პირველი სიყვარული (2)
ჩემს ასეთ პასუხს არ ელოდებოდა ოთომ და გაბრაზებულმა სწრაფად დაქოქა მანქანა და კი არ მივდიოდით მივფრინავდით,მე ძალიან მეშინია სისწრაფის და უცბად ფერი დავკარგე ამ დროს სარკეში გამოიხედა ოთომ და როდესაც დაინახა ჩემი სახე მაშინვე შეანელავა მანქანა,დალი ისტორიებს ყვებოდა ბევრს ვიცინოდიტ ამ დრო ტელეფონმა დამირეკა,რომ დავხედე სახე გამინათდა ჩემი ძმა მირეკავდა შვედეთიდან: -აბა ჩემი დაიკო როგორ არის -კარგად ჩემო ძვირფასო შენ როგორ ხარ? -მეც კარგად ჩემო ფერია,რას სვრები სახლში მიდიხარ უკვე? -კი საყვარელო გზაში ვარ სახლში რომ მივალ სკაიპში შემოვალ და მერე ვილაპარაკოთ მიყვარხარ წავედი ეხლა -კაი მიდი გელოდები მარ. ტელეფონი როგორც კი გავთიშე მაშინვე ოთოს შევხედედ და დავინახე როგორი თვალებით მიყურებდა და რულს მთელი ძალით უჭერდა ხელებს,არაფერი უთქვია.ამ დროს მივედით კიდევაც ჩემს კორპუსთან დავემშვიდობე და ავირბინე ბინაში,როგორც კი სახლში შევედი მაშინვე ვუთხარი ჩემებს რომ თოკოს ლაპარაკი უნდოდა და ჩავრთე სკაიპი,ცოტახანი ველაპარაკე შემდეგ კი ოთახში გავედი და მეცადინეობა უნდა დამეწყო როდესაც დალიმ დამირეკა: -მარ ქცალია?რარაც უნდა გითხრა -კი რა ხდება ხო მშვიდობაა ჩემს ოთახში ვარ. -კი მარ არაფერი ხდება.უბრალოთ წერან დავინახე ოთო როგორ გიყურებდა მანქანაში,იცოდე შეყვარებული ჰყავს -ის შენი ბიძაშვილია და იმიტომ დავთანხმდი წამოყვანაზე თორემ მასტან რა შეხება მაქვს. -არა მარ განა ის გითხარი არ ემეგობრო მეთქი უბრალოდ გაგაფრთხილე,თორე ჯიგარი ტიპია ძაან. -კაი დალი გავითვალისწინებ წავედი ეხლა უნდა ვისწავლო. და გავუთიშე ტელეფონი,რატომღაც იმ ფატქმა რომ ოთოს შეყვარებული ჰყავს შემაწუხა მაგრამ სწავლა დავიწყე და ყურადღება გადავიტანე ამაზე აღარ ვფიქრობდი.იმ დღის შემდეგ ყოველ დილით ოთოს სმსი მხვდებოდა "დილამშვიდობისა" და ყოველი დილა ბედნიერად იწყებოდა,ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს,ასე გავიდა სამი თვე და გამოცდები მომიახლოვდა ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა მაღალი შეფასებები ავიღე და წარჩინებით დავამთავრე მეცხრე კლასი.დადგა სანატრელი ზაფხული,ივნისის ბოლოს დედამ შმომთავაზა ბათუმში წავიდეთ ათი დღითო მეც დავთანხმდი,ძალიან მიყვარს ზღვა იმის მიუეხდავად რომ ცურვა არ ვიცი.ის ფაქტი რომ ზღვაზე მივდიოდი ძალიან მახარებდ,მაინც მოვიწყინე რადგან იმ პერიოდში სანამ დედასთან ვიქნებოდი ვერ მივვწერდი ოთოს.ამ დროს დამირეკა ოთომ: -რა ხდება რა ხმა გაქვს? -არაფერი ზღვაზე მივდივარ -მერე კაია შენ ხომ გიყვარს ზღვა -კი მაგრამ ის პერიოდი ვერ მოგწერ -რატო დედაშენის გამო? -კი -კაი არაუშავრა რამეს მოვიფიქრებთ,როდის მიდიხართ? -ივლისის ბოლოს მგონნი -უფფ იქამდე დრო არის.აუ მიდი რა ხვალ დალისთან გამო -ჩემებს ვეტყვი ვნახოთ და მოგწერ პასუხს. გავუთიშე ტელეფონი და მაშინვე მისაღებში გავედი სადაც მშობლები მეგულებოდნენ: -მამიიი -რა იყო მაა რა გინდა აბა თქვა -აუ საიდან მიხვდი და გავიცინე -ასე მარტო მაშინ მეძახი როცა რამე უნდა მთხოვო -აუ ხვალ დალისთან გავალ რაა მომბეზრდა სახლში ჯდომა უკვე -კაი მა გადი ოღონდ დედასაც ჰკითხე იქვე დედა იჯდა და ეხლა იმას მივუტრიალდი: -აუ დეე ხოო მომისმინე და წავალ რა -კაი წადი შვილო ოღონდ არ იცელქო. -ვაიმე როგორ მიყვარხართ და ოთახში შევედი დალის დავურეკე რომ დავითანხმე ჩემები ოღონდ გავაფრთხილე რომ ოთოსთვის არ ეთქვა,ოთოს კი მივწერე რომ ვერ ვახერხებდი მაგრად გაუტყდა მაგრამ არ შეიმჩნია და კაიო.საღამოთი ჯერ ჩემს ძმას ველაპარაკე ცოტახანსი სკაიპსი შმდეგ კინოს ვუყურე და ამ დროს ჩამძინებია.დილით რომ გავიღვიძე მაშინვე გავემზადე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ძლივს გადავწყვიტე რა ჩამეცვა კომბინიზონი და ვარდისფერი მაიკა,სათვალეები ავიღე და გავედი სახლიდან,დალისთან მივედი უკვე 12 საათი იყო,მაშინვე ოთოსთვის დავარეკინე და მოატყუა თითქოს ცუდათ იყო და გამოსვლას სთხოვდა რომ გამოსულიყო,მართლაც ხუთ წუთში კარზე ზარის ხმა გავიგეთ დამე გავარე კარი ბედნიერი სახით,მე სუ ვიცინოდი ამიტომ ყველა პოზიტივს მეზახდა,მაშინვე მიხვდა და ბუზღუნით შემოვიდა ბინაში ჩვენ კი ვიცინოდით.ბევრი ვიფიქრეთ რა გაგვეკეთებინა და ბოლოს ისევ მე მოვიფიქრე,ჩვენი მეგობრებისთვის გვეთქვა და პიკნიკზე წავსულიყავით სადმე ქალაქთან ახლოს,მაშინვე ოთომ თავის ძმაკაცებს დაურეკა ჩვენ კი ჩვენს დაქალებს.ორი ხდებოდა უკვერომ სამ მანქანებში გადავნაწილდით და წავედით.მე,დალი,გიგო(ოთოს ძმაკაცი) და ოთო თავის მანქანაში ვიჯექით და ნელნელა მივდიოდით რადგან ოთომ იცოდა რომ სისწრაფის მეშინოდა გიგო კი გაკვირვებული იყო არ ახსოვდა ბოლოს ასე ნელა როდის დადიოდა ოთო,გზაში ძალიან ვიმხიარულეთ,ბევრი ვიცინეთ ვხედავდი ხანდახან ოთო როგორ მიყურებდა სარკიდან მაგრამ მე ვაიგნორებდი ამას,კარგ ხასიეთზე ვიყავი,როცა ტელეფონზე სმს მომივიდა "მომენატრე" ისევ უცხო ნომერი იყო ამაზე მოვიწყინე,ეს ოთომ შეამჩნია და მკითხა ხომ მშვიდობა არისო მე ვუპასუხე კი თქო,ამ დროს ჩემი საყვარელი სიმღერა ჩაირთო და ისევ-ისეთ ხასიეთზე დავდექი.ერთ საათში უმშვენიერეს ადგილას მივედით,მაშინვე ხტუნაობა დავიწყე პატარა ბავშვივით და ყველა მე დამცინოდა,იქვე ბიჩებმა ჰამაკი ჩამოკიდეს,,ჩვენ გოგოებმა კი რაც წაღებული გვქონდა ამოვალაგეთ ყველაფერი.ავტყდი წრეში ბურთი გვეთამაშა,როგორც იქნა დავითანხმე ყველა და წრეში პირველად მე,ლიკა,სალო,გიგო და ლექსო ვიდექით,როცა ოთომ ბურთი ისროლა და მე უნდა დამეჭირა ამ დროს ხელი ცუდათ დავახვედრე ბურთს და ძალიან მეტკინა,ყველა მე დამტრიალებდა თავს ოთო კი მეხვეწებოდა ექიმთან წაგიყვანო,მე კი უარზე ვიდექი.ამ დროს ბავშვებმა ერთმანეთს თვალით ანიშნეს და მე და ოთო მარტო დაგვტოვეს: -მალიკუნა ხო იცი ძალით არ მინდოდა ბოდიში რა -არაუშავრა მე ვარ დაბდური და ბოდიშს ნუ მიხდი -გინდა რაღაც გითხრა? -კი გისმენ -პირველი ადამიანი ხარ რომელსაც ბოდიშს გიხდი.ეს სიტყვა აქამდე არასდროს მითქვია -კაი ღადაობ?შანსი არა შენს შეყვარებულს მაინც ეტყოდი(და დავინახე როგორ გაბრაზდა) -ჯერ პირველი ვთქვი რომ არავისთვის მითქვია თქო და მეორეც,შეყვარებული აღარ მყავს უკვე ერთი თვეა დავშორდი. -კაი მჯერა ნუ მეჩხუბები -არა არ გეჩხუბები წამო ეხლა ბავშვებს შევუერთდეთ -წამო ხელმაც გამიარაა. და ბავშვებს შევუერთდით,ისეთი კარგი დრო გავატარეთ ვერც კი გადმოვცემ,ბევრი ფოტოები გადავიღეთ სამახსოვროთ,ოთოს ძმაკაცს ფანდური ჰქონდა წამოღებული და თან მღეროდა,ამ დროს ოთო სულ მე მიყურებდა მე კი ამაზე მეღიმებოდა,ამ დროს კი გუგამ აჩარულის სიმღერა დაიწყო,რომელსეც ვგიჯდებოდი ექვსი წელი ცეკვაზე დავდიოდი,მაშინვე წამოვხტი და ცეკვა დავიწყე,ტან ვხედავდი ოთო როგორი ბედნიერი მიყურებდა,როდესსაც დავამთავრე ცეკვა ყველამ ტაში დამიკრა,ეს პატარა ბავშვივით მიხაროდა,ამიტომ ყველა პატარას მეძახდა ამაზე კი მე ვბრაზდებოდი მერე კი იცინოდნენ ჩემს გაბუტულ სახეზე.უკვე ათი საათი იყო რომ დავიღალე და წავედი ჰამაკში ჩავჯექი და მაშინვე ჩემთან ოთო გაჩნდა: -დაირალე ფერია -აუ კიი ძალიან -გინდა წავიდეთ? -არა ბავშვები ერთობიან ვიყოთ კიდე -არა შენ დაიღალე წავიდეთ,მერე კიდე გავიმეოროთ ეს დღე -კაი მაშინ მასინვე ცჰავალაგეთ ყველაფერი მანქანებში და წამოვედით,იქიდანაც შესანიშნავად გავერთეთ სულ გადამავიწყდა დაღლილობა,ისევ-ისე მიყურებდა ოთო მე კი ვწითლდებოდი ამაზე კი ტუჩის კუთხეს ტეხავდა ხოლმე.გზაში მეხვეწებოდა მე გაგიყვან სახლშიო,მაგრამ მერე ჩემებისთვს რა მეთქვა ვინ მომიყვანა მეთქი ვიცოდი რომ გაბრაზდებოდნენ,ამიტომ დავემშვიდობე ყველას და დალისთან ავედი ბინაში მეც,მაშინვე ჩემს ძმას დავურეკე რომ წავეყვანე ისიც მაშინვე იქ გაჩნდა.მე არაფერი მითქვია პიკნიკის შესახებ არც გიოსთვის და არც ჩემი მშობლებისთვის,ვიცოდი რომ გაბრაზდებოდნენ რადგან ცოტა მკაცრები არიან და ამას იმით ხსნიან რომ პატარა ვარ და მათ უფრო უკეთესად იციან არ არის ჩემთვის კარგი.როგორც იქნა სახლში მივედი,მაშინვე ოთახში შევედი და დასაძინებლად გავემზადე,ჩემი საყვარელი ბაჭიას პიჟამოები და დავწექი,ავიღე ტელეფონი და სუართებს ვათვალიერებდი თან მეღიმებოდა რომ მახსენდებოდა რა კარგი იყო,ყველა ფოტოში ოთო მე მიყურებდა და გადავწყვიტე მიმეწერა "მადლობა ამ დღისთვის <3 ეს ყველაზე კარგი დღეიყო ჩემს ცხოვრებაში",აღარ დავლოდებივარ პასუხს და დავიძინე ამ დროს კი სიზმარი ვნახე:მინდორში ვიდექი სადაც გარშემო სულ ყვავილები იყო მეც ყვავილებიანი საზაფხულო კაბა მეცვა,უცბად ოთო გამოჩნდა ხელში ამიტაცა და მტრიალებდა,მე კი პატარა ბავშვივით ვკისკისებდი.გამომეღვიზა როდესაც საათს დავხედე ღამის სამი საათი იყო მაგრამ მაინც გადავწყვიტე ოთოსთვის მიმეწერა "იცი სიზმარში გნახე" და მალევე ჩამეძინა,მაგრამ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა რომ დავხედე ოთო იყო და რომ ვუპასუხე უცბად სიმღერა დაიწყო "ჩემო ფერია" მე კი გაკვირვებული ვუსმენდი და ბოლოს სიმღერა რომ დაამთავრა მითხრა ძალიან მიყვარხარო,მე კი ვიგრძენი როგორ გავწითლდი ისე დავიბენი პასუხი ვერ გავეცი და უბრალოდ გავუთიშე ტელეფონი.უცნაური შეგრძნება დამეუფლა,იმის მიუხედავად რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა არსდროს შეყვარებული მყოლია და არ ვიცოდი სიყვარული რა იყო,არასდროს არ მჯეროდა ტელეფონში ნათქვამის ან მოწერილის "მიყვარხარ",მაგრამ მთელი დარცენილი დრო ვეღარ დავიძინე და ოთოს სიტყვებზე ვფიქრობდი. იმედია ეს თავიც მოგეწონებათ,ვეცადე შედარებით დიდი გამომსვლოდა <3 მადლობა რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.