შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლიპულ გზაზე -1


6-12-2017, 15:01
ავტორი drogardasuli
ნანახია 1 255

შესავალი
1999 წლის 9 ოქტომბერი
ფანჯრის მინაზე ცრემლებად ჩამოდიოდნენ წვიმის წვეთები. მიუხედავად იმისა რომ ჯერ ზამთარი არ დამდგარიყო გარეთ ძალიან ციოდა. იმდენად ციოდა რომ სუსხი სახლშიც იგრძნობოდა. თუმცა ელენე სიცივეს სულაც არ გრძნობდა. პირიქით, ცხელოდა ძალიან ცხელოდა. ოთახში ბოლთას სცემდა და სულ კარებისაკენ ეჭირა თვალი. ადგილს ვერ პოულობდა. ეს ოთახი ხუთავდა. მთელი მისი არსება შეშფოთებული იყო. კუთხეში მდგარი მაგიდისაკენ დაიძრა ბარბაცით, ხატების წინ დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო. ღმერთს ევედრებოდა შორენა და მისი პატარები დაეფარა. პატარები რომლებიც მალე მოევლინებოდნენ ქვეყანას. დიდი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. თვალში მოხვდა მრგვალ მაგიდაზე მდგარი ჩარჩოში ჩასმული სურათი. შორენას სურათი ხელში აიღო და გულში ჩაიკრა. ფოტოზე ლამაზი, შავგვრემანი გოგონა იყო გამოსახული. მას სწორი, შავი თმები წელამდე სწვდებოდა. თოვლში მუხლებამდე ჩამდგარი სიცივისგან ცხვირი გასწითლებოდა. თუმცა, მის სახეს ბედნიერების ფერი ედო. სისხლისფერი ტუჩებიდან ბროლივით თეთრი კბილები უჩანდა. მარცხენა ლოყა კი სიცილისაგან ჩაჩხვლეტოდა. შავი თვალები კი სინათლეს ასხივებდა. ლამაზი იყო შორენა. ამასთანავე, კეთილი და მიმნდობი. სამივე მათგანმა დაღუპა ის. დღეს კი ეს ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი სილამაზე, თვალსადახელშუა ქრებოდა, იწრიტებოდა. წვიმამ უფრო და უფრო იმატა. შორენას სურათზე დედის ცრემლი დაეცა და ნელ- ნელა გაიკვლია გზა მისი გიშერივით შავი თმიდან ქვემოთ. ბოლოს კი, თეთრი თოვლში გაუჩინარდა... ისევე როგორც თავად შორენა. კარებზე ხმამაღალი კაკუნის ხმა გაისმა. ელენემ სწრაფად გაუშვა ხელი შორენას სურათს და კარებისაკენ გაიქცა..ისე რომ ვერც კი შეამჩნია როგორ დაეცა იატაკზე შორენას ფოტო. კარებში ლევანი იდგა. შორენას ძმა. ხელში თეთრი ზეწარDი გახვეული ბავშვი ეჭირა. ოთახში ხმისამოუღებლად შემოვიდა. ბავშვი ფრთხილად დააწვინა დედის საწოლზე, ისე რომ კარებში მდგარ ელენეს ყურადღებაც არ მიაქცია. სველი ქურთუკი გაიძრო და სკამის საზურგეზე გადაკიდა. ელენეს უკვე სრულიად ამოეწურა მოთმინება. შვილს მიუახლოვდა და ბეჭებში ჩააფრინდა.
-რატომ არის მხოლოდ ერთი? ჩემი გოგონა ხომ ტყუპებს ელოდებოდა? -ჰკითხა ელენემ ისე რომ ხელი არ გაუშვია. ლევანმა დედას თვალებში შეხედა და უთხრა:
-სამწუხაროდ მარიამი გარდაცვლილი დაიბადა
ელენე მოწყვეტით დაეშვა სკამზე. ლევანმა დედის ფეხებთან ჩაიმუხლა და უთხრა:
- სამაგიეროდ ჩვენ მელანო გვყავს უკვე... ორივეს ნაცვლად.
დედამ ხმისამოუღებლად შეხედა ლევანს და დაინახა მის თვალებში მოკიაფე ცრემლები. რომლებიც, უკვე გზას მიიკვლევდნენ ლოყაზე. ბარბაცით წამოდგა ელენე, მელანოს საწოლს მიუახლოვდა, შუბლზე ფრთხილად აკოცა და თვალწინ დაუდგა ახალშობილი შორენა. რამხელა მსგავსება იყო მათ შორის. თითქოს 24 წელი უკვალოდ გაქრა. ახლა, მის თვალწინ პატარა შორენაა, რომელიც, მისი პაწაწინა ხელებით, უდარდელად ეთამაშება დედის საკინძეს. შავ თვალებს აცეცებდა და სამყაროს შეცნობას ცდილობს. მაგრამ არა. რეალობას ვერ წაშლი. ელენემ შებლი შეიჭმუხნა და ცივად მოშორდა მელანოს საწოლს. ახლაღა შეამჩნია შორენას სურათი , რომლის მინაც, მრავალნატეხად დაყოფილიყო. ისევე როგორც ელენეს გული. ძირს დაიხარა და ფრთხილად აიღო სურათი. გულში ჩაიკრა და უსიტყვოდ დატოვა ოთახი. ბნელ ოთახში შევიდა. მაშინვე ეცა იქ გამეფებული წყვდიადი. ფანჯარა გამოაღო. აქედან მთელი ქალაქი ჩანდა, თუმცა ახლა არა, რადგან თვალთახედვის წვიმა აძბელებდა. ცივმა ჰაერმა წამიერად შეაშრო სახეზე ცრემლები...მხოლოდ წამიერად.
ლევანმა მელანოს დახედა.
-დედა !- დაიძახა ხმამაღლა. არავინ გამოეპასუხა.
-ძალიან ცივა- ჩაილაპარაკა თავისთვის, და გვერდით ოთახში გავიდა. რა უცხო იყო ახლა ეს ოთახი. შორი და უცნაური. ფანჯარა ბოლომდე იყო გაღებული. შავი სვიტერი ყელი ცხვირამდე აიწია, და ფანჯრის დასახურად მივიდა. ქვევით უფსკრული მოჩანდა. შავი სივრცე რომელსაც ძლივს ანათებდა ორი ლამპიონის მქრქალი შუქი. ხრეშიან ზედაპირზე უსულოდ ეგდო ელენე. ლევანი წაბარბაცდა. ფანჯრის რაფას ორივე ხელით ჩააფრინდა და მთელი ხმით იყვირა. არა ეს ყვირილიც კი არ იყო. ეს იყო მხეცის განწირული ღმუილი. ხმა რომელიც შეუძლებელია ადამიანმა ამოუშვას. დაჭრილი მხეცივით აწყდებოდა კედლებს. თითქოს ასე ტკივილს გაიყუჩებდა. მეზობლები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ, ხვდებოდნენ რომ, ახლა მათ წინაშე აღარ იყო ადამიანი. სარკეში თვალი მოჰკრა საკუთარ ანარეკლს. შეშინდა, თავადაც შეშინდა. ეს წყეული სარკე მის არსებას ამხელდა. სწრაფი ნაბიჯებით მივიდა სარკესთან, და მთელი ძალით დაარტყა მუშტი. ხელი წითლად შეიღება თუმცა ტკივილი ვერ იგრძნო. სარკე დაიფშვნა, თუმცა, ეს არსება მაინც დარჩა რომელმაც სარკიდან შეხედა. მელანოს ტირილის ხმამ გამოარკვია. მას არ ჰქონდა უფლება, ეს პატარა, სიცოცხლე მიატოვებინა. ხელის კანკალით აიყვანა ხელში, პატარა გოგონა. ხედავდა აშკარა მსგავსებას შორენასა და მელანოს შორის. 24 წლის წინ ზუსტად ასე ეჭირა ახალშობილი დაიკო 6 წლის ლევანს. ისევ ეს სისხლისფერი ტუჩები. ისევ ეს შავი თვალები. ო, როგორ ტანჯავდა ლევანს ახლა ეს მსგავსება. შუბლზე და თვალებზე აკოცა დისშვილს და ოთახისაკენ დაიძრა. ძილისპირული უმღეროდა პატარა მელანოს, ისევე როგორც პატარა შორენას. თუმცა დღეს მის ხმაში აღარ იგრძნობოდა სიხარული და აღტაცება. ეს იყო ტირილნარევი ხმა კაცისა რომელსაც, ძალიან ტკიოდა.


მოკლედ ეს შესავალია. გამიაზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მადლობა წინასწარ



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargi. Velodebit gagrzelebasss

 


№2  offline წევრი drogardasuli

მადლოობა აუცილებლად დავდებ ხვალ <3

 


№3  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს და გააგრძელე

 


№4  offline წევრი drogardasuli

მადლობაა საყვარელო <3 აუცილებლად გავაგრძელებ <3

 


№5  offline წევრი Mari S

მართლაც საინტერესო შესავალია, შემდეგ თავებს ველოდები ❤️❤️

 


№6  offline წევრი drogardasuli

ძალიან დიდი მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent