შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Demon (8)


24-12-2017, 22:04
ავტორი Constance
ნანახია 1 333

(მაიკლი)
- მამაო, მგონი შევცოდე.
კედელს თავით მივეყრდენი და ამოვიოხრე. კარგად კი გამოვიძინე, მაგრამ დილით საშხაპეში მომხდარის შემდეგ ცოტა ცუდად ვგრძნობდი თავს. მართლა მოხდა ეს?
" რა თქმა უნდა, არც კი დაფიქრდი ისე უყურებდი...მას"
- რა მოხდა, რამაც ეგ გაფიქრებინა?
ტუჩები გავილოკე და ღრმად ჩავისუნთქე.
- კ..კაცის სხეულს შევხედე. გამიზნულად არა, მაგრამ როცა ბანაობდა, ვერ შევნიშნე იქ რომ იყო და მეც შევედი.
ვიფიქრე, რომ ყველაფრის თქმა საჭირო არ იყო და გამოვტოვე ის, რასაც ვუყურებდი..
- გასაგებიაა, როგორც მივხვდი მასთან ერთად ცხოვრობ?
"ჰაჰ? ვცხოვრობ? ალბათ ეხლა უკვე ვცხოვრობ, რადგან არც სახლი მაქვს და არც სამუშაო"
- გარკვეული დროით.
- რამდენი ხანია რაც ქალს არ შეხვედრიხარ?
" ამაზე ლაპარაკი სულ არ მინდა. ძალიან, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ვინმეს შევხვდი"
- ამმ, საკმაოდ დიდი ხანია.
- მგონია, რომ უბრალოდ ხორციელი მოთხოვნილება გაქვს. მცდარ გზას არ გაჰყვე, ახალგაზრდა მღვდელო. ლამაზი, ახალგაზრდა ქალი იპოვე.. არა მგონია ჰომოსექსუალი იყო, უბრალოდ მგონია, რომ სიყვარული გჭირდება.
ამან დამაფიქრა, დიდი ხანია რაც შეყვარებული არ მყოლია და ალბათ სწორედ ესიყო პრობლემა.
გონება გამინათდა მის რჩევაზე. ამას ადრეც უნდა მივმხვდარიყავი!
- მადლობა მამაო! ნამდვილად ასეა!
მღვდელმა ჩიცინა, როცა ვდგებოდი და პატარა ოთახიდან გავდიოდი.
- არაფერს. კარგ დღეს გისურვებ, მაიკლ.
- თქვენც ასევე!
ორმოცი წუთის შემდეგ კაენის ოთახში შევდიოდი მომღიმარი სახით. როგორც შევნიშნე, მნიშვნელოვან ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. სწრაფადვე წინ ავესვეტე და ხელი გავუწოდე, მანაც ინსტიქტურად მომკიდა ხელი... და კანი დაეწვა. ჩაისისინა და ტელეფონი დაახეთქა. მიბღვერდა, სანამ გააცნობიერებდა რაც გავაკეთე.
- ოჰ, შეხედეთ ამ ახლად განწმენდილ მაიმუნს, ბოროტი დემონის ნერვებზე სათამაშოდ დაბრუნდა.
თვალები გადავატრიალე და მის მერხთან ახლოს ჩამოვჯექი, ქვეშ შევიხედე, სადაც ვიცოდი ჰანა იქნებოდა. მართალიც აღმოვჩნდი, ბიჭი ძაღლის საწოლზე იჯდა, როგორც ჩემი მოსვლის პირველ დღეს.
- მოიცადე, რატო აქვს ძაღლის საწოლი და არა ბავშვის? ან ნორმალური ბალიში მაინც რატომ არ აქვს?
კაენმა ფეხი მკრა და ლურჯ ხალიჩაზე გადავვარდი.
- იმიტომ რომ შინაური ცხოველებზე რეკლამა ვნახეთ და ძაღლი მოუნდა, მაგრამ ღმერთმა უწყის, მე არ მინდა. ამიტომ წავიყვანე მაღაზიაში, რომ მათთან იქ ეთამაშა, მაგრამ როცა მომყავდა, ძაღლის საწოლიდან არ ადგა, ხოდა მეც ვიყიდე და იმით წამოვიყვანე.
- ოჰ.. - ჰანა არ გინდა მაიკლს ეთამაშო?
უფრო მხიარულად ვთქვი, მუცელზე გადავგორდი და წინ მივიჩოჩე, რომ უკეთესად დამენახა. ბიჭი უცნაურად მიყურებდა და მეჯღანებოდა და მეც ასევე ვუპასუხე. ამან, როგორც ჩანს, გააოცა და გაკვირვებით მომაშტერდა.
- მაიკლი უცნაურია.
გაბუტულივით შევხედე და ენა გამოვუყავი, ჰანამ კი ჩემი ქმედების გამეორება სცადა. პატარა ენა გამომიყო, როცა კაენი დაიხარა და მაგიდის ქვეშ შემოყო თავი.
- რას აკეთებ? უცნაურად იქცევი.
ამაზე შევუბღვირე.
- რა ჯანდაბაა! პატარა ბავშვია და აცადე ბავშვივით მოიქცეს!
კაენმა თვალები გადაატრიალა და თავის სკამს მიეყრდნო.
- შენ გელაპარაკებოდი. იმბეცილო მღვდელო.
შევუბღვირე და წამოვჯექი, მაგრამ არ შევეკამათე, რადგან იმაზე დავფიქრდი რაც მითხრა.
- ეკლესიაში მოხალისე აღარ ვარ და ისიც არ ვიცი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ.
ფეხზე წამოვდექი და შარვალი ჩამოვიბერტყე, შემდეგ კი კარისკენ წავედი. მაგრამ მაიკაზე უეცრად მომქაჩეს და ინერციით უკან წავბარბაცდი. დემონმა ვერც კი გაიაზრა რა ძალია ჰქონდა. ჰაჰ.. ან იქნებ ძალიან კარგადაც იცოდა და უბრალოდ ჩემი წაქცევა მოისურვა. მეგონა დავეცემოდი და ტკივილისთვის მოვემზადე, მაგრამ უეცრად ჩემს უკან ძლიერი, დაკუნთული მკლავები დამხვდა, მომეჭიდა და იატაკს სანტიმეტრებიღა მაშორებდა, როცა დამიჭირა.
მადლიერი კი ვიყავი, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი სახე როგორ ამიწითლდა! შეყვარებული მართლა მჭირდება! არ მომწონდა კაენი! სულელი დემონი იყო, რომელმაც ადამიანი ბავშვი მოიტაცა, მას შემდეგ რაც მისი მშობლები დაახოცინა! არასდროს მომეწ... - ადამიანო, მომაქცევ ყურადღებას?!
მისი ხმა მარცხენა ყურთან, ძალიან ახლოს, მომესმა, რამაც გული გამალებით ამიძგერა, ცოტაც და ამომიხტებოდა. ვცდილობდი გავსწორებულიყავი, რა თქმა უნდა, არ გამიშვა და სკამის ხელისდასადებსა და მარჯვენა კლავს შორის მომიქცია. მხარს ზემოდან გადავხედე და დაველოდე სანამ კიდევ რამეს იტყოდა, რადგან აშკარად არ მომეშვებოდა თუ არ მოვუსმენდი.
"იმბეცილი დემონი"
- ისევ შეგიძლია მუშაობა, თუ დამიმტკიცებ, რომ ჰანას მოვლა შეგიძლია კიდევ ერთი ინციდენტის გარეშე.
- ამ... მართლა?
თავი დამიქნია და ოდნავ შეირხა, რომ ჯიბიდან რაღაც ამოეღო. შემდეგ მომაწოდა და ნელა დამსვა ხალიჩაზე. კონვერტი გამოვართვი, გავხსენი და თვალები გამიფართოვდა, როცა მივხვდი რამდენ ფულსაც მაძლევდა!
- მ..მიხდი? მაგრამ თითქმის არც მიმუშავია!
იმას აღარ ვამბობ, რომ ჩეკზე ოთხას ორმოცდაათი დოლარი ეწერა! რამდენს მიხდიდა საათში?
- ცოტა შენი ანაზღაურებაა, დანარჩენი მობოდიშება. კონტროლი დავკარგე, როცა ჰანა დაშავებული დავინახე და ვიცი, არ უნდა დამეთხოვე და არც უნდა დაგმუქრებოდი, სანამ არ გავიგებდი რაც მოხდა.
"ჯანდაბა, ეხლა მოიბოდიშა თუ მომეჩვენა?"
- ბატონმა მე-ადამიანებს-ვჯობივარ დემონმა ეხლა ადამიან მღვდელს მოუბოდიშა თუ მეშლება?
რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჰანა მაგიდიდან გამოძვრა და დიდი, თხოვნის გამომხატველი თვალებით შეხედა კაენს.
- კეეეენ, ტუალეტი მინდა! - უთხრა და ფეხიდან ფეხზე მოძრაობა დაიწყო.
- გინდა მე წავიყვანო?
დემონს რაღაც უნდა ეთქვა, როცა ტელეფონმა დაურეკა და ჩაიბუზღუნა, მაგრამ მაინც უპასუხა. მივხვდი, რომ გათიშვას არ აპირებდა, ჰანას გვერდით ჩავიკუზე და ბიჭს მაისურზე ოდნავ მოვქაჩე, რომ მისი ყურადღება მიმექცია.
- კაენი ეხლა დაკავებულია, მაგრამ მაიკლმა რომ წაგიყვანოს არ შეიძლება?
ჰანას ოდნავი პანიკა შეეტყო, უკან და წინ ქანაობა დაიწყო და მე დ კაენს რამდენჯერმე შემოგვხედა. ბოლოს , როცა მიხვდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, მომიბრუნდა ცრემლიანი თვალებით.
- კარგი, სულ ერთი წუთით მოიცადე.
ხელში სწრაფად ავიყვანე და კარისკენ გავიქეცი. წამებში საპირფარეშოში შევიყვანე და როცა დაამთავრა ტუალეტი ჩავრეცხე და ბავშვს მივუბრუნდი.
- ეხლა რა უნდა გააკეთო?
ჰანამ ტუჩები ნერვიულად გაილოკა და ჩუმი ხმით მიპასუხა,
- ამმ... ხელები?
- ჰო! ყოჩაღ!
ოდნავ გამიღიმა, ონკანისკენ შებრუნდა და ხელები ზემოთ აიშვირა. წუთი დამჭირდა, რომ მივხვედრილიყავი, ხელში აყვანას მთხოვდა. რა თქმა უნდა, თავისით ხომ ვერ მიწვდებოდა.
- კარგი, ეხლა? დამავიწყდა მე....
მხარს ზემოდან გამომხედა და ხელები ასწია, რომ კარგად შემეხედა როგორ იბანდა საპნით. ისეთი სერიოზულობით მაჩვენებდა ყველა დეტალს, რომ შხეფებს, რითიც კედლები იწუწებოდა, ყურადღებასაც აღარ ვაქცევდი.
- აჰ, რა თქმა უნდა... მადლობა, რომ მაჩვენე როგორც უნდა დავიბანო ხელები! ეხლა კი ჩამოიბანე, კარგი?
თავი დამიქნია და ცოტა დაიხარა, რომ საპონი ჩამოეშორებინა. ძირს დავსვი და ქაღალდი მივაწოდე შესამშრალებლად. შემდეგ მეც სწრაფადვე დავიბანე ხელები და როცა ბიჭს ისევ შევხედე, ქაღალდს ჭამდა.
მის წინ დავიხარე და თვალებში შევხედე.
- შეიძლება ეს გამოგართვა ჰანა?
პირიდან გამოიღო, მაგრამ უკან დაიხია და თავი გააქნია.
- ჩემია.
- ...მაგრამ ამას თუ შეჭამ, იმ საჩუქარს ვეღარ მიიღებ, რაც მაიკლს შენთვის აქვს! ზუსტად ეგ ქაღალდი მჭირდება, რომ საჩუქარი გაგიკეთო.
უცნაურად შემომხედა, შემდეგ ქაღალდს დახედა, რომელიც ხელში მოეკუჭა. როცა ისევ ამომხედა, ჩუმად ჩაიჩურჩულა.
- კარგი საჩუქარია?
გავუღიმე და თავი დავუქნიე.
- საუკეთესო. გპირდები, რომ მოგეწონება!
ცოტა ხანში ჰანამ ხელზე დამიგდო ქაღალდი.
- მადლობა ძვირფასო! ეხლა კი კაენთან დავბრუნდეთ!
ჰანამ გაიცინა და ხტუნვა ხტუნვით წამომყვა კაბინეტისკენ. დრო ვიხელთე, ქაღალდი გადავაგდე და ბავშვი ხელში ავიყვანე.
(კაენი)
როცა ტელეფონი დავკიდე, მაიკლი ოთახში შემოვიდა. ჰანა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა, მაგრამ შევუბღვირე, რამაც შაჩერა და ოდნავ წამოწითლდა.
- რა გითხარი სირბილზე?
ქვედა ტუჩზე იკბინა და ხალიჩას დარცხვენილმა დახედა.
- მაპატიე კეეენ. არ უნდა ვირბინო კენის ოთახში...
- ჰო.
თავი ავწიე და მაიკლს შევხედე, რომელიც ჩემთან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა.
- რა უყვარს ყველაზე მეტად?
დაბნეულმა შევხედე, სანამ შევამჩნევდი, რომ ჰანას "ტუალეტის დესერტი" ხელში არ ეჭირა.
- ქაღალდი წაართვი....
- ჭამის უფლებას ვერ მივცემდი! - დამიყვირა მღვდელმა.
- რატო? უბრალოდ ქაღალდია, სხვა ხომ არაფერი?
ბიჭმა შემომიბღვირა, რაზეც თვალები გადავატრიალე და მხრები ავიჩეჩე.
- ბევრი არაფერი. საჭმელებს ძალით თუ ვაჭმევ და ნაყინის გარდა თითქმის არაფერი უყვარს.
- ჰმმ... შეგიძლია ერთი საათით მიხედო?
დაეჭვებულმა დავუქნიე თავი, ვერ მივხვდი რის გაკეთებას აპირებდა.
- სად მიდიხარ?
- მგონი ვიცი რაც მოეწონება.
ადგილზე უხერხულად შევიშმუშნე. სანამ მის ჩანაფიქრს ეჭვქვეშ დავაყენებდი, ჰანა კალთაში ამომიძვრა და ყურადღება გამიფანტა. ამასობაში კი მაიკლი ოთახიდან გაიპარა.
- ოხხ.. მაიკლს გაქცევის საშუალება მიეცი ისე, რომ არც მითხრა რის მოტანას აპირებდა.
ალბათ ნაყინს ან რამე მსგავსს მოუტანდა.
როცა ჰანამ მოიკალათა შემომხედა და ენა გამომიყო. დიდებულია, მღვდელმა მავნე ჩვევებიც ასწავლა...
-კარგი, კაენს საქმეები აქვს, მაგრამ შეგიძლია აქ იყო თუ მოისვენებ. მაიკლი მალე მოვა და რაღაც კარგს მოგიტანს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩუმად იქნები და კაენს არ გააბრაზებ.
ჰანამ ფეხსაცმელი გაიხადა და კატასავით მოიკუნტა ჩემს კალთაში. პასუხიც მივიღე. ვმუშაობდი სანამ კარი ისევ არ გაიღო, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. ფეხის ნაბიჯით მივხვდი, რომ მაიკლი იყო, მაგრამ იმას კი არ ვიფიქრებდი, რომ ძირს რაღაცას დასვავდა, რაც ჰანას ინტერესს გააღვიძებდა.
კონტრაქტს, რომელზეც ვმუშაობდი, თვალი მოვწყვიტე და ფუმფულა, თეთრ, დორბლიან ლეკვს შევხედე, რომელიც მაიკლმა ჩემს ოთახში შემოიყვანა. მგონი გულის შეტევა დამემართა ამის დანახვაზე.
- მალე. მოაშორე. აქედან!
ჰანამ ვერც გაიგო რა ვთქვი, მაშინვე ლეკვთან გაიქცა და მასთან ერთად ხალიჩაზე გაგორდა... სანამ ის რაღაც ჩემს ხალიჩას დააფსავდა.
"ჯანდაბა!!!!!"
მზერას რომ ადამიანის მოკვლა შესძლებოდა, მაიკლი უკვე სუდარაში იქნებოდა გახვეული! ბიჭმა უხერხულად მიმითითა ჰანასკენ.
- გ...გაჩერდი ჰანა.
ბავშვი წამოხტა და მე შემომხედა, შორტი უკვე კოჭებდამდე ჩაეწია და აშკარად თავისი ახალი მეგობრის მიბაძვასა და ხალიჩაზე მოფსმას აპირებდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Magari tavi iyo. Me dzalian momwond.
Vfiqrob rom mgvdeltan saubars cota damajerebloba aklda...
Gelodebi moutbenlad...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent