შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი (2 თავი)


6-12-2017, 19:31
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 2 666

- ახტი ეხლა სწრაფად თორემ მოვდივარ წყლით ხელშიი... - როგორც ყოველთვის ეს დილაც სალის ჯიჯღინით დაიწყო.
- აუუ ერთხელ რომ დამაძინო არაა?!- დავიზმუილე და სახე ბალიშში ჩავრგე.
- არ გაგეთია გუშინ და ადგებოდი ეხლა, რომ მომინდომეთ სიყვარულობანა!
- შენ და ანდროს რო გიყურებთ ეგრე მე კაია?!
- კი კაია! ჰე ეხლა ადექი, დღეს მაღაზიებში უნდა გავიაროთ.
- რამე ხდება?- ეჭვის თვალით გავხედე და გემრიელად გავიზმორე.
- ხდება. სანამ თქვენ ესიყვარულებოდით ერთმანეთს ბიჭებმა სვანეთში წასვლა გადაწყვიტეს.
- აუუ რა კაია- სააბაზანოში შევვარდი და არ გამოვსულვარ ერთი საათი.
- ეი გოგო წყალს გაჰყევიი?- გარედან როცა ყვირილი დაიწყო სალიმ ვინებე და გამოვედი.

მალე სახლიდან გავედით და მთელი თბილისი მოლი შემოვიარეთ, კაბებით დაწყებული საცურაო კოსტიუმებით დამთავრებული ყველაფერი ვიყიდეთ და დატვირთულებმა ტაქსი გამოვიძახეთ.
ყველაფერი სახლშ მიმოვალაგეთ და ბიჭებს დავურეკეთ. ყველანი ერთად აღმოჩნდნენ, ესენი ხო არ დაიშლებიან არასოდეს, ხოდა ყველას ჩვენთან დავუძახეთ. მანამდე ცივი ყავა გავამზადეთ და სასუსნავები დავაწყვეთ მაგიდაზე.
- აუ მიდი რა გააღე- კარებისკენ ნარნარით წავედი და ბიჭები ბინაში შემოვატარე. ბოლო ალექსანდრე შემოვიდა, გამიღიმა, ლოყაზე მაკოცა და მისაღებში შევიდა. მე როგორც ყოველთვის დავიმუხტე და გაღიმებულმა გავეკიდე უკან.
- აბა როდის გავიდეთ? (სანდრო)
- დღეს გავიდეთ თორმეტისთვის - ანდრომ სალის ყელში ჩაილაპარაკა. უხ გამაგიჟებენ რა ეგენი მეე...საყვარლები!
- კარგი. მანამდე დავიშალოთ და მოვემზადოთ ჩვენ-ჩვენთვის.- ცოტა ხანი ისევ ვსაუბრობდით, შემდეგ კი ყველა დაიშალა.
„ საცურაო კოსტიუმიც წამოიღე“- მესიჯი მივიღე მობილურზე, მაგრამ უცხო ნომერი იყო. ვითომ სალიმ აიღო ახალი ნომერი და არ მითხრა?!
მაინც ჩავდე ჩანთაში ჩემი საყვარელი საცურაო კოსტიუმი და ალექსანდრეს დაველოდე. მალე მოვიდა, ჩანთას ხელი დასტაცა და გავუდექით გზას სვანეთისკენ. მე და ალექსანდრე მისი მანქანით ვიყავით, გიგია და სანდრო ცალკე და სალი და ანდროც ცალკე. სულ სამი მანქანით. როგორც კი გავედით თბილისიდან მაშინვე თვალებმა იწყეს დაბინდვა.
- დაიძინე, რომ ჩავალთ გაგაღვიძებ- ხელზა მაკოცა და „ჩემი ღიმილით“ შემომხედა. მეც ღიმილით გადავეშვი სიზმრებში.
რომ გამოვიღვიძე, სიგრილე ვიგრძენი და თვალების გახელისთანავე ზღვას გავხედე. გიკვირთ ხო სვანეტში ზღვა საიდან მოიტანა ამ გოგომო?! ბათუმში ვიყავი.
მაშინვე ავდექი და კარებში გავედი, რომლითაც ოთახი მისაღებს უერთდებოდა. დივანზე იჯდა ალექსანდრე და ტელეფონზე ლაპარაკობდა. სანამ დაასრულებდა ცივი ყავა მოვამზადე სამზარეულოში და ისე გავედი მასთან.
- მომიტაცე?- წარბაწეულმა გადავხედე გვერდზე მჯდომს
- შენ თუ გინდა ასე იყოს- ყავა მოსვა და ტელეფონი გვერდზე მიაგდო.
- არა იყოს- მოკლედ გავეცი პასუხი და თვალი ავარიდე. შევამჩნიე რომ მოიწყინა და ძარღვიც დაეძაბა.
არ მინდოდა ამ მდგომარეობაში მისი დანახვა და მაშინვე მის ტუჩებს დავეწაფე. მანამ ვერ მოთოკა თავი და ვნებიანად ამყვა. დივანზე გადამაწვინა და ყელზე გადავიდა.
აი უბრალოდ უსაზღვრო ნეტარება იყო! კანზე შეხებით სულამდე აღწევდა.
უკვე ვფიქრობდი რომ მეც მიყვარდა ეს ბიჭი.
- ალექსანდრე- ამოვიკვნესესავით როცა მუცელზე გადავიდა.
ამომხედა და სახე გამისწორა.
- მეც მიყვარხარ! - დახშული ხმით ვუთხარი და მაშინვე შევამჩნიე მის თვალებში სიხარულის ნაპერწ....ბი. „ ჩემი ღიმილით“ გამიღიმა და ისევ განაგრძო. ხელში ამიყვანა და საძინებელში გამიყვანა.
ლოგინზე ფრთხილად მიმაწვინა და ზემოდან მომექცა. მთელ სხეულს მიკოცნიდა და მის კვალს ტოვებდა ჩემს კანზე. ნახევრადშიშველი ვიყავი მის წინ და სრულიად არ ვგრძნობდი სირცხვილს ამის გამო.
როგორ შეიძლება რამოდენიმე დღეში შეგიყვარდეს ადამიანი? ალბათ, როცა საქმე სიყვარულს ეხება იქ საზღვრები ზედმეტია.
მთელი სხეულის მოვლის შემდეგ გვერდზე მომიწვა და მის მკლავებში მომაქცია. მეც განაბულმა ჩავრგე სახე მის კისერში და სველი კოცნა დავუტოვე. ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა და იმანაც გამაბედნიერა რომ მეც ვმოქმედებდი მასზე. შეუადღემდე არ ავმდგარვართ, ხან ერთმანეთს ვეფერებოდით, ხან უბრალოდ ვლაპარაკობდით. მაგრამ არა ეს არ იყო უბრალო!

- არ გინდა ზღვაზე გავიდეთ?
- მოიცა ის წერილიც შენ მომწერე ხო?!
- კი, ხომ წამოიღე?
- კი წამოვიღე. გავემზადები და გავიდეთ.- ჩამკოცნა და მარტო დამტოვა ოთახში.
მალე მოვემზადე და მისაღებში გავედი, სადაც შორტისამარა ალექსანდრე მელოდებოდა. მის დაკუნთულ სხეულზე თვალები გამიშტერდა, მანაც შეამჩნია და ჩაიცინა. როცა წელზე შემომხვია ხელი, მეგონა რომ მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა და ეს წუთები მხოლოდ ჩვენი იყო.
შემათვალიერა და ისევ გამისწორა თვალები.
- მაგიჟებ!- და ისევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ამას კოცნის კურსები აქვს გავლილი თუ რა ხდება? მაგიჟებს რა!
- გავიდეთ- აღელვებულმა ძლივს მოვაბი თავი ამ ერთ სიტყვას და ლოყაზე ვაკოცე.
საბედნიეროდ პლაჟი სავსე არ იყო. აქა იქ თუ დაინახავდით წამოწოლილებს.
მაშინვე ზღვისკენ გავწიეთ და მხლოდ მაშინ გამახსენდნენ სხვები.
- მოიცა სხვებმა რა ქნეს?- ვკითხე როცა უკვე შესულები ვიყავით და წელზე ის ხელს ვგღძნობდი, რომელიც მაგიჟებდა!
- სვანეთში არიან. დღეს ჩვენც ავალთ.
- კარგი.
რამოდენიმეჯერ ცურვაში შევეჯიბრეთ ერთმანეთს და შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით.
აივანზე დავჯექით ჩახუტებულებმა და საუბარში გავერთეთ.
- მე ხუთი შვილი მინდა- რაო? ეგ ნორმალურია ეხლა? რა დროის შვილებზე ფიქრია ჯერ?
- რამდენიი?- ამისდამიუხედავად ყურადღება მაინც რიცხვმა მიიქცია.
- ხუთი! რა იყო ვერ გაქაჩავ?- ირონიული ხმით მითხრა ყურთან.
- ჯერ შენ იკითხე გაქაჩვა რა. ხარ საერთოდ ხუთი შვილის გამკეთებელი?- არც მე დავაკელი ირონია.
- ნახე შენ რაები ცოდნია ამ ბავშვს- გვერდებზე მომიღუტუნა და გამიცინა- მე მეგონა რომ ისევ წეროებზე ზღაპარის გჯეროდა.
- გამიშვი ნერვებს მიშლი!- წამოდგომა ვცადე მაგრამ როგორც თქვენ ვერ მხედავთ ამ წუთას ისე არ გაუშვია იმასაც ხელი.
- კაი კაი მოვრჩი.და ისე სერიოზულად ვამბობ.- უკვე დასერიოზულებული ბოქი ბარიტონით მითხრა და შემომხედა.
- და ვისგან?- აქ ალბათ კეკლუცურად უნდა მეკითხა მაგრამ სერიოზული კითხვა გამომივიდა.
- საკითხავია?!- და, ისევ და ისევ, ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ხელებს კი შიშველ წელზე დაასრიალებდა. ოო ბოჟეე!

რამოდენიმე სასიამოვნო საათის შემდეგ სვანეთისკენ გავუდექით გზას.უკვე ღამდებოდა, მე კი ძალიან მეძინებოდა, მაგრამ რაღაცნაირად მეუხერხულებოდა, მე დამეძინა და მას გზაში გაეთია ღამე.
- დაიძინე, რომ ჩავალთ გაგაღვიძებ- ჩემი ხელი მასში მოიქცია და თითებზე მაკოცა.
- იმედია სარფში არ გავიღვიძებ- ღიმილით ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ძირბურანში ვიყავი როცა მისი სიცილი ვიგრძენი და მაშინვე გავითიშე.

- ნინაა... გაიღვიძე, ჩამოვედით- ალექსანდრეს ხმა მესმოდა,მაგრამ ისე ტკბილად მეძინა რომ თვალების გახელა არ ვისურვე. მალე თბილი მკლავებიც ვიგრძენი და უფრო გავიტრუნე. თავი მხარზე ჩამოვადე, ვიგრძენი როგორ ავედით კიბეებზე, კარები გააღო და საწოლზე ნელა დამაწვინა. შუბლზე მაკოცა და გასვლას აპირებდა, როცა ხელზე ჩავებღაუჯე.

- დარჩი რა...

- წყალს დავლევ და ამოვალ.- ნელა გავიდა ოთახიდან და ორ წუთში ისევ დაბრუნდა.გვერდზე მომიწვა, მისკენ გადავბრუნდი და თავი მკერდზე დავადე,ხელები შემომხვია. ვხდებოდი რომ ახალი თავგადასავლები იწყებოდა, და ასე ღიმილით გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.


***

დილით გაღვიძებულს ალექსანდრეს ხელი ვიგრძენი შიშველ მუცელზე, მაიკა ამწეოდა და ალექსანდრეს შეხებისგან კანი დახორკლილი მქონდა. გვერდზე გავხედე, და ტუჩებდაბრეცილი ალექსანდრეს ნახვისას გამეცინა.
- ცუღლუტობ!
- მერე რა... - მხრები ავიჩეჩე და მთლიანად მისკენ გადავბრუნდი.
- დაისჯები- ტუჩის კუთხე ჩატეხა მაგრამ თვალები არ გაუხელია.
- თუ სასჯელი სასიამოვნო იქნება თანახმა ვარ კანონის ძალით დავისაჯო- სახე მივუახლოვე და მაშინვე გაახილა თვალები. უცბად ჩემს ზემოდან მოექცა და ყელში ჩარგო თავი.
- ჰეიი მძიმე ხაარ!
- აბა მზად ვარო სასჯელისთვის?!- ზემოდან დამხედა წარბშეკრელმა.
- მე ვთქვი სასიამოვნო!
- ა ანუ არ არის ეს სასიამოვნო?!- წარბაწეულმა დამხედა.
- ნუ ჰო კაი არის, მაგრამ მაინც მძიმე ხარ.
უცბად გადატრიალდა და ახლა მე მომაქცია მასზე.
- იდიოტოო გამიშვი.
- არა!
- ლამის შენს ღირსებაზე ვზივარ- წარბაწეულმა დავხედე და თმა გვერდზე გადავიყარე.
- დაიკიდე!
- ჰმ... კარგი- ტუჩებზე ვეძგერე, თვითონაც სწრაფად ამყვა. მაისურის ქვეშ მიცურავდა მისი ხელები და ტალღებივით ვრცელდებოდა მთელ სხეულში ხორკლები.
- უნდა ჩავიდეთ- კოცნა არ შემიწყვეტია ისე ვუჩურჩულე.
- არ მინდა- მანაც ასე მიპასუხა და უფრო ჟინით გააგრძელა ჩემი ტუჩების დაგემოვნება.
- ალექსანდე სირცხვილია
- მომწონს ჩემს სახელს როგორც ამბობ - ამჯერად თვითონ მომექცა ზემოდან და ყელზე გადავიდა კოცნით.
- ალექსაანდრეე... ნუ ცდილ...ობ ასე გამაა... ჩერ ოოოო- მაგიჟება ამ ბიჭის ტუჩები ჩემ კანზე, მწყვეტდა სამყაროს და სამოთხეში მივყავდი.
- კარგი, მოემზადე და ჩავიდეთ- ერთხელად მეძგერა ტუჩებზე და შემდეგ ჩემიანად წამოიმართა.
მალე მოვემზადეთ და ოთახიდან გავედით. სწორედ ამ წამიდან დაიწყო ჩვენი ულევი თავგადასავლებიც.

მართალია ბევრი ნახვა და კომენტარი არ ჰქონია წინა თავს, მაგრამ დაწყებულს დავასრულებ და იმედი მაქვს ნელ-ნელა გააქტიურდებით. შენიშვნებსაც მივიღებ რათქმაუნდა. იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline წევრი mia15

კარგია.მომწონს და ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი triniti

Me exla vkitxulob da cota swrafi tempit vitardeba movlenebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent