარე, რა... მსგავსი ემოციების მიმართ, უარყოფითად ვარ განწყობილი. -შენ ბებია, ნამეტანი ენაგრძელი ხარ... ქე ხარ ჩემი შვილიშვილი მარა!..-დამტუქსა ბებომ და ლოყაზე ხელი მომითათუნა. როგორც კი ყველას დავემშვიდობეთ და დარიგებ-დალოცვები მოვისმინეთ, თბილისის გზას გავუყევით. თან ჩემი დარჩენილი ნივთებიც მომქონდა. უხმოდ გავყურებდი საქარე მინაში ხეებს და "გარდასულ დღეთა სიმშვენიერეს" ვიხსენებდი. -სოფელში ყველას უყვარხარ,-ფიქრებიდან გამომიყვანა ალექსანდრეს ხმამ და შეუხედავად მივხვდი, რომ იღიმოდა. -არ ვუარყოფ,-მეც ღიმილით გავხედე და რადიოს ოდნავ ავუწიე მთვარის სონატა, უკეთ რომ მომესმინა. -რთულად მიიღეს შენი გათხოვების ამბავი!-ერთი გადმომხედა და ისევ გზას მიუბრუნდა. -ოოო, ეგ მეც რთულად მივიღე!-მწარედ გავიღიმე და ისევ საქარე მინაში დავიწყე ყურება,-სიმართლე გითხრა, მთელი ბავშვობა იქ მაქ გატარებული. თითქმის ყველა მეზობელი ჩემს გაზრდაში იღებდა მონაწილეობას და თავს მევლებოდა. დღე არ გავიდოდა, რომელიმეს მაინც არ მოვეკითხე და თავისთან არ წავეყვანე... ყველაფრის უფლებას მაძლევდნენ, რასაც ვინატრდბდი, ყველაფერი ჩემთან მოჰქონდათ... მეც გამეტიჩრებული მეზობლის წიწილებს ვერეოდი და ზეცმეტი სიყვარულით ხელში ვახრჩობდი... სოფლის 1/2ფრინველი ჩემი განადგურებულია,-ცალყბა ღიმილით გავხედე გაოგნებულ ალექსანდრეს და მის დაჭყანულ გამომეტყველებაზე, სიცილი ვერ შევიკავე. -რას ქვია ზედმეტი სიყვარულისგან? წიწილებს რას ერჩოდი? -არაფერს... უბრალოდ ძალიან მიყვარდა და სადმე თუ დავინახავდი, მანამ არ გავჩერდებოდი, სანამ არ დავიჭერდი. როდესაც საწადელს ავისრულებდი, მისი წართმევით დაფეთებული, მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს და ისე ვახრჩობდი, გაცნობიერებას ვერ ვახერხებდი. მკვდარ წიწილსაც არ ვუშვებდი ხელიდან და ვინმე გამორთმევას რომ დააპირებდა, ტირილით ვიკლებდი იქაურობას... ასე რომ ძალიან თავგასული და უზდელი ბავშვი ვიყავი,-ბოლო სიტყვები ჩემთვის ამოვიბურტყუნე და შჯბლშეკრულმა გავხედე ხეების რიგს. -ქილერი მომიყვანია ცოლად!-წამიერი სიჩუმე ალექსანდრეს სიცილმა დაარღვია და ამღერებული ტელეფონი დიკტოფონზე ჩართო,-რა გინდა ბიჭო? უთქვენოთ ფეხი ვერ გამიდგია ვერსად, ტო! -აუ, სანდრიკო, ნუ გაახურე რა,-ტყუპის ხმამ ღიმილი მომგვარა და ერთიანად აწითლებულ ალექსანდრეს სიცილით გავხედე. -სანდრიკოს გაჩვენებ, მანდ რომ ჩამოვალ და თავს წაგაცლი-ამოთქვა გაბრაზებულმა და წითელ ვოლვოს, მოხერხებულად აუქცია გვერდი. -იმენა მაგარი უჟმური ტიპი ხარ და ის ბავშვიც არ გადარიო, რა!-სიცილით ამოთქვა და შრაშუნის შემდეგ კოკას აქოშინებული ხმა გაისმა: -სანდრო, დაგვენძრა!.. მოსაკლავად მოგვდევს ვიბლიანი... -რატო? ეხლა რაღა უთხარით?-უცებ გამხიარულდა ალექსანდრე. -რა რა ვუთხარით, ტო! რაღაც საცოდავი ანეგდოტი მოვუყევით სვანებზე და მთელი დღეა დაგვსდევს... შემგვარბინა მთელი თბილისი... ხალხი გაოგნდბული გვიყურებს, მარათონისთვის ემზადებით ბიჭებო, თქვენი იმედი გვაქვსო... დამატყდა ფეხები, ტო!..-სულს ძლივს ითქვამდა სამსონაძე და აყვირებულ ტყუპებს მთელი ხმით უბღაოდა, გაჩუმებულიყვნენ. -მერე მე რა ვქნა, ტრენერობა ვიკისრო?-გადაიხარხარა ალექსანდრემ და თვალი ჩამიკრა. -აუ, დაურეკე ან რამე ქენი, თორე დარჩი სამი ძმის გარეშე და ეგაა... -სად ხართ ეხლა?-მოწყალება გაიღო და უკვე დამშვიდებულმა კითხა. -ქალების ტუალეტში...-წუთის ლოდინის შემდეგ ამოთქვა კოკამ და პირზე ხელი ავიფარე, მთელი ძალით რომ არ გადამეხარხარა. -რა გინდათ ბიჭო მანდ?-სიცილში მეც კი ძლივს გავარჩიე სიტყვები და სიცილისგან ატკიებულ მუცელზე, ხელი მივიჭირე. -სხვაგან ყველგან შემოგვივარდა და აბა რა გვექნა?!-მის გულუპრყვილო ხმაზე უფრო გამეცინა და თვალზე მომდგარი ცრემლი, ხელისგულებით მოვიწმინდე,-ის კი არა, გოგოებმა ისე დაგვიშინეს, მგონი ჯობდა ვიბლიანს დავეჭირეთ... -ბიჭო გადაირიეთ თქვენ? კაბინაში შეუვარდით?-გაბრაზების მიუხედავად, ალექსანდრეც ვერ იკავებდა თავს და ცდილობდა საჭე არ გაქცეოდა. -ყიფიანები არ იცი რა კრეტინები არიან?!-ბიჭების წამოყვირების მიუხედავად, შეუჩერებლად განაგრძო კოკამ,-პირდაპირ შევარდნენ არც უკითხავთ, დაკავებული იყო თუ არა და ამათ გაშველებაში, თავში ისე მთხლიშა ვიღაცამ მაღალქუსლიანი, 13სმ-იანი ღრმული გამიჩნდა შუბლზე... კოპი მადევს შენხელა, ტო! -ღირსები ხართ!-ფხუკუნით "ანუგეშა" დაზარალებული ძმაკაცი. -ცერცვაძე, მოგკლავ არ მომიყვანო მანდ თორე!-ყურმილს იქიდან წამოიყვირა სამსონაძემ და შემდეგ ტონი, მუდანარევი გაუხდა,-მიდი რა დაურეკე, თორე გავიგუდე ისეთი სუნია... ასენიც ნერვებზე თამაშობენ და ჭკუაზე შევიშლები საცაა. -ხო, კარგი! კარგი! დაველაპარაკები მე,-გატყდა ალექსანდრეც და როგორც კი ყურმილი დაკიდა, ეგრევე გიორგის დაურეკა. ბევრი ახსნის, დარიგების თუ ვედრების შემდეგ, როგორც იქნა დამშვიდდა გულჩვილი სვანი და კოჰაბიტაციაზეც დათანხმდა. "-"-"-"-"-" მთლიანად ქორწილის ორგანიზებაში ჩართულს, უსაქმოდ ერთი დღეც არ მქონდა. გაუთავებლად დავარბენინებდი ბიჭებს სხვადასხვა საკითხზე და მათ შეწუხებულ გამომეტყველებაზე სიცილს ვერ ვიკავებდი. თათა და საბა, უკვე ოფიციალურად დანიშნულებად გამოცხადნენ და ბედნიერებას ასცივებდნენ. თათას მორცხვ ღიმილზე და მადლობაზე, სიხარულისგან ვიბერებოდი და ჩემ თავს მადლობას ვუხდიდი, ასეთი ჭკვიანი რომ ვიყავი. დემეტრე და ნათია, მშობლებთან და ერეკლესთან ერთად, ისევ აგარაკზე იყვნენ და იქიდან გვეხმიანებოდნენ სკაიპით. ალექსანდრე ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა, მანამდე კი არ ჩერდებოდა, სანამ ნახევრად მძინარეს სავარჯიშოდ არ გამიყვანდა. დროთა განმავლობაში, კუნთების ტკივილმა მიკლო, მაგრამ მე წუწუნს მაინც არ ვწყვეტდი. შუადღეს დაბრუნებულს, ჩემი ნაცოდვილარი სადილით ვუმასპინძლდებოდი და დღის ამბებს, მისივე მოთხოვნით, ბეჯითი ბავშვივით ვურაკრაკებდი. ალექსანდრეც ღიმილიანი სახით მისმენდა და არ მაწყვეტინებდა. ისიც ჩართული იყო ქორწილის საქმეებში, ჩემივე დაჟინებული მოთხოვნით და ამჯერად, ის დამყვებოდა დამჯერი ბავშვივით იქ, სადაც მე მოვისურვებდი. -ელენე, ჩამოდი ძირს, სალაპარაკო მაქ შენთან,-აივანზე გადმომდგარს, მომესმა ალექსანდრეს ხმა და სერიოზულ ტონზე, თვალები ვჭყიტე. კვირას დასვენება ჰქონდა და როგორც ყოველთვის, ბიჭების კინკლაობას ადევნებდა თვალს. -რამე ხდება?-ანერვიულებულმა გავხედე აივნის ქვემოთ აყუდებულ "ქმარს". -ჩამოდი და გაიგებ!-ეშმაკური ღიმილით ამომხედა და თვალი ცამიკრა. -ჩამოდი რძალო, მალამუტი მოგიყვანა...-წამოიყვირა ერთ-ერთმა ტყუპმა და სანაცვლოდ ბურთი მიიღო თავში, სამსონაძესგან. ყურადღება არ მიმიქცევია ალექსანდრეს ბრაზიანი ყვირილისთვის თავი, ისე შევვარდი ოთახში, კიბეებზე კინწისკვრით დავეშვი, გარეთ გავვარდი და ფეხშიშველი, მთელი ძალით შემოვახტი ალექსანდრეს. -აუ, რა მაგარი ბიჭი ხარ!.. იცი როგორ გამახარე?! აი, საოცრება ხარ, რა!!!-გაოცების წამოძახილი დავაიგნორე და გახარებულმა, ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი. თან მთელი ძალით ვუჭერდი კისერზე ხელებს. -მიხარია ამის მოსმენა!-გაიცინა და მანაც მომხვია წელზე ხელები, ოდნავ წამომწია და მთელ სიგრძეზე ამაკრო მის სხეულს. -მადლობა... მართლა ძალიან დიდი მადლობა!..-ვბუტბუტებდი გაუჩერებლად და ვცდილობდი ცრემლები არ წამომსვლოდა.-საიდან გაიგე?.. რა იცოდი?..-ოდნავ ვუშვი ხელები და თავი გადავწიე, თვალებში რომ შემეხედა. -შენს ოთახში ვნახე სურათი და სურპრიზის გაკეთება მინდოდა... მაგრამ ესენი ვის რას დააცლიან!..-ამოიბურტყუნა და მიწაზე დამსვა. -მაგარი სურპრიზი იყო, ძმას გეფიცები!..-თვალებ გაბრწყინებულმა წამოვიძახე და მთელი ძალით დავუკოცნე ლოყები,-ვგიჟდები შენზე!.. -ეეე, ეხა თქვენ სიყვარული უნდა უხსნათ ერთმანეთს?..-მხოლოდ ტყუპის ხმის გაგონებისას გამახსენდა, ისინიც აქ რომ იყვნენ და დარცხვენილმა ხავუშვი ხელები, თან ერთი ნაბიჯით მოვშორდი ალექსანდრეს,-ახლახანს ვჭამე და შემარგეთ, ტო! -ყიფიანი, მიგასიკვდილებ!..-დაიღრინა ცერცვაძემ და ძარღვებდაბერილმა ხელები მომუშტა. -ვაიმე, რა ლამაზია!-წამოვიყვირე, როდესაც პატარა, ნაცრისფერ კოპლებიანი, ცისფერთვალება, ფუმფულა ლეკვი მაგიდის ქვეშიდან გამოძვრა და წკმუტუნით ახედა იქ მყოფთ. გახარებულმა ავიტაცე ხელში, გულზე მივიხუტე და მოფერება დავუწყე. -რა დავარქვათ?-ინტერესით ავხედე მომღიმარ ალექსანდრეს და პატარა ყურებზე წავეთამაშე, განაბულ ლეკვს. -რავი, რაც შენ გინდა,-მხრები აიჩეჩა და მაგიდის კიდეს მიეყრდნო. -რამე ორიგინალური მოვიფიქროთ... ბოლო-ბოლო სანდრინიოს დებიუტია საჩუქრებში...-დაიწყო ვიბლიანმა, როდესაც კოკას მიჯლუგუნი მიიღო ფერდში და უმალ შეწყვიტა. -ჩაპა დავარქცათ!-ნერვიულად წამოიძახა ტყუპმა და აწითლებულ ალექსანდრეს მზერა მოარიდა. -ხო, კარგი სახელია ჩაპა,-ჩაიდუდღუნა დარცხვენილმა სვანმა და თავი მოიქექა. -ეეე, რა ჩაპა პიდარასტია?-წამოიძახა მეორე ტყუპმა და დაძაბული ატმოსფეროც უმალ გაიფანტა. -სად შეატყვე, ძმობას გაგიცებ?-სიცილით გახედა კოკამ,-ან რა შუაში იყო ეხა ეს? -პიდარასტული სახელია და იმიტომ!-დაბეჯითებით ამოთქვა და ლეკვს მოუთათუნა თავზე ხელი. -სანის დავარქმევ!..-წამოვიძახე და გაოცებულ ალექსანდრეს გავხედე,-შენ ხომ მაჩუქე და შენ შემოკლებულ სახელს დავარქმევ!-კმაყოფილმა გავუღიმე და ლეკვი ხელში შევათამაშე. -ვაიმეეეე, სად შეგვიძლიააა!-ტყჩებდაპრუწულმა, განაზებული ხმით თქვა ტყუპმა და ხელი ჩაიქნია დანებების ნიშნად. გახარებულმა, კიდევ ერთხელ მოვუხადე მადლობა, გაღიმებულ ალექსანდრეს და ლეკვიანად შევედი სახლში. მთელი დღე მასთან თამაშით გართულს, არ შემინიშნავს როგორ მიაღწია მზემ ზენიტს და ზანტად ჩაესვენა. პატარა ბავშვივით დავჩერებოდი ჩემ საწოლზე ჩაძინებულ ფუმფულა არსებას და გული სიხარულით მეკუმშებოდა. თითქმის გამოვეტირე, როდესაც ბიჭების დაჟინებული მოთხოვნით კლუბში წასასვლელად გავემზადე და მანქანაში ჩავჯექი. მთელი მონდომებით ვუმტკიცებდი, რომ მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, მაგრამ ტყუპების კატეგორიულობასთან ვერაფერს გავხდი. მთელი საღამოს განმავლობაში, მოუსვენრად ვცქმუტავდი ადგილზე და წუთებს ვითვლიდი სახლში წასასვლელად. უკვე ისე მენატრებოდა ლეკვი, საცაა ბღავილი დამეწყო. -აუ, არ წავიდეთ?!-ამოვიწუწუნე და მუდარით გავხედე ბიჭებს,-დავიღალე და ლეკვიც გაიღვიძებდა, უკვე! -კარგი რა, რძალო!..-ამოიბუზღუნა სასმლისგან თვალებ აჟუჟუნებულმა ტყუპმა და ცხვირზე ხელი მომიჭირა,-არსად დაგეკარგება ეგ შენი, სანი! -მართლა დროა, წავიდეთ,-დამეთანხმა ვიბლიანი და მადლიერი მზერით გავხედე. -სანდროს დაუძახეთ, ჯერ,-შეგვახსენა სამსონაძემ და თავის ჭიქაში ცხვირჩარგულ ტყუპს, მუშტი უთავაზა. -მე მოვძებნი,-წამოვიძახე წასვლით გახარებულმა და მოცეკვავე ბრბოს შორის, ძლივს გავიკვლიე გზა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ, უიმედოდ მოვავლე დარბაზს თვალი და შევეცადე მოციმციმე განათებაში, რამე გამერჩია. მხოლოდ წუთის შემდეგ გამახსენდა დაუთვალიერებელი ვერანდა და იმედიანად გავემართე კარებისკე. გარეთ გასულს, ვიგრძენი გულის ღრმა კუნჭულში მტკივნეულად, როგორ ჩამწყდა რაღაც და სუნთქვა შეკრულმა ძლივს შევიკავე მოწოლილი ცრემლები. ღრმა სუნთავისგან, დახშული ფილტვები დასკდომაზე მქონდა და ყელში მოწოლილი ბურთი ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა. თვალები დავხუჭე ყველაფრის დასავიწყებლად, მაგრამ ალექსანდრეს და უცნობი გოგოს კოცნის სცენა, მაინც არ მშორდებოდა. მთელი ძალა მოვიკრიბე ქვითინი რომ არ წამსკდომოდა და მტკიცედ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. -ხელს ხომ არ გიშლით?-ისე ამოვთქვი, თითქოს იქ ჩემი ქმარი არ მდგაროყო. მოჩვენებითი ინტერესით დავიხედე ფრჩხილებზე და გვერდით თავგადახრილმა ავხედე, შეცბუნებულ წყვილს. -ელენე...-ნათლად დავინახე, როგორ აუცახცახდა ხელები ალექსანდრეს და რამდენიმე ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა. -ეს ის არ არის რაც მე მგონია,-დავასრულე მრავალგზის გაცვეთილი ფრაზა და ირონიულად გავუღიმე,-საქმე იმაშია, რომ ყველა შენ გელოდებით, როდის მორჩები... სახლში მივდივარ, ხელს არ შეგიშლით,-მოწიწებით დავუკარი თავი და უსიტყვოდ გავემართე კარებისკენ. ყურადღება არ მიმიქცევია ალექსანდრეს ძახილისთვის, ისე შევედი შიგნით და მოცეკვავე ჯგუფს შევერიე. ვიცოდი წამით მაინც თუ შევხედავდი, თავს ვერ შევიკავებდი და გულამოსკვნილი ავტირდებოდი. ღრმად ვსუნთქავდი, რომ დამშვიდებულიყავი და მათ თვალწინ ცრემლები არ წამსკდომოდა. ნაძალადევი ღიმილით დავუძახე ბიჭებს და უკანმოუხედავად გავეშურე გასასვლელისკენ. -რძალო, ლექსო არ მოდის?-მანქანასთან აყუდებულმა ვიბლიანმა მორიდებით შემომხედა. -დაკავებულია!-მწარე ღიმილით ამოვთქვი და მანქანაში ჩავჯექი. სახლში მისულს სასოწარკვეთა ერთიანად დამეჯახა და ძლივს ავაღწიე ოთახამდე. შემცივნული მოვიკუნტე საწოლზე, ლეკვი გულზე მივიხუტე და გულამოსკვნილი ავტირდი. ზედმეტად მძიმე გადასატანი იყო ნანახი ჩემთვის და ცრემლებში გამოვხატავდი იმ ტკივილს, გულს ასე რომ მიღრღნიდა. მთელი ძალით ჩავბღაუჭებოდი საბანს და კბილებს შორის ვიჭერდი, ძლივს შეკავებულ ქვითინს. ტირილში ჩამეძინა და ვერც კი მივხვდი, როდის მოვიდა ალექსანდრე. "-"-"-"-"-" დილით, თვალების გახელისთანავე მივვარდი სარკეს და ღმერთს მადლობა შევსწირე, თვალები დასიებული რომ არ მქონდა. მოვკვდებოდი და არავის ვაჩვენებდი ჩემ სისუსტეს. არ მინდოდა მათი მზერის ობიექტი გავმხდარიყავი. მალევე მოვემზადე და ლეკვი ხელში ავიტაცე. მხოლოდ ფანჯარაში ყურებისას გავაცნობიერე, რომ 10საათი დაწყებულიყო, ალექსანდრეს კი სავარჯიშოდ არ წავეყვანე. -ტიპიური დანაშაულის გრძნობა,-მწარედ გავუღიმე სივრცეს და ლეკვთან ერთად ჩავედი დაბლა. ყურადღება არ მიმიქცევია მისაღებში აყუდებული ქმრისთვის, ისე გავემართე სამზარეულოსკენ. თან თითებს ვასრიალებდი ფაფუკ ბეწვში. ღიმილით შევყურებდი რძეში ცხვირჩარგულ ლეკვს და ვცდილობდა კარებში მდგომი ალექსანდრესთვის არ შემეხედა. იატაკზე ჩაცუცქული, მის მზერას, ამაოდ ვემალებოდი და ყელში გაჩხერილ ბურთს ვებრძოდი. როგორც კი ლეკვი ჭამას მორჩა, მათლაფა ადგილზე დავაბრუნე, ხელი დავავლე და კარებისკენ გავემართე. უკვე სამშვიდობოს დავიგულე თავი, როდესაც ალექსანდრეს მტკიცე ხელი ვიგრძენი მკლავში. -ჩვენ სალაპარაკო გვაქ,-მისი დახშული ხმის გაგებისას, ტანში გამცრა, ლეკვი ძირს დავუშვი და ნელა მივტრიალდი მისკენ. -არ გვინდა ბანალური ახსნა-განმარტებები, ისედაც ყველაფერი გასაგებია...-ისე ამოვთქვი მისთვის თვალებში არ შემიხედავს, დაჟინებით მივჩერებოდი გულ-მკერდზე. -ელენე...-გავიგე, როგორ გააღრჭიალა კბილები და უფრო ძლიერად მომიჭირა თითები,-ასე ნუ მექცევი... ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო... ყველაფერი არასწორად გაიგე... -გასაგებია-ამოვიბურტყუნე კრიჭაშეკრულმა და შევეცადე დავსხლტომოდი. -სად მიდიხარ? მე ჯერ არ დამიმთავრებია,-მეორე ხელიც ჩამავლო და განძრევის საშუება არ მომცა,-შემომხედე!.. -ალექსანდრე თავი დამანებე,-მუდარით ამოვთქვი და ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე. -ასე არაფერი გამოვა,-წამოიძახა, ნიკაპში ხელი ჩამავლო და მაიძულა ანთებულ თვალებში შემეხედა,-რატო იქცევი ორი წლის ბავშვივით? ხომ იცი არა, რომ მე მამაკაცი ვარ... -და არა ცხოველი,-გამოვცერი კბილებშორის და ამჯერად მე ჩავაშტერდი,-თუ მამაკაცად მიგაჩნია თავი, გრძნობებიც უნდა აკონტროლო. -შენ არაფერი გესმის!..-წამოიძახა ძარღვებ დაბერილმა და ოდნავ შემანჯღრია. -არ მესმის, იმიტომ რომ სულელი ღლაპი ვარ?!-ირონიულად ამოვთქვი, ხელები ავიქნიე, დავუსხლტი და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი.-როდემდე შეიძლება უაზრო ახსნით თავი იმართლო? ვერ ხვდები, რომ ეს დამამცირებელია?!-წამოვიძახე და აღშფოთებულმა ხელები ავიქნიე. -ელენე, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!-დამიყვირა და მრისხანედ ჩამაშტერდა თვალებში. -თავკერძა იდიოტი ხარ!-თავი ვერ შევიკავე, მეც დავუყვირე და გაბრაზებული ავვარდი კიბეებზე. მიუხედავად დამსახურებული შეურაწყოფისა, მაინც ძალიან მრცხვენოდა ვერშეკავებული სიტყვები და შეუჩერებლად მივრბოდი კიბეებზე. უკვე კარებს ვუახლოვდებოდი, როდესაც ჩემს დამოუკიდებლად, ადგილზე გავშეშდი და გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი ისე დამაცხრა ტუჩებზე. გაოგნებისგან იატაკზე მოვადენდი ზღართანს, მაგრამ ალექსანდრეს ისე ჩავებღუჯე, ეს ნამდვილად არ მემუქრებოდა. წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ დაჟინებით დაპატრონებოდა ჩემს ტუჩებს და შეწინააღმდეგების ნაცვლად, კოცნაში მეც ავყევი. თითები თმაში შევუცურე და ვნებების თამაშში ავყევი. ვიგრძენი, როგორ შემიცურა წელში ხელი, ძალუმად მიმიკრა გულზე და კარზე ამაყუდა. ოსტატურად ინსცვლებდა, ტუჩიდან ტუჩზე და უნებართვოდ დააფათურებდა ხელს სხეულზე. ნეტარებაში წასულს კვნესა აღმომხდა და თმაზე ძლიერად მოვქაჩე. ჩემს ხმაზე, უფრო მეტად მიმიკრო და სუნთქვაშეკრულს, ტუჩდბი მომაშორა. -ელენე!..-ვნების ბურუსში გახვეული, ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა და კისერზე დამეკონა. თვალებ მილულული, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც მხურვე ხელი ვიგრძენი მაისურს შივნით და დაფეთებულმა ხელის კვრით მოვიშორე. ჩემი საქციელის გაცნობიერებისას,თელი ძალით დამეჯახა სასოწარკვეთა და ვინატრე მიწა გამსკდომოდა. -ეს რა გავაკეთე!..-ძლივს გავარჩიე ალექსანდრეს ღრმა სუნთქვაში სიტყვები და უფრო მეტად მოვიმუნტე,-ელენე, მე... მე... ჯანდაბა!-წამოიყვირა, ერთი ძლიერად დაკრა კედელს მუშტი და ჩქარი ნაბიჯებით გამშორდა. პანიკა, შიში, სიხარული, აღფრთოვანება, შეძრწუნება, სირცხვილი, ტკივილი ერთიანად აბუყბუყდა გულში და ტირილით შევვარდი ოთახში. თავს ვიწყევლიდი ასეთი სულელი რომ ვიყავი და მომხდარის დასავიწყებლად, თავში ვიშენდი ხელებს. -ეს რა გააკეთე!.. როგორ გაბედე!.. აწი რაღას იზამ!.. როგორ შეხედავ თვალებში!.. რატო, ელენე!.. რატო?!. ვინ მოგცა ამის უფლება?!.-სასოწარკვეთილი ვბუტბუტებდი და გაუჩერებლად ვცემდი ბოლთას. არმაგედონი საკუთარი ხელით დავაჩქარე და ამის სიმწვავეს ნათლად ვგრძნობდი. "-"-"-"-"-" უკვე ერთი კვირა იყო გასული, ჩემი უტვინო საქციელიდან და სირცხვილის გრძნობა, დამშვიდებული თუ არა, გაასმაგებული მქონდა. ყოველ დილით, მალულად ვიპარებოდი ოთახიდან, ალექსანდრეს რომ არ გადავყროდი, თუმცა ის ადრე გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, როდესაც მე დაძინებული ვევონე. თუმცა ფანჯრიდან ყოველთვის ვადევნებდი თვალს, როგორც კი მოსულს დავიგულებდი, მშვიდად ვიძინებდი. დილით კი სულელ ბატს ვუწოდებდი ჩემ თავს. ბიჭებსაც არ გამოპარვიათ დაძაბული ატმოსფერო და ჩემი დარცხვენილი თვალები, თუმცა ვერაფრის კითხვას ვერ ბედავდნენ. დემეტრეც კი ხვდებოდა რაღაცას, მაგრამ აქამდე უტაქტო აყლაყი, სიტყვას არ ძრავდა. დუმილით გაგიჟებული კი, მხოლოდ სანისთან თამაშით ვირთობდი თავს და მის მოვლაში ვარიდებდი ფიქრებს თავს. უკვე მესამე დღე იყო, ალექსანდრე მთვრალი რომ მოდიოდა სახლში და შიწუხებული, მოუსვენრად ვტრიალებდი ლოგინში. არც მისვლა და რამის კითხვა შემეძლო და არც დაძინება. არ შემეძლო თავის ამ დონეზე დამცირება. ჩემს სინდისს, უპასუხისმგებლო საქციელიც ეყოფოდა. -რეგვენო!..-სიბნელეს დავუღრინე, ფეხზე წამოვიმართე და ისე გავიპარე ოთახიდან, ლეკვი რომ არ გამეღვიძებინა. კარგა ხანი ვიდექი გამოღებულ მაცივართან და თვალებ გაშტერებული შევცქეროდი წვენის ბოთლს. როგორც კი ვიგრძენი, რომ შიშველი ტერფები მეყინებოდა, კარი ისევ მივხურე და ჩაფიქრებული ავუყევი კიბეებს. მხოლოდ მაშინ ვინებე გონზე მოსვლა, როდესაც რაღაცას შევასკდი და კიბეებზე დავგორდებოდი, ძლიერ ხელებს რომ არ დავეჭირე. ცხვირში შემიღიტინა ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა და იმის გაცნობიერებაზე, წინ ვინც მედგა, მრავალჯერ ნანატრ სიკვდილს ვუხმე. -რატო არ გძინავს?-ღვინისგან ჩახლეჩილი ხმა, განაჩენივით გაისმა ბნელ ოთახში და სირცხვილისგან ხელები გამეყინა. -ვერ დავიძინე,-ძლივს ამოვილუღლუღე პირგამშრალმა და ხელები ერთმანეთსი ავხლართე. -წადი, დაიძინე!..-მიბრძანა იგივე ტონით, თუმცა ხელი არ გაუშვია. წუთი ვიდექი ხმის ამოუღებლად და როდესაც მივხვდი, რომ ჩემ გაშვებას არ აპირებდა, ფრთხილად შევაპარე: -გამიშვი და დავიძინებ!.. -ხო, უნდა დაოძინო!..-ამოიბურტყუნა, კარგა ხანს, ადგილზე მოქნანავე მომჩერებოდა, შემდეგ ხელი გამიშვა და შვების ოხვრა ძლივს შევიკავე, ისე ავირბინე დარჩენილი კიბეები. ოთახში შესული, კედელს ავეყუდე და გულისცემის დაწყნარებას ვცდილობდი და თან ღრმად ვსუნთქავდი. "რაღა შენ, ელენე! რაღა შენ დაგემართა ეს!.."-ტკივილიანად გავიფიქრე და ადგილზე შევხტი, როდესაც კარები გაჯახუნდა. თვალებგაფართოებულმა გავუსწორე მზერა, კარის ძგიდეს აყუდებულ, გაცდცხლებულ ალექსანდრეს და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. -რას მიკეთებ, გოგო!-დამიყვირა, კარს მთელი ძალით გაკრა წიხლი და გაფითრებულმა დავინახე, როგორ დამასო ხარბი მზერა. -ალექსანდრე... მთვრალი ხარ...-ძლივს ამოვთქვი მუდარით და გაღებულ აივნის კარს გავხედე. -ამჯერად ვერ დამისხლტები!..-დამიღრინა და აივნისკენ გაქცეული, ორ ნაბიჯში დამეწია. ხელები მტკიცედ შემომავლო სხეულზე და გარხევის შესაძლებლობა, მინიმალურ ნიშნულამდე დაიყვანა. -ალექსანდრე, გეხვეწები გამიშვი... გაფიცებ ყველაფერს... სისულელე არ გააკეთო... არ გინდა, ალექსანდრე...-ვემუდარებოდი და გაუჩერებლად ვფართხალებდი. -ჭკუიდან გადაგყავარ!..-ამოიბურტყუნა მზერადაბინდულმა და თითები თმებში შემიცურა. -ალექსანდრე...-წამოვიძახე და სიტყვა შუაზე გამიწყდა, როდესაც გააფთრებით დამაცხრა ტუჩებზე. უღონოდ ვებრძოდი მარწუხებად ქცეულ მკლავებს და ამაოდ ვცდილობდი სახე ამერიდებინა. უკანასკნელად გავიბრძოლე და ერთიანად ბურუსით მოცული, ნეტარების სავანეში გადავეშვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.