შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოქარი თოვლიდან (სრულად)


6-12-2017, 18:53
ავტორი Marry Amm
ნანახია 8 035

პიკნიკი ქალაქგარეთ ანდრონიკეს იდეა იყო, ამიტომ კარგად იცოდა რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა. განა ის არ უმტკიცებდა რეზის საშიში არაფერიაო? ლეგენდების ნუ გჯერა, ასეთი სულელი როგორ ხარო? განა მან არ გადააგორა უზარმაზარი, უკვე სიძველისგან შელახული ლოდი გვერდზე და სიმთვრალისგან გათამამებული, პატარა ფარნით ხელში მიუძღოდა მეგობრებს? ახლა? რა მოხდებოდა ახლა? შიშისგან გაფართოებული თვალებით დაჰყურებდა მტევნის სიგრძე, ვერცხლის ხანჯალს. მეგობრების რეპლიკებს ყურადღებას არ აქცევდა და ცდილობდა ეპოვა რამე ნივთი, რომელსაც დაიხმარებდნენ ზემოთ ასასვლელად. ერთადერთი, რაც თავში აზრად მოსდიოდა, დიდი ზომის, ხის ტახტი იყო, სადაც მიცვალებული განისვენებდა. დიახ, სწორად გაიგეთ, უზარმაზარი სივრცის შუაგულში, სადაც ანდრონიკე, რეზი და ლადო ჩამოვარდნენ, მიცვალებული იწვა. გულში ვერცხლის ხანჯალი ჰქონდა ჩასობილი, თავი პატარა ზომის ბალიშზე ედო და სასწაულად გრძელი თმა ჰქონდა. მტვრის სქელმა ფენამ შეუშალათ გაეგოთ, როგორი იყო სინამდვილეში, თუმცა დიდი შავი კაბით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც სანახევროდ ჩრჩილს შეეჭამა, ქალი იყო. როგორც კი ანდრონიკემ გაბედა და ხანჯალი ამოაძრო, სივრცემ თითქოს მოძრაობა დაიწყო, ვიბრაცია თანდათან იმატებდა, ისინი მიხვდნენ, რომ მალე კედლებიც დაიბზარებოდა და გაფაციცებით დაიწყეს სირბილი აქეთ-იქეთ. ვერაფერი ნახეს, საერთოდ ვერაფერი. ტელეფონიც, რა თქმა უნდა არ იჭერდა.
- ნიკე! - დაიძახა რეზიმ მეორე მხრიდან და მისკენ წავიდა. - ქალი უნდა ავიღოთ უეჭველი და ეს ტახტი გვეყოფა ზემოთ ასაძრომად!
- შენ რა, ვერ დაინახე ხანჯალი რომ ამოვაძრეთ რა მოხდა? - შეშინებული უკან მოყვა ლადო და თავზე ხელები გადაისვა. - ეხლა ესეც რომ გავატოკოთ, ხომ შეიძლება სულ ჩამოიქცეს აქაურობა!
- ისედაც ჩამოიქცევა თუ დროზე არ ვიზავთ რამეს!
- ხომ გითხარით... ხომ გითხარით არ გვინდა-თქო! ეს ქალი კუდიანია! ლეგენდის თანახმად ჯადოქრების ერთ-ერთმა უძლიერესმა კლანმა ის მეცამეტე საუკუნის ბოლოს...
- გაჩუმდი, ახლა მაგის დრო არ არის! ნიკე მომეხმარე რა, ეს დოყლაპია არაფრის გამკეთებელი არაა! - შებრუნდა რეზი და მიცვალებულს ფანარი მიანათა თუ არა გაშრა. ქალი იქ აღარ იწვა, ვიბრაცია შეწყდა, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად იგრძვნეს სიხარული ამის გამო. - სად წავიდა? - აღმოხდა შიშისგან და ფანრის ცეცება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. ლადო პირქვე დაემხო და აკანკალდა. ახლა უკვე რეზიმ და ნიკემაც ვეღარ შეიკავეს შიში და ერთმანეთს ზურგებით მიეკვრნენ, რომ უკნიდან არაფერი მიპარვოდათ.
- რა სიგიჟეა... ეს რა... ხუმრობაა?
- გოგოები ხო არ გვიჩალიჩებენ რამეს...
- ნეტა მასე იყოს... - უშედეგოდ აცეცებდნენ ფანარს, ნიკეს კი ხანჯალი მაგრად ჩაებღუჯა და მოულოდნელი თავდასხმისთვის ემზადებოდა. რამდენიმე წუთი გავიდა, ან უბრალოდ ეგონათ რომ გავიდა, ირგვლივ კი არაფერი ხდებოდა. ბოლოს ლადოც წამოდგა.
- ნიკე დააგდე ეგ ხანჯალი და წავედით აქედან! ღმერთო გადამარჩინე... ღმერთო შენ დაგვიფარე... - ბუტბუტებდა და გულზე ჩამოკიდულ ჯვარს შუბლზე იდებდა.
- წავიდეთ კაია! როგორ წავიდეთ!
- იტოკში მივწიოთ ეს ტახტი იმ ხვრელთან და ავიდეთ როგორმე! - ფანარი იმ ადგილს მიანათა რეზიმ, საიდანაც ჩამოვარდნენ და უკვე თვითონაც აკანკალდა. შემდეგ მთელ ჭერზე მოატარა სინათლე. - შენი დედაც! საიდან ჩამოვვარდით ბიჭო?
- ნუ მაგიჟებთ... ნუ მაგიჟებთ რეზი... მე თუ მიჩალიჩებთ გამოგივიდათ ძმაო გეფიცებით გამოგივიდათ! - ძმაკაცს მივარდა ლადო და თან საცოდავად ჭერს ათვალიერებდა.
- შენ შ.. ხო არ გაქ, რას გიჩალიჩებთ! გგონია ჩვენ ვიცით რა ხდება?
- იტოკში დავწყნარდეთ ეხლა... - ხმა ამოიღო ნიკემ და ძმაკაცებს შუაში ჩაუდგა. - მივწიოთ ეს ტახტი და ასვლა ვცადოთ, რაც იქნება იქნება! - მისი შემართება ძმაკაცებსაც გადაედოთ და შუაგულისკენ წავიდნენ როცა მათ უკან მოძრაობა იგრძნეს. ძალიან ნელა, ცივად შეტრიალდნენ და ნანახმა თავზარი დასცათ. ლადომ განწირული ყვირილი დაიწყო და მიწაზე დაეცა. ნიკეს და რეზის კი ფანარი გაუვარდათ ხელიდან და უკან გაიქცნენ. ქალი ნელი ნაბიჯებით წამოვიდა წინ და ტელეფონი ხელში აიღო.
- ეს რა არის? - თქვა მან და ფანარი ბიჭებს მიანათა.
- ეს... ეს... - რეზი ალუღლუღდა.
- იცით ჩვენ... - მუხლებზე დამხობილმა ლადომაც სცადა რამე ეთქვა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა.
- შენ მაინც მიპასუხე! - ანდრონიკეს მიანათა ფანარი ქალმა და წარბები შეკრა.
- ეს... შენ არ იცი რა არის? - რეზიმ გაოცებით შეხედა ნიკეს, რომელმაც გაბედა და კითხვაც კი დაუსვა.
- რომ ვიცოდე გკითხავდი? - თავი გვერდზე გადააბრუნა მან და ჩაეღიმა.
- ტელეფონია...
- ანუ?
- ანუ... რა ვიცი... როგორ აგიხსნა, ნუ მანათებ გთხოვ რა!
- ჩირაღდანია? - აქეთ-იქით გააქნია ქალმა და ბოლოს მოთმინება დაკარგული მათკენ წავიდა.
- არა არა! არ მოხვიდე! არ მოგვეკარო! ფუი ეშმაკს! ფუი კუდიანს! - აყვირდა ლადო და ქალს უკვე ხმამაღლა გაეცინა.
- ეგ შელოცვები დიდი ხანია ჩემზე აღარ მოქმედებს საყვარელო! ეს გამომართვი. - ტელეფონი გაუწოდა ანდრონიკეს და მიმოიხედა. მერე უცებ ირგვლივ ჩირაღდნები აინთო და სივრცე სასწაულად განათდა. ბიჭები გაოცებულები იყურებოდნენ გარშემო, წეღან ერთი ჯოხიც ვერ იპოვეს რომ თავი დაეცვათ, ახლა კი მრგვალი გამოქვაბულის შუაგულში იდგნენ, რომელსაც უამრავი ჩირაღდანი ანათებდა.
- შენ ვინ ხარ? - როგორც იქნა გაბედა რეზიმაც და ყველაზე საინტერესო კითხვა დასვა.
- კამელია. ისე... რა უცნაურად გაცვიათ... რომელი საუკუნეა?
- ოცდამეერთე! - ბრაზით წარმოთქვა რეზიმ და ქალი აათვალიერა, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა, რაღაცას ეძებდა და კოჭებამდე გრძელ, შავ თმას დაათრევდა. თუმცა მის სიტყვებზე სწრაფად შემობრუნდა და ცივი, ყინულივით ცისფერი თვალები გამომცდელად ბიჭს მიაპყრო.
- ანუ... ანუ რომელი წელია?
- ორი ათას თოთხმეტი!
- ამათი დედაც! ამდენ ხანს როგორ გამომკეტეს! - ჩაილაპარაკა თავისთვის და სიარული განაგრძო.
- რამეს თუ ეძებ, აქ მხოლოდ ჩვენ, ეს ტახტი და ჩირაღდნებია! - უფრო თამამად გააგრძელა რეზიმ.
- არა! აქ დავმალე... სადღაც აქ... - ნერიულად მიმოდიოდა და ხელებით თითქოს გაუჩინარებულ რაღაცას ამოწმებდა.
- მომისმინე... ეს ხანჯალი გულში გქონდა ჩასობილი და... იქნებ აგვიხსნა რა ხდება, როგორ... ანუ როგორ...
- გავცოცხლდი? - არც კი შემობრუნებულა ისე კითხა და ძებნა განაგრძო.
- ხო...
- არ ვიცი, მაგრამ ეგ ,,კინჟალი" ტახტზე დადე და მერე მივხედავ.
- რა დავდო?
- ხანჯალი! თქვენ რა, არცერთი ენა არ იცით?
- ა, რუსულად გვებაზრები? - გათამამდა რეზი.
- რას ვაკეთებ? - გაოცებული შემობრუნდა კამელია.
- ანუ რუსულად გველაპარაკები-თქო?
- გაჩუმდი, თორემ ცხვირი გაგეზრდება! - ისე დარწმუნებით უთხრა რეზიმ ხმა ვეღარ ამოიღო, ცხვირი ხელით მოისინჯა და საცოდავად ნიკეს გახედა. - ვერსად ვერ ვნახე, რა ჯანდაბაა! ეტყობა იმ ოჩოსფეხმა იპოვა... ზუსტად მახსოვს აქ იყო... - მერე რაღაც უცნაურ ენაზე ალაპარაკდა და ისეთი სასაცილო იყო, მტვრისგან გაშავებულ სახეზე მარტო დიდი ცისფერი თვალები უჩანდა, კაბა ჭუჭყიანი და დაძენძილი, თმა კი კოჭებთან დასთრევდა. ნიკეს გაეცინა, საფრთხობელას გავდა. თუმცა უცებ გაახსენდა, რომ მკვდრეთით აღსდგა და უფრო სერიოზულად მიუდგა.
- კამელია...
- ბატონო. - აშკარად უშედეგოდ ცდილობდა რაღაცის გაკეთებას და ნერვები ეშლებოდა.
- შეგიძლია გვითხრა, აქედან როგორ გავიდეთ?
- არ ვიცი... ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ვორანსებმა ქურუმების წინასწარმეტყველება რომ წაიკითხეს იმის შესახებ, რომ მე ყველაზე ძლიერი ჯადოქარი გავხდებოდი და მათ დავხოცავდი... მე მაშინ ჯერ კიდევ ცეცხლის ანთებას და საგნების აქეთ-იქით გადაადგილებას ვსწავლობდი. ხოდა გადაწყვიტეს თავი არ აეტკიებინათ ზედმეტი ფიქრით და... - კამელია ერთ ადგილს მიაშტერდა, რადგან გაახსენდა ის დღე და გულზე ხელი მიიდო. შემდეგ მზერა ნიკეს გაუსწორა. - ხანჯალი ტახტზე დადე!
- კარგი... - მისი ხმა იმდენად მკაცრი იყო ანდრონიკემ მაშინვე შეასრულა ბრძანება და რომ მიხვდა, რის გაკეთებას აპირებდა ძმაკაცებთან ერთად გვერდზე გაიწია. კამელიამ მტევნები წინ გამოსწია და ხელისგულები გადაატრიალა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით მაღლა ასწია, ტახტმა ერთი დაიბუთქუნა და მტვერი აუვიდა.
- ჯანდაბა! ესეც დამავიწყდა? კარგი... თავიდან... - ისევ გამოწია ხელები წინ და იგივე გაიმეორა, მაგრამ უშედეგოდ. - შენი დედაც! - დაიყვირა ბოლოს გაბრაზებულმა და ხელი ტახტისკენ გაიშვირა თუ არა ცეცხლი აალდა. ლადომ ისევ ატეხა ყვირილი, ნიკე და რეზი ხან ქალს უყურებდნენ გაოცებით, ხან ტახტს. კამელია კი კმაყოფილი იღიმოდა და უკვე გამდნარ ხანჯალს თვალს არ აცილებდა. მერე სახე მოეღუშა და თითებით გადათვლა დაიწყო. - მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე... რვა საუკუნე მეძინა?
- არ ვიცი... - უპასუხა გაოცებულმა ნიკემ.
- რამდენი რამ შეიცვლებოდა... ნეტავ ისინი თუ მოკვდენ?
- არც ეგ ვიცი...
- კაი... აქედან უნდა გავიდეთ. ეს რა ქვეყანაა? საქართველო?
- ხო...
- მე ბულგარელი ვარ! იქ დავიბადე, აქ ხშირად ჩამოვდიოდი, ბებიაჩემი იყო ,,მაგოსნიკი" და საკმაოდ ძლიერიც... მომაძებნინებთ?
- ჯერ აქედან გავიდეთ...
- კარგი... - მიმოიხედა მან. - თქვენ საიდან მოხვედით?
- ზემოდან.
- ზემოდან? იმათ გამოგგზავნეს? - სიხარულისგან გაოცებული თვალებით შეხედა კამელიამ.
- ხო! - რეზომ ეს სიტყვები უფრო ინსტიქტურად თქვა, ვიდრე გააზრებით და ნიკეს მწველ მზერას თვალი აარიდა.
- ღმერთო... ჩემს გამო გამოგგზავნეს? თქვენც ჯადოქრები ხართ?
- არა, ადამიანები...
- ოო, მართლა ბევრი რამ შეცვლილა... ალბათ მონები ხართ! - ცხვირი და წარბი ერთიანად აწია კამელიამ, რითიც ანიშნა, თქვენ თავი როგორ გაგიყადრეთო.
- არა, უბრალოდ მათ ვეხმარებით!
- საოცარია, აქამდე მხოლოდ ჩვენს მოკვლაზე ფიქრობდით!
- კამელია ჰაერი აღარ არის, იქნებ როგორმე გავიდეთ ამ დაწყევლილი ადგილიდან? - ჩაერთო ნიკე.
- მხოლოდ ერთი პირობით!
- რა პირობით?
- ყველაფერს მასწავლით რაც ჩემი არ ყოფნის პერიოდში მოხდა დედამიწაზე და ბებიაჩემს მომაძებნინებთ.
- თანახმა ვარ! - უპასუხა ნიკემ და კამელიას ჩაეღიმა.
- კარგი, ვცდი... ფრთხილად იყავით, კარგად არ ვიცი! - ერთერთი კედლისკენ წავიდა და ხელით მოსინჯა. - ეს ძალიან განიერია.. - მერე სხვაგან სცადა, იქამდე ეძებდა, სანამ სუსტ ფონს არ მიაგნო. - ,,კოლაპც!'' - წარმოთქვა უცებ და როგორც კი კედელი გაიბზარა უკან გამოვიდა. შორიდან ხელებით თითქოს მიაწვაო და კედელი გაინგრა. - მცოდნია! - დაიძახა გახალისებულმა და გვირაბში გაძვრა. ბიჭები, იმის შიშით ისევ არ დაიკეტოსო და ოღონდ აქედან გავიდეთო, სწრაფად მივარდნენ კედელს და კამელიას უკან გაყვნენ.
- გოგოებს რა ვუთხრათ? - იკითხა რეზიმ.
- რა ლამაზია! - ტყის დანახვაზე გამხიარულდა კამელია და დატრიალდა.
- არ ვიცი რეზი... ვუთხრათ რომ აქვე ვიპოვეთ და ვინმე მათხოვარია...
- მათხოვარი? მე ქალბატონი ვარ!
- ვიცით, მაგრამ ხალხმა რომ გაიგოს რომ ჯადოქარი ქალბატონი ხარ გინდა?
- არა, არა... სანამ არ გავძლიერდები ვორანსებმა ვერ უნდა გაიგონ რომ გავიღვიძე...
- ისე, რატო არ მოგკლეს? - დაინტერესდა რეზი.
- იმიტომ რომ უკვდავია იდიოტო! - ჩაერთო ლადო, რომლისთვისაც შიშს უკვე გადაევლო და ლეგენდას იხსენებდა.
- შენ საიდან იცი? მათ გითხრეს? - ღიმილით შებრუნდა კამელია ლადოსკენ.
- ხო, ლადოს უთხრეს ყველაფერი... ის კი არ გვეუბნებოდა რაზე მოვდიოდით! - მის მაგივრად უპასუხა რეზიმ და ცეცხლის დანახვაზე წამოიყვირა. - ამათ უყურე! უჩვენოდ დაუნთიათ და არც კი გველოდებიან!
- კამელია, ჯადოქრობაზე სიტყვა არ დაგცდეს, კარგი? - გააფრთხილა ნიკემ. - ისინი ჩვენი მეგობრები არიან.
- კარგი, მაგრამ არ უთხრათ რომ მათხოვარი ვარ!
- კარგი...
თმა წინ გადმოიგდო, დაძონძილი კაბა ხელებით ოდნავ მაღლა ასწია კამელიამ და ბიჭებს გაყვა. საღამო იყო, უკვე ბინდდებოდა. გოგოებმა როგორც კი დაინახეს რეზი შეშფოთებულები წამოდგნენ.
- აქამდე სად იყავით! მოფსმას ორი საათი მოუნდით? - ხელები გადააჯვარედინა ქერამ და უკან მომავალი კამელიას დანახვაზე გული შეუწუხდა. - ეს ვინ არის?
- აქვე ვიპოვეთ...
- ასეთი ჭუჭყიანი რატომაა? ვინ არის?
- რა აცვია? - ჩაეღიმა მეორესაც.
- კამელია ჰქვია! ავარიაში მოყვა აქვე ახლოს და გზა ვეღარ გაიგნო. - ყველას დაასწრო რეზიმ და წყალს მიადგა ხელების დასაბანად.
- და ასე რატომ აცვია?
- ასე? - კამელია აათვალიერა ლადომ. - მეჯლისზე იყო!
- ხო, ნამდვილად! მეფემ გამართა! - მათკენ წავიდა იმით გახალისებული გოგონა, რომ წვეულების ეს ფორმა ეცნო და ცეცხლთან ჩამოჯდა.
- მეფემ? - გაიკვირვა ქერამ და ისევ რეზის გადახედა.
- ო, გეყოფა ეხლა ლიკა რა! რა დაკითხვა მოაწყე.
- იცით, აქვე ახლოს ჩემი სახლია. - ჩაერია მესამე გოგონა. თუ გნებავთ გამომყევით, დაიბანეთ, მოწესრიგდით რა ვიცი. ტანსაცმელს მოგცემთ. იქ მხოლოდ ბებიაჩემია.
- სიამოვნებით... - გაუღიმა კამელიამ. - თუ შეიძლება.
- ნიკე შენი მანქანით წავიყვან კაი?
- მეც წამოვალ... - იცოდა კამელიას მარტო დატოვება რომ არ შეიძლებოდა და გასაღები აიღო.
- ასეთი საშინელი პიკნიკი არ მინახავს! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა ლიკამ და გოგონა ამრეზით აათვალიერა.
- მე კი ვფიქრობ რომ გინახავს! სამი წლის წინ დაახლოებით, რაღაც დიდ, რკინის გროვასთან ახლოს! - ირონიულად გაუღიმა გაშტერებულ გოგოს კამელიამ და ნიკეს უკან გაყვა. - ეს რა არის? - თვალები გაუფართოვდა შავი ,,პრადოს'' დანახვაზე და ბიჭს ამოეფარა.
- ეს მანქანაა... ახლა ყველა ამით დადის, ნუ გეშინია! - უჩუჩულა ნიკემ და კარები გაუღო.
- ამაში დავჯდე?
- ცხენს არ ჯობია?
- ეტლს! გინდოდა გეთქვა ალბათ. სხვათაშორის შემიძლია ახლავე გადავაკეთო!
- არა არა! კამელია... ჩაჯექი გთხოვ. - შეეშინდა ნიკეს და გოგონას გადახედა, რომელიც გაოცებული უსმენდა მათ საუბარს.
- თუ მთხოვ... მაშინ კარგი... - კაბა ასწია და სიდენიაზე მოკალათდა. - შენ რა გქვია? - მიუბრუნდა უკან მჯდარ გოგონას.
- მე ანა.
- ანნა? ბავშობიდან ვგიჟდები ამ სახელზე. შენ? - საჭესთან მჯდარ ბიჭს მიუტრიალდა და თან მანქანის შესწავლა დაიწყო.
- ანდრონიკე.
- ანდრონიკე? - ისეთი აღტაცებით წარმოსთქვა ბიჭს გაეცინა. - რა ლამაზი სახელია... ანდრონიკე...
- შეგიძლია მხოლოდ ნიკე დამიძახო.
- არა, ანდრონიკე ჯობს!
- ანა, რამდენი წლის ხარ? - გაოცებული უყურებდა გზას, ასე სწრაფად რომ მიდიოდნენ და ცდილობდა გოგონასთან არაფერი ეკითხა.
- ცხრამეტის, შენ?
- მე? - ამ კითხვას არ ელოდა. - მე ოცის!
- სად სწავლობ? - კითხვას განაგრძობდა ანა და კამელია უკვე თავს იწყევლიდა რა მალაპარაკებდაო.
- არ ვსწავლობ.
- ცუდია... მე ჯავახიშვილში ვსწავლობ.
- აჰა... - ვითომ მიხვდა რას ეუბნებოდა და ნიკეს მიუბრუნდა. - მალე მივალთ?
- თითქმის მოვედით...
სახლში მხოლოდ ანას ბებია იყო და წიგნს კითხულობდა. მათ დანახვაზე წამოდგა და კამელიაზე სახე შეეცვალა. ანამ სწრაფად აუხსნა რაც მოხდა და გოგონა აბაზანაში გააქანა. წყალი თვითონ მოუშვა, კამელია გაოცებული უყურებდა დუშს და იღიმოდა.
- ამით თავს დაიბან, ესეც ტანის გელი, თმას მოიხსნი ალბათ ხომ?
- რას ვიზავ?
- ანუ... ვიფიქრე დაგრძელებული გქონდა... შენია?
- ხო... მაგრამ... იქნებ ცოტა დამიმოკლო? დაახლოებით წელამდე. ძალიან გამეზარდა.
- კარგი... მაკრატელს მოვიტან... უბრალოდ გაგისწორებ, კარგად არ ვიცი და...
- ხო, არაუშავს. - ნაწნავის დაშლა დაიწყო და სარკეს რომ მოკრა თვალი შეხტა. - ღმერთო... რას ვგავარ! - ახლაღა შეამჩნია რამხელა ფრჩხილები ჰქონდა და ანა რომ შემოვიდა უკან დამალა. გოგონა საკმაოდ მოხერხებული აღმოჩნდა. უცებ გაუსწორა თმა წელზე და ნაგავი წაიღო. კამელიამ კი ჯერ ფრჩხილები დაიჭრა, შემდეგ დუშის ქვეშ დადგა და რომ გაარჩია რა რისთვის იყო ძალიან გახალისდა. ბუშტებით ჰქონდა ავსებული მთელი სააბაზანო ნიკემ რომ მოუკაკუნა.
- კამელია, ვერ მორჩი? - ისე შეხტა ყველა ბურთი მასთან ერთად გასკდა.
- კი, უკვე ვივლებ წყალს და გამოვდივარ! - სასწრაფოდ დაფაცურდა. გამშრალდა და ანას მოტანილ ტანსაცმელებს დასწვდა. - ეს მგონი ასე ეცვათ... - საცვლების მერე შარვალი ამოიცვა და შეიკრა. შემდეგ მაიკა, ჟაკეტი და კეტები. სარკეში რომ ჩაიხედა გაოცდა. ფეხები და ხელები გააქნია. რა კომფორტულიაო ჩაილაპარაკა და კარები გახსნა. - ანნა, იქნებ ეს ტანსაცმელები გადაყარო?
- ახლავე. - მასთან შევიდა გოგონა, ყველაფერი მოკრიფა და კამელიას შეხედა. - რა ლამაზი ყოფილხარ...
- მადლობა. - გაიცინა კმაყოფილმა.
- გინდა უცებ დაგისწორებ თმას ფენით, თან თუ არ გაიშრე გაცივდები...
- დიახ, თუ უკვე ძალიან არ შეგაწუხეთ...
- რა შეწუხებაა. - სწრაფად გაიტანა ანამ ყველაფერი და ფენი რომ ჩართო კამელია შეხტა. - მაპატიე, მაღალი ხმა აქვს არა?
- ძალიან... - შიშით უყურებდა ფენს და თავის გაწევას ცდილობდა.
- არ დაგწვავ, ნუ გეშინია. - გაეცინა ანასაც და თმაზე სავარცხელი ჩამოუსვა. საბოლოო ჯამში მოწესრიგდა. ნიკეს ათჯერ მაინც დაურეკა რეზიმ, სად ხართ ამდენ ხანს, მაგ კუდიანმა რამე ხომ არ გააფუჭაო და ბოლოს უკვე მოთმინება ეწურებოდა კამელია რომ გამოვიდა. გრძელი და სწორი შავი თმა ჰქონდა, ცისფერი თვალებში მოუსვენარი ჭინკები დაუხტოდნენ. აპრეხილი პატარა ცხვირი და ზომაზე ოდნავ დიდი, ფერმკრთალი ტუჩები. ტანი სწორი და მსუბუქი ჰქონდა. მისი თვალები რომ არა ანდრონიკე დამდვილად ვერ იცნობდა.
- მოგწონს? - დატრიალდა გოგონა და გაუღიმა.
- ძალიან... - აღფრთოვანება ვერ დამალა მანაც და უცებ გონს მოვიდა. - წავედით გველოდებიან...
კამელიამ მადლობებით აავსო ანა და მისი ბებია. მანქანაში ჩაჯდა და კარიც თავად მიიხურა.
- ადვილად სწავლობ, არა? - გადახედა ნიკემ.
- ასეთ რაღაცეებს კი... ძალიან მომწონს ეს საუკუნე. ყველაფერი რა მოწესრიგებულია...
- მე კი ძველი საუკუნეები მერჩივნა. - საუბარში ჩაერთო ანა და კამელია განცვიფრებული შეტრიალდა მისკენ.
- შენ რა, ნამყოფი ხარ?
- სად?
- კამელია, - მოჩვენებით გაიცინა ანდრონიკემ. - მგონი შენ იუმორს ალღო ავუღეთ, არა ანა?
- ხო, წეღანაც მანქანაზე რომ თქვა... - გაეცინა მასაც. - გულახდილად რომ გითხრა ჯადოქარს გავდი...
- მართლა? - შეწუხდა გოგონა. - რით? ანუ... რაზე მიხვდი?
- მგონი მეც გავუგე იუმორში! - ახარხარდა ანა, მას ნიკეც აყვა. კამელია კი გაოცებული უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს და ბოლოს მანაც გაიცინა. ათი საათი იქნებოდა პიკნიკს რომ შეუერთდნენ.
- ამას სახლი არ აქვს? - უჩურჩულა უკვე ნასვამმა ლიკამ რეზის და მიეხუტა.
- მე ვიფიქრე ამ საღამოს ერთად და კარგად გავატარებდით! - შეაგება ანდრონიკეს მეორე გოგონამ.
- ადამიანს დახმარება სჭირდებოდა რუსკა! რა გჭირს?
- დაბანაშიც ხომ არ მიეხმარე?
- არა, ჩემით გავერკვიე. - მართლა გულახდილად უპასუხა კამელიამ და რეზის გაეცინა. ლადო კი ჯერ კიდევ შოკში იყო და გაშტერებული უყურებდა გოგონას.
- დალევ? - შესთავაზა რეზიმ.
- ეს რა არის? - არყის ბოთლზე მიუთითა მან და ნიკეს გვერდით ჩამოჯდა.
- შენ რა, აქამდე არასდროს დაგილევია?
- ღვინო კი...
- ოჰ, ჩვენ ბოდიში. - ჩაილაპარაკა ლიკამ.
- არაუშავს, რა თქვენი ბრალია. - გაუღიმა კამელიამ.
- სერიოზულად? - ნიკეს გადახედა რუსკამ. - ციდან ჩამოვარდა?
- გეყოფათ! - რეზის გაახსენდა გაბრაზებული კამელია როგორ ისროდა ცეცხლებს და არყით სავსე ჭიქასთან ერთად წვენიც მიაწოდა. - ,,ზა ნას!" - მიუჭახუნა, თვალი ჩაუკრა გოგონას და აჩვენა როგორ უნდა დაელია.
- ,,ი ზა კავკაზ!'' - გაუღიმა მანაც და რეზის მიბაძა.
საკმაოდ დიდ ხანს სვავდნენ. ხან რა ითამაშეს და ხან რა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოებს არ მოსწონდათ კამელია, მაინც იზიდავდათ ეს უცნაური ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე საოცარი პასუხი ჰქონდა.
- მოდი ვითამაშოთ ,,მე არასდროს არ!'' - კამელიათი დაინტერესებულმა რუსკამ ჭიქები შეავსო და პირველმა დაიწყო. - მე არასდროს არ მცმია კაცის საცვლები!
- კარგი რა! სულ ასე იწყებ! - ჭიქა მოსვა რეზიმ და ბიჭებმაც იგივე გაიმეორეს. კამელია ვერ მიხვდა პრინციპს და სასმელი რომ ტუჩებთან მიიტანა, ყველამ გაოცებულმა შეხედა.
- კამელია... შენ რა, ბიჭის საცვლები გაცვია ხოლმე? - ღიმილით ჰკითხა ნიკემ.
- არა...
- აბა რატომ სვავ?
- ანუ... მე... ჩემ დროს არ იყო ასეთი თამაში... ან მე არ ვიცი.
- ეს თამაში არ იცი? - სიცილისგან ჩაბჟირდა ლიკა.
- არა...
- მოკლედ, ყველა ვამბობთს სათითაოდ იმას, რაც არ გაგვიკეთებია, შენ თუ არ გაგიკეთებია არ უნდა დალიო.
- აჰა... ანუ ახლა არ ვსვავ?
- არა. ლადო შენი ჯერია.
- მე? ჯერ არც კი მომიფიქრებია... მე არასდროს არ მიცურავია ოკეანეში...
- ახლა თუ მიცურავია უნდა დავლიო? - იკითხა კამელიამ და ნიკესგან დასტური რომ მიიღო სასმელი მოსვა.
- რომელ ოკიანეში, თუ საიდუმლო არაა?
- ყველაში... ერთხელ დელფინთან ერთადაც კი... ძალიან საყვარელი იყო... - გაეღიმა და ფიქრებში წავიდა.
- კარგი... ლიკა შენი ჯერია.
- მე არასდროს დამიკარგავს თვითკონტროლი. - ამ სიტყვებზე კამელიას გახედა ესიამოვნა რომ მოიღუშა.
- მგონი ჩემი დათრობა გაქვთ გადაწყვეტილი, - გაიღიმა სევდიანად. - ეს კარგად არ დამთავრდება. - დაყოლა სიცილით და გაუკვირდა ნიკემ რომ ჭიქა მიურტყა და ერთიანად გამოცალა. - შენც რთული ახალგაზრდობა გქონია!
- ნამდვილად! რეზი რას გვეტყვი?
- მე არასდროს მძინებია ერთ დღეზე მეტხანს, განსაკუთრებით კი საუკუნეები. - ეგონა იხუმრა და გადაიხარხარა. ყველას გაეცინა, კამელიას და ნიკეს გარდა. შემდეგ კი რეზის უკან უკვე ჩამწვარმა, ჩანახშირებულმა ცეცხლმა იბუთქუნა და აალდა.
- შემიძლია განახო, რა გრძნობაა! - ფეხზე წამოდგა კამელია და ნიკემ ხელი ფრთხილად შეახო.
- მან იხუმრა...
- ხო, ყველა რაღაცას ხუმრობთ... უფრო სწორად ასე ფუთავთ, ვითომ სასაცილოა! სინამდვილეში თქვენი სარკაზმით იმას გადმოსცემთ, რასაც რეალურად ფიქრობთ. მართალი იყავი ანა! წინა საუკუნეები ნამდვილად ჯობს... იმას არ ვამბობ, რომ მაშინ ბოროტება არ არსებობდა, უბრალოდ მას ასე ლამაზად არ ფუთავდნენ...
- მწვადი გინდა? - ისევ სცადა ნიკემ სიტუაციის განეიტრალება.
- არა, სახლში მინდა... თუმცა... ის ალბათ აღარც არსებობს...
- წამოდი. - ხელი მოკიდა ანდრონიკემ და მანქანისკენ წაიყვანა. - ერთი ადგილი ვიცი, სადაც სიამოვნებით მიგიღებენ.
- სად?
- ბებიაჩემთან... მარტო ცხოვრობს. ცოტა უცნაური ქალია, მაგრამ... შენც ხომ უცნაური ხარ?
- სხვანაირი აზროვნება უცნაურს არ ნიშნავს.
- განსხვავებულს? - მანქანის კარი გაუღო კამელიას და ისიც სიამოვნებით მოკალათდა.
- ინდივიდუალურს!
- ასე კარგად საიდან იცი ქართული? - მანქანაში ჩაჯდა ნიკეც და დაქოქა.
- ნიჭიერი ვარ. ძალიან ადვილად ვსწავლობ ენებს... მაგრამ მაგიაში მოვიკოჭლებ.
- არც კი მჯერა...
- რა არ გჯერა?
- რომ გვერდით ახლა ჯადოქარი მიზის! ცოცხებით დაფრინავთ?
- არა, მაგისთვის რამე საგანი არ არის საჭირო... ფრენა ჩემი ტკივილია... ყოველთვის რაღაცას ვენარცხები...
- სერიოზულად ამბობ?
- მე არასდროს ვიტყუები.
- საერთოდ არასდროს?
- თუ საქმე სიკვდილს არ ეხება, ან ვინმეს დაშავებას.
- იცი რა მაინტერესებს? მხოლოდ იმიტომ დაგაძინეს ამდენი ხანი, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები იყო?
- ეს მათი წყევლაა!
- მათი, ვისი?
- ვორანსების... თუმცა მათ ეს წინასწარმეტყველებად შეფუთეს, თქვენ ენაზე რომ ვთქვა, იხუმრეს.
- მაგას გადაკეთება ჰქვია, ეს ერთიდაიგივე არაა.
- სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს... - ფანჯარაში გაიხედა და თავი სიდენიას მიაყრდნო. - წვიმა გიყვარს?
- კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანით მივდივარ.
- მეც მიყვარს, როცა მოწყენილი ვარ... - და საქარე მინას ერთი წვეთი დაეცა, შემდეგ რამდენიმე ერთად, რამდენიმე წამში კი უკვე მთელი მანქანა დასველდა.
- ეს... ეს შენ გააკეთე? - გადახედა ნიკემ გაოცებით, თუმცა კამელიას პასუხი არ გაუცია. ის სადღაც შორს იყო, რამდენიმე საუკუნით შორს...
თბილისში რომ შევიდნენ კამელია წარსულს მოშორდა. გაოცებულმა გადახედა ქალაქს და რამოდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა.
- ესენი... ესენი რეებია?
- ეს ლამპიონები. მხოლოდ ღამით ინთებიან.
- თავისით?
- არა, მთავრობა რთავს.
- მთავრობა ვინ არის?
- ანუ... შენ დროს ხომ იყო მეფე და მას ხომ ჰყავდა ვეზირები, რაღაცეების უხუცესები და ასე შემდეგ?
- კი.
- ხოდა ახლა გვყავს პრეზიდენტი, მეფის მაგივრად. უხუცესებს კი მინისტრები ჰქვიათ. მოკლედ არაფერი შეცვლილა, იგივე წყობაა სხვა სახელებით. და ამას ჰქვია მთავრობა.
- გასაგებია... ღმერთო რამხელა სახლებია... აქ ამდენი ტანსაცმელი რატომ კიდია?
- ამას მაღაზია ჰქვია. ფულს მისცემ, ისინი კი სასურველ ტანსაცმელს მოგცემენ.
- სერიოზულად? გააჩერე! ანდრონიკე გააჩერე! - როგორც კი ბიჭმა მანქანა გააჩერა, კამელია გადმოხტა. - ამას შეხედეთ. ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ დროს იყო ხოლმე... მგონი ბევრი მართლა არაფერი შეგიცვლიათ. ნახე ესეც რა ლამაზია...
- აუცილებლად გიყიდი. - კამელიამ გაკვირვებით შეხედა და ნიკეც მხოლოდ ახლა მიხვდა რაც თქვა. არა ის ვერ გაიგო რატომ უთხრა, ან რატომ უნდა ეყიდა მისთვის რამე, მაგრამ თქვა და ახლა ვეღარაფერს უშველიდა. კამელიამ კი თითქოს მისი აზრები წაიკითხაო, თვალებში შესცინა და მზერა ისევ კაბაზე გადაიტანა.
- იცი, შემიძლია ახლავე გამოვაძვრინო ამ მინაში და ჩავიცვა, მაგრამ... ეს ხომ სხვისია?
- კი.
- მაშინ ჯობს ვიყიდო... ნიკე ფული სად ვიშოვო? - მანქანას დაუბრუნდა და იმით გახარებულს, რომ ცხოვრების მიზანი მიეცა მოუსვენრად ატიკტიკდა.
- რა ვიცი... ინგლისური იცი?
- კი.
- რუსული?
- საუკეთესოდ.
- ფრანგული, გერმანული, ესპანური ან რამე სხვა ენა?
- ნუ მაგ ენებზე ლაპარაკი შემიძლია...
- სერიოზულად?
- ხო!
- მაშინ, შენ ჩემი თარჯიმანი იქნები.
- შენი ვინ?
- ანუ... ენების მთარგმნელი. ამას თარჯიმანი ჰქვია.
- კარგი და... რამდენ ფულს მომცემ? - ისე სასცილოდ ჰკითხა ნიკემ სიცილი ვერ შეიკავა.
- ბევრს!
- რამდენ ასეთ კაბას ვიყიდი?
- დაახლოებით ხუთს ერთ ხელფასზე.
- რაზე?
- ანუ ხელფასი ქვია, როცა დამსახურებულ ფულს იღებ სამუშაოდან გამომდინარე. აშკარად ლექსიკონი უნდა გიყიდო!
- და კაბა.
- ხო, კაბა მერესთვის. მაგ კაბით რომ გარეთ იარო დაგცინებენ.
- რატომ? - შეწუხდა გოგონა და თვალი მოავლო ადგილს, სადაც გაჩერდნენ.
- იმიტომ, რომ მაგას მხოლოდ წვეულებებზე, ანუ მეჯლისებზე იცმევენ.
- ვგიჟდები მეჯლისზე. მახსოვს ერთხელ მეფეს გვირგვინი დავუმალე...
- სერიოზულად? - მანქანიდან გადავიდა ნიკე და გოგონაც მას მიყვა.
- ხო, საშინლად სასაცილო იყო. მე ის გავაქრე, სინამდვილეში თავზე ეკეთა.
- შეგიძლია მეც გამაქრო?
- არა, ადამიანებზე მხოლოდ გიპნოზი შეგვიძლია... რაც...
- ცუდად გამოგდის.
- ხო. - გაიცინა კამელიამ და ბიჭს სადარბაზოში შეყვა. ნიკემ ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. - სად მოვედით?
- ბებიაჩემთან. - ამ დროს ლიფტი გაიღო და კამელია გაოცდა.
- აქ როგორ ცხოვრობს?
- არა, აქ არ ცხოვრობს. - გაეცინა და გოგონა ლიფტში შეიყვანა. - ეს კიბის პონტია, პატარა ოთახი, რომელიც ახლა მეექვსე სართულზე აგვიყვანს.
- ვინ მოიგონა...
- ელაიშა გრეივის ოტისმა, უფრო სწორად იქამდეც იყო, მაგრამ ამისთვის მონები გამოიყენებოდნენ. მან კი შექმნა მექანიზმი, რომლითაც ბევრად უსაფრთხოა გადაადგილება და ადამიანებმაც დაისვენეს.
- როგორ გაზარმაცებულხართ... ეს მანქანები, დუში, ფენი, ლიფტი...
- სამაგიეროდ გონებრივად განვვითარდით. მხოლოდ თქვენს შემდეგ ქალბატონო ჯადოქარო! - ხელით ანიშნა ნიკემ, როგორც კი ლიფტი გაიღო და კამელიაც აღტაცებული გამოვიდა იქიდან.
- ბებიაშენი... როგორი ქალია? - კითხა როგორც კი კარზე დააკაკუნა.
- ცოტა მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და ობიექტური.
- კარგი... იცი, ვღელავ!
- ვიცი, შენ რომ უნდა გაგაცნო მეც ვღელავ...
- ვგრძნობ.
- მე რომ ვღელავ გრძნობ?
- არა, უბრალოდ იმაზე კარგი სმენა მაქვს ვიდრე ადამიანებს და მესმის გული რა სიჩქარით გიცემს.
- ღმერთო! - ხელი გულზე მიიდო ნიკემ და ამ დროს კარი გაიღო. - ნაინა, როგორ ხარ?
- კარგად... - ნაინამ გაკვირვებით აათვალიერა კამელია და შემდეგ ანდრონიკეს გადახედა. - თქვენ?
- შემოგვიშვებ?
- ვერა! ეს გოგო ვინ არის?
- ჩემი მეგობარია ნაინა, რა გჭირს... წასასვლელი არსად აქვს!
- უცნაურია. - თვალებში შეხედა კამელიას და ისევ ნიკეს მიუბრუნდა. - მერე სახლში რატომ არ მიიყვან?
- კაი რა! მამას და ვიკას ეგღა უნდათ? დაუწყებენ ჩვენი რძალი ხარო, ესაო, ისაო. შემოგვიშვებ თუ არა?
- უცნაურია... ძალიან უცნაური... რა გქვია?
- კამელია...
- ეს შენ ხარ! - წარმოთქვა ქალმა და უკან დაიხია. - შენ... შენ... ნიკე მოდი აქ!
- რა?
- შემოდი! - ნიკემ კამელიას შეხედა, შემდეგ კი შიგნით შევიდა და ნაინამ ეგრევე თვალებში ჩახედა. - დაიხარე და კარგად მანახე! ჩემი მოცემული სამაჯური გიკეთია?
- ნაინა სირცხვილია, რეებს აკეთებ?
- გიცავს! - წარმოთქვა კამელიამ ღიმილით და ნაინას შეხედა. - თუ გნებავთ წავალ, ვალდებული არ ხართ დამეხმაროთ. ანდრონიკემ უკვე საკმარისად დიდი დახმარება გამიწია.
- ხანჯალი ამოგაძრო...
- ვიბრაცია იგრძენით?
- და დარწმუნებული ვარ ყველამ იგრძნო... თუმცა, შემოდი. ჩემთან დაცული იქნები.
- გმადლობთ... ოღონდ... - კამელიამ კარზე თვალებით მიანიშნა ნაინას და მანაც მაშინვე ახსნა უხილავი კედელი. - კიდევ გმადლობთ, ნდობისთვის... - ზღურბლს გადააბიჯა მან და ნაინამ კარი დახურა. აქამდე ჩუმად მყოფი ნიკე ბებიამისს მიშტერებოდა და აღარ იცოდა რა ეკითხა.
- მოიცა შენ... აქამდე შენ...
- ნუ ლუღლუღებ!
- ნაინა! შენც ჯადოქარი ხარ?
- ჩუმად ყმაწვილო! ამ სიტყვის ასე ხმამაღლა და ხშირად თქმა არ შეიძლება! თან შენთვის...
- თან ჩემთვის რატომ?
- სხვა დროს აგიხსნი... კამელია, დაჯექი. გშია?
- არა გმადლობთ... იცით... მე მხოლოდ რამდენიმე ხანს დავრჩები. სანამ ბებიაჩემს ვიპოვი... თუ, რა თქმა უნდა...
- არ მინდა გული დაგწყვიტო მაგრამ, ტყუილად მოძებნი ჩემო გოგონა. ვორანსებმა არავინ დატოვეს... ვისაც შენთან ჰქონდა კავშირი, რადგან ისინი გეძებდნენ...
- იანიც? - თვალები აუწყლიანდა კამელიას.
- ის მეორე დღესვე... რადგან ინანა რომ ხანჯალი... ხომ გესმის...
- რა ინანა?
- მან ხომ ხანჯალი ჩაგასო გულში?
- როდის?
- როცა ერთად გეძინათ...
- მე რომ თვალები გავახილე... მე... ის... - კამელიას ცრემლები წამოუვიდა. ნათურებმა სინათლის მომატება და შემდეგ ჩაქრობა იწყეს და ნაინამ გოგონას ხელი მაჯაზე მოკიდა.
- კამელია!
- მე ხომ ის...
- კამელია გაჩერდი!
- მე ის მიყვარდა ნაინა!
- ეს კანონზომიერებად იქცა, იცი? ვინც გვიყვარს, სწორად ისინი გვწირავენ...
- იქ ალბათ ცივა...
- და შენ სად იყავი?
- არ ვიცი... სადღაც შუაში... მარტო ვიყავი ნაინა... - გაიღიმა სევდიანად და ცრემლები მოიწმინდა.
- ისინი მოგძებნიან.
- და მე ძლიერი უნდა დავხვდე! მათი მოკვლით... იქნებ შევძლო დავიბრუნო ყველა, ვინც დავკარგე... და იცი რა? ეს მათი წყევლაა ნაინა! წყევლას კი ვერ მოიშორებ, სანამ არ ახდება. მე მათ არაფერს ვერჩოდი, თუმცა ახლა სწორად მათი წყევლა გახდება მისი ასრულების მიზეზი!
- იქნებ ვერც იგრძვნეს... მე აქ ვარ და იმიტომ გავიგე... საკმაოდ სუსტი ვიბრაცია იყო...
- ამით მხოლოდ დროის მოგებას შევძლებ, მაგრამ ოდესმე ხომ გაიგებენ.
- მანამდე მე დაგეხმარები... და ანდრონიკე.
- მე შენ ხმას არ გცემ ნაინა! - გაიბუტა ნიკე პატარა ბავშვივით და ორივეს გაეცინა.
- მე ხომ არ გეუბნები, მომიყევი შენი პირადი ცხოვრება თქო? თანაც დეკემბერში მაინც გეტყოდი...
- დეკემბერში რატომ?
- იმიტომ, რომ ოცდახუთის ხდები.
- ანუ?
- ანუ მე ბებიაშენი ვარ, ჯადოქარი, მამაშენს არ გაუმართლა და როკაპმა ეს ძალა არ მისცა...
- როკაპი რა არის?
- ჩუმად! რა გაყვირებს?! - ფანჯარაში გაიხედა კამელიამ. - ის ჩვენი მინისტრია!
- მინისტრი? - ბებიამ და შვილიშვილმა თითქმის ერთად თქვეს და გოგონა დაიბნა.
- შენ არ თქვი უხუცესებს მინისტრი ქვიაო?
- ხო მაგრამ... კაი დაივიწყე. მერე აგიხსნი. და ნაინა, შენ რა, იმედი გაქვს... მოიცა შენ მეკაიფები?
- რას გიშვება? - გაიკვირვა გოგონამ.
- მეკაიფება... ანუ მეხუმრება კამელია.
- ამჯერად მგონი ხუმრობა ზედგამოჭრილი სიტყვაა.
- მე ჯადოქარი? არა არა! ყველანი შეიშალეთ! როგორ? აქამდე სად იყავით? როგორ ვერავინ გაიგო? ახლა აღარაფერი იმალება ნაინა!
- ვინც საჭიროა იცის.
- მთავრობამ იცის?
- ეს უძველესი ზავია ანდრონიკე. ჩვენ მათ არ ვეხებით, ისინი ჩვენ. მაგრამ მგონი ახლა ყველაფერი შეიცვლება... ვორანსები ძალიან გაძლიერდნენ და გაფართოვდნენ კამელია! მათ მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ყველა მთავრობაში ყავთ ერთი ძლიერი ჯადოქარი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას მათსა და ჩვენ შორის. და თუ ის დაგინახავს ან გიგრძნობს...
- ვერ მიხვდება რომ მე ვარ. შენ მიხვდი რომ ჯადოქარი ვარ?
- ვერა, უბრალოდ მეუცნაურა ეს ყველაფერი.
- ხო, ეს პირველი შელოცვა იყო, რომელიც ბებიაჩემმა მასწავლა. უარყოფითი ის აქვს, რომ ამ დროს ვერც მე ვგრძნობ სხვა ჯადოქარს ჩემს სიახლოვეს...
- სამართლიანია.
- ნამდვილად... ისე ვფიქრობ ახლავე ჯობს გავარკვიოთ ნიკე სიტუაციაში რადგან... მე რომ ჯადოქარი გავხდებოდი არ ვიცოდი, ჩემმა მეგობარმა გამაბრაზა და... შემთხვევით მისი სახლი გადავწვი და თვითონაც ძლივს გამოვაღწიე იქიდან.
- რეზიმ უკვე ორიათასჯერ დამირეკა და ეს ყველაფერი რომ გაიგოს გაგიჟდება...
- ანდრონიკე, როგორც ჩანს კარგად ვერ გაიგე რაც აქ ითქვა. ხვალვე მოიყვანე, მე მათ საერთოდ დავავიწყებ კამელიას არსებობას.
- გაგიჟდით? მე მათ ვენდობი. ისინი არავის არაფერს ეტყვიან, თანაც მაინც არავინ დაუჯერებს... იცის ყველამ რა მასხრებიც არიან.
- ანდრონიკე!
- არა თქო ნაინა! წავედი ვსო, დღეისთვის საკმარისზე მეტი გავიგე. კამელია, თუ რამე დაგჭირდება, - ფანჯარაში გაახედა ნიკემ, - აი იმ კორპუსში, მეშვიდე სართულს ხედავ?
- კი...
- შუქი რომ არ ანთია იქ ვცხოვრობ, ის ჩემი ოთახია, ნაინასთვის რომ მეყურებინა მამაჩემს კაბინეტი გადავაკეთებინე საძინებლად. - გაიცინა და უცებ გააგრძელა. - მოკლედ შეგიძლია შემომიფრინო, ოღონდ ღამურებს ერიდე.
- ჭოტი უფრო საზიზღარია დამიჯერე.
- ჭოტი ანუ?
- მიკიოტი.
- ანუ?
- მგონი ლექსიკონი შენც არ გაწყენდა.
- ნაინა ხედავ რა ენამოსწრებულია? - კარისკენ წავიდა და უცებ შემოტრიალდა. - ტელეფონს ხვალ გიყიდი.
- არ მინდა ეგ სუსტი ჩირაღდანი, თანაც ყველგან ისედაც ანთია ეს ბურთები.
- ტელეფონი მხოლოდ გასანათებლად არ არის... აუ ნაინა სანამ ამას ავუხსნი. ხვალ მოგიტან და მანამდე შეგამზადებს ბებიაჩემი.
- კაი და... იცი, შიკრიკი მჭირდება... რაღაც საქმე მაქვს.
- რა გჭირდება?
- აი ის... ნაინა უთხარი... - ქალი ჩუმად იყო და მათ საუბარზე ეცინებოდა. - წერილები რომ დააქვთ...
- და ვისთვის უნდა გაატანო, სხვა თაყვანისმცემელიც გყავს იანის გარდა?
- შენ ეგ ძალიან გაწუხებს?
- არა, მე რატო უნდა მაწუხებდეს? - წარბი ასწია ნიკემ ვითომ ირონიულად.
- ხოდა მომიყვანე შიკრიკი!
- ფოსტალიონი ჩამოივლის დილით ფაიტონით და იმას გაატანე! მომინდომა შიკრიკი. მონებზე რას იტყოდი?
- მყავს მასეთი უკვე, თუმცა ძალიან ბევრს ყბედობს და ვფიქრობ სამუდამოდ დავამუნჯებ!
- ნაინა ამხსნის ჯადოს! ნაინა ხომ ამხსნი? - ქალს მეტი აღარ შეეძლო, იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა.
- როგორი ბავშვები ხართ... - თქვა ბოლოს და წამოდგა. - წადი წადი, გვიანია უკვე, კარი უნდა დავკეტო.
- შენ რა, არ ამხსნი? ამ კუდიანს რომ უცებ მოეპრიანოს მართლა დამამუნჯებს და შენ არ დამეხმარები? - ნაინა ზურგზე აწვებოდა ანდრონიკეს, ის კი ცდილობდა არ წასულიყო და უფრო მეტი გამოეკითხა.
- ანდრონიკე გეყოფა! არ დაგამუნჯებს, მე ვთხოვ. მომიკითხე ზურა და ვიკა. - კარი მიხურა ქალმა თუმცა ,,შორსმსმენელმა" კამელიამ მაინც გაიგო ნიკეს სიტყვები.
- პატარა კუდიანი... შიკრიკიო... ჩემი მონა ხარო... ამას ვასწავლი!
- გესმის? რაც გაიგო რომ თვითონაც შეიძლება ჯადოქარი გახდეს როგორ იმუქრება! - ნაინას მიუბრუნდა კამელია და ქალმა კვლავ გაიცინა.
- სპეციალურად თქვა, ხომ იცის რომ გესმის?
- ხო... წეღან ვუთხარი. სულელი...
- მოდი ჩაი დავლიოთ და შემდეგ შენ ოთახს გაჩვენებ. რა შელოცვები იცი?
- ცეცხლი და წყალი, დღეს კედელიც გავბზარე და გავანგრიე. კიდევ დაცვა... საგნების აქეთ-იქით მიმოწევა...
- არა, ყველაზე კარგად რა გამოგდის?
- ბუნებრივი მოვლენები. - გაიღიმა კამელიამ.
- და რატომ?
- იმიტომ რომ მომწონს როცა წვიმა მოდის, ან ელავს... მსიამოვნებს ამის ყურება. ქარბორბალაზეც ვგიჟდები და...
- ხედავ? ის გამოგდის რაც მოგწონს და რაზეც მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენ.
- რას ვახდენ?
- ანუ... ყურადღება რომ ერთ საგანზე გადაგაქვს მხოლოდ.
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ კამელია... ჩათვალე შენ მარტო გიწევს ომი, მთელ ჯადოსნურ სამყაროსთან. შენ ყველაფერს უნდა ფლობდე, თანაც მარტო მოყვარულის დონეზე არა... შვილიშვის ტყუილად ვერ შემოგწირავ...
- ნიკეს?
- გასინჯე აბა ეს, კაია? - ჩაი გაუწოდა კამელიას და მანაც სიამოვნებისგან გაიღიმა.
- ძალიან...
კიდევ დიდ ხანს ლაპარაკობდნენ, ნაინა ასწავლიდა რაღაცეებს და დაპირდა, რომ პრაქტიკას შაბათ-კვირას გაატარებდა სადმე მიყრუებულ ადგილას. ის ისტორიის მასწავლებელი იყო სკოლაში და სხვა დღეებში არ ეცალა. ბოლოს თავისი ოთახი აჩვენა, პიჟამა დაუტოვა და გავიდა. კამელიამ ფანჯარა გააღო და წინა კორპუსს გახედა. შემდეგ ფანჯარაზე ჩამოჯდა და ნიკეს ოთახი იპოვა, რომელშიც შუქი ზუსტად იმ დროს ჩაქვრა. უცნაური სტილი ჰქონდა. მთლიანად შავები ეცვა, თან ძალიან კლასიკურად. გრძელი წვერი ჰქონდა. თმა კი გრძელი და უკან გადაეწია. თვალები კი... რაღაცნაირი ჭაობისფერი... მისი გამოხედვა რომ გაიხსენა საშინლად მოუნდა ნიკეს სახის შესწავლა. ,,ის გამოგდის რაც მოგწონს" გაახსენდა ნაინას ნათქვამი და ძირს ჩაიხედა.
- ხომ მითხრა შემომიფრინეო? - ჩაილაპარაკა თავისთვის და მოემზადა.
- კამელია... - მოესმა ნაინას ხმა, რომელმაც გაიგო კამელიას მონოლოგი. სავარაუდოდ მიხვდა რასაც აპირებდა და გოგონამ მაშინვე ისკუპა ფანჯრიდან.
- ყოჩაღ, მიდი... ცოტაც მიდი... - ამხნევებდა საკუთარ თავს და წინ მიიწევდა. - ასე გიჟივით ხომ არ შევვარდები! - უცებ თავი შეიკავა და ფანჯრიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე გაჩერდა. - ოღონდ ეს არა... გავიჭედე...
- კამელია შენ ხარ? - მოესმა ნიკეს ხმა და აფართხალდა თუმცა ვერც წინ წავიდა და ვერც უკან. ბოლოს ისღა მოიფიქრა რომ ისეთი პოზა მიეღო ვითომ იჯდა და ხელებიც გადააჯვარედინა ფეხებთან ერთად.
- ღამემშვიდობის მომავალო ჯადოქარო! - გაუღიმა პირდაღებულ ნიკეს და წელსზევით შიშველი რომ დაინახა გველნაკბენივით უკან შებრუნდა. - რა სირცხვილია! როგორ ბედავ!
- ჩაცმული მონა სად გინახავს?
- ახლა ვნახავ! ჩაიცვი!
- თუ ასე არ მოგწონს უკან გაფრინდი! მე ასე მინდა ყოფნა!
- ნიკე გეყოფა! ჩაიცვი!
- სიტყვა - გთხოვ - არ მესმის რაღაც!
- გთხოვ ჩაიცვი! მონავ... - დააყოლა ჩუმად თუმცა ნიკემ მაინც გაიგო და გაიცინა.
- არამგონია წელსზემოთ შიშველ კაცს პირველად ხედავდე და, არამარტო წელსზევით. - წაიკბინა მაინც და კამელია გაკვირვებით შემოტრიალდა.
- რა უსირცხვილო და აუტანელი ხარ!
- მაშინ რატომ არ მიდიხარ? წადი!
- ხოდა წავალ!
- მიდი რაღას ელოდები!
- არაფერს...
- ხოდა წადი! გაფრინდი, გაინავარდე მიკიოტო!
- ნუ მეძახი მაგ საშინელი ფრინველის სახელს თორემ მაგად გაქცევ და შემდეგ სარკეში ჩაგახედებ!
- კარგი რა! შენ ფრენაც კი არ იცი, ჭოტად როგორ მაქცევ. გგონია ვერ ვხვდები რომ გაიჭედე და ვეღარ მიდიხარ?
- როგორ მიბედავ!
- ,,მონავ" დაგავიწყდა!
- მანახე აბა ხელი ერთ წამს.
- რატომ?
- მაინტერესებს სიცხე ხომ არ გაქვს! - ნიკემ გვერდულად ჩაიღიმა და ხელი გაუწოდა. კამელია ჩაეჭიდა და ფინჯარასთან მიფრინდა. - ნუ, სიცხე არა, მაგრამ... რაღაც ნამდვილად გჭირს. ჩემი წასვლის დროა. - ნიკეს ზურგი აქცია და ფეხების კედელზე მირტყმით წინ გავარდა. - კარგად, მონავ!
- ღამემშვიდობის მიკიოტო... - იქამდე უყურა სანამ ფანჯარას არ შეეჯახა. გულიანად გაიცინა, მერე შებრუნდა, საწოლზე მიეგდო და ღიმილით ჩაეძინა.
დილით ნაინა ადრე წავიდა და სადარბაზოში ანდრონიკეს შეეჩეხა. გაკვირვებით აათვალიერა ბიჭი და გაიცინა.
- იცი რომელი საათია?
- კი, მერე?
- ადრე ამდგარხარ! ეს კამელიას დავაბრალო?
- რა შუაშია? უბრალოდ მთხოვა სამსახური დამაწყებინეო, დღეს შეიძლება მქონდეს შეხვედრა უცხოელებთან და თარჯიმანი დამჭირდეს. შეკვეთის მსურველი რომ მყავდეს სხვა ქვეყნიდან რა ვქნა?
- აქამდე რას აკეთებდი?
- ნაინა, გოგოს სამსახური უნდა!
- გასაგებია. - გაიცინა ნაინამ კვლავ და ხელით ლიფტისკენ მიანიშნა, მიბრძანდიო.
- გმადლობთ! - გაუღიმა მანაც და სარკეში ყურება დაიწყო. თმაზე ხელი გადაისვა და კარი ფრთხილად გააღო. თვალი მოავლო მისაღებს, მერე სამზარეულოს და კამელიას ოთახს მიადგა. რამდენიმე წამში უკვე მის საწოლთან იდგა და ზემოდან დაჰყურებდა მძინარე გოგონას. თეთრ თეთრეულში შეფუთულიყო და პირს სასაცილოდ აცმაცუნებდა.
- იცოდე ჭოტად გაქცევ... - ჩაიბურტყუნა ნიკეს ხელის შეხებაზე და გვერდი იცვალა.
- მე მელაპარაკები?
- მონა მოსულა... - უცებ შეხტა და თვალები გაახილა. - შენ?
- არ მითხრა, რომ გესიზმრებოდი.
- ხო, - გაიღიმა და თვალები მოისრისა. - როზგს ზურგზე გირტყავდი... საერთოდ რომელი საათია, რას შემომივარდი?
- სამსახურში მიდიხარ!
- სად?
- დაგავიწყდა რომ ჩემი თარჯიმანი ხარ?
- ენების მთარგმნელი?
- კარგად დაგიმახსოვრებია. - ფარდები გადასწია ნიკემ და ძლიერ სინათლეზე კამელია საბანში ჩაიმალა.
- გაგიჟდი? - ყვიროდა იქიდან. - ახლავე უკან დააბრუნე.
- გეყოფა ძილი, ადექი! საუკუნეები გეძინა და ახლა რა გაძინებს? - ფარდები სწრაფად დაიხურა და კამელიამ თავი ამოყო.
- ხვალიდან დაგეხმარები რა!
- კი არ დამეხმარები, ჩემთან ერთად იმუშავებ!
- ვიმუშავებ? გინდა შენსავით მონა ვიყო? მე ქალბატონი ვარ, დაგავიწყდა?
- ხოდა ახლა აბრძანდით ქალბატონო და ჩაიცვით, ტანსაცმელი და ტელეფონი გჭირდებათ.
- რა საშინელება... უკვე მოვიწყინე. - ტანსაცმელები თავისით აიწია ჰაერში და ლოგინზე დაეწყო. - აღარ გახვალ?
- როგორც მიბრძანებთ. - ფარდები კვლავ გასწია ნიკემ და კამელია შეიშალა.
- ნუ წევ ასე სწრაფად! - ნახევრამდე დახურა და ანდრონიკე სიცილით წავიდა მისაღებისკენ.
- ჩაი გინდა?
- საწოლში რომ მოგერთმია, კარგი მონობისთვის თავზე ხელსაც გადაგისმევდი, მაგრამ ჯერ ახალბედა ხარ...
- ხო, მე მომიტევეთ კამელია.
- გუშინ რომ სიგარას ეწეოდი, ოღონდ თეთრს, გაქვს?
- კი, გევასება თამბაქო?
- ანუ?
- ანუ, მოგწონს თქო? - ყვირილით ლაპარაკობდნენ, რადგან ანდრონიკე სამზარეულოში ჩაის აკეთებდა. კამელია კი ოთახში იცმევდა.
- ხო, მაინტერესებს ეგ როგორია.
- ამას სიგარეტი ჰქვია და არა სიგარა.
- ანდრონიკე... - გამოეცხადა უცებ. - პირი სად დავიბანო და როგორ?
- წამოდი. - სააბაზანოში შეიყვანა და ონკანი მოუშვა. - ეს საპონია. ახალი კბილის ჯაგრისიც ჰქონია ნაინას. ნახე... - კბილისპასტას თავი მოხსნა და კამელიას ანახა, როგორ შეეძლო კბილების გაწმენდა.
- რა სასწაულია... შეიძლება ეს ჯიბით ვატარო? - მოწესრიგების შემდეგ გამოვიდა და ნიკეს წამოადგა თავს.
- ჯიბით? არა. აქ იყოს და... აბა გარეთ სად გაიწმენდ?
- სამწუხაროა... - ჩაი მოსვა და ნიკეს ახედა. - გინდა ჭექა-ქუხილის ყურება?
- ახლა?
- ხო, მე ძალიან მომწონს...
- არა, ახლა საქმეები გვაქვს. დალიე და გავიდეთ. ჰა შენ სიგარეტი. - მიაწოდა და ასანთით მოუკიდა.
- ეს არის თუთუნი? - ხველება აუტყდა კამელიას.
- არა, უბრალოდ გავს. ამ საუკუნეში ნამდვილი აღარაფერია...
- არც სიყვარული? - შეშფოთდა გოგონა.
- ეგ არ ვიცი, ზოგისთვის კი, ზოგისთვის არა...
- და შენთვის?
- არ ვიცი კამელია...
- მითხარი, როცა გაიგებ. კარგი?
- და შენ თუ უკვე აღარ იქნები ჩემთან?
- მაშინ დაელოდე როდის გათოვდება, შემდეგ კი ფიფქებს უთხარი. ისინი აუცილებლად მომიყვებიან....
- ფიფქები?
- ხო, მე ხომ თოვლიდან ვარ.
- ანუ?
- უბრალოდ მათ უთხარი რაც გინდა და მე გავიგებ. - გაუღიმა სევდიანად და ჭიქა დადგა. - წავედით?
- წავედით.
დიდხანს იბოდიალეს მაღაზიებში. კამელიას კითხვებს საზღვარი არ ჰქონდა. აღტაცებული დადიოდა აქეთ-იქით და სხვადასხვა ტანსაცმელს ირგებდა.
- ამ სათვალეზე რას იტყვი? - მიუბრუნდა ნიკეს და გაუღიმა.
- გემოვნება გქონია, ქალბატონო. გიხდება ,,ლენონები". მაგრამ შენ თვალებს რომ ფარავს?
- ეს კარგია. ძნელად მიცნობენ.
- უკაცრავად საუბარში რომ გეჭრებით. - პიჯაკიანი ახალგაზრდას დანახვაზე ნიკე მოიღუშა. - მე ბელზებელს მეძახიან. - ხელი გაუწოდა კამელიას და გოგონა მაქსიმალურად ეცადა საკუთარი გულის ხმა გაეკონტროლებინა, რომ არ გაეცა. სათვალეები მოიხსნა და საკუთარი ხელი შეაგება.
- ვიცნობთ ერთმანეთს?
- მგონი კი, შორიდან. თქვენი სახელი?
- ანნა!
- სასიამოვნოა ანნა! მე კი რატომღაც მეგონა სხვა სახელს მეტყოდით. რამდენი წლის ხართ?
- უკაცრავად, მაგრამ ვერ გავიგე, ეს რა, დაკითხვაა? - საუბარში ნიკე ჩაერთო და კამელიას გვერდით ამოუდგა.
- არა ჩემო კარგო. უბრალოდ ძალიან დამაინტერესა, ასეთი ლამაზი გარეგნობის გოგო... თან მეგონა მარტო იყო.
- შეცდით!
- ისე, და ხომ არ გყავთ? - მიუბრუნდა კვლავ კამელიას.
- არა, დედისერთა ვარ.
- უცნაურია, ძალიან უცნაური. ერთ გოგონას გავხართ, სახელად კამელიას!
- ასეთი ნათესავებში არავინ მყავს ბელზებელ!
- სახელზე მიმახვილებთ ყურადღებას?
- ისევე, როგორც თქვენ. ვერ გეტყვით სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-თქო. უნდა დაგტოვოთ. კარგად. - მკლავში ხელი გაუყარა ნიკეს და თვალების დაჭყეტით ანიშნა ხმა არ ამოიღოო.
- კარგად კამელია! უკაცრავად... ანნა! შევხვდებით, ძალიან მალე! - ბოლო ფრაზა დაიჩურჩულა და, რა თქმა უნდა, კამელიამ გაიგო, თუმცა თავი არ მოუტრიალებია.
- ახლა ტელეფონი ვიყიდოთ, არა? - თამაშში აყვა ანდრონიკე და თან დასძინა. - კიდევ ერთხელ თუ გატეხავ, აღარ გიყიდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში სამი ტელეფონი, უკვე მეტისმეტია ანა!
- რა ჩემი ბრალია, ლიკამ გადმოაგდო! - როგორც კი მეორე მაღაზიაში შევიდნენ კამელიამ მიმოიხედა. - ის იყო, ის წყეული ბელზებელი! მე არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, მართლა რა ეშმაკიც არის. ახლა რა ვქნა ანდრონიკე?
- დაწყნარდი, სანამ ვერ დაგიმტკიცებენ უსაფრთხოდ ხარ. დაგავიწყდა რომ მთავრობა გიცავს, როგორც ადამიანს?
- ნამდვილად?
- ყოველ შემთხვევაში, ასე დაუზუსტებლად ვერ გაბედავენ. ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ტელეფონის ყიდვის შემდეგ სახლში წავიდნენ. ტანსაცმლიანი პარკები კამელიას ოთახში დააწყვეს და მთელი დღე დარეკვაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაში გაიყვანეს, მერე რამდენიმე სელფიც გადაიღეს ნაინასთან ერთად და ნიკე წასასვლელად ადგა.
- მოფრინდები დღეს ჩემთან?
- რა თქმა უნდა, არა! ისევ შიშველი უნდა დამხვდე?
- კარგი! - შებრუნდა და სწრაფად წავიდა.
- ნუ იბუტები! - დააწია ბოლოს, მაგრამ ნიკეს ხმა არ გაუცია. დაწოლის შემდეგ ბევრი იფიქრა. ბოლოს მაინც ვერ მოისვენა და ფანჯარა გამოაღო, ისევ მიფრინდა ფანჯარასთან და ისევ გამოყო თავი იქიდან, წელსზემოთ შიშველმა ნიკემ. - მადლობის თქმა დამავიწყდა.
- მონებს მადლობას არ ეუბნებიან.
- გაგიმართლა, კეთილი ქალბატონი შეგხვდა!
- არაფრის... ამას მე შენთვის კი არა ნაინასთვის ვაკეთებ. მას შენი სჯერა.
- შენ არ გჯერა?
- არ ვიცი.
- ძილინებისა მონავ! - ფეხი კვლავ კედელს მიარტყა კამელიამ და უკან გაფრინდა.
- ძილინებისა, მიკიოტო... - ისევ უყურა იქამდე სანამ მინას არ მიენარცხა, ისევ გაიცინა და ღიმილით მიეგდო საწოლზე.
- ეს უტიფარი... ბედავს და დამცინის... - ფანჯარაში შეძვრა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
- გამარჯობა კამელია! - მოესმა ზურგსუკან ნანატრი ხმა... სიყვარულის ხმა... რომელსაც აღმერთებდა... მის გამო თავსაც გაწირავდა და ყველაფერს დათმობდა.
- იან?!
- გამარჯობა კამელია, ფრენა ისევ ვერ ისწავლე? - უთხრა მან ბულგარულად და მისკენ ნელა წავიდა.
- ფაქტია ძილში ვერ ვისწავლიდი! - უპასუხა იგივე ენაზე კამელიამაც.
- რამდენი დრო გავიდა უშენოდ...
- კარგად დაისვენე?
- ასე რატომ მელაპარაკები?
- და შენ საერთოდ როგორ მელაპარაკები?
- ძალიან მომენტრე იცი?
- ხანჯალი რატომ ჩამარჭე გულში?
- მე ვორანსების გიპნოზის ქვეშ ვიყავი კამელია! - გოგონასთან ახლოს მივიდა და თვალებში სიყვარულით ჩახედა.
- იან! - გაუღიმა მან და შებრუნდა. - გახსოვს ის დღე, ჩემი თექვსმეტი წლის დაბადებისდღეს რომ აღვნიშნავდით?
- რა თქმა უნდა!
- მერე შენ უცებ გაქრი, გახსოვს?
- კი...
- და ძალიან ლამაზი, ფირუზისთვლიანი ყელსაბამი მომიტანე.
- ხო, შენი თვალის ფერს საშინლად უხდებოდა.
- მე მაშინ გითხარი რომ მიყვარდი, გახსოვს?
- ამ ყველაფერს რატომ იხსენებ?
- მაინტერესებს შენი აქ მოსვლის მიზეზი.
- მინდა... მინდა საიმედო ადგილას წაგიყვანო ჩემო ძვირფასო, მინდა დაგმალო ყველასგან, ვისაც შენი განადგურება უნდა კამელია... წამომყევი გთხოვ, ახლავე წავიდეთ და...
- ეს ხუმრობაა, არა?
- ხუმრობა? რა შუაშია აქ?
- ხუმრობა ამ საუკუნეში კარგად შეფუთული ბოროტებაა, ბალთაზარ! - მამაკაცისკენ შებრუნდა კამელია. თვალები სიბრაზისგან უელავდა.
- ბალთაზარ? კამელია რა გჭირს? ეს მე ვარ, იანი!
- და რატომღაც ვერ გაიხსენე, რომ ჩემს დაბადებისდღეზე შენ საერთოდ არ ყოფილხარ! და არასდროს გიჩუქებია ჩემთვის ყელსაბამი, არა?
- ჭკვიანი ხარ კამელია! - თავისი სახე მიიღო ბალთაზარმა და გაიცინა. - თუ ანა დაგიძახო?
- რა გინდა?
- სიმართლე გითხრა... ჯერ არავისთვის მითქვამს, რომ გაცოცხლდი. კარგი ბიჭია არა? - თავით უკანა კორპუსისკენ ანიშნა ბალთაზარმა.
- ისე რა...
- გაზრდილხარ. - ძალიან ახლოს მივიდა კამელიასთან და კამოდთან მიიმწყვდია. - ბოლოს რომ გნახე, სამი წლის იყავი. ის ქალი გივლიდა, რა ერქვა?
- ლილი.
- ლამაზი ძუკნა იყო... - ამ სიტყვებზე კამელიამ პირდაპირ სახეში დაარტყა ბალთაზარს.
- მიცვალებულებს პატივი ეცი, ამაზრზენო არსებავ!
- ყოჩაღ! - გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ჭრილობა წამსვე შეუხორცდა. - ასეთი უფრო მომწონხარ! - მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ მიიზიდა. - როგორ გირჩევნია, ისევ იანის სახე მივიღო და ისე გაგჟ..ო თუ?
- გაეთრიე! - კამელიამ მთელი ძალით მიარტყა ხელები მკერდზე და ბალთაზარი ფანჯრიდან გაისროლა თუმცა მან თავი მალევე შეიკავა და როგორც კი მისკენ დაბრუნება გადაწყვიტა, კამელიამ თვალები დახუჭა. სწრაფად დატრიალდა, მერე უფრო მოუმატა, წამში ასამდე ბრუნს აკეთებდა და უცებ გაჩერდა. მისი გაჩერება და ბალთაზარის უხილავ კედელთან შეჯახება ერთი იყო. მამაკაცს თვალები ბრაზისგან ჩაუწითლდა.
- ახლა გაჩვენებ! - გაუღიმა და ანდრონიკეს კორპუსისკენ წავიდა. - ყველა დაიღუპება, ვინც გიყვარს, შემევედრები რომ მოგკლა! - ფანჯარაში შეძვრა და საწოლს დახედა. - ოჰო, მგონი შენი ბიჭუნა გღალატობს კამელია! - დაუძახა ფანჯრიდან და გადაიხარხარა. - კიდევ შევხვდებით საყვარელო! აუცილებლად შევხვდებით! - მიაძახა უკვე ჰაერში და გაუჩინარდა.
- ნაინა... ნაინა სად ხარ?
- აქ ვართ! - ნიკესთან ერთად სამზარეულოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
- ახლა რა ვქნა? - მის წინ სავარძელში ჩაეშვა და სახე ხელებში ჩარგო.
- როგორც კი საქართველოს საზღვარს გაცდება, მე და შენ მას ჩავკეტავთ...
- რამდენი ხნით?
- ერთ კვირაზე მეტს ვერ გაძლებს კამელია... შემდეგ სხვა რამეს მოვიფიქრებთ. მანამდე კი ბევრს ვიმუშავებთ. ახლა კი უნდა იპოვო!
- ვიპოვო? როგორ უნდა ვიპოვო?
- თვალები დახუჭე, რას ხედავ?
- სიბნელეს...
- ახლა ბალთაზარზე იფიქრე, მხოლოდ მასზე, მის ხმაზე, თვალებზე, სივრცეში ეძებე კამელია... მისი სახე წარმოიდგინე, სხეული...
- ეს აუცილებელია? - ნერვები მოეშალა ნიკეს და გოგონას კონცენტრაცია გაეფანტა.
- ანდრონიკე!
- ნაინა, - ვედრების თვალებით შეხედა კამელიამ. - შენ მოძებნე გთხოვ...
- მე ეს არ შემიძლია ჩემო ძვირფასო. როკაპმა ყველა ჯადოქარში სხვადასხვა ძალა გადაანაწილა, ძირითადი ყველაშია, მაგრამ განსაკუთრებულები სხვადასხვა ჩვენგანში. შენ ერთადერთი ხარ, ვისშიც აბსოლუტური მთლიანობა ჩადო. ამიტომ ახლა კონცენტრაცია მოიკრიბე და ბალთაზარი მოძებნე. შენ ეს შეგიძლია, დაიმახსოვრე, რომ ყველაფერი გამოგივა, როცა მოინდომებ.
- კარგი. - კამელიამ კვლავ დახუჭა თვალები. - ბალთაზარ... ბალთაზარ სად ხარ... ბალთაზარ დამენახე... - მერე ისევ იმ უცნაურ ენაზე ალაპარაკდა. ცოტახანს გაჩუმდა. მერე უცებ თვალები დააჭყიტა და დაიკივლა. - ნაინა! ღმერთო ის... ნაინა ის... ის... იცი...
- მარტო არ იყო?
- არა... ქალთან იყო. - ანდრონიკესკენ გააპარა თვალი და ნაინას ჩაეღიმა.
- მთავარია, რომ იპოვე! ახლა თავიდან გაიმეორე და ნახე სად არის.
- იქნებ ცოტა ხანს...
- ხო, ჯობს აცადოს. - ისევ ჩაერია ანდრონიკე.
- ნაინა, მგონი ის საერთოდ არ აპირებს ვინმესთვის თქმას.
- შესაძლოა, ყოველშემთხვევაში ჯერ... იქნებ რამეში ჭირდები. იქნებ საერთოდ არ ეხმარება ვორანსებს?
- არა, ის მათი ერთ-ერთი სანდო ჯადოქარია, თანასწორივით უყურებენ.
- მაშინ სხვა გეგმები აქვს შენთან დაკავშირებით, როგორც ჩანს...
- ხო, ძალიან ნასიამოვნები სახე ჰქონდა... - ისევ ანდრონიკესგენ გააპარა მან თვალი და შემდეგ მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა.
- ძილის დროა.
- ძილის? არა არა, ჩემს ძილზე ისინი იზრუნებენ თუ არაფერი ვისწავლე. ნაინა...
- მზად ვარ ჩემო გოგონა. ოღონდ თბილად ჩაიცვი, უკვე ოქტომბერია და ღამით ცივა.
მთელი ღამე სხვადასხვა ძალის გამოყენებას სწავლობდა, ნიკე თვალს ადევნებდა, დროდადრო ძალიან ეცინებოდა და ამაზე კამელიასგან ხან ხის ტოტი ხვდებოდა უკანალზე და შემდეგ ხმამაღლა ხარხარებდა, ხან კი კუდი ეზრდებოდა და აქეთ-იქით გიჟივით დარბოდა. საბოლოოდ ძალიან დაიღალა. სახლში რომ მივიდნენ ნაინა დაწვა.
- შენ რას იზავ? - ჰკითხა გოგონას ნიკემ.
- მეც დავიძინებ...
- კარგი, მაშინ ხვალამდე. - შეტრიალდა და კამელიამ მაშინვე შეაჩერა.
- იცი... მგონი ჯობს აქ დარჩე. ასე უკეთ დაგიცავ.
- დაცვა არ მჭირდება, თან შენგან!
- მონებს ზედმეტი ლაპარაკი ეკრძალებათ! გინდა კუდი ისევ გაგეზარდოს?
დაწოლიდან რამდენიმე წამში კამელიას ჩაეძინა. დიდხანს უყურა ანდრონიკემ, შემდეგ ხელი კისრის ქვეშ შეუცურა, გულზე ფრთხილად მიიკრა და უკვე მესამედ, ღიმილით შეუერთდა უშფოთველ სამყაროს.
მეორე დილით კამელია სუნთქვის უკმარისობამ გააღვიძა. თვალები გაახილა და ვერ მიხვდა ვინ უჭერდა ასე ძალიან. თავი ზემოთ ასწია. აშკარად ვიღაცის ყელში ჰქონდა ცხვირი ჩარგული და გრძელ წვერზე ნიკე რომ იცნო გაეღიმა. თვალები კვლავ დახუჭა, წარმოიდგინა საკუთარ თავზე ქერა თმა და შავი ფერის თვალები. ნელნელა გაახილა ქუთუთოები და რომ მიხვდა გამოუვიდა უხეშად გადატრიალდა.
- რა არ გასვენებს? - წარბები შეკრა ნიკემ და ქერას რომ მოკრა თვალი შეხტა. კამელია გაისუსა, ვითომ ეძინა და ნელა გადმოტრიალდა. - გაიღვიძე! - ისე ძლიერად და სწრაფად შეაჯანჯღარა ანდრონიკემ, გოგონას თავი ასტკივდა.
- რა გჭირს?
- ისევ არ ეშვები მაიმუნობას ხო?
- როგორ მიბედავ და ხმამაღლა მელაპარაკები?
- გეყოფა ჩემთან დედოფალივით ლაპარაკი!
- ვარ კიდეც!
- შენ თუ დედოფალი ხარ, მე შენი მეფე ვარ! - ლოყებზე ხელი მოუჭირა ნიკემ და ზემოდან მოექცა. კამელიას სხეულში იმდენად უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა, რაც აქამდე არასდროს უგრძვნია. ყოველთვის სხვებზე ძლიერი იყო და ამიტომ მამაკაცებს არაფრად მიიჩნევდა, გარდა მასზე დახელოვნებული იანისა. ახლა კი, ადამიანი ჰყავდა ზემოდან მოქცეული და მასზე გაბატონება უნდოდა. ადამიანი, გესმით? ის კი შეშინებული ბარტყივით უყურებდა.
- ვინ ხარ? - აზრზე მოვიდა ცოტა და ტუჩებს ღიმილი შეაპარა.
- შენი მეფე! - ამ სიტყვებზე კამელიამ დიდ ხმაზე გადაიხარხარა.
- ისეთ მეზღვაურს რა ვუთხარი, კაპიტნობაზე რომ არ ოცნებობსო, არა?
- ახლა რომ გაკოცო, რას იზავ?
- რა? - დაიბნა უცებ და ნიკე ძალიან ახლოს მივიდა. წამით მოეჩვენა, რომ მის ტუჩს შეეხო და თვალები თავისით დაეხუჭა.
- იანთან კავშირის კვალობაზე, საკმაოდ მგრძნობიარე ჩანხარ პატარავ. - მის სახეს მოშორდა ანდრონიკე და სიცილით წამოდგა. გაოგნებულმა კამელიამ სანამ მოიფიქრა რა ეთქვა კი, უკვე კარებში გადიოდა. მოულოდნელად კარი დიდი სისწრაფით მოიხურა და ნიკეს ცხვირში რომ მოხვდა ინერციით უკან გადმოვარდა.
- ჩემი უმანკო ჯილდო ინებეთ, მეფეო! - გაუღიმა უკვე სისხლიან, თავგადაწეულ ნიკეს კამელიამ და საწოლიდან მხიარულად წამოდგა. - შხაპს გადავივლებ კარგი? - და სანამ ანდრონიკე ერთ ამბავს დააწევდა სააბაზანოში შეიკეტა. იქიდან გამოსულს ნიკე აღარ დახვდა და მიხვდა რა სულელი ბავშვივით მოიქცა. ქერა თმა მაღლა აიწია, თვალის შავ ფერს კი ვერ შეეგუა და ბუნებრივი დაიბრუნა. გასეირნება მოუნდა, თბილად ჩაიცვა, ტელეფონი აიღო და დაბლა ჩავიდა. სანაპიროზე სეირნობდა და მტრედებთან საუბრით ერთობოდა პატარა გოგონამ რომ მიირბინა მასთან და ხურდა სთხოვა.
- რა გინდა? - ვერ მიხვდა უცებ.
- ხურდა, უცხოელი ხარ?
- ფაქტიურად. ხურდა რა არის?
- ანუ ფული...
- და მე რატომ უნდა მოგცე, მშობლები არ გყავს?
- არა. - თვალები დახარა გოგონამ და კამელია ერთიანად მოტყდა.
- საწყალი გოგონა... გინდა ჩემთან სახლში... თუმცა არა, მეც არ მაქვს არც სახლი და არც მშობლები მყავს.
- ცაში არიან?
- არ ვიცი... არავინ იცის. მე თოვლში მიპოვეს. შენი მშობლები ცაში არიან?
- ხო. დეიდამ ასე მითხრა...
- ასე ჭუჭყიანი ამიტომ ხარ?
- ხო და ძალიან მშია.
- ღმერთო ჩემო... ერთ წამს მოიცადე... აქ მდიდრებს კარგი მანქანები ყავთ, ხომ ასეა?
- კი. - კამელია იმ წუთას ჯიპიდან გადმოსული კაცისკენ წავიდა.
- უკაცრავად, ერთი წუთით.
- გისმენ ლამაზო? - გაიჯგიმა ღიპიანი და კამელიას გაუღიმა, ის კი მიუახლოვდა და თვალებში ღრმად ჩახედა.
- რასაც გკითხავ მიპასუხებ, კარგი?
- კარგი. - დასერიოზულდა და გოგონას მიაშტერდა.
- ფული რამდენი გაქვს?
- დაახლოებით ერთი მილიონი.
- მაგის ნახევარი რომ მომცე, გაღარიბდები?
- არა.
- მაშინ მომეცი.
- ახლავე? - გამოერკვა კაცი.
- ხო, რა იყო?
- ბანკში მაქვს...
- მერე წავიდეთ ბანკში. გოგონა წამომყევი კარგი?
- კარგი. - გახალისდა ისიც და იქვე ახლოს მდებარე ბანკში შევიდნენ. კამელიას პირადობა რომ მოითხოვეს ანგარიშის გასახსნელად დაიბნა.
- იცით... თან არ მაქვს.
- მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ.
- და უბრალოდ რომ გამოიტანო ფული? - კაცს მიუბრუნდა და მანაც მხოლოდ თავი დაუქნია. - ბევრი იქნება?
- საკმაოდ.
არავინ იცის ჩანთა სად იშოვა, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში ნიკე ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში, წამით შეხედავდა კამელიას, შემდეგ კი კვლავ აგრძელებდა. გოგონა დივანზე იყო მიწოლილი, ფეხები მაგიდაზე შემოელაგებინა და ფულისგან ჰაერში სხვადასხვა ფიგურებს აკეთებდა.
- შენ ხვდები მაინც რა გააკეთე?
- კი. ფული ვიშოვე... ნახე ვარსკვლავი გავაკეთე!
- არც კი ვიცი რა ვუწოდო მაგ საქციელს, სავარაუდოდ გამოძალვა!
- არაფერი დამიძალებია, სიხარულით მომყვებოდა. მერე კი გამოვედით და შევთანხმდით რომ ეს ფული გაჭირვებულებს დაურიგა. მე მართლა მივეცი ერთ პატარა გოგონას. იცი რომ ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვს?
- მერე?
- ჩემი ვარსკვლავი მუსალას მთის მაღლაა, ხშირად ვიწექი და ვუყურებდი როგორ კაშკაშებდა...
- მარტო?
- იქ ყოველთვის მარტო ავდიოდი...
- გიხდება ქერა თმა იცი?
- მადლობა... ამ საუკუნეში, რითი ერთობით?
- რა ვიცი, რესტორანი, ბარი, კლუბი...
- წამიყვან?
- დღეს... დღეს რეზის, ლადოს და გოგოებს შევპირდი რომ ბარში დავსხდებოდით...
- კარგი... - თავი უკან გადასწია კამელიამ და თვალები დახუჭა. ნიკემ დაინახა როგორ მოიღრუბლა და მიხვდა გოგონამ მოიწყინა.
- შენც წამოდი.
- არა, იყოს...
- არა მართლა, ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ ხუმრობებს. გავერთობით, გპირდები.
- ნიკე არ მინდა ჩემს გამო შეიცვალო ცხოვრების ის რიტმი, რომელშიც აქამდე იყავი.
- მე კი მინდა! მე მეფე ვარ და ვბრძანებ!
- შენ მონა ხარ და ვერაფერსაც ვერ ბრძანებ!
- მოდი კაბა ავარჩიოთ...
კამელიას დანახვაზე რეზი და ლადო სწრაფად დასერიოზულდნენ. ლიკას და რუსკას კი ხასიათი მოეწამლათ. რა თქმა უნდა, იგრძნო გოგონამ, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და გაუღიმა. შავები ეცვა, ქერა თმა გვერდულად ჩაეხვია და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ახლა ნამდვილ ქალბატონს ჰგავდა.
- როგორ ხართ? - კამელია გვერდით დაისვა ნიკემ და მეგობრებს გადახედა.
- არაჩვეულებრივად! - დაუფარავი ბრაზით უპასუხა რუსკამ, რომლის გვერდით სკამი აშკარად ცარიელი დარჩა. - შენთვის ლუდი შევუკვეთე... შენ რას დალევ კამელია?
- ყველაზე გემრიელი რაც აქვთ იმას!
- ანუ არ იცი, რა უნდა შეუკვეთო?
- სიმართლე გითხრა არა, იქნებ შენი გემოვნებით შემირჩიო რამე?
- რა ვიცი... - დაიბნა რუსკა, აშკარად უფრო ცუდ კითხვას ელოდა. - იქნებ ,,ლონგ აილენდი", სასიამოვნო დასალევია...
- მე კი ,,დაიკირს" ვურჩევდი ჩვენს ქერა ქალბატონს. უფს... მისალმება დამავიწყდა, - რუსკას გვერდით დაჯდა ბალთაზარი და კამელიას სისხლი გაეყინა. ძალიან ფრთხილად გაშალა ხელები მაგიდისქვეშ და მთელი კონცენტრაცია მოიკრიბა, რომ მეგობრებისთვის ,,დაცვა'' გადაეცა. ბალთაზარმა იგრძნო და გოგონას ღიმილით გადახედა. - როგორ ხარ საყვარელო?
- კარგად ბალთაზარ, შენ? გაიცანით ის...
- მისი ყოფილი ვარ! - გააწყვეტინა კამელიას და ანდრონიკეს დაცინვით გადახედა. - მადლობა საჭირო არ არის ნიკე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვართ ხედავთ რა ცივილურად ვუყურებ მათ ამბავს? - რუსკას ხელი გადახვია და ტუჩებზე დახედა.
- წავალ, მოვიტან. - წამოდგა ლადო, - კიდევ რამე ხომ არ გინდათ?
- ,,ლონგ აილენდი'' მხოლოდ! - ღიმილით უპასუხა კამელიამ და წამოდგა. - ნიკე, ვიცეკვოთ?
- რა თქმა უნდა! - ხელი გაუწოდა გოგონას და სხეულზე აიკრა. - ეს ნაბიჭ..რი! ყველგან ასე უნდა გდიოს?
- ესმის ნიკე...
- ხოდა ძალიან კარგი! - სახე ძალიან ახლოს მიუტანა კამელიას.
- თუ აკოცებ, მოვკლავ და შენ ვერ დაიცავ, კამელია! - მოესმა ბალთაზარის დაჩურჩულება და ნიკეს თვალი გაუსწორა.
- გინდა დღეს დავთვრეთ?
- როგორ?
- ისე, რომ დილით არაფერი გვახსოვდეს!
- წამოდი!
საერთოდ მოწყდნენ გარშემომყოფებს, ძალიან ბევრი დალიეს და ძალიან ბევრი იცინეს. ამის საპირისპიროდ ბალთაზარი თავბრუს ახვევდა რუსკას, ის მიჩვეული იყო ჰიპნოზს, მაგრამ ახლა გოგონას კამელია იცავდა. ამიტომ მამაკაცს მოუწია მთელი თავისი გამოცდილების რუსკაზე დახარჯვა და სიმართლე გითხრათ, მოეწონა. საინტერესო აღმოჩნდა ასეთი ყოვლისშემძლესთვის ერთი პატარა გოგონას მითვისება. მისი დათრობა სცადა, არ გამოუვიდა. საცეკვაოდ გაიპატიჟა, რუსკა ისევ არ დათანხმდა. სამაგიეროდ ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რუსკა განათლებული და ნაკითხი ადამიანი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ისტორია ჰყვარებია რაზეც ბალთაზარი გაოცდა. კამათისთვის ხომ ეს იყო მისი საყვარელი დარგი.
- არა, არა გოგონა! ეს 677 წელს დაიწყო, მე თავად ვიყავი იქ, ბოლოსდაბოლოს! - ცხარობდა მამაკაცი.
- იქ როგორ იყავი ბალთაზარ?
- მან იგულისხმა რომ, - კამელია სასწრაფოდ დაუბრუნდა მაგიდას. - ამაზე ფილმი გადაიღეს და იქ იყო.
- უკვე გაერკვიე ტელეინდუსტრიაში?
- ხომ იცი, ადვილად ვითვისებ!
- ნამდვილად ვიცი! - გაუღიმა და ნიკეს გადახედა.
- მე უნდა წავიდე, დედაჩემი უკვე რამდენი ხანია რეკავს. - წამოდგა რუსკა და მასთან ერთად ბალთაზარიც.
- გაგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- ჩვენც მოვდივართ. - ადგა კამელიაც, იცოდა მის გარეშე რუსკა დაუცველი დარჩებოდა და ბალთაზარმა გააჩერა.
- ნუ ნერვიულობ, არავითარი მაგია, ასე უფრო საინტერესო ყოფილა იცი?
- ნამდვილად?
- პირობას გაძლევ! - კამელიას ჩაეღიმა, მიხვდა ბალთაზარი გაება და მასაც სწორად ეს უნდოდა. - ხო მართლა, დიდხანს ვერ დაიმალები, რამდენიმე დღეში მომიწევს ვუთხრა... გირჩევნია რამე ისწავლო! - რუსკას წელზე ხელი მოხვია და კარისკენ წავიდა.
ბალთაზარმა გოგონა სამოცდაშვიდი წლის ,,ფორდ მუსტანგში'' ჩასვა. რუსკა გაოგნებული უყურებდა ხან მანქანას, ხან მამაკაცს.
- მოგწონს?
- საშინლად... ასეთი მდიდარი ხარ?
- საკმაოდ.
- ახლა უფრო მეტად მომწონს კამელია...
- რადგან სიმდიდრეს არ აქცევს ყურადღებას? მართალი ხარ. მისთვის სხვა რაღაცეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თან ძალიან წიკიანია...
- რა მხრივ? - გაეცინა რუსკას და შავი თვალები მიანათა ბალთაზარს.
- მაგალითად, ვერ იტანს უზრდელ ხალხს და ეგრევე მუშტებზე გადადის. - უკანასკნელი დარტყმა გაახსენდა და ტუჩზე ხელი მოისვა.
- უცემიხარ? - გაკვირვებით კისკისებდა გოგონა.
- ვუცემივარ რა... ერთხელ დამარტყა... - გაიცინა ბალთაზარმა. - დავანებოთ თავი მაგ კუდიანს, შენზე მომიყევი რამე... შევამჩნიე ანდრონიკეს როგორ უყურებდი.
- ბავშვობიდან მიყვარს... თუმცა ის ძალიან მეგობრულად მიდგება და... არ ვიცი...
- ამიტომ სხვაზე არასდროს გიფიქრია?
- არა...
- რა უცნაურები ხართ ადამიანები... ჩემზე რას იტყვი?
- რა უნდა ვთქვა, სიმპატიური, მდიდარი... მაგრამ ჩემთვის რაღაც სხვა გაკლია.
- მაკლია? მე სრულყოფილი ვარ!
- ფიზიკურად და მატერიალურად შეიძლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სულია ბალთაზარ, შენს თვალებში კი სისუფთავეს ვერ ვხედავ, შეიძლება ვცდები, არ ვიცი. აი აქ გააჩერე...
- ხვალ რა გეგმები გაქვს? - სივრცეს გაუშტერა თვალი მამაკაცმა. აშკარად მის ნათქვამზე უფრო ფიქრობდა ვიდრე მომდევნო დღეზე.
- ხვალ კვირაა, ვისვენებ ყველანაირად... თუმცა, სახლები მინდა დავათვალიერო, უკვე მომწყინდა მშობლებთან ცხოვრება და...
- გამოგივლი და ერთად ვნახოთ, კარგი?
- არ ვიცი... - დაფიქრდა რუსკა და ამან ისე გამოიყვანა ბალთაზარი წყობილებიდან სახე მოატრიალებინა და თვალებში ჩახედა. შემდეგ კამელია გაახსენდა და გადაიფიქრა.
- გთხოვ...
- რადგან მთხოვ... - გაიღიმა გოგონამ, ბალთაზარს ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა. - დღემდე!
- დღემდე! - მიაძახა ღიმილით, თუმცა ის კოცნაზე ფიქრობდა, დაილას შემდეგ, მისი სურვილით ბალთაზარისთვის არავის უკოცნია. ლოყაზე ხელი მოისვა, შემდეგ თავი სწრაფად გააქნია. წარბები შეკრა და ადგილს მოსწყდა.
ანდრონიკემ გზაში ,,მარტინი'' იყიდა და ჭიქის გარეშე დაიყუდა.
- მეც, მეც! - ახტუნავდა კამელია და ნიკეს გაეცინა.
- გამომართვი... - და როგორც კი გოგონა სმას მორჩა ხელში აიყვანა.
- რა კარგია... მომწონს ქალბატონივით რომ დამაბრძანებ მონავ!
- მე კი მომწონს ბავშვივით რომ იქცევი და აფახულებ მაგ დიდ წამწამებს.
- მოიცადე... - როგორც კი ცაში აიხედა კამელიამ დასერიოზულდა. - ნიკე დამსვი... - ხელის რამდენიმე მოძრაობით ცა ზედმეტი ღრუბლებისგან გაათავისუფლა, შემდეგ მიმოიხედა და ქუჩა გადაკვეთა.
- რამე მოხდა? - უკან გაყვა ანდრონიკე მაგრამ ვერ დაეწია, რადგან გოგონა დიდი სისწრაფით გაიქცა. შემდეგ საერთოდ დაკარგა. ბოლოს კი ხიდზე მდგარი დაინახა და გიჟივით მისკენ გავარდა. - კამელია, კამელია! რა მოხდა ამიხსნი?
- ეს რა შენობაა? - ცრემლები მოსდიოდა გოგონას.
- ეს... იუსტიციის სახლია... ანუ აქ აკეთებენ ძალიან ბევრ საბუთებს.
- შეიძლება დავანგრიო?
- გაგიჟდი? რა თქმა უნდა, არა. ვინ ცხოვრობდა აქ?
- ლილი... ვარსკვლავებით მივხვდი. - ზეცას ახედა და ცრემლები შეიმშრალა. მერე მოიღრუბლა, წვიმა წამოვიდა. ანდრონიკე არ ინძრეოდა, აცდიდა გოგონას გულის მოოხებას, მის სახეს უყურებდა, რომელზეც ცრემლები წვიმის წვეთებს ერეოდა. ახლაღა შეამჩნია პატარა, ფერმკრთალი ჭორფლები ცხვირზე და ლოყებზე სასაცილოდ რომ ჩაჯდომოდა და ახლოს მივიდა.
- ჯადოქრებს ბავშვები ხომ უჩნდებათ?
- კი... მერე...
- არაფერი, შვილი თუ მეყოლება ოდესმე, თან გოგო, მინდა შენნაირი იყოს კამელია. ზუსტად შენნაირი! - გულზე მიიკრა გაწუწული გოგონა და შუბლზე ფრთხილად აკოცა.
ბულგარეთი, მუსალას მთა, 1205 წელი.
უკვე მერამდენედ დაადგა ლილი ერთსადაიმავე გზას, ოღონდ, ამჯერად თვლიდა, რომ უკანასკნელად. ისე თოვდა, ისეთი ქარბუქი იყო, ცრემლები სახეზე ეყინებოდა. ცოტა ხანს დაისვენა თავის გაკეთებულ გამოქვაბულში, სადაც ძირითადად მაშინ მოდიოდა, როცა განმარტოება და ფიქრის სჭირდებოდა. შემდეგ კი ისევ აუყვა ქვეყანაში უმაღლეს მთას და თავის მოკვლის გეგმას ადგენდა, ჯადოქრებისთვის ხომ ეს ბევრად რთულია. მწვერვალს რომ მიაღწია ბავშვის ტირილი მოესმა და უარესად წამოუვიდა ცრემლები. ეგონა ეჩვენებოდა, შემდეგ უფრო ახლოდან მოესმა ხმა და მისკენ წავიდა. გაოცდა, შავ, დიდ მოსაცმელში გახვეული ბავშვი რომ დაინახა, სწრაფად მიირბინა და ჩაიმუხლა.
- ღმერთო ჩემო, მართლა ბავშვი ყოფილა... აქ ვინ მოგიყვანა პატარავ? ალბათ ახლა მოგიყვანეს ჯერ რომ არ გაყინულხარ მაგრამ... - მიმოიხედა ირგვლივ და ხელში აიყვანა. - და მე რა გიყო? რძე არ მაქვს... ღმერთო რა პატარა ხარ... და რა ლამაზი თვალებით. - ბავშვმა ცისფერი თვალები ააფახულა და ლილის გაუღიმა. პატარას ამ საქციელზე ქალი კინაღამ შეიშალა. სულ დაავიწყდა როგორ გამოაგდო ქმარმა სახლიდან, ისიც დაავიწყდა რომ ბერწი იყო. ბავშვი გულზე მიიხუტა და თავისი გამოქვაბულისკენ ფრენით დაეშვა. სწრაფად დაანთო ცეცხლი და უზარმაზარი ლოდი შესასვლელს მოაყუდა, სიცივის და თოვლის დასაჭერად. - ახლა გავთბებით, მოდი ვნახოთ გოგო ხარ თუ ბიჭი... - ნაჭრები მოაცილა ლილიმ და გაიღიმა. - ჩემი ლამაზი გოგონა... - და ბავშვმაც გაუცინა. - იცი, დედაჩემმა ლილი იმიტომ დამარქვა, რომ ეს ყვავილი სიწმინდეზე და უმწიკვლობაზე მეტყველებდა, მე კი ეს თვისებები ნამდვილად არ გამომადგა ცხოვრებაში... ჯადოქრები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, ამბობენ, რომ ულამაზესი ყვავილი ნახეს, თუმცა სუნი არ ჰქონდა, ანათებდა, მაგრამ არ ათბობდა. იმასაც ამბობენ, რომ ის მალე მთელ ევროპას მოედება. მას კამელია ერქმევა ჩემო გოგონა, შენ კი მასზე პირველად ატარებ ამ სახელს. შენ თეთრი კამელიასავით შეუდარებელი და აღმაფრთოვანებელი იქნები. ვარდისფერივით ვნებიანი და წითელივით თავბრუდამხვევი, რომელიც ყველას თავს შეაყვარებს, ყველას მიიზიდავ, ვინც ერთხელ მაინც დაგინახავს... შენ კი მას შეიყვარებ, ვისაც ამის ღირსად ჩათვლი!
კამელია საოცარი ბავშვი იყო. ელვის სისწრაფით იზრდებოდა და ვითარდებოდა. ორი წლისა, უკვე ოთხისას გავდა. ლილი მას სხვადასხვა ენებს ასწავლიდა. სოფელში ჩადიოდა და ტანსაცმელი და საკვები იქიდან მოჰქონდა. ერთ დღესაც, როდესაც გოგონა დატოვა, კამელიამ გარეთ გასეირნება გადაწყვიტა. მარიცას სათავეს გადაჰყურებდა, რომელიც ულამაზესი მთებით იყო გარშემორტყმული და უეცრად მამაკაცის ხმაზე შეხტა.
- იცი ამ მთის სახელწოდების განმარტება?
- კი, ბებიამ მასწავლა. თქვენ კაცი ხართ?
- იმედი მაქვს მაგ კითხვაში სქესს გულისხმობ!
- კი, რა თქმა უნდა!
- ხო, კაცი ვარ და იმის მიხედვით რომ მუსალას განმარტება ,,ღმერთთან ახლოსს" ნიშნავს, მე აქ არ უნდა ამოვსულიყავი. თუმცა ამაზე უფრო, შენი აქ ყოფნა მაწუხებს... რას დახეტიალობ მარტო?
- ხედი მომწონს.
- იმისმიუხედავად, რომ პატარა ხარ, კითხვას თავს ოსტატურად არიდებ. მე ბალთაზარი მქვია. - მიუახლოვდა მამაკაცი და გვერდით ჩამოუჯდა. - შენ?
- კამელია!
- საინტერესოა... შეგიძლია შენი ძალა მაჩვენო პატარავ? - სახე ახლოს მიუტანა და თვალებში ღრმად ჩახედა ბალთაზარმა. - ჯადოქარი ხარ? - მის სიტყვებზე კამელიამ გადაიკისკისა.
- შენც გჯერა ზღაპრების? არაუშავს, ეგ სირცხვილი არ არის! - დაამატა როგორც კი მამაკაცს სახე მოეღუშა და დაფიქრებით დაუწყო ყურება.
- ანუ ხარ, მაგრამ ჯერ არ იცი... თან ისეთი ძლიერი, რომ ჩემს ჰიპნოზს გაუძელი. ბებიაშენს რა ჰქვია?
- ბალთაზარ! ბავშვს თითს თუ დააკარებ... გეფიცები, ბრჭყალებით დავიცავ! - უახლოვდებოდა სახეშეშლილი ლილი და თან კამელიას უყურებდა.
- ამას უყურეთ, ჩემი ქართველი, ბერწი ცოლი! არ მითხრა რომ ეს გოგონა ჩემია!
- რა თქმა უნდა, არა! შენი შვილი როგორ იქნება ასეთი ლამაზი და წმინდა?
- შეუდარებელი და მიუკარებელი, როგორც კამელია... სახელი რომ მითხრა, მაშინვე გამახსენდი იცი? თუმცა მე ახლა სხვა რამ უფრო მაღელვებს! სად იპოვე? ანუ საიდან აქვს ასეთი ძალა?
- რა ძალა?
- კარგი რა ლილი! ჩემი ჰიპნოზი ჯადოქრებზეც კი მოქმედებს, მასზე კი არა!
- რაღაც გეშლება... - ჩაფიქრდა უცებ და მისი პოვნის დღე გაახსენდა. ტირილის ხმა ესმოდა, თუმცა რომ დაინახა შეწყდა. ნაჭერი რომ გადასწია ბავშვს ცრემლის ნატამალი არ ჰქონდა სახეზე, პირიქით, იცინოდა. წამით კამელიას შეხედა, მან კი თავისი დიდი ცისფერი თვალებით ისე მეამიტურად შეხედა ქალი სულ დაიბნა. - არ მესმის...
- მე მესმის. ეს ის პატარა გოგონაა ლილი, რომლისაც ვორანსებს ყველაზე მეტად ეშინიათ. განსაკუთრებით ვოლანდს...
- ბალთაზარ გთხოვ...
- უნდა დავფიქრდე! რა მირჩევნია, იმ სულელების პარპაშიც უკვე ყელში ამოვიდა, მაგრამ... არ მინდა ვაის გავეყარო და ვუის შევეყარო... ჯერჯერობით იყოს, გაზარდე... მერე კი, მოვიფიქრებ... - კამელიას დახედა, გაიღიმა და მთიდან გადაეშვა.
საქართველო, თბილისი, 2014 წელი.
ბალთაზარი მთელი დილა არჩევდა ტანისამოსს. ბოლოს გადაწყვიტა სტილი შეეცვალა, პიჯაკი მოისროლა და სპორტულები გადმოიღო. სარკესთან რომ დატრიალდა სიცილით მოკვდა. მერე ცოტა შეეჩვია, რამდენიმე წუთში კი მოიხდინა კიდეც. შარფი შემოიხვია, ერთხელაც დატრიალდა და რუსკას სახლისკენ გასწია. გზად ყვავილებიც იყიდა, წარმოგიდგენიათ? იყიდა! და რუსკა რომ ჩამოვიდა მანქანიდან ცეკვით გადმოვიდა.
- აბა, როგორ მოგწონს?! - დატრიალდა და ზურგს უკან დამალული ყვავილები ოსტატურად აიფარა სახეზე.
- შენზე მეკითხები ბალთაზარ, თუ ყვავილებზე? - მამაკაცი მიხვდა რომ ძალიან ბანალური იქნებოდა რომელიმეს, ან ორივეს მითითება. ამიტომ ყვავილები მიაჩეჩა და უკან ამოუდგა.
- არც ერთზე, და არც მეორეზე! აი, ამ ულამაზეს შავ ბრილიანტზე გკითხე!
- ბალთაზარ... ღმერთო ჩემო. - აღფრთოვანდა გოგონა.
- შენს თვალებს სასტიკად უხდება იცი?
- ხო მაგრამ... არა, არა... ბალთაზარ...
- არ მითხრა ვერ ავიღებო, საშინლად ბანალური წინადადებაა... ყველანაირი გაგებით... - ჩაიცინა გვერდულად და რუსკა მანქანაში თითქმის ძალით ჩასვა. - აბა, რომელი სახლია ჩვენი პირველი ობიექტი?
- ერთი ვნახე, სპორტის სასახლის უკან, ის ყველაზე მეტად მომწონს... ავეჯიც კი მოყვება. მაგრამ მაგას ვერ გავწვდები. ამიტომ...
- მაინც ვნახოთ... რა იცი რა ხდება.
კამელია საშინელმა თავისტკივილმა გააღვიძა. ირგვლივ მიმოიხედა და მხოლოდ წერილი დახვდა. ღიმილით გაშალა და ბულგარულ კალიგრაფიას რომ მოკრა თვალი გული შეეკუმშა. ,,დაბლა მძღოლი დაგხვდება, გამოყევი, თუ ნაინას და ანდრონიკეს ნახვა კიდევ გინდა. ვოლანდი!'' წერილი დააგდო და სასწრაფოდ ჩაიცვა.
- ბალთაზარი მჭირდება... - თვალები დახუჭა და სცადა მას დაკავშირებოდა თუმცა ტყუილად, ისე ნერვიულობდა, გულის ბაგაბუგი კონცენტრაციაში ხელს უშლიდა. - თავიდან... ბალთაზარ, ბალთაზარ დამენახე... დამენახე გთხოვ... მჭირდები გესმის? ბალთაზარ! - რუსკასთან ერთად რომ დაინახა სადღაც სახლში გაოცდა. - ბალთაზარ!
- რა გინდა? - გაცხარდა მამაკაცი და აბაზანაში შეიკეტა.
- ვორანსებმა მიპოვეს, ნიკე და ნაინა წაიყვანეს, ქვემოთ მძღოლი მელოდება, უნდა გავყვე... დამეხმარე გთხოვ!
- ჩემი იმედი არ გქონდეს! მე ერთხელ უკვე დაგაფარე ხელი შე ალქაჯო და ამას დაილა შეეწირა!
- არ ვიცი რაზე ამბობ მაგრამ... - კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაიგო და შეყოყმანდა. - მოვიდნენ. უნდა წავიდე.... - ღრმად ჩაისუნთქა, გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა.
- საინტერესოა ვის ელაპარაკებოდი?! - კიბის მოაჯირზე ვოლანდის ძმა, ზაინი იყო დაყრდნობილი და კამელიას ათვალიერებდა.
- გამარჯობა ზაინ, დიდი ხანია არ მინახიხარ, ნეტავ რატომ?
- და დღეის მერე კიდევ დიდხანს, ან სამუდამოდ ვეღარ მნახავ! - ლიფტში შევიდნენ და კამელია სარკის წინ დატრიალდა.
- მოგწონს ჩემი ახალი ვარცხნილობა?
- დიდი კუდიანი ვინმე ხარ! ლილიმ და როკაპმა შენში ყველაფერი ჩადეს, თუმცა ამ ძალის გამოყენება არ იცი.
- მართალია, იცი? ვერც კი ვხვდები რას გადამეკიდეთ. მე ხომ თქვენი ნახვის სურვილი საერთოდ არასდროს გამჩენია?
- დროა - მაღლა აიხედა ზეინმა და კამელიას ხელები ჩაკიდა. - თვალები დახუჭე!
რამდენიმე წამში შუაგულ ტყეში აღმოჩნდნენ. დიდი მანძილი გაიარეს უსიტყვოდ, შემდეგ კი ტრიალ მინდორზე გავიდნენ. კამელიამ ნისლით მოცულ არეალზე დიდი, შავი სასახლის მსგავსი შენობა დალანდა და ზეინს უკან გაყვა. უდიდესი ნაგებობა იყო, შავი ჭიშკარი თავისით გაიღო და წყვილმა დარბაზში შეაბიჯა. კამელიამ შემდეგ შეამჩნია კარს უკან მდგარი ადამიანები, ან დასჯილი ჯადოქრები, რომლებსაც წელზე ბაწრები მოებათ და ჭიშკარს ამოძრავებდნენ. შემდეგ მისი ყურადღება მაგიდებმა მიიპყრო, მათი ფეხები წელში მოხრილი ადამიანებისგან შედგებოდა და გოგონას გული ისე მიეწურა თვალები აუწყლიანდა. საბოლოო ძაფი კი ნაინას და ანდრონიკეს დანახვა იყო, მათ ხელები შეეერთებინათ, შუაში კი დიდი, კამელიების თაიგული მოეთავსებინათ. სიბრაზისგან და ემოციებისგან ცრემლები ღაპაღუპით გადმოუვიდა.
- ვოლანდ! - იმხელა ხმაზე დაიყვირა ზეინმა ყურებზე ხელები აიფარა.
- როგორ გალამაზებულხარ, ძვირფასო. - ვოლანდ ვორანსი გოგონას უკან, სამეფო ტახტზე იჯდა. კალთაში ნახევრად შიშველი, შავ საცვლებში გამოწყობილი ქალი ჩაესვა და ერთი ხელით მას ეფერებოდა, მეორეთი კი ღვინოს მიირთმევდა. - როდის გაიღვიძე?
- მათ სანაცვლოდ ახლა ჩემს კვლავ დაძინებას მოითხოვ, ხომ ასეა? შენი იდიოტური ქარაგმების ნერვები არ მაქვს, მირჩევნია პირდაპირ მითხრა რა გინდა!
- მე კი მაინც ქარაგმას ვამჯობინებ! - ამის თქმა იყო და ქალი, რომელიც მუხლებზე ეჯდა ვოლანდს საოცრად დაემსგავსა კამელიას. მათი გარჩევა ფაქტიურად შეუძლებელი გახდა. ვოლანდმა შიშველ მუცელზე ხელი ააყოლა და მკერდზე გადაინაცვლა. შემდეგ ისევ ქვემოთ დაუყვა და ჭიპს ქვემოთ გაჩერდა. - მინდა მე მემსახურო, შენს დაძინებას აზრი არ აქვს. მოკლედ შენი ძალა უნდა გადმომცე, ნახევარი მაინც... და ისე მოიქცე, როგორც გიბრძანებ! - ხელით ისევ ქვემოთ დაუყვა ქალს და ფეხებს შორის რომ გაჩერდა კამელიას გაუღიმა.
- ფილმები მოგწონს ვოლანდ? - მამაკაცმა თვალები მოჭუტა. ცდილობდა გამოეცნო რატომ ჰკითხა ეს კამელიამ და მიზანს რომ ვერ მიაღწია თავი დაუქნია. - შენ ხომ ყველაზე ძლიერი ჯადოქარი ხარ მსოფლიოში, - მისკენ წავიდა გოგონა და ვოლანდი დასერიოზულდა. - შენი პრინციპები გაქვს... მათ შორის ერთ-ერთი, უკანასკნელი სურვილის ასრულებაა! წინაზე ამის თქმა არც კი დამაცადე. - უკვე წინ ედგა კამელია და ვოლანდისკენ იხრებოდა. - ჩემი სურვილი ფილმია!
- ვერ გავიგე?
- მინდა ფილმი გადამიღო, უფროსწორად გადაცემა... ჯადოქრების ომი. რას იტყვი? - თავის ასლს გადახედა გოგონამ და გაუღიმა. შემდეგ მოტრიალდა და ზეინის დაეჭვებულ მზერას რომ წააწყდა გულიანად გადაიხარხარა. - რა იყო, ხომ არ გეშინიათ?
- გვეშინია? - ერთად წარმოთქვა ორივემ, ვოლანდი წამოდგა კიდეც და კამელიას უკან აესვეტა. - შესანიშნავი იქნება! აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე! ჯერ ურჩ ჯადოქრებს შეებრძოლები, მერე ჩემს მსახურებს და ასე... იქამდე, სანამ ჩვენამდე არ მოხვალ... უფრო სწორად თუ მოხვალ! რა მაგარია, ძალიან მაგარია! ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ადგილას დიდ სივრცეში გაიმართება, ხალხი დაესწრება, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ ამის სანახავად...
- და ჯადოქრობას როგორ გაამართლებ თუ ხალხი დაესწრება? - ამ საეჭვო საქმით ძალიან გაღიზიანდა ზეინი.
- სულელო, ვერ ხედავ ტექნოლოგიები როგორ წავიდა წინ? იფიქრებენ რომ ყველაფერი დადგმულია თავისებური ეფექტებით... კამელია, შესასნიშნავი ხარ მინდა გითხრა! აღტაცებული ვარ!
- გმადლობ! - გოგონამ ნიკეს და ნაინას გადახედა.
- კარგი კარგი! - თითი გაატკაცუნა ვოლანდმა და ისინიც გამოფხიზლდნენ.
- კამელია! - დაიძახა ანდრონიკემ და მისკენ წავიდა. გოგონაც გაიქცა და ჩაეხუტა.
- მაპატიე, ჩემი ბრალია ნიკე...
- ვისი ბრალიცაა, ის შენს უკან დგას! - ბრაზით გადახედა ვოლანდს, შემდეგ კი ძალაგამოცლილი ნაინა მიიხუტა.
- უკვე მოვიფიქრე, - ღიმილით დაადო მხარზე ხელი კამელიას ვოლანდმა. - ერთ კვირაში გელოდებით. მე კი ყველაფერს მოვაგვარებ... ყველას მოვიწვევ... შენს ჩაცმულობაზე და მაკიაჟზეც მე ვიზრუნებ... როგორ მომწონხარ რომ იცოდე! თუმცა არა... ისინი აქ დარჩებიან! შენი იმედი არ მაქვს!
- მე მივაქცევ ყურადღებას ვოლანდ! - დარბაზში ბალთაზარი შემოვიდა და კამელია ამრეზით აათვალიერა.
- შენ ერთხელ უკვე დააფარე მას ხელი, ჩემო ძვირფასო მეგობარო! რა გარანტია მაქვს, რომ იგივეს არ გაიმეორებ?
- კარგი რა! ამ ძუ.კ.ნას გამო დაილა მოკვდა!
- კარგია, რომ გახსოვს! იცოდე, თავით აგებ პასუხს მასზე!
- ვიცი. ისე, ერთ კვირაში მოასწრებ?
- რა თქმა უნდა, ბალთაზარ! წარმოიდგინე ეს რა იქნება! კამერები, მსოფლიო ელიტა... ყველა ძლიერი ჯადოქარი. საოცრება იქნება! - აღტაცებული ლაპარაკობდა ვოლანდი და გულში გეგმებს ადგენდა. - მაშ ასე, შეთანხმება ასეთია! თუ ჩემი რომელიმე მსახური შეძლებს დაგასუსტოს და კვლავ დაგაძინოს, რაც რასაკვირველია გარდაუვალია, მე გაგაღვიძებ, შენ მთელ ძალას გადმომცემ და ჩემი ერთგული მსახური იქნები!
- და თუ შენამდე მოვალ?
- ჩემამდე?
- ხო, თუ მოგკლავ?! - ამ სიტყვებზე ვოლანდი ჯერ შეცბა, შემდეგ კი გულიანად გადაიხარხარა.
- ჩემი ამბიციური გოგონა! შენ გინდა რომ ექვს ვორანსს შეებრძოლო და თან ცოცხალი დარჩე?
- ჩვენ შეთანხმებას ვდებთ ვოლანდ, მინდა ყველაფერი გათვალისწინებული იყოს!
- მაგ შემთხვევაში მთელი დედამიწა ისედაც შენი იქნება. მე ხომ შენსავით უკვდავი არ ვარ, რომ დამაძინო.
- გასაგებია, ჩვენი წასვლის დროა. ნახვამდის!
- დროებით კამელია!
ერთი კვირა, რომელიც მათ მოსამზადებლად ჰქონდათ საკმაოდ ცოტა იყო. კამელია საშინლად იღლებოდა, თუმცა ძალსა და ღონეს არ იშურებდა.
- ნაინა, ერთიც და ეყოფა. ცოდოა! - შუბლშეკვით საუბრობდა ანდრონიკე და დანით ტოტს თლიდა.
- გირჩევნია შენც დაიმახსოვრო, დაგავიწყდა რომ ცამეტში დაბადებისდღე გაქვს?
- კაი რა ნაინა! და როგორ გავიგებ რომ ჯადოქარი გავხდი?
- გაიგებ!
მთელი დღე ვარჯიშობდნენ, სახლში რომ დაბრუნდნენ კამელია ფანჯარაზე ჩამოჯდა და ნიკემაც მას მიბაძა.
- დღეს რა რიცხვია? - ჰკითხა გოგონას და თმა გადაუწია.
- პირველი... პირველი დეკემბერი. ზეგ კი უკვე ბრძოლა მექნება და... მეშინია ნიკე... ძალიან მეშინია. მე არ ვარ ასეთი ცხოვრებისთვის დაბადებული გესმის? - თვალები აუწყლიანდა კამელიას, ანდრონიკემ კი თავისკენ მიიზიდა და ხელები მძლავრად მოხვია.
- ნუ გეშინია პატარავ, შენ ძლიერი ხარ, ძალიან ძლიერი, გწამდეს, და ყველაფერი გამოვა!
- ნიკე, სიყვარულის გწამს? - გოგონას რამოდენიმე ფიფქი დაეცა სახეზე და ანდრონიკეს ჩაეცინა.
- ეს შენ ქენი?
- არა... - ზეცაში აიხედა კამელიამ და მასაც გაეცინა. - ისინი მეუბნებიან, რომ გწამს...
- ისინი მართალს გეუბნებიან! - გოგონას სახე ხელებში მოიქცია ანდრონიკემ და ლოყაზე ნაზად შეახო ტუჩები, შემდეგ პატარა ცხვირზე აკოცა, ბოლოს კი შუბლზე თმა გადაუწია და ძალიან ძლიერ ჩაეხუტა.
საქართველო, 1215 წელი.
კამელია ათი წლის იყო, თუმცა ის ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ ლილის წინ ახლა უკვე ოცი წლის გოგონა იდგა და ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში.
- ნუ ტირიხარ ლილი რა, გთხოვ! რაც იქნება იქნება.
- მოგკლავენ, კამელია... მოგკლავენ ჩემო სიცოცხლე და როგორ არ ვიტირო გამაგებინე!
- შენც ხომ იცოდი, რომ ამ ქვეყანაში დიდხანს ვერ დავიმალებოდით? და საერთოდ ვერსად ვერ დავემალებოდით... მაინც გვიპოვიან ლილი და რა აზრი აქვს? სულ გავიქცეთ და ვიმალოთ? იან, შენ მაინც რა გჭირს? - მიუბრუნდა სავარძელში მჯდარ თავჩაქინდრულ ბიჭს კამელია. - ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ...
- სიტუაცია ძალიან შეიცვალა, როცა გაიგეს რომ უკვდავი იყავი და იმიტომ!
- და ამას ჩვენ ურთიერთობაზე რა გავლენა აქვს?
- შენ უკვდავი ხარ, მე მოკვდავი! ხედავ განსხვავებას?
- შენ მხოლოდ ეგ გადარდებს არა? თუმცა მხოლოდ ეგ არა, ისიც აუტანელია შენთვის რომ შენზე ძლიერი ვარ!
- გეყოფათ... - ტირილისა და ფიქრისგან ატკიებული თავი უკან გადაწია ლილიმ და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ წამოდგა. - შენ მე სიკვდილს გადამარჩინე კამელია, შენი სიცოცხლით ცხოვრების მიზანი დამიბრუნე. შენ თუ დაგკარგავ, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნება... - ამ სიტყვებზე კამელიასთან მივიდა და ხელები ჩაკიდა. - წინასწარმეტყველებაში წერია, რომ შენ ვორანსების დამარცხებაში ბიჭი დაგეხმარება, ჯადოქარი, რომელიც გიყვარს. - იანს გადახედა და გაუღიმა. - ერთად უნდა იყოთ და ერთ აზრზე. სხვანაირად არ გამოვა!
- შენ ნუ ნერვიულობ, კარგი? ახლა დავიძინებთ, დილით კი დასვენებული გონებით რამეს მოვიფიქრებთ. ლილი სიყვარულის ხომ გწამს?
- ძალიან...
- მეც მწამს, იმიტომ რომ საშინლად მიყვარხარ! - ჩაეხუტა კამელია და ცრემლები წამოუვიდა. რაღაცნაირად გრძნობდა... თითქოს იცოდა, რომ მისი დაძინება იანთან ერთად სამუდამო იყო, მაგრამ მაინც დაწვა.
- შენ გწამს სიყვარულის იან?
- მე უკვე აღარ ვიცი რისი მწამს კამელია...
- ჩამეხუტე...
- გეშინია?
- შენს გვერდით არაფრის მეშინია. - მიეხუტა გოგონა და თვალები დახუჭა. იანმა დიდხანს იწვალა, როგორც კი ხანჯალს იღებდა, მაშინვე უკან ჯიბეში აბრუნებდა. ის სპეციალურად კამელიასთვის შექმნა თერთმეტმა ჯადოქარმა, ვოლანდმა კი იანს გადასცა და დედამისის სიცოცხლის სანაცვლოდ კამელიასი მოითხოვა. იანმა იცოდა, რომ როცა იქნებოდა მოუწევდა ამის გაკეთება, მაგრამ დროს წელავდა. რაც უფრო დებდა, უფრო მეტად უჭირდა. დღეს კი ბოლო დღე იყო. თუ კამელია გაიღვიძებდა, დედამისი სამუდამოდ გადაინაცვლებდა მიცვალებულთა სამეფოში... წამოდგა და გარეთ გავიდა. წყალი შეისხა, ძალა მოიკრიბა და საძინებელში დაბრუნდა.
- ძალიან ლამაზი ხარ... და ძალიან წმინდა... წინასწარმეტყველება ვერ ახდება, და თუ ახდა, ესეიგი ის ბიჭი სხვაა... მე ვერ შევძლებ... მაპატიე კამელია! - ხელი აღმართა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გოგონას პატარა გულისკენ დაუშვა...
კამელიამ ძლიერი ტივილი იგრძნო გულის არეში, წამიერად გააანალიზა რაც მოხდა და ერთადერთი, რისი დანახვაც მოისურვა, ადამიანი იყო, ვინც ასე გაიმეტა. თუმცა თვალები რომ გაახილა ოთახში არავინ დახვდა, შემდეგ ყველაფერი უფრო მეტად ჩაბნელდა , გაახსენდა იანი, ლილი და ძლიერი ტკივილის მიუხედავად მაინც გაიღიმა...
საქართველო, 2014 წელი, 3 დეკემბერი.
შავ, გრძელ კაბაში გამოწყობილი ნერვიულად ათვალიერებდა კამელია საკუთარ გამოსახულებას სარკეში და ყელსაბამს აწვალებდა.
- ისინი სუსტები არიან კამელია, ასე ძალიან ნუ ნერვიულობ.
- თქვენ სად უნდა იყოთ?
- მაყურებლებთან ერთად... ყველანაირად დაგიცავ...
- ნაინა, რაც არ უნდა მოხდეს ფეხი არ მოიცვალოთ არცერთმა, გესმის? - თვალებში ჩახედა გოგონამ.
- მესმის...
- თუ დავმარცხდები, ნიკეს მოკიდე ხელი და წაიყვანე აქედან ძალიან ძალიან შორს. მპირდები?
- გპირდები!
უზარმაზარი სივრცე უხილავი კედლებით იყო შემოფარგლული, რომ ჯადოქრების ოინებს მაყურებლებამდე არ მიეღწია. შუაღამე იყო, თუმცა ვოლანდს ისეთი ეფექტები ჰქონდა მოფიქრებული, ნახვად ნამდვილად ღირდა. ათასნაირი ფერი ერთმანეთს ერწყმოდა ჰაერში და მოედანის არცერთ კუთხეს გაუნათებელს არ ტოვებდა. კამელია შუაგულისკენ წავიდა, ხელში ნაინას შექმნილი ვერცხლის დიდი ხანჯალი ეკავა, მეორეში კი უხილავი ფარი, რომელიც მხოლოდ რაიმეს შეხებაზე ჩნდებოდა. ამდენი ხალხი მას ერთად არასდროს უნახავს, კამერები, შეძახილები, ტრიბუნები... შუაში გაჩერდა და მზერა ვოლანდს მიაპყრო, რომელიც ვორანსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იჯდა და იღიმოდა.
- და აი ისიც, ჩვენი უძლიერესი ჯადოქარი, კამელია! რომელსაც გვარი რატომ არ აქვს თავადაც არ იცის. - ხუმრობდა წამყვანი და ხალხს აქ მოწვევის მიზანს აცნობდა. გოგონასთან მიფრინდა და მიკროფონი მიუშვირა. - შეიძლება თქვენს წარმოშობაზე ვისაუბროთ?
- არა.
- რატომ? - გაეღიმა და ხალხს გადახედა.
- მე აქ ჯადოქრების დასახოცად ვარ... შენი სახელი?
- პადსილენი!
- ანუ, რკინა?
- გხსომებია ბულგარული!
- საჭორიკნოდ არ მცალია პადსილენ!
- ღმერთო, რა ბრაზიანი ყოფილა! იცი? მგონი ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა! - წამიერად მიკროფონი საბრძოლო რკინად გადაიქცა და კამელიამ მხოლოდ უკან გადახტომა მოახერხა მოსაგერიებლად. სანამ აზრზე მოვიდოდა ბიჭმა მეორედ მოუქნია, თუმცა კამელიამ ფარი დაახვედრა და ფეხი მუცელში ჩაარტყა. ვერ გეტყვით რამხელა ყიჟინა მოყვა მის ამ საქციელს, პადსილენი სწრაფად წამოხტა და რკინა დააგდო. - მე შენ განახებ ძუ.კ.ნა! - გაიღიმა და მისი სხეული მთლიანად მლღვალ რკინად იქცა, ისე, რომ კამელიას მოქნეულ ხანჯალს ჩვეულებრივ ატარებდა. გოგონას ნერვები მოეშალა, ხმალი ქარქაშში დააბრუნა, ხელები ასწია და უზარმაზარი ცეცხლის ბურთი, რომელიც წამებში გააკეთა პადსილენს პირდაპირ თავში გაუქანა. ამას მოყვა ოვაციები, ჯადოქრების ჩაღიმება და გაოცებული ხალხის ტაში. თავგახლეჩილი პადსილენი კიდევ ცდილობდა წამოდგომას თუმცა კამელიამ ხმლის ერთი მოძრაობით შუაზე გახლიჩა და ის იყო გამარჯვება უნდა ეზეიმა, რომ ათამდე ჯადოქარმა წრეში მოაქცია. კამელია მიხვდა, რამე უნდა მოეფიქრებინა და უცებ საშინელი ქარი ამოვარდა, ქვიშა, რომელიც ძირს ეყარა სტიქიას შეერია და მათგან სამი პატარა ქარბორბალა გაკეთდა, ჯადოქრებმა უეცრად ვერ მოახერხეს თავის დაცვა და კამელიასაც ეს უნდოდა, სასწრაფოდ გავარდა ერთი მათგანისკენ და ხმლის მოქნევით თავი გააცალა. ყველაზე სუსტმა კი თვალების კი არა, თავის დაცვაც ვერ მოახერხა და ერთ-ერთმა ქარბორბალამ წამიერად დაიტაცა. ამით დაბნეულმა ცისფერთვალება ქალმა, რომელიც იქ ყველაზე ძლიერად ითვლებოდა უკან დაიხია და სხვა ჯადოქრებს დაცვა მოაშორა. კამელია შემდეგზე გადავიდა, დაკლაკნილი ელვა წარმოქმნა და ორ მათგანს პირდაპირ გულში დაარტყა. ცისფერთვალა გონს მოეგო და თავისი ყველაზე ძლიერი თვისება, ორგანოების გაკონტროლება გამოიყენა. კამელია უკვე ბოლოზე გადადიოდა თვალთ რომ დაუბნელდა და გაჩერდა. მამაკაცმა დრო იხელთა, ხელის მძლავრი მოძრაობით გოგონა ჰაერში გაიქნია, ის კი კედელს დაეჯახა და მიწაზე დავარდა. ორივე კამელიასკენ წავიდა, აქამდე მშვიდად მჯდარი ნიკე ანერვიულდა და ფეხზე წამოდგა.
- ნაინა გააკეთე რამე! - კამელიას ხანჯალი მხარში, გულთან ახლოს ჩაარჭო ქალმა და ნიკე უარესად შეიშალა. - დაეხმარე რამით, მოკლავენ!
- უფლება არ მაქვს ნიკე გაიგე!
- კამელია ადექი! ჩემი ხომ გესმის გამოფხიზლდი გთხოვ! - ნიკეს ეს დაძახება და გოგონას თვალების გახელა ერთი იყო. მთელი ძალით წამოფრინდა, ორივე ჯადოქარი აიტაცა, ხმალი მხრიდან გამოძრო და ერთი ჰაერშივე მოკლა, მეორე კი უხილავ კედელს მიახეთქა და ხანჯლით მიაჭედა. უკან მობრუნებისას ის სუსტი დაინახა, ქარბორბალა რომ ატრიალებდა და აქეთ-იქით ახეთქებდა. წვიმა წამოვიდა, უცებ გაიელვა და მეხდაცემული ბოლო ჯადოქარიც დანარჩენებს შეუერთდა...
ვოლანდი დაძაბული ადევნებდა თვალს მთელ ამ ბრძოლას და უკვე ეჭვი ეპარებოდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში.
- ხომ გეუბნებოდი არ გვინდა თქო! - მეხის გავარდნასთან ერთად წამოდგა ზეინი. - ეს კუდიანი ძლიერია! მოდი ახლავე დავაძინოთ! თქვენც ხომ მოგვეხმარებით? დანარჩენ ექვს ვორანსს გადახედა მან თუმცა ვოლანდი წამოდგა.
- ნუ სულელობ! ისინი ძალიან სუსტები იყვნენ. შემდეგ ბროძალს ნამდვილად ვერ გადაურჩება. ახლა რომ პირობა დავარღვიო და ჩემ სიტყვას გადავაბიჯო, როგორ ფიქრობ, რას იტყვიან დანარჩენი ჯადოქრები?
- ხო მაგრამ... - მათმა ბიძაშვილმა, ბელზებელმა სცადა ჩარევა, თუმცა ვოლანდმა გააწყვეტინა.
- არავითარი მაგრამ! ის შემდეგ ბრძოლაში დამარცხდება, და თუ ვერ შეძლეს, ჩვენ მივხედავთ! - მიკროფონი აიღო და შუაგულში მდგარ, ოვაციებით დაჯილდოვებულ კამელიას მზერა გაუსწორა. - შენს ძალებში ეჭვი არ მეპარებოდა ძვირფასო! ვორანსების სახელით გილოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. რას იტყვით, როგორი იყო? - ხალხმა თანხმობის ნიშნად ტაში და ყვირილი ატეხა. - რაც შეეხება შემდეგ ბრძოლას, ის ოცდათერთმეტ დეკემბერს, საღამოს ცხრა საათზე გაიმართება! ვნახოთ, ვინ შეხვდება ახალ წელს! - ვოლანდმა სიტყვა დაასრულა, ხალხმა ისევ დაუკრა ტაში, კამელია კი უყურებდა, უბრალოდ იდგა და ვოლანდის სიტყვების გააზრებას ცდილობდა.
სახლში რომ მივიდნენ გამოიცვალა. ნაინას სახეზე სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა. ჩაი სამისთვის მოამზადა და გოგონაც გამოვიდა.
- შესანიშნავი იყავი იცი?
- გმადლობ ნაინა. - ჩაი მოსვა და ნიკეს მიეხუტა. მან ხელი გაშალა, ახლოს მიიკრა და შუბლზე აკოცა. - ვოლანდის აიტყვებს დაუკვირდი?
- კი... მეორე ბრძოლაც თუ მოიგე, მესამე აღარ გაიმართება.
- იქვე მომკლავენ... ისედაც დასუსტებული ვიქნები თუ მათ გადავურჩი და მერე ადვილად მომიღებენ ბოლოს.
- მეც მაგაზე ვფიქრობდი მთელი გზა კამელია... რამე უნდა მოვიფიქროთ.
- ჩაი მხოლოდ სამისთვისაა? - ოთახში ბალთაზარი შემოვიდა და კამელიამ მის გვერდით რუსკა რომ დაინახა გაოცდა. - იქნებ ორი კიდევ დაემატებინა ჩვენს ძვირფას ნაინას?
- რუსკას ამაში ნუ რევ! - მაქსიმალური სიმშვიდით უთხრა ნიკემ და გოგონას გაეცინა.
- მე ყველაფერი ვიცი ანდრონიკე... ბალთაზარმა ბევრი რამ მაჩვენა...
- და წარმოიდგინეთ, იცით რა მითხრა დღეს ბრძოლისას?
- იქ გყავდა? - გაბრაზდა კამელია.
- ხო რა იყო, შენ რომ ნიკე გყავდა მე არ მინდოდა?
- ბალთაზარ დააჰიპნოზე? - უკვე ფეხზე წამოდგა გოგონა.
- როკაპმა წამართვას ყველა ძალა, თუ მის მიმართ რაიმე სახის მაგია გამომეყენებინა. კარგი რა, ხომ დაგპირდი!
- და რა გითხრა? - დაინტერესდა კამელია და რუსკას ღიმილით გადახედა.
- თუ არ დაეხმარები შემდეგი ბრძოლისთვის ხმას აღარ გაგცემო... ხედავ უკვე რა ულტიმატუმებს მიყენებს?
- დაილას გავს... - დაიჩურჩულა კამელიამ და მაშინვე ენაზე იკბინა. ბალთაზარს ღიმილი სახეზე მიეყინა. მოიღუშა და ნაინას მოტანილი ჩაი მოსვა.
- ალბათ ამიტომაც დაგეხმარები... ხო მართლა, - გახალისდა ისევ. - არ შემიძლია არ გითხრა, რომ საშინლად ბრძოლობდი. მოსაწყენი იყო, კარგი რა!
- მოსაწყენი?
- რა თქმა უნდა! ქარბორბალები მეხი, ცეცხლის ბურთი... მე უფრო კრეატიული მეგონე. თუმცა ყველაფერი წინაა! იმედი მაქვს ხვდები რომ მესამე ბრძოლა არ შედგება, რადგან...
- თუ გაიმარჯვა მოკლავენ! - თქვა რუსკამ და კმაყოფილმა გადახედა ბალთაზარს.
- ხედავ რა ჭკვიანი მყავს? - გაიცინა მანაც. - მოკლედ... ახლა უბრალოდ იმიტომ მოვედი, რომ იცოდე, ჩემი იმედი გქონდეს. ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებ...
- კარგი ბალთაზარ...
- იმედია ამ ორმაგ თამაშში ისე არ იზავ, რომ კამელია დაზარალდეს! - თვალი გაუსწორა ნიკემ და წამოდგა.
- ის მე მიცნობს ნიკე. ადამიანების ერთიშეხედვით ამოცნობა, მისი საუკეთესო ნიჭია. - რუსკას ხელი მოხვია, დაემშვიდობა ყველას და გავიდა.
- ახლა რა ვქნათ? - ცხვირზე მოეფერა ნიკე გოგონას.
- ახლა დავიძინოთ. არ დაიღალე?
- არა. - თმაზე მოეფერა.
- ნიკე...
- გისმენ.
- მადლობა. - ცისფერი თვალები მიანათა ბიჭს, როელიც ახლა უკვე სახეზე ეფერებოდა.
- რისთვის კამელია?
- რომ ასეთი კარგი ხარ! - ორივე ხელში ნიკეს სახე მოიქცია გოგონამ და ლოყა ლოყასთან მიუტანა, შემდეგ ტუჩებიკენ გადაინაცვლა, ოდნავ მაღლა აიწია და მთელი გრძნობით აკოცა...
- რას აკეთებ? - გოგონასთვის ტუჩების მოუშორებლად იკითხა ნიკემ და უფრო მეტად მიიზიდა.
- ვერ გრძნობ?
- ძალიან ვნებიანი ხარ! - მაღლიდან დაისვა კამელია და წელზე ხელების მოკიდებით სხეულზე აიკრა.
- შენ პირველი ხარ, ვისაც ჩემი ინიციატივით ვაკოცე. - მაიკაში პატარა თითები შეუცურა და...
- ხო მაგრამ, - თავი უკან გასწია და თვალებში ჩახედა ნიკემ. - მე ჯერ ამას არ ვაპირებდი, თანაც შენ...
- თანაც მე ჯადოქარი ვარ... შენ კი ადამიანი... და თანაც ნებისმიერ წამს შეიძლება მომკლან, ამის თქმა გინდოდა? - გაბრაზდა კამელია და უკან გაიწია.
- შენ უკვდავი ხარ!
- დაძინება, ან ვოლანდის მსახურობა ჩემთვის სიკვდილია ნიკე! მართალი ხარ, - წამოდგა მერე და კარისკენ წავიდა. - ეს არ უნდა გამეკეთებინა.
- მოიცადე, მე ეგ არ მიგულისხმია...
- სულ რამდენიმე დღე დარჩა ნიკე შენს დაბადებისდღემდე და აი მერე გამიგებ!
- მე ჯადოქარი არ ვიქნები!
- ხანდახან ვნანობ, რომ გამაღვიძე... - გაუღიმა სევდიანად და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა.
მეორე დღეს ნიკე რეზისთან იჯდა სახლში და გვიანობამდე სვამდა.
- ჩემი ბრალია ძმაო რა! - თავს იდანაშაულებდა რეზი და სასმელს ავსებდა. - მე უნდა მეფრთხილა, მე არ უნდა მომეცა საშუალება იმ კუდიანისთვის ხანჯალი ამოგეცალა...
- შენ რა შუაში ხარ კაი რა შე.ჩ.ემა, რა ვიცოდით წინასწარ... თანაც, თუ ჩემ დაბადებისდღეზე მართლა მეც მათნაირი გავხდი... აუუ! ფიქრიც არ მინდა!
- რატო არ გინდა შე.ჩ.ემა? - გაეცინა რეზის. - ჰიპნოზი შეგეძლება, სადაც გინდა იქ გაფრინდები, ვისაც გინდა იმას ,,აიხვევ". უსაზღვრო შესაძლებლობები გექნება, ხო არ ღადაობ!
- მე მომწონს როგორც ვცხოვრობ! ადამიანობა მომწონს, სირთულეები მომწონს, ჩვენს ცხოვრებას გაუმარჯოს ,,კაროჩე"! - მოიყუდა ჭიქა და ბოლომდე გამოცალა.
- გაუმარჯოს! - მიბაძა რეზიმაც და ცოტა ხანი დაფიქრდა. - კამელია მოგწონს?
- არ გვინდა ეხლა მაგაზე...
- ე, შე.ჩ.ემა მითხარი რა ,,პონტია"?!
- მაგას მოწონება აღარ ქვია რეზი... მაგრამ მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის! იცის რომ ძლიერია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მე კი ვინ ვარ? გამაგებინე ვინ ვარ მის გვერდით?
- თავს სუსტად გრძნობ?
- ,,იასნია" შე.ჩ.ემა! უსუსურ ადამიანად, რომელიც წესით ქალს უნდა იცავდეს და პირიქით ხდება. ის მიცავს!
- და მაინც არ გინდა ჯადოქარი აღმოჩნდე?
- მე უბრალოდ... მეშინია იმედი არ გამიცრუვდეს რეზი... - ამ მომენტში ანდრონიკე იმდენად გულახდილი და საყვარელი იყო რეზი წამოდგა და უკნიდან მიეხუტა ძმაკაცს.
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა ძმაა!
- იცი რა საყვარელია? ბავშვია, პატარა თოჯინასავით აფახულებს იმ წამწამებს და მეამიტურად მიყურებს... ვერ ვძლებ რომ არ მივიხუტო... მინდა ჩემი იყოს გესმის? და ვგრძნობ რომ პირიქით არის! მე ვარ მისი...
- კაი დაწყნარდი... წამო დივანზე გადავჯდეთ რა, წელი მეტკინა...
- მოედანზე კი... ვერ გეტყვი ვინ იყო... ვერცერთ ცხოველს ან ფრინველს ვერ შევადარებ... იქ უკვე ქალი იყო, ძლიერი, თავდაჯერებული, ამაყი... ჩემთან კი პატარა ბავშვია... პატარა თოჯინა... ჩემი პატარა... - ბურტყუნებდა უკვე თავისთვის და თვალები ელულებოდა. ჩვენი თოვლის ჯადოქარი კი სახურავზე იწვა და მის ყოველ სიტყვას აკვირდებოდა. ხან ეღიმებოდა, ხან კი პირიქით, წარბებს შეკრავდა და თვალები ცრემლით ევსებოდა. შემდეგ წამოდგა, დივანზე მიწოლილ ძმაკაცებს პლედი მიაფარა, ცოტა ხანს კიდევ უყურა მძინარე ნიკეს და კიბეებზე დაეშვა.
პირველ დღეებში კამელიასთვის ვარჯიში ძალიან დამღლელი და აუტანელი იყო. ყველა წვრილმანზე, რომელიც არ გამოსდიოდა, ნერვები ეშლებოდა. ხან შეეძლო ქვა გაეხეთქა, ხან კი უბრალო ბალახზეც ვერ ახდენდა კონცენტრაციას. სამაგიეროდ ხმლის ქნევა საუკეთესოდ გამოსდიოდა, მიზანშიც ყოველთვის სწორად არტყავდა.
- ახლა მთელი მხრით წამოიღე! - დიდი გრუშა ეჭირა ნიკეს და კამელიას შიშველი ხელებით ჩხუბს ასწავლიდა. - უფრო ზემოდან!
- ზემოდან ყველაფერი კარგია. - ხის ტოტზე იჯდა ბალთაზარი და კამელიას ნერვების მოსაშლელად გირჩებს ესროდა. - შენ რომელი გირჩევნია? - ჰკითხა გოგონას და კიდევ ერთი გაუქანა.
- როდის მოკეტავ?! - გირჩს მიმართულება შეუცვალა და ბალთაზარს პირდაპირ წარბში გაარტყა.
- არა მართლა, - ახარხარდა მამაკაცი. - ზემოდან თუ ქვემოდან?
- ძალიან დავიღალე... - მიწაზე გაწვა გოგონა და თვალები დახუჭა.
- ასე მალე თუ იღლები არ მინდა... ვსო! დასვენება დამთავრდა ადგაა!
- ბალთაზარ...
- კარგი, დაგინდობ. რას აკეთებ როცა შენს ორგანოებზე მოქმედებენ?
- მაქსიმალურ კონცენტრაციას დაცვაზე ვაკეთებ და უკან ვუბრუნებ. - უეცრად იგრძნო როგორ გაეყინა ხელები და ბალთაზარს ახედა. მამაკაცი ხეზე ხელებით იყო ჩამოკიდული და იცინოდა. კამელიამ ძალები მოიკრიბა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და თითიც ვერ გაანძრია. შემდეგ ისევ სცადა, კიდევ გაიმეორა და ბოლოს ნერვები რომ მოეშალა წამოხტა. მისი ადგომა და ბალთაზარის ხიდან ჩამოვარდნა ერთი იყო.
- ასე? - გაუღიმა ნიშნის მოგებით და შეტრიალდა. - დღეისთვის კმარა... თანაც საქმე მაქვს.
- რა საქმე? - თითქმის ერთდროულად ჰკითხა ორივე და კამელიას გაეცინა.
- ეს პირადულია! - მოსაცმელს დასწვდა და გაშტერებული მამაკაცები ღიმილით დატოვა.
უკვე თორმეტი საათი ხდებოდა, კამელია კი ტელეფონს არ პასუხობდა. ნიკე ნერვიულად სცემდა ბოლთას ეზოში და უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, უკნიდან თვალებზე ვიღაცამ შარფი რომ მოახვია. სურნელი რადგან იცნო გაიცინა.
- რას აკეთებ?
- დამპირდი რომ არ მოიხსნი სანამ მე არ გეტყვი.
- გპირდები! - უეცრად სიმსუბუქე იგრძნო და რომ მიხვდა ჰაერში იყო დიძაბა. - სად მივდივართ?
- ხელები მომკიდე და გაიგებ. - და როგორც კი ბიჭმა მისი თხოვნა შეასრულა საშინელი სისწრაფით გავარდნენ. გზა საკმაოდ დიდი და დამღლელი აღმოჩნდა. თოვლის ფიფქები სახეზე ეყრებოდათ, უკვე ორივე კანკალმა აიტანა კამელიამ სვლა რომ შეანელა და ნიკემ იგრძნო როგორ დააბიჯა ფეხი თოვლში.
- ცოტა ხანს კიდევ... - საათს დახედა კამელიამ. თორმეტს წამები ეკლდა. უკნიდან მოუარა ნიკეს და შარფი მოხსნა. ისინი მთაზე იდგნენ, ყველაზე მაღალ ადგილას ბულგარეთში და მარიცას სათავეს გადაჰყურებდნენ. მსხვილი ფიფქები საოცარ განათებას წარმოქმნიდნენ ჰაერში, სხვადასხვა ფერი ერთმანეთში გადადიოდა და საერთო ჯამში სიტყვებს ქმნიდა. ნიკე ისე იყო ნანახით გაოცებული, რომ ძლივს გაარჩია შექმნილი სიტყვა - ,,სასწაულია!" და კამელიას გახედა.
- სასწაულია?
- რა თქმა უნდა, შენი დაბადებისდღე ჩემთვის ნამდვილად სასწაულია. თანაც თუ გავითვალისწინებთ რომ მხოლოდ შენი არ არის... აღნიშვნის მიზეზი უფრო მეტად გვაქვს!
- კიდევ ვისია? - კამელიას ჩაეღიმა. - შენი? - უფრო მეტად გაოცდა ნიკე.
- ხო, დღეს ცამეტი დეკემბერია და ზუსტად მაგ ადგილას, შენ რომ დგახარ, 1205 წელს ლილიმ შავ მოსაცმელში გახვეული მიპოვა...
- მოდი ჩემთან! - მისკენ წავიდა ანდრონიკე და ძლიერად ჩაეხუტა. საკმაოდ დიდ ხანს რომ არ გაუშვა, მის ყელში ჩარგული ცხვირი ამოწია კამელიამ და ბიჭს ახედა.
- რა მოხდა? - შეშფოთდა როგორც კი სახეშეცვლილი ნიკე დაინახა, უკან მიბრუნდა, საითაც ის იყურებოდა და განცვიფრდა, ჰაერში ფიფქებით ,,ეს მართლაც სასწაულია" ეწერა...
- ნიკე ეს... ნიკე შენ...
- ხო... მე... - გაშტერებული, დაზაფრული უყურებდა სივრცეს, ის ნამდვილად ჯადოქარი იყო, ისეთივე, როგორიც კამელია, ნაინა, ბალთაზარი, ვოლანდი და მისი ვორანსები, ლილი... ის გაუაზრებლად, თავისგან დამოუკიდებლად გახდა მათი სამყაროს წევრი, ეშინოდა ნიკეს, ეშინოდა და ეს შიში უფრო მეტად მოსწონდა და იზიდავდა, ახლა ვეღარ იტყოდა, რომ სუსტი იყო, ახლა ის ყოვლისშემძლე ჯადოქარი გახლდათ, ისევე, როგორც დანარჩენები და ახლა ის დაიცავდა ქალს, რომელიც პირველივე დღიდან მასში შეიჭრა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა...
- საშინელებაა! თავიდან! - დიდი რუპორი ეჭირა ბალთაზარს და წყვილს თავზე დასჩხაოდა. - ცოტა უფრო ძლიერად, რა იყო, ვერ იმეტებთ ერთმანეთს?
- მეტი აღარ შემიძლია... - გაოფლიანებული ქშინავდა კამელია და ნიკეს ურტყავდა.
- აბა მე ვიყო მის ადგილას?! ისე მომიქნევდი, ძლივს ვტრიალდები ხოლმე უკან!
- როგორ შევწუხდი! - ნერვები მოეშალა ნიკეს და უცებ ბალთაზარი გაჩუმდა. კამელიამ ჩხუბი შეწყვიტა და მამაკაცს გახედა. მას თვალები სასაცილოდ დაეჭყიტა და ენას ვერ ამოძრავებდა. ანდრონიკე ისე იცინოდა, კინაღამ ჩაბჟირდა.
- რომელი იყავით! - დაიყვირა უცებ ბალთაზარმა და განრისხებული მათკენ წავიდა. - შენ არა?
- ნიკეს უყურებდა და იმით ნასიამოვნებს, რომ ასე მალე სწავლობდნენ სახეზე ღიმილი შეეპარა.
- კაი გვეყოს, გავაგრძელოთ ნიკე. - მისკენ შებრუნდა და როგორც კი კამელიამ მუშტი მოუქნია ანდრონიკე გამეხებული ძირს გაწვა.
- აუ... ბალთაზარ გეყოოს!
- მე დავიწყე თუ მან?
- დაანებე თავი!
- ჯერ ეს ერთიც მან დაიწყო და მეორეც, საერთოდ არ მომწონს ეს ტიპი ასე რომ ძლიერდება! აქამდე არავინ იყო, ერთი პატარა ჭიაყელა! ახლა კი გველეშაპობა მომინდომა!
- ჯანსაღი კონკურენცია ასე გაწუხებს? - წამოჯდა ნიკე და ბალთაზარს გაუღიმა.
- მოეჩა! მაგრად მ.კი.დია, რაც გინდათ ის ქენით! - გაბრაზდა მამაკაცი და შებრუნდა.
- კარგი რა ბალთაზარ! ბალთაზარ! - უკან გაეკიდა კამელია. - გთხოვ, მხოლოდ სამი დღე დაგვრჩა, აქედან ერთი დღე იქ უნდა ვიყო... გამიძელი ეს ორი დღეც...
- გითხარი არა თქო!
- ბალთაზარ მჭირდები! - მამაკაცი შედგა და გაახსენდა დღე, როდესაც კამელიამ ზუსტად ასე გააჩერა. ცოტა ხანს უყურა, შემდეგ კი შეტრიალდა და სწრაფად გაფრინდა.
ბულგარეთი, 1214 წელი.
- ბალთაზარ, რამე უნდა მოვიმოქმედოთ! ის გოგო უნდა მიპოვო გესმის? - ნერვიულად მიმოდიოდა ვოლანდი ოთახში და თან ერთ-ერთ ჯადოქარს აწამებდა.
- ილალამ რომ იპოვა რა მოხდა?
- მასზე არაფერი მოქმედებს, საერთოდ არაფერი! უკვდავია!
- და აბა რა აზრი აქვს მის პოვნას?
- ვერ მოვკლავთ, მაგრამ მისი სამუდამოდ დაძინება შეგვიძლია... მოკლედ იპოვე, დაილა აქ დარჩება...
- აქ დარჩება? არ მესმის, შენ რა, არ მენდობი?
- უბრალოდ, ასე ბევრად მშვიდად ვიქნებით. შენც შენ საქმეს გააკეთებ, მეც აღარ ვინერვიულებ!
- არ მომწონს ასე რომ იქცევი ვოლანდ!
- მომიყვანე დღეს დაილა და საქმეს შეუდექი! - შეტრიალდა ის და სწრაფი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა. ბევრი იფიქრა ბალთაზარმა, მთელი გზა ჩაფიქრებული მოდიოდა და საბოლოოდ მიადგა კამელიას სამალავს. რამდენიმე წუთი იდგა და უყურებდა, როგორ ასწავლიდნენ დაილა და ლილი გოგონას საგნების ჰაერში აწევას, შემდეგ ფრენას. ბოლოს რომ ნახა ცამეტი წლის ბავშვს გავდა, ახლა კი უკვე ზრდასრული, მიმზიდველი ქალი იყო, შავი თმითა და დიდი ცისფერი თვალებით. კოჭებამდე კაბა ეცვა, გულზე საკმაოდ ამოღებული. უცებ კამელია ერთი დატრიალდა ჰაერში, შემდეგ ყვირილი ატეხა, ორიენტაცია აერია და დიდი სიჩქარით ბალთაზარს დაეჯახა. მამაკაცი აზრზე რომ მოვიდა გოგონა ზემოდან ეწვა და დაბნეული, გაფართოვებული თვალებით მისჩერებოდა. შემდეგ ნელ-ნელა ჩააყოლა თვალი; პატარა ცხვირი, ზომაზე ოდნავ დიდი, მაგრამ ფერმკრთალი ტუჩები, გრძელი ყელი, სავსე მკერდი, რომელიც დაჯახებისას უფრო მაღლა ასწეოდა და თითქმის ნახევრად ჩანდა. ბალთაზარმა ნერწყვი გადაყლაპა და გოგონას თვალებში ახედა.
- შენ ვინ ხარ?
- ბიძია ბალთაზარი დაგავიწყდა? - გვერდულად გაუღიმა მამაკაცმა და კიდევ ერთხელ დახედა მკერდზე. კამელიამ თვალები ბრაზიანად მოჭუტა და სწრაფად წამოდგა. - ყოფილიყავი კიდევ ცოტა ხანს!
- ბალთაზარ! - შეეგება დაილა. - რა მოხდა, რაო ვოლანდმა?
- წამოდი! - მკლავში ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა ქალი. - უნდა მივცეთ, სხვა გზა არ არის!
- რა? ბალთაზარ რას ამბობ! არავითარ შემთხვევაში! შეხედე რა პატარა და...
- მეამიტია? კარგი რა! მის გამო შენ დაკარგვას არ ვაპირებ!
- ეგ ვოლანდმა გითხრა?
- პირდაპირ არა, მაგრამ მაგრძნობინა... მასთან უნდა დარჩე, სანამ კამელიას არ მივიყვან.
- კარგი... მაგრამ რამე მოიფიქრე იცოდე! არ გაბედო და ეს გოგო კრავივით ხელში არ ჩაუგდო იმ ავაზაკებს თორემ თავს მოვიკლავ, გესმის? მიყვარხარ! - ორივე ხელი ლოყებზე მოკიდა დაილამ და მთელი გრძნობით, უკანასკნელად აკოცა...
საქართველო, 2014 წელი.
ბალთაზარი კამელიას, ოთახში, მაგიდაზე ჩამომჯდარი დახვდა. გაფართოვებული თვალებით ერთ წერტილს მიშტერებოდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- ბალთაზარ რა გჭირს? ბალთაზარ! აქ რა გინდა? - აბაზანიდან ახალგამოსულ გოგონას მხოლოდ საცვლები ეცვა და ხალათი შემოეხვია.
- გაიმეორე დღეს რა მითხარი? - თვალის მოუცილებლად იკითხა მამაკაცმა.
- მჭირდები თქო... მაგას გულისხმობ? - პირსახოცით თმა შეიმშრალა და მისკენ წავიდა.
- ხო, ამ სიტყვით კარგად მანიპულირებ ყოველთვის! - ღია მწვანე, წყლიანი თვალებით შეხედა მან და მაგიდიდან ჩამოხტა.
- რას გულისხმობ ბალთაზარ? - დაიბნა კამელია და პირსახოცი სკამზე მიკიდა. მამაკაცი მიუახლოვდა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით საწოლზე დაახეთქა და ზემოდან მოექცა.
- გიბრძანებ გაიხსენო! - თითქმის შეუძვრა თვალებში გოგონას და ხელები თავს ზემოთ დაუჭირა. პირველი სიტყვები, რაც კამელიას გაახსენდა ეს იყო - ,,გიბრძანებ დაივიწყო", ეს ბალთაზარმა მაშინ უთხრა, როცა მის გამო დაილა გაწირა, როცა ვოლანდს მოატყუა, როცა კამელია გადამალა... გაახსენდა მათი შეხვედრა ქალს და ერთიანად კანკალმა აიტანა.
- ბალთაზარ შენ...
- ხო, მე შემიყვარდი! მაგ დღეს კი არა, ჯერ კიდევ ლაპარაკი რომ არ იცოდი მაშინ შემიყვარდი! უბრალოდ შემდეგ ვნება დაემატა! - ხალათი მოუღეღა კამელიას და მკერდზე ხარბად დახედა.
- ბალთაზარ ხომ არ გაგიჟდი? - სცადა გათავისუფლება, მაგრამ მამაკაცი მთელი ძალით იჭერდა.
- შენს გამო დაილა გავწირე, ვორანსები გადავაგდე! - ზედა საცვალს უხსნიდა და თან ძლიერად იჭერდა. - შენ კი იმ უბადრუკ იანთან ერთად გამოიქეცი!
- გაჩერდი გთხოვ! - ზედაც ხალათის გზას გაუდგა და ბალთაზარმა შიშველ მკერდზე დახედა ქალს თუ არა გონება დაებინდა... თვალები დაუბნელდა, მიხვდა კამელიას ოინები იყო და გაიღიმა.
- ასე ვერ გამაჩერებ! - მკერზე ნაზად შეეხო, მაგრამ მერე ძილი მოერია, ხელები მოუდუნდა და დამბლადაცემულივით მიეგდო საწოლზე.
ბალთაზარმა თვალი რომ გაახილა ბეტონის კედლებს მოკრა თვალი, მერე რკინის დიდ, გისოსებიან კარს, კამელიას სუნთქვა მოესმა და ჩაიცინა.
- სად იპოვე ეს ადგილი?
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - ნელი ნაბიჯებით, გისოსების მიღმა მიმოდიოდა კამელია და ბალთაზარს თვალს არ აცილებდა.
- ასე მიხდი მადლობას?
- ვგრძნობ, რომ იქ ხელს შემიშლი...
- ეს კედლები ერთ დღესაც ვერ დამიჭერს ძვირფასო!
- ამაზე უკვე ვიზრუნე, მის გარდა ბევრი სხვა კედლის გადალახვა მოგიწევს... - ცოტა ხანს დაფიქრდა კამელია, შემდეგ კი გააგრძელა. - დიდი მადლობა ყველაფრისთვის ბალთაზარ... აუცილებლად გადაგიხდი... - მძიმედ შებრუნდა, მიდიოდა და ცდილობდა ბალთაზარის ძახილისთვის ყურადღება არ მიექცია, შენობიდან ამოვიდა და დიდი, რკინის კარიბჭე გადაკეტა.
- მორჩა, წავედით... - ნიკეს თვალი გაუსწორა და ნაინას გაუღიმა. თუ ვერ გადავრჩით, ბალთაზარი აქ არ დატოვო კარგი, ნაინა?
- ის თვითონაც გამოვა, ხომ იცი რა ძლიერია... კამელია! - შეაჩერა როგორც კი შებრუნება დააპირა ქალმა. - შენ გაიმარჯვებ, ამის გჯეროდეს! - შემდეგ გადაეხვია და აცრემლიანებული თვალებით ნიკეს მიუბრუნდა. - ჩემო ბიჭო... ჩემო სიცოცხლე...
- კარგი რა ნაინა, ხომ არ ვკვდები...
- მიყვარხარ ჩემო ანდრონიკე! გულში მიყვარხარ! - იცოდა ნაინამ... იცოდა რომ უკანასკნელად ეხუტებოდა შვილიშვილს, მაგრამ ხმას არ იღებდა. უხმოდ ტიროდა და დარდს გულში იკლავდა. ასევე უხმოდ გააყოლა თვალი უკვე შორს მყოფ წყვილს, მუხლებზე დაეცა და ატირდა.
ერთი დღე, რომელიც კამელიამ და ნიკემ სასახლეში გაატარეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ყველაფერი მოჯადოვებული ჰყავდა ვოლანდს. ფრინველებს ციცინათელების ჩირაღდანი ედგათ ზურგზე და ერთ ადგილას დაფრინავდნენ, მელიები მტვრის მწმენავის ფუნქციას ასრულებდნენ, ურჩი ჯადოქრები, როგორც უკვე ვთქვი კარიბჭის გასაღებად ან მაგიდის ფეხებად გამოიყენებოდნენ. კამელია ცდილობდა ვინმე მაინც ამოეცნო მათში, მაგრამ სულ ტყუილად. ნიკეს ერთი წამითაც არ შორდებოდა გვერდიდან რამე რომ არ მომხდარიყო. სრულიად შემთხვევით ქვემოთ ჩასასვლელი კიბეები დაინახა და მისკენ წავიდა თუ არა ბელზებელი წინ აესვეტა.
- საით პატარავ?
- ექსკურსია მაქვს!
- ნუ დაწანწალებ აქეთ-იქით, მოემზადო გირჩევნია! სულ რამოდენიმე საათი დარჩა ძ.უ.კნა! - ამის თქმა იყო და ანდრონიკემ კედელს მიანარცხა.
- აბა კიდევ გაიმეორე! - ბელზებელი წამით დაიბნა. მოეჩვენა, რომ ნიკეს თვალებში ცეცხლის ალი ენთო და თვალები გაუშტერდა.
- ნიკე დასვი გთხოვ, ხომ ხედავ გიწვევს! - ბელზებელი სწრაფად დატრიალდა და ახლა ნიკე აღმოჩნდა კედელზე.
- საკმარისია! - მოისმა ვოლანდის ხმა და ბიძაშვილმა ანდრონიკეს ხელი სწრაფად გაუშვა. - მე შენ რა გაგაფრთხილე?
- თვითონ დაიწყო!
- მე ვთქვი, არავითარი შეურაცხყოფა, სანამ ბრძოლა არ დაიწყება-თქო! მერე კი ისე მოექეცი, როგორც მოგესურვება. - ბელზებელმა გაიღიმა და კამელიას თვალი ააყოლა.
- გემრიელი იქნება...
- დროა! - დერეფანში ზეინი შემოვიდა და მათ მიაჩერდა. - რა მოხდა?
- არაფერი. კამელია, გაყევი...
- მხოლოდ ნიკესთან ერთად!
- ამჯერად დაგითმობ! - გაეღიმა ვოლანდსაც და წყვილს გზიდან ჩამოშორდა.
გრძელი, შავი კაბა ეცვა კამელიას და დაჟინებით მისჩერებოდა თავის გამოსახულებას. ვერ გეტყვით გული როგორ უცემდა. ეს არ იყო ნერვიულობა, შიში... ეს უფრო მეტი და ძლიერი ემოცია იყო. ფიქრობდა ყველაფერზე, ნიკეზე, ნაინაზე, ბალთაზარზე... ყველაზე, საკუთარი თავის გარდა. ეს არ იყო მხოლოდ მისი ბრძოლა და აქ არ იცავდა მხოლოდ მის თავისუფლებას. მისი განადგურება მომავალში მსოფლიოს განადგურება იყო, რადგან ვოლანდი სრულ ძალაუფლებას მიიღებდა. რა მოხდებოდა მერე? ტირანად იქცეოდა... კამელიას სასახლეში გამომწყვდეული, დასჯილი ჯადოქრები გაახსენდა, შემდეგ ჭორები, როგორ ექცეოდა ვოლანდი ადამიანებს და გააკანკალა.
- ვოლანდზე ფიქრობ? - მიუახლოვდა ნიკე და მოშიშვლებულ მხრებზე ხელი ჩამოუსვა.
- საშინელება მოხდება ანდრონიკე თუ გაიმარჯვა...
- ვერ გაიმარჯვებს თუ გეგმას არ გადავუხვევთ!
- ნიკე შენ საკმარისი ძალა არ გაქვს... იქნებ არ ღირს... იქნებ მხოლოდ მე... თანაც თუ გაიგეს...
- ჩუმად! ყველაფერი კარგად იქნება გესმის? მენდე... - ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს, თვალები დახუჭეს და...
- კამელია...
- რა?
- მიყვარხარ... - და ორივე გაქრა.
ვოლანდისთვის უცხო არ ყოფილა კამელიას ასეთი უეცარი გამოჩენა შუაგულ მოედანზე. სიმართლე ვთქვათ, ისიც საოცრად ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი გეგმა ჰქონდა. როგორც კი მიხვდებოდა, რომ უკანასკნელ ჯადოქარს ამარცხებდა გოგონა, ექვსივე ვორანსი წრეს შემოარტყავდა და სამუდამოდ დააძინებდა... რა მოყვებოდა ამას? რა თქმა უნდა, ჯადოქრებისა და ხალხის უკმაყოფილება, თუმცა ეგ ყოველთვის ნაკლებად ადარდებდა.
- ქალბატონებო და ბატონებო, მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული, ყველაზე პოპულარული და ყველაზე თანამედროვე შოუ ,,ჯადოქრების ბრძოლის" ნახევარფინალი, იწყება! - ხალხის ოვაციებმა კინაღამ მოედანი ააზანზარა. - თუმცა, ვერ დავიწყებთ ისე, წინა ბრძოლიდან საუკეთესო მომენტები რომ არ შემოგთავაზოთ!
კამელია უყურებდა ეკრანს, როგორ აცლიდა თავს ჯადოქრებს, როგორ დაეცა, როგორ წამოფრინდა უცებ და უეცრად ფეხქვეშ ქვიშის ცოცვა იგრძნო. ცივი, სლიპინა სხეული მოედო მის ფეხებს და ქვემოთ დაქაჩა. გოგონა მაქსიმალურად ეცადა აფრენას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხალხი დაიძაბა და მოედანზე საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. კამელია ქვიშაში იძირებოდა და ვერაფერს აკეთებდა, ბოლოს, როცა უკვე მკერდამდე ჩაეფლო სწრაფად დატრიალდა, ფეხები უცხო სხეულის მოჭერისგან გაესისხლა, მაგრამ არ გაჩერდა. სიჩქარეს მოუმატა და მაღლა აიწია, მერე კიდევ, ბოლოს საერთოდ ამოვიდა, სწრაფად გაჩერდა და გველის ფორმის ჯადოქარი კედელზე მიანარცხა თუ არა შემდეგი გამოჩნდა. ასეთი უცნაური რამ ცხოვრებაში პირველად ნახა. ქალს მგლის ხახა ჰქონდა, თვალები ცისფრად უელავდა, ხელები და ფეხები რვაფეხის საცეცებს მოგაგონებდათ. ელვისსისწრაფით გამოიქცა კამელიასკენ და ერთი მოქნევით შორს გაისროლა. ვოლანდს ჩაეღიმა და ზეინს ნიშნისმოგებით გადახედა. ჯადოქარმა ერთი არაბუნებრივად დაიღრიალა, ხელები მაღლა ასწია და შავი, უფორმო მტვერივით რაღაც წარმოქმნა თუ არა კამელიასკენ დაიძრა. სიშავე მიუახლოვდა თუ არა წვა იგრძნო, ფეხები აუწითლდა, ვოლანდს ერთი გახედა და უეცრად გაქრა. ვორანსებმა წამოიწიეს და მოედანი მოათვალიერეს, მგლისხახიანი ადგილზე დატრიალდა რომ მოულოდნელი თავდასხმისგან თავი დაეცვა და ძირს რომ დაიხედა თვალები გაუფართოვდა. ნაბიჯების გადადგმა უნდოდა, მაგრამ ფეხებზე შემოკრული გაქვავებული ქვიშის მასა ამის საშუალებას არ აძლევდა. ნელნელა ეკვროდა მთელ სხეულზე და ჯადოქარმა იქამდე იცოცხლა, სანამ ქვიშამ მის ფილტვებამდე არ მიაღწია, დახველებაც ვერ მოასწრო ისე გაქვავდა და უკანასკნელი რაც დაინახა მომღიმარი კამელია იყო, რომელიც ჰაერში დატრიალდა, ფეხი მძლავრად ჩაარტყა და დაიჩურჩულა.
- ,,მტვერი ხარ და მტვრად იქცევი!" - ვოლანდს ახედა, გაოცებულმა ხალხმა ტაში დაუკრა და ის იყო ვორანსებისკენ გაფრენას აპირებდა რომ ნაცნობი ხმა მოესმა.
- ფიქრობდი ის კედლები დამიჭერდა? თუ ნაინა?
- რა უქენი?
- მე არაფერი... - ვორანსებს გადახედა ბალთაზარმა და ჩაიღიმა. - არ დავიწყოთ? - წამის მეასედებში წინ აესვეტა და დენის მძლავრი დარტყმით შორს მოისროლა. - რა გეგონა? მართლა გაიმარჯვებდი უჩემოდ? - მასთან გაჩნდა და ძირს დაგდებულ კამელიას ხმალი ფერდში ჩაარჭო. - რა გჭირს, შენ ხომ... შენ... - მის წინაშე კამელია კი არა, ნიკე იწვა და მძიმედ სუნთქავდა. ვოლანდმა წამოიწია თუ არა მკერდში ჩხვლეტა იგრძნო, რომელიც ნელ-ნელა გამწვავდა. სუნთქვა შეეკრა და დაზაფრული უკან მოტრიალდა. მის წინ ზეინი იდგა, რომელმაც ნელ-ნელა შეიცვალა სახე და მომღიმარ კამელიად იქცა.
- შენ და ბალთაზარი ჩემი საუკეთესო მასწავლებლები ხართ! ეგ ხანჯალი ლილისგან, ეს დაილასგან, - ხმას აუწია და იქაურობას გველები შეასია, - ეს კი ყველასგან, ვინც ოდესმე გაგიტანჯავს! - ხმლიანი ხელი მაღლა ასწია და ვოლანდი შუაზე გადახეჩა.
მაყურებლის წინაშე საშინელი სანახაობა დატრიალდა, მოედანზე მიგდებული გველისფორმიანი ჯადოქარი ჯერ კიდევ სულს ღაფავდა, მგლისხახიანი საერთოდ მტვრად იქცა, ჯადოქარი, რომელიც კამელია ეგონათ ნიკე აღმოჩნდა. ბალთაზარი ერთხანს გაქვავებული უყურებდა წარმოდგენას, შემდეგ დაინახა ვოლანდის ორ ნაწილად გახლეჩილ სხეულს როგორ ესეოდნენ პატარა გველები, როგორ ანადგურებდნენ მათ ვორანსები და ჰაერში აიჭრა. ერთი მძლავრად დატრიალდა და მოედანმა ზანზარი დაიწყო. კედლები დაიბზარა, შემდეგ ბელზებელს მოკრა თვალი, რომელიც გაქცევას ცდილობდა და მისკენ წავიდა. ჰაერში აჭრილს წამოეწია და ისეთი ბრძოლა გაიმართა დანარჩენ ჯადოქრებს ომის ჟინი გაუღვიძა. ვეღარავინ გაიგო ვინ ვის მხარეს იბრძოდა, ჰაერში ფრთების ტყლაშუნი და არაბუნებრივი ხმები ისმოდა, მოედანმა მეტს ვეღარ გაუძლო და ნგრევას მიჰყვა. ხალხმა, რომელსაც ვოლანდი მსოფლიო ელიტად თვლიდა, ყვირილი ატეხა და გასასვლელს დაუწყო ძებნა. რას აკეთებდა კამელია? იბრძოდა, დიახ, პანტა-პუნტით ისვროდა ჯადოქრებს იქამდე, სანამ დაჭრილ ნიკეს არ მოკრა თვალი და შეშინებული მისკენ გაიქცა.
- ნიკე... - ხანჯალი ამოაძრო და პულსი გაუსინჯა. ნიკე აღარ სუნთქავდა... გული ოდნავადაც არ უცემდა... სულ გაყინულიყო მისი ანდრონიკე, ბიჭი, რომელმაც გააღვიძა, ბიჭი, რომელმაც სიტყვები და სითბო ასწავლა, ბიჭი, რომელიც მის მაგივრად გავიდა ბრძოლის ველზე და ერთი წამითაც არ უფიქრია მის სიკვდილზე... - ჩემო ნიკე... - გულზე თავი დაადო კამელიამ და მწარედ ატირდა. - ჩემო ბიჭუნა... აი რატომ ტიროდა ნაინა... იცოდა ნაინამ... როგორ მჭირდები ნეტა იცოდე... გვჭირდები ნიკე... საშინლად მინდა შენთან... თუ გინდა ათასჯერ დამიძახე მიკიოტი... არაფერს გეტყვი გპირდები... ოღონდ რამე ქენი ნიკე... რამე უნდა შემეძლოს ჩემო პატარავ... - ქვითინებდა და მეტზე ვერაფერზე ფიქრობდა. შემდეგ იყო ფეიერვერკები... პირველი იანვარი... ახალი დღე, ახალი თვე, ახალი წელი... რომელსაც უნდა მოეტანა ახალი ცხოვრება, მიზანი, ოცნებები... მაგრამ ნიკე არ იყო... ის არსად იყო და კამელია ამან ჭკუიდან შეშალა. თავი მაღლა ასწია და ისე დაიყვირა ჯადოქრებმა ბრძოლა შეწყვიტეს, ყველამ ბალთაზარისა და ბელზებელის გარდა. როგორც კი მიხვდნენ რაც მოხდა, ნელა დაეშვნენ მიწაზე, წყვილი წრეში მოიქციეს, თერთმეტნი იყვნენ, თერთმეტი ძლიერი ჯადოქარი, რომლებმაც კამელიას დასაძინებელი ხანჯალი შექმნეს. ერთმანეთს გადახედეს, მუხლებზე დაეშვნენ და გაურკვეველ ენაზე ჩურჩული დაიწყეს. მათი ხმა ნელ-ნელა იმატებდა, საშინელი ქარი ამოვარდა, ბგერებთან ერთად სტიქიაც ძლიერდებოდა, კამელია გაოცებული უყურებდა მათ და გულში იმედი ესახებოდა.
- არ გამოდის... - თქვა ერთ-ერთმა და ქარიც ჩადგა.
- ის უკვე საკმაოდ შორს არის... ხმას ვერ ვაწვდენ...
- მე მივაწვდენ, - ძირს დაეშვა ნაინა და ანდრონიკეს ხელები გულზე დაადო.
- ვერ შეძლებ... და თუ შეძლებ...
- დაიწყეთ! - მისი ხმა იმდენად მკაცრი და შეუვალი იყო კამელიამ ხმა ვერ ამოიღო. ჯადოქრებმა ისევ იწყეს შელოცვა, ისევ ამოვარდა ქარი, ისევ ჩაესახა იმედი კამელიას და ისევ ისე უცებ შეწყდა ყველაფერი, როგორც დაიწყო. ნაინამ ერთი ამოიკვნესა და ანდრონიკეს გულზე დაეცა.
- ნაინა! ნაინა რა გჭირს... ნაინა რამოხდა...
- მან როკაპს ნიკეს სულის სანაცვლოდ თავისი დაუტოვა... - სევდიანად გაიღიმა ერთ-ერთმა ჯადოქარმა და შეტრიალდა...
საქართველო, 2015 წელი, 13 დეკემბერი.
- კამელია...
- ნიკე...
- ზუსტად შენნაირია იცი?
- და დღეს ზუსტად ცამეტი დეკემბერია... - ჩაიბურტყუნა ფანჯარაზე ჩამომჯდარმა ბალთაზარმა.
- ჩემი პატარა... - გულზე მიიხუტა კამელიამ შვილი და ოფლისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა. - ჩემი ნაინა...
ავტორი: მარი მაყიშვილი




№1  offline წევრი მალუ

როგორ მომნატრებია ????????????

 


№2  offline წევრი Barbare ❤

es istoria daaxloebit erti wlis win wavikitxe srulad da dgesac ert-erti sauketesoa chems wakitxul istoriebs shoris❤️ exla isev gadavikitxav didi siamovnebit ❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჩემი საყვარელი ისტორიაააა... როგორ მიყვააარს <3 <3

 


№4  offline მოდერი zia-maria

ძალიან ჩამითრია,საინტერესო იყო. kissing_heart

 


№5  offline წევრი nini :)

ნაინაზე დამწყდა გული.....
ისეთი იყო ყველაფერს რომ დაგავიწყებს და მოგწყვეტს....
საინტერესოოოო....
ინტრიგნულიც რაღაც მხრივ....
ანდრონიკეეეე...... ოოო..... ეს იყო პერსონაჟი რომელიც არ დამავიწყდება....
ძალიან საინტერესო იყოოო... ყოჩაღ მართლა კარგი ისტორია იყოოოო... ❤❤❤
ეს ისტორია შეემატა დასამახსოვრებელ და საყვარელ ისტორიებს ჩემთვის....
მადლობა იმ ემოციებისთვის რაც მივიღე... ❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი მოცინარი

უბრალოდ.
უუუუძალიანესად კარგია

 


№7  offline მოდერი Marry Amm

nini :)
ნაინაზე დამწყდა გული.....
ისეთი იყო ყველაფერს რომ დაგავიწყებს და მოგწყვეტს....
საინტერესოოოო....
ინტრიგნულიც რაღაც მხრივ....
ანდრონიკეეეე...... ოოო..... ეს იყო პერსონაჟი რომელიც არ დამავიწყდება....
ძალიან საინტერესო იყოოო... ყოჩაღ მართლა კარგი ისტორია იყოოოო... ❤❤❤
ეს ისტორია შეემატა დასამახსოვრებელ და საყვარელ ისტორიებს ჩემთვის....
მადლობა იმ ემოციებისთვის რაც მივიღე... ❤❤❤❤❤

მადლობა შენ, რომ კითხულობ ჩემ ისტორიებს და გიყვარდებათ პერსონაჟები ❤

მალუ
როგორ მომნატრებია ????????????

თავი შეგახსენეთ სანამ ახალ ისტორიას დავამთავრებ ❤

Barbare ❤
es istoria daaxloebit erti wlis win wavikitxe srulad da dgesac ert-erti sauketesoa chems wakitxul istoriebs shoris❤️ exla isev gadavikitxav didi siamovnebit ❤️

❤❤❤❤

ანი ანი
ჩემი საყვარელი ისტორიაააა... როგორ მიყვააარს <3 <3

❤❤❤❤❤

zia-maria
ძალიან ჩამითრია,საინტერესო იყო. kissing_heart

მიხარია რომ მოგეწონა ❤

მოცინარი
უბრალოდ.
უუუუძალიანესად კარგია

მადლობა ❤????

 


№8  offline წევრი khatia khatia

Aიი ქუულ რა რამდენიხანია ასეთი მოთხრობა არ წამიკითხავს ნუ თითქმის ჰარი პოტერის შემდეგ joy მიკვირს ვოლდემორდი რომ არავის ერქვა ბოროტს joy ისე ბალთაზარი ყველგან კეთილია ხოლმე და აქ რომ ბოროტი ყოფილიყო გავრეკავდიიი satisfied მართლა ძააან ქუუულ იყოო აი ისეთი განცდა დამიტოვა თითქოს ყველა ჯადოქრობაზე ნანახი კინო ერთ დღეს ვნახე და მინდა ჯადოქარიიი ვიყოოო joy აიი მართლა მაგარი იყო რა და ასეთი მოთხრობები თუ ვინმეს გაქვთ მოდით პმ ში და აუცილებლად წავიკითხავ joy მოკლედ მაგარი ხარრ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent