შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(12)

14-12-2017, 23:28
ავტორი sati
ნანახია 2 693

ანუკიმ რომ გაიღვიძა, ტატოს ისევ ეძინა. ეცადა ჩუმად წამომდგარიყო, მაგრამ ტატოს გაეღვიძა.
-გაიღვიძე?-ტატომ მძინარე ხმით ჰკითხა.
-აჰამ... 1-ია.
-აუ ჩემი-ტატო ნელა წამოდგა-დამაგვიანდა...
-დღეს არ წახვიდე რა.
-რა არ წავიდე, სკოლა ხო არაა-ტატო ადგა და ფეხზე ჩაცმა დაიწყო-შენ დაიძინე, მემგონი ყველაზე გვიან შენ დაიძინე.
-არ მეძინება.
ტატო გაჩერდა.
-რა გააკეთა არ მეტყვი?
-არაფერი-ანუკიც ადგა.
-ნაღდად? ხო იცი რო მაინც გავიგებ.
-მეზიზღება ეს წინადადება. ესე მგონია რაღაც საშინელი მაკონტროლებელი უფროსი ძმა ხარ.
- არ ვარ?
-ტატო.
-რა ტატო? ნუკი, ამას ესე არ დავტოვებ. მეთითონ წავიდე და ვკითხო რა მოხდა?
-არაფერი, ჩვენთვითონაც მოვგვარდებით. მადლობა.
ტატო მასთან მივიდა და შუბლზე აკოცა.
-ხო იცი რო შენთვის ვაკეთებ არა ამას, რატო მიბრაზდები.
-ვიცი. არ გიბრაზდები.
-მაშინ გამოდი და ერთად ვისაუზმოთ.
-აჰამ...
-ნუკი, არ შემილია როდესაც ესეთ ხასიათზე ხარ. გინდა დავრჩე?
-არა, წადი. ნინის დავურეკავ. კარგად ვარ.
-მართლა?
-კი, მართლა.
ტატო გავიდა და კარი გაიხურა. ნუკიმ ტელეფონი აიღო და ნინის დაურეკა.
-გვიანია ძაან?
-არა, კაკრას სანდროა ჩემთან ერთად. მოყევი აბა ყველაფერი.
-ნინ...
-რა გჭირს?-რა ხდება? იქიდან გაისმა სანდროს ხმა.
-გადი სხვაოთახში და ისე დამელაპარაკე.
-მოვალ ეხა სან-ნინი ოთახიდან გავიდა და გააგრძელა ლაპარაკი.
-გუშინ... კლუბის მერე გამოვედით ჩემებთან. იქ სტუმრები დაგხვდნენ, მოკლედ ამეშალა ნერვები და მე და ალექსმა ვიჩხუბეთ, რო გამოვედით გარეთ ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი. არ მახსოვს რეები ვუთხარი, მთვრალი ვიყავი, ალბათ ისიც, მაგრამ ბოლოს მაკოცა... მე სახეში გავარტყი და გამოვიქეცი... -ანუკის ცრემლები წამოუვიდა.
-გაარტყი?
-ხო...
-ანუკი, შეგიყვარდა?
ანუკის არაფერი უპასუხა, უბრალოდ ტიროდა.
-ანუკი, არაა. შეყვარებული ჰყავს, დაიტანჯები.
-ხო.. ვიცი...მაგრამ გუშინ იმხელა იმედი მომეცა...
-ძაან გთხოვ. ის იმ გოგოს არ დაშორდება. რაც არ უნდა მოხდეს.
-ვიცი-ამაზე კიდე უფრო აეტირა.
-სად ხარ ეხა?
-მშობლების სახლში, იქით ხო ვაბშე არ მინდა გასვლა... ნინ დავიღალე... ერთი თვეც არ გასულა და უკვე სიკვდილი მინდა.
-ნუ სულელობ, ანუკი მანდ არ ჩამომიყვანო. დამშვიდდი, წადით შენ და ტატო სადმე, ან ბიჭები, გაისეირნეთ. წყნეთში ან საგურამოში ადით. გაერთობი, დაიკიდებ მაგას. ვინმეს გაიცნობ.
-ვის გავიცნობ ნინი!! ქმარი მყავს!-ამაზე კიდევ უფრო აეტირა-ამ ყველაფრის დედაც...
-ნუკი...
-დაიკიდე, მეგონა რჩევას მომცემდი და მხარს დამიჭერდი. შევცდი.-ნუკიმ ტელეფონი გათიშა, ცრემლები მოიწმინდა, ხალათი შემოიცვა და მისაღებში გავიდა.ყველა მაგიდასთან იჯდა და ლაპარაკობდნენ.
-ნუკი, დე რა მოხდა?-ელენემ ჰკითხა. მან არაფერი უპასუხა.
-ნათია, გეხვეწები რამე მომიტანე რა-მათ მზარეულს საუზმის გამოტანა სთხოვა და მაგიდასთან დაჯდა. მამამისი ოდნავ დაბნეული უყურებდა.
-რამე... მოხდა?-ეს უთხრა და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა. თითქოს პასუხს არც ელოდა.
-არაფერი-მშრალად უპასუხა, შემდეგ ნათიამ საჭმელი მიუტანა და ჭამა დაიწყო.
-ნუკი, გინდა დღეს საყიდლებზე გავიდეთ?-ნინომ ჰკითხა.
-არა, ნინო. სახლში უნდა დავბრუნდე. აქ ტანსაცმელებიც არ მაქვს.
-რაღაცეები დარჩა აქ შენი-ელენემ უთხრა.
-ძალიან კარგი, ჩაალაგე. წავიღებ.
-ანუკი, დე როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი... რას აპირებ? სულ ესე იქნები?
-რას ვაპირებ. კარგი კითხვაა. ალბათ წავალ თოკს ვიყიდი და თავს ჩამოვიხრჩობ.
მამამისმა ხელი დაჰკრა მაგიდას და ყველა შეხტა ანუკის გარდა.
-სიტყვები შეარჩიე დედაშენთან ლაპარაკისას.
-დედაჩემთან? რომელი დედა გაუკეთებს ამას შვილს?!! რომელს გეგონათ გაპატიეთ? !
-ნუკი-ტატომ ოდნავ მკაცრი ხმით დაუძახა და მკვლელი თვალებით შეხედა-დამშვიდდი.
-დავმშვიდდე?!-ანუკი წამოდგა, ოთახში შევიდა, გამოიცვალა და გარეთ გავიდა. ალექსის დაცვის მანქანა იქ იდგა. ჩაჯდა და სახლში წავიდა. იქ ალექსანდრე და მისი რამოდენიმე ძმაკაცი დახვდა. ანუკის გასაღები ჰქონდა, კარი გააღო და შიგნით შევიდა.
-გამარჯობა-ეს თქვა და მის ოთახში გავიდა.
-ჯანდაბა-ალექსანდრემ სასმელი მაგიდაზე დადო.
-ეს სახლში არ იყო?-დიტომ ჰკითხა.
-გუშინ ვიჩხუბეთ...
-რა ქენით?-მისმა მეორე ძმაკაცმა ლაშამ ჰკითხა.
-აუ არ ვიცი, ვაკოცე, და გამარტყა.
-შენ შ*გ ხო არ გაქ? ლიზას მაინც დაშორდი ტეხავს.
-ლაშა, ნუ ტ*ნავ ტვინს. შენ გარეშეც არ მელაპარაკება, გუშინ სახლშიც არ გამომყვა. ისე ხო მიადვილდებოდა ამის გაკონტროლება და ეხლა ხო ვაბშე. დან*რეული მაქ. იქიდან ლიზა და ეხლა ანუკიღა მაკლდა.
-როდესაც ტვინით იფიქრებ და არა შენ...
-დიტო-ლამის დაუყვირა ისე აეშალა ნერვები-ვიცი.
-გიყვარს თუ რას ერჩი?
-არა, რა მიყვარს. საყვარელი ბავშვია, უბრალოდ, გუშინ არ ვიცი რა. მთვრალი ვიყავი და პროსტა დამაინტერესა.
-გაინტერესებდა? და ეს რო ანუკის გრძნობებზე თამაშია არა?!-ახლა დიტომ დაიწყო ყვირილი-როგორ ექცევი, აზრზე მოდი ალექსანდრე. მართლა ბავშვია, და არ იმსახურებს შენგან ესეთ მოქცევას-დიტო წამოდგა და გასასვლელისკენ გავიდა.
-აუ მოიცა დარჩი რა.
-აზრზე რო მოხვალ და ყ*ეობების კეთებას დაამთავრებ მერე ვილაპარაკოთ. ლაშა წამოდი, მე გაგიყვან-ლაშა და დიტო წავიდნენ. ალექსანდრე კი მარტო დარჩა. ძალა მოიკრიბა და ანუკის ოთახთან მივიდა, ის იყო უნდა დაეკაკუნებინა რომ გადაიფიქრა და საერთოდ წავიდა. მთელი დღე არ გამოჩენილა.როდესაც მოვიდა ანუკი და ვაკო დახვდა მისაღებში. ანუკი ვაკოს იყო მიხუტებული და ერთმანეთში ლაპრაკობდნენ. მის დანახვაზე ორივე გაჩუმდა.
-საღამო მშვიდობის-ალექსი მიესალმა და ოთახში გავიდა.
-მემგონი ჯობია წავიდე.
-არა, ღადაობ? ეხა უნდა დამტოვო?
-დაელაპარაკე რა-თან მისი თმებით თმაშობდა-ნუ იქცევი 2 წლის ბავშვივით, თითქოს ადრე არავისთვის გიკოცნია.
-ვაკო, ორი საათი რაც გიხსენი ვერაფერი ვერ გაიგე?
-თუ უყვარხარ, იმასაც დაშორდება. გეყოფა ჭირვეულობა.
-მაგიტო დაგირეკე შენ, რეზი დამამშვიდებდა, ნინიმ ვაფშე დაიკიდეო. შენ ვიცოდი რო იმენა აზრზე მომიყვანდი.
-ხოდა ძაან კაი. ნუ წუწუნებ, მიდი.
-მერე დაველაპარაკები-ანუკიმ სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო-და კიდე იმიტო რო სიგარეტზე არ მეუბნები არაფერს.
-მეთქი იმიტო დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა თქო...
-ეგეეც-ანუკის გაეცინა-ხო, ანუ ც არა. ჯერ მაგიტო დაგირეკე.
-კაი, მართლა წავედი.
-მიდი-ვაკო ადგა და წავიდა.
შემდეგ ალექსიც გამოვიდა ოთახიდან. ანუკის არაფერი არ უთქვამს ტელეფონი აიღო და ტატოს მიწერა.
,,რას შვები?’’
,,სამსახურში ვარ ჯერ კიდევ. შენ?’’
,,ალექსანდრე მოეთრა და ვზივართ დებილებივით’’
ალექსანდრემ ვისკი დაისხა, მისაღებში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა. შემდეგ მანაც ტელეფონი ამოიღო.
,,რატო?’’
,,ა, უი. დაიკიდე’’
,,რა დავიკიდო?’’
,,იმუშავე, ხვალ მოგიყვები’’
,,კაი. არ დამავიწყდება იცოდე’’
,,მიდი’’.
-ხვალ ბაკურიანში მივდივართ.
-არა.
-გკითხე?
ანუკი ადგა და ოთახში გავიდა, ალექსანდრეც უკან გაეკიდა.
-რა იმ კოცნის გამო გადამაყოლე?! რა იყო ცხოვრებაში ბიჭისთვის არ გიკოცნია ტო?-ალექსანდრეს გაეცინა-რა დაგემართა? ენა გადაყლაპე?
ანუკი სიბრაზისგან სულ გაწითლდა, ოთახიდნა გააგდო და კარი მთელი სიმწრით მოიჯახუნა.

№1  offline წევრი ))♡

Rogr mabedniereb asee xshirad rom deb ????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგს იზამ გოგოს ლექსიკას თუ დახვეწავ. მამაკაცისგან ვერ ვიტან ბილწსიტყვაობას და მითუმეტეს ქალისგან ამაზრზენია. ეს ყველაზე დიდი შეუგნებლობაა. არსებობს ათასი სხვა სიტყვები, რომლებსაც წერტილები და ფიფქები არ სჭირდება. ამას თუ გაითვალისწინებ, ისტორია უფრო საინტერესო გამოვა

№3  offline მოდერი ენემი

იმით დავიწყებ, რომ ალექსანდრეს ქცევა არ მომწონს, ან ერთთან იყოს ან მეორესთან. ანუკი მართალია ამ შემთხვევაში, მაგრამ ტიპი ასე ექცეოდეს და შეუყვარდეს ცოტა არ იყოს არარეალურია. გამიხარდება თუ ურთიერთობა მალე დაუთბებათ, რადგან ასე თუ გაგრძელდა ნაკლები მკითხველი გეყოლება. მე მომწონს მაგრამ უფრო დიდი მინდა. წარმატებები <3

№4 სტუმარი სტუმარი shalo

ენემი

nomeri dawere

№5 სტუმარი Hdjxh

Maledade raa dzaanmagariaa

№6  offline წევრი sati

ენემი
იმით დავიწყებ, რომ ალექსანდრეს ქცევა არ მომწონს, ან ერთთან იყოს ან მეორესთან. ანუკი მართალია ამ შემთხვევაში, მაგრამ ტიპი ასე ექცეოდეს და შეუყვარდეს ცოტა არ იყოს არარეალურია. გამიხარდება თუ ურთიერთობა მალე დაუთბებათ, რადგან ასე თუ გაგრძელდა ნაკლები მკითხველი გეყოლება. მე მომწონს მაგრამ უფრო დიდი მინდა. წარმატებები <3

მესმის რომ შეიძილებაა ბევრი აქ გასარტობად შემოდის აქ რომ ცოტა ბედნიერ დასასრულიანი ისტორია წაიკითხოს, ისიც ვიიცი რომ ბევრს არ მოსწონს ესეთი ისტორიები, მაგრამ სულლ რო10მკითხველი მყავდეს რომელსაც ჩემი ისტორიები მოსწონთ, მზად ვარ მათთვის დავწერო. ეს ისტორია ოდნავ რეალური მინდა გამოვიდეს. მათი ურთიერთობების შეცვლა, მთლიანი ისტორიის შეცვლა გამომივა. ეგეთი მომენტებიც იქნება სადაცთბილი ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ სულ არა.იმედია მაინც გააგრძელებ კითხვას <3 heart_eyes

№7 სტუმარი Sgssst

Dzaan magaria male dade gtxoov <3

№8  offline მოდერი ენემი

sati

მე რა თქმა უნდა მაინც წავიკითხაავ, რადგან თუ ისტორიის წაკითხვას ვიწყებ დასასრულსაც ველი და შემდეგ ვაფასებ. ამ შემთხვევაში კი უბრალოდ უფრო თბილი ურთიერთობისაკენ მინდა რომ გადადგან ნაბიჯი და მიხვდნენ, რომ ერთმანეთის დადანაშაულება და ყვირილი გამოსავალი არ არის. ორივე უნდა ხედავდნენ რომ ერთმანეთი სჭირდებათ. კიდევ ერთი რამ, ანუკის სიტყვები ცოტა არ იყოს არაა მოსაწონი (ალბათ იფიქრებ ნეტავ ეს ვისზე ამბობს მის მოთხრობაში პირდაპირ იგინება გოგო'ვო joy). მოკლედ წარმატებები რა და ველი უფრო დიდ თავს.

№9  offline წევრი sati

არა ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. უბრალოდ რეალობას მივამსგავსე, სამწუხაროდ დღეს ყოველი მეორე გოგო უფრო მეტს იგინება ვიდრე ნებისმიერი ბიჭი. თორემ მეც არ მომწონს. თბილი ჯრთიერთობა კი ექნებათ ოღონდ ესე მალე არა. თუ მართლა მკითხველებს არ დავკარგავ ეს ისტორია ოდნავ გრძელი იქნება, რადგან დიდი გეგმები მაქვს ამათ ურთიერთობებზე. საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ჰეპი ენდით დამთავრდება. ვნახოთ.<3 heart_eyes უკვე დავდე ახალი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent