შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი შთანთქავს სიცოცხლეს(სრულად)


10-12-2017, 01:39
ავტორი tvildo13
ნანახია 2 363

სიკვდილი შთანთქავს სიცოცხლეს

განა მე არ ვიცი რას ნიშნავს სიცოცხლე. განა მე არ ვიცი რას ნიშნავს გიყვარდეს. განა მე არ ვიცი რას ნიშნავს იყო მახინჯი. განა მე არ მინდა სიცოცხლე...

ნინოს დედის ჩანაწერი(ნინოს სიკვილიდან 2 წლის მერე):
იმ დღეს ისე აღრფთოვანებული იყო. იმდენად მიიჩქაროდა სკოლაში გამიკვირდა ნუთუ ეს ჩემი შვილია თქო. ისე ლამაზად გამოიყურებოდა პრინცესა გეგონებოდათ. დილით ისაუზმა როგორც წესი ამას არ აკეთებს ხოლმე, ყველა ოჯახის წევრი ჩაგვკოცნა მოგვეალერსა და წავიდა, ოჯახი კი ბედნიერი დატოვა. ნეტავ მეც წავსულიყავი. იმ დღის მერე ის და ბედნიერება აღარც ერთი დაბრუნებულა..

ცოტა რამ მასზე:
ნინო ტვილდიანი როგორც თვითონ თავის თავს ეძახდა ნინი ან ნინუცა. როგორც გაუხარდებოდა ისე იქცეოდა. იმდენად მგრძნობიარე იყო რომ ხანდახან უხეშდებოდა და ოაჯხის წევრებსაც უხეშად ექცეოდა. ყოველდღე იხედებოდა სარკეში და თავი სძულდებოდა. 166-ე სკოლაში დადიოდა 8 კლასში იყო მაგრამ თავი დიდი ეგონა. ყველა სიმპატიური ბიჭი მოსწონდა მაგრამ ორი გამორჩეულად. იმდენად მოსწანდა რომ მათ დანახვაზე ფეხები უკანკალებდა. ორივეს საბა ერქვა

2 წლის წინ(ნინოს სიკვდილის დღემდე დარჩენილია 2 დღე და 3 საათი):
დედაჩემი მაღვიძებდა ყოველდღე და ახლაც მან გამაღვიძა. ყოველთვის იმაზე ვჩხუბობდით სარკეში ჩაიხედე როგორ გასუქებულ ხარო როგორც ყველა ადამიანს მეც მწყინდა და სახლში ომი გვქონდა. ჩხუბის მიუხედავად იმდენად მიყვარდა ვერ ვიმეტებდი, მის გამო არ მინდოდა სიკვდილი. ყველა ჩხუბის დროს უბრალოდ ოთახში ვიკეტებოდი და სიკვდილზე ვფიქრობდი. სწორედ ამ დროს ამომიტივდებოდა და დავიწყებდი რა მოხდებოდა მომავალში მე რომ ცოცხალი ვიქნებოდი ან თუნდაც მკვდარი. ეს მაჩერებდა. მომავალი მაჩერებდა.

ავდექი და ჩავიცვი. მაკიაჟის კეთება მიყვარს თანაც ძალიან . ოდნავ ვიკეთებ მაკიაჟს. ამაზეც მოგვდის მე და დედას ჩხუბი მაგრამ ზოგჯერ მკრთალ მაკიაჟს მაინც ვერ ამჩნევს.
დედაჩემი მასწავლებელია ამიტომაც სკოლაში ისე მოქცევა მიწევს თითქოს ძაან მოწესრიგებული ბავშვი ვიყო. აუცილებლად კარგად უნდა ვსწავლობდე და რომც არ ვისწავლო მაინც 10 მექნება. ამის გამო ზოგჯერ იმდენი ზიზღი მოდის ხალხიდან უბრალოდ მინდება რომ სხვა სკოლაში გადავიდე. რათქმაუნდა მინდა რომ ათოსანი ვიყო მაგრამ ასე არა. არ მინდა ვინმეზე მაღლა ვიყო არ მინდა ვინმეს ვჩაგრავდე. მინდა ყველა თანასწორი ვიყოთ.

იმ დღეს სკოლაში იყო საბა (პირველი ქრაში რომელსაც გამუდმებით უყურებდა) რაღაცნაირად მიყურებდა. თან მიკვირდა და თან მიხაროდაა.. გაკვეთილებზე მისი თვალები მედგა თვალწინ. მიკვირდა მაგრამ ამას სიხარული ფარავდა. იმისდა მიუხედავად რომ მახინჯი ვარ მან მაინც შემომხედა. მეგობრული ურთიერთობა რა თქმა უნდა გვქონდა მაგრამ ეს მზერაა.

ქართული გვქონდა. მერი მასწავლებელი არასდროს აგვინებდა. იმდენად მიყვარდა მისი გაკვეთილი რომ ბოლომდე მასთან ვიყავი. შეიძლება იმის გაკეთება არ შემეძლო რასაც ის გვავალებდა მაგრამ მისი გაკვეთილი საინტერესო იყო. ზოგადად ძალიან მიყვარდა წერა. სწორედ ამის კეთებაში მეხმარებოდა მერი მასწავლებლის გაკვეთილი. არ იყო დღე გამოვსულიყავი და რაღაც არ მესწავლა. მისგან ვისწავლე სიყვარული.

ზარი დაირეკა და კლასიდან გავედი . საბამ ხელი მომკიდა. ვიბრაცია ვიგრძენი. ტვინმა აქეთ იქით დაიწყო ბრუნვა. სისიხლი გაფერადდა. კანი ამეწვა. უბრალოდ გვერძე გამიყვანა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. სიხარულის გამოხატვა ცრემლებით შევძელი. ცხოვრება გამილამაზდა და ეს საბას დამსახურება იყო. მე უბრალო იყავი ის კი განსაკუთრებულს მხდიდა.

იმ დღეს ბედნიერი ვიყავი. ვიღიმოდი და ცხოვრება მიხაროდა. გეგმებს ვაწყობდი როგორი დღე იქნებოდა ხვალ. უბრალოდ იმდენად ვიყავი გაბედნიერებული ვერც კი გავიგე როდის დამეძინა

(სიკვდილამდე დარჩენილია 1 დღე და 3 საათი):

მეორე დღეს წვიმდა. თითქოს რაღაცას გრძნობდა. ჩავიცვი და სკოლაში წავედით მე და დედა. კლასში შევედი.ყველა მე მიყურებდა. თავი უბრალოდ ცუდად ვიგრძენი. უბრალოდ მაღიზიანებდა ეს მზერები, თვალები. ამ საზიზღარი თვალების დათხრა მომინდა მათვის. ვიცოდი რაღაც ცუდი მოხდებოდა. გარეთ გავედი და დერეფანში დავდექი. მას ველოდებიდი ვიცოდი მოვიდოდა.

მეორე გაკვეთილზე მოვიდა. ზედაც არ შემომხედა უბრალოდ გადაიხარხარა და კლასში შევიდა.

უბრალოდ ადგა და მოვიდა. ,,გეხუმრე პუტკუნაო“ - მითხრა და მის ძმაკაცებთან ერთად სიგარეტის მოსაწევად გავიდა. მძულდა ჩემი თავი . მძულდა, რომ ვარსებობდი. მძულდა რომ მიყვარდა. არ მიტირია იმ დღეს ცრემლი არ ჩამომვარდნია. ვიღიმოდი და ვიღიმოდი. მისი თვალები ისევ მაკვირდებოდა მე კი გული მტკიოდა ამაზე.

მერი მასწავლებელმა თემა მოგვცა დასაწერი „ბედნიერება“. სახლში რომ მივედი საბაზე ვფიქრობდი მასზე ჩვენ მეგობრობაზე და მის საქციელზე . შემდეგ მაგიდას მივუჯექი და თითებმა თავისით დაიწყო წერა:
„ ბედნიერება რამდენჯერ მწვევია ვერ გეტყვით. ვერც ბედნიერების მნიშვნელობას გეტყვით. შეიძლება ბედნიერება არც მწვევია. მინდა რომ ბედნიერი ვიყო. მინდა რომ სხვებიც გავაბედნიერო მაგრამ არ შემიძლია. ალბათ ბენდიერება ის გრძნობა რომელსაც ვერასდროს განვიცდი.
ჩემთვის ბედნიერება ჩემი ოჯახის ბედნიერება. ბენდირება მყავდეს ის საყარელი ადამიანები გვერდით ვინც მიყვარს.
მინდა ბედნიერი ვიყო. მინდა ღმერთი დამეხმაროს ამაში. მინდა ცხოვრება გავალამაზო. მინდა ცხოვრება ბედნიერებით“

იმ ღამეს ჩემი ფოტოები რომელსაც კლასელი გოგოების გრუპაში ვაგდებდი (იგულისხმევა სასაცილო ფოტოები) ონლაინ გარჩევებში გამოაქვეყნეს და ატყდა ჩოჩქოლი. უბრალოდ ერთ დღეში იმდენმა მომწერა და გამომიგზავნა მეგობრობის თხოვნა რომ...

იმ ღამეს მე და დედამაც ვიჩხუბეთ..........

(ნინოს სიკვდილამდე 3 საათით ადრე):

ლუკა ლალიაშვილი- ბიჭი რომელსაც მთელი სკოლა იცნობდა. მეტსახელად ციკლოპა.რაღაც შეკამათება მოგვივიდა ფოტო დავუსედე და იმის მერე ვეღარ მიტანდა. მის დანახვას ვერც მე ვიტანდი. ჩემი ცხოვრების უდიდესი ბნელი მხარე იყო.
მის ძმაკაცებთან და რამოდენიმე გოგოსთან ერთად სპორტზე შემოვიდა პირდდაპირ დამიჯდა და თვალებში შემომხედა.. თვალი არ გავუსწორე. ჩვენს შორის დიდი მანძილის მიუხედავად მაინც ვგრძნობდი მათ მზერას და მათ სიცილს. მე დამცინოდნენ. ავდექი და საპირფარესოში გავედი.
ყველაფერი მოვითავე და გარეთ გამოვედი. კედელზე მიყუდებული იყო და მიყურებდა. გოგოები ფანჯრის რაფაზე ისხდნენ. მისი ძმაკაცებიც ახლოს იდგნენ.
იმ დღეს პირველად ვიგრძენი ყელში მოწოლილი ბურთი. ვეღარ ვყლაპავდი. ციკლოპას სიტყვები თავში მიტრიალებდა ,,ვაფშე შენნაირი მახინჯები და სპილოები მოსწონს ვინმეს“. არც გოგოების სიტყვები ,,მძღნერის ბოჭკა“ დამავიწყდება. მათი საზარელი სიცილი და ჩემი ცრემლებიც მახსოვს.
სახლში მივედი და აბაზანა ავავსე. ბანაობა მინდოდა და თან მოდუნება. იმ დღეს აბაზანაში ბევრი ფიქრების შემდეგ დავასრულე სიცოცხლე. ბევრ რამეზე ვფიქრობდი მაგრამ აღარფერი მაჩერებდა. ვიღიმოდი და სისხლისგან ვიცლებოდი. მალე თვალები დავხუჭე და იმის მერე აღარც გამიხელია........................................

არანაირად არავის გამო არ მოიკლათ თავი. მიმართეთ უფროსებს. ეს არ იქნება ჩაშვება ეს თავის დაცვა იქნება. მინდა რომ ონალინ გარჩევები გაუქმდეს. ეს გვერდი ხალხს სიკვდილის სურვილს უძლიერებს...........

არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა. ბევრჯერ მიცდია დაწერა მოთხრობის მაგრამ არ შემეძლო. აქ ყველა ჩემი გრძნობაა გადმოცემული. მინდა რომ წაიკითხოთდა მომცეთ რჩევებიც. მინდა უკეთესი მწერალი გავხდე.



№1 სტუმარი სტუმარი bells

namdvili ambavi araa imedia xoo ?

 


№2  offline წევრი tvildo13

სტუმარი bells
namdvili ambavi araa imedia xoo ?

zustad eseti ragacebii ar momxdari magram amdagvari ki

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

ნაცნობი სიტვაციაა ოღონდ სკოლელების/კლასელების მაგივრად ოჯახის წევრები იქცევიან ესე დაა საშინელებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent