შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს


4-01-2018, 00:39
ავტორი sati
ნანახია 1 864

რა არის სიყვარული?
სიყვარული არის ის, რის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს. სიყვარულმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გააბედნიეროს, ან გააუბედუროს. როცა გიყვარს, მის გარეშე არაფრის კეთება არ გინდა, როცა გიყვარს მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, როცა გიყვარს მზად ხარ ყველაფერი გააკეთო მისთვის, როდესაც გიყვარს....ეს გრძნობა შიგნიდან გღრნის, თითქოს ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა რომელსაც დაკმაყოფილება სჭირდება. ისვე როგორც ჭამა, წლის დალევა... როგორც ჰაერის გარეშე არ შეგილია სიცოცხლე... ასევე სიყვარულის გარეშეც...
***
თინეიჯერებისთვის ცხოვრება საღამოს იწყება, ხოლო უფროსებისთვის კი დღე დასასრულს უახლოვდება. ამ დროს ყველა ბავშვი გადის გარეთ, სეირნობს, მეგობრებთან, შეყვარებულთან ერთად. კაფეებში დადიან, კლუბებში, ბარებში... იკრიბებიან ვინმესთან სახლში და დილამდე ერთად იყვნენ. როდესაც სახლში 3-ზე ან 4 ზე მეტი ადამიანი იკრიბება, ეს უკვე წვეულებას ემსგავსება. ირთვება მუსიკა ბოლო ხმაზე, ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის... ეწევა... თავისთვის ზის ჩუმად. ან ცდილობს რომ ვინმე ახალი გაიცნოს. მათე უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო, არა იმიტომ რომ უნივერსიტეტში სწავლობდა, ან იქ რამე საქმე ჰქონდა. უბრალოდ დასასვენებლად იყო წასული. მის ოჯახს ბევრი ფული ჰქონდა, ამიტომ ფლანგავდა როგორც უნდოდა.... ამის გარდა მას ისეთი წარსული ჰქონდა,... თბილისში კი დასასვენებლად ჩამოვიდა. სასტავში როგორც ყოველთვის ერთი ისეთი გოგო გამოჩნდებოდა, რომელსაც ყველა ბიჭი დასდევდა, ან რომელსაც პირიქით არავინ... რადგან თვითონ არ იკარებდა. ესეთი იყოი ეკატერინე. თავისთვის ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა სანამ ვინმე არ გამოელაპარაკებოდა. ვერ იტყოდით რომ უჟმური ან უხასიათო ადამიანი იყო. უბრალოდ დაკვირვება უყვარდა... ხალხს აკვირდებოდა. ეს მისთვის ყველაზე დიდი გასართობი იყო.
-ეკატერინე, როგორც ყოველთვის მარტო და ჩუმად ზიხარ?-კი ეკატერინე ბიჭებს ახლოს არ იკარებდა, მაგრამ ვინ ამბობს რომ ძმაკაცები არ ჰყავდა? გაბრიელი გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია.
-როგორც ყოველთვის პირველ შემხვედრს კერავ. არ მოგბეზრდა?
-ანუ ამჯერად მე მაკვირდებოდი.
-შენ მორიგ მსხვერპლს.
-წვეულებაა, ადექი, იცეკვე. გაერთე. მოიქეცი ისე როგორც ნებისმიერი ნორმალური გოგო.
-არა, ესეც კარგად ვგრძნობ თავს.
-მემგონი მეორე შენნაირი გამოჩნდა. ხედავ იქ რო ბიჭი ზის? მთელი დღეა ესე ზის და სვამს. მის ირგვლივ ნახე რამდენი გოგო ტრიალებს.
-ალბათ თვალები არ აქვთ, რას გავს.
-ხო, რავი. მარა აშკარად ვიღაცას აკვირდება მთელი საღამოა.
-ვის?
-არ ვიცი, ადექი და მეცეკვე. მიდი-გაბრიელმა წამოაყენა და გიჟივით დაიწყო ცეკვა, ეკატერინეს გამოძრავებაც ცადა მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ სასმელი მიაწოდა-მიდი დალიე, ცოტა გამოფხიზლდები.
-თუ პირიქით?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-კარგი, მხოლდო იმიტომ რომ აქ საინტერესო ხალხი აღარ არის.
-მე?
-შენ გარდა-სასმელი გამოართვა და მოსვა-ფუ, რა უბედურებაა?
-რავი, ლუდი?
-საშინელი გემო აქვს.
-მიდი დალიე.
ეკატერინემ ბოლომდე ჩაცალა, მართლაც ოდნავ გამხიარულდა. ის და გაბრიელი მთელი საღამო ერთად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. როგორც ხდება ხოლმე, დილისკენ უკვე ყველა მიდის. მხოლოდ ახლო წრეღა რჩება მეგობრების. დარჩნენ მათე, დიტო, გაბრიელი, ეკატერინე და ქრისტინე. ეკატერინე და ქრისტინე დები იყვნენ. სულ ერთად დადიოდნენ წვეულებებზე. ქრისტინე მის დაზე 3წლით დიდი იყო, უნივერსიტეტი დამთავრებული ჰქონდა, ეკატერინე კი უნივერსიტეტში მეორე კურსზე იყო.. ორივე და ერთმანეთზე უფრო ლამაზი იყო. ერთმანეთს საერთოდ არ გავდნენ, სრულიად განსხვავებული გარეგნობა ჰქონდათ.
-არ მჯერა, ეკატერინე დალიე?-ქრისტინეს გაეცინა და მათეს შემოხვია ხელები-როგორ მომენატრე. კაი იყო საფრანგეთში?
-კი-მათემ მოკლედ უპასუხა, მას ყურადღებას არც აქცევდა. ეკატერინეს უყურებდა რომელიც მისთვის ჩუმად იჯდა და თავი გაბრიელის მხარზე ედო.
-რამით შემილია დაგეხმარო?-ეკატერინემ თავი აწია და თვალებში მიაჩერდა-მთელი საღამოა მემგონი მაშტერდები.
-დიდი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე. თითქოს აქ მყოფებზე საინტერესო და ჭკვიანი გგონია თავი.
-მე კიდე მგონია რომ განებივრებული საცოდავი ბიჭი ხარ, რომელსაც არანაირი მიზანი არ აქვს ცხოვრებაში და აქეთ-იქით დადის სხვადასხვა ქვეყნებში გასართობად. შენნაირებს არავინ არასდროს ეყვარებათ, მარტო იქნებიან, ან თუ შეყვარებულიც ეყოლებათ, ის გოგო მალე გაექცევათ. თუ რათქმაუნდა გოგო ჭკვიანი იქნება.
მათე წამოდგა, ქრისტინეს ხელები მოიცილა და გარეთ გავიდა.
-ოჰოო, როგორც ჩანს წერტილში მოვარტყი-ეკატერინეს გაეცინა.
-ეს არ უნდა გეთქვა-დიტომ გაბრაზებულმა გახედა-წარმოდგენაც არ გაქვს რატომ იყო უცხოეთში წასული-ეს უთხრა და მათეს გაყვა. ყველა მას მიყვა გაბრიელის გარდა.
-რა ხდება?-ეკატერინე გაკვირვებული იყურებოდა-სიმართლე მწარეა?
-არ ვიცი, არ ვიცნობ ამ ტიპს.
-იცი რა, დავიღალე. ანა მელოდება, უნდა წავიდე.
-ესე გვიან ანასთან მიდიხარ?
-ხო, მაგის მშობლები არ არიან ქალაქში. გაბო, არ დაიწყო გეხვეწები-გაბრიელი გადაკოცნა და გარეთ გავიდა. ყველა მათეს გარშემო იდგა. ეკატერინემ კი ყურადღებაც არ მიაქცია ისე აუარა გვერდი და გზა გააგრძელა. ქრისტინე კი გაეკიდა.
-სად მიდიხარ?
-ანასთან.
-ეს რაც დღეს უთხარი აღარ გაუმეორო.
-ქრისტინე, წადი იმ ბიჭთან და თავი დამანებე.
-ეკატერინე...
-გეყოფა, ნუ იქცევი ისე თითქოს ყველაფერი იცი. გევასება ის ტიპი, ხო ვხედავ. წადი და ჩაეხუტე, აკოცე, რაც გინდა ის ქენი. შენთვის დრო არ მაქვს.
მის დას გაეცალა და გზა გააგრძელა. ეკატერინე ესეთი მკაცრი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იყო. მას ცხოვრებაში არ გაუმართლა. ის და მისი და მარტო ცხოვრობდნენ, მის გარდა არავინ არ ჰყავდა. მამა საავადმყოფოში იწვა, 2წლის უკან ავარიაში მოყვა, სრულიად პარალიზებული გახდა და მისი იქ დატოვება მოუწიათ. ქრისტინე ყოველ დღე ნახულობდა, ეკატერინეს კი არ შეეძლო... როდესაც იხსენებდა რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, ვის გამო გარდაეცვალა დედა. ეხლა საერთოდ არ მიდიოდა ანასთან. უბრალოდ მარტო უნდოდა დარჩენა. დიდხანს ხალხში ყოფნა ღლიდა, ენერგიას აცლიდა. ემოციები ყოველთვის ცდილობდნენ აღვირის ახსნას მაგრამ არ გამოსდიოდათ. ის ღრმად გულში მალავდა მათ. ესეთი ახალგაზრდა იყო... მაგრამ ისეთი რამ ჰქონდა გადატანილი რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.
***
2წლის უკან.
-როგორ მომენატრე-ეკატერინე გიჟივით მივარდა საშას და ჩაეხუტა. შემდეგ მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა-არ მოგენატრე? თითქმის 2 კვირაა არ მინახიხარ. დღეს სად წავიდეთ?... მაპატიე სწრაფად ვლაპარკობ. უბრალოდ... ძაან, ძაან მომენატრე.
-ეკატერინე-საშამ მისი ხელი მოიშორა სახიდან და თვალებში ჩახედა.
-რ-რა?-ეკატერინეს ხმა აუკანკალდა.
-უნდ ა დავშორდეთ...
-აღარ გიყვარვარ?-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ მაშინვე მოიწმინდა-მიპასუხე.
-არა.. სიგიჟემდე მიყვარხარ, ვერ წარმოიდგენ...-ახლა მან მოიქცია მისი სახე ხელებში და ახლოს მიიზიდა-ვგიჟდები შენ სურნელზე... შენ თვალებზე... თმაზე... ყველაფერზ... მიყვარხარ, გესმის? წამითაც არ გაიფიქრო რომ არ მიყვარხარ. ყოველთვის მეყვარები, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, როდესაც დავშორდებით... მაშინაც, რაც არ უნდა დაგჭირდეს....
-აბა რატო უნდა დავშორდეთ არ მესმის?-ეკატერინე ცრემლებს ვერ იკავებდა-მეც ხომ მიყვარხარ...
-უბრალოდ ესე არის საჭირო.
-არა... არა... საშა... გევედრები... -ხელებში ჩააცივდა და არ უშვებდა-მიყვარხარ, ეს არ გამიკეთო.
-ეკატერინე, ცოლი მყავს.
ეკატერინე გაშეშდა, ხმა ვერ ამოიღო, სახე გაუფითრდა....
-მე... მე ხომ მიყვარხარ.... ესეთი რამე როგორ... გამიკეთე-ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო-ღმერთო... რატომ... როგორ გამიკეთე...
-მაპატიე. ოჯახს ვერ მივატოვებ. ჯერ ბავშვი ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. მე უკვე 25წლის ვარ.... გამოვიარე ეს ასაკი...
-მე... ხომ მიყვარდი.... როგორ შეგეძლო...
***
ამის შემდეგ ეკატერინე დაფეხმძიმდა, იმ ბიჭისგან შვილი უნდა ყოლოდა. უკვე მეცხრე თვეზე იყო. ერთხელაც სახლში ვიღაც მიადგა. კარი ჩამოუღო, სანამ ეკატერინემ არ გააღო.
-ეკატერინე ლაღიძე ხარ?
-ვინ ხართ?
-ალექსანდრე ლომაძის ცოლი, მისი საყვარელი ხარ ხომ?-შიგნით შევარდა და კარი მიაჯახუნა-შენ წამართვი ქმარი ხომ?!!! ამ ნაბი*ვარს რომელსაც მუცლით ატარებ ჩემი ქმრის შვილია?!!! მიპასუხე!-ეკატერინეს მივარდა დ აძლივს შეიკავა თავი რომ სახეში არ გაერტყა.
-მ...ე...
-რა შენ?!!! ხმა ამოიღე!! კარგად მომისმინე, ჩემ ქმარს მოეშვი! ბავშვზე სიტყვაც რომ დაგცდეს!!! მოგაგნებ!! გიპოვი სადაც არ უნდა იყო, შემდეგ კი შენ შვილთან ერთად მოგახრჩობ გესმის!!!
-მე არ... ვიცოდი...
-არ იცოდა!!-ვეღარ შეიკავა თავი და სახეში გაარტყა-ბო*ი ხარ!!! იმის მაგივრად რომ სხვის ქმრებთან იბოდიალო შენ თავს მიხედე!!!! პრაშ*ანდალკა ხარ!!! მეტი არაფერი! -მეორეჯერაც გაარტყა-მე შენნაირი ოჯახიდან არ ვარ!! ალექსანდრეს ვუყვარვარ!!! არაფერი არ აკლია!! შენ აღარ დაგიბრუნდება!! ბო*ო!!!-შემდეგ კი გიჟივით გავარდა. ეკატერინემ ვერ გადაიტანა ამდენი ნერვიულობა. უცებ მუცელი ატკივდა, ძირს დაემხო... და სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ მუცელი მოეშალა. საავადმყოფოში დიდიხნის განმალობაში იწვა, მაგრამ ვეღარ გაძლო და მშობლებს წაყვანა სთხოვა
-მაგრამ ჯერ ხომ არ გამოჯანმრთელებულხარ.
-დედა გევედრები... სულ მისი ტირილის ხმა მესმის... აღარ შემილია...
-ხომ გეუბნებოდი, შვილო გევედრებოდი დაგენებებინა მისთვის თავი...
-დედა-ეკატერინე გაუჩერებლად ტიროდა.
-დათო, გეხვეწები დაელაპარაკე-ტელეფონი მამამისს გადასცა, მაგრამ ამ დროს ეკატერინემ საშინელი ხმაური გაიგო...
-მამა! დედა!! რა ხდება?! დეეე!
ცოტახანში იმავე საავადმყოფოში დედამისი და მამამისი მოიყვანეს. დედამისი უკვე გარდაცვლილი იყო, მამამისი კი მაშინვე საოპერაციოში შეიყვანეს. ეკატერინეს და ქრისტინეს მეგობრები, ყველა იქ იყო. მხარს უჭერდნენ. ეკატერინე პალატაში იჯდა და ვერ გამოდიოდა. აქეთ-იქით ირწეოდა, კანკალებდა... მის პალატაში გაბრიელი, დიტო და ანა იყვნენ.
-შენთვის ნერვიულობა არ შეილება-გაბრიელმა ძლივს ამოიღო ხმა-დამამშვიდებელს გაგიკეთებენ.
ეკატერინე ხმას არ იღებდა. ოთახში ექთნი იყო რომელიც ცდილობდა დამამშვიდებლის გაკეთებას, მაგრმა ის საშუალებას არ აძლევდა.
-ქალბატონო ეკატერინე, თქვენი მდგომარეობა...
-გაეთრიე... უბრალოდ გაეთრიე.
ექთანმა ნემსი დადო და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან.
გაბრიელი ადგა და მის გვერდით დაჯდა, ხელი გადახვია და მიიხუტა.
-ეკატერინე, იტირე, იყვირე, არ ვიცი რაც გინდა ის ქენი. უბრალოდ ნუ გვიხეთქავ გულს. გეხვეწები.
მან სულ წამით ახედა, შემდეგ კი ისევ კანკალი განაგრძო. გაბრიელი მთელი ძალით იჭერდა, ცდილობდა დაემშვიდებინა, დაეწვინა ლოგინში.
-მისი ბრალია! ნაბი*ვარი!!!
ყველას ეგონა რომ ეკატერინე პალატაში იმიტომ იყო რომ გული წაუვიდა მშობლების ამბის შემდეგ. მას 9თვე დედამისი სოფელში მალავდა, არ უნდოდა ვინმეს რომ მისი ამბავი გაეგო. ეს ყველაფერი ქრისტინემაც არ იცოდა. საშას ამბავიც არავინ იცოდა, ეკატერინე ყოველთვსი ყველაფერს მალავდა.
-ნაბი*ვარი!!! ყველაფერი დამაკარგინა!!-ბოლო ხმაზე ღრიალი დაიწყო და ყველამ ამოისუნთქა-საწოლიდან წამოდგა და ყველაფრის მსხვრევა და მტვრევას შეუდგა-როგორ....-ყვიროდა, ტიროდა... თმებს იგლეჯდა... ერთ ამბავში იყო-გაბრიელი უკნიდან მივიდა, ნემსი აიღო, მოასწრო მისი დაჭერა და პირდაპირ ვენაში გაუკეთა. ის მაინც არ ჩერდებოდა, აგრძელებდა შეწინააღმდეგებას და ყვირილს.
-მე ის მიყვარდა!!! მისგ...-ნელ-ნელა დამშვიდება დაიწყო, მალე კი გაბრიელის ხელებში დაესვენა. ქრისტინეც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სახეზე ფერი არ ედო. თვალები დასიებული ჰქონდა ტირილისგან, დის ყვირილზე კიდევ უფრო ცუდად ხდებოდა. ისედაც 9თვე არ ჰყავდა ნანახი, ახლა კი ესეთ სიტუაციაში მისი ნახვა... მათ ნათესავი არ ჰყავდათ, არავინ ირგვლივ... ოპერაციისთვის, კლინიკისთვის... ყველაფრისთვის უზარმაზარი თანხა ჰქონდათ გადასახდელი. ყველაფერი მას დააწვა. მაშინ ორივეს მუშაობის დაწყება მოუწია. მამის კლინიკის გადასახდელს ყოველ თვიურად ძლივს ძლივობით იხდიდნენ. პატარა კაფე ჰქონდათ გახსნილი, სულ 3 თუ 4 მაგიდა თუ იქნებოდა, მაგრამ საკმარისს თანხას იღებდნენ... ეკატერინეს ამბავი არავის არ გაუგია. ქრისტინე დღე და ღამ მამის საწოლთან იჯდა.
-მამა... გეხვეწები... ხმა ამოიღე... მამა ესე არ მოგვექცე... დედა ... აღარ არის, შენ მაინც არ დაგვტოვო-თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, სახე გაწითლებული ჰქონდა, თვალები ჩასისხლიანებული, ხელები უთრთოდა, სიცოცხლის ნასახი აღარ ეტყობოდა-მამა, გევედრები.
მამამისსაც თვალებში ცრემლები ედგა, ვერ ირყეოდა, ვერაფერს აკეთებდა. მხოლოდ ტიროდა...
მაგრამ ტირილით ვერცერთი ვერაფერს გახდებოდნენ. თავიდან ეკატერინემ გამოიჩინა ინიციატივა, რომ არ გაგიჟებულიყო მუშაობა დაიწყო. ყველა აჩერებდა, ეუბნებოდნენ რომ მისთვის ესეთ მდგომარეობაში მუშაობა არ შეიძლებოდა, ყველა მეგობარი ფულს თავაზობდა. არავისგან 1თეთრიც არ მიუღია. 2სამსახურში ერთად მუშაობდა, სახლში გადამწყვარი მიდიოდა, ამ ყველაფერზე ფიქრის დროც არ ჰქონდა. ქრისტინე სულ ეჩხუბებოდა, როგორ შეგილია ესეთ დროს მუშაობაო. მალე ფულიც დააგროვა, საკმარისი რომ კაფე გაეხსნა, ამის გამო ერთი წელი გამოტოვა უნივერსიტეტის, მაგრამ როგორც კი ყველაფერი მოაგვარა, დაბრუნდა. ახლა უკვე პარალელურად სწავლობდა. მერე ქრისტინეც დაეხმარა, უჭირდათ, მაგრამ ეს კაფე ეხმარებოდათ. ერთ დღესაც ეკატერინეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ბავშვებთან ერთად იყო ბინაში, ლაპარაკი ბავშვებზე წავიდა, შვილებზე... ვინ როგორ აღზრდიდა მისას. ეკატერინე წამოფრინდა და გიჟივით გავარდა გარეთ. გაბრიელი და ქრისტინე მაშინვე გაეკიდნენ.
-ეკატერინე?
ეკატერინე ჩაიკეცა, მუცელზე ხელი მოიკიდა და ტირილი დაიწოყ.
-რატო... ღმერთო რისთვის-სახეზე ტკივილისგან გაწითლდა, მუცლის მოშლის შემდეგ ეს ხშირად ემართებოდა. გრძნობდა როგორ აცლიდნენ ბავშვს... იმ ტკივილს ... ქრისტინეს და გაბრიელს შეეშინდათ რადგან ვერ მიხვდნენ რა ჭირდა. ყველა ხედავდა რომ ეკატერინე კარგად ვერ იყო, რომ უკეთ არ ხდებოდა, ქრისტინესგან განსხვავებით, რომელიც ყოველ დღე უკეთ გრძნობდა თავს. მისი და კი პირიქით იყო. ტკივილსგან ყვიროდა, კვნესდა, ხელს ირტყამდა.
-გეყოფა... გეყოფა... საკმარისად დავიტანჯე. ორივე გაშეშებული იდგა და უყურებდა, ვერ ხვდებოდნენ რა ჭირდა, ბოლოს ეკატერინე ისე ცუდად გახდა სასწრაფოს გამოძახება დასჭირდათ. მის დას კაფეში წასვლა მოუწია, გაბრიელი კი მასთან ერთად დარჩა პალატაში. ცოტახანში კი ექიმიც შემოვიდა.
-თქვენ მდგომარეობაში გადატვირთვა არ შეიძლება, ის რაც თქვენ გადაიტანეთ, ამის შემდეგ ეს ხშირად ხდება, გამოკვლევა უნდა გაიაროთ, აი მიმართვა, გამოკვლევების შემდეგ ჩემთან მოხვალთ, მერე კი მკურნალობაზეც დავილაპარაკებთ. დღეს უმჯობესი იქნება თუ აქ დარჩებით, ხვალ კიდევ გაგწერთ-ექიმი ოთახიდან გავიდა, გაბრიელი კი გაყვა.
-უკაცრავად, რა მდგომარეობაზეა საუბარი?
-არ იცით? ეკატერინე უკვე იყო აქ, რამოდენიმე თვის უკან. ფეხმძიმედ იყო, მეცხრე თვეზე, მაგრამ ბავშვი მკვდარი გამოიყვანეს.
გაბრიელი ერთადერთი იყო, ვინც იცოდა ამის შესახებ. მაგრამ ეკატერინემ მაინც არაფერი მოუყვა, მასაც აღარ უკითხავს.
***
საშა თავდავიწყებით უყვარდა, 1წელი ერთად იყვნენ, მასაც უყვარდა ეკატერინე, მაგრამ როდესაც ცოლმა ყველაფერი გაიგო, იქ ყველაფერი დაასრულა. მისი ცოლის მამის კომპანიაში მუშაობდა, არ უნდოდა კარიერა დაენგრია. ცოლიც ამიტომ ჰყავდა მოყვანილი. ეკატერინე კი მართლა უყვარდა, უბრალოდ გამბედაობა არ ეყო. ოჯახი კი არა ზვიგენები, ცხოველები... ველურების ოჯახი იყო. ეკატერინე დიდი ხნის განმალობაში საკუთარ თავში ჩაკეტილი დადიოდა, არავის არ ელაპარაკებოდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ კი სრულიად უემოციოდ დარჩა. ქრისტინე კი მალე გამოკეთდა, მაშინვე პატარა დაზე დაიწყო ზრუნვა. ეკატერინემ დაკარგა სიყვარული, მშობლები, მეგობრები, შვილი... ყველაფერი რაც გააჩნდა...
***
იმედია მოგეწონებათ. გადავწყვიტე სრულიად განსხვავებული ისტორია დამეწერა. ჯერ მთავარი პერსონაჟების წარსულს გაგაცნობთ შემდეგ კი აწმყოს.



№1 სტუმარი სტუმარი Tamta

Dzaan momwons kargia shemdegs velodebi moutmenlad imedia male dadeb

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Au magariaaa dzalian

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

მომწონს❤
განსხვავებულია❤
ველი შემდეგს!❤

 


№4 სტუმარი hshjsnsbs

kaia male dade shemdegi ra

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი სინაარსი აქვს.

Vნახოტ როგორ განვიტარდება მოვლენები❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent