შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

27(თავი მეორე)


1-01-2018, 15:48
ავტორი blue witch
ნანახია 1 171

საინტერესოა, რანაირად შეგიძლია იყო ასეთი მრავალ’ფეროვანი, მაშინ როცა ირგვლივ ყველა ერთნაირია?!
შენი შინაგანი სამყარო-ესაა ის, რის გამოც სიკვდილისაც არ მეშინია.
ოღონდ შენ მყავდე.
ჩემთან.
*******************************************************************************************************************************
rod stewart-when I need you
*****************************************************************************************************************************რომ არ მოვიტყუო, ჩემი ცხოვრება მონოტონურად, ჩვეულ, „კონსტანტინესეულ“ რიტმში გაგრძელდა. ექსცენტრული გოგონა ბარიდან, გაქრა. ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ისე აორთქლდა, როგორც საწვიმარი ღრუბლები სელენიელის მოწმენდილ, ზღვისფერ ზეცაზე.
სამსახური, სამსახურში ინა და სოსო, შემდეგ სახლი, სახლში დედა და ბებია.
აი, ესაა იმ ადამიანთა არასრული(მაგრამ ძირითადი) ჩამონათვალი, ვისთანაც აქტიურად ვურთიერთობდი.
სოსო იღრინებოდა. ინა იცინოდა. დედა ნერვიულობდა. ბებია ქსოვდა.
მე უმიზნოდ დავყიალობდი.
ბოლოს, სელენიელის ბარების სრულ წმენდას ხანგრძლივი შესვენება მოჰყვა. განყოფილებაში ჩემი „შლარტუნი“ ამჯერად მართლა უსაქმოდ ჯდომას ემსახურებოდა, ხანდახან ვეხმარებოდი ინას ოქმების შედგენაში, ეს იყო და ეს.
ამ ყველაფერს ერთი პლიუსი ჰქონდა. მე ინას საქმეს ვუმსუბუქებდი და შემდეგ ორივეს ბლომად თავისუფალი დრო გვრჩებოდა, რომელსაც გონივრულად ვიყენებდით. მართალია, თავიდან მაისის თავსხმაში გავილუმპეთ და ინას შეყვარებული-სანდრო ავაწრიალეთ, მაგრამ მერე ვისწავლეთ როგორ და რანაირად განგვეკარგა ჩვენი „თავისუფლება“. დღესდღეობით, მე და ინა გახლდით ყველაზე კარგად ინფორმირებული ადამიანები მთელს სელენიელში იმ განხრით, რომელიც საკვებს ეხებოდა. ჩვენ ზუსტად ვიცოდით სად მზადდებოდა იაფი,მაგრამ-გემრიელი, ძვირი,მაგრამ- საძაგელი, იაფი და საშინელი, ძვირი და გულის განმგმირავად გემრიელი საჭმელი. აგრეთვე ვფლობდით საკმარის განათლებას თითოეულ კერძთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთგან გადასარევი პიცა ჰქონდათ, მეორეგან ეროვნული სამზარეულოს ღირსშესანიშნავი „განძეული“, სხვაგან არაჩვეულებრივი დესერტი და „ნუშების ხეივან“-ზე ხომ საერთოდ, პაწია და კოპწია კაფეში ყველაფერი გემრიელი და ხელმისაწვდომი იყო.
კვლავ, რომ არ მოგატყუოთ გეტყვით, რომ ინას განგებ დავათრევდი ხსენებულ ქუჩაზე ხშირად. იმ ბარმენის გადარჩენის შემდეგ ძალიან სმბოლური დანიშბულება ჰქონდა და გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, ის გოგონა ისევ გამოჩნდება-მეთქი. წარმოიდგინეთ, ხიდის ქვეშაც კი შევსხლტი ერთი-ორჯერ, თუმცა გოგონას ცამ უყო პირი თუ მიწამ, ვერ გავიგე. მას მერე სამი თვე გავიდა, აგვისტო დადგა და დღემდე არსად არ გადამყრია.
მის ძებნაზე ხელი ავიღე, დავსკვენი, რომ იმ ადამიანის ძიება , რომლის სახელსაც კი არ ვფლობდი, ფუჭი და უშედეგო საქმე იყო.
მხოლოდ ღამით, მარტო დარჩენილს მიტევდნენ ფიქრები გაავებული კრაზანებივით. ნესტრებს მასობდნენ, ერთი და იგივე კითხვები მოსვენებას არ მაძლევდნენ და ჩემს მუნჯურ, ლენჩურ მდგომარეობაზე გული მომდიოდა.
მენატრებოდა.
თითქოს ზედმეტად ბევრ, ჭყეტელა ფერში მისი მკვეთრი, ბაცი ვერცხლისფერი სხივები განსხავებულად მიხატავდა საერთო გამოსახულებას და ატკიებულ თავს მიმშვიდებდა.
არაორდინალური გოგონა.
არა’ორდინალურო გოგონა’ვ.
*******************************************************************************************************************************
-სალამი, ბარბი!-თეთრი თმა ავუჩეჩე ინას.
-ნუ მეძახი ასე!-ტუჩები აბზიკა მან.
-ნუ მენაზები, მასე სანდროსთან მოიქეცი ბარბი!-თითი დვუქნიე და ფურცლები განგებ ავაფრიალე, რათა სოსო (რომელმაც შურდულივით ჩაგვიქროლა) ჩემს „გულმოდგინე“ შრომაში დამერწმუნებინა.
-უკვე გამარჯობასაც აღარ გვეუბნება.-ავყაყანდი, როგორც კი კარი მიიჯახუნა.
-დღეს ანერვიულებულია.-მომიგო ინამ და კლავიატურაზე კაკუნი განარგძო.
-ეგ სულ ნერვულ აფექტშია.-ხელი ჩავიქნიე.-არ მოდიხარ?!-საათის ციფერბლატზე ვანიშნე. ისრები ჩვენს სასარგებლოდ იხრებოდა.
-დღეს ვერა.-თავი გააქნია.-ეს, რომ არ დავამთავრო ტყავს გამაცლის, ზედმეტადაა აფორიაქებული.
-რა სჭირს?-უკმაყოფილოდ შევძახე.
-არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რაღაც...ჰმ..პირადულია.
-ალბათ.-მაგიდიდან ჩამოვხტი.-მაშინ მე წავედი და სანდროს უთხარი ცოტა გაჭამოს.-გავეხუმრე.
-შენ უფრო გამხდარი ხარ, ვიდრე მე!-შემომცინა.
-ჩაოო!-უკვე კართან მისულმა დავუყვირე და ერთი ფეხით გავასწარი გამგელებულ სოსოს.
ინას გარეშე თავგზა ამებნა. საბოლოოდ, მაინც „ნუშების ხეივანს“ მივაშურე. სელენიელის ყველაზე ლამაზ, მშვიდ და სუფთა ქუჩას. პატარ-პატრა სახლებსა და ორ-სამ სართულიან კორპუსებს ვათვალიერებდი,(აგრეთვე მშვენიერ გოგონებს ვაყოლებდი ვალს) უდარდელად ვუსტვენდი და მწვანე ფოთლებს ვუღიმოდი. აქაურობა ჩახჩახა, ვარდისფერ ყვავილებად გადაქცეული მახსოვდა.
ნაცნობ კაფეს, “new Orleans”-ს შევაფარე თავი. ჯაზის დიდი გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა კარგმა საჭმელმა და უსაზღვროდ სასიამოვნო გარემომ მუსიკის საოცარი ჰანგებიც უმალ შემაყვარა. დღეს შედარებით მეტი ხალხი იყო, ან მე ვგძნობდი თავს ძალიან მარტოდ კომპანიონის/ების (სანდროც გვეწვეოდა ხოლმე) გარეშე.
ცისფერ, ნათელ კედლებს შევავლე კუშტი მზერა და პატარა მაგიდას მივუჯექი. ბრბოს ზუზუნი როდ სტიუარტის ხმასთან ერთად ჩამესმოდა ყურში. მაგიდის შუაგულში დადგმულ სურნელოვან სანთლებსა და ყვავილებს დავხედე, მენიუ გამოვაძვრინე და ფიქრებით შორს წავედი.
შევამჩნე, ყველა ოფიციანტი დაკავებული ბრძანდებოდა და ამიტომ, შეკვეთას ვერავისაც ვერ მივცემდი.
-უკაცრავად, უკვე მოგემსახურნენ?!-დაიყვირა ბარის უკან, სასმელის ბოთლების გროვასთან მდგარმა კაცმა. გახვითქულს, ბოლოკივით წითლად გაჩახჩახებული სახე პლატინასავით უპრიალებდა და ნაპატივებ ღიპზე კოსტუმის ღილი ასწყვეტოდა, მაგრამ, როგორც სჩანს ამისათვის არ სცხელოდა.
-ეი, ბიჭუნა!-აშკარად მე მეძახდა.-შეკვეთა მოგართვეს?
-არც მიმიცია.-დაუფიქრებლად ვუპასუხე.
ალბათ, ელენას მომზადებული საჭმელი უფრო გულმოდგინედ უნდა მეჭამა, თორემ „ბიჭუნა“-ს შთაბეჭდილებას ვერ გავცდებოდი.
-იზა!-უეცრად კაცმა ისე დაიღრიალა, ძარღვებში სისხლი გამეყინა. ალიაქოთი უცებ დაცხრა და წამით სიჩუმეს მხოლოდ კომპოზიციაღა არღვევდა.
-რა?!-საპასუხოდაც ფილტვების დასკდომამდე იკივლეს.
ეს გოგონა იყო. კუთხეში მდგარ მაგიდას მისჯდომოდა, გაზეთი უკუღმა გაეშალა და შავი, დიდი სათვალე მოერგო. ქერა, ოქროსფერი ვარცხნილობა ბრჯიტ ბარდოს ამსგავსებდა.
სიგარეტის კვამლში გახვეულს, ისე აებზუებინა ცხვირი, გეგონებოდათ მხრებზე ტონობით ტვირთი დაააწვაო.
ჰმ, სალამი, ინტერსის ახალო ობიექტო!
ვიცი, საზიზღარი კაცი ვიყავი.
-იზაბელ! ახლავე მოემსახურე იმ ბატონს!-შესძახა კაცმა და გაუჩინარდა.
იზაბელი წამოხტა, გაზეთი შხამიანი ობობასავით დაახეთქა და ჩემსკენ წამოვიდა. ვფიცავ, მეშინოდა ჩემთვის მენიუ არ ჩაერტყა თავში და სული არ გაეფრთხობინებინა.
თავისი წვრილცხვირა და წვრილქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით მომიახლოვდა.
სათვალე ოდნავ ჩამოიწია და მის დაბინდულ, ცისფერ თვალებს შევეჩეხე.
ცალ ხელში თეთრი სიგარეტის ღერი ჩაებღუჯა და ვერცხლისფერი ბოლქვები ნაზად ელამუნებოდა მისი სახის კონტურებს.
-რა სიკვდილი გნებავთ?!-ნაზადვე მთხლიშა.(სხვა სიტყვით ვერ აღვწერ).
მაღალწელიანი, კლასიკური, თეძოებზე მჭიდროდ გამოყვანილი, ფართო შავი შარვალი და შავი კოსტუმი ემოსა, რომლის ქვეშიდანაც ლავიწის ძვლები და მაქმანებიანი თეთრეული მოუჩანდა.
სელენიელისათვის საკმაოდ თამამი განაცხადი იყო.
-დოყლაპიასავით დიდხანს იქნებით პირღია?!-მკაცრად დამიყვირა.
-კაპუჩინო და შოკოლადიანი კრუასანები. ცოტა ზრდილობიანდ თუ შეიძლება!-დავახეთქე. მაინცდამაინც არ მხიბლავდა სულელის როლი.
-როგორც იქნა!-ცხვირზე ჩამოცურებული სათვალის მიღმა აატრიალა თვალები.
კრუასანებით დაბრუნდა, ლანგარი დამიხეთქა და ყავა ლამის ზედ გადამქცია.
ჩემი ფინჯნიდან მოსვა, ერთი კრუასანი ჩაკბიჩა და გაზეთის კითხვა გააგრძელა, ოღონდ ცხვირწინ დამიჯდა!
ვგრძნობდი, ათი თვალი მომჩერებოდა.
-უკაცრავად?!-გავცხარდი.
-ჭამე, დასალაგებელ დეკორაციად სანთლები და ყვავილები გვაქვს.-ისე ჩვეულებრივად მითხრა, თითქოს ყოველდღე ერთად ვუსხედით ამ მაგიდას.
-მეცნობი.-წამოვაყრანტალე. თავში ყველაფერი ისე აირია, თითქოს სუფთა ფურცელზე საღებავი დამექცა.
ცხვირის, ფანქრით შეღებილი ტუჩებისა და ჩამუქებული თვალების მოხაზულობა მართლა ძალიან ნაცნობი ჰქონდა.
-მე-არა!-მოკლედ, ლაკონურად აღნიშნა. გაზეთს საოცარი ინტერესით მისჩერებოდა.
-მასე რამეს კითხულობთ?-გაზეთზე მივუთითე.
-თქვენი საქმე არაა.
უცებ ვიცანი.
მაგრამ, სახელიც არ ვიცოდი, რომ დამეყვირა.
-შენ, ხომ ბარში განხე, აპრილის თვეში?! ბარმენიც კი გადვარჩინეთ...
-ჰალუცინაციები გაწუხებს სუპერგმირო.-წამოდგა და აგდებით მომიგო.
ზუსტად ისეთი რხევით გაგოგმანდა.
-არ მაწუხებს!-გამეღიმა.
გამომწვევად შემობრუნდა, ბრიჯიტ ბარდოს ვარცხნილობა მხრებზე გადაიყარა და სიგარეტის ღერი ზედ ჩემს კრუასანზე დასრისა.
-წადი რა! საქმე გააკეთე!-შემომიბურტყუნა უკვე შორიდან.
სიცილ-სიცილით გამოვედი.
ოჰ, იზაბელ!
ახლა კი ნამდვილად მახეში გავაბი.
******************************************************************************************************************************
იზაბელზე ფიქრი თავიდან არ ამომდიოდა.
შემეძლო მთელი დღეების განმავლობაში მეფიქრა მასზე.
ნუშების ხეივანზე აღარ ჩამივლია, არც კაფეში შევსულვარ.
მანქანით დავსეირნობდი.
აგვისტოს პაპანაქებაში ფეხით სიარულის სურვილი არ მქონდა. იზაბელს მხოლოდ ფიქრებით გადავწვდებოდი ხოლმე. უცნაურია, მაგრამ იმდენს ვფიქრობდი, იმდენს ვოცნებობდი, რომ ხანდახან მეგონა იზაბელს ჩემი აზრებით ვეხებოდი კიდეც და ამ არარეალურ კავშირს ქვეცნობიერის რომელიღაც კუთხით გრძნობდა.
ცხადად შემეძლო წარმომედგინა მკვეთრი და მკადიო სურათი. იზაბელისა და ჩემს „კავშირს“ ვერცხლისფერი, კაშკაშა, წვრილი მოელვარე ძაფის სახით წარმოვიდგენდი. ძაფი ერთგვარი გადამცემი იყო, ანტენა, რომელიც შეტყობინებას იჭერდა.
ალბათ ჭკუიდან ვიშლებოდი, აბა სხვაგვარად როგორ ავხსნიდი იმ ფაქტს, რომ მე, კონსტანტინე დვალი, სრულიად უცნობი გოგოთი ვიყავი შეპყრობილი. ქალით რომელიც საღად აზროვნების უნარს მიქვეითებდა.
„ნუშების ხეივანის“ ვიწრო შუკებას ავუყევი. ერთი ბოთლჩახუტებული, უსახლკარო ლოთი გემრიელად ფშვინავდა. მუქი, გრაფიტისფერი და ტურტლიანი კედლები ლამაზი ნახატებით დაეფარათ. გავოცდი. ყოველთვის ერთი ჩეულებრივი, სტერეოტიპული ბიჭი ვიყავი, დიდი ხელოვანი ჩემგან ვერც დადგებოდა. უბრალოდ, ამ აბსტრაქტულ გამოსახულებებში, ფერებისა და ფორმების კასკადში იმენად დავიკარგე, რომ საკუთარი თავიც კი ვიპოვნე.
ზედმეტად ხატოვნად ჟღერდა.
ასეთი ჭუჭყიანი კედლები ამ ქუჩაზე პირველად ვნახე, თუმცა მათვისაც ახალი სიცოცხლე მიეცათ.
ერთ-ერთზე ვიღაცას მუშაობა დაეწყო, მაგრამ შეეწყვიტა და ახლა ნაცრისფერი ქვა კონტრასტულად ერწყმოდა ისრმისფერ ლურჯ საღებავს. მზისფერი, სინგურისფერი, მგლისფერი, ნუშისყვავილისფერი, ჟოლოსფერი, საფირონისფერი, წყალში გაზავებილი ღვინისფერი, კარაქისფერი, ბორდოსფერი და ჭაობისფერი კედლების ფონზე თეთრი, ღრუბლისქულისფერი ყვავივით მოჩანდა ეს გაზინტლული კედელი.
ისევ სხვა ნამუშევრებზე გადავერთე სანამ ზურგსუკან ჩახა-ჩუხი არ ატყდა.
იმ შეუღებავ კედელთან გოგონა იდგა. ლამაზი აღნაგობა ჰქონდა, რომელიც მის კოჭებამდე დაშვებულ ქათქათა, თოვლისფერ, მაქმანებიანი მანჟეტებითა და გულისპირით გაფორმებულ კაბაშიც კი იკვეთებოდა. ყორნისფერი, ოდნავ დატალღული თმა უკან გადაეყარა. რაღაცით საშინელებათა ფილმის პერსონაჟს წააგავდა. სახეს ვერ ვხედავდი, მხოლოდ ძირს დახვავებული საღებავები და სხვა ხელსაწყოები დავლანდე.
-მოგეწონათ?!-უეცრად შემოტრიალდა და ღიმილით მკითხა.
იზაბელი!
ბრიჯიტ ბარდოს ვარცხნილობა აღარ ჰქონდა, წარბებიც გაემუქებინა. უფრო მშვიდი და კეთილი ჩანდა, თუმცა სახე, რომელზეც აპრილიდან მოყოლებული გამალებით ვფიქრობდი, არასოდეს ამერეოდა სხვაში.
მეცხრამეტე,ან მეოცე საუკუნიდან გადმოსულს ჰგავდა, შავი თვალები უციმციმებდა.
შავი?!
კლუბში მომელნისფრო, იისფერი თვალები ჰქონდა, კაფეში კი ყინულივით გამჭოლი ცისფერი, თანაც ორივეგან ოდნავ დაბინდული.
ასე უცებ, ასეთ მუქი ვერანაირად ვერ გახდებოდა!
-იზა?!-შიშით ვიკითხე.
-არა,-მელოდიურად გადაიკისკისა.-სოფი. მე სოფი ვარ.-ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა. უნდობლად ჩავბღუჯე მისი მტევანი. კაშკაშა შავ გარსზე სევდისფერი ბურუსი გადაჰკვროდა მის თვალებს, წამწამებს აფახულებდა, თითოეულ ნაკვთს ვჭამდი. არა, ნამდვილად იზაბელი იყო, ამ ნიკაპს, ამ ნუშისებრ ჭრილს, ცხვირის კონტურებს, ტუჩებს, ყვრიმალებსა და კატისებრ სილამაზეს ვერაფერი დამავიწყებდა!
-შენ ხატავ?-კედლებზე ვანიშნე.
-დიახ.-თვალები გაუბრწყინდა. მერე ფუნჯი მსუბუქად ჩამოუსვა ბეტონს, ქვა თითქოს ჩემს თვალწინ გაცოცხლდა.
-შეიძლება გიყურო?-დაბნეულმა ესღა მოვიფიქრე.
-კარგი.-მომიგო და თავის საქმეში გადაეშვა.
მისმა ცქერამ უჩვეულო სიმშვიდე მომგვარა. მამა, რომ მოკვდა ცამეტი წლის ვიყავი. მას შემდეგ ათმა წელმა განვლო, მაგრამ სახლი საპყრობილედ მექცა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიმშვიდემ ჩემი ბინა მამასთან ერთად დატოვა და კესანესფერ ზეცაში მამასთან ერთადვე აიჭრა.
ახლა კი ისევ ცამეტი წლის ბიჭს დავემსგავსე. პატარა კონსტანტინეს, მამას კოსტას, გოგას მეგობარს, ელანას ერთადერთ შვილს, ბებიას თვალისჩინს.
მახსოვს, ერთხელ სოსო და გოგა გვესტუმრნენ. დედასაც ასეთი გრძელი თეთრი კაბა ეცვა, თხელი, ფრიალა. ათიოდე წლის ვიქნებოდი. ელენას ოქროსფერი, მღელვარე დალალები დაეშალა, ზღვისფერი თვალებით სითბოს ასხივებდა, მაგრამ მაინც სევდისფერი გადაჰკვროდა. მამა ხშირად ეუბნებოდა, შენს თვალებს ზღვის სევდა დაჰყვათო ელენა. ის დღე ოქროსფრად გაბრწყინებული და ხასხასა იყო. ბაღში, ზურმუხტისფერ, მსუბუქად დანამულ ბალახზე დავრბოდით. დედამ მაგიდა ცივი, შინ მომზადებული ლიმონათით, ტარტებით, ღვეზელებით, თხილითა და ათასი ნუგბარით დახუნძლა. ბებიაჩემ ლენას ძველი სილამაზე კოხტად დამჩნეოდა სახეზე. ბრიალა, შავი თვალები და ჭაღარა, ვერცხლისფერი თმა ააახალგაზრდავებდა კიდეც, რადგან კულულები კეფაზე მსუბუქად გაენასკვა.
კრიალა ლიმონათი ბროლივით მბრწყინავ, ლამაზ ჭიქებში კამკამებდა. თეფშებს სიყვარულის სუნი უდიოდა. დედა გრძელ კაბასა და მზისიფერ თმაში ბრწყინავდა. მსუბუქი სიო ნაზად ელამუნებოდა, თუმცა სიოზე ნაზი იყო მამაჩემი,უფრო სწორად მამას მზერა, მზერა, რომლითაც დედას სევდისფერ თვალებს უკოცნიდა.
მაშინ ისე ფასდაუდებლად ბედნიერი ვიყავი, ყველაფერს ბედნიერების ფერი და სიყვარულის სუნი ჰქონდა...
ახლა კი მოგონებებიდან რეალურ, ჩემს დროშიც იგივეს განვიცდიდი. აზრი აღარ ჰქონდა მართლა იზაბელს შევცქეროდი თუ არა, მე ამწუთას სოფი მიყვარდა. ვუყურებდი, როგორ ეფერებოდა ნიავი სოფის, როგორ მოძრაობდნენ მისი ხელები და როგორ იქმნებოდა სიცოცხლე.
ძველი კედლების ახალი სიცოცხლე.
სახლში ვიყავი.
* * *
-ვგონებ, დავასრულე!-ლამაზად გამიღიმა გოგონამ. გადღაბნილი წყლისა და მის თავზე გამოკიდებული სავსე მთვარის სილუეტს მივაშტერდი.
-ძალიან...- სიტყვებს ვეძებდი-ოჰ..ის მშვენიერია!
-გმადლობ. გინდა სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ?-გაოცებისაგან ლამის ყირაზე გადავედი.
-რრათქმაუუნდა.-ენაც კი დამება.
-დამიცადე.-სოფიმ ძირს დაყრილი ნივთები ახვეტა და თვალს მიეფრა.
მალევე დაბრუნდა, შევატყვე თეთრი კაბა საღებავით დასვრილი ჰქონდა.
-სოფი, შენი კაბა...
-ოჰ, ეს არაფერია.-მხიარულად შესძახა და მკლავები მოახია.
-კი მაგრამ...
-უბრალო სარაფანია.. ტონობით მაქვს.-ხელი აიქნია და უდარდელად გაუყვა ქუჩას.
ფართო მდინარე ნუშების ხეივანს გარს ერტყმოდა. მის პირას ჩამოვსხედით და წყალს მივაშტერდით. მდორე დინება ტბას უფრო ამსგავსებდა მას.
სოფიმ კაბა აიკაპიწა, ლენტებიანი ბალერინები წაიძრო, ასფალტის გამოყოფილ ნაწილზე კომფორტულად მოეწყო და ფეხები გრილ წყალში ჩაყო. მას მივბაძე. ხელში ფუნთუშები გვეჭირა და ცივ კოკა-კოლას ვაყოლებდით.
გრძელ თმაზე მზე ელაცილებოდა, სპილოსძვლისფერ კანში ოქროსფერი სხივები დასკდომოდა, მორკალულ წარბებზე მოვერცხლისფრო ჩრდილები გადასდიოდა.
ღმერთო, რა უღმერთოდ ლამაზი იყო!
-რატომ არ მითხარი შენი სახელი კონსტანტინე?!-უკმაყოფილოდ შესძახა.
-ჰა.. რა?!- ანაზდად, ლუკმა გადამცდა და ლამის დავიხრჩე.
-არანაირი მისტიკა, უბრალოდ გულზე შებნეულ ფირფიტაზე გაწერია.-ჩაიცინა მან.
უნებურად ლითონის პრიალა ზედაპირს დავხედე, განყოფილებაში ძალით შემოგვტენა სოსომ. ვერცხლისფრად ბზინავდა : „კონსტანტინე დვალი“
-აა, ჰო.-ჩავიბუტბუტე.
-ნეტავ შენი სახე დაგანახა. შავთმიანი და თეთრკაბიანი გოგონა განსაკუთრებულ ვითარებაში ხვდება რა გქვია და სიტუაცია მძიმდება. გვარიანად შეგაშინე.-ისე შესძახა, თითქოს ამით ძალიან ამაყობდა.
მაინც როგორ ჰგავდა იზაბელს.
-ოჰ, რა გიხარია მერე?!
-არც არაფერი.-მხრები აიჩეჩა და თმა ყორნისფერი თმა მარმარილოსგან გამოკვართულ თითზე დაიხვია.
არ მინდოდა სოფი წასულიყო, თუმცა მე თვითონ „ვიწვებოდი“ დროში.
-ვწუხვარ.-ჩავიბურტყუნე, როდესაც დამშვიდობების დრო მოვიდა.
-გამიხარდა შენი გაცნობა და ნუ წუხხარ.-დამემშვიდობა.
-ნომერი..?-სასაცილოა, თუმცა გულისკანკალით ვკითხე.
-სიმ ბარათს დავამტვრევ.-ლაღად განმიცხადა.
დეჟა ვიუ.
გონება გამინათდა.
მაგრამ გვიანი იყო.
ტაქსში ჩახტა და ისევ გაუჩინარდა. მანქანის გასაღები მოვსინჯე. ადევნება მქონდა განზრახული, აღარაფერი არ მანტერესებდა. მორჩა, იზაბელი თუ სოფი, პეტრუზა თუ პავლუზა, ვინც გინდა ის ბრძანებულიყო?!
სანამ არ გავიხსენე, რომ მანქანა ორი ქუჩის მოშორებით მეყენა.
ამასობაში ტაქსი თვალთახედვის არედან საერთოდ გაქრა.
მწარედ შევიგინე.
ხელიდან დამისხლტა .
ისევ.
*****************************************************************************************************************************
ჩემი გაუხსნელი საქმე ყვავილს ჰგავდა.
ყვავილებს, რომლებმაც ბზარი ამომივსეს.
უზარმაზარი ნაპრალი ნუშის ვარდისფერმა, მსხმოიარე, ჩახჩახა და ბრწყინვალე აბრეშუმივით ყვავილებმა ამოქოლა.
ნაკერები შეერთდა და თავზე ჩამოქცეული ცხოვრება გამთლიანდა.
რა სამწუხაროა, რომ როცა დრო მქონდა, ამას ვერ მივხვდი, რომ ყველაზე ძვირფასი გამომეცალა ხელიდან?!(...)
*****************************************************************************************************************************
-კონტანტინე!-დაიღრიალა სოსომ.
-რა გინდა სოსო?!-დავიყვირე.
-შენთვის ბატონი ასლამაზიშვილი!-დამიღრინა.-სერიოზული საქმე მაქვს შენთან!
შევკრთი, ასეთი უცნაური და გაფითრებული სოსო არასოდეს მენახა.
-რა მოხდა?-დაივინტერესდი.
-მამაშენის მკვლელობის საქმე უნდა გავხსნათ.-მტკიცედ მითხრა მან.
თვალებში ლურჯი ცეცხლი უკრთოდა, ასეთი შეუვალი და ქვის ლოდივით უტეხი სოსო მთხოვდა შველას.
ალბათ, ეს ჩემი ვალი’ც იყო.
ხელიდან მუყაოს ჭიქა გამივარდა.
ცხელმა ყავამ თეთრი ფილაქანი დასვარა.
-არა! ეს თემა აღარ განიხილება.-დაუფიქრებლად წამოვროშე და ჯახუნით გამოვიხურე კარი.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

shen kide analizebi unda agigo gaemzade eqimtan mivdivart

 


№2  offline წევრი მოცინარი

ღმერთო.
ღ მ ე რ თ ო !
ჩემო ზიზო, ყველაფერი ისე გაქვს გათვლილი, ისე! შერლოკა ხარ :დ <3
ეს იზა თუ სოფი თუ პეტრუკა თუ პავლუკა მხიბლავს :დ <3 საოცარი ქალია!
ინა კიდევ ცოტა წინა პლანზე წამოწიე რა ძალიან კარგი ბარბი პესონაჟია :დ
და ნეტავ რატომ გაიხსნა მამამისის მკვლელობა?! მოკლედ. დაბნეული ვარ :დ <3

 


№3  offline წევრი blue witch

მოცინარი
ღმერთო.
ღ მ ე რ თ ო !
ჩემო ზიზო, ყველაფერი ისე გაქვს გათვლილი, ისე! შერლოკა ხარ :დ <3
ეს იზა თუ სოფი თუ პეტრუკა თუ პავლუკა მხიბლავს :დ <3 საოცარი ქალია!
ინა კიდევ ცოტა წინა პლანზე წამოწიე რა ძალიან კარგი ბარბი პესონაჟია :დ
და ნეტავ რატომ გაიხსნა მამამისის მკვლელობა?! მოკლედ. დაბნეული ვარ :დ <3

ჰმმ, ზიზოზღუნა <3 ახალი თავი გავაგზავნე. ჯანდაბას ყველა, შენი საოცარი კომენტარებიც მეყოფა მე. მიხარია, რომ ასე აქტიურობ. ინაზე გეთანხმები. ჩემი პეტრუკა პავლუკა ხომ არი და არი. რაც შეეხება დეტექტივობანას: მე თავად არასოდეს მყვარებია ძიტეკტწივები და რამე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვანაირად არ გამოვიდოდა და სხვა გზა არ მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ. მიყვარხარ და შემდეგ თავზე გელოდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent