შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის ვალსი


15-12-2017, 17:22
ავტორი სალვატორე
ნანახია 2 212

შემოდგომის ვალსი
ოძდამეერთე საუკუნე

ოპერატორი, 911: გისმენთ რა პრობლემა გაქვთ.
--------- : გთხოოვთ დამეხმარეთ! სისხლისგან იცლება გთხოოვთ! შენ არ უნდა მოკვდე გაიგეე! ამისათვის მაჩუქე მეორე სიცოცხლე რომ ჩემ ხელებში დალიო სული?!
ოპერატორი : ქალბატონო გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაწყნარდეთ და ამიხსნათ თუ რა ხდება?
--------- : ესროლეს! კოლმანს ესროლეს! პასუხს აღარ მცეემს! კოლმან დამელაპარაკე ჩემო ანგელოზო არ გაბედო ჩემი მარტო დატოვება გთხოოვ! ღმერთო გევედრები გადამირჩინე ჩემი მფარველი!
ოპერატორი : მისამართი მითხარით.
--------- : ოოო არაა ღმერთო თვალები დახუჭა! კოლმან თვალები გაახილე! არ გაბედო სიკვდილი თორემ ვერ ვიცოცხლებ უშენოდ! მჭირდები მე შენ სიცოცხლისთვის გაიგე ირლანდიელო! უნდა გადარჩე რომ გითხრა თუ როგორ მიყვარხარ!
ოპერატორი : ქალბატონო მისამართი მითხარით რომ შევძლო თქვენი დროულად დახმარება.
ექვსი დღით ადრე
თერთმეტი ოქტომბერი
ბრუკლინი, ნიუ იორკი
საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა როცა კოლმან დონოვანი როგორც უმეტეს შემთხვევაში ეხლაც ფეხით ბრუნდებოდა სახლში კრივის დარბაზიდან, იშვიათად დადიოდა მანქანით რადგან არც ისე დიდი მანძილით არის დაშორებული კრივის დარბაზი მისი სახლიდან, დაახლოებით ექვსასი ან შვიდასი მეტრით თან სიამოვნებს კიდეც ფეხით სიარული. მისი სამ სართულიანი სახლი ერთ ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს ვილოუსა და კლარკის ქუჩების კვეთასთან. რამდენიმე მეტრიღა აშორებედა მის სახლში ასასვლელ კიბეებამდე როდესაც მან მის წინ მიმავალი გოგონას ტირილი გაიგონა, ყურადღება მასზე გადაიტანა და დაინახა რომ გოგონას ხელჩანთის ერთი ხელმოსაკიდი გაწყვეტილი იყო და ჩანთაზე ეკიდა ხოლო გოგონას ხელები სახეზე აეფარებინა რადგან ტიროდა და არ უნდოდა ვინმეს მისი ნამტირალევი სახე დაენახა და ყურადღება მიექცია, ხოლო ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლის წვეთებს ხან ერთი ხელით მოიწმინდავდა და გადაისმევდა სახეზე და ხან მეორეთი. იმდენად ნელა და ადგამდა ნაბიჯებს რომ ვერც იფიქრებდით რომ მოძრაობდა, გეგონებოდათ რომ ადგილზეა გაშეშებული და წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებსო და არც ის იცის ან საიდან მოვიდა ან სად უნდა წასულიყო. კოლმან დონოვანი ნამდვილად არ გამოირჩევა გულჩვილი ხასიათით მაგრამ მასზე ძლიერ იმოქმედა უცნობი გოგონას მიერ დადგმულმა დრამატულმა სცენამ და გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა, უკნიდან მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა, ხელით ნაზად შეეხო მკლავზე და კითხა.
კოლმანი: უკაცრავად, შემიძლია რაიმეთი თქვენი დახმარება?
გოგონამ მკლავზე შეხება რომ იგრძნო შიშისგან ოდნავ შეხტა, განზე გადგა და ტირილი შეწყვიტა, კოლმანი მას პირისპირ დაუდგა და ისევ კითხა.

კოლმანი: ჩემი ნუ შეგეშინდებათ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
გოგონამ ხელები ჩამოუშვა სახიდან, თავი აწია და კოლმანს შეხედა, კოლმანს განცვიფრება სახეზე დაეტყო რადგან მის თვალწინ იდგა გოგონა რომლის სახე ცრემლს დაესველებინა ხოლო ტუჩები და ნიკაპი ცრემლში არეულ სისხლს რომელიც ცხვირიდან წამოსვლია და უკვე მოესწრო მის სახეზე შეშრობა. კოლმანს ისე ძლიერ შეეცოდა გოგონა რომ მზად იყო ჩახუტებოდა, მოფერებოდა და დაემშვიდებინა, გოგონას სახეზე რამდენიმე წამიანი ყურების შემდეგ მან გადაწყვიტა რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა ყველანაირად დახმარებოდა მას, გონება მოიკრიბა და უთხრა მას ის რაც გულმა უკარნახა.

კოლმანი: ჩემი სახლი აქვეა ორიოდე მეტრში, გთხოვთ წამოხვიდეთ ჩემ სახლში, ჩემი სააბაზანო ოთახით ისარგებლეთ და მოწესრიგდით, ხოლო შემდეგ მე თვითონ წაგიყვანთ ჩემი მანქანით იქ სადაც მიდიოდით თუ წინააღმდეგი არ იქნებით რა თქმა უნდა.
გოგონა ხან გამვლელებს შეხედავდა ხან მანქანებს გააყოლებდა თვალს, სისხლისგან გაწითლებულ ხელის გულებზეც დაიხედა, შემდეგ კოლმანს შეხედა და გამოელაპარაკა.

--------- : თქვენ მე ვერ დამეხმარებით.
კოლმანი: ნება მომეცით ვეცადო მაინც, ვიცი მესმის თქვენი რომ ჩემი შემოთავაზებული წინადადება არც ისე სახარბიელოდ ჟღერს რადგან უცხო კაცი გთავაზობთ თავის სახლში გაყოლას და მისი სააბაზანო ოთახით სარგებლობას, მაგრამ მე ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის გითხარით რომ სახე მოიწესრიგოთ და ხელები დაიბანოთ, ან იქნებ წყლის დალევა გნებავთ და თან ვისაუბრებდით თუ სურვილი გექნებოდათ, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ დარდის გაზიარებით ბევრად უფრო მსუბუქად და დაწყნარებულად იგრძნობთ თავს, მე მხოლოდ მინდა რომ დაგეხმაროთ, თქვენი გადაწყვეტილება თქვენი ნებაა, თუ ისევ უარზე ხართ რომ დაგეხმაროთ მაშინ სანამ დაგემშვიდეობებით ის მაინც მითხარით გაქვთ თუ არა ღამის გასათევი რომ მშვიდად ვიყო. გოგონა ჩუმად იყო და კოლმანს უსმენდა, ხოლო როცა მან მისი ბოლო სიტყვები გაიგო ღამის გასათევთან დაკავშირებით მან თავი დახარა და ატირდა, ცრემლები გადმოგორდნენ მის ლოყებზე და ჩამოწვეთეს მისი სახიდან, ხელები აიფარა სახეზე და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია აქეთ იქით, მიუხედავად იმისა რომ კოლმანს მკაცრი ხასიათი ახასიათებს მასზე მაინც ძლიერ იმოქმედა გოგონას მდგომარეობამ, მან ხელი მოხვია მას და მის სახლში ასასვლელი კიბეებისკენ წაიყვანა, რამდენიმე კიბეზე ასვლის შემდეგ კი სახლშიც შევიდნენ.
კოლმანი: გთხოვ შემოდი არ მოგერიდოს, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
--------- : ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება.
კოლმანი: ეხლავე მოგიტანთ, ნუ დგახართ ძალიან გთხოვთ, სადაც მოგინდებათ იქ მოისვენეთ, ხელმარცხნივ მისაღები ოთახია, ესეც თქვენი წყალი გამომართვით.
--------- : მადლობა, არც კი ვიცი რა გითხრათ.
კოლმანი: არაფრის თქმა არ არის საჭირო, მაგრამ თუ გნებავთ სანამ მოიფიქრებთ თუ რა მითხრათ დაგასწრებთ და პირველი მე გეტყვით რომ ჯობია შევთანხმდეთ იმაზე რომ ორივე შევწყვიტავთ თქვენობით საუბარს და შენობით მივმართავთ აწი ერთმანეთს, რას იტყვით?
--------- : კარგი თანახმა ვარ.
კოლმანი: ჩემი სახელია კოლმანი, კოლმან დონოვანი, მეგობრები ირლანდიელს მეძახიან წარმოშობიდან გამომდინარე.
--------- : მე მარიანა მქვია, მარიანა გარსია.
კოლმანი: მარიანა, სასიამოვნოდ ჟღერს შენი სახელი, კარგი მარიანა წამომყევი სააბაზანო ოთახს გაჩვენებ რომელიც მეორე სართულზეა, ესეც სააბაზანო ოთახი, ყველაფერია შიგნით რაც შეიძლება დაგჭირდეს, მე სამზარეულოში ვიქნები და რამეს მოვამზადებ რომ ვივახშმოთ.
მარიანა: მადლობა კოლმან შემოთავაზებისთვის მაგრამ ეხლა მხოლოდ დასვენება მჭირდება.
კოლმანი: კარგი მარიანა, ეხლა დაგტოვებ და თავს მიხედე , მე მისაღებში ვიქნები.

მარიანა: კოლმან, კოლმან!
კოლმანი: მარიანა ქვევით ჩამოდი, პირველ სართულზე ვარ მისაღებში, ნამდვილად არ გინდა ვახშმობა? სხვათაშორის არც ისე ცუდათ ვამზადებ.
მარიანა: კოლმან სიმართლეს გეტყვი, არ მინდა კი არა პირიქით ძალიან მშია მაგრამ ეხლა ერთ ლუკმასაც ვერ გადავყლაპავ, კოლმან მინდა გითხრა რომ შინაგანდ ცუდათ და უხერხულად ვგრძნობ თავს, არ მინდა რომ ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნას, ან არც კი ვიცი საერთოდ რას ფიქრობ ჩემზე, პირველივე შემხვედრს სახლში გავყევი, მის სააბაზანოთი ვისარგებლე და თავი მოვიწესრიგე, მისი სახლის მყუდროება დავარღვიე, ეხლა ამეტირება რადგან ჩემი თავის მრცხვენია და მიჭირს შენთვის თვალებში ჩახედვა, მართალია არ ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ გთხოვ რომ გამიგო რადგან ისეთ სტრესულ და შოკურ მდგომარეობაში ვიყავი რომ აღარ მაინტერესებდა რა მოხდებოდა ჩემ თავს, ის კი გავიფიქრე რომ თუ მკვლელია ბარემ მომკლავს და დაამთავრებს ჩემ შინაგან ტკივილს მეთქი, ხოლო თუ მართლა ადამიანია მეთქი მაშინ ღმერთისგან გამოგზავნილ მფარველად ჩავთვლი მეთქი, მე ვიცი რომ გაინტერესებს თუ რა მოხდა ჩემ თავს, მაგრამ თავს იკავებ და არ მეკითხები, რადგან იცი როგორ უნდა მოიქცე და რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, კოლმან მე მოგიყვები, მე ყველაფერს მოგიყვები.
კოლმანი: მარიანა მაპატიე რომ გაწყვეტინებ მაგრამ ვფიქრობ აჯობებს რომ დაისვენო, მე იმას არ გეტყვი რომ შენი ისტორია არ მაინტერესებს, პირიქით ძალიან მაინტერესებს თუ რა მოხდა შენს თავს და რომელმა არაკაცმა გაგწირა და ჩაგაგდო ეგეთ დღეში, მაგრამ მგონი შენთვის აჯობებს რომ დღეს აღარ შეეხო მაგ თემას და დაისვენო და დაწყნარდე როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, ხვალისთვის რომ გადავდოთ რა აზრის ხარ?
მარიანა: მართალი ხარ კოლმან, მადლობა ზრუნვისთვის, ჯობია ხვალ ვისაუბროთ რის შემდეგაც დაგტოვებ.
კოლმანი: ხვალისთვის გადავდოთ დამშვიდობებაზე საუბარი, სააბაზანო ოთახში რომ იყავი მაშინ გავამზადე შენთვის საძინებელი ოთახი რომელიც მეორე სართულზეა, როგორც კი ახვალ ხელმარჯვნივ.
მარიანა: არ ვიცი როგორ შევძლებ დაძინებას, ალბათ მთელი ღამე თვალებგახელილი ვიქნები და არ მომასვენებს მომხდარზე ფიქრი, კოლმან მადლობა ზრუნვისთვის მაგრამ თუ ზედმეტად არ შეგაწუხებ მირჩევნია ამ ღამით აქ დავრჩე მისაღებ ოთახში.
კოლმანი: თუ შენ აქ უფრო კარგად იგრძნობ თავს ნება შენია, მე არ შევწუხდები.
მარიანა: მადლობა, შენ რას აპირებ?
კომანი: მე დაწოლას ვაპირებ მაგრამ მეც არ ვიცი შევძლებ თუ არა დაძინებას რადგან რომ მახსენდება შენი შეშლილი და ტკივილის გამომხატველი სახე ცუდათ ვხდები, ეხლა სულ სხვა სახე გაქვს აშკარად შეგეტყო დაწყნარება, მოკლედ ჩემი საძინებელი პირველ სართულზეა სამზარეულოს რომ გაცდები, თუ რამე გინდა ან გჭირდება მითხარი?
მარიანა: არა არაფერი მადლობა.
კოლმანი: მაშინ დაგემშვიდობები და დაგტოვებ.
მარიანა: მადლობა კოლმან.
კოლმანი: ხვალამდე მარიანა.



თორმეტი ოქტომბერი
მარიანა: დილა მშვიდობის კოლმან.
კოლმანი: დილა მშვიდობის მარიანა, ვცდილობდი არ მეხმაურა რომ არ გამეღვიძებინე.
მარიანა: არა შენ არაფერ შუაში ხარ მე არც არაფერი გამიგია, ნეტავ რომელი საათია?
კოლმანი: თორმეტი საათია, კარგად გამოიძინე?
მარიანა: არა კოლმან, კარგად კი არა შეიძლება ითქვას რომ მთელი ღამე არ მძინებია, ხუთი, ათი წუთი ჩამთვლიმავდა და მერე დაახლოებით ორი საათი მეღვიძა და ესე გრძელდებოდა დილამდე, ამიტომ გამეღვიძა ესე გვიან, უძილობამ თავისი გაიტანა და ამ დილით ჩამეძინა რამდენიმე საათით.
კოლმანი: ეხლა ვისაუზმებთ და ენერგია მოგეცემა თან კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დადგები რადგან ვიცი რომ გშია.
მარიანა: არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო, თან დიდი სიამოვნებით ვისაუზმებ, აშკარად ვგრძნობ მადისამღვძრელ სუნს რომლიც დილიდან დაგიყენებია სამზარეულოში, შეგიძლია მითხრა რას აკეთებ?
კოლმანი: პანქეიქებს ვაცხობ, საუზმეზე ხშირად მივირთმევ ნეკერჩხლის სიროფთან ერთად, დარწმუნებული ვარ მოგეწონება.
მარიანა: დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ, ესე იგი გეხერხება რაღაც რაღაცეების კეთება სამზარეულოში?
კოლმანი: თავიდან ჩემით ვცდილობდი მეკეთებინა ასევე კულინარიულ საიტებსაც ვიხმარდი, შემდეგ კულინარიული აკადემია დავამთავრე უფრო თავდაჯერებული რომ ვყოფილიყავი, მოკლედ ვცდილობ რომ მეხერხებოდეს, ეხლა კი არის უკვე დრო რომ მაგიდას მივუსხდეთ და საჭმელზე ლაპარაკის ნაცვლად მის მირთმევას შევუდგეთ.

მარიანა: კოლმან შემიძლია გითხრა რომ საუზმისგან ასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია.
კოლმანი: მოხარული ვარ რომ მოგეწონა, არა, არა იყავი ნუ ადგები მე ავალაგებ.
მარიანა: გთხოვ ნება მომეცი მეც ავალაგო შენთან ერთად.
კოლმანი: კარგი როგორც გინდა, შემიძლია ფორთოხლის წვენი შემოგთავაზო.
მარიანა: მადლობა კოლმან მაგრამ მხოლოდ წყალს დავლევ და თან მოგიყვები ყველაფერს რის შემდეგაც დაგტოვებ, როგორ მრცხვენია ვერ წარმოიდგენ რადგან წარმოდგენა არ მაქვს თუ როგორ უნდა გადაგიხადო სიკეთისთვის.
კოლმანი: მარიანა მე მზად ვარ რომ მოგისმინო, სიკეთის გადახდაზე მერე ვისაუბროთ.
მარიანა: ადრეული ასაკიდან მოგიყვები რომ თანმიმდევრობით მოვიდე დღევანდელობამდე. წარმოშობით კოლუმბიელი ვარ, დავიბადე კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. და-ძმა არ მყოლია, დედა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა, ვიცი რომ რაღაც დაავადებამ შეიწირა მისი სიცოცხლე მაგრამ ზუსტად რა ჭირდა არ ვიცი და არც არავის აუხსნია დეტალები ჩემთვის. მამაჩემი ზედმეტად მიმნდობი კაცი იყო რითიც ზოგჯერ სარგებლობდნენ ხოლმე ახლო წრის ჩათვლითაც გეუბნები. ერთხელ სრულიად მოულოდნელად მან განმიცხადა რომ რაღაც პერიოდი ბრუკლინში უნდა გვეცხოვრა რადგან ეს მის საქმესთან იყო დაკავშირებული. მამაჩემი სამშენებლო მასალების ბიზნესში იყო ჩართული. იცი სიმართლე გითხრა მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური კოლუმბია და ის ქალაქი სადაც დავიბადე და ძალიან არ მინდოდა მისი დატოვება თუნდაც ცოტახნით მაგრამ ვიფიქრე რომ ეს ჩემთვის კარგი იქნებოდა და თან რამდენ რამეს დავათვალიერებ და რამდენ სიახლეს გავეცნობი მეთქი რაც ჩემთვის აქამდე უცნობი არის მეთქი. ჩამოვედით და ერთოთახიანი ბინა ვიქირავეთ რადგან ჩვენ გვყოფნიდა დროებით საცხოვრებლად, ჩამოფრენიდან ერთ კვირაში ოძდარვა წელი შემისრულდა, ჩემი პირველი დაბადების დღე იყო ჩემი ქვეყნის გარეთ.
კოლმანი: მარიანა გატყობ რომ ცრემლი გახრჩობს და გიძნელდება საუბარი, თუ გინდა ცოტახნის მერე გააგრძელე მოყოლა.
მარიანა: არა მე ეხლა მინდა რომ მოგიყვე შენ ყველაფერი, უბრალოდ გამიგრძელდა მოყოლა და ვატყობ რომ ვეღარ ვერევი ჩემ თავს და ემოციებს ვყვები, ვეცდები მოკლედ შემოვიფარგლო. კოლმან წარმოდგენა არ მაქვს რაში გახვიეს მამაჩემი და რა ვალები დააკისრეს გადასახდელი, მან მომიყვა რომ ყველაფერში დამნაშავე მისი დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობარი ყოფილა რომელიც ბრუკლინში საქმიანობს და რომელმაც დაურეკა და აქ ჩამოსვლაზე დაითანხმა, ხოლო შემდეგ მოტყუებით, საბუთების გაყალბებით და ყველანაირი მაქინაციით შეძლო ჩვენი გაკოტრება თან ვალების დაკისრებაც და ამ ყველაფრით თურმე იხეირა მან, ხოლო შედეგი იყო ის რომ ერთი თვის წინ მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა, იგი მისმა უბრალოებამ, მეგობრულმა დამოკიდებულებამ და ნდობამ დაღუპა. მამაჩემის გადასვენების პერიოდში გავიგე რომ ის სახლი რომელშიც გავიზარდე და ვცხოვრობდი მე აღარ მეკუთვნის თურმე ვალების გამო წაურთმევიათ მამაჩემისთვის და ის კიდე ამას ვერ მეუბნებოდა, ალბათ ერიდებოდა და რცხვენოდა რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო მისი თავი და ჩამაგდო მეც. შემდეგ უკან ჩამოვფრინდი რაღაც, რაღაც საბუთები მქონდა მოსაწესრიგებელი და თან ბინის ფულიც უნდა გადამეხადა. სანამ მამა გარდაიცვლებოდა იმ ნაძირალას ვერაფერი დაუმტკიცეთ რადგან ყველგან მამას ხელმოწერა იყო ოღონდ არა იმაზე რაც უთხრეს არამედ სხვა შინაარსის მქონე საბუთებზე. ბინის ქირა გადავიხადე და გადავწყვიტე კოლუმბიაში დავბრუნებულიყავი ჩემ მშობლიურ ქალაქ ბოგოტაში, აქედან გასამაგზავრებელი ბილეთის თანხა ნათესავისგან მქონდა ნასესხები, მამაჩემის დასაფლავებაზე როცა ვიყავი ჩასული მაშინ ვისესხე. გულის სიღრმეში არ მომწონდა აქედან წასვლის იდეა რადგან რომელიმე ნათესავს უნდა ჩავსახლებოდი სანამ სამსახურს ვიშოვიდი და სანამ ბინის ქირის გადახდას შევძლებდი, სიმართლე გითხრა შევეჩვიე აქაურობას მაგრამ აქ უფრო გამიჭირდება სამსახურის შოვნაც და ბინის ქირის გადახდაც თან არც არავის ვიცნობ და არც არავინ მიცნობს. მოკლედ რაც შეეხება გუშინდელ დღეს და თუ რატომ მოგიყევი ამდენი რამე, გუშინ სრულიად შემთხვევით ქუჩაში შემეჩეხა ის ნაძირალა რომელმაც მამაჩემი შეიწირა. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ვფიქრობდი რომ რატომ უნდა შევიკავო თავი დასაკარგი მაინც აღარაფერი დამრჩა მეთქი და ლანძღვა დავუწყე, ჩანთა მოვუქნიე და მრცხვენია რომ გითხრა მაგრამ სახეშიც კი შევაფურთხე, ხოლო მან ისეთი სიძლიერით დამარტყა მუშტი თითქოს კაცი ვყოფილიყავი და ცოტაც და ალბათ გავითიშებოდი. ტკივილისა და უმწეობის ცრემლი ცხვირიდან წამოსულ სისხლს შეერია და ბურუსმა მომიცვა, შოკიდან გამოსვლისთანავე ტაქსი გავაჩერე და იქაურობას გავეცალე, არ ვიცი სად მივდიოდი უბრალოდ მინდოდა შორს ვყოფილიყავი იმ ადგილიდან, შემდეგ ტაქსს ვუთხარი გაეჩერებინა, მანქანიდან გადმოვედი და ქუჩას გავუყევი ტირილით, ხან ვჩერდებოდი და ხან ნელ ნელა ვადგამდი ნაბიჯებს ოღონდ არ ვიცოდი სად მივდიოდი ან რატომ ვჩერდებოდი და ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამდე სანამ უცნობისგან მხარზე შეხებასა და გამოლაპარაკებას გავიგებდი.

კოლმანი: მარიანა იმდენად იმოქმედა შენმა ისტორიამ ჩემზე რომ ჯერ კიდევ მასში ვარ ჩაფლული და მიჭირს გონზე მოსვლა, იმაზე ვფიქრობ თუ როგორ ტყუილად შეეწირა მამაშენი ამ ამბავს, ხოლო შენ კიდე ამხელა ტკივილი და შეურაცყოფა მოგაყენეს, მართლა ძალიან ვწუხვარ მამაშენის გარდაცვალებას და ამ შენმა მოყოლილმა ისტორიამ ჩემში კიდევ უფრო გაამძაფრა შენი დახმარების სურვილი და ერთ აზრსს შემოგთავაზებ მე შენ.
მარიანა: კოლმან იმაზე მეტი გამიკეთე ვიდრე უნდა გაგეკეთებინა და შენგან დახმარების მიღებას ვეღარ შევძლებ,ისედაც მიჭირს შენთვის თვალებში ყურება.
კოლმანი: მარიანა დაჟინებით გთხოვ რომ მომისმიმო და მერე გადაწყვეტილება შენზე იყოს, კარგი?
მარიანა: კარგი კოლმან გისმენ.
კოლმანი: ზოგადად გეტყვი რომ მე არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი მაგრამ შემიძლია გითხრა რომ ჩემს გარშემო არის ისეთი ხალხი რომელთა დახმარებითაც შემიძლია შენი დახმარება, მე შემიძლია ჩემი ახლო მეგობრებისა თუ უბრალოდ ნაცნობების დახმარებით თავიდან დაგაწყებინო ცხოვრება და შენ შეძლებ ახალი ფურცლის გადაშლას შენს ცხოვრებაში, გულახდილად გეტყვი რომ ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა ჩემი მხრიდან ისეთი საქციელი რითაც შევძლებდი რომ მეამაყა, ასე რომ გთხოვ მარიანა რომ მომცე საშუალება ვიამაყო შენი დახმარებით და ეს იქნება შენგან მადლობის გადახდა ჩემი შენდამი სიკეთისთვის.
მარიანა: კოლმან მაპატიე რომ გაწყვეტინებ მაგრამ ცოტათი დავიბენი, ერთი მხრივ არ არსებული ლამაზი ზღაპრები ჩემთვის რეალური ხდება და მე მიხარია შენი სიტყვების მოსმენა რადგან იმედი მეძლევა მათი მოსმენით, ხოლო მეორე მხრივ ვერ ვხვდები კიდევ რითი უნდა დამეხმარო ან მე რა უნდა გავაკეთო.
კოლმანი: მარიანა მე გთავაზობ რომ დარჩე აქ და არ დაბრუნდე კოლუმბიაში, გთავაზობ ჩემ სახლს საცხოვრებლად მანამდე სანამ შენთვის სამსახურსა და ბინას არ ვიშოვით, ვიცნობ ერთ-ორ პიროვნებას რომლებიც ბინების გაქირავებით არიან დაკავებულები და ვფიქრობ რომ შევძლებ კარგ უბანში შენთვის შედარებით დაბალ ფასში ბინის შოვნას, რატომღაც მგონია რომ კოლუმბიაში შენ დაბრუნებას და ნათესავთან ან მეგობართან ჩასახლებას ჯობია რომ აქ დარჩე და ყველაფერი თავიდან დაიწყო. წეღან უნდა მეკითხა და შენი ისტორიის მონასმენი სულ გადამავიწყდა, გაფრენას როდის აპირებდი?
მარიანა: დღეს ვაპირებდი გამთენიისას, გაფრენამდე აეროპორტში ვიქნებოდი რამდენიმე საათი რადგან ბინის მფლობელისთვის გასაღები უკვე ჩაბარებული მქონდა.
კოლმანი: ანუ მარტო ეს ჩანთაა შენი ბარგი?
მარიანა: მამა რომ გადავასვენე მაშინ წავიღე ყველაფერი და ნათესავთან დავტოვე, აბა სახლი აღარ დამხვა ჩემ მფლობელობაში და რაღა უნდა მექნა, უმეტესი რამ მაინც გავაჩუქე სანათესაოში, იქ ისეთი არაფერი წამიღია რაზეც შეიძლება რომ გული დამწყდეს, თან უკვე ჩემი მშობლიური ქალაქი და ჩემთვის საყვარელი და სასიამოვნო ადგილები უკვე სიამოვნებაზე მეტად ტკივილის მომტანი უფრო გახდა.
კოლმანი: ანუ ეს იმას ნიშნავს რომ თანახმა ხარ ჩემ წინადადებაზე?
მარიანა: არ ვიცი კოლმან უნდა მოვიფიქრო, შეიძლება ასეთ პასუხს არ უნდა გცემდე იმ სიკეთის მერე რაც შენ გამიკეთე და რაც გინდა რომ გამიკეთო მაგრამ დრო მჭირდება მოსაფიქრებლად და გთხოვ რომ გამიგო. ისე სანამ მოვიფიქრებ თუ წინააღმდეგი არ იქნები შენ შესახებ მომიყევი, დიდი სიამოვნებით მოგისმენ რადგან მაინტერესებს შენ შესახებ თუნდაც მცირედი ინფორმაცია მაინც.
კოლმანი: მარიანა შენ იმდენი რამ მომიყევი შენ ისტორიასთან დაკავშირებით რომ ვფიქრობ ვალდებულიც კი ვარ რომ ჩემ შესახებ მოგიყვე.
მარიანა: ხო და ეხლა მე ვარ მზად რომ მოგისმინო კოლმან.

კოლმანი: როგორც გუშინ გითხარი წარმოშობით ირლანდიელი ვარ, დავიბადე და ვცხოვრობდი ირლანდიის ქალაქ ბელფასტში, შენსავით არც მე მყოლია და ან ძმა. რვა წლის ვიყავი როცა ჩემი მშობლები ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს, უფროსწორი ნათქვამი იქნება თუ გეტყვი რომ დედაჩემი დაშორდა რადგან ყელში ჰქონდა ამოსული მამაჩემის უაზრო და უადგილო გამოხტომები და ქცევები, კლასიკური შემთხვევა იყო, ზედმეტი დალევა, სახლში არ მოსვლები და ა.შ დედაჩემს ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში რომ ჩემზე მეურვეობის უფლებას სასამართლო მას გადასცემდა და ასეც მოხდა. ათი წლის ვიყავი როცა ირლანდიის დატოვება მომიწია რადგან დედაჩემს იმდენად სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა სხვა კაცთან რომ მან მასთან ცხოვრება შესთავაზა და ჩვენც ბრონქსში გადავსახლდით და მის სახლში გავაგრძელეთ ცხოვრება. მამინაცვალი კარგი პიროვნება გამოდგა, დედაჩემს აფასებდა და შემიძლია გითხრა რომ ძალიან კარგადაც ექცეოდა, ასევე ჩემს მიმართაც სითბოსა და ყურადღებას არ იშურებდა და როცა შეამჩნია ჩემი დაინტერესება კრივის მიმართ ყველანაირად ეცადა ჩემთვის გზა გაეკვლია და დამხმარებოდა რითიც შეეძლო. ვნატრობდი დროის გასვლას და სკოლის ატესტატის აღებას რომ შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კრივისთვის დამეთმო, სკოლაში სწავლის პერიოდში და მის შემდეგაც მხოლოდ კრივით ვიყავი დაკავებული და რაც უფრო გადიოდა დრო მით უფრო ვაღწევდი წარმატებას. კრივი ჩემთვის ყოველთვის სპორტზე მეტი იყო და დარჩება კიდეც ასე. როცა შენი ასაკის ვიყავი ანუ ოძდარვა წლის, ოძდახუთი შეხვედრა მქონდა ჩატარებული, აქედან ოძდასამი მოგება, ოცი ნოკაუტით, სამი ქულებით, ერთი ფრე და ერთი წაგება ქულებით, ასაკიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა. ოძდამეხუთე შეხვედრამ ჩემი როგორც მოკრივის კარიერა დაასრულა რადგან თავის ტვინის ისეთი ტრამვა მივიღე რომ თუ კრივს არ შევეშვებოდი უკეთეს შემთხვევაში სმენა წამერთმეოდა ხოლო უარეს შემთხვევაში მხედველობა. ჩემზე გამოცდილ და ბევრად ცნობილ მოკრივეებს სჯეროდათ ჩემი წარმატებული მომავლის, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვამ ყველაფერი გააფუჭა და უარი მათქმევინა იმაზე რისი კეთებაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა. ოძდაცხრა წლის ასაკში გადავწყვიტე რომ საცხოვრებელი ადგილი შემეცვალა, დამოუკიდებლად თვრამეტი წლიდან ვცხოვრობდი მაგრამ ვგრძნობდი რომ ცვლილება მჭირდებოდა რადგან კრივზე თავის დანებებამ ჩემზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად, ვეღარ ვხვდებოდი თუ რა უნდა მეკეთებინა ანუ რითი დავკავებულიყავი. კრივიდან შემოსული თანხებით ჩემმა გაკეთებულმა დანაზოგმა მომცა საშუალება რომ ბრუკლინში სახლი მეყიდა, ასევე შევიძინე ორი კომერციული ფართი, ერთი ორ სართულიანი, მეორე ერთ სართულიანი, ორ სართულიანში ბარ, რესტორანის გახსნას ვაპირებ და ეხლა რემონტი მიმდინარეობს. რაც შეეხება ერთ სართულიან შენობას მე მასში გავხსენი კრივის დარბაზი რადგან არ შემეძლო კრივს სამუდამოდ დავმშვიდობებოდი, დარბაზში ხშირად ვატარებ დროს, ვვარჯიშობ და ასევე ვასწავლი კიდეც სხვა მწვრთნელთან ერთად. მარიანა ეხლა ვცდილობ გავიხსენო თუ კიდევ რა შეიძლება გითხრა რადგან მინდა შენს ჩემს მიმართ გულახდილ საუბარზე ასევე გულახდილად გიპასუხო. კიდევ შემიძლია გითხრა რომ ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა თითქმის გაწყვეტილი მაქვს, აი დედასთან და მამინაცვალთან კი პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვურეკავთ ერთმანეთს და ვცდილობთ რომ ერთად შევხვდეთ სადღესასწაულო დღეებს, წელს მაგალითად ჩემი ოძდათოთხმეტი წლის იუბილე ერთად ავღნიშნეთ ამ სახლში მეგობრების წრეში. კიდევ შემიძლია გითხრა რომ გუშინ გოგონას შევეხე მხარზე და ვკითხე რომ შემელო თუ არა მისი რაიმეთი დახმარება, აი ამ ისტორიის გაგრძელება კი უკვე შენთვისაც კარგად არის ცნობილი.

მარიანა: კოლმან შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი მეც ძალიან დამწყდებოდა გული რადგან ვერ ვიქნებოდი იმის მომსწრე თუ რამდენის მიღწევა შემეძლო კიდევ მომავალში.
კოლმანი: მარიანა იმდენჯერ მიფიქრია მაგაზე რომ ვერ წარმოიდგენ, ვერ აგიღწერ თუ როგორ მწყდება გული მაგრამ რას ვიზამ ვეღარაფერს შევცვლი წარსულიდან რაც იყო იყო.
მარიანა: კოლმან არ მინდა ჩემზე იფიქრო რომ სიკეთის დანახვა არ შემიძლია ან ზედმეტად ვიფასებ თავს. როცა დარჩენა შემომთავაზე ვერ შევძელი პირდაპირ უარის თქმა რადგან შემრცხვა შენი, შემრცხვა იმის რომ შენ მე დამეხმარე და კიდევ ჩემთვის დასახმარებელ წინადადებას მთავაზობდი და გიპასუხე რომ უნდა მოვიფიქრო მეთქი არადა გულის სიღრმეში ვიცოდი რომ არ დავრჩებოდი.
კოლმანი: ვერ ვხვდები რატომ წამოიწყე ეს საუბარი ან რის თქმას ცდილობ.
მარიანა: ეხლავე გეტყვი, როცა გისმენდი თუ როგორ თავისუფლად და დაუფარავდ ყვებოდი შენ ისტორიას მივხვდი რომ შენმა გულახდილობამ ჩემ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და შენდამი ნდობა გამიღრმავა. კოლმან შენ ვერ წარმოიდგენ ჩემ შინაგან მდგომარეობას, თუ როგორ მტკივა და განვიცდი, თუ რას ვფიქრობ და ვდარდობ, თუნდაც ის რომ თავს მარტოდ და დაუცველად ვგრძნობ. აღარც მშობლები, აღარც სახლი, არც ძმა და არც და რომ სხვაზე მეტად ვენდო და დაველაპარაკო.
კოლმანი: გთხოვ ნუ ტირი, რომ იცოდე შენ სახეს საერთოდ არ უხდება ცრემლი, პირიქით უნდა მოიქცე და უნდა გააკეთო ის რაც გხატავს ანუ უნდა გაიღიმო რადგან ამის ერთი მიზეზი მაინც გაქვს, შენ არ ხარ მარტო და დაუცველი, შენ გაქვს სახლი, შენ არ გყავს არც ძმა და და არც და, მაგრამ გყავარ მე და შენ შეგიძლია ჩემი დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი გქონდეს, აი ცრემლიც შეგაშრა, აბა ერთი გამიღიმე, აი შენ ეხლა წარმოდგენაც კი არ გაქვს თუ როგორ გაანათე ოთახი.
მარიანა: კოლმან ამ ყველაფერზე იმიტომ წამოვიწყე საუბარი რომ მე გადავწყვიტე მივიღო შენი შემოთავაზებული წინადადება და დავრჩე.
კოლმანი: მოხარული ვარ ოღონდ ერთი პირობით.
მარიანა: გულახდილად გეტყვი რომ გამაოცა შენმა ნათქვამმა, საინტერესოა რა პირობას გულისხმობ.
კოლმანი: მართლაცდა სახეზე დაგეტყო გაოცება, ტყუილად ნუ გაიფუჭებ განწყობას, ისეთ რამეს არ შემოგთავაზებ რაც შეურაცყოფას მოგაყენებს. მხოლოდ იმ პირობით დარჩები თუ ამ დღეებში ტანსაცმლის მაღაზიებში გამომყვები და შენთვის აარჩევ ჩასაცმელს, სანამ სამსახური გამოგიჩნდება გამოსაცვლელი ხომ გჭირდება: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ყველაფერი ის რაც სუსტ სქესს ჭირდება.
მარიანა: არ მინდა რომ დაგთანხმდე რადგან ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ოღონდ ერთი პირობით.
კოლმანი: არანაკლებ გამაოცე, აბა რა პირობით.
მარიანა: როცა სამსახური გამომიჩნდება და ხელფასი მექნება ყველაფერს თანხობრივად დახარჯულს მოგცემ და შენც გამომართმევ, შევთანხმდით?
კოლმანი: შევთანხმდით აბა რა, სხვანაირად არც მიფიქრია, ეგ მე თვითონ უნდა მეთქვა და დამასწარი.
მარიანა: რატომ იცინი?
კოლმანი: უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ შენ რომ უკეთესად გრძნობ თავს.
მარიანა: შენი დამსახურებაა მე რომ უკეთესად ვგრძნობ თავს.
კოლმანი: ძალიან კარგი, მარიანა მე გასასვლელი ვარ, დარბაზშიც უნდა მივიდე და კიდევ მაქვს რაღაც, რაღაც საქმეები ასე რომ საღამოს მოვალ.
მარიანა: და მე?
კოლმანი: შენ დარჩი სახლში, ნე მოგერიდება რამე თუ მოგინდება სამზარეულო შენს განკარგულებაშია, თუ გინდა ფილმს უყურე ან რამე გადაცემებს და ამასობაში მეც მოვალ.
მარიანა: შენს სახლში მტოვებ?
კოლმანი: კი მარიანა ჩემს სახლში გტოვებ და რაც მოგინდება ის შეგიძლია გააკეთო, თუ გინდა დაიძინე, თუ გინდა წყალი გადაივლე, ასევე შეგიძლია ბიბლიოთეკით ისარგებლო და რომელი წიგნიც მოგეწონება ის წაიკითხო, სახლის მეორე გასაღებს მოგცემ გასეირნება რომ დააპირო.
მარიანა: კოლმან სიმართლე მითხარი, რატომ მიცხადებ ასეთ უსაზღვრო ნდობას?
კოლმანი: მარიანა მას შემდეგ რაც პირველად შეგხვდი სიმართლის გარდა არაფერი მითქვამს შენთვის და ეხლაც სიმართლეს გეტყვი, ვფიქრობ რომ ზედმეტად ნაზი არსება ხარ იმისთვის რომ ჩემი ნდობით ისარგებლო და ჩემი შენს მიმართ გულით გაკეთებული სიკეთე ფეხქვეშ გათელო, კიდევ გეტყვი იმას რაც ადრე გითხარი, შენი დახმარებით მე ერთხელ მაინც ვიამაყებ ჩემი თავით, ეხლა კი წავედი.
მარიანა: ესეიგი შენ იამაყებ შენი თავით მე თუ სამსახურითა და საცხოვრებელით უზრუნველყოფილი ვიქნები?
კოლმანი: ზუსტადაც რომ ეგრეა, მოკლედ წავედი მე, აი გამომართვი მეორე გასაღები და თუ რამე დაგჭირდეს ან რამეს თუ ვერ პოულობდე და გინდოდეს დამირეკე, შეხვედრამდე და ვეცდები მალე მოვიდე.
მარიანა: საღამომდე და კარგ დღეს გისურვებ.
ღამის პირველი საათი სრულდებოდა როცა კოლმანმა სახლის კარები გააღო და სახლში შევიდა.
კოლმანი: სახლში ვარ, მოვედი, მარიანა!
მისაღებში შევიდა და დაინახა რომ მარიანას დივანზე ჩაძინებია, ტელევიზორი ჩართული იყო, მარიანა დასაძინებლად არ დაწოლილა იგი კოლმანს ელოდებოდა მაგრამ გადატანილმა სტრესულმა სიუაციებმა და ნერვიულობამ ენერგია გამოაცალა და მანაც ჩათვლიმა. კოლმანმა პლედი მიაფარა მარიანას, ტელევიზორი გამორთო და ფეხაკრებით გავიდა სამზარეულო ოთახში.
მარიანა: როგორ ხარ კოლმან?
კოლმანი: მარიანა არ გელოდი, იმედია ჩემს გამო არ გაგიღვიძია.
მარიანა: არა შენ არაფერ შუაში ხარ, ხომ არ შეგაშინე მოულოდნელად რომ მოგადექი.
კოლმანი: არა უბრალოდ ვიცოდი რომ გეძინა და არ გელოდი, ფიქრებში გართული ყავას ვიდუღებდი და ვცდილობდი არ მეხმაურა.
მარიანა: ხელის მტევნები რატომ გაქვს შეხვეული, შეგემთხვა რამე?
კოლმანი: არა არაფერი, ხელთათმანების გარეშე ვივარჯიშე და დაბეჟილი მაქვს, არაუშავს მალე გამივლის, ყინულები დავიდე და შემდეგ გადავიხვიე.
მარიანა: გელოდებოდი რადგან მინდოდა დაგხვედროდი მაგრამ ჩამძინებია.
კოლმანი: არ იყო საჭირო დახვედრა, მაგრამ მაინც მადლობა რადგან სასიამოვნოა შენი სიტყვების მოსმენა. მარიანა მაპატიე რომ არ დაგირეკე, უნდა მეთქვა შენთვის რომ შემაგვიანდებოდა, სიმართლე გითხრა გამახსენდა კიდეც რომ უნდა დამერეკა შენთვის მაგრამ იმდენად უცხოა ჩემთვის სახლში ვინმეს გაფრთხილება რომ სულ გადამავიწყდა.
მარიანა: არაუშავს, არ ხარ ვალდებული რომ გამაფრთხილო.
კოლმანი: არც შენ ხარ ვალდებული რომ დამელოდო მაგრამ ხომ მელოდებოდი, დალევ ყავას ჩემთან ერთად?
მარიანა: მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ არ მინდა, ვცდილობ ყავა გვიან არ დავლიო.
კოლმანი: ზოგადად მე ძალიან იშვიათად ვსვავ ყავას, მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მომინდება, აი როგორც ეხლა.
მარიანა: კოლმან გუშინდელ ჩემ საქციელთან დაკავშირებით მინდა რომ დაგელაპარაკო.
კოლმანი: გისმენ, რას გულისხმობ?
მარიანა: გუშინ შენ მეორე სართულზე გამიმზადე საძინებელი ოთახი და იქ შემომთავაზე დაძინება რაზეც მე უარი გითხარი.
კოლმანი: მარიანა სადაც კარგათ იგრძნობ თავს იქ დაიძინე მე არ მაქვს პრობლემა.
მარიანა: კოლმან მე მეშინოდა, მე თითქმის გავათენე, მხოლოდ დილით ჩამეძინა, მე მინდოდა რომ ახლოს ვყოფილიყავი სახლიდან გასასვლელ კარებთან, მიუხედავად იმისა რომ შენი დახმარება მივიღე შინაგანად ძალიან მეშინოდა უცხო სახლში, უცხო კაცთან დარჩენის, კოლმან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა და როცა შენ გამოჩნდი ვერანაირად ვეღარ შევძელი შენს მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარის თქმა რადგან პირიქით ძალიან მჭირდებოდა დახმარება და ვინმესგან ადამიანური გამოლაპარაკება.
კოლმანი: მე მესმის შენი მარიანა, რაც შეეხება საძინებელს გეტყვი იმას რომ მე თვითონ ვიჩქარე საძინებელის შემოთავაზება, მე მხოლოდ მინდოდა რომ კომფორტულად გეგრძნო თავი, დამიჯერე არ გამკვირვებია შენი უარი, პირიქით მე თვითონ ვიგრძენი თავი უხერხულად, მაგაზე ნუღარ იფიქრებ, მისაღები შენთვის დამითმია.
მარიანა: კოლმან მე მეშინოდა, მაგრამ მე აღარ მეშინია და შემიძლია დავიძინო იმ საძინებელში რომელიც შენ გამიმზადე.
კოლმანი: მე მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია გამოცხადებული ნდობისთვის.
მარიანა: ხო და კიდევ ერთი რამ, ორივემ ვიცით რომ ამ საღამოს ტელევიზორის ყურების დროს მისაღებში ჩამეძინა, მაგრამ კარგად მახსოვს რომ პლედი არ გადამიფარებია, ეხლა კი დაგემშვიდობები და დაგტოვებ, ძილინებისა კოლმან.
კოლმანი: ძილინებისა მარიანა.

ცამეტი ოქტომბერი
ოცი წუთი იქნებოდა გასული მას მერე რაც მარიანამ გაიღვიძა და საწოლში ნებივრობითა და კოტრიალით ირთობდა თავს ხან თვალგახელილი და ხანაც თვალდახუჭული, ამასობაში ათი საათიც შესრულდა, მარიანა პირველ სართულზე ჩამოვიდა და რადგან მისაღებ ოთახში კოლმანი არ დახვდა სამზარეულოსკენ გაეშურა მაგრამ სამზარეულო ოთახშიც არავინ დახვდა და ცოტა არ იყოს გაუკვირდა რადგან კოლმანს მისთვის ნათქვამი ჰქონდა რომ მას ადრიანად ადგომა სჩვევია და აქედან გამომდინარე ელოდა რომ კოლმანი მას ქვევით დახვდებოდა. მარიანას არ უნდოდა რომ მარტო ესაუზმა და გადაწყვიტა კოლმანს დალოდებოდა რადგან ფიქრობდა რომ კოლმანს ჩაეძინა და რომ გამოვა საძინებლიდან ერთად ვისაუზმებთო. სამზარეულოდან გამოსვლას აპირებდა როცა თვალი მოკრა მაცივარზე მიკრულ ღია კრემისფერი ფერის მქონე წებოვან ფურცელს, მარიანა მაცივარს მიუახლოვდა და წაიკითხა ფურცელზე დაწერილი სიტყვები: დილა მშვიდობის მარიანა, დღეს ადრე მომიწია გასვლა რემონტთან
დაკავშირებით, ვწუხვარ რომ ვერ ვისაუზმეთ ერთად.
მარიანამ წერილის წაკითხვიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ კოლმანს დაურეკა.
კოლმანი მისი მომავალი ბარ რესტორნის რემონტის საკითხებს აგვარებდა ხელოსნებთან როცა მის ტელეფონში ზარი გაისმა, მან მასთან მოსაუბრეებს ბოდიში მოუხადა, განზე გადგა და შემოსულ ზარს უპასუხა.
კოლმანი: გისმენთ.
მარიანა: კოლმან მარიანა ვარ.
კოლმანი: გისმენ მარიანა, ხომ კარგად გრძნობ თავს? მშვიდობაა?
მარიანა: კი, კი კარგად ვარ და მშვიდობაა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? თუ გაცდენ მერე დავრეკავ ისეთი არაფერია რასაც მერე ვერ გეტყვი.
კოლმანი: არა, არ მაცდენ მარიანა გისმენ რისი თქმა გინდოდა.
მარიანა: უბრალოდ მინდოდა დილა მშვიდობისა მეთქვა და კიდევ მეტი არაფერი.
კოლმანი: შენ კიდევ მითხარი ისეთი არაფერია რასაც მერე ვერ გეტყვიო, მაგ წინადადების გადადება შუადღისთვის ან საღამოსთვის არ გამოდიოდა, მთელი გულისყურით გისმენ თავიდან რადგან ის წინადადება არ ითვლება.
მარიანა: დილა მშვიდობის კოლმან.
კოლმანი: დილა მშვიდობის მარიანა, ეხლა კი მითხარი ის რის თქმაზეც თავი შეიკავე ( კიდევ მეტი არაფერი )
მარიანა: მინდოდა მეთქვა რომ აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვისიამოვნე ასეთი მშვიდი და ღრმა ძილით როგორითაც წუხელ ვიძინე.
კოლმანი: მაგას რა ჯობია თუ კარგად გეძინა ხოლო რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, დღეს შედარებით ადრე მოვალ და მაღაზიებში გავივლით როგორც შევთანხმდით, ხომ შევთანხმდით?
მარიანა: კი შევთანხმდით.
კოლმანი: ძალიან კარგი, საღამომდე.
მარიანა: შეხვედრამდე კოლმან.

კოლმანი საღამოს ადრე დაბრუნდა სახლში, მარიანა მას სიხარულით შეეგება, არც კოლმანს გახარებია ნაკლებად მარიანას დანახვა და მასთან შეხვედრა, შემდეგ წყალი გადაივლო, მსუბუქად ივახშმა და რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ერთად გავიდნენ სახლიდან, მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ, ნახევარი საათის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრშიც შევიდნენ. ერთ მაღაზიას მეორე ცვლიდა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და ა შ. კოლმანი არ აპირებდა თავისთვის რამეს ყიდვას მაგრამ მარიანას დაჟინებული თხოვნით რამდენიმე ჩასაცმელი გაისინჯა და მისი თხოვნით შეიძინა რამაც იგი ძალიან გაახარა, მარიანა ეუბნებოდა: გიხდება, და თუ ჩემი ხათრი გაქვს უნდა იყიდიო. კოლმანი ხვდებოდა რომ მარიანა თავს იკავებდა არჩევისაგან და მოწონების გამოხატვისაგან რადგან ერიდებოდა და კოლმანს ეუბნებოდა: წავიდეთ უკვე სახლში, საკმარისია რაც მიყიდეო. კოლმანი მარიანას სიტუაციას ხვდებოდა და უფრო და უფრო უნდებოდა რომ სხვადასხვა ჩასაცმელი გაესინჯებინა მარიანასთვის და რაც შეიძლება კარგად და მოდურად გამოეწყო იგი და თან ამასთან ერთად არ ივიწყებდა მარიანას შინაგან ქალურობასა და სიფაქიზეს და ცდილობდა რომ მისთვის თბილი ფერები შეერჩია, კოლმანი ცდილობდა მისთვის ტანსაცმლის შერჩევით ხაზი გაესვა მისი სინაზისთვის, რაც ასე ძალიან ხიბლავდა მასში. კოლმანსა და მარიანას თავი რომ არ შეეკავებინათ ალბათ იკამათებდნენ კიდეც რადგან მარიანას რცხვენოდა კოლმანის და ეუბნებოდა: კოლმან წავიდეთ უკვე ისედაც იმაზე მეტი მიყიდე ვიდრე საჭირო იყო. კოლმანი კი ეუბნებოდა რომ სანამ შენთვის სხვადასხვა დანიშნულების მინიმუმ სამ წყვილ ფეხსაცმელს მაინც არ ვიყიდით აქედან ფეხსაც არ გავადგამთო. საყიდლებზე სიარული სამი წყვილი ფეხსაცმლის შეძენითთ დაასრულეს და სახლში წასვლამდე სავაჭრო ცენტრში არსებულ კაფეში შევიდნენ. კოლმანმა კენკროვანი ხილით გაჯერებული ვანილის კრემიანი ნამცხვრის ნაჭერი შეუკვეთა თავისთვის, აი მარიანას კი გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება ფართო არჩევანის გამო და ბოლოს მანაც იგივე შეუკვეთა რაც კოლმანმა. დიდი ხანი არ გაჩერებულან კაფეში მაგრამ ის დრო რა დროც მათ კაფეში ერთად გაატარეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ სიცილით გული ეჯერათ, სასაცილო ისტორიებსა და შემთხვევებს უყვებოდნენ ერთმანეთს, ასევე გაიხსენეს თუ რაზე ეცინებოდათ ტანსაცმლის ყიდვის დროს. თერთმეტი საათი სრულდებოდა როცა სახლში დაბრუნდნენ. ნაყიდი ტანსაცმელი დივანზე დააწყეს და სავარძლებში ჩაჯდნენ.
მარიანა: კოლმან კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ამ შენაძენისთვის და გთხოვ რომ არ დაივიწყო ის რაზეც შევთანხმდით.
კოლმანი: რას გულისხმობ.
მარიანა: უკვე დაივიწყე ხომ? რას ვგულისხმობ და იმას რომ მუშაობას რომ დავიწყებ ყველაფერს გაგისტუმრებ.
კოლმანი: არა მარიანა მაგას რა დამავიწყებს, ყველა ქვითარი საგულდაგულო ადგილას უნდა შევინახო და როცა ხელფასი დაგენიშნება ერთად დავჯდებით კალკულატორით ხელში ქვითრებთან ერთად, ნუ იკავებ თავს სიცილისგან, გეტყობა რომ გინდა გაცინება, აი ეგრე რაა, მარიანა სიცილი რომ შენი პროფესია იყოს არც თვის და არც წლის, არამედ საუკუნის თანამშრომლად დაგასახელებდნენ.
მარიანამ კომპლიმენტისგან დიმორცხვა და თავი დახარა, რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ კი კოლმანს კითხა.
მარიანა: პრობლემებია რემონტთან დაკავშირებით?
კოლმანი: არა უბრალოდ რაღაც საკითხები იყო შესათანხმებელი.
მარიანა: დარბაზში არ ყოფილხარ დღეს?
კოლმანი: კი ვიყავი და იმის გარდა რომ მეც ვივარჯიშე ასევე სხვაც ვავარჯიშე და სასიამოვნოდაც კი დავიღალე.
მარიანა: კოლმან ჩემ თავზე მეშლება ნერვები და გთხოვ მაპატიე რომ გამოგკითხე შენი საქმეები.
კოლმანი: საპატიებელი არაფერი არ გაქვს, პირიქით მესიამოვნა კიდეც რომ დაინტერესდი და მკითხე. მარიანა ვფიქრობ რომ კარგად გავატარეთ დღევანდელი საღამო, მინდა გითხრა რომ ნასიამოვნები დავრჩი შენს გვერდით გატარებული საათებით.
კოლმანი ელოდა რომ მარიანა რამეს ეტყოდა მაგრამ რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ისევ თვითონ გამოელაპარაკა რომ განემუხტა უხერხული სიტუაცია.
კოლმანი: სიამოვნებით დავიძინებდი, კარგი გამოძინება არ მაწყენდა.
მარიანა: მეც დავიძინებ როცა დავალაგებ და თავის ადგილს მივუჩენ ამ ჩასაცმელებს.
კოლმანი: ღამე მშვიდობის მარიანა.
მარიანა: ღამე მშვიდობის კოლმან.
კოლმანი სავარძლიდან წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა და ამ დროს მარიანამ დაუძახა.
მარიანა: კოლმან!
კოლმანი გაჩერდა, შემობრუნდა და უთხრა.
კოლმანი: გისმენ.
მარიანა: მინდა გითხრა რომ მეც მესიამოვნა დღევანდელი საღამო, კარგი თანამოსაუბრე ხარ.
კოლმანს გაეღიმა და დაემშვიდობა მარიანას.
კოლმანი: ძილინებისა, ხვალამდე.
მარიანა: ძილინებისა კოლმან.

თოთხმეტი ოქტომბერი
დილით კოლმანი უკვე სახლიდან გასვლას აპირებდა როცა გადაწყვიტა მარიანასათვის წერილის დატოვება, წერილის წერის დროს კი ხმა გაიგონა თუ როგორ ჩამოდიოდა მარიანა კიბეებზე.
კოლმანი: დილა მშვიდობის.
მარიანა: დილა მშვიდობის კოლმან.
კოლმანი: კარგია რომ მომისწარი, მირჩევნია პირადად გითხრა ვიდრე დაგიწერო.
მარიანა: უკვე გადიხარ? ისაუზმე მაინც?
კოლმანი: კი ვისაუზმე, ეხლა გასვლას ვაპირებდი და წერილს გიტოვებდი.
მარიანა: რას მიწერდი?
კოლმანი: რას და მისაღებში მაგიდაზე ფული დავდე და მინდა რომ შენთვის შეიძინო ის რაც გუშინ ერთად არ შეგვიძენია შენთვის.
მარიანა: ვაიმე კოლმან აღარ შემიძლია, ვერ წარმოიდგენ როგორ მრცხვენია, არაფერი არ დამრჩა საყიდელი.
კოლმანი: მარიანა მე რომ შემეძლოს არ დაგზარდებოდი და მე ვიყიდდი მაგრამ ეს ისეთი რამ არის რაც შენ იცი და შენ უნდა იყიდო, მაგალითად: თავის მოვლის საშუალებები, როგორც სააბაზანო ოთახისთვის ასევე ყოველდღიური მოხმარებისათვის და კიდევ სხვადასხვა რამ რაც კაცისგან განსხვავებით ქალს ჭირდება. კიდევ მინდა რომ მაცივარში და სამზარეულოს კარადებში ის პროდუქტი იყოს რაც შენ გემოვნებაში ჯდება, მოკლედ იყიდე ის რაც გეგემრიელება ეხლა კი წავედი, ეხლა მიდიხარ საყიდლებზე?
მარიანა: არა, ჯერ არა, შენ მოგყვებოდი რომ გამეცილებინე.
კოლმანს მარიანას ნათქვამი სიტყვების შემდეგ სასიამოვნო ღიმილი დაეტყო სახეზე, მარიანასაც გაეღიმა და კარამდე მიაცილა, კოლმანმა კიბეები ჩაიარა მანქანაში ჩაჯდა და სანამ წავიდოდა მოუნდა რომ სახლის კარებისკენ გაეხედა რადგან აინტერესებდა მარიანა სახლში შევიდა თუ არა, კოლმანმა თავი ოდნავ დახარა და დაინახა ღია კარებში მდგომი მარიანა რომელიც მის წასვლას უცდიდა და რომელმაც ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნათ, კოლმანმაც დაუქნია ხელი და სულიერად ნასიამოვნებმა დაძრა მანქანა.

საღამოს რვა საათი იყო როცა კოლმანი სახლში დაბრუნდა.
კოლმანი: მარიანა მოვედი!
მარიანა: კოლმან საზარეულოში ვარ.
კოლმანი: რომც არ გეთქვა მაინც სამზარეულოსთან მომიყვანდა ეს მადისამღვძრელი სუნი, საღამო მშვიდობის მარიანა.
მარიანა: საღამო მშვიდობის, აბა როგორ ჩაიარა დღემ?
კოლმანი: როგორც უმეტეს შემთხვევაში დღესაც ჩვეულებრივად, განსხვავებული არაფერი ყოფილა რომ მოსაყოლად ღირდეს, შენ რას აკეთებდი?
მარიანა: რაღაც დრო ტელევიზორის ყურებას დავუთმე, რაღაც დრო კი წიგნის კითხვას, მოკლედ როგორც წინა დღეებში დღესაც იგივენაირად ყველაფერი.
კოლმანი: ინტერესი მკლავს ისე მინდა გავიგო თუ რითი ხარ ეხლა დაკავებული.
მარიანა: ეხლა კი ვახშამს ვამზადებ, ხომ ივახშმებ?
კოლმანი: კი დიდი სიამოვნებით, გადაწყვიტე ჩვენთვის ვახშამი მოამზადო?
მარიანა: უფრო შენთვის ვიდრე ჩვენთვის რადგან მინდა რომ შენ გაგასინჯო ერთ-ერთი ის კერძი რომელიც ძალიან ცნობილია კოლუმბიაში და რომელსაც ხშირად მიირთმევენ.
კოლმანი: მადლობა რომ ჩემთვის ამზადებ, მსიამოვნებს რომ მომეცემა იმის საშუალება დავაგემოვნო შენი ნახელავი, ხოლო მაგ კერძს ორმაგად გააგემრიელებს კიდევ ის ფაქტორი რომ იგი უშუალოდ ჩემთვის მზადდება შენგან. იცი მიყვარს სახლში კეთება, არ აქვს მნიშვნელობა საჭმელი იქნება ეს თუ უშუალოდ დესერტი, შენი არ ვიცი მაგრამ პირადად მე გამზადებულის ყიდვას ნამდვილად არ ვწყალობ.
მარიანა: შემიძლია გითხრა რომ ჩემი აზრები ამოიკითხე, მეც ეგრე ვარ. ეხლა სუფრას გავშლი და მივუსხდეთ, მე გავშლი კოლმან შეეშვი მე დავალაგებ.
კოლმანი: მარიანა გახსოვს რა მითხარი როცა სუფრას ვალაგებდი? თუ გახსოვს მითხარი.
მარიანა: მე გითხარი რომ ნება მომეცი მეც ავალაგო შენთან ერთად მეთქი.
კოლმანი: მარიანა ნება მომეცი მეც გავაწყო სუფრა შენთან ერთად.
მარიანა: კარგი როგორც გინდა.
კოლმანი: დარწმუნებული ხარ რომ ეს ერთი პორციაა და რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნის?
მარიანა: კიი დარწმუნებული ვარ რომ ეს შენთვის გამზადებული ერთი პორციაა, ამ კერძის სახელწოდებაა ბანდეხა პაისა და მისი მრავალფეროვნების გამო იგი ყოველთვის იდება დიდ თეფშზე.
კოლმანი: იმდენი რამ არის რომ არც კი ვიცი რითი დავიწყო, რაღაც, რაღაცეები კი ვიცანი მაგრამ აი ამაში ეჭვი მეპარება და ვფიქრობ ბანანია თუ არა?
მარიანა: კი ბანანის ერთ, ერთი სახეობაა, პლატანო ქვია.
კოლმანი: და ეს გამომცხვარი რა არის? მრგვალ და თხელ ორცხობილას რომ წააგავს.
მარიანა: მაგას ქვია არეპასი და სიმინდის ფქვილისგან მზადდება, კოლუმბიაში მიირთმევენ ცალკეც ყველთან ერთად და არ აქვს მნიშვნელობა საუზმე იქნება, სადილი თუ ვახშამი, ასე რომ გემრიელად მიირთვი.
კოლმანი: მადლობა მარიანა.
ერთად ვახშმობის შემდეგ მისაღებ ოთახში გადაინაცვლეს ფილმის საყურებლად.
კოლმანი: სანამ ფილმის ყურებას დავიწყებთ გეტყვი რომ შენი მომზადებული კერძი იყო ჩემთვის პირველი უცხო კერძი რომელიც ისე მომეწონა თავისი მრვავალფეროვნებით რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ რა გითხრა, მოკლედ მადლობას გიხდი ასეთი გემრიელი და მოულოდნელი ვახშმისთვის და ასევე ველი რეცეპტს თავისი პრაქტიკით.
მარიანა: სიამოვნებით კოლმან.
სავარძლები შეატყუპეს და შუაში ორ სახელურზე დადეს ჯამი რომელშიც ეყარა ბატიბუტი. ბატიბუტი მარიანამ შეიძინდა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და მიუხედავად იმისა რომ ჯამის დიამეტრი არც ისე პატარა იყო ისინი მაინც ახერხებდნენ იმას რომ ბატიბუტის ამოღების დროს მათი ხელები ერთმანეთს შეხებოდა და ორივემ კარგად იცოდა რომ ეს ყოველთვის შემთხვევით არ ხდებოდა. ღრმა შინაარსის მქონე ნაკლებად ცნობილ ევროპულ ფილმს უყურეს და ფილმის დასრულების შემდეგ კი ემოციურად დატვირთულებმა დაიწყეს მსჯელობა და ნანახი კადრების გახსენება, ხოლო როცა მორჩნენ ფილმზე და მასში მოთამაშე მსახიობებზე საუბარს მარიანამ კოლმანს უთხრა.
მარიანა: კოლმან რაღაც მოხდა რაც დღეს გავიგე და მინდა რომ გითხრა რადგან ვფიქრობ რომ უნდა იცოდე.
კოლმანი: გისმენ, რამე ხომ არ შეგემთხვა?
მარიანა: არა მე არაფერი, დღეს ახალ ამბებს ვუყურებდი და გამოაცხადეს რომ წარმოშობით კოლუმბიელი ადგილობრივი მოსახლე რომელიც მცირე ბიზნესს ფლობდა გარდაცვლილი იპოვეს საკმაოდ ცუდი სახელის მატარებელ უბანში ნაგვის ურნებთან და როცა მისი სახელი და გვარი გამოაცხადეს თვალწინ დამიდგა და გონებაში ამომიტივტივდა ჩემი მტკივნეული წარსული რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დავიწყებული მქონდა, მამაჩემი გამახსენდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი რადგან ის ადამიანი იყო გარდაცვლილი რომელმაც მამაჩემის სიცოცხლე შეიწირა თავისი მაქინაციებითა და ტყუილებით, ხოლო ჩემი სიცოცხლე კი გაანადგურა როგორც შინაგანად ასევე ფიზიკური შეურაცყოფითაც კი.
კოლმანი: მარიანა გთხოვ დაწყნარდი და ნუღარ აყვები ემოციებს, იმყოფინე უკვე მოყენებული ტკივილი და დამატებით ნუღარ დაღვრი ცრემლს, მართალია არ არი ესეთი საუბარი მოსაწონი მაგრამ მინდა გითხრა რომ გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც რაც მომიყევი.
მარიანა: არც მე მახარებს ადამიანის სიკვდილი კოლმან, მაგრამ როცა მოვისმინე მისი სახელი და გვარი შინაგანად მომეშვა რადგან ჩავთვალე რომ მან მისი სიკვდილით პასუხი აგო მამაჩემის ნაადრევად იმ ქვეყნად წასვლისთვის და ჩემი მარტო დატოვებისთვის.
კოლმანი: მეც შენსავით ვფიქრობ მარიანა, მისი სიკვდილით მან პასუხი აგო თქვენს წინაშე ჩადენილი ცოდვისათვის. მართალია მშობელს ვერავინ შეგიცვლის მაგრამ არ მინდა იფიქრო რომ მარტო დარჩი, მარიანა შენ არ ხარ მარტო.
მარიანა: ვიცი კოლმან, ვიცი რომ აღარ ვარ მარტო.
კოლმანი: და საიდან იცი რომ იმ უბანს ცუდი სახელი აქვს სადაც ის იპოვეს.
მარიანა: მე და მამა რომ ჩამოვედით მან დამარიგა თუ რომელ უბნებს უნდა მოვრიდებოდი და რომ არაფერი მესაქმებოდა იმ უბნებში და დღეს კი ამ უბნებიდან ერთ, ერთი დაასახელეს.
კოლმანი: თქვეეს კიდევ რამე? ან რა მოხდა?
მარიანა: თქვეს რომ მოკლულია და არა ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი რადგან ტრამვები აქვს მიყენებულიო, ასევე თან არ ქონია საფულე და მის მანქანასაც ვერ პოულობენ.
კოლმანი: კლასიკური შემთხვევაა, გაქურდეს და მოკლეს ან შეიძლება იმ უბანში ნარკოტიკის შესაძენად იყო მისული და არ გაუმართლა გამყიდველის არჩევაში.
მარიანა: მომეშვა რომ მოგიყევი, ეხლა ბევრად კარგად დამეძინება.
კოლმანი: კარგად მოიქეცი რომ მომიყევი რადგან აწი მეც მშვიდად დავიძინებ რადგან უკვე ვიცი რომ იმ ადამიანს მოუწია პასუხის გემა მისი საქციელისთვის რომელმაც შენ შინაგანი და ფიზიკური ტკივილი მოგაყენა, მოდი ნუღარ გავიფუჭებთ დღის ბოლოს მაგ ადამიანზე საუბრით და ჯობია დღევანდელი სასიამოვნო საღამო რამე სხვა თემაზე საუბარს დავუთმოთ.
მარიანა: გეთანხმები, ნამდვილად კარგი იდეაა.
ერთი საათის განმავლობაში კიდევ საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე მაგალითად როგოგორებიცაა: ჩაცმის სტილი, სახლის ინტერიერი, ბუნებისა და ცხოველების მიმართ დამოკიდებულება და სიყვარული, ისაუბრეს იმაზე თუ რითი ურჩევნიათ დაკავდნენ თვისუფალ დროს, ასევე იმაზე თუ რა პროფესიები მოსწონთ და რას შეისწავლიდნენ სიამოვნებით. საუბრის დასასრულს კი მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს სასიამოვნოდ გატარებული საღამოსთვის, დაემშვიდობნენ და ტკბილი ძილი უსურვეს ერთმანეთს.

თხუთმეტი ოქტომბერი
დილით ერთად საუზმის შემდეგ მარიანამ კოლმანს სთხოვა რომ თუ არ ეჩქარებოდა პროდუქტის შესაძენად გაყოლოდა მაღაზიაში, რადგან მისი აზრი აინტერესებდა ამა თუ იმ პროდუქტის შესაძენად. კოლმანს ჰქონდა თავისუფალი დრო და სიამოვნებით დათანხმდა მარიანას შემოთავაზებას. პროდუქტის არჩევის დროს ერთმანეთის აზრები და შეხედულებები ბევრჯერ დაემთხვა რამაც ორივე ასიამოვნა. სახლში დაბრუნებიდან ხუთი, ათი წუთის გასვლის შემდეგ კოლმანი წასასვლელად მოემზადა და მარიანას დაემშვიდობა, მარიანამ იგი გააცილა და როცა უკვე კოლმანი მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას მარიანამ მას დაუძახა.
მარიანა: კოლმან! მადლობა რომ გამომყევი.
კოლმანი: პირიქით, მე გიხდი მადლობას დილის ასე სასიამოვნოდ დაწყებისთვის.
ერთმანეთს გაუღიმეს და ხელი დაუქნიეს დამშვიდობების ნიშნად. კოლმანი არ არის კრიმინალური სამყაროს წევრი, მაგრამ მას აქვს საკმაოდ კარგი კავშირები ამ სამყაროს რამოდენიმე წარმომადგენელთან. სანამ მისი პროფესიონალური კარიერა წინსვლას დაიწყებდა მანამდე იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას არალეგალურ ჩხუბებში სადაც ნიღბით გამოდიოდა. ეგრეთწოდებული იატაკქვეშა ბიზნესის წარმომადგენელმა ხალხმა კოლმანის მოგებებით ასი ათასობით დოლარი იშოვეს და ამან გამოიწვია ის რომ მათთვის კოლმანი ფულის შოვნის ერთ, ერთ კარგ წყაროდ გადაიქცა, მაგრამ მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებად რომ განესაზღვრათ მათ კოლმანი მაშინ ისინი მას არ მისცემდნენ გასაქანს იმისთვის რომ პროფესიონალური კარიერა მოეწყო და არალეგალური ჩხუბებისთვის თავი დაენებებინა. ისინი მას აფასებდნენ როგორც პიროვნებას, მათ მოწონდათ მისი მკაცრი ხასიათი და ასევე მისი სიტყვა პასუხი ნაცნობთან თუ უცნობთან ურთიერთობაში, ხანდახან ეუბნებოდნენ კიდეც რომ ჩვენთან რომ იყო ძალიან მაღალ საფეხურზე შეძლებდი ასვლასო, მათთვის კარგად იყო ნაცნობი კოლმანის სიყვარული კრივის მიმართ და გადაწყვიტეს დახმარებოდნენ მას პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმაში პროფესიონალური კრივის სამყაროში რაც ნამდვილად დაუფასდათ რადგან კრივში კოლმანის ჩატარებული შეხვედრების წყალობით იმაზე ათჯერ მეტი იშოვეს ფული ვიდრე მისი არალეგალური ჩხუბებით შოულობდნენ.
კოლმანი სახლიდან გასვლის შემდეგ პირდაპირ ბრონქსისკენ გაემართა მის დიდი ხნის მეგობართან შესახვედრად რომელსაც საკმაოდ გაედგა ფესვები იმ სამყაროში რომელიც უკვე ზევით ვახსენე.
ისინი ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღში შეხვდნენ ერთმანეთს და დაიწყეს საუბარი თორმეტ ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
კოლმანი: გუშინ ახალ ამბებში უთქვამთ მისი გვამის პოვნის შესახებ.
--------- : შენც ხომ ეგ გინდოდა რომ არ გამქრალიყო და ცნობილი გამქრალიყო მისი სიკვდილის შესახებ.
კოლმანი: მე მინდოდა ბოლომდე მიმეყვანა საქმე მაგრამ არ მომეცი საშუალება.
--------- : ეგრე ჯობდა დამიჯერე, მთავარია საქმე გაკეთდა, არ იყო გამორიცხული რომ ვინმეს დაენახე და ეცანი სახეზე. აი გამომართვი ამ პაკეტში ორასი ათასი დოლარია, სახლში რომ დავხვდი იარაღით ხელში მძარცველი ვეგონე და ეგრევე მითხრა კოდი რომელიც კედელში ჩამონტაჟებულ სეიფს აღებდა, არადა თანხის მოთხოვნა ერთი წუთითაც არ გამიფიქრებია.
კოლმანი: მაგ ფულს მე შენ არ გამოგართმევ რადგან არ მინდა, ეგ ფული შენია. ეხლა გამახსენდა რამდენი ხანია შენს ოჯახში არ მოვსულვარ და მეუღლე და ბავშვები არ მინახია.
--------- : ვიცი შენი ჯიუტი ხასიათის ამბავი და მოდი ესე გეტყვი რომ მეც ვჯიუტობ და გეუბნები რომ უფულობას ნამდვილად არ განვიცდი და რადგან ფულს არ მართმევ გთავაზობ რომ მოვიქცეთ ისე როგორც ძმებს შეეფერებათ.
კოლმანი: სხვა გზას არ მიტოვებ გარდა იმისა რომ დაგეთანხმო.
--------- : ძალიან კარგი, ეხლა კი ჩემთან წავიდეთ, გაუხარდებათ ჩემებს შენი ნახვა.
კოლმანმა მეგობართან ერთი, ორი საათი გაატარა რის შემდეგაც ბრუკლინისკენ გაემართა და ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა კრივის დარბაზში რომ დაცლილიყო მოზღვავებული ენერგიისგან, ხოლო სანამ გზად იყო მისი გონება თორმეტი ოქტომბრის გახსენებას მოეცვა.
თორმეტ ოქტომბერს მარიანა კოლმანს თავის ისტორიას უყვებოდა სადაც ახსენა იმ ადამიანის სახელი და გვარი რომელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა მას. ამავე დღეს, დღის პირველ ნახევარში კოლმანი შეხვდა მის მეგობარს და უთხრა რომ არის ერთი ადამიანი რომელმაც კარგი ოჯახი ტყუილებითა და ფიზიკური შეურაცყოფითაც კი გაანადგურა და რომ მასთან სურდა დალაპარაკება, კოლმანის მეგობარი მისი კავშირების წყალობით იგებს იმ ადამიანის მისამართს და უკვე შებინდებისას კოლმანს ახვედრებს სკამზე დაბმულს ერთ, ერთ მის მფლობელობაში არსებულ საწყობში. კოლმანმა მას ყველაფერი გამოკითხა და მანაც ყველაფერი აღიარა, შემდეგ კოლმანმა მას ხელები შეუხსნა და უთხრა რომ ამდგარიყო, ამის შემდეგ მან სკამი მოშორებით დადო და უთხრა მას რომ თუ მასთან არ იჩხუბებდა ისინი მას ცოცხლად დამარხავდნენ და კიდევ ისიც დაამატა კოლმანმა რომ ეცადე ერთხელ მაინც დამარტყა ისე როგორც მარიანას დაარტყიო. კოლმანის ბოლო წინადადებების თქმიდან ათი წუთის გასვლის შემდეგ კოლმანი მისმა მეგობარმა გააჩერა რადგან ის ადამიანი უკვე მკვდარი იყო ამდენი ძლიერი დარტყმისგან. მეგობარმა კოლმანს უთხრა რომ წასულიყო და დანარჩენს თვითონ მიხედავდა რადგან შემთხვევითი თვითმხილველის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლებოდა ეცნოთ გვამის მოშორებისას. კოლმანი მეგობარს დათანხმა და უთხრა რომ გვამი არ უნდა გამქრალიყო რადგან უნდოდა რომ იმ ადამიანის სიკვდილის შესახებ მარიანას გაეგო, სახლში მისულმა კი არ დაიბნა და მარიანას მიერ დასმულ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: ხელთათმანების გარეშე ვივარჯიშე და დაბეჟილი მაქვსო.
მომხდარზე ფიქრი შეწყვიტა, რეალობას დაუბრუნდა და გაეღიმა რადგან შინაგანი სიამოვნება მოუტანა მას იმის გააზრებამ რომ რამდენიმე საათში სახლში მივიდოდა და მარიანას ნახავდა, კრივის დარბაზთან მისული მანქანიდან გადმოვიდა და დარბაზშიც შევიდა.
ორი საათის გასვლის შემდეგ კი სახლთან მისულმა კიბეებზე აირბინა და კარები გააღო. სახლში შესულს მარიანა შეეგება კორიდორში რომელმაც მას მიესალმა და გაუღიმა, ასევე მოიქცა კოლმანიც და ორივეს თვალები უბრწყინავდა ერთმანეთის დანახვისგან გამოწვეული სიამოვნებისაგან მაგრამ ამასთან ერთად ორივე ცდილობდა რომ ძალიანაც არ დატყობოდათ ქცევებში თავიანთი სულის ბედნიერება. კოლმანმა მარიანას უთხრა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა რადგან დღეს რესტორანში ივახშმებდნენ სადაც უკვე მათთვის გამოყოფილი მაგიდა ელოდებოდათ რომელიც კოლმანს დაეჯავშნა წინა დღით. კოლმანის ნათქვამი სიტყვების შემდეგ მარიანას აშკარად დაეტყო სახეზე სიხარული და კოლმანს უთხრა რომ დიდი ხანი არ ალოდინებდა მას რადგან მსუბუქ მაკიაჟს ანიჭებდა უპირატესობას და კიბეებისკენ გაემართა საძინებელ ოთახში ასასვლელად. კოლმანმა ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ მარიანას ააკითხა მეორე სართულზე, კარზე ერთი, ორჯერ დაუკაკუნა და უთხრა რომ იგი უკვე მზად იყო და მას ელოდებოდა, მარიანამ კარი გააღო და კოლმანს უთხრა რომ რამდენიმე წუთში ისიც მზად იქნებოდა და რომ იგი შესულიყო და ოთახში დალოდებოდა მას. კოლმანის ოთახში შესვლიდან დაახლოებით ერთი წუთის გასვლის შემდეგ მარიანა დიდი სარკის წინ იჯდა და ბოლო შტრიხები შეჰქონდა მისი სრულყოფილი სინაზის შესამკობად რა დროსაც კოლმანი მისკენ გაემართა და უკნიდან მიუახლოვდა, ორივე ხელი მარიანას თავის სიმაღლეზე აწია და მის წინ ჩამოუშვა ყელთან, შემდეგ აუჩქარებლად წამოიღო ხელები მისი კისერისკენ და ნაზად შეუერთა ყელსაბამის ორივე დაბოლოება ერთმანეთს. მარიანას გონება დაებინდა გაკვირვებისაგან რადგან ეს ყელსაბამი მისთვის ნაცნობი იყო და ძალიან მოწონდა, ცდილობდა არ დაეკარგა ლაპარაკის უნარი და ეპოვა სიტყვები რომ კოლმანს გამოლაპარაკებოდა, ჯერ ერთი ხელით ყელსაბამს შეეხო, მერე კი ორივე ხელი ტუჩებზე მიიფარა და სარკეში კოლმანს შეხედა, ყელსაბამის გაკეთებიდან რამდენიმე წამიანი სიჩუმის გასვლის შემდეგ კოლმანმა მარიანას უთხრა.
კოლმანი: ვიფიქრე დღეს საღამოს შენს ახალ შავ კაბასთან და მაღალ, წვრილ ქუსლებზე მდგარ ფეხსაცმელებთან ერთად ურიგო არ იქნებოდა თუ ახალი ყელსაბამსაც გეკეთებოდა.
მარიანამ ამღვრეული თვალებიდან ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა, სკამიდან წამოდგა, კოლმანისკენ შეტრიალდა და ჩაეხუტა. კოლმანი ერთი ორი წამი შეყოვნდა რის შემდეგაც მანაც მოხვია ხელები მარიანას და შეეხო მისი თბილი და შიშველი ზურგის იმ ნაწილს რომელსაც კაბა არ უფარავდა, ერთმანეთის მკლავებში აღმოჩენის შემდეგ ორივემ იგრძნო ის რაშიც აქამდე ეჭვობდნენ, მათ იგრძნეს თავიანთი სულის განათება ბედნიერების ნაპერწკლებით. სახლიდან გასვლიდან დაახლოებით ორმოცი წუთის გასვლის შემდეგ ისინი უკვე რესტორანში დაჯავშნილ მაგიდასთან იჯდნენ და მენიუს ათვალიერებდნენ რა დროსაც მარიანამ კოლმანს უთხრა.
მარიანა: კოლმან მინდა რომ სახლში მომხდართან დაკავშირებით დაგელაპარაკო.
კოლმანი: რას გულისხმობ?
მარიანა: არც გამიაზრებია რას ვაკეთებდი, ემოციებს აყოლილმა შემოვტრიალდი და ჩაგეხუტე.
კოლმანი: ნანობ შენს საქციელს?
მარიანა: არა, სინანულს ამას ვერ დავარქმევ.
კოლმანი: აი დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს როგორ მოიქცეოდი?
მარიანა: ეგ რომ შემეძლოს ვფიქრობ რომ ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, ხოლო რაც შეეხება ჩახუტების მომენტს არაფერს არ შევცვლიდი და ისევ იგივეს გავაკეთებდი. შენ როგორ მოიქცეოდი დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს?
კოლმანი: მეც შევცვლიდი ბევრ რამეს ჩემ ცხოვრებაში გარდა იმ ყველაფრისა რაც შენი გაცნობის მერე მოხდა, ასე რომ ჩახუტებაში ცუდი არაფერი არ არის.
მარიანა: ყელსაბამის შესახებ მომიყევი, იმდენად მოულოდნელი და ამავდროულად ნაცნობი იყო შენი საჩუქარი რომ ეხლა მოვდივარ გონს და გეკითხები.
კოლმანი: ახალი მისულები ვიყავით სავაჭრო ცენტრში როცა გითხარი რომ ტელეფონი დამრჩა მანქანაში მეთქი და მის წამოსაღებად წავედი, ხომ გახსოვს?
მარიანა: კიი მახსოვს.
კოლმანი: როცა ტელეფონი ავიღე და უკან ვბრუნდებოდი შორიდან დაგინახე რომ საიუველირო მაღაზიის ვიტრინას უყურებდი, მერე კი შიგნით შეხვედი და რამდენიმე წუთში უკან გამოხვედი და ტანსაცმლის მაღაზიისკენ წახვედი, შენთან მოსვლამდე ჯერ იმ მაღაზიაში შევედი სადაც შენ იყავი და გამყიდველს ვკითხე თუ რითი დაინტერესდა რამდენიმე წუთის წინ შემოსული გოგონა მეთქი და მან მაჩვენა ყელსაბამი რომელიც ეხლა შენს ყელს ამშვენებს.
მარიანამ თავი დახარა და ყელსაბამს ხელით შეეხო, შემდეგ კოლმანს შეხედა გაღიმებული სახით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. მათ სიამოვნებდათ ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთის გაცინება და ერთმანეთის სახის დანახვა სიცილის დროს, ასევე სიამოვნებდათ ერთმანეთის მიერ შეკვეთილი საჭმლის დაგემოვნება, ორივე სასიამოვნოდ ატარებდა საღამოს რა დროსაც მათ მაგიდას მიუახლოვდა მამაკაცი და გაჩერდა, დაახლოებით კოლმანის ასაკის უნდა ყოფილიყო და აღნაგობითაც გავდა კოლმანს. კოლმანმა მამაკაცს ახედა და გაუღიმა, შემდეგ წამოდგა ხელი ჩამოართვა და ისინი მეგობრულად გადაეხვივნენ ერთმანეთს. კოლმანმა მისი დიდი ხნის მეგობარი და მარიანა ერთმანეთს გააცნო, როცა კოლმანის მეგობარმა ისინი დატოვა კოლმანმა მარიანას უთხრა რომ მისი მეგობარი პიანისტია და ამ რესტორანში საღამოობით მოდის დასაკრავად და რომ ის აფასებს მას როგორც კარგ მეგობარს და ასევე თავისი საქმის მცოდნეს. კოლმანმა და მარიანამ გააგრძელეს სასიამოვნო საღამოს გატარება და მისი მეგობრის წასვლიდან ათი წუთიც არ იყო გასული რომ კოლმანის ყურადღება მიიპყრო მისმა მეგობარმა რომელიც როიალთან იჯდა და კოლმანის საპატივცემულოდ დაეწყო მისი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციის დაკვრა. კოლმანმა მადლიერების ნიშნად თავი დაუქნია მის მეგობარს, მეგობარმა კი გაუღიმა და მთელი არსებით გადაეშვა მისთვის საყვარელ საქმეში.
კოლმანი: ამ კომპოზიციას იგი ჩვენ საპატივცემულოდ ასრულებს რადგან იცის რომ ჩემთვის ერთ ერთი საყვარელი კომპოზიცია.
მარიანა: რა კარგად სცოდნია თავისი საქმე, კომპოზიცია მეცნობა და თუ არ ვცდები შოპენის უნდა იყოს, თუ ვცდები?
კოლმანი: ნამდვილად არ ცდები მარიანა, წარმოშობით პოლონელმა გენიალურმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ფრედერიკ (ფრანციშეკ) შოპენმა შექმნა სულის დამატყვევებელი კიდევ ერთი კომპოზიცია სახელწოდებით შემოდგომის ვალსი.
მარიანა: დღეს კი თხუთმეტი ოქტომბერია ანუ შემოდგომის გულში ვართ.
კოლმანი: ცეკვაზე რა აზრის ხარ?
მარიანა: ნუ იფიქრებ რომ შენთან ცეკვა არ მინდა, უბრალოდ ვერიდები იმის ცეკვას რაც არ ვიცი.
კოლმანი: დაგამშვიდებ და გეტყვი რომ არც მე ვიცი ვალსის ცეკვა მაგრამ სიამოვნებით ვისწავლიდი.
მარიანა: მეც ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით.
კოლმანი: ეხლა კი წამომყევი და ვიცეკვოთ ისე როგორც ყველა უცოდინარი ცეკვავს, ბოლოს ბოლოს ჩვენ გვეძღვნება ეს კომპოზიცია.
ერთად ცეკვისა და რესტორანში კიდევ ერთი საათის სასიამოვნოდ გატარების შემდეგ სახლში უზომოდ კმაყოფილები დაბრუნდნენ, სანამ ერთმანეთს დაემშვიდობებოდნენ კოლმანმა მარიანას უთხრა.
კოლმანი: მადლობა მინდა გადაგიხადო არამარტო დღევანდელი საღამოს სასიამოვნოდ გატარებისთვის, არამედ იმისთვისაც რომ შენი წყალობით ეს სახლი გათბა და ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა თბილი ფერები.
მარიანა: კოლმან მადლობას შენ კი არა მე უნდა გიხდიდე, შენ მე მეორე სიცოცხლე მაჩუქე და შენ რომ არა წარმოდგენაც კი არ მინდა იმის თუ ეხლა სად და როგორ ვიქნებოდი.
კოლმანი: კარგად გავატარეთ საღამო.
მარიანა: ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამოთი.
კოლმანი: მეც ასევე.
გულის სიღრმეში არც ერთს არ უნდოდა დასაძინებლად წასვლა, უნდოდათ რომ კიდევ ესაუბრათ ერთმანეთთან და ამ საუბარში გული გადაეშალათ ბოლომდე ერთმანეთისთვის, მაგრამ ორივე თავს იკავებდა და ამის მიზეზი მხოლოდ ერთადერთი რამ იყო, ეს იყო უზომო პატივისცემა რომელსაც ორივე განიცდიდა ერთმანეთის მიმართ. თორმეტი საათი სრულდებოდა როცა ტკბილი ძილი უსურვეს ერთმანეთს და დასაძინებლად წავიდნენ.

თექვსმეტი ოქტომბერი
მარიანა: დილა მშვიდობის.
კოლმანი: დილა მშვიდობის მარიანა.
მარიანა: ისეთი არომატული სუნი შემოვიდა საძინებელში რომ ვერ შევძელი ძილის გაგრძელება და ავდექი, რას აკეთებ?
კოლმანი: ვაფლებს ვაცხობ პიკნიკისთვის.
მარიანა: პიკნიკისთვის?
კოლმანი: კი პიკნიკისთვის, დღევანდელი დილის მზის სითბომ გადამაწყვეტინა სახლში დარჩენა და შენთან ერთად პიკნიკზე წასვლა, თუ წინაამდეგი არ იქნები რა თქმა უნდა.
მარიანა: არ მჯერა რაც ჩემს თავს ხდება, არა რა წინააღმდეგი პირიქით, მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი პიკნიკის სცენები და ყოველთვის მქონდა პიკნიკზე წასვლის სურვილი მაგრამ არ შექმნილა ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სიტუაცია.
კოლმანი: ხოდა დღეს თბილი ამინდი ხელს გვიწყობს საპიკნიკედ, ეხლა კი შენთან რომ კარადაა ის გამოაღე და ნახავ ნაქსოვ კალათას რომელიც სპეციალურად პიკნიკისთვის გამოიყენება და სანამ ვაფლები გამზადდება მანამდე ჩააწყე ყველაფერი ის რასაც შენ ჩათვლი საჭიროდ, თუ რამე არ იქნება მაცივარში მაღაზიიდან გავიყოლებთ.
მარიანა: მაშინ ჯერ გამოვიცვლი და მერე ჩავალაგებ კარგი?
კოლმანი: როგორც შენ გინდა, ჩვენი ჭამის შესახებ რომ ვიცი ბევრი რამ მაინც არ იქნება ჩასალაგებელი.
მარიანა სამზარეულოდან იყო გასული როცა გაჩერდა, სამზარეულოში დაბრუნდა და კოლმანს უთხრა.
მარიანა: კოლმან ერთ რამეს გეტყვი და წავალ, მე ბედნიერი ვარ.
კოლმანი: მეც ბედნიერი ვარ მარიანა.
ამ სიტყვების ერთმანეთისთვის თქმის მომენტში მათ იგრძნეს რომ ისინი ერთმანეთის თვალებში ჩასახლდნენ.
შუადღე იყო როცა ბუნებაში მისულებმა პიკნიკისთვის მზადება დაიწყეს. კოლმანმა მინდორზე პლედი დააფინა რომელზეც მარიანა დაჯდა, კოლმანმა კი ფეხსაცმელები გაიხადა, მუხლებზე დადგა და ჩანთა წინ დაიდო რის შემდეგაც ორივემ ერთად დაიწყეს ჩანთიდან პროდუქტის ამოლაგება.
კოლმანი: აბა ვნახოთ რა წამოვიღეთ.
მარიანა: ესე იგი ჩვენ გვაქვს: ყველი, ბოსტნეულის მრვალფეროვანი სალათი, ჩემი გაკეთებული ბუტერბროდი, შენი გამომცხვარი არომატული ვაფლები რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სითბო შენარჩუნებული კონტეინერის წყალობით, ასევე გვაქვს ხილი: ვაშლი და ყურძელი და კიდევ არის რაღაც, ეს რა არის კოლმან?
კოლმანი: ეგ მე გავაკეთე სანამ ვაფლებს გავაკეთებდი, მე ჩავდე ბოლოს ჩანთაში ისე რომ არ დაგენახა რადგან აქ მინდოდა გენახა, მახსოვს რესტორანში რომ მითხარი სოკო მიყვარსო და მეც ვისარგებლე პიკნიკით და შენთვის გავაკეთე კვერცხის რულეტი სოკოთი და მწვანილით.
მარიანა: ჩაგეთვალა საქციელი რადგან ძალიან მასიამოვნე მოულოდნელობით, მადლობა და სიამოვნებით გეახლები.
კოლმანი: ასევე მანქანის მინი მაცივარში გვაქვს: ნატურალური ფორთოხლის წვენი და მინერალური წყალი.
ორივე ამინდის მადლიერი იყო რადგან სასიამოვნოდ თბილოდა და ამინდიც გულუხვად აფასებდა მის მიმართ გამოხატულ მადლიერებას და მზის სხივებს არ აკლებდა მათ. ბუნებაში თითქმის მთელი შუადღის გატარების შემდეგ გადაწყვიტეს სახლში დაბრუნებულიყვნენ, ყველაფერი ერთად აალაგეს და მანქანის უკანა სავარძელზე დადეს, მართალია გზაში ბევრი არ უსაუბრიათ, მაგრამ აი ღიმილის ჩუქება კი ნამდვილად არ დანანებიათ ერთმანეთისთვის. სახლში მისულებმა წყალი გადაივლეს, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კი მსუბუქად ივახშმეს და საღამოს ფეხით გასეირნება მოიწყეს ბრუკლინის ქუჩებში, ხოლო შემდგომ კი არც ისე შორს მყოფ პარკამდე.
პარკში ერთმანეთთან გვერდი-გვერდ სიარულის დროს მათი ხელის მტევნები რამდენიმეჯერ შეეხო ერთმანეთს და მათაც სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა რომ გაეკეთებინათ ის რაც ასე ძალიან უნდოდა ორივეს, მათ გადაწყვიტეს მიეცათ გასაქანი თავიანთი საკუთარი მესთვის და როცა კიდევ ერთხელ შეეხო მათი ხელები ერთმანეთს უკვე ვერც ერთმა ვეღარ შეძლო შინაგანი ძალის უკუგდება და მათ ერთმანეთს შეხედეს რის შემდეგაც ხმის ამოუღებლად ერთმანეთის თვალებში ჩახედვით ყველაფერი უთხრეს ერთმანეთს და მათ იგრძნეს ერთმანეთის ხელის გულების სითბო რის შემდეგაც ბევრად უფრო სასიამოვნო ნოტაზე გააგრძელეს სეირნობა.
კოლმანმა და მარიანამ პარკში სეირნობით როცა გული იჯერეს გადაწყვიტეს რომ სახლში წასულიყვნენ და პარკის გასავლელისკენ წავიდნენ რა დროსაც მათ საპირისპიროდ მომავალი ორი მამაკაციდან ერთ-ერთმა რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საუბრის დროს ჟესტიკულაციას იყენებდა ხელი მოარტყა მარიანას და თან იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა პირიქით მოიქცა და მარიანა დაადანაშაულა. კოლმანი მარიანას წინ დაუდგა და ხელის დახმარებით მის უკან გააჩერა, შემდეგ კი ნასვამ მამაკაცთან მყოფ პიროვნებას უთხრა რომ აჯობებდა თუ დააწყნარებდა მის მეგობარს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მეორე პიროვნება ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა მან მის ნასვამ მეგობარს აუბა მხარი და კოლმანს შეეკამათა რის შედეგადაც მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა რომ ვერც მარიანამ და ვერც იმ ორმა პიროვნებამ გააზრება ვერ მოასწრეს თუ რა მოხდა.
კოლმანმა ფხიზელ მამაკაცს მარჯვენა ხელის მუშტის დარტყმით ყბაში გონება დააკარგინა, რის შემდეგაც ნასვამ მამაკაცს შეხედა და უთხრა რომ ბოდიში მოეხადა მარიანასთვის, მარიანამ კოლმანს სთხოვა რომ გაჩერებულიყო და წასულიყვნენ, მაგრამ კოლმანი მას არ უსმენდა და ამ დროს სიმთვრალითა და მომხდარით დაბნეულმა მამაკაცმა მარიანას ბოდიში მოუხადა, კოლმანმა ბოდიშის გაგებისთანავე მარცხენა ხელის მუშტი ჯერ მუცლის არეში დაარტყა და მამაკაცის წელში მოხრისთანავე ისევ მარცხენა ხელის მუშტი მთელი სიძლიერით სახეში ამოარტყა და ცხვირგატეხილი და სისხლიანი ძირს დააგდო რის შემდეგაც მარიანას შეხედა და მიუახლოვდა, ხელი ჩაჭიდა და ორივე პარკის გასასვლელისკენ წავიდნენ. ათიოდე მეტრი იქნებოდა დარჩენილი და პარკიდან გავიდოდნენ რა დროსაც კოლმანმა მათ უკან ნაბიჯების ხმა გაიგონა და გადაწყვიტა უკან გაეხედა, მისი უკან გახედვიდან ორი წამის გასვლის შემდეგ კი გასროლის ხმაც გაისმა.
მუცლის არეში მესამე ტყვიის მოხვედრის შემდეგ კოლმანი ძირს დაეცა, ხოლო მსროლელი კი კოლმანის დარტყმის შემდეგ გონზე მოსული ფხიზელი მამაკაცი იყო რომელიც ადგილიდან გაიქცა. კოლმანთან მუხლებზე დაჩოქილმა, შოკირებულ მდგომარეობაში მყოფმა მარიანამ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და კოლმანს ეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და თან უბრძანებდა რომ არც კი გაგაეფიქრებინა მისი მარტო დატოვება. სანამ კოლმანი გონებას დაკარგავდა მოასწრო მარიანასთვის რამდენიმე წინადადების თქმა.
კოლმანი: მარიანა მომისმინე! იმ შემთხვევაში აუღწერე პოლიციას იმ ორის გარეგნობა თუ მე ვერ გადავრჩები, ხომ გაიგე?
მარიანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია რადგან ხმას ვერ იღებდა გამალებული ტირილის გამო.
კოლმანი: და კიდევ ერთი რამ, პიკნიკზე რომ ვიყავით მაშინ მინდოდა რომ დაგლაპარაკებოდი, აი გამომართვი ეს წერილი და მაპატიე პირადად რომ ვერ შევძელი მეთქვა შენთვის.
კოლმანმა შარვლის მარჯვენა ჯიბიდან სისხლიანი თითებით ამოღებული წერილი გაუწოდა მარიანას, ცრემლისგან დასველებულმა მარიანამ წერილი გამოართვა კოლმანს და ამ დროს ცხრა, ერთი, ერთის ოპერატორმაც უპასუხა.

კოლმანის საავადმყოფოში გადაყვანიდან სამი საათი იქნებოდა გასული, უკვე მეოთხე საათი დაიწყო რაც ქირურგები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. საავადმყოფოში პოლიციასთან შეხვედრისას მარიანას არაფერი ხელჩასაჭიდი არ უთქვამს მათთვის, უთხრა რომ თეთრკანიანები იყვნენ და თუ არ ვცდები ორივე მეტრი და ოთხმოცი უნდა ყოფილიყოო, ბნელოდა და ვერ შევძელი მათი სახეების კარგად დანახვაო და თუ რამეს გავიხსენებ აუცილებლად შეგატყობინებთო, პოლიციისგან თავის დაღწევის შემდეგ მოსაცდელში დაჯდა სახე შეშლილი და სულიერად განადგურებული, ჯიბიდან წერილი ამოიღო რომელიც კოლმანის სისხლით იყო მოთხვრილი, ფურცელი გადაშალა და კითხვა დაიწყო.

წ ე რ ი ლ ი
თხუთმეტი ოქტომბრის ღამეა და ვერ ვიძინებ, დღეს რესტორანში ვიყავით და მან კიდევ ერთი საუცხოო საღამო მაჩუქა, ცოტახნის წინ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ეხლა საძინებელში ვარ სადაც ვერ ვიძინებ რადგან ვერ შევძელი მასთან ისე მესაუბრა როგორც გულს უნდოდა, მაგრამ არაუშავს ჩემს სათქმელს ფურცელზე გადავიტან და ვიმედოვნებ რომ მომეშვება და შევძლებ დაძინებას. ვიცი რომ ყველა ნაცნობისა თუ უცნობის თვალში მკაცრი პიროვნება ვჩანვარ და ეს ასეც არის კიდეც, მაგრამ უგრძნობი ნამდვილად არ ვარ.
მე იგი პირველად ექვსი დღის წინ დავინახე, მახსოვს თმები აწეული ჰქონდა შეკრულ მდგომარეობაში, მაგრამ უნდა ავღნიშნო რომ არანაკლებ უხდება როცა გაშლილი აქვს თმები. მე მას ვუთხარი რომ არ იქნებოდა ჩემთვის პრობლემა რომ მისთვის შედარებით დაბალ ფასში მეშოვნა ბინა და ასევე მეშოვნა სამსახურიც და მე ეს საკითხი აქამდეც შემეძლო მომეგვარებინდა და ხვალაც შემიძლია რომ ვუშოვო ორივე, მაგრამ საქმეც იმაშია რომ მე დროს ვწელავ რადგან არ მინდა რომ წავიდეს და თუ რატომ არ მინდა რომ წავიდეს ამას ვეცდები დავწერო.
მახსენდება სიტუაცია როცა ერთად ვივახშმეთ, მისი საუბრის დროს მე მას მთელი გულისყურით ვუსმენდი, მაგრამ რაც უფრო გადიოდა წუთები მით უფრო ვატყობდი რომ ჩემი ყურადღება მთლიანად მის სახეს მიეპყრო და სპეციალურად ჩავერთვებოდი ხოლმე მეც საუბარში რადგან ვატყობდი რომ უხერხულ სიტუაციას ვქმნიდი ჩემი მისდამი დაუსრულებელი და გაუმაძღარი ყურების გამო. საუბრის დროს თმები ჩამოეშლებოდა ხოლმე სახეზე რომლებსაც შემდგომ ხელის თითების ნაზი მოძრაობით გადაიწევდა სახიდან და ჩემს თვალწინ სილამაზის ამსახველი სცენა იდგმებოდა, შთაბეჭდილება მექმნებოდა რომ თმები მისი თითების შეხებამდე იხევდნენ უკან და მის ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სინაზესა და ჰაეროვნებას მატებდნენ. მინდა ასევე ვახსენო ის რაც მის ღიმილს მოყვება, მე სიამოვნებას მგვრის მისი ქათქათა, მოელვარე და თვალის მომჭრელი ასევე ერთ რიგად, ერთ სისწორეზე მყოფი კბილების დანახვა, რომლებიც ლამაზი ზღაპრის ანუ მისი სახის ბედნიერ გაგრძელებას წარმოადგენდნენ რადგან მე მათი დანახვა მხოლოდ მისი გამოხედვისა და გაღიმების შემდგომ შემიძლია.
სახლში ერთად ყოფნის დროს ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთში ერთმანეთისთვის განსხვავებულ თუ ნაცნობ თემებზე, ხოლო როცა სხვადასხვა საქმით ვართ დაკავებულები და ერთმანეთისგან მოშორებით ვდგავართ ჩემი თვალები ყოველთვის მას დაეძებენ, ვცდილობ თითოეული თავისუფალი წამიც კი მის ყურებაში გამოვიყენო, მხოლოდ მაშინ ვარიდებ თვალს როცა ვატყობ რომ სახით ჩემსკენ აპირებს შემოტრიალებას, ვფრთხილობ, ვფრთხილობ იმიტომ რომ არ მინდა შორიდან ან თუნდაც ახლოდან შეამჩნიოს თუ როგორ არ ვაცილებ თვალს, უფროსწორად ვერ ვაცილებ ჩემ მზერას მას რადგან ვტკბები, გონება მეფანტება და მხოლოდ მისი ყურება მინდება, არ ვიცი მან შეამჩნია თუ არა ჩემი დაჟინებული მზერა, მაგრამ ვიცი ის რომ მე ნამდვილად ვცდილობ რომ ვერ შემამჩნიოს რადგან პატივს ვცემ და არ მინდა უხერხულ და გაუგებარ სიტუაციაში ჩავაყენო.
ხვალ დილიდანვე თუ მზიანი და სასიამოვნო ამინდი იქნება მე სახლში დავრჩები და მას პიკნიკს მოვუწყობ, იმედია მოეწონება ჩემი შეთავაზებული წინადადება და იქნებ შევძლო და ეს ყველაფერი რაც დავწერე პირადად ვუთხრა ბუნებაში. არ ვიცი ხვალ რა იქნება მაგრამ ვიცი ის რომ დღეს აღარ გამიჭირდება დაძინება რადგან მისთვის სათქმელი ფურცელზე მაინც გადმოვიტანე რამაც შვება მომგვარა.

მარიანამ კითხვა დაამთავრა და აღმოაჩინა რომ წერილი რამდენიმე ადგილას გახევია, რადგან მის ცრემლს გაეჟღინთა კოლმანის წერილი, მან წერილი ტუჩებზე მიიდო და გეგონებოდათ რომ მისდამი მიძღვნილ სიტყვებს კოცნისო და ვერა და ვერ მოეხერხებინა რომ დაწყნარებულიყო და ისევ ატირდა.
მიუხედავად იმისა რომ ღამის ხუთი საათი ხდებოდა მარიანასთვის მზის სხივებმა შემოანათეს მოსაცდელში მას მერე რაც მას უთხრეს რომ ოპერაციამ წამატებით ჩაიარა და კოლმანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მარიანამ შვებით ამოისუნთქა და მის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, სკამიდან წამოხტა და გაღიმებული სახით ქირურგს ჩაეხუტა რომელმაც კარგი ამბავი ახარა.
კოლმანი ერთი დღე ღამე რეანიმაციულ განყოფილებაში ყავდათ რადგან ასე იყო საჭირო მისი მდგომარეობისთვის რის შემდეგაც პალატაში გადაიყვანეს სადაც მარიანა გვერდიდან არ მოშორებია და ერთი სული ჰქონდა რომ კოლმანისთვის თვალებში ჩაეხედა და მისი ხმა გაეგო.
კოლმანმა თვალები გაახილა და ნელი მოძრაობით თავი ოდნავ მარჯვნივ მიატრიალა და დაინახა მის გვერდით მჯდომი მარიანა რომელსაც მარჯვენა ხელით წიგნი ეჭირა და კითხულობდა ხოლო მარცხენა ხელი კოლმანის ხელისთვის ჩაეჭიდებინა და მის თითებს ეთამაშებოდა. კოლმანმა თითები ოდნავ გაამოძრავა და მარიანას რეაქციამაც არ დააყოვნა, მან კოლმანს შეხედა და სახე გაებადრა, წიგნი სასწრაფოდ გვერდით გადადო კოლმანს მიახლოვდა და მეორე ხელიც მის ხელს ჩაჭიდა. კოლმანმა მარიანას გაუღიმა და შეეცადა რომ მას დალაპარაკებოდა.
კოლმანი: სამოთხეში ვარ ანგელოზთან?
მარიანა: არა, პალატაში ხარ ჩემთან.
კოლმანი: ამ წუთას ეგ ერთი და იგივეა, რადგან გადავრჩი და შენთან ვარ.
მარიანა: ნუ დაძაბავ თავს ჯერ გაგიჭირდება საუბარი.
კოლმანი: წაიკითხე წერილი?
მარიანა: კი წავიკითხე.
კოლმანი: მე მინდოდა რომ პირადად მეთ.
მარიანა: ჩუ, ჩუუ, ჩუუუ.....აღარ გინდა ნუღარ იძაბები, დაგამშვიდებ და გეტყვი რომ მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ, მართალია წერილი არ დამიწერია, მაგრამ მეც არანაკლებს ვგრძნობ.
კოლმანი: ბედნიერი ვარ რომ ისევ შემიძლია შენი დანახვით, შენი ღიმილითა და საუბრით ტკბობა.
მარიანა: ნუღარ საუბრობ, ეხლა წავალ და ექიმს დავუძახებ რომ გნახოს.
კოლმანი: არ წახვიდე.
მარიანა: რატომ?
კოლმანი: იმ საღამოს მე თვალები დავხუჭე რადგან ძალა აღარ შემწევდა რომ გახელილი მქონოდა, მაგრამ სანამ გავითიშებოდი მესმოდა შენი სიტყვები, შენ იძახდი რომ მე უნდა გადავრჩენილიყავი რომ რაღაცა გეთქვა ჩემთვის, თუ ვცდები და მომეჩვენა?
მარიანა: არა, არ მოგჩვენებია, სწორად გაგიგია ყველაფერი.
ერთმანეთს გაუღიმეს და ამ გაღიმებაში ყველაფერი ის ჩააქსოვეს რასაც ერთმანეთის მიმათ გრძნობდნენ და განიცდიდნენ რის შემდეგაც მარიანა კოლმანის სახისკენ დაიხარა და თვალდახუჭულებმა გაუკვალეს თავიანთ ტუჩებს გზა ერთმანეთის ტუჩებისკენ.


კოლმანის გონებაზე მოსვლის შემდეგ პოლიცია მასაც დაელაპარაკა, მარიანას ნათქვამი ჰქონდა კოლმანისთვის თუ რა უთხრა პოლიციას და მანაც იგივე უთხრა მათ, ასევე დაამატა რომ როცა მან ერთი შეხვედრა წააგო შეიძლება მაშინ ვიღაცას მასზე დიდი ფული ჰქონოდა დადებული და წაეგო, შემდეგ კი გამწარებულს მისი მოკვლა განეზრახა. საავადმყოფოში იყო ყველა ის ვისაც ნამდვილად შეტკიოდა გული კოლმანზე. დედა, მამინაცვალი და მისი ახლო წრე როგორც კრივის სამყაროდან ასევე ბრუკლინიდან და ბრონქსიდან.
კოლმანის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთი კვირა იქნებოდა გასული როცა მასთან დღის პირველ ნახევარში მისი ბრონქსელი მეგობარი მივიდა მის მოსანახულებლად, ამ შეხვედრის შემდეგ ისინი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ოღონდ ამჯერად სულ სხვა დროსა და ადგილას რის შემდეგაც ის ორი რომლებიც იმ ღამით შეხვდნენ კოლმანსა და მარიანას და რომლებიც თურმე ძმები გამოდგნენ აღარავის აღარ უნახავს, თითქოს აორთქლდნენ ან როგორც იტყვიან მიწამ ჩაყლაპაო.

ერთად თანაცხოვრების ხუთი თვის თავზე კოლმანმა მარიანას ხელი სთხოვა რაზეც უბედნიერესი თანხმობა მიიღო მისგან. კოლმანმა და მარიანამ ერთად აარჩიეს საქორწილო კაბა და ორივეს გადაწყვეტილებით ქორწილი საკმაოდ ვიწრო წრეში გადაიხადეს. მარიანა ეკლესიაში მენდელსონის მარშის ფონზე კოლმანის მამინაცვალმა შეიყვანა, საღამოს კი წინასწარ ერთად ნასწავლი ვალსი შეასრულეს ფრედერიკ შოპენის შემოდგომის ვალსის ფონზე რამაც ორივე უზომოდ კმაყოფილი დატოვა, ხოლო მათთვის ტაშის დაკვრას კი დასასრული არ უჩანდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent