შემთხვევებისგან შემდგარი ცხოვრება. ნაწილი მეორე
ლიზარაზუს ოთახს ფანჯრიდან შემოსული მანქანების ფარების ფერმრკრთალი შუქი ოდნავ და პერიოდულად ანათებს, გიო კი არ ჩანს, ლიზარაზუსაც ძილმა გვერდით ჩაუარა და თითქოს ვერ შეამჩნია, ფიქრები... აწვალებს უაზრო ფიქრები, ფიქრებში ერევა სახელები, გარუჩა, გიო, დავითა, გიოს ქეთუშა, როგორც იქნა კარების ხმა გაიგო, გიო ჩვეულებრივი სიმშვიდით შემოვიდა, ლიზარაზუ რომ ასე ფხიზლად დახვდა გაუკვირდა და ალერსიანად გაუღიმა, ისიც საწოლიდან წამოიწია -ხო არ გინდა რამე? კითხა დამშვიდებულმა ლიზამ -მშობლებს ძინავთ? -კი, მაგრამ ვუთხარი რომ ოთარასთან იყავი და შეიძლება იქ დარჩენილიყავი -კარგი გიქნია -სად იყავი? -ქეთი წავიყვანე სახში -ამდენი ხანი გზას მოუნდი? გაბრაზდა ლიზარაზუ -ახლა ხომ სახში ვარ? დაიძინე -ვერ ვიძინებ, ვერ ვისვენებ, ბევრი კითხვა დამიგროვდა -ოღონდ დღეს სასამართლოს ნუ მომიწყობ, ძალიან დავიღალე გთხოვ დავიძინოთ რა, დაეჭყანა გიო -აბა როდის? დღე ორივე ვმუშაობთ, საღამოობით კი უკვე სისტემატურად არახარ სახში, ნაწყენი ტონით თქვა ლიზამ -მივხვდი უკვე რაზეც უნდა ვილაპარაკოთ მარა არ მინდა, ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი არჩევანია, ჩემი შეცდომები ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილებია და რას გავაკეთებ არავისი საქმე არარი -გიო არ მინდა რომ გაგამწარო და ნუ მაიძულებ, ხმას აუწია ლიზამ -რას გულისხმობ? გაუკვირდა დის რეაქცია გიოს -მომავალში როცა შენ დაინტერესდები ჩემი პირადით, ანუ იმით რა ხდება ჩემ თავს, თუ კიდევ გაინტერესებს ეს რა თქმა უნდა, მეც ანალოგიურად გიპასუხებ და შენ გული უფრო მეტად გეტკინება, ვიდრე მე მეტკინა ამ მომენტში, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება მარტო ჩვენი არარი, ის ჩვენს ოჯახის წევრებზე და საყვარელ ახლობელ ადამიანებზეც ახდენს გავლენას და გთხოვ შეეცადე ეს გავლენა ნეგატიური არ იყოს, სინანულით თქვა ლიზამ, ყელში ბურთი მოაწვა, თვალებიც აუწყლიანდა და გიოს თვალწინ რომ არ ატირებულიყო საწოლში ჩაწვა და საბანი გადაიფარა. გიო სინდისმა შეაწუხა, რა უთხრა ლიზარაზუმ ახლა ისეთი რომ ასე გაბრაზდა, არც არაფერი, თანაც სიმართლე, ლიზარაზუ ხომ გიოს ყურადღებით იყო განებივრებული და ეს ყურადღება საყვარელმა ძამიკომ ამ ბოლო დროს ძალიან მოაკლო, თან ლიზარაზუსთვის მიუღებელი, თუ არ ვიტყვით გამაღიზიანებელი მიზეზის გამო, ლიზამ ცოტა იწრიალა და მერე ლიზას _ამოუკდა საწოლზე. -რისი კითხვა გინდოდა? დაიწყო საუბარი ყოველგვარი მობოდიშების გარეშე -უკვე აღარაფრის, უპასუხა საბნიდან ლიზამ -გამოძვერი მაქედან და ნორმალურად დავილაპარაკოთ -შენ აღარ შეგიძლია ნორმალური ლაპარაკი, სულ გაღიზიანებული ხარ ამ ბოლო დროს, თითქოს გგონია რაღაცას აშავებ და ვიღაცა ამისთვის გჭორავს, მაგრამ მე რა დავაშავე? მე რატო მტკენ გულს შენი ეჭვებისთვის? -ვითომ მასე არ იყოს და ყველა ჩემზე არ ჭორაობდეთ, ისევ გაბრაზდა გიო -არ მისცე ხალხს საჭორაო და არ იჭორავებენ -რატომ მჭორავენ? იმიტომ რომ განათხოვარ გოგოსთან მაქ ურთიერთობა? ეგ ვისი რა საქმეა? -არავისი საქმე არარი, მაგრამ საქმე იმაშია, შენ როგორ აღიქვამ იმ გოგოს, კარგად იცი რომ არ მაქვს არავითარი ფობიები განათხოვარ, გაუთხოვრობაზე, მეორედ ცხოვრების დაწყების შანსი ყველას აქვს, მთავარია შენ როგორ მოგვაწოდებ შენს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს შენს ახლობლებს, ადამიანებს რომლებსაც შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა, ადამიანებს რომლებსაც მთელი ცხოვრაბაა იცნობ და მათ უფრო ენდობი ვიდრე საკუთარ თავს, ხო და ახლა გეტყობა რომ ამ ხალხის წინაშე შენ თვითონ გრძნობ თავს დამნაშავედ, თითქოს რაღაცა ცუდს აკეთებდე. შენ თვითონ არ სდემ პატივს შენ ურთიერთობებს, როცა ამას ჩვენგან ითხოვ, შენ თვითონ ჩაიგდე თავი ორ ცეცხლს შორის, ახლა კეთილი ინებე და აირჩიე, სასწორის ერთ მხარეზე ვართ, ადამიანები ვისაც ამ ოცდაათი წლის მანძილზე უყვარდი და ვის გარაშეც ცხოვრებას უბრალოდ ვერ შეძლებ და მეორე მხარეს ერთადერთი ქალი, რომელსაც შენც კი არ თვლი რომ ჩვენი გადაწონვა შეუძლია, მაშინ ლაბირინთში სულ უფრო ღტმად რატო შედიხარ? -ლიზარაზუ ეს ასე ერთი ხელის მოსმით სალაპარაკო არარი, სენ რა იცი მე რას ვგრძნობ? -ხო და მაინტერესებს რას გრძნობ, კიდევ ბევრი რამე მაინტერესებს მაგრამ არავინ მიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას -ხვალ სამსახურში უნდა წავიდე, თავის დაძვრენა სცადა გიომ და საათს დახედა -ხვალ კვირაა... უფრო გაბრაზდა ლიზარაზუ, გიო მიხვდა თავს რომ ვერ დაიძვრენდა, ლიზა აღარაფერს ეკითხებოდა მხოლოდ დაჟინებით უყურებდა და მის ახსნა განმარტებას ელოდებოდა, გიოც იძულებული გახდა ყველაფერის ახსნა ეცადა, ეცადა იმიტომ რომ ამ ბოლო დროს თვითონაც ვერ ხვდებოდა რას დარატომ აკეთებდა -მე არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო, დაიწყო გიომ -მეგონა მხოლოდ ერთი ღამე იქნებოდა, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ერთი ღამით არ მორჩა, მე მასთან არ ვწოლილვარ, სექსი არ გვქონია, იმ ღამით არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვლაპარაკობდით, ახლაც არაფერი ხდება, მე მისთვის ხელი არ დამიკარებია, რატომ ითვლება რომ თუ გოგო ქმარს გაშორებულია, მაშინ ყველას აძლევს? რა უბედურება გვჭირს ქართველებს? რატომ გვაქვს ამდენი სტერეოტიპი? -მე არ ვარ მაგ ტერეოტიპის მსხვერპლი, ეგ უფრო თქვენსკენ ბიჭებისკენ მოიკითხეთ, შენც ხომ ასე გეგონა აქამდე? -მეგონა და მრცხვენია მაგის გამო.... მერე ორივე ცოტა ხანი ჩუმად იყო -მივეჩვიე.... გესმის? უცნაურად იკითხა გიომ -არა, მოკლედ უპასუხა ლიზამ -იცი ბავშვი ყავს... ლიზას თვალები გაუფართოვდა, გიო კი მოყოლას აგრძელებდა -მე ის ბავშვი მიყვარს, აი იქედან, როცა პირველად მანახა და როცა მან შეშინებული თვალებით კითხა ქეთის „დე ეშ ვინ არიო“ მიყვარს როცა მიყურებს მისი დიდი თვალებით და მეკითხევა „შად იყავი აქამდეო“ გული მტკივა როცა არ იძინებს, იმიტომ რომ იცის დილით როცა გაიღვიძებს იქ არ დავხვდები და როცა საწოლში ვაწვენ მეხვეწება „ არ ჭახვიდე რაო“.... გიო ისევ გაჩუმდა -რთულად ყოფილა საქმეე, იმაზე რთულად ვიდრე მეგონაა.... -არ ვიცი რა ვქნა ლიზ, ქეთი არ მიყვარს, ვერც ჩემ გვერდით და ვერც ჩემი შვილების დედად ვერ წარმომიდგენია, მარა იმ ბავშვის სიყვარულს რა ვუყო? -შენი ხომ არარი? ცოტა უტაქტოდ გამოუვიდა ლიზას და ამას თვითონაც მიხვდა -ხო მაგრამ ბავშვია! -ბავშვს რომელსაც ბიოლოგიური მამა ყავს და თანაც გიჟი, რომელმაც გარუჩა იმ საღამოს ცემა, შენ და ქეთი რომ წახვედით დაბადების დღიდან -მამა? ქეთიმ მითხრა ციხეშია და ბავშვს ყურადღებას არ აქცევსო -შეიძლება ციხეშიც იყო -გარუჩა რატომ ცემა? -თქვენ რომ წახვედით მერე მოვიდა ყვიროდა საზიზღრად იგინებოდა, ჩვენც გვაგინებდა და შენ ხომ მკვდარი, ცოცხალი, კეთილები გემრიელად მოგიკითხა, ისე რომ არც ერთი არ გამორჩენია, გარუჩამაც აბა ერთი გვერდზე გამოდიო და დასისხლიანებამდე ურტყეს ერთმანეთს -მერე? -რა მერე? შენ აქ მიზიხარ და სულ უცხო ბავშვზე მზე და მთვარე ამოგდის -რა ქეთის და სანდროს ბრალია მამამისი თუ გიჟია? -არა მათი ბრალიათქო არ ვამბობ მაგრამ ქეთი რა უფლებით გატყვილებს დიხეშიაო და თან ბავშვით მანიპულირებს, მიხვდა რო მიეჩვიე -არ არი ცუდი გოგო ქეთი... -ეგ მეც არ მითქვამს, მაგრამ ამ ქალაქში იმდენი კარგი და უპრობლემო გოგოა, რაღა მაინც და მაინც ქეთის გადაეკიდე? -რა ვქნა? როგორ მოვიქცე? -მაგას მე ნუ მეკითხები, შენ თავთან გაარკვიე, თუ შეძლებ მთელი ცხოვრება ქერქეტა გოგოსთან გაატარო, მხოლოდ მისი შვილის გულისთვის იმიტომ რომ ბავშვი გეცოდება ამას ვერავინ დაგიშლის, ოღონდ დამოკიდებულება შეცვალე ქეთის მიმართ და შენს გვერდით მყოფებსაც შეაცვლევინე და თუ ხვდები რომ მთელი ცხოვრება ამ ტვირთით ვერ იცხოვრებ, დაშორდი სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვს, სანამ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და იოლად დაგივიწყებს -აუ როგორ დამეხმარე? -გიო დიდ ბიჭი ხარ, გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, მე ვერ გიკარნახებ რა და როგორ გააკეთო, შჶნით უნდა მიხვდე შენთვის რა ჯობია -შენ რა თქმა უნდა არ გინდა ჩემს გვერდით ქეთისნაირი გოგო, ეშმაკურად გაუღიმა გიომ -ახლა მთავარია შენ რა გინდა! მოეხვია ლიზა -მე შენს გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს ვცემდი და იმის მიუხედავად რას გადაწყვეტ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელი იქნება -და გარუჩა? იკითხა გიომ -რა სჭირს გარუჩას? ვერ გაიგო ლიზამ -გარუჩამ რაო რო იჩხუბა? -ააა, იბუზღუნა, შენი ძმა სიამოვნებით კვნესის ალბათ და მე ტკივილისგანო, კვნესა მაინც გვაერთიანებსოო, გიოს გაეცინა, ლიზარაზუს შუბლზე აკოცა და სანამ დაიძინებდა ყველაფერს მოვაგვარებო დაპირდა. დილით ჯაფარიძეებთან უჩვეულო სიჩუმე იყო, არავინ საუბრობდა, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული, ლიზარაზუ ტანსაცმელს აუთოვებდა, თავისას და გიოსას რა თქმა უნდა, ქალბატონი მაია საუზმეს ამზადებდა, ბატონი შალვა კი დილის საინფორმაციოს უსმენდა დიდი ყურადღებით, გიო აბაზანაში იყო შეკეტილი, ყველამ სამზარეულოში რომ მოიყარა თავი, მაიამ შვილებს ეჭვის თვალით შეხედა, რაღაცა მოხდა კოცონზეო გაიფიქრა, კითხვის დასმა კი ვერ გაბედა, უხმოდ ისაუზმეს, გიომ დედას მადლობის ნიშნად თბილად აკოცა, ოთახში გასულ ლიზარაზუს გასძახა თუ მზად ხარ წავედითო, ლიზამაც ჩადი და ორ წუტში ჩამოვალო, მერე კარების გაღება დახურვის ხმა გაიგო და თავისი ოთახიდან გამოვიდა, ფეხსაცმელების კარადა გამოაღო, სამზარეულოდან კი დედამ გამოხედა, ლიზა ამ დროს სარკეში ამოწმებდა მის თავს -ლამაზი მყავხარ დედიკო, უთხრა სარკის წინ მოტრიალე შვილს მაიამ -ეს იმიტომ რომ შენი შვილი ვარ თორე, ისე ერთი უბრალო გოგო ვარ არაფრით გამორჩეული, მხრებია აიჩეჩა ლიზამ და მაიას გაეცინა -იჩხუბეთ დედიკო? -მე და გიომ? რატო იკითხე? გაუკვირდა ლიზას -დილით ასეთი სიჩუმე ჩვენს სახში კარგა ხანია არ ყოფილა, ჩვეულებრივ დილა ქაოსურად იწყება, დღეს კი ქარიშხლის წინ რომ სიჩუმეა ისეთი იყო, შეწუხებული სახით თქვა მაიამ -იმედია ქარიშხალი არ იქნება, გაუღიმა ლიზამ დედიკოს და თავი აარიდა ახსნებს -ქვემოთ გიო მელოდება, უახლოესი ერთი წუთის მანძილზე თუ ვერ დამინახა, წავა და დამტოვებს ასეთ სიცივეში გარეთ, საღამოს ვილაპარაკოდ ე.წ. სიჩუმეზე კაი? შეეღრიტინა ლიზარაზუ დედას, მოეხვია და გარეთ გასვლისას თვალი ჩაუკრა, ეზოში გიო გარუჩას ელაპარაკებოდა.... ლიზამ სვლის ტემპს უკლო, არ უნდოდა უხერხული სიტუაცია შეექმნა, იმიტომ რომ შორიდანაც ეტყობოდათ სერიოზული საუბარი ქონდათ, ლიზა სადარბაზოდან არ გასულა როცა გარუჩამ შეამჩნია და გიოს ანიშნა, მერე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ლიზაც მიხვდა რომ ახლა შეეძლო მათკენ წასულიყო, გარუჩას მიესალმა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში -ახლა რაღა დავაშავე? გაკვირვებულმა იკითხა გარუჩამ -შენ არაფერ შუაში ხარ, ჩემზეა გაბრაზებული -და მაინც მე მხვდება არა? ორივეს გაეცინა -ამო საღამოს ჩემთან, შესთავაზე გარუჩამ გიოს -ვნახოთ როგორც მოვახერხებ -ოთარაც წამოიყვანე... მიაძახა უკვე მანქანაში ჩამჯდარ გიოს გარუჩამ, გიომ ხელი აუწია და მერე მანქანა ეზოდან გავიდა. -მაღიზიანებს ეს ბიჭი, თქვა ლიზარაზუმ ისე რომ გიოსთვის არ შეუხედავს -რას ერჩი? -ასე მგონია ძალიან ბევრი საიდუმლო აქ -მერე ეგ დანასაულია? -გამაღიზიანებელია -შენ რამე გიშავდება ამით? - ნერვები მეშლება მეტი არაფერი -დამამშვიდებელი აბები დალიე, გაეხუმრა გიო -რატომ არ მეუბნები რა მოხდა დავითას და გარუჩას შორის? და რატომ წავიდა გარუჩა იმ პერიოდში მოსკოვში? -გარუჩას კითხე -ვკითხე უკვე და შენი საქმე არარისო ასე მიპასუხა -ანუ შენი საქმე არ ყოფილა -გამოდის რომ... -ზუსტად მასე გამოდის! მკაცრად და უხეშად მოუჭრა გიომ და ლიზას გაეცინა -მობრძანდით ქალბატონო თქვენი ბოლო გაჩერებაა, საღამოს გამოგივლი -არ მინდა, ჩემით მოვალ, შეიძლება სოფიც წამოვიდეს ჩვენთან -ასე მიმანიშნებ იმაზე, რომ სახში გვიან უნდა მოვიდე? -ხომ იცი რომ მოსწონხარ, გვიან თუ არ მოხვალ ზრდილობიანად მაინც მოიქეცი -გპირდები კარგი ბიჭი ვიქნები და თან გარუჩამ... -ვიცი, შენ და ოთარა ამოდითო, გააწყვეტინა ლიზარაზუმ -ხო.. გაუღიმა გიომ ამ ბოლო დროს დღეები ერთმანთას ძალიან დაემსგავსა და ლიზარაზუს ეს ძალიან აღიძიანებს, ან ამ დღეების მსგავსებაზე პირველად დაფიქრდა და ისინი ადრეც ასე ჰგავდნენ ერთმანეთს, ცუდია როცა დეპრესიის წინა პერიოდი გაქ, შენც რომ ხვდები ამ ყველაფერს მარა სხვა რაღაცაზე გადართვა არ გამოგდის, მაინც სადეპრესიო საკითხს უბრუნდები და იმასაც ვერ ხდები სადეპრესიო საკითხი რა არი, ერთი სიტყვით გაუგებრობაში ხარ რა... გამოსავალი კი სადღაც შორს მოჩანს, ან სულ ოდნავ კიაფობს გვირაბის ბოლოს ნათება, დღეს მაღაზიაში კიდევ შევიდა ის ბანკის ბიჭი, მან და ლიზარაზუმ ისევ ისაუბრეს, ლიზამ გამოფენაზე მიპატიჟება მიიღო, რომელზედაც ზრდილობიანად თქვა უარი, ბანკის ბიჭს კი თავის მობეზრება აზრადაც კი არ მოსვლია, უარის მიზეზი არ უკითხავს, მერე ისევ წიგნი სთხოვა, ლიზამაც მისცა და მერე ეტყობა ბანკის ბიჭის შესვენებაც დამთავრდა, რადგან საუბარი უცებ დაასრულა და მაღაზიიდან გავიდა, მერე ლიზარაზუ სოლოლაკში წავიდა, რაღაც ღონისძიების დასაგეგმად, შემკვეთთან ერთად ითათბირა, შეჯერდნენ სასურველ იდეაზე, ავანსი მიიღო ლიზამ და ისევ მაღაზიაში დაბრუნდა, სოფი სადღაც იყო წასული, ლიზამ მისი ასავალ დასავალი რომ კითხა, გოგოებმა უთხრეს დაურეკეს და ისიც ისე წავიდა არ დაუბარებია სად მიდიოდა, ან დაბრუნდებოდა თუ არაო, ლიზას საქმეები ქონდა, შეკვეთების საბუთები მოაწესრიგა, გადაახარისხა და ის ის იყო წასვლას აპირებდა სოფი შემოვიდა ოთახში -სად იყავი? კითხა ლიზამ -საქმე მქონდა -წამოხვალ დღეს ჩემთან? -რა ხდება? -არაფერი, რამე უნდა ხდებოდეს ჩემთან რო წამოხვიდე? -ხომ იცი ვერიდები შენთან მოსვლას, მირჩევნია შენ ამოხვიდე ჩემთან -მე მეზარება, მიდი რა, ელეც გამოვა ვიჭორავებთ -ელეს გარდა იქ გიოც იქნება -არ იქნება უთხარი სოფი მოვათქო -ისედაც არ ვეხატები გულზე და ახლა შევძულდები, სახშიც არ მასვენებსო იფიქრებს -სოფი გიოს შენ უყვარხარ, ოღონდ ისევე როგორც მე, ანუ დასავით, თან დღეს გარუჩასთან იკრიბებიან -მაშინ დავკეტოთ და წავიდეთ, თქვა მაინც მოწყენილმა სოფიმ -გზაზე ვაშლის ნამცხვარი ვიყიდოთ, რძიანი ყავა და ელესაც გაუაროთ გოგოები სამზარეულოში ისხდნენ ჩუმად, თითქოს ძალიან ბევრი სალაპარაკო უნდა ქონოდათ, მაგრამ ხმას არც ერთი არ იღებდა, ლიზარაზუ რძიანი ყავის ჭიქებს ხმაურით ურევდა კოვზს, ისე რომ მინის ჭიქის კედლები წკარუნებდნენ, სოფი სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა, ელე ტელეფონში იყო შემძვრალი -დიდ ხანს იქნებით ჩუმათ? მოეშვი ცოტა ხანი ამ დაწყევლილ ტელეფონს, არ შეიძლება?ნერვიულად იკითხა ლიზამ -რა იყო კაკაურას ვწერ, გაბრაზდა ელე -არსად გაგექცევა ეგ შენი კაკაურა -თქვენ რა მირბიხართ სადმე? ღიმილით იკითხა ელემ, გოგოებს გადახედა და მერე სოფის კითხა -რატომ არი ცუდ ხასიათზე? თავით ანიშნა ლიზარაზუზე, სოფიმ მხრები აიჩეჩა არცოდნის ნიშნად -ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო -რა მოხდა ამ ბოლოს? -გიო მანაღვლებს, გარუჩა ნერვებს მიშლის, ის დავითა წულუკიძეც არ მეშვება -კიდე გნახა სადმე? -დაუჩემებია გინდა თუ არა შემხვდიო -შეხვდი მერე შენც რა მოგივა, შეგჭამს? -ჯერ რაღაც უნდა გავარკვიო და მერე დავფიქრდები მაგაზე -რა ხდება? დაინტერესდნენ გოგოები -ზუსტად არ მახსსოვს მარა, დაახლოებით შვიდი-რვა წლის წინ, დავითას და გარუჩას შორის რაღაც მოხდა, მერე ყველამ გაწყვიტა დავითასთან ურთიერთობა, ის საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, გარუჩა მოსკოვში წავიდა, მერე ურთიერთობა აღარ აეწყოთ, მაშინ დავითას აგარაკზე რომ ვიყავით -გარუჩასთნ ერთად რა გინდოდა დავითას აგარაკზე? -გიო არ იყო აქეთ, გახსოვს ეგ და ოთარა წვრთნებზე რო იყვნენ წასულები, აი მაშინ მომიწი იქ წასვლა და გარუჩამ წამიყვანა -მერე იქ რა მოხდა? -ნუ დავითას რატომღაც ეგონა მარტო მივიდოდი და აუზის გვერდით საოცარი სუფრა იყო გაშლილი ორი ადამიანისთვის -რატომ არასდროს ყვები საინტერესო ამბებს? უბწკინა ელემ -მერე რამოხდა? იჩხუბეს? ვეღარ ითმენდა სოფი -არა ხელით არ სეხებიან ერთმანეთს, მაგრამ უფლება რომ მიმეცა გარუჩა დიდი სიამოვნებით მოკლავდა დავითას, ისეთი რაღაცეები უთხრა... -ნეტა რა მოუვიდათ? -როცა ვთხოვე აეხსნა ყველაფერი არ არი შენი საქმეო ასეთი პასუხი მივიღე გარუჩასგანაც და გიოსგანაც -იქნებ ოთომ მითხრას რამე, ვკითხავ აუცილებლად, მარა როგორ ვკითხო? ეს ყველაფერი მოვუყვე? -არა, იცი რა კითხე, გუშინ დავითას გამოჩენამ რატომ დაძაბა სიტუაციათქო და რატომ უნდა მიეცა მაინც და მაინც გარუჩას დარჩენის უფლებათქო -ხო ეგ მეც გამიკვირდა -გუშინაც ვცდილობდი გიოსთვის მეკითხა მაგაზე მაგრამ ისეთ „პრობლემაზე“ ვილაპარაკეთ... გარუჩა და მისი პრობლემები სულ დამავიწყდა, სახე დაუნაღვლიანდა ლიზარაზუს -ქეთიზე ილაპარაკეთ? ოთოსაც აწუხებს ეგ თემა -თემა არა „პრობლემა“ გაუსწორა ელეს ლიზამ -ხო ისიც მასე ეძახის -მე არ მინდა მაგის მოსმენა, დაიჭყანა სოფი -კაი რა სოფ, შეეგუე არ მოსწონხარ -მაგას კი შევეგუე მარა, არ მსიამოვნებს გიოს სისულელეებზე როცა ლაპარაკობთ -იქნებ მართლა უყვარს ის გოგო გიოს? მერე რა რომ განათხოვარია? სერიოზულად იკითხა ელემ -შვილი ყავს! ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა ლიზარაზუს -საქმე ძაან რთულად ყოფილა... და ვინ გითხრა? -თვითონ მითხრა გუშინ, თითქოს ეგეც არარი დანაშაული, უდანაშაულო ბავშვი რა შუაშია, ყველაფერს შევეგუებოდი განათხოვარსაც, ბავშვსაც, არარი ეგ ჩემთვის ტრაგედია, რომ ვიცოდე უყვარს, მაგრამ არ უყვარს, ბავშვით დააბა მაგრა, არ ვიცი მაგრამ ძაან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ბავშვის მიმართ და ქეთიც მაგრა ეცოდება, ახლა უკვე ორივეს მიეჩვია, ამას თვითონაც ხვდება, თავს კიდე ვერ შველის, არაკაცობად მიაჩნია ახლა მათი დატოვება -რა იცი რომ არ უყვარს? -სხვა უყვარს და თან დიდი ხანია, ამოიხვნეშა ლიზარაზუმ -ლიზ, იცი კი ამბობ რომ არც განათხოვრობაზე და არც ბავშვზე გაქ გართულება, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ეგ არი შენი უარყოფითი დამოკიდებულების სათავე -უარყოფითი დამოკიდებულება რა შუაშია, გათხოვილი რომ იყო მაგას მართლა არავითარი მნიშვნელობა არა ააქ გიოს გეფიცები, მაგრამ შვილი ყავს... იცი რას ვფიქრობ? არსებობენ ყოფილი ქმრები, მაგრამ არ არსებობენ ყოფილი შვილები, ქეთის ის ბავშვი სამუდამოდ აკავშირებს სხვა კაცთან, წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ შეეგუება ცხოვრების ამ სამკუთხედს გიო, არც ის მომწონს როგორადაც გვაწოდებს მის და ქეთის ურთიერთობას ჩვენ -ეგ მეც შევამჩნიე, გიო არასოდეს დაუშვებდა რომ შენ მისი საყვარელი ქალი დაგემცირებია, პრინციპში არც შენ გააკეთებდიამას თუ გეცოდინებოდა რომ ის გიოს სიყვარულია, გუშინ კი ქეთის დამცირება უკვე სიუხეშეში გადაგივიდა, არც ბიჭებს მისცემდაისეთი კომენტარების გაკეთების უფლებას, როგორებსაც გუშინ ვუსმენდით -რა მოუვიდა ამ ბიჭს ამ ბოლო დროს? გულდაწყვეტილმა იკითხა სოფიმ -ხდება ხოლმე სოფ, ბიჭები ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველთვის უშვებენ შეცდომებს, უბრალოდ გიოს ეს ეტაპი ძაან გაუგრძელდა -და ვინ უყვარს? დაინტერესდა ელე -მაგას ვერ გეტყვით, ისედაც ბევრი ვთქვი -ახლაც იმ ქალთანაა? გაუფართოვდა თვალები სოფის -არა ჩვენთანაა, მე რო აქ წამოვედი ისინი გარუჩასთნ აპირებდნენ წასვლას, თქვა ელემ და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა -მაინც ვერ გავიგე გარუჩას და დავითას ურთიერთობა, შენ და დავითას ურთიერთობასთან რა კავშირშია? დაუბრუნდა ელე პირვანდელ სასაუბრო თემას -არ ვიცი ელე, თითქოს გარუჩა არასდროს ყოფილა ჩემთვის ავტორიტეტი, მაგრამ მთლად უკანასკნელი ადამიანიც არ აღმოჩნდა, ვის აზრსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაღაცნაირი აი ქართულად ვერ ვამბობ „დასტოინი“ ტიპია -ღირსეული მიეშველა სოფი -ხო ღირსეული, მადლობა სოფ, იმ დღეს დავითას უთხრა არაკაცი ხარო, ხო და ვთვლი რომ უმიზეზოდ არ ეტყოდა მაგას, მე კიდე არაკაცს არ მინდა ვხვდებოდე, თან მთხოვა დავითასგან თავი შორს დაიჭირეო -მასე გითხრა? გაეცინა სოფის -არა, ასე მითხრა დავითას გაკარებული არ დაგინახოო.... -რა უფლებით გითხრა ეგ? აღშფოთდა ელე -ამის უფლებას ერთად გატარებული ბავშვობის წლები აძლევს, მე და შენ უბნის პრინცესები ვიყავით და ახლაც ვართ, ეს ნაწილობრივ ჩვენი ძმების და ნაწილობრივ კი მათი გარემოცვის დამსახურებაა, ამ გარემოცვაში კი გარუჩაც იკავებს საპატიო ადგილს, ის ყოველთვის ისე ზრუნავდა ჩვენზე როგორც გიო და ოთარა, თანაც დილით რომ გავდივარ, თუ შემამჩნია ყოველთვის ღიმილით მაცილებ, ეს სასიამოვნოა -შემთხვევით ხომ არ შეგვიყვარდა გარუჩა? -რატომ მაშინვე შეგვიყვარდა? არ შეიძლება ადამიანს პატივისცემით ეპყრობოდე და მის აზრს ითვალისწინებდე? თან როცა გრძნობ რომ თვითონ ოჯახის წევრივით გიფრთხილდება და ზრუნავს შენზე? -მაშინ გარუჩას შეუყვარდი? -ეგ არ ვიცი, გარუჩას კითხე -უბრალოდ ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ და ეს თავითავად ხდება, თქვა სოფიმ და მხრები გაუგებრად აუჩეჩა -რა ხდება თავისთავად, სიყვარული? გაუკვირდა ლიზარაზუს -არა სიყვარული არა, ერთმანეთზე ზრუნვა ხდება თავისთავად, გაეცინა სოფის -კაკაურიძესთან როგორაა საქმეები? გადაერთნენ სხვა თემაზე გოგოები და ელესაც თვალები გაუბრწყინდა -ძალიან კარგად,მე მგონი ვთხოვდები -ილაპარაკეთ უკვე მაგაზე? -კი და ნიშნობის თარიღიც მგონი შევათანხმეთ -ასე ტრადიციულად იქნება ყველაფერი? გაუკვირდა სოფის -მე მინდა ყველაფერი ასე იყოს და არც ის მეწინააღმდეგება, კაია როცა ტრადიციებს არ ივიწყებენ, ლამაზია ეს ყველაფერი და რატომუნდა დავიკლო? -არ უნდა დაიკლო, ასე მხოლოდ ერთხელ ხდება ხოლმე -გააჩნია ვისთვის!!! გოგოებს გაეცინათ და კარების ხმა გაიგეს… -გიო მოვიდა, მე წავედი, გაემზადა სოფი -მოიცა სად მირბიხარ უზრდელურად გამოგდის, ეს ეს არი მოვიდა და შენ გარბიხარ, მერე გოგოებს ხმაურის ხმა მოესმათ -მგონი მარტო არ არი... გადახედეს ერთმანეთს -ლიზარაზუ მოვედით -მოხვედით??? ვინ და ვინ? გაუკვირდა ლიზას -მე, ოთარა და გარუჩა, ამას სახში საჭმელი არაფერი ქონდა და ჩვენ კიდე ვიფიქრეთ ჩაუფენთ ცოტათქო და ბიჭები სამზარეულოში შემოლაგდნენ -გამარჯობა სოფ, მიესალმა გიო სოფის -გამარჯობა გოგოებო, საერთო სალამი თქვა გარუჩამ -ბოდიშით რომ მყუდროება დაგირღვიეთ -პრივეტ კრასავიცა, გაუღიმა ოთარამ ლიზარაზუს და თავზე აკოცა და მაშინვე დაამატა -სალამი სოფ -გაგვიწყვე რა სუფრა, შეეღრიტინა გიო დაიკოს, გოგოებიც უსიტყვოდ ადგნენ მაგიდიდან, ადგილები ბიჭებს დაუთმეს და ლიზარაზუს დასახმარებლად მოემზადნენ, ცოტა ხანში საკმაოდ ნოყიერი სუფრა გააწყვეს და შემოუსხდნენ კიდევაც, სოფი ისევ აწუწუნდა წავალ თორე დამაგვიანდებაო -არ წახვიდე რა, თხოვა გიომ და სოფის გაუკვირდა -დარჩი დღეს ჩვენთან, ჩემ ლოგინს დაგითმობ, მე დივანზე დავიძინებ, ამ ბოლო დროს თითქოს ნაწყენი ხარ ჩემზე და ვერ ვხვდები რა დაგიშავე იმის ფასი რომ სულ გაქცევაზე ხარ როცა მე მოვდივარ, მე მგონი არაფერი მიწყენინებია, გულდაწყვეტით უთხრა გიომ -შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ წასასვლელი ვარ, მაინც არ დაიშალა თავისი სოფიმ -გელოდება ვინმე? ინტერესით კითხა ოთომ -არა, იუარა დაბნეულმა სოფიმ -აბა ჩვენთან არ გინდა? ისევ იკითხა ოთომ -საქმე მაქვს -მე გაგაცილებ, ოღონდ დარჩი, არ მოეშვა ოთო -შენ ახლა დალევ და მერე დივანზე მიუწვები გიოს და მე მარტო დავრჩები წასასვლელი თან გვიან -მითუმეტეს რა პრობლემაა? დავრჩეთ ყველოანი, გაიცინა გარუჩამ, ყველას გაეციან და სოფიც იძულებული გახდა დარჩენილიყო, ბიჭებმა ტრადიციულ-ქართულად მოულხინეს, სადღეგრძელოები, სიმღერები, ხუმრობები, ისტორიები, საქმის გარჩევები, ერთი სიტყვით კარგი საღამო გამოუვიდათ, ელემ გამოაცხადა კაკურამ ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდიო, მერე ოთოს ჩაეხუტა, მალე ნიშნობა გვექნებაო, ოთოს გაეცინა და გაიხუმრა, ის კაცი მარტო იმიტომაა დასაფასებელი შენს ატანას რომ აპირებს მთელი ცხოვრებაო, კიდე ერთი ჭიქის დალევის საბაბი მიეცათ და ეს პატარა და დაუგეგმავი ქეიფი, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა, ბოლო ჭიქა დალიეს ოჯახი დალოცეს და ოთო, ელე და გარუჩა ფეხზე წამოდგნენ, კარებთან რომ მივიდნენ ოთომ ისევ შესთავაზა სოფის გაცილება, რომელმაც მორცხვი უარი უთხრა ოთოს, დღეს დავრჩებიო, ელემ გოგოებს დახმარება თხოვა და თან დააყოლა თქვენი იმედი მაქვსო, ლიზარაზუმ გარუჩას უჩურჩულა შენთან ლაპარაკი მინდაო, გარუცამაც ჩუმად უთხრა ნებისმიერ დროს შემომიარე სახელოსნოშიო და ასე დაშორდნენ ერთმანეთს კმაყოფილები სასიამოვნო საღამოთი, უკან რომ შემობრუნდნენ ლიზამ სუფრის ალაგება დაიწყო, სოფიც ეხმარებოდა, გიო სამზარეულოს ღია ფანჯარაში სიგარეტს ეწეოდა, ალაგებას რო მორჩნენ ლიზარაზუმ სოფის უთხრა რომ საწოლს გაუშლიდა და გიოს დივანსაც მიხედავდა, სოფი ჭურჭლის დარეცხვას შეუდგა, დაანებე მე ვიზამო კი უთხრა ლიზამ, მაგრამ სოფიმ ვითომ ვერ გაიგონაო, ლიზა კი სამზარეულოდან გავიდა -სოფ ყავას მომიდუღებ? კითხა უცებ გიომ, სოფის გაუკვირდა და გიოს გაკვირვებული თვალები შეანათა, თუმცა ჭურჭლის რეცხვას თავი დაანება და ყავის მოდუღებას შეუდგა, უსიტყვოდ დაუდგა დიდი ფინჯნით ყავა და ვაშლის ნამცხვრის ერთი ნაჭერი გიოს ფანჯრის რაფაზე, ჭურჭლის რეცხვას რომ უნდა მიბრუნებოდა გიომ კითხა -დავაშავე რამე? -არა -აბა მოღალატე ქმარივით რატომ მექცევი? -არ ვიცი -ძალიან გთხოვ ასე ნუ იქცევი, მე შენ მიყვარხარ სოფ, როგორც ლიზარაზუ მიყვარს ისე, შენ კიდე პატარა ბავშვივით მებუტები, შენი აზრით ეს ლამაზი საქციელია? -არ არი ლამაზი საქციელი, თვალები აუწყლიანდა სოფის -არ იტირო, მკაცრად უთხრა გიომ -საშინლად ვერ ვიტან როცა გოგოები ტირიან! -არ ვტირი, ყელში მობჯენილ დიდ ბურთთან ერთად ცრემლებიც გადაყლაპა სოფიმ -პუშკინი წაკითხული გაქ სოფი? უცებ შეიცვალა ტონი გიომ -პუშკინი ყვალსააქ წაკითხული! -მერე რს ამბობს ის? რაც უფრო ნაკლებად გვიყვარს ჩვენ ქალები, მით უფრო იოლად მოვწონვართ მათ -ეგ რა შუაშია? ვერ მიუხვდა სოფი სათქმელს -შენ გგონია კაცებზე სხვანაირადაა? რაც უფრო ნაკლებად ვუყვარვართ ქალებს, მით უფრო მეტად მოგვწონს ისინი ჩვენ... ეს თამაშია, მეტობა ნაკლებობის თამაში... -მე მასე არ შემიძლია, გაიქნია თავი სოფიმ -ვიცი და გული მწყდება, შენთვის და ლიზარაზუსთვის სიყვარული და უთიერთობები თამაში არ შეიძლება იყოს, თქვენთვის საჭიროა წლებიც რომ გავიდეს, სიბერეშიც კი როცა ძველი სვიტერი და დახეული ჯინსები გეცმებათ, თქვენი საყვარელი ადამიანი ისე გიყურებდეთ როგორც სუპერმოდელს, ასე კი არ ხდება, ყოველ შემთხვევაში მე არ შემიძლია ასე ვუყურო ქალს -თავს ნუ ილანძღავ, შენ ნამდვილად შეგიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ის ქალი მე ვერასდროს ვიქნები და ვერც ის გოგო იქნება სიბერეში შენი აღფრთოვანების ობიექტი რომელსაც ახლა ხვდები, იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ მასეთი საოცნებო ქალი უკვე ნაპოვნი გყავს და დროს ტყუილად რატო კარგავ ვერ ვხვდები -მართალი ხარ შენ, თვალი ჩაუკრა გიომ -ხო და წავალ და ვეტყვი ამ ყველაფერს ჩემ საოცნებო ქალს, მოემზადა გიო წასასვლელას და სოფიმ გააჩერა -ახლა გვიანაა, იმ საოცნებო ქალს სავარაუდოდ ძინავს, შენ ნასვამი ხარ, არა მგონია კარგი მომენტი იყოს და როგორც ვიცი ჯერ ერთი, ძალიან დიდი პრობლემა გაქ მოსაგვარებელი, გიომ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და დაიჭყანა -ლიზარაზუმ ენა ვერ გააჩერა ხო? -შენზე ნერვიულობს და ეს ნორმალურია, მოდი ახლა დაწექი და ხვალიდან დაიწყე ცხოვრების მოწესრიგება კაი? თბილად გაუღიმა სოფიმ და შერიგების თუ ურთიერთობის გარკვევის ნიშნად ხელი გაუწოდა -მართლა ასე ძაან გიყვარვარ? არაკორექთული კითხვა დასვა გიომ -მიყვარხარ გიო, მაგრამ არა ისე გაბუქებით როგორც გგონია, ან ლიზას გონია, მეც მეგონა ასე, ადრე... მეგონა რომ ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყავი,მერე მივხვდი რომ ერთადერთები არ არსებობენ, შენ უბრალოდ პირველი და დიდი გატაცება იყავი, რომელიც მე ვაქციე იდეალად, ახლა კი მართლა მიყვარხარ როგორც კარგი ადამიანი და როგორც მეგობარი და ძალიან მწყინს როცა შენზე ცუდ რაღაცეებს ვისმენ, ჩემგან არ გესწავლება, არც მაქვს არავითარი უფლება რამე გითხრა მარა, ცოტა ჭკვიანურად მოიქეცი და აზრი მიატანე რას აკეთებ, შეემუდარა სოფი, გიომ კი გაწვდილ ხელზე მოქაჩა და სოფი ჩაიხუტა -კარგი გოგო ხარ შენ სოფი და ჩემზე ბევრად კარგს იმსახურებ, ამ დროს ლიზაც შემოვიდა სამზარეულოში და ჩახუტებული სოფის და გიოს დანახვაზე თვალებზე ხელი აიფარა -არ გიყურებთ არაააა.... სამივეს გაეცინა, მერე გიო დასაძინებლად წავიდა და გოგოებმა სამზარეულოს მოწესრიგება დაამთავრეს, ლიზამ გიოს თავთან ლიკანის ბოთლი დაუდგა და უკვე საწოლში მყოფ სოფის შეუერთდა ოთახში -რატო გეხუტებოდა გიო? კითხა უცებ ლიზამ -ურთიერთობები გავარკვიეთ, მოკლედ უპასუხა სოფიმ -ქორწილი როდის გაქვთ? -გადავწყვიტეთ რომ ქორწილი არ გვინდა -ანუ მრუშულად გინდათ ოჯახის შექმნა, ხალხისა და ღვთის თანხმობის გარეშე? -ანუუუ, ოჯახის შექმნა არ გვინდა -მერე შენ? -ლიზ ერთხელ და სამუდამოთ მოვრჩეთ ამაზე საუბარს, მე და გიო ერთმანეთს ბედნიერებას ვერ მოუტანთ... -სამწუხაროა... ამოიხვნეშა ლიზამ -ნეტა ოდესმე თუ გვეცოდინება ზუსტად რა გვინდა? დასვა კითხვა თითქოს არავისთვის სოფიმ -მე ვიცი რაც მინდა! სამომავლოდ მშვიდი და მოსიყვარულეოჯახი მინდა... -იდწაში ეგ ყველას გვინდა დაეჭყანა სოფი -არა, როგორც ყველას მე ისე არ მინდა, მე სხვანაირად ჩემებურად მინდა, არ მინდა ამ ცხოვრებაში ბევრს და უაზროდ ვრისკავედე, მინდა როგორც ზღაპრებშია ისე მიყვარდეს, ძილის წინ ჩვენ საყვარელ სიმღერაზე ვცეკვავდეთ, დილას ლამაზთვალება ბავშვებით ვიწყებდე, საუზმეს ვამზადებდე და ამ დროს სულ არაფრისთვის გულში მიკრავდნენ, ჩვენი პატარები კი ამ დროს კროჭინებდნენ და სახლს სითბოთი და მარადისობის განცდით ავსებდნენ, მინდა დილით და საერთოდ ბათურას მეძახდეს და ყოველთვის ისე მიყურებდეს თითქოს პირველად მხედავდეს, ლიზარაზუს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ გაჩუმდა -რა გჭირთ და-ძმას დღეს? ჩემი გადარევა გადაწყვიტეთ? გაუკვირდა სოფის -ალბათ ჩვენც დაგვიდგა ის დრო როცა ეს ყველაფერი ადამიანს ძალიან გინდა... სოფი მიხვდა რომ ლიზარარუ მას მეტს აღარაფერს გაუმხელდა, რადგან ლიზარაზუს აჭარბებდა, მაგრამ სოფი სახიფათო თემას მაინც შეეხო -ლიზ რაღაცას გკითხავ და ძალაინ გთხოვ არ გეწყინოს, თუ გინდა არ მიპასუხო, გავიგებ, ხანდახან ისე ლაპარაკობ და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, რომ არ შეიძლება ამას რაიმე მიზეზი არ ქონდეს, აი გახსოვს მაშინ ჩემთან გარუჩამ რომ მოგაცილა, მაშინ გკითხე და შენ ხუმრობით მიპასუხე -ვხვდები რისი კითხვაც გინდა მარა გიოს გეფიცები მართლა არაფერი ხდება, აღარ დააცადა კითხვის დასმა ლიზარაზუმ -ერთმანეთში შეიძლება არაფერი მაგრამ შენს გულში რა ხდება? -ეგ არ ვიცი, არ მიკითხავს გულისთვის, მაინც არასერიოზულად უპასუხა ლიზამ -და უფრო სერიოზულად? -არ ვიცი სოფ, არ მიფიქრია არასოდეს მაგაზე... ოდნავ უნიჭოდ იცრუა ლიზამ და სოფის ზედმეტი კითხვებით რომ არ შეეწუხებინა კედლისკენ გადაბრუნდა და სოფის ძილინებისა უსურვა... ლიზარაზუს მართლა არასოდეს უფიქრია გარუჩაზე და მისთვის მიცემული პირობა რომ მასთან დაკავშირებით ოცნების კოშკებს არ ააგებდა არასოდეს დაურღვევია, რატომ გაახსენა სოფიმ ახლა ეს ყველაფერი? ლიზას ისევ იმ ღამემ გაუელვა კადრებივით როცა გარუჩამ კარებზე გააკრა და კინაღამ დაახრჩო მოჭარბებულ ვნებაში, საიდანღაც უცებ გაჩენილმა სიმხურვალემ სიცივისნაირად გააჟრჟოლა და გარუჩაზე ფიქრი ისევ წარსულით შემოიფარგლა, ისე რომ მომავლისკენ თვალიც კი არ გაქცევია და ლიზას მალევე ჩაეძინა... დილით სოფიმ და ქალბატონმა მაიამ სასიამოვნოდ ისაუბრეს სანამ ლიზა ემზადებოდა, გიოც ადგა და სოფის ეხუმრებოდა მართლა ხო არ მოგიყვანო ცოლად მაკიაჟის გარეშე და ლიზარაზუს ხალათში მშვენივრად გამოიყურებიო… -ახლა უკვე მე არ ვარ თანახმა ბატონო, თქვენ თურმე საკმაოდ ხმამაღლა ხვრინავთ დამე არ შემიძლია ასეთი სიმფონიის ქვეშ დავიძინო ყოველ ღამეეე -სოფ როგორ გგონიაჩემს ცოლს დასაძინებლად მოვაცდენ ღამით??? შეათამაშა წარბები გიომ -გარყვნილოო, დაიჭყანა სოფი, ქალბატონმა მაიმ შვილს შენიშვნა მისცა და კორექტულობისკენ მოუწოდა -დედიკო სოფი ჩვენიანია, შეიძლება ასე ხუმრობა, ხვდება და იმიტომ -აქ ვინმემ მაკიაჟი და ცოლ-ქმრული ურიერთობები ახსენა? ჩაერია საუბარში ლიზა -თქვენი მოსაზრებაც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ძვირფასოო, ირონიულად გახედა გიომ დაიკოს -რაზე მაკიაჟზე და ურთიერთობებზე? მაგასთან დაკავშირებით ერთი დიდი ჭეშმარიტება უკვე დიდი ხანია არსებობს, გოგონებს უყვარდებათ იმის მიხედვით რასაც ისმენენ, ბიჭებს კი იმის მიხედვით თუ რას ხედავენ, ამიტომ გოგოები იკეთებენ მაკიაჟს ბიჭები კი გამუდმებით ტყუიან, კმაუოფილებით სავსემ გაშალა ხელები ლიზამ და სოფის მიუბრუნდა -ამიტომ არ დაიჯერო სოფ რასაც ჩემი საყვარელი ძამიკო ამბობდა სულ რაღაც ორი წუთის წინ -ღმერთო რა მეშველება, წამოიძახა სასოწარკვეთილი ხმით ქალბატონმა მაიამ -რა მოხდა დეე? -ასეთი ცინიკოსები როგორ გაგზარდეთ ორივე? სად დაუშვი შეცდომები ნეტა? ასე როგორ საუბრობთ? -ცინიკოსები კი არა გენიოსები ვართ დე, გაიჯგიმა გიო და ლიზას ხელი გადახვია, ლიზაც თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა და ყურებამდე იყო გაკრეჭილი -არა სოოფ? მერე სოფიც დაიმოწმა უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გიომ -არ ინერვიულოთ მაია დეიდა, სიყვარული გენიოსებსაც ათვინიერებს უბრალოდ დროა საჭირო, დაამშვიდა ქალბატონი მაია სოფიმ და თბილათ დედასავით მოეხვია, ლიზა და გიო კი სიცილით კვდებოდნენ -ამათ რა მოათვინიერებს შვილო? გულისტკივილით თქვა ქალბატონმა მაიამ და თავის შვილებს მაინც სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა... დღემ მშვიდათ ჩაიარა, ლიზას დეპრესიაც თითქოს მიჩუმდა, მაგრამ ეს ერთ რიან შესვენებას უფრო გავდა კარგი ხასიათის ხარჯზე, ის ბანკის ბიჭსაც ელოდებოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა, წიგნების მაღაზიაში ერთი ორმა სასიამოვნო და ერთგულმა მყიდველმა შემოიარა და დღე უფრო გაახალისა, ოთომაც შემოიარა მისთვის სპეციალურად გამოწერილი სამხედრო ლიტერატურა წაიღო და ლიზარაზუს გიოს დანაბარები გადასცა დღეს ვერ მოგაკითხავს, თუ გინდამეგამოგივლიო ისიც შესთავაზა მაგრამ ლიზამ იუარა, საქმეები მაქვსო, ლზარაზუს უცნაურია და მისტერ კოტემ დაურეკა, მან და სოფიმ ბევრი იცინეს ამსთან დაკავშირებით რადგან ლიზა ძალიან ზრდილობიანად უხსნიდა კოტეს, რომ წაგებაც ლამაზად უნდა შეეძლოს ადამიანს, ისე რომ მომაბეზრებელი არ გახდეს, ამ მხიარულებაში კი მთელი დღე შეუმჩნევლად ჩაელიათ ხელში და სახლებში დარიგდნენ, ეზოში რომ შვიდა ლიზარაზუ, გარუჩას სახელოსნეო ფანჯარაშიშუქიისევ ენთო, მიუხედავათ იმისა რომ საკმაოდ გვიანი იყო, ცოტა კი იყოყმანა შესულიყო თუ არა მასთან მაგრამ ბოლოს კარი მაინ შეაღო ყოველგვარი კაკუნის გარეშე, გარუჩ ისე იყო გართული საქმით და სიმღერით (Sergi gvarjaladz-is artificial love-s) უსმენდა და თან კარგა ხმამაღლა მღეროდა, ის სიყვარული შენ რომ მაჩუქე აღარ მინდაო... ლიზამ ცოტა ხანი უსმინა და მერე უკვე ღია კარებზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა -ლიზარაზუ ბობოს და ბოლოს მიხურე ეგ კარები თორე გავიყინე, უთხრა ისე რომ არც კი მობრუნბულა, ლიზამაც გაკვირვებულმა მიხურა კარები -შენ რა კეფაზეც თვალები გაქ? -სამწუხაროდ არა, ასე რომ იყოს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვიქნებოდი კეფაზე თვალებით და წითელ წიგნში შემიყვანდნენ, თუ სადაც შეყავთ ანომალიებით დაბადებულები და ფულად ჯილდოსაც მომცემდნენ, ფული კი ოი ოი როგორ მჭრდება ახლა, გაუღიმა გარუჩამ -მაინც საიდან მიხვდი რომ მე ვიყავი? -ლიზ, მე შენ ძალიან კარგად გიცნობ, გუშინ ხომ მითხარი სალაპარაკო მაქვსო, ხო და ისეთი სულსწრაფი ხარ დიდხანს ვერ მოითმენდი მაგ საუბრის გადადებას, ნებისყოფა არ გეყოფოდა, კიდე კარგად გაუძელი, მეგონა დილით შემომივლიდი სახელოსნოში... ლიზა ცოტა კი დაიჭყანა მაგრამ სიმართლე მწარეაო გაიფიქრა და გარუჩას ამ სარკაზმზე არ გაბრაზებულა -ხომ შეიძლება სხვა ვინმე ყოფილიყო? გარუჩამ ლიზაიქ დააყენა სადაც თვითონ იდგა, უკან არ მოიხედო და თვალები დახარეო სთხოვა, მერე თვითონ კარებთან დადგა, კარები გამოაღო, ლიზამ ფეხებში ღია კარებში შემოსული ზამთრის სიცივე იგრძნო თავი ძალაუნებურად ასწია და მის წინ პატარა სარკეში კარებში მდგარი გარუჩა დაინახა, გაეცინა, სარკე ყოველთვის მეგობარი არ ყოფილაო გაიფიქრა -ამ სპექტაკლის მოწყობას პირდაპირ გეთქვა სარკეში დაგინახეო, უკმაყოფილო სახით შემოუბრუნდა გარუჩს -მეც მიხარია შენი ნახვა ლიზარაზუ, გაეღიმა გარუჩას ლიზას ვითომ სერიოზულ სახეზე, რომლის შენარჩუნებასაც ცდილობდა, მაგრამ ტუჩების კუთხეში სიცილი უთამაშებდა -გაიცინე... სიცილი ძალიან გიხდება! -ჩემი თხოვნა ნუ გავიწყდება, თითქოს მბრძანებლური ტონით გამოუვიდა ნათქვამი ლიზას -შენ კი ნუ ივიწყებ ვის ელაპარააკები! ლიზამაც თავი დახარა და მოიბოდიშა, ვერასდროს ხვდებოდა ამას რატო აკეთებდა, ასე მხოლოდ სამ ადამიანთან მოსდიოდა, გიოსთან, ოთოსთან და გარუჩასთან, თუ სხვებთან სიმკაცრე, სიმწარე, დამცირება და თავისი სიმართლის დამტკიცება ყოველთვის გამოსდიოდა, ამ სამს ვერაფერი მოუხერხა, მხოლოდ მათთან იხდიდა ხოლმე ბოდიშს, მხოლოდ მათთან ხდებოდა დამყოლი და მიმნდობი, გარუჩას დამნაშავესავით შეხედა და მიხვდა რატომ იქცეოდა მასთან ასე, იმიტომ რომ გარუჩა (ისევე როგორც გიო და ოთო) საოცარი სიმშვიდის განცდას იწვევდა, შეეძლო მის გვერდით ყოფილიყო სუსტი ქალი და არ ეფიქრა არაფერზე თუნდაც სამყარო დაქცეოდა თავზე და ლიზარაზუს ეს სიმშვიდის გრძნობა უზომოდ მოსწონდა, იმდენად რომ ეშინოდა კიდევაც ამ სიმშვიდის, უხმოდ ჩაჯდა მომცრო ზომის და უცნაური ფორმის სავარძელში, რომლის წინაც დენის ფეჩი იყო ჩართული და ხელები ფეჩს მიაფიცხა, გარუჩა ყოველთვის უცნაური უყო, ახლაც იმ საქმეს მიუბრუნდა რასაც ლიზას მოსვლამდე აკეთებდა, ლიზა ჩათბა, დუბლიონკა გაიხადა, მოშინაურდა, წყლის მადუღარა ჩართო, ჩაი გაიკეთა, გარუჩასაც გაუკეთა, ცდილობდა მისი ყურადღება მიექცია, თუმცა უშედეგოთ და მერე ნერვებმა უტყუნეს -რატო არ მეკითხები რისთვის მოვედი? -მე ისიც მაკმაყოფილებს რომ ჩემს გვერდით ხარ და მზრუნველი დიასახლისივით იქცევი ჩემს სახელოსნოში -გარუჩ ძალიან გთხოვ... შეეღრიტინა ლიზა -რას მთხოვ გკითხო რისთვის ხარ აქ და რაზე გინდოდა ლაპარაკითქო? შენ მე მართლა დებილი ხომ არ გგონივარ? ან შენი რომელიმე დაქალი სავრძლზე რო ჩამოგიჯდე და შენთვის საინტერესო ყველა კითხვას პასუხი გავცე? ჭორიკანობის როდესმე შემატყვე რამე? გაბრაზდა გარუჩა -ჭორიკნობის არც მე მეტყობა რამე, არავიშიც არ მეშლები, არც იმის იმედი მქონდა რომ სავარძელზე ჩამომიჯდებოდი და ყველა ჩემს კითქვას გაცემდი პასუხს, მაგრამ გაურკვევლობაში რომ გამარკვიო არ შეიძლება, დამეხმარო რაღაცეებში ამას აღარ ვიმსახურებ? ფეხზე წამოდგა ლიზა და გარუჩას ცხვირ წინ დაუდგა -მე უკვე საკმარისად გითხარი... -ჯერ ხომ არც მიკითხავს არაფერი? -მე ჩემი სათქმელი გითხარი, არ გაეკარო დავითა წულუკიძრს თქო ხო გაგფრთხილე? ახლა უკვე არჩევანი შენზეა, დამიჯერებ თუ ბავშვობის ერთადერთ სიყვარულს შანსს მისცემ... შანსს რომელსაც არ იმსახურებს... იმიტომ რომ დავითამ არ იცის როგორ გაგიფრთილდეს, საერთოდ არავინ იცის როგორი გაფრთხილება გჭირდება... შენ და შენ სიყვარულს... ლიზარაზუ ცოტა ხანი ხმას ვერ იღებდა, მისი საიდუმლო გარუჩამ საიდან იცოდა? ან საერთოდ... ყველაფერი აერია თავში, გარუჩა მას არ უყურებდა და თავს აჩვენებდა თითქოს ძალიან დაკავებული იყო, ლიზარაზუმ თავს მობილიზაცია გაუკეთა, ფიქრები დაალაგა -ძალიან გთხოვ შეეშვი ცოტა ხანი საქმეს და შემომხედე, რატომ იფიქრე რომ დავითაზე უნდა გველაპარაკა? გარუჩამ გულიანად გაიცინა და ლიზას თვალი გაუსწორა -აბა რაზე გინდოდა ლაპარაკი? ზამთარზე? მოდის ახალ ტენდენციებზე? უხდება თუ არა შენი თვალების ფერს შენი მაისურის ფერი? რამდენი ახალი რომანი გამოვიდა და რომელმა მოასწრო შენთვის თავი უზომოდ სეეყვარებინა? თუ რჩევები გჭირდებოდა ახალ თაყვანისმცემელთან როგორ მოიქცე? უკაცრავათ მაგრამ მისამართი შეგეშალა, ზედმეტად გაღიზიანებულმა უტხრა გარუჩამ -მე მგონი მისამართი მართლა შემეშალა, მე შენგან დახმარებას მოველოდი და აი რა მივიღე, სიბრაზე, სიძულვილი და დამცირება, დიდი მადლობა, აწი მეცოდინება... თუმცა რაღა დროსია, აქამდე თუ ვერ ვისწავლე ადამიანების ცნობა და აქამდე თუ ვერ მივხვდი ჩემი ნდობა და სიყვარული ვის უნდა გავუნაწილო, აწი ამის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, დიდი მადლობა რომ იმედები გამიცრუე, იმისთვისაც მადლობა რომ გამახსენე ცამეტი წლის ასაკში როგორი სულელი ვიყავი და იმისთვისაც, რომ მიმახვედრე ცამეტის მერე თითქოს და არაფერი შეცვლილა, არასდროს მიფიქრია რომ ასეთი დაუნდობელი იყავი და შეგეძლო გული ასე გეტკინა ჩემთვის... -ლიზ მე საწყენი არაფერი მითქვამს -არა როგორ გეკადრება, საწყენი მხოლოდ ჩემი ცნობისმოყვარეობაა, ისიც დანაშაული ყოფილა რომ სამეტი წლის ქარაფშუტა გოგო სულელურად ვიყავი გატაცებული ბიჭით რომელიც მაშინ მთელ თბილისს უყვარდა მისი პოპულარობის გამო და ახლა ამდენი წლის მერე ეს ჩემი სულელური გატაცება ამხელა სიბრაზის მიზეზი გახდა... -შენი წყენინება არ მინდოდა -ვიცი, უბრალოდ დღეს ზედმეტად მხიარული დღე იყო და მე ვიცოდი რომ დღის ბოლოს რაღაც ცუდი მოხდებოდა მაგრამ ასეთ სიმწარეს არ მოველოდი, აღარ მოგაცდენ, არც ახლა ჩემი აქ ყოფნით და არც შემდეგში ჩემი სულელური ცნობისმოყვარეობით, კარგია რომ მიმახვედრე, მე დედამიწის ღერძი არავარ და ის მარტო ჩემს გარშემო არ ტრიალებს, დიდი ხნის წინ უნდა მიეჩინა ჩემთვის ვინმეს ჩემი ადგილი და შენ ეს დღეს სესანიშნავად შეძელი, ბრავო... მხურვალე ტაშს გიკრავ, მაგრამ ბისზე გამოსვლას არ გთხოვ იმიტომ რომ ეს ერთხელ მომსასმენადაც საკმარისზე მეტი იყო -მაპატიე ლიზარაზუ... საერთოდ არ ვაპირებდი ამ ყველაფრის თქმას -გარუჩ ამას არასოდეს გაპატიებ, თან მას მერე რაც ამ თემაზე მე და შენ საკმაოდ დიდხანს და ჩემი გადმოსახედიდან გასაგებად ვილაპარაკეთ მაშინ, როცა სოფისთან მიმაცილე, შენ კი იმ ლაპარაკის მერეც ისევ ცამეტი წლის გოგო გგონივარ რომელიც მიზეზებს ეძებს დავითა წულუკიძესთან შესახვედრად და ჯერ კიდევ ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული, როცა ასე არასდოს ყოფილა და მე დავითა არასდროს მყვარებია... ლიზრაზუ ნელა ემზადებოდა წასასვლელად და იმედგაცრუებით სავსე თვალებით უყურებდა გარუჩას, იმასაც ფიქრობდა რომ ყველა კაცი იდიოტი იყო თავისი გიოს ჩათვლით და არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა იმ სიყვარულს რომლითაც ქალები აჯილდოვებენ მამაკაცებს, მთელ სიცოცხლეს უძღვნიან მათ, შვილებს უზრდიან, ისინი კი მაინც უმადურ არსებებად რჩებიან, რომლებიც თვლიან რომ ყველფრის უფლება აქვთ და ამ ყველაფერს იმსახურებენ, საქანელაზე ჯდომა მოუნდა ლიზას, ისევე როგორც ბავშვობაში, გარუჩას სახელოსნოს კარიც გამოიჯახუნა და როცა ზამთრის სუსხი მოხვდა გავარვარებულ შუბლზე შვება იგრძნო, საქანელაზე ჩამოჯდა და ისე დაწყო ქანავი თითქოს უნდოდა ფიქრები ქარისთვის გაეტანებინა, ნუთუ მთელი ცხოვრება ერთი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდებოდა? თუ ასე იქნებოდა ლიზარაზუ ასეთ ცხოვრებას ვერასოდეს შეეგუებოდა, არც ის იცოდა რას იზამდა, სამომავლოდ ალბათ არავის შეიყვარებდა, ეს ერთადერთი შანსი იყო მისი იდეალური სამყარო და ილუზიები შეენარჩუნებინა... მერე მიხვდა რომ გათოვდა... -მე მოგიყვები ყველაფერს! მოესმა ლიზას და საქანელა გააჩერა -მატყუარა სამყარო, მატყუარა თვალები და მატყუარა სიმღერები... (სიყვარულზეო) უნდა ეთქვა ლიზარაზუს და მიხვდა რომ ეს აქ უადგილო იქნებოდა -ხელოვნური ურთიერთობები... გააგრძელა გარუჩამ -და ის სიმართლე რომლის მოყოლასაც შენ აპირებ... აღარ მინდა... დაამთავრა ლიზარაზუმ და გარუჩას გაეცინა, ის და ლიზა ყოველთვის არა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს... ლიზას წყენა მალევე გაუვლიდა იმის მერე რაც სიმართლეს მოისმენდა, ყოველ შემთხვევაში გარუჩას ამის დიდი იმედი ქონდა.. გარუჩა მეორე საქანელაზე ჩამოჯდა და ყველაფრის გახსენება სცადა, ისე უნდოდა გაეხსენებინა, რომ ტკივილი არ ეგრძნო, მერე მიხვდა რომ ასე არ გამოუვიდოდა, მაშინ ხომ ძალიან ეტკინა... ლიზარაზუ მორჩილად ელოდებოდა როდის დაიწყებდა გარუჩა საუბარს, მიუხედავად იმისა რომ უთხრა ის სიმართლე, რომლის მოყოლასაც აპირებ აღარ მინდაო... გარუჩა კი არ ჩქარობდა თოვლით გამოწვეული სიჩუმის დარღვევას... შემჩნეული გაქვთ, როცა თოვს, საოცარი სიჩუმეა, ყველაფერი ისევ ისე ხმაურობს, მაგრამ მაინც სიჩუმეა... -ლიზარაზუუ ეს აუცილებელია? დაიწყო გაუბედავად გარუჩამ და ლიზას ძალიან უცნაური მზერით შეაჩერდა, თითქოს ეხვეწებოდა, უსიტყვოდ გამიგე ყველაფერი როგორც ამას ადრე აკეთებდი ხოლმეო და უცებ ლიზარაზუ მიხვდა, რომ მისი აკვიატებული იდეა გაეგო ყველაფერი სულაც არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თვითონ ეგონა, რა მნიშვნელობა ქონდა ეცოდინებოდა თუ არა გარუჩას ცხოვრების რაღაც პატარა მონაკვეთი, რომლის გახსენება გარუჩას ასე უჭირდა, დავითა წულუკიძეზე აზრს ვერაფერი შეაცვლევინებდა, ისედაც უარყოფით დამოკიდებულებას გაუუარესებდა... ამაში ისე იყო დარწმუნებული როგორც იმაში რომ ორჯერ ორი ოთხია... თუმცა ამასთან დაკავშირებით დავა კიდევ შეიძლება, მაგრამ იმაში რომ დავითა არაკაცი იყო კიდევ ერთხელ დარწმუნება არაფერში ჭირდებოდა და გარუჩასაც თბილად და სანდომიანად გაუღიმა -არა გარუჩ, არ არი აუცილებელი, თუ ოდესმე ჩათვლი, რომ საჭიროა შენ თვითონ მომიყევი, გიოს გეფიცები ამ საკითხით აღარასოდეს შეგაწუხებ, ასე რატომ მოვიქეცი არ ვიცი, თუმცა ბევრი რამე მოვისმინე რაც არ მომეწონა, არ ვიმსახურებდი და საერთოდ ამდენი რატო იცი? -სიმართლეს მეუბნები თუ ისე ძაან გატკინე გული ჩემი სიტყვებით, რომ ახლა ჩემი ხმის გაგონებაც გაღიზიანებს? ლიზას გაეცინა, იმაზე რომ გარუჩაში ერთდროულად თავმოყრილი იყო მამაკაცური ყველა ღირსება და ამას დამატებული ბავშვური მეამიტობა და ეს მეამიტობა ყველაზე უადგილო დროს იჩენდა ხოლმე თავს, ლიზარაზუს სახე ისევ დაუნაღვლიანდა და გარუჩას სიტყვები ისევ ჩაესო გულში „ბავშვობის სიყვარულს შანსი გინდა მისცეო“ და ძალიან, ძალიან მოუნდა ყველაფერი აეხსნა -გარუჩ ის კი სიმართლეა რაც ორი წუთის წინ გითხარი, მაგრამ გაფიცებ ყველაფერ იმას რაც ყველაფერზე მეტად გიყვარს, მართლა ფიქრობ რომ დავითა წულუკიძეზე ოდესმე ჭკუა მეკარგებოდა და ახლაც ასეა? -მე უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო... თავი აარიდა პასუხს გარუჩამ -დღეს ეტყობა ჩვენი დღე არარი, არ გამოგვდის ლაპარაკი, სინანულით თქვა ლიზარაზუმ და საქანელადან წამოდგა, ხვდებოდა რომ სახში წასვლის დრო იყო მაგრამ ასე გაუგებრობაში წასვლა არ უნდოდა, თითქოს იმისთვის მივიდა გარუჩასთან რომ მისი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და ახლა უფრო დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა, გარუჩასაც ეტყობოდა დაუკმაყოფილებლობის კვალი სახეზე და ლიზარაზუ მის წინ ჩაიმუხლა, მის დათოვლილ თმებს შეეთამაშა და თოვლის ფიფქები ჩამოუყარა, ცივი და სველი ხელი გარუჩას ლოყაზე ჩამოუცურა -მე სიმართლე იმისთვის კი არ მჭირდება რომ დავითას რაღაცის შანსი მივცე, შენ ყველაზე კეთილი და მზრუნველი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ დედაჩემის მერე რა თქმა უნდა და ვერაფრით მივხვდი რა დაგიშავა ისეთი რომ ასე შეიძულე, კისერიც უტეხია დავითას, ჩემთვის ისედაც მიუღებელი პიროვნება იყო და მანგლისის და შენი სიტყვების მერე... აზრადაც კი არ მომსვლია... უჭირდა ლიზარაზუს სიტყვების მოძებნა და გარუჩა ყოველ მის უთქმელ სიყვაზე უფრო მეტად ხვდებოდა რისი თქმაც უნდოდა ლიზას -მაპატიე რომ მაშინ... ბავშვობაში, სულელურად თუმცა მაინც უპატიებლად ვიყავი გატაცებული, ამას გატაცებაც არ ქვია, მხოლოდ წამიერი აღტაცება შეიძლება დაარქვა ადამიანმა, მართლა ძაან მიჭირს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ გგონია, აღარ გეგონოს თორე ძაან მეწყინება, გარუჩ იცი ჩემთვის შენი ერთი შემოხედვაც საკმარისია მივხვდე რა უნდა გავაკეთო და რა არა, მიუხედავად იმისა რომ სულ გეჩხუბები, სულ გაბრაზებული ვარ შენზე, შეიძლება ვთქვათ რომ სულ გეუზრდელები, ნერვებს გიშლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პატივს არ გცემ და შენს აზრს არ ვითვალისწინებ, ახლა რომ მითხრა მტკვარში უნდა გადავხტეთო, იმასაც არ გკითხავ რატოთქო, გენდობი და იმიტომ, ესე იგი ასე იქნება საჭირო და გადმოვხტები, გული იმაზე მტკივა მე რომ ასეთი დამოკიდებულება მაქ შენ როგორ იფიქრე.... და აქ ლიზარაზუს ისევ თავმოყვარეობა მოერია, ფეხზე წამოდგა, გამწარებულმა შეხედა გარუჩას და დაბოღმილმა თქვა -მე ყველაფერი გაგიადვილე, უსიტყვოდ გავიგე, შენ კი რა გააკეთე? ნასიამოვნები მიყურებ როგორ ვიმცირებ თავს შენს წინაშე და გიხსნი იმას, ვაკეთბ იმას რისი ვალდებულებაც არ მაკისრია, არ შეგეძლო გეთქვა, ლიზარაზუ არარი ახსნა საჭირო ყველაფერი უსიტყვოდ მესმისო, ეგოისტი ხარ გარუჩ, უბრალოდ მოგეწონა ხომ თავ როგორც ვიმცირებდი, რითი განსხვავდები ახლა დავითასგან???გარუჩა თუ აქამდე ღიმილით უსმენდა ლიზას, როცა დავითას შეადარეს გიჟივით წამოხტა საქანელადან -დავითას აღარასოდეს შემადარო, არ ვარ მაგის ღირსი და იმიტომ, საქანელადან ნერვიულად წამოხტომის მერე შეუსაბამოდ მშვიდათ უთხრა ლიზას -სათქმელი კი იმიტო არ გაგიადვილე, რომ მომწონდა რასაც ამბობდი, საერთოდ კაცები უფრო ეჭვიანები ვართ და ჩვენს დარწმუნებას უფრო მეტი დრო ჭირდება -მიიღე რაც გინდოდა? -კი და დიდი მადლობა შესანიშნავი ახსნისთვის -ახლა ჩემი ამდენი დამცირების მერე ბედნიერი ხარ ხო? -ძალიან... გარუჩას ბედნიერ და მომღიამრ სახეს რომ უყურებდა ლიზამ თავი ვერ შეიკავა და ღიმილი შეეპარა, თუმცა სცადა დაემალა -გაიცინე თორე გაიგუდები -რატო არ გამომდის შენთან სერიოზული საუბარი? რატო ხარ ასეთი პოზიტიური, როგორ შეგიძლია ასე? -აბა წამო მტკვარში გადავხტეთ! იპოვა უცებ გამოსავალი გარუჩამ და ლიზარაზუმ ჩაიცინა მისთვის უჩვეულოდ ჩუმად -გვიანაა, სახში უნდა ავიდე, გარუჩამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -გპირდები ამ საკითხს აღარასოდეს მიუბრუნდები -გავიგე ლიზ, ამდენი ახსნაც არარი საჭირო... ლიზარაზუ ცოტათი რომ გაშორდა გარუჩამ დაუძახა -ლიზარაზუუუ -ჰოუ, შემოუბრუნდა ლიზა -არაფერი უბრალოდ ლიზარაზუ.... ლიზამაც ხელი დაუქნია და კიბეები ელვის სისწრაფით აიარა. კარები დოინჯ შემორტყმულმა დედამ გაუღო -მობრძანდი ქალბატონო? გაბრაზებულმა კითხა ქალბატონმა მაიამ -მოხდა რამე? გაუკვირდა და ვერ მიუხვდა დედას სიბრაზის მიზეზს ლიზარაზუ -დედიკო, მსოფლიოში კეთილმა ადამიანებმა გამოიგონეს აი ეს პატარა კოლოფი, მიუთითა ტელეფონზე ლიზას -ამის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ, მისწერონ და გააგებინონ ჩემნაირ ნერვიულ დედებს რომ აგვიანდებათ, ან სად არიან და როდის მოვლენ -ააა, მაგაზე ხარ გაბრაზებული რო არ დავრეკე? ვერ მოვახერხე და თან არ ჩამითვლია საჭიროდ, ეზოში ვიყავი გარუჩას ველაპარაკებოდი და ამიტომ დავიგვიანე სულ ცოტათი, მშია ძაან და ამას წინად რო შეგპირდი ვილაპარაკებთთქო აღარ გამოვიდა, გიო გვიან მოვა და ვიჭორაოთ მე და შენ, აკოცა ლიზამ დედას და ის ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო დედამ უყვირა ხელები დაიბანეო, ლიზარაზუ ზომბივით მოტრიალდა და აბაზანაში შევიდა, თბილი წყალი ესიამოვნა სიცივე შეპარულ თითებს, სამზარეულოში უკვე გამზადებული ქონდა ქალბატონ მაიას ყველაფერი -შენი ძვიფასი ძმა სად დაეთრევა? ამ ბოლო დროს საღამოობით სეირნობას მოუხშირა, ყავს ვინმე? -მამას ძინავს? გაიხედა მისაღები ოთახისკენ ლიზარაზუმ საიდანაც ძალიან მაღალ ხმაზე ჩართული ტელევიზორის ხმა ისმოდა -ამ დროს მამაშენს როდის არ ძინავს? თავის იავნანას არ გესმის რამხელა ხმაზე უსმენს? მამას იავნანა კი საინფორმაციო გამოშვება იყო, რომელსაც მისი თქმით ყოველთვის უყურებს, ოღონდ თვალებდახუჭული, თუ ამ დროს სხვა არხზე გადარტავ მაშინვე გაახელს თვალებს და წუწუნს დაიწყებს არაფერს არ მაყურებინებთ, ქვეყნის ამბები არ გაინტერესებთ... გადამრთველი თავს იმართლებს მაინც გძინავს და რა მნიშვნელობა აქო? მამა ამაზეც ბრაზდება, მარტო თვალები მაქ დახუჭული ისე ვუსმენო... (ალბათ უმრავლესობა ოჯახებისთვის ნაცნობი სიტუაციაა) ლიზას გაეცინა და დედას შეხედა -მაგას ხო იცი არ ძინავს ყველაფერი ესმის... -ასე სერიოზულადაა საქმე? ჩამოჯდა ფეხზე მდგარი ქალბატონი მაია -ისტერიკაში არ ჩავარდე, არც მასეა საქმე, უბრალოდ ერთი უსიამოვნო გოგოა და მალე აღარ იქნება -რატო ხარ ასე დარწმუნებული? საერთოდ უსიამოვნო გოგოები რჩებიან დიდი ხნის თავის ტკივილად -იმედია ეს არ დარჩება და შემარგე ორი ლუკმის გადაყლაპვა -ჭამე დედიკო, თავზე ხელი გადაუსვა მაიამ ლიზას, მერე ჩაი მოამზადა და შვილთან ერთად ოთახში შეიკეტა. ლიზარაზუ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა , გარუჩას სახელოსნოს ფანჯარაში ისევ ენთო სინათლე, თოვდა ისევ მშვიდათ და ლამაზად. გარე განათების შუქზე ცელქობდნენ ფიფქები და ლიზა ბუნების სილამაზით ტკბობას მიეცა, თოვლზე ფიქრობდა თუ გარუჩას სახელოსნოს ფანჯარაში მოკიაფე შუქზე, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევი ქონდა საკუთარ თავში, საუბრის დაწყენას არ ჩქარობდა, ქალბატონ მაიას კი მოთმინება აღარ ყოფნიდა, მაგრამ რა ხდებაო ლიზასთვის არ უკითხავს, იმიტომ რომ ლიზას ძალიან ჩაფიქრებული და ცოტათი ნაღვლიანი სახე ქონდა და მერე თავისით დაიწყო, როცა აზრები დაალაგა, ქრონოლოგიურად მოუყვა დედას ყველაფერი და თან თავის გულისტკივილს და დასკვნებს უზიარებდა, ქალბატონ მაიას კი გული ხელით ეჭირა -ამას რეებს მიყვები დედიკო? დავღუპულვართ და ვერ გაგვიგია -არარი მასე საგანგაშოდ საქმე, ამშვიდებდა ლიზარაზუ დედას -შვილო ვიცი რომ არ გიყვარს როცა ამას გეუბნები, მაგრამ შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ და შენზე ცოტა მეტი გამოცდილება მაქვს, ვიცი როგორც ხდება ხოლმე ყველაფერი, თან როცა გოგოს და ბიჭის ურთიერთობაში ფიზიკური ურთიერთობაა ჩართული იქ მორჩა დამთავრებულია, ვეღარ დაიღწევს თავს, მიჩვეულია უკვე და მორჩა -გიომ არაო, ერთად არ ვყოფილვართო -დედიკო იმ გოგომ უფრო კარგი ხერხი მოძებნა შენი ძმის მისაჩვევად, ლიზა კიდევ ერთხელ გააბრაზა ბიჭების სისუსტემ და მიუხვედრელობამ და თავი გაიქნია, როცა ლიზა სიტყვებს ვერ პოულობდა რომ თავისი გრძნობები გამოეთქვა, მაშინ ქალბატონი მაია ხვდებოდა რომ ძალიან წუხდა და ამ წუხილის სწორ ფორმულირებას ვერ ახერხებდა -გიოს ხომ ელაპარაკე ამ ყველაფერზე? დაინტერესდა მაია -აბა შენი აზრით საიდან გავიგე ეს ყველაფერი? თვითონ იმ ვაჟბატონმა მომიყვა ყველაფერი, და მაგას ხო იცნიბ? თუ ძალიან არ უჭირს ასე დეტალურად არ გახედებს თავის საქმეებში, უფრო ძაან მეცოდება, გალიაში დამწყვდეული ცხოველივითაა, ამოიხვნეშა ლიზამ და დედას სევდიანად გახედა -მასე ხდება ხოლმე დედიკო, კაცებმა არ იციან როდის და როგორ უნდა დაშორდნენ ქალს, ისე რომ მათ ტკივილი არ მიაყენონ -დე ძაან დავიღალე, შეცვალა უცებ სალაპარაკო თემა ლიზამ -შენთანაც მოხდა რამე? სიახლეებია და მე არ ვიცი? გაუკვირდა მაიას -მგონი დეპრესიაში ვარ, ამ ბოლო დროს რა მემართება მე თვითონაც არ ვიცი, სულ გაღიზიანებული, დაღლილი და რაღაც არაამქვეყნიური ვარ, მეზარება ყველა და ყველაფერი, ვეღარ ვიკავებ თავს და მწარედ ვამბობ სიმართლეს, კარგად რომ გამომდის ენამწარეობა მაგაში იმედია ეჭვი არ გეპარება... -კიდევ გეკითხები, მოხდა რამე? -თითქოს ისეთი არაფერი, ეს უაზრო ურთიერთობები, დამღალეს ამდენმა მოვალეობებმა, ამდენმა სიყალბემ და არც ვიცი რა დავარქვა, არაფრისთვის ცხოვრებით დავიღალე, რაღაცის შეცვლა მინდა და არ ვიცი რისი, ან რითი... ერთი სიტყვით ცუდ დღეში ვარ -ოჯახი გინდა დე, შვილი გჭირდება, სიყვარული გინდა.... და მაგ მოვალეობების სხვაზე გადაბარება გინდა ჩემო ანგელოზო -რატომ უნდა მინდოდეს ის „სიყვარული“ რომელშიც ამდენი სიცრუეა? -რას ამბობ ლიზ? სიყვარული ხომ სასწაულია? -სასწაულები ჩვენს ეპოქაში აღარ ხდება დე, აღარავის აღარ სჯერა... -არ დაიჯერო დედიკო შენ ეგ სისულელე, რომ სასწაულები აღარ ხდება, მიუხედავად ამდენი სიყალბისა რაც ირგვლივაა შენ შენს სასწაულს აუცილებლად ნახავ, მარტო შენ რომ დაიჯერებ ისეთს -დე წარმოგიდგენია მეშინია მე მაგ სასწაულის, წარმოდგენის, გაანალიზების და დაჯერების, მართლა მინდა რომ მიყვარდეს... მიყვარდეს ისე კი არა როგორც სხვებს უყვართ ახლა, მიყვარდეს უზომოდ, უანგაროდ, თავდადებით, გაგიჟებით, ვნებით, არ ვიცი... ისე როგორც არავის, მაგრამ მარტო მე ამას ვერ მოვახერხებ, ის სასწაული კი საკმაოდ იგვიანებს მოსვლას, სიცრუეში, ტყუილში, ფარისევლობაში, გახუმებულ სივრცესა და დროში იკარგება... ლიზარაზუ გაჩუმ და და თვითონაც მიხვდა რომ ბევრი მოუვიდა, მაიამ კი შვილისთვის სათქმელი სანუგეშო სიტყვები ვერ დაალადა და სიჩუმე ამჯობინა, თვითონაც იცოდა, რომ მის დროს უფრო იოლად და ხშირად იჯერებდნენ სასწაულებს... -ხანდახან აღარ მინდა იქ ცხოვრება სადაც ამდენი სიყალბეა, სადაც სიყვარული მარტო წამიერი ვნებების აგონიაა, სადაც სიცოცხლე მარადიული ფასეულობა არ გონიათ, სადაც ოცნებები მწარე რეალობით ნაცრად იქცევიან, სადა არსებიდან არარსებობანდე, ნაბიჯ ნახევარიც აღარ დაგვრჩენია... იცი რატომ? დღეს ხომ სიყვარული მხოლოდ სიტყვაა და დღეს ხომ სიყვარული მხოლოდ ჟარგონია... -დედიკო ასე ფიქრი არ შეიძლება, დაიბნა მაია და არც იცოდა შვილისთვის საპირისპირო როგორ დაემტკიცებინა, ვერც ის გაიგო, როგორ შეეცვალა ამ დიად გრძნობაზე მის უზომოდ მეოცნებე შვილს წარმოდგენა, რატომ და რისთვის მობეზრდა ცხოვრედა და რამ დააკარგვინა სასწაულების რწმენის უნარი -მასეა დე ზუსტად მასე, ირგვლივ იმდენი სიბინძურეა, ღირებული აღარაფერი შეგვრჩა და ეს რომ გავაანალიზე, დეპრესიაც მაგის ბრალია, რატო გამზარდეთ ასეთი? -როგორ ასეთი დედიკო? -აი ასეთი განსხვავებული, რატო არ შემიძლია სიყალბით ვიყო ბედნიერი? ისევე როგორც დანარჩენი ყველა? მივიღო ყველაფერი მარტივად და არ მანაღვლებდეს არაფერი გარდა საკუთარი თავისა, არ მინდოდეს ყველაფრის შეცვლა და თავს არ ვგრძნობდე ისე თითქოს უზომოდ დიდ ტრასაზე რომელზეც ცალმხრივი მოძრაობაა მე საპირისპირო მხარეს ვარ შებრუნებული, სადაცაა შუქნიშანზე მწვანე აინთება და ის საპირისპირო ნაკადი გადამთელავს, ამის მიუხედავდ კი დარწმუნებული ვარ რომ სწორი მიმართულებით მე ვდგავარ, სხვებს კი მიმართულება ეშლებათ -როგორი გართულება იცი ხოლმე ლიზა ყველაფრის? ამხელა ქალსაც კი ჩამაგდებიე ენა, ამდენ სისულელეზე საფიქრალი დრო როდის გრჩება? თითქოს მთელი დღე მუშაობ, ლიზას გაეცინა დედის დაბნეულობაზე და მაიამაც გაიხარა, თორემ უკვე ფიქრობდა კარგი ფსიქოლოგი უნდა მოვძებნოო, ლიზა ცოტა ხანში ისევ დანაღვლიანდა, მაია ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ შვილს მოეხვია და შუბლზე აკოცა -ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი რამის შემეშინდა დე, ამოიკვნესა დედიკოს მკლავებში მოქცეულმა ლიზამ -აქამდე შემეძლო ოცნაბა, არ მეშინოდა მისი... ახლა? ახლა საერთოდ ცხოვრების მეშინია -სიყმაწვილეში ყველა ადამიანმა იცის, რა ბედი ელის, ცხოვრების ამ პერიოდში ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი-შესაძლებელი, ამიტომ არ ეშინიათ: ოცნებობენ და ისწრაფიან იმისკენ, რისი გაკეთებაც სურთ, მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ, რომ ოცნების ასრულება შეუძლებელია, აი ეს გჭირს დე შენ ახლა, აქმდე შენი ოცნებებით და მისწრაფებებით იყავი სავსე ახლა მათ გარეშე დარჩენილს შეგეშინდა -მერე რა მოუხერხო ამ სიცარიელეს? -შეივსება დედიკო, აუცილებლად შეივსება, ოღონდ შიში არ გაგივლის, უბრალოდ ისევ შეძლებ ოცნებას და მომავლის დაგეგმვას... შუბლზე აკოცა შვილს მაიამ -ძალიან ბევრს ფიქრობ ლიზა, დედა ვარ და არ უნდა გეუბენბოდე მაგრამ, ცხოვრებაში თავი რომ გაიტანო და არ გაგიჟდე ცოტა ზედაპირულად უნდა შეხედო მას, არ იდარდო იმაზე რასაც აღარ ეშველება, და ზედმეტად არ ინერვიულო იმაზე რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შეგიძლია, ყოველთვის იმას გეუბნებოდი რომ... -რომ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი შეცდომები ჩემი გაკვეთილებია და არავი არაააქვს უფლება განმსაჯოს, იმიტომ რომ არავინ არ იცის რა არის სწორი და რა არა... მხოლოდ ბოძებს არ ეპატიებათ ბევრი რამ მათი სისწორის გამო, ჩვენ კი ცოცხალი არსებები მუდმივად მოძრაობაში ვართ და თუ უმოძრაობა დაგვჩემდა ბოძებს დავემსგავსებით, არა სისწორეში არამედ უმოძრაობაში... გააწყვეტინა დედას სიტყვა და თვითონვე დაასრულა ლიზამ, იმიტომ რომ დედა ამ სიტყვებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით უმეორებდა -თვითონაც კარგად დაგიმახსოვრებია და რატომ მალაპარაკებ? -რამდენიც არ უდა მითხრა რომ სხვების აზრი არ უნდა მანაღვლებდეს და ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავისააქ ამის გაკეთება ძნელია, ფაქტობრივად შეუძლებელი... ისინი არ გიღებენ თუ განსხვავებული ხარ, მარტო ყოფნა კი საოცრად ძნელია -როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმასაც ცდილობენ, როგორმე შეგცვალონ და მათი სურვილისამებრ თუ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, ცინიკურად გამოუვიდა ნათქვამი ქალბატონ მაიას და ლიზას დედის ცინიზმზე გაეცინა -როგორ ახერხებ ამ ასაკშიც კი ასეთი ხალისის შენარჩუნებას? ან რას ნიშნავს იყო ნამდვილად, თავდავიწყებით, ჭკუის დაკარგვამდე, მთელი შენი არსებით ბედნიერი? -ყველაფრის მიზეზი სიყვარულია, თბილად გაუღიმა მაიამ შვილს -ბედნიერების ყველაზე მეტად მერყევი ნაირსახეობა სიყვარულია დე! -შვილო რაღაცას გეტყვი და იმედია არ დამცინებ... მე მამაშენი მიყვარს, გიო და შენ მიყვარხართ... ჩემი ხალისისთვის ეს სრულებით საკმარისია, მე ვამაყობ თქვენით, მე არ მრცხვენია ვთქვა რომ მამაშენიც ცოლი ვარ, მე არ მრცხვენია იმისი რომ გიოს და შენი დედიკო ვარ, პირიქით მეამაყება, ბევრი ვერ დაიკვეხნის იმით რომ ჩემნაირი ქმარ-შვილი ყავს, მე არ მაქვს უაზროდ დიდი სახლი, განუსაზღვრელი ლიმიტის ანგარიში ბანკში, არ ვიხრჩობი ოქროსა და ბრილიანტებში.... არ ვსარგებლობ რაღაც სტატუსებით საზოგადოებაში... მაგრამ აბსოლუტური ბედნიერი ვარ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გარეშეც, იმირომ რომ ისეთები მყავხართ როგორებიც ხართ, ჩემი ოცდაათი წლის შვილი თან ბიჭი, ისე მეფერება ხოლმე როგორც მე ვეფერებოდი ბავშვობაში, შენ კი ოცდაოთხი წლის გოგო ხანდახან დედიკოს და მამიკოსთან წვები, თან შუაში გვიწვები, ორივე მომენატრეთო, დე მე ბედნიერებისთვის სხვა არაფერი მჭირდება და დამიჯერე არც ერთ ნორმალურ ქალს ამაზე მეტი არ ჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი იყოს, ხშირად მეუბნებიან რომ ჩემი კარიერა შემოგწირედ, რომ ცხოვრება არარეალიზებული მაქვს, ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე და ვერ დავიხარჯე, მე მეცოდება ის ხალხი რომლებიც ასე ფიქრობს, რა უნდა გამეკეთებინა იმის ფასი რომ თქვენთვის ჩემი სიყვარული და მზრუნველობა მომეკლო? დე მე ბედნიერი ქალი ვარ მამაშენის წყალობით და ბედნიერი დედა ვარ თქვენს გამო... ჩემი ოჯახი კი ჩემთვის ყველაზე დიდი საგანძურია... ლიზა დედას გაოცებული უყრებდა და აღარ იცოდა რა ეთქვა, ცოტათი შეშურდა დედასი... -მადლობა დე, შენ ყოველთვის იცი რა მჭირდება, ახლაც შენთან საუბარი ძალიან მჭირდებოდა და ზუსტად ის მივიღე რაც მინდოდა, იმედია მეც ვიტყვი ოდესმე ამ სიტყვებს და ზუსტად შენსავით ვიქნები იმაში დარწმუნებული რომ აბსოლუტური ბედნიერებისთვის მხოლოდ სიყვარული კმარა... -თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ... გახსოვდეს ყოველთვის ეს სიტყვები დედიკო. ოთახის კარზე კი ძალაინ ბრთხილი კაკუნის ხმა გაისმა -მესაიდუმლეებო შეიძლება? იკითხა გიომ და ოთახში თავი შემოყო -არ შეგაწუხებდით, უბრალოდ ტახტი დაკავებულია, თავად ჯაფარიძეს ჩასძინებია და მე კი ძალიან მეძნება, დაიჭყანა გიო -მამას ნუ დასცინი, გაუბრაზდა დედა -მაგას როგორ ვიკადრებ დე არ გრცხვენია? აკოცა გიომ დედას და მერე ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ლიზარაზუს მოეხვია -ჩემი ბარტყები... გადახედა მაიამ შვილებს -არ გშია დედიკო? -არა, მარტო მეძინება, ძაან დავიღალე -დაისვენეთ ორივემ, დააპირა ოთახიდან გასვლა მაიამ -რატო არ მეკითხები სად ვიყავი? გაუკვირდა გიოს -დღეს უბრალოდ არ მაინტერესებს, მხრები აიჩეჩა მაიამ და ოთახის კარები გაიხურა -ხომ კარგადაა? კითხა გიომ ლიზარაზუს -კი, გაეცინა ლიზას -ქეთისთან იყავი? -ვილაპარაკეთ... -მერე? -არ მინდა ასე მეთქი და აუხსენი ყველაფერი, ტიროდა,შენი დის და მეგობრების ბრალია ყველაფერი, თორე ისე ჩვენ ძაან კარგად ვართ ერთადო, მეც აუხსენი რომ მე თქვენს გარეშე ყოფნა არ შემიძლია და შეიძლება საქმის გარჩევები მოგიწიოს, დაგემუქრა... შენ დას მე ვასწავლი ჭკუასო -მე რა შუაში ვარ? ყველას ჩემზე რატო აქვს ალესილი კბილები? თუმცა კაია რომ ჩემთან აპირებს დალაპარაკებას, მე შენი მერიდებოდა და ვერაფერს ვამბობდი, მობრძანდეს ქალბატონი... ვეტყვი საკადრისს... -ბევრი არ მოგივიდეს, მარტო მისი ბრალიც არარი, მეც ვარ დამნაშავე იმაში, რომ ქეთიმ ოცნების კოშკები ააგო - შენ რა ვერ გამოგლანძღავ გგონია? -დღეს არა და ხვალიდან დაიწყე თუ გინდა, და კიდე არა მგონია ქეთის მართლა ეყოს გამბედაობა შენთან მოვიდეს, მარა წინასწარ მაპატიე რო ასეთ სულელურ სიტუაციებში გიწევს ხოლმე ჩემს გამო გარევა -ფაიფურის არ ვარ არ გავტყდები, დაამშვიდა ლიზამ გიო და ლოგინში ჩაწვა, გიომ წყალი გადაივლო, გამოიცვალა და დაწოლის წინ ლიზას გახედა, ეძინა, თვითონაც ჩათბა ლოგინში თუმცა ვერ მოისვენა -ლიზარაზუუუუუ -რაა? კითხა ნახევრად მძინარმა ლიზამ -გარუჩამ დამირეკა, ამის თქმა იყო და ლიზამ თვალები ფართედ გაახილა -ასე მითხრა მე ვერ მოვახერხე და შენ მოუყევი ლიზას ყველაფერიო, რა შეუწუხე გული? -უბრალოდ ვკითხე არ დამიძალებია -მტკივნეულია მისთვის ამის გახსენება -მაგას რომ მივხვდი იმიტომ შევეშვი, თუმცა თუ ნება დაგრთო იქნებ მომიყვე? -რას ჩააცივდი წარსულს -დავითა წულუკიძეს მოვწონვარ და დაჟინებით მოითხოვს რო შევხვდე -რააა???? წამოჯდა ლოგინზე გიო -მაგას შიგ ხომ არააქ? ხვალ ვიღაცას დეერხევა... გაბრაზებულმა თქვა გიომ -შეეშვი, არ გინდა - რა არ მინდა, ნუ გამაგიჟებ ლიზ, ეგ დამპალი, არაკაცი, დიდი ხანია? -გახსოვს მანგლისი? აი მაგის მერე პერიოდულად ჩნდება ხოლმე, იქ ხო გარუჩასთან ერთად ვიყავი და მივხვდი რო ძაან ეზიზღებოდა დავითა, მიზეზი რო ვკითხე არ მითხრა, არც მჭირდებოდა მივხვდი, რომ რაღაც ძალიან სერიოზული იქნებოდა, გარუჩა ხომ ძალიან თბილი, კეთილი და მოსიყვარულეა, ეტყობა ძაან ცუდი რამე გაუკეთა -არ გაეკარო დავითას! -ყველა მაგას მეუბნებით, მჯერა ბატონო მარა მიზეზი მაინც ამიხსენით, არც ვაპირებ გაკარებას, მაგრამ მაინც -გარუჩას ერთი გოგო უყვარდა ლიაკო, თითქმის ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ ცოლის მოყვანის თავი არ ქონდა, მაშინ საერთოს ქვეყანას არ ქონდა არაფრის თავი, დავითა ამომავალი ვარსკვლავი იყო, მთელი საქართველოს გოგოები ჭკუას კარგავდნენ მისი გულისთვის, -გასაგებია, სისულელე გოგოს გულისთვის როგორც ყოველთვის -მომისმინე, მასე მარტივადაც არაა საქმე -ოთარას დაბადების დღე იყო, ვქეიფობდით, ლიაკო თავს შეუძლოდ გრძნობს და ვერ მოვაო გარუჩამ, კაგრა შეზარხოშებულები ვიყავით გარუჩას ლიაკოს მშობლები მოუვარდნენ ჩვენ შვილს რა უქენიო, გარუჩა ვერაფერს მიხვდა, ლიაკო კი საავადმყოფოში აღმოჩნდა ავარიის გამო და აბა გამოიცანი ვის ეჯდა მანქანაში? -დავითას? -დიახ დავითას -რა უნდოდა დავითასთან? -გარუჩა არ აკმაყოფილებდა ქალბატონს, თუმცა გარდაცვლილებზე ცუდად არ ლაპარაკობენ -გარდაცვლილებზე? მოკვდა? -მოკლედ ეს ლიაკო დავითასაც ხვდებოდა თურმე, მაშინაც მანგლისში მიდიოდნენ, როცა ავარიაში მოხვდნენ და როცა საავადმყოფოში მივცვივდით მაშინ ოპერაციას უკეთებდნენ, საცოდავი ნარკოზიდანაც ვერ გამოვიდა საოპერაციო მაგიდაზე დალია სული, მერე ექიმება თქვეს ორსულად იყო საცოდავიო, გარუჩა კინაღამ შეიშალა, დავითა კიდე მისი მშობლების ფულების წყალობით ციხესაც დაუძვრა და საერთოდ თითქოს არც არაფერი მომხდარაო ისე გააგრძელა ცხოვრება, ერთი კია რო ჩვენი უბნიდან გადავიდა, აი ასეთი სახალისო ისტორიაა და გარუჩასაც მაგის მერე სძულს ვაჟბატონი, ახლა გაიგე რა ჩიტიცაა ბატონი დავითი? ლიზა გაოცებული იყო და ვეღარც კითხვა დასვა და ვეღარც ვერაფერი თქვა, ბოლოს ეს ყველაფერი რომ გააანალიზა უცებ იკითხა -ბავშვი გარუჩასი იყო? -თავიდან ჩვენს გვეგონა რო გარუჩასი იყო, მაგრამ მერე თვითონ თქვა ლიაკოსთვის ხელიც კი არ დამიკარებია, რომელ ფიზიკურ სიახლოვეზეა ლაპარაკი, ერთხელაც არ მიკოცნია მისთვისო, ასე რომ გარუჩა დაიჩაგრა ყველაზე მეტად მაგ ისტორიაში მაგიტომაც წავიდა მოსკოვში -საწყალი... ისე დავითა როგორ არ მოკლა? -დავითას რას ერჩოდა? ღმერთო მაპატიე და ვინც მოსაკლავი იყო ისედაც დასაჯა განგებამ -ფუ შემზიზღდა ყველაფერი.... გააჟრჟოლა ლიზას -საცოდავი გარუჩა, რამხელა ტრავმაა... კიდე კარგად იკავებს თავს, მე მის ადგილას მოვკლავდი დავითას -რატო? გოგომ მისცა უფლება და დავითამაც... -კაი რა გიო, ქალი რომ არ იკადრებს ისეთი ამ ქვეყანაზე არაფერია მარა ძმაკაცობაში ეგეთი რამე როგორ შეიძლება? ეგ რა კაცობაა? -დავითაზე ვლაპარაკობთ გოგო კაცობა აქ რა შუაშია? -ეგეც მართალია, ისედაც არ მეხატებოდა გულზე და ახლა ერთადერთი არსებაა რომელიც მეზიზღება -გარუჩას არაფერი აგრძნობინო - თავს შევიკავებ, პირობა დადო ლიზამ და გიოს ისევ შეეღრიტინა დავითას თავი დაანებე არ ღირს თავის გაყადრებაო მომდევნო დღეებში თითქოს სიტუაცია დაწყნარდა, ლიზარაზუს გარუჩა არ უნახია, გიო საღამოებს სახში ატარებდა, ან ის და ლიზა იყვენე ოთოსთან და ელესთან, ან ისინი იყვენენ ჯაფარიძეებში, ელე ყოველ დღე ახალ ახალი იდეებით აკვირვებდა ლიზას, უჩვეულო სიმშვიდით მოხდა გიოს და ქეთის დაშორება, თუმცა ლიზა ფიქრობდა რომ ის მაინც გამოაჩენდა ადრე თუ გვიან კლანჭებს და გიოს ასე მშვიდად არ დათმობდა, გიო ხანდახან ძალიან მოწყენილი იყო და როცა ლიზა ეკითხებოდა რა გჭირსო ის ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა სანდრო მენატრებაო, ლიზამ ერთხელ ურჩია, მედიკოსთან ურთიერთობას მიხედე და შენი სანდრო გეყოლება სულ მალე და სხვისი სანდრო აღარ მოგენატრებაო, გიოს თავიდან კი გაეცინა მარა მერე იდეა ძალიან მოეწონა, თუმცა იდეა მხოლოდ იდეის ეტაპზე დარჩა თუ გიომ მისი განხორციელება დაიწყო, ლიზამ ამას უკვე ვეღარ მიადევნა თავალი, რადგან ახალი წლის წინა დღეები იყო, მას და სოფის კი რამოდენიმე დიდი შეკვეთ ქონდათ მოსამზადებელი. ლიზარაზუ და სოფი ფილმის პრემიერისთვის დილიდან ფუსფუსებდნენ კინო რუსთაველის ფოიეში და სტუმრების გასახვედრად ემზადებოდნენ, მართალია ოსკარების დაჯილდოვებას ვერ შეედრებოდა მაგრამ, წითელ ხალიჩასთან, პრესა, პაპარაცები და ფანები აქაც ბლომად იყვნენს, თუ შეიძლება ითქვას და ეს ძალიან გაბუქებული არ იქნება პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა, პრემიერის წინ პრესისთვის პრესკონფერენცია გაიმართა, შემდეგ კი პატარა ალაფურშეტი მოწვეული სტუმრებისთვის, სტუმრებში ლიზამ ელე და კაკაურა შენიშნა, ფილმის მუსიკალური გაფორმება კაკაურას გაუკეთებია და ამიტომც იყვენენ ფურშეტზე მიპატიჟებუ ლები, ლიზას საქმეები ქონდა და დიდი ხანი ვერ გაჩერდა ელესთან, მერე საერთოდაც წამოსვლას აპირებდა როცა არასასიამოვნო ხმა გაიგო -დღესაც ყველაფერი შესანიშნავად იყო, როგორც მაშინ რესტორნის გახსნაზე, ლიზარაზუ მოტრიალდა და დავითა წულუკიძეს იმაზე მეტი ზიზღით შეხედა ვიდრე შესაძლებელი იყო -მადლობასაც არ მეტყვი? გაუკვირდა დავითას -სიმართლისთვის მადლობას არავის უხდიან და თუ შეიძლება გამატარე, დაღლილი ვარ და სახში უნდა წავიდე -მე წაგიყვან და თან ვილაპარაკებთ -მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო -ლიზარაზუ რატომ მექცევი ყოველთვის ასე? გულწრფელად დაუკვირდა დავითას -მე ერთხელ გითხარი ლიზარაზუს მხოლოდ მეგობრები მეძახიან, შენთვის მე ლიზა ვარ, ან უფრო უკეთესი ქალბატონი ლიზა, მერე მეორე არავითარი ვალდებულება არა მაქვს და მითუმეტეს სურვილი პატივისცემით მოგექცე, არ იმსახურებ და იმიტო... თუ შეიძლება გაიწიე -რა დგიაშავე ის მაინც მითხარი ბოდიშ მოვიხდი -მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ჩემთვის საყვარელ ადამიანს კი ძალიან ბევრი დაუშავე და თვითონაც ხვდები ბოდიშის მოხდა ვერ გიშველის... დავითა მიხვდა ლიზარაზუ რასაც გულისხმობდა და გაბრაზდა -ჭორიკანა ბიჭებმა ენა ვერ გააჩერეს ხო? -შენ რა უფლებით ამბობ მაგას? -მოდი შევეშვათ დანარჩენებს, რომ გითხრა სიგიჟემდე მიყვარხართქო რას მეტყვი? რომ გითხრა შენი ცოლად მოყვანა მინდათქო? ჩემი შვილების დედა მინდა რომ იყოთქო? ლიზას გაეცინა -მე ეს მინდოდა და შემეძლო ადრე... თქვა მან დავითასთვისაც კი მოულოდნელად, ლიზას კი თავისი გულახდილობა გაუკვირდა, უბრალოდ მოუნდა რო დავითასთვის ყველაფერი ეთქვა, ეთქვა ის სიმართლე რომელიც გულს ძალიან თუ არა ცოტათი მაინც მოუკლავდა ლიზას კი ამითი არაფერი დააკლდებოდა -მინდოდა მაშინ როცა პატარა მეოცნე გოგო ვიყავი, შენ წარმოიდგინე ეს სურვილი დიდობაშიც მქონდა, მიუხედავათ იმისა რომ გიყურებდი, გაკვირდებოდი, ვხვდებოდი გამოუსწორებელი ნაძირალა იყავი დამაინც ჰოლივუდის ფილმი მინდოდა, შემთხვევით შემხვდებოდი, გაგახსენდებოდი, უზომოდ შეგიყვარდებოდი, ან მიხვდებოდი რომ მთელი ცხოვრება გიყვარდი და გამოსწორდებოდი, მერე ვიცხოვრებდით დიდხანს, ერთად და ბედნიერად... რა სისულესეა... -ახლა რა გიშლის ხელს ჰოლივუდის ფილმისთვის? -დათო პატარა გოგო აღარ ვარ, ამ მომენტში ფილმის რეჟისორი მე ვარ და არა შემთხვევითობა, შენ კი უღირსი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის რიგებიდან დიდი ხანია გააძევეს და მე არ მოგცემ ჩემი ცხოვრების ხარჯზე რეაბილიტაციის საშუალებას, შენთან ყოფნის სურვილში და შენი სიტყვებით კმაყოფილებაში კიდევ რაღაცა მიშლის ხელს, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა -მე ვიცი რაც, უფრო სწორად ვინც... როგორ უმართლებ კარგ გოგოებთან, არა და არც არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, ერთი ხელოსანი ტიპია -გარუჩას თუ გულისხმობ ცდები -აბა წარმოიდგინე გარუჩა რო იყოს ჩემს ადგილას ახლა და სიყვარულს გეფიცებოდეს და ცოლობას გთხოვდეს ხო ბედნიერი იქნებოდი? თუ ეს ყველაფერი უკვე გაბედა? ლიზა რო დაფიქრდა მიხვდა რომ დავითა მართალი იყო, გარუჩას რომ ეთხოვა ეს ყველაფერიის გაცილებით ბედნიერი იქნებოდა ვიდრე ახლა იყო და კმაყოფილი ღიმილი შეეპარა სახეზე, დავითა ძალიან გაბრაზდა და ლიზა კუთხეში ძალით მიიმწყვდია, თავისი ბოღმა ბოლომდე ამოანთხია -ვერასოდეს იქნებით ბადნიერები, გიომ რო გაიგოს ჯერ გარუჩას მოკლავს და მერე შენ -გარუჩას ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამს, თუმცა თუ ოდესმე მისგან ამ სიტყვებს მოვისმენ, გიოს გეფიცები ისეთი ბედნიერი ვიქნები როგორის ოცდაერთი საუკუნის მანძილზე არც ერთი მოკვდავი არ ყოფილა, გიოს კი შევძლებ აუხსნა ყველაფერი ისე რომ არავისი მოკვლა არ მოუწიოს, ამ სიტყვებმა დავითა ისე გააბრაზეს, რომ სული შეეკრა და ლიზა გოგო რომ არ ყოფილიყო ალბათ დაარტყამდა, მან კი ხელი კრა დავითას, თავის სიბრაზესთან მარტო დატოვა და ნასიამოვნები გამოვიდა კინოს მთავარი შესასვლელიდან, სიცივე ესიამოვნა გახურებულ სახეზე, მიხვდა რომ ვიღაც ეძახდა -ლიზარაზუუუ, შემობრუნდა და ძალაინ ძალიან მაგრად ჩაეხუტა -შენ ყოველთვის იცი როდის მჭირდები და ყოველთვის ჩემთან ხარ ასეთ დროს, როგორ ახერხებ ამას? უზომოდ, სიგიჟემდე მიყვარხარ, ეუბნებოდა ლიზა გიოს და თან ხელებს არ უშვებდა, გიო იცინოდა -ყოველთვის საიდან იცი სად ვარ? მჭირდებოდი და შენს გამოჩნდი, ისევ მიეხუტა გულზე გიოს -რატო არ დამირეკე ასე გვიან თუ დაამთავრებდი მოგაკითხავდი, დილით კი მითხარი მაგრამ არ მეგონა ასე თუ დაგაგვიანდებოდა -ისედაც ხომ აქ ხარ? -ელემ დამირეკა, მთხოვა გაუარეო, ვერ გავიგე რაღაც აფორიაქებული იყო -ეგ ნიშნობის მერე სულ მასე არარი? ზეცაში დაფრინავს... -წამო ვიღაც უნდა გაგაცნო, ეშმაკურად გაუცინა გიომ და ხელი გადახვია, ამ თბილ სცენას კი კინოს დიდი მინის ვიტრინებიდან დავითა უყურებდა ძალიან დიდი შურით თვალებში, ახლა მიხვდა რა არი მთავარი ცხოვრებაში, ადამიანური ურთიერთობები, ერთმანეთის უანგარო სიყვარული, საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვა, თუნდაც სიკვდილი, შურდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ თავისი ხელებით გაანადგურა ის რაც ასე ძვირფასი იყო, რაც ახლა ასე ძაან შეშურდა და მიხვდა რომ ვერც ვერავინ აჩუქებდა და არც თვითონ შეეძლო ამხელა გრძნობის გაცემა და მიღება რომელსაც სიყვარული ერქვა, ურთიერთდამოკიდებულებები შეშურდა და-ძმას შორის, მერე ყველა გაახსენდა, ოთარა და ელე, ავთუშა და ნინიკო, გარუჩა და ამ ადამიანების ურთიერთსიყვარულის ძალან შეეშინდა, იმიტომ რომ ისინი რაღაც უხილავი ძაფით იყვნენ გადაბმულები და ყველაფერს ერთნაირად და ერთდროულად გრძნობდნენ, ტკივილსაც და სიხარულსაც... გული დაწყდა თვითონაც ხომ შეეძლო ამ იდუმალების მონაწილე ყოფილიყო, მაგრამ თავისივე ხელებით გაწყვითა მათთან სამუდამოდ დამაკავშირებელი ჯადოსნური ძაფი და ახლა ამდენი წლის მერე ამას ძალიან ნანობდა, გარეთ კი თოვდა, თუმცა თოვლის სითეთრე კაცობრიობის ცოდვების შავ ლაქას მაინც ვერ ფარავდა... ლიზარაზუმ შორიდანვე შენიშნა გიოს მანქანაში უცხო გოგო, ბევრი რაღაცის გაფიქრება მოასწრო, მაგრამ გიოს ისეთი ბედნიერი სახე ქონდა არაფერი უკითხავს მისთვის, მანქანას რომ მიუახლოვდნენ, ის გოგო გადმოვიდა ლიზას თბილად გაუღიმა და თავი მორცხვად დახარა -ნაპერწკალ გაიცანი ეს ჩემი მედიკოა... ლიზა სიხარულისგან კინაღამ შეხტა, სურვილი გაუჩნდა მედიკოს ჩახუტებოდა და ჩაეკოცნა, თუმცა მხოლოდ თბილი გამარჯობით შემოიფარგლა -ძალაინ მინდოდა შენი გაცნობა, შინაურულად გამოუვიდა ნათქვამი ლიზას -იმედია შენობით რომ მოგმართავ წინააღმდეგი არ ხარ -არა რას ამბობ, პირიქით ასე უფრო მირჩევნია -რატომ ვდგევართ ამ სიცივეში? წავიდეთ სახში -სახში უხერხულია ჯერ იქნებ უფრო ნეიტრალური ადგილი შეგვერჩია? დელიკატურად თქვა უარი შემოთავაზებაზე მედიკომ, მანქანაში ჩასხდნენ, ლიზა და მედიკო უკანა სავარძელზე მოკალათდნენ -მე რა ტაქსისტი ვარ? გაბრაზდა გიო -გიო ტაქსისტობა რა შუაშია უბრალოდ ზრდილობის საკითხია, ძალიან ჩვეულებრივად აუხსნა მედიკომ და ლიზას გახედა თითქოს მისგან დასტურს ელოდა, მანაც თვალი ჩაუკრა -რა მიუხვედრელი ხარ ხუნხულა? გაუბრაზდა ლიზა ძმას, გოგოებს გაეცინათ, გიომ თავი გაიქნია და მანქანა დაძრა, გოგოებს შეციებულზე ბუხარი და ცხელი ჩაი ესიამოვნათ, საუბრობდნენ ისე თითქოს დიდი ხანია იცნობდნენ ერთმანეთს, ლიზას ძალიან მოეწონა მედიკო, გიო ამას მაშინვე მიხვდა როგორც კი მედიკოს თვალი ჩაუკრა ლიზარაზუმ და მხარი აუბა, დიდი ხნით არ დარჩენილან იმ რესტორანში, მედიკომ ჩემები ძალიან ინერვიულებენ ამდენ ხანს რომ ვაგვიანებო, ისედაც ყველა ხუთ წუთში ურეკავდნენ როდის მოხვალ და სახ ხარო -ხო უკვე ამხელა ვარ მაგრამ მაინც მაკონტროლებენ, ჩემი დაგვიანება მშობლებისთვის კატასტროფაა, იმართლებდა თავს მედიკო -ეგ მე არ მიკვირს, შენ უნდა ნახო ეს ვაჟბატონი მე რას მიშვება, ფეხს ვერ ვადგამ თუ ამას არ შევეკითხე, ყოველთვის იცის სად და ვისთან ერთად ვარ, როდის წავედი და როდის უნდა დავბრუნდე, ჩაუშვა მაშინვე გიო მედიკოსთან -თუ არა შენ არ გსიამოვნებს ეგ ყურადღება, ვინ მეღრიტინება წამიყვანე და მომაკითხეო? და საერთოდ რეებს ელაპარაკები ჩემზე როგორც იქნა საჩემოსკენ მობრუნდა და არ შემიშინო და გამიქციო, დაუბღვირა გიომ ლიზარაზუს, მედიკოს გაეცინა -როგორც აღმოჩნდა შენ იქეთ გზა აღარ დამრჩა, დიდი სიყვარულით უთხრა მედიკომ გიოს და ლიზარაზუმ შეამჩნია როგორ გაწითლდა როცა ამას ამბობდა -წავიდეთ? იკითხა გიომ, მედიკომ თნხმობის ნიშნად თვი დაუქნია -მე ფულს გადავიხდი თქვენ არ მოიწყინოთ, წამოდგა გიო მაგიდიდან, როცა მარტოები დარჩნენ ლიზა მედიკოს მიუბრუნდა -გეხვეწები არ გეგონოს რო გეპირფერები, ძალიან გამიხარდა შენი და გიოს ამბავი, ზუსტად ისეთი ხარ როგორიც წარმომედგინე, მიხარია რო გაგიცანი და იმედი მაქ შენზე ცუდი შდაბეჭდილება არ დავტოვე, დღეს კი ცოტა დაღლილი ვარ... -ნუ ნერვიულობ ლიზ მეც მიხარია, რომ როგორც იქნა გიომ გამაცნო შენი თავი, გაუჩერებლად ლაპარაკობს შენზე, ძალიან ამაყობს შენით და ვხვდები რო ეს უსაფუძვლო არ არი, მე მგონი არ გაგვჭირვებია ერთმანეთის გაგება -მე კი შენზე მხოლოდ ერთხელ მელაპარაკა მაგრამ.... აქ ლიზა მიხვდა რომ ის რაც გიომ მედიკოზე უთხრა მედიკოსთვის არ უნდა ეთქვა -მაგრამ? დააინტერესა მედიკოს -თქვენს სიყვარულზე ვილაპარაკეთ და არ ვიცი მაქვს თუ არა ამ საიდუმლოს გამხელის უფლება, აიწურა ლიზა და მაშინვე დაამატა -მე და გიოს განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთზე თუ რაღაც გვაინტერესებს ვსხდებით და გულახდილად ვსაუბრობთ ყველაფერზე, მე არ ვიცოდი და შემთხვევით ვკითხე თუ გყვარებია ოდესმეთქო, მან კი თქვენი ამბავი მომიყვა, ახლა მის გვერდით რომ გხედავ ძალიან მიხარია, მართლა გეუბნები, სხვა გოგოებთან ეს არასოდეს მომხდარა -სხვა გოგოებიც ყავდა ხო? -უპს, არ გამამხილო რომ წამომცდა, თუმცა ბევრი არა ერთი-ორი, ძირითდად მე ვერ მეწყობოდნენ გაეხუმრა ლიზა, მედიკოსაც გაეცინა -შეიძლება რაღაც გთხოვო? კითხა უცებ ლიზამ -გიოს გარშე გინდა არა ჩემი ნახვა? გაუცინა მედიკომ -თუ შეიძლება და თუ წინააღმდეგი არ იქნები, უხერხულობა იგრძნო ლიზამ -დიდი სიამოვენბით, იმიტომ რომ ამის თხოვნას მეც ვაპირებდი, თუმცა მერიდებოდა, ლიზამ მაღაზიის მისამართი და ტელეფონის ნომერი მისცა, როცა დრო გექნება შემომიარეო და გიოც დაბრუნდა, ჯერ ლიზა მიიყვანეს სახში, მერე კი გიომ მედიკო მიაცილა -რას ფიქრობ ლიზაზე? -კარგი გოგოა, საყვარელი, თუმცა დღეს რაღაც გაღიზიანებული, თუ დაბნეული მომეჩვენა, სახში რომ მიხვალ დაელაპარაკე ხომ არ მოხდა დღეს რამე? -ოხ ეს ქალები, უბრალოდ უხერხულად იყო -უხერხულად მე უნდა ვყოფილიყავი, ის კი შეწუხებული იყო, ეს კი ჩემი მიზეზით ნამდვილად არ მომხდარა, როცა არ მოვწონვარ ვიღაცას ამას ყოველთვის ვგრძნობ შენ დაიკოს კი აშკარად მოვეწონე და ბედნიერი იყო, ძაან მაგარი გყავს, მიხარია რო ასეთი კარგია -ერთი ნახვით რა შეატყვე? -კოჭებში ეტყობა -არ მინდა წასვლა, წაიწუწუნა გიომ და მედიკოს მოეხვია -მოგიწევს, ლიზა ალბათ მოუთმენლად გელოდება, მეც სანამ ჩემებს საპატრულო არ გამოუძახებიათ უნდა წავიდე -ცოლად გამომყვები? სრული სერიოზულობით კითხა გიომ -გაგიჟდი? გაეცინა მედიკოს -პატარა ბავშვები ხომ არ ვართ აბა კაფეებში და რესტორნებში ვირბინოთ პაემნებზე, ვისეირნოთ ბაღებში, მერე მოგაცილო სახლამდე, მოგპარო წამიერი კოცნა სადარბაზოს სიბნელეში და მერე მთელი ღამე შენი სურვილით ვიტანჯებოდე? რაც დრო დავკარგეთ არ იყო საკმარისი? მედიკოს რაღაცის თქმა უნდოდა, გიომ არ დააცადა მაგრად აკოცა და მერე დაუმატა -ხო, დრო რომ დავკარგეთ ჩემი ბრალი იყო... -გიჟი ხარ, გადარეული და მეც გამაგიჟე -ერთ კვირას გაძლევ მოსაფიქრებლად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.