ანუკი(14)
-არავის შეცოდება არ მჭირდება. წადი და შეურიგდი ლიზის, მას უფრო ჭირდები ვიდრე მწ-უკვე სახლთან იყვნენ, ანუკიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ალექსანდრე გადავიდა მანქანიდან და ანუკის ოთახში შევიდა. -რატო არ მანებებ თავს?! საკმარისი გააკეთე უკვე. შენ რომ არა არასოდეს ვიქნებოდი ესეთ მდგომარეობაში. შენი შეცოდება არ მჭირდება!!!-ანუკიმ ბოლო ხმაზე დაიღრიალა-გაეთრიე!!! -არა. მოგწონს თუ არა მე აქ ვიქნები, იქამდე სანამ უკეთესად არ გახდები. არანაირად არ მეცოდები. მე რეალურად გკითხე რადგან ვიცოდი რომ არ მეკითხა ისტერიკებს მოაწყობდი რომ არ გინდოდა. გინდა თუ არა, მივდივართ. სუ რო შენი ძალით თრევა მომიწიოს წაგათრევ. ჯერ ხო იმ სი*ს მოვძებნი ვისგანაც წამალი იყიდე თუ რაც ქენი, მერე დილერი რო არ გეყოლება ვნახავთ როგორ იქნები. ანუკის გაეცინა. -დილერიო. არ გჯერა ჩემი. ალექსანდრე ნარკომანი არ ვარ! ცხოვრებაში ერთხელ გადავწყვიტე გართობა და ამომადინეთ ყელში. -შენ მიეჩვე თავნებობას, ხოდა მე გადაგაჩვევ. აქამდე ბევრი გითმინე, ვფიქრობდი შეეგუება თქო. -შევეგუებოდი რას ალექსს?!! შენ და ლიზის ურთიერთობას? -იმას რომ ვერ მოიქცევი ისე როგორც გინდა. ლიზას დავშორდი, თუ ამის გამო იქცეოდი ესე, ახლა შეგიძლია შეწყვიტო. მე ამ ქორწინებისთვის გავიღე მსხვერპლი, შენც გაწირე შენი სიჯიუტე და ნახავ რომ ყველაფერი ესე საშინლად არ არის. ეხლა რომ გამიადვილო საქმე დროზე თქვი ვისგან აიღე ნარკოტიკი. ანუკი საწოლზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. ვერ მალავდა სიხარულს იმ ფაქტის მიმართ რომ ალექსანდრე ლიზას დაშორდა. ამაზე მას ძალაუნებურად გაეღიმა. -რა გაცინებს?-ალექსანდრე ლამის აფეთქდა. ანუკი წამოწვა. -იმედია კარგი დეტექტივი ხარ,თუ არადა დიდიხანი მოგიწევს ჩემი დილერის მოძებნა. ალექსანდრე უფრო ახლოს მივიდა. -ეს ტატომ უნდა იცოდეს. -ხოდა წადი და კითხე.დიდიხანია შენინახვა უნდა. -ან ვაკომ. ანუკის ხმა არ ამოუღია. -ბინგო, გამოვიცანი, ეგ ხო ყოფილი ნარკომანია, ძმაკაცები ბევრი ეყოლება დილერი. ისღა დამრჩენია რომ საბას ვკითხო ვაკოს ძმაკაცებიდან იქ ვინ იყო და მერე ვაკოს ის ტიპი სად არის-ალექსანდრეს გაეღიმა. -ალექსანდრე, რა ჯანდაბაში გჭირდება ის ტიპი? არ ვაპირებ მასთან დარეკვას, დილერიც არ არის. ისე მომცა, გასართობად. -შენ რეალურად ვერ აცნობიერებ რა შეილებოდა მოგსვლოდა იმ დღეს ხომ? -ვიცი და არანაირი მიზეზი არ მქონდა აქ დასარჩენად. ალექსი ხელში წვდა და მაშინვე წამოაყენა. -გაიმეორე? ანუკის გამომეტყველება შეეცვალა. -კიდე ერთხელ გაიმეორე რისი თქმაც გინდოდა. -არაფრის.. -ერთ საათში გავდივართ-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ანუკიმ ჩანთა გახსნა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. მაგრამ ვერ იპოვა. -ალექსანდრე, ჩემი ტელეფონი შენ გაქ?-ანუკი მისაღებში გავიდა, ალექსი კი იქ არ დახვდა. მაშინ ოთახში შებრუნდა და საწოლზე წამოწვა, ცოტახანში კი ჩაეძინა. ალექსანდრეს მისი გაღვიძება არ უნდოდა ამიტომ როდესაც მოვიდა ხელში აიყვანა და ის იყო უნდა გაეყვანა რომ ანუკის გაეღვიძა და ალექსი მოიშორა. -შენ ცუდად ხო არ ხარ?! სად მიგყავარ!! -ხო გითხარი, ერთ საათში მზად იყავი თქო. -მე გითხარი, არ მოვდივარ თქო. თან არაფერი არ ჩამილაგებია. -ეგ შენი ბრალია. ალექსანდრემ ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა, შემდეგ კი ძალით ჩასვა მანქანაში. ანუკი გაბრაზებული იყურებოდა ფანჯარაში. -გეყოფა, ოდესმე კარგ ხასიათზე ხარ? -როდესაც შენ არ ხარ ჩემთან ერთად. -რაღაც ეჭვი მეპარება-ალექსანდრეს გაეღიმა. ანუკის მაშინვე პარანოია დაეწყო. ეგონა რომ ალექსმა ყველაფერი იცოდა მისი გრძნობების შესახებ, ამიტომ გადაწყვიტა მაშინვე შეეცვალა თემა. -ჩემი ტელეფონი შენ გაქ? -კი. -დამიბრუნე. -ექიმის რეკომენდაციით ვაფშე კლინიკაში უნდა იწვე. ტელეფონს მიიღებ მაშინ როდესაც დავრწმუნდები რო ლომკები არ გაქ. -ალექსანდრე, ორი თვე შეუწყვეტავად ვსვამდი და ვეწეოდი, ლომკები რათქმაუნდა მექნება. -ხოდა რო დაგიმთავრდება მერე მოგცემ. კაროჩე უკვე დამღალე, კიდევ ერთხელ რამეზე დაიწუწუნებ და დაბრუნდები კლინიკაში. ანუკის ამაზე კიდე უფრო აეშალა ნერვები. ამ დროს ალექსს ტელეფონზე დაურეკეს, ანუკის ლიზი ეგონა და ამაზე ხო საერთოდ გაგიჟდა. -ხო დიტო?-სპიკერზე ჩართო. -სად ხარ? -ბაკურიანში მიმყავს ანუკი, ხასიათს უხდებაო სუფთა ჰაერი. -აბა ანუკის მამიდაშვილს რო ველაპარაკე კლინიკაშიო. რა ჭირდა? -საბასთან რო იყო, ვიღაცამ ნარკოტიკი მისცა ამანაც დებილივით დალია და თან სასმელი მიაყოლა. ალკოჰოლიც ძაან ბევრი ჰქონდა მიღებული. ექიმმა კლინიკაშ დააწვინეო, მე ექიმები შემეცოდნენ ამის ხელში და წამოვიყვანე. -ალექსანდრე, შენ როგორ დაეხმარები.ლომკები ექნება, ძაან ცუდად იქნება. ჯობია კლინიკაში მიიყვანო. -დიტო, სპიკერზე ხარ და ანუკიც მანქანაშია-ალექსანდრეს გაეღიმა და გაბრაზებულ ანუკის გახედა-გაგიბრაზდა დიტო. -და ეხა მეუბნები ამას. -არაუშავს, ამაზე უარესი მაინც არაფერი გითქვამს. -აუ ეხა ორივე ერთად მიტევს. -მეც ამოვალ, თეამ ტვინი წაიღო წამიყვანეო, სად გაჩერდებით? -ჩემ სახლში, აბა სასტუმროში წავიყვანო? -ა ხო. კაი. -დარეკე რო ჩამოხვალ. -კაი-დიტომ გათიშა. -აი დიტოს დაც ამოდის და გაერთობით, ერთად ითამაშებთ. -ალექსანდრე რის მიღწევას ცდილობ? რომ ნერვები ამიშალო? გილოცავ გამოგდის. -აუ ჩემი, ანუკი მთელი ცხოვრება ესე თუ აპირებ მოქცევას მეთითონ დავიბრიდავ თავს. გამხიარულდი რა ცოტა. -მადლობა მინიშნებისთვის. ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოუღია. სახლში მისვლისთანავე ანუკი მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ წავიდა. ალექსმა საჭმელი გადმოიტანა და ანუკის გაყვა, რომელიც ხელებს ითბობდა. -კიდე უფრო ნელა ვერა?-ანუკის ისე ციოდა ძლივს ლაპარაკობდა. ალექსმა პარკები ძირს დადო, კურტკა გაიხადა და ანუკის შემოაფარა, შემდეგ კარი გააღო. ანუკი გიჟივით შევარდა, ალექსს კი გაეცინა. -შემდეგზე მომისმენ ალბათ და დამიჯერებ. -ძაან სასაცილოა. -მაცადე და დავნთებ ბუხარს-კარი დახურა, საჭმელები მაგიდაზე დადო და თბილი ადიალა გამოუტანა და დააფარა. შემდეგ კი ბუხრის დანთება დაიწყო. -ალექსანდრე... -რა? -რატო დაშორდი ლიზის? -შენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.. ანუკიმ ინატრა რომ ალექსამდრეს ცოდნოდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მიშტვის. ანუკი ამას თავიდან ვერ იგდებდა, იმდენად აინტერესებდა მიზეზი. -მაინც? -ნუკი, მოდი ძალა საღამოსთვის მოიკრიბე, დაგჭირდება ლომკები რო დაგეწყება. -მამაჩემმა იცის? -არა, ისე უნდა მეთქვა. -არა, არ უთხრა. -რატო? -არ უთხრა და მორჩა. ეგონება რო დამოკიდებული ვარ. -არ ხარ? -ალექსანდრე. -კაი გპირდები რო არ ვეტყვი, პროსტა რატო არ უნდა ვუთხრა მითხარი. -ეს არავინ იცის ოჯახჯს წევრების გარდა. მამაჩემს პრობლემები ჰქონდა... ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან... ერთი პერიოდი კი კლინიკაშიც იწვა. რო გაიგოს პირდაპირ კლინიკაში გამაგზავნის. -მამაშენს? -ხომ, ყველასთვის ნათქვამი ჰქონდა რო ამერიკაში იყო. -კაი, გშია? -ააამ... -სუპს გავაკეთებ. -საჭმლის კეთება იცი?-ანუკიმ გაკვირვებულმა შეხედა. -კი-ბუხარი დაანთო და სამზარეულოში გავიდა. ანუკიმ ადიალა მოიფარა და ალექსანდრეს გაყვა. -ვა, კუდი გამომეზარდა? ანუკი სკამზე ჩამოჯდა. -მაინც რა მოხდა? ხო გიყვარდა? -ანუკი გეყოფა-ალექსანდრემ მშვიდად უპასუხა-მოდი ეს ერთი კვირა ვეცადოთ რო ჩხუბის გარეშე გავატაროთ. -კაი. ტელეფონი მათხოვე ორი წუთით რა, ტატოს დავურეკავ და ვსო. ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა. -გრძელი და დამღლელი კვირა მელოდება. -მაშინ ტვინს წაგიღებ, პრინციპში ტვინი არ გაქ... რა უნდა ელაპარაკო ესეთ გაუნათლებელ არსებას. -ხოდა ნუ მელაპარაკები-ალექსანდრემ გაუღიმა და ანუკიც გაჩუმდა-ჩემ პირადულზე მაგრა გევასება ლაპარაკი და შენსაზე არაფერს მეტყვი? -გააჩნია. -აქამდე რაც მსმენია ყველა შენ დაგდევდა, და მხოლოდ სანდრო იყო შენი შეყვარებული? -მე და სანდრო ერთად არც... ამ დროს კარი დიტომ და თეამ შემოაღეს. -ვააა, ჩამოხვედი?კაკუნი იცი?-ალექსანდრეს გაეცინა-მაინც ცოლთან ერთად ვარ. -ანუკი, როგორ ხარ?-დიტომ ანუკი გადაკოცნა. -კარგად. -თეა ეს ანუკია, ალექსანდრეს ცოლი, ანუკი ეს ჩემი და თეაა და მალე თუ არ წავიყვან მის დაქალებთამ ბუხარში შემაგდებს. -სასიამოვნოა-ანუკიმ გაუღიმა. -კაი გაიყვანე და დაბრუნდი მერე-ალექსანდრემ უთხრა. -აბა რას ვიზამ-დიტო და თეა წავიდნენ. -რას ამბობდი?-ალექსმა ჰკითხა. -არაფერს. -სანდროზე მიყვებოდი. -გადავიფიქრე, ოთახში გავალ და დამიძახე. -არ ჩაგეძინოს. ანუკი ოთახში გავიდა და საწოლზე წამოწვა. სანდროზე მოყოლა არ უნდოდა, რადგან ალექსანდრე ლიზის შესახებ არ უყვებოდა. ცოტახანში ალექსის დაძახების გარშე გავიდა საჭმელად. -მზად არი-ალექსმა ბარის მაგიდაზე დაუდო თეფში, პური და ყველი-საღამოსთვის ნამცხვარიც გვაქ. -ჰო, კაია-ანუკიმ ჭამა დაიწყო. -ერთი მაინც კაია, ჭამაზე მაინც არ მიყენებ პრეტენზიებს. -კაი ხელი გაქ. -ჰა? -ან მზარეული უნდა გამოსულიყავი, გემრიელია. -გვიანი არ არის, რესტორანს გავხსნი, შენ ოფიციანტი იყავი... არა ისეთი სახით შეხცდები ხალხს რომ არავინ მოვა და ბანკროტი დავრჩები. -ალექსანდრე, ერთხელ გითხარი კომპლიმენტი, ნუ აგივარდა. -მე ბოდიში-ალექსმაც ჭამა დაიწყო-სანდროზე რატო არ მიყვები? -მე და სანდროს ურთიერთობა ძნელი ასახსნელია. ნახევარი სიტყვიდან ესმის ჩემი, ადვილას ვუგებთ ერთმანეთს, არ მოგვწონდა როდესაც რომელიმე სხვასთან იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ერთად ვყოფილიყავით, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. რეალურად კი არ გვიყვარდა ერთმანეთი ისე როგორც შეყვარებულებს... მოკლედ ძნელი ასახსნელია. -ანუ გიყვარს? -მიყვარს, მეგობარზე მეტად, მაგრამ შეყვარებულზე ნაკლებად.ამიტომ გითხარი ძნელი ასახსნელია, მაგრამ სანდროსნაირად ვერავინ მიგებს. ამიტომ არასდროს გვიჩხუბია. -სანდროს რო ეთქვა სიგარეტი გადააგდეო? -სანდრომ რო იცოდეს რა მოხდა, შეილება ხმაც არ გამცეს. ამიტო მინდოდა ტატოსთან ლაპარაკი. -მიპასუხე. -არ ვიცი, ვეცდებოდი. დამეხმარებოდა. ლიზის რო ეთხოვა რო მე გამშორებოდი? -ლიზი მაგას არ მთხოვდა, იციოდა რატომაც ვაკეთებდი ამას. -და რო ეთხოვა? -ავუხსნიდი ყველაფერს. -თუ არ გაგიგებდა. -დავშორდებოდი, მამაჩემის თხოვნა ჯფრო მნიშვნელოვანია. -რადგან ლიზის არ შეუსრულებდი, ალბათ ჩემზე ლაპარაკიც არაა. -გაშორება გინდა? -რატო არ უნდა მინდოდეს. ალექსს გაეღიმა. -რა? -არაფერი-ისევ გაეღიმა. ანუკიმ დაამთავრა ჭამა, შემდეგ თეფში გარეცხა. ამ დროს დიტოც მოვიდა. -დატოვე თეა? -კი, აბა წავიდეთ სათხილამუროდ? -რა სათხილამუროდ, არაფერი არ ჩაალაგა და ტანსაცმელი არ აქ. გაიყინება. -აქ დედაშენის ტანსაცმელი ხო არი რაღაცეები თბილი. მიეცი და წავიდეთ. -წამოხვალ?-ალექსანდრემ ანუკის გახედა. -არა, დავიღალე. -მაშინ ვერც მე წამოვალ, მარტო ვერ დავტოვებ. -კაი, ლაშას ვკითხავ. -ლაშაც აქ არი? -კი, ზაზაც. სასტუმროში არიან. -მე რატო არ მითხრეს? -ერთი თვის განმალობაში გაქრით შენ და შენი ცოლი და იმიტო. ჰა, წამოხვალ? -არა, წადი შენ. სასტუმროში დარჩები იმათთან? -კი. ხვალ გამოგივლით-დიტო ისევ წავიდა. -ჩემ გამო ერთი კვირა სახლში უნდა იჯდე? -ვინ თქვა რო აქ სულ სახში იჯდები? დღეს კაი მესმის გადაიღალე, ხვალ გავალთ გარეთ. ჰაერისთვის ჩამოგიყვანე და არა დასაძინებლად. -აჰამ, ცოტა თავბრუ მეხვევა, ალბათ უძილობისგან. -წამო დაგეხმარები გასვლაში-ალექსანდრემ წამოაყენა და ოთახში გაიყვანა, ადიალაზე მეორეც გადააფარა რომ არ შესციებოდა-დამიძახე რო რამე. -დარჩი რა, რამეზე მელაპარაკე. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.