შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით დაქორწინებული (17-18-19-თავები)


4-12-2017, 19:31
ავტორი PARVENU
ნანახია 27 744

ვგრძნობდი, როგორ ვიკარგებოდი ბურუსში და გააზრების უნარსაც ხელს ვუქნევდი. ერთიანად ალექსანდრეთი მოცულს, არ შემეძლო არაფერზე ფიქრი, გარდა იმისა, რომ მე ის მიყვარდა. გონის დაკარგვამდე, გულის წასვლამდე და ჭკუიდან შეშლამდე. არ მაინტერესებდა, რა იქნებოდა ხვალ, რა იქნებოდა ვნებისგან დაბინდული გონება, საღ აზროვნებას რომ შეძლებდა. ვიცოდი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ამ საქციელს, ადრე თუ გვიან, საშინლად ვინანებდი, თუმცა ჯიუტად მივიწევდი უფსკრულისკენ. არ შემეძლო და არც მინდოდა ცუნამივით თავს დატეხილ გრძნობას შევწინააღმდეგებოდი. ერთადერთს რაც ამ წუთას ვგრძნობდი, ალექსანდრეს მწველი ტუჩები იყო, რომელიც შეწინააღმდეგების უნარს მაკარგვინებდა.
-შეწყვიტე...-ინსტიქტურად ამოვიჩურჩულე ხმაწართმეულმა, როგორც კი წამით მომცა ჩასუნთქვის საშუალება და მკერდზე მივაბჯინე აკანკალებული ხელები.
-არ შემიძლია...-სუნთქვაგახშირებულმა ამოიბუტბუტა, ტუჩები ყელზე ჩააცურა და ერთიანად ამაკრო მის სხეულს.
ვიგრძენი, როგორ დამიარა ცხელმა ჟრუანტელმა და ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე სიამოვნების წამოძახილი რომ შემეკავებინა. ერთიანად ახურებული, უღონოდ ვებრძოდი მის მძიმე სხეულს და ვცდილობდი ის ბოლო საღი აზრიც არ დამეკარგა, წინააღმდეგობის გაწევას რომ ჩამჩიჩინებდა თავში.
-არ გინდა...-ამაოდ ამოვილუღლუღე თვალებმილულულმა და შევეცადე პენუარის ქვეშ შეცურებული ხელი მომეშორებინა. თუმცა ჩემმა მცდელობამ, საპირისპირო შედეგი გამოიღო და უპარდონოდ ამაყუდა აივნის კარს. ვხვდებოდი მისი გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ აყეფებული მეორე მე, დანებების საშუალებას არ მაძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ მეც მთელი სხეულით მწყუროდა მისი ალერსი.
-მინდიხარ, ელენე!..-ყურთან მიჩურჩულა, თითქოს სიბნელის დარღვევის ეშინიაო და მის გმინვასთან ერთად, ჩემს სმენას მისწვდა ფხრეწის ხმა.
ფეხებთან დაცურებულ პენუარს ყურადღება არ მივაქციე და სიამოვნებისგან ამოვიკვნესე, ათრთოლებული ტუჩებით მკერდზე რომ მომეკრო. ნეტარებაში წასულს, თითოეული ადგილი მეწვოდა, სადაც კი მეხებოდა და აკანკალებული მუხლებით, ადგილზე ჩავიკეცებოდი, მას რომ არ დავეჭირე. უხეში ხელი წელზე მომხვია, წამში შემომისვა მუცელზე, მეორეთი კი ჩემი სხეულის დეტალური შესწავლა არ შეუწყვეტია.
-ალექსანდრე!..-წამოვიკვნესე, როდესაც შეუძლებელი გახდა თავის მოთოკვა და გაყინული თითები ძლიერ მკერდზე ავასრიალე.
ნათლად დავინახე, როგორ გააჟრჟოლა ჩემ შეხებაზე. ვნებისგან ცეცხლწაკიდებული თვალები მომაპყრო, თითები ყელზე მომიჭირა და ისევ გაშმაგებით დამაცხრა ტუჩებზე. ლამის იყო გული წამსვლოდა ამდენი ემოციისგან და დაუდევრად ვაჭერდი ფრჩხილებს კანზე. უკვე ვხვდებოდი, როგორ უჭირდა თავის შეკავება და მეც ნებას ვაძლევდი, მთლიანად დაპატრონებოდა ჩემ სხეულს.
-ელენე... ჩემი მინდა გახდე...-ამოიხრიალა ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მომაცილა ზედა საცვალი.
ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ერთიანად სხეული და თვალები უნებურად მიმეხუჭა, როდესაც ცხელი ხელების შეხება ვიგრძენი მკერდზე. სუნთქვაგახშირებული, ზურგით ვგრძნობდი ცივ მინას, მაგრამ ისე იყო ჩემი გონება სასიამოვნო იმპულსებისკენ მიმართული, ამისთვის ნამდვილად არ მცხელოდა.
-ასე არა...-სუნთქვაშეკრულმა ამოვთქვი, როდესაც მის ხელს ტუჩებიც შეუერთდნენ, თუმცა თითები ისევ მის თმებში ავხლართე და კვნესა ვერ შევიკავე მსუბუქად რომ შემეხო კბილებით.
-მოვკვდები ეხლა რომ გავჩერდე...-ისე ამოიხრიალა, ტუჩების უმისამართო ფათური არ შეუწყვეტია და უფრო ძლიერად ამაკრო ახურებულ სხეულს,-არ მინდა ინანო... მინდა ეს შენი ნებით გააკეთო... შენ მითხრა, რომ ჩემთან გინდა... გინდა, რომ მოგეფერო... გაკოცო... ჩემი გაგხადო... მითხარი ელენე... მითხარი რომ გინდივარ...-შეუჩერებლივ ბუტბუტებდა და მილიმეტრითაც კი არ მშორდებოდა, ამოსუნთქვის საშუალება რომ მოეცა.
-ალქსანდრე...-ერთი წამოვიკვნესე საპასუხოხდ, თმებზე ძლიერად მოვქაჩე და მთელი ვნებით ვაკოცე.
გულის გამაყრუებელ ბაგაბუგში, გავიგე ღრმად როგორ ამოიგმინა, კოცნა გააცხოველა და წამის მეასედში მიმაწვინა საწოლზე. წამის შემდეგ, ის უკანასკნელი ნაჭრებიც მიმოფანტა იატაკზე, რომელიც ჩემს სხეულს აშორებდა. ცალი ხელი წელში შემიცურა, მძლავრად ამაკრო მის სხეულს და მთლიანად დაეპატრონა ჩემს სხეულს. სიამოვნების ზენიტში აფრენილს, არაფერი არ მახსოვდა. არ მაინტერესებდა კდემა, მორიდება, სირცხვილი, გაშიშვლებული გრძნობები. ერთადერთი რასაც დაბინდული თვალებით ვხედავდი, ალექსანდრეს ნეტარებისგან შეშლილი სახე იყო.
-ჩემი ხარ!..-ამოიგმინა სუნთქვაგახშირებულმა და ძლიერად მომიჭირა ბარძაყზე თითები.
ღრმა კვნესა აღმომხდა, გაუფრთხილებლად დავუსვი ფრჩხილები ზურგზე და ბლანტი სითხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ავყევი მის ალერსს. უკანასკნელად გავხედე ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ, ისინი კი არ თამაშობდნენ ცაზე, არამედ მე ვმოძრაობდი სინქრონში. გონებაში დეჟავიუს გრძნობას, ალექსანდრეს ღრმა ოხვრა მირღვევდა და შემდეგ მივხვდი რა ნაცნობი იყო ყოველივე ეს. მეცნობოდა ეს შეხებაც, კოცნაც, მოფერებაც, ტკივილიც და გულის სიღრმეში მინდოდა კიდეც იგივე განმეცადა, უბრალოდ ამას აქამდე ოსტატურად ვუმალავდი საკუთარ თავს.
სანამ საბოლოლდ გავითიშებოდი, კიდევ ერთხელ შევავლე დანისლულ, მიბნედილ თვალებს მზერა და ერთიანად გადავეშვი ვარდისფერ სამყაროში, სიმყუდროვეს ვნებისგან თავაწყვეტილი ხმები რომ არღვევდა.


"-"-"-"-"-"

არ ვიცი რა დრო იყო, რა ხდებოდა დედამიწაზე ან სად ვიყავი. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, ყრუ ტკივილთან ერთად, სასიამოვნო მოთენთილობა იყო, მთელ სხეულზე რომ შემომხვეოდა და განძრევის სურვილს მიკარგავდა. უფრო მეტად შემოვხვიე ბალიშს ხელები და ერთი ამოვიხვნეშე. მუცლით მწოლი, მზის სხივებს საგულდავულოდ ვემალებოდი და ფერადი ზმანებიდან გამოსვლა არ მინდოდა. წამით ნეტარებისგან გამაჟრჟოლა ცხელი თითები რომ ვიგრძენი შიშველ ზურგზე, მაგრამ თავზარი დამეცა, როგორც კი გუშინდელი ღამე ამომიტივტივდა გონებაში. ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს, ფილმის კადრებივით დატრიალებული სცენა რომ გამექრო, მაგრამ უფრო ცხადად ვხედავდი ერთმანეთში ახლართულ ორ სხეულს, მოქმედებას გონებას რომ არ ატანდნენ და დაყრუება ვინატრე ცხადად რომ ჩამესმა ალექსანდრეს ჩურჩულს და გმინვას შერეული, ჩემი თავშეუკავებელი კვნესა.
-დილა მშვიდობისა, პატარა!-ლოყაზე მომეფრქვია, ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და ერთიანად დავიძაბე ტუჩებით მხარზე რომ შემეხო,-როგორ ხარ?
ისე ვიყავი მომხდარით დაშოკილი, წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა მკითხა და დაძაბულობისგან სხეული უფრო ამტკივდა, როდესაც არანაირი ადეკვატური პასუხი ვერ მოვიფიქრე კითხვაზე. ერთადერთი რაც გულით მინდოდა, აქედან გაქცევა იყო და თავს არაადამიანურ ძალას ვატანდი, გულში აბუყბუყებული სასოწარკვეთა, ცრემლებად რომ არ დადინებულიყო ახურებულ ლოყებზე.
-ელენე, კარგად ხარ?-გავიგე, როგორ შეეცვალა თბილი ტონი შეშფოთებით და მხარზე თითები მომიჭირა,-რატო არ მცემ ხმას?!
მიუხედავად სურვილისა, პასუხი გამეცა და მალე დაენებებინა თავი, მაინც ვერ შევძელი რამის თქმა და თვალები უღონოდ დავხუჭე, იქ დაბუდებული უსაზღვრო ტკივილი და სირცხვილი რომ არ შეემჩნია.
-ელენე, ნუ გამაგიჟე!.. მითხარი ცუდად ხარ?!-პანიკის ნოტები შეეპარა, აცახცახებული ხელები ჩამავლო და პირაღმა გადმომაბრუნა, ისე რომ მისი გახშირებული სუნთქვა, პირდაპირ სახეზე მეცემოდა,-რამე გტკივა?! მითხარი დაგიშავე რამე?! გატკინე?! ექიმს დავურეკო?! მითხარი რა რამე!..
-კარგად ვარ...-ძლივს ამოვიჩურჩულე პირგამშრალმა და ერთიანად გავწითლდი, როდესაც მის გაფართოებულ თვალებს წავაწყდი.
-არ მომატყუო იცოდე!.. მართლა კარგად ხარ? არაფერი გტკივა?-ჩემს ჯინაზე არ წყვეტდა უხერხული კითხვების დასმას და სირცხვილისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.
-მართლა კარგად ვარ!-შედარებით ხმამაღლა წამოვიძახე და მის მოუსვენარ მზერას რომ დავმალვოდი, მუჯლუგუნით გადავაგდე და საწოლზე წამოვჯექი, თან გამალებით ვათვალიერებდი ოთახს, რამე შემოსაცმელი რომ მეპოვა. თუმცა შუა ოთახში მიმოფანტული ალექსანდრეს ტანსაცმლის და აივნის კარებთან დაგდებული, ერთიანად ნაფლეთებად ქცეული პენუარის გარდა, ვერაფერს მოვკარი თვალი.
ამ უკანასკნელის ნახვისას, ისევ ამომიტივტივდა მისი იქ "მოხვედრის" სცენა და დაფეთებულმა, ატლასის ზეწარი უფრო მჭიდროდ ავიფარე მკერდზე, თითქოს ასე მსურდა დამევიწყებინა, მისი მხურვალე ტუჩების შეხება. ისისიყო ფეხზე წამოვდექი, წელზე ხელი რომ ჩამავლეს და ისევ საწოლზე დამაგდეს. გაფართოებული თვალებით ავხედე ეშმაკური ღიმილით სახეგანათებულ ალექსანდრეს და ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული, მშიერი მზერა რომ შემავლო.
-სად მიიპარები, პატარა ქალბატონო?!-ვნებიანად მიჩურჩულა და ძლიერი ხელი საბნის ქვეშ მუცელზე აასრიალა,-შენ რა, ჩემი გრცხვენია?!-ღიმილი უფრო გაუფართოვდა ჩემ თვალებს რომ წააწყდა და ცხვირთ ნიკაპზე გამეხახუნა.
დამბლადაცემული გავხევებულიყავი ერთ ადგილას და გაშეშებულს პირის გაღებაც არ შემეძლო, გაჩერება რომ მომეთხოვა. გული ისე მიცემდა, საცაა ფილტვებიდან ამოვარდნილიყო და ვგრძნობდი, როგორ მეცვარებოდა ხელები ცივი ოფლით. მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და უკვალოდ გამქრალიყო, ისე, თითქოს არ არსებულიყო, არც ეს ღამე და არც ის გრძნობა, მისი სიძლიერის გამო, ალექსანდრესთან ყოფნას რომ მიშლიდა.
-რა კარგი ხარ, რომ იცოდე!..-ყურთან გავიგე ვნების ბურუსში გახვეული ჩუმი ხმა და თვალებდახუჭულს, ხელები უღონოდ დამივარდა საწოლზე, როდესაც ფრთხილად გამომართვა საბანი, დაბლა დაქაჩა და ცხელი ტუჩებით დამაკვდა მკერდზე,-საოცრება ხარ!.. ჩემი პატარა საოცრება!.. მხოლოდ ჩემი!..-ბუტბუტებდა დროდადრო და ტუჩებით ლაშქრავდა ჩემს მკერდს.
-გაჩერდი...-მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე ენადაბმულმა, თუმცა ეჭვი მაქ მას ეს გაეგო.
მთელი გულით მსურდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ისე ვიყავი გაქვავებული, სხეული არანაირ ბრძანებაზე არ რეაგირებდა. მხოლოდ ცახცახზე თუ ვხვდებოდი, რომ საბოლოოდ არ დამეკარგა მგრძნობელობა.
-მხოლოდ ჩემთვის გაჩნდი... მერტო ჩემთვის...-აგრძელებდა ჩურჩულს და ხელს გაუჩერებლად ასრიალებდა ფეხებზე.
მთელი სინაზით მიკოცნიდა გაყინულ ტუჩებს და ჩურჩულს არ წყვეტდა. საწოლზე უღონოდ მისვენებულმა, ვიგრძენი, როგორ შემოძვრა საბნის ქვეშ, ერთი ხელის მოსმით მომექცა ზემოდან და ახურებული სხეულით ამეკრო გაყინულ გულ-მკერდზე. ჩემი ორვე ფეხი წელზე შემოიხვია და ამჯერად მთელი ვნებით მაკოცა, მე კი ინსტიქტურად დავყევი მის ნებას. ისე, თითქოს მე კი არა, ვიღაც სხვა ავლენდა თითოეული მოქმედებით ალექსანდრეს მიმართ, დაუძლეველ სიყვარულს და სრულიად უცხო სხეული ეთანხმებოდა მის თითოეულ მოთხოვნას. ვხვდებოდი, როგორ მეცლებოდა თვითკონტროლი ხელიდან და იმის შეგრძნება, რომ მე, ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დავუთმე მას მთელი ჩემი სამყარო, აგონიაში მაგდებდა. მე მას ვეკუთვნოდი მთელი არსებით და ამჯერად არა ჰაერით, არამედ ალექსანდრედ ქცეული ჟანგბადით მსასზრდავი სხეული, ამ განაჩენს უფრო ამტკიცებდა. მეშინოდა იმის, რაც მომავალში მელოდა. მეშინოდა უსაყრდენოდ დარჩენილი, უფსკრულში რომ გადავიჩეხებოდი... მეშინოდა რომ წავიდოდა... ისე წავიდოდა, უბოდიშოდ გაიყოლებდა ჩემ გულსაც, მე კი უყველაფროდ დარჩენილი, სწორედ იმ წამს შევწყვეტდი არსებობას.
-ელენე...-ხმით წამოიკვნესა და უფრო ამიკრო აცახცახებული გულ-მკერზე.
მოთმინება გამოსულმა, ერთი ამოვიოხრე და ფრთხილად შევუსრიალე ბეჭზე ხელები. ისე ვიქცეოდი, თითქოს თითოეულ მოქმედებას ვსაზღვრავდი. სინამდვილეში კი გონება ერთიანად გათიშული მქონდა და ტვინს ვერ ვატანდი იმას, რასაც ამ წამს ვაკეთებდი. ვხვდებოდი დაშვებული შეცდომის სიდიადეს, მაგრამ რამის გამოსასწორებლად უკვე არ შემწევდა ენერგია. პირველად დავდექი სიყვარულის წინაშე პირისპირ და არ ვიცოდი, როგორ მებრძოლა მასთან. ან განა არსებოდლბდა რაიმე ძალა, რომელიც მის შეჩერებას შეძლებდა?!
-აუ, სად ხართ, ტო!-ბურუსიდან გამომიყვანა ხმამ და თვალები უემოციოდ გავახილე, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
-ოხ, მე თქვენი...-გულიანად შეუკურთხა ჩემს სხეულს წამით მოწყვეტილმა ალექსანდრემ და ისევ ყელზე დამეკონა.
-ელენე, მანდ ხარ, ტო?! აუ, გაიღვიძე რა!-კაკუნს არ წყვეტდა ტყუპი, მე კი ძალა არ შემრჩენოდა იმისთვის, რომ ალექსანდრე გამეჩერებინა.
ფრთხილად ჩამოვიღე მისი მხრებიდან ხელი და ამით ვანიშნე, რომ უნდა ამდგარიყო.
-ოუ, ელენე!..-მუდარით ამოთქვა და მის გამოხედვაზე სიცილი ამიტყდებოდა, ასეთი გამოფიტული რომ არ ვყოფილიყავი,-ფუ, შენი... ფეხებს დაგამტვრევ ყიფიანი, მანდ რომ გამოვალ!-იღრინებოდა ალექსანდრე და ფართხა ფურთხით იცმევდა შარვალს.
ლამაზი ჭაღისთვის გამესწორებინა მზერა და ლამის იყო თითოეული რიკულის მოხაზულობა დამემახსოვრებინა. ამ ჭაღმა, ჩემი არეული ცხოვრების, პირველი დილა გამახსენა და მწარედ გამეღიმა. მაშინ ასეთი ტკივილი არ მიგრძვნია, როდესაც უცნობთან ღამის და დაქორწინების ამბავი გავიგე. მაშინ ისევ ის ელენე ვიყავი და ისე არ განმიცდია ის ამბავი, როგორც ამას ნორმალური ადამიანი მიიღებდა. ახლა კი გაცილებით მწველი ტკივილით მეწვოდა შიგნეულობა, ვიდრე ოდესმე. ეს ალბათ იმიტომ რომ ახლა ჩემი შეცდომის, თითოეული დეტალი მახსოვდა და ლამის ჭკუიდან გადავეყვანე ფიქრების კორიანტელს. სინდისი ულმობელ ჯალათად მადგა თავზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-მოგვიანებით, სალაპარაკო გვაქ!-რეალობას დამაბრუნა ალექსანდრეს ხმამ, რომელიც ზემოდან დამჩერებოდა და დაკვირვებით სწავლობდა ჩემ გამომეტყველებას. თუმცა ისეთი გაქვავებული მქონდა თითოეული ნერვი, ვეჭვობ რამე ამოეკითხა.-დაბლა შეგხვდები!-მიჩურჩულა ტუჩებთან, ერთი მაკოცა და გაბრაზებული გავარდა კარებში.
-თუ არ გახსოვს ჩადენილი დანაშაული, მას ვერც გადალახავ,-უემოციოდ ვუთხარი სივრცეს, თითქოს ყურით მინდოდა ამ ჭეშმარიტების გაგება და თვალებიდან ცრემლები წამსკდა,-როდიდან გახდი ასეთი მტირალა ელენე?!. ტირილი ხო... ტირილი ხომ სირცხვილია?!-ამოვისლუკუნე და ბანცალით გავემართე სააბაზანოსკენ.
ერთიანად აკანკალებული, ცხელ წვეთებს ვერ ვგრძნობდი და სააბაზანოს იატაკზე ჩაკეცილი მთელი ემოციით ვქვითინებდი.
-ნეტა... ტირილი... შველოდეს საქმეს...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვისროდი სიტყვებს სუნთქვაშეკრული და ამაოდ ვცდილობდი ყელში მოწოლილი ბურთი მომეშორებინა.-რა ვქნა... ღმერთო?! მე... მე არ ვარ... ამას მიჩვეული... მე... უბრალოდ... არ ვიცი რა ვქნა... არ ვიცი... რა გავაკეთო... როგორ მოვიქცე ღმერთო?!
ვსლუკუნებდი მუხლებში ჩარგული და ორთქლით დანისლულ კაბინას ყურადღებას არ ვაქცევდი.
იქ, გარეთ, მათთან შეხვედრისას, არ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა, რა გამეკეთებინა და საერთოდ, რა როლი მეჭირა ამ სახლში. ვიცოდი არაფერი არ იყო ძველებურად, მაგრამ ახალში რა ადგილი დამეკავა, აზრზე არ ვიყავი.
ათასი შიში მიტრიალებდა გადახურებულ ტვინში და ნორმალურად რისი მეშინოდა, არ ვიცოდი... მეშინოდა მომავლის... მეშინოდა საკუთარი თავის... მეშინოდა დაუძლეველი სინდისის... მეშინოდა ალექსანდრესი... და...
-ბავშვობა ის სამყაროა, სადაც არავინ იზრდება და ყველა ბედნიერია,-უნებურად წავიბუტბუტე მივიწყებული წინადადება და შევკრთი, როდესაც ბავშვობის კვდომა შევნიშნე ჩემში.
ჯერ კიდევ მტირალმა, დაორთქლილი კაბინის სარკე ხელით გავწმინდე და ცრემლები უმალ შეწყდა თვალებში ჩამქვრალი სხივი რომ შევნიშნე. უღონოდ დავცურდი კედელზე და თვალებგაშტერებული დუშიდან მომავალ წვეთებს მივაშტერდი.
-ადამიანის ცვლილება თვალებიდან იწყება!-განაჩენივით გაისმა დაორთქლილ აბაზანაში და შევეცადე ახალი სხივით აკიაფებული ჭაობისფერი თვალები, გონებიდან ამომეგდო.


"-"-"-"-"-"

-ბარო რძალს!-წაიღიღინა ტყუპმა, როგორც კი მისაღებში ჩავედი და თვალი ჩამიკრა,-როგორ გეძინა?
-კარგად,-დარცხვენილმა ამოვილუღლუღე და ჩემზე მოშტერებულ ალექსანდრეს მზერა მოვაცილე.
-სანდრიკო ხო არ გაწვალებდა?-თვალები ეშმაკურად აათამაშა მეორემ, მე კი სირცხვილისგან ენა გადამეყლაპა.
-ლექსო რატო უნდა აწვალებდეს?-გაკვირვებულმა შეხედა ვიბლიანმა და ერათ-ერთ ტყუპს თავში წამოარტყა, როდესას გვერდზე უჩქმიტა.-რა მპწკენ ბიჭო?!-დაუღრინა და ისევ წამოსარტყმელად გაიწია.
-საბა, გეყოფა ძმურში,-უთხრა აპილპილებულმა ალექსანდრემ, მზერა მომწყვიტა და ყიფიანებს დაუბრიალა,-თქვენ მოკეტავთ, თუ გინდათ კუკიაზე ადგილები გამოგინახოთ?
-ხტფუ! ეს რა უჟმურია, ტო!..-ჩაიბუზღუნა ლევანიმ, თუ დიმამ და დივანში ჩაენარცხა.
-მოკლედ, რაზე მოვედით ეხა...-ყურადღება მიიქცია კოკამ და მეც მომეცა საშუალება დავმშვიდებულიყავი.-დემნა და ნათია დღეს ხო ჩამოდიან?! ხეცურიანმა მე და თათაც გამოვალთო და სათამაშოდ გავიდეთ, რა... თან ისინიც შეიკრიბებიან და შევუბეროთ. ელენეც ნახავს რა ძმაკაცები ვყავართ,-ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
-აბა რა!..-ისევ მოვიდა ხასიათზე ტყუპი და ფეხზე წამოხტა.-კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან რა ქმრები ყავთ ელენე და თათას. ძმაკაცები ხომ ერთმანეთზე უკეთესები,-თავი დაიფასა და ისე დახარა თავი, თითქოს ვინმე ტაშს უკრავდა.
-შენ რა ქათამიხარ, ტო!-ხელი ჩაიქნია გიორგიმ და ისე მომაშტერდა, თითქოს მე ვწყვეტდი წასვლა არ წასვლის საკითხს.
-წავიდეთ, ჩვენი რა მიდის,-გაიღიმა ალექსანდრემ და ვიბლიანს ხელი გადახვია.
-მანამდე რამეს მოვამზადებ,-ძლივს გასაგონად ამოვიბუტბუტე და სამზარეულოში გავუჩინარდი.
-აბა რას გვიმზადებ, პატარა ქალბატონო?-ისე მოულოდნელად გაისმა ალექსანდრეს ხმა, შიშისგან ლამის ხელები გადავისერე.
ღრმად ჩავისუნთქე აჩქარებული გულისცემა რომ დამემშვიდებინა. ზურგში დავლილ უსიამო ჟრუანტელს ყურადღება არ მივაქციე და ჩუმად ჩავიბუტბუტე.
-კრაბის სალათს... იმედია მოგეწონებათ!
-იმედია,-გავიგე, როგორ ჩაიცინა ზურგს უკან და დანა ხელიდან გამივარდა მუცელზე მძიმე ხელების მოხვევა რომ ვიგრძენი.-ვგიჟდები შენ სუნზე!-ჩემს თმაში ცხვირჩარგულმა ამოიჩურჩულა და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, ტუჩებით მფეთქავ არტერიას რომ შეეხო.
-ალექსანდრე, საჭმელს ვაკეთებ...-უღონოდ ამოვილუღლუღე აცახცახებულმა და ვეცადე ხელიდან დავსხლტომოდი.
-საჭმელი დაიცდის... მე ვერა,-მოუშორებლად მითხრა და უფრო მძლავრად შემომხვი ხელები.
-ალექსანდრე, გეყოს...-ხმაში პანიკის ნოტები შემეპარა და მთელი ძალით ვცდილობდი ტირილი არ დამეწყო.
-არ მეყოფა...-მხარზე ნაზად მაკოცა და კინაღამ იქვე ჩავიკეცე, კაბის ქვეშ მხურვალე ხელი რომ ვიგრძენი.
-შეწყვიტე!-წამოვიყვირე ელდანაცემმა და შეცბუნებულს, რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი.
-ელენე, რა მოხდა?-დაეჭვებით ჩამაშტერდა თვალებში და რამდენიმე ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. მე კი ისევ უკან დავიხიე.
-არაფერი...-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.
-მოცა... შენ რა... ნანობ?!-თვალებგაფართოებულმა ისე შემომხედა, თითქოს მხრებზე მეორე თავი გამომბმოდეს.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი...-ერთიანად აწითლებულმა ამოვთქვი და გასაქცევად მოვემზადე, როდესაც მხრებში ძლიერად მწვდა და ერთ ადგილს მიმალურმა.
- შემომხედე თვალებში!-ისეთი სუსხიანი ხმით მიბრძანა, უნებურად დავემორჩილე.
გამომეტყველება ერთიანად გაქვავებოდა და ისე მიმზერდა, თითქოს უცხოპლანეტელი ედგა წინ.
-ნანობ?!-იგივე ტონით მკითხა და შიშისგან სხეულში გამცრა,-მიპასუხე!
-ალექსანდრე, რა გინდა?!-მუდარით ამოვთქვი და თავი დავიწყევლე საერთოდ რომ ვარსებობდი ამ ქვეყანაზე, ასეთ იდიოტურ, სამარცხვინო და სულის შემყორჭნავ სიტუაციაში.
-შენ რა, დაყრუვდი?!-ხმას აუწია და უფრო მეტად მომიჭირა თითები.
-კი...-ხმისკანკალით ვუთხარი და თავი დავხარე აცრემლებული თვალები რომ დამემალა.
-ამის დედა შე..ცი!-დაიგრგვინა, მომშორდა და ძლიერად დაცხო მუშტი კედელს.
გაფართოებული თვალებით შევცქეროდი, როგორ გამოახრიგინა სამზარეულოს მაგიდიდან სკამი, მძიმედ დაჯდა და მუხლებზე დაყრდნობილი მომაშტერდა.
-რატო?-მძიმედ ამოთქვა და მივხვდი ჩემი სიტყვები, კითხვაზე დასტურად რომ მიიღო.
-მე... არ ვიცი... რა გითხრა,-ენადაბმულმა ამოვილუღლუღე და ისევ თავი დავხარე.
ნერვებს მიშლიდა ეს სიტუაცია და ლამის სირცხვილისგან მოვმკვდარიყავი, ამ თემაზე რომ მიწევდა საუბარი.
-რა არ იცი ტო! რა არ იცი!-წამოიყვირა მოთმინებიდან გამოსულმა და ადგილზე შევხტი, როდესაც ისევ ფეხზე წამოვარდა და მომიახლოვდა.-მითხარი, რამე გაწყენინე?! რამე ისე ვერ გავაკეთე?! ჩემში ეჭვი შეგეპარა?! რა გავაკეთე ასეთი, მაგას რომ ნანობ, ტო!-გიჟივით ჩამაშტერდა თვალებში, თითქოს იქ სურდა სასურველი პასუხის ამოკითხვა.
-მე... უბრალოდ... არ ვარ მსგავს სიტუაციას მიჩვეული... არ ვიცი რა მინდა... მართლა გაურკვევლობაში ვარ...-უაზროდ ვბუტბუტებდი და გაყინულ ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი.
-რატო ტო, რატო?! რა გინდა ამით თქვა?!
-უბრალოდ... არ არის ეს სწორი... საქციელი,-დამფრთხალმა გავუსწორე მზერა და შევცბი ნათლად რომ გავიგე კბილების ღრჭიალი.
-აბა რა არის სწორი საქციელი?!-ამოისისინა და ცეცხლწაკიდებული თვალებით ჩამაშტერდა,-გინდა დავიკიდო რაც მოხდა და ლაითად გავაგრძელო ცხოვრება?!. შენც რომ არ იყო იმ ღამის მერე, ისე ვერ შემოგხედავ, თითქოს აქ, დროებით მცხოვრები გოგო იყო და უკან ვერ გაგიშვებ... ასეთი უსინდისო გგონივარ, ტო?! ესე რომ არ იყოს შენ ხარ, ტო, შენ!.. და მითხარი, მოგეწონებოდა ყველაფერი სიმთვრალისთვის რომ დამებრალებინა და უკანასკნელი ახ*არივით ჩემ ოთახში გამეგრძელებინა ძილი?! მითხარი რა არის სწორი, თორე მე უკვე ვერაფერს ვხვდები!..
-არ ვიცი... მართლა არ ვიცი... ერთი რაც ვიცი ისაა რო... მცხვენია!..-ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე მოფუზულმა ბოლო სიტყვები და შეკავებულმა ცრემლებმა ცხვირი ამწვა.
-აუ, ესაა მიზეზი?!-ერთიანად მოეშვა განრისხებული და თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგე. თავზე ნერვიულად გადაიავა ხელი და ნაზად ჩამაშტერდა თვალებში.-მე კიდე მეგონა... აუ, ელენე რა!.. ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავ!..-ნერვიული სიცილით "მახარა" და ძლიერად ჩამიკრა გულში.-ჩემი რისი გცხვენია, ტო... საიდან მოიტანე ეგ სისულელე?! ნუ ხარ რა ეგეთი მორცხვი, ცუდი არაფერი გაგიკეთებია, გაიგონე?
-გავიგე,-მის მკერდზე მიკრულმა ამოვილუღლუღე და ღრმად შევისუნთქე უკვე საყვარელი გრილი სურნელი.
-არსად გაგიშვებ!.. სულ აქ მეყოლები!.. ჩემი ხარ პატარა ქალო... მარტო ჩემი!-გრძნობიერი ხმით მეჩურჩულებოდა და მთელი სინაზით მეფერებოდა თმაზე.
....
-დაგამტვრევთ ძვლებში!-მხიარულად დაიბუბუნა დემეტრემ და ბურთი ხელებში შეათამაშა.
-დემნა, შევუბეროთ?-მაცდურად აათამაშა ალექსანდრემ წარბები და ეშმაკური ღიმილი მსტყორცნა აფორაჯებულს.
-დავანგრიოთ!-ღიმილით დაიღრინა საპასუხოდ, ბურთი ძმას გადაუგდო და გამოსაცვლელად გასახდელში წაუძღვა ბიჭებს.
შვიდ კაციანი საკალათბურთო გუნდი, თავისი გულშემატკივრებითურთ მზად იყო და სტადიონზე გამოსვლას ელოდა. მე, თათა, ნათია, ერეკლე და სანი, ერთგულად ვირგებდით მომხრეთა სკამებს და საქართველოს დროშის ფერებში გამოწყობილები, მოუთმენლახ ველოდით თამაშის დაწყებას. ჩემთვის და თათასთვის აქ ყოფნა, ერთგვარი დებიუტი იყო და სტაჟიორი რძლის ნათქვამი სიტყვების:-"ამ საქმეში, საუკეთესოები არიან!"-ის ცხადად ხილვას ვუცდიდით. თუმცა, ჩვენი ბიჭების აღნაგობა, სისხარტე და შემართება, ზემოთ ხსენებული წინადადების სისწორეს, თანდათან წინა პლანზე წევდა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ალექსანდრეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც ერთმანეთის გაცნობის რიტუალი ჩავატარეთ. მოწინააღმდეგე გუნდის წევრთა შემადგენლობაც სახარბიელო იყო. ლურჯ საკალათბურთო ფორმაში გამოწყობილი ბიჭები, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს საცაა ღრუბლებს მისწვდებიან მტევნებითო. მათაც ყავდათ გულშემატკივრები და ისიც კი გავიფიქრე, საცაა მხარდამჭერთა გოგონათა გუნდი გამოჩნდება, ხელში დროშებით და ცეკვას დაიწყებენთქო. მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლებულა.
პატარა ერეკლე, ოდნავ წამოზრდილ მალამუტთან თამაშით ირთობდა თავს და მისი ამაო ყეფით გახარებული, აციმციმებულ, ეშმაკუნა თვალებს არ მაშორებდა. თუმცა გასახდელის კარებისკენაც ქონდა ყურადღება, საჭიროების შემთხვევაში, სანაქებო "მამიკოს" ძახილით რომ აეკლო იქაურობა. პატარა ტანზე მორგებული თეთრი ფორმა, თავისი გვარითურთ, ღიმილს მგვრიდა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ეს ოჯახი, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წვრილმანებსაც კი.
"წვრილმანები ქმნიან, ადამიანის მთავარ მოგონებებს!"-საიდანღაც მოფრინდა ეს აზრი და ჩემ ცხოვრებასთან შესაბამისობამ, ამ აზრის სისწორეში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
-თქვენ რატო არ გაცვიათ ფორმები?-მივუბრუნდი თათასა და ნათიას და თავით ერეკლეზე ვანიშნე.
-ჩემი სახლშია...-დანანებით წარმოთქვა ნათიამ და უფრო განავრცო,-აგარაკზე არ წამიღია. იქ მაინც არ დამჭირდებოდა... ესენი ხომ, ერთმანეთის გარეშე არ თამაშობენ... აქეთ რომ წამოვედით, უკვე თამაშისთვის ემზახებოდნენ და გავლა ვერ მოვასწარი. ერეკლეს კი ყოველთვის თან დააქვს, მამამისივით.
-შენ თათა?-ღიმილით მივუბრუნდი ნიშნობის ბეჭედზე დაშტერებულ გოგონას.
-ჩემი ჯერ კიდევ სამკერვალოშია,-გაბრწყინებული თვალებით ამომხედა და ისეთი სითბოთი გადახედა, იმ წამს გასახდელიდან გამოსულ ხეცურიანს, რომ გული ამიჩუყდა,-საბამ ორ დღეში მზად იქნებაო... გუშინ მისცა შეკვეთა.
-ისე, მაგარია საკუთარი ფორმები რომ აქვთ... აქამდე რომც არ ქონოდათ, მე შევუკერავდი,-გავიცინე და ჩემ მუხლებში ჩამხტარ სანის, ფაფუკ ყურებზე წავეთამაშე.
-წინასწარ რომ გვცოდნოდა, სანდრო შენთვისაც შეაკერინებდა,-ეშმაკური ღიმილით გადმომხედა ნათიამ და ერეკლე გვერდზე მოისვა.
-აბა, რა!..-ჩავიფრუტუნე და ბიჭებს გავხედე, რომლებიც კუთვნილი მხარის დადგენით იყვნენ დაკავებულნი.
-ელენე, არ ფიქრობ, რომ თქვენი შეხვედრა ბედისწერის დამსახურებაა?-მორიდებით მითხრა თათამ და თვალებ გაფართოებულმა გავხედე.
-ასე მგონია, შენ ჩემზე გაცილებით პატარა ხარ!-სრული სერიოზულობით ვუთხარი და სიცილი ამიტყდა,-დავიჯერო, ბედისწერამ მოიტანა, ჩვენი დათრობა და ა.შ?
-ზუსტად,-სერიოზულად მიპასუხა მან და განაგრძო,-არ დაგავიწყდეს, უმიზეზოდ ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება.
-მაგაზე მეც მიფიქრია,-ჩაერთო ნათიაც, როდესაც მიხვდა რომ ბავშვის ყურადღება, მთლიანას სტადიონისკენ იყო მიმართული,-ამბობენ, სიმთვრალეში ადამიანი იმას აკეთებს, რაც გულით უნდაო და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ღამინდელი თითოეული თქვენი ნაბიჯი, რაღაც დონეზე, გააზრებული და გადახარშული იყო.
-სიმთვრალის დონეზე,-შევუსწორე მე და რიტორიკული კითხვა დავუსვი,-და ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, გათხოვება მდომებია და საკუთარ თავს, ამ ხნის განმავლობაში ვატყუებდი, როცა ნაადრევად გათხოვილ გოგოებს ვკიცხავდი?!
-სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ სანდროზე გათხოვება გინდოდა და არა გათხოვება,-ღიმილით მახარა, თითქოს ყველაფერი ათიანზე ამიხსნა.
-ნათია, შენ გავიწყდება, რომ მე ჩემ მომავალ "ქმარს", საერთოდ არ ვიცნობდი და ისიც არ მახსოვს, რატო დავთანხმდი მის შემოთავაზებას... თუ ჩემსას!-გაოცებულმა ვუპასუხე.
-საქმეც იმაშია, რომ არ გახსოვს. იქნებ არ გსურს იმის გაგება, რომ შენი არჩევანი რაღაც დონეზე, გააზრებული იყო?!
-აუ, ერთი ნახვით შეყვარებაზე მიმანიშნებ?-სკეპტიკურად ავზიდე წარბები და ხელი ავიქნიე.
-შენი თავისთვის, ერთხელ მაინც არ დაგისვია კითხვა, თუ რატომ მაინც და მაინც სანდრო?-ამჯერად თათა ჩაერთო და ნიშნისმოგებით შემომხედა.-რატო ის და არა სხვა?
-მთვრალი ვიყავი...-სტანდარტული ფრაზა მოვიშველიე და აკისკისებულ გოგოებს შუბლშეკრულმა გავხედე,-ასე თუ ვიმსჯელებთ, ვიღაცას მაინც ხო ავირჩევდი და ამით რა გამოვიდა?!
-საქმეც ისაა, რომ შენ სანდრო აირჩიე და არა სხვა... მთვრალმა, მხოლოდ ის აირჩიე... მან კი შენ, მაშინ როდესაც მას უამრავი გოგო ეხვია თავს და შეეძლო ვინმე ნაცნობისთვის დაედო ხელი,-სრული სერიოზულობით მითხრა ნათიამ.
-ეს არაფერს არ ამტკიცებს!-ჯიუტად ამოვიბურდღუნე და ალექსანდრეს გადავხედე, საჯარიმო ბურთს რომ ისროდა.
-იმას ვერ უარჰყოფ, რომ ერთმანეთის გემოვნებაში, სრული... მე ვიტყოდი, ზედმეტი სიზუსტით ჯდებით,-ბოლოს ისევ თავისი თქვა და თათასთან ერთად ფეხზე წამოხტა, გახსნილი ანგარიშისთვის, ალექსანდრე აპლოდისმენტებით რომ დაეჯილდოვებინა.
გულაძგერებულმა გავხედე საყვარელ ადამიანს და თვალებით გადავუხადე მადლობა იმ გრძნობისთვის, რომელიც მისდა დაუკითხავად მეწვია. გოგოების სიტყვები კი მალამოსავით ეფინებოდა გულს და იმ იმედის სხივს აღვივებდა გულში, რომელიც მეორე ნახევრის პოვნით იყო დარწმუნებული.
-მე ვიცნობ სანდროს, ელენე,-ფიქრებიდან გამომიყვანა ნათიას ხმამ,-7წელია რაც ვიცნობ და იმის დაზუსტებით თქმა შემიძლია, რომ ის ყველაზე რთულად უდგება ქორწინებას. შენ არც კი იცი, რამდენახ ფრთხილი იყო ამ საკითხში. მისთვის ოჯახი წმინდათა წმინდაა და ეს მცნდბა, ისე ღრმად ქონდა გონებაში გამჯდარი, რომ დარწმუნებული ვარ, ვერანაირი სასმელი ვერ დათრგუნავდა ამას... მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისნაირ ადამიანთან გვაქ საამე, რომელიც ბაღის ასაკიდანაც კი გოგოების დამცველი იყო. როგორ გგონია, ასე უპასუხისმგებლოდ მიუდგებოდა პატარა გოგოს ცხოვრების შეცვლას?! უბრალოდ არ შემიძლია ამის დაჯერება... ამიტომ მიგიღე მე დანახვისთანავე დად და ამიტომ შეგიყვარეს ოჯახის წევრებმა... რა თქმა უნდა, შენმა ხასიათმაც დიდი როლი ითამაშა ამაში,-ღიმილით დაასრულა და ვითომც აქ არაფერიო, ისე ჩაერთო შეჯიბრის ვნებათაღელვაში.
თავდახრილი ვუსმენდი მის მონოლოგს და წვეთ-წვეთად ვიაზრებდი თითოეულ სიტყვას. ვუსაბამებდი განვლილ დღეებს, მოქმედ პირებს და მსგავსების პოვნით გახარებულს, ლამის ადგილზე ცეკვა დამეწყო. სათუთად ვეფერებოდი ჩემ კალთაში, უშფოთველად მფშვინავ ლეკვს და ნეტარების ღიმილი მიპობდა ბაგეებს. არ ვიცოდი, მართლა შეგნებულად გადავდგით თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ უკვე დარწმუნებით ვიცოდი, რომ გონებაში, გულში, სულში ამღერებული ზარები, მხოლოდ ალექსანდრეს სიყვარულს რომ ჩამძახოდნენ.
მთელი ემოციით ვიყავი ჩაფლული თამაშში და ლამის ფრჩხილები დამეკვნიტა ნერვიულობისგან. ყოველთვის მიზიდავდა აზარტული თამაშები და მოურიდებლად გამოვხატავდი ხოლმე ჩემს ემოციებს. ეხლაც კი, არ მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა ან იფიქრებდა, მთელი შემართებით ვგულშემატკივრობდი ჩვენ ბიჭებს. ძალით ვიყოლიებდი გოგოებს და ერეკლესთან ერთად, ლამის მეც გავვარდნილიყავი მოედანზე. ბიჭებიც ამართლებდნენ მოლოდინს და მართალია მცირედი სხვაობით, მაგრამ მაინც უგებდნენ მოწინააღმდეგეებს. ობიექტური მსაჯი კი, თამაშის არჩაშლის, მთავარი გარანტი იყო. არ ვიცი, ხვდებოდა თუ არა სანი რამეს, მაგრამ ცხადია, რომ გაუჩერებლივ დახტოდა პატარა კუდის ქიცინით აქეთ-იქით და ყეფით იკლებდა იქაურობას.
-დაწვით ქონები?-ტაიმაუტის დროს ვაჯახე ერთიანად გაოფლილ და აქოშინებულ ბიჭებს და წყლის ბოთლი, სათითაოდ ჩამოვურიგე.
-სად მაქ... დასაწვავი ქონები... რძალო,-ძლივს მოაბა წინადადებას საბამ თავი და მისავათებული მიესვენა თათას გვერდით, სკამზე.
-მაგას სად ექნება... მთელი ერთი კვირა... თათასთან ერთად... კალორიების დაწვით იყო დაკავებული და...-სიცილით ამოთქვა კოკამ და ძირამდე გამოცლილი ბოთლი ჩანთაზე მიაგდო.
-ენერგიას თამაშისთვის ვინახავ და გარეთ გამოსულს თავს წაგაძრობ,-დაუქადნა ხეცურიანმა და აწითლებულ თათას შუბლზე აკოცა.
-მაგიტო იღვრებით თქვენ ცელულიტებად?-წავკბინე უცოლო ბიჭები და მოცინარ ალექსანდრეს პირსახოცი გავუწოდე.
-ჩვენც გვყავს ანტი-კალორიული "მანქანები" და თქვენგან განსხვავებით, არაერთი,-ნიშნისმოგებით გადმოგვხედა ტყუპმა და ნატკენ ფეხზე ხელი მოისვა.
-მთავარია ერთი გყავდეს და ხარისხიანი,-გადაიხარხარა დემეტრემ და გაურკვევლობაში მყოფ ერეკლეს, წკიპურტი წაკრა.
-ჩვენ მრავალფეროვნება გვიყვარს...-"იმართლა" თავი მეორე ტყუპმა და ვიბლიანს წყლის ბოთლი ესროლა,-არა გიუშ?!
-მე ტრენაჟორები მირჩევნია,-მხრები აიჩეჩა სვანმა და ახარხარებული ბიჭებისთვის, ყურადღება არ მიუქცევია, ისე მოიყუდა მეორე ბოთლი.
-ეგ უინტერესოა,-ცალყბა ღიმილით თქვა ალექსანდრემ და ლამის ცეცხლი წამეკიდა, მშიერი მზერა რომ შემავლო მალულად.
-შენ რა გიჭირს, რძალო, აგერ მთლად ტრენაჟორი ქმარი გყავს და...-უხამსად იხუმრა დემეტრსმ და ლამის სირცხვილით მოვკვდი, აფხუკუნებულ ბიჭებს რომ შევხედე.
-ამას შურს, არ უსმინო!-სრული სერიოზულობით თქვა ალექსანდრემ და სიცილი ვერ შევიკავე, დემეტრეს შოკირებულ სახეს რომ მოვკარი თვალი.
-ბარემ რა "ილეთებს" იყენებთ, ისიც გაგვიმხილეთ,-სახე დაშყანულმა კოკამ თქვა და ფეხზე წამოდგა, მსაჯის სტვენა რომ გაიგო.
-მერე ჩვენ საღამოს დავამუღამოთ, კოოოოკააა!-მაცდურად აათამაშა ტყუპმა წარბები და სიცილით გავარდა მოედანზე, გაბრაზებულ კოკას რომ გაქცეოდა.
-გიხდება ეს შორტი,-ყურთან მიჩურჩულა ალექსანდრემ, სხვების შეუმჩნევლად და მფეთქავ არტერიასზე მაკოცა სველი ტუჩებით.
ვუყურებდი დინჯად მიმავალ ქმარს და სხეულში დავლილ სასიამოვნო ჟრუანტელს, ყურადღებას არ ვაქცევდი.



"-"-"-"-"-"

-ასე ჯერ არ დავღლილვარ,-ამოიქშინა ვიბლიანმა და უღონოდ დაეშვა სკამზე.
-აუ, მეც ტო! ასე მგონია, მთელი დღეა დავრბივარ,-აწუწუნდა ტყუპი და ძლივს გაწვა მისი ტანის, 1/2სიგანის სკამზე.
-მაინც მაგრა გაასწორა, რა!.. თან მთავარია ისევ მოვიგეთ,-დაღლილი ღიმილით თქვა ხეცურიანმა და თათას გამოწვდილ პირსახოცს დასწვდა.
-ჰე ეხა, აეყარეთ, შეეყარეთ დუშში და მერე გავუბეროთ სადმე რესტორანში... დავასველოთ მოგება,-გადაწყვიტა კოკამ და ხელით უბიძგა ჩანთებზე გაშოტილ ტყუპს.
-ხო რა... გავემზადოთ და პირდაპირ აქედან წავიდეთ,-დაეთანხმა დემეტრე და კოკა-კოლას ბოთლი მესროლა,-დაიჭი, რძალო!
შეწინააღმდეგებაც ვერ მოვასწარი, ისა დავიჭირე და როგორც კი ხელი წავავლე, თითქმის ნახევარი ბოთლი წებოვანი, შუშხუნა სითხე მაისურზე გადამევლო. მკვლელის თვალებით ავხედე ვითომ და დამწუხრებულ დემეტრეს და თავი ძლივს შევიკავე, გემრიელად რომ არ მეთავაზა, ეს ბოთლი, მაგ რეგვენ თავში.
-რა დონის რეგვენი უნდა იყოს ადამიანი, ნახევრად სავსე კოკა-კოლის ბოთლი, უთავსახუროდ რომ გესროლოს!-მთლიანად მაინც ვერ მოვთოკე თავი და სისინით დავუბრიალე თვალები.
-შემთხვევით მომივიდა,-მხრები აიჩეჩა დემეტრემ და მის თვალებში გამკრთალი ეშმაკური სხივი, უსიამოდ მომხვდა თვალში.
-არა უშავს, სახლში გავიდეთ ორი წუთით, გამოიცვლი და წამოვიდეთ,-დამამშვიდა ნათიამ და სალფეთქი გამომიწოდა, სველი ხელები რომ გამეწმინდა.
-სახლში არა ის!-წამოიძახა დემეტრემ და აბაზანიდან იმ წამს გამოსულ ალექსანდრეს, ეშმაკურად გახედა,-აქ რამდენი მაისურია და ერთ-ერთი ჩაიცვი... მაგის გამო დროს დავკარგავთ!
-რა მოგივიდა?-გაკვირვებულმა შემავლო თვალი ალექსანდრემ და შუბლშეკრულმა გადახედა ძმას.
-იმან დამასველა... შემთხვევით,-სარკასტულად ვუთხარი და თავით ვანიშნე მოცინარ ძმაზე.-დასაბანიც ვარ და ლეკვიც წასაყვანი და უაზრობას ნუ ლაპარაკობ!
-აქ დაიბანე მერე და ლეკვს ვის დაუტოვებ სახლში?!-თვითონაც სარკასტულად მომიგო და ერთ-ერთ ჩანთას დასწვდა,-აჰა, მაისურიც და მალე გაემზადე... ტყულად არ იწუწუნო, რძალო!
-სხვისი ნაცვამი მაიკა ჩავიცვა?-სახედაჭყანულმა დავხედე თეთრ მაისურს და ორი თითით, ისე დავიჭირე, თითქოს რამე საზიზღრობას ვკიდებდი ხელს.
-არ არის "სხვისი" ჩაცმული, სუფთაა და მიდი ეხა შენ გელოდოთ?
-რას ბოდავ დემნა?-ამჯერად ალექსანდრე მიუბრუნდა,-წავიყვან და წამოვიყვან... რა ძალაა ჩემი...
-აუ, შენ რა ერთუჯრედიანი ხარ, ტო.-გააწყვეტინა დემეტრემ,-მე მაცადე რა!
-კარგი, ჰო!-წამოვიძახე მოთმინება გამოსულმა და სააბაზანოში შევვარდი, როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველა გარეთ იყო.
ისე მაწუხებდა, მუცელზე მოკრული, წებოვანი მაისური, რომ სულ არ მაინტერესებდა, ჰიგიენის წესებს რომ ვარღვევდი, სხვისი დუშით სარგებლობით.
რეკორდულ დროში გადავივლე წყალი, ნათიას მიერ მოტანილი პირსახოცით გავიმშრალე და როგორც კი შორტი ამოვიცვი, მხოლოდ მაშინ დავაკვირდი თეთრ ზედას.
მჭიდრო, სრიალა, გრილი ნაჭრისგან შეკერილი მაისური, აშკარად მიუთითებდა, რომ ხარისხიანი იყო. არ გავდა სინთეტიკურს... სხვა თუ არაფერი, ამაში მაინც ვერკვეოდი. გულზე ამოქარგული საქართველოს გერბი და მარჯვენა მკლავზე დაკერებული, საქართველოს დროშა, აშკარად მიანიშნებდა, რომ გუნდის მაისური იყო. კმაყოფილი დავსწვდი ჩასაცმელად, როდესაც ნაცნობი სურნელი მეცა და თვალები გამიფარათოვდა, როდესაც ზურგზე დიდი, წითელი ასოებით დაწერილი სიტყვა წავიკითხე.
-ასე არა, დემეტრე!-დავიღრინე და დაუფიქრებლად ჩავიცვი ზედა.
ზიზღით დავხედე სველ მაისურს და სანაგვე ყუთში ვისროლე. მაღალწელიან შორტში ჩავჩურთე ბოლოები, ქამარი გადავიკარი და გასასვლელისკენ გავემართე. მთელი ძალისხმევით ვცდილობდი, ზურგზე თითქოსდა ცეცხლ წაკიდებული ასოებისთვის ყურადღება არ მიმექცია და გონება, კომფორტის შეგრძნებაზე მიმემართა.
მზისგან, თითქოსდა ბრწყინავდა ქათქათა მაისურზე ამოქარგული წარწერა-"ც ე რ ც ვ ა ძ ე".



"-"-"-"-"-"

-აბა, შეხვედრამდე,-თვალებაჟუჟუნებულმა კოკამ გვახარა და უაზროდ მოცინარ ტყუპს გადაეკიდა,-მაგრა გიხდება, რძალო ეგ ზედა... ზუსტად შენთვისაა შექმნილი.
-პატრონივით,-ისევ გაიცინა მეორე ტყუპმა და ბანცალით ჩაჯდა მანქანაში.
-ნანას დროა თქვენთვის,-ამოვიბურდღუნე უკვე თავგაბეზრებულმა, მაისურზე დაცინვით და ჩაძინებილი ლეკვი, უკანა სავარძელზე მივაწვინე.
-იავ ნანუ, ვარდოვ ნანუ, იავ ნანი-ნაო!..-ამღერდა მეორე ტყუპი და კოკას მანქანაში გაწვა.
-ფრთხილად იარეთ, ბიჭო!-მკაცრად გააფრთხილა ალექსანდრემ და ხელით მიბიძგა მანქანაში ჩავმჯდარიყავი.
-იმ კვირისთვის მოემზადეთ... არ დაგავიწყდეთ,-შეახსენა ქორწილის თარიღი თათაზე დაყრდნობილმა ხეცურიანმა და მე გადმომხედა ღიმილით.-მეჯვარე ხარ თათასი, ხომ გახსოვს?!
-მაგას რა დამავიწყებს,-გამეცინა და ალექსანდრეს ავეყუდე შემცივნული.
-აუ, ცოლთან მანათესავებ, ტო,-თვალები ჭყიტა და ახარხარებულ ძმას, შუბლშეკრულმა გადახედა.
-ერთი ბავშვის ნათლია არ იქნებით ორივე... ასე რომ მაგაზე არ იღელვო შენ,-განუმარტა საბამ, დაგვემშვიდობა და სამსონაძის მანქანას, უკან მიჰყვა.
-რას ელოდებით, არ წავიდეთ?-გამოაფხიზლა მანქანაზე მიყუდებული ძმები ნათიამ და მძინარე ერეკლესთან ერთად, ჩაჯდა მანქანაში.
ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო და სახლში მისულები, მისაღებ ოთახში დავებერტყეთ სავარძლებზე. ერეკლე უკვე თავის ოთახში, სიზმრებს ეთამაშებოდა, ლეკვსაც ჩემ საწოლში გადაენაცვლა და დაღლილები მივჩერებოდით ამღერებულ ტელევიზორს. ათწუთიანი უაზრო რეკლამების დაუმთავრებლობის გამო, მხოლოდ მე მივხვდი სხვა არხზე რომ უნდა გადაგვერთო.
-ფუ, გადართე, რა საზიზღრობაა ეს!-წამოიყვირა დემეტრემ, როდესაც "ბოროტების სავანეს" მოკრა თვალი.
-რაო დემეტრინიო, გეშინია?-სიცილი ამიტყდა და დისტანციური პულტი, ზურგს უკან დავმალე.
-მეშინია არ ის!.. გადართე სანამ გული ამრევია,-დამიბრიალა თვალები და გამოსართმევად გამოიწია, გვრდზე მჯდომი ალექსანდრე რომ ავიფარე.
-საღამოს დაგესიზმრება ბუა,-ენა მოვიჩლიქე და გაცინებულ ნათიას ვანიშნე, არ გამოეშვა.
-არა რა, ჩემდა ჭირად ხარ ალექსანდრეს სატრფო,-პატარა ბავშვივით ენა გამომიყო და ბანცალით გაემართა კიბისკენ,-არ დააძინო ამსაღამოს მაგი, ძამიკო! იმედია იმ სანაქებო მაიკას, ფრთხილად მოეპყრობი!-ზურგს უკან მოაძახა სიცილით და ერთიანად აწითლებულს, საყვარელი ფილმის ყურების ხასიათიც წამიხდა.
-არ მჭირდება შენი შეხსენება,-თავისი აზრით, ხურდა დაუბრუნა ძმას და ეშმაკური ღიმილით გადამხვია ხელი.
-ჩემი ცოლი, ჩემთან!-გაისმა მეორე სართულიდან და მოცინარი ცოლიც დაჰყვა ნებას.
უხერხულად ვიჯექი მასზე მიხუტებული და ხელები სად წამეღო არ ვიცოდი. მიუხედავად დილის საუბრისა, სირცხვილის გრძნობას მაინც ვერაფერს ვუხერხებდი და ამაოდ ვცდილობდი თავი დამშვიდებულად მეგრძნო.
-აუ, ესენი ხომ არაფერს გაცლიან რა!..-ამოიოხრა, როდესაც აწრიპინებულ ტელეფონს დასწვდა და ნომერს დახედა.
-მე წავალ,-ჩავიბურტყუნე, მისი მკლავიდან ხელი გავინთავისუფლე და კიბეებს ავუყევი.
-უჩემოდ არ დაწვე, იცოდე!-მიბრძანა, სანამ ყურმილს უპასუხებდა.
ოთახში შესულს, გული ისე მიცემდა, მეგონა საცაა ამოვარდებათქო. ისე ვნერვიულობდი და სხეული ისე მიკანკალებდა, თითქოს ქორწინების პირველი ღამე ყოფილიყო. არ ვიცი, როგორ შევეგუებოდი უკვე შეცვლილ ცხოვრებას და როგორ გავაქრობდი უხერხულობის შეგრძნებას.
საწოლზე საყვარლად მოფუზულმა სანიმ, ღიმილი მომგვარა და ფრთხილად მივუახლოვდი საწოლს. როგორც კი თავზე ხელი გადავუსვი, სიცილი ძლისვ შევიკავე, დრუნჩი რომ ააცმაცუნა და თათი ჩამოისვა. გაბრწყინებული თვალებით დავჩერებოდი ლეკვს და ლამის მიმავიწყდა ალექსანდრეს დანაბარები. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, ზურგს უკან მძიმე სუნთქვა რომ გაისმა და მხარზე ხელები ვიგრძენი. ძლივს დაწყნარებული გულისცემა, ისევ ჩიტის ფრთასავით აფრთხიალდა და მუხლები ისე ამიკანკალდა, ლამის ადგილზე ჩავკეცილიყავი.
-ჩემი დამჯერი გოგო!-გავიგე ყურთან ჩურჩული და კისერში ბურთი გამეჩხირა, ყელზე ტუჩები რომ აასრიალა.
-ლეკვს ვუყურებდი,-არ ვიცი, საიდან მომივიდა აზრად, მსგავსი რამ მეთქვა, მაგრამ ფაქტია რომ ჩემმა სიტყვებმა, ალექსანდრე წამით გააშეშა.
-აუ, ამას ეხა აქ ძინავს?-უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა და საწოლს მიუახლოვდა.
-გუშინაც აქ ეძინა,-ჩუმად ვთქვი და მხრები ავიჩეჩე.
-მეღადავები?!-თვალებგაფართოებულმა გადმომხედა,-რა უნდოდა გუშინ ამას აქ?! მე რომ არ მინახავს?!
-მთვრალი იყავი,-შევახსენე და ვეცადე ცოტა მაინც დავმშვიდებულიყავი.
-მაგრამ ყველაფერი, ძალიან კარგად მახსოვ... დეტალურადაც კი,-ვნებიანი მზერა მესროლა და ისევ მომიახლოვდა,-გაიყვანე სადმე ეგ... მთლიანად მე მჭირდება ამსაღამოს საწოლი... და ეჭვი მაქვს, რომ არამარტო დღეს!-მითხრა და ცერა თითი გადამისვა ბაგეებზე.
-სად წავიყვანო?-წამოვიძახე გაოგნებულმა და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, ამჯერად ის რომ დაწყნარებულიყო.
-სხვა ოთახში გადაიყვანე, ან რავი... სადმე,-თავგაბეზრებულმა აიქნია ხელი,-მთავარია ამ ოთახში არ იყოს.
-აუფ, ცოდოაა!-შეშფოთებულმა წამოვიძახე და სარივით გავშეშდი ერთ ადგილას.
-ვინაა გოგო ცოდო, არ გამაფრენინო ეხა,-წამოიძახა გაბრაზებულმა და ჯერ კიდევ მძინარე ლეკვს გადახედა,-ეგაა ცოდო და მე არა?!
-აუ, კარგი რა ალექსანდრე! ის პატარაა...-აბსურდული მიზეზის, თუ თავის დახსნის მცდელობამ, თავად გამაწითლა.
-რა ჭირი მჭირს, ტო! ჩემი მოყვანილი ძაღლიც რო მეცილება,-წამოიძახა, ხელი დაავლო ლოკვს და შეწინააღმდეგებაც ვერ მოვასწარი, ისე გაიყვანა აივანზე და რბილ სკამში ჩასვა.
-რატო ხარ ადამიანო მხეცი?! გაიყინება გარეთ,-წამოვიყვირე და შიგნით შემოსაყვანად გავემართე, როდესაც წელზე მომხვია ხელი და გულზე მიმიხუტა.
-როგორ მომენატრე, იცი?!-ეშმაკური ღიმილით მიჩურჩულა და ნაზად მაკოცა.
-მაცადე ერთი წუთით...-ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი და ვეცადე მარწუხებად ქცეული მკლავები მომეშორებინა.
-მთელი დღეა გიცდი... ასე რომ მე მაცადე!-ვნებიანი ხმით მითხრა და წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი ძალისხმევის გარეშე მიმაწვინა საწოლზე.-შენ არ იცი, როგორ გამიჭირდა თავის შეკავება, როდესაც ჩემ მაისურში გნახე... მართალია ყველაფრის გარეშე უფრო სექსუალური ხარ... მაგრამ ისე გიხდებოდა...-ჩახლეჩილი ხმით მებუტბუტებოდა და თანდათან მათავისუფლებდა ტანსაცმლისგან. მე კი, მისი მწველი მზერისგან ერთიანად ახურებულს, განძრევის თავიც არ მქონდა.
-ნუ ამბობ...-ამოვიჩურჩულე, ამის თქმა რომ შეეწყვიტა და ხმა ვერ დავიმორჩილე, ცხელი ტუჩებით რომ შემეხო მუცელზე.
-მთელი დღე იმას ველოდი, მარტო როდის მოგიხელთებდი...-ამოიჩურჩულა ისე, თითქოს ნათქვამი ვერ გაიგოო და კოცნით ამოუყვა ზემოთ, სანამ ტუჩებს არ მიადგა,-ნეტა იცოდე, რა ლამაზია შენი თვალები ვნებისგან რომაა დაბინდული... რა საოცარ სანახაობას ქმნი, ნეტარებაში წასული, მარტო ჩემ სახელს რომ კვნესი... ისეთი ვნებიანი ხარ... ისეთი სასურველი...-ჩურჩულით მათრობდა და ხელბს არ მაშორებდა სხეულიდან.
-ალექსანდრე შეწყვიტე...-წამოვიკვნესე, როდესაც ტკივილამდე შეუძლებელი გახდა მისი მოსმენა და გამარჯვებულის ღიმილით სახეგანათებულს, კოცნითვე ვუპასუხე.
-ჭკუიდან გადაგყავარ!-ღრმად ამოიოხრა, მკლავებში მომიქცია და ტუჩებით განაგრძო გულ-მკერდის დეტალური შესეავლა.
ყურადღება არ მივაქციე კანით ნაგრძნობ კბილებს და აკანკალებული თითებით შევუდექი პაწაწინა ღილების გახსნას. ვგრძნობდი, როგორ სიამოვნებდა ჩემგან ინიციატივის გამოჩენა და უფრო დაჟინებით მიკოცნდა გულ-მკერდს და კისერს. როგორც კი პერანგი გავხადე, გაყინული თითები ავასრიალე გამოკვეთილ კუნთებზე და მისი ფორმის კონტური დავხატე.
-ჯანდაბა... ელენე...-ღრმად წამოიკვნესა და წყობიდან გამოსული, გაცხარებით დამაცხრა ტუჩებზე.
ვგრძნობდი, როგორ უცახცახებდა მკლავები და თითებით ვსწავლობდი თითოეულ ნაკვთს. სხეულში დახშულ სურვილს, სააშკარაოზე ვამზეურებდი და მთლიანად მისით მოცულს, არ მაინტერესებდა წამისწინანდელი მორიდება. სხეულის, ტუჩების, ხელების ოსტატურ თამაშში ვყვებოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი განცდილ ტკივილს. ნეტარების სამფლობელოში ჩაფლული, ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რაოდენ დიდი განსხვავება იყო ახლანდელ თავშეუკავებელ, თამამ, ღამის ელენესა და მორცხვ, ლოყებწითელა, დილის ელენეს შორის. ამ ორ სამყაროში ჩაკარგულმა, მსუბუქად ვუკბინე ტუჩზე, ორი ელენეს დაბადების ინიციატორს და საპასუხო ბიძგისგან აკვნესებული, უღონოდ მივესვენე მის მკლავებში.



"-"-"-"-"-"

-ალექსანდრე, სამსახურში დაგაგვიანდება,-ვუჩურჩულე ყურთან, როდესაც ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მივხვდი რომ გაღვიძებას არ აპირებდა და ფრთხილად ვუბიძგე მხარზე.
-მმმმ...-ამოიზმუილა საპასუხოდ და უფრო მეტად მომხვია ხელები.
-ალექსანდრე... გაიღვიძე,-დაგუდული ხმით ამოვიგმინე, სუნთქვაშეკრულმა და უღონოდ დავეჯაჯგურე ხელებზე, ოდნავ მაინც რომ მოეშვა.
-ნუ ფართხალებ,-ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა და ამჯერად ტუჩებით მომეკრო მკერდზე.
-დაგაგვიანდება...-ჯიუტად გავიმეორე და მზის სხივებისგან აბზინებულ კუპრივით შავ თმებს, ტუჩებით შევეხე.
-არაუშავს... მოიცდის,-კვლავ შემეწინააღმდეგა და თითები აყოლა ხერხემალს, რამაც ჟრუანტელი მომგვარა და შუბლშეკრულმა დავხედე გაღიმებულს.
-ზედიზედ რამდენი დღეა, რომ აცდენ და იქნებ დღეს მაინც დაგიბრუნდეს კაპიკეპად გაყიდული სინდისი?!-დავუბღვირე და ვეცადე ავმდგარიყავი, მსგრამ ისე მჭიდროდ ჰქონდა ფეხები ჩემსაში ახლართული, მილიმეტრითაც კი ვერ შევძელი წამოწევა.
მთელი სხეულით ჩემზე იყო მწდბებული, ლოყით მკერდზე მეკვროდა და სუნთქ ის საშუზლებასაც კი მიზღუდავდა. მავედრებელი მზერით გავხედე ალექსანდრეს მიერ, მჭიდროდ ჩარაზულ კარს იქით აწკმუტუნებულ სანის და თვალებით მოვხაზე ის ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლება ის მდგარიყო. გონებაში უნებურად ამომიტივტივდა, თამაშის მეორე დღეს, უკითხავად შემოჭრილი ბიჭების მზერა, როდრსაც წელზევით შიშველი ქმარი კოცნით ცდილობდა ჩემ საწოლში დაბრუნებას და ისევ ერთიანად გავწითლდი სირცხვილისგან. მას შემდეგ იყო, რომ საგანგებო ზომებს იღებდა და კარების ლამის ჯაჭვით აკვრა ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა.
-ალექსანდრე, მეც წასასვლელი ვარ... თათას უნდა მივეხმარო თაიგულის არჩევაში... ხვალაა ბოლო-ბოლო ქორწილი... ადექი რა!-მუდარაზე გადავედი, როდესაც სანის წკმუტუნი და მკერდზე ნაცემი ცხელი სუნთქვა გაუსაძლისი გახდა.
-შენ ყველასთვის იცლი და მე გრჩები ისე...-აწუწუნდა პატარა ბავშვივით და თვალებ გაფართოებულმა დავხედე, მართლა ალექსანდრე იყო თუ ბაგა-ბაღის ბავშვი.
-ალექსანდრე, რამე მოწიე?-აღშფოთებულმა ვკითხე და მის გამომეტყველებაზე სიცილი ვერ შევიკავე.
-კაი ხო...-დანებების ნიშნად ამოიოხრა, ზანტად შემიშვა ხელები და ნება მომცა ავმდგარიყავი.
ძლივს-ძლივობით ავითრიე წელი, იქვე დაგდებულ ხალათს დავსწვდი და თავქვეშ ხელებამოდებულ ალექსანდრეს თვალები დავუბრიალე. მაშინვე კარს მივვარდი და აწკმუტუნებული ლეკვი ხელში ავიტაცე.
როგორც კი გავემზადე, დაბლა ჩავედი და რზოში მოთამაშე ერეკლეს, ლეკვი ჩავაბარე თავისი საჭმელითურთ.
-ონო, როგორ ხარ ძამი?-პასუხის გაცემა არ ვაცადე და ისე ვაჯახე ძმას.
-აუ, კარგი რა ელენე!.. რატო არ მაცლით ძილს?-აწუწუნდა ჯერ კიდევ ბურანში მყოფი და ყურმილს იქით გავიგე, როგორ ამოიქშინა.
-ღირსი არ ხარ, რომ კაცმა მოგიკითხოს!-უკმაყოფილოდ ავიბზუე ტუჩები და აივანზე გადმომდგარ ალექსანდრეს ვანიშნე, დაბლა რომ ველოდებოდი.
-ვინმემ გთხოვა უთენია მომიკითხეთქო? ხაშია თუ რა ხდება!
-ხაშია, ხაში... მითხარი, შეგიხორცდა ჭრილობები? თავი ისევ გტკივა?-მოუთმენლად მივაყარე.
-ორი დღის წინ, იგივე არ მკითხე?-გაბეზრებული გაუხდა ტონი.
-ზუსტად აღნიშნე, რომ ეგ, ორი დღის წინ იყო... და ეხა მაინტერესებს, როგორ ხარ!-წარბები ავწკიპე, თითქოს დანახვას შეძლებდა.
-ბოლომდე ჯერ არაა შეხორცებული... თავი დროდადრო მტკივა,-სტანდარტულად მიპასუხა.
-სწავლას რას უპირებ?-არ მოვეშვი.
-ნუ ღელავ, რამეს მოვახერხებ.
-ბებია როგორაა?
-კარგად, როგორც ყოველთვის ფორმაშია... ბაბუაც კარგადაა, ანუ წნევები აწუხებს... ნატა და დათო ბინისთვის ავეჯს არჩევენ... დაკმაყოფილდი?
-ბიჭები?
-ძიძების როლს მშვენივრად ირგებენ და დიდი სიყვარულით გკითხულობენ, თუ როდის მორჩები ტვინნაღრძობი ძმის, ტვინის ბურღვას.
-ეგენიც შენნაირი ჯმადურები არიან!.. ღორო,-ამოვისისინე და მანქანაში ჩავჯექი.
-მეც მიყვარხარ... დედას ვეტყვი, რომ მის პატიოსნებაში ეჭვი გდპარება!-სიცილის ხასიათზე მოვიდა.
-რა ჭკუასუსტი ხარ!-ჩავიბურტყუნე, ყურმილი დავკიდე და ნახევრად მძინარე ალექსანდრეს, ტუჩებაბზუებულმა გავხედე.
-შენ კიდე გძინავს?
-მადლობა თქვი საჭეზე თუ არ ჩამომეძინა...-დაქანცული ღიმილი მესროლა და მანქანაც დაქოქა,-ასე იცის გათენებულმა ღამეებმა.
-კიდევ კარგი, მიხვდი,-ირონიულად ჩავიცინე და მისამართი ვუკარნახე.
-მაგრამ ტრადიციის დარღვევას არ ვაპირებ,-ტუჩებზე დამჩურჩულა, როგორც მანქანა გააჩერა, მხურვალედ მაკოცა და მანამ არ წავიდა, სანამ შენობაში არ შევედი.
...
-საოცრება ხარ, თათა!-აღფრთოვანება ვერ დავმალე, როდესაც საქორწილო კაბაში გამოწყობილ პატაძალს შევავლე თვალი.
ჰაეროვან კაბაში, მართლაც რომ თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა თათა. მაქმანით გაწყობილი ნაჭერი, გულ-მკერდზე მჭიდროდ გადაჰკვროდა. ზურგზე, წელამდე, სვაროვსკის პაწაწინა ღილები მიჰყვებოდა. წელსქვემოთ კი, შიფონის თხელი ნაჭერი იშლებოდა, რომელიც კაბას, საოცარ სისადავეს სძენდა. ქვედაბოლო, ოდნავი მოძრაობისასაც კი ყვავილივით იშლებოდა და მომხიბლავად აჩენდა, მარცხენა, თითქოსდა ცვილისგან ნაკვეთ ნატიფ ფეხს. თავზე მაქმანის მსგავსი ყვავილებით გაფორმებული, პატარა დიადემა შემოევლო. ლურჯი საფირონის თვლები კი ბაც შუქზეც თვალისმომჭრელად ბზინავდნენ. თმები დაუდევრად ჩაეხვია დიადემაში და რამდენიმე ქერა კულული, თეთრ ყელზე ჩამოშლოდა.
უნდა ვაღიარო, რომ როგორც კი ქორწილის თარიღი დაითქვა, იმ წამსვე წარმომიდგა გონებაში თუ როგორი იქნებოდა ჯვრისწერისას თათა და თითოეული დეტალის ჩემზე მონდობამ, ჩანაფიქრის ასრულების ფართო ასპარეზი გამიშალა. რა თქმა უნდა, არსებობდა იმის შიში, რომ ამ პასუხისმგებლობას თავს ვერ გავართმევდი, მაგრამ ნეფე-დედოფლის გულწრფელმა მადლობამ, მაგრძნობინა რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ გამომივიდა, ვიდრე ველოდი.
-მადლობა,-ლოყებ აწითლებულმა, უკვე მერამდენედ მითხრა,-შენ რომ არა, მე ვერაფერს მოვახერხებდი...
-კარგი რა!..-გაბეზრებულმა ჩავიქნიე ხელი და გავუღიმე,-რამდენჯერ უნდა გაიმეორო?!. მთავარი დღეს შენ ხარ... და თუ ასე გინდა, მადლობას იმით გადამიხდი, რომ არ ინერვიულებ და ზედმეტი ემოციისგან, მაკიაჟს არ გაიფუჭებ...
-ვეცდები არ ვინერვიულო,-დაძაბულმა გაიცინა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-მე ეხა ნათიას დავუძახებ, რამდენიმე დეკორაცია ქონდა გასაფორმებელი... მანამდე მე სასიძოს მოვინახულებ,-ეშმაკურად გავუღიმე და ნათლად დავინახე, როგორ გაუბრწყინდა თვალები საბას ხსენებისას.-არ ინერვიულო იცოდე!-ვუბრძანე, სანამ კარში გავიდოდი და მისაღებ ოთახში ჩავედი ნათია რომ მეპოვა.
როგორც კი ამ ყველაფერს მოვრჩი, მეც გავემზადე და სირბილით ავუყევი კიბეებს, რაშიც საგანგებოდ კაბისთვის შეკერილი კეტები ხელს მიწყობდა. როგორც კი ხეცურიანის ამჟამინდელ ოთახს მივუახლოვდი, წესისამებრ დავაკაკუნე და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე შევგლიჯე კარი. თვალი მოვავლე სმოკინგებით "დაფარულ" ოთახს და საბას ტანჯულ გამომეტყველებაზე, გულიანად გამეცინა.
-საბა, შენ კიდე არ ჩაგიცვამს?-როგორც კი სიცილს მოვრჩი, გაბრაზება ერთიანად დამეჯახა და საყვედურნარევი მზერა მოვავლე ბიჭებს,-ან თქვენ რა გჭირთ?! ქორწილი გინდათ ჩაშალოთ?!
-აუ, ელენე, არ გვინდა რა ეს კოსტუმი... გავიგუდებით ამაში,-მავედრებელი მზერა მომაპყრო გიორგიმ და დაჭყანულმა გახედა პიჯაკს.
-მერე ვინ გაძალებთ ჩაიცვითო?-მხრები ავიჩეჩე გაკვირვებულმა, კარადას მივუახლოვდი და საჭირო ტანისამოსის ძებნა დავიწყე.-ეს ქორწილია, გასვენება კი არა... არ არის აუცილებელი ზედმეტი წესდების დაცვა... მთავარია კომფორტულად იყოთ... ეს ხომ თქვენი დღეა,-გაუჩერებლივ ვბუტბუტებდი და თან უჯრებს ვატრიალებდი.
-აბა რა ჩავიცვათ?-ზურგს უკან მომესმა კოკას ხმა და თავი არ ამიწევია ისე ვუპასუხე:
-რაც გინდათ!
როგორც იქნა, ვიპოვე რაც მინდოდა და გამარჯვებულის გამომეტყველებით ვესროლე ღია ჯინსის შარვალი საბას. სპორტული ფეხსაცმელებიც მივაყოლე და თვალით ვანიშნე, რომ ჩაეცვა.
-აბა ჩოხა-ახალუხიო?-საბას ნაცვლად, ვიბლიანმა დამისვა კითხვა.
-გიო, გაიხედე გარეთ. იწვის ქვეყანა და რა დროს ჩოხაა... გაიგუდება ხეცურიანი,-გავიცინე და საათს დავხედე დროის გასაგებად.
-ჩვენ?-საცოდავად აწკიპა წარბები ყიფიანმა და ხარბი მზერა დაასო სასიძოს ტანისამოსს.
-თქვენც იგივე... ოღონდ მსგავსი შარვლები არ გინდათ რა... პერანგი კი აუცილებელია,-მივეცი მითითება და სანამ გარეთ გავიდოდი, რაღაც გამახსენდა და ისევ ბიჭებს მივუბრუნდი,-ალექსანდრე და დემეტრე სად არიან?
-სტუმრების საქმეზე არიან წასულები,-მიპასუხა საბამ, ისე რომ სმოკინგები კარადაში შეკუჭვა არ შეუწყვეტია,-ლევანიც მათთანაა და საცაა მოვლენ.
-კარგი, როგორც კი მოვლენ, უთხარი მოემზადონ. ნახევარ საათში ეკლესიაში უნდა ვიყოთ,-გავეცი ბრძანება და კარებში გავუჩინარდი.
მინდვრის ლურჯი და თეთრი ყვავილებით შეკრული თაიგული თათას შევუტანე, კიდევ ერთხელ გავუმეორე რომ არ ენერვიულა და სანის მოსაძებნად ოთახების თვალიერებას მოვყევი. რადგანაც ოჯახის ყველა წევრი ქორწილზე მიდიოდა, იძულუბული გავხდი ლეკვიც თან წამომეყვანა და ეხლა მთელი სახლი უნდა შემომევლო, ის და ერეკლე რომ მიპოვა. ისისიყო ბოლო ოთახის თვალიერებას მოვრჩი და პირველ სართულზე უნდა ჩავსულიყავი, მუცელზე მძიმე ხელის მოხვევა რომ ვიგრძენი. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი სააბაზანოში და წუთი დამჭირდა თავბრუდახვეულს, მზერა რომ დამეწმინდა. ალბათ შიშისგან გული გამისკდებოდა, ნაცნობი სურნელი რომ არ მეგრძნო და შეწინააღმდეგების გარეშე დავყევი მის ნებას. თვალები რომ გავახილე, მხოლოდ წამით მოვავლე კვამლისფერ თვალებს მზერა და შემდეგ მეც კოცნით ვუპასუხე. აცახცახებული თითები მის თმებში ავხლართე და მთელი ტანით ავეკარი. ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში ცხელმა ჟრუანტელმა და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, წამის შემდეგ, ორმაგად რომ აძგერებულიყო. არ ვიცი რატომ მქონდა მის თითოეულ შეხებაზე ასეთი რეაქცი, მაგრამ ის ვიცოდი რომ არ მინდოდა, ოდესმე მაინც შეცვლილიყო ეს.
-რა ლამაზი ხარ, ელენე!-გავიგე ხრინწიანი ხმა და ჩუმი კვნესა აღმომხდა, კისერზე ცხელი ტუჩები რომ ჩააცურა.
-ალექსანდრე, ახლა ამის დრო არაა...-ხმისკანკალით ამოვთქვი და უღონოდ შევეცადე მომეშორებინა.
-დიდი ხანი არ დამჭირდება...-ვნებიანად მიჩურჩულა და ლამის ადგილზე ჩავიკეცე, კაბის ქვეშ ხელი რომ შემიცურა.
წამის მეასედში შემომსვა სააბაზანოს მაგიდაზე და უფრო ძლიერად ამიკრა ახურებულ სხეულზე. ერთიანად აკანკალებულმა, შეწინააღმდეგების უნარი ჯანდაბაში მოვისროლე, ფეხები მჭიდროდ შემოვხვიე წელზე და ხელები მაისურქვეშ შევუცურე. ვიგრძენი, როგორ გააკანკალა და მთელი ვნებით დამაცხრა ბაგეზე.
-მითხარი რამე...-ხრინწიანი ხმით მიბრძანა, როგორც კი წამით მომწყდა და მკერდზე გადაინაცვლა.-გამაგონე შენი ხმა.... მითხარი...-თითები მთელი ძალით მომიჭირა ბარძაყზე, პასუხი რომ არ გავეცი და ტკივილიანად მიკბინა მკერდზე.
-ჯანდაბაშიც წასულხარ, ცერცვაძე...- ხმით წამოვიკვნესე და დაუნდობლად ჩავაჭირე ფრჩხილები წელზე.
-ასე უკეთესია...-კანით ვიგრძენი, რომ გაიღიმა და ისევ ტუჩებზე დამაკვდა.
უხეშად მეფერებოდა ფეხებზე... თეძოებზე... წელზე... მკერდზე და ალერსით გათანგულს, დაწყნარების საშუალებას არ მაძლევდა. როდესაც მივხვდი, რომ უკვე ზედმეტებში გადავდჯოდით და გლუტამინის მჟავის, მცირე უბნის მეშვეობით, ტვინმა აღიქვა ადგილმდებარეობა, დარცხვენილმა ხელები გამოვაცურე მისი მაისურიდან, მხრებში ჩავაფრინდი და ვეცადე სახე ამერიდებინა. როგორც კი წინააღმდეგობა იგრძნო, თავი დაანება ფეხების შესწავლას. ერთი მკლავი წელზე მომხვია, გარხევა რომ არ შემძლებოდა და მეორეთი, თმებში ჩამაფრინდა. წუთი მაინც ვცდილობდი, მასთან და სხეულში აბობოქრებულ ვნებასთან, რამეს რომ გავმხდარიყავი და როცა ფართხალი ამაო აღმოჩნდა, მსუბუქად ვუკბინე ტუჩზე.
-ჯანდაბა...-წამოიკვნესა და ოდნავ მომშორდა.
მეც დრო ვიხელთე, მისი ხელები მოვიშორე, მაგიდიდან ჩამოვხტი და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, რომ დაწყნარებულიყო.
-ალექსანდრე, შეწყვიტე!.. ყველა ჩვენ გველოდება...-გამაფრთხილებლად ვუთხარი, როდესაც მის მზერას წავაწყდი, ზემოთ აქაჩული კაბა საწყის მდგომარეობას დავუბრუნა და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა.
-ერთხელაც იქნება და შემიწირავ მე შენ...-ქოშინით ამოთქვა, თან ნატკენ ტუჩს იზელდა.
-მე?.. ეს შენ ხარ, ამ ხნის კაცი თავს რომ ვერ აკონტროლებ!..-აღშფოთებულმა ამოვთქვი და მისი სახე რომ დავინახე, სიცილი ვერ შევიკავე.
-მეორედ არ თქვა მაგი, თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!..-თვალები დამიბრიალა აწითლებულმა და აჩაჩული ზედის სწორებას შეუდგა.
-ხო, კარგი!.. სულაც არ ხარ ბებერი,-ძლივს შეკავებული სიცილით მივუახლოვდი და აქოჩრილი თმები თითებით გადავუვარცხნე.-უბრალოდ, ჩემზე რამდენიმე ათწლეულით ხარ უფროსი...-ბოლოს მაინც ვერ შევიკავე თავი და მის განრისხდბულ თვალებს რომ წავაწყდი, დაუფიქრებლად ვაკოცე აწითლებულ ტუჩებზე.
-სწორედ ეს "ბებერია", გაუჩერებლად რომ გაკვნესებს და თუ არ გინდა აქვე, მაგიდაზე მოვახდინო ამის რეალიზება, შეწყვიტე ჩემი გაღიზიანება!..-ხრინწიანად მიჩურჩულა და ეშმაკური მზერა შემავლო.
-უზდელი ხარ, ცერცვაძე!-დამდუღრული მოვშორდი და ერთიანად აფორაჯებულმა, ვეცადე გულისცემა დამეწყნარებინა.
-შენ კი სექსუალური, გაბუნია!-ვნებიანად მიჩურჩულა და კიდევ ერთხელ შემავლო თვალი.
-შეწყვიტე!..-დარცხვენილმა წამოვიძახე და მის უხამს კომენტარს არ დავლოდდბივარ, ისე გამოვაღე კარი და გარეთ გავვარდი.
ერთიანად ახურებული, დაწყნარებას ვცდილობდი, როდესაც მთელი ძალით შემასკდა ვიღაც და იატაკზე გავიშხლართებოდი, უკნიდან ნაცნობ ხელებს რომ არ დავეჭირეთ.
"ახლა ეს რამეს მეტყვის და სირცხვილისგან ადგილზე მოვკვდები!"-ის იყო ალექსანდრესთვის, მთელი ხმით უნდა დამეყვირა, როდესაც ჩემს მზერას მისწვდა წინ მდგომის ახალი იმიჯი და შოკირებულს ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-აუუუუ, ელენე, მიშველე რა რამე!-ჩემსა და ალექსანდრეს ხარხარში, ძლივს გავარჩიე მუდარით ნათქვამი სიტყვები და იმის ნაცვლად დავწყნარებულიყავი, საპირისპირო გავაკეთე.
სიცილისგან აცახცახებული, ადგილზე რომ არ ჩავკეცილიყავი კედელს ავეყუდე და ყველაზე ცუდი მოგონების გახსენება დავიწყე, რადგან შესამჩნევად იჩინა თავი დიაფრაგმის ტკივილმა. აცრემლებული თვალები მოვავლე, ჯერ აწითლებულ ალექსანდრეს, შემდეგ ლამის ტირილამდე მისულ თავწითელა ლევანს და ისევ სიცილი ამიტყდა. თითქმის 10წთ იყო, რაც კედელთან ჩაჩოქილი, თავის დაწყნარებას ვცდილობდი და თვალს ვარიდებდი ცეცხლივით წითელ თმებს, ისევ რომ არ გამცინებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ მეტს ჩემი მუცელი ვეღარ გაუძლებდა.
-მიშველეთ ტო რამე!.. ხალხი არ ხართ?!.-ლამის დაიყვირა ცრემლნარევი ხმით და თავს არაადამიანური ძალა დავატანე, სიცილით იატაკზე რომ არ გავწოლილიყავი.-ელენე, შენ მაინც ნუ დამცინი რა!..
-აუ, კუჭი ჩემი...-წამოიკივლა ალექსანდრემ და ახარხარებული, კარის სახელურს დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.
-სანდრო, თუ არ მორჩები, შენ ძმობას ვფიცავარ, მაგრა დაგერხევა!-დაუყვირა ძარღვებ დაბერილმა და კედელს მუშტი დაცხო.
-კარგი, დაწყნარდით ეხა!..-კრუსუნით ამოვთქვი, მუცლის ტკივილის გამო და ქოშინით წამოვდექი ფეხზე. ძლივს გავუსწორე მზერა წითელ კულულებს და ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე, ლევანი რომ არ გამენაწყენებინა.
-ვკვდები...-ოხვრით გაიმართა წელში ალექსანდრეც, ჩემს მზერას თვალი გაუსწორა და დავინახე, როგორ მიიღო ლევანის თმების ფერი სახეზე.-ჯანდაბე, მეტი აღარ შემიძლია!..-წამოიყვირა და სიცილით გავარდა კოლიდორში.
-აღარ გამცე მე შენ ხმა!-დაუღრიალა ყიფიანმა და მავედრებელი მზერა მომაპყრო,-რამე მიშველე რა, რძალო!
-კი მაგრამ, რა მოგივიდა?-თანაგრძნობით შევხედე და თითებში მოვიქციე, საღებავისგან დამწვარი კულული.
-აუ, არ მკითხო რა!..-ტირილნარევი ხმით მითხრა და დამანჭულმა ახედა, ხელში მოქცეულ კულულს,-სალონში ვიყავი... თმის ნიღაბი გამიკეთეთქო და ვიღაც სტაჟიორმა, სკრაბის ნაცვლად, გვერდით მჯდომი ქალისთვის წასასმელი საღებავით შემღება... კინაღამ გული გამისკდა, სარკეში რომ ჩავიხედე, ტო!.. საათი მაინც ვუყურებდი ჩემ თავს და სანამ თმები არ დავიპუტე და გვერდები არ დავილურჯე, ვერ მივხვდი რომ მე ვიყავი.
-კი მაგრამ, შენ ალექსანდრესთან არ იყავი?-გაკვირვებულმა ავხედე და თმას ხელი ვუშვი, როდესაც დავრწმუნდი, რომ საღებავით კი არა, წითელი ხნით იყო შეღებილი.
-ვიყავი... იქეთობისას გავყევი მაგას და დემნას... მერე კი სალონში ჩამოვედი და ისინი მარტო გავუშვი ბოლო მოსაწვევის დასარიგებლად!..-სასოწარკვეთილი გაუჩერებლად სცემდა ბოლთას და ალბათ ისევ ისტერიული სიცილი ამიტყდებოდა, მისი საცოდავი გამომეტყველება რომ არა.-რა ჯანდაბა მინდოდა, ტო სალონში!.. რა ჭირად ავიჩემე ეს ლოსიონი და ნიღაბი!... რა მინდოდა, ტო!..
-კარგი რა, ლევან!.. ნუ ჩავარდი ისტერიკებში!-ხმას ავუწიე მისი ყურადღება რომ მიმეპყრო და მკლავში ხელი ჩავავლე,-რამეს მოვახერხებთ და ნუ ნერვიულობ ასე!..
-რას მოვახერხებთ, ელენე?! რას?!-წამოიძახა და ამჯერად ჩემთან ერთად დაიწყო ბოლთის ცემა,-რა ჯანდაბა გავაკეთო?! ასე ვის დავენახო ტო!.. პიდარასტივით თავწითელამ სად ვიარო?!
-ლევან, თავბრუ დამეხვა!-მთელი ძალით გავქაჩე, რომ გაჩერებულიყო და ამჯერად მე წავიყვანე საპირისპირო მხარეს,-ასე მგონია, სიკვდილი მოგისაჯეს, ისეთ დღეში ხარ!
-სიკვდილის ტოლფასია ეს!-ამოიზლუქუნა ზურგსუკან და სანამ კიდევ მოთქმას დაიწყებდა, ცარიელ ოთახში შევაგდე და კარი მოვიხურე.
-აქ დამელოდე, მალე მოვალ!-ვუბრძანე და უკან გამოვბრუნდი.
თავიდან არ მშორდებოდა, ცეცხლივით წითელი თმები და დროდადრო სიცილსაც ძლივს ვიკავებდი. ფხუკუნით შევაღე საბას ოთახი და მათი დანახვისას, ეგრევე მივხვდი, რომ ჩემ ძვირფას ქმარს, ყველაფერი მოეხსენებინა.
-არ გაბედოთ რამის თქმა!-კატეგორიულად ვუთხარი, როდესაც რაღაცის სათქმელად პირი დააღეს და უკითხავად შევედი სააბაზანოში.
როგორც კი საჭირო ნივთებს თავი მოვუყარე, ყველაფერი ხელში ჩავბღუჯე, ოთახში გავედი და ისე გავედი, ბიჭების მომლოდინე მზერა დავაიგნორე. მხოლოდ კარებთან მიახლოებისას მისწვდა ყურს ჩუმი ნაბიჯების ხმა და უმალ თავი მოვაბრუნე. ფეხის წვერებზე მომავალი, სიმაღლის მიხედვით მდგომი ბიჭების ნახვისას, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.
-ვაიმე, რა სასაცილო სანახავები ხართ!-ამოვთქვი და პირზე ხელი ავიფარე, კარს იქით რომ არ გაეგო წითელთავიან ტყუპს.
-რძალო, რათ გინდა ეგენი?-თავით მანიშნა თმის საკრეჭზე ვიბლიანმა.
-თქვენი ძმადნაფიცი უნდა ვიხსნა სიკვდილისგან!-ღიმილით ვუთხარი და თვალები დავუბრიალე,-იცოდეთ არ დაცინოთ!
-აუ, შემახედე რა, რძალო!-ჩურჩულით შემევედრა დემეტრე და ლამის ყელი გამოიღადრა,-ისე როგორ უნდა მოვკვდე, ეგ რომ არ ვნახო!
-დემეტრე, გეყოფა!-დავუღრინე და ის იყო შიგნით უნდა შევსულიყავი, ექვსმა ხელმა ერთად რომ დამიჭირეს.
-გეხვეწები რა, რძალო!.. ძმის ნახვას როგორ მიკრძალავ, ტო!-ყასიდად განაწყენდა ქერა ტყუპი.
-მიდი რა, ელენე!.. ანახე ამათაც, თორე მარტო მე ვერ ვზიდავ ამ ტვირთს,-სიცილით მიჩურჩულა ალექსანდრემ და თვალი ჩამიკრა.
-ჩემი ქორწილის დღეს, ერთი სურვილი არ უნდა ამისრულო?!-აყვა ხეცურიანიც და ასე მეგონა, ცირკის დირექტორი ვიყავი, რომელსაც გალიაში ეგზოტიკური ცხოველი ყავდა გამომწყვდეული.
-ახლა ამის დრო არაა!.. ქორწილი გინდათ ჩაშალოთ?! ისედაც ვაგვიანებთ და უაზრობაზე ნუ მაკარგვინებთ დროს!..-ბოლოჯერ გავიბრძოლე, ამდენი შრეკის კატის ყურებით დაღლილმა და ღრმად ამოვიქშინე.
-კარგი რა, რძალო! გული გინდა გაგვიხეთქო?! იცოდე სიკვდილის განაჩენს გამოგვიტან, მანდ თუ არ შეგვიშვებ!..-სრული სერიოზულობით მიჩურჩულა სამსონაძევ და ლამის ტუჩები დაიკვნიტა.
-თუ რამე, მე არ მოგეშველებით!-გლგავაფრთხილე და ექვსივეს სხვადასქხვა ნითვთი ჩამოვურიგე,-იცოდეთ, ნახევარ საათში ყველა მზად უნდა იყოთ!
-ჯიგარი ხარ!-ლამის ხმამაღლა წამოიძახა ტყუპმა, ლოყაზე მაკოცა და ჩუმად შეაღო კარი.
-საუკეთესო რძალი ხარ!-მიჩურჩულა დემეტრემ, ლოყაზე მაკოცა და დიმას მიყვა.
-ვგიჟდები შენზე!-ვნებიანად მაკოცა ალექსანდრემ და სანამ კოკამ არ უჯიკა, მანამ არ შევიდა ოთახში.
სანამ დანარჩენებმაც სხვებს არ მიბაძეს და ლოყდბი არ ამიწითლეს, მანამდე არ შევიდნენ შიგნით. როდესაც ექვსივე ოთახში შელაგდა, კარზე მჭიდროდ აკრულმა ნათლად გავიგონე სინქრონში დაწყებული ყურისწამღები ხარხარი. თვალწინ წარმომიდგა, რა სახე ექნებოდა თითოეულ მათგანს და ვერც მე შევიკავე სიცილი.
-რას გავხარ, ტო...
-შურიანო...
-რიანასი რა ხარ ბიჭო?..
-ქმარი..
-წითელთავა ძმა გაგვეჩითა ჩემი...
-მადლობა თქვით!..
-შუქნიშანი მიმიქარავს შენ ძმიბას ვფიცავარ...
-ყ*ეზე !..
-იმენა, ცირკის ბო*ს გავხარ, ტო...
-მოგცე გინდა?!.
კარგა ხანს ვუსმენდი მსგავს, ყვირილით ნათქვამ დიალოგს და მანამ არ მოვცილებივარ კარს, სანამ საკრეჭის ზუზუნმა და შიგადაშიგ სიცილით ნათქვამმა მწარე კომენტარებმა არ შეცვალა ზემოთხსენებული.
ნათიას, თათას, ერეკლეს და სანის მოძებნამ, 10წუთზე მეტი წაიღო და მაყრიონთან ერთად, სულმოუთქმელად ველოდით, როდის ინებებდნენ მეჯვარეები, ბავშვის ნათლიები და სიძე, სახლიდან გამოტევას. გოგოებმა უკვე იცოდნენ, რატომ იყვნენ ბიჭები ოთახში შეკეტილები და მათ ნერვიულობას, ეს ფაატორი ოდნავ მაინც ანელებდა.
-ასე მგონია, ჩვენ მოგვყავს ქმრები!-სიცილით გადავულაპარაკე მათ და კეტებზე შეხსნილი ზონარი, მჭიდროდ გადავიკარი.
-ისე, მგონი პირველი მეჯვარე ხარ, რომელსაც კეტები აცვია ქორწილზე,-ღიმილით გადმომხედა თათამ და კიდევ ერთხელ ამათვალიერა,-...და უნდა ვაღიარო, რომ ეფექტურ სანახაობას წარმოადგენ!
-ბავშურ-ქალურ და სპორტულ-კლასიკურის ნაზავი ხარ!-უცნაური კომპლიმენტით შემაქო ნათიამ და მის მზერაზე სიცილი ვერ შევიკავე.
ფირუზისფერი, მჭიდრო ნაჭრისგან შეკერილი მოკლე კაბა, მართლაც რომ ბავშურ იერს მსძენდა. მკერდზე გამოყვანილი, უზურგო და სადა იყო, რომელიც წელზე თეთრი ქამრით და ყვავილივით გაშლილი ქვედაბოლოთი გვირგვინდებოდა. ვერ ვიტანდი, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი ბავშვები, ქალურ იერს "იხდენდნენ" და იმ სახეს კარგავდნენ, რომელიც სინამდვილეში გააჩნდათ. ვერ ვხვდებოდი ეს რა საჭირო იყო. განა ვერ მოასწრებდნენ გაზრდას?! თუმცა ამ კითხვაზე ლოგიკურ პასუხს, რატომღაც არავინ მცემდა. ხო და მეც, ყოველთვის იმას ვცდილობდი, ჩემ ჩაცმულობაში გადმომეცა ის სული, რომელიც შინაგანად გამაჩნდა.
-ღმერთო ჩემო!-სამივეს ერთდროულად აღმოგვხვდა, როდესაც ფილაქანზე მომავალ ბიჭებს მოვკარით თვალი და ისტერიული სიცილი აგვიტყდა, მზისგან არეკლილ შვიდ მელოტ თავს რომ შევხედეთ.



"-"-"-"-"-"

-სანამ მე არ გამოვიცეკვე, მანამდე არაფრის გამკეთებლები არ ხართ თქვენ!-ხელი ჩავიქნიე და ბენდს ვანიშნე, ლაზური დაეკრათ.
ყველაფერი ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით მიდიოდა. სუფრა ღია ცის ქვეშ, ტბის ნაპირას იყო გაშლილი. მზის სხივებისგან თავის დასაცავად, ცისფერი გრილანდებით და თეთრი ყვავილებით იყო "ჭერი" მორთული. მათში ჩახვეული ვაზის ყლორტები კი საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ. აქა-იქ მბრწყინავი ფერადი ნათურები კი , ვაზის თეთრ და შავ მტევნებს, ბუნების უკანასკნელ საჩუქრად აჩენდა, ნეფე-დედოფლისადმი მიძღვნილს. მაგიდები და სკამები, თეთრი სატინის ნაჭრით იყო მორთული. სურნელოვანი ლურჯი სანთლები და შროშანები კი ჰაერში საუცხოო სურნელს აფრქვევდნენ. ხოლო სტუმრების გაოცების წამოძახილმა, ჩემი სამუშაოს ბოლო შტრიხიც, სრულყოფილად შეავსო.
როგორც კი პატარძალს დავუთმე ასპარეზი სცენაზე, აყეფებულ სანის მივუახლოვდი, რომელიც ამაოდ ცდილობდა ტბაში მოცურავე გედების დაჭერას და ამაო მცდემობის შემდეგ, ყმუილით იკლებდა იქაურობას.
-ბიცოლა, მეც მინდა მამიკოს და ბიძიების მსგავსად რომ მქონდეს თავი,-საცოდავი თვალები მომაპყრო კოკროჭინამ და ნაღვლიანად გადაუსვა ლეკვს თავზე ხელი.
-გადახოტვრა გინდა?-გაოცებულმა ღიმილი ვერ შევიკავე და ოქროსფერ კულულებზე წავეთამაშე.
-ხო,-გაბუტულმა მიპასუხა და პატარა შუბლზე ნაოჭები გამოუჩნდა.
-მე ხომ გითხარი ზღაპრის გმირს გავხართქო?-წარბაწეულმა, ეშმაკურად ვკითხე,-გინდა, რომ სახლში კოკროჭინა აღარ მყავდეს?.. თან მამიკოს და სანაქებო ბიძიებს, სულაც არ უნდოდათ, ტილებისთვის სასრიალო მოეწყოთ... მალე მათაც გაეზრდებათ თმები და შენ დაგემსგავსებიან...
-მე რომ მათსავით მინდა?-გულუპრყვილო, ცრემლისგან აციმციმებული თვალები მომაპყრო.
-მოდი, იცი რა ვქნათ?! ბიჭებს დავცინოთ მელოტები რომ არიან და აი ნეხავ, შენისთანა თმები თუ არ ინატრეს თითოეულმა.-ჩუმად ვუჩურჩულე თვალებ ანთებულს, კურნოსა ცხვირზე ვაკოცე და სიცილით გავემართეთ ბიჭბის ნერვების დასალაშქრად.
უკვე შებინდებული იყო და საქორწინო დარბაზიდან გამომავალი შუქი, პირდაპირ ერწყმოდა ლამპიონებით განათებულ ტბის ნაპირს. ანკარა წყალზე არეკლი ციმციმა ნათურები კი, ციცინათელას ეფექტს ქმნიდნენ, რომელიც საცეკვაო სცენას, დიადემასავით შემოხვეოდა. სცენის ცენტრში მოცეკვავე წყვილი ნახვისას, რატომღაც ბედნიერების ღიმილს ვერ ვიკავებდი და უკვე მერამდენედ ვავლებდი თვალს მოცინარ მშობლებს.
-მეჯვარეებმა არ ვიცეკვოთ?-ყურთან გავიგე ჩურჩული და სუნთქვაშეკრულმა, სცენისკენ წავიყვანე.
-ერთი წამით!..-გადავულაპარაკე ალექსანდრეს, ნეფე-დედოფალს მივუახლოვდი და ხავერდის ოთხკუთხა ყუთი გავუწოდე,-ეს ჩემი და ალექსანდრეს საჩუქარია!
-მოიცა რა...-დაიწყო გაკვირვებულმა, როდესაც თვალებით ვანიშნე გაჩუმებულიყო და აცრემლებულ თათას შევხედე.-იუველირის დათანხმება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმდენი ვეჩიჩინე, მაინც დავიყოლიე. თათას მედალიონის ნაწილი დაუმუშავებელი მარგალიტითაა გაწყობილი. საბასი გიშერით... ერთმანეთის სახელებია ამოტვიფრული... და იმედია მოგეწონებათ, თუ არა და ვერც ერთი გადამირჩებით!..-სიცილით დავასრულე ტირადა და ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებულ ხევსურს, თვალი ჩავუკარი.
-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ელენე... იმდენი რაღაც გააკეთე ჩვენთვის...-ამოილუღლუღა ხეცურიანმა და როდესაც ჩემი გამომეტყველება დაიჭირა, ღიმილით ჩამიკრა გულში,-საუკეთესო და და რძალი ხარ!
-საცაა თავში ამივარდება ამდენი ქება,-ამოვიოხრე, აწითლებულ, აწ უკვე რძალს ლოყაზე ვაკოცე და გახევებული ქმარი, საცეკვაოდ გავიყვანე.
-მაოცებ, ელენე!-ყელზე მომაფრქვია ცხელი სუნთქვა, ერთი ხელი მოშიშვლებულ ზურგზე მომავლო და მჭიდროდ მიმიკრა გულ-მკერდზე,-საიდან მოგაფიქრდა? ან მე რატომ "მომაკერე"?
-ორიგინალურობით ყოველთვის გამოვირჩეოდი... თან მინდოდა, ისეთი რაღაც
მეჩუქებინა, რასაც ყოველთვის ატარებდნენ... -მხრები ავიჩეჩე და მზერა გავუსწორე, თბილი ღიმილით სახეგანათებულს,-თან ორივეზე, უკანა მხარეს, თათას მოტაცების თარიღია ამოტვიფრული... შენ კი იმიტომ გაგრიე, რომ ჩვენმა ბეჭდებმა მომაწოდეს ეს იდეა!-ნიშნისმოგებით ავწკიპე წარბები და მთლიანად მისი სითბოთი მოცულმა, თავი მკერდზე მივაყრდენი, ისე, როგორც კლდეს, რომელიც არასდროს არ ჩამოიშლება.
-ჩემი გოგო რომ ხარ, ხომ გითხარი უკვე?!-ჩემს თმებში ცხვირჩარგულმა მიჩურჩულა და ნაზად შემეხო ცხელი ტუჩებით შუბლზე,-იმ ღამეს რომ არ მენახე...რომ არ დავმთვრალიყავი... მითხარი, რატო არ გიცნობდი აქამდე?
-იმიტომ რომ ბაღში დავდიოდი და ბიჭების დევნით ვირთობდი თავს!..-სიცილით ამოვიბუტბუტე და ღრმად შევისუნთქე, ჟანგბადად ქცეული ალექსანდრეს სურნელი.
-ელენე, ნუ ცდილობ ჩემ გაღიზიანებას!-გამაფრთხილებლად გაისმა, ინტონაციურად მდიდარი ხმა და მუსიკას აყოლილმა, რამდენჯერმე დამაბზრიალა.
-დავიჯერო ჩუპა-ჩუპს გაჩხერილსაც მომიყვანდი ცოლად?-ინტერესით ავხედე და ღიმილი ვერ შევიკავე, მის სერიოზულად ჩაფიქრებულ სახეს რომ მოვკარი თვალი.
-ვფიქრობ რომ არა!..-შუბლშეკრულმა ამოთქვა და მიუხედავად სიმართლისა, უნდა ვაღიარო რომ გული დამწყდა და თავი ძლივს შევიკავე, ცრემლები რომ არ წამომსვლოდა,-ცოლად არ მოგიყვანდი, მაგრამ რაღაც ინტერესს მაინც აღძრავდი ჩემში... როგორ ვთავა, არის შენში, რაღაც... დამაინტრიგებელი!..
-კომპლიმენტად მივიღო?
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავისთვის მითქვამს, მაშინ-კი!-ღიმილით მიპასუხა, მხურვალედ მაკოცა ტუჩებში და საკუთარ ადგილას, საბას გვერდით დამსვა,-აქ დამელოდე!
გაკვირვებული ვადევნებდი თვალს მის თითოეულ მოძრაობას და თავს ძლივს ვიკავებდი, ადგილზე რომ არ დამეწყო ცმუკვა. ინტერესი გამიასმაგდა, ბენდის სოლისტს ყურში რაღაც რომ უჩურჩულა და ლამის ყბა ჩამომივარდა, მიკროფონ მომარჯვებულმა, საოცარი სითბოთი სავსე თვალები რომ შემავლო. ვიგრძენი, როგორ გამეყინა ხელები, გულისცემა ამიჩქარდა და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავყლაპე, როდესაც საბას ხმა მომესმა.
-დიდი ხანი რაც არ უმღერია... ამდენი წლის მერე, შენ გიმღერის, რძალო!
განაჩენივით ისმოდა, ზარების რეკვა გონებაში, შეუწყვეტავი სიტყვებით:"-შენ გიმღერის!" და გამაყრუებელ გულისცემაში, ძლივს ვარჩევდი სიმღერის ტექსტს. ამდენი ემოციით დამძიმებულმა, პირველად ცხოვრებაში, თავი ვერ შევიკავე და უამრავი ხალხით გარშემორტყმულმა, ტირილი დავიწყე. აკანკალებულმა ვიგრძენი, ურცხვად რომ გაიკვლიეს აწითლებულ ღაწვებზე, მლაშე წვეთებმა გზა და პატარა ნაკადულებად დაედინნენ ლოყებზე. მთელი სხეულით, სულით და გულით ვგრძნობდი, თითოეულ აკორდში ჩატეულ, უთქმელ გრძნობას და წამით ნაგრძნობ ბედნიერებას, საგულდაგულოდ ვინახავდი მახსოვრობის ყუთში. სიმების პულსით აღვიქვამდი კვამლისფერი თვალების მზერას და უნისონში მივყვებოდი, ჰაერში გაჟღენთილ სიმღერას:"my Valentine".



№1 სტუმარი შონი რივზ

ერთი კითხვა მაქვს-ხეცურიანი ხევსური როგორაა?

 


№2 სტუმარი Ls

აი ძაან მაგარია ყოჩაღ მომწონს შენი ისტორიები

 


№3  offline წევრი tatiana1996

ყველაზე ძალიან ეს ისტორია მიყვარს ჩემი ფავორიტია ისევე როგორც ავტორია ჩემი ფავორიტი heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი PARVENU

Vaii, chemi usayvarlesi xalxiii^^ rogor maxareebt. Es bolo washlili tavebi iyo, danarcheni ukve atvirtulia bavshvebo. Dzalian dzalian didi madloba sheqebistvis, romelsac samartlianad vfiqrob ar vimsaxureb am etapze:Dd <3
Xecurians rac sheexeba, zusti wrmomavloba gvaris martla ar vici. Vigulisxmot rom daibada da agizarda misi sami winapris chatvlit xevsuretshi:D
Uugrmesi madloba kidev ertxel^^
P.s. Dzalin gamixardeba shenishvnebsac tu momcemt, razec fiqrobt rom sheidzleba gamosworeb. Nuu, vici dalian bevri ramaa dasaxvewi da vecdebi axali istoria metad gamartuli, daxvewili da saintereso iyos.<3
--------------------
Parvenu

 


№5 სტუმარი სტუმარი ელი

ვგიჟდები შენზე????????????

 


№6  offline წევრი Elle025

როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ..განსაკუთრებით იმიტომ რომმ ელენე ჰქვია მთავარ პერსონაჟს..დაახლოებით ერთი 10-ჯერ მაქვს წაკითხული და ახლა უკვე მე-11 ჯერ დავიწყებ..ერთადერთი ისტორიაა,რომლის წაკითხვა არ მბეზრდება..რომ დავინახე ვიფიქრე ვინმემ ხომ არ მიითვისა მეთქი სახელი რომ ვნახე შეცვლილი,მაგრამ თურმე ელე ყოფილა..გამეხარდა შენი გამოჩენა..იმედი მაქვს ახალ ისტორიას მალე შემოგვთავაზებ..ისე შეგიძლია კვლავ ელენე ერქვას..:დდ ნუ ეს ისე ხუმრობით..სასწაულიი გოგო ხარ შენ და რა ვქნა ნუ?!❤️❤️

 


№7  offline წევრი PARVENU

Elle025
როგორ მიყვარს ეს ისტორიაა ..განსაკუთრებით იმიტომ რომმ ელენე ჰქვია მთავარ პერსონაჟს..დაახლოებით ერთი 10-ჯერ მაქვს წაკითხული და ახლა უკვე მე-11 ჯერ დავიწყებ..ერთადერთი ისტორიაა,რომლის წაკითხვა არ მბეზრდება..რომ დავინახე ვიფიქრე ვინმემ ხომ არ მიითვისა მეთქი სახელი რომ ვნახე შეცვლილი,მაგრამ თურმე ელე ყოფილა..გამეხარდა შენი გამოჩენა..იმედი მაქვს ახალ ისტორიას მალე შემოგვთავაზებ..ისე შეგიძლია კვლავ ელენე ერქვას..:დდ ნუ ეს ისე ხუმრობით..სასწაულიი გოგო ხარ შენ და რა ვქნა ნუ?!❤️❤️

Mec maxsovxar elle^^ sami wlis winandeli komentarebidan da iqidan rom saxels zustad chemsavit wer:Dd dzaliad didi madloba am sityvebistvis da uzomod gamixarda sheni gamochena^^<3
--------------------
Parvenu

 


№8 სტუმარი სტუმარი Lia

Ra tkbili sikvarulis istoriaa.
Am motxrobis daweristvis ,tviton xar utkbilesi.
Mikvarxar zalian.❤❤❤

 


№9  offline წევრი Mariamch

ადრეც მოგწერე ელე უნდა დაწერო ახალი შენ გაქვს საოცრად წწერის ნიჭი♥♥ არუნდა გაჩერდე პირიქით უნდა წერო და წეროო♥♥♥

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

გაგრძელებას აღარ დებ? მალე რაბ(((

აღარ დებ შემდეგს? მალე რა ((

 


№11 სტუმარი სტუმარი Maiko

Dade ra axali veli yovel dge gtxovvvvvvv

 


№12  offline წევრი PARVENU

Aiii, bodishi exla shevamowme gverdi. Dadebulia ukve danarcheni tavebic. Eseni is tavebi iyo romlebic saitidan wishala da tavidan momiwia atvirtva megobrebo. Chem profilze ro gadaxval bolo gverdzea.
Madloba dzalian dzalian didiii<3
--------------------
Parvenu

 


№13 სტუმარი სტუმარი lia

Aმ ისტორიის გაგრზელებას
აგარ აპირებ?
ტუ რამე გაუტვალისწინებელი სჰეგემტხვა????
ნუ გვანერვიულებ?!
დაწერე რა ხდება❤❤❤

 


№14 სტუმარი tata

male dadeb axal tavs?

 


№15  offline წევრი PARVENU

tata
male dadeb axal tavs?

Ukve devs bolo tavebi. Chem profilze shegidzlia naxo pirvel gverdze. Madloba dzalian didii ro kitxulob<3
--------------------
Parvenu

 


№16 სტუმარი Ana

Rodis dadeb shemdeegs???

Rato agar deb shemdeg taveebs:((( gagebute raa
Ar gawyvito wera shuashi tore arvici rasgizav

 


№17 სტუმარი Nbn

Am tavebis meti ardevs saitze da raxdeba meti dawerili ar gak tu washlilia

 


№18  offline მოდერი ნეფო1999

ისე შემოვბოდიალდი შენთან, სასაწაული ხომ არ მოხდა და რამე დადოთქო. ეს ისტორია ის პირველი "გაფართხალება" იყო ჩვენი გაცნობის გზაზე, ახლა ასე ღრმად რომაა ჩვენში შემოჭრილი. თვალები ამიცრემლიანდა, რაღაცნაირი ბედნიერებით. ზუსტად ახლა ჩამიწყდა ყველა სიტყვა რაც უნდა მეთქვა, მაგრამ ვიცი რომ შენ იცი რაც უნდა მეთქვა.
პ.ს მაჩნიხარ

 


№19 სტუმარი Nestanuka

ხალხო ზემოთ არ კითხულობთ ავტორის მინაწერს? შედით მის პროფილზე და პირველ გვერდზე დევს ამ ისტორიია გაგრძელება, ოჰ ბოჟე მოი :))

 


№20 სტუმარი სტუმარი ანა

წავიკითხე რო დევს მაგრამ მე ვერ ვპოულობ და იმითო ვკითხულობ წაშლილი ხოარარითქო:)

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ეს ისტორია მეცხრამეტე თავით არ მთავრდება მგონი და იქნებ დაამატოთ მეოცე და ოცდამეერთე ????მიჩვენებს რომ არის მაგრამ რომ შევდივარ წაშლილია ????ძალიან ძალიან მომეწნა ეს ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან მინდა დასასრულის წაკითხვაც❤️????????

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარია...
მაგრამ მახსოვს რომ გაბრაზდება და იჩხუბებენ

 


№23  offline წევრი Crazy dreamer

სასწაულად კარგია რამდჯერაც არ უნდა წავიკითხო ერთი და იმავე აზრზე ვარ

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

my valentine

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგო რ მიხარიხართ და და MY valentine

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent