ახალი წლის სასწაული (სრულად)
ბოლო ფუმფულა სათამაშო ჩამოვკიდე ნაძვზე და ძალაგამოცლილი მივესვენე ტყავის სავარძელზე. მინის მაგიდიდან ბოკალი და წითელი ღვინო ავიღე,ჩამოვასხი და გემრიელად მოვკალათდი. -გაგიმარჯოს-ღიმილით მოვავლე ცარიელ ოთახს თვალი,ყოველთვის ასე იყო,როცა ზედმეტად შემომაწვებოდა ნოსტალგია, ღვინო მიწეევდა კომპანიონობას. უკვე მეორე წელია ასეა. სიჩუმე. შემაწუხებელი სიმყუდროვე და მე. ჩამეღიმა. გადაკარგულმა გრძნობებმა შემახსენეს თავი. ინსტიქტურად სამზარეულოს კარისკენ დავიძარი. მისი სკამი ისევ ცარიელი იყო. ოცდამეოთხე თვეა,რაც იქ მის მერე არავინ მჯდარა. არ მემეტებოდა და, არც ეკუთვნოდა სხვას.. მის მოპირდაპირედ დავჯექი. ისევ ის სცენა წარმომიდგა.. მე და ის. ის ყოველთვის მწვანე ჩაის სვამდა. მე უშაქრო ყავას. თვითონ ამზადებდა ხოლმე,მომიტანდა,შუბლზე მაკოცებდა და ვისხედით საათობით, ვსაუბობრით.. მარწუხებივით მომიჭირა მონატრებამ. ახლა არ იტირო ანი,ახალი წელი მოდის-თავი გავიმხნევე და ღვინოს ჩავატანე მოწოლი ცრემლები. თავიდან,რომ წავიდა,სიბრაზე მახრჩობდა. მერე სიბრაზემ საფეხურები გაიარა და, დღეს, ორი წლის თავს, მონატრება მკლავს. -ანუკი,ჩემ თავს გაფიცებ რა,ისე ნუ გამიშვებ,რომ ჯავრად გამყვე-წარბშეკრულმა გამომხედა და,ჩემოდანი კარებთან დადო. ნელა შემოვიდა და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. უბატონოდ დაჯდა მის კუთვნილ სკამზე და ქვევიდან ამომხედა,როგორც სჩვეოდა. -გთხოვ რა,ანუკი.-სევდა გაეპარა ხმაში. -თუ მიდიხარ,წადი რა გიო,არ მიყვარს დამშვიდობება.-თავჩახრილმა ამოვილაპარაკე ძლივს,მთელი დღის ნამტირალებს,ხმა შეცვლილი მქონდა. თვალებშიც ვერ ვუყურებდი,უძილობისგან და სტრესისგან დასიებული მქონდა. -ასე არ გამიშვა ანი-უფრო გატყდომოდა ხმა. ვეღარაფერი ვუთხარი. ისე გავიდა სახლიდან,ვეღარც გავაცილე. სისუსტეს იმდენად ვგრძმობდი,რომ არ წავქცეულიყავი,იატაკზე ჩავცოცდი. გათენებამდე უძრავად ვიჯექი და უკვე მიტოვებულ,მის სკამს დანისლული თვალებით ვუყურებდი. მხოლოდ გამთენიისას შევამჩნიე,მინის მაგიდაზე მისი ყელსაბამი დაეტოვებინა. ______ გულჩამწყდარმა მოვისვი ყელზე ხელი. ნაზად შევეხე ნივთს.. უკვე ისე იყო დამძიმებული, კისერს მტკენდა მაგრამ,იმ დღის შემდეგ, არცერთი დღით თუ საათით არ მომიხსნია.. თითქოს,მასში ვკლავდი მონატრებას და,ამიტომ იყო უკვე გაუსაძლისი მისი ტარება.. -გაგიმარჯოს გიო-უკვე მესამე ჭიქა ჩავცალე და,ისევ სიცარიელეს მოვავლე თვალი. 12-ის წუთები იყო. ვიცოდი,გიოს მეგობრები რო ამოვიდოდნენ და,თავი მოვიწესრიგე შეძლებისდაგვარად. მინაზე წითელი სადღესასწაულო საფარი გადავაფარე და, დეკორატიული სანთლები ავანთე სილამაზისთვის. ღვინის ახალი ბოთლი,რამოდენიმე ბოკალი და, სპეციალურად დღეისთვის ნაყიდი ყავის ტორტი ლამაზად დავდე და,სტუმრების მოლოდინში გავირინდე. ძალიან ყურადღებიანი მეგობრები ყავს.. გიოს წასვლიდან,წუთი არ გაივლიდა,რომ არ დაერეკათ. ამოვიდოდნენ,სიხალისეს ამოიტანდნენ და წასვლისთანავე,ისევ სევდა ისადგურებდა. გამეღიმა მათ გახსენებისას. სასიამოვნო,კეთილი,ყურადღებიანი ბიჭები იყვნენ, გიო იყო ასეთი და, შეუძლებელია მას სხვანაირი სამეგობრო ჰყოლოდა. ეულად ჩამოგორებული ცრემლი ხელის ზურგით შევიმშრალე. უკვე ათი წუთი აკლდა,კარებზე კაკუნი რომ გაისმა. -ღიაა ზური-კარისკენ დაძრულმა მივაძახე და,კედლის იქიდან წამოსულმა პასუხმა,რეალობას მომწყვიტა წამიერად. -ზური არ ვარ ანუკი,გიო ვარ.. ხმას კარის გაღებაც მოყვა და, შემოსასვლელში მდგარს უკვე ნაწყვეტებად მახსოვს მომხდარი.. ვხედავდი,როგორ შემოვიდა ძალიან გამხდარი,წელში მოხრილი,უსაშველოდ შეცვლილი გიო. ნაბიჯები აღარ ჰქონდა ისეთი მტკიცე,720 დღის წინ რომ ჰქონდა. ლოყები ჩაცვენილი ჰქონდა სისუსტისგან და დავიფიცებ,ოდნავ სიყვითლეც ჰქონდა მოდებული ღაწვებზე. ხელებზე სათითაოდ დაუთვლიდი ძარღვებს,ისე ჰქონდა დაბერილი და ჩემკენ გამოწვდილი. -გიო დაბრუნდა-ტკივილივით დამიარა სხეულში ცხელმა ჭავლმა. ვგრძნობდი,სახე როგორ მენამებოდა ნიაღვარად წამოსული ცრემლებით. მისი შეხება ვიგრძენი ლოყაზე,ნაზად რომ მიშრობდა ცრემლებს. მერე,ჩახუტებაც და უღონოდ მივესვენე მონატრებულ გულმკერდს. გულის ცემას სულ ვეღარ ვგრძნობდი,იმდენად ჩავიკარგე მასში. მონატრებულ არომატს ხარბად ვისუნთქავდი და,ვგრძნობდი,ფილტვები დახეთქვაზე მქონდა ჩქარი სუნთქვისგან. ნაზად დაატარებდა ზურგზე ჩემოჭდობილ სუსტ თითებს და,წამლეკავად მივლიდა სიყვარულში არეული ვნება. თავი კისერთან ჰქონდა დახრილი და,მოულოდნელად,სისველე რომ ვიგრძენი კანზე, მთელი ტანით შემძრა. ჩემი ცრემლები მტკიოდა გაუსაძლისად და მისმა,სულ გამომაცალა ყველანაირი წყენა თუ,სიბრაზე.. ერთი,ორი,სამი.. წუთის მერე სულ ამერია სათვალავი და,აფსოლუტურად დანამულ კისერშე ცხელი,თხელი,ტკბილი ტუჩების შეხება ვიგრძენი. მერე კი,გარედან,ხმაურმა გადაგვფარა ორივე. -ახალ წელს გილოცავ ან-ყურთან ახლოს მომესმა მისი ხმა.. _______ თარამ!! ტკბილებო,თბილებო და განსაკუთრებულებო,კიდევ მოვედი სულ პატარა, მაგრამ,მთელი გულით დაწერილით ❤️❤️❤️❤️ მიყვარხართ და,იმედია,თქვენს თბილ კომენტარებს დავიმსახურებ ❤️❤️❤️❤️ ჰო,თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.