შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტერორიზმის შედეგები


15-12-2017, 19:27
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 220

ოჯახი I:
-გამარჯობათ! –ჟურნალისტი დივანზე თქავსდება და მასპინძელს ესალმება.
-მოგესალმებით – გამხდარი, მაღალი და შავგრემანი გოგო თბილად უღიმის, ყავას მაგიდაზე დგამს, თავის შავ კაბას ისწორებს და ისე ჯდება დივანზე საპირისპირო მხარეს.
-შეგიძლიათ სახელი,გვარი და ასაკი მითხრათ?!
-ნინი ბრეგვაძე. 22 წლის – გოგო გაკვირვებული შესცქერის თავისი ჩაშავებული თვალებით ჯურნალისტს.
-თქვენ როგორც ვიცით საქმრო დაგეღუპათ 3 თვის წინ მომხდარ ტერაქტში. შეგიძლიათ მოყვეთ რა მოხდა? – გოგონა შეცბა. ამას არ ელოდა.
ცოტახანი გაშტერდა და ხმას არ იღებდა. შემდეგ ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
-2017წლის 23 სექტემბერი იყო... დილით სასწალვლებელში უნდა წავსულიყავი და მერე უნდა შევხვედროდი დავითს...ჩემს... – ხმა გაუწყდა და თვალები აუცრემლიანდა – ჩემს საქმროს. მეორე დილით მიფრინავდა რამდენიმე თვით უცხოეთში და მინდოდა მთელი დღე მასთან გამეტარებინა. სასწავლებლიდან მეტროთი გავედი რუსთაველზე და როდესაც ჩემი ერთადერთი სიყვარული დავინახე, მთელი ძალით გავიქეცი და ჩავეხუტე. არ მინდოდა გამეშვა... თითქოს რაღაც ისე ვერ იყო...ალბათ გული მიგრძნობდა, არ ვიცი...– ცრემლები გაუთავებლად მოსდიოდა, გოგონა კი ერთ ადგილს მიშტერებოდა, ალბათ ის კადრები აგონდებოდა – მთელი დღე ერთად გავატარეთ ბედნიერად. გვიანობამდე ერთად ვიყავით. ბოლოს სახლამდე მიმაცილა და ალბათ ერთი ნახევარი საათი სადარბაზოსთან ვიდექით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ამაზე მისი მომავალი წინსვლა და წარმატება რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, ალბათ არასდროს გავუშვებდი ამდენი ხნით, ასე შორს. მეორე დილით 6საათზე მე და მამაჩემმა გავაცილეთ აეროპორტში. სახლში რომ მივედი, ჩანთა ავიღე და სასწავლებელში წავედი. ერთ-ერთ შესვენებაზე ინტერნეტი ჩავრთე და ნიუს ფიდში ამომიგდო, რომ თბილისიდან პეტერბურგისკენ მიმავალი თვითმფრინავი... – დადუმდა,თვალები დახუჭა და ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა – ტერორისტებმა ააფეთქეს... ეს ის თვითმფრინავი იყო, სადაც დავითი, ჩემი მომავალი მეუღლე იყო...ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახი უნდა შემექმნა, შვილები გამეჩინა და ბედნიერად გვეცხოვრა... მერე მახსოვს რომ ცუდად გავხდი, მამას დავურეკე და მალე სახლში ვიყავი. მეც და მამაც ტელეფონებზე ვეკიდეთ. სულ პაწაწინა იმედი ისევ მქონდა... ვფიქრობდი, ღმერთი ასე არ გამწირავს,ცხოვრებას ასე ერთი ხელის მოსმით არ გამინადგურებს, ჩემს დავითს არ წამართმევსთქო, მაგრამ მწარედ შევცდი სამწუხაროდ... მალე 200მდე გარდაცვლილ ადამიანში, ჩემი დავითიც აღმოაჩინეს... – გოგო დადუმდა და ჩუმად გააგრძელა ტირილი.
როდესაც გული იჯერა და ცოტა დაწყნარდა, წყალი დალია, სახე მოიბანა და ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა დაყოვნებისთვის.
-არა. მე გიხდით ბოდიშს, ასეთი ამბავი ისევ რომ გაგახსენეთ... მადლობა ყველაფრისთვის და... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას – ჟურნალისტი გოგონას მოეხვია,დაემშვიდობა და წავიდა.

ოჯახი II:
-მოგესალმებით! – მიესალმა ჟურნალისტი შუა ხნის დაახლოებით 50წლამდე კაცს.
-გამარჯობათ! – კაცმა იგი სახლში შეიპატიჟა და წვენი გამოუტანა.
-თქვენი სახელი, გვარი და ასაკი მითხარით თუ შეიძლება.
-ლადო მაისურაძე.48 წლის, კი მაგრამ რა ხდება?
-შეგიძლიათ იმ ტერაქტზე გვესაუბროთ რომელმაც თქვენი მეუღლე და ორი შვილი შეიწირა?!
-მაპატიეთ, მაგრამ უბრალოდ არ მსურს ამ თემაზე საუბარი.
-მესმის, მაგრამ იქნებ ამ ერთხელ შეძლოთ ჩვენთან ამ თემაზე საუბარი. ძალიან გთხოვთ...
კაცი ჩაფიქრდა...
-ეს ყველაფერი ჩემი ბრალია...ისინი მე გავუშვი იქ. ჩემი ხელით ავუღე საიქიოს ბილეთები და მე თვითონ მივაცილე საიქიოს კარებთან... – დიდი ხანი იკავებდა კაცი ტირილს, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და წასკდა ცრემლები – მე უბრალოდ მეგონა რამდენიმე დღით დაისვენებდნენ, თან მოგზაურობაც გამოუვიდოდათ, მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ ცოცხლები აღარ ჩამომივიდოდნენ და მათთვის შოკოლადები კი არა კუბოები გამიხდებოდა დასახვედრი. როდესაც დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემი ცოლ-შვილი ვიღაც გიჟმა ტერორისტმა ააფეთქა, არ დავიჯერე და კინაღამ იმ ვიღაცას ბოროტი ხუმრობის გამო ავუბზრიალე ყველაფერი, მაგრამ შემდეგ ტელევიზია ჩამართვევინა უცნობმა და აი იმის მერე გლოვის მეტი არაფერი მახსოვს. საკუთარი ხელით დავმარხე ჩემი ულამაზესი მეუღლე, 10 წლის ბიჭუნა და 8წლის გოგონა... – კაცმა პირზე ხელი აიფარა და ხმამაღალი ამოტირებისგან ასე შეიკავა თავი – გთხოვთ მეტი აღარ მთხოვოთ...არ შემიძლია...აღარ შემიძლია იმ დღის გახსენება...მარტო დამტოვეთ გემუდარებით!
ჯურნალისტმაც მადლობა გადაუხადა და წავიდა.

ოჯახი III:
ჯურნალისტს ვიღაც მოხუცმა ქალმა გაუღო კარი.
-გამარჯობათ! – მიესალმა ჟურნალისტი მოხუცს.
-მობრძანდით! მობრძანდით! რამდენი ხანია ამ სახლში სტუმრები აღარ ყოფილან – საყვარელმა მოხუცმა ფაცაფუცი დაიწყო – რამეს მიირთმევთ?
-არა მადლობა! – თბილად გაუღიმა ჟურნალისტმა – შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ?
-კი შვილო, როგორ არ შეიძლება – მაშინ მოხუციც ჩამოჯდა და ჟურნალისტს გაუღიმა.
-თქვენი სახელი, გვარი და ასაკი მითხარით თუ შეიძლება.
-თინათინ მახარაძე შვილო. თითქმის 70ს მივუკაკუნე. – ჟურნალისტს ცოტა გაუკვირდა, რადგან უფრო მოხუცი ჩანდა.
-ქალბატონო თინათინ შეგიძლიათ თქვენი ძმის გარდაცვალებასა და 3თვის წინ მომხდარ ტერაქტზე გვესაუბროთ?
-რომელ ტერაქტზე მესაუბრებით შვილო? 2007 წლამდე ბევრი ტერაქტია მომხდარი მსოფლიოში. თქვენ კონკრეტულად რომელზე საუბრობთ? და მოიცადეთ ჩემი ძმა რა შუაშია ამ ამბავთან?
-მოიცადეთ თქვენ არ იცით რომელ ტერაქტზე მაქვს საუბარი?
მოხუცი წამოდგა, ჟურნალისტს გვერდით მიუჯდა და ჩუმად ჩასჩურჩულა:
-ჩემი ძმა ტერორისტია? – ქალი შეცბა და გაკვირვებული შესცქეროდა ჟურნალისტს.
ჟურნალისტმა ხმა ვერ ამოიღო. ვერ გაანალიზა მოხუცი რაზე საუბრობდა.
ამ დროს კარების ხმა გაისმა და სახლში მედდის ფორმაში გამოწყობილი ქალი შემოვიდა სახლში. უცხოს დანახვა გაუკვირდა და დაეჭვებით შეხედა ჟურნალისტს.
-გამარჯობააათ?! – შეკითხვასავით გამოუვიდა მედდას მისალმება.
-გამარჯობათ, მე ჟურნალისტი გახლავართ.
ქალი მაშინვე მიხვდა ყველაფერს...
-თუ შეიძლება ცოტახანი დამელოდეთ.
მოხუცი წამოაყენა:
-აბა ქალბატონო თინა თქვენი ძილის დროა – გაუღიმა მედდამ მოხუცს და მეორე ოთახისკენ წაიყვანა.
-ნახვამდის – გაუღიმა ქალბატონმა თინათინმა ჯურნალისტს და მედდას ოთახში წყნარად გაჰყვა.
დაახლოებით 15 წუთში მედდაც დაბრუნდა და იქვე ჩამოჯდა.
-ალბათ თქვენ ტერაქტთან დაკავშირებულ ამბებზე ხართ მოსული.
-დიახ დიახ... – სახე გაუნათდა ჟურნალისტს.
-სამწუხაროდ აქ პასუხებს ვერ მიიღებთ.
-კი მაგრამ, რატო?
-ქალბატონ თინას ფსიქიკური აშლილობა აქვს თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ. მისი ერთადერთი ახლობელი და ნათესავი სწორედ მისი ძმა იყო...როგორც მეზობლებისგან გავიგე მათთვის 2007წელი ყველაზე ბედნიერი წელი იყო...ზუსტად მეც არ ვიცი რატომ... და რახან იმის დაჯერება არ უნდოდა რომ ძმა აღარ ჰყავს ცოცხალი, მისი ტვინის ნაწილი ისევ 2007 წელში დაბრუნდა. თავი ისევ 68ლის ქალი ჰგონია, როდესაც უკვე 78-ისაა. მისმა მეზობლებმა ფული გადამიხადეს, რომ მოვუარო სანამ ცოცხალია.ალბათ მათაც ეცოდებათ, საწყალი... ქალბატონი თინათინი ყოველ საღამოს ელოდება, როდის დაბრუნდება თავისი ძმა სამსახურიდან და როდის მოუყვება თავისი სამუშაოს ამბებს...ამიტომ მისგან ამ ტერაქტზე ვერაფერს მოისმენთ.
-კარგით ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის.
დაემშვიდობა ჟურნალისტი მედდას და შოკირებული წავიდა.
* * *
მალე ერთ-ერთ ცნობილ და ყველაზე გაყიდვად ჟურნალში დაიბეჭდა სტატია:
, , ტ ე რ ო რ ი ზ მ ი – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და მისი შედეგები საქართველოში’’

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ეს არის მოთხრობა იმაზე თუ როგორი საშინელი შედეგები მოჰყვება ტერორიზმს... ჩემი აზრით ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შემცირებული მომავალში.(როგორც, ასეთი ტერორიზმის აღმოფხვრა შეუძლებელია, ამიტომ უნდა ეცადოს მთელი მსოფლიო, ტერაქტების შემცირებას მსოფლიო მასშტაბით).
იმედია მოგეწონათ! <3 <3 <3 მიყვარხართ ყველა :* <3 და მომენატრეთ ^_^ <3
სიყვარულით თქვენი FyFaen! <3 <3 <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent