შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგრელი და სვანი. (2)


4-12-2017, 21:21
ავტორი ElisabethLee
ნანახია 1 888

რატომ არის ცხოვრებაში დაუწერელი კანონი და ყველაზე მთავარიც ის, რომ ჩვეულებრივი, მშვიდი, კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანების ცხოვრებაში რაღაც უნდა მოხდეს , რაღაც ისეთი ცუდი რაც ძირფესვიანად შეცვლის მათ ცხოვრებას?

ჩვენმა სასტავმა ავიტეხეთ საღამოს კლუბში წავიდეთო, ნანუკამ , რომ გაიგო გეგიც მოდისო ლამის უკვე კლუბში დაგვხვდა! ნეტავ შეაგნებინოს ვინმემ , რომ გეგის ლილე უყვარს, უუუყყყვააარს! ჰო, რა ვქნათ?! ვერ ხდება ყველაფერი ისე ამ ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა! ყველაფერი კიარა არაფერი არ ხდება ისე!
საღამოს სასტიკ ხასიათზე ვიყავი, ასე არვარ ხოლმე. ცუდი წინათგრძნობა მქონდა და უარის თქმას ვაპირებდი , მაგრამ ჩაშპაკლული და მბრწყინვალე ნანუკა , რომ დავინახე ვერ ვუთხარი უარი.
როგორც ყოველთვის კლუბში ჩვენს მაგიდასთან დავჯექით და დეიწყო საღამოს ქრონიკები! გეგი ლილეს ელაპარაკება და ნანუკას მკვლელ თვალებს არ იმჩნევს, სანდრო მორიგ გოგოს დასდევს დასაკერად და უკვე იმდენი გოგო გამოცვალა ლამისაა სისხლის სამართლის კოდექსი შევადგინო ამ გოგონების სახელებისგან! ნიკო და მარიამი , როგორც ყოველთვის შეშლილი ცოლ-ქმარი ახლაც წაკამათდნენ, ნიკო აეჭვიანებს აბა ისე როგორ?! გიო შუბლშეკრული ტელეფონში რაღაცას კითხულობს, ნანუკა კი მიზის გვერძე და ლამისაა იბღავლოს ვერ გამოშვებული ემოციების გამო. რა ვქნა? მომკალით, მაგრამ რა გეგის ბრალია?! ძალით შეაყვარა თავი?! ცუდია , რომ ნანუ ასეა, მაგრამ გეგიმ არც იცის , რომ ნანუს უყვარს..ნუ მოკლედ რა! ნანუს თავს მხარზე ვიდებ და საპირფარეშოში გამყავს დასამშვიდებლად:
-ელე, რა დავაშავე?-ტუში უკვე ლოყებზე ჩამოსდის მარილიან სითხესთან ერთად.
-არაფერი ნანუ, არ არის შენი ბრალი და არც გეგის ბრალი არ არის.-ვეხუტები და თავზე ვკოცნი.
15 წუთი ვცდილობ დავამშვიდო. მერე თავს იწესრიგებს:
-აუ წავიდეთ რა ელს, გთხოვ-გატანჯული მიყურებს.
-გადი და გამოვალ ახლავე.
გადის, თმებს ვისწორებ ღრმად ვისუნთქავ , რომ ნანუსთვის ენერგია დავიტოვო და ტვალეტიდან გავდივარ. გასვლას ვაპირებ , როდესაც ვიღაც მოულოდნელად მტაცებს ხელს და სადღაც მიმათრევს. ვცდილობ ვიყვირო, მაგრამ ვიღაც პირზე ხელს მაფარებს. სადღაც ბნელ და საშინელ ადგილას მიმათრევს. ვცდილობ შეწინააღმდეგებას , მაგრამ არაფერი გამოდის, ეს ვიღაც ჩემზე ათასჯერ ძლიერია! ცრემლები ჩანჩქერივით მომდის თვალებიდან, მაისურს ტანზე მახევს, სული მიყვირის და რაღაც სულში ძალიან მეწვის, ვერ ვაჩერებ, წვას ვერ ვაჩერებ! ვიცი, რომ წამებში ისე გავნადგურდები აღარაფერი დარჩება ელენე ჯიქიასგან! ცხოველივით მკერდზე მეცა და ცდილობს ბიუსჰალტერიც გაწყვიტოს. ჰაერი აღარ მყოფნის .. გონზე ვერ მოვდივარ.. მგონია, რომ სულში ჩამაფურთხეს..მგონია, რომ ცხოვრება წამართვეს. ფიზიკურ ტკივილს გადავიტან..სულიერს ვერაფერს ვშველი. მიწივის, რაღაც მთელი არსებით მიწივის სულში..რაღაც რასაც უნდა, რომ გამომექცეს და ეს ვიღაც მთელი სულით ცემოს! არაფერი გამოდის..ვნადგურდები..ყველაფერს ვამთავრებ. ძირს მაწვენს და ფეხებისკენ მიიწევს, საშუალება მაქვს ვიყვირო! ასეც ვიქცევი ვღრიალებ, მაგრამ ჩემი არავის ესმის..თითქოს სამყარო ახლა გაქრა! ფეხებს ხელს აყოლებს და ჩუმად ჩურჩულებს:
-ისე ნერვიულობ, თითქოს ქალიშვილი იყო..
ტრუსებსაც მახევს და საბოლოო დანიშნულებამდე აღწევს..ფეხებზე მკოცნის და ო, როგორ მინდა ვარწყიო! ვყვირი, სამყაროს შეძვრამდე ვყვირი , მაგრამ ამ სამყაროში ჩემი არავის ესმის.. მკერდისკენაც ინაცვლებს მთელ სხეულს კოცნით უყვება, ბოლოს კი ყველაზე საბოლოო ნაბიჯის გადადგმასაც აპირებს..ახლა უფრო მეტად ვიწყებ ხავილს..ჰო ხავილს, მეტი აღარ შემიძლია , მინდა მოვწყდე სამყაროს, მინდა მოვწყდე ამ სისასტიკეს და უბრალოდ წავიდე აქედან .. ნეტავ მომკლას! ნეტავ მომკლას!
საბოლოო ნაბიჯს დგამს ვიღაცის ყვირილი , რომ ისმის..ჩვენსკენ ვიღაც მორბის და მოძალადე არაკაცს მთელი ძალით ურტყავს..არ ჩერდება, ურტყავს და ურტყავს..შემდეგ ჩემთან მოდის და თავის თბილ მოსაცმელს მაძლევს , ფეხზე მაყენებს და გულში მიხუტებს. ვერ ვჩერდები და ვაძლევ თავს უფლებას გამოვხატო ემოციები..ვტირი და უბრალოდ არ შემიძლია გავჩერდე.. მანქანაში მსვამს და მაშინვე სითბოს, სასიამოვნო სურნელის სუნი დგება. საჭესთან ჯდება და ხელს მკიდებს ხელზე.. იცით ახლა რამდენს ნიშნავს ჩემთვის ვიღაცის მხარდაჭერა?! შეიძლება იმ არაკაცმა მთავარი ვერ მოასწრო , მაგრამ ყველანაირ წარმოდგენას მიფუჭებს ადამიანებზე.. არვიცი სად მივყავარ ამ ბიჭს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უნდა ვენდო, ვიცი, რომ ერთადერთია ვისაც შემიძლია ვენდო ამ წამს..
დიდ სახლთან აჩერებს მანქანას, ჩემი მხრიდან მოდის , ხელში მიყვანს და სახლში შევყავარ. როგორც კი შევდივართ სახლში , გაღიმებული 40 წლამდე ქალი მოდის ჩვენსკენ , მაგრამ ჩემი მდგომარეობის დანახვაზე ღიმილი სახეზე აშრება :
-ღმერთო ჩემო! ხომ კარგად არის?-დაპანიკებული კითხულობს.
-დედა , თბილი ჩაი და საჭმელი ამომიტანე ოთახში, კარგი?-ეუბნება ქალს და ქალიც მაშინვე გარბის სავარაუდოდ სამზარეულოსკენ. ბიჭი უფრო მჭიდროდ მიჭერს ხელში და მეორე სართულზე ავყავარ, ოთახის კარს აღებს, საბანს შლის და ცივ ლოგინში მაწვენს. გვერძე მიწვება და გულში მიხუტებს. აღარაა ლოგინი ცივი. დაახლოებით 5 წუთში ოთახში იმავე ქალი ამოდის და რაც ბიჭმა დააბარა ყველაფერს მაგიდაზე დებს:
-რა გავაკეთო კიდე მათე?-ხელებაკანკალებული კითხულობს ქალი.
-არაფერი დედა, ხვალ ვილაპარაკოთ,-უღიმის და ქალიც გვიღიმის.
-რამე თუ დაგჭირდათ დამიძახეთ-გვეუბნება და გადის.
მგონი სამოთხეში მოვხვდი:
-შეგიძლია დამარეკინო?-ხმაჩამწყდარი ვეკითხები.
ტელეფონს მიწვდის და ეგრევე ნანუს ნომერს ვკრიფავ:
-გისმენთ,-აღელვებული მპასუხობს ნანუ.
- ნანუ მე ვარ,-ხმაჩახლეჩილი ვპასუხობ.
-რა გჭირს? სად გაქრი? გავგიჟდით კინაღამ მოვიარეთ მთელი საქართველო.
უცბად ტელეფონს სანდრო ართმევს:
-სად ხარ ჩემო პატარა?-მზრუნველი ხმით მეკითხება.
-კკა..კარგად ვარ, არ ინერვიულოთ, ტელეფონი დავკარგე ხვალ გეტყვით ყველაფერს. უნდა წავიდე ახლა. მიყვარხართ და არ ინერვიულოთ.
ტელეფონს ვთიშავ და ბიჭს ვაძლევ:
-გთხოვ რა დალიე ჩაი.
ჭიქას მიწვდის და მეც ნელ-ნელა ვწრუპავ. რომ არ გამოჩენილიყო რა მეშველებოდა? წარმოდგენა არ შემიძლია..
-მადლობა.-ვუღიმი ბიჭს.
საპასუხოდ ისიც მიღიმის. ჩაის ვსვამ და გვერძე ვდებ.
-კარგად ხარ?-მეკითხება და ეტყობა, რომ აღელვებულია.
-ვერ მოასწრო,-ვუღიმი .-მომიყევი რამე შენზე რა.
-მმ..მათე ონიანი, 25 წლის, შენ?
-ელენე ჯიქია, 22 წლის.
-ელე , რომ დაგიძახო შეიძლება?-მიღიმის და თანხმობის ნიშნად ღიმილით ვუქნევ თავს.-მთელი სულით გთხოვ ხვალ ნუ გაქრები და რომ გავიღვიძებ ისევ აქ დამხვდი, მპირდები?
მეღიმება მის თხოვნაზე:
-გპირდები..
-კარგი გოგო ხარ შენ,-მპასუხობს კმაყოფილი.
-შენც კარგი ბიჭი ხარ,-ღიმილით ვპასუხობ.
მისთვის არ მითქვამს, მაგრამ სვანებზე წითელი , ყვითელი და მწვანე მენთება ისე მიყვარს! და მათე.. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი სახელი იყო..ყოველთვის განსაკუთრებულად მიმაჩნდა..
ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი. მორფეოსში ერთადერთ სახეს ვხედავდი, რომელიც მისი ლამაზი თვალებით იყურებოდა და მისი სითბო სიზმარშიც მხურვალედ ხასხასებდა !

ყოველთვის ხდება ცხოვრებაში განმგმირავი კატასტროფა, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ მთავარი ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ კატასტროფას აუცილებლად, ყოველთვის ბედნიერება მოჰყვება უკან, იმხელა ბედნიერება , რომ ამ კატასტროფას სადღაც გულის სამარხში ისვრის და მთლიანად გავიწყებს თავს..

მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ <3 ამ მოთხრობასთან დაკავშირებით მომავალში ისეთი თავები მაქვს დაგეგმილი ავ თვალს არ დაენახვება! <3 მიყვარხართ <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Saintereso gagrzelwba iyoo. Yochagg. Velodwbit shemdwg tavsss

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

აღარ აგრძელებბბბ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent