სიძულვილიდან სიყვარულამდე (სრულად)
აი ,ახლა ამბავს მოგიყვებით? გეფიცებით გაგიჟდებით და ვერ დაიჯერებთ!! მეც კი არ მჯერა. 10 წუთი გაქვთ თავისუფალი? მაშინ ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვამდე გპირდებით რომ დავამთავრებ.. მაშ ასე, გაიცანით: ნატაშკა გოგებაშვილი და ლუკა წერეთელი! _____ -აი,ყველაფერი ყველაფერი,მაგრამ ლუკა თუ ცოლს მოიყვანდა და თან ნატაშკა გოგებაშვილს?აი მაგას ვერავინ, ვერასდროს წარმოვიდგენდა! ვინ ვინ, მაგრამ ნატაშკა გოგებაშვილი და ლუკა წერეთელი ერთად? თან ცოლ-ქმარი? აი ეგ იყო სამყაროში ყველაზე დიდი უ ტ ო პ ი ა! რატომ? მოგიყვებით! _____ კლასელები იყვნენ. გვერდიგვერდ ისხდნენ. აი,ღმერთი უწყრებოდათ და მასწავლებელიც არ აჯენდა სხვაგან. ეზიზღებოდათ! ორგანულად ე ზ ი ზ ღ ე ბ ო დ ა თ ერთმანეთი. რატომ? არვიცი რომ გეკითხათ,არც თვითონ არ იცოდნენ მაგრამ აშკარა იყო, ერთმანეთს ვერ იტანდნენ! წლები რომ გავიდა და გაიზარდნენ, მაშინაც სიცოცხლეს უწამლავდნენ ერთმანეთს. ყველგან ყველაფერში ჯიბრში ედგა ლუკა. შავი იყო?-დაუჯინებდა თეთრიაო.. თეთრი იყო?-მთელ დედამიწას დაიფიცებდა,წითელიაო და ასე გადაყავდა ჭკუიდან ერთი პატარა გოგო. მაგრამ,უნდა ითქვაას,არც ნატაშკა იყო მამა აბრამის ბატკანი! პირიქით, ეშმაკობითა და მოხერხებულობით ტოლსაც უდებდა ლუკას და ასწრებდა კიდეც.. სწორედ მაგიტომ იყო,11 წლის მერე ოთხ სანტიმეტრიანი შრამი რომ აქვს თავზე ლუკას. განა წაიქვა? არამც და არამც. ნატაშკა გოგებაშვილის ნასროლი სახაზავი მოხვდა თავში! არ გჯერათ? კი ბატონო,მობრძანდით შანიძის 14 ნომერში და თავად დარწმუნდით ყველაფერში! განა გაზრდამ უშველათ? არა,არ გქონდეთ მაგის იმედი. მთელი სკოლა რო გიჟდებოდა ნატაშკაზე,ლუკა ერთადერთი იყო,ვინც ცხვირს იბზუებდა და კი დარჩა აბზუებული! არადა რა გოგო იყო! ტოლს არ უდებდა არავის. მაღალი და ტანადი. გულღია და კისკისა. სიცოცხლით სავსე და ლაღი. მშვენიერი იყო! მწვანე თვალებით და შავზე შავი თმით, ისეთი იყო, გულს რომ აგიჩქარებდა და სიცოცხლეს მოგაწყურებდა! კარგი გოგო იყო რა. მაგრამ რად გინდა? ამ ჩვენ ლუკას სულ არ მოსწონდა ეს ჩვენო ნატაშკა. დაგაინტერესად ალბათ,როდის და სად ჩაუვარდა გულში ნატაშკა ლუკას.. როდის მოუბრუნდა გული მასზე.. როდის? გითხრათ? კარგით,ზუსტად მახსოვს,16 ივნისს! შუა ბანკეტზე,მოცეკვავე ნატაშა რომ დაინახა,აი ზუსტად მაშინ.. გოგებაშვილი ცეკვავდა? გეფიცებით,ვერც აგიხსნით,თავად უნდა ნახოთ. დაუარაა?მაგრამ რა დაუარა.. რიტმს აყოლილი სუსტი,ნარნარა სხეული რომ დაინახა,სამყაროს გაუტოლა წამში. ხომ გაგიგიათ არა? სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო, ჰოდა, ეს ერთი ნაბიძი თუ ნახტომი თუ არვიცი რა, ერთიანად გადადგა ლუკამ და იდგა ყურებამდე გაღიმებული და უყურებდა სიყვარულის თვალებით. 16 ივნისის მერე,გეფიცებით,დაიზეპირა. დ ა ი ზ ე პ ი რ ა აფსოლუტურად ყველაფერი მისი! ნატაშკას სიცილი ნატაშკას ღიმილი ნატაშკას ტირილი ნატაშკას მიხვრა-მოხვრა! ნატაშკას განრიგი თუ ცხრილი!გაიზეპირა და მისი ჩრდილიგახდა. ყველგან და ყოველთვის უკან დაყვებოდა. ასე გახდა,ნელნელა,ლუკა ნატაშკას ყოველდღიურიბა. თავიდან,ეჭვისთვალით კი უყურებდა ბიჭს,მაგრამ,დროდადრო მიეჩვია. მიეჩვია მისგან გამუდმებულ ყურადღებას და,ხანდახან,როცა ერთი დღით დაიკარგებოდა ლუკა,დანაკლისის გრძნობა უჩნდებიდა. ენატრებიდა თითქოს და,ყოველ წამს ელოდა გაფაციცებული. ლუკაც გრძნობდა ნატაშკადან წამოსულ დადებით მუხტებს და ათასმაგად ცდილობდა მის გაღიმებას.. მერედა,როგორი ღიმილი ჰქონდა?! წარმოუდგენლად ლამაზი და ისეთი,აი,მშვიდი. ბაგეებს ოდნავადაც რომ გახსნიდა,უცისკროვნდებოდა მთელი სახე. ასხივებდა! სწორედ ამ სხივმა გადარია და გააგიჟა ლუკაც. ნატაშკას დაბადებისღე? 6 აგვისტო? გეფიცებით უძვირფასესს,აფსოლუტურად ყველა, ვინც იქ იყო, ვინც არ იყო, ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ბარში შემოსულ ლუკას. ფაქტობრივად არც ჩანდა,მხოლოდ ნატაშკა მიხვდა ვინ იყო ათობით წითელი ვარდების უკან. გაუხარდა.. გული აუფრიალდა აუცრემლიანდა ტბასავით მწვანე თვალები და, მთელი სულით მოეხვია.. მაშინ მიხდა ლუკა,რომ აი იმ დადებით იმპულსებს,უკვე უხვად რომ გზავნიდა ნატაშკა,სიყვარული ერქვა და, იმ დღიდან უკვე,მთელი ქალაქი მხოლოდ მათზე ლაპარაკობდა. __ ჩხუბი? კამათი? უთანხმოება? ათასი! ათასი მოკლე ხანში მარტო იმიტომ,რომ ლუკა იყო ცოტა ეჭვიანი და ვერ ეგუებოდა თუ ვერ ეჩვეოდა,ათას აკიაფებულ მზერას. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რაც 28 ნოემბერს მოხდა. უკვე საკმაოდ აციებული იყო და,აბუზული ნატაშკა გაბუსული მიუყვებოდა სახლისკენ გზას. გააბრაზა,საშინლად გააბრაზა ლუკამ და,სწორედ ამიტომ იყო,5 მეტრში რო მოყვებოდა ბიჭი კოპებშეყრილი და ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან. დაიფიცა ნატაშკამ,აღარასდროს გაგცემ ხნასო და ლუკამაც იცოდა ,სიტყვას რომ არ გადავიდოდა გოგო და ამიტომ, მოულოდნელად, ისე,რომ არ გაუაზრებია გზაჯვარედინზე დადგა და მთელი ხმით დაუძახა უკვე გადასულ ნატას. -ცოლად გამომყვები ნატაშ? გაოცრბული შეტრიალდა მისკენ. ენა ჩაუვარდა. სიტყვა ვერ დაძრა ხელებგაშლილი ლუკა ათობით მაბქანის წინ იდგა და,გულაჩქარებული ელოდებოდა პასუხს. გაცხარდნენ მძღოლები,სიგნალების ხმა უფრო აბნევდა.. -კარგი რა ნატაშ?! რათ უნდა ამდენი ფიქრი,მომკლეს ხო უყურებ?! _____________ ის დღე იყო და,29 ნოენბრიდან დღემდე,ყველა გაოცებულია, თუ რა სწრაფად გადაიდგა ნაბიჯი სიძულვილიდან სიყვარულამდე.. ვერავის ვერ ვაჯერებ,არადა,თქვენც მოგიყევუთ ესაა რა, გეფიცებით, რაცარუნდა გძულდეს, იქ,ზევით, ოქროს ასოებით რომ იწერება შენი ბედი, იმას ვერ გადახვალ.. ვ ე რ ა! ____ თარაააამ!!! მოგესალმებით ძალიან ძალიან ტკვილებოო!! აი ის,ისევ წერის პროცესშია,ამიტომ,მანამდე,თქცენი მონატრება რომ ჩავიცხრო,სულ რამოდენიმესაათში დაწერილს შემოგთავაზებთ.. ინედია მოგეწონებათ და,ისევ,როგორც გჩვევიათ,ძალიან დიდი ენერგიით დამმუხტავთ.. მიყვარხართ ძალიან ძალიან!! თქვები:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.