შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი (1 თავი)


3-12-2017, 02:25
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 3 196

დავბრუნდი ახალი ისტორიით blush მომენატრა ეს გვერდი heart_eyes ძალიან გთხოვთ დააფისიროთ თქვენი აზრი ღირს თუ არა გაგრძელებად relieved



1 თავი

- მაგრამ...
- რა მაგრამ ნინა?! რა მაგრამ! მიღალატე! დამამცირე! აბუჩად ამიგდე! ამაზე უარესი რა უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის?! არაფერი! მე მოვრჩი შენთან ურთიერთობას. დამთავრდა ნინა! ყველაფერი დამთავრდა!- კარები გააჯახუნა და დამტოვა. გაგიკვირდებათ და ერთი ცრემლიც კი არ ჩამომიგდია. ამაყი ვარ! ჩემზე ამაყი თუ ვინმე არსებობდეს მე ვიყო უნამუსო! უბრალოდ ვთვლი რომ როცა ადამიანს უყვარს მეორე, მას არასოდეს შეეპარება მასში ეჭვი. დიტომ კი არც კი მომისმინა ისე დამადანაშაულა და დამტოვა. არ ვყვარებივარ და მორჩა!
ამაყი ვარ და ამას ვერ შევცვლი. ეს მეხმარება დეპრესიისგან თავის არიდებაში. დიტო ჩემი წარსულის ერთ-ერთი ეტაპი იყო, რომელიც დამთავრდა, სამწუხაროდ. მაგრამ ცხოვრება გრძელდება.მიყვარდა! წარსულში, იმიტომ რომ როცა ადამიანი ასეთ რამეში დამადანაშაულებს და არც კი მომისმენს, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.აქ უკვე სიყვარულიც ზედმეტია.
ვიცი რაც მოხდა. მისმა ძველმა ნაშამ ვერ აიტანა ჩვენი ბედნიერება და რაღაცეები ჩამიწყო. არა რანაირად მოახერხა ასეთი მსგავსი გოგოს მონახვა?! გადაიღო მერე რაღაც სისულელე, დაამონტაჟა და გამოუგზავნა მერე ამ კრეტინს.
აი ამის მერე ეჭვი მეპარება ჩემს დიტოსადმი სიყვარულში, მაგრამ რაღაც ნამდვილად იყო. წლების განმავლობაში დიტო იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ბნელ ცხოვრებაში. დიტო იყო ჩემს გვერდით როცა მშობლები გარდამეცვალნენ, როცა მეგონა რომ მარტოხელად დავრჩი ამ ცხოვრებაში დიტო გამოჩნდა და გადამრჩინა.
რაც არ უნდა იყოს მისი მადლობელი უნდა ვიყო.
მაგრამ ახლა რა გააკეთა?! დეგრადირებული!

- სალი, დიტომ მიმატოვა,- მგონი გუშინ რომ მაღალქუსლიანები ვიყიდე ის უფრო ემოციურად ვუთხარი.
- ეღადავე ბებიაშენს!- გაღიზიანებულად ჩამძახა და კიდე ჩაიბურტყუნა რაღაც.
- ვაიმე, ხუთ წუთში ჩემთან!- ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში გავედი, რომ სალის მოსვლამდე ცივი ყავა გამეკეთებინა.ხუთ კი არა ორ წუთში კარები შემოგლიჯა და პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა. როცა მოდის ყოველთვის ცივ ყავას ვსვამთ, ამიტომ ახლაც არ შეშლია სად ვიქნებოდი.
- მეღადავე ხო?!- დოინჯშემორტყმული გაშეშდა კარებში.
- არა- ჭიქა სალის გავუწოდე და მისაღებში გავედი. დივანზე კომფორტულად მოვკალათდი, რომ სალის შემოტევებისთვის გამეძლო.
- რას ნიშნავს არა?- გაფართოებული თვალებით გამომედევნა და ჭიქა მაგიდაზე დადგა, თვითონ კი ისევ ზემოდან დამყურებდა.
- აუ დაჯექი რა- ბურდღუნით ჩაეშვა სავარძელში და წარბაწეულმა გამომხედა.
- ჰე ეხა ამოიღე ხმა!
- მოკლედ კატო ხო გახსოვს?
- რომელი კატო?
- დიტოს ყოფილი ნაშა!
- ა ხო გამახსენდა. მოიცააა... იმისი ხელი ურევიაა?
- აბა ვისი უნდა იყოს. მოკლედ იმან არ ვიცი რანაირად, რაღაცეები ითაღლითა და ვიდეო გამოუგზავნა დიტოს, რომელზეც მე ვიყავი ვიღაც ბიჭთან ერთად კლუბში და ვ*იმაობდი.
- მოიცა და ამანაც დაიჯერა?!- ლამის იატაკზე იდო სალის ყბა.
- ხო დეგენერატი!
- აუ ეს რა სულელი ყოფილაა...
- ნერვები მაქვს დაგლეჯვაზე!
- აი ნერვიულობადაც არ ღირს ეს კრეტინი. ეს როგორ დაიჯერა? ნორმალურია?!
- აუ არ ვიცი რაა. ფაქტია რომ ყველაფერი დამთავრდა.
- ეხა დეპრესიაში უნდა ჩავარდე?
- მეტი საქმე არ მაქვს რაა!
- უფფ კიდე კაი. ჩემი გოგო ხარ შენ!- ჩემს მხარეს გადმოვიდა და მაგრად მიმიხუტა.
- მიყვარხარ ცქნაფან!- სალი ძალიან გამხდარი ამიტომ ხშირად ცქნაფას ვეძახდი. არ აღიარებდა თორემ მასაც მოსწონდა ეს.
- ვსიო გადაწყდა კლუბში მივდივართ და ვერთობით ბოლომდეე...- ფეხზე წამოვხტი და კარადას ვეცი კაბის ასარჩევად.
- აუუ რა ჯიგარიი ხარრ... ანდროს დავურეკავ და ვეტყვიი...
- კაი, ოღონდ მოდი და ამარჩევინე კაბა.
ბოლოს მე ოქროსფერი მოკლე, ბრჭყვიალა კაბა ავირჩიე ამავე ფერის მაღალქუსლიანებთან ერთად. ნახევარი ზურგი შიშველი მქონდა და არც დეკოლტე მაკლდა.კაბასთან ერთად ჩემი ყავისფერი წელამდე თმებიც ბზინავდნენ.
- ბიჭი რო ვიყო უეჭველი შეგამაბდი რაა - გადაიკისკისა თავისვე ხუმრობაზე და მაკიაჟის კეთება დაიწყო. სალის წითელი მოკლე კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი საიდანაც მკერდი მიმზიდველად იცქირებოდა.
- როგორც ჩანს დღეს ვიღაცას ცეცხლოვანი ღამე ელის- თვალი ჩავუკარი და კისკისით გავედი მისაღებში.
- გოგო ანდრომ ქვევით ვარ გელოდებითოოო.
- კაი ჩავიდეთ, არ ვალოდინოთ შენი რომეო.
- ოღონდ რომეო არა რაა...- სძულდა სალის რომანტიკა და მსგავსი ამბები. საზიზღარი ანდროც ხშირად ამწარებდა ამით.
ქვევით ანდრო დაგვხვდა მის ორ ძმაკაცთან, გიგასთან და სანდროსთან ერთად. მათ კარგად ვიცნობდით, ანდრომ თავიდანვე გაგვაცნო. მანქანაში ჩავჯექი რომ გარეთ გვრიტებისთვის ხელი არ შემეშალა.
- როგორ ხარ კრასავიცაა?- გაიწელა სანდრო. ყველაზე მხიარული ჩვენს შორის სწორედ ის იყო.
- რავი სანდრო. თქვენ?
- არაგვიშავს რა- ამჯერად გიგამ გამცა პასუხი წინიდან.
- მოიცა შენ ასეთ ფორმაში გიშვებს ის დიტო?!- ამათვალიერა სანდრომ და წარბი აწია.
- მართლა ყოფილა სანდრიკო.
- მოიცა რამე მოხდა და არ ვიცით?- გიგა მომიბრუნდა გაკვირვებული სახით.
- დიტოს დავშორდი.- ორივეს გავხედე ემოციის სანახავად.
- აი ასეთი კაი ამბავი რამდენი ხანია არ გამიგია ტოო. არ გეწყინოს ნინა რა. მარა მაგარი იყო ის შეჩემისა. (სანდრო)
- ჰოო ვიცი.
- მოიცა და როგორ დაშორდით?!- ისევ გიგა ჩამეკითხა.
- აუუ ეხა არ მინდა ამაზე საუბარი რა. მერე გეტყვით.ეხლა მხოლოდ გართობა- გავუცინე და ამასობაში ჩვენი წყვილიც ჩაჯდა მანქანაში.
- ხო მართლა გოგოებო დღეს ჩვენს ერთ ძმაკაცს გაგაცნობთ კლუბში.
- და აქამდე რატო არ ვიცნობთ? (სალი)
- გერმანიაში იყო რა და ორი დღეა ჩამოვიდა (გიგა)
გზაც სიცილში გავატარეთ და მალე მივედით კლუბშიც.ჩვენი ადგილი დავიკავეთ და შეკვეთა მივეცით. სისხლიანი მერი შევუკვეთე და გარემო მოვათვალიერე, როცა ბიჭების ძმაკაცი გამახსენდა.
- და თქვენი ძმაკაცი სადაა?- ჩემს მაგივრად დასვა კითხვა სალიმ.
- მოვა მალე (სანდრო)
- აუ ნინა წამო რა ხოდზე ვარ და ვიცეკვოთ - სანდროს გავყევი საცეკვაოდ, მალე ის ძმაკაციც დავლანდე მაგიდასთან, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მანამ ვცეკვავდით სანამ არ დავიქანცეთ. მაგიდას დავუბრუნდით სადაც უცნობი უკვე ორმაგ ვისკს ყლურწავდა.
- ალექსანდრე ეს ნინაა, ჩვენი ოქრო- უცნობთან წარმადგინა სანდრომ და თავზე მაკოცა.
- სასიამოვნოა- თავი დამიკრა და შემათვალიერა.
- ჩემთვისაც- უემოციოდ გავეცი პასუხი და სანდროსთან ერთად მივუჯექი მაგიდას.
ორ საათამდე კლუბში ვიყავით. დროდადრო ვგრძნობდი ალექსანდრეს მზერას, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. კლუბიდან გამოსულებმა ჩემი თავი ალექსანდეს ჩააბარეს. მანქანაში ჩავჯექი და მას დაველოდე. ძალიან სასიამოვნო სურნელი იდგა სალონში.
რამოდენიმე წუთში თვითონაც ჩაჯდა, დაქოქა და ადგილს მოსწყდა.
- სიჩქარის გეშინია?- არც გამოუხედავს ისე მკითხა და ცოტა შეანელა.
- არა- მოკლედ გავეცი პასუხი რასაც სიჩქარის ზრდა მოჰყვა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ფანჯარას მქონდა მიყრდნობილი თავი და პირდაპირ ვიყურებოდი. რამოდენიმეჯერ გადმომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. მალე მივედით ჩემს კორპუსთანაც.
- მადლობა- გადავდიოდი როცა მისი ხმა მომწვდა.
- არ შემიპატიჟებ?!- ცალი წარბის აწევით გადმომხედა.
- არამგონია ნორმალური იყოს ღამის ორ საათზე უცნობი ბიჭის სახლში შეპატიჟება- მეც წარბაწეულმა ვუპასუხე და ცალყბად გავიღიმე.
- როგორ გგონია სანდრო გიგა და ანდრო მოძალადესთან იძმაკაცებდნენ?!- გამარჯვებული სახით მკითხა. უხმოდ გადავედი. თვითონაც გამომყვა. არ დავმალავ რომ ცოტას ვღელავდი, არა იმიტომ რომ მეშინოდა. უბრალოდ ეს ბიჭი რაღაცნაირად მოქმედებდა ჩემზე.
კარები შევაღე და შემოვუშვი. ნელი ნაბიჯებით შემოვიდა და მისაღებში დივანზე მოკალათდა. მეც გავყევი და წინ ხელებგადაჯვარედინებული დავუდექი.
- ყავა- ნაგლურად გამიღიმა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. სამზარეულოში გავედი და თან კარგადაც გამოვლანძღე. ყავა! სთავაზობდა ვინმე?! ან ღამის ორზე რა ყავა აუტყდა.უკვე ვამთავრებდი როცა ზურგს უკან ვიგრძენი მისი შემოსვლა. უკვე ყელზე ვგრძნობდი მის სუნთქვას და ვაღიარებ მსიამოვნებდა. უფრო ავღელდი, მაგრამ შევეცადე არაფერი შემემჩნია.
- აღარ მინდა ყავა.
- ა ეხლა ჩაი ხო?!- სწერვულად შევბრუნდი და შევუბღვირე.
- არა. - ვაიმე ახლა მარტო რატომ შევამჩნიე ამისი სიმპატიურობა?! შავი თმა და ასევე საოცრად შავი თვალები. აი ერთი გამოხედვით რომ აგაფორიაქებს. სქელი ტუჩები და სწორი ცხვირი. ღმერთოო სუნთქვა მინდაა.
- აბა?!- მე რის ნინა ვარ კიდე თუ არ ვესწერვე. ხმა არ ამოუღია, ერთხანს თვალებში მიყურებდა, უეცრად კი მოწყურებულივით დაეწაფა ტუჩებს. გონზე ვერ მოვედი. გაოცებული და გაშეშებული ვიყავი. მალე მომშორდა და სანამ გონს მოვიდოდი გაქრა.

***

იმ შემთხვევიდან ერთი კვირა გავიდა. ორი დღე დადებულებული დავდიოდი. სალის ყველაფერი მოვუყევი, გამწარებული ვქოთქოთებდი, თვითონ კი იმას მიხსნიდა თუ რა კარგი ბიჭია ალექსანდრე. ლამის შემომაკვდა.
- აუ ნინა დღეს კაფეში მივდივართ და ხო წამოხვალ?- ოთახში შემომივარდა და საწოლზე დაებერტყა.
- ვინ მოდის?
- ის არამგონია იყოს, ანდრომ ესე თქვა საქმეები აქვსო. - მაშინვე მიმიხვდა და მალევე დამიყოლია.
ნელ-ნელა მოვემზადეთ. მე მოკლე ღია ცისფერი კაბა ჩავიცვი. ძალიან გრილი იყო და საოცრად მიხდებოდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლა კაი ტანი მქონდა. ასევე სალისაც. ორივე მაღალი, ჩამოსხმული ფეხებით.
მალე ანდრომაც მოგვაკითხა და კაფემდეც მალე მივაღწიეთ.
შიგნით შესულს მაგიდასთან სანდრო, გიგა და ალექსანდრე დაგვხვდნენ. სალის „ სახლში მოხვალ შენ“ სახით შევხედე და გიგას გვერდზე დავჯექი. ჩემს წინ ალექსანდრე მოხვდა. მის მზერას ვგრძნობდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია და მისთვისაც არ შემეხედა. არ ვიცი მრცხვენოდა თუ უბრალოდ ჟინი მქონდა.ცოტა ხანში სალისგან მესიჯი მივიღე - „ გეფიცები არ ვიცოდი“.თავი გავიქნიე სალის დასანახად.ცოტა ვილაპარაკეთ, ბოლოს კი სანდრომ წამოაყენა წინადადება.
- მოკლედ ეხლა ძაან მოვიწყინე და უნდა გამამხიარულოთ.
- აუფ რა სურს უმაღლესობას?!- ეს უკვე ანდრო იყო, რომელიც სალის ჩახუტებოდა და ყელზე ჰკოცნიდა შიგადაშიგ. ამაზე სალი წითლდებოდა და რავიცი მაგიჟებდნენ მოკლედ რომ ვთქვათ.
- სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ.
- აუ მინდააა- მაშინვე წამოხტა სალი. ბოლოს ყველა დავთანხმდით. მიმტანს ბოთლი მოვატანინეთ და სანდროს შევაჩეჩეთ პირველმა.
- აბა გიგია, სიმართლე თუ მოქმედება?
- მოქმედება.
- გადი და იქ რომ კაცი ზის, იმას აუხსენი სიყვარული.
- გაუფრინეე?- თვალებგაფართოებულმა გახდა გიგიმ ჯერ იმ კაცს მერე სანდროს.
- კი. მიდი... მიდი.
- ვახ ჩემი...- ნელა ზოზინით მივიდა იმ კაცთან, შიგადაშიგ უკან იხედებოდა ხო არ გადაიფიქრესო მაგრამ ისევ ბრუნდებოდა. ჩვენ კაფიდან ვავლებდით თვალს, როცა იმ კაცს სიყვარული შეჰფიცა და მაშინვე გამოიქცა. კაცი კი ლანძღვა-გინებით თითქმის კაფის შესასვლელამდე გამოეკიდა. სიცილისგან იატაკზეც ჩავაღწიეთ ლამის. ამის შემდეგ რამოდენიმე მსგავსი სიგიჟე და მალე ჩემი ჯერიც დადგა. ბოთლი დავატრიალე, გაჩერება კი ალექსანდრე მიმართულებით იყო.
- სიმართლე თუ მოქმედება?- გამარჯვებული სახით შევხედე ჩემს წინ მჯდომს.
- სიმართლე.
- ოჰო ნახეთ რა უშიშარია - ეს უკვე გიგი იყო, გამეღიმა მაგრამ ალექსანდრეთვის არ მომიცილებია მზერა. თვითონაც უტეხად მომშტერებოდა.
- ბოლოს გოგოს რა მიზეზით აკოცე?
- ჟინი მქონდა- ნაგლური ღიმილით მიპასუხა, რასაც ჩემი სახის განათება და გაცეცხლება მოჰყვა. მხოლოდ სალი ხვდებოდა რა ხდებოდა. დანარჩენებმა კი ეს კითხვა იაზვად გაატარეს. აჰ!თურმე ჟინი ჰქონია ბიჭს! ხეპრე! კრეტინი!
ამის შემდეგ ალექსანდრეს ჯერი იყო. ჩემდასაუბედუროდ ჩემთვის უნდა დაესვა კითხვა.
- სიმართლე თუ მოქმედება?- საშინლად ნასიამოვნები სახით გადმომხედა.
- სიმართლე.- დამერხა!
- ამათ მგონი გულწრფელობის ბუშტი გაუსკდათ - სანდროს ნათქვამს სიცილი მოჰყვა.
- ბოლოს როდის აკოცე ბიჭს?- საზიზღარიიი! ეხლა აქ რომ ვთქვა სიმართლე ძალიან შევრცხვები. არა ვერ ვიტყვი.
- არ მახსოვს ზუსტად. მნიშვნელოვანი არ იყო თორემ დამამახსოვრდებოდა- ნაგლურად ვუპასუხე და კოლა მოვსვი. დავინახე როგორ დაეძაბა კისერზე არტერია და მომუშტა ხელები მაგიდის ქვეშ. თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია.
მალევე ავიკრიფეთ და კაფიდან გამოვედით. არავის მიგვიწევდა გული სახლებისაკენ, ამიტომ მთაწმინდაზე ავედით, ალექსანდრესთან. მე არ მინდოდა მაგრამ სალიმ დაიჩემა და ვეღარ დავტოვე მარტო. მალე მივაღწიეთ ალესანდრეს სახლამდე რომელიც ცოტა ამაღლებულზე იდგა. შესვლისთანავე ფილმი ჩართეს, სასუსნავები მოიმარაგეს და კომფორტულად მოეწყვნენ. არ ვიყავი ამ ყველაფრის ხასიათზე, ამიტომ სალის ვანიშნე და გარეტ გამოვედი. ძალიან ლამაზი იყო თბილისი ღამით. უამრავ კონტრასტულ რამეს იტევდა, სიყვარულს, სიძულვილს, სიხარულს, ტკივილს. და მე?! მე რომელი მათგანი ვიყავი?! არცერთი! მე ფიტული ვიყავი. აღარ გამაჩნდა სიყვარული, ოჯახი, სითბო. მხოლოდ ეს ოთხი ადამიანი მყავდა. მეხუთე... აქ უფრო რთულადაა საქმე.
გარემოს დათვალიერება დავიწყე როცა გვერდიდან კიბე დავინახე რომელიც სახურავზე ადიოდა. მაშინვე ავედი. აქედან ყველაფერი ჩანდა, მთელი თბილისი. იმის და მიუხედავად რომ ამ ქალაქში საცხოვრებლად მხოლოდ 18 წლისამ გადმოვედი, მაინც სახლად მიმაჩნდა. შეუძლებელია რომელიმე მსოფლიოს ქალაქებიდან რომელიმე ისე მომწონდეს როგორც თბილისი.
სახურავზე პატარა გადახურული ოთახი იყო, რომელსაც მხოლოდ სამი მხრიდან კრავდა კედელი. შიგ პუფი იდგა, გვერდზე კი ლამფა. კედელზე თარო ეკიდა რამოდენიმე წიგნით.
- კარგი ყნოსვა გაქვს.- შიშისაგან ლამის წავიქეცი. ფეხები და ხელები გადაეჯვარედინებინა და კედელს ეყრდნობოდა.
- შენ კი ყეფაც კარგი გცოდნია- არც კი შემიხედავს ისე გავეცი და გასვლა ვცადე, მაგრამ მკლავში ჩამჭიდა და მის წინ დამაბრუნა.
- ესეიგი უმნიშვნელო ხო?!- თვალებში მიყურებდა და ნელნელა მიახლოვდებოდა.უკან ვიწევდი მაგრამ მალე ავღმოჩნდი კედელზე. უფრო მომიახლოვდა, მალე ჩვენს შორის მხოლოდ ორი სანტიმეტრიღა იყო დარჩენილი.
- რა იყო ეხლაც ჟინი მოგაწვა?- წარბი ავწიე და „ვესწერვე“. გადაიხარხარა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი. ეგ ნორმალურია?! რა ახარხარებს კი მარა?!
- შენს მერე ოთხჯერ ვაკოცე გოგოს- ღიმილით მითხრა და ისევ იგივე მდგომარეობა დაიკავა.
- აჰ ბაბნიკიც ყოფილხარ!
- მე არ მითქვამს რომ ოთხ სხვადასხვა გოგოს ვაკოცე.- საშინლად არ მესიამოვნა რომ შეიძლებოდა შეყვარებული ჰყოლოდა, თუმცა არ ვიცი რატომ.
- მით უარესი. შეყვარებული გყოლია და მე მიკოცნი აქ ტუჩებს.
უცბად ხელში ამიტაცა, თაროზე პლედს დასტაცა ხელი და პუფისკენ გაემართა.
- გამიშვი იდიოტო! ხელი მტკივაა...
- ნაკლებად რომ იხვანცალო არ გეტკინება.
პლედზე დაჯდა, მეც მიმიყოლა და პლედი შამოგვახვია.
- რას აკეთებ?! გამიშვი!
- ხმა!
- რა ხმა! გამიშვი-მეთქი!
ღრმად ჩაისუთქა და ღმერთს გეფიცებით ისეთი სახე ჰქონდა ძაან შემეშინდა.
- თუ არ გაჩუმდები მესამედან გადაგაგდებ და და სადაც დაეცემი იქ დაგმარხავ იცოდე!
მე სულელმა გაუაზრებლად თავი მხარზე დავადე. ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
- რატომ იქცევი ასე?- რამოდენიმე წუთში თავი ავწიე და უძირო შავ თვალებში ჩავხედე.
გამიღიმა და მისკენ ზურგით შემომაბრუნდა, ისე რომ ხედს ორივე ვხედავდით და სახე ჩემს ყელშიც ჩარგო. მეგონა რომ ამ კითხვაზე პასუხი მანაც არ იცოდა, მაგრამ რამოდენიმე წუთში პასუხი მივიღე.
- მიყვარხარ!
- რა...- მისკენ შევბრუნდა გაფართოებული თვალებით მაგრამ ტუჩებზე თითის დადებით შემაჩერა.
- უბრალოდ მენდე!- და ისევ შევიგრძენი მისი სქელი ტუჩები. როგორ მინდოდა, გავჩერებულიყავი და ყველაფერი გამერკვია, მაგრამ არ შემეძლო. მიზიდავდა, მიწებებული ვიყავი და ვერ ვმოძრაობდი. აშკარა იყო, რომ მესიამოვნა! მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ეს არ იყო იმ პირველი კოცნის მსგავსი. საოცრად მიკოცნიდა ბაგეებს, მეგონა რომ მალე ჩავადნებოდი ხელებში. ვიცოდი რომ არასწორი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ არ შემეძლო ამ ყველაფრის შეწყვეტა. მანამ ვკოცნიდით ერთმანეთს სანამ ჰაერი არ გვეყო. ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში და მუხტს გადავცემდით ერთმანეთს. შავი თვალები! თან რომ მაშინებდა და თან რომ მიზიდავდა. ჩემომაბრუნდა ისე რომ მას მივყრდნობოდი და სახე ისევ ჩემს კისერში ჩარგო. არცერთს დაგვიძინია. გათენებამდე ერთმანეთის გახშირებულ პულს ვუსმენდით და ერთმანეთით ვსუნთქავდით.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

სანდროზე გავგიჟდიიიი

 


№2  offline წევრი kaisha13

ვაიმეეე ეს რა იყოო...))) ძალიან ძალიან საყვარლობა,თბილი და ტკბილი ისტორიაა და გამიხარდებს ისევ ისე ლამაზად და საინტერესოდ თუ გაგრძელდება როგორც დაიწყე...;)

 


№3  offline წევრი CRAZY GIRL 2

kaisha13
ვაიმეეე ეს რა იყოო...))) ძალიან ძალიან საყვარლობა,თბილი და ტკბილი ისტორიაა და გამიხარდებს ისევ ისე ლამაზად და საინტერესოდ თუ გაგრძელდება როგორც დაიწყე...;)


მადლობა blush

 


№4  offline წევრი Laliashvili009

Sainteresoo chanss ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent