ყველას წინააღმდეგ (თავი 16) დასასრული
რამდენიმე საათში უკვე მე ვკიოდი და ვტიროდი ტკივილებიდან და ვცდილობდი პაწაწუნა არსებას ცხოვრების დაწყებაში დავხმარებოდი. -რა ლამაზი გოგონა გყავთ-ახარეს დერეფანში ნერვიულად მოსიარულე ტრიოს და სამივე ჩემსკენ გამოემართა. ლუკა ბედნიერებისგან დაფრინავდა შვილი რომ ხელში ჩაუწვინეს და ისიც კი ვერ მოახერხა კარებში შემომავალი დათოსთვის მკაცრად გაეხედა. ლიკა სწორი იყო, შვილი ასწავლიდა როგორი მამაც უნდა ყოფილიყო. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -ნიაა, შეგიძლია ანდრიას ჰალსტუხის გაკეთებაში დაეხმარო? -კი დედიკო, უკვე ვუკეთებ. -მამიკო შენ სად ხარ აბა? -ვსო, მეც მოვედი_ ჰალსტუხის სწორებით შემოვიდა ლუკა ოთახში და ისევ პატარა ბავშვივით ამიჩქარა გული. რითი დავიმსახურე ასეთი სიყვარული? -საყვარელო რა ლამაზი ხარ_კისერში მაკოცა რომ დავტუქსე. -ლუკა ბავშვები_სწორედ ამ დროს შემოიყვანა ნიამ ხელჩაკიდებული ანდრია და ჩვენც მანქანისკენ გავემართეთ. ქორწილში ლიმუზინით მივდიოდით, ანდრიამ რომ წუწუნი დაიწყო: -რატომ უნდა მეკეთოს ნათლიას ქორწილში ჰალსტუხიი? მინდა მამიკოსავეთ ბანტი მქონდეეს. -დე ჰალსტუხი უფრო ლამაზია, მამიკომ კი არ დაუჯერა დედიკოს და მიტომ უკეთია, თან ნახე როგორ გიხდება? ცერემონიაზე მალე მივედით, ნიამ თავისი ქუჩქუჩა კაბით მედიდურად გააბიჯა ანუკისკენ და ხელები გაუშვირა, დიდი ქალივით ჩაეხუტა და მიულოცა, ღმერთო ის ხომ მხოლოდ 5 წლის იყო, ასე გაზრდა როდის მოასწრო? ანდრია კი მამას ეკონწიალებოდა ამიყვანეო და ლუკა საშველად მე მეძახდა, ის ხომ მეჯვარე იყო. შევყურებდი ბედნიერ ანუკის და დათოს და მიხაროდა რომ ყველა დაბრკოლება გადალახეს, რაღაცით მე და ლუკასაც გვგავდნენ, ჩვენსავეთ ბევრის დაპირისპირება გაიარეს, ლამის შორენკას დაგებულ მახეზეც კი წამოეგნენ მაგრამ სიყვარულმა სიმართლე მალე გამოამჟღავნა და დღეს ბედნიერი დღე ჰქონდათ. მიხაროდა რომ მათი სახეები სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავდნენ, ღიმილით ამომიდგა ნინი გვერდით და ანუკისკენ გავემართეთ, დღეს მისი დღე იყო.... 2 წლის შემდეგ: არიცოდა, ლიკას ვერ გაეგო რაზე უფრო ნერვიულობდა, ლუკასთვის რომ ახალი ამბავი ქონდა სათქმელი თუ წიგნის ფინალს რომ კითხულობდა ფანებისთვის. უკვე ორი კვირა იყო მისი წიგნი რომანების გაყიდვაში ლიდერობდა და პიარ-მენეჯერმა ურჩია ასეთი საღამო მოეწყო და წიგნზე ხელსაც მოუწერდა მსურველებს. ამ საღამომდე ლუკას დააფიცა, რომ წიგნს არ წაიკითხავდა. შავი სადა, ელეგანტური კაბა ჩაიცვა ,რომელიც სინათლეე ოდნავ ბრწყინვდა. -როგორ ახერხებ დღემდე მაოცებდე სილამაზით_კარებიდან ასევე ელეგანტურად გამოწყობილი ლუკა უმზერდა და დიდი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ცალ მხარეზე აჭრილ კაბაში ლიკას ფეხი ბოლომდე რომ გამოუჩნდა. -ლუკა არ დაიხრჩვე _სიცილით გამოხედა და მისი მოახლოება არ შეიმჩნია. -ვერასდროს გავძღები ვერც შენი ყურებით და ვერც შენი მოფერებით_ცხვირი კისერში გაუხახუნა და თვალები დაახუჭინა. -ლუკა სახლში ორი ბავშვი გვყავს,_თუმცა მერე ვეღარც თვითონ მოთმინა და ტუჩები შეაგება. ტყუილი ყოფილა როცა ამბობენ სიყვარული მალე ქრებაო, ან დაქორწინება რამეს ცვლისო. ერთი დღეც კი არ გასულა რომარ ყვარებოდათ, მაშინაც კი როცა ერთმანეთს დახოცავდნენ და გაიბუტებოდნენ, მაშინაც გრძნობდნენ როგორ გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. -წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება, ბავშვები ანუკიმ წაიყვანა. ანერვიულებული შევიდა წიგნის მაღაზიაში, უკვე ყველა მას ელოდა და ამან ნერვიულობა გაუორმაგა. აინტერესებდა როგორ მიიღებდა ლუკა, რას მიხვდებოდნენ დამსწრე მეგობრები. წიგნი ხელში აიღო, მაღალ სკამზე ჩამოჯდა, ხალხს მიესალმა და გადაშალა, მზერით ლუკას მიეფერა ანდრია რომ ეჯდა კალთაში და მის გვერდით დიდი ქალივით მჯდარ ნიასაც შეავლო თვალი და დაიწყო. „არიცოდა რითი დაიმსახურა ასეთი ბედნიერება, მას ხომ ერთადერთი ოცნება გააჩნდა, ქონოდა სიყვარულით სავსე ოჯახი და ბედნიერი ყოფილიყო, არასდროს უნატრია სიმდიდრე, სილამაზე, ან მსგავსი მატერიალური, მხოლოდ სიყვარულს ეძებდა და იპოვა კიდეც. ბედნიერმა ჩაიხუტა სიფრიფანა ფურცელი და საავადმყოფოს კიბეები ისე ბედნიერმა ჩამოირბინა ვერც კი მიხვდა, რომ ტიროდა“_ლუკა გაოცებული მიყურებდა და საავადმყოფოს ხსენებაზე წარბები შეკრა, აი რატომ არ ვაკითხებდი წიგნის ბოლო გვერდებს._“ფურცელი გზაში ისე ფრთხილად მიჰქონდა გეგონებოდათ არუნდოდა რამე დაშავებოდა. მანქანაში ყურებამდე გაღიმებული იჯდა, წარმოედგინა მისი საყვარელი ქმრის სახე ახალ ამბავს რომ ეტყოდა, ისევ რომ მოუწევდათ ორჯერ განცდილი ბედნიერების გამეორება, გეგმებს აწყობდა და საუკეთესო ამოირჩია, უბრალო საქმე ხომარ იყო? მესამედ უნდა ეთქვა ქმრისთვის რომ შვილს უჩენდა, მესამედ გახდიდა მამას, მესამე პატარა ეყოლებოდათ და მათი ოჯახი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ვინ იცის წინ კიდევ რამხელა ბედნიერება ელოდა.“ კითხვა დაამთავრა ლიკამ და ხალხს ახედა, ყველა ტაშს უკრავდა გაღიმებული, ძლივს შეძლო ლუკასთვის შეეხედა, რომ რეაქცია ენახა, ლუკა კი იჯდა გაოცებული, ტაშის დასაკრავად გამოწეული ხელები გაშეშებოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ლიკას. ანდრია ფრთხილად ჩამოსვა და ცოლისკენ გაიქცა, არ შეეძლო არ ჩახუტებოდა, არ შეეძლო მუცელს არ მოფერებოდა და ლიკას სურნელი არ ეგძნო. -ხედავ? შენი ცოლი ოჯახში გენდერულ თანასწორობას არღვევს_სიცილით უთხრა ლიკამ. -არაუშავს, რამდენიმე წელში ისევ აღვადგენთ, ჩვენ ხომ ყოველთვის დიდი ოჯახი გვინდოდა_ და მოუთმენლად დაეწაფა ლიკას ტუჩებს_გმადლობ რომ მაბედნიერებ ლიკა. ჩახუტებულმა ლუკას ბეჭიდან გადახედა ხალხს, ნინი ბოლო ხმაზე კიოდა, ხტუნავდა და ტაშს უკრავდა, ანუკისაც უნდოდა მიებაძა, მაგრამ რვა თვის მუცელი არ აძლევდა საშუალებას, არც შეშინებული დათო არაფერი დაგემართოსო და მხოლოდ კივილსა და ტაშის დაკვრას დაჯერდა, ნია კი ანდრიასთან ერთად გარბოდა დედისკენ რომ ჩახუტებოდა. აცრემლებულმა ჩაიხუტა ორივე ლიკამ და ლუკას ხელებიც მაშინვე იგრძნო. თავი ვეღარ შეიკავა, როცა დათო ანუკი და ნინიც მოეხვივნენ და ტირილი დაიწყო. სწორედ ისეთი დიდი ოჯახი ყავდა როგორზეც ოცნებობდა... ----------------------------------------------------- ესეც დასასრული მეგობრებო, მადლობთ რომ კითხულობდით, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რომ მალე ისევ შემოგთავაზოთ ახალი ისტორია :)))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.